ხარაგაულიდან წიფა არ...

8
თამარობას გილოცავთ! ვინ რა ქონებას ფლობს განცხადებები ამინდი ექსპონატებს რესტავრაცია ჩაუტარდათ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნა სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი ეროვნულ პარკში ჩატარდება როდის მოგვარდება საქარიქედის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა საბავშვო ბიბლიოთეკაში პროექტი „ვინ წამიკითხავს ზღაპარს” წარმატებით გრძელდება „ცოცხალი წიგნები” ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეული 3 გვ. 4 გვ. 3 გვ. 5 გვ. 6 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. 2 გვ. 3 გვ. 5 გვ. 5 გვ. დღეს ნომერშია ხარაგაულიდან წიფა არ ჩანს ცვლილება დახმარების გაცემის წესში „ხელშეკრულება მალე გაფორმდება“ „გოლათუბანში ამ საშინელ გზაზე რომ ამოხვალ ადამიანი, ნამდვილად ვერ იგრძობ თავს კარგად. მადლობა უნდა გითხ- რათ, რომ მშვიდად შეგვხვდით. საჩხუბარი და გასაპროტესტებე- ლია თქვენგან ეს მდგომარეობა. ყოველთვის გულახდილად უნდა ვისაუბროთ ყველა პრობლემაზე. წარმოუდგენელია, რომ მუნიციპა- ლიტეტი, სადაც სოფელში ასეთი გზაა, ინახავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდე- ბობის პირების 13 პერსონალურ ავტომანქანას,“ - აღნიშნა ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის მაჟორი- ტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ გოლათუბანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პარლამენტართან ერთად გოლა- თუბნელებს საკრებულოს თავმჯ- დომარე ინგა მაღრაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთო- ბის კოორდინაციის განყოფილების გამგე გია ჭიპაშვილი, წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტა- ლახაძე, წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმო- მადგენელი მაია გაჩეჩილაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრის ინიციატორი საკრებულოს წევრი გოგი ლაცაბიძე გახლდათ. „გო- ლათუბნელი ვარ და აქ ვცხოვრობ. გული მწყდება, რომ მუნიციპა - ლიტეტის ბიუჯეტით ამ სოფლის მოსახლეობისთვის არაფერი კეთ- დება,“ - აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მან გოლათუბნელებისთვის რამდე- ნიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გოგი ლაცაბიძის თქმით, მოსახლე- ობას სურს, რომ გოლათუბნის დაწ- ყებითი სკოლის საუკუნოვანი შე- ნობა, რომელიც ამჟამად სკოლის სტატუსით აღარ ფუნქციონირებს, გადმოეცეს სოფელს სარიტუალო სახლისთვის. „ყველაზე მთავარი ჩვენი სოფ- ლისთვის არის გზა. ორკილომეტ- რიანი გზის შეკეთების საშუალება ბიუჯეტში იყო გასულ წელსაც და არის ახლაც. ამჟამად სარკინიგზო ხაზის მშენებელი ჩინური კომპანია მუშაობს წიფის ტერიტორიაზე და ამ შანსის გამოყენება შეიძლება. გვირაბიდან გამოტანილი მასით თავისუფლად შეიძლება ამ გზის შეკეთება. ორკილომეტრიანი გზის დახრეშვა მათთვის არ არის პრობ- ლემა,“ - აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ. მისივე თქმით, მძიმე მდგომარე- ობაა წყალმომარაგების კუთხით. მოსახლეობა ასევე ითხოვს წიფაში ბაქანის გაკეთებას. „ამ სოფლის მაცხოვრებელ- თათვის უმთავრესი პრობლემაა სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომ- ლობა, - მიმართა გოგი ლაცაბიძემ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს, - ძალიან მიკ- ვირს, რატომ ეშინია მთავრობას, მოსახლეს საკუთარი საჭიროებისთ- ვის მისცეს 2 კბმ თხმელის მასალის მოპოვების უფლება. ღობეს ვეღარ აკეთებენ, იატაკს ვეღარ ცვლიან სახლში. ამ ბოლო წლებში ხე- ტყეს ძალიან დიდი ზიანი მიადგა. მაღალმთიანის სტატუსი აქვს ჩვენს სოფელს და აქედან დაიწყეთ სამოდელო-სატყეო მეურნეობის საცდელი პროექტი. იმერეთში ბეჟათუბნის მსგავსი მიგრაციული მხარე არ არსებობს. ტრანსპორტი აქ არ დადის. ჩვენი თხოვნაა, ცენტრალური გზა რომ კეთდება, ცოტა ზემოთ ამოიწიოს და ძველი საქარავნო გზაც გა- კეთდეს,“ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა. ყველა ის პრობლემა, რაც გოლათუბნელებს აწუხებთ, გოგი ლაცაბიძემ შესაბამის უწყებებს წე- რილობით აცნობა. გოლათუბნელმა ზაზა გოგო- ლაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია, სახლს აშენებს. სამასალე ხე-ტყეს ვერ იძენს და ამიტომ მძიმე მდგომარეობაშია. გოლათუბანში შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი მერაბ მაჭავარიანი გვ. 2 საკრებულოს ბიუროს 13 მაისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დე- პუტატებმა მოისმინეს ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება. გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის თქმით, ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის მუხლში შეფასების კრიტერიუმია 40 000 ქულა. „მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ლოგიკური, - ამბობს ნანა კიკნაძე, - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხელმოკლე ოჯახებზე უნდა გაიცეს დახმარების თხოვნის მომენტში, როდესაც ოჯახი სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს.“ ამ საკითხს დეპუტატები 15 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას 55 კილომეტრიანი საავტომო- ბილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის ხელშეკრულებას ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სახელით აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრი მოაწერს. ხელშეკრულების რატიფიცირებას კი პარლამენტი მოახდენს. „წლის ბოლომდე შესყიდვის პროცედურა უნდა დამთავრდეს. სავა- რაუდოდ, 2017 წლისთვის მთლიანად დამთავრდება პროექტი. ამავე პერიოდში დამთავრდება ქვიშხეთი-ზვარე-მოლითის სარკინიგზო მაგისტ- რალის მშენებლობა,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე. 13 მაისს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილიეს საჯარო მოხელის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდების შესახებ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხარგა- ულის გამგეობასა და საკრებულოში. კონკურსი ცხადდება ხარაგაულის გამგეობაში დამატებულ შტატებზე. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებულია 44 შტატი. „ზოგიერთ შტატზე საჭიროა მივუთითოთ საკვალიფიკაციო მოთ- ხოვნები,“ - ამბობს კახა გოლუბიანი. ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს კონკურსზე, გარდა საკვალიფიკაციო მოთ- ხოვნების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის ცნობა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ- ლამ ჭიპაშვილის თქმით, რჩება ისეთი განცდა, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია კონკრეტულ პირებზე. მანვე აღნიშნა, რომ სასურველია კონკურსში მონაწილე პირებს ჰქონდეთ მეტი დრო მომ- ზადებისათვის. ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დეპუტატები საკრებულოს რიგგა- რეშე სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ. 15 მაისი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 17 (637) www.chkh.org

Transcript of ხარაგაულიდან წიფა არ...

თამარობას გილოცავთ!

ვინ რა ქონებას ფლობს

განცხადებები

ამინდი

ექსპონატებს რესტავრაცია ჩაუტარდათ

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნა

სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი ეროვნულ პარკში ჩატარდება

როდის მოგვარდება საქარიქედის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა

საბავშვო ბიბლიოთეკაში პროექტი „ვინ წამიკითხავს ზღაპარს” წარმატებით გრძელდება

„ცოცხალი წიგნები” ხარაგაულში

საბიბლიოთეკო კვირეული

3 გვ.

4 გვ.

3 გვ.

5 გვ.

6 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

2 გვ.

3 გვ.

5 გვ.

5 გვ.

დღეს ნომერშია

ხარაგაულიდან წიფა არ ჩანს

ცვლილება დახმარების გაცემის წესში

„ხელშეკრულება მალე გაფორმდება“

„გოლათუბანში ამ საშინელ გზაზე რომ ამოხვალ ადამიანი, ნამდვილად ვერ იგრძობ თავს კარგად. მადლობა უნდა გითხ-რათ, რომ მშვიდად შეგვხვდით. საჩხუბარი და გასაპროტესტებე-ლია თქვენგან ეს მდგომარეობა. ყოველთვის გულახდილად უნდა ვისაუბროთ ყველა პრობლემაზე. წარმოუდგენელია, რომ მუნიციპა-ლიტეტი, სადაც სოფელში ასეთი გზაა, ინახავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდე-ბობის პირების 13 პერსონალურ ავტომანქანას,“ - აღნიშნა ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის მაჟორი-ტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ გოლათუბანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პარლამენტართან ერთად გოლა-თუბნელებს საკრებულოს თავმჯ-დომარე ინგა მაღრაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთო-ბის კოორდინაციის განყოფილების გამგე გია ჭიპაშვილი, წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტა-ლახაძე, წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმო-მადგენელი მაია გაჩეჩილაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრის ინიციატორი საკრებულოს წევრი გოგი ლაცაბიძე გახლდათ. „გო-ლათუბნელი ვარ და აქ ვცხოვრობ. გული მწყდება, რომ მუნიციპა-ლიტეტის ბიუჯეტით ამ სოფლის მოსახლეობისთვის არაფერი კეთ-დება,“ - აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მან გოლათუბნელებისთვის რამდე-ნიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გოგი ლაცაბიძის თქმით, მოსახლე-

ობას სურს, რომ გოლათუბნის დაწ-ყებითი სკოლის საუკუნოვანი შე-ნობა, რომელიც ამჟამად სკოლის სტატუსით აღარ ფუნქციონირებს, გადმოეცეს სოფელს სარიტუალო სახლისთვის.

„ყველაზე მთავარი ჩვენი სოფ-ლისთვის არის გზა. ორკილომეტ-რიანი გზის შეკეთების საშუალება ბიუჯეტში იყო გასულ წელსაც და არის ახლაც. ამჟამად სარკინიგზო ხაზის მშენებელი ჩინური კომპანია მუშაობს წიფის ტერიტორიაზე და ამ შანსის გამოყენება შეიძლება. გვირაბიდან გამოტანილი მასით თავისუფლად შეიძლება ამ გზის შეკეთება. ორკილომეტრიანი გზის დახრეშვა მათთვის არ არის პრობ-ლემა,“ - აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ. მისივე თქმით, მძიმე მდგომარე-

ობაა წყალმომარაგების კუთხით. მოსახლეობა ასევე ითხოვს წიფაში ბაქანის გაკეთებას.

„ამ სოფლის მაცხოვრებელ-თათვის უმთავრესი პრობლემაა სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომ-ლობა, - მიმართა გოგი ლაცაბიძემ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს, - ძალიან მიკ-ვირს, რატომ ეშინია მთავრობას, მოსახლეს საკუთარი საჭიროებისთ-ვის მისცეს 2 კბმ თხმელის მასალის მოპოვების უფლება. ღობეს ვეღარ აკეთებენ, იატაკს ვეღარ ცვლიან სახლში. ამ ბოლო წლებში ხე-ტყეს ძალიან დიდი ზიანი მიადგა. მაღალმთიანის სტატუსი აქვს ჩვენს სოფელს და აქედან დაიწყეთ სამოდელო-სატყეო მეურნეობის საცდელი პროექტი.

იმერეთში ბეჟათუბნის მსგავსი მიგრაციული მხარე არ არსებობს. ტრანსპორტი აქ არ დადის. ჩვენი თხოვნაა, ცენტრალური გზა რომ კეთდება, ცოტა ზემოთ ამოიწიოს და ძველი საქარავნო გზაც გა-კეთდეს,“ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა. ყველა ის პრობლემა, რაც გოლათუბნელებს აწუხებთ, გოგი ლაცაბიძემ შესაბამის უწყებებს წე-რილობით აცნობა.

გოლათუბნელმა ზაზა გოგო-ლაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია, სახლს აშენებს. სამასალე ხე-ტყეს ვერ იძენს და ამიტომ მძიმე მდგომარეობაშია.

გოლათუბანში შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი მერაბ მაჭავარიანი გვ. 2

საკრებულოს ბიუროს 13 მაისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დე-პუტატებმა მოისმინეს ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება. გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის თქმით, ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის მუხლში შეფასების კრიტერიუმია 40 000 ქულა. „მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ლოგიკური, - ამბობს ნანა კიკნაძე, - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხელმოკლე ოჯახებზე უნდა გაიცეს დახმარების თხოვნის მომენტში, როდესაც ოჯახი სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს.“

ამ საკითხს დეპუტატები 15 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას 55 კილომეტრიანი საავტომო-ბილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის ხელშეკრულებას ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სახელით აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრი მოაწერს. ხელშეკრულების რატიფიცირებას კი პარლამენტი მოახდენს.

„წლის ბოლომდე შესყიდვის პროცედურა უნდა დამთავრდეს. სავა-რაუდოდ, 2017 წლისთვის მთლიანად დამთავრდება პროექტი. ამავე პერიოდში დამთავრდება ქვიშხეთი-ზვარე-მოლითის სარკინიგზო მაგისტ-რალის მშენებლობა,“ - ამბობს ნოდარ ებანოიძე.

13 მაისს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილიეს საჯარო მოხელის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდების შესახებ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხარგა-ულის გამგეობასა და საკრებულოში. კონკურსი ცხადდება ხარაგაულის გამგეობაში დამატებულ შტატებზე.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებულია 44 შტატი. „ზოგიერთ შტატზე საჭიროა მივუთითოთ საკვალიფიკაციო მოთ-ხოვნები,“ - ამბობს კახა გოლუბიანი.

