MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის...

28
MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი www.mba.edu.ge

Transcript of MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის...

Page 1: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

MBA in FinAnce

პროგრამის კატალოგი

2015-2016 სასწავლო წელი

www.mba.edu.ge

Page 2: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი
Page 3: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

შესავალიაკადემიური პროცესილექციებზე დასწრებასამართლებრივი საკითხებირეგისტრაცია და სწავლის საფასურიაკადემიური ეთიკასაკონტაქტო ინფორმაციადანართი 1.

საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი

აკადემიური კალენდარი

დანართი 2. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში

პროგრამის მიზნები

პროგრამაზე დაშვება

სწავლების შემდგომი საფეხური

დასაქმების სფერო

სწავლის შედეგები

სასწავლო კომპონენტები

ძირითადი სასწავლო კურსები

სპეციალობის სასწავლო კურსები

სასწავლო პრაქტიკა

სამაგისტრო თეზისი

სასწავლო გეგმა

სწავლების მეთოდოლოგია

შეფასების სისტემა

კომპეტენციების ჩამონათვალი

შედეგების რუკა

ადამიანური რესურსი

მატერიალური რესურსი

პრაქტიკის ობიექტი

4

4

5

5

6

6

7

7

8

8

8

9

9

10

13

13

17

18

19

20

22

22

23

24

25

25

25

სარჩევი

Page 4: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

4

შესავალი

აკადემიური პროცესი

1

2

წინამდებარე პროგრამის კატალოგი წარმოადგენს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგულაციებს და დაეხმარება სტუდენტს სწავლის პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში წარმოადგენს ორწლიან სასწავლო პროგრამას, რომლის წარმატებით დასრულებისათვის სტუდენტს მოეთხოვება 120 ECTS კრედიტის დაგროვება. სასწავლო კურსები დაყოფილია 2 ჯგუფად: ძირითადი და სპეციალობის. ასევე პროგრამით გათვალისწინებულია სასწავლო პრაქტიკა და სამაგისტრო თეზისი. თითოეული ნაწილის დატვირთვა შესაბამისად შეადგენს:

სასწავლო პროცესი დაყოფილია ტრიმესტრებად. თითოეული აკადემიური წელი შედგება სამი ტრიმესტრისაგან. ტრიმესტრის ხანგრძლივობა, სალექციო-პრაქტიკული შეხვედრები, ძირითადი და დამატებითი საგამოცდო პერიოდი განსაზღვრულია აკადემიური კალენდრით, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტისთვის ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში (იხ. დანართი 1).

სტუდენტი ვალდებულია დაიცვას აკადემიური კალენდრით დადგენილი ვადები სასწავლო თუ საგამოცდო პერიოდში და სრულად გაიაროს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები, სასწავლო პრაქტიკა და შეასრულოს სამაგისტრო თეზისი. სამაგისტრო პროგრამის სრული ვერსია და მისი აღწერილობა იხ. დანართში 2.

თითოეულ კურსს წარმართავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ლექტორი. ის ვალდებულია სტუდენტებს სწავლების დასაწყისში მიაწოდოს კურსის სასწავლო გეგმა-სილაბუსი. სილაბუსი შეიცავს კურსის დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას, კურსის მიზნებს, კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტის კომპეტენციების ჩამონათვალს, კურსის ძირითად კომპონენტებს, შესასწავლ საკითხებს, შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. სილაბუსი წარმოადგენს კურსის ძირითად დოკუმენტს. ლექტორს აქვს უფლება სილაბუსში შეიტანოს ცვლილებები შესაბამისი პროცედურების დაცვით და აცნობოს ამის შესახებ სტუდენტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

ძირითადი 66 ECTS კრედიტი;

სპეციალობის 27 ECTS კრედიტი;

სასწავლო პრაქტიკა 7 ECTS კრედიტი;

სამაგისტრო თეზისი 20 ECTS კრედიტი.

Page 5: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

5

ლექციებზე დასწრება

სამართლებრივი საკითხები

3

4

საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში ლექციაზე დასწრება სავალდებულოა. ტრიმესტრის განმავლობაში კონკრეტულ კურსზე სალექციო მეცადინეობების 30%-ის არასაპატიო მიზეზით გაცდენა გამოიწვევს სტუდენტის მიმდინარე კურსიდან მოხსნას.

სტუდენტის მიერ გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლის საკითხს განიხილავს ადმინისტრაცია. სტუდენტის მიერ ლექციის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ მხოლოდ საკუთარი ავადმყოფობის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო. ასეთი შემთხვევის დადგომისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა შესაბამისი დაწესებულებებიდან. სტუდენტი ასევე ვალდებულია წერილობით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით შეატყობინოს უნივერსიტეტს მისი ავადმყოფობის შესახებ პირველსავე შესაძლო დროს.

სამართლებრივი საკითხები სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის რეგულირდება ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უარყოფა სტუდენტის მიერ, განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერების ნებაყოფლობით სურვილად სტუდენტის მხრიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა შესაძლოა გახდეს ხელშეკრულების შეჩერების, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, ადმინისტრაციული და ფინანსური სანქციების გატარების საფუძველი.

სტუდენტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სხვადასხვა დავალების ჩაბარებისთვის დაწესებული ვადები. ლექტორს აქვს უფლება მიიღოს დაგვიანებით შესრულებული დავალებები ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ასეთ შეთხვევაში მოცემული დავალებისათვის მაქსიმალური ქულა შეიძლება იყოს 51%.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები (ასეთების არსებობის შემთხვევაში) წინსაწარ იქნება გამოცხადებული სტუდენტებისათვის არაუგვიანეს ორი კვირით ადრე. სტუდენტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გამოცდებზე, დაგვიანებული სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, უნივერსიტეტში დანერგილია მოდულარული, ობიექტზე ორიენტირებული დინამიური სასწავლო სიტემა, ე.წ. Moodle. სისტემა წარმოადგენს ლექტორსა და სტუდენტს, ადმინისტრაციასა და სტუდენტს შორის მთავარ საკომუნიკაციო, ოფიციალურ სისტემას. სტუდენტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ტრიმესტრის დასაწყისში Moodle-ზე. ასევე რეგულარულად შეამოწმოს Moodle-ზე განთავსებული ინფორმაცია, მასალები, დავალებები, ნიშნების ფურცელი და ა.შ. Moodle-ზე განთავსებული ინფორმაცია ითვლება ოფიციალურად და ადმინისტრაცია და ლექტორი არ არის ვალდებული დამატებით მიაწოდოს სტუდენტს იგივე ინფორმაცია.

