პარტიების სოცი ალური პროგრამები და...

68
1 სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები თბილისი, 2016

Transcript of პარტიების სოცი ალური პროგრამები და...

Page 1: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

1

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის

ინიციატივა

პარტიების სოციალური პროგრამები

და დაპირებები

თბილისი, 2016

Page 2: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

2

ავტორები:

ლაშა ტუღუში

გოჩა ალექსანდრია

მალხაზ გაგუა

თამარ მათეშვილი

proeqti ganxorcielda fridrix ebertis fondis mxardaWeriT. publikaciaSi warmodgenilia avtorTa piradi mosazrebebi. dauSvebelia fridrix ebertis fondis mier gamocemuli masalebis komerciuli mizniT gamoyeneba fondis Tanxmobis gareSe.

Page 3: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

3

სარჩევი

შესავალი ..........................................................................................................................4

სოციალური და დასაქმების პოლიტიკა, როგორც პარტიების საარჩევნო

პროგრამების მნიშვნელოვანი სეგმენტი..................................................................... 9

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.................................................10

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“............................................................................18

„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“.......................................................23

„პატრიოტთა ალიანსი“...................................................................................................24

„თავისუფალი დემოკრატები“...................................................................................... 28

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“...................................................... 34

რესპუბლიკური პარტია ................................................................................................39

„ეროვნული ფორუმი“ ....................................................................................................45

ლეიბორისტული პარტია ..............................................................................................51

რამდენად სრულყოფილად ფარავს პარტიების საარჩევნო პროგრამები

სოციალური და დასაქმების პოლიტიკის სფეროებს................................................ 52

შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება პარტიების საარჩევნო

პროგრამებში..................................................................................................................... 57

რეკომენდაციები.............................................................................................................. 64

Page 4: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

4

შესავალი

ამ კვლევის მიზანი საქართველოს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო

არჩევნებში მონაწილე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების

საარჩევნო პლატფორმების სოციალური პროგრამების შეფასებაა. საქართველოში

200 პოლიტიკურ პარტიაზე მეტია რეგისტრირებული. ჩვენი ინტერესის არეალში

მოექცა რამდენიმე პარტია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა,

რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები,

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა,

ბლოკი - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, ლეიბორისტული

პარტია.

სხვა პარტიები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ

ცხოვრებაში, თუმცა მათი ჯამური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ბევრად

ნაკლებია შერჩეულ პარტიებთან შედრებით. ამავდროულად, შერჩეულ პარტიებს

და მათ ლიდერებს სხვადასხვა დროს ხელისუფლებაში კოალიციურად და

ინდივიდუალურ ფორმატში ყოფნის გამოცდილებაც აქვთ.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სოციალური უზრუნველყოფა ადამიანის

უფლებაა. დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, იგი განვითარებისა და

პროგრესის მიღწევისთვის ეკონომიკურ და სოციალურ აუცილებლობას

წარმოადგენს და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი საშუალებაა სიღარიბისთვის

თავის არიდების და მისი მასშტაბის შემცირებისთვის. სწორი სოციალური

პოლიტიკა ეფექტური მექანიზმია უთანასწორობის, სოციალური იზოლაციისა და

დაუცველობის პრევენციისთვის, თანაბარი შესაძლებლობის და გენდერული

თანასწორობის უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე, არაფორმალურ სექტორში

დასაქმებიდან ფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებისკენ გადასვლის პროცესის

სტიმულირებისთვის.

ცნობილია, რომ სოციალური პოლიტიკის გატარების ძირითად პრინციპებს

წარმოადგენს: 1) ფასების ზრდისგან ცხოვრების დონის დაცვა (ხელფასების,

პენსიების, შემწეობების ინდექსირება და კომპენსირება); 2) სიღარიბის ზღვარზე

მყოფი ოჯახების უზრუნველყოფა ადეკვატური დახმარებით; 3) უმუშევრობის

შემთხვევაში, შესაბამისი შემწეობების გაცემა; 4) მშრომელებისთვის მინიმალური

ხელფასის განსაზღვრა; 5) მაღალი ხარისხის განათლების და ჯანდაცვის

მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 6) დასაქმების აქტიური

პოლიტიკის გატარება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციისა და უნარების

ასამაღლებლად, მათი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში

მოსაყვანად და სხვა.

Page 5: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

5

სოციალური პოლიტიკის სფეროში საქართველოსთვის სავალდებულო

საორიენტაციო სტრატეგიულ დოკუმენტს პარლამენტის მიერ 2005 წელს

რატიფიცირებული „ევროპის სოციალური ქარტია“ (შესწორებული) წარმოადგენს.

მიუხედავად ქარტიის გარკვეული მუხლების რატიფიკაციის მიღმა დატოვებისა,

საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ევროპის საბჭოს ამ

საერთაშორისო ხელშეკრულების სულისკვეთებას და რეგულარულად გაზარდოს

რატიფიცირებული მუხლების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მიერ

დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული წინსვლის, სოციალური და ეკონომიკური

პროგრესის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის

ეფექტურობის შეფასებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსაბჭოს

სოციალური უფლებების კომიტეტი. მისი ფუნქცია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების

მიერ „ევროპის სოციალური ქარტიის“ მოთხოვნების შესრულებაზე

ზედამხედველობის გახორციელებაა.

სოციალური პოლიტიკის ფორმირებისას, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს

მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) შესაბამისი კონვენციების

მოთხოვნების გათვალისწინება, მიუხედავად მათი რატიფიკაციის სტატუსისა1. ამ

კუთხით, პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს შსო-ს 102-ე

კონვენცია „სოციალური უსაფრთხოების(დაცვის) მინიმალური სტანდარტების

შესახებ“. სოციალური დაცვის სფეროს მარეგულირებელი შსო-ს კონვენციების

ეფექტურად შესრულებისა და არარატიფიცირებული კონვენციების

სავალდებულოდ აღიარებისკენ მოუწოდებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან

ასოცირების ხელშეკრულებაც, კერძოდ, მისი მე-13 (ვაჭრობა და მდგრადი

განვითარება) და მე-14 (დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი

შესაძლებლობები) თავები.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის სოციალური ქარტია“2, შრომის საერთშორისო

ორგანიზაციის კონვენციები, ასევე გაეროს ეკონომიკური, სოციალური და

კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (რატიფიცირებულია

1996წ.) და სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი მავალდებულებელი ძალის მქონე

საერთაშორისო ხელშეკრულებები ერთმანეთს ავსებენ და სახელმწიფოებს

სოციალური პოლიტიკის სფეროში იდენტურ ძირითად მოთხოვნებს უყენებენ. ეს

მოთხოვნებია:

� ნებაყოფილობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით, საცხოვრებელი

სახსრების გამომუშავების შესაძლებლობა;

1 ამჟამად, საქართველოს შსო-ს 190 კონვენციიდან მხოლოდ 17 აქვს რატიფიცირებული. ეს რიცხვი

რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2 საქართველოს საკანონმდებლო მაცნე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/1392164.

Page 6: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

6

� საყოველთაო უფლება შრომის სამართლიან, უსაფრთხო და ჰიგიენურ

პირობებზე;

� საყოველთაო უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, რომელიც

საკმარისი უნდა იყოს ცხოვრების სათანადო პირობების შესაქმნელად;

� ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ ფიზიკური და მორალური ზიანისაგან

სპეციალური დაცვის მოთხოვნის უფლება;

� ბავშვის შეძენის შემთხვევაში, დასაქმებულ ქალთა მიერ სპეციალური

დაცვის მოთხოვნის უფლება;

� პროფესიული ორიენტაციის განმსაზღვრელი საშუალებებით სარგებლობის

უფლება, რაც უზრუნველყოფს სამუშაოს არჩევას პირადი ინტერესების

გათვალისწინებით;

� შეძლებისდაგავარად, უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით

სარგებლობის უფლება;

� ყველა დასაქმებულის და მასზე დამოკიდებული პირის უფლება

სოციალურ უზრუნველყოფაზე;

� სათანადო სახსრების არმქონე პირთა მიერ სოციალური და სამედიცინო

დახმარებით სარგებლობის უფლება;

� სოციალური უზრუნველყოფის სამსახურით სარგებლობის საყოველთაო

უფლება;

� შრომისუუნარო პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა

და საზოგადობრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;

� ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის მიერ შესაბამისი

სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვით სარგებლობის

უფლება მისი სრული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით;

� ბავშვთა და ახალგაზრდების მიერ შესაბამისი სოციალური,

სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვით სარგებლობის უფლება;

� დასაქმების სფეროში თანაბარი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება

სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე;

� მუშაკთა მიერ შრომით დაწესებულებაში ინფორმაციისა და

კონსულტაციების მიღების უფლება;

� მუშაკთა მიერ შრომით დაწესებულებაში არსებული შრომის პირობებისა და

შრომითი გარემოს გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების უფლება;

� ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლება;

Page 7: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

7

� დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, თითოეული მუშაკის მიერ შესაბამისი

დაცვით სარგებლობის უფლება;

� დამსაქმებლის გაკოტრების შემთხვევაში, თითოეული მუშაკის მიერ

საკუთარი მოთხოვნის წარდგენის უფლება;

� სამუშაო ადგილზე თითოეული მუშაკის მიერ საკუთარი ღირსების დაცვის

უფლება;

� დაოჯახებულ პირთა დასაქმების უფლება დისკრიმინაციის გარეშე,

სამუშაოსა და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შორის

წამოჭრილი წინააღმდეგობის თავიდან აცილებით;

� შრომით დაწესებულებაში დასაქმებულთა საზიანო ქმედებისაგან

დაცვისა და მათი საქმიანობის სათანადოდ განსახორციელებლად საჭირო

საშუალებებით სარგებლობის უფლება;

� სიღატაკისა და სოციალური ოსტრაკიზმისაგან (განდევნისგან) დაცვის

უფლება;

� უფლება საცხოვრებელ ადგილზე.

