july, 2010.pdf

9
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #8 ივლისი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი 31 ივლისი -1 აგვისტოს, პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, ადგილობრი– ვი თვითმმართველობებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა თვითმმართველობების მიერ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა იყო. ტრენინგში პროექტის ორი სამიზნე რეგიონის – ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები მონაწილეობდნენ. სამუშაო ჯგუფებში მათ დეტალურად წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი სამსახურების მუშაობის პრინციპები და მისია, რომელიც მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ,,ასეთი შეხვედრები ნამდვილად დაგვეხმარება მუშაობაში და პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებაში. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება თვითმმართველობების მუშაობით”, განაცხადა ახალციხის საფინანსო სამსახურის უფროსმა გეგა ივანიძემ. ტრენინგს ამერიკის ხაზინის ადგილობრივი წარმომადგენელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი საბიუჯეტო საკითხებში რონი ს. ბერგმანი უძღვებოდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. ,,დღევანდელ ტრენინგზე ადგილობრივ თვითმმართველობებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ როგორ მოახდინონ პრიორიტეტების გაწერა, რომ უკეთ მოარგონ საბიუჯეტო რესურსებს მოსახლეობის მოთხოვნები. ჩვენ ასევე ვასწავლით მათ, რომ ზუსტად განსაზღვრონ და დაინახონ რამდენად ახლოს არიან სასურველ შედეგთან და კარგად მოქმედებენ თუ არა საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით თვითმმართველობები მოსახლეობას უკეთესად მოემსახურებიან”, განაცხადა რონი ს. ბერგმანმა. პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. თვითმმართველობებს პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

Transcript of july, 2010.pdf

Page 1: july, 2010.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#8 ივლისი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

31 ივლისი -1 აგვისტოს, პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, ადგილობრი–ვი თვითმმართველობებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა თვითმმართველობების მიერ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა იყო.

ტრენინგში პროექტის ორი სამიზნე რეგიონის – ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები მონაწილეობდნენ. სამუშაო ჯგუფებში მათ დეტალურად წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი სამსახურების მუშაობის პრინციპები და მისია, რომელიც მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

,,ასეთი შეხვედრები ნამდვილად დაგვეხმარება მუშაობაში და პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებაში. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება თვითმმართველობების მუშაობით”, განაცხადა ახალციხის საფინანსო სამსახურის უფროსმა გეგა ივანიძემ.

ტრენინგს ამერიკის ხაზინის ადგილობრივი წარმომადგენელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი საბიუჯეტო საკითხებში რონი ს. ბერგმანი უძღვებოდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ.

,,დღევანდელ ტრენინგზე ადგილობრივ თვითმმართველობებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ როგორ მოახდინონ პრიორიტეტების გაწერა, რომ უკეთ მოარგონ საბიუჯეტო რესურსებს მოსახლეობის მოთხოვნები. ჩვენ ასევე ვასწავლით მათ, რომ ზუსტად განსაზღვრონ და დაინახონ რამდენად ახლოს არიან სასურველ შედეგთან და კარგად მოქმედებენ თუ არა საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით თვითმმართველობები მოსახლეობას უკეთესად მოემსახურებიან”, განაცხადა რონი ს. ბერგმანმა.

პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

თვითმმართველობებს პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

Page 2: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას შეუწყობს ხელს

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახალ პროექტს იწყებს,რომელიც ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის მიერ არის მხარდაჭერლი. ერთწლიანი პროექტი ქვემო ქართლში სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხრციელდება: სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის CiDA –ს ბაზაზე ერთგვარი რესურსცენტრი შეიქმნება. ორგანიზაციებს

საშუალება ექნებათ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიყენონ, როგორც CiDA –ს ტექნიკური ბაზა, ასევე ტრენინგ–დარბაზი და ბიბლიოთეკა.

პროექტი ითვალისწინებს ასევე სპეციალური საინფორმაციო ქსელის ორგანიზებას, რომლის საშუალებითაც რეგიონული ორგანიზაციები ძალიან სწრაფად მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, ინტერნშიფების, სამუშაო ვაკანსიებისა და საგრანტო განაცხადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს იურისტი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციების გაცემას უზრუნველყოფს.

