Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის...

23
საგანი: თემა: 1 ავტორი: თედო სანიკიძე თბილისი - 2016

Transcript of Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის...

Page 1: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

საგანი:

თემა:

1

ავტორი: თედო სანიკიძე

თბილისი - 2016

Page 2: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

შესავალი (ზოგადი მიმოხილვა)

გასაუბრების სამი სექცია:

1. სექცია #1

2. სექცია #2

3. სექცია #3

შეკითხვების ტიპები

შეფასების სისტემა

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის?

რეკომენდაციები გასაუბრების პროცესისთვის.

2

Page 3: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

IELTS (International Enlgish Language Testing System) – საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულიინგლისური ენის გამოცდაა, რომელიც განკუთვნილია კანდიდატთათვის, რომლებსაც უწევთინგლისურენოვან გარემოში სწავლა ან/და მუშაობა

3

სწორედ ამ გამოცდის შედეგებზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა არჩეული სპეციალობისშესწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და რიგი სხვა ქვეყნებისინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.

Page 4: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

4

IELTS-ის გასაუბრების ტესტი შექმნილია, უნარების ფართო არიალისშესაფასებლად. გასაუბრებისას გამომცდელი ინტერესდება რამდენადკარგად შეგიძლიათ:

• დაამყაროთ კომუნიკაცია, გამოხატოთ მოსაზრებები და შეხედულებები ყოველდღიურთემებთან დაკავშირებით;

• ისაუბროთ კონკრეტულ საკითხზე შესაბამისი ენის გამოყენებით, განსაზღვრულიდროის განმავლობაში;

• მოახდინოთ თქვენი იდეების თანმიმდევრული ორგანიზება;

• გამოხატოთ და არგუმენტებით გაამყაროთ თქვენი მოსაზრებები;

• გაანალიზოთ, განიხილოთ და გაიაზროთ მოცემული თემა.

Page 5: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

IELTS – ის გასაუბრების მოდული წარიმართება ერთი გამსაუბრებლის მიერ ერთ კანდიდატთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის იწერება.

5

ქვემოთ განვიხილოთ გასაუბრების სამი სექცია:

გასაუბრება სამ ნაწილად იყოფა. ისევე როგორც IELTS-ის გამოცდის სხვა მოდულები, გასაუბრებისნაწილიც თანდათან რთულდება. კითხვები პირველ ნაწილში შედარებით მარტივია ვიდრე მეორეში და ა.შ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კითხვები მესამე ნაწილში „აუღებელი ციხესიმაგრეა“ და მათზე პასუხის გაცემაშეუძლებელია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი უფრო მეტ ენობრივ დატვირთვას და ღრმაცოდნას მოითხოვენ.

Page 6: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

პირველი სექცია იწყება რამდენიმე ზოგადი შესავალი კითხვით.

6

ამისათვის სულ 4-5 წუთი გაქვთ და ძალზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ დროის მოცემული ჩარჩო. სასურველია არც გადავამეტოთმას და არც დროზე ადრე დავასრულოთ ჩვენი საუბარი.

მას მოყვება შეკითხვები პირად ინფორმაციაზე, ისეთი კითხვები, რომლებსაც ჩვეულებრივ ადამიანებს პირველად შეხვედრისასვუსვამთ.

ბოლოს გამომცდელი დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას 2 საკითხზე, რომლებიც ზოგადი ინტერესების სფეროს ეხება.

Page 7: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

ეს სექცია თავის მხრივ დაყოფილია სამ ნაწილად:

პირველი ნაწილი მოიცავს ზოგად შესავალს. აქ გამომცდელი ამოწმებს შესაბამის კანდიდატს ესაუბრება თუ არა. ეკითხება მას სახელსა და სხვა პირად მონაცემებს. ამ ნაწილს ძალზე მცირე დრო ეთმობა.

მეორე ნაწილში გაომცდელი დაგისვამთ რამდენიმე პერსონალურ შეკითხვას კარგად ნაცნობ თემებზე, მაგალითადთქვენზე, თქვენს ოჯახზე, სახლზე, სამსახურზე ან/და სწავლაზე. ეს ისეთი კითხვებია, რომლებსაც ჩვეულებრივადამიანებს პირველად შეხვედრისას ვეკითხებით.

მესამე ნაწილში გამომცდელი დაგისვამთ ორ შეკითხვას ზოგადი ინტერესების სფეროდან. ეს კითხვები მოიცავსზოგად იდეებს ისეთ თემებთან დაკავშირებით როგორიცაა მაგალითად მოგზაურობა, სპორტი და ა.შ..

