ადმინისტრაციული საჩივარი

8
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (მის: თბილისი, შანიძის ქ. N3, 0179, ტელ:223 15 58 ) ადმინისტრაციული საჩივარი (ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლების დაცვაზე უფლებათა დარღვევის მსხვერპლებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით. EMC-იმ შეისწავლა 2014 წლის ივნისის დასაწყისში თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ მიმდინარე რელიგიურ დაპირისპირებასთან, მათ შორის, სამეფო დარბაზის მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული უკანონო და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფაქტები.როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა აჩვენებს, 2014 წლის ივნისის თვეში თერჯოლაში ადგილობრივი მაცხოვრებლებისა (რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს) და მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მონაწილეობას თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები იღებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით EMC-იმ შიდა აუდიტის დეპარტამენტს საქმის წარმოების დაწყებისა და მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების თხოვნით მიმართა. 1. EMC-ის განცხადების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატერებული საქმის წარმოების მიმოხილვა დასაბუთებული ვარაუდისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, EMC-იმ 2014 წლის 25 ივნისს მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს (შემდგომში: შიდა აუდიტის დეპარტამენტი) ქ. თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობის ფაქტის შესახებ (დანართი #1). EMC-ის, როგორც წარმოების ინიციატორ მხარეს, 2014 წლის 11 ივლისის კორესპოდენციით ეცნობა,რომსაკითხების შესწავლის მიზნით შიდა აუდიტის დეპარმანეტმა EMC-ის კორესპოდენცია გადაუგზავნა. თერჯოლის ადგილობრივ რესურსცენტრს და მას სთხოვა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული პირების (სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები) ახსნა- განმარტებების წარმოდგენა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ EMC-თვის წარმოდგენილი ინფორმაციით, #2 სკოლის დირექტორმა რუსუდან უსუფაშვილმა, მის ახსნა-განმარტებაში არ დაადასტურა საპროტესტო აქციაში საკუთარი მონაწილეობა, პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით კი მან მიუთითა, რომ სკოლის მხრიდან აქციაზე წასვლის შეთავაზებასა და ინიციატივას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხული მასწავლებლების ახსნა- განმარტებების შესაბამისად, კი შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ ზოგიერთმა პედაგოგმა საერთოდ არ დაადასტურა აქციაში მონაწილეობა, ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ ადგილი

description

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა.

Transcript of ადმინისტრაციული საჩივარი

Page 1: ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის

(მის: თბილისი, შანიძის ქ. N3, 0179, ტელ:223 15 58 )

ადმინისტრაციული საჩივარი

(ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლების დაცვაზე უფლებათა დარღვევის მსხვერპლებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

EMC-იმ შეისწავლა 2014 წლის ივნისის დასაწყისში თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ მიმდინარე რელიგიურ დაპირისპირებასთან, მათ შორის, სამეფო დარბაზის მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული უკანონო და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფაქტები.როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა აჩვენებს, 2014 წლის ივნისის თვეში თერჯოლაში ადგილობრივი მაცხოვრებლებისა (რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს) და მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მონაწილეობას თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები იღებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით EMC-იმ შიდა აუდიტის დეპარტამენტს საქმის წარმოების დაწყებისა და მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების თხოვნით მიმართა.

1. EMC-ის განცხადების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატერებული საქმის წარმოების მიმოხილვა

დასაბუთებული ვარაუდისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, EMC-იმ 2014 წლის 25 ივნისს მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს (შემდგომში: შიდა აუდიტის დეპარტამენტი) ქ. თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობის ფაქტის შესახებ (დანართი #1). EMC-ის, როგორც წარმოების ინიციატორ მხარეს, 2014 წლის 11 ივლისის კორესპოდენციით ეცნობა,რომსაკითხების შესწავლის მიზნით შიდა აუდიტის დეპარმანეტმა EMC-ის კორესპოდენცია გადაუგზავნა. თერჯოლის ადგილობრივ რესურსცენტრს და მას სთხოვა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული პირების (სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები) ახსნა-განმარტებების წარმოდგენა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ EMC-თვის წარმოდგენილი ინფორმაციით, #2 სკოლის დირექტორმა რუსუდან უსუფაშვილმა, მის ახსნა-განმარტებაში არ დაადასტურა საპროტესტო აქციაში საკუთარი მონაწილეობა, პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით კი მან მიუთითა, რომ სკოლის მხრიდან აქციაზე წასვლის შეთავაზებასა და ინიციატივას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხული მასწავლებლების ახსნა-განმარტებების შესაბამისად, კი შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ ზოგიერთმა პედაგოგმა საერთოდ არ დაადასტურა აქციაში მონაწილეობა, ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ ადგილი

Page 2: ადმინისტრაციული საჩივარი

ჰქონდა მათ მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების ფაქტს, თუმცა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, საკუთარი სურვილითა და ინიციატივით. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცნობით, გამოკითხული მოსწავლეების მითითებით ისინი აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, საკუთარი სურვილითა და ინიციატივით. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ EMC-ის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდებოდა და საქმის წარმოება შეწყვიტა (დანართი #2).