Page 6: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

6

რეგისტრაცია და სწავლის საფასური5

ყოველი ტრიმესტრის დასაწყისში სტუდენტი ვალდებულია გაიაროს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია (ვადები, გადახდა, და ა.შ) მოცემულია აკადემიურ კალენდარში (იხ. დანართი 1). თუ სტუდენტი ვერ მოახერხებს აღნიშნული პროცედურების დროულად გავლას, ის დაშვებული არ იქნება შემდეგი სალექციო კურსებზე.

აკადემიური ეთიკა6

საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პროცესი დაფუძნებულია მასში მონაწილე სუბიექტების - სტუდენტების, ლექტორების, ადმინისტრაციის - მიერ საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტებზე-ეთიკის ნორმებზე.

გარდა საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმებისა, სტუდენტისთვის აუცილებელია აკადემიური ეთიკის დაცვა. აკადემიური ეთკის ნორმების დარღვევად ითვლება:

ა) პლაგიატი - სხვისი ნაშრომის, აზრის, იდეის გამოყენებას ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომი ვერ მიიღებს შეფასებას. ლექტორი და უნივერსიტეტი იტოვებენ უფლებას, შეამოწმონ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დავალება პლაგიატზე. პლაგიატის გამეორების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

ბ) ფალსიფიცირება - ფალსიფიცირებული ინფორმაციის ან მონაცემების გამოყენება დავალების შესრულებისას, ერთი და იგივე ნაშრომის მცირეოდენი სახეცვლილებით წარდგენა რამდენიმეჯერ ასევე საფუძველი შეიძლება გახდეს ნაშრომის ნულოვანი შეფასებისა. ხოლო ანალოგიური ქმედების გამეორების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

გ) სხვისი ნამუშევრის გადაწერა ან ლექტორის მიერ არაავტორიზებული კარნახი, ასევე სხვა სტუდენტის ნამუშევრის გამოყენება დავალების შესრულებისას ან გამოცდის მიმდინარეობისას გამოიწვევს ნამუშევრის ნულოვან შეფასებას ან გამოცდიდან მოხსნას ნულოვანი შეფასებით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

ლექციის მსვლელობისას დაუშვებელია, საკვების ან სასმელის მიღება (გარდა წყლისა), ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება ლექტორის ნებართვის გარეშე. მობილური ტელეფონი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში მთელი ლექციის განმავლობაში.

Page 7: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

7

პირველი ტრიმესტრი

მეორე ტრიმესტრი

მესამე ტრიმესტრი

რეგისტრაცია 7.09.2015 –12.09.2015

სააუდიტორიო ლექციები 14.09.2015 –11.12.2015

დასკვნითი გამოცდები 14.12.2015 –18.12.2015

დამატებითი გამოცდები 24.12.2015 – 28.12.2015

რეგისტრაცია 29.12.2015 – 31.12.2015

სააუდიტორიო ლექციები 4.01.2016 – 1.04.2016

დასკვნითი გამოცდები 4.04.2016 – 8.04.2016

დამატებითი გამოცდები 14.04.2016 –18.04.2016

რეგისტრაცია 19.04.2016 – 22.04.2016

სააუდიტორიო ლექციები 25.04.2016 – 22.07.2016

დასკვნითი გამოცდები 25.07.2016 – 29.07.2016

დამატებითი გამოცდები 4.08.2016 – 8.08.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

დანართი 1.

7

8

აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტს პირადად სამუშაო საათების განმავლობაში, ან ელექტრონული ფოსტით.

საკონტაქტო პირი: ონისე ალფენიძეელ.ფოსტა: [email protected]ტელეფონი: +995 32 2 444 444 (8014)

საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტიაკადემიური კალენდარი, 2015–2016 სასწავლო წელი

Page 8: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

8

დანართი 2.

პროგრამის მიზნები

პროგრამაზე დაშვება

9

1

2

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ფინანსისტები, რომლებიც ადგი-ლობრივი და საერთაშორისო მასშტაბით შეძლებენ ეფექტურად, ეფექტიანად და ხარისხიანად განახორციელონ მმართველობითი ფუნქციები. აღნიშნულის მიღწევის მიზნით კურსდამთავრებულებს ექნებათ:

• კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების ჩამოყალიბების უნარი;• სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეულებისათვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბების, განხორციელების გზების დადგენისა და კონტროლის უნარი;• ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საფინანსო დარგის მიმართულებებში, როგორებიცაა: კორპორაციული ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი, ბიუჯეტირება და კონტროლი, ინვესტიციების მართვა, ფინანსური კონტროლი და შეფასება;• კვლევითი პროექტების განხორციელების უნარი;• ადამიანური რესურსის მართვისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის უნარი;• კონკურენტულ, დინამიურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, მიზნის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;• მმართველობითი ფუნქციებისა და როლების, როგორებიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება, ლიდერობა, კონტროლი, ინფორმაციის მართვა, გადაწყვეტილების მიღება, განხორციელებისათვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენების უნარი;• დარგობრივი და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდას და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდას;უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნებს;სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს მობილობის უფლებით და წარმატებით გაივლის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით ან ინგლისური ენის გამოცდის შედეგებით.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებშიპროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

Page 9: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

9

სწავლების შემდგომი საფეხური3სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ საფეხურზე დოქტორანტურაში.

დასაქმების სფერო 4სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისადმი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩატარდა საჯარო და კერძო სექტორის შრომის ბაზრის კვლევა. კვლევამ გამოავლინა აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო სპექტრი:

• ფინანსური დირექტორი;• აუდიტისა და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;• ბიუჯეტის მართვის სამმართველოსა და დაგეგმვის უფროსი;• პროექტის ფინანსური მენეჯერი;• კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი – ბანკირი;• საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი – რისკების მენეჯერი;• ფინანსური დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი;• დაკრედიტების სამსახური – ექსპერტი;• შიდააუდიტის დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, აუდიტორი;• ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტი – ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;• ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტი – მენეჯერი;• ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დეპარტამენტი – ოფიცერი.

ასევე დადგინდა ის მოთხოვნები, რომლებიც ზემოაღნიშნული პოზიციების დასაკავებლად არის საჭირო და რაც საფუძვლად დაედო პროგრამის სწავლის შედეგებს. შესაბამისად, პროგრამის კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა სფეროს ცოდნის ინტეგრაციისა და კვლევების ჩატარების უნარი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, გუნდური მუშაობისა და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა, ახალი სტრატეგიების დანერგვის უნარი, წარმატებით შეძლებს დასაქმებას როგორც ზემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე, ასევე შესაბამისი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებად.

