საქართველოს ფსიქიატრიული ... · 2018. 1. 26. ·...

51

Transcript of საქართველოს ფსიქიატრიული ... · 2018. 1. 26. ·...

  • საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებები

    პრობლემები, საჭიროებები, რეკომენდაციები

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

    თბილისი 2013

  • 2

    ანგარიშის ავტორები: ოლგა კალინა, სიმონ მამულაშვილი

    რედაქტორი: ალეკო ცქიტიშვილიფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევაში მონაწილეობდნენ ადამიანისუფლებათა ცენტრის იურისტები: ნინო ანდრიაშვილი და ეკა ქობესაშვილიინგლისურ ენაზე თარგმანი: ნინო ტლაშაძე, ნინო ცაგარეიშვილიდაკაბადონება: ირმა მამასახლისიფოტო პირველ გვერდზე: ქუტირის საავადმყოფო

    კვლევა დაფინანსებულია Pro Viqtimis Fundations-ს მიერ

    კვლევა განახორციელა ადამიანის უფლებათა ცენტრმა

    მისამართი: 0160 თბილისი , მ. ქანთარიას ქ. 11ა,(ყოფილი გაგარინის 2 ჩიხი), III სართულიტელ.: (+995 32) 237 69 50, (+995 32) 245 45 33, (+995 32) 238 46 48ფაქსი: (+995 32) 238 46 48ელ-ფოსტა: [email protected]ვებ-პორტალი: http://www.humanrights.ge, http://www.hridc.org

  • 3

    სარჩევი

    შესავალი............................................................................................................................................4

    ზოგადი მიმოხილვა.........................................................................................................................5

    იურიდიული დახმარება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისათვის ........................7

    არასათანადო მოპყრობა ...............................................................................................................10

    ფიზიკური შეზღუდვის პროცედურები ......................................................................................12

    პაციენტების ნებაყოფლობითი სტაციონირება ..........................................................................14

    პაციენტების არაინფორმირებულობა..........................................................................................16

    არანებაყოფლობითი მკურნალობა ..............................................................................................18

    გასაჩივრების მექანიზმების არაადეკვატურობა ........................................................................20

    მეურვეობა .......................................................................................................................................22

    საცხოვრებელი პირობები და ფიზიკური გარემო......................................................................24

    სომატური და სტომატოლოგიური პრობლემები ......................................................................27

    დაფინანსების სისტემის ხარვეზები ............................................................................................28

    თემზე დაფუძნებული სერვისები ................................................................................................31

    კრიზისული ინტერვენციის სამსახური – ახალი სერვისი საქართველოში............................32

    სერვისების კოორდინაციისა და ხარისხის კონტროლის ნაკლებობა......................................34

    ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია..............................................................................................36

    საავადმყოფოში ცხოვრება სოციალური პრობლემების გამო ...................................................39

    პატიმრები საავადმყოფოში და ფსიქიკურად დაავადებულები ციხეში .................................40

    ფსიქიატრიული სერვისები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ........................................43

    საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ..................................................................44

    რეკომენდაციები.............................................................................................................................48

  • 4

    შესავალი

    საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა ადამიანის უფლებათაცენტრმა ჩაატარა დონორი ორგანიზაციის - Pro Victims Foundation (შვეიცარია, ჟენევა)მიერ დაფინანსებული პროექტის („ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირებისა დაინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება“) ფარგლებში. მიუხედავად იმისა,რომ მცირე გრანტი მასშტაბური კვლევის საშუალებას არ იძლეოდა, შემაჯამებელანგარიშში შევეცადეთ, წარმოგვედგინა ყველა ის აქტუალური პრობლემა, რაცსაქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოაშკარავდა.

    წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრისწარმომადგენელთა მიერ საქართველოს რიგ ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიგანხორციელებული ვიზიტებისა და კვლევის შედეგებს. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:ორი იურისტი, პათოფსიქოლოგი, უფლებადამცველი (ამავდროულად, სერვისისმომხმარებელი) და ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად. მცირე გრანტის გამო, კვლევაჩატარდა აღნიშნული პროფილის დაწესებულებათა მხოლოდ ნაწილში1. პროექტისფარგლებში მომზადებული ორსერიანი დოკუმენტური ფილმი - „გარიყულები“გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალზე2.