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,

ყურადღება გავამახვილოთ ევროკავშირის სოციალური და დასაქმების

პოლიტიკის ზოგად ასპექტებზეც. ამის გათვალისწინებით, ჩვენი კვლევის

მიზნიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს სოციალური ქარტიის ზემოთ მოცემულ

მოთხოვნათა ვრცელი ჩამონათვალი შესაძლებელია შემდეგი სახით

განვაზოგადოთ:

• დასაქმების პოლიტიკა

• სოციალური დაცვა

• უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო ადგილებზე

• შრომითი უფლებები

• მშრომელების უფლება ინფორმაციის მიღებაზე, შრომით საკითხებთან

დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობასა და ჩართულობაზე

• დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური დიალოგი

• ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობა

• სიღარიბის, საზოგადოებისგან განდევნისა და დისკრიმინაციის

დაუშვებლობა.

Page 8: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

8

ამავე კონტექსტში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შრომის

საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენცია3, რომელიც ადგენს სოციალური

დაცვის მინიმალურ სტანდარტს ყველაზე მნიშვნელოვან 9 სფეროში:

1. სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა

2. შემწეობა დროებითი შრომისუუნარობის დროს

3. უმუშევრობის შემწეობა

4. ხანდაზმულობის შემწეობა (პენსია)

5. შემწეობა საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადების

შემთხვევაში

6. საოჯახო შემწეობა

7. შემწეობა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისას

8. შემწეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

9. შემწეობა მარჩენალდაკარგულებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქარტია, ისევე როგორც შსო-ის 102-ე კონვენცია,

სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას სოციალური დაცვის პოლიტიკა და

სისტემა მიუსადაგონ თავიანთ ეკონომიკურ მდგომარეობას, ანუ, ქარტიისა და

კონვენციის გარკვეული მუხლების რატიფიცირება გარკვეული დათქმებითა და

თანმიმდევრობით განახორციელონ. თუმცა, ამავდროულად, ქვეყნები,

ვალდებული არიან, როგორც მათი პოლიტიკური, ასევე სოციალური დაცვის

სისტემა დინამიკურად პროგრესირებდეს და ეს ხდებოდეს არარატიფიცირებული

მუხლების რეგულარულად აღიარების კვალდაკვალ. წინააღმდეგ შემთხვევაში,

მთავრობებმა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს (ევროსაბჭო, შსო) უნდა

წარუდგინონ სათანადო ახსნა-განმარტებები და დაასაბუთონ ხელშემშლელი

მიზეზების ობიექტურობა.

წინამდებარე კვლევა სწორედ სახელმწიფოს ზემოაღნიშნული

ვალდებულებებისა და ინიციატივების პრიზმაშია განხორციელებული. ეს

მიდგომა ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე

პარტიები ხელისუფლებაში მოსვლას ესწრაფვიან. შესაბამისად, მათი საარჩევნო

პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს,

რომლებსაც ამავდროულად, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობად განიხილავს

ცივილიზებული მსოფლიო, მათ შორის, უპირველესად - ევროკავშირი.

3 შრომის საერთაშორისო ორგაანიზაციის 102-ე კონვენცია „სოციალური დაცვის მინიმალური

სტანდარტების შესახებ“ -

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::p12100_instrument_id:312247

Page 9: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

9

სოციალური და დასაქმების პოლიტიკა, როგორც პარტიების საარჩევნო

პროგრამების მნიშვნელოვანი სეგმენტი

კვლევის ფარგლებში გაანალიზებული ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში

დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს ერთ-ერთი მთავარი ადგილი

უკავია. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის არჩევნები ამ მხრივ გამორჩეულია

აქამდე ჩატარებული ყველა საპარლამენტო არჩევნებისგან. ის, ასევე,

გამორჩეულია დასაქმების სტრატეგიის მიმართ პარტიების მიდგომის

მრავალფეროვნებითაც. თუკი აქამდე მათ შორის განსხვავება ძირითადად

გადასახადების სისტემის ლიბერალიზაციის მასშტაბით გამოიხატებოდა, ამჟამად

პარტიების ერთმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიალიზაციის

პოლიტიკაზე, როგორც სტაბილური და მრავალრიცხოვანი სამუშაო ადგილების

შექმნის საშუალებაზე, ასევე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემუშავებაზე,

როგორც კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ინსტიტუტსა და ახალ

სამუშაო ადგილებში ინვესტირებისთვის გრძელვადიან და უფრო ხელმისაწვდომ

მექანიზმზე.

ყურადსაღებია, რომ გამოკვლეული ყველა პოლიტიკური ძალა იმედს ამყარებს

მოგების გადასახადის რეფორმაზე, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო

მეწარმეებისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქებაზე, სოფლის მეურნეობაში

კოოპერაციული მოძრაობის გაფართოებასა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური

ინსტრუმენტების გამოყენებაზე. მათ უმრავლესობას სოციალური დაცვის

ღონისძიებებისთვის დაფინანსების გაზრდის მთავარ წყაროდ სწორედ ასეთი

რეფორმების შედეგად ინვესტიციის მოზიდვა და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა

ესახება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკისთვის ეს ტენდენცია

სიახლე არ არის. ისევე, როგორც სიახლე არაა დასაქმების დონის

გასაუმჯობესელად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით ინვესტორების

დაინტერესება და მათი რესურსის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ პარტიების

ნაწილმა დააკავშირა ერთმანეთთან, ერთი მხრივ, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი

და რეალურ სექტორში განვითარებული უარყოფითი მოვლენები, და მეორე

მხრივ, წარმოების დაბალი დონე და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ წინა წლებთან შედარებით

უფრო მასშტაბური და სტრუქტურირებული მიდგომის საფუძვლად

შესაძლებელია განვიხილოთ მოსახლეობის განწყობის წინასაარჩევნო კვლევების

შედეგები. ეს კვლევები ნათლად მიუთითებს უმუშევრობასა და სიღარიბეზე,

როგორც ამომრჩეველთა წუხილის მთავარ მიზეზებზე. ასეთ ფონზე

მოსალოდნელი იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები მეტ ყურადღებას

სწორედ სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების საკითხებს დაუთმობდნენ.

Page 10: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

10

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში

მონაწილე გამოკვლეული პარტიების საარჩევნო პროგრამების მნიშვნელოვან

ნაწილს სოციალური და დასაქმების პოლიტიკა წარმოადგენს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - ასეთია მმართველი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2016 წლის

საპარლამენტო არჩევნების პროგრამის მთავარი ლოზუნგი.

პარტიამ საკმაოდ ვრცელი პროგრამა4 არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით

ადრე წარმოადგინა. იგი ოთხი თავისგან შედგება, თითოეული თავი კი რამდენიმე

ქვეთავისგან. ესენია: დემოკრატიული განვითარება; ეკონომიკური განვითარება;

სოციალური განვითარება; საგარეო ურთიერთობა, უსაფრთხოება და თავდაცვა.

ბოლოს კი დოკუმენტს „მთავრობის 4-პუნქტიანი“ გეგმა ასრულებს.

ყველაზე ვრცელია ეკონომიკური განვითარების თავი. იგი 19 ქვეთავისაგან

შედგება. რაც შეეხება სოციალურ განვითარებას, მასში მხოლოდ 4 ქვეთავი შედის:

ჯანმრთელობის დაცვა; სპეციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა,

სპორტი, ახალგაზრდული პოლიტიკა.

ეკონომიკა და დასაქმება

ქვეთავი5, რომელშიც ეკონომიკის განვითარებაზეა საუბარი, საკმაოდ ვრცელია.

წინა ხელისუფლების კრიტიკას ამ და სხვა ქვეთავებშიც საკმაოდ ვრცელი ადგილი

უკავია. თუმცა უფრო ვრცლად საუბარია „ქართული ოცნების“ წარმატებებზე.