პროექტში გათვალისწინებულია ტრენინგების ციკლიც, რომელთა საშუალებითაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები განივითარებენ პროექტების წერის, დაფინანსების მოპოვების, სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის უნარებს. შეისწავლიან პროექტის მენეჯმენტს და მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს დონორებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ტრენინგების კურსი ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვისაც, რომლებიც წაახალისებენ სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და მედია ორგანიზაციების ქსელურ თანამშრომლობას.

“ამ ტრენინგების და საერთოდ, პროექტის მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნეს სექტორთან, მედიასთან დავაახლოვოთ. სწორედ ამიტომ, კონკრეტულად ამ ჯგუფებისთვის პროექტი გარკვეული ტიპის ტრენინგებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, გვექნება გაერთიანებული ტრენინგებიც, იმისთვის, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა იმუშაონ ერთად“, განაცხადა CiDA –ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოხდება სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის აქტიური პოპულარიზაცია სხვადასხვა კამპანიების საშუალებით. ამ პროცესში ადგილობრივი მედია საშუალებებიც იქნება გამოყენებული, რათა საზოგადოებისათვის გასაგები გახდეს, რას საქმიანობენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და რა სარგებლობა მოაქვთ მათ ქვეყნისთვის.

პროექტში გათვალისწინებულია ქართული ენის სამთვიანი კურსები სამოქალაქო ორგანიზაციების ეროვნული უმცირესობების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა.

პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდება გამოცდილების გაცვლას (ინტერნშიფებს) – ქვემო ქართლის ორგანიზაციები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისის განვითარებულ ორგანიზაციებში გაიგზავნებიან, რათა პრაქტიკაში ნახონ, როგორ მუშაობენ წარმატებული ორგანიზაციები.

პროექტში ჩადებულია მცირე გასრანტო ფონდიც. პროექტის დასკვნით ნაწილში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის გავლის შემდეგაც, ხუთი ადგილობრივი ორგანიზაცია დაახლოებით 2 ათასიან გრანტს მიიღებს კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

CiDA სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების სფეროში 2005 წლიდან საქმიანობს.

Page 3: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

ახალგაზრდული კლუბის წევრები ბეთანიაში ესკურსიაზე იყვნენ

2 ივლისს, “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” წევრები ექსკურსიაზე ბეთანიაში წავიდნენ.

ექსკურსია “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” ფარგლებში განხორციელებული მორიგი აქტივობა იყო, რომლის მიზანსაც კლუბის წევრი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

“ექსკურსიის მიზანი ადგილობრივი და დევნილი მოზარდების დაახლოება იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ახალგაზრდები გაერთნენ, კიდევ უფრო დამეგობრდნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს”, განაცხადა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორმა ეკატერინე რიჟამაძემ.

ექსკურსია ბეთანიის მონასტრის მონახულებით დაიწყო, ბუნებაში სუფრის გაშლით გაგრძელდა და წინასწარ ორგანიზებული სხვადასხვა თამაშობებით დასრულდა. ახალგაზრდები უკან სასიამოვნოდ დაღლილები და კმაყოფილები დაბრუნდნენ.

“კლუბის თითქმის ყველა წევრი წავიდა ექსკურსიაზე, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რომ დრო უქმად არ დამიკარგავს. მიზანმა გაამართლა _ ერთმანეთი ყველამ უკეთ გაიცნო, ერთად გავერთეთ და ძალიან ვისიამოვნეთ”, თქვა კლუბის წევრმა მარიამ გოგოლაძემ.

“ერთმანეთი გავიცანით, დავახლოვდით, ბევრიც ვიმხიარულეთ... ერთი სიტყვით, ძალიან კარგი იყო... მსგავსი რამ თუ ხშირად ჩატარდება, კარგი იქნება ერთმანეთთან ერთიერთობისთვის”, აღნიშნა კლუბის წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი გოროზიამ.

ექსკურსია CiDA-ს მიერ, “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” წევრებისთვის იყო ორგანიზებული.

“ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი” რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

Page 4: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

პროექტ SIIMS–ის ფარგლებში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

პროექტ SIIMS–ის ფარგლებში, ქვემო და შიდა ქართლში, მექანიზატორთა ახალი ჯგუფების შესარჩევად და მათთვის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გადასაცემად, პირველ ივლისს, კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა.

საკონკურსო განაცხადი დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა მექანიზატორთა 15-მა ჯგუფმა შეავსო. საბოლოო არჩევანი, კომისიამ, რომელიც CiDA-სა და CARE-ს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, კოდის, შაუმიანისა და ხურვალეთის მექანიზატორთა

ჯგუფებზე შეაჩერა. გადასაცემი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უშუალოდ მექანიზატორთა ჯგუფებთან

კონსულტაციების შედეგად შეირჩა.„თითო ჯგუფისთვის, საშუალოდ, ოთხი–ხუთი მისაბმელია გათვალისწინებული – იმის მიხედვით,

თუ რა ღირებულების ტექნიკა აქვთ მოთხოვნილი თვითონ მექანიზატორთა ჯგუფებს. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც „ბელარუსის“ ფირმის ტრაქტორებს შევისყიდით თავისი მისაბმელებით“, განაცხადა პროექტ CiDA-ს ბიზნესის განვითარების ოფიცერმა ქვემო ქართლში დავით თარიმანიშვილმა.

ტექნიკის გადაცემამდე, მექანიზატორთა ჯგუფებმა შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილონ: ჯგუფები ასოციაციებად –არაკომერციულ იურიდიულ პირებად უნდა ჩამოყალიბდნენ. მათ, ასევე, უნდა მოწყონ ტექნიკის სადგომი, რათა მომავალში ტექნიკის უსაფთხო შენახვა უზრუნველყონ.

გადაცემის შემდეგ კი, ტექნიკის გამოყენების მთავარი პირობა ისაა, რომ მექანიზატორთა ჯგუფები, პირველ რიგში, დევნილებს უნდა მოემსახურონ, თანაც მხოლოდ საწვავის ფასად.

ამ ეტაპზე, მექანიზატორთა ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი უკვე მათთან ერთად ბიზნეს გეგმების დამუშავება იქნება.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ̀ ქეა ნორვეგია” და “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA). პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან დევნილ ქალთა ასოციაცია `თანხმობა” და “ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC)”.

Page 5: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-მ საკუთარი საქმიანობის ანგარიში გამოსცა

CiDA-მ 2009-2010 წლების საქმიანობის ანგარიში გამოსცა. ანგარიში

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მიმდინარე

სტრატეგიასა და იმ პროექტებს მოიცავს, რომელსაც ორგანიაზაცია ამ ეტაპზე

ახორციელებს. მასში მოცემულია ასევე უკვე დასრულებული პროექტების

სრული ნუსხაც.

ანგარიშში ვრცელი და დეტალური ინფორმაციაა ჩადებული CiDA -ს

მიერ განხორციელებულ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე,

მაგალიათად, როგორიც იყო პროექტ STAGE II-ის ფარგლებში ჩატარებული

ეთნკური მრავალფეროვნების ფესტივალი ან პროექტ SIIMS-ის ფარგლებში

მიმდინარე ქალთა ბიზნესის მხარდაჭრის აქტივობები. ეს ყველაფერი

იმისთვის, რომ მომხმარებელს, რომელიც ანგარიშს მიიღებს, ნათელი

წარმოდგენა შეექმნას, რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს ორგანიზაცია.

ანგარიშში მოცემულია ასევე CiDA -ს მიერ გამოცემული პუბლიკაციები,

აუდიტის დასკვნა და მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის პარტნიორების,

დონორებისა და 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ.

“ეს ანგარიში ძირითადად იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებზეა

ორიენტირებული, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. გარდა ამისა, ანგარიში გათვლილია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისათვის

არასამთავრობო და სამთავრობო სექტორიდან”, აცხადებს CiDA -ს დირექტორი ზვიად დევდარიანი.