7

Page 8: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

მეორე სექციაში კანდიდატმა მონოლოგის რეჟიმში უნდა ისაუბროს იმ ზოგადსაკითხზე, რომელიც გამომცდელმა შეურჩია.

8

შემდეგ გამომცდელი გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ 1 წუთი რათა მოამზადოთთქვენი მცირე მონოლოგი და მოგცემთ ფანქარსა და ფურცელს ჩანიშვნებისგასაკეთებლად ამ ერთი წუთის განმავლობაში.

გამომცდელი მოგცემთ ბარათს, რომელზეც მოცემული იქნება საკითხი, ასევე სამიკითხვა ამ საკითხთან დაკავშიერბით, რომლებიც დაგეხმარებათ საუბრისორგანიზებასა და წარმართვაში.

Page 9: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

9

საუბრისას შეგიძლიათ თავისუფლად დაიხმაროთ თქვენი მონიშნული საკითხები.

ერთი წუთის შემდეგ გამომცდელი გეტყვით, რომ დაიწყოთ საუბარი და მანამ შეგიძლიათისაუბროთ სანამ თქვენი მოცემული დრო არ ამოიწურება. დასრულების შემდეგ კი მან შესაძლოადაგისვათ 1 ან 2 ზოგადი შეკითხვა დისკუსიაში შემოსვლის გარეშე.

ამ ყველაფრისთვის ჯამში 3-4 წუთი გაქვთ.

დაიმახსოვრეთ, რომ გამომცდელს სხვა ბარათს ვერ მოსთხოვთ, უნდა გამოიყენოთ ის, რომელსაცმოგცემენ ანუ თემებს ვერც შეცვლით და ვერც გადაუხვევთ.

Page 10: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

ამ სექციაში გამომცდელი დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას, რომლებიცთემატურად უკავშირდება მეორე სექციაში განხილულ საკითხს.

10

ეს შეკითხვები უფრო მომთხოვნი ხასიათისაა, რომლებიც მეტ საუბარს, მეტ ანალიტიკურ შინაარსსა და გააზრებულ პასუხებს მოითხოვს.

Page 11: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

აქ შედარებით რთული ენის გამოყენება მოგიწევთ, როგორც გრამატიკულიაგებულების კუთხით, ისე სიტყვათა მარაგის მხრივ.

დრო 4-5 წუთი გაქვთ.

11

Page 12: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

შეკითხვების ტიპები, რომლებიც შეგხვდებათ IELTS აკადემიური ტესტის გასაუბრებისას არის ზოგადიდა შედგენილია ისე, რომ ყველას შეეძლოს მასზე პასუხის გაცემა მსოფლიო მასშტაბით, მიუხედავადკულტურისა თუ წარმომავლობისა. შეკითხვები არ იქნება ზედმეტად პერსონალური და არ შეეხებაისეთ საკითხებს, როგორებიცა პოლიტიკა, ინტიმური სფერო თუ რელიგია.

ყველა კითხვა იქნება ღია ბოლოიანი და არა დახურული კითხვები. ღია კითხვა მოითხოვსკანდიდატისაგან გავრცობილ პასუხს, ასე რომ გამოსაცდელს ეძლევა შესაძლებლობა , რომ აჩვენოსრამდენად კარგად ფლობს ინგლისურ ენას.

დახურულია შეკითხვა, რომელზეც შეგიძლიათ პარუხი ერთი ან რამდენიმე სიტყვით გასცე. ასე რომ არშეგხვდებათ ისეთი კითხვა, მაგალითად,როგორიცაა: „მოგწონთ თქვენს ქალაქში ცხოვრება?“.

12

Page 13: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

თუკი კანდიდატი კითხვაზე უპასუხებს მხოლოდ“დიახს“ შემდეგ დაესმება კითხვა რატომ? ასე რომაუცილებელია პასუხის განვრცობა და დასაბუთება. ზოგადად კითხვას შემდეგი შინაარსი ექნება: „რატომმოგწონთ თქვენს ქალაქში ცხოვრება?“ ის თავადვე გიბიძგებთ, რომ ახსნათ თქვენი პასუხი და მოიყვანოთარგუნებტები.

თქვენი საუბრის განმავლობაში გამომცდელი გისმენთ და აფასებს თქვენს მიერ ინგლისური ენის ცონდნისდონეს.