ნათქვამია, რომ პარტიამ შეძლო ეკონომიკის რეალური გაჯანსაღების რელსებზე

გადაყვანა და დაიწყო სწრაფი განვითარების ფუნდამენტის მშენებლობა.

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება

უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რომელიც კერძო

სექტორის გაძლიერების წინაპირობაა. გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის

უზრუნველსაყოფად შემუშავებულია 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმართულია

ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და ღია მმართველობის

პრინციპების დანერგვაზე.

პროგრამაში ნათქვამია, რომ გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის

რეფორმა; ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების მხრივ გაგრძელდება

მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები; გაგრძელდება სტარტაპების

4 http://41.ge/program 5 იქვე, გვ 12.

Page 11: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

11

აქტიური მხარდაჭერა; გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო

ჩარჩო; კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება

სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც

აქვს დამოუკიდებლობისა და განვითარების პოტენციალი; უზრუნველყოფილი

იქნება საგადასახადო სტიმული ბიზნესის განვითარებისთვის და ა.შ.

„ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების

გადასახადის ახალი მოდელი, რომლითაც საწარმოს მიერ მიღებული მოგება

მხოლოდ მისი განაწილებისას დაიბეგრება. შესაბამისად, საწარმო მოგების

გადასახადს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის

სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გაწევს ხარჯს.

მიიჩნევენ, რომ შედეგად ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებითი

ფინანსური სახსრები მიმართოს რეინვესტირებაზე, კერძოდ, ახალი ბიზნესის

დასაწყებად, არსებული წარმოების გადაიარაღებისთვის ან/და გაფართოებისთვის.

პარტიის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი

სწორედ სოციალური და დასაქმების პოლიტიკაა. აღსანიშნავია, რომ ამ

მიმართულებით მწყობრი ხედვის შესახებ განაცხადს, პარტია მისი საარჩევნო

პროგრამის ეკონომიკურ ნაწილშივე აკეთებს. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა

გამოცხადებულია პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად, რამაც

უნდა შეამციროს „სიღარიბე და უმუშევრობა მოსახლეობაში, ხელი შეუწყოს

სოციალური უსაფრთხოების და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას,

დასაქმების შესაძლებლობების ზრდას“. აღნიშნული განცხადება შესაბამისობაშია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეკლარირებულ

იდეოლოგიურ პრინციპებთან და „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ (Party of

European Socialists) მის წევრობასთან.

პარტიის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად

განსაზღვრულია დასაქმების ზრდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ინვესტირების საშუალებით. ამ გზით, პარტია გეგმავს 50 000 ახალი სამუშაო

ადგილის შექმნას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ანუ, უმუშევრობის

ამჟამინდელი ოფიციალური 12%-იანი მაჩვენებლის 2,5%-ით შემცირებას. მოგების

გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების

გაგრძელების, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი

ფინანსური რესურსის ინვესტირების და ტურისტული ინფრასტრუქტურის

ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების გზით კი, ჯამში, დამატებით

150 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. პროგრამაში არაა

აღნიშნული, თუ უმუშევრობის რა მაჩვენებლის მიღწევას ვარაუდობს პარტია 4

წლის თავზე. ეს თავშეკავება, სავარაუდოდ, ძირითადად გამოწვეულია,

ინფრასტრუქტურული პროექტების დროებითი ხასიათით და ტურისტული

Page 12: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

12

მომსახურების სეზონურობით. მიუხედავად ამისა, გეგმა მაინც ძალიან

ამბიციურად გამოიყურება, ვინაიდან, ჯამში, 200 000 ახალი სამუშაო ადგილის

შექმნა გარკვეულ მომენტში უმუშევრობის მაჩვენებლის 2%-მდე შემცირებას

გამოიწვევდა. უკვე მრავალი ათეული წელია, ამ მაჩვენებელს თვით ყველაზე

მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი ვეღარ აღწევენ.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ახალი შესაძლებლობის შესახებ სტრატეგიულ

ხედვას გარკვეულ სეგმენტებში არ ახლავს აღსრულების სამოქმედო გეგმა, მისი

შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორების ჩათვლით. პროგრამა

მეტ-ნაკლებად დეტალურია მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის

რეაბილიტაციისა და ახლის აშენების კომპონენტში, სადაც განმარტებულია, თუ

რომელ სექტორში და რა მოცულობის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

კერძოდ, პროგრამაში კონკრეტულადაა საუბარი ახალი მაგისტრალური

გზების მშენებლობის, არსებული გზების რეკონსტრუქციისა და საგზაო

ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზების შესახებ. მაგალითად,

აღნიშნულია, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის სავალი გზა, 3,5

მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურაზე,

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა და ა.შ. ასევე,

აღნიშნულია წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების

მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესახებ, მათ შორის ქუთაისში,

ზუგდიდში, ყვარელში, ხაშურში, ფოთში, ურეკში, ჭიათურაში და მრავალ სხვა

ქალაქსა და რაიონში. ყურადღება გამახვილებულია ნარჩენების მართვის

კუთხით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და

8000-კილომეტრიანი ინტერნეტმომსახურების ქსელის დამონტაჟებაზე.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარტია ენერგეტიკის სექტორში 3 მლრდ

ლარის ინვესტიციის მოზიდვას ვარაუდობს. პარალელურად, გაზისა და

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების

ინფრასტრუქტურის განვითარებაც იგეგმება.

საარჩევნო პროგრამაში პარტია ხშირად ახსენებს მოქმედი მთავრობის მიერ

სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ მრავალწლიან

სტრატეგიულ გეგმებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების

2015-2020 წწ. სტრატეგიას, რომელშიც განსაზღვრულია უახლოესი წლების

მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება,

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე

გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება. მიღებულია

სამოქმედო გეგმაც, რომლითაც უწყებრივად არის გაწერილი ყველა ტიპის

აქტივობა, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა, სისტემური რეფორმა,

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით

Page 13: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

13

აღებული ვალდებულებები. პარტია ამ ტიპის უკვე არსებულ სამთავრობო

სტრატეგიას მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილად განიხილავს. სასოფლო-

სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერას „ქართული ოცნება“

მისი აგროპოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებას უწოდებს. პარტია

ამომრჩეველს ჰპირდება, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს აღებული მოსავლის

დაბინავების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ, შემნახველი,

დამხარისხებელი, შემფუთავი, გადასამუშავებელი და სადისტრიბუციო

სექტორების განვითარებას. ამან, პარტიის აზრით, უნდა უზრუნველყოს

დამატებითი ღირებულების შექმნა და, შესაბამისად, აამაღლოს პროდუქციის

კონკურენტუნარიანობა. პარტია აცხადებს, რომ მცირემიწიანი ფერმერებისთვის

ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, განზრახულია 200 ათას

ჰექტრამდე მიწის ფართობზე მელიორაციული სამუშაოების ჩატარება,

განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი და დამშრობი სისტემები და ა.შ.

დასაქმების ხელშემწყობ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად პარტიას

განსაზღვრული აქვს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც,

მათი ხედვით, დაეფუძნება საჯარო კერძო პარტნიორობის პრინციპებს, ე.წ.

დუალური განათლების გერმანულ კონცეფციას და ხელს შეუწყობს სამუშაოს

მაძიებელთა დასაქმების ზრდას. პარალელურად, დაგეგმილია შრომის ბაზრის

დეტალური კვლევის რეგულარულად განახორციელება და ინფორმაციული

დახმარების გაწევა სამუშაოს მაძიებლებისთვის.

პენსია

პენსიის თემას6 „ქართული ოცნების“ პროგრამაში საკმოდ მცირე ადგილი

ეთმობა. არაფერია ნათქვამი მის გაზრდაზე, საუბარი მხოლოდ საპენსიო

რეფორმაზეა, რომლის მიზანიც კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე

გადასვლაა. ნათქვამია, რომ ეს რეფორმა კაპიტალის ბაზრის ფართო რეფორმის

შემადგენელი კომპონენტია.

ნათქვამია, რომ სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის

შემდეგ 62,1%-ით, 1,4-იდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ყველა

კატეგორიის პენსია. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს საპენსიო

უზრუნველყოფაზე 600 მილიონით მეტი დაიხარჯება. საპენსიო ასაკის

მიხედვით დანიშნული პენსია 180 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მთაში მცხოვრები

პენსიონერებისთვის – 216 ლარით განისაზღვრა.

ასაკით პენსიონერებს, გარდა ყოველთვიური პენსიისა, მინიჭებული აქვთ

საყოველთაო ჯანდაცვის ულიმიტო პაკეტი, რომელიც სრულად უფინანსებთ 6 იქვე, გვ. 17.

Page 14: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

14

სამედიცინო მომსახურების უმეტესობას. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების

პენსია 100-იდან 180 ლარამდე, მთაში კი - 216 ლარამდე გაიზარდა.

აღნიშნულია, რომ ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო

დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის

ადეკვატურობის გაუმჯობესების მხრივ.კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას

მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში მის

მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.

გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო მოდელს ეკონომიკის

მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. რეფორმის განხორციელება რეალურ მშპ-ს

დამატებით 0,4-0,6%-ით გაზრდის. ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის გაჩენა

კი, „ოცნების“ ხედვით, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და

200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“

გეგმავს, 10-15 ათასი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად

შეიქმნება.

ამ თემასთან დაკავშირებული საკითხებიც ნაკლებადაა დაკონკრეტებული,

მეტია ზოგადი ფრაზები და სურვილები, არაა საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის

გათვლებს ემყარება პარტიის ამგვარი ოპტიმიზმი.

ჯანდაცვა

ჯანდაცვა7, ისევე როგორც სხვა თავები, იმ რეალობის აღწერით იწყება, რაც,

პარტიის ხედვით, 2012 წლამდე იყო და ასევე იმ ღონისძიებების დეტალური

გადმოცემით, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ

განხორციელდა.

ნათქვამია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ თითქმის 2,5-ჯერ

გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური

პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა.

წარმოდგენილია დაწვრილებითი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობისა

და კატეგორიის შემთხვევები დაფინანსდა გასული წლების განმავლობაში.

საკმაოდ ფართოდაა საუბარი C ჰეპატიტის ელიმინაციის (აღმოფხვრის)

პროგრამაზე. პროგრამა ამ მხრივაც საკმაოდ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს

გვთავაზობს. ამასთანავე, დაწვრილებითაა საუბარი 2013 წლიდან დანერგილ სხვა

პროგრამებზეც. აღწერილია თუ რამდენი ამბულატორია აშენდა და აღიჭურვა, სად

ფუნქციობს პირველადი ჯანდაცვის ცენტრები და ა.შ.

7 იქვე, გვ. 27.

Page 15: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

15

საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული რეცეპტულ სისტემაზე გადასვლის

საკითხი და ნათქვამია, რომ ქვეყანაში ამის შედეგად სააფთიაქო ნარკომანია

მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამ ყველაფერს კი პარტიის სამომავლო გეგმები მოსდევს. ნათქვამია, რომ:

არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შენარჩუნდება; ყველა მოქალაქე

კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი

ხარჯისაგან; საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,

განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და შემუშავდება

მექანიზმები, რათა ადამიანებმა, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტი

წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვაში;

გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების

ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისა და პენსიონერებისთვის;

განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი;

გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა, ასევე,

ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა, რის საფუძველზეც დაიზოგება როგორც

სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული დანახარჯი, პაციენტებს მიეცემათ

საშუალება დაავადების ადრეულ ეტაპზევე დაიწყონ მკურნალობა და თავიდან

აიცილონ გართულებები; დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშაობა.

გარდა ამისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ჯანდაცვის

სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება: C ჰეპატიტის

ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა

პაციენტს ; გაგრძელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობა;

ინდივიდუალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს განსაკუთრებული

სამედიცინო საჭიროებების მქონე ყველა პირს 28 აუცილებელი პრეპარატის

მიწოდებით; საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის

თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.

პარტია, ასევე, იმის პირობასაც დებს, რომ გამოწვევების შესაბამისი გახდება

სალიცენზიო და სანებართვო პირობები; ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი

იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, რაც უზრუნველყოფს

მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო პერსონალის აღზრდას.

როგორც ხედავთ, პროგრამაში ზემოხსენებული ინიციატივები მოკლე, ერთ–

წინადადებიანი დაპირებების სახითაა ჩამოწერილი და არც ერთი მათგანი არაა

განვრცობილი. არაა ასახული, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

პარტია, საიდან გამოათავისუფლებს საჭირო სახსრებს და ა.შ.

Page 16: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

16

სოციალური დაცვა

„ქართული ოცნება“ არჩეულ გეზს არც სოციალური დაცვის ქვეთავში8 უხვევს. ამ

ქვეთავის უდიდესი ნაწილიც 2012 წლამდე წინა ხელისუფლების მიერ

გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას და 2012 წლის შემდეგ „ოცნების“

ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მიმოხილვას ეთმობა.

აღნიშნულია, რომ სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური

დახმარების ოდენობა გაორმაგდა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების

შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია.

თემასთან დაკავშირებით სტატისტიკაცაა მოყვანილი.

პროგრამაში საუბარი იმაზეცაა, რომ გაუმჯობესდა სოციალური სახლების

მდგომარეობა. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დიდი ზომის ბავშვთა

სახლებიდან მოხდა მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე გადასვლა, რაც უაღრესად

მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი აღზრდისა და მათი დამოუკიდებელი

ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ქუჩაში

მცხოვრები და მომუშავე, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების

ბავშვებისთვის შეიქმნა დღის ცენტრები, სადაც უზრუნველყოფილია კვება,

აკადემიური და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილება, სამედიცინო და

განათლების სერვისები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. ამ

ცენტრებში შშმ ბავშვებისთვის ხორციელდება რეაბილიტაცია-აბილიტაციის

პროგრამა, ადრეული განვითარების შეფერხების პროგრამა, რომელიც

მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებისთვის საჭირო უნარების ჩამოსაყალიბებლად.

მუშაობს მოხუცთა თავშესაფრები.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, „ქართული ოცნების“ სოციალური დაცვის

პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის

შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტურობა, სამართლიანობა და

გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვე პარტია პირობას დებს, რომ მოსახლეობის

სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით: დაიხვეწება

სოციალური დაცვის სისტემა; ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით,

სისტემის ფუნქციობა უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ გამოირიცხოს

სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა; დაინერგება

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც საპენსიო ასაკში

ღირსეული არსებობის გარანტი გახდება; დაინერგება სახელმწიფო პროგრამა -

8 იქვე, გვ. 29.

Page 17: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

17

„ცხოვრება გრძელდება“, რომლის ფარგლებში საპენსიო ასაკის კვალიფიციური

პირების დასაქმებისთვის კერძო კომპანიები წახალისდებიან.

ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი

ფართით უზრუნველყოფის ეფექტურ პოლიტიკას. აქვე ისიცაა აღნიშნული, რომ

მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება საცხოვრებელი სახლები

ზუგდიდში 2000, ქუთაისში 2200 , გორში 480, წყალტუბოში 560 და მცხეთაში

130 დევნილი ოჯახისთვის.

„ოცნების“ გეგმით, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში მოხდება, სულ

მცირე, 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე

მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული

საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა

ამხანაგობებს, საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც

(სხვენები, სარდაფები და სხვ.).

ამ ყველაფერთან ერთად კი, „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში,

გაძლიერდება ხანდაზმულებთან დაკავშირებული პოლიტიკის სხვადასხვა

მიმართულება, გაძლიერდება შინ მოვლის პროგრამები. პრობლემების მქონე

ოჯახებთან მიმართებაში კი გაიზრდება სოციალური მუშაკის როლი; მოხდება

სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების მხრივ;

სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის

სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.

Page 18: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

18

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

არჩევნებამდე 2 თვით ადრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ)

საკუთარ ვებ-გვერდზე პარტიის ხედვა წარმოადგინა. თავდაპირველად

გამოქვეყნდა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ იგი წარმოადგენს ენმ-ის

სამოქმედო გეგმას9 ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და

ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და

„ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის“.

სამოქმედო გეგმა, როგორც ვებ-გვერდზევე იყო მითითებული, საფუძვლად

დაედო 2016 წლის საარჩევნო პროგრამას და წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალის

განაცხადს - რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება 2016 წლის 8 ოქტომბრის

არჩევნების შემდეგ.

იქვე აღნიშნული იყო, რომ სამოქმედო გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში

მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა ბიზნეს-საზოგადოებასთან,

ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის,

კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით.

დოკუმენტში საუბარია შემდეგ სფეროებზე: ეკონომიკა და დასაქმება;

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა; განათლება; სისხლის სამართლის

პოლიტიკა - პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო; საგარეო, თავდაცვისა და

მშვიდობის პოლიტიკა.

მოგვიანებით პარტიამ საკუთარ ვებ-გვერდზე საარჩევნო პროგრამაც

წარმოადგინა, რომელიც 8 მიმართულების სახით ნაწილ-ნაწილაა განთავსებული.

შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შეუძლია კონკრეტულად ის სფერო

ამოირჩიოს, რომლის მიმართაც პარტიის ხედვა და გეგმები აინტერესებს.

ეს მიმართულებებია: ეკონომიკა და დასაქმება10 , ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვა11; განათლება12; კანონის უზენაესობა და ადამიანის

უფლებები13; მშვიდობის პოლიტიკა14; საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა15;

იძულებით გადაადგილებული პირები16; გარემოს დაცვა17.