EMC-ის მიერ 2014 წლის 23 ივლისის შიდა აუდიტის დეპარტამენტისათვის განმეორებითი მიმართვის შემდეგ (დანართი #3), სადაც მან დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა საქმესთან დაკავშირებით და უწყებას საქმეზე ახალი მტკიცებულებების (მათ შორის, ადგილზე მყოფი ჟურნალისტების, იეჰოვას მოწმეების, ასევე სკოლის მანდატურების გამოკითხვა და ვიდეო თვალის გახსნა) შესწავლა სთხოვა (დანართი #3), ორგანიზაციას 2014 წლის 21 აგვისტოს წერილობით ეცნობა, რომ სკოლის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო დისციპლინური სამართალდარღვევის ფაქტი არ დასტურდებოდა დეპარტამენტის მიერ, მათ შორის, სკოლის მანდატურების გამოკითხვისა და სკოლის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის შესწავლის შედეგად (დანართი #4).

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილად ცნობის საფუძველი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისი N89/ნ ბრძანების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიზანია სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურეობრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა. ამავე დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს დეპარტამენტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და წერილები საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მოამზადოს დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს.N89/ნ ბრძანებისმე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დეპარტამენტი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა მიმართ. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი არის რელევანტური ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ზემოთაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული ქმედება, კერძოდ, მოკვლევა სავარაუდო დისციპლინური სამართალდარღვევის ფაქტზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევად მიიჩნევა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი და მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს გადაწყვტილების შინაარსზე.აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე აქტის გამოცემა წარმოადგენს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული წარმოება, რა შემთხვევაშიც მას სათანადოდ არ აქვს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები- არის წარმოება, სადაცაქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე

Page 3: ადმინისტრაციული საჩივარი

ხდება, შესაბამისად, არსებობს აქტის ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; Nბს-723-708(კ-12) ).

3. საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა რა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებისა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში სავარაუდო დისციპლინური დარღვევის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უგულებელყოფილ იქნა იმ მტკიცებულებათა ნაწილი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მხრიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის საკითხის სათანადო შეფასებითვის, რის გამოც EMC მიიჩნევს, რომ საქმეზე სათანადოდ არ დადგენილაარსებითი ხასიათისფაქტობრივი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძვლეზე აქტის ბათილობის წინაპირობაა. კერძოდ:

1. საქმის წარმოების ფარგლებში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ #2 სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციაში. თუმცა, უწყების შეფასებით, მის მიერ გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ აქციაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, საკუთარი სურვილითა და ინიციატივით.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასკოლო დრო გულისხმობს, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დროს. კანონი სასკოლო დროის ფართე განმარტებას იძლევა და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ გაკვეთილების მიმდინარეობის პერიოდს, არამედ ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დროს, რომელიც იყო სკოლის მიერ კონტროლირებადი/ორგანიზებული. კონტროლი/ორგანიზება ფაქტობრივი კატეგორიებია და მათი არსებობა ფაქტობრივად, და არა მხოლოდ ფორმალურად (ოფიციალური გადაწყვეტილება, ოფიციალურიპირების ღია მხარდაჭერა) უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციულ ორგანოს შეესწავლა ის გარემოება, აქციაში მონაწილე სკოლის მასწავლებლები აკონტროლებდნენ/აორგანიზებდნენ თუ არა მოსწავლეების ქცევას აქციის დაწყებამდე და უშუალოდ მისი მიმდინარეობის დროს. განსახილველ შემთხვევაშო ფაქტობრივი კონტროლი მოიცავს სკოლის მასწავლებლების მხარდამჭერ, წამახალისებელ, მაორგანიზებელ ქცევას აქციამდე და უშუალოდ აქციის მიმდინარეობის დროს, რითაც ისინი გავლენას ახდენდენ მოსწავლეების ქცევაზე და მას განაპირობებდნენ. მოსწავლეების ასაკის, მოწყვლადობის, სტატუსის, ისევე როგორც სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართებების ბუნების გათვალისწინებით, მხედველობაში ასევე უნდა ყოფილი მიღებული მასწავლებელების მიერ საკუთარი სტატუსის/ავტორიტეტის გავლენის საკითხი მოსწავლეების ქცევაზე. აქციის მიმდინარეობის დროს მასწავლებლების მხრიდან სკოლის მოსწავლეების სავარაუდო კონტროლის/ორგანიზების სათანადო შეფასებისთვის შიდა აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეკვლია უშუალოდ აქციის მიმდინარეობის დროს მასწავლებლების ქცევის აღმწერი გარემოებები, რომელიც მოსწავლეებზე მასწავლებლების გავლენის, კონტროლის, მხარდაჭერის ფაქტებს გამოავლენდა და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ გარემოების დადგენით აქციაში მონაწილეობა გაკვეთილების დროს მოხდა, თუ მას შემდეგ. ამ გარემოების დასადგენად კი არსებითი იყო იმ ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვა (მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, იეჰოვას მოწმეები), რომლებიც აქციის უშუალო თვითმხილველები იყვნენ, აკვირდებოდნენ აქციას და შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის

Page 4: ადმინისტრაციული საჩივარი

წარდგენილ ახსნა-განმარტებებში უთითებდნენ აქციაზე მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მობილიზების, კონტროლის სავარაუდო ფაქტებზე.

შიდა აუდიტის დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ აქციაში მონაწილეობის ფაქტის შესწავლით (რასაც მის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები, ასევე სასკოლო დროის თაობაზე კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამოყენება ადასტურებს) და არ შეაფასა უშუალოდ აქციის მიმდინარეობის ეპიზოდი, რის გამოც მის მიერ ჩატარებული წარმოების ფარგლებში შეუძლებელი იყო სკოლის მხრიდან აქციაში მონაწილე მოსწავლეების კონტროლის, ორგანიზების ფაქტების დადგენა.

ამასთან, რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციაში სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სავარაუდო მონაწილეობის დადგენის მიზნით შიდა აუდიტის დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ სკოლის შიდა სისტემის წარმომადგენლების გამოკითხვით, რომლებიც სავარაუდო დისციპლინურ სამართალდამრღვევებს წარმოადგენენ და შესაბამისად ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ მოწმეებად და მხოლოდ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაყრდნობილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ვერ დააკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების კრიტერიუმს.

2. საპროტესტო აქციაში #2 სკოლის დირექტორის მონაწილეობას ადასტურებს ადგილზე გადაღებული მასალა, (დანართი N6) ასევე დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი1, სადაც ის სკოლის დირექტორ რუსუდან უსუფაშვილს აქციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილედ/მხარდამჭერად ასახელებს. დეკანოზის განცხადებით, სკოლის დირექტორმა მას მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება თავად შესთავაზა. ვიდეო მასალა, ისევე როგორც თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტისმიერ აღებული ახსნა-განმარტებები, ასევე ადასტურებს ცალკეული მასწავლებლების მონაწილეობას აქციაში. აღნიშნული გარემოებები per se ადასტურებს სკოლის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული აქციების ორგანიზებაში.

2.1. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბასმისად, დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. განსახილველ საქმეში, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ დადასტურდებოდა, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მხრიდან რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციაში მოსწავლეების ჩართვის ორგანიზების ან აქციის მიმდინარეობის დროს მათი ქცევის კონტროლის ფაქტები, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა მაინც უნდა მომხდარიყო, რადგან ზოგადი განათლების შესახებ კანონით გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სკოლაში ტოლერანტობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის უზრუნველყოფის პირველად მნიშვნელობას უსვამს ხაზს, სამინისტროს უნდა ჰქონოდა დასაბუთებული ინტერესი სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების სიძულვილით მოტივირებულ ქცევაზე.

კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადგენს რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობისა და სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და ტოლერანტობის

1 აღნიშნული განცხადება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://on.fb.me/1xttf0s; სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადება 2:23 წუთზე:„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცოტა ზემოთ, აგერ არის სკოლა, მეორე საჯარო სკოლა. ორი დღის უკან ჩემთან მოვიდა ქალბატონი რუსუდანი - სკოლის დირექტორი, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქალბატონი და მითხრა, რომ ხელმოწერებიც და მხარდაჭერაც იქნებოდა სკოლის სახელით, მეორე დღეს ანუ გუშინ, გვეუბნებიან რომ განათლების სამინისტრომ აუკრძალა ამ საქმეში ჩარევა.“

Page 5: ადმინისტრაციული საჩივარი

დაცვის პრინციპებს. კანონის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. კანონის მე-8 მუხლი კი ადგენს, რომ სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე რელიგიური შუღლის გაღვივებისთვის.კანონის მე-13 მუხლი სკოლას აკისრებს ვალდებულებას დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

განსახილველ შემთხვევაში განათლების სისტემაში შემწყნარებლობის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი იყო რელიგიურ სიძულვილსა და შუღლზე დაფუძნებულ აქციაში დირექტორისა და მასწავლებლების მონაწილეობა სამარათლებრივი რეაგირების საგანი გამხდარიყო, თუმცა შიდა აუდიტის დეპარტამენტს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული ინტერესის შეფასება არ მოუხდენია.

