The diplomat/დიპლომატი

59
დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013 1 დ ი პ ლ ო მ ა ტ ი IRGE აგვისტო 2013 გიორგი ჯანგიანი,გიორგი ჯიქია INTERNATIONAL RELATION GEORGIA აგვისტო2013

description

Analytic student e-journal about international affairs fro I.Javaxishvili Tbilisi State Univerity

Transcript of The diplomat/დიპლომატი

Page 1: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

1111

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი

IRGE

აგვისტო

2013

გიორგი ჯანგიანი,გიორგი ჯიქია

INTERNATIONAL RELATION GEORGIA

აგვისტო2013

Page 2: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

2222

Page 3: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

3333

Page 4: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

4444

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 95 წლისაა.

1917 წელს თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც

ითავა უნივერსიტეტის დაარსებაზე ზრუნვა. მათი თაოსნობით 1918 წლის 26 იანვარს, დავით

აღმაშენებლის ხსენების დღეს, საკუთარი არსებობის ათვლა დაიწყო პირველმა და ერთადერთმა

უნივერსიტეტმა იმდროინდელ კავკასიაში.

უნივერსიტეტის დაარსების მთავარი სულისჩამდგმელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი,

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ

გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ

წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.

პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო დონის ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო

აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის

პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საუნივერსიტეტო საქმიანობას გზა

დაულოცა და საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ

მეორემ.

1919-1926 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი.

დედაუნივერსიტეტი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერად.

Page 5: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

5555

2008 წლისწლისწლისწლის აგვისტოსაგვისტოსაგვისტოსაგვისტოს კონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტი: ხუთიხუთიხუთიხუთი წლისწლისწლისწლის შემდეგშემდეგშემდეგშემდეგ

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა საქართველოში ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რამდენიმე ათასი

მოსახლე უსახლკაროდ დატოვა. ხუთი წლის შემდეგ, ჩანს თუ როგორ აისახა სამხედრო იგი საქართველოსა და

სამხრეთ კავკასიაზე. ეუთოსა (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) და ორგანიზაციის

თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის, ომი და მისი ტრაგიკული შედეგები იმისი მუდმივი შეხსენებაა, თუ რა არის

ორგანიზაციის მთავარი მიზანი: უსაფრთხოების საერთო სივრცის ჩამოყალიბება, განსხვავებულობის პატივისცემა,

ნდობის შენება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობა.

ხუთი წლის შემდეგ, ეუთო, როგორც შუამავალი, აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტის შედეგების დაძლევაში.

ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. ეს

კონფლიქტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორუმია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეა

წარმოდგენილი. აქ თავმოყრილი არიან დელეგატები როგორც თბილისიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან, ასევე

მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან.

დისკუსიები რეგულარულად იმართება ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში, ერთგან უსაფრთხოებისა და

სტაბილურობის საკითხებზე, მეორეგან – ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მათ შორის, იძულებით გადადგილებულ

პირებსა და დევნილებზე.მაგრამ არაქმედითი შედეგის მქონე პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარდაჭერა

საკმარისი არაა. ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ცხოვრობენ,

იმსახურებენ მშვიდობას, სტაბილურობასა და იმის შესაძლებლობას, რომ სწორედ დღეს და ახლა იცხოვრონ

საკუთარი ცხოვრებით, მშვიდობიან ატმოსფეროში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგია ინციდენტების პრევენციისა და მათზე

რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნა, რომელიც ადგილზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე

მუშაობს. პრობლემები მოიცავს – სახიფათო ტერიტორიებზე მომუშავე გლეხების უსაფრთხოების

უზრუნველყოფას, უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების პოვნის ხელშეწყობასა და ისეთი გზების მოძიებას,

რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე

მხარეს. მექანიზმი მოიცავს კონფლიქტის მიმდინარეობის ზონაში ყოველთვიურ შეხვედრებს აღნიშნული

საკითხების განსახილველად; შეიქმნა ასევე „ცხელი ხაზი“ პირდაპირი კომუნიკაციის არსებობისათვის იმ

მთავრობებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან IPRM-ში. ეუთო და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხელს

უწყობს ერგნეთის ყოველთვიური შეხვედრა-მოლაპარაკებების წარმართვას.

ეუთო ასევე ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომელიც პირდაპირაა მიმართული

კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ყოფის გაუმჯობესებასაზე და ხელს უწყობს მოდავე მხარეებს შორის

ნდობის აღდგენას.

ნიშანდობლივი შედეგი იყო ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის წყლით მომარაგების აღდგენითი პროგრამის

განხორციელება: სასმელი და საირიგაციო წყლით უზრუნველყოფის პროექტები ზნაურის, ნიქოზისა და ზონკარის

სოფლების მცხოვრებლებისათვის უკვე დასრულებულია; აგრეთვე სრულად ფუნქციონირებს ზონკარის წყლის

გამანაწილებელი ჯებირი. მიმდინარეობს მუშაობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დამატებითი

სასმელი წყლით რეგიონის მომარეგების გეგმებზე.

http://foreignpress.ge/?p=23050

Page 6: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

6666

ომიდანომიდანომიდანომიდან ხუთიხუთიხუთიხუთი წლისწლისწლისწლის შემდეგშემდეგშემდეგშემდეგ სამხრეთსამხრეთსამხრეთსამხრეთ კავკასიაკავკასიაკავკასიაკავკასია კვლავკვლავკვლავკვლავ რუსეთსარუსეთსარუსეთსარუსეთსა დადადადა დასავლეთსდასავლეთსდასავლეთსდასავლეთს შორისშორისშორისშორის

არისარისარისარის გაჭედილიგაჭედილიგაჭედილიგაჭედილი

რობერტ კოალსონი

აზერბაიჯანი კბილებამდე იარაღდება. სომხეთი

სულ უფრო მეტად და მეტადაა

იმედგაცრუებული რუსეთით, მისი მთავარი

დამცველით. მთიანი ყარაბაღის რეგიონში

სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების ალბათობა

ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დიდია.

სიტუაციის გამწვავება სომხების მიერ

კონტროლირებადი ანკლავის ირგვლივ

აზერბაიჯანში, სადაც ბოლო თვეებში ცეცხლის

შეწყვეტის ხაზის გასწვრივ არაერთი ინციდენტი

მოხდა, იმის მაჩვენებელია,

რომ არასტაბილური სამხრეთ

კავკასიის რეგიონი კვლავ

ფეთქებადსაშიშია რუსეთ-

საქართველოს ხანმოკლე

ომიდან ხუთი წლის შემდეგაც

კი.

ხუთდღიან ომში, რომელიც საქართველოს

პრომოსკოვური სეპარატისტული რეგიონის,

სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღდა, ცალსახად

რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ იმავდროულად მან

შეარყია რუსეთის რეპუტაცია, როგორც ქვეყნისა,

რომელსაც თითქოს პოლიტიკური ბროკერის და

გამნაღმველის როლი გააჩნდა ეთნიკური

დაპირისპირებებით ცნობილ რეგიონში.„[ომი]

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც იმის

სიგნალი იყო, რომ რუსეთი გამოიყენებს

სამხედრო ძალას საკუთარი ინტერესების

განხორციელებისათვის“, ამბობს შტეფან

მეისტერი, უფროსი მკვლევარი საგარეო

ურთიერთობების ევროპული საბჭოდან (ECFR).

„მან გარკვეულწილად შეარყია ასევე რუსეთის

როლი, როგორც მოთამაშის, რომელსაც თითქოს

ჰყავს მოკავშირეები რეგიონში“. სინამდვილეში,

რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში,

სომხეთი, მოსკოვს ბოლო დროს ეჭვის თვალით

შეჰყურებს გაზის ფასებზე დავისა და იმ

ზეწოლის გამო, რომელსაც კრემლი ერევანზე

სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების

მიზნით ახდენს. აზერბაიჯანი, რომელსაც

პუტინი ამ თვეში ეწვევა, მოსკოვს დიდი ხანია

უფრთხის და საკუთარ ენერგორესურსებს იყენებს

რუსეთ დამოუკიდებულობის

შესამცირებლად.

რაც შეეხება საქართველოს,

მართალია, თბილისსა და მოსკოვს

შორის ურთიერთობა საგრძნობლად

გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა,

მაგრამ ეს ურთიერთობა შორსაა იქედან, რომ

თბილი ეწოდოს .

„რუსეთი ისევ ის იმპერიაა“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი

მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვაფა

გულიზადე ეთანხმება აზრს, რომ რუსეთის

ძალისმიერი პასუხი საქართველოს მიმართ 2008

წელს, გაფრთხილება იყო მთელი კავკასიისათვის.

„სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო

რუსეთის აგრესია დამოუკიდებელი

საქართველოს წინააღმდეგ – ეს უდავოა“, ამბობს

Page 7: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

7777

გულიზადე. „და ეს ძალიან სახიფათო ქმედებაა

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდგომ

კავკასიაში, რადგან იმის დემონსტრირებაა, რომ

რუსეთი ისევ ძველი იმპერიაა – ძალიან

აგრესიული რეგიონის ყველა ხალხისა და პატარა

ერის მიმართ“. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი

შეეცადა თავისი, როგორც შუამავლის როლის

გააქტიურებას ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ

მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის

ამ ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ,

რაც 2012 წელს კრემლში ვლადიმერ პუტინი

დაბრუნდა, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეზღუდა

ორივე მხარის მთავარი სამხედრო

მომმარაგებელის როლი. თუმცა, მოსკოვისადმი

მზარდ უნდობლობას რეგიონში, არ მოჰყოლია

სამხრეთ კავკასიის ამ სამ რესპუბლიკას შორის

თანამშრომლობის გააქტიურება, დიდწილად

იმის გამო, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი

ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის

მიზეზით გაუცხოებულნი არიან.

აზერბაიჯანს და საქართველოს შორის

სტაბილური ურთიერთდამოკიდებულება

ჩამოყალიბდა ენერგეტიკულ სფეროში.

საქართველო უზრუნველყოფს მარშრუტს

აზერბაიჯანის ნახშირწყალბადის

ექსპორტისათვის რუსეთის გვერდის ავლით,

ბაქო კი თბილისს ეხმარება მკვეთრად შეამციროს

თავისი ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე.

2008 წლის ომში რუსეთის გამარჯვების ერთი

მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ მან

ეფექტურად გასწია ნატო და შეერთებული

შტატები რეგიონიდან და საქართველოს

ალიანსში გაწევრიანების პროცესი შეაფერხა. ომის

შემდეგ, განსაკუთრებით კი, აშშ-ის პრეზიდენტ

ბარაკ ობამას მმართველობის დროს,

შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ

კავკასიაში მიჩნეულია „როგორც ერთ-ერთი

ქვესაკითხი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში“,

ამბობს ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი,

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი

ერევნიდან. იმავდროულად, კონფლიქტმა გზა

გაუხსნა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის

ჩართულობის მნიშვნელოვან ზრდას. სწორედ

ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულმა

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ დაასრულა 2008

წლის ომი და ევროკავშირის მონიტორინგის

მისია, რომელიც განლაგებულია აფხაზეთის,

სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ,

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ომის შემდგომ

წლებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ

2009 წელს, ბლოკმა „აღმოსავლეთ

პარტნიორობის“ პროგრამა აამოქმედა. ესაა

აქტიური ძალისხმევა, რომელიც

ორიენტირებული ექვს ყოფილ საბჭოთა

ქვეყანასთან (ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, და

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა – სომხეთი,

აზერბაიჯანი და საქართველო)

თანამშრომლობაზე. გირაგოსიანი ამბობს, რომ

პროგრამის დაწყების მიზანი ევროკავშირის

„პერიფერიაზე სტაბილიზაციის“ ხელშეწყობა

იყო, მაგრამ პროგრამის წარმატება მისი რბილი

ძალის მიმზიდველობამ განსაზღვრა. „მას,

როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, კიდევ

უფრო წარმატებულს და ეფექტურს ხდის თავად

სახელმწიფოების მზადყოფნა, რეალურად

გამოიყენონ ევროკავშირთან თანამშრომლობის

შესაძლებლობა“, ამბობს გირაგოსიანი. „და ამ

მხრივ, ევროკავშირი (აღმოსავლეთ

პარტნიორობის მეშვეობით, მაგრამ მის მიღმა)

ყალიბდება უფრო მაინტეგრირებელ ძალად,

როგორც ღირებულებითი, ასევე ეკონომიკური

თვალსაზრისით. ის იძლევა ნამდვილ

Page 8: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

8888

ეკონომიკურ სტიმულებს, რომელიც მანამდე არ

არსებობდა ანუ უგულებელყოფილი იყო თავად

სახელმწიფოების მიერ“.

დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი

შტეფან მეისტერი ეთანხმება ამ მოსაზრებას და

ამბობს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“

პროგრამა პროცესში საქართველოსა და

სომხეთში. უდიდეს როლს თამაშობს

დემოკრატიზაციისა და სამართლებრივი

რეფორმების ხელშეწყობის პროცესში. ის

აცხადებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგმა

გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს 2012

წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებაში.

აქვე დასძენს, რომ „აღმოსავლური პარტნიორობა“

არ მოიცავს უსაფრთხოების კომპონენტს,

შესაბამისად, ბლოკის შესაძლებლობები, გავლენა

მოახდინოს დაძაბულობის განმუხტვაზე

ყარაბაღის ირგვლივ, მინიმალიზებულია. „მან

უფრო მეტად უნდა დაუკავშიროს თავისი

სამეზობლო პოლიტიკა და ტრანსფორმაციული

პოლიტიკა უსაფრთხოებას, რადგან იგი მთავარი

ელემენტია ამ ქვეყნების დემოკრატიზაციისა და

ტრანსფორმაცის პროცესში“, - ამბობს მეისტერი.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება მოსკოვის

პროვოცირების გარეშე, ძალიან გაურკვეველ

საკითხად რჩება. შარშან, კრემლში დაბრუნების

შემდეგ, პუტინმა თავისი ევრაზიული კავშირის

პროექტი მთავარ პრიორიტეტად აქცია.

შესაბამისად მოსკოვი ზეწოლას ახდენს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე –

განსაკუთრებით კი უკრაინაზე, მოლდოვასა და

სომხეთზე – სურს ამ ქვეყნებმა უარი თქვან

ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებზე

მოსკოვის ბლოკის სასარგებლოდ. ქართველი

ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის,

განცხადებით, 2008 წლის ომი საქართველოსთვის

დამოუკიდებლობის ძიებაშის პროცესში

ქვაკუთხედი გახლდათ – ესაა სიტყვები,

რომლებიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე

შეიძლება გავრცელდეს. „გარკვეული

თვალსაზრისით [ომი] რუსეთისთვის შურისძიება

იყო, სამაგიეროს გადახდა კოსოვოსთვის

[დასავლეთის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის

მხარდაჭერისთვის] და სხვა

წარუმატებლობებისთვის ბოლო 15-20 წლის

განმავლობაში“, ამბობს შათირიშვილი. „მაგრამ

ჩვენთვის ეს ომი იმპერიასთან 25-წლიანი

დაპირისპირების მთავარი ეპიზოდი იყო. მაგრამ

კონკრეტულად სად მიგვიყვანს ეს გზა, ჩვენ არ

ვიცით, რადგან ეს ისტორია ჯერ კიდევ დიდხანს

არ დასრულდება, ხოლო ვიდრე ისტორია არ

დასრულდება, დასკვნებს ვერ გამოვიტანთ“.

By Robert Coalson August 07, 2013

Page 9: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

9999

დემოკრატიულიდემოკრატიულიდემოკრატიულიდემოკრატიული Coup d’etat Coup d’etat Coup d’etat Coup d’etat

რევაზ ჯანაშია

როდესაც 2005 წელს, საქართველოში ვიზიტად

მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავისუფლების

მოედნიდან მიმართავდა შეკრებილ

საზოგადოებას, ის დარწმუნებით აცხადებდა,

რომ ჩვენ უპრეცედენტო დროს ვცხოვრობთ, როდესაც

თავისუფლება გზას იკვლევს შავი ზღვიდან კასპიის

ზღვამდე, სპარსეთის ყურემდე და მის გაღმა.

მოვლენები კი სულ სხვანაირად განვითარდა და

თავისუფლება – “არაბული გაზაფხულის” სახით

სულ სხვა მხრიდან მოადგა ახლო აღმოსავლეთის

რეგიონს. ეგვიპტე ერთ-ერთ იმ სახელმწიფოთაგანი

აღმოჩნდა, რომელშიც დიდი გამოძახილი ჰპოვა

რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა. რეჟიმის

ცვლილებას უმტკვინეულოდ არ ჩაუვლია, მაგრამ

ლიბიის მსგავსი მსხვერპლისა და სამოქალაქო

დაპირისპირების თავიდან აცილება მოხერხდა.

სტაბილურობის გარანტი ეგვიპტის არმია იყო,

შედეგად ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობა,

გარდამავალი პერიოდის შემდეგ 2012 წელს შეიცვალა

ისლამური საძმოს წევრის მუჰამედ მურსის

პრეზიდენტობით.

მოვლენები ეგვიპტეში სწრაფი ტემპებით წარიმართა

და მალევე 2013 წლის ივლისში მურსი გადაყენებული

იქნა პოსტიდან და შემდგომ დაპატიმრებულიც.

ყოველივე ეს ეგვიპტის არმიის მონაწილეობით მოხდა.

მსგავს მოვლენას საერთაშორისო ურთიერთობებში

სამხედრო გადატრიალებას უწოდებენ ხოლმე.

ტერმინი რომელსაც მსგავს სიტუაციაში იყენებენ

ფრანგული წარმოშობის Coup d’etat გახლავთ და

ნიშნავს

უეცარ გადამწყვეტ ქმედებას პოლიტიკაში, რომლის

შედეგადაც ხდება მთავრობის ცვლილება

Aარაკანონიერად თუ ძალის გამოყენებით.1

რეგიონისთვის მსგავსი მოვლენა ნამდვილად არ

გახლავთ უპრეცედენტო, მეტიც მეორე მსოფლიო

ომის დასრულების შემდეგ იგი მთავრობების ცვლის

საკმაოდ პოპულარული მეთოდი გახლდათ.

მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებული შტატები

თავს იკავებს გადატრიალებად მონათლოს ეგვიპტეში

მიმდინარე მოვლენები, მაშინ როდესაც თურქეთის

პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

ცალმხრივად გმობს მომხდარს და განსაკუთრებით

დასავლეთის უუნარობას, შეაფასოს მომხდარი

როგორც სამხედრო გადატრიალება, - “რა მოუვიდა

დასავლეთის დემოკრატიულ იდეალებს? ეგვიპტურ

რევოლუციას კლავენ”2, განაცხადა ერდოღანმა.

დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს თავისი ინტერესები

ამოძრავებს, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

ეგვიპტური არმია 1.3 მლრდ აშშ დოლარს იღებს,

უმეტესობა აქედან სამხედრო შეიარაღების სახით

გადაეცემა ეგვიპტეს.3 იმ შემთხვევაში, თუ აშშ

1http://dictionary.reference.com/browse/coup+d%27etat Dictionary.com onlain leqsikoni, mopovebulia 28.07.2013 2http://www.ft.com/intl/cms/s/0/b8396b56-e582-11e2-ad1a-00144feabdc0.html#axzz2aXpnMv35 Financial Times, Daniel, Dombey “Erdogan Attacks West’s Reaction to Morsi’s Overthrow” mopovebulia 28.07.2013 3http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2013/07/26/U-S-to-avoid-calling-Mursi-overthrow-a-coup-.html Alarabiya.net U.S, to Avoid Calling Mursi Overthrow a “Coup” mopovebulia 28.07.2013

Page 10: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

10101010

მომხდარს გადატრიალების კვალიფიკაციას

მიანიჭებს, მაშინ მას არ შეეძლება დახმარება გაუწიოს

ეგვიპტეს, რადგან ამერიკის კანონმდებლობა

კრძალავს ჰუმანიტარულის გარდა ნებისმიერი სხვა

ტიპის დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს, სადაც

კანონიერად არჩეული ლიდერი, გადააყენეს

პოსტიდან სამხედრო გადატრიალების შედეგად.

ისლამური საძმოს მიერ საპარლამენტო

უმრავლესობის დაკავებას თან დაერთო მათი

საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაც, რამაც

ქვეყანაში დაძაბული ფონი შექმნა. შეიქმნა სიტუაცია

როდესაც რადიკალური ისლამური დაჯგუფების

კონტროლქვეშ აღმოჩნდა მთელი ქვეყანა, ხოლო აშშ

მსგავსი რეჟიმის დამფინანსებლად მოგვევლინა.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ეგვიპტის

მნიშვნელობაც რეგიონის სტაბილურობისათვის.

ეგვიპტე პირველი არაბული

სახელმწიფო იყო,

რომელმაც აღიარა

ისრაელის სახელმწიფო და

ამ პერიოდიდან

მოყოლებული

განასკუთრებული

ყურადღება ეპყრობოდა აშშ-

ს მხრიდან. ისლამური

რეჟიმის მოსვლამ

ხელისუფლების სათავეში

კი ყველაფერი თავდაყირა

დააყენა. შეიქმნა საფრთხე ახალი ისრაელ-ეგვპიტის

დაპირისპირებისა. ამ ფონზე აშშ-ს საყრდენად ქვეყნის

შიგნით გადაიქცა არმია, რომელიც სარგებლობდა

სრული ავტონომიით ახალი რეჟიმისგან. სწორედ

არმიის სამოქალაქო ხელისუფლებისათვის

დამორჩილებას შეუდგა მურსი, რის შედეგადაც მან

პოსტი დაკარგა და დააპატიმრეს კიდეც.

ეგვიპტეში შექმნილი სიტუაციის პერიპეტიებს რომ

გადავხედოთ, უნდობლობა მურსის მიმართ და

უკმაყოფილება მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობით

დაიწყო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის ნოემბერში

საკუთარ თავს მისცა შეუზღუდავი უფლებები, აქედან

მოყოლებული განსაკუთრებული დავის საგნად იქცა

კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევდა

რევოლუციის “დაცვის” მოტივით მიეღო ნებისმიერი

დეკლარაცია, რომლის სასამართლოში გასაჩივრებას

არ დაექვემდებარებოდა.4 უკმაყოფილების სხვა

მიზეზთაგან აღსანიშნავია პრეზიდენტი “ყველა

ეგვიპტელისთვის” საარჩევნო დაპირების

შეუსრულებლობა. ამას დაემატა მუსლიმთა მხრიდან

უკმაყოფილებაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ

ეგვიპტის პრეზიდენტს, როგორც ისლამური საძმოს

წარმომადგენელს, მუსლიმთა პრეზიდენტს და არა

ყველა ეგვიპტელის წარმომადგენელს, რადგან იგი

სწორედ მათ, მუსლიმებმა აირჩიეს. შედეგად

სამხრეთ ეგვიპტის ქალაქ ასიუთში, რომელიც

ტიპური კონსერვატიული ისლამური რეგიონის

ნაწილია ქვეყანაში, მზარდი უკმაყოფილების ფონზე

მურსის პრეზიდენტობიდან გადაყენებისთანავე

გაიძარცვა ისლამური საძმოს შტაბ-ბინა, ხოლო

პრეზიდენტის მიერ დანიშნულ გუბერნატორს

ოფისში არ უშვებს მომიტინგე მოსახლეობა.5

4http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-18371427 BBC.co.uk Yolande, Knell “Profile: Egypt’s Mohammed Morsi” 3 July 2013, mopovebulia 29.07.2013. 5http://www.arabianbusiness.com/mursi-s-overthrow-rattles-egypt-s-islamists-in-their-heartland-510257.html#.UfjjuKz0thC Arabianbusiness.com “Mursi’s Overthrow Rattles Islamists in their Heartland”, mopovebulia 29.07.2013

mursis gadayenebis momxreebi, general

abdel fatah al-sasis suraTiT xelSi

Page 11: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

11111111

სანამ სიტუაცია ამ ნიშნულს მიაღწევდა, 4 დღის

განმავლობაში კაიროს ქუჩებში უპრეცედენტო

რაოდენობის მომიტინგეები იყვნენ შეკრებილნი,

პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, აქციას

გამოეხმაურა

ეგვიპტის არმია

და დააანონსა

ულტიმატუმი,

თუკი

პრეზიდენტი არ

დატოვებდა

პოსტს მიცემულ

ვადამდე, არმია

თავის ხელში

აიღებდა

ვითარების

კონტროლს რაც

საბოლოოდ ასეც

მოხდა,

პრეზიდენტი

დაპატიმრებულ იქნა და წაეყენა რამდენიმე

ბრალდება, მათ შორის ადამიანის მკვლელობა.

არმიამ გარდამავალი მთავრობა შექმნა, რომელსაც

ადლიმან სური ჩაუყენა სათავეში გარდამავალ

პერიოდში პრეზიდენტის სახით. დღემდე მურსის

მომხრეები აპროტესტებენ შექმნილ ვითარებას და

არმიას ღალატში დებენ ბრალს. საქმე

დაპირისპირებამდეც მივიდა და მურსის 80 მომხრე

უკვე გარდაიცვალა ამ დაპირსპირების შედეგად.6

ვითარება ქვეყანაში ჯერაც დაძაბულია, ევროპელი

ლიდერები ჯერჯერობით მხოლოდ არსებულ

სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთების

გამოთქმით შემოიფარგლებიან. თეთრი სახლის

ოფიციალური განცხადებით ისინი ესაუბრნენ

ეგვიპტის ამჟამინდელ ლიდერებს და შეახსენეს თუ

რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მართვის

სადავეები კვლავ დემოკრატიულად არჩეულ

6http://www.arabnews.com/news/459466 Arabnews.com Hamza, Hendawi “Egypt Death Toll Hits 80 as More Mursi Backers Killed” 28 July 2013, mopovebulia 30.07.2013

სამოქალაქო პირების ხელში აღმოჩნდეს.7 რა კუთხით

განვითარდება მოვლენები შემდეგში მხოლოდ დრო

გვიჩვენებს, თუმცაღა დღეს უკვეშე გვიძლია შექმნილ

ვითარებას “დემოკრატიული” გადატრიალება

ვუწოდოთ. ტერმინი, რომელიც თურქეთის პრემიერმა

ერდოღანმა გამოიყენა თავის აღშფოთების

გამოსახატავად დასავლური აუმღვრევლობისა და

მხარდაჭერის საპასუხოდ მურსის პოსტიდან

გადაყენებისას.