9 http://unm.ge/ge/about-us/samokmedo-gegma 10 http://unm.ge/ge/about-us/ekonomika-da-dasakmeba 11 http://unm.ge/ge/about-us/janmrtelobisa-da-socialuri-dacva 12 http://unm.ge/ge/about-us/ganatleba 13 http://unm.ge/ge/about-us/kanonis-uzenaesoba-da-adamianis-uplebebi 14 http://unm.ge/ge/about-us/mshvidobis-politika 15 http://unm.ge/ge/about-us/sagareo-da-tavdacvis-politika 16 http://unm.ge/ge/about-us/izulebit-gadaadgilebuli-pirebi 17 http://unm.ge/ge/about-us/garemos-dacva

Page 19: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

19

ეკონომიკა და დასაქმება

ყველაზე ვრცელი ეკონომიკისა და დასაქმების ნაწილია. აღნიშნულია, რომ ახალი

სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ენმ

კონკრეტულ ვადაში გადადგამს ქმედით ნაბიჯებს შემდეგი 4 მიმართულებით:

• გადასახადების შემცირება;

• ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება;

• ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა;

• ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა.

პარტია გეგმავს, რომ საშემოსავლო გადასახადის 2020 წლისთვის

თანდათანობით 10%-მდე შემცირებით, დასაქმება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი მოლოდინი აქვს განაწილებული მოგების

გადასახადის, ნავთობპროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების აქციზის

გადასახადის და სხვა სახის გადასახადების შემცირებისგან.

ამ ზომებთან ერთად კომპლექსში, მიკრომეწარმეთა დაუბეგრავი ბრუნვის

მაჩვენებლის 3-ჯერ, ხოლო მცირე მეწარმეთა შეღავათიანად დასაბეგრი ბრუნვის -

2-ჯერ გაზრდას, პარტიის აზრით, შედეგად მოჰყვება ეკონომიკის მკვეთრი

გააქტიურება და, შესაბამისად, სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა.

პარტიის შეფასებით, 2017 წელსვე შეიქმნება 45000 ახალი სამუშაო ადგილი,

ხოლო, სულ, 2020 წლისთვის, დასაქმდება 135000 ადამიანი. ამ მიმართულებით

პარტიის კონცეფცია ეფუძნება პრინციპს: „მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესს

შორის ლიბერალური და თანამშრომლობითი ურთიერთდამოკიდებულება

მოგვცემს სწრაფ ზრდას. ახალ სამუშაო ადგილებს სწორედ ასეთი - საგადასახადო

ტვირთისგან და ადმინისტრაციული წნეხისგან თავისუფალი და დაცული

ბიზნესი შექმნის“.

ინფრასტრუქტურული პროექტები (მაგ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის

სახით), როგორც დასაქმების დონის ზრდის ინსტრუმენტი, ასევე ფიგურირებს

პარტიის პროგრამაში.

პროგრამაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს,

თუმცა ამ კუთხით პარტიის გეგმა არაა დეტალური და კონკრეტული.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს ენმ საშემოსავლო გადასახადს

15%-მდე შეამცირებს, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე.

შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების

შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად.

კონკრეტული რიცხვები და გათვლები მოცემული არ არის.

Page 20: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

20

გადასახადების შემცირების პარალელურად, პარტია ბიუროკრატიისა და

ხარჯების შეკვეცასაც გეგმავს - 2017 წელსვე, სულ მცირე, 1 მილიარდი ლარით.

დაკონკრეტებული აქაც არაფერია, მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ „სახელმწიფო

სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს

ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე“ და რომ „ეს ნაბიჯები

უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას და არ ატარებს „პიარულ”, კამპანიურ

ხასიათს და არ არის ამაოდ ნაცადი (ან უბრალოდ დეკლარირებული) ე. წ.

,,ქამრების შემოჭერა“.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით,

შეუძლებელია მეწარმეებისთვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის

გარეშე, რაც, თავის მხრივ, რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად

შემცირებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პარტია მიიჩნევს, რომ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად

ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ამის საწინდარი კი საგადასახადო

ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური

გამარტივებაა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა

საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში არცთუ ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი

ჯადაცვისა და სოციალური დაცვის ქვეთავს. დაკონკრეტება და გათვლა არც აქ

შეინიშნება. აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს თანადგომა ყველასათვის უნდა

იყოს უზრუნველყოფილი - შეჭირვებულებისათვის სრულად, ხოლო მაღალ-

შემოსავლიანებისთვის იმ ოდენობით, რასაც ოჯახი თავად ვერ გაწვდება.

შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა და,

საბოლოოდ, სისტემის ფინანსურ ჩამოშლამდე მიგვიყვანს, რაც დააზარალებს

ყველას, განურჩევლად შემოსავალის დონისა.

აღნიშნულია, რომ ამგვარად ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი

გახდება და ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს შემოიღებენ:

• გაჭირვებულისთვის - „სრული თანადგომის პაკეტი” (პოლისის

ღირებულება - 225 ლარი წელიწადში);

• ნაკლებად გაჭირვებულისთვის - „დახმარების პაკეტი” (პოლისის

ღირებულება - 205 ლარი წელიწადში);

• საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის - „მხარდაჭერის

პაკეტი” (პოლისის ღირებულება - 190 ლარი წელიწადში).

Page 21: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

21

პარტია არც აქ აკონკრეტებს, თუ როგორ განისაზღვრება გაჭირვებულის,

ნაკლებად გაჭირვებულისა თუ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქის სტატუსი,

რა კონკრეტულ სერვისს მოაკლდება თანხა და რას მიემატება.

აქვე ნათქვამია, რომ დღეს არსებული ვითარებისგან განსხვავებით, ყველა

ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც.

ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავალის მქონე, დაზღვეული იქნება

მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70 000 ლარამდე

წელიწადში).

„სისტემა შეიძენს სოციალურად სამართლიან სახეს და მეტად დაეხმარება

გაჭირვებულებს“.

აქვე აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდება სტატუსის მინიჭების მექანიზმი,

გადაიხედება დიაგნოზის მინიჭებისა და გადახედვის პროცედურა და ევროპაში

არსებულ პრაქტიკას შეესაბამება; გაძლიერდება სოციალური დაცვის,

ინდივიდუალური განვითარებისა და თვითრეალიზების გარანტიები; პარტია

ხელს შეუწყობს, რომ სასწავლო და საჯარო დაწესებულებები იყოს შშმ პირთა

საჭიროებაზე ადაპტირებული; გაიზრდება საჯარო სექტორში შშმ პირთა

დასაქმების მაჩვენებელი.

პირველადი ჯანდაცვა, სოფლისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, ენმ-ის აზრით,

მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო

ჩართულობის გზით.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა და

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება. თუმცა, რას ნიშნავს

„ყურადღებას საჭიროებს“ და რა გზით აპირებს პარტია ამ საკითხებისათვის მეტი

ყურადღების დათმობას, არსადაა აღნიშნული.

პენსია

ამ მხრივ პარტია შემდეგი ნაბიჯების გადადგმის პირობას დებს:

2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია 50 ლარით, 230 ლარამდე

გაიზრდება. ეს შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად

გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს; გაიზრდება ზომიერად გამოხატული

შშმ პირთა პენსიაც (არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ საიდან მოიძიებს პარტია

ამისათვის საჭირო თანხას და რა ტიპის ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდობით

მიიჩნევენ, რომ ამგვარი ზრდა რეალურია).

Page 22: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

22

ენმ საარსებო შემწეობის აღდგენას ჰპირდება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც

იგი „უსამართლოდ გაუუქმდა“ (არაა განმარტებული, თუ რა იგულისხმება

უსამართლოდ გაუქმებაში და რა ტიპის კრიტერიუმების შემოღებას აპირებს

პარტია);

დოკუმენტი სრულდება პირობის კიდევ ერთხელ დადებით, რომ პარტია

იღებს პასუხისმგებლობას, „ამ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, 2016 წლის 8

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობა

გადადგამს სწრაფ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ დაძლიოს

ეკონომიკური სტაგნაცია და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებით ჩვენი

მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს“.

Page 23: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

23

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“

როგორც ცნობილია, 2016 წლის არჩევნებში „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები,

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის „ახალი

საქართველო“ ერთად აპირებდნენ მონაწილეობას. მათ „გირჩის“ პროგრამით

უნდა ესარგებლათ.

გაურკვევლობას იწვევდა ის ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას

„სახელმწიფო ხალხისათვის“ გაერთიანებამდე საკუთარი პროგრამის ფრაგმენტები

ჰქონდა წარმოდგენილი, ძირითადად სოციალური ნაწილი, რომელიც „გირჩის“

პროგრამისაგან რადიკალურად განსხვავდება. კერძოდ, იგი, „გირჩისგან“

განსხვავებით, პენსიების მატებას გვპირდებოდა.