    კვლევა განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისხელშეწყობით. ჯგუფის წევრები, კვლევის პერიოდში, სარგებლობდნენ დახურულდაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური რწმუნებულებით, რითაც შესაძლებელიგახდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება დაუფრო ობიექტური ანალიზის გაკეთება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისმკვლევარებს აინტერესებდათ, შეიცვალა თუ არა ვითარება მას შემდეგ, რაც სახალხოდამცველის აპარატმა 2012 წელს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში,მოამზადა სპეციალური ანგარიში საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიარსებული მდგომარეობის შესახებ3. ამ კუთხით, წინამდებარე ანგარიშში რამდენჯერმემოგვიწია სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორების მიერდასმულ ზოგიერთ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება.

    2010 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა პროექტი „უფასოიურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“. პროექტიდააფინანსა ფონდმა - Abilisis. პროექტის ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარებისგარდა, განხორციელდა ვიზიტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ასევე იყოსისტემატური შეხვედრები სერვის მომხმარებლებთან ფსიქიატრიის სფეროში მომუშავე

    1 ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. #21ა. სს „მ.ასათიანის სახელობის სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტის კლინიკა; ქ.თბილისი, შპს „#5 კლინიკური საავადმყოფო“; ქ. რუსთავი - შპს „ქ.რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; შპს.აკად. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქუტირი; ალ. ქაჯაიას სახელობისსურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო; თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია -„ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“; გლდანის სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული,ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება; შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“.

    2 იხ. გარიყულები I ნაწილი http://www.hridc.tv/index.php?a=view&id=810&lang=geo II ნაწილი:http://www.hridc.tv/index.php?a=view&id=814&lang=geo .3 საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი - „საქართველოს ფსიქიატრიულდაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიში“, 2012 წ.http://ombudsman.ge/files/downloads/ge/qiqepqqfnpckmebvdkhu.pdf

  • 5

    არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. საბოლოოდ დაიწერა ანგარიში, სადაც ასახულიაპროექტზე მუშაობის დროს აღმოჩენილი პრობლემები და ზოგიერთი შემთხვევა4.

    ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტებისა და კვლევის შედეგად მოპოვებულიინფორმაციის საფუძველზე, შევიმუშავეთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფიადამიანების უფლებათა დაცვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რეკომენდაციები.დაწესებულებების ადმინისტრაცია ვიზიტების დროს არ ქმნიდა პრობლემებს დაძირითადად, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფის წევრებსჰქონდათ სახალხო დამცველის რწმუნებულებები დახურული დაწესებულებებისვიზიტების განსახორციელებლად.

    რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას, სირთულეებს მაინცვაწყდებოდით. მართალია, ერთი შეხედვით, ისინი ცდილობდნენ, კეთილგანწყობა დადახმარებისთვის მზაობა გამოეხატათ ჩვენთვის, მაგრამ იყო რიგი საკითხები (ძირითადად- არანებაყოფლობით სტაციონირებასთან, ფინანსებთან თუ მწვავე ავადმყოფებისსტაციონირების მაქსიმალურ ვადებთან დაკავშირებით), რომლის დეტალებში გარკვევასაკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რიგ საკითხებზე ცდილობდნენ, რომ სრულყოფილიინფორმაცია არ მოეცათ.

    ზოგადი მიმოხილვა

    ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2011 წელს სულ 67 736 ფსიქიკური ანქცევითი აშლილობების მქონე ადამიანი დარეგისტრირდა5. რეალურად, ეს რიცხვიგაცილებით დიდია. შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 12 083 ადამიანიარეგისტრირებული6, მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობაში შიზოფრენიის სიხშირიდან(პრევალენტობიდან) გამომდინარე, საქართველოში ამ სენით დაავადებულთა რაოდენობაოფიციალურ მონაცემს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს7. ამ პრობლემაზე ადამიანისუფლებათა ცენტრი 2010 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ამახვილებდა ყურადღებას8.

    წლების განმავლობაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მხოლოდ ხელმოკლე,პირადი საცხოვრებლის არმქონენი ან ყველაზე მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებიაკითხავდნენ, მკურნალობდნენ და შემდეგ წლობით რჩებოდნენ, რადგანჰოსპიტალგარეთა მკურნალობა ნაკლებად იყო განვითარებული.

    არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისამკურნალოდ ან უცხოეთში მიდიან, ან დაწესებულებებს საერთოდ არ მიმართავენ;ფსიქიატრიული რეესტრის აღრიცხვაზე არ დგებიან და სახლის პირობებში მკურნალობენ,

    4 ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებები საქართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრი.2010 წ. http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/Report_Final.pdf5 http://www.ncdc.ge/uploads/statistics/cnobari/cnobari_2011.pdf, გვ. 127.6 იქვე, გვ. 1287 http://www.schizophrenic.com/articles/schizophrenia/prevalence-schizophrenia .

    8 ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებები საქართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრი. 2010 წ.http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/Report_Final.pdf , გვ.5-6.

  • 6

    რაც ჰოსპიტალგარე მკურნალობის ალტერნატივად მიიჩნევა და თემზე დაფუძნებულისერვისების საჭიროებას უფრო მეტდ წარმოაჩენს.

    მსგავს პრობლემებთან ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ჯგუფსაც მოუხდაშეხება, როცა რუსთავის საავადმყოფოში რემისიულ მდგომარეობაში მყოფმა ერთმადევნილმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ბინის არქონის გამო, იძულებულია, მრავალი წლისგანმავლობაში სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იცხოვროს. თუმცა, იმასაცგაუსვა ხაზი, რომ ახლადგახსნილ სამკურნალო დაწესებულებებში არსებული პირობებითკმაყოფილია. მასთან ერთად ოთახში ცხოვრობდა ქრონიკული ფორმით დაავადებულიპაციენტი, რომლის საცხოვრებელი სტიქიური მოვლენის დროს დაინგრა.

    ფინანსური თვალსაზრისით, გაურკვევლობას იწვევს ქუტირისა და სურამისდაწესებულებების ხელმძღვანელთა ქველმოქმედების ფაქტები მეურვის გარეშე მყოფიგარდაცვლილი პაციენტების გაპატიოსნებისა და დაკრძალვის პროცესში. მართალია,ყველა ქველმოქმედების აქტი მისასალმებელია, მით უმეტეს - აღნიშნული კატეგორიისადამიანთა მიმართ გამოხატული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ ძვირი პროცედურასახელმწიფოს მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს.

    ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთიმიზეზი სოციალური სტიგმაა. ხშირია შემთხვევები, როცა ფსიქიატრიული კლინიკისპაციენტებს ხშირად „გიჟებად“ მოიხსენიებენ, რაც მათ სტიგმატიზებას იწვევს.შესაბამისად, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები და მათი ახლობლებიდაწესებულებაში მოხვედრას გაურბიან და ხშირ შემთხვევაში, ოჯახურ გარემოში არჩევენმკურნალობას, რაც დამატებით პრობლემას უქმნის პატრონებს და ვერც ავადმყოფიახერხებს სრულფასოვანი მკურნალობას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია ბავშვებთანმიმართებაში. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ კარის მეზობლებმაც კი არ იციანდაავადებული ბავშვის არსებობა, რადგან მშობლებს უცხო თვალისგან მორიდებისმიზნით, წლების განმავლობაში გარეთაც არ გამოჰყავთ ამა თუ იმ ფსიქიკური სახისპრობლემის მქონე შვილი.

    კვლევის მიმდინარეობის პროცესში, ჩვენთან საუბრისას, სურამის საავადმყოფოსდირექტორმა აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ზაფხულში აგარაკზედასასვენებლად ჩამოსული ადამიანები „ექსკურსიას“ აწყობენ, ჯგუფებად მოდიანდაწესებულების ჭიშკართან და ითხოვენ „გიჟების ჩვენებას“, თითქოს ამ კატეგორიისავადმყოფები უცხოპლანეტელი არსებები იყვნენ და მათი ცქერა, თანაგრძნობის აღძვრისმაგიერ, სასეირო გასართობი სპექტაკლის განცდებს აღძრავს ამ ადამიანებში.

    დღესდღეობით, სახელმწიფო ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას ექვსფსიქიატრიულ საავადმყოფოში ახორციელებს, სადაც დაახლოებით ათას საწოლზე ცოტამეტია. კვლევამ დაგვარწმუნა, რომ საწოლები ხშირ შემთხვევაში, არამიზნობრივადგამოიყენება ისეთი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარშიმკურნალობა. მათ სჭირდებათ არა საავადმყოფოში მკურნალობა, არამედ თავშესაფრებითადა თემზე დაფუძნებული სხვა სერვისებით უზრუნველყოფა.

    სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ძირითადად, დაკავშირებულია რიგიფსიქიატრიული საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, რაც ჩვენიაზრით, არცთუ უმნიშვნელო საკითხია. მაგრამ, სამომავლოდ, საშურ საქმედ გვესახებათითქმის ყველა დაწესებულებაში ჯერ კიდევ მყარად დამკვიდრებული, მოძველებული

  • 7

    სამედიცინო პრაქტიკის ჩანაცვლება დასავლურ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი,თანამედროვე მეთოდებითა და სამკურნალო საშუალებებით.

    ამასთანავე, არცთუ მცირე პრობლემების წყაროს წარმოადგენს დაფინანსების ახალისისტემა. აღნიშნული პროფილის საავადმყოფოებში საკმაოდ ხელოვნურად არიანგამიჯნული ადამიანები ქრონიკულ და მწვავე პაციენტებად, რომლის მიხედვითაცგანისაზღვრება შემდგომში მათი მკურნალობის ხარჯები.

    მართალია, თითქმის ყველა დაწესებულებას ჰყავს ფსიქოლოგი და სოციალურიმუშაკი, მაგრამ მათი რაოდენობა არასაკმარისია. ზოგიერთ ახლადშექმნილ ფსიქიატრიულგანყოფილებაში მუშაობს ფსიქოთერაპევტი. თუმცა ამ სპეციალისტების მუშაობაინდივიდუალური ხასიათის არის, ნაკლებად გამოიყენება თანამედროვე მეთოდიკები დამათი მუშაობის სტანდარტები სახელმწიფო დონეზე არ არის განსაზღვრული.

    კვლევის დროს ადმინისტრაციას ვეკითხებოდით თანამშრომელთა მუშაობისპირობებსა და შრომის ანაზღაურებაზე. ექიმებისა და უფროსი ექთნების დიდი ნაწილიუკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ძირითადი უფლება-მოვალეობის შესრულებისშემდეგ, მცირე დრო რჩებათ პაციენტთა ისტორიებისა და სხვა საბუთების წესრიგშიმოსაყვანად და იძულებულნი არიან, სამსახურებრივ დროს რამდენიმე საათითგადააჭარბონ. ანალოგიურ პრობლემას შეეხნენ გლდანის ციხის ტერიტორიაზეგანთავსებული საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ექიმებიც, რომლებიცკონსულტაციებზე თავისი ნებით მისული პატიმარი პაციენტების ხშირი ვიზიტების გამო,იძულებულნი არიან, გვიან საღამომდე იმუშაონ შესაბამისი საბუთებისმოწესრიგებისათვის, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი კლინიკებისაგანგანსხვავებით, მთელს განყოფილებაში არც ერთი კომპიუტერი არ მოიპოვება.

    როგორც წინა წლებში, ამჯერადაც არსებობს სამედიცინო პერსონალის შრომისჯეროვანი ანაზღაურების პრობლემა, რაც ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციურიპერსონალის მოზიდვას და შენარჩუნებას. ასათიანის სახელობის სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტის ფსიქოლოგმაც შემოგვჩივლა, რომ ექიმზე მნიშვნელოვნად დაბალ ხელფასსიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგს არც ერთ თანამშრომელზე ნაკლებიდატვირთვით არ უწევს მუშაობა აღნიშნული ტიპის დაწესებულებებში.

    განსაკუთრებით გვინდა, გამოვყოთ გლდანის სასჯელაღსრულებითიდაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულგანყოფილებაში არსებული საგანგაშო მდგომარეობა, სადაც, როგორც მონიტორინგისჯგუფმა აღმოაჩინა, გამწვავებულ ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფ მჭრელი საგნებითშეიარაღებულ პატიმარ-პაციენტებს, რეჟიმის სამსახურის ოთხკაციანი ჯგუფის თვალწინ,მთელ განყოფილებაში (მათ შორის - საორდინატოროში) სრული განუკითხაობის მოწყობაშეუძლიათ ნებისმიერ დროს, რაც საშიშროებას უქმნის როგორც პაციენტების, ისესამედიცინო პერსონალის სიცოცხლეს.