ბიუროს სხდომაზე

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს კონკურსზე, გარდა საკვალიფიკაციო მოთ-ხოვნების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის ცნობა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ-ლამ ჭიპაშვილის თქმით, რჩება ისეთი განცდა, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია კონკრეტულ პირებზე. მანვე აღნიშნა, რომ სასურველია კონკურსში მონაწილე პირებს ჰქონდეთ მეტი დრო მომ-ზადებისათვის.

ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დეპუტატები საკრებულოს რიგგა-რეშე სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ.

15 მაისი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№17 (637)

www.chkh.org

2 xtvb [fhfufekb 15 მაისი, 2015 წ.

როდის მოგვარდება საქარიქედის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა

იმყოფებოდა. მან იმ პროცედუ-რებზე ისაუბრა, რომელიც გლეხმა ფიცრისა და ღობის მასალის მო-პოვებისთვის უნდა გაიაროს, რაც მისივე თქმით, არაეფექტურია. „გვინდა ისეთ სისტემაზე გადა-ვიდეთ, რომელიც მოსახლეობას სარგებელს მოუტანს, - აღნიშნა მერაბ მაჭავარიანმა, - სამასალედ თხმელის გაცემასთან დაკავშირე-ბით ტყის კოდექსში მოვამზადეთ ცვლილება, რომელსაც პარლამენ-ტი მალე განიხილავს.

ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ყო-ფილი საკოლმეურნეო ტყეების ბაზაზე სათემო სატყეო მეურნეობა შეგვექმნა. დავიწყეთ ეს პროექტი. საფრანგეთიდან გრანტიც მივიღეთ და მოულოდნელად სატყეო დარ-გის მიმართ მიდგომები შეიცვალა. სახელმწიფოს აღარ უნდა ჰქონო-და ტყის მოვლის ვალდებულება და დაიწყო ლიცენზიების გაცემა. 2007 წლიდან სოფელში ბევრი სახლის კარი დაიკეტა იმის გამო, რომ მათ ტყეში მასალის მოპოვება აეკრძალათ. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ამ პროცესმა არ გაამართლა. ლიცენზიანტების ნა-წილმა ისევ ბრაკონიერები ამუშავეს ტყეში, არ განახორციელეს ახალი ინვესტიციები და თითქმის ყველა ვალდებულება დაარღვიეს.

თუ ჩვენ ახლა მოვინდომებთ, ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები შეიძლება გადმოეცეს მუნიციპალი-ტეტს. ფრანგული მხარის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ გა-ხარჯულა. კოდექსის თანახმად, ად-გილობრივი მნიშვნელობის ტყეების მართვის ექსკლუზიური უფლება აქვს თვითმმართველობას. მზად ვართ, გაგიწიოთ კონსულტაცია. დონორები ძალიან მოწადინებული არიან. ხარაგაული, სხვა მუნიციპა-

ლიტეტებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობშია, რადგან აქ ჩატა-რებულია ტყის ინვენტარიზაცია.“

მერაბ მაჭავარიანის თქმით, სატყეო რეფორმის მთავარი მიზა-ნია, ტყე იყოს დაცული და არსე-ბობდეს ხის ოფიციალური ბაზარი. „ვფიქრობთ, როგორ აღვადგინოთ ეს დარგი. აუცილებლად უნდა შეიქმნას ადგილობრივი სატყეო მეურნეობა, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმა-ყოფილება. საცდელი საპილოტე პროექტის განსახორციელებლადაც ხარაგაული მზად არის. სამთავრო-

ბო დადგენილებისთვის მასალები მზადაა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, მან სატყეო სისტემაში არსებული პრობლემები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენა.

ნოდარ ებანოიძის ინფორმა-ციით, ის უკვე ესაუბრა გარემოს დაცვის ახალ მინისტრს. „თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, არაფერს აღარ ეშველება. ყველა დავიღა-ლეთ ამ ზღაპრებისგან. გასული საუკუნის 50-იან წლებში რამდენი ადამიანიც იყო გოლათუბანში, იმდენი ალბათ ვეღარ იქნება, მაგრამ ვინც არის, ის ხალხი უნდა დარჩეს. ხის მასალის ბაზარი ხომ უნდა იყოს, ადამიანი ნახევარი კბმ მასალისთვის ელიავაზე რომ არ წავიდეს. ბაღდათის მუნიციპა-ლიტეტმა უკვე დაიწყო ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების გადმო-ცემის პროცესი. მუნიციპალიტეტი

დაადგენს წესებს და მოსახლეობაც იმის მიხედვით იმოქმედებს.“

საკრებულოს წევრმა გოგი ლა-ცაბიძემ აღნიშნა, რომ არამოქმედ სახერხებზე სოლიდური თანხით დააჯარიმეს მოსახლეობა.

ნოდარ ებანოიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში ის საკანონმდებლო ინიციატივით შევა პარლამენტში და ჯარიმებს ჩამოწერენ.

ნოდარ ებანოიძე: -ასეთ სა-კითხებზე ინფორმაციას ხალხთან ახლო ურთიერთობით ვიღებთ. ადგილობრივი ხელისუფლება იმიტომ კი არ ავირჩიეთ, რომ გუ-ბერნატორს ემორჩილებოდეს. ჩვენ

გვჭირდება კრეატიული ადამიანები, რომელთაც ჭკვიანური რისკი შეუძ-ლიათ. აქედანვე უნდა დავიწყოთ მომავალი წლის ბიუჯეტის თანხების სამართლიანი განაწილება. 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამ-ტკიცებისას ვთქვი, წიფის დეპუტატი რომ ვიყო, ხმას არ მივცემდი-მეთ-ქი. ხარაგაულიდან წიფა არ ჩანს. ანალიზი გავაკეთე, მოსახლეობის საჭიროებები არ არის ასახული ბიუჯეტში.

ხარაგაულში ფეხბურთის გუნდის დაფინანსებას ვაპროტესტებდი წლების მანძილზე. ასიაათასობით ლარი დაიხარჯა ამ მიმართულე-ბით და ახლა აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელები თურმე თამაშებს ყიდდნენ.

იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, არ ვაპირებ, ხალხს ზღაპრები მოვუყვე. ძალიან მიხარია, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ძირულა-ხარაგა-

ული-ჩუმათელეთის გზის პროექტის განხორციელებას. წლის ბოლომდე შესყიდვები დასრულდება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. რამდენი ხანი უნდა ვიტ-რაბახოთ ახლა ამით?!...

„ნოდარ ებანოიძე უშლის ხალ-ხის დასაქმებას ხელსო,“ - ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულია ხალხი, რო-მეთაგან ნახევარზე მეტს საქმე არ აქვს. შტატები დაამატეს კულტურის ცენტრში. ერთი აქაც ამოეყვანათ და ფანდურის დაკვრა ასწავლონ აქაურ მოსწავლეებს. 7 მილიონი ლარიდან 40 ათასი ლარია კაპი-ტალური ხარჯი. არის სოცდახმა-

რებებიც, მაგრამ არაეფექტიანად იხარჯება ფული-მეთქი, რომ ვთქვი, ლამის ანათემას გადამცეს.

გავარემონტეთ კინოთეატრის შენობა, მოასფალტდა გზები კიცხ-ში, ხიდარსა და წყალაფორეთში, მოეწყო სოფლის სახლი ღორე-შაში, გაკეთდება კულტურისა და დასვენების პარკი, მაგრამ წიფამ, ზვარემ, ნადაბურმა და ა. შ. რა სარგებელი მიიღო? ძალიან კარ-გი ადამიანია წიფის მაჟორიტარი დეპუტატი. მას ხმა იმიტომ მიეცით, რომ წიფა და აქაური მოსახლეობა იყოს მისი პრიორიტეტი. გოლათუბ-ნის გზა რომ ასე დანგრეული არ იყოს, ამის საშუალება არის ბიუჯეტ-ში. ფული არის და გონივრულად უნდა დავხარჯოთ.

ვტრაბახობთ, რომ ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტებს შორის დასახელდა ხარაგაული. დაბა ხარაგაულის ცენტრით თუ ვიმსჯელებთ, კი ბატონო. აბა,

გოლათუბნელებს ვკითხოთ, მუნი-ციპალიტეტის წარმატებაზე მსჯე-ლობა რამდენად შესატყვისია მათი მდგომარეობის.

უნდა ვიყოთ აქტიურები, რადგან ბიუჯეტის ფული თქვენი ფულია. ახლა ვიღებთ კანონს საზოგადობ-რივ მმართველობასთან დაკავში-რებით. მოსახლეობისგან არჩეული საზოგადოების წარმომადგენლები ყველაფერს დააკვირდებიან.

გოლათუბნელებმა ხელისუფ-ლების წარმომადგენლებთან შეხ-ვედრაზე სოციალურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

დალი გოგოლაძე: -შვიდი წე-ლია, 400 მეტრ მილს ვითხოვ წყლისთვის. დამპირდნენ, რომ წელს მოგვარდება ეს პრობლემა. რომელი საუკუნეა, წყალზე რომ ვსაუბრობთ. თუ მაღალმთიან ზონა-ში ვართ, რა პრივილეგიები გვაქვს, უნდა გავიგოთ. სოციალური დახმა-რება მომიხსნეს, - ვერ გავარკვიე, რა მიზეზით. ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა არ შეცვლილა.

შეხვედრის დასასრულს ნოდარ ებანოიძემ მაღალმთიანი რეგი-ონების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა და მოსახლეობას ის შე-ღავათები გააცნო, რაც კანონით განისაზღვრება. მისი ინფორმა-ციით, მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს დაემატება პენსიის დადგენილი ოდენობის 20% ანუ 32 ლარი. ექიმი და ექთანი პენსიის ორმაგ ოდენობას აიღებენ. 100 კვტ მოხმარებული ელენერგიის გადასახადის 50%-ს სახელმწიფო დაფარავს. ახალშობილი ერთი წლის მანძილზე ყოველ თვეში ას ლარს მიიღებს, მასწავლებლებს ექნებათ დანამატი ხელფასზე. და-წესდება სოციალური, საგადასახო შეღავათები და სხვ.

ნინო კაპანაძე

პირველი გვერდიდან

ხარაგაულიდან წიფა არ ჩანს

საქარიქედში მცხოვრები თამარ ბერაძე ამბობს, რომ წლებია, ზაფ-ხულის დადგომის ეშინია. „ივნისში, როგორც კი კარგი ამინდები დად-გება, ჩვენს სოფელში წყალი შრება. ნოემბრის ბოლომდე ჩვენს ონკა-ნებში წყალი აღარ მოდის. ამის მიზეზია ის, რომ წყალი არ არის ფიზიკურად, გვიჭირს ძალიან,“ - ამბობს თამარ ბერაძე. უწყლობა საქარიქედისა და იგორეთის 150-ზე მეტი ოჯახის დღემდე მოუგვარებე-ლი პრობლემაა.

იგორეთში მცხოვრები რვასუ-ლიანი ოჯახის დიასახლისი მარინა ბოგვერაძე შეწუხებულია უწყლო-ბით. „წლის განმავლობაში ხუთი თვეა მარტო წყალი. ოთხი შვილი მყავს. წარმოიდგინეთ, მარტო მათი

სარეცხისთვის რამდენი წყალი მჭირდება. კიდევ კარგი, ხარები გვყავს და ვზიდავთ წყალს,“ - ამ-ბობს მარინა ბოგვერაძე.

საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, დიდი ხანია, ითხოვს. ამ თემაზე მათ გასული წლის სექტემბერში 78 მოსახლისგან ხელმოწერილი მიმართვა გაუგზავნეს იმერეთის მაშინდელ გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილსა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს.

რვა თვის წინ საქარიქედისა და იგორეთის მცხოვრებთ ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

კიცხის მაჟორიტარ დეპუტატ უჩა ბერაძესთან ერთად შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედ-რის ერთ-ერთი მთავა-

რი მიზანია გაცნობოთ, რომ არ დაგვიწყებია თქვენი პრობლემა, გადაჭრის გზებიც დავსახეთ, სპე-ციალისტები მოვიძიეთ და ველო-დებით შესაფერის დროს წყლის საძიებო სამუშაოების დასაწყებად. ისევ იმ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, როგორც ყოველ ზაფხულს, წინასწარ უნდა დავიჭი-როთ თადარიგი,“- მიმართა 7 მაისს შემდგარ შეხვედრაზე საქარიქედი-სა და იგორეთის მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ.

მისი ინიციატივით მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლე-ბის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

„წყლის სათავე ნაგებობა ნორ-მალურ მდგომარეობაშია. წყალი მიყვანილია ყველა ოჯახში. იგო-რეთისა და საქარიქედის წყალმო-მარაგების სისტემა სრულად მოწეს-რიგებულია, - აღნიშნა მოსახლე-ობასთან შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, - მთავა-რი პრობლემა წყლის რესურსის არარსებობაა. მოვძებნეთ სპეცი-ალისტები. გამოვყავით თანხა. ახლა ველოდებით მზიან ამინდებს, რომ წყლის დაძიების სამუშაოები ჩატარდეს.“

მეორე პრობლემა, რაც საქა-რიქედის მოსახლეობას აწუხებს, უგზოობაა. მუნიციპალიტეტის გამ-გებლის, კობა ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, საქარიქედის გზის შესაკეთებლად სოფლის მხარდა-ჭერის პროგრამით გამოყოფილია 10 ათასი ლარი; იგორეთის მო-ნაკვეთის შესაკეთებლად - 6 ათასი ლარი. „2 ათასი ლარი ადგილობ-რივი ბიუჯეტიდან დავამატეთ. სულ 16 ათასი ლარი დაიხარჯება საქა-რიქედში გზის შესაკეთებლად. გზას გაუკეთდება სანიაღვრე არხები და ისე შეკეთდება, რომ ორი-სამი წელი მაინც გაძლოს. შემდგომში ამ გზის სარეაბილიტაციოდ სხვა აქტივობები დაიგეგმება,“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

იგორეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ აქვთ წისქვი-ლი. კოტე ბოგვერაძის თქმით, სამი წლის წინაც იყო გამოყოფილი თანხა წისქვილისთვის, მაგრამ

პრობლემა დღემდე მოუგვარებე-ლია. „ვწვალობთ საცოდავად, ხან სად დაგვაქვს სიმინდი დასაფქ-ვავად და ხან სად,“ - ამბობენ იგო-რეთელები.

