მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი...

45
1 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამხმარე მასალათა კრებული მუსიკის პედაგოგთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირებისათვის მუსიკა

Transcript of მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი...

Page 1: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

1

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

დამხმარე მასალათა კრებული

მუსიკის პედაგოგთა საგნობრივი

კომპეტენციის დამადასტურებელი

ტესტირებისათვის

მუსიკა

Page 2: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

2

თბილისი 2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მუსიკის ჯგუფი

დამხმარე მასალათა კრებული წარმოადგენს  „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული

ცენტრის“ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით  „საავტორო და მომიჯნავე

უფლებების შესახებ“.  „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“  ნებართვის

გარეშე დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა,  მისი რეპროდუქცია,  თარგმნა

და სხვა საშუალებებით  (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) გავრცელება, 

აგრეთვე იკრძალება კრებულის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

Page 3: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

3

ს ა რ ჩ ე ვ ი

შესავალი-------------------------------------------------------------------------4

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი----------------------------------5

პროგრამა------------------------------------------------------------------------12

ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება------------------------------25

ტესტური დავალების ტიპები, შეფასების სქემები და პრინციპები, განმარტებები

და რეკომენდაციები:

დახურული კითხვები (არჩევითბოლოიანი კითხვები) -------------------28

პრაქტიკული დავალებები-----------------------------------------------------32

შესაბამისობის დადგენა -------------------------------------------------------36

დავალება პასუხით ,,ჭეშმარიტია - მცდარია’’-------------------------------37

ქრონოლოგიის განსაზღვრა ---------------------------------------------------40

ღია კითხვა ---------------------------------------------------------------------- 41

ზოგადი რეკომენდაციები ტესტისათვის-------------------------------------45

Page 4: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

4

შესავალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2017

წელს, მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის, ჩატარდება

ტესტირება. წინამდებარე კრებულის დანიშნულებაა, საშუალო და საბაზო საფეხურის

სკოლის პედაგოგებს გააცნოს ტესტირების ზოგადი მოთხოვნები, პროგრამა, ტესტის

სტრუქტურა, ქულათა განაწილება დავალებების მიხედვით და ტესტურ დავალებათა

ნიმუშები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მუსიკის ჯგუფმა შექმნა ტესტურ დავალებათა ბაზა,

რომლის დიდმა ნაწილმა შემოწმება გაიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აპრობაციის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შეირჩა დავალებების ნიმუშები

კრებულისათვის. კრებულში შეტანილია, აგრეთვე, ტესტურ დავალებათა შეფასების

სქემები და ცალკეულ დავალებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

დავალებების სირთულის დონე და მოთხოვნები შესაბამისობაშია განათლებისა და

მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან.

ყურადღებით გაეცანით კრებულის მასალას, მათ შორის, თითოეული დავალების

აღწერილობას, რათა დაიცვათ დავალების შესრულების ტექნიკური და შინაარსობრივი

მოთხოვნები.

ვიმედოვნებთ, კრებული დაგეხმარებათ, საფუძვლიანად მოემზადოთ მუსიკის საგნისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

Page 5: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

5

მასწავლებლის პროფესიული

სტანდარტი

მუსიკა

(საბაზო და საშუალო საფეხური)

Page 6: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

6

2012 წელი

მუხლი 70. დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის

მასწავლებლის პროფესიული უნარები

ა) მიმართულება: პრაქტიკული უნარ‐ჩვევები

ა.ა) სიმღერა (მუსიკალური სახეების განსახიერება ნაწარმოების შესრულების

დროს; გამართული სოლფეჯირების უნარები სოლო, ვოკალური და

საგუნდო პარტიების შესრულების და სწავლების უნარები);  

ა.ბ) საკრავის/საკრავების ფლობა იმ ფარგლებში, რომელიც საშუალებას

მისცემს შეასრულოს საგნის პროგრამით გათვალისწინებული მუსიკალური

ნაწარმოები;  

ანსამბლური მუსიცირების ფორმების ფლობა;  

ა.გ) გუნდის, ანსამბლის ხელმძღვანელობა, თვლაზე დამყარებული

დირიჟორობა (რეპერტუარის შერჩევა, სწავლება, შესრულება);  

ა.დ)  სასკოლო დადგმების ორგანიზება (მუსიკალური რეჟისურის

საფუძვლების ცოდნა;  მუსიკალური ღონისძიებების,  მათ შორის, 

კონცერტი/წარმოდგენა,  მუსიკალური სპექტაკლი,  ლექცია‐კონცერტი, 

ვიქტორინა,  მეჯლისის ორგანიზება და მხატვრული გაფორმება

ჩანაწერით, ცოცხალი შესრულებით);  

ა.ე)  თემატური ღონისძიებების გამართვა (სასკოლო სპექტაკლების

მუსიკალური გაფორმება, სანოტო ალბომის მომზადება; სკოლაში ცნობილი

კომპოზიტორის,  მომღერლის,  შემსრულებლის მიწვევა,  შეხვედრის

ორგანიზება და წარმართვა;  ტექსტის შერჩევა მელოდიისათვის;  მუსიკის

შერჩევა ტექსტისათვის);  

ა.ვ) მუსიკალური ენის ელემენტების გამოყენება (სანოტო სისტემის ახსნის, 

სიმღერის, დაკვრის, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისა და ანალიზის, 

მუსიკის ჩაწერის, მელოდიის ჰარმონიზაციის დროს);  

ა.ზ) სპეციალური მუსიკალური ლიტერატურის გამოყენება;  

ა.თ) საინფორმაციო‐საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი, 

მუსიკალურ‐კომპიუტერული პროგრამები) და აპარატურის (მაგნიტოფონი, 

დიქტოფონი, ფოტო, ვიდეო, ტელე‐აპარატურა, კომპიუტერი), გამოყენება: 

Page 7: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

7

რიტმულ‐ინტონაციური სავარჯიშოების, მუსიკალური კომპოზიციის

შესრულების დროს; სხვადასხვა სახის ჩანაწერის დემონსტრაციისთვის, 

მიღწეული შემოქმედებითი შედეგის აუდიო, ვიდეო და ფოტოფაილებით

დასაფიქსირებლად, რესურსების მოსაძიებლად.  

ბ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ქრესტომათიული ნიმუშების ამოცნობა,  ამ

ნაწარმოებების მუსიკალურ‐თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა

ხერხით (სიმღერა, დაკვრა) და მათი ზოგადი დახასიათება (სახელწოდება, 

ავტორი, ეპოქა, ჟანრი, სტილი);  

ბ.ბ) მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების სმენითი ანალიზი, დახასიათება

(ეპოქა, ჟანრი, სტილი, ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები);  

ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება; სხვადასხვა

ინტერპრეტაციის შედარება;  

ბ.დ) თანამედროვე ქართული მუსიკალურ‐კულტურული ცხოვრების

მიმოხილვა;  

ბ.ე) ადგილობრივი კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;  

ბ.ვ) მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება საუბრის დროს და

საჭიროების შემთხვევაში განმარტება;  

ბ.ზ) ინფორმაციის (მუსიკალურ‐დიდაქტიკური მასალები, რეპერტუარი, 

ლიტერატურა)  მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან თანამედროვე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;  

გ) მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

გ.ა) ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის წარმომადგენლების, 

კომპოზიტორებისა და შემსრულებლების შესახებ მსჯელობა;  

გ.ბ) სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს (ქართული და

მსოფლიო მუსიკალური კულტურის ცნობილი ნიმუშები) შორის არსებულ

მსგავსება‐განსხვავებებზე მსჯელობა და კულტურულ ‐ ისტორიულ

კონტექსტთან დაკავშირება;  

გ.გ) მუსიკალური მიმდინარეობები (მაგ., ბაროკო, კლასიციზმი, ვენის

კლასიკური სკოლა, იმპრესიონიზმი და სხვ.);  

გ.დ) ერთი და იმავე ეპოქის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებს

შორის პარალელის გავლება.  

Page 8: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

8

მუხლი 71. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მუსიკის

მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) სასიმღერო რეპერტუარი

ა.ა) ერთხმიანი, ორხმიანი, სამხმიანი სიმღერები;  

ა.ბ) ხალხური, კლასიკური, თანამედროვე მუსიკის რეპერტუარი.  

