რეფლექტორი
ღამით ან ნაკლები ხილვადობისას ფეხით სიარული საშიშია;
ამ დროს ავტომობილის მძღოლს უჭირს ფეხითმოსიარულის დანახვა.
ბავშვებს ჰგონიათ, რომ როდესაც ისინი ხედავენ ავტომობილს, ავტომობილის მძღოლიც ხედავს მათ.
ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესი ნაწილი შებინდებისას ხდება;
მაშინ როდესაც მძღოლს შემხვედრი ავტომობილის შუქი თვალს ჭრის, ამ დროს ფეხითმოსიარულის დანახვა ჭირს.
გზებზე ჩვენს უსაფრთხოებას ზრდის ხილვადობა;
რეფლექტორი კი გვეხმარება ვიყოთ ხილული;
უსაფრთხოების მანათობელი რეფლექტორები განკუთვნილია ფეხითმოსიარულეთათვის, მორბენალთა და მოტოციკლეტისტებისათვის.
უსაფრთხოების რეფელქტორი სიბნელეში ირეკლავს ავტომობილის ფარის შუქს და ანათებს;
ფეხითმოსიარულეც ხდება ხილული; რეფლექტორი განსაკუთრებით საჭიროა
სიბნელეში იქ, სადაც არ არის ქუჩის განათება.
ჩვენი რჩევაა გამოვიყენოთ რეფლექტორებიდა
იყავი ხილული, იყავი დაცული!
მადლობთ ყურადღებისთვის
Top Related