შესყიდვების ერთიანი...

37
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო თბილისი, ოქტომბერი, 2010 წ. ვერსია 1.0

Transcript of შესყიდვების ერთიანი...

Page 1: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის

მომხმარებლის სახელმძღვანელო

თბილისი, ოქტომბერი, 2010 წ.

ვერსია 1.0

Page 2: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

1

ს ა რ ჩ ე ვ ი

1. სისტემის მიმოხილვა .............................................................................................................................. 2

2. ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი

2.1 პირველი ეტაპი - შემსყიდველის მიერ e-ტენდერის გამოცხადება ..............................10

2.2 მეორე ეტაპი - მიმწოდებლის მონაწილეობა e-ტენდერში .............................................17

2.3 მესამე ეტაპი - გამარჯვებულის გამოვლენა და ხელშეკრულების დადება................29

3. სახელმძღვანელოში გამოყენებული ტერმინები ............................................................................. 34

Page 3: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

2

1. სისტემის მიმოხილვა

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა წარმოადგენს საქართველოში სახელმწიფო

შესყიდვების ოფიციალურ პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან

გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეუძლია შემსყიდველს,

მიმწოდებელს და სტუმრის სტატუსით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თუმცა სისტემაში წინასწარ

რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ შემსყიდველებისათვის და მიმწოდებლებისათვის.

თუ გსურთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტუმრის სტატუსით მოიძიოთ

თქვენთვის სასურველი ინფორმაცია (მიმდინარე და დასრულებული ტენდერები, შემსყიდველისა და

მიმწოდებლის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.), უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

ოფიციალური პორტალის (www.procurement.gov.ge) დახმარებით უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ

სისტემაში. სისტემაში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა.

Page 4: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

3

ღილაკზე ,,სტუმარი“ დაჭერით თქვენ შეხვალთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ

სისტემის მთავარ გვერდზე.

ელექტრონულ სისტემას აქვს ძებნის ფუნქცია, რომლის

მეშვეობით თქვენ სწრაფად, მარტივად და კომფორტულად

შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერ ტენდერთან დაკავშირებული

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. ამისათვის სისტემის

მთავარ გვერდზე მარჯვნივ მოცემული სურათის მსგავს

ფანჯარაში უნდა მიუთითოთ თქვენთვის საჭირო

ინფორმაციის ერთ-ერთი პარამეტრი, კერძოდ:

სატენდერო განცხადების ნომერი;

შემსყიდველის სახელწოდება;

მიმწოდებლის სახელწოდება;

Page 5: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

4

ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი. აღნიშნულის

მონიშვნის შედეგად ეკრანზე გამოჩნდება მარჯვნივ

მოცემული ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემთ

აირჩიოთ ტენდერის მიმდინარეობის ერთ-ერთი

სტატუსი;

ტენდერის ტიპი (ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი);

შესყიდვის კატეგორია- მონიშვნის შედეგად ეკრანზე გამოჩნდება მარჯვნივ მოცემული ფანჯარა,

რომელიც საშუალებას მოგცემთ

აირჩიოთ შესყიდვის კატეგორია;

კლასიფიკატორის კოდები-აღნიშნულის ასარჩევად, ტექსტურ ველში თავად შეგიძლიათ

მიუთითოთ კლასიფიკატორის კოდის სახელწოდება მარჯვნივ მოცემული სურათის მსგავს

ფანჯარაში. არანაკლებ 3 ასობგერის ჩაწერის შედეგად

სისტემა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად,

ავტომატურად მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ

თქვენს მიერ ჩაწერილი ასობგერების შესაბამისი

შესყიდვის ობიექტი.

Page 6: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

5

ღილაკზე დაჭერით სისტემა თავად გაჩვენებთ ეკრანზე კლასიფიკატორის

კოდების ჩამონათვალს. კლასიფიკატორის კოდების სახელწოდების გადამოწმების

მიზნით, ღილაკზე დაჭერით სისტემა გაჩვენებთკოდების სახელწოდებების

ორიგინალ, ინგლისურენოვან ჩამონათვალს.

ტენდერის გამოცხადების თარიღი;

თანხა (მინიმუმი და მაქსიმუმი);

მას შემდეგ, რაც ინფორმაციის ძებნისათვის განკუთვნილ ფანჯარაში მიუთითებთ ერთ-ერთ ან

ერთდროულად რამდენიმე ძებნის პარამეტრს, უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ძებნა“, რომლის შედეგად

გამოჩნდება თქვენს მიერ მითითებული პარამეტრების შესაბამისი ტენდერები, ასეთის არსებობის

შემთხვევაში.

ყურადღება!!!

ნებისმიერ მომხმარებელს (შემსყისდველი, მიმწოდებელი, სტუმარი), სახელმწიფო

შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის მოძებნა შეუძლია ზემოთ

აღწერილი ძებნის ფუნქციით.

Page 7: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

6

როგორ დავრეგისტრირდე სისტემაში როგორც შემსყიდველი ან მიმწოდებელი?

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისათვის (შემსყიდველი,

მიმწოდებელი), შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური პორტალის (www.procurement.gov.ge) დახმარებით

თქვენ უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ სისტემაში. სისტემაში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ

მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, ღილაკით ,,მომხმარებლის რეგისტრაცია“

ღილაკზე ,,მომხმარებლის რეგისტრაცია“ დაჭერით, ეკრანზე გამოჩნდება რეგისტრაციისათვის

განკუთვნილი სამუშაო ველები1. უპირველეს ყოვლისა, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, თქვენ უნდა

მონიშნოთ, თუ რომელი სტატუსით (მიმწოდებელი, შემსყიდველი) აპირებთ სისტემაში რეგისტრაციას.

სტატუსის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ უნდა შეიტანოთ კონკრეტული ინფორმაცია მომხმარებელზე

(შემსყიდველი, მიმწოდებელი) (სახელი და დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ).

1 სამუშაო ველი - ნებისმიერი ადგილი, სადაც სისტემის მომხმარებელს შეჰყავს კონკრეტული ინფორმაცია (მაგალითად,

სახელი/დასახელება,საიდენტიფიკაციო კოდი, საგადასახადო კოდი და ა.შ).

Page 8: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

7

ყურადღება!!!

ერთადერთი განსხვავება მიმწოდებლისა და შემსყიდველის რეგისტრაციის დროს

გახლავთ სამუშაო ველი სამართლებრივი ფორმა. ყველა სხვა დანარჩენი ველი

იდენტურია.