ბ) მუსიკის თეორია

ბ.ა) მუსიკალური ანბანი (სანოტო სისტემა, მუსიკალური დამწერლობა, 

მუსიკალური ენის ელემენტები, ძირითადი მუსიკალური ტერმინები, 

დინამიური ნიუანსები, შესრულების ხერხები და ა.შ.);  

ბ.ბ) ჰარმონიის საკითხები (მაჟორულ‐მინორული სისტემა, ძირითადი

ფუნქციები, მელოდიის ჰარმონიზაცია);  

ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის საკითხები (მარტივი ფორმები, 

რონდო, კუპლეტური, ვარიაციული, სონატური ალეგრო);  

ბ.დ) საკრავთმცოდნეობის საკითხები (ბგერის მიღება სხვადასხვა საკრავზე, 

სპეციფიკური საშემსრულებლო ხერხები (ფლაჟოლეტი, პიციკატო და სხვ.), 

საორკესტრო ჯგუფები.  

სხვადასხვა ეპოქის (ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და

სხვ.) სტილური მიმართულებები;  

ბ.ე) მუსიკალური ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი წარმოშობა და

განვითარების გზა;  

ბ.ვ) მუსიკალური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები

(შემოქმედებითი პორტრეტები), ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები ‐ 

შექმნის ისტორია, ლიტერატურული პირველწყარო, ისტორიული

კონტექსტი; მუსიკის როლი ხელოვნების სხვა დარგებში (თეატრი, კინო).   

გ) ქართული მუსიკა

გ.ა) ქართული მუსიკის ისტორია, მისი ძირითადი მიმართულებები

(ხალხური მუსიკა, პროფესიული მუსიკა), ჟანრები (მაგ. საოპერო, 

სიმფონიური, საგუნდო მუსიკა, ქალაქური სიმღერა, საესტრადო მუსიკა და

სხვა), წარმომადგენლები, ნაწარმოებები; ქართული ხალხური და

პროფესიული მუსიკის დამახასიათებელი თავისებურებები; პარალელები და

ქართული ხელოვნების სხვა დარგებთან.  დ) საშემსრულებლო ხელოვნება

დ.ა) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თავისებურებები;  

დ.ბ) მამაკაცთა და ქალთა ხმები;  

დ.გ) მუსიკალური საკრავები (ხალხური, პროფესიული);  

Page 9: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

9

დ.დ) მუსიკალური კოლექტივის სახეები (გუნდი, ანსამბლი, ორკესტრი, 

საოპერო, საბალეტო დასი);  

დ.ე) მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოს‐შემსრულებლები, მუსიკალური, 

მუსიკალურ‐თეატრალური კოლექტივები;  

დ.ვ) ქართული საშემსრულებლო ხელოვნება (სამგალობლო სკოლები, 

მომღერალი ოჯახები, საშემსრულებლო კოლექტივები, საშემსრულებლო

სკოლები, ცნობილი მუსიკოს‐შემსრულებლები).   

ე) მუსიკოსის პროფესია

ე.ა)  კომპოზიტორი,  დირიჟორი,  ლოტბარი,  რეგენტი, 

მუსიკოსშემსრულებელი,  მუსიკისმცოდნე,  პედაგოგი,  მუსიკასთან

დაკავშირებული სხვა პროფესიები.  

მუხლი 70. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა: 

ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და

მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; 

დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე

დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები

ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;  

ა.ბ) ამ მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ‐ჩვევების (პრაქტიკული, 

საინტერეპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო

და სხვ.) დადგენა და მუსიკის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი

სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში

მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას, მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, 

შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;  

ა.გ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა

(მაგ., კონცერტი, მეჯლისი, პროექტი, წარმოდგენა, აქტივობა საინფორმაციო-

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით): მიზნების განსაზღვრა, სხვა

საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემის და

დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობის დადგენა, მუსიკალური

მონაცემების გათვალისწინებით, მოსწავლეთა ფუნქციების განსაზღვრა, 

განხორციელების ეტაპების, გზების და საშუალებების შერჩევა;  

ა.დ) შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო

დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების

დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: 

Page 10: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

10

ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით

მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.   

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:  

ბ.ა) შედეგზე და მოსწავლის მუსიკალური მონაცემების განვითარებაზე და

ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის

წარმართვა: გაკვეთილის ჩატარება გეგმის მიხედვით;  

ბ.ბ) ისეთი შემოქმედებითი და მეთოდური მიდგომების გამოყენება, 

რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის

მიმართ: მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და

ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების

შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან

დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების

დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;  

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება პრაქტიკულ აქტივობაში ჩასაბმელად: 

მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული

თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის, არჩევანის

(შესასრულებელი ნაწარმოები, ჟანრი, თემატიკა, და სხვა) საშუალების მიცემა, 

საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა;  

ბ.დ) მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად

გადაჭრისათვის სათანადო უნარების განვითარება: მიზნის განსაზღვრა, 

იდეების გენერაცია‐დახარისხება, დაგეგმვა, მუსიკალურ‐გამომსახველობით

ხერხებზე დაკვირვება, საჭირო მასალის მოძიება/თავმოყრა, გეგმის ჩანაწერის

შექმნა დამოუკიდებლად და/ან თანამშრომლობის გზით და სხვა;   

ბ.ე) სწავლა‐სწავლების პროცესში ისეთი სტრატეგიების გამოყენება, 

რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების

ჩამოყალიბებას და განვითარებას;  

ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული

მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: მოსწავლეთა შესაძლებლობების

გათვალისწინებით, დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება, 

სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში

პასუხების/მოსაზრებების შედარება‐გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო

საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;   

მუხლი71. შეფასება

ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების

გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის

Page 11: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

11

ათვისების სამივე დონეზე (I. ოპერაციის წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; 

III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების გამომწვევი

მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა, მათ

აღმოსაფხვრელად;  

ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე; 

სასწავლო პროცესში შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება, 

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;   

გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: 

მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების

შერჩევა/შემუშავება;  

დ) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, 

თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში;  

ე) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად, შეფასების მონაცემების

გამოყენება;  მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების

აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;  

ვ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;  

ზ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი

სასწავლო პროცესის დასაგეგმად.

Page 12: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

12

პროგრამა საგნობრივი ტესტირებისათვის

პროგრამა ეფუძნება საბაზო და საშუალო საფეხურის

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს მუსიკაში. პროგრამის მარცხენა სვეტში

(საკითხთა ჩამონათვალი) მოცემულია იმ საკითხების ნუსხა, რომელთა ცოდნა

მოეთხოვება პედაგოგს, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი

ტესტირებისათვის. მათი დაზუსტება ხდება პროგრამის მარჯვენა სვეტში (საკითხის

დაზუსტება), სადაც მითითებულია, რისი ცოდნა მოეთხოვება პედაგოგს შესაბამისი

საკითხის გარშემო.

Page 13: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

13

2016 წლის პროგრამა მუსიკის პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტისათვის

საკითხთა ჩამონათვალი

საკითხის დაზუსტება

1. პროფესიული ცოდნა  

ელემენტარული თეორია და ჰარმონია

ბგერა და მისი თვისებები

მუსიკალური ანბანი და დამწერლობა

მელოდია

რიტმი

მეტრი

ტემპი

რეგისტრი

დინამიკური ნიუანსები

ემოციური ნიუანსები

მუსიკალური და არამუსიკალური ბგერები,

მუსიკალური ბგერის სიმაღლე, სიძლიერე, ტემბრი,

გრძლიობა

სანოტო სისტემა, სანოტო ნიშნები, აკოლადა,

პაუზები, ვიოლინოსა და ბანის გასაღებები,

ალტერაციის ნიშნები

მდორე, ნახტომისებური, ტალღისებური;

წინადადება, ფრაზა, მოტივი; ცეზურა, კადანსი

გრძლიობათა ძირითადი და თავისუფალი დაყოფა

მარტივი, რთული, შერეული

ნელი, საშუალო, ჩქარი; აჩქარებული, შენელებული

და სხვ.