წიგნი , რომლის შესახებაც შემდგომ ნომერში

გესაუბრებით , ყველა დიპლომატის

ბიბლიოთეკაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს.

მას არ სჭირდება ბევრი წარგენა – ჰენრი

კისინჯერის „დილომატია“.

ამჯერად კი ჟურნალში მის გამონათქვმებს

შეხვდებით ამ წიგნიდან.

7http://www.jpost.com/Middle-East/Supporters-of-Egypts-Morsi-to-protest-after-overthrow-arrests-318836 The Jerusalem Post, Supporters of Egypt’s Morsi to Protest after Overthrow, Arrests, mopovebulia 30.07.2013

SvedeTis sagareo saqmeTa ministrisa

da SvedeTSi egviptis elCis mimowera

Twitter-is saSualebiT.

Page 12: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

11112222

დემოკრატიისდემოკრატიისდემოკრატიისდემოკრატიის მეოთხემეოთხემეოთხემეოთხე ტალღატალღატალღატალღა? ? ? ? მედიამედიამედიამედია დადადადა

არაბულიარაბულიარაბულიარაბული გაზაფხულიგაზაფხულიგაზაფხულიგაზაფხული

ავტორები - ფილიპ ჰოვარდი, მუზამილ ჰუსაინი

გამოქვეყნდა 2013 წლის 29 მარტს. გამომცემლობა ‘Oxford

University Press, USA’. 162 გვერდი

2011 წელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს

მსოფლიო მასმედიამ „არაბული გაზაფხული“ უწოდა,

რომელმაც მიიპყრო უამრავი პოლიტიკურ მოვლენათა

ანალიტიკოსის, სწავლულის ყურადღება. ფილიპ

ჰოვარდი და მუზამილ ჰუსიანი წიგნში საუბრობენ

არაბული გაზაფხულის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე

და მედიის როლზე, რამაც ფაქტობრივად მოახდინა

სხვადასხვა არაბული ქვეყნის მოსახლეობის შეკრება და ერთი მიზნით გაერთიანება. ავტორები ცდილობენ

უპასუხონ კითხვას არის თუ არა ეს მოვლენები დემოკრატიის მეოთხე ტალღის პროცესი, რადგან

არაბული სამყარო დემოკრატიული ფასეულობებისგან საკმაოდ შორსაა, ამასთან ევროპას ძალიან

ჩამოუვარდება იმ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესითაც, რომელიც ქვეყნის წინსვლა-განვითარების

მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა 21-ე საუკუნის ტექნიკურმა განვითარებამ ამ რეგიონს გვერდი არ აუარა

და მართალია ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო იქ შეღწევა და ფეხის მოკიდება.

მაშინ, როდესაც ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ქვეყნებმა განავითარეს საარჩევნო სისტემაზე

დაფუძნებული დემოკრატია, ჩრდილოეთი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მოკლებული

იყვნენ პროცესში ჩართვის შესაძლებლობას. თანაავტორები არაბული გაზაფხულის გასააზრებლად

მთავარ არგუმენტად იყენებენ მედიას, რომელმაც როგორც ინფორმაციის გავრცელებისა და მოსაზრებების

გაცვლის საშუალებამ ბოლო წლებში ცვლილებები განიცადა, სერიოზული ხასიათი მიიღო და მსჯელობენ

მედია გადამწყვეტი ფაქტორი იყო თუ დემოკრატიზაციის ახალი ტალღის ხელშემწყობი. მაგრამ ფაქტია,

რომ სოცილაური ქსელების საშუალებით მოხდა სწორედ ამ ერთიანი პოლიტიკური მოქმედების დაგეგმვა-

განხორცილება. ერთმანეთთან დაკავშირების გაადვილებული და დასწრაფებული საშუალებები ხელს

უწყობს ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზებას. წიგნი არა მარტო მოვლენების მოულოდნელ

ევოლუციას ეხება, არამედ უფრო სიღრმისეულად იკვლევს რეგიონში არსებულ პრობლემას. ამიტომ

საკითხის დაინტერესების შემთხვევაში დაზოგავთ დროს და ამ ერთ მასალაზე დაყრდნობით მიიღებთ

საჭირო ინფორმაციას.

ელენე კურტანიძე

Page 13: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

13131313

„„„„აღმოსავლეთაღმოსავლეთაღმოსავლეთაღმოსავლეთ პარტნიორობაპარტნიორობაპარტნიორობაპარტნიორობა“ “ “ “ დადადადა დემოკრატიადემოკრატიადემოკრატიადემოკრატია

ზურაბ ჭანკვეტაძე

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის

უახლესი პროგრამაა, რომელიც მიმართულია

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან

ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ. კერძოდ,

ერთი მხრივ, ეს ეხება ევროკავშირის 3 უშუალო

მეზობელ სახელმწიფოს: უკრაინას, მოლდოვასა

და ბელარუსს და მეორე მხრივ, სამხრეთ

კავკასიის ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთსა და

აზერბაიჯანს. აღმოსავლეთ პარტნიორობა

წარმოადგენს პოლონეთ-შვედეთის ინიციატივას

და იგი ოფიციალურად ამოქმედდა 2009 წლის

მაისში8. აღმოსავლეთ პარტნიორობის

პროექტამდე არსებობდა ევროპის სამეზობლო

პოლიტიკა, რომელიც აერთიანებდა, როგორც

„აღმოსავლეთ ევროპას“, ასევე „სამხრეთი

ხმელთაშუაზღვისპირეთის“ პროგრამასაც9.

აღსანიშნავია რომ, ყველა ეს მცდელობა იყო

შედეგი დიდი გაფართოებისა, რომელსაც

ადგილი ჰქონდა 2004-2007 წლებში, ამ დროს

ევროკავშირს მიუერთდა 12 ახალი წევრი ქვეყანა

და ყველა მათგანი ცენტრალური ევროპიდან.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპას

ევროკავშირი არ მოიაზრებს ყველაზე

პრიორიტეტულ რეგიონად, უკანასკნელ

დეკადაში განვითარებულმა პროცესებმა

ნათლად აჩვენა ამ ქვეყნების მნიშვნელობის,

წონის ზრდა ევროკავშირისთვის. ამ

8 http://eeas.europa.eu/eastern/index_en.htm 9http://ec.europa.eu/world/enp/policy_en.htm

მიმართულებით გამოსაყოფია ორი გარდამტეხი

მოვლენა: პირველი, ეს იყო „ფერადი

რევოლუციები“ 2003 წელს საქართველოში და

2004 წელს უკრაინაში10. ამ რევოლუციების

შედეგებმა იმოქმედა აღმოსავლეთ ევროპის

დანარჩენ ქვეყნებზეც. პროცესი ყველაზე

თვალშისაცემი იყო სამხრეთ კავკასიის

მაგალითზე, რომელიც დასაწყისში არ

მოიაზრებოდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის

ნაწილად; მაგრამ, მიუხედავად ამისა,

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა

მიზანშეწონილი გახადა ამ ქვეყნის მიერთება ამ

პოლიტიკაში და შესაბამისად, ევროკავშირი ვერ

უგულებელყოფდა საქართველოს ორ მეზობელ

ქვეყანას: აზერბაიჯანსა და სომხეთს. შესაბამისად,

ეს სამი სახელმწიფო ევროპის სამეზობლო

ევროკაშირის პოლიტიკაში ჩამოყალიბდა

როგორც ერთი, სამხრეთ კავკასიის საერთო

რეგიონის სახით.

მეორე მნიშვნელოვან გარდამტეხ მოვლენას

სამეზობლო პოლიტიკის კუთხით წარმოადგენს

2004 და 2007 წლის გაფართოება აღმოსავლეთის

მიმართულებით, რამაც ევროკავშირი უშუალოდ

დაუმეზობლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“

ქვეყნებს11. შესაბამისად, შეიცვალა

დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის მიმართ

და გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ეს ქვეყნები

შეიძლება აღქმული ყოფილიყვნენ ერთიანი

ევროპის ნაწილად. ამასთან, ცენტრალური

ევროპის ქვეყნების მსგავსად, აღმოსავლეთ

ევროპის სახელმწიფოებშიც შეიძლებოდა

10http://www.tfd.org.tw/docs/dj0402/075-090%20Maria%20Spirova.pdf 11http://europeangovernance.livingreviews.org/open?pubNo=lreg-2012-1&page=articlese6.html

Page 14: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

14141414

მომხდარიყო ავტორიტარული რეჟიმების

დემოკრატიულით ჩანაცვლება.

მიუხედავად მსგავსი ოპტიმისტური რწმენებისა,

ევროკავშირი დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების

წინაშე, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესია

დემოკრატიის ხარისხი აღმოსავლეთ

პარტნიორობის ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენი

ნაშრომის საკვლევ კითხვას წარმოადგენს თუ რა

გავლენა მოახდინა ევროკავშირმა აღმოსავლეთ

პარტნიორობის ფარგლებში, ამ ქვეყნებში

დემოკრატიის ხარისხის ზრდის მიმართულებით.

მოდერნიზაცია, მაგრამ არა დემოკრატიზაცია

რა თქმა უნდა, დემოკრატიზაცია არის უმთავრესი

საკითხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და

მისი მყარი საფუძვლების განვითარების გარეშე

ნაწილობრივ ინტეგრაციაზეც კი საუბარი

შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, დემოკრატიის

ნაკლებობა მაინც რჩება უმთავრეს პრობლემად

მოცემულ სახელმწიფოებში. უფრო მეტიც,

ავტორიტარულ ქვეყნებში ბელარუსში,

აზერბაიჯანსა და სომხეთში, ამ მიმართულებით

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არანაირი

პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა კი, აღმოსავლეთ

პარტნიორობის ექვსივე სახელმწიფო

დაინტერესებულია ევროკავშირთან

ეკონომიკური თანამშრომლობით, აგრეთვე მათი

მოდერნიზაციის დონით. მაგრამ ეს პროცესი

აღქმულია წმინდა ტექნოლოგიურ

მოდერნიზაციად, რაშიც ევროკავშირის როლი

შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური

დახმარებით, მაგალითად პარტნიორი ქვეყნის

ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადებით და ა.შ იგი

თავის თავში არ მოიაზრებს დემოკრატიული

რეფორმების გატარებას12.

ბელარუსში ოპოზიცია, ჯერ კიდევ,

ჩამოცილებულია ოფიციალურ პოლიტიკურ

ცხოვრებას. 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო

არჩევნებში ანდრეი ლუკაშენკო პრეზიდენტად

მეოთხე ვადით იქნა არჩეული. ამ არჩევნების

დროს, პროტესტის დაფიქსირების გამო, მინსკში

დაიჭირეს ოპოზიციის უამრავი

წარმომადგენელი, მათ შორის, პრეზიდენტობის

ერთ-ერთი კანდიდატი ანდრეი სანიკოვი13. ეს

ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირი

ცდილობს ჩაითრიოს ბელარუსი მოლაპარაკების

პროცესში. აზერბაიჯანში პოლიტიკური

ოპოზიცია თამაშობს მინიმალურ როლს და 2009

წლის რეფერენდუმის მეშვეობით, ილჰამ ალიევმა

ფაქტობრივად გაინაღდა პრეზიდენტობა

სიცოცხლის ბოლომდე14. შეიძლება ითქვას, რომ

სამოქალაქო საზოგადოების მხრივ სიტუაცია

სომხეთში შედარებით უკეთესადაა, მაგრამ

დანარჩენი ორი ქვეყნის მსგავსად, ოპოზიცია აქაც

უმნიშვნელო როლს თამაშობს ქვეყნის

პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, არცერთ

მათგანზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც

12 http://library.fes.de/pdf-files/ipg/2011-3/14_summaries.pdf 13http://www.globalresearch.ca/no-regime-change-in-belarus-2010-election-a-crushing-defeat-for-western-policy/22588 14http://www.europeanforum.net/news/549/controversial_constitutional_referendum_in_azerbaijan_passed

Page 15: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

15151515

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების

ჩამტარებელზე.

ნეგატიურ პროცესებს აგრეთვე ადგილი აქვს

უკრაინასა და საქართველოში. მიუხედავად,

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ

გამოცხადებული დემოკრატიის ახალი ტალღისა,

რომელიც გაფორმდა 2008 წელს დასავლეთის

ძალისხმევით, ამ მიმართულებით

მნიშვნელოვანი ნაბიჯები მაინც არ გადადგმულა;

ამ პერიოდში ფრიდომ ჰაუსის მონაცემებში

კიდევ რამენიმე ნიშნულითაა გაუარესებული

საქართველოს მაჩვენებელი. თუმცაღა

მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს

წარმოადგენდა 2012 წლის 1 ოქტომბრის

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში,

რომლის მეშვეობით მოხდა ხელისუფლების

პირველი დემოკრატიული ცვლილება ქვეყანაში.

თუმცა კი მის გრძელვადიან შედეგებზე საუბარი

ჯერ ძალზედ ნაადრევია, მითუმეტეს, თუკი

გავითვალისწინებთ უკრაინის მაგალითს, სადაც

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

ჩატარდა ყველაზე დემოკრატიული არჩევნები,

მაგრამ შემდეგი პროცესები ამ ქვეყანაში სულაც

არ იძლევა დემოკრატიის განვითარების

პერსპექტივას- პირიქით მკაფიო სიგნალები

შეიმჩნევა ძალაუფლების კონცენტრაციისა

პრეზიდენტის ხელში. ამის ნათელ მაგალითს

წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა 2004 წლის

საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის თანახმადაც

უკრაინა ცხადდებოდა საპარლამენტო-

საპრეზიდენტო ქვეყნად და დააბრუნა მტკიცე

საპრეზიდენტო წყობილება15.

15 http://www.osw.waw.pl/en/publikacje/eastweek/2010-10-06/ukraine-s-constitutional-court-reinstates-presidential-system

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ შედის ამ

„ხუთეულში“ და ცალკე დგას, არის მოლდოვა,

სადაც დემოკრატიულ ტრანსფორმაციას ადგილი

ჰქონდა 2009 წლის ზაფხულის საპარლამენტო

არჩევნების შედეგად. მიუხედავად ამისა,

პარლამენტი უუნარო აღმოჩნა პრეზიდენტის

არჩევის პროცესში ხმათა საკმარისი რაოდენობის

არარსებობის გამო16; მაგრამ ახალმა

საპარლამენტო არჩევნებმა

2010 წელს ჩამოაყალიბა

პროევროპული კოალიცია

პარლამენტში და

დეკემბერში მარიან ლუპუ

არჩეულ იქნა მოლდოვის

პრეზიდენტად17.

მოლდოვის მაგალითის გამოკლებით, კარგად

ჩანს, რომ დანარჩენი ხუთი ქვეყანა და მათი

ხელისუფლებები მიდრეკილნი არიან

ძალაუფლების თავიანთ ხელში

კონცენტრირებისადმი და უგულებელყოფენ

დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრების

საშუალებებს. მსგავსი ქმედებები, რაღა თქმა

უნდა, დამახასიათებელია ავტორიტარული

ბელორუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის,

მაგრამ ასევე შეიმჩნევა ორ დემოკრატიულ

ქვეყანაში: უკრაინასა და საქართველოში.

ევროკავშირის როლი

შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულიდან

გამომდინარე, უდავოა რომ დემოკრატიის მსგავსი

ხარისხით, ამ ქვეყნების შანსი ევროკავშირში

გაწევრიანებისა პრაქტიკულად ნულის ტოლია და

16 http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=35814 17 http://www.osce.org/odihr/elections/73833

“Corrupt politicians make the other ten percent look bad.”

― Henry Kissinger

Page 16: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

16161616

რაც ყველაზე მთავარია აღმოსავლეთ

ევროკავშირის როლი

შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულიდან

გამომდინარე უდავოა, რომ დემოკრატიის მსგავსი

ხარისხით, ამ ქვეყნების შანსი ევროკავშირში

გაწევრიანებისა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

რაც ყველაზე მთავარია, აღმოსავლეთ

პარტნიორობის მექანიზმის ამოქმედების

შემდეგაც არ შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა

ამ მიმართულებით. ეს კი იმ პირობებში, როდესაც

ევროკავშირი დეკლარირებულად აფიქსირებს

საკუთარ პოზიციას დემოკრატიის მნიშვნელობის

შესახებ, მაგრამ ეს ნაკლებად აისახება ამ

ქვეყნებზე. გამომდინარე აქედან, ვკითხულობთ–

რატომ ხდება მსგავსი რამ და არის თუ არა

ევროკავშირი ქმედითუნარიანი

დეკლარირებულად გამოცხადებული ნორმების

პრაქტიკაში გატარებისას.

მსგავსი კონტრასტული სიტუაციის უმთავრესი

მიზეზი დევს თვითონ ევროკავშირის

დამოკიდებულებაში ამ ქვეყნების მიმართ.

ევროკავშირის გაფართოების უკანასკნელი ორი

რაუნდის შემდეგ ევროპის მრავალი სახელმწიფოს

მხრიდან ნათლად გამოიხატა უარყოფითი

დამოკიდებულება შემდგომი გაფართოების

პროცესის მიმართ, რაც აისახა ევროკომისიის 2003

წლის 11 მარტის ფართო ევროპის ინიციატივაში18

და ასევე რომანო პროდისა და სხვა

ავტორიტეტული პირების გამონათქვამებში.

თავის მხრივ, ევროპული კონვენციის ჩავარდნამ

საფრანგეთსა და ნიდერლანდებში აჩვენა, რომ

ევროკავშირის მოსახლეობა საშუალო ვადიან

პერსპექტივაში გაფართოების ახალი ტალღის

იდეას არ მიიღებს. გამომდინარე აქედან, არა 18 http://ec.europa.eu/world/enp/pdf/com03_104_en.pdf

მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა,

არამედ ზოგადად, ევროკავშირის სამეზობლო

პოლიტიკა გამორიცხავს შემდგომ

ინსტიტუციონალურ ინტეგრაციას და

შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. ფუნქციონალური

ინტეგრაციით, რაც სრულად გაწევრიანების

გარეშე თანამშრომლობის გაღრმავებას

გულისხმობს19.

შესაბამისად, გაწევრიანების პერსპექტივის

არარსებობის პირობებში, ნათელია პარტნიორი

ქვეყნების არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმი

დემოკრატიული რეფორმების გატარების

კუთხით; მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ

რთულ შიდა მდგომარეობას რაც ამ ქვეყნებშია,

უფრო გასაგები გახდება მსგავსი ხედვა.

დემოკრატიის პრობლემა ამ ქვეყნებში არ დგას

მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ

ლოკალურ დონეზეც. სამოქალაქო საზოგადოების

განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას

წარმოადგენს დეცენტრალიზაცია და

ადგილობრივი თვითმართველობების

გაძლიერება. მაგრამ მსგავსი გამოწვევა არის

ძალიან რთული მინიმუმ ორი მიზეზიდან

გამომდინარე:

• პირველი - რაც უკავშირდება რთულ

საბჭოთა სისტემურ მემკვიდრეობას და

• მეორე - ეს არის სეპარატისტული

ტენდენციების მიმართ შიში.

ეს სულაც არ არის უსაფუძვლო, რადგან

სეპარატიზმი წარმოადგენს პრობლემას უმეტესი

პარტნიორი ქვეყნისათვის20. ევროკავშირის

19 კახა გოგოლაშვილი, სერგი კაპანაძე, „ევროკავშირის

ინსტიტუტები და პოლიტიკა“, გვ. 201, თბილისი 2006. 20 Internationale Politik und Gesellschaft; Grzegorz Gromadzki

“An Urgent Challenge for Today’s Europe: The Easterrn

Partnership”, no.21, 3/2011.

Page 17: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

17171717

ჩართულობა კი ამ კონფლიქტების მოგვარების

პროცესში არ არის ქმედითი, რადგან

ევროკავშირი გაყინული კონფლიქტების

გადაწყვეტას არ მოიაზრებს აღმოსავლეთ

პარტნიორობის ფარგლებში და აფიქსირებს, რომ

მოცემული კონფლიქტების მოგვარება უფრო

მარტივი იქნება პარტნიორ ქვეყნებში

წარმატებული მოდერნიზაციისა და გაზრდილი

კეთილდღეობის პირობებში.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ

მიმართულებით არის ევროკავშირის

ურთიერთობა, ერთი მხრივ, ამ ექვს ქვეყანასთან

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და

მეორე მხრივ, რუსეთთან ე.წ. PfM ფორმატით21. ეს

ორი პროგრამა ძირეულად განსხვავდება

ერთმანეთისგან. აღმოსავლეთ პარტნიორობის

ფარგლებში მოდერნიზაცია მოიცავს როგორც

ეკონომიკურ, ისე სახელმწიფო სფეროს და

მნიშვნელოვანია ორივე ასპექტში, მაშინ როდესაც,

PfM_ი გულისხმობს ევროკავშირის დახმარებას

რუსეთის მიმართ ტექნოლოგიურ სფეროში,

დემოკრატიზაციის საჭიროების გარეშე22. ამ

ფაქტიდან გამომდინარე, საუბარია ევროკავშირის

მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე,

რადგან რუსეთი იღებს ევროკავშირისგან რაც მას

სურს, ყოველგვარი ვალდებულებების აღების

გარეშე, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის

ქვეყნებმა უნდა გაატარონ მტკივნეული

რეფორმები - მათ შორის დემოკრატიზაციის

ჩათვლით- და სანაცვლოდ კი არაფერი მიიღონ.

მსგავსი ტენდენცია შეიძლება სახიფათო

აღმოჩნდეს ევროკავშირისთვის, რადგან ასეთ

21 http://eeas.europa.eu/delegations/russia/eu_russia/tech_financial_cooperation/partnership_modernisation_facility/index_en.htm 22 http://www.ciis.org.cn/english/2011-08/03/content_4380503.htm

ვითარებაში, ავტორიტარული

სახელმწიფოებისთვის შეიძლება რუსეთი

აღმოჩნდეს უფრო მიმზიდველი პარტნიორი,

ყოველ შემთხვევაში, მცირე და საშუალოვადიან

პერსპექტივაში მაინც.

მეორე მხრივ, აუცილებელია აღვნიშნოთ

ევროკავშირის მხრიდან დანახული

პერსპექტივები. ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ

მოლდოვას და საქართველოში მცირე წინსვლის

გარდა(განსკუთრებით დიდი შეფასება

დაიმსახურა ოქტომბრის არჩევნებმა) დანარჩენ

სახელმწიფოში მხოლოდ უმნიშვნელო

მზადყოფნა არსებობს ევროკავშირთან რეალური

კოოპერაციისა დემოკრატიზაციისა და კანონის

უზენაესობის მიმართულებით. უფრო მეტიც,

ბელარუსსა და აზერბაიჯანში ევროკავშირის

ძალისხმევა ამ მიმართულებით აღიქმება,

როგორც საფრთხე ეროვნული თვითმყოფადობის

წინააღმდეგ და დაუშვებლად მიიჩნევა

ყოველგვარი ჩარევა შიდა საქმეებში. ხოლო,

სომხეთი კი მზადაა დემოკრატიზაციის და

კანონის უზენაესობის შესახებ ევროკავშირთან

დაიწყოს საუბარი, მაგრამ რეალურად მათ არ

სურთ მიმდინარე სიტუაციის შეცვლა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვისაუბროთ იმ

პერსპექტივებზე, რაც არსებობს ევროკავშირსა და

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

უდავოა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების

მიზნით საჭიროა ორივე მხარის მიერ გადაიდგას

ქმედითი ნაბიჯები. ერთი ასეთი ლაკმუსის

ტესტი ევროკავშირისთვის იქნება სავიზო

პოლიტიკის ცვლილება ამ ქვეყნების მიმართ,

რადგან ეს პოლიტიკა უშუალოდ მიმართულია

საზოგადოებებისაკენ და წარმოადგენს ყველაზე

მარტივ მექანიზმს პარტნიორი ქვეყნების

საზოგადოებების ევროპეიზაციის

Page 18: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

18181818

მიმართულებით. ცენტრალური ევროპის

ქვეყნების გამოცდილებამ ამ მიმართულებით

ნათლად წარმოაჩინა აღნიშნული პოლიტიკის

ფუნდამენტური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ,

აუცილებელია, რომ უკრაინასთან და

მოლდოვასთან რაც შეიძლება მალე

განისაზღვროს უვიზო მიმოსვლის პირობები და

აგრეთვე, დაიწყოს ამ მიმართულებით

მოლაპარაკებები საქართველოსთან. აგრეთვე

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს

მომავალში ასოცირების ხელშეკრულება

გაფორმდეს საქართველოს, უკრაინასა და

მოლდოვასთან. ეს იქნება კარგი მაგალითი

დანარჩენი ქვეყნებისთვის, რადგან ახლო ან

საშუალოვადიან პერსპექტივაში, რეალური

სარგებლის მიღების გარეშე, რთული იქნება იმ

შიდა ბარიერების გადალახვა, რაც აბრკოლებთ ამ

ქვეყნებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

სირიასირიასირიასირია–––– დაუსრულებელიდაუსრულებელიდაუსრულებელიდაუსრულებელი სამოქალაქოსამოქალაქოსამოქალაქოსამოქალაქო ომიომიომიომი

გიორგი ხატიაშვილი

სისხლიანი კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან

მიმდინარეობს. სამოქალაქო ომს ასი ათასზე მეტი

კაცი უკვე ემსხვერპლა, 4.25 მილიონი კი

იძულებით გადაადგილებული პირი გახდა,

ხოლო 1.6 მილიონი - ლტოლვილი. მიუხედავად,

იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები და გაერო

გმობენ ასადის რეჟიმის ძალადობას, ამას ჯერ–

ჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ

გამოუღია. გაეროს უშიშროების საბჭოს 2042-ე (30

შეუიარაღებელი სამხედო დამკვირვებლის

გაგზავნა) და 2043-ე (300-მდე შეუიარაღებელი

სამხედრო დამკვირვებლის გაგაზავნა)

რეზოლუციები უშედეგო იყო. დასავლეთი

ყველანაირად ცდილობს ინტერვენცია, ან

როგორც მას უწოდებენ დაცვის პასუხისმგებლობა

(Responsibility to Protect, R2P, RtoP) არ

გამოიყენოს. 2001 წელს ეს ტერმინი

ფორმალურად ხმარებაში შემოიტანა

ინტერვენციისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის

საერთაშორისო კომისიის (ICSS)

დასკვნამ, რათა ჩაენაცვლებინათ ტერმინი

ინტერვენცია, რომელიც ასახავდა წარსულ, ცივის

ომის დროინდელ საბრძოლო რიტორიკას. დაცვის

პასუხისმგებლობის დოქტრინა გულისხმობს, რომ

საერთაშორისო საზოგადოება მზადაა

აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს

ძალისმიერი ქმედებები, რათა დაიცვას

მშვიდობიანი მოსახლეობა, როდესაც ქვეყნის

Page 19: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

19191919

მთავრობას ეს არ შეუძლია ან არ სურს. დოქტრინა

მოწოდებულია შეაჩეროს მასობრივი სისასტიკე

გენოცდის, ეთნიკური წმენდისა და სამოქალაქო

ომის შემთხვევებში. თუმცა, დოქტრინა სამხედრო

კომპონენტს განიხილავს, როგორც უკიდურეს

შესაძლებლობას, როდესაც ყველასხვა სხვა გზა

ამოწურულია, ამვდროულად, უნდა იყოს იმის

გარანტია, რომ ინტერვენციის შემდეგ

სისხლისღვრა შეჩერდება და არ მივიღებთ უარეს

შედეგს. შესაბამისად, ქვეყნები მას ძალიან

იშვიათად

მიმართავენ.