3. EMC-ის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო კონკრეტული ვიდეო მასალა,2 რომელიც აჩვენებს, რომ აქციაზე მოსწავლეების ქცევა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ბავშები სასკოლო ჩანთებით არიან, ორგანიზებულ მსვლელობას ახორციელებენ და აქციაზეც ტრასფრარანტებითა და ხატებით ორგანიზებულად არიან განლაგებულნი (დანართი N6). ეს მასალა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომადგილი ჰქონდა სკოლის მოსწავლეების მობილიზებასა და ორგანიზებას. თუმცა აღნიშნული ვიდეომასალა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შეფასების გარეშე დარჩა.

4. პრობლემის აქტუალობის დასაბუთება და ზოგადი კონტექსტი მიმოხილვა

ქართულ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის პრობლემა სერიოზულად დგას, რასაც მათ შორის, ბოლო პერიოდში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, თერჯოლა, ქობულეთი), აიდაჰოს დღის აღნიშვნის საწინააღმდეგოდ 2013 წელს გამართული მასობრივი დემონსტრაცია ადასტურებს. შუწყნარებლობლობის პრობლემაზე პირდაპირ გავლენას ახდენს განათლების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მათ შორის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის პრაქტიკა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების დისკრიმინაციის შემთხვევები, რომელიც დოკუმენტირებულია სახალხო დამცველისა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. 3

არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სისტემაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის იყოს მკაცრი და პროაქტიული. ამ მიმართებით საინტერესოა ის რეკომენდაციები, რომელსაც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია იძლევა. კერძოდ, მუსლიმების წინააღმდეგ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ მისი #5 ზოგადი პოლიტიკის

2http://on.fb.me/1xttf0s; https://www.facebook.com/photo.php?v=607484022694844&set=vb.378911675552081&type=2&theater 3საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ, 2013 წელი, გვ:293-317; „რელიგია საჯარო სკოლებში“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიEMC, 2014 წელი, „სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ,სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიEMC, 2013 წელი;

Page 6: ადმინისტრაციული საჩივარი

რეკომენდაცია ადგენს, რომ “[..] განათლება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რასიზმისა4 და შეუწყნრაებლობის დასამარცხებლად, და ამავდროულად ის არის გარემო, სადაც რასიზმი და შეუწყნარებლობა შეიძლება არსებობდეს ბავშვებისა და სზოგადოებისათვის მავნე შედეგებით.“5კომისიის შეფასებით, “ყველა სასკოლო ადმინისიტრაცია უნდა მოექცეს ვალდებულების ქვეშ, რომ ხელი შეუწყოს თანასწორობის პროგრესს და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისთვის მოახდინოს შესაბამისი მონიტორინგი.”

სასკოლო განათლებაში და სასკოლო განათლების გზით რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კომისიის მე-10 ზოგადი რეკომენდაციის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა უზურუნველყონ სკოლების ვალდებულების განსაზღვრა რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ბრძოლასთან, ასევე განსხვავებულობის პატივისცემასთან დაკავშირებით იმ სახით, რომ ეს ვალდებულება ნამდვილად სრულდებოდეს. ამ მიმართებით სახელმწიომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლა, ვლინდება ის სკოლის მოსწავლეებში თუ მასწვალებლებში, გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი იყო. რეკომენდაციები ითვალისწინებს სკოლაში რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სკოლის თანამშრომლებისთვის ქცევის კოდექსის შემოღების წახალისებას. მეტიც, კომისია ითხოვს სპეციალური ღონისძიებების წახალისებას, როგორიცაა მაგალითად ანტირასისტურლი დღეები ან კვირები, კამპანიები ან შეჯიბრებები, რათა ხელი შეუწყოს როგორც მოსწავლის ასევე მშობლის თვითშეგნების ზრდას რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე.