დაბალი, საშუალო, მაღალი

Piano, forte, pianissimo, fortissimo, diminuendo,

crescendo, rinforzando, mezzo forte, mezzo piano,

sforzando, calando, morendo, smorzando და სხვ.

Dolce, graciozo, mesto, pezante, cantabile, con

espressione, agitato და სხვ.

Page 14: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

14

აგოგიკური ნიუანსები

მუსიკალური ფაქტურა

მუსიკალური ტერმინოლოგია

ინტერვალები

მაჟორულ-მინორული სისტემა

დიატონური კილოები

Ad libitum, tempo rubato, capricciozo და სხვ.

მონოდიური, ჰარმონიული, ჰომოფონური,

პოლიფონიური

ქართულ და იტალიურ ენებზე

მარტივი (პრიმა, სეკუნდა, ტერცია და სხვ.) რთული

ან შედგენილი (ნონა, დეციმა, უნდეციმა და სხვ.),

კონსონანსი, დისონანსი

კილო (მაჟორისა და მინორის სამი სახე) და

ტონალობა

ძირითადი ფუნქციები - ტონიკა (T),

სუბდომინანტა (S), დომინანტა (D)

ძირითადი ფუნქციების სამხმოვანებები და მათი

შებრუნებები, ძირითადი საფეხურების

სეპტაკორდები და მათი შებრუნებები

იონიური, მიქსოლიდიური, ლიდიური, ეოლიური,

ფრიგიული, დორიული

პოლიფონიის საფუძვლები

კანონი, ფუგა

მუსიკალური ფორმები

მარტივი ფორმები (პერიოდი, ორ- და სამნაწილიანი

ფორმები), რთული სამნაწილიანი, კუპლეტური,

ვარიაციული, რონდო, სონატური ფორმა

საშემსრულებლო ფორმები და შემადგენლობა

(კლასიკური, ჯაზური, როკ, პოპ და ფოლკ მუსიკა)

Page 15: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

15

ვოკალური

სასიმღერო ხმები

შესრულების ფორმები

შემადგენლობა

ქალთა (სოპრანო, მეცო სოპრანო, ალტი),

მამაკაცთა (კონტრტენორი, ტენორი, ბარიტონი,

ბანი) და ბავშვთა (დისკანტი, სოპრანო)

კანტილენა, რეჩიტატივი და სხვ.

სოლო, ანსამბლი (დუეტი, ტერცეტი, კვარტეტი,

კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი),

გუნდი (მამაკაცთა, ქალთა, ბავშვთა, შერეული)

ინსტრუმენტული

ქართული და მსოფლიო ხალხთა საკრავები და

საკრავთა ჯგუფები

(ხალხური, პროფესიული)

სხვადასხვა საკრავზე ბგერის მიღებისა და

შესრულების ხერხები

საკრავიერი შემადგენლობა

სიმებიანი, სიმებიან-ხემიანი, ჩასაბერი,

დასარტყამი, კლავიშიანი

ლეგატო, სტაკატო, პორტამენტო, არპეჯიატო,

გლისანდო, ფლაჟოლეტი, პიციკატო,

მელიზმები და სხვ.

სოლო, ანსამბლი (დუეტი, ტრიო, კვარტეტი,

კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი),

ორკესტრი (კამერული, ჩასაბერი, სიმფონიური,

დასარტყამი, ჯაზ ბენდი)

Page 16: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

16

მუსიკის ისტორიის საკითხები

• მუსიკის ისტორიის ეპოქების, მიმდინარეობებისა და სტილების ძირითადი მხატვრული

მახასიათებლები

• მუსიკალური ხელოვნების დარგები (პროფესიული და ხალხური, საეკლესიო და საერო)

• მუსიკალური ჟანრების (ოპერა, ბალეტი, ოპერეტა, მიუზიკლი, ორატორია, კანტატა, სიმფონია,

სიმფონიური უვერტიურა, კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლი, მუსიკა თეატრისა და კინოსათვის,

ინსტრუმენტული კონცერტი, ვოკალური და ინსტრუმენტული ციკლები, ერთნაწილიანი ინსტრუმენტული

პიესა, სიმღერა, ცეკვა, მარში და ა.შ.) ძირითადი მახასიათებლები

• გამოჩენილი კომპოზიტორები და მათი შემოქმედების ძირითადი მახასიათებლები

• მუსიკალური ნაწარმოებების ზოგადი დახასიათება (მათი სახელწოდება, ავტორი, ეპოქა, ჟანრი,

სტილი, ძირითადი მხატვრული სახეები, კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში აღქმა)

• მუსიკალური საშემსრულებლო პროფესიები (დირიჟორი, ლოტბარი, ინსტრუმენტალისტი,

ვოკალისტი, ხალხური მომღერალი, მგალობელი)

Page 17: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

17

ქართული მუსიკა

ა) ხალხური მუსიკა

უძველესი ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციები და ნიმუშები;

ცნობები ქრისტიანობამდელი პერიოდის მუსიკის შესახებ

ხმიერი, საკრავიერი, ხმიერ-საკრავიერი მუსიკა;

სოლო, საანსამბლო და გუნდური შესრულება;

ხალხური საკრავები (ჩონგური, ფანდური, სალამური, გუდასტვირი,

ჩანგი, ჭიანური, ჭუნირი, დოლი და სხვ.)

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის

ეთნოგრაფიული კუთხეების მუსიკა (ქართლური, კახური, ხევსურული,

ფშაური, მთიულური, იმერული, სვანური, რაჭული, ლეჩხუმური,

მეგრული, გურული, ლაზური, აჭარული, მესხური)

ჟანრები (სუფრული, სამგლოვიარო, საცეკვაო, საქორწილო, შრომის,

კალენდარული, სალაშქრო, მგზავრული და სხვ.)

ერთხმიანი და მრავალხმიანი წყობა (ოსტინატური, ბურდონული,

კომპლექსური/სინქრონული, კონტრასტული)

სიმღერები და ცეკვები: ქართლ-კახური „გუთნური“,

„ჩაკრულო“,„ალილო“, „ჭონა“, „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“, „მუმლი

მუხასა“, „ცანგალა და გოგონა“, „წინ-წყარო“, „აჰ, ლაზარე, ლაზარე“,

მოხეური „მოხევე ქალო თინაო“, სვანური „მირანგულა“, „ლილე“, „ყანსავ

ყიფიანე“, „შინა ვორგილ“, ფშაური „ჯვარი წინასა“, აჭარული „ხერტლის

ნადური“, გურული „ბატონებო“, „ხასანბეგურა“, „მზე შინა და მზე

გარეთა“, მეგრული „აშო ჩელა“, „ოდოია“, „სისა ტურა“, „ნანა“, „იავ ნანა“,

რაჭული „ალილო“, აჭარული „ხორუმი“ და სხვ.

ხალხური მუსიკის გამოჩენილი შემსრულებლები: ფოლკლორული

ჯგუფები, მომღერალი ოჯახები, შემსრულებლები

ქალაქური მუსიკის აღმოსავლური და დასავლური შტოები („სულიკო“,

„ციცინათელა“, „ჩონგურს სიმები გავუბი“ და სხვ).

Page 18: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

18

ბ) პროფესიული მუსიკა

XIX ს.

XIX-XX სს. მიჯნა

XX ს.-დან დღემდე

სასულიერო მუსიკა

სამგალობლო სკოლები (გელათის, შემოქმედის, სვეტიცხოვლის)

XIX ს. საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტის მოღვაწეობა

XX ს.-ის ტენდენციები სასულიერო მუსიკაში

საგალობლები („უფალი სუფევს“, „წმიდაო ღმერთო“, „ქრისტე აღსდგა“,

„ნინოს ტროპარი“, „შენ ხარ ვენახი“)

საერო მუსიკა

მუსიკალური კულტურა საქართველოში (მუსიკალური საგანმანათლებლო

კერები, ხალხური საგუნდო მუსიკის აღორძინება, საოპერო თეატრის

დაარსება და სხვ.)

საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბება

კომპოზიტორები: დ.არაყიშვილი (ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“,

რომანსები),ზ.ფალიაშვილი (ოპერები „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“),

მ.ბალანჩივაძე (ოპერა „დარეჯან ცბიერი“, რომანსები), ვ.დოლიძე (ოპერა

„ქეთო და კოტე“), ნ.სულხანიშვილი (საგუნდო სიმღერები „გუთნური“,

„მესტვირული“, „ღმერთო, ღმერთო“)

კომპოზიტორები: ა.ბალანჩივაძე (საფორტეპიანო კონცერტი №3 a-moll),

შ.მშველიძე (სიმფონიური პოემა „ზვიადაური“), ა.მაჭავარიანი (ბალეტი

„ოტელო“, სავიოლინო კონცერტი d-moll), ო.თაქთაქიშვილი (ოპერა

„მინდია“, საფორტეპიანო კონცერტი №1 c-moll), დ.თორაძე (ბალეტი

„გორდა“, კინომუსიკა, სიმღერები), რ.ლაღიძე (ოპერა „ლელა“, სიმღერები),

ს.ცინცაძე (სიმებიანი კვარტეტი №2 D-dur, საკვარტეტო მინიატურები,

კინომუსიკა, სიმღერები), ს.ნასიძე (სიმფონია №5 „ფიროსმანი“), ბ.კვერნაძე

(კინომუსიკა, სიმღერები), ნ.გაბუნია („იგავი“ მთხრობელის, სამი

ვოკალისტისა და ინსტრუმენტული სეპტეტისათვის; კინომუსიკა),

გ. ცაბაძე (კინომუსიკა, სიმღერები), ნ.მამისაშვილი (საბავშვო პიესები

ფორტეპიანოსათვის), გ.ყანჩელი („სტიქსი“ სოლო ალტისა და

სიმფონიური ორკესტრისათვის; კინომუსიკა და მუსიკა თეატრისათვის,

სიმღერები), ვ.აზარაშვილი (სიმღერები), ჯ.კახიძე (სიმღერები),

ი.კეჭაყმაძე (საგუნდო მუსიკა), მ.შუღლიაშვილი („ეგზერსისი“

ფორტეპიანოსათვის), გ.ბზვანელის, ი.გურგულიას, მ.დავითაშვილის,

ნ.გაბუნიას სიმღერები

Page 19: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

19

უცხოეთის მუსიკა

მუსიკის საწყისები და

ძველი ცივილიზაციების

მუსიკა

ძვ.წ. 60000 - ახ.წ. 500

ა)ეგვიპტე,

შუამდინარეთი,

უძველესი ინდოეთი,

უძველესი ჩინეთი

ბ)ანტიკური

საბერძნეთისა და რომის

მუსიკა

დასავლეთ ევროპის შუა

საუკუნეების მუსიკა

V-XIV I ნახ. სს.

დასავლეთ ევროპის

რენესანსის მუსიკა

XIV- XVI სს.

მუსიკის როლი და ფუნქცია, რელიგიური მისტერიები; სამეფო კარის

მუსიკა; სინკრეტული ხელოვნება

ეპიკური და ლირიკული მუსიკა; მუსიკა ანტიკურ თეატრში

საეკლესიო მუსიკა: ფსალმოდია, ჰიმნი, გრიგორისეული ქორალი, მესა;

მონოდია, ნევმები, გვიდო არეცოელის სანოტო სისტემა

საერო მუსიკა: ტრუბადურების, ტრუვერებისა და მინეზინგერების

სასიმღერო პოეტური ხელოვნება; მოხეტიალე მუსიკოსების ხელოვნება

საეკლესიო მუსიკის ჟანრები: მესა, მოტეტი

საერო მრავალხმიანი სიმღერის ჟანრები: მადრიგალი, შანსონი,

ინგლისური სიმღერა

ინსტრუმენტული მუსიკა

კომპოზიტორები: ლ. დი პალესტრინა („პაპი მარჩელოს მესა“), კ. ჟანეკენი

(სიმღერა „ჩიტების გალობა“)

Page 20: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

20

დასავლეთ ევროპის

ბაროკოს მუსიკა

XVII ს. და XVIII ს. I ნახ.

დასავლეთ ევროპის

კლასიციზმის მუსიკა

ა)ფრანგული კლასიციზმი

XVIII ს.

ბ) ავსტრო - გერმანული

კლასიციზმი

XVIII ს. II ნახ.

ევროპული

ბაროკოს სტილის დახასიათება; ოპერის ჟანრის შექმნა და საოპერო

სკოლები იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში

კომპოზიტორები: ჯ.პერი (ოპერა „ორფევსი და ევრიდიკე“)

ბალეტის ჟანრის შექმნა იტალიასა და საფრანგეთში

ვოკალურ-ინსტრუმენტული და ინსტრუმენტული მუსიკა

კომპოზიტორები: ა.ვივალდი (სავიოლინო კონცერტი „გაზაფხული“

ციკლიდან „წელიწადის დრონი“), დ.სკარლატი (სონატები K.159 C-dur;

K.141 d-moll); ი.ს.ბახი („მაღალი მესა“ h-moll, „ყავის კანტატა“, საორგანო

ტოკატა და ფუგა d-moll, „ბრანდენბურგის კონცერტი“ №2 , „ფრანგული

სუიტა“ №2, პრელუდია და ფუგა №1 C-dur „კარგად ტემპერირებული

კლავირის“ I ტომიდან); გ.ფ.ჰენდელი (ორატორია „მესია“, სუიტა „მუსიკა

წყალზე“)

კლასიციზმის დახასიათება

კომპოზიტორები: ჟ. ფ. რამო (პიესები კლავესინისათვის „ქათამი“,

„ჩიტების გადაძახილი“), ლ.კ. დაკენი (პიესა კლავესინისათვის

„გუგული“).

ვენის კლასიკური სკოლა

კომპოზიტორები: ქ.გლუკი (ოპერა „ორფევსი და ევრიდიკე“), ი.ჰაიდნი

(სიმფონია №103 Es-dur „ლიტავრების ტრემოლოთი“; სიმებიანი კვარტეტი

№15 D-dur, საფორტეპიანო სონატა Hob.XVI 37 D-dur), ვ.ა.მოცარტი

(ოპერები „ფიგაროს ქორწინება“, „ჯადოსნური ფლეიტა“; რექვიემი d-moll;

სიმფონია №40 g-moll; „ღამის პატარა სერენადა“ კამერული

ორკესტრისათვის, საფორტეპიანო სონატა №11 A-dur), ლ. ვან ბეთჰოვენი

(სიმფონიები №5 c-moll, №9 d-moll; უვერტიურა „ეგმონტი“;

საფორტეპიანო კონცერტი №3 c-moll, საფორტეპიანო სონატები № 8 c-moll

„პათეტიკური“, №14 cis –moll „მთვარის“)

Page 21: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

21

რომანტიკული მუსიკა

XIX ს.

რუსული მუსიკა

XIX ს.

მუსიკა XIX-XX სს.

მიჯნაზე

ა) ავსტრო-გერმანული

გვიანი რომანტიზმი

ბ) დასავლეთ ევროპის

რომანტიზმის დახასიათება

კომპოზიტორები: ფ.შუბერტი (სიმღერები „Ave Maria“, „კალმახი“,

„სერენადა“, ბალადა „ტყის მეფე“, სიმფონია №8 h-moll „დაუმთავრებელი“;

მუსიკალური მომენტი f-moll); ფ.მენდელსონი (უვერტიურა და

საქორწილო მარში მუსიკიდან უ.შექსპირის კომედიისათვის „ზაფხულის

ღამის სიზმარი“, სავიოლინო კონცერტი e-moll, საფორტეპიანო პიესა

„ჯარასთან“, კრებულიდან „უსიტყვო სიმღერები“), რ.შუმანი

(საფორტეპიანო ციკლი „კარნავალი“; პიესები „საბავშვო ალბომიდან“),

ფ.შოპენი (ნოქტიურნი №8 Des-dur op.27 №2, პრელუდიები op.28 №4

e-moll, №7 A-dur, №20 c-moll, ეტიუდები op.10 №3 E-dur, №12 c-moll

„რევოლუციური“, მაზურეკები op.17 №4 a-moll, op.68 №1 C-dur,

პოლონეზი №3 A-dur op.40 №1, ვალსი №7 cis-moll op.64), ჰ.ბერლიოზი

(„ფანტასტიკური სიმფონია“), ფ.ლისტი („უნგრული რაფსოდია“ №2

cis-moll, პარაფრაზა „რიგოლეტო“), ნ.პაგანინი (სავიოლინო კონცერტი №2

h-moll op.7, კაპრისი სოლო ვიოლინოსათვის №24 ციკლიდან „24

კაპრისი“), ი. ბრამსი („უნგრული ცეკვა“ g-moll ორკესტრისათვის),

ჯ.როსინი (ოპერა „სევილიელი დალაქი“), ჯ.ვერდი (ოპერები

„რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „აიდა“), რ.ვაგნერი (ოპერა „ლოენგრინი“),