გავაანალიზო თუ რა

მიზეზები და

ფაქტორები

განაპირობებს

ჩაურევლობას

სირიაში:

კონფლიქტში

მონაწილე ორივე მხარეს (სირიის მთავრობა,

ამბოხებულები) ჰყავს მხარდამჭერები მსოფლიო

მასშტაბით, შესაბამისად საერთაშორისო

საზოგადოება გაყოფილია და გაეროს

უშიშროების საბჭო ვერ იღებს გადაწყვეტილებას.

სირიელ მეამბოხეებს ამერიკის შეერთებული

შტატები ეხმარება. 23 ივლისს კონგრესმა ნება

დართო ობამას ადმინისტრაციას იარაღი

მიაწოდოს სირიის თავისუფალ არმიას.

თავისმხრივ რუსეთი და ჩინეთი ასადის რეჟიმს

უჭერენ მხარს საერთაშორისო ასპარეზზე.

რუსეთი აპირებს იარაღი მიაწოდოს სირიას, მათ

შორის საჰაერო თავდაცვისათვის რაკეტებიც

მოიაზრება, რაც უფრო გააძნელებს არასაფრენი

ზონის შემოწმებას სირიაში. რუსეთისა და

ჩინეთის განსხვავებული პოზიციის მიზეზად

შეიძლება მივიჩნიოთ, მათი შეფასება, რომ

ჰუმანიტარული ინტერვენციის საბაბით ამერიკა

ახორციელებს მსოფლიო მაშტაბით რეჟიმების

ცვლილების ფართო კამპანიას. ორივე

სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტის

გამძაფრებული განცდა. სახელმწიფოს შიდა

საქმეებში ჩარევას, ნებისმიერი საბაბით, თუნდაც

იქ სამოქალაქო ომი იყოს, რუსეთი და ჩინეთი

მტკივნეულად აღიქვამს. ამის საფუძველი შეიძება

იყოს ის შიშიც, რომ რუსეთსა და ჩინეთს,

როგორც ორ

არადემოკრატიულ

სახელმწიფოს,

მასობრივი

არეულობის

შემთხვევაშ

შეიძლება

დაემუქროს იგივე

ჰუმანიტარული

ინტერვენციის

საფრთხე. დაცვის პასუხისმგებლობის

დოქტრინისთვის ხელის შეშლაში, ისინი თავისი

რეჟიმების სამომავლო უსაფრთხოებას ხედავენ.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის

წინააღმდეგობა იმითაც აიხსნება, რომ სირია

ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ერთადერთი და

დიდი ხნის მოკავშირეა. რუსეთის ერთადერთი

საზღვაო ბაზა საზღვრებს გარეთ სწორედ

სირიაში, ქალაქ ტარტუსში მდებარეობს. სირიის

დაკარგვით რუსეთი კარგავს ხმელთაშუაზღვაზე

პლაცდარმს, რაც მისი აზრით, ურტყამს არა

მხოლოდ მის სამხედრო-გეოგრაფიულ

უსაფრთხოებას, არამედ ასევე “იმპერიულ

პრესტიჟს”.

Page 20: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

20202020

კონფლიქტის თაობაზე განხეთქილებაა ასევე

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სხვადასხვა

რეგიონალური სახელმწიფოები სხვადასხვა

მხარეს დგანან. თურქეთი ასადის ცალსახად

მოცილების მომხრეა. პრემიერ-მინისტრი

ერდოღანი ხმამაღლა ითხოვდა სირია არასაფრენ

ზონად გამოეცხადებინათ. თურქეთი შიშობს, რომ

გაგრძელებული კონფლიქტი ხელს შეუწყობს

სირიის პოლიტიკურ დეზინტეგრაციას, რაც,

თავის მხრივ, ქმნის საფრთხეს, რომ სირიაში

თურქეთის საზღვართან მცხოვრებმა ორმა

მილიონმა ქურთმა შექმნას ავტონომია. ეს

თურქეთისთვის ამძაფრებს ქურთულ

პრობლემას. საუდის არაბეთი და ყატარი

აფინანსებს და ეხმარება სირიალ მემაბოხეებს.

მათი მიზანია დაემხოს ირანის მოკავშირე

შიიტური რეჟიმი სირიაში. არ დაგვავიწყდეს, რომ

ირანი საუდის არაბეთის მთავრი რეგიონალური

მეტოქეა. რევოლუციური ისლამი, რომელსაც

ირანი ქადაგებს, მონარქიული რეჟიმების

სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ

კი ირანი ასადის მოკავშირეა. გარდა რელიგიური

ფაქტორისა (ასადი და სამხედრო ელიტის

უმეტესობა ალავიტია, რომელიც შიიტური

ისლამის განშტოებად მიიჩნევა), სირია ასევე

ირანის ერთგული მოკავშირეა ისრაელთან

ბრძოლაში. სირიის გავლით ირანი ამარაგებს

ლიბანში ჰეზბოლას. ამიტომაც, ჰეზბოლა და

ირანის რევოლუციის დარჯთა კორპუსი ასადიის

მხარეს იბრძვიან. ირანმა 4000 მებრძოლი

გააგზავნა სირიაში.

რატომ ლიბია და –„ არა“ სირიას ?

პირველ რიგში ლიბიასთან შედარებით სირიის

შეიარაღებული ძალები ოთხჯერ დიდია. 300 000

მოქმედი სამხედრო და იმავე რაოდენობის

რეზერვი, სირიას გააჩნია 4 500 მეტი საზენიტო

დანადგარი, როდესაც ლიბიას 300 ნაკლები

ჰქონდა. სირიალ მემაბოხეებს უჭირთ გარკვეული

ერთიანი ტერიტორიის კონტროლი, შესაბამისად

ლიბიისგან გასხვავებით (სადაც მემაბოხეები,

ფართო ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს

ახორციელებდნენ) ძნელია საჰაერო

მხარდაჭერით მათ პოზიციების შენაჩუნებაში

დაეხმარო. ლიბიისგან განსხვავებით, სირიული

ოპოზიცია დაქსაქსულია და შედგება მრავალი

ფრაქციისგან, რომელშიც სულ უფრო ძლიერდება

რადიკალური ისლამისტური ძალები, მათ შორის

ისინი, რომლებიც ალ-ქაიდას მხრადაჭერით

სარგებლობენ. შესაბამისად, დასავლეთში

სერიოზული შიშია, რომ ასადის რეჟიმს

ჩაენაცვლება რადიკალური ისლამისტური

ძალები.

http://news.yahoo.com/un-chief-says-over-

100-000-people-killed-140317015.html

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/HRC/IICI

Syria/Pages/IndependentInternationalCommi

ssion.aspx

http://www.un.org/News/Press/docs/2012/sc

10618.doc.htm

http://www.huffingtonpost.com/kj-

wetherholt/the-absence-of-r2p-in-

syr_b_3061332.html

http://www.foreignaffairs.com/articles/13908

0/jon-western-and-joshua-s-goldstein/r2p-

after-syria

http://www.usatoday.com/story/news/world/

2013/07/23/usa-arms-syria-rebels/2580009/

http://www.telegraph.co.uk/news/worldnews

/europe/russia/10195594/Russia-pushes-

ahead-with-arms-shipments-to-Syria.html

http://www.independent.co.uk/news/world/m

iddle-east/iran-to-send-4000-troops-to-aid-

president-assad-forces-in-syria-

8660358.html

Page 21: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

21212121

ვიცნობდეთვიცნობდეთვიცნობდეთვიცნობდეთ ჩვენსჩვენსჩვენსჩვენს მეზობლებსმეზობლებსმეზობლებსმეზობლებს::::

თურქეთისთურქეთისთურქეთისთურქეთის საგარეოსაგარეოსაგარეოსაგარეო პოლიტიკისპოლიტიკისპოლიტიკისპოლიტიკის თანამედროვეთანამედროვეთანამედროვეთანამედროვე მიმართულებებიმიმართულებებიმიმართულებებიმიმართულებები

არჩილ ყველაშვილი

თურქეთის საგარეო პოლიტიკის

თანამედროვე მიმართულებები საკმაოდ

ბუნდოვანი და საკამათო საკითხია. ზოგადად,

პოპულარულია თურქეთის ახლანდელი საგარეო

საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს მიერ

დეკლარირებული გადახალისებული და

დასავლეთისგან უფრო ავტონომიური საგარეო

პოლიტიკური მიდგომების „ნეო-ოტომანიზმად“

შეფასება. თუმცა, თავად დავითოღლუ უარყოფს

ამგვარ განსაზღვრებას და იყენებს მისეულ

ტერმინს „სტრატეგიული სიღრმე“. მიუხედავად

ამისა, „სტრატეგიული სიღრმის“

დავითოღლუსეული განმარტებაში აშკარად

იკვეთება ნეო-ოტომანიზმთან დაკავშირებული

პოსტულატები. ნეო-ოტომანიზმი დღევანდელ

პირობებში გულისხმობს ყოფილი ოსმალეთის

იმპერიის ფარგლებში თურქეთის პოლიტიკურ-

ეკონომიკური და კულტურული აქტივობის და

როლის ზრდას და არა მაინც და მაინც სამხედრო

თვალსაზრისით დომინირებას, ასევე

დასავლეთთან, განსაკუთრებით კი შეერებული

შტატებთან სუბორდინაციული მდგომარეობიდან

თავის დაღწევას. სამართლიანობისა და

განვითარების პარტიაც (AKP), იდეოლოგიური

თვალსაზრისით, ამგვარ პლატფორმაზე დგას

შიდა თუ საგარე პოლიტიკურ არენებზე.

ორიენტირებულია რა რელიგიის როლის

რეაბილიტაციაზე, ის თურქულ საზოგადოებაში

დასავლეთის რიგი ნაბიჯებისადმი მკვეთრი

კრიტიკით გამოირჩევა.

აჰმედ დავითოღლუ თურქეთის საგარეო

პოლიტიკაზე საუბრისას მკვეთრად უსვამს

ხოლმე ხაზს ქვეყნის გეგრაფიული მდებარეობის

და ისტორიულ-კულტურული კავშირების

მნიშვნელობას ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების

განსაზღვრაში, - „ერთ-ერთი სიძლიერე ჩვენი

საგარეო პოლიტიკისა არის კავშირების აღდგენა

რეგიონის ხალხებთან, რომლებთანაც საერთო

ისტორია გვაკავშირებს და საერთო დანიშულება

გაგვაჩნია. ეს მიზნები კვლავაც მოხაზავენ ჩვენს

საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ჩვენ

არაფერს გავაკეთებთ ისეთს, განსაკუთრებით

ხანმოკლე პოლიტიკური მიზნების მიღწევის

მომიზეზებით, რაც დაგვაშორებს რეგიონის

Page 22: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

22222222

ხალხების გულებსა და გონებას“(Davitoglu 2012,

2). სტრატეგიული სიღრმეები გეგრაფიულ და

ისტორიულ ასპექტებს მოიცავენ. გეოგრაფიის

თვალსაზრისი გულისხმობს თურქეთის

უნიკალური მდებარეობას ევროპისა და აზიას,

ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას შორის, რაც ამ

ქვეყანას მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს.

ისტორიული თვალსაზრისით კი მისი

იმპერიული წარსული, რაც დავითოღლუსეული

თვალთახედვით, თურქეთს „ბრიტანეთის,

საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის მსგავსი

სახელმწიფოების მახასიათებლებს სძენს“ (Onar

2009,13).

დავითოღლუს რიტორიკაში გარკვეულწიად

იგრძნობა ანტი-დასავლური განწყობა, როდესაც

ხან შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს ახლო

აღმოსავლეთისადმი არაკონსტრუქციული

პოლიტიკის გატარებაში, ხან დასავლეთ ევროპას

უწუნებს დემოკრატიის ხარისხს თურქი

იმიგრანტებისადმი ქსენოფობიური

დამოკიდებულების გამო. მას, ასევე, ნათლად აქვს

დაფიქსირებული აზრი თურქეთის მისწრაფების

შესახებ, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა

რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით და არ

იმართებოდეს ზესახელმწიფოს მითითებების

მიხედვით, - „ჩვენ გვაწუხებს იმის აღქმა, რომ

სხვა სახელმწიფოები განგვისაზღვრავენ

რეგიონალურ პოლიტიკას და ჩვენ მხოლოდ

სხვის მიერ დაკისრებული როლების შესრულება

მოგვიწევს. აუცილებელია მოვიშოროთ

არასრულფასოვნების ფსიქოლოგიური განცდა...

დღეს-დღეობით, ეროვნული პრიორიტეტებიდან

გამომდინარე განვსაზღვრავთ ჩვენს ხედვებს,

ვირჩევთ მიზნებს და ვახორციელებთ საგარეო

პოლიტიკას“ (იქვე, 4). დასავლეთის გავლენიდან

გამოსვლისა და კულტურულ-ისტორიული

თვალსაზრისით, მონათესავე ხალხებთან

სოლიდარული ურთიერთობების დამყარების

გარდა, დავითოღლუს „სტრატეგიული სიღრმის“

დოქტრინაში რეგიონული პოლიტიკის ჭრილში

დეკლარირებულია „მეზობლებთან ნულოვანი

პრობლემების პოლიტიკა“. ის გულისხმობს

„მაქსიმალურ თანამშრომლობას, მრავალმხრივი

საგარეო პოლიტიკის გატარებას, ახალ და მოქნილ

დიპლომატიურ სტილს და თანაბარი

ყურადღების დათმობას როგორც მუსლიმი, ისე

არა მუსლიმი მეზობლებისადმი“ (South East

European Studies at Oxford (SEESOX) 2010, 13).

რაც შეეხება დეკლარირებული დოქტრინის

ასახვას რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში,

სიახლეს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ

რეგიონული მასშტაბით თურქეთი აქტიური

ქვეყანაა როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური

და დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე

ვაშინგტონის სურვილებთან შეუსაბამო

პოლიტიკის გატარებით ირანისა და

ისრაელისადმი. ამ უკანასკნელთან თურქეთის

ურთიერთობები, როგორც ვიცით, უაღრესად

კონფრონტაციული გახდა პალისტინის საკითხზე

აზრთა სხვადასხვაობის და განსაკუთრებით 2010

წლის ღაზის ფლოტილიის ცნობილი ინციდენტის

გამო. თურქეთი, ასევე, ესწრაფვის

ურთიერთობების ნორმალიზებას ირანთან. მას

აშშ-სგან განსხვავებული ხედვები გააჩნია ირანის

ბირთვული პროგრამის მიმართ. იზრდება ამ ორ

ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც.

სხვა მეზობლებს რაც შეეხება, განუხრელად

იზრდება თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობაც,

მათ შორის სტრატეგიული თვალსაზრისით. „2009

წლის 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა და

ერდოღანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებების

სერიას ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც

Page 23: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

23232323

ითვალისწინებს ალტერნატიული მილსადენების

მშენებლობების გეგმებს და თანამშრომლობას

პირველი თურქული ბირთვული რეაქტორის

მშენებლობაში“ (იქვე, 14). დასავლეთის მხრიდან

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თურქეთის

მმართველი პარტიის კავშირები ისეთ

რადიკალურ ორგანიზაციებთან და ფიგურებთან,

როგორიცაა პალესტინური „ჰამასი“ ან

საეთაშორისო კრიმინლური სასამართლოს მიერ

სამხედრო დანაშაულებებში მხილებული

სუდანის ლიდერი ომარ ალ-ბაშირი.

კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით

თურქეთი ცდილობს აქტიურობას არაბულ

სამყაროშიც.

ეს ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება

თურქეთის მზარდი ეკონომიკის ფონზე, რასაც

ქვეყნის სამხედრო პოტენციალის და

საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟის მატებაც

მოსდევს. უცნაური არაფერია იმაში, რომ

გაზრდილი შესაძლებლობების მქონე

სახელმწიფოს საერთაშორისო და რეგიონულ

ასპარეზზე გააქტიურების სურვილი უჩნდება. ამ

ყველაფერს, პირობითად, შეიძლება ნეო-

ოტომანიზმი ვუწოდოთ. თუმცაღა, ვფიქრობ,

გადაჭარბებულია იმის განცდა, რომ თურქეთი

დღეს-დღეობით იმპერიალისტური პოლიტიკის

გატარებას ცდილობს რეგიონში ან მისი საგარეო

პოლიტიკური დღის წესრიგი ისლამისტურ

ხასიათს იღებს. მართალია AKP-ს ლიდერები

კავშირებს ამყარებენ არა-დასავლურ

რეგიონებთან და გადასინჯვას უკეთებენ

თურქეთის დამოკიდებულებას აშშ-სა და

ევროკავშირთან, მაგრამ მათ ინტერესებში სულაც

არ შედის დასავლეთთან სტრატეგიულ

კავშირებზე უარის თქმა. მიუხრედავად AKP-ს

საგრძნობი ორიენტაციისა რელიგიისკენ შიდა

სახელწიფოებრივი თვალსაზრისით,

სტრატეგიული კავშირების დონეზე დიდად არ

იგრძნობა მათი პრო-ისლამური ტენდენციები.

ერდოღანის

ხელისუფლება ამ მხრივ

არ არის ისეთი

რადიკალური, როგორიც

კეთილდღეობის

პარტიის ისლამისტი

ლიდერი ნექმეტინ

ერბაკანი, რომელიც

„ფიქრობდა ისლამური

ალიანსის შეკვრას ისეთ

სახელმწიფოებთან,

როგორებიც არიან ლიბია, ირანი, მალაიზია და

ინდონეზია, როგორც დასავლეთთან კავშირების

ალტერნატივა“(Tasqinar 2011, 1-2).

მთლიანობაში, თურქეთის თანამედროვე

საგარეო პოლიტიკისათვის, დავარქმევთ მას ნეო-

ოტომანიზმს თუ უბრალოდ დამოუკიდებელ და

აქტიურ მიდგომებს, დამახასიათებელია აქცენტის

გაკეთება ეკონომკიურ, კულტურულ და

დიპლომატიურ ბერკეტებზე. რეგიონული

მასშტაბებით თურქული მიდგომა აშკარად

ატარებს “soft power” - ის (რბილი ძალა) ნიშნებს.

თურქეთი ნაკლებად იხრება კუნთების თამაშის

Page 24: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

24242424

სტრატეგიისკენ, მიხედავად სოლიდური

სამხედრო პოტენციალისა. ამის უმთავრეს

ინდიკატორად წარმოჩინდება მისი საკმაოდ

თავშეკავებული დამოკიდებულება სირიის

კონფლიქტისადმი. თურქეთის მთავრობის

მხურვალე იდეოლოგიურ-მორალური

სოლიდარობა სირიელი ამბოხებულებისადმი

რიტორიკის დონეზე რჩება და რეალური

ნაბიჯები ამბოხებულთა დასახმარებლად არ

გადადგმულა. თურქეთი თავს იკავებს

პასუხისმგებლობის აღებაზე და დასავლეთის

გარეშე გადამწყვეტი სამხედრო ნაბიჯების

გადადგმას ერიდება. სირიის კონფლიქტის დავით

ოღლუსეული შეფასებაც გამსჭვალულია

ამბოხებულებისადმი თანაგრძნობის განცდით,

მაგრამ მინიშნებაც კი არსადაა იმის თაობაზე, რომ

თურქეთი ხისტი ნაბიჯების გადადგმას

აპირებდეს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, არსად

ჩანს ის წითელი ხაზი, რომელიც თურქეთს

შეიძლება გაევლო სირიის რეჟიმისთვის. აქედან

გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ

მიუხედავად ავტონომიური და გააქტიურებული

პოლიტიკისა, ამ მომენტისთვის თურქეთი არ

ესწრაფვის მეზობელ რეგიონებში პოზიციების

სამხედრო მეთოდებით განმტკიცებას და უფრო

ეკონომიკურ-კულტურულ ექსპანსიაზეა

ფოკუსირებული.

ევრაზიულიევრაზიულიევრაზიულიევრაზიული კავშირიკავშირიკავშირიკავშირი: : : : საბჭოთასაბჭოთასაბჭოთასაბჭოთა კავშირისკავშირისკავშირისკავშირის რეკონსტრუქციისრეკონსტრუქციისრეკონსტრუქციისრეკონსტრუქციის გეგმაგეგმაგეგმაგეგმა თუთუთუთუ ხსნისხსნისხსნისხსნის გზაგზაგზაგზა?!?!?!?!

მიქაუტაძე ანა

2011 2011 2011 2011 წლისწლისწლისწლის 3 3 3 3 ოქტომბერსოქტომბერსოქტომბერსოქტომბერს, , , , გაზეთგაზეთგაზეთგაზეთ იზვესტიაშიიზვესტიაშიიზვესტიაშიიზვესტიაში, , , ,

ვლადიმირვლადიმირვლადიმირვლადიმირ პუტინისპუტინისპუტინისპუტინის სტატიისსტატიისსტატიისსტატიის, „, „, „, „ახალიახალიახალიახალი

ინტეგრაციულიინტეგრაციულიინტეგრაციულიინტეგრაციული პროექტიპროექტიპროექტიპროექტი ევრაზიისთვისევრაზიისთვისევრაზიისთვისევრაზიისთვის _ _ _ _

მომავალიმომავალიმომავალიმომავალი, , , , რომელიცრომელიცრომელიცრომელიც დღესდღესდღესდღეს იბადებაიბადებაიბადებაიბადება“ “ “ “

გამოქვეყნებისგამოქვეყნებისგამოქვეყნებისგამოქვეყნების შემდეგშემდეგშემდეგშემდეგ მსოფლიომსოფლიომსოფლიომსოფლიო დიდმადიდმადიდმადიდმა

კონფუზიამკონფუზიამკონფუზიამკონფუზიამ მოიცვამოიცვამოიცვამოიცვა. . . . ყველასყველასყველასყველას ერთიერთიერთიერთი კითხვაკითხვაკითხვაკითხვა

დაებადადაებადადაებადადაებადა: : : : ევრაზიულიევრაზიულიევრაზიულიევრაზიული კავშირისკავშირისკავშირისკავშირის შექმნითშექმნითშექმნითშექმნით რასრასრასრას

ცდილობსცდილობსცდილობსცდილობს პუტინიპუტინიპუტინიპუტინი, , , , მაკინდერისეულმაკინდერისეულმაკინდერისეულმაკინდერისეულ

ჰართლენდზეჰართლენდზეჰართლენდზეჰართლენდზე გაგაგაგაბატონებასბატონებასბატონებასბატონებას, , , , თავისითავისითავისითავისი ოცნებისოცნებისოცნებისოცნების

ასრულებასასრულებასასრულებასასრულებას დადადადა საბჭოთასაბჭოთასაბჭოთასაბჭოთა იმპერიისიმპერიისიმპერიისიმპერიის აღდგენასაღდგენასაღდგენასაღდგენას, , , , თუთუთუთუ

ესესესეს მორიგიმორიგიმორიგიმორიგი ხრიკიახრიკიახრიკიახრიკია რუსეთისრუსეთისრუსეთისრუსეთის ძალისძალისძალისძალის

სადემონსტრაციოდსადემონსტრაციოდსადემონსტრაციოდსადემონსტრაციოდ დადადადა მისიმისიმისიმისი გავლენისგავლენისგავლენისგავლენის კიდევკიდევკიდევკიდევ

უფროუფროუფროუფრო განსამტკიცებლადგანსამტკიცებლადგანსამტკიცებლადგანსამტკიცებლად? ? ? ? ერთმნიშვნელოვანიერთმნიშვნელოვანიერთმნიშვნელოვანიერთმნიშვნელოვანი

პასუხისპასუხისპასუხისპასუხის გაცემაგაცემაგაცემაგაცემა ჯერჯერობითჯერჯერობითჯერჯერობითჯერჯერობით ძალიანძალიანძალიანძალიან რთულიართულიართულიართულია. . . .

ევრაზიულიევრაზიულიევრაზიულიევრაზიული კავშირისკავშირისკავშირისკავშირის კონტურებიკონტურებიკონტურებიკონტურები დღესდღესდღესდღეს საკსაკსაკსაკმაოდმაოდმაოდმაოდ

ბუნდოვანიაბუნდოვანიაბუნდოვანიაბუნდოვანია, , , , მისიმისიმისიმისი პერსპექტივებისაპერსპექტივებისაპერსპექტივებისაპერსპექტივებისა თუთუთუთუ

გამოყენებულიგამოყენებულიგამოყენებულიგამოყენებული ლიტერატურალიტერატურალიტერატურალიტერატურა::::

1. Davitoglu, Ahmed. 2012. Principles of

Turkish Foreign Policy and Regional

Political Structuring. International Policy

and Leadership Institute

2. South East European Studies at Oxford

(SEESOX). 2010. Turkey's Foreign Policy in

a Changing World. International Conference

Oxford 30 April – 2 May 2010

3. Taspinar, Omer. 2011. The Three Strategic

Visions of Turkey. US-Europe Analysis

Series Number 50

4. Onar, Nora Fisher. 2009. Neo-

Ottomanism, Historical Legacies and Turkish

Foreign Policy. Department of Politics and

International Relations Bahçesehir

University

Page 25: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

25252525

პრობლემებისპრობლემებისპრობლემებისპრობლემების მკაფიოდმკაფიოდმკაფიოდმკაფიოდ დანახვაცდანახვაცდანახვაცდანახვაც თითქმისთითქმისთითქმისთითქმის

შეუძლებელიშეუძლებელიშეუძლებელიშეუძლებელი. . . . რამდენადრამდენადრამდენადრამდენად მოსალოდნელიამოსალოდნელიამოსალოდნელიამოსალოდნელია

პუტინისპუტინისპუტინისპუტინის მიერმიერმიერმიერ დასახულიდასახულიდასახულიდასახული ამბიციურიამბიციურიამბიციურიამბიციური პროექტისპროექტისპროექტისპროექტის

2015 2015 2015 2015 წლისთვისთვისწლისთვისთვისწლისთვისთვისწლისთვისთვის განხორციელებაგანხორციელებაგანხორციელებაგანხორციელება? ? ? ?

ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა ჯერ

კიდევ 1994 წლის 29 მარტს მოსკოვის

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შეხვედრისას ყაზახეთის პრეზიდენტმა,

ნურსულთან ნაზარბაევმა გააჟღერა. ამის შემდეგ

მან არაერთხელ ახსენა

ინტეგრაციული პროექტების მნიშვნელობა

პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, თუმცა მის იდეას

სათანადო ყურადრება მანამდე არ მიექცა, სანამ

თავად ვლადიმირ პუტინის პროექტში არ ჰპოვა

ასახვა.

საინტერესოა, ვის როგორ ესახება მომავალი

ევრაზიული კავშირი. დავიწყოთ ვლადიმირ

პუტინისაგან; მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ

საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო მეოცე საუკუნის

ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა,

თუმცა ამავდროულად საკუარ სტატიაში მან

გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ევრაზიული კავშირი

არ იქნება სსრკ-ს დაბრუნება, მისი თქმით,

ევრაზიული კავშირით რუსეთი მსოფლიოს

სთავაზობს ძლევამოსილ ზენაციონალური

გაერთიანების შემნას, რომელსაც თანამედროვე

მსოფლიოს პოლუსად ქცევის შესაძლებლობა

ექნება. მიუხედავად პუტინის ამგვარი

რიტორიკისა, რთულია იმის დაჯერება, რომ

რუსეთი საკუთარ ხელში არ აიღებს მართვის

სადავეებს და არ შეეცდება საკუთარი პოლიტიკის

სხვა ქვეყებზე თავის მოხვევას. რუსეთის

ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე

,მიამიტური იქნება, იმაზე ფიქრი, რომ ქვეყანა

დათმობს დერჟავნიკულ ამბიციებს და

ბელორუსის, ყაზახეთის ან თუნდაც

ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერესების

გათვალისწინებით იმოქმედებს. ასე, რომ

ზენაციონალური გაერთიანების შექმნის იდიეს

მხარდაჭერა, სხვა პოსტ–საბჭოთა

რესპუბლიკიებისაგან, ძალზე მოულოდნელად

ჟღერს.

რაც შეეხება ბელარუსს, პრეზიდენტმა

ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ

ინტეგრაცია ევრაზიული კავშირის თვითმიზანი

არ არის, ეს უფრო უმაღლესი მიზნის მიღწევის

ინსტრუმენტია, რაც ხალხის კეთილდღეობის

ზრდასა და მათი ცხოვრების დონის

გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ეს ყველაფერი

ერთი შეხედვით საკმაოდ სენსიტიურად ჟღერს,

თუმცა ლუკაშენკოს ამგვარი აღტკინების მიზეზი

შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს. არავისთვისაა

საიდუმლო, თუ რამდენად ახლო

ურთიერთობები აკავშირებთ ბელარუსისა და

რუსეთის პოლიტიკურ ელიტას და ბელორუსის

გაჯიუტებას რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა

ამ უკანასკნელისთვის იმ პირობებში, როცა

რუსეთი მისი უმსხვილესი ეკონომიკური

პარტნიორია. თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკური

თვალსაზრისით ბელორუსისთვის შესაძლოა,

მართლაც მომგებიანი აღმოჩნდეს ევრაზიულ

კავშირში გაწევრიანება.

Page 26: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

26262626

ნურსულთან ნაზარბაევი ევრაზიულ

კავშირს მომავლის მეგაპროექტადაც კი აფასებს,

მან გამოყო რამდენიმე ასპექტი, რომელთა

შესრულებაც აუცილებელია პროექტის

წარმატებით განხორციელებისათსვის: პირველ

რიგში, მისი აზრით, ევრაზიული კავშირი უნდა

შეიქმნას– როგორც კონკურენტუნარიანი

გლობალური ეკონომიკური გაერთიანება და ეს

არ უნდა იყოს უბრალოდ ქვეყანათა

ერთობლიობა, გარდა ამისა, ის უნდა იქცეს

ერთგვარ მყარ რგოლად, რომელიც ერთმანეთთან

დააკავშირებს ევროატლანტიკურ და აზიურ

არეალებს, ეკონომიკური კუთხით ის შეიძლება

გახდეს ერთგვარი ხიდი ევროკავშირს,

აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ

აზიის ეკონომიკებს შორის. ევრაზიული კავშირი

უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თვითკმარი

რეგიონული ფინანსური გაერთიანება, რომელიც

გლობალური საფინანსო-სავალუტო სისტემის

ნაწილი გახდება. ნაზარბაევი ასევე ხაზს უსვამს

გაერთიანებაში გაწევრიანების ნებაყოფლობით

ხასიათსა და ფართო საზოგადოებრივ

მხარდაჭერას. ყაზახეთიც რუსეთის მიმართ

არანაკლებ ლოიალურად განწყობილი ქვეყანაა,

თუმცა ბუნებრივი რესურსების რაოდენობით თუ

ვიმსჯელებთ, ის გაცილებით უკეთეს

მდგომარებაშია, ვიდრე ბელარუსი, მას სწორი

პოლიტიკის გატარებითა და ენერგობაზრის

დივერსიფიკაციის გზით შეუძლია ნაკლებ

დამოკიდებული გახდეს რუსეთის პოლიტიკურ

ხუშტურებზე, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური

ელიტა დღესაც საკმაოდ კომფორტულად

გრძნობს თავს და არ ეძებს დასავლეთში

ძელვამოსილ მფარველებს. სწორედ ამის

დასტურია ევრაზიული კავშირისადმი ყაზახეთის

ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება.

ზემოთხსენებული სამი ქვეყნის ძალისხევამ

დღეისათვის რაღაც ნაყოფი უკვე გამოიღო. 2011

წლიდან ამოქმედდა საერთო საბაჟო კავშირი,

ხოლო 2012 წლიდან კი საერთო ეკონომიკური

სივრცეც შექმნეს, დღესაც მიდის დიდი მუშაობა

მათი კანონმდებლობების ერთმანეთთან

მაქსიმალურად დაახლოებაზე. ეს უდავოდ

წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არა იმდენად

დიდი, რომ ვისაუბროთ 2015 წლისთვის

ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე ერთიანი

ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ზოგიერთი

ექსპერტი პროექტს უპერსპექტივოდ მიიჩნევს და

ამის მაგალითად ევროკავშირში დღეს არსებული

კრიზისი მოჰყავთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის

შექმნის გზით ევროპულმა სახემწიფოებმა სცადეს

გაეერთიანებინათ სივრცე, რომელიც არცერთ

ისტორიულ ეპოქაში არ იყო პოლიტიკურად

მთლიანი, სხვა საქმეა ევრაზიული კავშირის

შემთხვევაში. აქ არის ერთიანი სივრცე, რომელიც

ისტორიულად ერთი მებატონიდან მეორეს ხელში

გადადიოდა, საბჭოთა ეპოქაში კი ძალიან

მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული,

სწორედ ეს შეიძლება გახდეს მისი წარმატების

მთავარი დასაყრდენი. მაგრამ აქ ჩნდება სხვა

პრობლემა, ვის სჭირდება ევრაზიული კავშირი?

ფიოდორ ლუკიანოვი სწორედ ამ კითხვაზე

ცდილობს პასუხის გაცემას. ყოფილ საბჭოთა

რესპუბლიკებში ნოსტალგია საბჭოთა დროის

მიმართ არ არსებობს. მხოლოდ რუსეთი

მისტირის დიად წარსულს, ძლევამოსილების

დაკარგვას, სხვანი კი ზეიმობენ საკუთარი

სახელმწიფოებრიობის მოპოვებას. რა თქმა უნდა,

ყველა ამ სახელმწიფოში მრავლად არიან

ისეთებიც, რომლებმაც ბევრი დაკარგეს ამ 20

წლის განმავლობაში და ყველაფერს გაიღებდნენ

Page 27: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

27272727

„ოქროს საუკუნეში“ დასაბრუნებლად, მაგრამ

ასეთი ხალხის რაოდენობა სულ უფრო და უფრო

მცირდება ახალი თაობების ზრდასთან ერთად,

რომელთაც ევროპაში მიიღეს განათლება, მათ

საერთოდ არ ახსოვთ საბჭოთა ეპოქა და

ნეგატიურადაც კი არიან განწყობილი მის მიმართ,

ისინი ევრაზიულ კავშირში შესვლას აღიქვამენ

კვლავ პერიფერიად ქცევად, რაც არცერთი საღად

მოაზროვნე მოქალაქის ინტერესებში არ შედის:

აქედან გამომდინარე ფართო საზოგადოებრივი

მხარდაჭერის მოპოვება ძალიან გართულდება.

ევრაზიული კავშირის შექმნის მხოლოდ რუსეთის

ინტერესად აღქმა დამატებით პრობლემას უქმნის

კავშირის მომავალს.

დღესდღეობით, ევრაზიულ კავშირში

გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდ მზაობას

ყირგიზეთი, სომხეთი და ტაჯიკეთი გამოხატავენ.

ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის

უკრაინასთანაც, თუმცა გარკვეული გარემო

ფაქტორების გავლენის შედეგად ყველა ამ ქვეყნის

ევრაზიულ კავშირში ხილვა ნაკლებ სავარაუდოა.

დავიწყოთ უკრაინით; მართალია

უკრაინისთვის რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი

ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან

და მისთვის ეკონომიკურად მხოლოდ მისაღები

კი არა, სასურველიცაა ევრაზიული პერსპექტივა,

თუმცა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ამ

ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა

საზოგადოებრივ აზრს თავისი დაღი დაასვა.

ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინამ

პოლიტიკური გეზი ევროპისაკენ აიღო და

მიუხედავად ქვეყნის სათავეში კვლავ

პრორუსული მთავრობის დაბრუნებისა,

საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა, ის კვლავ

ევროპისაკენ მიისწრაფვის და მათთვის ნაკლებად

სასურველია რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნება.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას

ჰომოგენური საზოგადოება არ ჰყავს და მის

აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები

რუსულენოვანი მოსახლეობა აქტიურადაც კი

უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირს.

საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნება დიდ

თავსატეხს უჩენს ევრაზიული კავშირის

მესვეურებს, მაგრამ უკრაინასთან მიმართებით

კიდევ ერთი დაბრკოლება იჩენს თავს. საქმე ისაა,

რომ ევროკავშირს უკრაინასთან პარაფირებული

აქვს ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა თავს

იკავებს მისი ხელმოწერისაგან, რისი მიზეზიც

ექს-პრემიერ-

მინისტრ, იულია

ტიმოშენკოს

პატიმრობაში

ყოფნაა: თუ

ევროკავშირი

დათმობებზე წავა

და მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას,

ამით მოზღუდავს უკრაინას ევრაზიული

კავშირისაგან მომავალი „საფრთხისაგან.“ ეს

კარგად აქვს გააზრებული რუსეთს, ამიტომ

ცდილობს „დარწმუნების პოლიტიკის“

გამოყენებით შეიყვანოს უკრაინა ევრაზიულ

კავშირში, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური

აღმავლობის გზად უსახავს ამ უკანასკნელს.

უკრაინასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი

მნიშვნელობა დროს ენიჭება, მთავარია, ვინ

მოასწრებს და ვინ გადაიბირებს მას უფრო ადრე.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს ქვეყანას დამატებით

ბერკეტებს ძენს,რათა ორივე მხარეს თავისთვის

სასურველი გადაწყვეტილებები მიაღებინოს

პოლიტიკური ლავირების გზით.

რაც შეეხება სომხეთს, მისი ევრაზიულ

კავშირში გაწევრიანების ალბათობა თითქმის

“Every victory is only the price of

admission to a more difficult problem”

― Henry Kissinger

Page 28: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

28282828

ნულს უტოლდება, რადგან ის იზოლირებულია

რუსეთისაგან და მოქცეულია ისეთ ქვეყნებს

შორის, როგორებიც საქართველო, აზერბაიჯანი

და თურქეთია. ერთიანი ეკონომიკური სივრცის

შექმნა კი საერთო საზღვრების არარსებობის

პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია.

ამასთანავე, არც საქართველოს და არც

აზერბაიჯანს არ გამოუთქვამს სურვილი

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა.

საქართველოს, უკრაინის მსგავსად მკვეთრად

დასავლური კურსი აქვს აღებული და

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა

ცდილობს კრემლთან ნორმალური

ურთიერთობების აღდგენას, ნაკლებ სავარაუდოა,

რომ რუსეთის გულს მოსაფონებლად ევრაზიულ

კავშირში შევა, მით უმეტეს, როცა კარსაა

მომდგარი ვილნიუსის სამიტი და

დასრულებულია მოლაპარაკებები ასოცირებისა

და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი

ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების

თაობაზე. (მიუხედავად იმისა, რომ დუგინმა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის

აღდგენის გზად ევრაზიულ კავშირში

გაერთიანება დაუსახა, მაინც ნაკლებ სავარაუდოა

საქართველო ანკესზე წამოეგოს).

აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირთან

მიერთებაც ნაკლებად სავარაუდოა. ქვეყანას

გააჩნია დიდი რაოდენობით ენერგორესურსები,

რისი მეშვეობითაც ეკონომიკურად მოძლიერდა

და მომავლის პერსპექტივაში კიდევ უფრო

გაძლიერდება, ასე რომ მას არ უღირს რუსეთის

გავლენის სფეროში დაბრუნება,როცა ჰყავს ისეთი

მფარველი, როგორიც თურქეთია.გარდა ამისა,

რუსეთის გულგრილი დამოკიდებულება

აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული

დავის საკითხთან დაკავშირებით და ამ

საკითხით მუდმივად მანიპულირება

აზერბაიჯანს საერთოდ უკარგავს ევრაზიულ

კავშირში გაწევრიანების სურვილს.

მოლდოვის ევრაზიულ კავშირში

გაწევრიანება უფრო მეტადაა მოსალოდნელი,

ვიდრე მაგ. უკრაინის და ამას თავისი მიზეზები

აქვს. პირველ რიგში ესაა ევროკავშირის კრიზისი

და მისი გაფართოების გრძელვადიანი პაუზა.

მოლდოვა საკუთარი ხსნის გზას რუმინეთთან

(ე.ი. ევროკავშირთან) გაერთიანებაში ხედავდა,

მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა მის ამ გეგმას

ხაზი გადაუსვა, ნათელი გახდა, რომ

ევროკავშირმა 2003 წელს გადაყლაპული დიდი

ლუკმა (აღმოსავლეთ

ევროპის ქვეყნების

წევრად მიღება)

დღემდე ვერ მოინელა

და მომავალი

გაფართოება სულ

უფრო ნაკლებ პოპულარული ხდება მის შიგნით.

გარდა ამისა მოლდოვის დნესტრისპირეთული

პრობლემა და იქ მცხოვრები რუსი ეროვნების

მოსახლეობაც თავიანთი ლოიალურობით

რუსეთის მიმართ ქვეყანაში საზოგადოებრივი

აზრის ორად გაყოფას უწყობენ ხელს. ასე რომ

მოლდოვას გაცილებით უფრო დიდი შანსი აქვს

ევრაზიულ კავშირში მოხვედრის, ვიდრე ეს ერთი

შეხედვით ჩანს.

ცენტრალური აზიის ქვეყნები საკმაოდ

რთულ ვითარებაში იმყოფებიან. ისინი ყოფილ

საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკურად

ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები არიან, რომელთა

შემოსავლის წყაროდ დღემდე რუსეთი რჩება.

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ევრაზიულ კავშირში

“A country that demands moral

perfection in its foreign policy will achieve

neither perfection nor security”

― Henry Kissinger

Page 29: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

29292929

გაწევრიანებით არაფერს კარგავს, პირიქით,

მათ ეკონომიკური დივიდენდების მიღების

საშუალება ეძლევათ მხოლოდ, რუსეთის

გავლენის სფეროში დაბრუნება კი მათ ნაკლებ

ადარდებთ, რადგან არც არასდროს გამოსულან ამ

სფეროდან. რაც შეეხება თურქმენეთსა და

უზბეკეთს, სადაც მომძლავრებულია

პროდასავლური ხედვები, დღეს შეიძლება არ

განიხილავდნენ სერიოზულად ევრაზიულ

კავშირში გაწევრიანებას, ესმით რა, რომ მხოლოდ

ეკონომიკურ კავშირად პუტინს არ აქვს

ჩაფიქრებული მისი შექმნა, თუმცა ნატოს ჯარების

ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, თალიბების

გაძლიერების შემთხვევაში ისინი პირისპირ

შეეჯახებიან ისეთ ძალას, რომელთანაც მარტო

ბრძოლის უნარი მათ არ შესწევთ და ისევ „დედა-

რუსეთის“ კალთის ქვეშ დაბუნება იქნება მათი

ხსნის ერთადერთი გზა. აქედან გამომდინარე,

თურქმენეთისა და ტაჯიკეთის შემთხვევაში

რთულია, წინასწარ განჭვრიტო მომავალი და

ერთმნიშვნელოვნად თქვა, ეს ქვეყნები

გაწევრიანდებიან ევრაზიულ კავშირში თუ არა.

როგორც ჩანს, 2015 წლისთვის ისეთი

გრანდიოზული პროექტის განხორციელება,

როგორიც ევრაზიული კავშირის შექმნაა, სათუოა.

თუმცა ამ მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ

იზიარებს, მაგალითად ალექსანდრ დუგინი

ევრაზიული კავშრის შექმნის გადაწყვეტილებას

აბსოლიტურად გამართლებულად და დროულად

მიიჩნევს, მას მტკიცედ სწამს, რომ ევროკრიზისის

პირობებში, როცა აღმოსავლეთ ევროპა

იმედგაცრუებულია ევროკავშირით, ხოლო

თურქეთი სადაცაა, უარს იტყვის მასში

გაწევრიანებაზე, ევრაზიული კავშირის შექმნის

ალბათობა იზრდება. თუმცა ის ხაზს უსვამს

იმას, რომ მტკიცე პოლიტიკური ბაზისის

არარსებობის პირობებში ეს შეუძლებელია.

დუგინი თვლის, რომ ევრაზიული კავშირის

ჩამოყალიბება ახალ რადიკალურად

განსხვავებულ საერთაშორისო სისტემის

პირობებშია შესაძლებელი, სადაც ამერიკის

ჰეგემონიისთვის ადგილი არ იქნება.

რაც შეეხება ლუკიანოვს, ის მიიჩნევს, რომ

ევრაზიული კავშირის შექმნის საბჭოთა

რეკონსტრუქციის გეგმად წარმოჩენა

უტოპიურად ჟღერს, რადგან დღეს რუსეთს არ

აქვს იმის შესაძლებლობა ასეთი მასშტაბის

პროექტი განახორციელოს. ლუკიანოვი

აცხადებს, რომ ევრაზიული კავშირი არც სსრკ-ს

პოლიტიკური რეინკარნაციაა და არც

Page 30: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

30303030

ევროკავშირის ალტერნატივა. ჯერჯერობით

ევრაზიული კავშირი რიგითი ნათელი

ილუსტრაციაა რუსული პოლიტიკური აზრისა,

რომელიც იმპერიული მატრიცისაგან

გათავისუფლებას იწყებს, თუმცა ჯერ შეუძლია

და არც სურს საკუთარ თავს ამაში გამოუტყდეს.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებისა,

ევრაზიულ კავშირის ჯერჯერობით არ უჩანს

პერსპექტივა იმ ფაქტორებიდან გამოდინარე,

რომლებიც დაწვრილებით განვიხილეთ. თუმცა,

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ამ

ფაქტორთაგანი, მაგ: როგორებიცაა უკრაინასა და

ევროკავშირს შორის განვითარებული

მოვლენები, მოლდოვაში საზოგადოებრივი

აზრის ჭიდილი, ავღანეთში სიტუაციის შეცვლა,

ძალიან მყიფეა. თუ გავივალისწინებთ

დღესდღეობით პოლიტიკური პროცესების

განვითარების სისწრაფეს, ნათელი ხდება,რომ

არ არის გამორიცხული რამდენიმე თვის

პერსპექტივაში ყველაფერი მკვეთრად

შეიცვალოს და მიუხედავად ევრაზიული

კავშირის შექმნის დღევანდელი მცირე

შანსებისა, 2015 წელს ვითარება იმდენად

განსხვავებული შეიძლება იყოს, რომ ამ

პროექტის განხორციელებას ხელი ვეღარაფერმა

შეუშალოს.

ანა მიქაუტაძე

ჩრდილოეთჩრდილოეთჩრდილოეთჩრდილოეთ კავკასიისკავკასიისკავკასიისკავკასიის ფაქტორიფაქტორიფაქტორიფაქტორი რუსეთისრუსეთისრუსეთისრუსეთის სამხრეთსამხრეთსამხრეთსამხრეთ კავკასიურკავკასიურკავკასიურკავკასიურ პოლიტიკაშიპოლიტიკაშიპოლიტიკაშიპოლიტიკაში

სალომე ხვადაგიანი

ჯონ ბედლის თქმით, „დედამიწის არც ერთ

კუთხეში, არც ერთ ამავე სიდიდის

ბიბლიოგრაფიაბიბლიოგრაფიაბიბლიოგრაფიაბიბლიოგრაფია

Путин, Владимир „Новый интеграционный

проэкт для Евразий _ Будущее, которое

рождается сегодня“, Газета известия,

03.10.2011

http://izvestia.ru/news/502761 (ნანახია

18.07.2013)

Ивашов, Леонид „Евразийский союз:

проблемы, перспективы“,

http://rusbeseda.ru/index.php?topic=5448.1

0;wap2 (ნანახია 22.07.2013)

Лукиянов, Фёдор „Недорозумение по-

евразийски“, gazeta.ru,

http://www.gazeta.ru/column/lukyanov/4735037.

shtml (ნანახია 18.07.2013)

Зуев, Иван „Александр Дугин:

Евразийский союз _ Это самое

серьёзное, что наметил Путин за

все свои президентские сроки“,

nakanune.ru, 09.11.2012

http://evrazia.org/article/2138

(ნანახია 21.07.2013)

ქარჩავა, თამთა „დუგინი საქართველოს

ევრაზიულ კავშირში ეპატიჟება“,

www.for.ge, 11.06.2013

http://geworld.net/ViewGE.php?G=4251

&lang=ge (ნანახია 22.07.2013)

რუსეთის კვლევების საქართველოს

ინსტიტუტი, „ევრაზიული კავშირი და

საქართველო“, 21.10.2011, გურიანიუსი,

http://www.gurianews.com/home

/2010-11-25-16-57-25/2269-q-

q--.html (ნანახია 21.07.2013)

Page 31: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

31313131

ტერიტორიაზე, არ ცხოვრობს სხვადასხვა ენაზე

მოლაპარაკე ამდენი განსხვავებული ტომისა და

მოდგმის ხალხი, როგორც კავკასიაში“. თუმცა

მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური თუ

კულტურული სიჭრელისა, რუსეთის საზღვრის

სხვადასხვა მხარეს მყოფ კავკასიელებს

საკმარისზე მეტი აკავშირებთ იმისთვის, რომ ერთ

რეგიონად მოიხსენიებოდნენ. სამხრეთ კავკასიის

დამუკიდებელი ქვეყნების არასტაბილურობა

პირდაპირ აისახება რუსეთის ფედერაციაზე და

პირიქით. ამდენად, რუსეთ-საქართველოს შორის

არსებობს საერთო ინტერესი - სტაბილურობა და

უსაფრთხოება. თუმცა უთანხმოება მაშინ იწყება,

როდესაც თითოეული მხარე ამ მიზნის მიღწევის

გზებზე იწყებს საუბარს. საქართველო თავის

სტაბილურობას დასავლურ სტრუქტურებთან

ინტეგრაციაში ხედავს, რუსეთი კი სწორედ ამ

უკანასკნელ მოვლენას განიხილავს მთავარ

საფრთხედ.

როდესაც ვსაუბრობთ რეგიონში რუსეთის

საგარეო პოლიტიკაზე, ვფიქრობ, აუცილებლად

უნდა განვიხილოთ მოსახლეობის

დამოკიდებულება ზოგადად კავკასიის მიმართ.

მიუხედავად ბევრი მტკიცებისა, რომ

გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხი არ

მონაწილეობს, უმრავლესობის

დამოკიდებულებას ანგარიში ყოველთვის ეწევა,

მათ შორის რუსული დემოკრატიის პირობებში.

რუსეთში კი მოსახლეობის უმრავლესობის

დამოკიდებულება კავკასიის მიმართ მკვეთრად

უარყოფითია. ჩრდილოეთ კავკასია ასოცირდება

ომთან, ტერორიზმთან, არეულობასა და

დეზინტეგრაციის საფრთხესთან. სამხრეთ

კავკასიას კი ამ საფრთხის პოტენციურ

ხელშემწყობად განიხილავენ.

ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებული

გამოკითხვით ჩრდილოეთ კავკასიაში

განვითარებული მოვლენები მხოლოდ ორმა

პროცენტმა აღიქვა უსაფრთხოდ, 15%-მა კი

მიმდინარე სიტუაციას მშვიდი უწოდა. ეს იმას

ნიშნავს, რომ

მშვიდობიანი

მოსახლეობის

აბსოლუტური

უმრავლესობა

შიშით ადევნებს

თვალს ვითარებას.