Page 10: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

10

სწავლის შედეგები5საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები:

ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს შემდეგი საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა:

• მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრისა და საფასო ცვლილების კანონები, არასაფასო ფაქტორებით გამოწვეული წონასწორული მდგომარეობის ცვლილებები და მათი შესაძლო შედეგები; მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობის კანონზომიერებები და სპეციფიკა; ელასტიკურობის თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობა; მომხმარებელთა ქცევის ფაქტორები და თავისებურებები, მომხმარებლის ოპტიმალური არჩევანისა და გამოხატული უპირატესობის თეორია; რისკები და მიკროეკონომიკაში რისკის გარემოში გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკა; წარმოებისა და დანახარჯების თეორიები, მათი ურთიერთკავშირი და რეალობასთან მიმართება; სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეული სარგებლისა და ზარალის შეფასების მეთოდები;• ფინანსური ანგარიშგების შედგენის მეთოდოლოგია. საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების დღევანდელი მოდელები, მათ შორის განსხვავება და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საბაზრო, საპროცენტო, სავალუტო, საკრედიტო, საოპერაციო, სადაზღვევო - გაზომვის, მიტიგაციის და კონტროლის მექანიზმები. ფინანსური ბაზრების მუშაობის სტრუქტურა, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ინსტრუმენტები, მათი ანალიზი, მიმზიდველი და რისკიანი მახასიათებლები, გამოყენების პირობები და შეფასების მექანიზმები. ფინანსური ინსტიტუტების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და შესაბამისი საინვესტიციო და სხვადასხვა ფინანსური ტიპის გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტების შინაარსი/დანიშნულება, აგებულება და განვითარების ტენდენციები; • ბუღალტერული აღრიცხვა და გატარებები. ინვესტიციის ტიპების, აქციებისა და ვალდებულებების ტიპების, ტრანზაქციის ეტაპების, სასაქონლო მარაგების აღრიცხვის მეთოდების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტების, ფიქსირებული აქტივების ცვეთის აღრიცხვის მეთოდების, ნაღდი ფულის კონტროლის მეთოდების, ფინანსური ანგარიშების, უწყისების მომზადების მეთოდები და მათი გამოყენება;• ეკონომიკაში საბანკო დაწესებულების როლის (როგორც მიკრო, ასევე მაკრო), მონეტარულ თეორიის, მომხმარებლებთან და საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების, რეგულაციების, წესების და საკითხების სისტემური ცოდნა. ასევე: საბანკო სფეროს მარეგულირებელი გარემო და რეგულირების ინსტრუმენტები, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯვის მართვა, ეკონომიკური ღირებულების გაანგარიშება და ლიკვიდურობის დაგენა, საბანკო საქმიანობის ანალიზი გლობალურ ასპექტში; საინვესტიციო პორტფელის შეფასება და მისი მართვის თეორიული და პრაქტიკული მხარე. ფულადი ნაკადების დისკონტირება და საინვესტიციო შესაძლებლობების ალტერნატიული მოდელები;• ორგანიზაციული თეორია და მისი თავისებურებები, სამუშაოს კმაყოფილებისა და განწყობის თეორია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მათზე მოქმედი სიტუაციური ფაქტორები, გუნდის ფორმირება და მართვის წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი ფორმირების წესები, კონფლიქტების ტიპები და მათი მართვა, მოლაპარაკების ტექნიკა. ორგანიზაციული კულტურა, პიროვნული თვისებები და ღირებულებები ორგანიზაციაში და აღნიშნული ღირებულებების ზეგავლენა ორგანიზაციაზე;

Page 11: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

11

• მარკეტინგული სტრატეგიის პროცესის ფორმირება, განხორციელება და კონკურენტული პოზიციონირება. სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების გასაზღვრა, მიღებული შედეგების შეფასება და პროცესის მონიტორინგი. კონკურენტული უპირატესობის იდენტიფიცირება და შენარჩუნება. სისტემური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მარკეტინგულ მიქსთან, ფასწარმოქმნასთან, ბრენდირებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.;• კვლევის მეთოდები (სტატისტიკური ანალიზი, წრფივი ოპტიმიზაციის ძირითადი საკითხები, სიმულაციური ანალიზი, კვლევის ტექნიკა, მონაცემთა შეგროვების, დახარისხებისა და ანალიზის მეთოდები, მენეჯერული და ფინანსური მოდელირების გამოყენება, აკადემიური წერის ძირითადი ცნებები და ტერმინები, წერითი ნაშრომების ფორმები და სახეები და ა.შ.);• ბიზნესის წარმოების სამართლებრივ გარემოს აქტუალური საკითხები, სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტები, კომპანიების შექმნის და გარდაქმნის წესი, კონტრაქტის არსი, დადების წესი და სახეები, ვალდებულების შესრულების და შესრულების უზრუნველყოფის სპეციფიკა, საგადასახადო ურთიერთობები, შრომითი და სავაჭრო ურთიერთობები, გაკოტრების პროცედურის სპეციფიკა.• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები;

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

• მიკროეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, ელასტიკურობის კოეფიციენტის, წარმოების დანახარჯების, მომხმარებლისა და მწარმოებლის ნამეტებისა და სხვა მიკროეკონომიკური პარამეტრების გაანგარიშება; • ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი;• ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზი და შეფასება, წარმოებისა და მომსახურე კომპანიის შიდაფინანსური ინფორმაციის გამოყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის, კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასება, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდა, დივიდენდების პოლიტიკა და სასესხო რესურსების მართვა, ფინანსური ბაზრების ანალიზი, საკრედიტო-საინვესტიციო პროექტების სიღრმისეული ანალიზი, საინვესტიციო პორტფელების მართვა, კომპანიის შერწყმებისა და შესყიდვების ანალიზი, საინვესტიციო პროექტების სწრაფი დამუშავება, ფინანსური ანგარიშგება, რისკების მართვა, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად წარმართვა;• სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, ოპერაციული პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების მიზეზების სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება, გუნდური მუშაობა, გუნდის მართვა, ორგანიზაციის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა, ქმედებების ლოგიკური დაჯგუფება და მათი ურთიერთკავშირი (ლოგიკური დიაგრამები), კალენდარული გეგმის შედგენა, პროექტის რისკების ანალიზი და მართვა;• მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება, ბაზრის სეგმენტაცია, ფასწარმოქმნის სტრატეგიების განსაზღვრა;• კვლევის მეთოდების შერჩევა და კვლევის ჩატარება, მენეჯერული და ფინანსური მოდელების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და კვლევა, სისტემის კვლევა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;• ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;• ბიზნესში დამქირავებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია, პირისპირ საქმიანი კომუნიკაციისას კონტექსტუალური კრიტიკული კომუნიკაცია;

