Saboloo daskvna Petre Lobzhanidze

9
საბოლოო

Transcript of Saboloo daskvna Petre Lobzhanidze

Page 1: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

საბოლოო

Page 2: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

მამია გურიელი

გურიელი მამია დავითის ძე ქართველი პოეტი. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853 წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-1856 წწ.). მალე თავი დაანება სამხედრო სამსახურს (1861).

მამია გურიელმა ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ლექსია "ფარვანა" ("ცისკარი", № 1). მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია ("ფანტაზია", 1868; "ოცნება", 1887 და სხვ.). იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას ("რა კარგია ყმაწვილობა", 1881; "რათ მინდა?", 1887).

მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია ("პოეტი და ჩვენება", 1883; "ჩემი ალავერდი", 1879). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი" (1867). მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა "რაშიდ ვარდანოღლი" (1872 - 1879 წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინისა და მ. ლერმონტოვის თხზულებანი. მისი ფსევდონიმი იყო "ფაზელი". . 1891 წლის 25 ივლისს მამია გურიელი გარდაიცვალა. დაკრძალეს ქუთაისში, არქიელის მთაზე.

Page 3: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

რაც მეტს ვკითხულობ და ვუკვირდები, მით უფრო ცხადი ხდება, რომ წარსულიდან ყველაზე ახლობელი ჩვენთვის მაინც მეცხრამეტე საუკუნეა. ეს ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, განსაკუთრებით კი მაგიური სახელებით.

ერთ-ერთი ასეთი სახელია "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" - საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თავიდანვე მასშტაბური მიზნები ჰქონდა.

ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც დააარსეს მოწინავე ქართველმა მოღვაწეებმა 1879 წელს თბილისში, კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფილობით ორგანიზაციას წარმოადგენდა. მისი შექმნის იდეა ვიწრო წრეში ჩაისახა (იაკობ გოგებაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით ყიფიანი და სხვები).

საზოგადოების დამფუძნებელი სხდომა გაიმართა 1879 წლის 15 მაისს.

საზოგადოებამ მოღვაწეობის დასაწყისშივე შეისწავლა სკოლების მდგომარეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობა, დაიწყო ზრუნვა თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთაც სკოლების დაარსებაზე.

საზოგადოებამ მრავალი ქართული ხელნაწერი შეაგროვა ეკლესია-მონასტრებისაგან, ბევრი იყო კერძო შემოწირულობაც. შედგა ძვირფასი ხელნაწერების მდიდარი ფონდი, რომელიც ამჟამად შეადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ე.წ. შ ფონდს.

1922 წლიდან „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას― „წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება‖ უწოდეს. ხოლო 1926 წელს - „მწიგნობარი‖. 1927 წლის 24 აპრილს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. მისი კუთვნილი ხელნაწერები ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში, ისტორიული საბუთები კი – Sd ფონდში.

Page 4: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

ძველი ოპერის თეატრი მე–19 საუკუნე მუსიკალური განვითარების მხრივ ძალიან

მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან იქნა აგებული პირველი ოპერისა და ბალეტის თეატრი მთელს საქართველოში ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია). იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა მაშინვე გაბატონდა მოედანზე. მაგრამ 25 წლის შემდეგ სამწუხაროდ ძველი შენობა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურდა, პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება(აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა).

Page 5: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

ახალი ოპერის თეატრი

სბედნიეროდ 22 წლის შემდეგ ხანძრის მიერ განადგურებული შენობა ხელახლა აგებული იქნა 1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის― მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა).

შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს. ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.

ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.

აქედან გამომდინარე ვხვდებით რომ მე–19 საუკუნე ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო მუსიკალურ მხრივ არამედ ყველა ხელოვნების დარგის მხრივ.

Page 6: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

კონსერვატორია ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის კონსერვატორიის შენობს

რომელიც 1901-1904 წლებშია აგებული. თავდაპირველად იგი სამუსიკო სასწავლებლისთვის იყო განკუთვნილი. 1917 წლიდან სამუსიკო სასწავლებლის შენობაში თბილისის სახელწიფო კონსერავორიამ დაიდო ბინა.

კონსერვატორიის შენობა ეკლექტური სტილისაა. გარედან რენესანსულ-ბაროკული ელემენტებითაა გაფორმებული; ეკლექტურია მისი საკონცერო დარბაზებიც. მცირე დარბაზის მხატვრულ გაფორმებაში აღსანიშნავია მოდერნის სტილის მაღალმხატვრული ნაძერწობა.

თბილისის კონსერვატორია დიდი ტრადიციების საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა. იგი საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი და თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ იმართბა კონცერტები, საერთაშორისო კონკურსები და ფესტივალებ.

კონსერვატორიაში არის მუზეუმიც, სადაც XIX-XX სს-ის ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის უნიკალური ექსპონატები ინახება.

1947 წლიდან თბილისის სახელწიფო კონსერვატორია ცნობილი ქართველი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

Page 7: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

დღევანდელი საქართველოდღევანდელი საქართველო – უნიკალური სახელმწიფო ფენომენია.

მსოფლიო თანამეგობრობაში, ალბათ, ვერ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, მეორე ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი განცხადებებით, მოქმედებებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით, საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებით, ქვეყნის მეურნეობის მართვის მეთოდებით – სტაბილურად, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს აღწევდეს.

რას წარმოდგენს დღევანდელი საქართველო ?

– ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 1979 წელს შეადგენდა 5 450 000 ადამიანს, დღეს ოფიციალურად დავიდა 4 440 000–მდე, ხოლო ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით –3 700 000–მდე.

– 1990 წლიდან ქვეყნის სათავეში მყოფი, სხვადასხვა ხელისუფალთა მცდარი და უპერსპექტივო პოლიტიკის გამო, მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

– აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენენ, საკუთარ ქვეყანაშივე იქცა ლტოლვილად და მათი საერთო რაოდენობა 300 000 ადამიანია, ანუ მთელი მსოხლეობის 8 პროცენტზე მეტი.

Page 8: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

რას წარმოადგენს დღევანდელი საქართველო?

– ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.

განსაკუთრებით, ეს მწარმოებლურ დარგებს ეხება და, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას.

– უმუშევრობის რეალურმა დონემ 60 პროცენტს გადააჭარბა.

– უკიდურესად დაბალია მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით, პენსიონერების, ხეიბრების, მარტოხელა და უმწეო ადამიანების.

– მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილისათვის, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ჯანმრთელობის რეალური დაცვა, ხოლო სამედიცინო დაზღვევის სისტემა ხელისუფლების მიერ დადგმულ მორიგ ფარსად იქცა.

– ხელისუფლების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით შექმნილმა მონოპოლიებმა, გამოიწვიეს უპრეცედენტო ინფლაციური პროცესები და ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების, კომუნალური გადასახადებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების გადახდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა.

Page 9: Saboloo daskvna  Petre Lobzhanidze

გმადლობთ