და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შიშმა? ბერთრანდ

რასელი ერთგან წერდა: „კოლექტიური შიში

აყალიბებს ბრბოს ინსტიქტს, რომელიც

მიდრეკილია ძალადობრივად მოექცეს ყველას,

ვინც მისი წევრი არ არის და რუსეთშიც ასე

განვითარდა მოვლენები, მომრავლდა მოფაშისტო

დაჯგუფებები, კავკასიელებზე თავდასხმები და

ა.შ. ყველა ქმედება, რომელიც ემსახურება

ჩრდილოეთ კავკასიაში წესრიგის დამყარებას ან

იფუთება ამ უკანასკნელზე აპელირებით, მათ

შორის სამხრეთ კავკასიის მიმართ

ექსპანსიონისტური პოლიტიკა, სრული

მხარდაჭერით სარგებლობს ამომრჩეველში“. ისევ

და ისევ, რასელის კოლექტიური შიშიდან

გამომდინარე.

შესაძლოა, ვიდავოთ რამდენად არის ეს განწყობა

ხალხისგან დამოუკიდებლად წამოსული თუ

უბრალოდ სახელმწიფო პროპაგანდის შედეგია.

ვიეტნამელი ბერი ტიკ ნატ ხანი წერდა:

„იმისთვის რომ ხალხი გაერთიანდეს,

ხელისუფლებას სჭირდება მტრები. მათ

სჭირდებათ, რომ გვეშინოდეს და გვძულდეს,

რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიკრიბებით მათ

გარშემო. და თუ მათ არ ჰყავთ რეალური მტრები,

“Behind the slogans lay an intellectual

vacuum.”

― Henry Kissinger, Diplomacy

Page 32: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

32323232

ისინი ამ უკანასკნელთ აუცილებლად

გამოიგონებენ ხალხის მობილიზაციის მიზნით“.

ამდენად, ლოგიკურია მტრის ხატის შექმნა

არასტაბილური კავკასიის სახით. შემდგომ უკვე

ეს მტრის ხატი დიდწილად განაპირობებს

რუსეთის საგარეო პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის

მიმართ.

ჩემი მიზანი არ არის სამხრეთ კავკასიიდან

მომავალი საფრთხის რეალობა-უტოპიურობის

კვლევა. მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება

გავამახვილო, ის არის რომ ჩრდილოეთ

კავკასიაში არასტაბილურობის საფრთხე

ჩრდილივით ადგება სამხრეთ კავკასიასთან

შედარებით კონსტრუქციული ქცევის სურვილს.

მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის დიდ

ნაწილს გულწრფელად სჯერა სამხრეთ კავკასიისა

და ,განსაკუთრებით, საქართველოს

დესტრუქციული როლის რუსეთის ფედერაციის

სამხრეთ ნაწილში. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ

უკანა ეზოში არეულობა, ხაზი ესმება

დესტაბილიზაციას თვითონ სახლის შიგნით.

ამდენად, შიგნით არსებული სეპარატისტების

დასაშოშმინებლად მოსკოვი აქტიურ პოლიტიკას

ახორციელებს ფარგლებს გარეთ და რაც უფრო

მწარედ აისახება მოქნეული თათი სამხრეთ

კავკასიის ურჩ ქვეყანაზე, მით კარგი მაგალითი

იქნება ეს ფედერაციის შიგნით

დამოუკიდებლობაზე მეოცნებე

სეპარატისტებისთვის.

თავდასხმითი რეალიზმი სახელმწიფოების

მიზნად ძალაუფლების მაქსიმიზაციას ასახელებს

და აღნიშნავს, რომ რამდენადაც შესაძლებელია

თითოეული ცდილობს რეგიონში ჰეგემონობას. ეს

მიდგომა რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებს

მჭიდროდ უკავშირებს რეგიონში სრული

დომინირების სურვილს და ასევე სასიცოცხლოდ

აუცილებელ მიზანს - არ დაუშვას გარე ძალების

შეღწევა ჩრდილოეთ კავკასიაში. ამდენად,

მკვლევართა ნაწილი რუსეთს იმპერიული

ძალაუფლების ყველა საშუალებით განვრცობაში

ადანაშაულებს. თუმცა ამ შემთხვევაში

გაუგებარია რატომ შემოიფარგლა რუსეთი

აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის

თავში მსუბუქი წამობაგუნებით და რატომ არ

დაიპყრო ქვეყნის მთავარი ქალაქი, ან რატომ არ

შეცვალა არასასურველი მთავრობა.

თავდაცვითი რეალიზმი კი იმის მაგივრად ხაზს

უსვამდეს ძალაუფლების დაგროვებას,

ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებისა და

გადარჩენის იმპერატივებზე. ამ პარადიგმის

მომხრეები რუსეთის საგარეო პოლიტიკას

კავკასიაში განიხილავენ უსაფრთხოებიდან

გამომდინარე, მაგალითად, როგორც მცდელობას

თავიდან აიცილოს ომი საზღვრებთან ან არ

მისცეს მტრულად განწყობილ სამხედრო ალიანსს

,ნატოს, საქართველოს სატელიტად გამოყენების

უფლება. მაშინაც კი თუ ვიგულისხმებთ, რომ

ნატოსგან რეალური საფრთხე არ მომდინარეობს,

ამ საფრთხის არსებობაში ეჭვი არ ეპარებათ

კრემლში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც

გადაწყვეტილებებს იღებენ საგარეო პოლიტიკის

შემუშავების პროცესში. ამ შემთხვევაში რუსეთი

თავის დაცვასა და უსაფრთხოების მაქსიმიზაციას

ცდილობს და ეს სრულიად ბუნებრივიცაა.

ჩნდება კითხვა - თუ სამხრეთ კავკასიაში ნატოს

შესვლა და რუსეთის საზღვრებთან ამ

უკანასკნელის დაახლოება ასეთი დიდი

პრობლემაა, რატომ არ განიცდიან რუსები ასე

მტკივნეულად ნატოსთან აქამდე არსებულ

ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გამავალ

საზღვრებს? რუსეთის მმართველ ელიტას ამაზე

მარტივი პასუხი აქვს - უბრალოდ რუსეთს არ

Page 33: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

33333333

სურს იქ მიუახლოვდეს ნატო, სადაც სახელმწიფო

სუსტია, ანუ მისთვის მიუღებელია

ფეთქებადსაშიში ჩრდილოეთ კავკასია ნატოს

პირისპირ და ამერიკის გავლენის სფეროში

აღმოჩნდეს. ვინაიდან საბჭოთა კავშირის

დაშლიდან დღემდე დასავლეთი აღიქმება

როგორც რუსეთის დეზინტეგრაციით

სასიცოცხლოდ დაინტერესებული აქტორი,

ამდენად, ამ უკანასკნელის გავლენის გაზრდა

ისედაც არასტაბილურ ჩრდილოეთ კავკასიაში

კრემლისთვის საფრთხობელას როლს ასრულებს.

დასავლურ სტრუქტურებთან დამეზობლების

პერსპექტივის არასასურველობის გარდა,

არსებობს კიდევ ორი ფაქტორი, რომლებიც

მხედველობის მიღმა არიან ხოლმე დარჩენილი -

ჩრდილოეთ ოსეთი და ჩერქეზული იდენტობა.

შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო ორივე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმპერიაში

შემავალ ყველა ეთნიკურ ჯგუფს გარკვეული

ამბიციები გაუჩნდა დამოუკიდებლობასთან

დაკავშირებით. ჩრდილოეთ კავკასიაში

ჩერქეზული ნაციონალიზმიც იკრებდა ძალებს.

რუსეთის მმართველ წრეებში კარგად

ხვდებოდნენ, რომ დასუსტებული ფედერაცია ვერ

შეძლებდა ჩრდილო კავკასიელთა აგრესიის

შეკავებას. ამდენად, მისი მიმართვა აუცილებელი

იყო ვინმეს წინააღმდეგ და ამ ვინმედ რუსეთმა

გამოიყენა საქრთველო. ჩერქეზები მოხალისეებად

ეწერებოდნენ აფხაზეთის ომში და იბრძოდნენ

„აფხაზი ძმების თავისუფლებისთვის“. ამ

მანევრმა შეძლო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლები

დროებით გადავადებულიყო. დღემდე

არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასია ძალიან

მგრძნობიარედ უყურებს რუსეთის საგარეო

პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ. სტატუს კვოს

შენაჩუნებაზე ორიენტირებული რუსეთი კი

ცდილობს ჩერქეზთა გაღიზიანება მაქსიმალურად

აირიდოს თავიდან.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, პირველ რიგში,

ხაზი უნდა გაესვას მათ ემოციურ

დამოკიდებულებას ცხინვალის რეგიონის

მიმართ. ჩრდილოეთ ოსეთის მმართველის

მამსუროვის განცხადებით, სცენარის გაუარესების

შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს, შეაკავოს

ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა და აუკრძალოს

მათ სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა დაცვა. მისი

თქმით არ უნდა მიეცეს დავიწყებას ის ფაქტი,

ლიტერატურალიტერატურალიტერატურალიტერატურა

ბედლიბედლიბედლიბედლი,,,,ჯონ ფ. რუსეთის მიერ

კავკასიის დაპყრობა. თბილისი,

ლიტერა, 2012, გვ. 25.

MankoffMankoffMankoffMankoff, Jeffrey. Russian Foreign Policy:

The Return of Great Power Politics.

Rowman & Littlefield Publishers, INC,

2009, pp. 16-17.

TsygTsygTsygTsygankovankovankovankov, Andrei P. &TarverTarverTarverTarver----WahlquistWahlquistWahlquistWahlquist,

Matthew . Duelling Honors: Power,

Identity and the Russia-Georgia Divide.

In: Foreign Policy Analysis, Vol. 5, No. 4,

October,2009, p.10

TsygTsygTsygTsygankovankovankovankov, Andrei P. &TarverTarverTarverTarver----WahlquistWahlquistWahlquistWahlquist,

Matthew . Duelling Honors: Power,

Identity and the Russia-Georgia Divide.

In: Foreign Policy Analysis, Vol. 5, No. 4,

October,2009, p.11

5Russia, North Ossetia – Trends in Conflict

and Cooperation.Swiss peace, No 1,

August 2007.http://www.fewer-

international.org/images/lib/FAST%20Up

date_North%20Ossetia_1_2007_197.pdf(

29. 07. 2013)

Page 34: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

34343434

რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი

დასახლებულია ერთი ეთნიკური ჯგუფით.

ჩნდება კითხვა: რამდენად აქცევს ყურადღებას

რუსეთი ამ განწყობებს ჩრდილოეთ ოსეთში?

კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა

მივაქციოთ ჩრდილოეთ ოსეთის დიდ

მნიშვნელობას რუსეთის შიდა პოლიტიკაში.

ოსები ერთადერთი პრორუსულად განწყობილი,

ქრისტიანი ხალხია აგრესიულად განწყობილ

ჩრდილოეთ კავკასიაში, ამდენად, რუსეთისთვის

მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ამ უკანასკნელთა

კეთილგანწყობა. რუსეთის საგარეო პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის მიმართ ხშირად განიცდის ამ

ფაქტორიდან მომდინარე წნეხს. ამდენად, დიდი

სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, რუსეთს

გაუჭირდებოდა რაიმე დათმობაზე წასვლა ე.წ.

სამხრეთ ოსეთის ინტერესების საზიანოდ,

ჩრდილოეთ ოსეთთან ურთიერთობის გაფუჭების

გარეშე.

რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის მკითხველი

დავარწმუნო თითქოს რუსეთს იმპერიული

მიზნები არ გააჩნია მეზობლების მიმართ და მისი

ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკა სამხრეთ

კავკასიისადმი მხოლოდ თავდაცვითი რეაქციაა.

სტატიაში უბრალოდ შევეცადე გვერდით

გადამედო ე.წ. რუსულ ხასიათზე აპელირება და

ყურადღება გამემახვილებინა არსებული

ანტაგონიზმის გამომწვევ სხვა ობიექტურ

მიზეზებზეც, მათ შორის ჩრდილოეთ

კავკასიასთან დაკავშირებული ტერორიზმისა და

დეზინტეგრაციის საფრთხეზე, ჩრდილოეთ

ოსეთიდან წამოსულ წნეხსა და ჩერქეზულ

იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

რადგან ფაქტია, საქართველოზე ყურებამდე

შეყვარებული კაციც რომ გახდეს რუსეთის

პრეზიდენტი, ქართველთათვის სასურველი

პოლიტიკის გატარება მასაც გაუჭირდება ზემოთ

განხილული ობიექტური მიზეზების გამო.

ყარსისყარსისყარსისყარსის შეთანახმებაშეთანახმებაშეთანახმებაშეთანახმება ქართულქართულქართულქართულ –თურქულთურქულთურქულთურქულ

ურთიერთობებშიურთიერთობებშიურთიერთობებშიურთიერთობებში

გიორგი ჯანგიანი

ყარსის შეთანხმების სახელით ცნობილ

ხელშეკურებას, თურქეთსა და ამიერკავკასიის

რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის,

ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს

ყარსის ვალის რეზიდენციაში, ხოლო

რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს

ერევანში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ:

თურქეთი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური

რესპუბლიკები. შეთანხმებით თურქეთმა აჭარის

ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და

ქ.გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო

ნაცვლად ძირძველი ქართული ტერიტორიები:

ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.

Page 35: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

35353535

დღეს ბევრი აცხადებს ამ ხელშეკურებას

მოძველბულად,მაგრამ საერთაშორისო

სამართალში ხელშეკრულებები ასე არ ქრება,

ისინი ან ანულირდება, ან გადაიხედება.

დავიწყოთ იმით, რომ 1992 წელს ყარსის

ხელშეკრულებამ გაიჟღერა საქართველო –

თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულებაში და

აღვნიშნოთ უარესიც , რუსული ოკუპაციის

დროს ,2008 წლის აგვისტოში, აჭარასთან

დაკავშირებით მან ისევ წამოიწია. მაინც რა არის

ჩადებული ამ ხელშეკურებაში და აქვს თუ არა

თურქეთს რეალური ძალაუფლება აჭარაზე?!

ისტორია

ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს

ისტორიულ ტერიტორიებზე ამბიცია

იურიდიულად პირველად სივასის

კონგრესზე(1919) დააფიქსირა

და აიძულა იმ დროისათვის

უკვე ინგლისელების ხელში

მარიონეტად ქცეული

ოსმალეთის პარლამენტი

(მეჯლისი) 1920 წლის იანვარში

მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა,

ძალიან მნიშვნელოვანი

დოკუმენტი, რომლითაც

თურქეთის მომავალი

საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა

განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი

თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი,

რომელიც “დედასამშობლოს” ჯერ კიდევ 1918

წლის ივნისში დაუბრუნდა. “აღთქმის”

საფუძველზე პირველი პროტესტი

ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს

ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა,

როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები

გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა. თუმცა იმ

დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს

ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა

თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც,

როცა საქართველოს დიპლომატიური მისია

სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში

ჩავიდა. საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა

“ეროვნული აღთქმა” შეგვახსენა და მისი ტექსტი

გადმოგვცაო, – ატყობინებდა ქართველი ელჩი

საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.

(საქართველოს საპატიო საკონსულო2011,23)

მას შემდეგ რაც 9 მარტს რუსეთ–თურქეთის

მოლაპარკებაში ლენინის დავალებით იოსებ

სტალინი ჩაერთო, მდგომარეობა შეიცვალა. 10

მარტს იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები,

ბათუმ-ართვინისა და ყარსის თურქეთის

შემადგენლობაში აღიარებაზე, უკან წაიღო.

ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების

პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16

მარტი დაინიშნა.

მოსკოვის შეთანხმება

16 მარტს ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის

მეგობრობის ხელშეკრულებას.

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი

დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ

მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-

დასავლეთი საზღვარია მოცემული. ცნებაში

“თურქეთი” იგულისხმება

ის ტერიტორიები,

რომლებიც განისაზღვრა

ოსმალეთის დეპუტატთა

პალატის მიერ

შემუშავებული 1336 (1920)

წლის 28 იანვრის

“ეროვნული აღთქმით”.

შემდეგ აღწერილია

თურქეთის ამჟამინდელი

საზღვარი სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება

ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ:

„თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი

სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის

პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც

ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული

საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ

პირობით, რომ:

1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო

ავტონომიით ისარგებლებს, რაც

უზრუნველყოფს თითოეული თემის

სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და

მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს,

რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;

საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა

ქემალმა “ეროვნული აღთქმა”

შეგვახსენა და მისი ტექსტი

გადმოგვცაო–იტყობინებოდა

ქართველი ელჩი–სიმონ მდივნი.

Page 36: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

36363636

2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით

სხვადასხვა საქონლის თავისუფალი

ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და

დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების

დაუბეგრავად”.(საქართველოს საპატიო

საკონსულო2011,23)

მოსკოვის ხელშეკრულების „ სულისკვეთებითაა“

განსმჭვალული ყარსის ხელშეკრულებაც.

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით

რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ

ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის

ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ. (

კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა). ასეც

მოხდა.

ყარსის შეთანხმება

1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და

საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის

დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის

ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად

მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და

მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე

მუხლად უცვლელად შეიტანეს მოსკოვის

ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის

ოლქს ეხებოდა. თითქოს ყველაფერი ნათელი

იყო. თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი

სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე

გავიდა, საშიში არაფერია. მაგრამ გავიხსენოთ

“ეროვნული აღთქმა”, რომელიც დღემდე არ

შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას

მოქმედ კანონად მიიჩნევს.(საქართველოს

საპატიო საკონსულო2011,23)

საინტერესოა, რომ რუსულმა მხარემ უკვე 1920

წლის 7 მაისს გააფორმა სამშვიდობო

ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ

რესპუბლიკასთან, სადაც რუსეთმა ართვინი და

არტაანი დამოუკიდებელი საქართველოს

შემადგენლობაში აღიარა. (მანამდე ვიდრე

მოსკოვის ხელშეკურებას დადებდა)

ყარსის ხელშეკრულებამ დაადგინა საზღვარი

საქართველოსა და თურქეთს შორის. როდესაც

1992 წელს გაფორმდა „ჩარჩო ხელშეკრულება“

საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის

რესპუბლიკას შორის, ამ დოკუმენტში „ყარსის“

გაჟღერდა შემდეგი სახით : „ყარსის

ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაადგინა

საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის“,

რაც შეეხება „ტვირთების თავისუფალ, უბაჟო

მოძრაობას“, საქართველოსთვის ყარსის

ხელშეკრულების ეს წამგებიანი პუნქტი

მთლიანად განეიტრალდა და გაბათილდა 1992

წლის დოკუმენტის შემდეგი დებულებით:

„მხარეები იხელმძღვანელებენ ყარსის

ხელშეკრულებით საერთაშორისო

ვალდებულებების, არსებული პრაქტიკისა და

თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად“.(„7

დღე“, 1999 წელი)

ანუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტები

„თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ გაუქმდა,

ვინაიდან ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას

(80 წლის

განმავლობაში არ

უმუშავია) და

ეწინააღმდეგება

საქართველოს

მოქმედ

კანონმდებლობას.

რაც შეეხება აჭარის სტატუსს, ამის შესახებ

საუბარია შემდეგ მუხლებში: მე-4 , მე-6, მე-7, მე-8

და მე-13.

მე-6 მუხლი გულისხმობს, რომ თურქეთი ცნობს

ბათუმის ოლქს საქართველოს ნაწილად იმ

პირობით, რომ 1) მოსახლეობას ექნება

ადგილობრივი არჩევითი ადმინისტრაცია,

რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის

კულტურულ და სარწმუნოებრივ უფლებებს.

ხოლო მოსახლეობას მიეცემა ნება

საადგილმამულო თვითმმართველობისა

(იგულისხმება მიწათმფლობელობის საკითხები).

2) მეორე მუხლი ეხებოდა თურქეთის

თავისუფალ და დაუბეგრავ შემოსვლას ბათუმის

პორტში ნებისმიერ დროს, შეუფერხელბლად. მე-7

და მე-8 მუხლები საუბრობს სასაზღვრო ზოლში

მცხოვრებთა თავისუფალ გადასვლასა და

ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების

თავისუფალ გამოყენებაზე.

რაც შეეხება მე-13 მუხლს , აქ საუბარია, რომ

ბათუმის ოლქში მცხოვრებს, საკუთარი

სურვილის შემთხვეავში, შეუძლია დატოვოს

საქართველოს მოქალაქეობა, თავისუფლად

გადავიდეს თურქეთის ტერიტორიაზე და თან

წარსულის გაკვეთილების

გათვალისწინება აუცილებელია

მომავალი შეცდომების თავიდან

აცილებისთვის

Page 37: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

37373737

წაიღოს საკუთარი ქონება, ან მისი შესაბამისი

ღირებულება. ასევე ეს მოქალაქეები ერთი თვით

თავისუფლდებიან სახმედრო სამსახურისაგან,

თუკი ისინი განაცხადებენ აღნიშნული

ტერიტორიის დატოვების სურვილს.

მიუხედავად ამისა,აქ არ წერია „აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკა“, „აჭარის

კონსტიტუცია“, „აჭარის უზენაესი სასამართლო“,

„უზენაესი საბჭო“, „რესპუბლიკის მეთაური“ და

სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები,

რომლებსაც ფლობს დღევადნელი აჭარა.

საქართველოსა და თურქეთის მიერ 20 წლის

წინ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება,

დღესაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ

ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს

სულ რაღაც სამიოდე წლის წინ მიაჩნდა, რომ

ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება

იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის

წინანდელი დიპლომატიური დოკუმენტის

პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ

დააინტერესდებოდათ,უკანასკნელმა მოვლენებმა

მათი ეს ვარაუდები ეჭვქვეშ დააყენა. წარსულის

შეცდომებმა თავი შეგვახსენა: 2008 წლის

აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ,

თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი

ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც

ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა

(თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას

გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ

პრობლემა

არსებობს.(საქართველოსსაპატიოსაკონსულო2011

,23)

საქართველომ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების

გამო არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის

ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, “უკვდავია” : ა)

ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია,

რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი

დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით

სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი

ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ

აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის

ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს

მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის

დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და

თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას

ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და

უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ. მას

დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად

განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის

დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით

საქმე მაინც არ გამოსწორდება. ამის უმთავრესი

მიზეზი კი არის რუსულ–თურქული რეგიონული

ინტერესები. ხოლო დოკუმენტში გაჟღერებული

“სუზერენიტეტი“ ჯერაც რჩება ამ

ურთიერთობების მნიშვნელოვან ელემენტად.

ლიტ:

1„მასალები საქართველოს

ისტორიისათვის“Договор о дружбе

между Армянской ССР,

Азербайджанской ССР и Грузинской

ССР, с одной стороны, и Турцией - с

другой, Заключенный при участии

РСФСР в Карсе“

http://www.amsi.ge/istoria/sab/

yarsi.html

1. „ყარსის ხელშეკრულება – 90

წლის წინ დაშვებული

შეცდომა“ ოქტომბერი 23,

2011

http://consulate-georgia.org/?p=8794

2. 7 დღე, 4 აგვისტო, 1999 წელი

„ყარსის ხელშეკრულებით

თავისუფლად შეიძლება

აჭარის ავტონომიის

გაუქმება; დღევანდელი

«აჭარის რესპუბლიკა»

მთლიანად ბოლშევიკური

იმპერიალიზმის ნაყოფია“

http://experti.ge/1999karsis_xelshekrule

ba.htm

Page 38: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

38383838

სამხედროსამხედროსამხედროსამხედრო თემათემათემათემა

მსოფლიომსოფლიომსოფლიომსოფლიო ბირთვულიბირთვულიბირთვულიბირთვული იარაღისიარაღისიარაღისიარაღის გარეშეგარეშეგარეშეგარეშე, მითიმითიმითიმითი თუთუთუთუ რეალობარეალობარეალობარეალობა?

გიორგი ჯიქია

როდესაც 1938 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ოტო

ჰანმა პირველად მოახერხა ურანის ატომბირთვის

გახლეჩა, მას წარმოდგენაც არ ექნებოდა, რომ ეს

აღმოჩენა რადიკალურად შეცვლიდა სამომავლო

საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებას.

სამხედრო მიზნებისთვის ეს აღმოჩენა აშშ-მა

გამოიყენა და 1945 წლისთვის წარმატებით

დაასრულა გასაიდუმლოებული ,,მანჰეტენის

პროექტი’’, შექმნა რა, ბირთვული ბომბი. ეს

იარაღი ომში მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს - 1945

წლის 6 და 9 აგვისტოს. აშშ-მა ორი ბომბი,

,,პატარა ბიჭუნა’’ და ,,სქელი’’, ჩამოყარა იაპონიის

ქალაქებში - ხიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად

მიღებულმა არნახულმა მსხვერპლმა და ნგრევამ

იაპონია აიძულა კაპიტულაციას

დათანხმებულიყო. ამან დაასრულა კიდეც მეორე

მსოფლიო ომი. აშშ 1949 წლამდე ერთადერთი

ბირთვული სახელმწიფო იყო, ხოლო შემდეგ მას

საბჭოთა კავშირმაც ,,დაუმშვენა’’ გვერდი. ასე

დაიწყო შეჯიბრი ბირთვულ შეიარაღებაში.

სახელმწიფოები აგროვებდნენ ბირთვულ იარაღს,

მაგრამ თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ ასეთი

დამანგრეველი იარაღის გამოყენებას აზრი არ

ჰქონდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მეტოქეს

ყოველთვის რჩებოდა საპასუხო დარტყმის

მიყენების საშუალება წყალქვეშა ნავებიდან თუ

საიდუმლო სარაკეტო ბუნკერებიდან. ამის გარდა,

ბირთვული იარაღის დიდი რაოდენობით

გამოყენებას მოჰყვებოდა გლობალური მასშტაბის

რადიაციული დაბინძურება, ჭვარტლის დიდი

რაოდენობით დაგროვება ატმოსფეროში, რაც

მზის სხივების შემოსვლას შეაფერხებდა და

მივიღებდით ბირთვულ ზამთარს. ეს

უკანასკნელი კი ნებისმიერი ცოცხალი

ორგანიზმისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით,

სახელმწიფოებმა დაასკვნეს, რომ ბირთვული

იარაღის ბრძოლაში გამოყენებას აზრი არ აქვს,

მარტივი მიზეზის გამო - ასეთ შემთხვევაში ომს

გამარჯვებული არ ეყოლება. ბევრი ექსპერტი

(მაგ. უოლცი, კაპლანი, კისინჯერი...) სწორედ

ბირთვული იარაღის ფაქტორით ხსნის იმ ფაქტს,

რომ დაპირისპირება აშშ-სა და სსრკ-ს შორის

ცხელ ომში ვერ გადაიზარდა. ბირთვულმა

იარაღმა შემაკავებლის ფუნქცია შეიძინა.

