კინგი.pptx

Post on 11-Dec-2015

13 views 1 download

Transcript of კინგი.pptx

,,მე ვოცნებობ”,,I have a dream”მარტინ ლუთერ კინგი

სიცოცხლის მუდმივი და გადაუდებელი კითხვა არის: „რას აკეთებ სხვებისთვის?“ ქართველი ხალხის უფლებებისათვის მებრძოლი, ერის მამა, დიდი ილია ამბობდა: ,,კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა დღეს მე ვის რა ვარგე!”

მარტინ ლუთერ კინგი: თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლაა.  უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ  უნდა გათავისუფლდნენ.

ლუთერ კინგის წინამორბედმა- მაჰათმა განდიმ ინდოეთის დამოუკიდებლობას არაძალადობრივი ბრძოლისა და ,,სამომოქალაქო დაუმორჩილებლობის” გზით მიაღწია.

,,გახსოვდეს იესო ქრისტეს, მაჰათმა განდისა და კინგის მოძღვრება. გახსოვდეს სიყვარული და არა ძალადობრიობა”ეს სიტყვები სამოსზე ეწერათ მოძრაობის მონაწილე სტუდენტებს.

ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი: მოაწყო არაერთი საპროტესტო მსვლელობა შავკანიანთა უფლებების დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის უფლებისთვის, მუშათა უფლებების დასაცავად. უმეტესი მათგანი წარმატებულად დასრულდა: მიღებულ იქნა შესაბამისი კანონები. 

,,მსვლელობა თავისუფლების სახელით”

1968 წ. 28 მარტს, კინგმა მოაწყო 6 ათასიანი საპროტესტო მსვლელობა მემფისის საქმიან ნაწილში (ცენტრში), რომლის მიზანი გაფიცულ მუშათა მხარდაჭრა იყო. 3 აპრილს, გარდაცვალების წინა დღეს, მან გამოსვლაში თქვა: „ჩვენ წინ გველის ძნელი დღეები. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მე ვიყავი მთის წვერზე... გავიხედე წინ და დავინახე აღთქმული მიწა. მე, შეიძლება, აღარ ვიყო თქვენთან, მაგრამ მინდა, რომ თქვენ ახლა იცოდეთ – ჩვენ ყველა, მთელი ერი, დავინახავთ აღთქმულ მიწას“. 

მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ორატორული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა - იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებულიკონგრესის მიერ.

როზა პარკსი და ლუთერ კინგი1955 –56 წწ. მონტგომერიში მან მოაწყო შავკანიანთა დიდი საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასისტული სეგრეგაციის წინააღმდეგ: მონტგომერის ავტობუსების ბოიკოტი. აქცია 380 დღის შემდეგ წარმატებით დასრულდა: აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ სეგრეგაციის კანონი ალაბამაში არაკონსტიტუტიურად

აღიარა. 

მარტინ ლუთერ კინგი: ,,ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს  ჩემი ოთხი  შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის  გამო,  არამედ  მათი ბუნების გამო განსჯიან.  ეს არის ჩემი ოცნება დღეს.”

პირადი ცხოვრება: მას და მის ცოლს, კორეტა სკოტ კინგი, ჯვარი დაწერა კინგის მამამ კორეტას დედის სახლში 1953 წ. 18 ივნისს. მათ ჰყავდათ 4 შვილი. 

ჩვენ ყველანი ამერიკის მოქალაქეები ვართ- თეთრკანიანებიც და შავკანიანებიც. მე არ ვიბრძვი თეთრების წინააღმდეგ და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მე ვიბრძოლებ იმისთვის რომ სამოქალაქო უფლებები ყველა ადამიანებზე თანაბრად გავრცელდეს.არაძალადობრიობა ეფუძნება რწმენას, რომ ეს სამყარო მხოლოდ სამართლიანობაზეა დამყარებული.

ლუთერ კინგი და ანა ფრანკი.ორივე 1929 წელს დაიბადა.სამწუხაროდ ანა ფრანკმა ბოლომდე ვერ შეძლო დაეცვა თავისი ერის უფლებები მეორე მსოფლიო ომის დროს.

1964 წლის ივნისში სამოქალაქო უფლებათა ბილი მიიღო სენატმა, 2 ივლისს კი წარმომადგენელთა პალატამ. იმავე დღეს ახალ კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯონსონმა. კანონი კრძალავდა რასობრივ დისკრიმინაციას.

ა რ ა ! ! !

ეპისკოპალურმა ეკლესიამ ის წამებულად შერაცხა. მისი ქანდაკება განათავსეს ვესტმინისტრის სააბატოში. ინგლისი, მე–20 საუკუნის წამებულების გვერდით. 

1986 წლიდან., იანვრის მესამე ორშაბათი არის მარტინ ლუთერ კინგის დღე ამერიკაში და ითვლება ეროვნულ დღესასწაულად.