statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% -...

8
1 statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) 15.06.2016 სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების 2015 წლიური გამოკვლევის ძირითადი შედეგები სასაკლაოები 2015 წელს საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონი- რებდა, მათგან 17,2% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,2% - იმერეთში, 17,2% - შიდა ქართლში, 17,2% - კახეთში, 9,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 22,0% - სხვა რეგიონებშია განთავსებული: 2015 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240,6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 68,0% მსხვილფეხა, ხოლო 32,0% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 7217,1 ათასი ერთეული შეადგინა. სასაკლაოების მიერ 2015 წლის განმავლობაში 27466,4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგუ- ლისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 53,5% მოდის მსხვილფეხა აჭარა (3) 3.4% გურია (4) 4.6% თბილისი (5) 5.7% იმერეთი (15) 17.2% კახეთი (15) 17.2% მცხეთა- მთიანეთი (5) 5.7% სამეგრელო-ზემო სვანეთი (8) 9.2% სამცხე-ჯავახეთი (2) 2.3% ქვემო ქართლი (15) 17.2% შიდა ქართლი (15) 17.2% საქართველოში მოქმედი სასაკლაოები რეგიონების მიხედვით, 2015 წელი

Transcript of statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% -...

Page 1: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

1

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

15.06.2016

სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების

2015 წლიური გამოკვლევის ძირითადი შედეგები

სასაკლაოები

2015 წელს საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონი-რებდა, მათგან 17,2% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,2% - იმერეთში, 17,2% - შიდა ქართლში, 17,2% - კახეთში, 9,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 22,0% - სხვა რეგიონებშია განთავსებული:

2015 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240,6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 68,0% მსხვილფეხა, ხოლო 32,0% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 7217,1 ათასი ერთეული შეადგინა.

სასაკლაოების მიერ 2015 წლის განმავლობაში 27466,4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგუ-ლისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 53,5% მოდის მსხვილფეხა

აჭარა (3) 3.4%

გურია (4) 4.6%

თბილისი (5) 5.7%

იმერეთი (15) 17.2%

კახეთი (15) 17.2%

მცხეთა-მთიანეთი (5)

5.7%

სამეგრელო-ზემოსვანეთი (8)

9.2%

სამცხე-ჯავახეთი(2) 2.3%

ქვემო ქართლი (15) 17.2%

შიდა ქართლი (15) 17.2%

საქართველოში მოქმედი სასაკლაოები რეგიონების მიხედვით, 2015 წელი

Page 2: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

2

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36,6% - ფრინველის, 9,5% - ღორის, 0,4% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენ სახეობას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2015 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 1324,6 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 89,4% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო დანარჩენი - ღო-რის, თხისა და ცხვრის ხორცზე. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 24,5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 8,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 23,5 ლარი.

2015 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 29,9 ათას პირს, საიდანაც 46,7% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუა-ლოთვიურმა რაოდენობამ 777 კაცი შეადგინა.

სასაკლაოების უმრავლესობა (56.6%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნო-ლოგიებით, 36,1% აღჭურვილია სრულად, ხოლო 7,2% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნო-ლოგიებით.

სასაკლაოების 61,6% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 38,4%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 81,8% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 3,8%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის და 15,2%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

სასაკლაოების 17% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე კომუნალური გადასახადების სიდიდე ახდენს. სასაკლაოების 15,2% მნიშვნელოვან ფაქტორად შე-საბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 14,4% - თანამშრომელთა კვალი-ფიკაციას, 13,5%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 13,4%-ის აზრით კი - სუსტი კავშირი მწარმოებლებთან და სახელმწიფო გადასახადების სიდიდე. სასაკლაოების 13,2%-ისთვის კონკურენტუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა.

Page 3: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

3

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

სამაცივრე მეურნეობები

2015 წელს საქართველოში 59 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (33,9%) და ქ. თბილისში (18,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 13,6% მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 11,9% - კახეთში, 8,5% - იმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი 3,4% - სხვა რეგიონებშია გან-თავსებული:

2015 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 8078 მომხმარებელს, მწარმოე-ბელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია 536 ერთეუ-ლი შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 1168 კაცი შეადგინა.

2015 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 245,7 ათასი ტონა პრო-დუქცია, მათ შორის 48,4% - ქათმის ხორცი/ქათმის ბარკალი. 22,4% მარცვლეული და ბურ-ღულეული, 13,6% - ხორცი/ხორცპროდუქტები, 5,9% - თევზი, 4,7% - ხილი და ხილბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

გურია (1) 1.7%

თბილისი (11) 18.6%

იმერეთი (5) 8.5%

კახეთი (7) 11.9%

სამეგრელო-ზემოსვანეთი (6)

10.2%სამცხე-ჯავახეთი

(1) 1.7%

ქვემო ქართლი(8) 13.6%

შიდა ქართლი(20)

33.9%

საქართველოში მოქმედი სამაცივრე მეურნეობები რეგიონებისმიხედვით, 2015 წელი

Page 4: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

4

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2015 წლის განმავლობაში შესყიდულია 15,7 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 13,7 მლნ ლარი შეადგინა.