Page 12: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

12

გ) დასკვნის უნარი

• ბიზნესის გარემოს შეფასება და ანალიზი;• მოვლენების პრაქტიკული შეფასების საფუძველზე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება;• ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, კაპიტალის სტრუქტუირების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ორგანიზაციის რისკის მადის შესაფერისი ბიზნესგადაწყვეტილებები, კომპანიის ფინანსური სტრატეგიული მიმართულებების, ორგანიზაციის ფინანსური ბიუჯეტირების დაგეგმვა, შექმნა, მართვა და კონტროლი;• ორგანიზაციული სისტემის კრიტიკული შეფასება და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, რაც ეხმარება მას შეიმუშაოს სისტემის გაუმჯობესების გზები და ახალი მეთოდები, პროექტების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტიდან ოპტიმალურის შერჩევა;• სტატისტიკური შეფასებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება და დასაბუთება, ერთმანეთისაგან რეალური და არარეალური მტკიცებულებების გარჩევა, ლოგიკური უსწორობების აღმოჩენა და გასწორება, ნაშრომის შეჯამება;

დ) კომუნიკაციის უნარი

სხვადასხვა სახის მონაცემთა წყაროებთან მუშაობა, სხვადასხვა სახის სტატისტიკური კითხვარების დიზაინი და მონაცემების შეგროვება / გავრცელება, სტატისტიკური ცხრილების, გრაფიკების, მოდელების ინტერპრეტაცია სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის, დისკუსია მონაცემებისა და მოდელების სხვადასხვა სახის შესახებ, კორპორაციული თუ პირადი ბიზნესამოცანების მისაღწევად ეფექტური ტაქტიკების განვითარება, ეფექტურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, ბიზნესკომუნიკაციის ჭრილში კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, ლიტერატურის მოძიება და სწორად გამოყენება;

ე) სწავლის უნარი

საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, გაცნობიერება და დამოუკიდებლად მუშაობა, საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების სწორად განსაზღვრა, საჭირო ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, სასწავლო „ქეისების“ დამოუკიდებლად მოძიება და მათი ანალიზი, საკუთარი დროის რაციონალური განაწილება დასახული მიზნების მისაღწევად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით კონკრეტული დისციპლინის ასათვისებლად საჭირო რესურსების დადგენა, კვლევაზე დაყრდნობილი მაღალპროფესიული პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;

ვ) ღირებულებები

ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების გათავისება: პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, კონფიდენციალურობა და ინფორმაციის შენახვა; კვლევის წარმოების დროს ეთიკური ნორმების დაცვა; საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ცოდნა და დაცვა.

Page 13: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

13

სასწავლო კომპონენტები

ძირითადი სასწავლო კურსები

6

7

სასწავლო კურსები დაყოფილია 2 ჯგუფად: ძირითადი და სპეციალობის. ასევე პროგრამით გათვალისწინებულია სასწავლო პრაქტიკა და სამაგისტრო თეზისი. თითოეული ნაწილის დატვირთვა შესაბამისად შეადგენს:

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

კურსის ძირითადი მიზანია, პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ბუღალტრული გატარებების მომზადების, სხვადასხვა ტიპის დარიცხვის მეთოდების, კომპანიის აქტივებისა და ვალდებულების აღრიცხვის შესწავლა და ფინანსური უწყისების მომზადება, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება მენეჯმენტის მიერ დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღების და შედეგების შეფასებისთვის, ხოლო აქციონერების მხრიდან საკუთარი ინვესტიციების შეფასებისათვის. გარდა ამისა დეტალურად შეისწავლება / გაანალიზდება მთელი რიგი ფინანსური კოეფიციენტები რომლებიც გამოიყენება კომპანიის შედეგების ანალიზისათვის.

ეკონომიკური ანალიზი მენეჯერთათვის

კურსის მიზანია მენეჯერული ეკონომიკის მეთოდებისა და მოდელების შესწავლა; ანალიტიკური, ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება; გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში მიკროეკონომიკური ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტების შესწავლა.

აკადემიური წერა

კურსის დანიშნულებაა სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, აკადემიური და ბიზნესწერის უნარების განვითარება; შესაბამის ტექსტზე დაყრდნობით ორიგინალური აკადემიური არგუმენტების გამოყოფა, კონტრარგუმენტების ჩამოყალიბება შეხედულების შესარბილებლად თუ განსამტკიცებლად; დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის გამომუშავება. სტუდენტი წაიკითხავს და გაანალიზებს ტექსტებს სხვადასხვა დისციპლინიდან, დაამუშავებს ნაშრომს, გამოიყენებს ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია პროფესიული ტექსტების გასაგებად და შესაქმნელად.

ძირითადი 66 ECTS კრედიტი;

სპეციალობის 27 ECTS კრედიტი;

სასწავლო პრაქტიკა 7 ECTS კრედიტი;

სამაგისტრო თეზისი 20 ECTS კრედიტი.

Page 14: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

14

ბიზნესის სამართლებრივი გარემო

აღნიშნული კურსი უზრუნველყოფს სწავლების თანმედროვე მეთოდების გამოყენებით ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების იმ საკითხების სიღრმისეულ შესწავლას, რომლებიც წარმოიშვება ბიზნესის წარმოების პროცესში. ამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და ეკონომიკის პრობლემური საკითხები, სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება, ბიზნესის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები.

სტატისტიკური ანალიზი ბიზნესისათვის

კურსის მიზანია მაგისტრანტებს შეასწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის, სტატისტიკის გაღრმავებული ცნებები, სოციალური და სტატისტიკური კვლევების არსი და ეტაპები, მთავარი სტატისტიკური ცხრილები და დიაგრამები, მათი აგება და გამოყენება, მთავარი სტატისტიკური რაოდენობრივი მაჩვენებლები და მათი გამოყენებები, სხვადასხვა ალბათურ-სტატისტიკური მოდელები, მათი გამოკვლევის მეთოდები და გამოყენებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში.