„ამ საკითხს აუცილებლად შე-ვისწავლით. თუ რამე უკანონოდ არის გაკეთებული, საკუთარი ჯიბის ფულს მოვატანინებთ სამუშაოების შემსრულებელს. წისქვილი მუ-ნიციპალიტეტის საკუთრებაა. თუ მეწისქვილეს ვერ გამოძებნით, წისქვილის შენობას გავყიდით და შემდეგ კერძო პირი აამუშავებს,“ - დაჰპირდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობას.

საქარიქედის მოსახლეობა უკმა-ყოფილოა სამედიცინო მომსახურე-ბით. ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ კიცხის ამბულატორიაში ექიმთან მისვლის შესაძლებლობა და კვირა-ში ერთხელ ექიმის მათ სოფელში მისვლას ითხოვენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე დავსვამ ყველა იმ ექიმის პასუხისმ-გებლობის საკითხს, ვინც არ ემსახუ-რება მოსახლეობას. კვირაში ერთ-ხელ რომ ამოვიდეს საქარიქედზე ექიმი, ხომ შეიძლება?!“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა მოსახლე-ობასთან შეხვედრაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, სამწუხა-როდ, სოფლის ამბულატორიის ექიმები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ისე, როგორც კა-ნონით არის გათვალისწინებული. „კადრების სიმცირის გამო ბევრი მათგანი რამდენიმე ადგილას მუ-შაობს, - აღნიშნა ინგა მაღრაძემ, - დავუკავშირდებით სოფლის ექიმს და მოვთხოვთ, რომ კვირაში ერთ დღეს მოვიდეს თქვენთან.“

ნინო კაპანაძე

3xtvb [fhfufekb15 მაისი, 2015 წ.

„ბედნიერი ვარ, ბებიამ რომ თამარი დამარქვა“

ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, რო-გორ გავხადოთ ბავშვები ჭკვიანები. მისი პასუხი ერთდროულად მარტი-ვი და ბრძნული იყო: „თუ გინდათ ბავშვები იყვნენ ჭკვიანები, წაუკით-ხეთ მათ ზღაპრები. თუკი გინდათ იყვნენ უფრო ჭკვიანები, წაუკითხეთ მეტი ზღაპარი“. „ვიმედოვნებთ, ჩვენ შევძლებთ ბავშვებს მივცეთ ისეთი სამყარო, სადაც ისინი წა-იკითხავენ, სადაც მათ წაუკითხავენ, სადაც გამოიყენებენ წარმოსახვას და სადაც ისინი გაიგებენ,“ - წერს ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი.

ზღაპარი აცნობს ბავშვებს სამყა-როს. ზღაპარი იდეური აღზრდის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. იგი მსმენელს უნერგავს სიკეთის კეთე-ბის სურვილს, იმედს, სულიერ სიმტ-კიცეს, უვითარებს შინაგან სამყაროს, უყალიბებს ფანტაზიის, წარმოსახვის

უნარს. ზღაპრის წაკითხვის შემდეგ ბავშვს უყალიბდება თავისი აზრი ზღაპრის გმირის შესახებ.

გასული წლის ოქტომბრიდან ხარაგაულის ცენტრალური ბიბლი-ოთეკის საბავშვო განყოფილებაში დაიწყო პროექტის „ვინ წამიკითხავს ზღაპარს?“ განხორციელება.

პროექტში ჩართულები არიან 6-დან 10-წლამდე ასაკის ბავშვები. მათი სურვილის მიხედვით „ზღაპრის დღეს“ ზღაპრებს სხვადასხვა პრო-ფესიის ადამიანები და თანამდებო-ბის პირები კითხულობენ. ბავშვები ჟრიამულით ეწვივნენ ბიბლიოთეკას და მოისმინეს ცენტრალური ბიბ-ლიოთეკის დირექტორ ნიკოლოზ მაჭავარიანის, გამგეობის კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის, ექიმ გია ბარბაქაძის, პედა-

გოგ ლია სანიკიძის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორ მამუკა ჭიპაშვილის, ხა-რაგაულის საკრებულოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმე-თა კომისიის თავმჯდომარე მარინა ვეფხვაძისგან წაკითხული ზღაპრები.

პროექტის მიზანია, ბავშვები და-უახლოვდნენ და გაუადვილდეთ ურ-თიერთობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. კითხვის პროცესი კი ყველაზე ძლიერი და მარტივი გზაა ამ სიახლოვის, კომუნიკაციის დასამყარებლად. კითხვა ხომ ბავშ-ვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.

პროექტი ხელს უწყობს ბავშ-ვებში ზღაპრების, ზოგადად ლიტე-რატურის კითხვისადმი ინტერესის გაღვიძებას. თუ კითხვის პროცესს

სხვადასხვა საშუალებებით გავახა-ლისებთ, ბავშვებს წიგნები აუცილებ-ლად ძალიან შეუყვარდებათ. ისინი ჟრიამულით მოდიან ბიბლიოთე-კაში, ნამდვილ სიხარულს ანიჭებთ წაკითხულის გარშემო შეკითხვებზე პასუხის გაცემა, კროსვორდების შევსება, შესაბამისი მულტფილმის ყურება. ყოველი შეხვედრა სახალი-სო, საინტერესო და ინტერაქტიულ აქტივობად იქცევა.

ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთა-რი ემოციების გადმოცემა ხატვით. ამიტომაც კითხვის დასრულების შემდეგ სურვილი აქვთ, დახატონ, ნახატებით გადმოსცენ ზღაპარიდან მიღებული შთაბეჭდილებები.

ბავშვებს სურთ, ახლა ზღაპარი

წაუკითხოს პოლიციელმა.პროექტი გრძელდება. იმედია, ეს

სიახლე მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს კითხვას შეაყვარებს. ნებისმიერი ქვეყნის განვითარების, წინსვლისა და წარმატების საწინ-დარი ნაკით, განათლებულ საზო-გადოებაშია.

„რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვებმა შეიყვარონ წიგნი - მთავარია მათ შევუქმნათ განწყობა, კითხვა დავუწყოთ ზღაპრებით,“ - გვმოძღვრავს საქართველოს პატ-რიარქი ილია მეორე.

სოფო ლაცაბიძესაბავშვო ბიბლიოთეკის

წამყვანი სპეციალისტი

თამარ მეფე მისთვის ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა. ისტორი-ისადმი სიყვარული ბავშვობიდან ბებიამ ჩაუნერგა. მასწავლებლობა კი მშობლების გავლენით აირჩია. თამარ ხევსურიანი 25 წელი ხა-რაგაულის №2 საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. როგორც თავად ამბობს, მოსწავლეებთან ურთიერთობის თავისებური მეთო-დები ჰქონდა და ამიტომაც დღემდე მას ყოფილი მოსწავლეები დიდი სითბოთი იხსენებენ.

თამრიკო მასწავლებელს თამა-რობის დღესასწაულთან დაკავში-რებით ვესტუმრეთ.

„ახალსოფელში დავიბადე, - გვიამბობს თამარ ხევსურიანი, - უფროსი და მყავს. ამიტომ მამაჩემს და მთელ სანათესაოს სურდა, რომ ვაჟი დაბადებულიყო. მამას ერთ ბიძაშვილს ცუდი გამონათქვამებიც კი გამოუყენებია, მე რომ დავბადე-ბულვარ. მხცოვანი ბებია მყავდა, ას წელს მიღწეული. დაუტუქსავს ყველა, ვისაც ოჯახში მეორე გოგო-ნას დაბადება არ გახარებია და უთქ-ვამს, მომზადებული მაქვს სახელი, თამარი უნდა დავარქვათო. ბებიას, ეკატერინე კიკნაძეს, პატარა სკივრი

ჰქონდა ხატებით სავსე. მათ შორის იყო თამარ მეფის ხატი. საღად მოაზროვნე ქალი იყო ბებიაჩემი. ხშირად მიყვებოდა ისტორიულ ამბებს. ბედნიერი ვარ, ბებიამ რომ თამარი დამარქვა.

პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ მე-16-ე-მე17-ე საუკუნეებში ახალ-სოფლის ეკლესია ხევსურიანებს აუგიათ. ეკლესია ისტორიაშიც ხევ-სურიანების საგვარეულო ეკლესიის სახელითაა შესული.“

თამარ ხევსურიანის მშობლები ფარცხნალის რვაწლიანი სკო-ლის პედაგოგები იყვნენ. ლევან ხევსურიანი სამხედრო სწავლების მასწავლებელი იყო, დედა - ქეთო დევდარიანი - დაწყებითი კლასების. თამარ ხევსურიანმა ხარაგაულის №2 საშუალო სკოლა დაამთავრა. „ამავე სკოლაში სწავლობდა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. ჩემი დედამთილი №2 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და მასწავლებელი იყო. ამიტომ ამ სკოლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს,“ - ამბობს თამარ მასწავლებელი.

ის ჯერ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. შემდეგ ოჯახი

შექმნა ნოდარ ბერაძესთან ერთად და სწავლა პუშკინის სახელობის პე-დაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა.

„ხარაგაულში დავბრუნდით და აქ დავიწყეთ საქმიანობა, - იხსენებს თამარ მასწავლებელი. თავიდან №2 საშუალო სკოლის პიონერ-ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. პარალელურად ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. შემდეგ ისტორიის მასწავლებლობა №2 სკოლაში გა-ვაგრძელე. ძალიან ვღელავდი პირ-ველ გაკვეთილზე შესვლისას. ჩემმა დედამთილმა, კლარა გოგოლაძემ, გამამხნევა. მან მასწავლა, რომ მოსწავლეებისთვის ძირითადი სა-კითხები რვეულში ჩამეწერინებინა.

ნამდვილად მეამაყება, რომ მოს-წავლეების მესაიდუმლე ვიყავი. არ მიყვარდა დასმენა არც დირექციაში და არც მშობელთან. კოტე პეტავას და მარინა აქსიონოვას უყვარდათ ერთმანეთი. მოგეხსენებათ, რა დრო იყო. აცდენდნენ ხოლმე გაკვეთი-ლებს. ყველანაირად ვცდილობდი, საყვედური არ მიეღოთ. ამასწინათ ჩემი ქალიშვილი ნანა შეხვედრია მარინას თბილისში და დიდი სიყ-ვარულით მოვუკითხივარ. ჩვენი მეგობარი, სიყვარულის ქომაგი და მესაიდუმლე იყოო, - უთქვამს. ძალიან გამიხარდა.

მალხაზ კუპრაძე იყო ძალიან ცელქი და უცნაური. ერთხელ კიბით ჭერზე აძვრა და ყვიროდა. გავი-ქეცი სასწრაფოდ. დავდექი კიბეზე და ვეხვეწები, მალხაზ, ჩამოდი. ამ დროს ზარი დაირეკა და მასწავ-ლებლები გამოვიდნენ სამასწავ-ლებლოდან. მალხაზის ვეუბნები, აბა, გაჩუმდი და არ ვიტყვი, მანდ რომ ხარ-მეთქი. ერთი გაკვეთლის მანძილზე სკოლის ჭერზე იჯდა.

არ მიყვარდა, მშობელი რომ შემოვიდოდა სამასწავლებლოში და ყველა ერთად დაეტაკებოდა ცუდის

სათქმელად. მე მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩემებური მეთოდები მქონდა, პირდაპირი და სამართ-ლიანი.“

თამარ ხევსურიანი ამბობს, რომ მისი შვილები - ნანა და დათო არასდროს სარგებლობდნენ რაიმე პრივილეგიით. ვერაფრით ვერ წავუმატებდი ნიშანს. ყველა ბავშვს ერთნაირად ვაფასებდი. როცა და-სასჯელები იყვნენ, ჩემს შვილებს სხვებზე მეტად ვსჯიდი,“ - გვიმბობს თამარ მასწავლებელი და საუკეთესო მოსწავლეებს იხსენებს: „ლაურა გო-გოლაძე იყო საუკეთესო მოსწავლე. არ მახსოვს, რომ ოდესმე მოუმ-ზადებელი მოსულიყო. ერთხელ ავადმყოფობის გამო ერთი კვირა გაუცდა და რომ დაბრუნდა, გაკვეთი-ლი ვკითხე. ისე არაჩვეულებრივად მოყვა, ვერ იფიქრებდი, რომ ერთი კვირა გაუცდა. ჩემმა მოსწავლე ნინო გორგაძემ ისტორიკოსობა აირჩია პროფესიად. ის ახლა ლექტორია.“

ნანა ბერაძე, თამარ ხევსურიანის შვილი: -დედას მასწავლებლობის გამო პრიორიტეტით არ ვსარგებ-ლობდით. არ მიყვარდა ისტორია, სიმართლე გითხრათ. ერთხელ მე და ჩემ თანაკლასელ თამრიკო კამლაძეს გაკვეთილზე გაგვეცინა. დედამ მთელი გაკვეთილის მან-ძილზე კარებთან ფეხზე დამაყენა. ვიდექი ატუზული გაუნძრევლად და ძალიან მრცხვენოდა. ერთხელაც, სამდღიანი ექსკურსიიდან დაბრუ-ნებულს, მკითხა გაკვეთილი, სხვა მოსწავლეებს რომ არ ეფიქრათ, თავის შვილს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებსო.

ჩვენმა ოჯახმა მძიმე პერიოდები გადაიტანა, - მამაჩემის ორგზის დაპატიმრება, სიდუხჭირე. დედა ყოველთვის ღირსების შენარჩუნე-ბისკენ მოგვიწოდებდა. პრობლემა თუ მაქვს და განსაცდელი, ყოველთ-ვის დედას სიტყვებს ვიხსენებ.