მიმწოდებლის რეგისტრაციისას ,,სამართლებრივი ფორმა“ მონიშვნის შემდეგ ეკრანზე გამოვა მარჯვნივ

მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, რომლის

დახმარებითაც თქვენ აირჩევთ შესაბამის

სამართლებრივ ფორმას.

შემსყიდველის რეგისტრაციისას ,,სამართლებრივი ფორმა“ მონიშვნის შემდეგ ეკრანზე გამოვა მარჯვნივ

მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, რომლის

დახმარებითაც თქვენ აირჩევთ შესაბამის

სამართლებრივ ფორმას.

სახელი/დასახელება;

საიდენტიფიკაციო კოდი;

საგადასახადო კოდი;

ქვეყანა;

ქალაქი/დაბა/სოფელი;

მისამართი (იურიდიული მისამართი);

ტელეფონი (ოფიციალური საკონტაქტო ტელეფონი);

ფაქსი (საკონტაქტო ფაქსის ნომერი);

ელ-ფოსტა (აუცილებელია აქტიური, მოქმედი ელ-ფოსტის მითითება, რომელზედაც

გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დადასტურების შეტყობინება);

Page 9: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

8

ყურადღება!!!

რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი,

მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ვებ–გვერდი) შეცვლის შემთხვევაში

აუცილებელია ეს ცვლილება აისახოს სისტემაში.

რეგისტრაციისას მიზანშეწონილია მიუთითოთ თქვენი სამსახურებრივი

(კორპორატიული) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ელ-ფოსტა (ხელმეორედ);

ვებ-გვერდი (ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი);

სახელი, გვარი (მომხმარებლის სახელი და გვარი);

მომხმარებლის სახელი (პროგრამაში შესვლისათვის2 განკუთვნილი სახელი, რომელიც უნდა

შედგებოდეს მინიმუმ 5 სიმბოლოსაგან);

პაროლი (მინიმუმ 5 სიმბოლოსაგან უნდა შედგებოდეს);

პაროლი ხელმეორედ;

დამცავი კოდი (ნახატზე გამოსახული სიმბოლოები);

გახსოვდეთ!!!

სისტემის მომხმარებლად რეგისტრაციისას წითელი ასტერიკით აღნიშნული სამუშაო

ველის შევსება არის სავალდებულო. თუ ამ ველებს არ შეავსებთ ან არასწორად

შეავსებთ, (მაგალითად: სახელი და დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ქვეყანა და

ა.შ.) სისტემა არ დაგარეგისტრირებთ.

ზემოთ მოცემული სავალდებულო სამუშაო ველების შევსების შემდეგ, ღილაკზე ,,რეგისტრაცია“ დაჭერით,

სისტემის მიერ მოხდება თქვენი მიმწოდებლად/ შემსყიდველობაზე პრეტენდენტად რეგისტრაცია.

მხოლოდ შემსყიდველობაზე პრეტენდენტის მიერ სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის

გადამოწმების შემდეგ, სააგენტო ახდენს მის შემსყიდველად რეგიტრაციას.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ თქვენი, როგორც სისტემის მომხმარებლის პაროლი აღადგინოთ შესყიდვების

სააგენტოს ოფიციალური პორტალის (www.procurement.gov.ge) დახმარებით უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ

სისტემაში. სისტემაში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა,

ღილაკით ,,პაროლის აღდგენა”

2 პროგრამაში შესვლა, მოქმედება რომელსაც სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი ახორციელებს მისთვის განკუთვნილი სახელითა და

პაროლით.

Page 10: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

9

ღილაკზე ,,პაროლის აღდგენა“ დაჭერით, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად ეკრანზე გამოჩნდება

პაროლის აღდგენისათვის განკუთვნილი სამუშაო ველები, კერძოდ:

მომხმარებლის სახელი (მომხმარებლის სახელი, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს);

მომხმარებლის ელ. ფოსტა;

დამცავი კოდი;

ზემოთ მოცემული სამუშაო ველების შევსების შემდეგ, თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,გაგზავნა”, რომლის

შემდეგაც თქვენ საშუალება გექნებათ მომხმარებლის ახალი პაროლის დახმარებით, რომელიც

გამოგეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე, შეხვიდეთ შესყიდვების ერთიან ელქტრონულ სისტემაში.

Page 11: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

10

2. ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი

სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, ელექტრონული ტენდერის/გამარტივებული ელექტრონული ტენდერის

ჩატარების პროცედურა შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - შემსყიდველის მიერ ახალი e-

ტენდერის3 გამოცხადება, მეორე ეტაპი - მიმწოდებლის მიერ e-ტენდერში მონაწილეობა და მესამე ეტაპი -

გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადება.

2.1. პირველი ეტაპი - შემსყიდველის მიერ e-ტენდერის გამოცხადება

შემსყიდველი, როგორც სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი ახალი e-ტენდერის გამოცხადების

მიზნით, უნდა შევიდეს ელექტრონულ სისტემაში მისი სახელითა და პაროლით. სისტემაში შესვლის

შემდეგ, გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი სამუშაო ფანჯარა შემდეგი ფუნქციური

ღილაკებით:

მთავარი - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით თქვენ ნებისმიერ დროს დაბრუნდებით მთავარ გვერდზე

(საწყის სამუშაო ფანჯარაზე);

მომხმარებლები - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით თქვენ საშუალება გაქვთმოიძიოთ ინფორმაცია

სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელზე (შემსყიდველი, მიმწოდებელი,

პრეტენდენტები შემსყიდველობაზე, შავ სიაში მყოფი სუბიექტები);

ახალი ტენდერი - აღნიშნული ფუნქციური ღილაკის დახმარებით თქვენ საშუალება გაქვთ

გამოაცხადოთ ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;

ჩემი ტენდერები - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით ნახავთ თქვენს მიერ მომზადებული სატენდერო

განცხადების პროექტების ან/და თქვენს მიერ გამოცხადებული ტენდერების ქრონოლოგიურ

ჩამონათვალს;

ჩემი პროექტები - რომელზე დაჭერით ნახავთ თქვენს მიერ მომზადებული სატენდერო

განცხადების პროექტების ჩამონათვალს;

პროფილი - აღნიშნული ღილაკზე დაჭერით, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად ეკრანზე

გამოჩნდება თქვენს შესახებ სისტემაში თქვენს მიერვე შეყვანილი ინფორმაცია (სახელწოდება,

საიდენტიფიკაციო კოდი, საგადასახადო კოდი და ა.შ.). ღილაკის ,,რედაქტირება“ გამოყენებით

საშუალება გაქვთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს განაახლოთ.