არჩევნებამდე 11 დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ „გირჩმა“ გაერთიანება

დატოვა და, შესაბამისად, გაურკვევლობამ კიდევ უფრო იმატა, რადგან უცნობია,

თუ რა პროგრამით წარდგება ამომრჩევლის წინაშე „პაატა ბურჭულაძე -

სახელმწიფო ხალხისათვის“.

გაერთიანებამდე იგი პირობას დებდა, რომ პენსია 250 ლარი გახდებოდა

მათი არჩევნებში გამარჯვებისთანავე, თუმცა ეს პირობა არგუმენტებით ჯერ-

ჯერობით არ გაუმყარებიათ.

პაატა ბურჭულაძის პარტიამ ინიციატივა სოციალურად დაუცველი

მოსახლებისათვისაც წამოაყენა და პირობა დადო, რომ მისი გამარჯვების

შემთხვევაში სოციალური შემწეობა არავის მოეხსნება. რა აძლევთ ამ დასკვნის

გამოტანის საშუალებას და რამდენად გაწვდება ამ ყველაფერს ქვეყნის

ბიუჯეტი, პარტიის ხელმძღვანელობას ეს არ აუხსნია.

რაც შეეხება ჯანდაცვას, გაერთიანებამდე პარტიის მიერ სხვადასხვა

სატელევიზიო გადაცემაში წარმოდგენილი გეგმით, ჯანდაცვა მეტად

ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისათვის - სოციალურად

დაუცველებისათვის, პენსიონერთათვის, ვეტერანებისათვის და ა.შ. მათთვის

ჯანდაცვის პაკეტების გაზრდას კი პარტია დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის

დაზღვევის მოხსნით ფიქრობს, რის შედეგადაც, მათი აზრით, 70 მილიონი ლარი

გამოთავისუფლდება.

აქვთ თუ არა გაანგარიშებული, რას გამოიწვევს დასაქმებულთათვის დაზღვევის

მოხსნა, ვის შეეხება ცვლილებები - მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს

თუ ყველას, ვისაც გარკვეული შემოსავალი აქვს, ასევე, სხვა დეტალებთან

დაკავშირებითაც პარტიას არც მაშინ და არც მას მერე არსად უსაუბრია.

Page 24: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

24

„პატრიოტთა ალიანსი“

„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო პროგრამა კლასიკური სახით არა აქვს. პარტია

პროგრამას უწოდებს 20-გვერდიან საგაზეთო გამოცემას18, რომელშიც სხვადასვა

თემაზე პარტიის ლიდერების ინტერვიუები და მცირე სტატიებია თავმოყრილი.

ეს ყველაფერი სისტემაში მოქცეული არაა და თემატურადაც არ არის

დაყოფილი. ძირითადად მსგავსი სათაურის მქონე ტექსტები გვხდება: „ჩვენ

უნდა დავრჩეთ ქართველებად“, „ქართული ფასეულობა არის ერთგულება,

თავდადება და ვაჟკაცობა, ანუ სიყვარული“, „ჩვენ უნდა შევქმნათ მადლიერი

საზოგადოება“, „დავაფასოთ პატრიარქი“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ იმ მცირე მონაკვეთებშიც, სადაც პარტია სოციალურ თუ

ეკონომიკურ სფეროში არსებულ პრობლემებს ეხება, ძირითადად ხელისუფლებას

აკრიტიკებს და არსებულ „საგანგაშო“ ვითარებაზე წუხილს გამოთქვამს.

ნაკლებად გვთავაზობს საკუთარ ხედვას, გეგმებსა თუ დაპირებებს. შესაბამისად,

„პატრიოტთა ალიანსის“ გეგმების შესახებ ყველაზე ცოტაა ცნობილი.

ეკონომიკა

ეკონომიკაზე პარტია, ისევე როგორც სხვა სფეროებზე, ცოტას საუბრობს. ამ

თემას სულ ორიოდე პატარა სტატიასა და ინტერვიუში19 ეხება. ნათქვამია, რომ

ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტის 4% უნდა გამოიყოს და ეს ფული

დაახლოებით 8 ათას ოჯახს ბიზნესის ნულიდან დაწყებაში მოხმარდეს.

ამისათვის სახელმწიფომ უნდა შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც

ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე გასცემს 8-წლიან უპროცენტო

სესხს 20-დან 80 ათას ლარამდე.

თუმცა, პარტიის ხედვით, ამ ფონდის საქმიანობა მარტო სესხის გაცემით არ

უნდა შემოიფარგლებოდეს. თუ ვინმეს საინტერესო ბიზნეს–იდეა აქვს, ფონდმა

უნდა გამოუყოს სესხიც, საჭირო ფართიც, იურისტიც, ფინანსისტიც და

თანამშრომლებიც, რათა სუბიექტმა მთელი ყურადღება საქმის აწყობაზე

გადაიტანოს.

ამგვარი მიდგომა, პარტიის აზრით, სულ რაღაც 3-4 წელიწადში ფეხზე

დააყენებს ათიათასობით ოჯახს და ხალხს უცხოეთში წასვლას გადააფიქრებინებს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით „ალიანსში“ კონკრეტულ გეგმებს არ სახავენ და

არ ხსნიან უპროცენტოდ გასაცემი სესხის წყაროს.

18 file:///C:/Users/user3/Downloads/inashvili_programa.pdf 19 იქვე, გვ. 12.

Page 25: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

25

„ქვეყანამ უნდა სძლიოს სიღატაკეს და ხალხმა ბოლოს და ბოლოს უნდა

გაიხაროს!20“

„პატრიოტთა ალიანსის“ ხედვით, ხალხმა მთავრობის საქმიანობა და ქვეყნის

ბიუჯეტი უნდა გააკონტროლოს. ანუ, ყველა სამინისტრო თუ უწყება ფართო

საზოგადოებას ყოველწლიურად უნდა აცნობდე, თუ რა ამოცანების გადაწყვეტას

აპირებს იგი მომავალ წელს და ეს საერთო-სახალხო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

ამ საერთო განხილვისას კი, მათი აზრით, ყველა გადასაწყვეტი ამოცანა

პრიორიტეტის მიხედვით უნდა დალაგდეს და მთავრობისა და ხალხის ერთიან

სამოქმედო გეგმად იქცეს. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის წლიური ბიუჯეტის

ფორმირებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობას ხალხი განახორციელებს.

უცნობია, როგორ წამოუდგენია პარტიას ამ ყველაფრის განხორციელება. ვინ

გადაწყვეტს იმას, თუ რომელი ამოცანაა პრიორიტეტული და რომელი - ნაკლებად.

ასევე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩაერთოს ამაში ხალხი.

პენსია

,,პატრიოტთა ალიანსი“ საპენსიო ასაკის შემცირებას აპირებს - მამაკაცების 60

წლამდე, ქალების კი - 55-მდე. ნათქვამია, რომ საბჭოთა პერიოდში ეს ასეც იყო.

მათი გეგმის მიხედვით, გამარჯების შემთხვევაში ძველ საპენსიო ასაკს უნდა

დავუბრუნდეთ. პენსიაზე გასვლა კი ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა

სავალდებულო. ანუ, პარტიის ხედვით, თუ ადამიანს მუშაობის სურვილი აქვს,

უნდა დაუკანონდეს 70 წლამდე მუშაობის უფლება, განსაკუთრებით

საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში.

გარდა ამისა, პარტია ფიქრობს, რომ საქართველოში პენსია საარსებო

მინიმუმზე, ანუ 220-240 ლარზე, ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს,

თუმცა ამ ამბიციური მიზნის განხორციელების საშუალებაზე ნათქვამი არაფერია

გარდა იმისა, რომ „გასაგებია, რომ სახელმწიფოს უჭირს, მაგრამ მან უნდა

გამოძებნოს საშუალება და იტვირთოს პენსიონერთა უზრუნველყოფა!“

არ ჩანს, რომ პარტიამ დათვალა, თუ რამდენად გაუზრდის ბიუჯეტს ხარჯს

საპენსიო ასაკის შემცირება, რამდენი ადამიანი დაემატება პენსიონერების რიცხვს

და ა.შ. არც სხვა ინიციატივებს აყენებს და პენსიის თემას მხოლოდ ამგვარ მოკლე

ტექსტს უძღვნის.

20 იქვე, გვ 12.

Page 26: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

26

სოციალური სფერო

სოციალური და დასაქმების პოლიტიკის შესახებ პარტიის პოზიცია დაყოფილია

რამდენიმე სეგმენტად: ყურადღებას იპყრობს პარტიის შეხედულება ქვეყანაში

არსებული ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის

შემცირების გზასთან დაკავშირებით. პროგრამაში აღნიშნულია, რომ, გაეროს

ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში 50 ათასი ბავშვის კვებისთვის დღეში

მხოლოდ 2 ლარი იხარჯება, ხოლო 225 ათასი ბავშვის კვებისთვის - დღეში 4

ლარზე ნაკლები. პარტია მოსახლეობას ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში

მოსვლის შემთხვევაში არსებულ მძიმე მდგომარეობას სწრაფად გამოასწორებს.