ჟ.ბიზე (ოპერა „კარმენი“), კ.სენ-სანსი (ინსტრუმენტული ციკლი

„ცხოველთა კარნავალი“), ე.გრიგი (საორკესტრო სუიტა „პერ გიუნტი“,

საფორტეპიანო კონცერტი a-moll), ა.დვორჟაკი (სიმფონია №5 e-moll

„ახალი სამყაროდან“), ი.შტრაუსი (ვალსები), ჟ.ოფენბახი, ა.ადანი (ბალეტი

„ჟიზელი“), ლ.მინკუსი (ბალეტი „დონ კიხოტი“)

რეალიზმისა და რომანტიზმის ტენდენციები

„მძლავრი ჯგუფი“; კომპოზიტორები: მ.მუსორგსკი (საფორტეპიანო სუიტა

„სურათები გამოფენიდან“), ნ.რიმსკი-კორსაკოვი (სიმფონიური სუიტა

„შაჰრაზადი“, პიესა „კელას გაფრენა“); პ.ჩაიკოვსკი (ოპერა „ევგენი

ონეგინი“, ბალეტი „მაკნატუნა“, საფორტეპიანო კონცერტი №1 b-moll,

საფორტეპიანო სუიტა „წელიწადის დრონი“, პიესები „საბავშვო

ალბომიდან“ ფორტეპიანოსათვის)

გვიანი რომანტიზმის დახასიათება.

კომპოზიტორი: გ.მალერი (სიმფონიები №1 D-dur „ტიტანი“, №5)

Page 22: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

22

იმპრესიონიზმი

გ) იტალიური ვერიზმი

დ) რუსული მუსიკა

XX საუკუნის და დღემდე

მუსიკა

აშშ მუსიკალური

კულტურა

მიუზიკლისა და როკ-

ოპერის ჟანრები

აშშ და ევროპული მუსიკა

იმპრესიონისტული სტილის დახასიათება;

კომპოზიტორები: კ.დებიუსი (სიმფონიური ციკლი „ნოქტიურნები“, პიესა

სოლო ფლეტისათვის „სირინქსი“, პრელუდიები „სელისფერთმიანი

ქალიშვილი“, „ჩაძირული ტაძარი“ ციკლიდან „24 პრელუდია“,

საფორტეპიანო ციკლი „საბავშვო კუთხე“, საფორტეპიანო პიესა „მთვარის

შუქი“ „სუიტიდან ფორტეპიანოსათვის“); მ.რაველი (სიმფონიური პიესა

„ბოლერო“, საფორტეპიანო პიესა „წყლის თამაში“)

ვერიზმის დახასიათება.

კომპოზიტორები: ჯ.პუჩინი (ოპერა „ტურანდოტი“), პ.მასკანი (ოპერა

„სოფლის პატიოსნება“)

გვიანი რომანტიზმისა და ექსპრესიონიზმის ტენდენციები

კომპოზიტორები: ს.რახმანინოვი (საფორტეპიანო კონცერტი №2 c-moll,

„რაფსოდია პაგანინის თემაზე“, რომანსები), ი.სტრავინსკი (ბალეტი

„პეტრუშკა“)

ექსპრესიონიზმი, ნეოკლასიციზმი, ფოლკოლორიზმი, ჯაზი კლასიკურ

მუსიკაში, მინიმალიზმი, ელექტრონული მუსიკა და სხვ.

კომპოზიტორები: ა.შონბერგი (საფორტეპიანო სუიტა op.25), კ.ორფი

(კანტატა „კარმინა ბურანა“), ბ.ბარტოკი (მუსიკა სიმებიანების,

დასარტყამებისა და ჩელესტასათვის), ჯ.გერშვინი (ოპერა „პორგი და

ბესი“, „რაფსოდია ბლუზის ტონებში“), ს.პროკოფიევი (ბალეტი „რომეო

და ჯულიეტა“, სიმფონია №1 D-dur „კლასიკური“, საფორტეპიანო პიესა

„ტოკატა“ d-moll op.11); ა.ხაჩატურიანი (ბალეტი „გაიანე“), დ.შოსტაკოვიჩი

(სიმფონია №7 C-dur „ლენინგრადული“); ო.მესიანი („ეგზოტიკური

ფრინველები“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის), ი.ქსენაკისი

(Meatastaseis), ა.პიაცოლა (ტანგოები)

კომპოზიტორები: ლ.ბარტი (მიუზიკლი „ოლივერი“), რ.როჯერსი

(მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“), ლ.ბერნსტაინი (მიუზიკლი „ვესტსაიდის

ისტორია“), ე.ლ.უებერი (როკ-ოპერები „სუპერ სტარი“, „ოპერის

აჩრდილი“)

Page 23: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

23

ჯაზი და პოპულარული

მუსიკა

კინომუსიკა

სპირიჩუელსი, ბლუზი, ტრადიციული და კლასიკური ჯაზი, სვინგი,

რეგთაიმი, ბი-ბოპი, ლათინურ-ამერიკული საცეკვაო მუსიკა და სხვ.

კომპოზიტორები და შემსრულებლები (სოლისტებისა და ბენდების

პოპულარული რეპერტუარი): ლ.არმსტრონგი, ბ.ჰოლიდეი,

ე.ფიცჯერალდი, გ.მილერი, დ.ელინგტონი, ბ.გუდმენი, ნათ-ქინგ-ქოლი,

ჩ.პარკერი, ს.ჯოპლინი, ო.პიტერსონი, დ.ბრუბეკი და სხვ.

როკ-ენ-როლი, რეგთაიმი, ფოლკი, პოპ მუსიკა, ახალი შანსონი, ტექნო, რეპი

და რეგი

კომპოზიტორები და შემსრულებლები (სოლისტებისა და ანსამბლების

პოპულარული რეპერტუარი): ე.პრესლი, ფ.სინატრა, „ბითლზი“, „ლედ

ზეპელინი“, რ. ჩარლზი, ბ.მარლი, ჯ.ჯოპლინი, ბ.სტრაიზანდი, ს.ვანდერი,

ჯ.კოკერი, ბ.ვაითი, მ.ჯექსონი და სხვ.

მუსიკა მუნჯური და ხმოვანი კინოსათვის

კლასიკური მუსიკა კინოხელოვნებაში; კინომიუზიკლის ჟანრი; მუსიკა

თანამედროვე კინოხელოვნებაში

(პოპულარული მუსიკა კინოფილმებიდან, საუნდთრექები)

კომპოზიტორები: ჩ.ჩაპლინი, ნ.როტა, ე.მორიკონე, მ.ლეგრანი, ფ.გლასი,

ჯ.ჰორნერი და სხვ.

Page 24: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

24

პროფესიული უნარ-ჩვევები

1. პრაქტიკული უნარ-

ჩვევები

2. კომუნიკაცია-

ინტერპრეტაცია

3. მუსიკალური

ნაწარმოების აღქმა

კონტექსტში

მუსიკალურ-თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა

ხერხით: სიმღერის გამღერება სასწავლო გეგმის მასალიდან,

მელოდიის გამღერება ფურცლიდან, ერთხმიანი მელოდიის

ჩაწერა სანოტო სისტემის გამოყენებით, რიტმული ნახაზის

ამოცნობა და ჩაწერა, მელოდიის ჰარმონიზაცია ძირითადი

ფუნქციების აკორდიკით, მარტივ მრავალხმიან სიმღერაში

მოცემული ხმისათვის სხვა ხმების შეწყობა - სიმღერითა და/ან

სანოტო ჩანაწერის საშუალებით.