STAGE II–ის სამიზნე ასოციაციები შიდა საგრანტო პროექტებზე მუშაობენ

STAGE II–ის სამიზნე ასოციაციები სათემო განვითარების პროექტებზე მუშაობენ. მათთვის მცირე გრანტების გაცემას პროექტ STAGE II–ის შიდა საგრანტო კომპონენტი ითვალისწინებს. ამ კომპონენტის მიზანია, სამიზნე ასოციაციებს პროექტის წერის, მართვისა და გრანტის მოპოვების უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

სამუშაო შეხვედრა ყველა იმ სოფელში ჩატარდა, სადაც ასოციციები პროექტების განხორციელებას აპირებენ. კონკრეტული პროექტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ასოციაციები, ამ ეტპზე, საგრნტო განაცხადებს ამზადებენ.

„განაცხადის ძირითადი ფორმა ყველამ მოგვაწოდა. ამ ეტპზე, მათი დამუშავება ხდება – ორგანიზაციებთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომლებსაც ისინი გვიზუსტებენ. აგვისტოს დასაწყისისთვის უკვე დავიწყებთ ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელებას“, განაცხადა პროექტ STAGE II–ის თანამშრომელმა რევაზ ბარბაქაძემ.

STAGE II–ის შიდა საგრანტო კომპონენტის ფარგლებში სულ ექვსი პროექტი მზადდება. მათგან ხუთი ინდივიდუალური პროექტია, ერთი – კოალიციური, რომელზეც ბოლნისში მოქმედი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობს. თითოეული გრანტის ოდენობა 2500 ევროს შეადგენს.

პროექტები ძირითადად ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოემსახურება. ეს საკითხებია: სარწყავი არხების რეაბილიტაცია, წყალსადინარი სისტემის გამართვა, პირუტვისთვის განკუთვნილი წყლის ავზების შეძენა–დამონტაჟება, წყაროებისა და სპორტული მოედნის გაკეთება.

პროექტებით გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოების შესრულებაში ადგილობრივი მოსახლეობა უშუალო მონაწილეობას მიიღებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სათემო განვითარების პროექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური თანამონაწილეობითაც განხორციელდება.

შიდა საგრანტო კომპონენტი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ

ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

Page 6: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-ში დებატ-კლუბის შეხვედრები განახლდა

„ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის“ ფარგლებში მოქმედმა დებატ-კლუბმა მუშაობა ახალი შემადგენლობით განაახლა.CiDA-მ პოლიტიკური პარტიების

რუსთავის საქალაქო ორგანიზაციებს მიმართა, რათა მათ თავიანთი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მოევლინათ დებატების კურსის გასავლელად. ამ შეთავაზებას ორი პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოეხმაურენ. სწორედ მათი მონაწილეობით, დებატ-კლუბის შეხვედრები 19-დან 23 ივლისამდე გაგრძელდა.

პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა ბრიტანული საპარლამენტო დებატები შეისწავლეს. გარდა ამისა, ერთკვირიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფონდების მოძიება და საქმიანობის დაგეგმვა.

„ეს კურსი ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ამ ახალგაზრდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართვით ჩვენს ახალგაზრდულ კომპონენტში და ამ ტრენინგ კურსის ორგანიზებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო მოხელეების მომზადებას“, აცხადებს რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის კოორდინატორი თინიკო დეკანოსიძე.

დებატ-კლუბში გაწერვიანებული ახალაგაზრდები ტრენინგ-კურსით კმაყოფილები არიან.„საერთოდ, ყველა ტრენინგი _ ყოველდღიური განათლება, საჭიროა და აუცილებელია პიროვნული

განვითარებისთვის, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში მომუშავე პიროვნებისთვის. დებატებთან შეხება ადრეც მქონია, მაგრამ ამჯერად ბევრად მეტი გავიგე, ბევრი კარგი და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე“, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 27 წლის გოჩა ყოლბაიამ.