13

Page 14: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

IELTS აკადემიური გამოცდის გასაუბრების ტესტში თქვენ შეფასდებით ოთხი მიმართულებით. ესოთხი მიმართულებაა: სისრულე და თანმიმდევრულობა, ლექსიკური მარაგი, გრამატიკულიგადახვევები და სისუზტე და გამოთქმა.

პირველ სამ კომპონენტში თქვენ ფასდებით 9 ქულიანი სისტემით. მეტყველებაში იღებთ 2, 4, 6 ან 8 ქულას. თქვენი საბოლოო ქულის გამოთვლა გასაუბრების ნაწილში ხდება ამ ქულათა საშუალოსგამოანგარიშებით.

განვიხილოთ აღნიშნული მიმართულებები ცალ-ცალკე:

14

Page 15: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

სისრულე - ფასდება თუ რამდენადაა თქვენი საუბარი მწყობრი, რამდენად შეუფერხებლად და თანმიმდევრულადსაუბრობთ. ამ ნაწილში მაღალი ქულის მისაღებად, თქვენი საუბრისას ნებისმიერი ხარვეზი (შეყოვნება) უნდაასოცირდებოდეს სწორი იდეის ძებნასთან ვიდრე ყოყმანთან შესაბამისი სიტყვისა თუ სტრუქტურის ძიებისასთვის.

თანმიმდევრულობა - აქ გამომცდელი გაკვირდებათ რამდენად მარტივად იგებთ კითხვას. გამოხატავთ თუ არათქვენს იდეებს შეუფერხებლად, ლოგიკურად და თანმიმდევრულად? რამდენად კარგად ახერხებთ კომუნიკაციას?

ლექსიკური მარაგი - აფასებს სიტყვათა სპექტრს, რომელსაც იყენებთ გასაუბრებისას, ასევე იმას თუ რამდენადსწორად გამოთქვამთ და გამოთქვამთ თუ არა სწორ დროსა და ადგილას.

გრამატიკული გადახვევები და სიზუსტე - აფასებს თქვენს მიერ გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებას,

თქვენს სიზუსტეს მისი წარმოებისას და იმას თუ რამდენად სწორ სტრუქტურას იყენებთ, შესაბამის სიტუაციაში.

ყველაზე ხშირად ამ ნაწილზე წუხან გამოსაცდელები, რადგან ეს მათი აღქმით „საშინელი გრამატიკაა“, თუმცა ესმხოლოდ ერთი ნაწილია ოთხიდან.

გამოთქმა - ფასდება ის თუ რამდენად ნათლად საუბრობთ ინგლისურად და გამორიცხავთ ბუნდოვანებას.15

Page 16: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

ზემოთ განხილული გასაუბრების სექციები, ისევე, როგორც IELTS-ის გამოცდის სხვამოდულებში, თანდათან რთულდება.

16

კითხვები, რომლებსაც დაგისვამენ პირველ ნაწილში არის შედარებით მარტივი ვიდრემეორეში და ა.შ.

ეს პრობლემა სულაც არ არის. მთავარია კარგად მოვემზადოთ, როგორცთეორიულად ასევე პრაქტიკულად. მოვაწყოთ იმიტირებულიგასაუბრებები სარკესთან ან მეგობართან.

Page 17: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

გასაუბრებისას შეძლებისდაგვარდ გაიღიმეთ და დაამყარეთ თვალითკონტაქტი გამსაუბრებელთან.

17

ნერვიულობა სულაც არ არის ცუდი ტონი, პირიქით ეს იმის ნიშანია, რომთქვენთვის მნიშვნელოვანია რასაც აკეთებთ. გამომცდელს ესმის თქვენი დაეცდება გაგიადვილოთ საქმე. იყავით მეგობრული, ეს მნიშვნელოვანია.

ეცადეთ იყოთ პოზიტიური და გეტყობოდეთ, რომ ეს საუბარი თქვენთვის, როგორც მინიმუმ, უსიამოვნო არა არის. ამას დიდი გავლენა აქვსგამომცდელზე.

თუ გამომცდელს უწევს საუბარი ისეთ პიროვნებასთან, რომელიც ძალზეცოტას ლაპარაკობს, არც იღიმება და ნათელია, რომ არ სურს იქ ყოფნა ამასცალსახად უარყოფითი ეფექტი ექნება შეფასებაზე.