პერიოდს 1945 წლიდან დღემდე ზოგჯერ

,,ბირთვულ მშვიდობას’’ უწოდებენ. ამის შემდეგ

გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ყველა სახელმწიფოს

ექნებოდა ბირთვული იარაღი, მაშინ ომები აღარ

მოხდებოდა. საერთაშორისო სისტემის ეს

მოდელი ,,ერთეული ვეტოს’’ სახელითაა

ცნობილი.

რა თქმა უნდა, მხოლოდ სსრკ და აშშ არ არიან

ბირთვული სახელმწიფოები, ,,ბირთვულ კლუბს’’

Page 39: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

39393939

თანდათან უერთდებოდნენ დიდი ბრიტანეთი

(1952), საფრანგეთი (1960), ჩინეთი (1964),

ინდოეთი (1974), პაკისტანი (1998), ჩრდილოეთ

კორეა (2006) და ისრაელი (სავარაუდოდ 1978

წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამას თვითონ

არ ადასტურებს) . 1968 წლიდან არსებობს

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის

ხელშეკრულება, რომელსაც დღემდე 190

სახელმწიფო შეუერთდა, თუმცა მათ შორის არ

არიან ისრაელი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდ.

კორეა. ჯერ კიდევ 1985 წლისთვის დედამიწაზე

დაგროვილი ბირთვული არსენალი საკმარისი

იყო კაცობრიობის 690-ჯერ გასანადგურებლად.

სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო მასობრივი

მოძრაობები ბირთვული განიარაღების

მოთხოვნით. ბირთვული იარაღი მუდმივ

განახლებასა და განსაკუთრებულ მოვლას

საჭიროებდა, რათა შემთხვევითი აფეთქება

გამორიცხული ყოფილყო. ეს ყველაფერი

განსაკუთრებით მაღალ ხარჯებთან იყო

დაკავშირებული. 1969 წელს დაიწყო

მოლაპარაკებები სტრატეგიული იარაღის

შეზღუდვის (SALT I) შესახებ, თუმცა ავღანეთის

კონფლიქტის გამო შეწყდა და მხოლოდ 1986

წელს განახლდა (SALT II). 1987 წელს

ვაშინგტონში დადებული ხელშეკრულების

თანახმად აშშ-სა და სსრკ-ს უნდა

გაენადგურებინათ საშუალო და მცირე

რადიუსიანი სტრატეგიული რაკეტები. 2003 წელს

რუსეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული

ხელშეკრულებით მათ 2012 წლამდე უნდა

გაენახევრებინათ ბირთვული არსენალი.

ბირთვული განიარაღება ჰოლივუდური

ბლოკბასტერების თემაც გახდა, მაგალითისვის

კარგია 2013 წელს გამოსული ფილმი G.I. Joe:

Retaliation (შურისძიება).

ფილმში მოქმედება ასე ვითარდება: აშშ-ის

პრეზიდენტი (ტრანსნაციონალური

დანაშაულებრივი ორგანიზაცია ,,კობრას’’ აგენტი,

რომელმაც ნამდვილი პრეზიდენტი შეუმჩნევლად

ჩაანაცვლა

ნანოტექნოლოგიურ

ი გრიმის

წყალობით)

სამიტზე იწვევს

რვავე ბირთვულ

სახელმწიფოს და

მათ ულტიმატუმს უყენებს: კაცობრიობის

სასიკეთოდ, ისინი გაანადგურებენ საკუთარ

ბირთვულ არსენალს, ან აშშ მათ ომს უცხადებს,

თანაც ზრდილობიანად შეახსენებს რომ ამერიკის

ბირთვული არსენალი საკმარისია თითოეული

მათგანის სახელმწიფოს 14-ჯერ

გასანადგურებლად. რა თქმა უნდა, ყველა

უმაღლესი პირი უარს აცხადებს და შედეგად აშშ

უშვებს თავის ბალისტიკურ რაკეტებს ყველა

მათგანის სახელმწიფოში. ეს კი პანიკას იწვევს და

საპასუხოდ რვავე ქვეყანა აშშ-ის მიმართულებით

გზავნის მთელ ბირთვულ არსენალს. როდესაც

ვითარება კულმინაციას აღწევს, აშშ-ის

პრეზიდენტი მათ შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ

არის შანსი გაანადგურონ საკუთარი ბირთვული

არსენალი, თუმცა მსურველი კვლავ არავინაა.

შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ღილაკზე თითის

ერთი დაჭერით ყველა ამერიკული რაკეტის

თვითგანადგურების მექანიზმს რთავს და ამერიკა

ბირთვული იარაღის გარეშე რჩება.

ამავდროულად,საფრთხე ეხსნება დანარჩენ 8

სახელმწიფოს, რომლებსაც ბირთვული იარაღის

ყველა ერთეული ამერიკის შეერთებული

შტატებისკენ აქვთ გაშვებული. ისინი

იძულებულნი ხდებიან, აშშ-ის მაგალითს

მიბაძონ და საკუთარ რაკეტებს

“Nobody will ever win the Battle of

the Sexes. There's just too much

fraternizing with the enemy.”

Henry Kissinger

Page 40: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

40404040

თვითგანადგურების ბრძანება მისცენ. ასე სამი

წუთის განმავლობაში დედამიწაზე აღარ დარჩა

ბირთვული იარაღი. სცენარი ნამდვილად

საინტერესოა, ხოლო აღწერილი ეპიზოდი

ყველაზე შთამბეჭდავი მთელ ფილმში. მაგრამ რა

ხდება მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღი აღარ

რჩება მსოფლიოში?! ეს კი იყო უკანასკნელი

„შემაკავებელი“ ფაქტორი, რომლის წყალობითაც

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ

მსგავსი მასშტაბის დაპრისპირება აიცილა

თავიდან. ფილმის სცენარის მიხედვით შემდეგ

ჩნდება ახალი არარადიოაქტიური იარაღი,

რომელიც განთავსებულია დედამიწის

ორბიტაზე. მას შეუძლია ლონდონი რამდენიმე

წამში გააქროს მსოფლიო რუკიდან (როგორც

ხდება ფილმში). ეს იარაღი მთელ პლანეტაზე

ბატონობის ძალაუფლებას აძლევს მას, ვისაც

ხელშიც იგი აღმოჩნდება. შედეგად ისევ

ვუბრუნდებით ჩაკეტილ წრეს, რომელშიც

საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების მიზანი

ფიზიკური გადარჩენიდან ჰეგემონობამდე

ბრძოლაა. ჰეგემონი კი ხდება ის, ვის ხელშიც ეს

იარაღია. რა სჯობს საერთაშორისო

ურთიერთობისთვის - ერთი ჰეგემონი, რომელსაც

ერთ ღილაკზე დაჭერით ძალუძს ნებისმიერი

სიდიდის ქალაქის განადგურება, რადიაციის

გავრცელების საფრთხისა და საკუთარი

ტერიტორიისთვის ნებისმიერი სახის ზიანის

მიყენების გარეშე, თუ სახელმწიფოთა ჯგუფი,

რომლებსაც აქვთ ბირთვული შეიარაღება, მაგრამ

არ იყენებენ მას ერთმანეთის წინააღმდეგ, რადგან

,საბოლოო ჯამში, ეს მათ განადგურებასაც

გამოიწვევს. ამ ორი უკიდურესობიდან

რაციონალიზმი გვკანახობს მეორე ავორჩიოთ.

ადამიანები ბევრს ოცნებობენ და საუბრობენ

სამყაროზე ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ

ავიწყდებათ, რომ ეს იარაღი დღეს მშვიდობის

გარანტიც არის და რომ სწორედ მისი წყალობით

გვაქვს გარკვეულწილად არსებული

საერთაშორისო რეჟიმი. ბირთვული განიარაღება

საჭიროა, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ პასუხი

კითხვაზე - რა იქნება შემდეგ, როდესაც არცერთ

სახელმწიფოს არსენალში ბირთვული ქობინი

აღარ დარჩება?

ტერორისტულიტერორისტულიტერორისტულიტერორისტული აქტიაქტიაქტიაქტი პაკისტანშიპაკისტანშიპაკისტანშიპაკისტანში - „საღმრთოსაღმრთოსაღმრთოსაღმრთო ჯარისკაცებიჯარისკაცებიჯარისკაცებიჯარისკაცები“

ლევან გორგაძე

2013 წლის 23 ივნისს პაკისტანის ჩრდილოეთით,

ქაშმირის ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტი

მოხდა. ტერორისტები თავს დაესხნენ

ალპინისტებს, მოკლეს 10 უცხოელი ტურისტი, 6

უკრაინელი, 2 ჩინელი, 1 ამერიკელი და 1

ადგილობრივი გიდი. მედიის ცნობით, მომხდარი

ტერაქტის სიახლოვეს იმყოფებოდა ქართველ

ალპინისტთა ჯგუფი, თუმცა მათ არანაირი

საფრთხე აღარ ემუქრებათ და ისინი უკვე

სამშვიდობოს არიან. ტერორისტული აქტი

საკუთარ თავზე ირანულმა ტერორისტულმა

ორგანიზაცია „ჯანდალაჰმამ“ (Jundallah) აიღო.

მათ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება: „ეს

Page 41: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

41414141

უცხოელები ჩვენი მტრები იყვნენ, ამიტომ ჩვენ

დიდი სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას

საკუთარ თავზე. მსგავსი ტიპის თავდასხმები

აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც".

თავისთავად ის ფაქტი რომ ტერორისტული აქტი

განხორციელდა და უდანაშაულო ადამიანები

დაიღუპნენ ძალიან ცუდია, მაგრამ ამჯერად

ჩვენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, გავიგოთ,

თუ რას წარმოადგენს ეს ტერორისტული

ორგანიზაცია, რა მიზნები აქვს, რამ განაპირობა

მათი ამგვარი საქციელი. საერთაშორისო

საზოგადოებაში ტერორისტულ ჯგუფად

მიჩნეული ორგანიზაცია ხშირად არ მიიჩნევს

თავს „ტერორისტად“. პირიქით, ის საკუთარ თავს

აიგივებს განმათავისუფლებელ ან სულაც

წინააღმდეგობრივ მოძრაობასთან, რომელიც

ებრძვის მტერს ასიმეტრიულ, უთანასწორო ომში.

საინტერესეო იქნება, უფრო ახლოს გავიცნოთ

აღნიშნული ორგანიზაცია, რადგან შესაძლოა

შესწავლა უფრო მეტად დაგვეხმაროს მათი

ტერორისტული ქმედებების ახსნაში.

„ჯანდალაჰი“ – „საღმრთო ჯარისკაცები“, როგორც

ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, აგრეთვე

ცნობილია „ირანის სახალხო წინააღმდეგობრივი

მოძრაობის“ სახელით. ეს დაჯგუფება

წარმოადგენს შეიარაღებულ სამხედრო

ორგანიზაციას, რომელიც განლაგებულია

ბალოჰისტანის რეგიონში(პაკისტანის

დასავლეთი). აღსანიშნავია, რომ ის ირანში

სუნიტი მუსლიმების უფლებებისათვის მებრძოლ

ორგანიზაციად მიიჩნევა. ეს ორგანიზაცია

დაარსდა აბდულმალეკ რიგის მიერ. მიჩნეულია,

რომ აღნიშნულ დაჯგუფებას 700-დან 2000-მდე

მებრძლის მობილიზება შეუძლია. 2003 წლიდან

მოყოლებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული

154 ადამიანის მკვლელობასა და 320 ადამიანის

დაშავებაზე. აგრეთვე, ჯგუფი საკუთარ თავზე

იღებს 400-მდე ირანელი ჯარისკაცის

მკვლელობას.

ორგანიზაცია აღიარებულია ტერორისტულად

თავად ირანისა და აშშ-ის მიერ. მიუხედავად აშშ-

ის დამოკიდებულებისა ტერორიზმის მიმართ,

ირანელები ხშირად ადანაშაულებენ აშშ-სა და

დიდ ბრიტანეთს „ჯანდალაჰის“ დახმარებასა და

მათი ირანის წინააღმდეგ მიმართვაში. სხვადასხვა

მოსაზრებით, აღნიშნულ ორგანიზაციას გააჩნია

კავშირები თვით „დიდ ალ-ქაიდასთან“.

Page 42: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

42424242

„ჯანდალაჰი“ ჩამოყალიბების დღიდან

მიჩნეულია ორგანიზაციად, რომლის მთავარ

სამიზნესაც წარმოადგენს უმაღლესი რანგის

ადამიანების მკვლელობა, როგორც სამხედრო, ისე

სამოქალაქო პირების. იგი ხშირად ასოცირდება

„ბალუჰის სეპარატისტულ მოძრაობასთან“,

რომელიც ჩამოაყალიბა სადამ ჰუსეინმა ერაყ-

ირანის ომის დროს. ეს იყო ერთ-ერთი სამხედრო

ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა პაკისტანის

ტერიტორიაზე დამოუკიდებლად. ირანი ხშირად

ადანაშაულებს აშშ-ს იმაში, რომ მან ხელი შეუწყო

„ჯანდალაჰის“ ასპარეზზე დაბრუნებას.

„ჯანდალაჰი“ ხშირად ინტერპრეტირებულია,

როგორც სეპარატისტული ორგანიზაცია, რომლის

მიზანსაც წარმოადგენს დამოუკიდებელი

სახელმწიფოს ჩამოყალიბება ირანისა და

პაკისტანის საზღვარზე. ოფიციალური თეირანი

აცხადებს, რომ „ჯანდალაჰი“ არის ორგანიზაცია,

რომელსაც აქეზებენ „გარედან“ ირანის ისლამური

რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მიზნით.

აბდულმალეკ რიგი, ორგანიზაციის ლიდერი,

ყოველთვის გმობდა ყველანაირ კავშირს სხვა

სახელმწიფოებთან, ან რაიმე სახის

სეპარატისტულ მისწრაფებებს. იგი აცხადებდა,

რომ მისი ორგანიზაციის ერთადერთ და მკაფიო

მიზანს წარმოადგენდა ირანში სუნიტი

მუსლიმების უფლებების დაცვა. იგი საკუთარ

თავს ყოველთვის მიიჩნევდა ჭეშმარიტ ირანელად

და გამორიცხავდა ყოველგვარ სეპარატისტულ

მისწრაფებას. 2008 წლის 17 ოქტომბერს „ალ-

არაბიაში“ გავიდა რიგის ინტერვიუ, სადაც იგი

აცხადებდა: „ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს, არის

ის, რომ ვთხოვოთ ირანის ხელისუფლებას,

გვქონდეს ისეთივე უფლებები, როგორებიც აქვთ

ირანის შიიტ მოქალაქეებს“. რიგი ყოველთვის

უარყოფდა კავშირებს ალ-ქაიდასთან და

თალიბანთან. აღნიშნული ინტერვიუ მან შემდეგი

სიტყვებით დაასრულა: „many of us have been

martyred ... Insha Allah“.

დრამატულად განვითარდა მოვლენები 2010

წელს. კერძოდ, 23 თებერვალს რიგი დააკავეს

ირანში. რამდენიმე დღეში იგი გამოვიდა ირანის

ტელევიზიით და განაცხადა, რომ აშშ დაპირდა

ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ირანის

მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, რა თქმა

უნდა, აშშ-მა უარყო. რიგი 2010 წლის 20 ივნისს

სიკვდილით დასაჯეს. მის შემცვლელად

მოიაზრება მუჰამედ დაჰირ ბალუხი.

Page 43: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

43434343

მცირემცირემცირემცირე საბრძოლოსაბრძოლოსაბრძოლოსაბრძოლო იარაღებიიარაღებიიარაღებიიარაღები, , , , დანაშაულიდანაშაულიდანაშაულიდანაშაული დადადადა

კონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტი. . . . გლობალურიგლობალურიგლობალურიგლობალური მმართველობამმართველობამმართველობამმართველობა დადადადა

შეიარაღებულიშეიარაღებულიშეიარაღებულიშეიარაღებული ძალადობისძალადობისძალადობისძალადობის საფრთხესაფრთხესაფრთხესაფრთხე....

ავტორები - ოუენ გრინი, ნიკოლას მარში

გამოქვეყნდა 2011 წლის 30 აგვისტოს. გამომცემლობა

‘Routledge’. 304 გვერდი

წიგნი ყურადღებას ამახვილებს მცირე ზომის საბრძოლო

იარაღსა და სახელმწიფოს მცდელობაზე, რომ

დაარეგულიროს მათი შეძენა და გამოყენება. ომისა თუ შიდა

დაპირისპირებების ფონზე შეიარაღებული ძალადობის

შედეგად ასობით და ათასობით ადამიანი იღუპება. აქედან

გამომდინარე, წიგნის მიზანია გამოიკვლიოს ის მიზეზები,

რომლებიც საფუძვლად უდევს მცირე ზომის სხვადსახვა საბრძოლო იარაღის გამოყენებას და შედეგად

უამრავი ადამიანის დაღუპვას. ასევე საუბარია მათ როლსა და სახელმწიფოების შესაძლებლობებზე,

შეამცირონ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე და სიხშირე. სხვადასხვა დისციპლინებზე დაყრდნობით,

წიგნის მთავარი საკითხია ადამიანის უსაფრთხოება და იმ მიზეზების კვლევა, რომლებიც ამ

უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს. გარდა ამისა, საუბარია შეიარაღებული ძალადობის/

დაპირისპირებების პრევენციაზე.

წიგნის პირველ ნაწილი მოგვითხრობს ომის წარმოების წესებზე, მეორე ნაწილი შეეხება შეიარაღებულ

ძალადობასა და დანაშაულს, ხოლო ბოლო ნაწილში განხილულია იარაღის გამოყენება-არგამოყენების

კონტროლი. შემაჯამებელ ნაწილში თავმოყრილია ავტორების დასკვნები და მათ მიერ შემოთავაზებული

პრიორიტეტები სამომავლო კვლევებისთვის. მათი მიზანია საკითხის თანმიმდევრული ანალიზის

შემუშავება იმაზე დაყრდნობით თუ რა ვიცით აღნიშნულ პრობლემაზე, რატომ ხდება შეიარაღებული

ძალადობები, რა არის ამის მიზეზები და რა შეიძლება გაკეთდეს მის შესამცირებლად.

წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის, მათთვის

ვინც დაინტერესებულია მცირე საბრძოლო იარაღების, უსაფრთხეობის, გლობალური მმართველობის,

მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებით.

ელენე კურტანიძე

Page 44: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

44444444

სამართლიანიომისთეორიადაუპილოტოსაფრენიაპარატებითსამართლიანიომისთეორიადაუპილოტოსაფრენიაპარატებითსამართლიანიომისთეორიადაუპილოტოსაფრენიაპარატებითსამართლიანიომისთეორიადაუპილოტოსაფრენიაპარატებით“ დრონებითდრონებითდრონებითდრონებით „

ბრძოლისეთიკაბრძოლისეთიკაბრძოლისეთიკაბრძოლისეთიკა ერიხ ფრეიბერგერი

თარგმანი მარიამ წიწიკაშვილი , ლაშა ჩახნაშვილი

ჯეი ჯეი აბრამსის ფილმ „ვარსკვლავური გზის“ (Paramount 2013) პერსონაჟი კაპიტანი კირკი მორალური

დილემის წინაშე დგება: ან უნდა შეასრულოს ბრძანება და მტრის ტეროტორიაზე ისროლოს ჭურვი

ცნობილი ტერორისტის მოსაკლავად, ან უნდა გარისკოს და გააგზავნოს თავისი ხალხი უცხო მიწაზე

ტერორისტის ასაყვანად. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ეს ალეგორიაა იმ მორალური საკითხებისა,

რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლა გულისხმობს და იმ დილემისა, რომლის პირისპირაც

აღმოვჩნდით დღეს. როგორც „ვარსკვლავურ გზაშია“, ჩვენ გვაქვს გასაოცარი ტექნოლოგია, რომელიც

შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე, რომ უმნიშვნელო რისკი შევუქმნათ ჩვენს სამხედრო ძალას. თუმცა ამ

იარაღის არასწორად გამოყენება უდიდესი საფრთხის მომტანია

ჩვენი სიცოცხლისთვის. როგორ შეიძლება დარწმუნებულები

ვიყოთ, რომ სამიზნე სწორად გვაქვს იდენტიფიცირებული?

საკმარისია, რომ მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო

მოხელეებს ვენდოთ? რომელია სწორი გზა ამ იარაღის

გამოყენებისთვის? სტატიის ძირითად ნაწილში სწორედ იმაზე

იქნება საუბარი თუ როგორ პასუხობს ამ კითხვებზე ეთიკა და

სამართლიანი ომის თეორია , რითიც ნათლად გამოჩნდება თუ

რა აკლია ობამას ადმინისტრაციას უპილოტო

თვითმფრინავების გამოყენების მიდგომაში.

სამართლიანი ომის ტრადიცია

სამართლიანი ომის თეორია, ისევე როგორც თავად ეთიკის საკითხი, კაცობრიობის საერთო იდეებს

ეფუძნება. ეს გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ომის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი არსებობს

გარკვეული პრინციპები, რომელთა დაცვა აუცილებელია ომის წარმოებისას (Walzer 1991). ზოგი მის

წარმოშობას უკავშირებს ინდურ ეპიკურ პოემას „მაჰაბჰარატას“, რომელიც ომის ჩასატარებლად რიგ წესებს

გვთავაზობს (Clooney 2003: 117). დასავლეთში კი ამ პრინციპების საფუძველი გვევლინება როგორც

ჰომეროსის „ილიადაში“ (Murray 1924), ასევე არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიაში. მაშინ

როდესაც „სახელმწიფოში“ სოკრატე ბერძნებს ურჩევს,რომ შეზღუდონ მიწების აოხრება მომავალი

მშვიდობის გამო (Plato 1992). არისტოტელე ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ომის წამოწყების

სამართლიან მიზეზზე. ციცერონი კი ,თავის მხრივ, თემატურად ორივე საკითხს ეხება „სახელმწიფოში“,

Page 45: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

45454545

რომელიც დაიწერა ძვ.წ. 51 წელს. თუმცა ეს პრინციპები განსაკუთრებით ძლიერი და ფართოდ

გავრელებული გახდა მას შემდეგ, რაც 380 წ. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომის

იმპერიაში (Salzman 120). მას შემდეგ რაც ქრისტიანობა აღარ იდევნებოდა, ქრისტიანებმა ძალაუფლება

ხელში ჩაიგდეს და არმიაში მსახურიც დაიწყეს. ამან კი წარმოშვა ახალი პრობლემა: რა პირობით უნდა

მიემართათ ქრისტიანებს ძალადობისთვის, მაშინ როდესაც მათი საღვთო წიგნი - ბიბლია - მათ

ბოროტებასთან ბრძოლის ასეთ კონცეფციას სთავაზობდა : „თუ კი გაგარტყამენ მარჯვენა ლოყაში,

მარცხენა ლოყა მიუშვირე“. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პირველი მცდელობა ნეტარი ავგუსტინესა და

მის აღმზრდელს, ამბროსს ეკუთვნით (Augustine, City of God I.21; Mattox 44-45). მიუხედავად იმისა რომ

მსგავსი მიდგომა ჯერ კიდევ ციცერონის შრომებში გვხდება ჩამოყალიბებული (City of God XXII.6),

ქრისტიანული კონტექსტი, რომელშიც ის იქნა გამოხატული, ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქრისტიანობის

(Johnson 38, 79; City of God XIX.15; Ambrose 95-96), გასავრცელებლად, ზოგჯერ, ძალა შეიძლება იქნას

გამოყენებული. სწორედ ამან გამოიწვია შეცდომა, რომელიც სამართლიანი ომის თეორიას მხოლოდ

ქრისტიანულ ინიციატივად წარმოაჩენს. ციცერონის სტოიკურ უნივერსალიზმში არსებულმა ამ თეორიის

ფესვებმა საშუალება მისცა რენესანსის პერიოდის მოაზროვნეს ჰუგო გროციუსს, რომ ქრისტიანული

გავლენისგან გაეწმინდა ეს თეორია და მისი გამოყენებით გარკვეული პრინციპები შეეტანა საერთაშორისო

სამართალში (Grotius 2001:10).

სამართლიანი ომის თეორიის ძირითადი პრინციპები: jus ad bellum and jus in bello

თავდაპირველად სამართლიანი ომის თეორეტიკოსები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ ორი

ფუნდამენტური შეკითხვის გააზრებით: როდის არის სათანადო ომის დაწყება (jus ad bellum) და როგორ

უნდა წარიმართოს ომი (jus in bello). თუმცა, ამ ორ საკითხზე აქცენტებს ჯერ კიდევ ციცეროთან ვხედავთ

(On The Commonwealth III.23; De Officiis I.xi,33-36) და jus ad bellum თეორია კი უკვე კარგად

განვითარებული გვხდება ადრეული სამართლიანი ომის ტრადიციაში. ავგუსტინეს თეორია ცდილობდა,

გაემართლებინა სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება საღვთო ქალაქის ადამიანური ქალაქის მიმართ

შესაფერისი როლის დასახვით. ეს როლები კეთილსა და ბოროტს შორის სამარადისო ომის კონტექსტშია

ჩაფიქრებული, (City of God XIX.4,5). მისი მიმოხილვა ორიენტირებულია იმ პირობების ანალიზზე,

რომელთა მიხედვითაც ომი ზნეობრივად გამართლებულია. მისი ნაშრომი, ძირითადად, შეიცავს იმ

პრინციპებს, რომელთაგან მოგვიანებით jus ad bellum ჩამოყალიბდა: იმისთვის რომ ომი ჩაითვალოს

სამართლიანად, მას უნდა გააჩნდეს სერიოზული მიზეზი (City of God XXII.6), ის უნდა იქნეს

დეკლარირებული ლეგიტიმური სამთავრობო ხელისუფალის მიერ, რომელსაც განსაკუთრებული

შეზღუდვები აქვს (City of God I.21; On The Commonwealth II.17, III.22), ომი უნდა იყოს უკანასკნელი

საშუალება (On The Commonwealth III.23; Mattox,16-17, 78-79), მისი საბოლოო მიზანი უნდა იყოს მომავალი

სახელმწიფო მშვიდობა (City of God,XV.4), ძალადობა, რასაც ის იყენებს, მიღებული ზიანის პროპორციული

უნდა იყოს (Mattox, 17, 81; De Officiis I, xi, 33-36), მას უნდა გააჩნდეს კეთილი მიზნები და ზრახვები (City of

God, IV.14), და ბოლოს მას უნდა ჰქონდეს წარმატების დიდი ალბათობა (Mattox 79-81;On The

Commonwealth III.18, III.23).