ასევე ნათქვამია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო პერიოდის კვლევით,

საქართველოში შიმშილის ზღვარზე 300 000 ბავშვია და რომ საქართველოში

ბავშვების მდგომარეობა პენსიონერების მდგომარეობაზე უარესია. პარტია

მიიჩნევს, რომ მთავრობამ პურის ვიტამინებით გამდიდრება უნდა

უზრუნველყოს.

ამ ყველაფერს კი ისევ გაეროს კვლევები მოსდევს და აღნიშნულია, რომ

საქართველოში ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბე 25-დან 27 %-მდე გაიზარდა და

ეს მონაცემი პენსიონერთა სიღარიბეს სამჯერ აღემატება. პარტიას აქვე

ორგანიზაციის რეკომენდაცია მოჰყავს იმის თაობაზე, რომ მთავრობამ თითოეულ

ბავშვზე 30-ლარიანი დახმარება გამოყოს, რაც უკიდურეს სიღარიბეს შეამცირებს.

სახელმწიფოს კი ეს ყველაფერი 20 მილიონი ლარი დაუჯდება (უნდა

ვივარაუდოთ, რომ ყოველწლიურად).

„კარგია გამწვანება, კარგია ასფალტი და შენობის ფერადი ფასადები, მაგრამ

თუ ჯანმრთელი თაობა არ გვეყოლება და ეს თაობა ფიზიკურად ვერ

გადარჩება, რისთვის გვინდა მაშინ შენობები, ხეები და სკვერები?“

შემდეგ ისევ გაეროს მონაცემებია მოყვანილი და ნათქვამია, რომ საქართველოში

შიმშილით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით, წელიწადში 1-დან 5 წლამდე

ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი კვდება და ამ დროს სამინისტროები ბიუჯეტის ხარჯზე

ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ. „ალიანსის“ აზრით, ამის

მორალური უფლება არ აქვთ. სტატია ხელისუფლებისადმი მიმართვით

სრულდება - „დათმეთ კომფორტი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ!“

პარტიას მიაჩნია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დაახლოებით 4000 ოჯახს,

სახელმწიფომ უნდა შეუძინოს საცხოვრებელი ბინა. ამისთვის, პროგრამა

ითვალისწინებს ქვეყნის ბიუჯეტის 2%-ის გამოყოფას. საშუალო ან საშუალოზე

დაბალი შემოსავალის მქონე ოჯახებისთვის, ახალდაქორწინებულებისთვის,

პოლიტიკურ გაერთიანებას დაგეგმილი აქვს 40-წლიანი შეღავათიანი სესხის

გაცემა ყოველთვიურად 100 დოლარის გადახდის პირობით. თუმცა პროგრამაში

Page 27: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

27

დაზუსტებული არაა კრედიტის გამცემი დაწესებულება/ორგანიზაცია და სხვა

მნიშვნელოვანი დეტალები.

ხელმოკლე ოჯახებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და სეზონურად

ტანსაცმლის შეძენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის

დაწესება - ესაა პარტიის კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება, რომელსაც

დაფინანსების კონკრეტული წყარო და სათანადო გათვლა არ უმაგრებს ზურგს.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მიმართულებითაც გამოცემაში არაფერია გარდა ერთაბზაციანი21

მონაკვეთისა, სადაც აღნიშნულია, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა, ფასიანი

კლინიკები და საავადმყოფოები უნდა განვითარდეს. თუმცა, ამავდროულად,

„პატრიოტთა ალიანსი“ მიიჩნევს, რომ მთელი საქართველო მოცული უნდა იქნას

მუნიციპალური პოლიკლინიკებითა და საავადმყოფოებით, რომლებიც

მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოემსახურება.

ამ ამბიციური წინადადების მიღმა არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული. არ

ჩანს, როგორ აპირებს პარტია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით

მუნიციპალური კლინიკები ხალხს უფასოდ ემსახურებოდეს, არ ჩანს, აქვთ თუ

არა გათვლილი, ეს ბიუჯეტს რამდენად მძიმე ტვირთად დააწვება და ა.შ.

პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო პროგრამის შექმნაზე არ უზრუნია.

მათ მიერ ინტერვიუებში გამოთქმულ ზოგადი ხასიათისა და შინაარსის

მოსაზრებებს შეუძლებელია პროგრამა და პარტიის ოფიციალური ხედვა ეწოდოს,

ვინაიდან მოკლებულია განვრცობას, დაკონკრეტებას, გათვლებს და ა.შ.

გაზეთში, რომელსაც პარტია პროგრამას უწოდებს, ძირითადი ყურადღება

პატრიოტულ და რელიგიურ თემატიკას აქვს დათმობილი. მათი საუბარი

ძირითადად ლოზუნგებითა და ხმაურიანი განცხადებებითაა გაჯერებული.

21 იქვე, გვ. 10.

Page 28: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

28

„თავისუფალი დემოკრატები“

იდეოლოგია, ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა; ეროვნული

უსაფრთხოება; სამართლის სფერო; ეკონომიკა; სიღარიბის დაძლევა, სოციალური

პოლიტიკა, სოციალური დახმარება; საპენსიო პოლიტიკა; სტრატეგიული

პროგრამა დევნილთა ინტერესების დასაცავად; ჯანმრთელობის დაცვა;

ნარკოპოლიტიკა; განათლება; სოფლის მეურნეობა; ენერგეტიკული პოლიტიკა;

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; კულტურული მემკვიდრეობა

- ამ თავებისაგან შედგება „თავისუფალი დემოკრატების“ საკმაოდ ვრცელი და

მოცულობითი საარჩევნო პროგრამა22.

პირველ ქვეთავში, იდეოლოგიაში, მოკლედაა მიმოხილული პარტიის

ძირითადი პლატფორმა, მისი მსოფლმხედველობა და ზოგადი მიზნები. შემდეგ

თავებში კი კონკრეტულ საკითხებზეა საუბარი.

აღსანიშნავია,რომ სხვა პარტიების პროგრამებისაგან განსხვავებით,

„თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში ნაკლებად გვხვდება ამ ან წინა

ხელისუფლებების კრიტიკა. თუმცა ფართოდაა საუბარი იმაზე, თუ რას შეუწყვეს

ხელი იმ პერიოდში, როცა კოალიციასთან ერთად მთავრობაში იყვნენ.

ეკონომიკა და დასაქმება

„უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“ – ესაა „თავისუფალი დემოკრატების“

ლოზუნგი. პარტია ამოცანად ისახავს 2017-2020 წლებში, დაბალი ინფლაციის

პირობებში, საქართველოს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა შეადგენდეს 8%-ს.

ამავე დროს, პირობას დებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება მაკროეკონომიკური

სტაბილურობა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემო. პარტია

არ განმარტავს, თუ რა აძლევს მას ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი

მაჩვენებლის მიღწევის მყარი ვარაუდის საფუძველს. ეს განსაკუთრებით

საინტერესოა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის გაცილებით

უფრო ზომიერი პროგნოზების ფონზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს

ეკონომიკა 2017-2018 წწ.-ში შეიძლება მხოლოდ 4,5-5%-ით გაიზარდოს23. ეს კი

ნიშნავს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ დაპირების რეალობად

გადაქცევისთვის 2019-2020 წწ.-ში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ ორი წლის ჯამში

22,5% უნდა შეადგინოს. დღევანდელი გადასახედიდან, ზრდის ასეთი

მაჩვენებლის მიღწევა არარეალურია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჩვენი

მეზობელი და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის

არასახარბიელო პროგნოზსაც. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ აზერბაიჯანის, 22 http://fd.ge/files/final_-_fd_platforma_2016.pdf. 23 http://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects#data

Page 29: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

29

თურქეთის, რუსეთის და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2016-2018

წწ.-ში შეფასებულია როგორც ძირითადად, დაბალი და სტაგნაციური24.

„თავისუფალი დემოკრატები“ პირობას დებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების

შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ:

• უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას 10 მილიარდით;

• ბიუჯეტის ზრდას მინიმუმ 4 მილიარდით.

ასევე,აპირებენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეალურად ამოქმედებას

და მომხმარებელთა უფლებების დაცვას; მიზანმიმართული გადაწყვეტილებების

მიღებას, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად

ჩამოყალიბებას; ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქმედითი

ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებას და ერთიანი ენერგეტიკული სტრატეგიის

ჩამოყალიბებას; რეგიონული განვითარების დაჩქარებას, რეგიონების

თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას; ტურიზმის განვითარების

ხელშეწყობას და მისი სეზონურობის ზრდას. თუმცა ამ ჩამონათვალს არ ახლავს

განმარტებები იმის შესახებ, თუ რა აძლევს პარტიას ამგვარი ოპტიმისტური და

თამამი დაპირებების გაცემის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ასევე საკმაოდ თამამი

საგადასახადო შეღავათების25 დაწესების პირობას დებენ. კერძოდ, ბიზნესში

რეინვესტირებული კაპიტალი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება.