3e-ტენდერი - სახელმძღვანელოს მიზნებისთვის გულისხმობს ელექტრონულ ტენდერს და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს.

Page 12: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

11

შემსყიდველის მიერ, პროფილში ღილაკზე ,,საკონტაქტო პირები“ დაჭერით, ეკრანზე გამოჩნდება

ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, სადაც იხილავთ შემსყიდველის საკონტაქტო პირზე

ინფორმაციას და ასევე ღილაკების ,,დამატება“, ,,რედაქტირება“, ,,წაშლა“ დახმარებით თქვენ

საშუალება გაქვთ დაამატოთ, განაახლოთ ან საჭიროების შემთხვევაში წაშალოთ საკონტაქტო

პირზე ინფორმაცია.

ღილაკზე ,,კონსოლიდ. ტენდერის თემატიკა“ დაჭერით, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული

სურათის მსგავსი ფანჯარა, რომლის დახმარებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ წინასწარ

დააფიქსიროთ კონსოლიდირებული ტენდერის ერთი ან რამოდენიმე CPV კოდი (ტექსტურ ველში

შესაბამისი სახელწოდების მითითებით ან ღილაკის ,,CPV კოდები“ მონიშვნით პროგრამა თავად

გაჩვენებთ ასარჩევად კლასიფიკატორის შესაბამის კოდებს).

Page 13: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

12

ღილაკზე ,,მომხმარებლები“ დაჭერით, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად ეკრანზე გამოვა

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია - სახელი და გვარი, კონკრეტული სტატუსის (აქტიური,

გრანტორი) მითითებით.

შემსყიდველს, სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს ღილაკების ,,რედაქტირება“ და ,,დამატება“

დახმარებით კონკრეტულ მომხმარებელზე განაახლოს ინფორმაცია ან საჭიროების შემთხვევაში,

ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით დაამატოს სხვა პირი და განუსაზღვროს სტატუსი.

ახალი მომხმარებლის დამატების მიზნით, შემსყიდველმა უნდა დააჭიროს ღილაკს ,,დამატება“, რომლის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, შემდეგი

სამუშაო ველებით:

სახელი და გვარი;

მომხმარებლის სახელი;

ელ. ფოსტა

პაროლი;

პაროლი (ხელმეორედ დაზუსტების მიზნით);

აქტიური (მონიშვნითი ველი) – შემსყიდველის მიერ აღნიშნული ველის მონიშვნით,

ახალ მომხმარებელს მხოლოდ e-ტენდერის ჩატარების უფლება ენიჭება;

ყურადღება!!!

მომხმარებელი ვერ შევა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსის

(აქტიური ან/და გრანტორი) არქონის შემთხვევაში.

გრანტორი (მონიშვნითი ველი) - შემსყიდველი აღნიშნული ველის მონიშვნით, პირს

ხდის პრივილეგირებულ მომხმარებლად, რომელსაც e-ტენდერის ჩატარებასთან ერთად

უფლება ენიჭება თავად დაამატოს ახალი მომხმარებელი ანდა შეცვალოს არსებული

მომხმარებლის სტატუსი;

Page 14: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

13

ზემოთ მოცემული სამუშაო ველების შევსების შემდეგ, თუ გსურთ, რომ შეტანილი ინფორმაცია

სისტემამ შეინახოს უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ჩაწერა“, წინააღმდეგ შემთხვევაში – ღილაკს

,,გაუქმება“.

გასვლა - რომელზე დაჭერითაც თქვენ გამოხვალთ სისტემიდან;

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის

გამოცხადების მიზნით თქვენ უნდა გამოიყენოთ ღილაკი ,,ახალი ტენდერი“, რომელზე დაჭერის შემდეგაც

ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი სამუშაო ფანჯარა

უპირველეს ყოვლისა, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, თქვენ უნდა მონიშნოთ ტენდერის ტიპი -

ელექტრონული ტენდერი/გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.

Page 15: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

14

ტენდერის ტიპის განსაზღვრის შემდეგ, თქვენ უნდა შეავსოთ სამუშაო ველები, რომელიც e-ტენდერის

ორივე სახეობისათვის (ელქტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი) იდენტურია:

კლასიფიკატორის კოდები - ტექსტურ ველში თავად შეგიძლიათ მიუთითოთ კლასიფიკატორის

კოდის სახელწოდება. არანაკლებ 3 ასობგერის ჩაწერის შედეგად სისტემა მარჯვნივ მოცემული

სურათის მსგავსად ავტომატურად მოგცემთ

საშუალებას აირჩიოთ თქვენს მიერ ჩაწერილი

ასობგერების შესაბამისი შესყიდვის ობიექტი ან

ღილაკზე ,,შერჩევა” დაჭერით სისტემა ეკრანზე

გაჩვენებთ კლასიფიკატორის კოდების

იერარქიულ ჩამონათვალს, რომელთაგან

აირჩევთ თქვენთვის სასურველს.

დამატებითი ინფორმაცია;

შესყიდვების რაოდენობა ან მოცულობა;

მოწოდების ვადა;

წინადადებების წარმოდგენის ვადა (აღნიშნული სამუშაო ველი ავტომატურად თვლის წინადადების

წარმოდგენის ვადას იმის მიხედვით, თუ რომელი ტენდერის ტიპი გაქვთ არჩეული -

ელექტრონული ტენდერი თუ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი);

ყურადღება!!!

ყველა e-ტენდერის გამოცხადებისას, აუცილებელია შესაბამისი შესყიდვის ობიექტის

ყველაზე დეტალური CPV კოდის არჩევა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს

შეუძლებელია და არჩეული იქნება უფრო ზედა იერარქიული კატეგორია,

კონკრეტული შესყიდვის ობიექტის დასახელება უნდა მიეთითოს ველში „დამატებითი

ინფორმაცია“.