Page 18: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

ნუ ინერვიულებთ შემთხვევით შეცდომებზე. გამომცდელი მოელის, რომ თქვენ შეცდომები გექნებათ -ბოლოს და ბოლოს ინგლისური თქვენთვის უცხო ენაა და ადამიანები უცხო ენაზე საუბრისას შეცდომებსუშვებენ.

გამომცდელი არ ინიშნავს ყველა შეცდომას, რასაც დაუშვებთ, ეს შეუძლებელიც იქნება, რამეთუ ამშემთხვევაში ვეღარ მოახდებს კონცენტრირებას თქვენს საუბარზე.

ის უფრო მეტად ზოგად წარმოდგენას იქმნის თქვენს ინგლისურის ცოდნის დონეზე და მცირეხარვეზები ფონს არ ცვლის. უფრო მნიშვნელოვანი თქვენი კომუნიკაციაა.

18

Page 19: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

თქვენ უნდა ისაუბროთ, საუბრის გარეშე გამომცდელი ვერ შეგაფასებთ კარგად.

19

ყველა კითხვაზე თანაბრად ხანგრძლივად ვერ ისაუბრებთ, რამეთუ ყოველ ადამიანსგანსხვავებულად პასუხობს ცალკეულ შეკითხვებს და ეს გამომცდელმაც კარგად იცის.

ეცადეთ გასცეთ სრული პასუხები დასმულ შეკითხვაზე, ეს გამომცდელს უჩვენებს, რომ შედარებითგრძელი წინადადებების გამოთქმისას თავს კომფორტულად გრძნობთ.

როდესაც იტყვით იმას რის თქმასაც აპირებდით აჯობებს გაჩერდეთ, ნუ დაიწყებთ ზედმეტიდამატებითი და შეუსაბამო თემების ჩამატებას და უკვე თქმულის გამეორებას მხოლოდ დროისგაყვანის მოტივით. გამომცდელი მიხვდება, რომ დაასრულეთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ.

Page 20: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

თუ რაღაც საკითხზე დიდი ცოდნა არ გაქვთ, უბრალოდ აღიარეთ და ისაუბრეთ იმაზე რაციცით.

20

ამ გამოცდაზე სრულყოფილება არ მოითხოვება, შეგიძლიათ დაუშვათ გარკვეული შეცდომები,

მაგრამ მაინც მაქსიმალური ქულით შეფასდეთ. ასე რომ, ნუ მისცემთ მცირე ხარვეზებს თქვენიგანერვიულების საშუალებას. ჩაერთეთ საუბარში და მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენსკომუნიკაციაზე.

უბრალოდ, ჩვეულებრივად ისაუბრეთ. თუ ეცდებით, ბევრ საკითხს მოედოთ და თქვენიგანსაკუთრებული და სიღრმისეული ცოდნა თუ დამოკიდებულება გამოავლინოთ ამა თუ იმთემაზე, სწორედ აქ დაუშვებთ ყველაზე მეტ შეცდომას.

Page 21: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გასაუბრებისას კანდიდატები ნერვიულობენ არის ის, რომ მათისაუბარი იწერება.

21

ჩაწერა ძირითადად იმ მიზნით ხდება, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენი საუბრის ქულისგადახედვა იყოს შესაძლებელი.

თუ კანდიდატის ქულა წერის მოდულსა და გასაუბრებაში მნიშვნელოვნად განსხვავდებაერთმანეთისაგან, ამ შემთხვევაში კანდიდატის ტესტი და ხმის ჩანაწერი ხელახლა გადამოწმდება.

სწორედ ამ მიზნით ხორციელდება ჩაწერა. თუმცა მსგავსი რამ ხშირად არ ხდება.

ჩანაწერები ასევე იგზავნება IELTS-ის ადმინისტრაციაში, რათა მოხდეს მონიტორინგი დადარწმუნდნენ, რომ გამომცდელები კარგად ართმევენ თავს საკუთარ სამუშაოს და სწორად აფასებენგამოსაცდელებს.

ასე რომ, ეცადეთ არ ინერვიულოთ ჩამწერზე და დაკავდით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით.

Page 22: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

კითხვები

22

Page 23: Ielts speaking მეტყველების უნარ-ჩვევები IELTS-ის აკადემიური გამოცდის ფარგლებში

Focus on IELTS, O’Connell, Sue. 2002

https://www.ielts.org/

http://takeielts.britishcouncil.org

http://www.ieltsbuddy.com

http://www.goodluckielts.com

http://oxfordacademy.ge

http://www.goodluckielts.com

23