ნაწარმოების, მისი ფრაგმენტის ან მუსიკალური ენის

ელემენტების ამოცნობა სანოტო ჩანაწერის საფუძველზე

მუსიკალური ტერმინებისა და ცნებების განსაზღვრა და

ადეკვატური გამოყენება

მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება

ქართველი და უცხოელი გამოჩენილი კომპოზიტორების

შემოქმედებიდან სხვადასხვა ჟანრის ნაცნობი

(ქრესთომატიული) მუსიკალური ნიმუშების ან მათი

ფრაგმენტების ამოცნობა (ეპოქის, სტილის, კომპოზიტორის,

ფორმის, ჟანრისა და ძირითადი მუსიკალური ელემენტების

განსაზღვრა)

უცნობი ტიპიური მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი

მუსიკის დაკავშირება ხელოვნების სხვა დარგებთან

(შედარება, პარალელების გავლება)

მუსიკალური სტილებისა და ეპოქების დახასიათება,

სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს

შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობა და

კულტურულ-ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება

კომპოზიტორების შემოქმედებასა და შემსრულებლების

სტილზე მსჯელობა

Page 25: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

25

ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება

საგნობრივი კომპეტენციის ტესტი ამოწმებს პროგრამაში ასახული მასალის ცოდნასა

და ამ ცოდნის გამოყენების უნარს.

საგნობრივი კომპეტენციის ტესტი შეიცავს ორ ნაწილს:

I მოსმენის დავალებები

ა) დახურული კითხვები

ბ) პრაქტიკული დავალება - მუსიკალური კარნახი

გ) ღია კითხვა - მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი

II დახურული და ღია დავალებები, რომლებიც მოსასმენი მასალის გარეშეა წარმოდგენილი.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება

დავალებების მიხედვით:

საგნობრივი კომპეტენციის ტესტი (ცოდნა, გამოყენება,

ანალიზი)

რას ვაფასებთ დავალების ტიპები და

ინსტრუქციები

საკითხი ქულა ქულათა

მაქსიმუმი

ქართული და

მსოფლიო მუსიკის

ისტორიისა და

მუსიკის თეორიის

საკითხები

ა) დახურული კითხვა-

არჩევითბოლოიანი დავალება:

4 სავარაუდო პასუხიდან

შემოხაზეთ 1 სწორი პასუხი

30

1

30

Page 26: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

26

ბ) დავალება „ჭეშმარიტია თუ

მცდარი“:

აღნიშნეთ, ჭეშმარიტია თუ

მცდარი მოცემული დებულება

და ჩაწერეთ

სწორი ფორმულირება

გ) ქრონოლოგიის დადგენა:

დაალაგეთ მოცემულობა

ქრონოლოგიური პრინციპით

(უძველესიდან

უახლესისაკენ)

დ) შესაბამისობის დადგენა:

დაადგინეთ შესაბამისობა ორ

სვეტში მოცემულ მონაცემთა

შორის

5

2

3

1

1

3

5

2

9

მუსიკალური

ნაწარმოების

ანალიზი

ღია დავალება:

მოუსმინეთ მუსიკალურ

ნაწარმოებს; მოსმენისა და

სანოტო ჩანაწერის

საფუძველზე გააკეთეთ მისი

ანალიზი, ტესტში მოცემული

საკითხების მიხედვით

1 15 15

პრაქტიკული უნარები ა) მელოდიური კარნახი

ბ) ინტერვალის, სამ- და

ოთხხმიანი აკორდებისა და

კილოს აგება მოცემული

ნოტიდან

1

4

5

1

5

4

საკითხების ჯამური რაოდენობა 46 საკითხი

მაქსიმალური ქულა ტესტისათვის 70 ქულა

Page 27: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

27

ტესტზე მუშაობის ხანგრძლივობაა 4 საათი. დრო თავისუფლად შეგიძლიათ გაანაწილოთ

მთელ ტესტზე, გარდა მოსმენის ნაწილისა, რომლითაც იწყება ტესტი და სადაც

თითოეული დავალების შესრულებისათვის (გარდა მე-10 დავალებისა), მითითებულია

კონკრეტული დრო.

ტესტი შეიცავს სხვადასხვა ტიპის დავალებებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ დავალების

ტიპებს, პასუხების ნიმუშებს, განმარტებებსა და რეკომენდაციებს ტესტზე

მუშაობისათვის.

Page 28: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

28

I- დახურული კითხვები

(არჩევითბოლოიანი)

დავალების აღწერა: დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი

ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. პასუხების ფურცელში უნდა მონიშნოთ თქვენ

მიერ არჩეული სწორი პასუხის შესაბამისი უჯრა X ნიშნით. მოცემული ტესტური

დავალება ამოწმებს როგორც ფაქტობრივი მასალის, ცნებებისა და ტერმინების ცოდნას,

ასევე მისი გამოყენების უნარს. თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით. განვიხილოთ

დახურული კითხვების რამოდენიმე ნიმუში:

1. დახურული კითხვები მოცემულია ტესტის I მოსმენის დავალებებში.

აუდიო ჩანაწერში უსმენთ მუსიკალურ ფრაგმენტებს, როგორც ქართული (კლასიკური

და ხალხური), ისე უცხოური მუსიკიდან; თითოეული დავალებისათვის

განკუთვნილია ერთი მუსიკალური ფრაგმენტი, რომელსაც თან ახლავს ორი კითხვა;

ყოველ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი. აირჩიეთ და X ნიშნით მონიშნეთ

ერთი სწორი პასუხი პასუხების ფურცელზე.

თითოეულ მუსიკალურ ფრაგმენტს უსმენთ ორჯერ; პირველსა და მეორე მოსმენას

შორის ინტერვალი 20 წამია. ყოველი დავალებისათვის (დავალება 1.1. და 1.2.,

დავალება 2.1. და 2.2. და ა.შ) განკუთვნილი მუსიკალური ფრაგმენტის მოსმენამდე,

გეძლევათ 10 წამი, რათა წაიკითხოთ დავალების კითხვები.

I მოსმენის ნაწილში მოცემულია ამ ტიპის ექვსი დავალება. ნიმუშისათვის

წარმოგიდგენთ ერთს:

ნიმუში - დავალება 3 (მუსიკალური ფრაგმენტის ჩანაწერი მოცემულია კრებულის აუდიო

ფაილში).

3.1 რომელი ოპერიდან ჟღერს ფრაგმენტი? 3.2 რომელი ხმა ასრულებს სოლისტის

პარტიას?

ა) „ტურანდოტი“ ა) ალტი

ბ) „კარმენი“ ბ) სოპრანო

გ) „ლოენგრინი“ გ) კოლორატურული სოპრანო

დ) „რიგოლეტო“ დ) მეცო სოპრანო

სწორი პასუხია: ბ) სწორი პასუხია: დ)

Page 29: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

29

2. დახურული კითხვები - კილოსა და რიტმული ფიგურაციის ამოცნობა,

აუდიო ჩანაწერის მოსმენის საფუძველზე; მოცემულია ტესტის I მოსმენის

დავალებებში.

ნიმუში - დავალება 7 (მუსიკალური ჩანაწერი მოცემულია კრებულის აუდიო

ფაილში).

ინსტრუქცია. მოისმინეთ მუსიკალური ფრაგმენტი; სანოტო ჩანაწერში მოცემული ოთხი

ვარიანტიდან შეარჩიეთ მოსმენილი კილოს შესატყვისი ვარიანტი და პასუხების ფურცელზე X

ნიშნით მონიშნეთ სწორი პასუხი.

კილოს მოისმენთ ორჯერ.

მოსმენამდე გეძლევათ 5 წამი, რათა გადახედოთ სანოტო ჩანაწერს:

სწორი პასუხია: დ)

Page 30: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

30

ნიმუში - დავალება 8 (მუსიკალური ჩანაწერი მოცემულია კრებულის აუდიო ფაილში).

ინსტრუქცია. მოისმინეთ მუსიკალური ფრაგმენტი; სანოტო ჩანაწერში მოცემული ოთხი

ვარიანტიდან შეარჩიეთ მოსმენილი რიტმული ფიგურაციის შესატყვისი ვარიანტი და

პასუხების ფურცელზე X ნიშნით მონიშნეთ სწორი პასუხი.

რიტმულ ფიგურაციას მოისმენთ ორჯერ.

მოსმენამდე გეძლევათ 5 წამი, რათა გადახედოთ სანოტო ჩანაწერს:

სწორი პასუხია: გ)

Page 31: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

31

3. დახურული კითხვები, რომლებიც ტესტის II ნაწილში, მოსასმენი მასალის

გარეშეა წარმოდგენილი:

ნიმუში - დავალება 11.