დათო ბერაძე, თამარ ხევსური-ანის შვილი: -დედა ძალიან მკაცრი და მოწესრიგებული იყო. ამავეს ითხოვდა ჩვენგან. უმძიმესი ავადმ-ყოფობა გადაიტანა და ვფიქრობ, თავისმა სიკეთემ და ადამიანებისად-მი სიყვარულმა გადაარჩინა.

53 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო თამარ ხევსურიანმა მშობლიური №2 საშუალო სკოლის კედლები დატოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ ცოტა ხანს ისევ იმუშავა. „ექიმმა გვითხ-რა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ჩემთვის საუკეთესო რეაბილი-ტაცია იქნებოდა. უარი არ მითხრა სკო-ლის დირექტორმა, აწ განსვენებულმა გივი გოგოლაძემ. ამის გამო მისი ძალიან მადლიერი ვარ. იმ წლებმა ძალები შემმატა. აღარ იყო ისეთი ხა-რისხიანი ჩემი გაკვეთლები და ყველამ ძალიან შემიწყო ხელი - კოლეგებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა.

ჩემი შვილების დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ. ყველა-ფერს აკეთებენ ჩემი ოჯახის წევრე-ბი, რომ ვიცოცხლო. ბევრ რამეს იკლებენ ჩემი კარგად ყოფნისთვის,“ - ამბობს თამარ მასწავლებელი.

სახლში კედელზე თამარ მეფის ფოტო უკიდია. „თამარ მეფემ ძლი-ერი ქართული სახელმწიფო შექმნა. პირადი ცხოვრება დათმო და თავი ქვეყნის თავისუფლებას შესწირა. ჩემთვის უძვირფასესია „ვეფხისტყა-ოსანი“, რომელიც ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1992-93 სასწავ-ლო წლის კურსდამთავრებულებმა მაჩუქეს,“ - ამბობს თამარ მასწავლე-ბელი. ყველაზე დიდი სიმდიდრე კი მის მოსწავლეთა გულებში დათესი-ლი სითბო და სიყვარულია.

თამარობის დღესასწაულს ვუ-ლოცავთ თამარ ხევსურიანს და ყველა თამარს. მუდამ გვფარავდეს წმინდანად შერაცხული თამარ მე-ფის მადლი.

ნინო კაპანაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბრძანებით გასულ წელს სამხატვ-რო აკადემიებსა და მუზეუმებს შო-რის გაფორმდა ხელშეკრულებები მუზეუმების დაზიანებული ექსპონა-ტების რესტავრაცია-კონსერვაცი-ისათვის.

ხარაგაულის ისტორიული მუ-ზეუმის დირექტორ ნინო დიდიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ისტო-რიულმა მუზეუმმა ხელშეკრულება გააფორმა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას-თან. „გასული წლის სექტემბერში ხარაგაულის მუზეუმს ეწვია აკა-დემიის რესტავრაციის მიმართუ-ლების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნანა კუპრეიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ექს-პონატების მდგომარეობას, - ამ-ბობს ნინო დიდიძე, - აკადემიაში სარესტავრაციოდ გავაგზავნეთ შერჩეული ნიმუშები. ექსპონატების

ტრანსპორტირებაში ძალიან გვეხ-მარება აკადემიის თანამშრომელი სანდრო რუბაშვილი. აღდგენილი ექსპონატების ნაწილი ჩამოვიტანეთ დეკემბერში, ხოლო მეორე ნაწილი - რამდენიმე კვირის წინ.

ეს პროექტი წელსაც გრძელდე-ბა. წელს დარჩენილ ექსპონატებს ჩაუტარდებათ რესტავრაცია. პროექ-ტის ფარგლებში შარშან რესტავრა-ცია-კონსერვაცია ჩაუტარდა 45 ექს-პონატს, ხოლო წელს - 29 მათგანს. აღნიშნულ პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს“.

უკვე მეოთხე წელია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ჩართულია აქციაში „მუზეუმების ღამე“. წელ-საც,18 მაისს, დამთვალიერებელი მუზეუმის ორ ახლადგარემონტებულ საგამოფენო დარბაზში იხილავს რესტავრირებული ნამუშევრების გამოფენას.

თამთა გოგოლაძე

ექსპონატებს რესტავრაცია ჩაუტარდათ

ზღაპარი აცნობს ბავშვებს სამყაროს

4 xtvb [fhfufekb 15 მაისი, 2015 წ.

საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები ვალდე-ბულნი არიან, ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია.

გთავაზობთ პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტა-ტის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს

თავმჯდომარის ქონებრივ დეკლარაციებს.

ვინ რა ქონებას ფლობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ქონებრივი დეკლარა-ცია პირველად 2002 წლის 8 აპ-რილს შეავსო. იმ დროს ის საქარ-თველოს კონტროლის პალატაში მთავარ კონტროლიორად მუ-შაობდა. დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ლიანა ორჯონიკიძე ფლობს 40 ათასი ლარი ღირე-ბულების საცხოვრებელ ბინას თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. ნოდარ ებანოიძის საკუთ-რებაშია 10 ათასი ლარი ღირებუ-ლების აგარაკი ზედუბანში და 5 ათასი ლარი ღირებულების მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიდა-მოებში. დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძეს ჰქონდა 1 800 ლარი ნაღდი ფული. დეკლარა-ციის თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში ნოდარ ებანოიძეს 1000 ლარი აჩუქა ძმამ ირაკლი ებანოიძემ, ხოლო 500 ლარი მე-ორე ძმამ, ოთარ ებანოიძემ, მის ქალიშვილს - ნათია ებანოიძეს.

საანგარიშო წლის განმავლო-ბაში, მთავარი კონტროლიორის თანამდეობაზე მუშაობისას ნოდარ ებანოიძემ 1 586 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლიანა ორჯონიკი-ძემ თბილისის #161-ე სკოლის პე-დაგოგად მუშაობით - 370 ლარი.

ნოდარ ებანოიძემ მეორედ დეკ-ლარაცია 2003 წლის 17 აპრილს შეავსო. ის მაშინაც საქართველოს კონტროლის პალატაში მთავარი კონტროლიორის თანამდებობას იკავებდა. დეკლარაციის თანახ-მად, წინა წლისგან განსხვავებით, მისი მეუღლის ქონებას დაემატა 2 000 ლარი ღირებულების ავტო-ფარეხი, მდებარე ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. ამ დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძე ხელზე ფლობდა 500 ლარს, მისი მეუღლე და შვილები - 1 400 ლარს. საანგარიშო წლის განმავლობაში მთავარ კონტ-როლიორად მუშაობისას ნოდარ ებანოიძის შემოსავალმა 1 694 ლარი შეადგინა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნოდარ ებანოიძის შვილებმა ბიძებისგან მიიღეს 900 ლარი საჩუქრად, მეუღლემ - 500 ლარი მამისგან.

2004 წლის 26 აპრილს შევსე-ბული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძემ კონტროლის პალატის მთავარ კონტროლი-ორად მუშაობისას საანგარიშო წელში 1 369 ლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღლემ სოციალუ-

რი დაზღვევის ერთიანი სახელმწი-ფო ფონდის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში მუშაობით - 910 ლარი.

2012 წლის 21 დეკემბერს შევ-სებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძეს დეკლარაციაში დაემატა ქალიშვილის სახელზე გაფორმებული 56 კვმ ფართის მქონე ბინა დიდ დიღომში. ამ პერიოდისთვის ნოდარ ებანოიძე ფლობს ავტომანქანას „ჰონდა,“ მისი ვაჟი, ლევან ებანოიძე - ავ-ტომანქანას „სუზუკი.“

დეკლარაციის შევსებისას ნო-დარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 15 ლარი, ამავე ბანკის საკრედი-ტო ამგარიშზე - 1 575 ლარი; მის მეუღლეს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 800 ლარი. ნოდარ ებანოიძის ვაჟს - ლევან ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ ერთ საკრედიტო ანგარიშზე ჰქონდა 800 ლარი, მეორე საკრედიტო ანგარიშზე - 250 ლარი.

დეკლარაციის შევსებისას ნო-დარ ებანოიძეს ჰქონდა 7 ათასი ლარი ნაღდი ფული.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნოდარ ებანოიძე არის შპს „კომპაუდის“ პარტნიორი, ხოლო მისი ვაჟი ლევანი - შპს „ინტელექ-ტაუდიტის“ პარტნიორი.

ნოდარ ებანოიძემ 2011 წელს აუდიტორულ კომპანიაში სამუ-შაოს შესრულებით 18 062 ლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღ-ლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრში მუშაობი-სას - 8 891 ლარი, ქალიშვილმა ნათიამ სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო განყოფილების ექს-პერტად მუშაობით - 4 900 ლარი, ხოლო ვაჟმა - ლევანმა - დაავა-დებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე საქმიანობით - 11 953 ლარი.

ნოდარ ებანოიძემ 2012 წლის 17 ივლისს „საქართველოს ბანკ-ში“ აიღო 13 ათასი დოლარის იპოთეკური სესხი. მისმა შვილმა ლევან ებანოიძემ შეიძინა 4 ათასი დოლარი ღირებულების ავტომან-ქანა „სუზუკი,“ ხოლო ნოდარ ება-ნოიძემ 4 500 დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ჰონდა“. 2012 წელს შეიძინა კარკასულ მდგომარებაში მყოფი ბინა 28 ათას დოლარად ნათია ებანოიძემ. ნოდარ ებანო-იძემ 11 400 ლარი მიიღო თბილი-სის ზღვის მიმდებარედ მდებარე

მიწის ნაკვეთის ექსპროპიაციის შედეგად.

2013 წლის 26 დეკემბერს შევ-სებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძემ შეიძინა სოფელ წავკისში 1 000 კვმ მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციის შევსების მომენ-ტში ნოდარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 320 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 2 444 ლარი;

საქართველოს ბანკის სახელ-ფასო ანგარიშზე - 1 576 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშ-ზე - 4 987 ლარი.

მის მეუღლეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 240 ლარი, მის ქალიშვილს „ბაზის ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 120 ლარი, მის ვაჟს - სტანდარტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 800 ლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ საკ-რედიტო ანგარიშზე - 6 500 ლარი, ტაოპრივატბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 1 500 ლარი.

2012 წელს ნოდარ ებანოიძემ შპს „კომპაუდის“ საწარმოს საქ-მიანობით მიიღო 3 441 ლარი, ხოლო ამავე კომპანიაში სამუშაოს შესრულებით - 22 875 ლარი. მისმა მეუღლემ სოციალური მომ-სახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუ-ღურეთის მომსახურების ცენტრში მუშაობით მიიღო 7 700 ლარი, მისმა ქალიშვილმა სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო განყო-ფილების ექსპერტად მუშაობით მიიღო 1 200 ლარი, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგ-ლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში მეცნიერთანამშრომლად მუშაობით - 2 ათასი ლარი. 2012 წელს ლევან ებანოიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობისას 15 820 ლარი მიიღო.

2012 წელს პარლამენტის წევ-რად მუშაობით ნოდარ ებანოიძის შემოსავალი 15 516 ლარი გახლ-დათ.

2012 წელს მან რესპუბლიკურ პარტიას 10 ათასი ლარი შეწირა.

2013 წელს ნოდარ ებანოიძემ 5 ათასი დოლარი იპოთეკური სესხი აიღო „საქართველოს ბანკიდან,“ 10 ათასი ლარის სამომხმარებლო სესხი „თი-ბი-სი ბანკისგან,“ 10 ათა-სი ლარის სამომხმარებლო სესხი - „საქართველოს ბანკისგან.“ „სა-ქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტში ნოდარ ებანოიძეს 5 100 ლარი ჰქონდა, ხოლო „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ბარათზე - 5 000 ლარი.

2014 წლის 29 დეკემბერს შევ-სებული დეკლარაციის თანახ-მად, ნოდარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1454 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 6887 ლარი. „საქართველოს ბანკის“ სა-ხელფასო ანგარიშზე - 556 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე - 5 100 ლარი, სახელფასო ანგარიშზე 864 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე 516 დოლარი.

მის მეუღლეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 510 ლარი, ლევან ებანოიძეს სტანდარტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 780 ლარი.

წინა წელს ლიანა ორჯონიკიძემ ხელფასის სახით მიიღო 5 164 ლარი მიიღო, ნათია ებანოიძემ - 1 900 ლარი, ლევან ებანოიძემ - 14 080 ლარი, ნოდარ ებანოიძემ - 58 259 ლარი.

2014 წელს ნოდარ ებანოიძემ აიღო იპოთეკური სესხი 4 000 დო-ლარი „საქართველოს ბანკისგან.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2003 წლის 28 აპრილს შეავსო. ის მაშინ ხარაგაულის რა-იონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებ-და. კობა ლურსმანაშვილი ამ თა-ნამდებობაზე 2003 წლის 21 მარტს დაინიშნა. დეკლარაციაში აღნიშნუ-ლია, რომ მანამდე სოფელ კიცხის გამგებლად მუშაობდა და მისმა შემოსავალმა ამ თანამდებობაზე მუშაობისას 300 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე თამარ ხუციშვილი ფლობს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდება-რე 50 ათასი ლარი ღირებულების ბინას.

კობა ლურსმანაშვილმა ქონებ-რივი დეკლარაცია მეორედ 2013 წლის 5 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშვნის შემდეგ შეავსო. მის ქო-ნებას ამ პერიოდისთვის დაემატა მიწის ნაკვეთი სოფელ თეთრაწ-ყაროში, რომლის ფართობია 7 ათასი კვმ. მის საკუთრებაშია 1999 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტო-მანქანა kia sportigi სახელმწიფო ნომრით NUC-545.