    იურიდიული დახმარება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისათვის

    ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები მიეკუთვნებიან საზოგადოების ერთ–ერთყველაზე მოწყვლად ჯგუფს, რომლის უფლებები საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.ისინი ადვილად ხდებიან ძალადობისა და თაღლითობის მსხვერპლნი, კარგავენსაკუთრების უფლებას, ქონებას. ხშირია შემთხვევები, როცა ნათესავებს არ უნდათ

  • 8

    ფსიქიკურად დაავადებულ ახლობელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მეურვეობისგაფორმებით და ავადმყოფობის გამწვავების პროვოცირებით, ცდილობენ მათ ხანგრძლივან სამუდამო გამოკეტვას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

    ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ესაჭიროებათ და აქვთ უფლება,ისარგებლონ იურიდიული მომსახურებით ისეთი პროცესების დროს, როგორიცაა:სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარება, არანებაყოფლობითი სტაციონირება,სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება. სახალხო დამცველის 2012 წლისანგარიშის თანახმად, როგორც წესი, ყველა ეს პროცედურა საკმაოდ ფორმალურ ხასიათსატარებს და პაციენტი მასში რეალურად არ მონაწილეობს9.

    ამ პრობლემის აქტუალურობას ადასტურებს ფსიქიატრიული დაწესებულებებისპაციენტების გამოკითხვაც. ჩვენთან საუბარში მხოლოდ რამდენიმე პაციენტმა აღნიშნა,რომ მათი ადვოკატები აქტიურად მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესში. თუმცა, იქვედაამატეს, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთ ადვოკატებს პროცესამდეგასაუბრებოდნენ კონფიდენციალურად.

    ეს გარემოება მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებას, ისარგებლოსხარისხიანი დაცვით სასამართლო პროცესის დროს, ასევე - მეტყველებს პაციენტისპირადი მოსაზრებების სრულ იგნორირებაზე და ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულისასამართლო პროცესები მეტწილად ფორმალურია.

    ერთმა პაციენტმა, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდან იყოგადმოყვანილი, საერთოდ არ იცოდა, რა სახის სასამართლო პროცესი ჩატარდა მისსაქმეზე, რადგან მას რომ სცოდნოდა ციხიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიუპირებდნენ გადაყვანას, არ დათანხმდებოდა. ამის მიზეზად პაციენტმაფსიქიატრიულთან ასოცირებული სტიგმა და ნათესავებთან კონტაქტის გაწყვეტადაასახელა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ამ ადამიანს არ მიაწოდეს მნიშვნელოვანიინფორმაცია. უფრო მეტიც - მისი რეალური ინტერესები არ გაითვალისწინა მისივეუფლებების ოფიციალურმა დამცველმა. ამასთან, ადვოკატი დამუქრებია, რომ იმშემთხვევაში თუ თავისი ნებით არ დათანხმდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიმკურნალობას, მოსამართლე მას „გიჟად ჩათვლიდა“ და უკვე არანებაყოფლობითისტაციონირების გადაწყვეტილებით „სამუდამოდ ჩაკეტავდა“ ფსიქიატრიულდაწესებულებაში. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანის ნებითმანიპულირებას, მისი არაინფორმირებულობისა და დაშინების გზით, რათა რაც შეიძლებამალე ყოფილიყო მიღებული სასურველი გადაწყვეტილება. ფსიქიკურად დაავადებულიადამიანების დაშინების მსგავსი ფაქტები ასახული იყო სახალხო დამცველის ანგარიშშიც10.

    ზემოთ მოყვანილი მაგალითები კითხვის ქვეშ აყენებენ სახაზინო ადვოკატებისეფექტურობას ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის რეალური ნების დაცვის

    9 ნაწყვეტები სახალხო დამცველის ანგარიშიდან (იხ.„საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულიმდგომარეობის ანგარიში“, 2012 გვ. 39, 43, 49 ) http://ombudsman.ge/files/downloads/ge/qiqepqqfnpckmebvdkhu.pdf :“პაციენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე ბევრი ვერაფერი გაიგო, ვინაიდან გაბრუებული იყო წამლებისგან…“[#5 საავადმყოფოს] პაციენტის თქმით, მას არ მიეცა საშუალება, მოეწვია საკუთარი ადვოკატი. ხოლო სახაზინოადვოკატმა ერთადერთი წინადადება წარმოთქვა პროცესის დროს…” “პაციენტების თქმით, სახაზინო ადვოკატისმონაწილეობა სასამართლო პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს. მოსამართლეები ეთანხმებიან ექიმის აზრს დანაკლებად აინტერესებთ პაციენტის მოსმენა…”

    10 „საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიში“, 2012 გვ. 9, 38http://ombudsman.ge/files/downloads/ge/qiqepqqfnpckmebvdkhu.pdf

  • 9

    თვალსაზრისით და მიუთითებენ სხვადასხვა დარღვევებზე ამ დაცვის დროს, როგორც,მაგალითად, დაშინება, ინფორმაციის არმიწოდება და ადამიანის პირადი პოზიციისა დაინტერესების იგნორირება.