Page 16: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

15

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ლარებში (ტენდერის ტიპში გამარტივებული ელქტრონული

ტენდერის მონიშვნის შემდეგ, აღნიშნული სამუშაო ველის გასწვრივ სისტემა მიგითითებთ

შესყიდვის ღირებულების მაქსიმალურ თანხას - 200 000 ლარს);

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს - დღგ-ს გარეშე/დღგ-ს ჩათვლით;

შეთავაზების ფასის კლების ბიჯი ლარებში (აღნიშნულ სამუშაო ველში ავტომატურად მიეთითება

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 0,5%-2%. სწორედ სისტემის მიერ მითითებულ ზღვრებში

უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შესყიდვის ფასის კლების ბიჯი);

ზემოთ მოცემული სამუშაო ველების შევსების შემდეგ, თუ გსურთ, რომ სისტემამ შეინახოს სატენდერო

განცხადების შესახებ ინფორმაცია, უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ჩაწერა“, წინააღმდეგ შემთხვევაში ღილაკს

,,გაუქმება“.

ღილაკზე ,,ჩაწერა“ დაჭერით, ერთის მხრივ სატენდერო განცხადების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად

მოთავსდება სატენდერო განცხადებების პროექტების ჩამონათვალში (ღილაკი ,,ჩემი პროექტები“) და

მეორეს მხრივ, თქვენს სამუშაო ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა

სისტემა საშუალებას გაძლევთ სატენდერო განცხადების პროექტში ღილაკის ,,რედაქტირება“ დახმარებით

თქვენთვის სასურველი ცვლილებები შეიტანოთ, საჭიროების შემთხვევაში ღილაკზე ,,ბეჭდვა“ დაჭერით

ამობეჭდოთ ან ღილაკის ,,პროექტის წაშლა“ დახმარებით საერთოდ სისტემიდან წაშალოთ.

თუ გსურთ, რომ თქვენს მიერ შემუშავებულმა სატენდერო განცხადების პროექტმა მიიღოს სატენდერო

განცხადების სახე, ღილაკის ,,სატენდერო დოკუმენტაცია“ დახმარებით უნდა ატვირთოთ სატენდერო

დოკუმენტაცია.

Page 17: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

16

ღილაკზე ,,სატენდერო დოკუმენტაცია“ დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული

სურათის მსგავსი ფანჯარა

შემდეგ, უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,Browse“, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენს კომპიუტერში PDF ფორმატში შენახული სატენდერო დოკუმენტაცია მონიშნოთ, შემდეგ სამუშაო ველში ,,აღწერა“ მიუთითოთ

მოკლედ, თუ რას ეხება ეს დოკუმენტი და, ბოლოს, ღილაკის ,,მიმაგრება“ დახმარებით აღნიშნული

დოკუმენტი ატვირთოთ.

ყურადღება!!!

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც თქვენ სისტემაში ატვირთავთ, უნდა იყოს PDF

ფორმატში.

ატვირთული დოკუმენტის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო განცხადების

რეგისტრაციამდე, შემდეგ კი შესაძლებელია დოკუმენტის ჩანაცვლება შესწორებული

ვერსიით ღილაკის ,,გაუქმება/გააქტიურება” დახმარებით.

ზემოთ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაბრუნდეთ სატენდერო

განცხადების ველში და დააჭიროთ ღილაკს ,,რეგისტრაცია“, რომლის შედეგად სატენდერო განცხადებას

სისტემის მიერ მიენიჭება უნიკალური ნომერი, შეინახება თქვენს მიერ გამოცხადებული ტენდერების

ჩამონათვალში (ღილაკი ,,ჩემი ტენდერები“), ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ნახოს

სატენდერო განცხადება და შესაბამისი წესის დაცვით წარადგინოს საკუთარი წინადადებები.

გახსოვდეთ!!!

თქვენს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა შეგიძლიათ

ნებისმიერ დროს, ამისათვის უნდა შეხვიდეთ კონკრეტულ ტენდერში, სატენდერო

განცხადების ველში დააჭიროთ ღილაკს

Page 18: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

17

2.2. მეორე ეტაპი - მიმწოდებლის მონაწილეობატენდერში მიმწოდებელი, როგორც სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი e-ტენდერში მონაწილეობის მიღების

მიზნით უნდა შევიდეს ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილი სახელითა და პაროლით.

სისტემაში შესვლის შემდეგ, გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი სამუშაო ფანჯარა შემდეგი

ფუნქციური ღილაკებით:

მთავარი - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით თქვენ ნებისმიერ დროს დაბრუნდებით მთავარ

გვერდზე (საწყის სამუშაო ფანჯარაზე);

მომხმარებლები - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით თქვენ საშუალება გაქვთ სისტემაში

რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელზე (შემსყიდველი, მიმწოდებელი,

პრეტენდენტები შემსყიდველობაზე, შავ სიაში მყოფი სუბიექტები) მოიძიოთ

ინფორმაცია;

ჩემი ტენდერები - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით ნახავთ იმ ტენდერების ჩამონათვალს,

რომელშიც იღებთ/მიიღეთ მონაწილეობა;

პროფილი - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად

ეკრანზე გამოჩნდება თქვენს შესახებ თქვენს მიერვე შეყვანილი ინფორმაცია

(სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საგადასახადო კოდი და ა.შ.). ღილაკის

,,რედაქტირება“ გამოყენებით საშუალება გაქვთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ

დროს გაანახლოთ.

მიმწოდებლის მიერ პროფილში ღილაკზე ,,საკონტაქტო პირები“ დაჭერით, ეკრანზე

გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, სადაც იხილავთ ინფორმაციას

მიმწოდებლის საკონტაქტო პირის შესახებ , ხოლო ღილაკების ,,დამატება“, ,,რედაქტირება“,

Page 19: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

18

,,წაშლა“ დახმარებით თქვენ საშუალება გაქვთ დაამატოთ, განაახლოთ ან საჭიროების

შემთხვევაში წაშალოთ საკონტაქტო პირზე ინფორმაცია.

ღილაკზე ,,თემატიკა“ დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა, რომლის დახმარებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ წინასწარ დააფიქსიროთ

თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე CPV კოდი (ტექსტურ ველში შესაბამისი

სახელწოდების მითითებით (არანაკლებ 3 ასობგერის ჩაწერის შედეგად სისტემა ავტომატურად

მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ თქვენს მიერ ჩაწერილი ასობგერების შესაბამისი შესყიდვის

ობიექტი ან ღილაკზე ,,CPV კოდები“ დაჭერით პროგრამა თავად გაჩვენებთ ასარჩევად

კლასიფიკატორის კოდებს).

ღილაკზე ,,მომხმარებლები“ დაჭერით, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად ეკრანზე გამოვა

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია - სახელი და გვარი კონკრეტული სტატუსის (აქტიური,

გრანტორი) მითითებით.