„ძალიან მომეწონა ეს კურსი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მსგავს აქტივობებში“, აღნიშნა 20 წლის ანჟელა ჩიტაიამ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რუსთავის ახალგარდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ამ ახალგაზრდების ბაზაზე, ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის ფარგლებში, სექტემბრიდან პარლამენტის მოდელირების პროგრამის განხორციელება იგეგმება. პარლამენტის მოდელირებაში კლუბის სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

“ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი” რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

Page 7: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

ახალგაზრდული კლუბის წევრებმა რუსთავის პრობლემური ადგილების

რუკის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა

20–21 ივლისს, CiDA-ში, ქალაქის პრობლემური ადგილების რუკის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, რუსთაველ მოზარდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგში ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი ფრანისა და სხვა მარტივი საფრენი საშუალებების გამოყენებით, პრობლემური ტერიტორიების გარკვევა და ასეთი ადგილების რუკის შედგენა იყო. პროექტი ორგანიზაციამ ღია რუკები კავკასია (Open Maps Caucasus) განახორციელა.

ორდღიან ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებმა პოლიეთილენის პარკებისგან საფრენი ბუშტებისა და ფრანების დამზადება ისწავლეს. შემდეგ, საკუთარი ხელით დამზადებულ საფრენ საშულებებზე დაამაგრეს ციფრული ფოტო–კამერები ავტომატური გადაღების რეჟიმით და ქალაქის კონკრეტულ პრობლემურ ტერიტორიებს ფოტოები გადაუღეს.

„პრობლემებში ეკოლოგიური, ასევე, არქიტექტურული პრობლემები იგულისხმება, რომელთა დანახვაც ზემოდან უფრო ადვილია. ახლა, მაგალითად, რუსთავის ნაგავსაყრელის თემაზე ვიმუშავეთ, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. მისი „დარუკებითა“ და ინტერნეტში გაშვებით ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა გვინდა“, განაცხადა ღია რუკები კავკასიის რუსთავის ოფისის საზოგადოების ორგანიზატორმა თამარ შერმადინმა.

„ამ პროექტში ახალგაზრდული კლუბის ბავშვები იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ შედგენილი რუკები უკვე იქნება ერთგვარი მზა პროდუქტი და პრობლემის მოგვარების წინაპირობა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე ეკოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის“, აღნიშნა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა თინიკო დეკანოსიძემ.

CiDA თვითმმართველობის გამჭვირვალობაზე ორიენტირებული

პროექტის პარტნიორია

სამოქალქო განვითარების სააგენტო (CiDA) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის პარტნიორია. პროექტს სახელწოდებით „საქართველოს თვითმმართველი ქალაქების 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი ახორციელებს.

პროექტის არსი მდგომარეობს თვითმმართველობის საქმიანობის საზოგადოებრივი მეთვალყურეობის უზრუნველყოფაში, რაც განხორციელდება საჯარო ინფორმაციის ანალიზისა და თვითმმართველი ქალაქების კონკრეტული პროექტების მონიტორინგის გზით.

პროექტის ძირითადი მიზანი სწორედ ის არის, რომ მონიტორინგის გზით, თვითმმართველობების ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობა გაიზარდოს.

„მონიტორინგის პროცესი აქტიურად გაშუქდება. ანუ, ინფორმაციის გამოთხოვისა და გაანალიზების პროცესში მედია აქტიურად იქნება ჩართული. ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ შეხვედრებს თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებს შორის, იმისთვის რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს“, განცხადა CiDA –ს დირექტორმა ზვიად დევდაიანმა.

Page 8: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

პროექტი “მულტიეთნიკური დიალოგი” დასრულდა

საპილოტე პროექტი “მულტიეთნიკური დიალოგი”, რომელსაც “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ახორციელებდა, დასრულდა.

პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა: შეიქმნა რეგიონის საინფორმაციო პორტალი www.kvemokartli.ge. პორტალზე განთავსებულია სტატიები და სიახლეები, ასევე სტატისტიკური მონაცემები ქვემო ქართლის შესახებ, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო, არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების ჩამონათვალი და სამართლებრივი აქტები. საიტზე მოქმედებს ბლოგები, ფოტო გალერეა და სხვადასხვა სპეც-პროექტები.

“მულტიეთნიკური დიალოგის” ფარგლებში, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციასა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ორგანიზება გაუკეთდა სამ საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით გარდაბანში, მარნეულსა და რუსთავში ჩატარდა.

სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, სამი პრეზენტაციაც გაიმართა: ერთ მათგანს CiDA-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გაუკეთა ორგანიზება, მეორეს – კულტურის სამინისტროსთან ერთად, ხოლო მესამე შეხვედრა ეროვნულ უმცირესობებსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეეხო.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტ “მულტიეთნიკური დიალოგის” ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობათა შედეგები და პუბლიკაციები CiDA-ს დირექტორმა 28-29 ივნისს, ბათუმში გამართულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგთან დაკავშირებულ შეხვედრაზე წარმოადგინა.

ეს პუბლიკაციები იყო:შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნული კონცეფციის 2009 წლის სამოქმედო გეგმის

მუნიციპალური ვალდებულებების შესრულების სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიში.ასევე, მუნიციპალური სერვისების მიწოდების და განხორციელების კვლევის ანგარიში და შემწყნარებლობისა

და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი გაერთიანებული ბროშურა.

CiDA-ს მიერ წარმოდგენილი “მულტიეთნიკური დიალოგის” ფარგლებში განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის რეკომენდაციები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციების პაკეტშიც აისახა.

საპილოტე პროექტი “მულტიეთნიკური დიალოგი” სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განახორციელა.

Page 9: july, 2010.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-მ დევნილებისთვის საინფორმაციო საკონსულტაციო ცნობარი გამოსცა

სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური

ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში, საინფორმაციო საკონსულტაციო ცნობარი გამოსცა.

ცნობარი ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილებისთვის არის გათვალისწინებული. გამოცემა ექვსი ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილი ინფორმაციულია – მასში აღწერილია სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ,

ქვემო ქართლში, უშუალოდ დევნილებისთვის განხორციელებული მიმდინარე პროგრამები, ასევე პროფესიული სასწავლებლის

პროექტები და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები.

პუბლიკაციის მეორე ნაწილი, რომელსაც კითხა–პასუხის ფორმა აქვს, იურისტის რჩევებია და წარმოადგენს პასუხებს

დევნილთა მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

პუბლიკაციის მესამე ნაწილი ფსიქოლოგის რეკომენდაციებს ეთმობა და ეს ქვეთავიც კითხვა–პასუხის ფორმატშია

მოცემული.

„ბუკლეტის ამ ნაწილში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ დეპრესიის,

სტრესის, ფსიქოლოგიური ტრავმისა და კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში. ჩამოთვლილ თემებზე ყურადღება იმ

მიზეზით შევაჩერე, რომ დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მომმართავს. რეკომენდაციები

მოიცავს როგორც თვითდახმარების, ისე ახლობლის დახმარების კონკრეტულ რჩევებს“, განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან

მეტრეველმა.

ცნობარის შემდეგ ქვეთავებში დატანილია, ძირითადად, სტატისტიკური ხასიათის ინფორმაცია, კერძოდ: ქვემო ქართლში

მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემები, ქვემო ქართლის რეგიონში ორგანიზებულ სექტორში რეგისტრირებულ

დევნილთა სტატისტიკური მონცემები და ქვემო ქართლის რეგიონში ორგანიზებულ სექტორში მცხოვრებ დევნილთა განსახლების

რუკა მუნიციპალიტეტების მიხედვით.

გამოცემა მომზადებულია პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის

ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

ჩვენი მიმდინარე პროექტების დონორები და პარტნიორები

გამოცემა მომზადებულია “სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს”მიერ ქვემო ქართლისსამხარეო ადმინისტრაცია

შეხვედრა მინისტრთან

2010 წლის 12 ივლისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

მინისტრმა დამსწრეებს გააცნო მიმდინარე რეფორმები, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხებში. ხათუნა კალმახელიძემ ისაუბრა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამედიცინო

მომსახურების ხარისხის ამაღლების, მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების და სხვადასხვა ინოვაციების შესახებ პრობაციის

სფეროში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში

წარიმართა.

შეხვედრას სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მათ შორის ”სამოქალაქო განვითარების სააგენტო”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”ციხის საერთაშორისო რეფორმა”,

”თავისუფლების ინსტიტუტი” და ”ძალადობისდაცვის ეროვნული ცენტრი” მონაწილეობდა.