ევროპის რომელ ქალაქში შეიქმნა ოპერის ჟანრი?

ა) პარიზი

ბ) ფლორენცია

გ) ვენა

დ) ბარსელონა

სწორი პასუხია: ბ)

Page 32: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

32

II პრაქტიკული დავალებები

ტესტში მოცემულია ორი სახის პრაქტიკული დავალება.

1. მელოდიური კარნახი - მოცემულია ტესტის I მოსმენის დავალებებში:

კარნახი მნიშვნელოვანი სავარჯიშოა მუსიკალური სმენისა და მეხსიერებისათვის. იგი

ავითარებს მელოდიის აღქმისა და დამახსოვრების, მარტივი ფორმისა და რიტმული

სურათის გააზრების, ბგერების სიმაღლის განსაზღვრისა და ნოტებით დაფიქსირების

უნარებს.

დავალება გულისხმობს მოსმენილი მელოდიის ჩაწერას სანოტო სისტემაზე. მელოდია

ერთხმიანი, რვატაქტიანი და ერთტონალურია. მელოდიის მოსმენისა და ჩაწერისათვის

გეძლევათ 15 წუთი; მელოდიას ისმენთ აუდიო ჩანაწერში ოთხჯერ; ყოველ მომდევნო

მოსმენას შორის ინტერვალი 2 წუთია. სანოტო სისტემაზე მოცემულია გასაღები და

საგასაღებო ნიშნები. აპლიკანტმა უნდა ჩაწეროს კარნახის ზომა, მელოდიური და

რიტმული ნახატი. შესაბამისად, ფასდება ყოველი ამ მონაცემის სისწორე (ზომა, ბგერის

სიმაღლე და გრძლიობა). დავალების მაქსიმალური ქულაა 5. შეცდომების რაოდენობის

მიხედვით, დავალება, შეიძლება, შეფასდეს 5, 4, 3, 2, 1 და 0 ქულით.

შეფასების სქემა:

შეცდომების

რაოდენობა

შეფასება

0 % 5

1%-20% 4

21%-40% 3

41%-60% 2

61%-80% 1

81%-100% 0

მაგალითისათვის წარმოგიდგენთ ნიმუშებს ჩატარებული ტესტირებიდან. მელოდია

ერთხმიანი, რვატაქტიანი და ერთტონალურია (მი მინორი). (ჩანაწერი ნიმუშისათვის

მოცემულია კრებულის აუდიო ფაილში).

Page 33: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

33

დავალება 9

ნიმუში 1.

შეფასება: 0 ქულა.

ნიმუში 2.

შეფასება: 4 ქულა.

Page 34: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

34

ნიმუში 3.

შეფასება: 5 ქულა.

რეკომენდაცია მელოდიური კარნახის დავალებისათვის:

მელოდიის ჩაწერის დაწყებამდე, საგასაღებო ნიშნების მიხედვით და მოსმენილი

მელოდიის კილოს განსაზღვრით, დაადგინეთ ტონალობა (პასუხების ფურცელზე კილო-

ტონალობის მითითება სავალდებულო არ არის) და შესაბამისად, ტონიკა. ამის შემდეგ,

დაადგინეთ და მიუთითეთ ზომა და დაიწყეთ მელოდიის ჩაწერა.

Page 35: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

35

2. მოცემული ნოტიდან განსაზღვრული ინტერვალის, სამ- და ოთხხმიანი

აკორდებისა და კილოს აგება სანოტო სისტემაზე - მოცემულია II ნაწილის

დავალებებში, რომლებიც დამოუკიდებლად, მოსასმენი მასალის გარეშეა

წარმოდგენილი.

ნიმუში

დავალებები 19 - 22.

ნოტიდან აგება

ინსტრუქცია. ააგეთ ლა ნოტიდან მოცემული ინტერვალი, სამ- და ოთხხმიანი აკორდები,

კილო და ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ სანოტო სისტემაში:

19. პატარა ტერცია;

20. მაჟორული კვარტსექსტაკორდი;

21. მცირე მაჟორული სეპტაკორდი;

22. მელოდიური მინორი.

თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით. სწორი პასუხებია:

Page 36: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

36

III შესაბამისობის დადგენა

დავალებაში მოცემულია ჩამონათვლის ორი სვეტი. უნდა დადგინდეს შესაბამისობა ამ

ორი სვეტის მოცემულობათა შორის.  მარცხენა სვეტის თითოეულ მონაცემს (1, 2, 3)

შეესატყვისება მარჯვენა სვეტის მხოლოდ ერთი მონაცემი (ა, ბ, გ, დ, ე). თითოეული

შესაბამისობა მონიშნეთ X  ნიშნით.

შესაბამისობის ჩამონათვალში მოცემულია მუსიკალური მიმდინარეობები,  პერიოდები,

კომპოზიტორები, მუსიკალური ჟანრები, ნაწარმოებები, თეორიული ცნებები, ტერმინები

და სხვ.

ნიმუში - დავალება 24.

დაადგინეთ შესაბამისობა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საქართველოს კუთხეებს

შორის:

1) „ლილე“ ა) გურია

2) „ხასანბეგურა“ ბ) სამეგრელო

3) „ჩაკრულო“ გ) სვანეთი

დ) კახეთი

ე) იმერეთი

სწორი პასუხებია:

24.1 გ)

24.2 ა)

24.3 დ)

Page 37: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

37

IV დავალება პასუხით „ჭეშმარიტია ‐ მცდარია“

დავალების აღწერა: ტესტის ამ დავალებაში მოცემულია ფაქტობრივი მასალა მუსიკის

ისტორიიდან, მუსიკალური ცნების ან ტერმინის განმარტება. თქვენ უნდა შეაფასოთ,

მოცემული ფაქტი ან განმარტება ჭეშმარიტია თუ მცდარი. თუ მიიჩნევთ, რომ

დებულება ჭეშმარიტია, მონიშნავთ შესაბამის უჯრას X ნიშნით; ასეთ შემთხვევაში

კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თუ მიიჩნევთ, რომ დებულება მცდარია,

მონიშნავთ შესაბამის უჯრას X ნიშნით და გამოყოფილ არეში ჩაწერთ სწორ

ფორმულირებას. დავალების მაქსიმალური ქულაა 1.

შენიშვნა:  არ მიიღება პასუხი, თუ მცდარი დებულების შემთხვევაში, მტკიცებულების

უარყოფითი ფორმა მექანიკურად შეიცვლება დადებითით,  და პირიქით. 

აუცილებელია, მოცემულ განმარტებას შეუსაბამოთ სწორი ტერმინი ან/და სიტყვა ან

მოცემული ტერმინის ან/და სიტყვისათვის მოძებნოთ სწორი განმარტება.

მაგალითისათვის, წარმოგიდგენთ ნიმუშებს ჩატარებული ტესტირებიდან:

დავალება 26.

ქართული ხალხური სიმღერა „ნადური“ არის სუფრული ჟანრის სიმღერა.

ნიმუში 1

შეფასება: 0 ქულა. განმარტება: აპლიკანტს არასწორად აქვს გაკეთებული აღნიშვნა,

რადგან დავალებაში მოცემული ფორმულირება არ შეესაბამება სინამდვილეს.

ნიმუში 2

შეფასება: 1 ქულა. განმარტება: აპლიკანტს სწორად აქვს მონიშნული უჯრა და

ჭეშმარიტი ფორმულირებაც ჩამოყალიბებული აქვს.

Page 38: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

38

დავალება 27.

უნისონი არის ერთი და იმავე სიმაღლის მუსიკალური ბგერის, ორი ან მეტი

ხმის ან საკრავის მიერ, ერთდროული შესრულება.

ნიმუში 1

შეფასება: 0 ქულა. განმარტება: არასწორად არის მონიშნული უჯრა, რადგან

დავალებაში მოცემული განმარტება ჭეშმარიტია.

ნიმუში 2

შეფასება: 0 ქულა. განმარტება: არასწორად არის მონიშნული უჯრა, რადგან

დავალებაში მოცემული განმარტება ჭეშმარიტია.

ნიმუში 3

შეფასება: 1 ქულა. განმარტება: სწორად არის მონიშნული უჯრა, რადგან დავალებაში

მოცემული განმარტება ჭეშმარიტია.