მენეჯერული აღრიცხვა

კურსი მიმართულია იმ ორგანიზაციის საწარმო და სერვის პროცესებში არსებული ხარჯების დადგენა, ანალიზსა და გაანგარიშებაზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციის მმართველებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. მენეჯერული აღრიცხვა გამიზნულია კომპანიის შიდა მომხმარებლებზე. ანგარიშგება შეიძლება იყოს მორგებული ინფორმაციის მომხმარებლებზე და ძირითადად გამოიყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიული/საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებისათვის. დეტალურად შეისწავლება ხარჯების გამომწვევი ფატორები, ნულოვანი მოგების წერტილის გაანგარიშება და მენეჯერული გადაწყვეტილებებისათვის გამოყენება.

ორგანიზაციული ქცევა

კურსის მიზანია, ორგანიზაციულ კონტექსტში, ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის გაანალიზება და გაგება. ორაგნიზაციული ქცევის თეორიებისა და პრაქტიკის ურთიერშესაბამისობაში დანახვა და შემეცნება; პროდუქტიოლუბის, მოტივაციის, გაცდენის და სხვადასხვა ქცევების შესწავლა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო რეაგირება. სტუდენტები, ასევე შეისწავლიან მეთოდებს თუ როგორ ჩავანაცვლოთ სამსახურეობრივი სტრესი კმაყოფილებით. ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე ინდივიდებისა და ჯგუფის ქცევის ზეგავლენის ანალიზი. ეფექტური ორაგანიზაციული სტრუქტურის, დიზაინის, კულტურის როლი და ზეგავლენა ინდივიდის ქცევაზე. ლიდერობის და მოტივაციის თეორიების სამუშაო გარემოში გამოყენება.

Page 15: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

15

სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაცია

დამქირავებელთან/მომავალ დამქირავებლებთან, ბიზნეს–პარტნიორებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც გამოიხატება: სხვადასხვა ბიზნეს კონტექსტში ბიზნეს კომუნიკაციების ელემენტების გაგების დემონსტრირებაში; ეფექტური წერითი და ზეპირი ბიზნეს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში, ბიზნეს ამოცანების, მესიჯების შეფასებისა და ანალიზის შესაბამის კონტექსტში; კომუნიკაციის თეორიების გამოყენებაში პრაქტიკული სტრატეგიების შემუშვებისთვის, რაც თავის მხრივ მოიცავს მიზნის შეფასებას და ჩამოყალიბებას, აუდიტორიის, კონტექსტის და კომუნიკაციის საშუალებების ანალიზს, სტრატეგიების კრიტიკულ შეფასებას და შედეგების ეფექტურად გაცნობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის; ბიზნეს მესიჯების შესაბამის ფორმად გარდაქმნა/სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში. კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის გზების, კონფლიქტების რეზოლუციის, მიზნების დასახვის, გადაწყვეტილების მიღების უნარის შემუშავებასში შესაბამისი ლიდერული კომუნიკაციით;

ოპერაციათა მენეჯმენტი

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა მომზადებას ოპერაციული პროცესების სწორად განხორციელებისათვის მმართველობით საქმიანობაში. იგი წარმოადგენს თეორიულ და პრატიკულ საფუძველს ბიზნეს-ოპერაციების რაციონალურად, ოპტიმალურად დაგეგმვა-ორგანიზებასა და განხორციელებაში. ოპერაციული მართვა წარმოადგენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ დისციპლინას, რომელიც გამიზნულია შიდა ორგანიზაციული პროცესების ეფექტური და ეფექტიანი მართვისთვის.

კორპორაციული ფინანსები

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს კორპორაციული ფინანსების მართვის მეთოდები, მოდელები და ხელი შეუწყოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ყურადღება გამახვილებულია და დეტალურად შეისწავლება ორგანიზაციის ფინანსური რესურსების სწორად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ფულის დროითი ღირებულებების გაანგარიშებაზე. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის, ამონაგების პერიოდის და კოეფიციენტების გაანგარიშებაზე, გაანალიზების პროცესებსა და მიდგომებზე.

პროექტების მართვა

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი, მონიტორინგი და მომხმარებლისათვის მიწოდება. განხილულია პროექტის სასიცოცხლო ციკლი და თვითოეულ ეტაპთან დაკავშირებული საკითხების დეტალური შესწავლა ანალიზი, როგორიცაა სამუშაოს მოცულობის გასნსაზღვრა, შრომის ორგანიზება, რისკების მართვის პროცეისი, სამუშაოს კონტროლი და რეპორტინგი.

Page 16: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

16

მონაცემთა ანალიზი და მოდელირება

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მონაცემთა შეგროვების, სორტირების და ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება როგორც ოპერაციულ, ასევე სტრატეგიულ დონეზე. მონაცემთა ანალიზის და მოდელირების საშუალებები გამოიყენება მონაცემების მოდელირებისათვის სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციებში და რეჟიმში როგორც სტანდარტულ, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად რეჟიმში ასევე დინამიურ და არაპროგნოზირებად გარემოში, რათა მოხდეს ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული რესურსების სწორი გამოყენება და გადანაწილება.

კვლევის მეთოდოლოგია

კურსი ორიენტირებულია შეასწავლოს სტუდენტს ის საკითხები რომელიც აუცილებელია ბიზნეს კვლევის დაგეგმვის და განხორციელებისთვის. კურსი განიხილავს საკითხებს, როგორც მენეჯერის, ასევე მკვლევარის კუთხიდან და ძირითადში ფოკუსირებას ახდენს იმის განსაზღვრაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა.

მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი

კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გამოიმუშავონ კონკურენტული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების უნარი; ასევე შეძლებენ სხვადასხვა მარკეტინგული კონცეფციების შედარებას, გაანალიზებას, გაერთიანებას და მათ გამოყენებას დინამიურ მარკეტინგულ გარემოში; ბაზრის სტრატეგიულ ანალიზს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; კომპანიის მფლობელობაში არესბული რესურსების გამოყენებას სტრატეგიული მარკეტინგის თვალსაზრისით. ეცოდინებათ სისტემური მიდგომის პირობებში, როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიულად ფიქრი და მარკეტინგული გეგმის განვითარება, ისე რომ მომხმარებელს გააცნო კომპანიის ღირებულებები და ამავდროულად აქცენტი გააკეთო კონკურენტულ უპირატესობებზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის გავლენის ანალიზი.