მიმწოდებელს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს ღილაკების ,,რედაქტირება“ და ,,დამატება“ დახმარებით კონკრეტულ მომხმარებელზე განაახლოს ინფორმაცია ან, საჭიროების

შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით დაამატოს სხვა პირი და განუსაზღვროს

მას სტატუსი.

Page 20: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

19

ახალი მომხმარებლის დამატების მიზნით, მიმწოდებელმა უნდა დააჭიროს ღილაკს

,,დამატება“, რომლის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა, შემდეგი სამუშაო ველებით:

სახელი და გვარი;

მომხმარებლის სახელი;

ელ. ფოსტის მისამართი

პაროლი;

პაროლი (ხელმეორედ დაზუსტების მიზნით);

აქტიური (მონიშვნითი ველი) – მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ველის მონიშვნით

ახალ მომხმარებელს ეძლევა სატენდერო წინადადების წარდგენის შესაძლებლობა;

ყურადღება!!!

მომხმარებელი ვერ შევა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსის

(აქტიური ან გრანტორი) არ ქონის შემთხვევაში.

გრანტორი (მონიშვნითი ველი) - მიმწოდებელი აღნიშნული ველის მონიშვნით, პირს

ხდის პრივილეგირებულ მომხმარებლად, რომელსაც სატენდერო წინადადების

წარდგენასთან ერთად უფლება ენიჭება თავად დაამატოს ახალი მომხმარებელი ანდა

შეცვალოს არსებული მომხმარებლის სტატუსი;

ზემოთ მოცემული სამუშაო ველების შევსების შემდეგ, თუ გსურთ, რომ შეტანილი ინფორმაცია

სისტემამ შეინახოს აჭერთ ღილაკს ,,ჩაწერა“, წინააღმდეგ შემთხვევაში ღილაკს ,,გაუქმება“.

გასვლა - რომლის დაჭერით თქვენ გამოხვალთ სისტემიდან;

e-ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, თქვენ როგორც მიმწოდებელმა ელექტრონულ სისტემაში

უნდა მოძებნოთ თქვენთვის მისაღები სატენდერო განცხადება. კონკრეტული სატენდერო განცხადების

არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა (ღილაკზე

,,სატენდერო განცხადების ისტორია“ დაჭერით თქვენ ეკრანზე იხილავთ კონკრეტული სატენდერო

Page 21: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

20

განცხადების ისტორიას, კერძოდ თუ ვის მიერ და როდის იქნა რედაქტირებული განცხადება. ღილაკი

,,ბეჭდვა“ საშუალებას გაძლევთ სისტემიდან ამობეჭდოთ სატენდერო განცხადება, ხოლო ღილაკზე

,,ქრონოლოგია“ დაჭერით თქვენ იხილავთ ტენდერის დაწყებიდან მისი მიმდინარეობის სტატუსის ყოველი

ცვლილების თარიღს.

სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით, თქვენ ამავე განცხადებაში უნდა დააჭიროთ ღილაკს

,,სატენდერო დოკუმენტაცია“, რომლის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსი ფანჯარა.

ღილაკზე ,,დოკუმენტის ნახვა“ დაჭერით გაიხსნება PDF ფორმატში სისტემაში შენახული სატენდერო

დოკუმენტაცია.

კონკრეტულ e-ტენდერში, შეთავაზების წარდგენის მიზნით, შესაბამისი ტენდერის ძირითად ფანჯარაში

უნდა დააჭიროთ ღილაკს „შეთავაზებები“, რომლის შედეგაც ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული

სურათის მსგავსი ფანჯარა აფიდავიტის4 ტექსტით

4 აფიდავიტი – წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების

უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.

Page 22: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

21

აფიდავიტის ტექსტის გაცნობის შემდეგ, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, მონიშვნით აფიქსირებთ

თქვენს მიერ ტენდერის დროს წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობას და თანხმობას ადასტურებთ

ღილაკის ,,თანხმობა“ დაჭერით.

მას შემდეგ, რაც თქვენ აფიდავიტის ტექსტზე თანხმობას განაცხადებთ, სისტემა საშუალებას გაძლევთ

წარადგინოთ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 2 შესაძლო მეთოდიდან ერთ-ერთის

გამოყენებით.

თქვენთვის სასურველ ბანკში მიბრძნდებით და აიღებთ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის

გარანტიას შესაბამის ტენდერში მონაწილეობის მიზნით, რომელსაც მოყვება აღნიშნული გარანტიის

უნიკალური, ერთჯერადი გამოყენების კოდი. აღნიშნულ კოდს შეიყვანთ ქვემოთ მოყვანილი სურათის

მსგავს სამუშაო ველში, ხოლო სისტემაში დააფიქსირებთ ღილაკის ,,წარდგენა“ დაჭერით.

Page 23: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

22

მეორე მეთოდი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისა გახლავთ საგარანტიო

თანხის დაბლოკვის მიზნით, მისი დროებით განთავსება სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე თქვენი ბიზნეს

ბარათის გამოყენებით.

ყურადღება!!!

ბიზნეს ბართიდან თანხის დაბლოკვის პროცედურა მოცემულია ,,ქართუ ბანკის“

ვირტუალური ბარათის მაგალითზე, რომელიც ასახავს რეალურ პროცედურას.

ბიზნეს ბარათიდან თანხის დაბლოკვის მიზნით, თქვენ პირველ რიგში ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსად უნდა აირჩიოთ კონკრეტული ბანკი, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს ,,თანხის დაბლოკვა“.

ღილაკის ,,თანხის დაბლოკვა“ დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა, რომლის დახმარებითაც სისტემა საშუალებას გაძლევთ თანხა დაბლოკოთ თქვენი ბიზნეს

ბარათიდან

Page 24: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

23

სამუშაო ველების (ბარათის ნომერი, მოქმედბის ვადა, CVC2 კოდი და ა.შ.) შევსების შემდეგ, უნდა

დააჭიროთ ღილაკს ,,შემდეგ“, რომლის შედეგად ეკრანზე

გამოჩნდება მარჯვნივ მოცემული ფანჯარა. ღილაკზე ,,გადახდა“

დაჭერით სისტემა თქვენი ბიზნეს ბარათიდან ავტომატურად

დაბლოკავს თანხას, ხოლო ღილაკზე ,,უკან“ დაჭერით

დაბრუნდებით წინა ფანჯარაზე.