კობა ლურსმანაშვილის მეუღლე თამარ ხუციშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი ბანკ-ში“ ანაბრებზე ჰქონდა 4 000 ლარი, 5 000 ევრო და 4 600 დოლარი. კობა ლურსმანაშვილს კი იმ დროს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ან-გარიშზე 150 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსებისას კობა ლურსმანაშვილს ჰქონდა 6 ათასი ლარი ნაღდი ფული.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 5 მაისს კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის რა-იონული სასამართლოს მიერ ინდ-მეწარმედაა დარეგისტრირებული. ქონებრივი დეკლარაციის თანახ-მად, ის სამეწარმეო საქმიანობაში 2005 წლის 5 მაისიდან 2013 წლის 12 თებერვლამდე მონაწილეობდა. 2012 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოს

საქმიანობით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 12 ათასი ლარი შეადგინა. კობა ლურსმანაშვილი 2012 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, საიდა-ნაც მან 10 ათასი ლარი მიიღო.

2014 წლის 8 აპრილს შევსე-ბული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კობა ლურსმანაშვილის მეუღლის ქონებას დაემატა თბი-ლისში, სოფელ გლდანში მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობია 591 კვმ. თამარ ხუციშვილს ამ პერიოდისთვის „ლიბერთი ბანკში“ ანაბარზე აქვს 5 250 ევრო. „თი-ბი-სი ბანკში“ 5 ათასი დოლარი და 7 300 ლარი.

კობა ლურსმანაშვილს „ლიბერ-თი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე აქვს 50 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2 200 ლარი. დეკლარა-ციის შევსების მომენტში კობა ლურს-მანაშვილის საკუთრებაში 26 ათასი ლარი ნაღდი ფულია. 2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის თანამდებობაზე მუშაობისას კობა ლურსმანაშვილის შემოსავალ-მა 32 462 ლარი შეადგინა.

კობა ლურსმანაშვილმა ქონებ-რივი დეკლარაცია განმეორებით 2015 წლის 12 აპრილს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, კობა ლურსმანაშვილის ოჯახის ქონებას დაემატა მისი ქალიშვილის, ანი ლურსმანაშვილის სახელზე გა-ფორმებული, 36 კვმ ბინა გლდანის მასივის მეოთხე მიკრორაიონში. კობა ლურსმანაშვილის მეუღლე თამარ ხუციშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა „ლი-ბერთი ბანკის“ ანაბარზე 6 ათასი ლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე - 5 500 დოლარი. კობა ლურსმა-ნაშვილს „ლიბერთი ბანკის“ სახელ-ფასო ანგარიშზე 500 ლარი ჰქონ-და, საკრედიტო ანგარიშზე - 2 750 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ლურსმანაშვილის საკუთრებაში 6 ათასი ლარი ნაღდი ფულია. გასულ წელს გამგებლად მუშაობის პერიოდში მან 39 400 ლარი მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ქონებრივი დეკლარა-ცია 2014 წლის 12 სექტემბერს შეავსო. მის ქონებრივ დეკლარა-ციაში აღნიშნულია, რომ მამამისი, როლანდი მაღრაძე, ფლობს 200

კვმ ფართობის საცხოვრებელ სახლს და 1023 კვმ მიწის ნაკვეთს სოფელ მარელისში. როლანდი მაღრაძის საპენსიო ანგარიშზე ლიბერთი ბანკში, დეკლარაციის შევსების მომენტში, 150 ლარი ირიცხებოდა.

5xtvb [fhfufekb15 მაისი, 2015 წ.

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნა

საბიბლიოთეკო კვირეულის პროგრამით 7 მაისს მარელისის სასოფლო ბიბლიოთეკაში საინ-ტერესო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახ-ლადაღდგენილ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საბჭოს შექმნას და მკითხველის მოზიდვას, რათა მათი დახმარებით ჩატარდეს სხვა-დასხვა ღონისძიებები.

ღონისძიება მხატვრულად გა-აფორმა მარელისის საჯარო სკო-ლის მასწავლებელმა იზოლდა გველესიანმა. პედაგოგმა თამარ შარიქაძემ აღნიშნა, რომ წიგნის პროპაგანდაში განსაკუთრებული როლი აკისრია ბიბლიოთეკას. „ეს ის დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია მოზარდების მო-მავალი სპეციალობის, სხვა-დასხვა თემატიკისა და ჟანრის წიგნები. დღეს ბიბლიოთეკარებს უჭირთ მკითხველების მომსახუ-რება ახალი მხატვრული ლი-ტერატურის უქონლობის გამო. მარტო ენთუზიაზმით ვერაფერს გავხდებით. წიგნს უნდა დაუბრუნ-დეს ის სიყვარული, რაც საუკუნე-

ების მანძილზე ჰქონდა.“წიგნის როლისა და მნიშვნე-

ლობის შესახებ ისაუბრეს მარელი-სის საჯარო სკოლის პედაგოგმა გვანცა ცხოვრებაძემ, ამავე სკო-ლის მოსწავლემ ლიკა მაღრაძემ, აქტიურმა მკითხველებმა ვალიდა დევდარიანმა, ციცინო მაღრაძემ, ლიანა ჩხეიძემ და სხვებმა. ღო-ნისძიებაზე ლექსებს კითხულობდ-ნენ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სალომე მაღრაძე, მარიამ ტაბატაძე, ვერა ცისკაძე, სალომე და ავთო ლორთქიფა-ნიძეები.

„კვირეულმა მოლოდინს გადა-აჭარბა, - ამ სიტყვებით შეაფასა ლეღვნის საჯარო სკოლის პე-დაგოგმა თამარ შარიქაძემ ჩვენი ღონისძიება.

იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო დავხვეწავთ ღონისძიებებს, რაც ერთგვარად მეტ შინაარსს შესძენს და განამტკიცებს საზოგა-დოების ურთიერთობას ბიბლი-ოთეკასთან.

ნაილი მაღრაძებიბლიოთეკარი

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისტორიას ჩაბარდა თავისი შე-დეგებითა და მასშტაბებით ყველა-ზე სასტიკი ომი. მეორე მსოფლიო ომი 1418 დღე გრძელდებოდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხ-ლე შეიწირა.

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის-თავი ხარაგაულში ომში დაღუ-პულთა მემორიალთან აღინიშნა.

ომის ვეტერანებთან ერთად მემორიალთან ადგილობრივი ხე-ლისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ხარაგაულიდან ომში 5 706 პიროვნება იბრძოდა. 2 204 მებრ-ძოლი უკან აღარ დაბრუნებულა. მათ შორისაა 19 მამა-შვილი, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან, ოთხი ძმა ავალიანები სარგვე-შიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები ხევიდან, ხუთი ძმა კუპატაძეები ვანიდან და სხვ.

ხარაგაულელი ომის ვეტერა-ნებიდან დღეს ჩვენს გვერდით არიან: გიორგი ბლუაშვილი, შაქ-რო მაღლაფერიძე, ლევან წიქა-რიშვილი, ბიჭიკო ავალიშვილი, ვლადიმერ ხარატიშვილი, ჟაკი ციცქიშვილი, გრიგოლ გელაშ-ვილი, გიორგი კიკნაველიძე, ან-

დრო ხიჯაკაძე, გიორგი კიკნაძე, გიორგი გურგენიძე, ეკატერინე წიქარიშვილი, დიმიტრი ხეცაძე, ბიძინა ბაქარაძე, გიორგი ფაიქ-რიძე, მამია მდინარაძე, იური ბუაჩიძე, ვერა არევაძე, პეტრე ჩიკვაიძე, დიმიტრი გრიგალაშ-ვილი, ალექსანდრე ფცქიალაძე, შალვა კაპანაძე.

ომში დაღუპულთა მემორიალ-თან შეკრებილ ომის ვეტერა-ნებს გულთბილად მიესალმენ ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი მერი გიორგიძე, ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, მა-ჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ება-ნოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ვეტერანთა კავ-შირის წევრი ელვარდი გიორგიძე.

ღონისძიება სიმღერებითა და ლექსებით გაალამაზეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვო-კალურმა ანსამბლმა (ხელმძღვა-ნელი ზაქარია ბერაძე), ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლმა „საუნჯე“ (ხელმძღვანელები დალი და მაია მაღრაძეები), მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი)

მხატვრული კითხვის წრის ხელმ-ძღვანელმა ლალი შარაშიძემ და მოსწავლეებმა თამარ ჭიპაშვილმა და არმაზი შავიძემ.

ვეტერანები დაასაჩუქრეს საკ-რებულოს წევრებმა. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ვეტერა-

ნებს პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გააცნო და მთავრობისგან დაწესებული საჩუქრები გადასცა.

სამამულო ომის მონაწილე შაქრო მაღლაფერიძემ აღნიშნა: „წარმოუდგენელი იყო ფაშიზმზე

გამარჯვება, მაგრამ ჩვენმა თავდა-დებამ მოგვიტანა ეს დღე.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ვეტერანებს დღის ბოლოს ტრადი-ციული ვახშამით გაუმასპინძლდა.

ნინო კაპანაძე

ერთი წელია, კულტურის სამი-ნისტროს ორგანიზებით ხორციელ-დება პროექტი „ცოცხალი წიგნები“ (პროექტის ხელმძღვანელი ქეთე-ვან დუმბაძე). მწერლებმა შექმნეს მობილური ჯგუფები. ისინი დადიან საქართველოს ყველა კუთხეში და თავიანთ შემოქმედებას აცნობენ საზოგადოებას.

11 მაისს ამ პროექტის ფარ-გლებში ხარაგაულს ეწვივნენ: პროექტ „ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორი, მწერალი და პოეტი მარიამ წიკლაური, წარმო-შობით ფინელი, საქართველო-ში დაბადებული და გაზრდილი, იმერლების რძალი პროზაიკოსი მაკა ლდოკონენი, პოეტი დავით რობაქიძე, სოხუმელი მწერალი და

პოეტი ნანა ქარდავა, პოეტი, სა-ბავშვო ლექსების ავტორი ედუარდ უგულავა, ასევე მწერალი და პოეტი გივი ჩიღვინაძე, რომელიც შარშან ლიტერატურულ კონკურსში „ოდეონი“ მონაწილეობდა.

მწერლებმა საკუთარი შემოქმე-დება გააცნეს ხარაგაულელ საზო-გადოებას და თავიანთი წიგნებით დაასაჩუქრეს ხარაგაულის ბიბ-ლიოთეკა, რათა მკითხველებმა უკეთ შეძლონ მათი შემოქმედების გაცნობა.

მწერლებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სტუმრო-ბისათვის ხარაგაულელმა გოგა შავიძემ, რომელმაც წაიკითხა მამა მათეს (ბუაჩიძე) ლექსი „ხა-რაგაული“. საკუთარი ლექსები წა-

უკითხა სტუმრებს ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, პოეტმა ვალერი გოგნაძემ. პოეტ გივი გოგოლაძის ლექსი „ჩემი ხარაგაული“ წაუკითხა მწერლებს ხარაგაულის გამგეობის კულტუ-რის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ. საჩუქრებისათვის დიდი მადლობა გადაუხადა სტუმ-რებს საბიბლიოთეკო გაერთი-ანების დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.

მწერლებმა შეკრებილთ მად-ლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისათვის და მომავ-ლის შეხვედრის იმედით დაემშ-ვიდობნენ.

თამთა გოგოლაძე

„ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულში

30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვ-ლით საქართველოს ყველა ბიბლი-ოთეკა საბიბლიოთეკო კვირეულს აღნიშნავს. საბიბლიოთეკო კვი-რეულში ჩართულია ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რო-მელშიც შედის 25 საბიბლიოთეკო განყოფილება.

„ბიბლიოთეკის დანიშნულება, გარდა იმისა, რომ წიგნებით მოემ-სახუროს მკითხველს, არის მკითხ-ველების დაინტერესება ლიტე-რატურით,“ - ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლოთეკის დი-რექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი, - საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგ-ლებში ჩვენი ბიბლიოთეკის ყველა ფილიალში ტარდება ღონისძიებები, სადაც მოწვეულ საზოგადოებას ვაც-ნობთ საბიბლიოთეკო საქმიანობის სიახლეებს. გასული წლის დეკემბერ-ში საბიბლიოთეკო ასოციაციისგან მივიღეთ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული 500 ლარიანი ვა-უჩერები წიგნებისთვის. ეს ვაუჩერები, საბესა და მარელისის გარდა, ბიბ-ლიოთეკის ყველა განყოფილებას გადავეცით.

პერიოდულად ვიძენთ სხვადას-ხვა სახის ლიტერატურას, - რაც აკლია ბიბლიოთეკას ან გაცვდა.“

ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადა-

მიანებთან“ ფარგლებში იგეგმება ბევრი საინტერესო ადამიანის მოწ-ვევა ხარაგაულში. გვინდა, რომ ამ პროექტის მასშტაბები გავზარდოთ და მეტს ადამიანს ვაჩვენოთ.“

ბიბლიოთეკებში, ინვენტარიზაციის შედეგად, 40 ათასი წიგნი ჩამოიწერა. ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, ბიბ-ლიოთეკას არ აქვს უფლება, ჩამო-წერილი წიგნები მაკულატურად ჩააბა-როს. 40 ათასი წიგნი დაახლოებით 8 ტონას იწონის და მაკულატურად ჩა-ბარების შემთხვევაში, შესაძლებელია 8 ათასი ლარი ღირებულების ახალი წიგნების შეძენა. ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის ადგილობრივი ხელი-სუფლება მუშაობს, რომ ჩამოწერილი წიგნები გავიტანოთ აუქციონზე.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბ-ლიოთეკა ბინას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილ შენობაში დაიდებს. ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვე-ბიდან დაიწყება ამ შენობის რეაბი-ლიტაცია. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილე-ბაში. მოეწყო ოთახი ღონისძიებების ჩასატარებლად. ახლა მიმდინარეობს სველი წერტილისა და შესასვლელის მოწესრიგება“.

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში 8 მაისს გაიმართა

შეხვედრა ფსიქოლოგიის განვითა-რების კვლევითი ცენტრის ხელმძ-ღვანელ, ფსიქოანალიტიკოს ბესიკ ბოგველთან, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ბავშვი, ოჯახი და სახელმ-წიფო.“ შეხვედრა ხარაგაულის სამუ-სიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა.