Page 46: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

46464646

სამართლიანი ომის შემდგომი განვითარებისას ნორმატიული წესები, რომლებიც ზღუდავს ომის

წარმოების პროცესს მკაცრი სიზუსტით შემუშავდა და მე-19-მე-20 საუკუნეებში. ბევრი jus in bello

პრინციპი საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც იქნა შეტანილი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია

ჰააგის კონფერენციაზე შექმნილი „სამართლის კონვენცია და ომის წესები“ 1899 და 1907 წლებში, ჟენევის

კონვენციები (1864, 1906, 1929, 1949), გაეროს წესდება (1945), ნიუნბერგის სასამართლო (1946), გაეროს

კონვენცია გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ (1948), საერთაშორისო ომის დანაშაულის

ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის (1993), საერთაშორისო ომის დანაშაულის სასამართლო ჰააგაში

(1998). ეს შეთანხმებები დაეხმარა მსოფლიოს დადგენილიყო ომის წარმოების ზუსტი წესები, რომელთა

შორისაა შემდეგი საკითხები: სამოქალაქო პირების მოპყრობა, POW (prisoner of war) - სამხედრო ტყვეების

მიმართ მოპყრობის წესები და ქიმიური იარაღის აკრძალვა.

ზემოთ აღნიშნული შეთანხმებებში ასევე ცდილობდნენ jus in bello-ს 4 ძირითადი პრინციპის

კოდიფიცირება მომხდარიყო: სამხედრო საჭიროების პრინციპი, სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს

შორის განსხვავების პრინციპი, პროპორციულობის პრინციპი, რომელიც ამბობს რომ ძალა დასახული

სამხედრო მიზნის პროპორციული უნდა იყოს, ჰუმანურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ

სამხედროებმა თავი უნდა აარიდონ სამოქალაქო პირების წამებას და მათი საკუთრების უსაფუძვლოდ

ნგრევას (Solis 2010: 250-286, Glover 2009). სწორედ ეს 4 გვევლინება ომის დროს ძალის გამოყენების

კანონიერების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც იუსტიციის დეპარტამენტი „white papers-

ში”ასახავს.

ეთიკური გამართლება და თანაზიარობის კონცეფცია

ეჭვგარეშეა და ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ jus ad bellum და jus in bello პრინციპების

უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს. ამდენად ისინი უნდა განვიხილოთ – როგორც ეთიკური მოსაზრების

გზამკვლევი, ჩარჩო და არა აბსოლუტური სამართალი, ისინი მხოლოდ გარკვეული ხარისხის კავშირს

გამოხატავენ იმაზე, რასაც ჩვენ ინტუიციურად შესაძლებლად ვთვლით. ამ პრინციპების უმრავლესობა

ემყარება თანაზიარობის-ორმხრივობის მოსაზრებას, ოქროს წესს, რომელიც გვეუბნება რომ ისე უნდა

მოვექცეთ სხვებს, როგორც გვინდა რომ მოგვექცნენ ჩვენ. ეთიკურობის იდეა გულისხმობს, რომ არ

არსებობს დამატებით რაიმე ეთიკური ვითარება, არ არსებობს სიტუაცია სადაც ეთიკური

ვალდებულებები არ მუშაობს, თუნდაც ყველაზე უკიდურეს ადამიანურ მდგომარეობაშიც კი - ომის

დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობას, რომელსაც ომის დროს ვიყენებთ არ ექნება ლეგიტიმური

საფუძველი. თუმცა არ ვამბობთ, რომ ასე არ იქცევიან, „დიახ სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები და

ერები, რომლებიც არაეთიკურად იქცევიან ყოველთვის“ (ციცერონი: „კანონები არაფერს ამბობენ ომის

დროს“ 1896: IV.11). ეთიკა არის ის რაც უნდა იყოს, მაგრამ რაც რეალობაში იშვიათად ხორციელდება.

მთავრობები ხშირად იყენებენ შიშველ ძალას, მაგრამ როდესაც ისინი ასე იქცევიან, ეთიკის მიმდევრების

ამოცანაა, რომ შეახსენონ მათ, ასეთი საქციელი ზნეობრივად ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. თუ გვინდა,

რომ ჩვენი მხრიდან ძალის გამოყენება სამართლიანად ჩაითვალოს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ის

საზღვრები, რაც ნაგულისხმევია ორმხრივობის კონცეფციაში. ჩვენ არ შეგვიძლია უპილოტო საფრენი

აპარატებით ბრძოლას ვუწოდოთ სამართლიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს არსენალში

Page 47: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

47474747

ყველაზე მოხერხებულია და მხოლოდ იმიტომ რომ ვებრძვით ბოროტ ადამიანებს, რომლებიც

გვემუქრებიან. ეს ფაქტები ვერ აქცევენ ჩვენს ბრძოლას სამართლიანად. ამგვარად, რა არის ის, სათანადო

საზღვრები უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის დროს? ვამბობ, რომ აუცილებელია მათი

ეთიკურად გამოყენება, აქვე ვაცნობიერებ, რომ ძალიან მაღალია ამის განხორციელებისთვის ხელის

შემშლელი ბარიერები. როგორც ვამტკიცებთ ქვემოთ, გაუგებარია ,როგორ აპირებს ადმინისტრაცია

საკუთარი კრიტერიუმის მიღებას სამართლიანი გამოყენებისთვის.

იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტი, როგორც უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების

გამართლება

2013 წლის 6 თებერვალს NBC-ის საინფორმაციო გამოშვებაში ,,გამოაშკარავდა’’ 16 გვერდიანი

სპეციალური დოკუმენტი, სადაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია არგუმენტირებულად

ასაბუთებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების აუცილებლობას როგორც საერთაშორისო, ასევე

შიდა სამართლის საფუძველზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრენ აპარატთა საჰაერო დარტყმები

გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცალკეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

1. ,,როდესაც მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი გარდაუვალი საფრთხის არსებობაზე

მიუთითებს.’’

2. ,,როდესაც შეუძლებელია ობიექტებზე სამხედრო კონტროლის დამყარება.’’

3. ,,როდესაც ოპერაცია ხორციელდება ომის წესებთან აბსოლუტური თანხვედრით.’’

გარდა ამისა, ხაზგასმითაა ნახსენები ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა საჭიროება,

აუცილებლობა, პროპორციულობა, და ჰუმანურობა. საინტერესოა ერთი შეხედვით ესოდენ ნათლად

ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული დასაბუთების მიუხედავად, რატომ შეიკავა თავი

ადმინისტრაციამ დოკუმენტის გასაჯაროებისაგან.

განვიხილოთ ზემოხსენებული სამი კრიტერიუმი:

1. საფრთხის გარდაუვალობა

შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ეს გახლავთ სამართლიანი ომის (jus ad bellum) პრინციპი, რომელიც

მიუთითებს სუბიექტის ყოველგვარ უფლებაზე მეტოქეზე განახორციელოს წინმსწრები დარტყმა, თუმცა

ამ პრინციპის განზოგადება ალბათ შეუძლებელია, რადგან მისი დამკვიდრება ძალზედ რთულია,

მაგალითად ასიმეტრიული ომის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, გარდაუვალობა ნიშნავს, რომ არსებობს

გარკვეული საფუძვლიანი ინფორმაცია მოწინააღმდეგისაგან მოსალოდნელი დარტყმის დროისა თუ

ადგილის შესახებ, თუმცა დოკუმენტი გვთავაზობს გარდაუვალობის ახალ - ე.წ. ,,ფართო გაგებას’’ და

არგუმენტაციას ამყარებს ტერორისტულ და ტრადიცულ ომს შორის არსებულ ძირეულ განსხვავებაზე,

ხაზს უსვამს რა იმას, რომ ტერორისტული ომის შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია შესაძლო

თავდასხმის ზუსტი პროგნოზირება და შესაბამისად - ადეკვატური ზომების მიღება. ბუნებრივია, ასეთი

მსჯელობა და არგუმენტაცია მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით მანიპულირებას წარმოადგენს, მისი

Page 48: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

48484848

აბსურდულობის დასამტკიცებად კი შესაძლებელია ზემოხსენებული ,,ფართო გაგება’’ განვიხილოთ

საკუთრივ ა.შ.შ.-თან მიმართებით: წარმოვიდგინოთ, რაოდენ განრისხებასა და შეშფოთებას გამოხატავს

ა.შ.შ.-ის ხელისუფლება თუ მექსიკა გადაწყვეტს უპილოტო აპარატის გამოყენებას სამხრეთ ტეხასში,

რომელიმე გავლენიანი ნარკობარონის წინააღმდეგ, ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად აშშ იგივე

არგუმენტაციას გამოიყენებდა. სწორედ ამიტომ, თავის თავშივე არსებული წინააღმდეგობის გამო არჩია

დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ამ დოკუმენტის გასაჯაროებისაგან თავის შეკავება; თუმცა ისინი

მუდამ ყველაფერს აკეთებენ რათა ლეგალური საფუძველი და გამართლება უპოვონ საკუთარ ქმედებებს.

2. კონტროლის დამყარების შეუძლებლობა

ამ მოსაზრების ირგვლივ არაერთი კონტრარგუმენტისა და გამაბათილებელი თეზისის წამოყენება

შეიძლება, რამეთუ წინასწარ ძალზედ რთულია განსაზღვრო რამდენამდ შეუძლებელი იყო რომელიმე

სამხედრო ოპერაციისას ამ თუ იმ ობიექტზე კონტროლის მოპოვება მისი განადგურებისა და სრული

ლიკვიდაციის გარეშე. მთავრობა კი მუდამ ხაზს უსვამს ასეთი კონტროლის შეუძლებლობას, რათა

გარკვეული გამართლება უპოვოს ადვილად განხორციელებად საჰაერო დარტყმებს. ამასთან, ისინი

აპელირებენ იმითაც, რომ ასეთი სამხედრო ოპერაციები გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული

და აგრეთვე ფაქტობრივად არ არსებობს ცოცხალი სამხედრო ძალის სასიცოცხლო რისკის ქვეშ დაყენების

რაიმე შესაძლებლობაც კი. სწორედ ამიტომ, აშშ-ს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ასეთი

ტიპის არგუმენტაცია სავსებით საკმარისია, რათა მხარი დაუჭიროს უპილოტო საფრენ აპარატთა მასობრივ

გამოყენებას, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ტერორისტებთან ბრძოლას.

3. ომის წესებთან შესაბამისობა

როგორც უკვე ვახსენეთ, დოკუმენტში ხასგასმულია სამართლიანი ომის წარმოების შემდეგი

პრინციპები: საჭიროება, აუცილებლობა, პროპორციულობა და ჰუმანურობა. თუმცა ერთობ საკამათოა,

რამდენად შეესაბამება უპილოტო აპარატთა მასობრივი გამოყენება სწორედ ამ პრინციპებით ნაგულისხმევ

კრიტერიუმებს.

საჭიროების მიღმა მთავრობა გულისხმობს სამიზნეთა მიმართ გარკვეული სამხედრო ინტერესის

არსებობას, ხოლო რაც შეეხება აუცილებლობას, სწორედ ეს ცნება გამოიყენება ხშირად, თუნდაც

მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის გასამართლებლად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა

იყოს, ამ ოთხ პრინციპთაგან ყველაზე მეტად დამაჯერებელი გახლავთ პროპორციულობა. ისეთი

შემთხვევებისას, როდესაც მოწინააღმდეგისაგან სერიოზული სამხედრო დარტყმა რეალურად

გარდაუვალია, უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე მეტად

გამაწონასწორებელ, დამაბალანსებელ პასუხს ტერორისტულ საფრთხეზე, თუნდაც საქმე ეხებოდეს

ცოცხალ სამიზნეს. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც

მდგომარეობს ადმინისტრაციის არცთუ ისე დამაჯერებელ განსაზღვრებაში ტერმინ გარდაუვალობისა.

ზუსტად იგივე წინააღმდეგობას ვაწყდებით ჰუმანურობის პრინციპის განხილვისას, რომელიც

გულისხმობს საომარი მოქმედებების დროს წამებისა და კერძო საკუთრების ხელყოფისაგან მაქსიმალურ

თავშეკავებას. ამ საკითხზე მსჯელობისას იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება: ერთის მხრივ, თუ

Page 49: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

49494949

სამიზნე დანამდვილებითაა ცნობილი, უპილოტო საჰაერო დარტყმები ნამდვილად ამცირებს

მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შესაძლო საფრთხეს (სწორედ ეს ფაქტორი ხდება ხშირად

აპარატთა გამოყენების მომხრეთა აპელირების კარგი საშუალება), ხოლო მეორეს მხრივ კი, ზუსტი

სამიზნის არარსებობის შემთხვევაში გაცილებით იზრდება უდანაშაულო მსხვერპლის არსებობის

ალბათობა; არცთუ იშვიათად, სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი ხდება მასობრივი უკმაყოფილებისა და

საფრენ აპარატთა გამოყენების მიმართ უკიდურესი ანტიპათიის მიზეზი. საბოლოო ჯამში კი მივდივართ

იმ დასკვნამდე, რომ უპილოტო საფრენ აპარატთა მასობრივი გამოყენება ნამდვილად ხელის შემშლელი

ფაქტორია სამომავლო მშვიდობის იდეის განხორციელებისათვის.

ის, რაც 2009 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოებისას ბარაკ ობამას ოფიციალური მოხსენების

მიღმა დარჩა.

იუსტიციის დეპარტამენტის ზემოხსენებულ დოკუმენტში ხაზგასმული სამართლიანი ომის ოთხი

პრინციპი დაახლოებით შეესაბამება ბარაკ ობამას მიერ 2009 წელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებისას

წარმოთქმულ სიტყვებს:

,,ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც იგი წარმოებს როგორც

მხოლოდ და მხოლოდ მომავალი საფრთხისაგან თავდაცვის უკანასკნელი საშუალება, როდესაც

გამოყენებული ძალა მოწინააღმდეგის შესაძლებლობების პროპორციულია და როდესაც ყველანაირი

სირთულის ატანა ხდება მოქალაქეთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.’’

ის, რაც არც ობამას ამ გამოსვლასა და არც ზემოთ განხილულ დოკუმენტშია ნახსენები, გახლავთ

სამართლიანი ომის წარმოების კიდევ ოთხი დამატებითი პრინციპი, რომლის მიმოხილვაც ნამდვილად

ღირს. სამართლიანობის პრინციპის დასაკმაყოფილებლად ომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:

1. წარმოებდეს კომპეტენტური ხელისუფლების მიერ (ანუ რაციონალური, ლეგიტიმური რეჟიმისა და

არა ტირანიის);

2. უმთავრეს მიზანს წარმოადგენდეს სამომავლო მშვიდობის მიღწევა;

3. ეფუძნებოდეს მხოლოდ მართებულ მიზეზებს;

4. გააჩნდეს წარმატების დამაჯერებელი შანსები.

სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპების სიღრმისეული გააზრება გვაძლევს აბსოლუტურად

მართებულ მიზეზს რათა უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენების ადმინისტრაციისეული გამართლების

ძირეული პრობლემები და აბსურდული არგუმენტაცია ნათელზე გამოვიტანოთ. თუ გარდაუვალობის

პრინციპის ზემოხსენებული განსაზღვრებით ვიხელმძღვანელებთ და მას ყველაზე განვაზოგადებთ

,,უთუო საფრთხის გასანეიტრალებლად’’, მაშინ ჩვენი მოსაზრება არანაირად არ შეიძლება შეესაბამებოდეს

აქვე ხსენებულ რაციონალურობისა და ლეგიტიმურობის პრინციპებს. ამასთან, რაოდენ ,,მიმზიდველიც’’

არ უნდა ჩანდეს გარკვეული ტექნოლოგიური უპირატესობების მქონე უპილოტო აპარატთა გამოყენება

ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, ჩვენ არათუ წარმატების არანაირი დამაჯერებელი შანსები არ

Page 50: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

50505050

გაგვაჩნია, არამედ ასევე საეჭვოა ამ გზით სამომავლო მშვიდობის დამყარება, რამეთუ ყოველი მოკლული

ტერორისტი (რომ აღარაფერი ვთქვათ მშვიდობიან მოსახლეობაზე) მხოლოდ კიდევ უფრო ,,შთააგონებს’’

და უბიძგებს მათსავე თანამოძმეებს შემდგომი ტერორისტული აქტების განხორციელებისაკენ.

საინტერესოა, როგორაა შესაძლებელი ამ გზით სამომავლო მშვიდობისა და საბოლოო წარმატების

მიღწევა?!

სწორედაც რომ სამართლიანი ომის ასეთი სტანდარტებით გაზომილი გამართლებანი უპილოტო

საფრენ აპარატთა გამოყენებისა ბადებს გარკვეულ მსგავსებას თანამედროვე ომსა და ჯორჯ ორუელიესულ

სამუდამო ომს (რეალურ მიზეზგარეშე წარმოებული ხანგრძლივი ომი, როგორც ლეგიტიმაციის ერთ-ერთი

საშუალება) შორის. აბსოლუტურად შეუძლებელია იმსჯელო ომის სამართლიანობაზე, როდესაც მას არ

გააჩნია არც რეალური სამომავლო სამშვიდობო მიზნები და მით უმეტეს არც წარმატების რაიმე

დამაჯერებელი შანსები. ობამას მოხსენებაში ჩანდა არა კონტრ-ტერორისტული ომის ძირეული

გადახედვის სამომავლო გეგმები, არამედ ომისადმი მხოლოდ და მხოლოდ ახალი, განსხვავებული

კუთხით მიდგომა; შესაბამისად, უპილოტო აპარატებით წარმოებული ომის სამართლიანობაზე ლაპარაკიც

კი ზედმეტია, მიუხედავად პრეზიდენტის საპირისპირო მოსაზრებისა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,

რომ არა მხოლოდ ტრადიცული სამართლიანი ომის კანონების, არამედ აგრეთვე ჩვეულებრივი

ადამიანური მორალის გადმოსახედიდანაც კი, ადმინისტრაციას რეალურად მართებს ბუნდოვანი

დეფინიციების ნაცვლად საკუთარი არგუმენტაციის უკეთესი დამაჯერებლობისათვის გაცილებით

ნათელი და ადვილად გასაგები გამართლება უპოვოს უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენებას ან უკეთეს

შემთხვევაში შეზღუდოს კიდეც მათი გამოყენება.

ავტორი:

ერიხ ფრეიბერგერი ასწავლის ისტორიის ფილოსოფიას ჯეკსონვილის უნივერსიტეტში, ასევე ეთიკასა და

საჯარო პოლიტიკას სამაგისტრო პროგრამაზე. მას აქვს გამოქვეყნებული შრომები ეთიკის, პოლიტიკური

ფილოსოფიის, პლატონისა და შექსპირის შესახებ. ამჟამად ის მუშაობს წიგნზე, რომელშიც საუბარი იქნება

შექსპირისა და პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე.

ისრაელისრაელისრაელისრაელ-პალესტინისპალესტინისპალესტინისპალესტინის კონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტიკონფლიქტი ტერორიზმისტერორიზმისტერორიზმისტერორიზმის ჭრილშიჭრილშიჭრილშიჭრილში

დიანა ენდელაძე და გიორგი ჩაფიძე.

ისრელ-პალესტინის კონფლიქტი, რომლის

უფრო მართებული დასახელებაც ებრაულ-

არაბული დაპირისპირება იქნება, საერთაშორისო

ურთიერთობების უმწვავესი პრობლემაა. იგი

საკუთარი საწყისებიდან მოყოლებული შავი

Page 51: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

51515151

ხვრელივით ისრუტავს აქტორებს, ქვეყნების ინტერესებსა და ზოგჯერ საერთაშორისო სისტემის

სტაბილურობას. აგრეთვე, ხშირად სცდება მხოლოდ ეთნო-ტერიტორიულ ფარგლებს და განზოგადდება

უფრო ფართო, რელიგიათა თუ ცივილიზაციათა (არაბული და დასავლური) დაპირისპირების დონეზე.

ისრაელ-პალესტინის ტერიტორია წარმოჩინდება მათი დაპირისპირების ბრძოლის ველად, სადაც იქმნება

მიკროკლიმატი ამგვარი ანტაგონიზმის გამოვლენის მრავალი ხელსაყრელი პირობით. ამ კონფლიქტის

მსვლელობისას იკვეთება ზესახელმწიფოთა გლობალური (აშშ, სსრკ), საშუალო ძალის აქტორთა

რეგიონალური (ეგვიპტე, სირია) და შედარებით სუსტ სახელმწიფოთა (ლიბანი, იორდანია) ლოკალური

ინტერესები. თუმცა ამ ინტერესთა კონფლიქტის ჯაჭვის რგოლებს რომ მივყვეთ, აღმოჩნდება, რომ მასში

გაცილებით მეტი სუბიექტია ჩართული და ყველას ინტერესის გამოკვეთა მოუხელთებელი ამოცანაა.

მარტო იმისი თქმა რად ღირს, რომ ამ დაპირისპირებამ შეასრულა არსებითი როლი ჯიჰადისა და

მუსლიმურ-ფუნდამენტალისტური ტერორიზმის თანამედროვე ფორმებაში,რომელმაც უამრავი

დასავლური თუ არადასავლური ქვეყნის ტერიტორია მოიცვა. სწორედ ებრაელების სურვილმა,

აღედგინათ ქრისტეშობამდელი იუდეას სახელმწიფო, წარმოშვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმწვავესი

დაპირისპირება ახლო-აღმოსავლეთში , შესაბამისად, დიდი წვლილი შეიტანა ამ რეგიონის, როგორც

გლობალური პოლიტიკის განმაპირობებელი ბირთვის, გააქტიურებაში. დასაბამიდან მოყოლებული

(თუმცა რთულია, ზუსტად დადგინდეს, როდის ჩაისახა კონფლიქტი) იგი არ კარგავს აქტუალობას და

თითქმის ყოველღიურად მისი კვანძი უფრო და უფრო იხლართება. აღნიშნულ დაპირისპირებაში უმეტესი

ადგილი ტერორიზმს უჭირავს, რომელიც ამ შემთხვევაში ბრძოლის „აპრობირებულ“ მეთოდად

გვევლინება. მეტიც, თუ არ ჩავთვლით იმ ასიმეტრიულ, მაგრამ მაინც ომს, როდესაც სიტუაციის

უკიდურესი ესკალაცია მოხდა და დაპირისპირებამ სრულმაშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, ომის სახე

მიიღო, კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ ტერორიზმის ჭრილში განხილვას საჭიროებს. ტერორიზმი ამ

კონფლიქტისათვის წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ხდება დაპირისპირებულ მხარეთა

„ურთიერთობა“. სტატიაში პრობლემა ტერორიზმის პრიზმაშია წარმოჩენილი. ვცდილობთ ვაჩვენოთ, თუ

რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა მან კონფლიქტის პროვოცირებაში, განვითარებასა და დღემდე

მოუგვარებლად დარჩენაში. მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტების განხილვის საფუძველზე,

ვეცდებით, ორივე მხარის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები განვაზოგადოთ კონფლიქტის

მსვლელობის დონეზე და გამოვავლინოთ კაუზალური კავშირი დაპირისპირების გაღვივებასა და

რამდენიმე კონკრეტულ ტერორისტულ აქტს შორის, რომლებსაც მათი დიდი რეზონანსის მიხედვით

შევარჩევთ. ვფიქრობთ, რომ ქვემოთ მოცემული ტერორისტული ქმედებების მიზეზ-შედეგობრივი

კავშირების განხილვა კონფლიქტთან მიმართებით მოგვცემს საჭირო ხედვის კუთხეს, რომლითაც

შეიძლება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას შევხედოთ ტერორიზმის ჭრილში.

რატომ ტერორიზმი?

იმ დროს, როდესაც კონფლიქტი ღვივდებოდა, 20-იან წლებში, ბრძოლის მეთოდის განსაზღვრაზე

ისეთმა სუბიექტურმა ფატორებმა იქონია გავლენა, როგორიცაა: მცირე მოსახლეობა და რესურსები, ორივე

მხარის მიერ სამხედრო შეიარაღების არქონა და, ზოგადად, არმიის არარსებობა. ტერორიზმი – აქტორების

მიერ გამოყენებული იქნა იმ მუხტის გაღვივებისათვის, რომელსაც შემდგომში უნდა გამოეწვია საკუთარი

Page 52: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

52525252

ინტერესების დასაცავად უფრო მასშტაბური ეროვნული დაუმორჩილებლობის ფრონტის გაშლა.

ტერორიზმი ხომ საუკეთესო საშუალებაა ძალის შექმნისათვის იქ, სადაც ის არ არსებობს და მისი

კონსოლიდაციისათვის იქ, სადაც გაფანტულია.23 ებრაელებიც და ავტოქტონური მოსახლეობა -

პალესტინელი არაბებიც (რომელთაც ესაჭიროებოდათ ამგვარი ბრძოლის დაწყება) ფიქრობდნენ, რომ თავს

იცავდნენ მჩაგვრელი, რეპრესიული ეთნოსისაგან. აგრეთვე, სამთავრობო ინსიტუციისგანაც. კონფლიქტის

დასაწყისში ხომ არცერთი მხარე არ იყო კმაყოფილი ბრიტანული მანდატისა და იერუსალიმში მათი

ადმინისტაციის ფუნქციონირებით.24 მიაჩნდათ, რომ ისინი არსებულ სირთულეებს თავს ვერ ართმევდნენ

და გულგრილნი იყვნენ მათი ინტერესებისადმი. სწორედ ამ ფაქტორებმა შეუქმნა მხარეებს წარმოდგენა

საკუთარ თავზე, როგორც მსხვერპლზე, რაც ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა პარტიზანული ბრძოლის

დასაწყებად. კონფლიქტის საწყის ეტაპზე ებრაელებიცა და არაბებიც ტერორიზმს, როგორც საკუთარი

პოზიციის, ან პროტესტის გამოხატვის/დაფიქსირების ყველაზე ეფექტურ საშუალებასა და პოლიტიკური

გზავნილის გადაცემის ხერხს მიმართავდნენ სწორედ მაშინ, როდესაც მმართველი ძალა (ამ შემთხევაში

მანდატის მფლობელი) მათი ინტერესების შემლახავ დეკლარაციას მიიღებდა („თეთრი წიგნის“,

რომლითაც რეპატრიაციაზე კვოტები დაწესდა, თანამდევი უკმაყოფილება; 1936-39 წლის არაბული

აჯანყება ებრაელების მასშტაბური გადმოსახლების გამო; „კინგ დევიდის“ ინციდენტი).