    უნდა ითქვას, რომ სახაზინო ადვოკატები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიანადმინისტრაციის მოწვევით. პაციენტს არ შეუძლია, ისარგებლოს სახაზინო ადვოკატისდახმარებით სურვილისამებრ. საავადმყოფოში მომუშავე იურისტები კი დამოკიდებულიარიან ადმინისტრაციაზე და ვერ დაეხმარებიან პაციენტს, თუ მას პრეტენზია აქვსსაავადმყოფოს მიმართ.

    აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით (46/119,პრინციპი 18.1), პაციენტს, რომელიც მკურნალობს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში,უფასო იურიდიულ დახმარების უფლება აქვს11.

    ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით საინტერესო პროცესი დაიწყო საქართველოსმეზობელ ქვეყანაში. ამა წლის 16 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო სესიაზეგანხილული იყო კანონების „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ და „ადვოკატურისშესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი12. საკანონმდებლო ინიციატივისავტორები - სომხეთის პარლამენტის წევრები არა ბაბლოიანი და დავიდ ხარუტინიანიგამოვიდნენ წინადადებით, დაზუსტდეს ის მექანიზმები, რითაც ფსიქიატრიულსაავადმყოფოებში მკურნალობაზე მყოფ ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ სახელმწიფოსგანუფასო იურიდიული დახმარება.

    სომხეთის პარლამენტის წევრებმა მთავრობას შესთავაზეს კანონში ჩაწერილიყო,რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, თავად პაციენტის ან მისი კანონიერიწარმომადგენლის თხოვნის საფუძველზე, პაციენტს იურიდიულ დახმარებას გაუწევსიურისტი, რომელიც დანიშნული იქნება სომხეთის ადვოკატთა პალატასთან არსებულისახალხო დამცველის ოფისის მიერ.

    სასურველია, რომ საქართველოშიც დაიწყოს ასეთი პროცესი და გაიწეროსსაკანონმდებლო დონეზე, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი საავადმყოფოებში მყოფიფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისგაწევაზე. ამასთან, იურისტები, რომლებიც ამ სერვისს განახორციელებენ, არ უნდა იყვნენდამოკიდებული საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე, ჰქონდეთ ფსიქიატრიულსაავადმყოფოში თავისუფალი შესვლის მანდატი. ამასთან, მათი მომსახურება უნდაატარებდეს პერმანენტულ ხასიათს და იყოს ხელმისაწვდომი ფსიქიატრიულიდეწესებულებების ყველა პაციენტისთვის თანაბრად, როგორც თბილისში, ასევერეგიონებშიც.

    უფასო იურიდიული დახმარების გარდა, იურისტების ასეთ ჯგუფს შეუძლია,განახორციელოს მონიტორინგი, რათა იდენტიფიცირება და დროული რეაგირებამოახდინოს პაციენტების უფლებების დარღვევაზე საავადმყოფოს მხრიდან დაგააკონტროლოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ამასთან,ამ ჯგუფს შეუძლია ადმინისტრაციის ან პერსონალის კონსულტირება პაციენტთაუფლებების საკითხებში, რაც გაზრდის მათი ინფორმირებულობის ხარისხს.

    11 http://www.un.org/documents/ga/res/46/a46r119.htm12 http://www.hra.am/en/events/2013/01/16/psychiatry

  • 10

    არასათანადო მოპყრობა

    პაციენტების მიმართ მოპყრობის შეფასება კვლევის პროცესში ჩვენი საქმიანობისერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენდა. შემოწმებული საავადმყოფოებისთანამშრომლებთან ერთად, გამოვკითხეთ სხვადასხვა დაწესებულებების პაციენტები,ასევე - ზოგიერთი მათგანის მეურვე და მშობელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლოპერიოდის განმავლობაში, აღნიშნული კუთხით, მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებებიმოხდა. თუკი წინა წლებში არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა პერსონალის მხრიდანსაკმაოდ მყარად იყო დამკვიდრებული (სპეცხალათით შებოჭვა, ფიზიკური და სიტყვიერიშეურაცხყოფა და სხვა) და ამგვარი საქციელისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა,მათ თითქმის არავინ სთხოვდა პასუხს, დღესდღეობით, ეს პრობლემამნიშვნელოვანწილად აღმოფხვრილია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