ბესიკ ბოგველის აზრით, აუცი-ლებელია სახელმწიფო და ოჯახი ორიენტირებული იყოს ბავშვის განვითარებაზე. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვს. „20 წელია, საქართველოში საბავშვო მულტ-ფილმი, პატრიოტული ფილმი არ გადაუღიათ, - ამბობს ბესიკ ბოგველი, - საქართველოში დღეს ბევრი რესტორანი და სხვა ასეთი ობიექტია, მაგრამ არ არის ბავშვის განვითარების ცენტრები. არ ხდე-ბა ორიენტაცია ბავშვზე. სახელმ-წიფოში ბავშვის მიმართულებით მიდგომებია შესაცვლელი. ბავშვის კომფორტულ გარემოში გაზრდა არ ნიშნავს მის ყოფნას ფუფუნებაში. ეს არის მიზანმიმართული წვრთნა და განათლების მიცემა. ეს არის გარან-ტია ოჯახის სიმშვიდისა და ბავშვის სულიერი და სრულყოფილი გან-ვითარებისა. ოჯახის სტაბილურობა კი განაპირობებს სახელმწიფოს სტაბილურობას.“

თამთა გოგოლაძე

გაიმართა საბიბლიოთეკო კვირეული

მარელისის სასოფლო

ბიბლიოთეკაში

6 xtvb [fhfufekb 15 მაისი, 2015 წ.

სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი მაისის ბოლოს გაიმართება

„გენდერული ნიშნით სქესთა შერჩევა საქართველოში“ - ასე-თი სახელწოდების გამოკვლევის პრეზენტაცია მოეწყო თბილისში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზე-ბით. სისტემური კვლევის თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითი აბორტის გამო, 25 ათასი გოგოა „გამქრალი“. კონფერენციაზე მკვლევარებმა ახსნეს ის მიზეზები, თუ რატომ ანიჭებენ ოჯახები ვაჟის ყოლას უპირატესობას და რა გავლენა აქვს სქესის ნიშნით სელექციურ აბორტს დემოგრაფულ მდგომარეობაზე.

„ქართულ საზოგადოებაში ფა-რული უპირატესობა ყოველთვის ვაჟებს ენიჭებოდა, რაც ძირითადად განპირობებულია მამაკაცი მემკ-ვიდრის საჭიროებით“, - ნათქვამია ფრანგი დემოგრაფის კრისტოფ გილმოტოს მიერ მომზადებულ გამოკვლევაში, - საქართველოში სელექციურ აბორტებს ძირთადად სამი მიზეზი განაპირობებს: საზოგა-დოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, შობადობის კლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, და რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა:

„არის ქვეყნები, სადაც მივდივარ ჩემი კვლევების წარსადგენად და პრეზენტაციის ბოლოს ხალხს არც

კი ესმის, რაზე ვლაპარაკობ. ისინი მეკითხებიან, რატომ სჭირდება ვი-ღაცას აუცილებლად ვაჟი ჰყავდეს? რაში სჭირდებათ ეს? და მე მიწევს გავიმეორო, რა როლი ეკისრება ვაჟის ყოლას კონკრეტულ კულ-ტურებში. თუმცა, ვინც ამის მიღმაა, მათთვის ეს აბსოლუტურად გაუგე-ბარი რამაა. პატრიარქალურ კულ-ტურებში კი, პირიქით, სრულიად ბუნებრივია და კითხვაც კი არ ისმის, რატომ არის აუცილებელი ვაჟის ყოლა. ეს არის ტენდენცია, რო-მელსაც ნახავთ აქ, საქართველოში, ალბანეთში, ვიეტნამში, ჩრდილოეთ ინდოეთში და სხვა ბევრ ადგილას“.

ეს არის გენდერული ნიშნით სქესის სელექციის თაობაზე საქარ-თველოში ჩატარებული პირველი კვლევა, რომელიც ევროსაბჭოსა და გაეროს საბჭოთაშორის რეზოლუციას პასუხობს. ევროსაბჭომ 2011 წელს საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც სქესთა შორის თანაფარდობა გენდერული ნიშნით შემაშფოთებელ ნიშნულს აღწევს, ამბობს გაეროს მო-სახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქ-რაძე: „ძალიან დამაფიქრებელია ამ ფენომენის გავლენა დემოგრაფიულ სიტუაციაზე, ვინაიდან, პროფესორ გილმოტოს გამოთვლებით, 2010 წლისთვის 25 ათასი 0-დან 19 წლამ-დე გოგონა არ დაბადებულა საქარ-

თველოში. და თუ ეს ტენდენცია, ანუ გენდერის ნიშნით სქესის სელექცია, ამ დონეზე შენარჩუნდა, ეს რაოდენო-ბა კიდევ უფრო გაიზრდება და 2050 წლისათვის ქალთა პოპულაციის 4-% არ იქნება დაბადებული, ვინც უნდა დაბადებულიყო, და ამას უზარმაზა-რი გავლენა აქვს დემოგრაფიულ სიტუაციაზე, ვინაიდან კიდევ უფრო დაეცემა შობადობა, როცა ქალთა პოპულაცია იქნება კიდევ უფრო ნაკლები“.

ე.წ. სელექციური აბორტი არის დისკრიმინაციის ძალიან უხეში გამო-ვლინება, ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობა-ხიძე. მისი თქმით, ამგვარი დამოკი-დებულების შესაცვლელად ძალიან მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინა-ციული პოლიტიკის განხორციელება და სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები:

„სამწუხაროდ, არის ასეთი დამო-კიდებულება, რომ ნამდვილი შვილი არის ვაჟიშვილი. სქესის შერჩევას ახდენს მშობელი და, ალბათ, მათთ-ვის გარკვეული ინფორმაციის მიწო-დება, მათი ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ დამოკიდებულებები შეიცვალოს, სოციალურ-ეკონომიკუ-რი მდგომარეობის გაუმჯობესება და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის დაგეგმვა და, რა თქმა უნდა, რეპრო-

დუქციულ ჯანმრთელობაზე ხელმისაწ-ვდომობა - ეს მიდგომებია საჭირო“.

გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯა-ხების 46% უპირატესობას ბიჭს მიანიჭებდა, 9% კი - გოგოს. პარტნი-ორებსა და მეუღლესთან მცხოვრები ქალების 9% ამბობს, რომ აბორტი გაუკეთებია სქესის შერჩევის მიზნით. მსოფლიოს ბუნებრივი სტატისტიკის თანახმად, სქესთა თანაფარდობის მაჩვენებლის ნორმა შეადგენს 105 ბიჭზე 100 გოგოს. საქართველოში, 2008-2012 წლების მიხედვით, თა-ნაფარდობაა: 112 ბიჭი - 100 გოგო.

საქართველოს შრომის, ჯანმრ-თელობისა და სოციალური დაც-ვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, ქვეყანაში პრევენციული და მიმდინარე ღო-ნისძიებები ტარდება. ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახს 2 წლის განმავლო-ბაში ეძლევა 150-ლარიანი დახ-მარება, მაღალმთიან რეგიონებში კი 200 ლარია დახმარება და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომი-ტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებით, მართალია, მინისტრის ბრძანებაში არის ჩანაწერი, რომ აკრძალულია სქესით განპირო-ბებული აბორტი, მაგრამ ამას უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს.

კონფერენციაზე ხაზგასმით ითქ-

ვა, რომ აბორტის ან სელექციური აბორტის აკრძალვის პრაქტიკას არც ერთ ქვეყანაში დადებითი ეფექტი არ ჰქონია. მსოფლიო ბანკის უფროსი ეკომონომისტის, კვლევის თანაავტორის ნიშთა სინ-ჰას სიტყვებით, შედეგი მოაქვს სამი მთავარი კომპონენტის ერთობლი-ობას: გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას, მედიაკამპანიებს და სკოლებში რეპროდუქციულ განათლებას.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭ-კაჭიშვილი ამბობს, საქართველოში სქესთა თანაფარდობის ბალანსი ჯერ კრიტიკულ ზღვრამდე არ მი-სულა და ეს კარგია: „ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება არ მისულა კრიტიკულ ზღვრამდე. საქართვე-ლო, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ინარჩუნებს სქესთა თანა-ფარდობის ბუნებრივთან მიახლო-ებულ ფარგლებს, როდესაც ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე იბადება 105 ბიჭი. იყო გარკვეული გამო-ნაკლისები, მაგრამ დიდი დისბალან-სი, ამ თვალსაზრისით, არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ, რასაკვირველია, ვართ ტრადიციული საზოგადოება, მაგრამ არ ვართ უიმედო საზოგადოება, გენდერული თანასწორობის პერს-პექტივის თვალსაზრისით“.

ნინო ხარაძერადიო თავისუფლება

7 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (დირექ-ტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგა-ნიზებით ხევში, ქუცუმას მთაზე, სათავგადასავლო ტურ-თამაშების პირველი ტური ჩატარდა.

ტურ-თამაშებში ცხრა წევრის-გან შემდგარი 23 გუნდი მონაწი-ლეობდა. დებულების თანახმად, თითოეული გუნდი ოთხი გოგონას, ოთხი ვაჟისა და სპორტის მას-წავლებლისგან დაკომპლექტდა. ტურ-თამაშებში ხარაგაულის ოცი საჯარო სკოლის, ზესტაფონის №7 საჯარო, ძევრის (თერჯოლა) საჯარო სკოლებისა და იმერეთის სკაუტების ნაკრები გუნდის ორასზე მეტი მონაწილე ჩაერთო.

სათავგადასავლო ტურ-თამა-შების შემეცნებითი, სახალისო-გასართობი სპორტული შეჯიბ-რებები მონაწილეთაგან, კარგი სპორტული მომზადების გარდა, გონებამახვილობას, ლოგიკურ აზროვნებასა და სისხარტეს მოითხოვდა.

სათავგადასავლო ტურ-თამაშე-ბის ფინალისტები გახდნენ ხარა-გაულის №2, კიცხის, ზესტაფონის №7, საღანძილისა და წყალაფო-რეთის საჯარო სკოლები.

ორდღიანი ფინალური შეხ-ვედრა მაისის ბოლოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართება.

ფოტოზე: სათავგადასავლო ტურ-თამაშების მონაწილე ვერტ-ყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი

ბავშვების ნახატები ნამდვი-ლად არ წარმოადგენენ ხელოვ-ნების ნიმუშებს, თუმცა, როგორც ფსიქოლოგები თვლიან, ნახატი, ათი წლის ასაკამდე, ბავშვისთვის მეტყველების საშუალებას წარმო-ადგენს. ამ ასაკამდე მეტყველება ჯერ კიდევ არ არის სრულყოფი-ლი. ამიტომ ბავშვები ნახატების საშუალებით გამოხატავენ ყველა-ფერს, რასაც გრძნობენ, ხედავენ. ნახატების საშუალებით შეგვიძლია ამ ასაკში წარმოქმნილი თითქმის ყველა პრობლემის ამოცნობა და გაშიფვრა. დიაგნოზის სწორად დასმისათვის აუცილებელია ნახა-ტის ზუსტი ანალიზი, რისთვისაც სასურველია მშობლებმა მიმართონ სპეციალისტს. თუმცა, ზოგადი დას-კვნების გაკეთება მოზრდილებს, შესაბამისი ცოდნის საფუძველზე, ოჯახურ პირობებშიც შეუძლიათ.

ქცევის, ურთიერთობებისა და ოჯახისადმი დამოკიდებულების გაგების მიზნით ბავშვებს ხშირად დასახატად მიეწოდებათ თემა „ჩემი ოჯახი“, რომლის ანალიზის დროს ერთმანეთს უნდა შეედაროს დახატუ-

ლი და რეალური ოჯახის სურათები. ბავშვი, რომელიც ოჯახში თავს კარ-გად გრძნობს, ხატავს ოჯახის ყველა წევრს. თუ ის ამახინჯებს ოჯახის რეალურ შემადგენლობას, აუცი-ლებელია, რომ ამ ფაქტს მიენიჭოს განსაკუთრებული ყურადღება, რად-გან მის უკან ყოველთვის ემოციური კონფლიქტი და ოჯახური სიტუაციით უკმაყოფილება დგას. შეიძლება ბავ-შვებს „დაავიწყდეთ“ რომელიმე ოჯა-ხის წევრის დახატვა. ნახატს მიღმა დარჩენილი წევრები მხატვრისთვის ემოციურად ნაკლებ მიმზიდველია და როგორც წესი, გაურბიან მათთან ურთიერთობას. ყველაზე ხშირად ნახატს და-ძმა აკლია, რაც ოჯახში არსებულ კონკურენციულ სიტუაციას-თანაა დაკავშირებული. ბავშვი ამ ქცევით სიმბოლურად გამოხატავს მშობლების მხრიდან სიყვარულის დანაკლისს.

ნახატის ანალიზის დროს მნიშვნე-ლოვანია, თუ როგორ ხატავს ბავშვი თავის თავს. არის შემთხვევები, რო-დესაც ის საერთოდ არ ჩანს ნახატზე, რაც ოჯახის წევრების მხრიდან მის უგულვებელყოფაზე მიგვითითებს.

ისინი ფიქრობენ, რომ არიან უმნიშ-ვნელონი და ზედმეტნი. საჭიროა, რომ ბავშვს სათანადო ყურადღე-ბა ეთმობოდეს ოჯახში. ეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი მხოლოდ თავის თავს ხატავს, ან ხატავს შეუსაბამოდ დიდ გამოსახულებას, ეს ასაკისთვის და-მახასიათებელ ეგოცენტრულობაზე მიუთითებს. ამ დროს ბავშვები ფიქ-რობენ, რომ სხვებიც ისევე აღიქვამენ სამყაროს, როგორც ისინი. სხვების გამოცდილებას საკუთარი თვალსაზ-რისით აღიქვამენ.