კომისია, ადგენს რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ „[..]განათლების ხარისხის მონიტორინგის ორგანოებმა, როგორიცაა განათლების სამინისტრო და/ ან სკოლის ინსპექცია მათი მუშაობის პროცესში რეგულარულად აკეთეთებდეს მონიტორინგს რასიზმისა და რასობრივი დისკრიმნიაციის შემთხვევებზე." ამასთან კომისია ითხოვს, რომ სახელმწიფოებმამოახდინონ„[..] სკოლაში რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ასევე არაპირდაპირი და სტრუქტურული დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენცია და ამ პრობლემების წინაშე აღმოჩენისას მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება.“6

განათლების სისტემაში შეუწყნარებლობასთან ბრძოლის სტანდარტების მიმოხილვის შუქზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სამინისტრომ განსახილველ საქმეს ადეკვატური შეფასება მისცეს სკოლის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი რელიგიური სიძულვილისა და შუღლის ფაქტებს და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები (მათ შორის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე თერჯოლის #2 სკოლაში სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და სწავლების სახით).

5. წინამდებარე ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის დასაბუთება

4შენიშვნა: რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის განმარტების შესაბამისად, რასიზმიგულისხმობსრწმენას, რომ ისეთი საფუძვლები როგორიცაა, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, ეროვნება ან ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობა განსაზღვრავს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უპატივცემლობას ან მათზე პირის ან პირთა ჯგუფის უპირატესობას. 5European Commission against Racism and Intolerance (ECRI) - General policy recommendation n° 5: Combating intolerance and discrimination against Muslims:

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/activities/gpr/en/recommendation_n5/recommendation_5_EN.asp?

6European Commission against Racism and Intolerance (ECRI) - General policy recommendation n° 10:Combating racism and racial discrimination in and through school education Adopted by ECRI on 15 December 2006http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/activities/GPR/EN/Recommendation_N10/eng-recommendation%20nr%2010.pdf

Page 7: ადმინისტრაციული საჩივარი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩვროს ადინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

მოცემულ შემთხვევაშიადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც მიიჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა რეაგირების საფუძველს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს, როგორც წარმოების დაწყების ინიციატორს, ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შემქნილია ადამიანის უფლებათა, მათ შორის რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის, რელიგიური შეუწყნარებლობით/სიძულვილით მოტივირებული ქმედებებზე შესაბამისი რეაგირებისა და საკუთარი მანდატის ფარგლებში აქტივობების, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, სეკულარული დატოლერანტული გარემოს შექმნისა და საზოგადოებაში სოლიდარული განწყობების ამაღლებისთვის, წარმოადგენს წარმოების ინიციატორს, რომელსაცმისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარეაქვს კანონიერი ინტერესი წარმოებისადმი. ამდენად, ორგანიზაციის საქმიანობის სფერო და მიზნები წარმოაჩენს EMC-ის უშუალო ინტერესს კონკრეტული საქმის მიმართ, რაც არის მისი დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის საფუძველი.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების შინაარსი გამომდინარეობს არა უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელი აღმჭურველი დაწერილი ნორმებიდან, არამედ, ასევე მისი მიზნებიდან: არჩევანის თავისუფლება შეზღუდულია იმითაც, რომ ნებადართულია მხოლოდ ფუნქციურად სამართლიანი ე.ი. კანონის მიზნის აღსრულების განმაპირობებელი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი მათ შორის გულისხმობს ზემოდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების/შედეგის ერთგვარ რევიზიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოსაქმეშიNბს-439-434(კ-12) განმარტავს: ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მას გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება მხოლოდ აქტის კანონიერების შემოწმების. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება Nბს-439-434(კ-12))

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ იქნა მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რამდენადაც ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია არსებითი ხასიათის მტკიცებულებები, რისი გამოკვლევის შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ორგანო ალბათობის მაღალი ხარისხით მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვტილება (დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ)

Page 8: ადმინისტრაციული საჩივარი

არ წარმოადგენს სამართლიან და კანონის მიზნის აღსრულების განმაპირობებელ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:

1. შუამდგომლობით დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენა;

2. ბათილად იქნას ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შეწყდა დისციპლინური სამართალდარღვევის საქმის შესწავლა;

3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ქმედების განხორციელება, კერძოდ, საქმის თავიდან შესწავლა.

დანართი N1: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის 2014 წლის 25 ივნისის განცხადება (2 ფურცელი);

დანართი N2: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 11 ივლისის წერილი (2 ფურცელი);

დანართი N3: ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის 2014 წლის 23 ივლისის განცხადება (3 ფურცელი);

დანართი N4: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 21 აგვისტოს წერილი (2 ფურცელი);

დანართი N5: განათლებისა და მეცნიერერების სამინისტროს 2014 წლის 17 სექტემბრის წერილი (2 ფურცელი);

დანართი N6: აქციაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილოების ამსახველი ფოტომასალა (9 ფურცელი).

თამთა მიქელაძე

დირექტორი 29.09.2014