სტრატეგიული მენეჯმენტი

კურსის მიზანია სხვადასხვა ბიზნესის სიტუაციური ანალიზების განხილვისა და შესწავლის შედეგად სტუდენტს გამოუმუშავოს ბიზნეს სტრატეგიის ფორმულირების, შერჩევის და დანერგვის უნარი. სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის და მნიშვნელოვანი კომპონენტების შესწავლა, გააზრება და პრაქტიკული აპლიკაცია, სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის გაანალიზება რათა ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელდეს ორგანიზაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესი.

Page 17: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

17

სპეციალობის სასწავლო კურსები8ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სიღრმისეულად გააცნოს მსოფლიოში არსებული თანამედროვე ფინანსური ბაზრების მუშაობის სისტემა და მათში მონაწილე ინსტიტუტების - ბანკების, საინვესტიციო კომპანიების, სავაჭრო ფონდების, ჰეჯ-ფონდების, საპენსიო ფოდნების, სადაზღვევო კომპანების, მარეგულირებელი ერთეულების და სხვათა პროფილი, სტრუქტურა და მოდელები. აგრეთვე, ბაზრებზე გამოყენებული ინსტრუმენტების ანალიზის შესაძლებლობის მიცემა - აქცია, ობლიგაცია, სახაზინო ვალდებულებები, ოფციონი, ფუჩერსი, ფორვარდი, სვოპი, კაპი და სხვა, რომლითაც ხდება ტრანზაქციების შესრულება.

საინვესტიციო გადაწყვეტილებები

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს საინვესტიციო-სასესხო პროექტების სიღრმისეული ანალიზი, რომელიც შეიცავს ლიმიტირებული რესურსებით ფინანსების ეფექტურ მართვას, საინვესტიციო კრიტერიუმების (წმინდა მიმდინარე ღირებულების მოდელი, შიდა უკუგების ნორმის მოდელი და ა.შ.) განხილვას და სხვადასხვა პროექტების შედარებით ანალიზს. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიმუშავოს და გაანალიზოს დაფინანსების სხვადასხვა ტაქტიკები და ინვესტიციის ტიპები, ასევე კაპიტალის სტრუქტუირების ანალიზს, შერწყმების და შესყიდვების ანალიზს, გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივ კრიტერიუმებს, მოიცავს კაპიტალის ღირებულების ან დაფინანსების ღირებულების განსაზღვრას და გადაწყვეტილების მიღებას.

ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

ფინანსური უწყისები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციის წაყაროს ორგანიზაციის შესახებ, ფინანსური ანგარიშები ეხმარებიან მენეჯერს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და გაუმჯობესებაში. ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს თუ როგორ უნდა მოამზადონ ფინანსური უწყისები ანგარიშები ორგანიზაციული და კორპორაციული გადაწყვეტილებების მისაღებად. ფინანსური უწყისები და ანგარიშების მნიშვნელობა განპირობებულია მათი გამოყენების მრავალფეროვნებით, როგორც ანალიზის საშუალება, მენეჯერის მუშაობის შეფასების საშუალება, პრობლემების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობა და სხვა. კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და ექნებათ უნარი გაანალიზონ თუ რა და რატომ დგას რიცხვების უკან და მოახდინოდ მათი მართებული და საგულდაგულო ინტერპრეტაცია. აღნიშნული კურსი ასევე აცნობს სტუდენტს მის, როგორც მენეჯერის როლს, რომელმაც კანონებისა და წესების ჩარჩოში უნდა წარადგინოს მისი კომპანია საუკეთესო გზით გამსესხებლების, ინვესტორების და სხვადახვა კატეგორიის აქციონერების წინაშე.

ფინანსური რისკების მართვა

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს ფინანსური რისკების აღმოჩენის, გაზომვის და მიტიგაციის მეთოდები სტრატეგიულ, საოპერაციო და რეაქტიულ დონეზე, რომელიც რელევანტურია ყველა ტიპის

Page 18: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

18

ფინანსური ინსიტუტებისათვის. კურსის მიზანია აგრეთვე სტუდენტებს გააცნოს რისკის ჭრლიში მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე მდგარი პრობლემები და საშიშროებები, მათი გაზომვის და მართვის თანამედროვე. გაზომვის რელევანტური და ვალიდური მეთოდები.

ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს, როგორ უნდა მოახდინონ კომპანიის ფინანსების სამომავლო დაგეგმვა როგორც სტრატეგიულ ასევე საოპერაციო დონეზე ხარჯების, შემოსავლების და ინვესტიციების სამომავლო პროგნოზირების ინსტრუმენტების გამოყენებით. ასევე კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტს პრაქტიკაში გამოიყენოს შეძენილი ცოდნა, მიდგომები, რომელიც უკავშირდება ორგანიზაციაში (კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო) ბიუჯეტირების პროცესის ფორმალიზებას, კერძოდ კი დაგეგმვას, შექმნას, მართვასა და კონტროლს.

საბანკო საქმე

ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს საბანკო საქმიანობის შინაარსი და თავისებურებანი, რომელიც აუცილებელია საბანკო / საფინანსო ინსტიტუტების წარმატებული მართვისათვის. კურსის ფარგლებში ხდება სხვადასხვა მიმართულებების სინთეზური ანალიზი, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსებს და საბანკო საქმე. კურსის მიზანია სტუდენტს გადასცეს ცოდნა, რომელიც აუცილებელია ყველა საფინანსო სექტორში მომუშავე ადამიანისთვის. კურსი იძლევა ცოდნას საბანკო საქმიანობის ეფეტურად განხორციელებისათვის დღეისათვის არსებულ მზარდ კონკურენტულ გარემო პირობებში.

სასწავლო პრაქტიკა9

სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ გარემოში ადაპტაცია, განვითარება და განმტკიცება. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტისთვის მარტივად და სწრაფად დასაქმების შესაძლებლობის მიცემა. სტუდენტის მიერ კონკრეტული საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შექმნა და უშუალოდ სამომავლო სამსახურებრივი ვალდებულების აღებამდე არჩევანის შესაძლებლობების გათავისება.

სასწავლო პრაქტიკის მიზანია ასევე გარკვეული სარგებელი მოუტანოს დაინტერესებულ მხარეებსაც.