ნახატში საყურადღებოა ნებისმი-ერი ფიგურა, რომელსაც ბავშვი ხა-ტავს. ანალიზის დროს უნდა ვკით-ხოთ მას, თუ ვინ, ან რა იგულისხმა ამ ფიგურებში. ხატვის პროცესი და შედეგი განსხვავებულია სქესის მიხედვით. გოგონები უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებენ სახის დახატვაზე, რაც სქესობრივი კუთვ-ნილების კარგ აღქმაზე მიუთითებს. სქესობრივი მიკუთვნებულობის მიხედვით, ნახატებში ორი სახის სქემა გამოიყოფა. მაგალითად, მა-

მაკაცის ტანი ოვალური ფორმისაა, ქალის კი - სამკუთხედის. თუ ბავშ-ვი ამ სქემების მიხედვით ხატავს, ეს მიუთითებს, რომ სქესობრივი იდენტიფიკაცია ადეკვატურია.

ნახატის საშუალებით ბავშვის განცდებისა და ქმედებების იდენ-ტიფიკაციის დროს, საყურადღებოა არა მარტო ნახატი - როგორც შედეგი, არამედ ხატვაც - როგორც პროცესი. ამ მხრივ მნიშვნელოვა-ნია ოჯახის წევრთა დახატვის თან-მიმდევრობა; დეტალების დახატვის თანმიმდევრობა, მათი კორექტირე-ბა ან წაშლა; პაუზები ხატვის დროს და სპონტანური კომენტარები.

თავდაპირველად ბავშვი ნახატში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, მთავარ ან ემოციურად ახლობელ ადამიანს ხატავს. ხშირ შემთხვევაში ეს არის დედა ან მამა. თუ დედა, როგორც წესი, ემოციურად ყველაზე ახლობელი ადამიანი, ბავშვმა დახა-ტა ბოლოს, ეს ნეგატიურ დამოკი-დებულებასთანაა დაკავშირებული. უკვე დახატულთან დაბრუნება მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვა-ნია ბავშვისთვის. მაშინ, როდესაც

ბავშვს დასახატად მიეწოდება თემა „ჩემი ოჯახი“ და ის ადამიანების დახატვამდე იწყებს სხვადასხვა ობიექტების (როგორიცაა მზე, ავეჯი და ა. შ.) ხატვას, ეს მიუთითებს, რომ ბავშვი გაურბის მისთვის უსიამოვნო დავალების შესრულებას. მსგავსი სიტუაცია რიგ შემთხვევებში არა-ხელსაყრელი ოჯახური სიტუაციის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ხატვის დროს ბავშვი მხოლოდ ერთობა და მათი ნახატები არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დამოკიდე-ბულება სწორი არ არის. ნახატებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენად სწორად ვითარდება ბავშვი და საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა მას მშობლები. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნახატი ყოველთვის გამოხატავს ბავშვის სათქმელს.

ბაია კუბლაშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა

ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

ნახატი - ბავშვის გრძნობების იდენტიფიცირების საშუალება

„საქართველოს გაუჩინარებული გოგოები“

7xtvb [fhfufekb15 მაისი, 2015 წ.

ვთანამშრომლობთ, ვსწავლობთ, ვიზიარებთ

ხევის საჯარო სკოლის (დი-რექტორი მ. ხადილაშვილი) მოს-წავლე-ახალგაზრდები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის რესპუბლიკურ ღონისძიებებში. ამჯერად X კლასის ორმა მოს-წავლემ, გვანცა ტაბატაძემ (პედ. ნატო ბლიაძე) და ლევან გორ-გაძემ (პედ. ნუნუ ლომიძე) გვა-სახელეს თავიანთი წარმატებით. გვანცა ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ვექ-ტორისგან“ განხორციელებულ სასკოლო ოლიმპიადაში „უფლე-ბათა ვექტორი.“ ტურში მონაწი-ლე 473 ესედან გამოვლინებულ 40 საუკეთესო ესეში აღმოჩნდა მისი ნაშრომი. ტრენინგ-კურსში მიიწვიეს 27 მოსწავლე, მათ შო-რის - გვანცა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში ხუთდღიანი ტრენინგ-

კურსის გავლის შემდეგ გვანცამ წარმატებით დაძლია ახალი დავალება და 27 მონაწილედან 14 საუკეთესოთა შორის მოხვდა. იმედია, გვანცასგან მომზადებული ესე წარმატებით გადალახავს მე-სამე ეტაპსაც.

ლევან გორგაძემ 10 მაისს ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრ-დობის სასახლისა და ქალაქის მერიის ორგანიზებით გელათის აკადემიაში გამართულ რესპუბ-ლიკურ კონფერენციაში „საქართ-ველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მიიღო მონა-წილეობა. მან ვაზისა და ღვინის შესახებ შეკრებილი და მოძიებული ეთნოგრაფიული, ფოლკლორუ-ლი და მატერიალური მასალების წარმატებით პრეზენტაციისათვის დიპლომი დაისახურა.

მე, როგორც კლასის ხელმძ-ღვანელს, ყოველთვის მიხარია ჩემი მოსწავლების თითოეული წარმატება.

რაიბულ კურტანიძეხევის საჯარო სკოლის მეათე

კლასის ხელმძღვანელიფოტოზე: გვანცა ტაბატაძე

ხევის საჯარო სკოლა სამძიმარს უცხადებს ციური ტაბატაძესა და მის მეუღლე ტრისტან ტაბატაძეს მულისა და დის

ნანული ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

სოფელ ვარძიაში მცხოვრები მე-ზობლები თანაუგრძნობენ ვარძიის მაჟორიტარ დეპუტატს გივი ხიჯაკაძეს დედის

ლელა ხიჯაკაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანების თანამშრომლები თანაუგრძ-ნობენ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის გამგეს ზაირა ბარბაქაძეს დედის

დარეჯან ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტა-ტი ნოდარ ებანოიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ბიუროს ხელმძღვანელს მარი ბერა-ძეს მამის

ტარიელ ბერაძისგარდაცვალების გამო.

ულინა კაციტაძე იზიარებს მამუკა, ეკა და დიანა შველიძეების, სერგო, მამუკა და ნინო ჭიპაშვილების დიდ მწუ-ხარებას მეუღლის, დედის, სიდედრისა და ბებიის, ქალბატონ

ვარა შველიძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს მარი ბერაძეს მამის

ტარიელ ბერაძისგარდაცვალების გამო.

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,თვალხატულა წაბლისფერი თმებით,ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა.სად ვეძებო, სადა.მე ლამაზი მეგობარი მყავდა,დამტოვა და სად ვეძებო, სადა.

სად გეძებო ჩემო ძვირფასო მე-გობარო, დაო, მეჯვარევ, ნათლიავ. სად მოგილოცო დაბადების დღე. შენს დაბადების დღეს ყოველთვის სიხარულით ვზეიმობდით. უშენოდ ამ დღეს ტკივილი, ცრემლი და გოდება ჰქვია. შენი ლამაზი სიცილის გარეშე ეს დაბადების დღე მხოლოდ სევდაა ყვე-ლა შენი მოსიყვარულე ადამიანისთვის.

შენი ამქვეყნიური სიცოცხლე 50 წლის ასაკში დასრულდა. უსაშველოდ მენატ-რები, დაო პაწო. ამ სახელის ხსენებაზე

ყოველთვის ცრემლით მევსება თვალები და გული მტკივა. სანამ ვიცოცხლებ, მეხსომები. შენს სახელს ჩვენს ოჯახში დავიწყება არ უწერია. გვიყვარხარ, გვე-ნატრები, ჩვენო დიდო ტკივილო, პაწო.

შენი ერთგული მეგობარი ჟუჟუნა ოჯახით

დაბადების დღეს გილოცავთ, პაწო

უკვე ორმოცი დღე გავიდა, რაც იმქვეყნად გადასახლდი, ციალა ბებო. ერთი თვე ებრძოდი სიკვდილს. ერთი თვე არ მოგცილებიან გვერდიდან შენი საყვარელი ოჯახის წევრები, შვილები დათო, ნანა, ავთო. ავთო 23 წლის

უნახავი გყავდა, მაგრამ ღმერთმა მისი მონატრება არ გაგაყოლა და მოგცა საშუალება, კიდევ ერთხელ მოფერე-ბოდი თავის ოჯახთან ერთად. შენი რძალი და შვილიშვილები, რამაზი ხომ განსაკუთრებული იყო შენთვის.

ყველასათვის საყვარელი, სითბოთი და სიყვარულით სავსე, ტკბილი მოხუცი, მშრომელი, დაუზარელი, ოჯახის ერთგუ-ლი, ყველაზე კარგი დედა, დედამთილი, ბებო. არავის ახსოვს სამეზობლოში შენ-გან წყენა. ყველას განსაკუთრებით უყვარ-დი. ძალიან გვაკლიხარ. დიდი ტკივილი დაუტოვე შენს ოჯახს, მეზობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც შენ გიცნობდა. დაე, შენმა სულმა დაიმკვიდროს სამუდა-მო სასუფეველი, ციალა ბებო.

მეზობლები

ციალა კიკნაძე-ბლუაშვილი

ღირსეულ ხარაგაულელს, ათეული წლების მანძილზე რაიონის მეან-გინე-კოლოგს მერი ჩიკვაიძეს 17 მაისს 40 დღე უსრულდება გარდაცვალებიდან. მწუხარებით აღსავსე გარდაიცვალა და ზეციურ სასუფეველში დაიდო სამუდა-მო ბინა. მისი უსაზღვრო მწუხარება გამოწვეული იყო შვილის, რეზო ჯუ-ლაყიძის, უდროოდ გარდაცვალებით.

მერი ჩიკვაიძის ოჯახიდან ყოველ დილით ოთხი ექიმი მიიჩქაროდა სა-ავადმყოფოსაკენ, რათა ავადმყოფების-თვის ემკურნალათ, მოეტანათ იმედი და სითბო. ექიმის პროფესია მეტად მძიმეა. ექიმი რომ არ ყოფილიყო, ამქვეყნად კვნესა და გოდება დაისადგურებდა.

მაშინდელი სამშობიარო სახლი რკი-ნიგზის სადგურის ზემოთ მოგრძო შუშა-ბანდიან სახლში იყო განთავსებული. აქ მუშაობდნენ ექიმები ირაკლი კიკვაძე, ლენა ბუაჩიძე და მერი ჩიკვაიძე. რამდენი-მე წლის შემდეგ შემოემატა თინა არევაძე.

იმ წლებში მუშაობა იყო დაძაბული. მძიმე პირობებში, ხშირად ნავთის „ლამპაზე“, გვიხდებოდა შრომა. ექი-მი მერი ჩიკვაიძე არასახარბიელო პირობებში აკეთებდა სამეანო-გინე-კოლოგიურ ოპერაციებს, უბადლოდ ხმარობდა ჩემბერლენების მაშებს.

1966 წელს ახალი საავადმყოფო აშენდა და კომფორტულ პირობებ-ში გადავედით სამუშაოდ. მეორე სართულზე განთავსდა სამეანო-გი-ნეკოლოგიური განყოფილება. მერი ჩიკვაიძე წლების განმავლობაში ხელმ-ძღვანელობდა განყოფილებას. მერი ექიმი იყო ყურადღებიანი, ენერგიული. ავადმყოფს არაფერს დააკლებდა.

იყო შემთხვევები, როცა მშობიარო-

ბა რთულდებოდა. მერი ექიმი მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა. ამიტომ იყო, რომ თავისი მუშაობის პერიოდში არც დედა და არც შვილი არ დაღუპვია. მერიმ საუბარში იცოდა თქმა, - მიხარია, როცა ჩვენი ბებიაქელები იარაღებს აჩხა-კუნებენო, - ეს იმას ნიშნავდა, რომ მშო-ბიარობა დასასრულს უახლოვდებოდა.

მრავალი ქალი აზიარა დედობის სიხარულს. მისი დახმარებით მრავალი სიცოცხლე მოევლინა ამ ქვეყანას. სტა-ციონარიდან გაწერის დღეს პაციენტები მადლიერებას გამოხატავდნენ მერი ექიმის მიმართ, - მადლობა, მერი ექიმო, რომ გადამაჩინეთ“. მერი კი ღი-მილით აცილებდა ქალს, ერთი წლის შემდეგ ისევ გელოდებითო.

მერის იმდენი სიკეთე აქვს დათესი-ლი, დარწმუნებული ვარ, სამოთხეში მოხვდება.

მოვალთ შენს საფლავთან, მოგი-ტანთ ყვავილებს და გეტყვით: „მერი მი-ხაილოვნა, ისევ ჩვენთან ერთად ხართ“. მშვიდობით უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლამარა თაბუკაშვილისამეანო-გინეკოლოგიური განყო-

ფილების ყოფილი თანამშრომელი

მერი ჩიკვაიძე

მოსწავლე რომ შემოქმედი იყოს და კრეატიულ აზროვნე-ბამდე ჩამოყალიბდეს სისტემურ, თანმიმდევრულ მუშაობას მოით-ხოვს, რომელიც შემდგომ ამისა პროფესიულ აზროვნებაში გამო-ვლინდება.

სკოლა ხომ თავისუფალ, შემოქ-მედი აზროვნების განვითარების საფუძველთა საფუძველია. ახლის ძიებაში ვაშლევის საჯარო სკოლა (სკოლის დირექტორი ქალბა-ტონი ქეთინო ლურსმანაშვილი) მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინიციატივით უამრავი პროექტისა და აქტივობის ავტორია. ჩატარდა დაწყებითი სწავლების კათედრის მიერ დაგეგმილი ინტეგრირებუ-ლი სამოდელო გაკვეთილი I-II

კლასებში ბუნებისმცოდნეობასა და ხელოვნებაში (პედაგოგები ვენერა ჩადუნელი და დარეჯან ქურციკი-ძე). მოწვეული იყო ბორითისა და უბისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგები.

ბუნებისმცოდნეობაში გაკვე-თილის თემა იყო : ,,ნაგავი ჩვენს ირგვლივ“.