    შორეულ კომუნისტურ წარსულში თუ უახლოეს წლებში, არასათანადო მოპყრობისშემთხვევები ხშირად გვხვდებოდა სანიტრების მხრიდან და გამოწვეული იყო ამუკანასკნელთა არაპროფესიონალიზმით და მოუმზადებლობით რთული სიტუაციებისმართვისას. ბოლო წლებში იცვლება მიდგომა პაციენტების მიმართ და ზოგადად,ფსიქიატრია უფრო თანამედროვე მიმართულებებს ითვისებს. ექთნის თანაშემწეებს დასაავადმყოფოს სხვა პერსონალს გავლილი აქვთ ტრენინგები, რაც ცვლის პაციენტებისადმიმათ დამოკიდებულებასაც.

    თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს,რომ იმ საავადმყოფოებში(ძირითადად - რეგიონებში),სადაც მომსახურე პერსონალსგავლილი არა აქვს შესაბამისიტრენინგები, გარკვეულშემთხვევებში, პაციენტები მაინცმიუთითებდნენ ზოგიერთიდაბალი რანგის, ექთნისთანაშემწის (სანიტარი) მხრიდანუხეშ მოპყრობაზე. თუმცა, არცერთ მათგანს ზემდგომიპირისთვის ამის შესახებ არმიუმართავს, რაც შესაძლოა,შემდგომი შურისძიების შიშითაციყოს განპირობებული.ცალკეული ფაქტებიდაფიქსირდა ქუტირის ქალთა დამამაკაცთა განყოფილებებში,სადაც პაციენტთა თქმით, არისშემთხვევები, როცათანამშრომლები უყვირიან დაუხეშად მიმართავენ. მე-7 ქალთაგანყოფილების ერთმა პაციენტმა

    10

  • 11

    გვითხრა, რომ სანიტარმა ზურგზე დაარტყა სხვა პაციენტს პატარა ჯოხი, რომელიცგაუთავებლად სთხოვდა სიგარეტს.

    ქალთა განყოფილების ერთმა პაციენტმა შემოგვჩივლა, რომ ერთი მისითანაპალატელი ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე ურტყამს სხვა პაციენტებს. ჩვენსშეკითხვაზე - რეაგირებს თუ არა ამაზე მომსახურე პერსონალი, გვიპასუხა, რომშეძლებისდაგვარად ცდილობენ, დააშოშმინონ. ასევე, რამდენიმე პაციენტმა, როგორცქალთა ისე მამაკაცთა განყოფილებიდან, აღნიშნა, რომ მათ იძულების ძალით უკეთებენკუნთში ინექციებს. თუმცა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ მიუთითებიათ.

    პაციენტთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან,რადგან დარეკვის სშუალება არა აქვთ. სურამის საავადმყოფოს მედპერსონალმა კიგვითხრა, რომ დარეკვა მხოლოდ დაბაში არსებულ ბინის ნომრებზეა შესაძლებელი. ცალკეუნდა აღვნიშნოთ ერთი შემთხვევა: ქუტირის საავადმყოფოს პანსიონატურგანყოფილებაში აღმოვაჩინეთ პაციენტი ქალბატონი ნ.პ., რომელსაც ორივე ფეხიამპუტირებული აქვს. მისგან შევიტყვეთ, რომ ბეტონის იატაკზე ფორთხვით უწევსმუდმივად გადაადგილება, რადგანინვალიდის ეტლი არ გააჩნია (ძველიეტლი გაფუჭდა).

    როგორც გაირკვა, ნესტითა დაფეკალიებით აშმორებულ ტუალეტშიდა სააბაზანოშიც კი, იგი ასევეფორთხვით გადაადგილდება.საავადმყოფოს დირექტორმა „აგვიხსნა“,რომ პაციენტი „მიჩვეულია ამ ფორმითგადაადგილებას“ და დასძინა, რომმედპერსონალი მას ყოველმხრივეხმარება. თუმცა, იგივე განყოფილებაშიმყოფი ქალბატონი პაციენტის თქმით,ის ხშირად თავად ეხმარება შშმქალბატონს, კერძოდ - იღებს ვედროს,ეხმარება ამ ვედროზე დაჯდომაში დამერე ეს ვედრო უკან ტუალეტში მიაქვს.ინვალიდის ეტლთან დაკავშირებით,ადმინისტრაციის თქმით, შესაბამისითხოვნა უკვე გაგზავნილია, მაგრამპასუხი ჯერ არ მიუღიათ.