2015 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 67,5 მლნ ლარის ღირე-ბულების (20.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (39,3%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტი-რებული პროდუქციის 41,6% მოდიოდა ხილზე და ბოსტნეულზე, 31,6% - ხორცზე და ხორცპრო-დუქტებზე. ადგილობრივი წარმოშობის (საკუთარი წარმოების) პროდუქციაში მოცულობის მიხედ-ვით ჭარბობდა ქათმის ხორცი/ქათმის ბარკლები (რომელზეც მოდიოდა სამაცივრეების მიერ გაყი-დული ადგილობრივი პროდუქციის 88,7%).

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 16,2% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებუ-ლი (ხილი და ბოსტნეული).

სამაცივრე მეურნეობების 23,1% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 63,5% სრულად, ხოლო 13,5% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ხილიდაბოსტნეული 4.7%

ხორციდახორცპროდუქტები

13.6%

ქათმისხორცი/ქათმისბარკალი 48.4%

მარცვლეული/ბურღულეული 22.4%

თევზეული 5.9%

დანარჩენიპროდუქცია 5.0%

მაცივრებში შენახული პრიდუქტების სტრუქტურა, 2015 წელი

Page 5: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

5

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 49,1%. აქედან უმრავლესობას (64,3%) სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობე-სების მიზნით), 28,6%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 7,1%-ს როგორც ძირითადი, ისე საბ-რუნავი კაპიტალისათვის.

სამაცივრე მეურნეობების 15,5% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუ-ნარიანობაზე ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა ახდენს. 15,1% მნიშვნელოვან ფაქ-ტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 14,4%-ის აზრით კონკურენტუნარიანო-ბაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს სახელმწიფო გადასახადების სიდიდე, 14,2% - ამის მთავარ მიზეზად შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობას მიიჩნევს, 14,0% - თანამშრომელ-თა კვალიფიკაციას, 13,6% - სუსტ კავშირს მწარმოებლებთან, 13,1%- მომსახურებაზე დაბალ მოთ-ხოვნას ასახელებს.

Page 6: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

6

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

ელევატორები

2015 წელს საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59,5%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 13,5% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 10,8% - შიდა ქართლში, 5,4% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში ელევატორებში მომსახურება გაეწია 130 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შეს-ყიდულ იქნა პროდუქცია - 67 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუა-ლო წლიური რაოდენობა 995 კაცით განისაზღვრა.

2015 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 743,3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 92,2%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 3,2%-ს სიმინდი, 2,7%-ს ფქვილი, 1,3%-ს - ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

გურია (1) 2.7%

თბილისი (5)13.5%

კახეთი (2) 5.4%

მცხეთა-მთიანეთი(1) 2.7%

სამეგრელო-ზემოსვანეთი (2) 5.4%

ქვემო ქართლი (22)59.5%

შიდა ქართლი (4)10.8%

საქართველოში მოქმედი ელევატორები რეგიონების მიხედვით, 2015 წელი

Page 7: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

7

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

2015 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 167,8 მლნ ლარის ღირებულების 263,1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 81,7% იყო ადგილობრივი და მისი უდიდესი ნაწილი მო-დის წარმოებულ ფქვილზე.

მომსახურების საფასურმა 1,4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწე-ულმა დანახარჯებმა 985,0 ათასი ლარი.

2015 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხორბალზე მოდიოდა - 96,4%.

ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ფქვილი (რო-მელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 86,4%) და ხორბა-ლი (12,5%),

ელევატორების 16,7% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 27,8% - ნაწი-ლობრივ, ხოლო 55,6% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ალაო 1.3%სიმინდი 3.2%

ფქვილი 2.7%

დანარჩენიპროდუქცია 0.6%

ხორბალი, 92,2%

ელევატორში შენახული პროდუქციის სტრუქტურა, 2015 წელი

Page 8: statistikis erovnuli samsaxuri (saqstati) - · PDF fileიმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი

8

statistikis erovnuli samsaxuri (saqstati)

სესხით სარგებლობს ელევატორების 29,7%. აქედან 18,2%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 72,7%-ს საბრუნავი კაპი-ტალისათვის, ხოლო 9,1%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

ელევატორების 25,5% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანო-ბაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. 14,4% მნიშვნელოვან ფაქტო-რად ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას ასახელებს, 12,4%-ის აზრით კონკურენტუ-ნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს სახელმწიფო გადასახადებისა და კომუნალური გადასახადების სიდიდე, 12,1% - მთავარ მიზეზად თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 11,7% - მომსა-ხურებაზე დაბალ მოთხოვნას, ხოლო 11,4% - მწარმოებლებთან სუსტ კავშირს მიიჩნევს.

წყარო: სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების სტატისტიკური გამოკვლევა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საკონტაქტო პირები:

გოგიტა თოდრაძე, ტელ: 2 36 72 10 (200), E-mail: [email protected]

მარიამ ყაველაშვილი, ტელ: 2 36 72 10 (020), E-mail: [email protected]