ზემოთ მოცემული ერთ-ერთი პროცედურის დაცვით სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის

გარანტიის წარდგენის შემდეგ, სისტემა უკვე საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ სატენდერო წინადადების

საფასური, რისთვისაც ეკრანზე გამოჩნდება

მარჯვნივ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა. საფასურის გადახდა ხდება იგივე

წესით, როგორც ეს სატენდერო წინადადების

უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მეორე

მეთოდის გამოყენებისას.

სატენდერო წინადადების საფასურის გადახდის შემდეგ, თქვენ აუცილებლად უნდა ატვირთოთ

ტექნიკური დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა წინადადების წარდგენის საშუალებას არ

მოგცემთ.

ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისათვის, სატენდერო წინადადების საფასურის გადახდის შემდეგ,

ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა.

ყურადღება!!!

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მხოლოდ შესყიდვის ობიექტთან

დაკავშირებული ტექნიკური დეკუმენტაციის ატვირთვა.

ტექნიკური დოკუმენტაცია არის პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის

ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია

სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა საკვალიფიკაციო

მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა, რომელიც, თავის მხრივ, არის

ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

Page 25: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

24

ღილაკზე ,,Browse” დაჭერით საშუალება გაქვთ მონიშნოთ, თქვენს კომპიუტერში შენახული ტექნიკური

დოკუმენტაცია ხოლო ღილაკზე ,,მიმაგრება“ დაჭერით აღნიშნული დოკუმენტაცია აიტვირთვება

სისტემაში.

სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, საშუალება გაქვთ დააფიქსიროთ სატენდერო

წინადადების ფასი ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით

ყურადღება!!!

„წარმოადგინეთ სატენდერო წინადადების ფასი დღგ–ს გათვალისწინებით“ ან „დღგ–ს

გარეშე“. ეხება მხოლოდ დ.ღ.გ–ს გადამხდელ მიმწოდებლებს.

სამუშაო ველის ,,თანხა’“ გასწვრივ მიუთითებთ სატენდერო წინადადების ფასს და, შემდეგ, დააჭერთ

ღილაკს ,,შეთავაზება“, რის შედეგად ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა,

რომლის დახმარებითაც თქვენ ღილაკის ,,დიახ“ დაჭერით დაადასტურებთ სატენდერო წინადადების ფასის

სისწორეს, წიანააღმდეგ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ღილაკი ,,არა“.

სატენდერო წინადადების ფასის მითითებისას, თუ თქვენს მიერ შეთავაზებული თანხა მნიშვნელოვნად

განსხვავდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისაგან ან თქვენს მიერ წარდგენილი წინა შეთავაზებისგან,

სისტემა ეკრანზე გამოგიტანთ ქვემოთ მოცემული სურათის მსგავს ფანჯარას. თანხმობის შემთხვევაში,

თქვენ ჯერ მონიშვნით უნდა დაადასტუროთ თანხმობა და შემდეგ დააჭიროთ ღილაკს ,,დიახ“, წინააღმდეგ

შემთხვევაში უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,არა“

Page 26: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

25

სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, თქვენი

შეთავაზება გამოჩნდება შეთავაზებების ძირითად ველში სხვა პრეტენდენტების (ასეთის არსებობის

შემთხვევაში) შეთავაზებებთან ერთად

თქვენ ნებისმიერ დროს შესაძლებლობა გაქვთ უარი თქვათ სატენდერო წინადადებაზე და ამისათვის

ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, უნდა გამოიყენოთ ღილაკი ,,სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა“. თქვენს მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, წარდგენილი

საგარანტიო თანხა უკან არ გიბრუნდებათ, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში –

მოხდება თქვენი შეყვანა შავ სიაში.

ტენდერის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ იწყება ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი, რომელში

მონაწილეობაც არ არის სავალდებულო. დამატებითი რაუნდების დროს თითოეულ პრეტენდენტს

ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი e-ტენდერში

გამარჯვების მიზნით. დამატებითი რაუნდებისთვის სისტემაში განკუთვნილია შესაბამისი სამუშო ველები

ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად.

ყურადღება!!!

სატენდერო წინადადების წარდგენისას, თქვენ, ხედავთ მხოლოდ საკუთარ

დასახელებას/სატენდერო დოკუმენტაციას. და სხვა პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ

ფასს., რაც შეეხება სხვა პრეტენდენტებს, მათი ვინაობა ანონიმურია, ხოლო ტექნიკური

დოკუმენტაცია – დაფარული.

სატენდერო წინადადების ფასის წარდგენის შემდეგ, შეუძლებელია თქვენს მიერ

ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის წაშლა.

Page 27: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

26

პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში

წარდგენილი ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი,

რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, ხოლო მე-2 რაუნდში - ის პრეტენდენტი,

რომელმაც ამ რაუნდის დასაწყისისთვის ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, ხოლო მე-3 რაუნდში - ის

პრეტენდენტი, რომელმაც ამ რაუნდის დასაწყისისთვის ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა.

როგორც ავღნიშნეთ, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ იწყება პირველი შესვენება, რომელიც, ისევე

როგორც ყოველი შესვენება რაუნდებს შორის, გრძელდება 2 წუთს. პირველი შესვენების დასრულების

შემდეგ იწყება ვაჭრობის პირველი რაუნდი. ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი

ფანჯარა მინიშნებით მიმდინარეობს პირველი რაუნდი. ამავე ფანჯარაში პრეტენდენტი იხილავს

ინფორმაციას შესაბამისი რაუნდის დაწყების, დასრულებისა და პრეტენდენტების რიგითობის შესახებ

ზუსტი დროის მითითებით.

პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი პირველი წარადგენს

სატენდერო წინადადების ფასს ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით

სამუშაო ველის ,,თანხა” გასწვრივ პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თანხა, რომლის შეთავაზებაც სურს და

შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს ,,შეთავაზება”.

რიგით პირველი პრეტენდენტის მიერ ფასის წარდგენის შემდეგ, სისტემა 2 წუთის განმავლობაში მეორე

პრეტენდენტს აძლევს საშუალებას წარადგინოს საკუთარი ფასი ზემოთ აღწერილი წესითა და

თანმიმდევრობით. ამავე წესის და შესაბამისი რიგითობის დაცვით წარადგენს ყველა სხვა დანარჩენი

პრეტენდენტი (მათი არსებობის შემთხვევაში) სატენდერო წინადადების ფასს.

გახსოვდეთ!!!