სარგებელი დამსაქმებლისთვის:

• ახალი კადრის დამატებითი ძალისხმევის გარეშე შერჩევა და შეფასება;• ახალი კადრის აღმოჩენა, რომელიც ორგანიზაციას შემატებს ახალ გამოცდილებას და მიაწვდის კრეატიულ იდეებს;• საჭირო პროექტების განხორციელება.• სარგებელი უნივერსიტეტისთვის:• აკადემიური საქმიანობის სამუშაო მოთხოვნებთან დაკავშირება;• პრაქტიკის შეფასების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება და განვითარება;

Page 19: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

19

სამაგისტრო თეზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევით ნაშრომს, რომლის კვლევის საგანი დაკავშირებულია ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების დარგთან და მიზნად ისახავს ამ დარგში ცოდნის გაფართოებასა და გაღრმავებას, ასევე დარგში პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას; ფინანსების სფეროში კვლევების ჩატარებას, მის სათანადოდ აღწერას, კვლევის დასკვნების მკაფიოდ და დასაბუთებულად ჩამოყალიბებას;

სამაგისტრო თეზისის შესრულება გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების დარგში წამოჭრილი პრაქტიკული პრობლემებისა და ამოცანების განხილვას, გაანალიზებასა და შეფასებას; პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდების დანერგვას, არსებული მეთოდების ახლებურად გამოყენებასა და განმარტებას; არსებული და ახალი კვლევის მეთოდების გამოყენებით მოპოვებული ახალი ემპირიული მონაცემების დამოუკიდებლად შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.

სამაგისტრო თეზისი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის სავალდებულო მოთხოვნას (უნდა იკვლევდეს ახალ ფაქტორებს, მოვლენებს, თანმიმდევრულ სქემებსა და განაზოგადებდეს არსებულ თეზისებს სხვადასხვა მეცნიერული პოზიციისა და მიდგომების გამოყენებით).

სამაგისტრო თეზისის დაცვა საჯაროა და ხდება სკოლის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ინიშნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. სამაგისტრო თეზისის დაცვა კანონიერად მიიჩნევა, როდესაც დაცვას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. დაცვას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, თეზისის დაცვის კომისიის სხდომის ოქმს აფორმებს საბჭოს მდივანი.

დაცვის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 40 წუთი, საიდანაც 15 წუთი ეთმობა თეზისის პრეზენტაციას, ხოლო დარჩენილი დრო – თეზისზე რეცენზიების გაცნობასა და კითხვა-პასუხს.

თეზისის პრეზენტაციისას ავტორი:• აღნიშნავს თეზისის რელევანტურობას, ორიგინალურობასა და სიახლეს;• აღნიშნავს თეზისის მიზანსა და ამოცანებს;• მოკლედ წარმოადგენს თეზისის შინაარსს;• მოკლედ წარმოადგენს მის მიერ ჩატარებულ კვლევასა და შედეგებს;• წარმოადგენს თეზისის ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

• ბიზნესისა და სამრეწველო სფეროში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებისა და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება;• ბიზნესის ამ სფეროს მიმართ საზოგადოების მოთხოვნების განსაზღვრა; • სარგებელი საზოგადოებისთვის:• საზოგადოების უზრუნველყოფა განათლებული მუშახელით;• საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის კავშირების გაზრდა;• კურსდამთავრებულების საზოგადოებაში სწრაფად ინტეგრაცია.

სამაგისტრო თეზისი10

Page 20: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

20

თეზისის საჯარო დაცვისას წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის ტექსტის წაკითხვის ან ტექსტის სლაიდებიდან წაკითხვის ნაცვლად რეკომენდებულია ზეპირად გადმოცემა. პრეზენტაციის ვიზუალური მასალა მაღალი ხარისხის უნდა იყოს (სლაიდებში ბევრი ტექსტი არ უნდა იყოს შეტანილი; გარეკანი ძალიან პატარა არ უნდა იყოს; ერთი სლაიდი ბევრ გრაფიკულ გამოსახულებას ან ცხრილებს არ უნდა შეიცავდეს). თეზისის პრეზენტაცია უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ წესებსა და პროცედურებს. თუ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, საბჭოს თავმჯდომარეს აქვს უფლება პრეზენტაცია ერთი გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს.

თეზისი ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასევე მისი საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია ხელმძღვანელისა და რეცენზენტის დასკნები.

სასწავლო გეგმა11

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი და მოიცავს 120 ECTS კრედიტს. აკადემიური წელი იყოფა სამ ტრიმესტრად. თითოეული ტრიმესტრის (გარდა ბოლო ტრიმესტრისა) ხანგრძლივობაა 14 კვირა, ხოლო ბოლო VI ტრიმესტრის ხანგრძლივობაა 17 კვირა.

ტრიმესტრის განმავლობაში (გარდა ზაფხულის ტრიმესტრისა) სტუდენტი შეისწავლის ოთხ სასწავლო კურსს, აქედან ორი 6 ECTS-კრედიტიანი კურსი გრძელდება მთელი სემესტრის განმავლობაში, ხოლო ორი 3 ECTS-კრედიტიან კურსს ეთმობა 7-7 კვირა. პირველი ხუთი ტრიმესტრი ეთმობა სასწავლო კურსებს, ხოლო ბოლო მეექვსე ტრიმესტრი – სასწავლო პრაქტიკასა და სამაგისტრო თეზისს.

*შენიშვნა: სასწავლო პრაქტიკაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს დადებითი შეფასება ძირითად

და სპეციალობის სასწავლო კურსებში.

*შენიშვნა: სამაგისტრო თეზისზე მუშაობის დაწყება შეუძლია სტუდენტს, რომელსაც მიღებული აქვს დადებითი შეფასება ძირითად და სპეციალობის სასწავლო კურსებში.

Page 21: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

სასწ

ავლ

ო კ

ურსი

ს კო

დი

წინა

რეკ

ვიზი

ტი

კრედ

იტი

(ECT

S)

I სემ

ესტრ

I II

IV ს

ემეს

ტრი

II სე

მესტ

რი

V სე

მესტ

რი

III ს

ემეს

ტრი

VI ს

ემეს

ტრი

საათ

ობრ

ივი

დატ

ვირ

თვა

(მათ

შო

რის

, საკ

ონტ

აქტო

)