    მიუხედავად იმისა, რომ მსგავსიტენდენციები შეინიშნებოდააღნიშნული საავადმყოფოს როგორცმამაკაცთა ისე ქალთა განყოფილებებში, პანსიონატური ტიპის განყოფილების კონტიგენტიუარყოფს თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის ძალადობას. მაშინ, როდესაც ცალკეკორპუსში არსებული სპეცგანყოფილების კონტიგენტი ღიად მიუთითებს რეჟიმისთანამშრომელთა მხრიდან ყვირილის, მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისშემთხვევების შესახებ.

    11

  • 12

    ზოგადად, კვლევის პროცესში გამოკითხულ პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილიპერსონალის მოპყრობას არ უჩივის. პაციენტები, ძირითადად, უარყოფენ სიტყვიერშეურაცხყოფას და უხეშობას პერსონალის მხრიდან. ადამიანის უფლებათა ცენტრისწარმომადგენლებს დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებპაციენტებისგან წერილობითი სახით საჩივრები არ მიუღია. თუმცა, პირადი საუბრისასგამოითქვა გარკვეული ჩივილები.

    საავადმყოფოთა ნაწილში, განსაკუთრებით - რეგიონებში, გამოვლინდაპაციენტების შრომის გამოყენების ფაქტები, როდესაც ისინი პერსონალის მოვალეობაშიშემავალ სამუშაოს ასრულებდნენ. მაგალითად, სურამში ურიკით ნაგავი გაჰქონდა ერთ-ერთ პაციენტს. მედპერსონალს ამასთან დაკავშირებით როდესაც კითხვა დავუსვით,გვიპასუხეს, რომ ეს საქმე მას სიამოვნებას ანიჭებდა. ქუტირის საავადმყოფოს ქრონიკულიავადმყოფების ქალთა განყოფილების ერთმა ბინადარმა გვითხრა, რომ თუკი ღამისსაათებში შეურაცხადი პაციენტი იატაკზე მოისაქმებდა, მას აიძულებდნენ მოწმენდას.

    ფიზიკური შეზღუდვის პროცედურები

    საქართველოს ფსიქიატრიული პროფილის დაწესებულებებში ფიზიკურიშეზღუდვის მეთოდი საკმაოდ გავრცელებული სამედიცინო მანიპულაციაა, რასაცგანსაკუთრებით ხშირად იყენებენ ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადების გამწვავებისპროცესში. ჩვენი ჯგუფის მიზანი იყო აღნიშნული პროცედურის კანონთან შესაბამისობაშიგამოყენების შემოწმება.

    ფიზიკური შეზღუდვის მეთოდის არასწორმა ან არამართებულმა გამოყენებამშეიძლება, ფიზიკური ან სხვა სახის ზიანი მიაყენოს პაციენტს. ამიტომ პაციენტისფიზიკური შეზღუდვა - იზოლირება ან დაფიქსირება, წარმოადგენს საკითხს, რომელიცრეგულირდება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო და ევროპულიკანონმდებლობით. შესაბამისი იურიდიული ნორმების მიხედვით, ფიზიკური შეზღუდვაშესაძლებელია, გამოიყენებოდეს იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი საფრთხეს უქმნისსაკუთარ თავს ან მესამე პირებს. აღნიშნული პროცედურის ხასიათიდან გამომდინარე,მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დეტალურიპროცედურების ზედმიწევნითი დაცვით, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას,სპეციალური აღჭურვილობების გამოყენებით.

    რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში ახლადგარემონტებულ საავადმყოფოებშიგანთავსებული საწოლები აღჭურვილია ფიზიკური შეზღუდვისათვის შესაბამისი რკინისმარყუჟებით. ხოლო სამაგრებად გამოიყენება სპეციალური ზეწრის ნაჭრები.

    როგორც ცნობილია, შეზღუდვის პროცედურას ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდგამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ყველა სხვა ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით ვერმოხერხდა პაციენტის მართვა. შეზღუდვის პროცედურა დასაშვებია მოკლე დროით,ექიმის მითითებით ან თანხმობით. ფიქსირებული პაციენტი უნდა იმყოფებოდესგანუწყვეტელი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ფიქსირების ყოველი შემთხვევა უნდააღინიშნოს სპეციალუ