ელექტრონული ვაჭრობის სამივე რაუნდის დროს თითოეულ პრეტენდენტს საკუთარი

შეთავაზების განხორციელება შეუძლია მისი რიგის დადგომიდან 2 წუთის განმავლობაში

თითოეულ რაუნდში საბოლოო ფასს აფიქსირებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ამ

რაუნდის დასაწყისისთვის დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი.

Page 28: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

27

მას შემდეგ, რაც პირველ რაუნდში ყველა პრეტენდენტი წარადგენს სატენდერო წინადადებას, სრულდება

პირველი რაუნდი, ცხადდება მორიგი შესვენა და მარჯვნივ

მოცემული სურათის მსგავსი მინიშნება გამოვა ეკრანზე.

ამავე დროს ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, რომელშიც ასახული

იქნება პირველი რაუნდის ვაჭრობის შედეგები

შესვენების დასრულების შემდეგ, იწყება მე-2 რაუნდი. ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსი ფანჯარა მინიშნებით მიმდინარეობს მეორე რაუნდი. ამავე ფანჯარში პრეტენდენტი იხილავს

სატენდერო წინადადების წარდგენის, დაწყების, დასრულების და რიგითობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

მას შემდეგ, რაც მე-2 რაუნდში ყველა პრეტენდენტი წარადგენს სატენდერო წინადადებას, სრულდება

მეორე რაუნდი, ცხადდება მორიგი შესვენება და მარჯვნივ

მოცემული სურათის მსგავსი მინიშნება გამოვა ეკრანზე.

ამავე დროს, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, რომელშიც ასახული

იქნება მე-2 რაუნდის ვაჭრობის შედეგები, პირველი რაუნდის ვაჭრობის შედეგებთან ერთად

ყურადღება!!!

თუ პრეტენდენტი მონაწილეობას არ მიიღებს დამატებით რაუნდებში, ძალაში რჩება

მის მიერ ძირითად დროში დაფიქსირებული ფასი.

Page 29: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

28

შესვენების დასრულების შემდეგ, იწყება მე-3 რაუნდი. ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსი ფანჯარა მინიშნებით მიმდინარეობს მესამე რაუნდი. ამავე ფანჯარაზე პრეტენდენტი იხილავს

სატენდერო წინადადების წარდგენის, დაწყების, დასრულების და რიგითობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

მას შემდეგ, რაც ყველა პრეტენდენტი წარადგენს წინადადებას დასრულდება დამატებითი რაუნდები და

სისტემა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, ეკრანზე გაჩვენებთ დამატებით რაუნდებში

პრეტენდენტების ვაჭრობის შედეგებს.

სამივე რაუნდის ამოწურვის შემდეგ, სისტემა დაალაგებს ყველა შედეგს კლებადობის პრინციპის

მიხედვით, რომლის შემდეგაც ხდება შემსყიდველის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადება კანონმდებლობით გათვალისწინებული

პროცედურების შესაბამისად.

Page 30: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

29

1.3. მესამე ეტაპი - გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

ხელშეკრულების დადება

კონკრეტულ e-ტენდერზე წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ, თქვენ როგორც შემსყიდველს,

შესაძლებლობა გაქვთ გამოავლინოთ გამარჯვებული პრეტენდენტი კანონმდებლობით დადგენილი წესის

დაცვით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხვიდეთ თქვენს მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ e-ტენდერში, რომელზეც

წინადადებების მიღება დასრულებულია და დააჭიროთ ღილაკს ,,შედეგები“ ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსად:

ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა, რომლის

დახმარებითაც თქვენ უნდა ატვირთოთ სატენდერო კომისიის ყველა შესაბამისი სხდომის ოქმი და ამ

ტენდერთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი დოკუმენტი.

ღილაკი ,,Browse” საშუალებას გაძლევთ თქვენს კომპიუტერში შენახული დოკუმენტი მონიშნოთ, შემდეგ

სამუშო ველში ,,აღწერა“ მიუთითოთ დოკუმენტის მოკლე შინაარსი და ღილაკზე ,,მიმაგრება“ დაჭერით

ატვირთოთ მონიშნული დოკუმენტი.

გახსოვდეთ!!!

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და დოკუმენტაცია სისტემაში უნდა ატვირთოთ

დაუყონებლივ, იმავე დღეს.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმისა და სხვა დოკემენტაციის ატვირთვის შემდეგ, თქვენ აღნიშნულ e-

ტენდერს უნდა განუსაზღვროთ სტატუსი ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით

Page 31: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

30

მოცემული სურათის მსგავსად, ამ ეტაპზე e-ტენდერს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ერთ-ერთი

სტატუსი, გამარჯვებული გამოვლენილია ან დასრულებულია უარყოფითი შედეგით.

დასრულებულია უარყოფითი შედეგით თუ თქვენს მიერ შერჩეული იქნება e-ტენდერის სტატუსი - დასრულებულია უარყოფითი შედეგით, ღილაკზე ,,მინიჭება“ დაჭერის შემდეგ სისტემა ავტომატურად შეუცვლის მას სტატუსს, შეინახავს როგორც

უარყოფითი შედეგით დასრულებულ e-ტენდერს და ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, მიანიჭებს

წითელ შეფერილობას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მსგავსი შედეგით დასრულებული e-

ტენდერებისათვის

გახსოვდეთ!!!

სტატუსი - ,,დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ შეგიძლიათ მიანიჭოთ ნებისმიერ

დროს, სტატუსის ,,ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე, რომლითაც e-ტენდერი

იღებს საბოლოო სახეს და მასში შემდგომი ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

შერჩევა/შეფასება

მას შემდეგ, რაც თქვენ ატვირთავთ სისტემაში სატენდრო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს/ოქმებს და

სხვა დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად მიანიჭებს e-ტენდერს

სტატუსს - შერჩევა/შეფასება, რომელიც ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად, გამოჩნდება ყველა

მსგავსი სტატუსი მქონე e-ტენდერის შემთხვევაში.

Page 32: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

31

გამარჯვებული გამოვლენილია

სტატუსის ,,გამარჯვებული გამოვლენილია“ არჩევით, სისტემა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსად,

ავტომატურად მიანიჭებს აღნიშნულ სტატუსს და მოგცემთ შესაძლებლობას e-ტენდერს განუსაზღვროთ

მომდევნო სტატუსი.