სასწ

ავლ

ო კ

ურსი

ს დ

ასახ

ელებ

#

1 B1 ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება - 6 150 (42) 6

1 S1 ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები B10 6 150 (42) 6

9 B9 ოპერაციათა მენეჯმენტი B5; B7 6 150 (42) 6

5 B5 სტატისტიკური ანალიზი ბიზნესისათვის - 6 150 (42) 6

5 S5 ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება B1; B10; B12 6 150 (42) 6

13 B13 კვლევის მეთოდოლოგია B5 6 150 (42) 6

3 B3 აკადემიური წერა - 3 75 (21) 3

3 S3 ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი B1; B10 3 75 (21) 3

11 B11 პროექტების მართვა - 3 75 (21) 3

7 B7 ორგანიზაციული ქცევა - 3 75 (21) 3

15 B15 სტრატეგიული მენეჯმენტი B2; B4; B7; B9; B14 3 75 (21) 3

2 B2 ეკონომიკური ანალიზი მენეჯერთათვის - 6 150 (42) 6

2 S2 საინვესტიციო გადაწყვეტილებები B10 3 75 (21) 3

10 B10 კორპორაციული ფინანსები B1 6 150 (42) 6

6 B6 მენეჯერული აღრიცხვა B1 6 150 (42) 6

6 S6 საბანკო საქმე B1; B10 3 75 (21) 3

სულ18 18 21 18 18 27

57 63

120

14 B14 მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი - 3 75 (21) 3

4 B4 ბიზნესის სამართლებრივი გარემო - 3 75 (21) 3

4 S4 ფინანსური რისკების მართვა B10 6 150 (42) 6

12 B12 მონაცემთა ანალიზი და მოდელირება B5; B2 3 75 (21) 3

8 B8 სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაცია - 3 75 (21) 3

ძირითადი სასწავლო კურსები

სპეციალობის სასწავლო კურსები

P სასწავლო პრაქტიკა* 7 175 (150) 7

T სამაგისტრო თეზისი* 20 500 (51) 20

Page 22: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

22

სწავლების მეთოდოლოგია

შეფასების სისტემა

12

13

პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე თითოეული სასწავლო კურსისთვის შერჩეულია შესაბამისი სწავლების მეთოდები, შესასწავლი მასალის შინაარსისა და მისაღწევი სწავლის შედეგების გათვალისწინებით. სასწავლო კურსის სილაბუსები იძლევა დეტალურ ინფორმაციას გამოყენებული სწავლების მეთოდების შესახებ. ზოგადად, სწავლების არსებული მეთოდებიდან ძირითადი დატვირთვა მოდის: ლექცია, პრაქტიკული, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დამოუკიდებელი სამუშაო, პროექტზე მუშაობა, დისკუსიებზე და ა.შ.

ასევე სილაბუსებით დადგენილია ის აქტივობები, რომელსაც სტუდენტი უნდა ახორციელებდეს სწავლების პროცესში, რათა მიღწეულ იქნას პროგრამით დადგენილი სწავლების შედეგები. მაგ., რელევანტური მასალის მოძიება (ელექტრონული და ბეჭდური), ლიტერატურის მიმოხილვა, წაკითხული მასალის ანალიზი და შეჯამება, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრა, მზარდი სირთულის მცირე მოცულობის კვლევის წარმოება, პრობლემის გადაჭრისას ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება (ინდივიდუალურად და ჯგუფურად), სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა.

სტუდენტთა შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.

Page 23: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

23

პროგრამით დადგენილი სასწავლო კურსების სილაბუსებში მოცემულია შეფასების მეთოდი და შეფასების მაქსიმალური ქულა. ასევე უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტებით განისაზღვრება პედაგოგის ვალდებულება შეფასების მეთოდის შესაბამისად სტუდენტს წინსწრებით მიაწოდოს ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ და განუმარტოს მიღებული ქულის ფორმირების გზა.

1. ზოგადი კომპეტენციები1.1. ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;1.2. კომუნიკაციის უნარი (წერილობითი, ვერბალური) მშობლიურ და უცხო ენაზე;1.3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;1.4. პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;1.5. თვითგანვითარების უნარი;1.6. დასახული მიზნის მიღწევის უნარი;1.7. გუნდური მუშაობის უნარი;1.8. დროის მართვის უნარი;1.9. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;1.10. ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;1.11. კრიტიკულობა და კრეატიულობა.

2. დარგობრივი კომპეტენციები2.1. ბიზნესის მამოძრავებლების სიღრმისეული ცოდნა, მათი მომგებიანობის დინამიკა და რეგულარული გარემოს ცოდნა;2.2. ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;2.3. საკანონმდებლო ბაზის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;2.4. ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშების მომზადება;2.5. ფინანსურ მოდელებთან და პროექციებთან მუშაობის უნარი;2.6. ბიუჯეტირება და კონტროლი;2.7. საბანკო საქმის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;2.8. კვლევის მეთოდების ცოდნა და კვლევის ჩატარების უნარი;2.9. ბუღალტერიის წარმოება;2.10. აუდიტორული მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;2.11. პროექტებისა და პროდუქტების განვითარების სხვადასხვა ინიციატივის მართვის უნარი;2.12. გაყიდვების ტექნიკის, პროდუქტების მართვის, კლიენტთა მოზიდვისა და მომსახურების უნარი;2.13. სამუშაოს ორგანიზების, დაგეგმვის უნარი და მართვის უნარი;2.14. ანგარიშგების უნარი.

კომპეტენციების ჩამონათვალი14

Page 24: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

24

შედეგების რუკა15

ცოდნა და გაცნობიერება

დასკვნის უნარიცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

სწავლის უნარი კომუნიკაციის უნარი

ღირებულებები

B1

B2

B3

B4

B5

B6

B7

B8

B9

B10

B11

B12

B13

B14

B15

S1

S2

S3

S4

S5

S6

P

T

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

×

Page 25: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

25

ადამიანური რესურსი

მატერიალური რესურსი

პრაქტიკის ობიექტი

16

17

18

პროგრამას ახორციელებს კვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი. აკადემიური პერსონალი შერჩეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის „აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების დებულების“ შესაბამისად.

პროგრამის სათანადოდ და ეფექტურად განხორციელებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მატერიალური რესურსით. უნივერსიტეტის მფლობელობაშია: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა, ინვენტარი, ტექნიკა, ბიბლიოთეკა და სხვ. ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.

სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ გარემოში ადაპტაცია, განვითარება და განმტკიცება. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტისათვის მარტივად და სწრაფად დასაქმების შესაძლებლობის მიცემა. სტუდენტის მიერ კონკრეტული საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შექმნა და უშუალოდ სამომავლო სამსახურებრივი ვალდებულების აღებამდე არჩევანის შესაძლებლობების გათავისება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შპს „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ.

Page 26: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი
Page 27: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი
Page 28: MBA in FinAnce broshure_send.pdf · MBA in FinAnce პროგრამის კატალოგი 2015-2016 სასწავლო წელი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, 0160, ყაზბეგის გამზ. #14 +995 32 2 444 864 | [email protected] | www.mba.edu.ge