გაკვეთილის მიზანი: ბუნებაში ქცევის წესების შემუშავება და ამ წესების პრაქტიკაში გამოყენება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.

მასწავლებელმა ვ. ჩადუნელმა ბუნებისმცოდნეობაში მოსწავლე-თა დახმარებით და პრაქტიკული ოსტატობით შექმნა სლაიდ-შოუ,

გაამდიდრა თეორიულად მასალა. საშინაო დავალება - საკუთარი თვალით დანახული არასასი-ამოვნო გარემო, რომელიც ნე-გატიურად მოქმედებს ცოცხალ გარემოზე. პრაქტიკულად დასახეს მისი გამოსწორების, პრობლემის გადაჭრის გზები. გაკვეთილზე თე-ორიულს პრაქტიკული დავალებე-ბი ცვლიდა. მოსწავლეები მივიდ-ნენ პრობლემის გადაჭრის საბო-ლოო დასკვნამდე. დაუდევრობამ შეიძლება ცოცხალი ორგანიზმის განადგურებამდე მიიყვანოს.

გაკვეთილის მსვლელობაში ჩაერთო ხელოვნების მასწავლე-ბელი დ. ქურციკიძე. მოსწავლეებ თავის ნახატებით გამოეხმაურენ დაბინძურებულ გარემოს და შეიმუ-შავეს ბუნებაში ქცევის წესები. გაკ-ვეთილმა მიზანს წარმატებულად მიაღწია. მასწავლებლის გზავნილი მიღწეული იქნა თითოეულ მოს-წავლეზე.

ბორითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ეკა ბარბაქაძემ გაკვეთილი მაღალ დონეზე შეაფასა, რაც აზრთა ურთიერთგაზიარების, ურთიერთ-გამოცდილების საუკეთესო სა-შუალებაა. მადლობა გადაუხადა დაწყებითი სწავლების კათედრას.

დარეჯან ქურციკიძედაწყებითი სწავლების

კათედრის თავმჯდომარე

7 მაისს „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიცი-პალურ ცენტრში“ (დირექტორი და-ვით გელაშვილი) ჩატარდა შალვა შარიქაძის ხსოვნის სარაიონოთაშო-რისო ტურნირი თავისუფალ ჭიდა-ობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ

ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ჭიათურისა და ხაშურის ნაკრები გუნდები. სულ შეჯიბრში მონაწი-ლეობდა 180 მონაწილე.

ჩვენმა მოსწავლებმა (მწვრთნე-ლი რევაზ შერგელაშვილი) კარგად იასპარეზეს და ხუთ წონით კატეგო-

რიაში დაიკავეს პირველი ადგილი, ესენია: დავით გელაშვილი (50 კგ.), შოთა თაბაგარი (58 კგ.), ევსემი შვე-ლიძე (69 კგ.), გიორგი ბუხნიკაშვილი (76 კგ.), დავით კაკოიშვილი (85 კგ.).

მეორე ადგილი დაიკავა დაჩი კვინიკაძემ (26 კგ.) ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდათ: ზურა ტოროშელიძეს (23 კგ.), თამაზ ტოროშელიძეს (26 კგ.)მ გიორგი გოგოლაძეს (42 კგ.), ლუკა ვეფხ-ვაძეს (46 კგ.), დიტო გელაშვილს (54 კგ.), ნოდარ ღამბაშიძეს (58 კგ.), უჩა ხარაძეს (63 კგ.).

მოწვეული მუნიციპალიტეტების გუნდებიდან პირველი ადგილი წილად ხვდათ შვიდ საჩხერელ, ორ ხაშურელ და ერთ ჭიათურელ მოჭიდავეს.

ვეფხვია ღონღაძესპორტის განვითარებისა და

მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერი

შალვა შარიქაძის ხსოვნის ტურნირზე

მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატება

8 xtvb [fhfufekb 15 მაისი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული15.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +21ºC, ღამე +11ºC;16.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +15ºC;17.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +17ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +31ºC, ღამე +16ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +18ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +18ºC.

ბორითი15.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +11ºC;16.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +12ºC;17.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +15ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +29ºC, ღამე +15ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +15ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +15ºC.

კიცხი15.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +19ºC, ღამე +10ºC;16.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +13ºC;17.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +16ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +14ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +16ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +15ºC.

მოლითი15.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +9ºC;16.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +20ºC, ღამე +10ºC;17.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +13ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +27ºC, ღამე +14ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +13ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +12ºC.

amindi

ფოტო განწყობისთვის

საღვთო საქმე

12 მაისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ხარაგაულის კინოთეატ-რში სპექტაკლი „თანამდევი სული“ გამართა. სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ირინე ჩხეიძე. სპექტაკლი სპეციალურად გაიმართა თბილისში მოქმედი ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვრის, ხარაგა-ულელი მამა შოთასა (ბაბლიძე) და ეკლესიის მრევლის თხოვნით.

სპექტაკლის დამთავრების შემ-დეგ მამა შოთამ დალოცა თეატ-რის დასი და საქართველოს წმინდა ილია მართალის გზით სიარული უსურვა.

სპექტაკლის მონაწილე ნიკო წიკლაურმა მამა შოთა ბაბლიძეს ლექსი მიუძღვნა.

80 წლის იუბილეს ვულო-ცავთ ჩვენი ოჯახის მეგობარს, ღორსეული ოჯახის ქალბა-ტონს, საუკეთესო შვილების აღმზრდელ მერი ერასტის ასულ ბერაძეს. ვუსურვებთ ხანგრძლივ და ჯანმრთელ სი-ცოცხლეს შვილებთან, შვილიშ-ვილებთან და თავის საყვარელ ხალხთან ერთად. გფარავდეთ ღმერთი.

პატივისცემით, გურამი თაბუკაშვილი ოჯახით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ შვილიშვილს ნინო კიკნაძეს 10 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სწავლაში წარ-მატებას და მაისის ფერებივით ლამაზ ბავშვობას თვის ძამიკოს ნიკასთან ერთად. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი თანატოლე-ბის მფარველი.

ნარგიზი ბებო და შაქრო ბაბუ

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს შვილიშ-ვილს გიორგი კვირიკაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს თავის მშობლებთან და ახლობლებთან ერთად, ფარავდეს უფალი.

სიყვარულით ეთერი და ბონდო კვირიკაშვილები

დაბადების დღეს ვულო-ცავთ ჩვენს საყვარელ მედეა მასწავლებელს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას. კიდევ მრავალი თაობა აღეზარდოს.

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის

სახელობის სასულიერო გიმნაზიის

პირველკლასელები

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემთვის ძვირფას ადამიანებს - ნინო ფხალაძეს, (ცაგო) ფაცო მაჭავარიანსა და მამუკა ჭი-პაშვილს. ჩემო კარგებო, იყა-ვით ბედნიერები, ჯანმრთელები თქვენს ლამაზ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ღმერთი იყოს თქვენი მფარ-ველი.სოფელ ისლარში მცხოვრები

ულინა კაციტაძე

ვულოცავთ ხათუნა მან-ჯავიძეს და სოსო დავაძეს შვილების თინათინ დავაძისა და მიშა ნადირაშვილის ბედ-ნიერებას. ვუსურვებთ ახალ-დაქორწინებულებს ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

გულო ტალახაძეს ვულო-ცავთ ლაშას ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებუ-ლებს შვილთა სიმრავლეს და ულევ სიხარულს.

უახლოესი მეზობლები: მალვინა ჩერქეზიშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი,

დათო კურტანიძე, ანზორ არევაძე, პაატა გოგოლაძე,

ნელი შარიქაძე, ნანა ლურსმანაშვილი ოჯახებით

დაბადების დღეს ვულოცავთ ქალბატონ მერი გიორგიძეს. ქალბატონო მერი, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სი-ცოცხლეს, დიდ ენერგიას, რათა თქვენეული შემართებით ემსა-ხუროთ ხარაგაულის მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობი-ლურ საქმეს. უფალი ფარავდეს თქვენს ოჯახს.

პატივისცემით ლალი და ვალოდა კელენჯერიძეები

ვულოცავთ დაბადების დღეს მაისში დაბადებულებს მარინა კვირიკაშვილს, მაია მაღრა-ძეს, ნესტანი ტალახაძეს, ლიკა ნიქაცაძეს, დათო ჩიკვაიძეს, ბუდუ სებისკვერაძეს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას და ღვთის წყალობას თავიანთ ოჯახებთან ერთად.

მარინა

მარიამ ლურსმანაშვილსა და მის მეუღლე გელა დევაძეს ვულოცავთ შვილის გაბედნი-ერებას. ახალდაქორწინებუ-ლებს ლია დევაძესა და ლაშა ხარაიშვილს ვუსურვებთ დიდ სიყვარულს, ოჯახურ სითბოსა და შვილთა სიმრავლეს.

ხევის საჯარო სკოლა

ხევის საჯარო სკოლის პედა-გოგს ხათუნა მაჭარაშვილსა და მის მეუღლეს ავთანდილ გრიგალაშვილს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენს. ვუსურ-ვებთ პატარა ნუცას ჯანმრ-თელობას, დღეგრძელობას. გაიზარდოს სასახელო ქალი. ღმერთი ფარავდეს.

ხევის საჯარო სკოლა

ხევის საჯარო სკოლის პე-დაგოგს ციური ტაბატაძესა და მის მეუღლეს ტრისტან ტაბატაძეს ვულოცავთ შვი-ლიშვილის შეძენას. ვუსურვებთ გაბრიელს ბედნიერ და წარ-მატებულ მომავალს. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

ხევის საჯარო სკოლა

ხევის საჯარო სკოლის პედა-გოგს გივი გრიგალაშვილსა და მის მეუღლე თინა ქისიშვილს ვულოცავთ შვილის ბედნიერე-ბას. ვუსურვებთ ახალდაქორწი-ნებულ გიორგი გრიგალაშვილ-სა და მარიმ ვაჩეიშვილს ულევ სიხარულს, შვილთა სიმრავ-ლეს, თბილი და მოსიყვარულე ოჯახის შექმნას.

ხევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ თეონა კვინიკაძეს ძმის შეძენას. პატარა ანდრიას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ღვთის მფარ-ველობას და ბედნიერ მომავალს თავის და-ძმასთან ერთად.

მოლითის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის

მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის

ხელმძღვანელი ნანა ლომიძე

ჩვენს საყვარელ ბაბუას, ოჯა-ხის ბურჯს და ამაგდარს, ნოდა-რი მჭედლიძეს ვულოცავთ 80 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯან-მრთელობას, დიდხანს სიცოცხ-ლეს და ღვთის მფარველობას.

დიდი სიყვარულით თქვენი შვილები, შვილიშვილები და

შვილთაშვილები

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

იყიდება ქარხნული წარმოების 5 ტონიანი რკინის ცისტერნა კარგ მდგომარეობაში სოფელ ჯაფაროულში. ტელ: 593 24 26 13. ფასი შეთანხმებით.

სოფელ ვანში ქართული ტრა-დიციების მატარებელი, მშრომელი იმერელის ოჯახში აღიზარდა რო-ლანდი ტაბატაძე. მისი ეზო-კარის მახლობლად იდგა მაღალი, დიდი ნაძვის ხე. ამ ხესთან სოფლის მკვიდრნი და გამვლელები სანთ-ლებს ანთებდნენ და ლოცულობდ-ნენ. თვითონ ადგილს კი ჯვარს ეძახდნენ. დაინტერესდა ბატონი როლანდი, თუ რატომ ეძახდნენ ამ ადგილს ჯვარს. დიდი ძიების შემდეგ მიაკვლია წყაროს, რომ ამ ადგილას თვითონ წმინდა ნინოს აღუმართავს ჯვარი. როლანდიმ გადაწყვიტა ამ ადგილას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აშენება.

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილს მოუთხრო, თუ რატომ და როგორ გაუჩნდა წმინდა ნინოს ეკლესიის აშენების იდეა.

არჩილ მინდიაშვილმა პროექ-ტით დაასაჩუქრა, თან დასძინა - „ეს აუცილებლად უნდა ააშენო, ღმერთს ტყუილი არ უყვარს, თუ გაგიჭირდეს ღმერთს სთხოვე დახ-მარებაო“.

რწმენით აშენდა სოფელ ვანში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია იმ ადგილას, სადაც, გადმოცემით, თვითონ წმინდა ნინოს აღუმართავს ჯვარი. სიყვარულით ნასათუთევია ეკლესიის ეზო და გარემო.

როლანდი ტაბატაძე მადლი-ერია ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარში დაუდგა და დაეხმარა, - არჩილ მინდიაშვილის, ეკლე-სიის მშენებლების ბაჩა და თამაზ ჩუბინიძეების, შორენა ტაბატაძის, თანასოფლელების, განსაკუთრე-ბით ახალგაზრდების. თავის მხრივ სოფელიც მადლიერია.

მარგალიტა კაციტაძე

ქართველმა ერმა ინატროს,შენნაირ შვილთა სიმრავლე,წმინდა გიორგი გფარავდეს,იდღეგრძელე და იმძლავრე.გიკურთხოს შემქმნელ-მშობელი,წმინდანთა გზებით იარე, შენ სულიერი შვილებიერთი ათასად გვიმრავლე.ბნელეთის გასანათებლადსანთლად იბრწყინე, იალე,ღვთისმშობლის წილხვედრ

სამშობლოსთქვენ მოუშუშებთ იარებს.სიყვარულითა და პატივისცემით

ნიკო წიკლაური

„თანამდევი სული“

თბილისელი მრევლისთვის

მამა შოთა ბაბლიძეს

იყიდება სამოთახიანი კუთ-ხის ბინა მე-3 სართულზე, ბუ-ნებრივი აირით, ორი აივნით, სარდაფით, სარემონტო მდგო-მარეობაში.

მის: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №51 (სპორტდარბაზ-თან), ფასი შეთანხმებით.

ტელ: 22 11 44; 555 56 90 20.