სტატუსი - მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება

იმისათვის, რომ e-ტენდერს მომდევნო სტატუსი განვუსაზღვროთ, აუცილებელია ქვემოთ მოცემული

სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით ავტვირთოთ სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის

ოქმი/ოქმები და დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის შემდეგაც სისტემა სტატუსის

შეცვლის საშუალებას მოგცემთ

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის და დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ატვირთვის

შემდეგ, სისტემა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით საშუალებას გაძლევთ e-

ტენდერს განუსაზღვროთ მომდევნო სტატუსი - ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“

Page 33: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

32

სტატუსი ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ არჩევის შემდეგ, თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს

,,მინიჭება“, რის შედეგად სისტემა e-ტენდერს ავტომატურად მიანიჭებს აღნიშნულ სტატუსს და მოგცემთ

საშუალებას e-ტენდერს მიანიჭოთ საბოლოო სტატუსი -,,ხელშეკრულება დადებულია“.

სტატუსი - ხელშეკრულება დადებულია

როგორც აღვნიშნეთ, ,,ხელშეკრულება დადებულია“ არის e-ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის

გამოვლენის საბოლო სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭებაც სისტემაში ისევე მარტივად და

კომფორტულად ხდება როგორც ყველა სხვა სტატუსის მინიჭება.

მას შემდეგ, რაც თქვენ კონკრეტულ e-ტენდერს ზემოთ მოცემული წესის დაცვით მიანიჭებთ სტატუსს

,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, სისტემა საშუალებას გაძლევთ e-ტენდერს მიანიჭოთ

სტატუსი - ,,ხელშეკრულება დადებულია“ ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით

მოცემულ ფანჯარაში, თქვენ სამუშაო ველის ,,გამარჯვებული“ გასწვრივ ტენდერში მონაწილე

პრეტენდენტების ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოთ კონკრეტული გამარჯვებული პრეტენდენტი, შემდეგ

კი ღილაკი ,,Browse” -ის დახმარებით თქვენს კომპიუტერში უნდა მონიშნოთ კანონმდებლობის

მოთხოვნების შესაბამისად დადებული ხელშეკრულება დასკანერებული სახით და ღილაკზე ,,მიმაგრება“

დაჭერით, ატვირთოთ სისტემაში.

დასკანერებული ხელშეკრულების ატვირთვის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება ქვემოთ მოცემული სურათის

მსგავსი ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემთ e-ტენდერს ბოლო სტატუსი - ,,ხელშეკრულება დადებულია“ მიანიჭოთ. შეცდომის თავიდან არიდების მიზნით, საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე

შემსყიდველს შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულებაც და გამარჯვებულიც. გამარჯვებულის შეცვლის

შემთხვევაში აუცილებელია შეიცვალოს ხელშეკრულებაც.

Page 34: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

33

სტატუსის ,,ხელშეკრულება დადებულია“ არჩევის შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,მინიჭება“, რის

შედეგად e-ტენდერს მიენიჭება აღნიშნული სტატუსი და მიიღებს ქვემოთ მოცემული სურათის მსგავს

სახეს

e-ტენდერი ობიექტური მიზეზების გამო შესაძლებელია საერთოდ არ შედგეს ანუ არცერთმა პრეტენდენტმა

არ წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ როგორც შემსყიდველი უნდა

შეხვიდეთ თქვენს მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ e-ტენდერში, დააჭიროთ ღილაკს ,,შედეგები“, რის

შედეგად გამოვა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარა

ღილაკი ,,Browse” საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენს კომპიუტერში შენახული, კანონმდებლობის

მოთხოვნების დაცვით შედგენილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი/ოქმები, შემდეგ სამუშაო ველში

,,აღწერა“ მიუთითოთ დოკუმენტის მოკლე შინაარსი და ღილაკზე ,,მიმაგრება“ დაჭერით ატვირთოთ

მონიშნული დოკუმენტი.

აღნიშნულის შემდეგ, სისტემა ქვემოთ მოცემული სურათის მსგავსი ფანჯარის დახმარებით, გაძლევთ

საშუალებას თქვენს მიერ გამოცხადებულ e-ტენდერს მიანიჭოთ სტატუსი ,,ტენდერი არ შედგა“.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა აირჩიოთ სტატუსი ,,ტენდერი არ შედგა“, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს

,,მინიჭება“, რის შედეგად სისტემა ავტომატურად მიანიჭებს აღნიშნულ e-ტენდერს თქვენს მიერ შერჩეულ

სტატუსს და ტენდერი მიიღებს ქვემოთ მოცემული სურათის მსგავს სახეს

Page 35: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

34

2. სახელმძღვანელოში გამოყენებული ტერმინები

3.1 სამუშაო ველი - ნებისმიერი ადგილი, სადაც სისტემის მომხმარებელს შეჰყავს კონკრეტული

ინფორმაცია (მაგალითად, სახელი/დასახელება,საიდენტიფიკაციო კოდი, საგადასახადო კოდი და ა.შ).

3.2 სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი - სისტემაში რეგისტრირებული პირი

(შემსყიდველი/მიმწოდებელი), რომელსაც გააჩნია მომხმარებლის სახელი და პაროლი;

3.3 სტუმარი - ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სტუმრის

სტატუსით online რეჟიმში გაეცნოს სისტემაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას (სტუმარს არ აქვს e-

ტენდერის გამოცხადებისა და მასში წინადადებების წარდგენის საშუალება)

3.4 e-ტენდერი - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის

სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, გულისხმობს ელექტრონულ ტენდერს და გამარტივებულ

ელექტრონულ ტენდერს;

Page 36: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

35

3.5 პროგრამაში შესვლა - მოქმედება, რომელსაც სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი

ახორციელებს მისთვის განკუთვნილი სახელითა და პაროლით.

3.6 პრეტენდენტი შემსყიდველობაზე - სტატუსი, რომელიც ენიჭება შემსყიდველ ორგანიზაციას

მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსებისა და სისტემაში შესვლის შემდეგ, ვიდრე სააგენტო

არ მოახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში რეგისტრაციას შემსყიდველად,

ყურადღება!!!

სახელმძღვანელოში მოცემული სქრინშოტები შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს

სისტემის შემდგომ დახვეწასთან ერთად.

Page 37: შესყიდვების ერთიანი ...procurement.gov.ge/files/_data/geo/publication/e-tenders...1 ს ა რ ჩ ე ვ ი 1. სისტემის მიმოხილვა

www.procurement.gov.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ©, თბილისი 0160, პეკინის 28, ტელ. 38 21 84, ელ.ფოსტა: [email protected]