Page 39: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

39

დავალება 28.

„ძლისპირი“ - ეწოდება კანონის თითოეული გალობის პირველ სტროფს,

რომელიც სხვა სტროფების რიტმულ-მელოდიურ მოდელს წარმოადგენს.

ნიმუში 1

შეფასება: 0 ქულა. განმარტება: არასწორად არის მონიშნული უჯრა, რადგან

დავალებაში მოცემული განმარტება ჭეშმარიტია. აპლიკანტმა, აგრეთვე, დაწერა

ტერმინის არასწორი განსაზღვრა.

ნიმუში 2

შეფასება: 0 ქულა. განმარტება: აპლიკანტმა არასწორად მონიშნა უჯრა, რადგან

მოცემული ფორმულირება ჭეშმარიტია.

ნიმუში 3

შეფასება: 1 ქულა. განმარტება: სწორად არის მონიშნული უჯრა, რადგან დავალებაში

მოცემული ფორმულირება ჭეშმარიტია.

Page 40: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

40

V ქრონოლოგიის განსაზღვრა

მოცემული ტესტური დავალება ამოწმებს მასალის ფაქტობრივ ცოდნასა და მისი

გამოყენების უნარს. დავალებაში მოცემულია ჩამონათვალი  (მუსიკალური

მიმდინარეობები,  პერიოდები, კომპოზიტორები, მუსიკალური ჟანრები,

ნაწარმოებები და სხვ.), რომელიც ქრონოლოგიურად  (უძველესიდან უახლესისაკენ) 

უნდა დაალაგოთ. ქრონოლოგია  (უძველესიდან უახლესისაკენ)  განსაზღვრულია

ცხრილში, ციფრებით  1‐დან  4‐მდე;  პასუხების ფურცელზე მოცემულ ცხრილში,

შესაბამისი ციფრის გასწვრივ ჩაწერეთ შერჩეული ერთეულის შესატყვისი ანბანის

ასო.

მეტი სიცხადისათვის, წარმოგიდგენთ ნიმუშს ჩატარებული ტესტირებიდან:

ნიმუში - დავალება 29.

ქრონოლოგიურად დაალაგეთ მუსიკალური მიმდინარეობები:

ა) ბაროკო

ბ) იმპრესიონიზმი

გ) კლასიციზმი

დ) რომანტიზმი

1 2 3 4

ა გ დ ბ

Page 41: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

41

VI ღია კითხვა:

ტესტის I მოსმენის დავალებებში მოცემულია ღია ტიპის დავალება - მუსიკალური

ნაწარმოების ანალიზი. ამ ტიპის დავალებას არა აქვს ერთადერთი სწორი პასუხი

(გარდა მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის მე-2 და მე-4 ქვესაკითხებისა), ამიტომ

პროფესიულ ცოდნასთან ერთად, შეფასდება აპლიკანტის მიერ საკითხის

ინდივიდუალური გააზრების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

ღია დავალებებისათვის შემუშავებულია შეფასების სქემა.

გთავაზობთ ღია დავალების აღწერას და პასუხების ნიმუშებს.

დავალება ამოწმებს პედაგოგის უნარს, ჩაწვდეს მუსიკალური ნაწარმოების

მხატვრულ შინაარსს, გაანალიზოს მუსიკალური ფორმა და მუსიკალური ენის

ელემენტები, როგორც მხატვრულ-ემოციურ სახეთა გამოსახვის საშუალება და ეპოქის

მახასიათებლები, გაიაზროს თხზულებისა და მისი ავტორის ადგილი ისტორიულსა

და კულტურულ კონტექსტში.

დავალების აღწერა: აუდიო ჩანაწერში ისმენთ მუსიკალურ ნაწარმოებს მთლიანად ან

მის ფრაგმენტს. ჩანაწერს მოისმენთ სამჯერ; ყოველ მომდევნო მოსმენას შორის

ინტერვალი 2 წუთია. დავალებისათვის განკუთვნილი ჩანაწერის მოსმენამდე

გეძლევათ 30 წამი, რათა გადახედოთ დავალების კითხვებს.

ტესტში მოცემულია გასაანალიზებელი ნაწარმოების სანოტო ჩანაწერიც, რაც

ამოწმებს ნაწარმოების ან მუსიკალური ენის ელემენტების ამოცნობა-წაკითხვის

უნარს სანოტო ჩანაწერის საფუძველზე. ანალიზი ხდება კომპლექსურად -

ნაწარმოების მოსმენისა და მისი სანოტო ჩანაწერის საფუძველზე.

დავალება ითვალისწინებს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ან მისი

ფრაგმენტის გაანალიზებას მოცემული საკითხების მიხედვით :

1. განსაზღვრეთ ნაწარმოების ჟანრი და დაასაბუთეთ თქვენი აზრი;

2. დაადგინეთ:

ა) ნაწარმოების ან მითითებული ფრაგმენტის ფორმა;

ბ) ნაწარმოების ან მითითებული ფრაგმენტის ტონალობა;

გ) ტესტში მითითებულ საკადანსო ბრუნვაში შემავალი აკორდების

ჰარმონიული ფუნქციები (T, S, D);

Page 42: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

42

3. დაახასიათეთ მუსიკალური პიესის მხატვრულ-ემოციური მხარე; გაანალიზეთ

და მოკლედ ჩამოაყალიბეთ, მუსიკალური გამომსახველობის რომელი

ხერხები, მუსიკალური ენის რომელი ელემენტები განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია პიესის მხატვრული შინაარსის შესაქმნელად;

4. მხატვრულ-სტილური მახასიათებლების საფუძველზე, დაადგინეთ

ნაწარმოების შექმნის ეპოქა, მიმდინარეობა და ავტორი;

5. განიხილეთ კომპოზიტორი და ნაწარმოები ისტორიულ-კულტურულ

კონტექსტში.

(ქვესაკითხების თანამიმდევრობა ტესტში, შეიძლება, შეიცვალოს).

დავალება ფასდება 15 ქულით. თითოეულ ქვესაკითხს ენიჭება 3 ქულა.

რეკომენდაცია დავალების შესრულების ტექნიკური მხარისათვის: პასუხები

დაწერეთ დავალების კითხვების ნუმერაციის შესატყვისად, რადგან ქულები

იწერება ყოველი კონკრეტული პასუხისათვის და მხოლოდ შემდეგ ჯამდება.

შეფასება მუსიკალური ნაწარმოების ანალიზისათვის

მაქსიმალური ქულა ყველა პუნქტისათვის არის 3 ქულა

3 პასუხი არის სწორი და დასაბუთებულია რამოდენიმე არგუმენტით.

2 პასუხი არის სწორი, მაგრამ ზოგადი, სქემატური და არასაკმარისად

არგუმენტირებულია

1 პასუხში ნაწილობრივ ჩანს საკითხის არსი, მაგრამ მსჯელობა არ არის

არგუმენტირებული

0 დავალების პირობა სწორად არ არის გააზრებული; პასუხში მეორდება

პირობაში მოცემული ინფორმაცია ან მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც

მოცემულ საკითხს არ უკავშირდება

Page 43: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

43

დავალება 10 (მუსიკალური ფრაგმენტის ჩანაწერი მოცემულია კრებულის აუდიო

ფაილში). ნიმუში 1

შეფასება: 2 ქულა (სწორია: 10.4 - ეპოქა, სტილი)

Page 44: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

44

ნიმუში 2

შეფასება: 15 ქულა.

Page 45: მუსიკა - naec.ge · 2017. 4. 7. · 3 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი-----5

45

ზოგადი რეკომენდაციები ტესტისათვის:

თქვენ გაეცანით ტესტის სტრუქტურას. როგორც ხედავთ, ტესტი შედგება სხვადასხვა

ტიპის კითხვებისაგან. ტესტზე მუშაობისას, პირველ რიგში, ყურადღებით გაეცანით

თითოეული დავალების შესრულების ინსტრუქციას და მხოლოდ შემდეგ,

დავალების პირობას.

დავალება შეასრულეთ თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ

ფურცელზე; პასუხის საბოლოო ვარიანტი აუცილებლად გადაიტანეთ პასუხების

ფურცელზე, კალმით. სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არსად არ

მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი. ასეთი ნაწერი არ გასწორდება.

გისურვებთ წარმატებას!