ტერორისტული აქტების ჩადენა საკუთარი ინტერესების დასაცავად სუბ-ეროვნული ერთობების

ხშირი მახასიათებელია, 1948 წლამდე კი არცერთი მხარე სუვერენიტეტს არ წარმოადგენდა.25 ისრაელის

სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ პალესტინელებმა ბრძოლის დამკვიდრებული ტაქტიკის

(ტერორიზმის) შეცვლა არ ისურვეს (ალბათ, სხვა გზა არც ჰქონდათ, თუმცა, რთულია, ტერორისტული

ქმედება ერთადერთ გზად ჩაითვალოს), ეს არც ისრაელის სახელმწიფოს გაუკეთებია უბრალოდ მას სხვა

კვალიფიკაცია (სამხედრო დანაშაული, სადამსჯელო სამხედრო ქმედება) ენიჭება დამკვიდრებული

სტანდარტების თანახმად.

რა არის ტერორიზმი?

სანამ კონფლიქტს უშუალოდ ტერორიზმის ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, ეს ცნება

ოპერაციულად განისაზღვროს. ტერორიზმის დეფინიცია სამკაოდ კომპლექსურ პრობლემებთანაა

დაკავშირებული. მოვლენისათვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭება მასზე ყოველმხრივ

დაკვირვებას საჭიროებს და ამომწურავი არასდროსაა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს

ჩამოყალიებული წარმოდგენა იმ ქმედებათა შესახებ რომელთაც შესაძლოა ტერორიზმად მოვიხსენიოთ.

განსაკუთრებით რთულია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ტერორიზმის, ტერორისტული აქტისა და

თავად ტერორისტის (ინდივიდის ან ჯგუფის) განსაზღვრა. საკუთარი დაჩაგრულობის შეგრძნებით

გამოწვეული სასოწარკვეთა, რომელიც სუბიექტს აიძულებს რეპრესიული ეთნოსის (არაბები ან

ებრაელები) ან მთავრობის მიმართ (ბრიტანული მანდატი) ბრძოლის ექსტრემისტულ მეთოდებს

23 არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა. გვ: 197- 198. 24 სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:456. 25 არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა. გვ:197.

Page 53: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

53535353

მიმართოს, გზა გაუხსნას ფართომასშტაბიან წინააღმდეგობრივ მოძრაობებს და გადასცეს შორსმიმავალი,

„სამიზნე აუდიტორიის“ ცნობიერებაზე გავლენის მოსახდენად გათვლილი პოლიტიკური გზავნილი,

შესაძლოა ტერორიზმად მოვიხსენიოთ26?! ამ კონფლიქტში ტერორიზმის დეფინიციისას ორაზროვნებას

ვაწყდებით. თუკი ტერორიზმად თავად ძალადობრივ აქტს

მოვიხსენიებთ და მის უკან მდგომ მოტივაციას ყურადღების მიღმა

დავტოვებთ მაშინ ისრაელის (სახელმწიფო სუბიექტის) მიერ

განხორციელებული უამრავი ქმედებაც (ძირითადად სამხერდო

ოპერაციები) ტერორიზმთან გაიგივდება.27 მაგალითად,

ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭება 1982 წელს

ლიბანის ტერიტორიაზე მის შეჭრასა და ბეირუთის დაბომბვას

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (პგო) ლიდერის იასირ არაფატის განადგურების

მიზნით. აგრეთვე პალესტინელებისადმი მიმართულ სხვა „სადამსჯელო“ ოპერაციებს, რომელთაც

მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. ამ ხედვით, ისრაელის არმიის მიერ

ჩამოგდებული რაკეტები არაფრით განსხვავდება თვითმკვლელი ტერორისტის ტანზე დამონტაჟებული

ხელნაკეთი ბომბისაგან, რომელსაც აგრეთვე მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მეორე მხრივ,

ტერორისტები არ იკავებენ ტერიტორიას და არ ქმნიან ადმინისტრაციული მმართველობის ერთეულებს,

რაც განსხვავდებოდა პგო-ს სტატუსისაგან, რომელიც გაეროს მიერ 70-იანი წლების შუახანებამდე, ხოლო

ისრაელის მიერ მადრიდის კონფერენციამდე (1991) ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებოდა. თუმცა

მაინც ცხადია, რომ გადაწყვეტილება ვუწოდოთ ტერორისტი მეტად სუბიექტურია და დამოკიდებულია

იმაზე, ვუთანაგრძნობთ თუ არა მოცემულ პიროვნებას, ინდივიდთა ჯგუფს ან იდეოლოგიას.

ნებისმიერი ძალადობრივი აქტი, რომელიც თითქმის ყოველთვიურად ხდება, პირდაპირ თუ

ირიბად გავლენას ახდენს კონფლიქტის მსვლელობაზე. დაპირისპირებაში ტერორისტული ქმედებების

როლის წარმოჩენა და მოვლენების მსვლელობასთან შესაბამისობაში მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს,

ამიტომაც სტატიის საილუსტრაციოდ მიმოვიხილავთ იმ ტერორისტულ ქმედებებს, რომელიც, ჩვენი

აზრით, ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს ამ დაპირისპირებას ტერორიზმის ჭრილში და გვაძლევს იმ

ზოგად მოდელს, რომლის ფარგლებშიც მართებულია განვიხილოთ მიზეზობრივი კავშირები ტერორიზმსა

და საკითხის მსვლელობას შორის. ამისათვის კი შევარჩევთ ქმედებებს, რომლებმაც ყველაზე მეტად

შეუწყვეს ხელი სიტუაციის ესკალაციას.

ებრაული მხარე, როგორც ტერორისტი:

1939 წლის თებერვალში, ლონდონში გაიმართა სენტ-ჯეიმზის კონფერენცია, რომელშიც

მონაწილეობას იღებდნენ როგორც პალესტინის, ისე ისრაელის წარმომადგენლები. 17 მაისს, შეთანხმების

26 არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა. გვ:194 27 არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა. გვ:195

“It is not a matter of what is true that counts,

but a matter of what is perceived to be true.”

― Henry Kissinger

Page 54: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

54545454

საფუძველზე, ბრიტანეთის კოლონიების მინისტრმა, მალკოლმ მაკდონალდმა, პარლამენტს წარუდგინა

ანგარიში, რომელიც „თეთრი წიგნის“ სახელით არის ცნობილი.28 მასში ნათქვამი იყო პალესტინის

ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნის ვადებზე, რაღა თქმა უნდა, არაბული უმრავლესობით. თუმცა დიდი

ბრიტანეთი აწესებდა „აღთქმულ მიწაზე“ დაბრუნების მსურველ ებრაელთა კვოტას. ეს გულისხმობდა

იმას, რომ ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (რომლის დროსაც პალესტინაში მაქსიმუმ 75 ათასს

ებრაელს ჰქონდა ჩასვლის საშუალება) ებრაელებს აღარ ექნებოდათ ქვეყანაში შესვლის უფლება „თუ

პალესტინელი არაბები წინააღმდეგი იქნებოდნენ“.29 დიდი ბრიტანეთის ასეთი პოზიცია სრულიად

მიუღებელი აღმოჩნდა ებრაელი ხალხისთვის. ისინი უფრო მეტ დივიდენდებს ელოდნენ ოფიციალური

ლონდონისგან, პირველ რიგში კი, მათი სახელმწიფოს დაფუძნების მხარდაჭერას. ბრიტანეთში კი იმ

დროს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი და შესაბამისად, არაბების

გულის მოგებას ცდილობდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ ისინი გერმანიას მიემხრობოდნენ. „თეთრი წიგნი“

წორედ ამ საფრთხის აცილების მცდელობა იყო, თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს - არაბების გულის

მოგების სანაცვლოდ ბრიტანეთს გართულებები შეხვდა სიონისტი ტერორისტების სახით, რომლებიც,

როგორც ბრიტანულ წყაროებშია ნათქვამი, ასუსტებდნენ გერმანიასა და იტალიასთან ომის

მდგომარეობაში მყოფ ევროპის ყველაზე დიდ კუნძულოვან სახელმწიფოს. ებრაელების პოზიციიდან კი

დიდი ბრიტანეთის „მუხთლობის“ თანამდევი მოვლენები მხოლოდ პროტესტის გამოხატულება იყო. 40-

იანი წლების ტერორიზმი ნაკლებად ცივილური, მაგრამ ეფექტური საშუალება გამოდგა - ის გამოიხატა

პოლიტიკური მკვლელობებით და ძარცვით თელ-ავივში, საქმე ინგლისის სახელმწიფო მინისტრის (ახლო

აღმოსავლეთ საკითხებში), ლორდ მოინის, მკვლელობამდეც კი მივიდა, რომელიც უინსტონ ჩერჩილის

პირადი მეგობარი იყო.30 ებრაელები ამით არ დაკმაყოფილებულან, მათ უფრო საიმედო თანამოაზრეს

ძებნა დაიწყეს და 1942 წლის 11 მაისს ებრაული სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე,

რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა (მიიღეს „ბალტმორის პროგრამა“, რომლის მიზანი იყო პალესტინის

ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს დაარსება შეუზღუდავი იმიგრაციით), ირიბად დადასტურდა

ახალი მოკავშირეს - ა.შ.შ.-ის ვინაობა. დიდი ბრიტანეთისთვის „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა იერუსალიმის

სასტუმრო „კინგ-დევიდში“ მომხდარი ტერაქტი 1946 წლის 22 ივლისს. ამ შენობაში განლაგებული იყო

პალესტინის ბრიტანული ადმინისტრაციის მმართველობა. ბომბის აფეთქებას 91 ადამიანის სიცოცხლე

შეეწირა.31 ტერაქტმა გამოავლინა თუ რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს პასუხი ებრაულების ინტერესების

მიმართ ინდიფერენტულობაზე.

განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე ორი ერის კოჰაბიტაცია

მინიმუმ სამოქალაქო ომის საფრთხეს შექმნიდა, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი შეირყა არა

მხოლოდ ებრაელების, არამედ არაბებს შორისაც. შესაბამისად, ოფიციალურ ლონდონს მოუწია „თეთრი

წიგნის“ არა გადახედვა, არამედ საერთოდ მანდატის გაეროსთვის დათმობა 1947 წლის 14 თებერვლიდან.

28 სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:455-56 29 სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:461 30 სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:462 31 გაჩეჩილაძე, რევაზ. 2011. ჩემი მეოცე საუკუნე. (II ტომი). თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გვ:

Page 55: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

55555555

ეს მათთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც მართებული იყო. ბრიტანეთმა

მარტივად გადაწყვიტა თავისი პრობლემა - ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაულოცა. უნდა

აღინიშნოს, რომ ზემოთ მოთხრობილი მოვლენები გვაძლევს საფუძველს, რომ უფლის რჩეული ერი

მხოლოდ ჩაგრულის პოზიციიდან არ განვიხილოთ. ტერორისტული ქმედებები მათ არქვიშიც მოიძებნება,

რომლებსაც უდანაშაულო ხალხი ეწირებოდა, ხოლო თუ რას ნიშნავს უდანაშაულო მსხვერპლი,

ებრაელებზე კარგად ვის უნდა ესმოდეს?!

არაბული ტერორიზმი:

ტერორიზმი არაბების საკუთარი ინტერესების დასაცავად ბრძოლაში ფესვგადგმული მეთოდია.

კონფლიქტის მსვლელობისას, მათ აჩვენეს თუ რამდენად სასტკები შეიძლება იყვნენ, როდესაც მათი

ინტერესების ხელყოფა ხდება. პალესტინელებს მრავალი ტერორისტული აქტი აქვთ მოწყობილი, (თუმცა,

თავად ისინი ნაკლებად აღიქვამენ ამ ყოველივეს ტერორიზმად და უყურებენ, როგორც სამართლიანობის

აღსრულებას) მათ ქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, რომ აღარაფერი ვთქვათ

დაღუპულ სამხედროებსა და თავად ორგანიზატორებზე. არაბულ ტერორიზმზე საუბრისას

განსაკუთრებით აღსანიშნავია მიუხენის ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, წინ წამოწია

ამ დაპირისპირების აქტუალობა და კიდევ უფრო

გაუმტკიცა ებრაელ ერს ჩაგრულის სტატუსი. 1972

წელს, შუაგულ ევროპაში, როცა მიუხენი მთელი

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ოლიმპიადის

გამო, შავი სექტემბრის ორგანიზაციამ (სახელი

უკავშირდება იორდანიიდან პალესტინელების

იძულებით გამოდევნას 1969 წლის სექტემბერში32)

მოაწყო კიდევ ერთი შავი სექტემბერი, ოღონდ

ამჯერად ებრაელებისთვის. მათ ტყვედ აიყვანეს და

შემდეგ დახოცეს ებრაული დელეგაციის 11 წევრი და

ერთი გერმანელი პოლიციელი, რომელიც ორმხრივი

ცეცხლის დროს ტერორისტების ტყვიამ იმსხვერპლა.

ტერაქტის საპარუხოდ ისრაელის მხარემ

განახორციელა „ოპერაცია ღვთის რისხვა“ და

დაბობმა პგო-ს ბაზები ლიბანსა და სირიაში.

ტერაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით აქტიურობდა

ნიქსონის ადმინისტრაცია, რომელმაც ტერაქტს მიანიჭა საერთაშორისო თანამეგობრობის საფრთხის

სტატუსი.

32 Amos, John. 1980. Palestinian Resistance: Organization of a Nationalist Movement. Oxford: Pergamon Press. Pg:253

ნიუნიუნიუნიუ იორკიორკიორკიორკ თაიმსშითაიმსშითაიმსშითაიმსში მიუხენისმიუხენისმიუხენისმიუხენის ტერაქტისტერაქტისტერაქტისტერაქტის

მეორემეორემეორემეორე დღესდღესდღესდღეს დაბეჭდილიდაბეჭდილიდაბეჭდილიდაბეჭდილი სურათისურათისურათისურათი ((((დაჭრილიდაჭრილიდაჭრილიდაჭრილი

ებრაელიებრაელიებრაელიებრაელი ათლეტიათლეტიათლეტიათლეტი თაღსთაღსთაღსთაღს ქვეშქვეშქვეშქვეშ))))

Page 56: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

56565656

ტერაქტიდან 3 დღეში 1972 წლის 8 სექტემბერს გაეროს ავსტრიელმა გენერალურმა მდივანმა კურტ

ვალჰაიმმა საერთაშორისო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა დაეგმოთ და რეაგირება მოეხდინათ

ამ კონკრეტულად აქტზე („გაერო აღარ უნდა დარჩეს მდუმარე აქტორად“) და ყველა იმ შემთხვევაზეც

რომელიც დაემუქრება საყოველთაო მშვიდობას.33 მსოფლიოს შეექმნა მცდარი წარმოდგენა, რომ

კონფლიქტში ერთადერთ მოძალადეს იყო პალესტინა წარმოადგენდა. ამას კი ზურგს უმაგრებდა

დასავლეთის ქვეყნების კომპლექსი ჰოლოკოსტის გამო. ევროპაში ებრაელ ერს ხედავდნენ, როგორც

წარსულში გადადგმული თავიანთი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების მსხვერპლს. ტერორისტულ აქტს

დიდი რეზონანსი მოჰყვა პოლიტიკურ ლიდერებში. მთელმა მსოფლიომ, რა თქმა უნდა არაბების გარდა

(თუმცა აქაც იყო გამონაკლისი იორდანიის სახით, რომელიც იყო ერთადერთი არაბული ქვეყანა,

რომელმაც შავი სექტემბრის ორგანიზაციის ქმედება შეაფასა როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი

უმძიმესი დანაშაული), დაგმო პალესტინელების სისასტიკე. ეს აქტი თავისი მნიშვნელობით

გამოირჩეოდა, იმიტომ, რომ დიდად განაპირობა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია კონფლიქტში

მხარეების პოზიციის შეფასებაბაში. ამის შემდეგ, ისრაელს თითქოს მწვანე შუქი აენთო ძალადობრივი

ქმედებების განსახორციელებლად, თანაც ისე, რომ მათ შემდგომ დანაშაულებს უმეტესად მსუბუქ

შეფასებას აძლევდნენ. ის იშვიათად სცდებოდა საპასუხო ქმედებების კვალიფიკაციას. ხშირია რიტორიკა,

რომ „ყველამ უნდა გაითავისოს და პასუხი სცეს ებრაელების ზარალსა და ეროვნულ ტრაგედიას“34 თუმცა

რატომაა ამაში დამნაშავე პალესტინური მხარე, რომელიც რეალურად იჩაგრება, არა მხოლოდ უშუალო

მოწინააღმდეგის (ისრაელის), არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბუნდოვნად რჩება.

ორი მხარე, როგორც ტერორისტი:

1982 წელს ლონდონში პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების აბუ-ნიდალის მიერ

განხორციელებული ტერორისტული აქტი ისრაელის ელჩის შლომო არგოვის მოკვლა გახდა

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ფორმალური საბაბი (დაახლოებით ისე, როგორც

სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობა). აბუ-ნიდალის წევრმა დაჭრა ბრიტანეთში ისრაელის ელჩი,

თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო. მომხდარი ევროპულ და ამერიკულ პრესაში გაშუქდა, როგორც

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აქტივისტების მიერ განხორციელებული

ტერორისტული აქტი. პგო ისრაელის მთავარ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდა და საკითხის ამგვარი

გამოაშკარავება, როგორც ჩანს, ხელს აძლევდა ისრაელსაც და მისი პოზიციის გამზიარებლებსაც (მაგ: აშშ-

ს). იმავე დღეს ელჩის მკვლელობის მცდელობით „დაზარალებულმა“ და „სასოწარკვეთილმა“ ისრაელის

მხარემ გადაწყვიტა საკუთარი სახელმწიფოებრიობის მტერზე, პალესტინის განმათავისუფლებელ

ორგანიზაციაზე შურისძიება და დაიწყო ე.წ. „სადამსჯელო ოპერაციების გატარება“. ისრაელის თავდაცვის

ძალებმა დაარღვიეს ლიბანი სუვერენიტეტი შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რათა გაენადგურებინათ პგო-ს

მთავარი შტაბი და მოეხდინათ კონკრეტულად იასირ არაფატის ლიკვიდაცია.35 მათ აგრეთვე სურდათ

ტერორისტების ლიბან-ისრაელის საზღვრის გასწვრივ განლაგებული ბაზების განადგურება. არიელ

შარონის განცხადებით „მშვიდობა დასავლეთ სანაპიროზე მოითხოვს ლიბანის ტერიტორიაზე პგო-ს

33 Department of State to the Mission at the United Nations, September 8, 1972. 34 Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 349. 35 Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 354

Page 57: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

57575757

ძალების განადგურებას“.36 ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ბეირუთის ტერიტორიაზეც არაფატის

შტაბის განადგურების მიზეზით. ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც

„სადამსჯელო“ და „საპასუხო“ ღონისძიება ექსტრემისტებტების გასანეიტრალებლად. რეალურად კი ამ

სამხედრო ოპერაციას მოჰყვა გაცილებით დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა ან დაჭრა,

ვიდრე ებრაელების ზარალი იყო. მან აგრეთვე ფორმალურად განაპირობა ოპერაციის - „მშვიდობა

გალილეაში“ - დაწყება. შესაძლოა დაისვას ლოგიკური კითხვა, ტერორიზმად მხოლოდ ებრაელი ელჩის

მკვლელობის მცდელობა უნდა მოვიხსენიოთ თუ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთის

მშვიდობიანი მოსახლეობის გაცილებით დახვეწილი მეთოდებით დახოცვა? ტერორიზმის არსებული

დეფინიციით სახელმწიფო (ამ შემთხვევაში ისრაელი) არ წარმოადგენს ტერორისტული აქტების

განმახორციელებელ სუბიექტს, თუმცა ეს ფაქტი გვიჩვენებს აშკარა ტენდენციურობას. პირველ რიგში, ეს

ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ისრაელის ამგვარი ქმედებები იშვიათადაა დაგმობილი და პირიქით

წახალისებულიც კია (საჯაროს არავის დაუგმია ოპერაცია „ღვთის რისხვა“ ანდაც არაბების ბაზების

დაბომბვა ლიბანსა თუ სირიაში). ფაქტია, რომ ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება

არაფრით განსხვავდება კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი არმიის მიერ ისეთივე მშვიდობიანი

მოსახლეობის გაცილებით დიდი მასშტაბებით მკვლელობისაგან. გამომდინარე აქედან, კონფლიქტი

შესაძლოა შევასაფოთ, როგორც ტერორისტული ქმედებების უწყვეტი ჯაჭვი და მართებულია, ორივე

მხარეს მივაწეროთ ამგავრი აქტებზე პასუხისმგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს უშუალო აქტორებიცა და საერთაშორისო

პოლიტიკური ორგანიზაციებიც აცნობიერებენ, რეალურად, ამ კონფლიქტში ტერორიზმის

აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები უშედეგოა. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვეთა ისრაელ-

პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის ისეთი შემაფერხებელი და მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორიცაა

ორივე მხარეს მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები. მათი გავლენა დაპირისპირების გამწვავებაზე

აშკარა და ურთიერთგანმაპირობებელია. მუშაობს ფორმულა - პალესტინის ტერორისტული ქმედებები

აუცილებლად იწვევს ისრაელის მიერ განხორციელებულ „სადამსჯელო ღონისძიებებს“.ეს უკანასკნელნი

კი არაფრით არ ჩამოუვარდებიან არაბულ ტერორისტულ აქტებს და ხშირად აღემატებიან კიდეც

სისატიკითა და უდანაშაულო მსხვერპლის რაოდენობით. ტერორიზმისა და სიტუაცის ესკალაციის

მიზეზ-შედეგობრივი ბუნება კონფლიქტის მსვლელობაში, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ის

პრობლემის მოუგვარებლობის განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორია. ბრძოლის ასეთი წესები კი

შემთხვევითი არ არის. ის განაპირობა ალტერნატივის არარსებობამ და ზოგადად, პალესტინის

ტერიტორიაზე შექმნილმა პოლიტიკურმა კლიმატმა. ვფიქრობთ, რომ ტერორისტული აქტების აღკვეთა

მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიტუაციის დარეგულირებას და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ახლო-

აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ.

36 Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 350

Page 58: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

58585858

ჩინეთიჩინეთიჩინეთიჩინეთი საერაშორისოსაერაშორისოსაერაშორისოსაერაშორისო არენაზეარენაზეარენაზეარენაზე

ავტორი - ჯეიმს ჰოგი

გამოქვეყნდა 2010 წლის 1აგვისტოს. გამომცემლობა ‘Foreign

Affairs’. 154 გვერდი

21-ე საუკუნეში აღინიშება მნიშვნელოვანი ძვრები სავაჭრო

საქმიანობაში, მსოფლიო დოვლათის გადანაწილებასა და

პოლიტიკის წარმოებაში. ჩინეთი ამ ცვლილებების ცენტრი

გახდა და სწრაფად მიაღწია განუზომელ ძალაუფლებას, რაც

სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის

შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ

როგორ მოახდენს არსებული საერთაშორისო წესრიგის

რებალანსირებას ჩინეთის მზარდი როლი.

წიგნში საუბარია ჩინეთის მზარდი როლის გეოპოლიტიკურ

შედეგებზე, იმ ეკოლოგიურ და განვითარების თანმდევ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ჩინეთი.

განხილულია მისი ურთიერთობები ისეთ ძირითად მოთამაშეებთან, როგორებიცაა აშშ., რუსეთი და

ტაივანი. წიგნში თავმოყრილი თემები საერთო ჯამში ასახავს საერთაშორისო სისტემაში გლობალურ

დონეზე მიმდინარე ღრმა ცვლილებებს, იმას თუ როგორია პროგნოზირებად მომავალში კონფლიქტისა და

მშვიდობის აღქმა ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო დონეზე. ჰოგი საუბრობს ჩინეთის წინსვლაზე,

გაზრდილ შესაძლებლობებზე და მისგან მოსალოდნელ პოლიტიკურ სვლებზე, რადგან ჩინეთის

ფენომენის უგულებელყოფა შეუძლებელია იმ რესურსებიდან გამომდინარე, რისი საკმაოდ დიდი

პოტენციალიც გააჩნია ამ ქვეყანას.

აღნიშნული წიგნი დგაგეხმარებათ გაეცნოთ ჩინეთის შესაძლებლობებს, სწორად გაანალიზოთ არსებული

ვითარება და შეძლოთ მომავალი მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების შეძლებისდაგვარად

განჭვერტა, სადაც ჩინეთის შესაძლებლობები და როლი ვერ იქნება ყურადღების მიღმა დატოვებული.

ელენე კურტანიძე

Page 59: The diplomat/დიპლომატი

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი აგვისტო2013

59595959

ჟურნალი გამოვიდა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის International Relation Georgia-ს პროექტ

„დიპლომატის“ ფარგლებში. ჟურნალზე მუშაობდნენ: ლევან გორგაძე, გიორგი ჯანგიანი, ზურაბ

ჭანკვეტაძე, ოთო კობახიძე, გიორგი ჯიქია, რეზო ჯანაშია, სალომე ხვადაგიანი, დათო უჩაძე, გიორგი

ხატიაშვილი, მარიამ წიწიკაშვილი, ლაშა ჩახნაშვილი, ანა მიქაუტაძე, დიანა ენდელაძე, გიორგი ჩაფიძე,

აჩიკო ყვე ლაშვილი, ელენე კურტანიძე.

დიპლომატი აგვისტო 2013.

We just doing our work .. We are what we do…

“There is only one way to avoid criticism: do nothing, say nothing and be nothing”

Aristotle