ასევე, წერია, რომ მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭება ფიზიკურ პირებს,

რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 80,000 ლარამდე, ნაცვლად

არსებული 30,000 ლარისა; მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება ფიზიკურ პირებს,

რომელთა წლიური ბრუნვა იქნება 200,000 ლარამდე, ნაცვლად არსებული 100,000

ლარისა; შემცირდება ბრუნვაზე დაწესებული 3%-იანი გადასახადი და

მნიშვნელოვნად შეიზღუდება დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნები.

„თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში ცალკე ქვეთავი აქვს მიძღვნილი

ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებას26. დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ

მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების 30%-ზე მეტი სახელმწიფო

ბიუროკრატიაზე იხარჯება. მათ კი მიაჩნიათ, რომ 4–წლიან პერსპექტივაში,

ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების 25%-ს. ხოლო

შემდგომ წლებში უნდა განხორციელდეს მისი ეტაპობრივი შემცირება 20%-მდე.

24 http://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects#data 25 იქვე, გვ. 24. 26 იქვე, გვ. 25.

Page 30: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

30

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში

ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 200 მლნ-ით პირველ წელსვე,

ხოლო შემდგომი 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები

შემცირდება დაამატებით 300 მლნ-ით. დაზოგილი თანხა მთლიანად

მოხმარდება ინფრასტრუქტურასა და განათლებაში ინვესტირებას27“ .

პროგრამაში დასაქმების სტრატეგია ცალკე თავად არაა გამოყოფილი, თუმცა ის

ფართოდაა განხილული პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში.

მსგავსად სხვა პარტიებისა, დასაქმების ხელშეწყობის აუცილებელ პირობად

„თავისუფალ დემოკრატებს“ მიაჩნიათ განათლების რეფორმა მის ყველა ეტაპზე,

განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების სფეროში. პროგრამაში

წარმოჩენილია პარტიის ხედვა პროფესიული განათლების სისტემის შრომის

ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების კომპონენტზე მორგებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მიმართულებად პარტიას სოციალური

პარტნიორობის განვითარება მიაჩნია. ის, ასევე, გეგმავს პროფესიული

განათლების სისტემის დაფინანსების რეფორმირებას, სასწავლებლებით ქვეყნის

დაფარვის გეოგრაფიის გაფართოებას და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

რეფორმით გათვალისწინებული იქნება სტიპენდიები პროფესიულ განათლებაში

არათანაბარი შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის (მაგ. მაღალმთიანი

რეგიონებიდან) თანასწორი შესაძლებლობების შექმნის მიზნით; გაძლიერდება

ისეთი დისციპლინების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე

პირთა ჩართულობას; შემუშავდება და ამოქმედდება არაფორმალური განათლების

აღიარების მექანიზმები, სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით

ამოქმედდება საწარმოო სწავლების/შეგირდობის ინსტიტუტის ხელშეწყობის

ღონისძიებები.

პარტიის საარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებულად ვრცელი ადგილი უკავია

დევნილთა დასაქმებისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების, ასევე, მათთვის

ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის კონკრეტულ გეგმებს.

სოციალური დაცვა

„სიღარიბის დაძლევა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური დახმარება“28 - ამ

თავს პროგრამაში საკმაოდ მცირე ადგილი ეთმობა. აღნიშნულია, რომ

სოციალური დახმარების სისტემამ უნდა მოიცვას საზოგადოების ყველა ის ფენა,

რომელიც რეალურად საჭიროებს ასეთ დახმარებას. სოციალური მდგომარეობის

27 იქვე, გვ. 26. 28 იქვე, გვ. 59.

Page 31: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

31

შეფასებისათვის გამოყენებული უნდა იყოს მრავალფაქტორიანი მოდელი,

რომელიც შეიქმნება უკვე მოქმედი სოციალურად გაჭირვებული ოჯახების

შეფასების სისტემის ბაზაზე, მისი შემდგომი სრულყოფის გზით.

პროგრამის მიხედვით, ძველი ტელევიზორისა თუ მაცივრის არსებობა ოჯახში,

ან რაიმე ერთჯერადი ხელფასი თუ დახმარება არ უნდა ქმნიდეს სოციალური

დახმარების გაუქმების საფუძველს. აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველი

მოსახლეობის ბაზა, შეფასების სისტემის გათვალისწინებით, დიფერენცირებული

იქნება კატეგორიებად. ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ პირთა

შეფასების, მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქცია მუნიციპალურ

ორგანოებს ექნებათ დელეგირებული.

გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის განმავლობაში „თავისუფალი

დემოკრატები” აპირებენ აუცილებელი საარსებო მინიმუმის 250 ლარით

განსაზღვრას (დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად); მინიმალური ხელფასის -

500 ლარით. თუმცა პარტია არ განმარტავს ამ რეფორმების გატარების დინამიკას,

უფრო ზუსტად, დროის რა პერიოდში და რა საფეხურებრივი ეტაპით

განხორციელდება საარსებო მინიმუმის და მინიმალური ხელფასის დაპირებულ

მაჩვენებლამდე გაზრდა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია როგორც

ამომრჩევლებისთვის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებელი ზრდისთვის.

„ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად;

...ბანკის სესხის პროცენტს არ დავბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით, რის

შედეგადაც, ჩვენი გათვლით, მოქალაქეს ყოველთვიურად დაეზოგება

საშუალოდ 100 ლარამდე, რაც უდრის წელიწადში 1200 ლარს; შემწეობა

აღუდგება ყველა იმ პირს თუ ოჯახს, რომელთაც ეს სტატუსი

ხელისუფლებამ უსამართლოდ წაართვა“29.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ბავშვების 13%, ანუ დაახლოებით 50 000

ბავშვი ქრონიკულ სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 200,000 ბავშვი სიღარიბეში.

პარტია იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წლისათვის საქართველოში არც ერთი

ბავშვი არ იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში, რისთვისაც ყოველწლიურად 50

მილიონი ლარის დამატებით ხარჯს გაწევენ.

გარდა ამისა, პოგრამაში წერია, რომ არც ერთი დევნილი არ უნდა დარჩეს

საცხოვრებლის გარეშე. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართი და

დამხმარე ნაგებობები სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ იმ შენობებში, რომლებიც

ამჟამად უკავიათ; ასევე, პირობას დებენ, რომ აღდგება და გაიზრდება

ვეტერანებისათვის მოხსნილი შეღავათები.

29 იქვე, გვ. 29.

Page 32: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

32

საპენსიო პოლიტიკა

პარტია, გაბედული ინიციატივებით გამოდის შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი

ინსტიტუტების - საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის რეფორმის

სფეროში, ასახელებს რა კონკრეტულ სამიზნე რიცხობრივ ინდიკატორებს: 250 და

300 ლარს შესაბამისად. თუმცა, ისევე როგორც სხვა პარტიების შემთხვევებში,

გაურკვეველი რჩება, რა რაციონალური გათვლა უმაგრებს ზურგს დასახული

მიზნის მიღწევას, დროის რა მონაკვეთში უნდა იქნას მიღწეული აღნიშნული

ინდიკატორები, როგორია მათი კორელაცია ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ

პარამეტრებთან: მშპ-სთან, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელთან, საშუალო

ხელფასთან. იგივე სახის ბუნდოვანება შეინიშნება პარტიის საპენსიო ხედვასთან

დაკავშირებით, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ რიცხვებს და მოკლებულია

ამომრჩევლისთვის ფინანსური და სტატისტიკური გათვლების დემონსტრირებას.

პენსიების თემას „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში ცალკე პატარა

ქვეთავი30 ეთმობა. საუბარია სახელმწიფო (სავალდებულო) და კერძო

(ნებაყოფლობითი) საპენსიო დაზღვევის ერთიანი სისტემის აუცილებლობაზე.

ნათქვამია, რომ 2004 წლიდან საქართველოში გაუქმებულია სოციალური

დაზღვევის კანონმდებლობა და სოციალური (საპენსიო) დაზღვევის შენატანი.

ამიტომ არ გაგვაჩნია სახელმწიფო პენსიის საერთაშორისო სტანდარტების

შესატყვისი განმარტებაც კი და ის გაიგივებულია ხანდაზმულთათვის

სახელმწიფო შემწეობასთან.

შედეგად, დღეს სახელმწიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და

მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზე, არადა სახელმწიფო ვალდებულია,

პენსიონერს ღირსეული არსებობის პირობები შეუქმნას.

„თავისუფალი დემოკატების“ ხედვით, ეს შესაძლებელი გახდება

ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით, რაც პროპორციულად აისახება

მინიმალური პენსიის ზრდაში. პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის

შესაბამისად ყოველწლიურად გაიზრდება.

ნათქვამია, რომ პარტია განახორციელებს საპენსიო რეფორმას, რომლის

შედეგად ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც

დაეფუძნება მოსახლეობის ნებაყოფლობით საპენსიო დაზღვევას და მოქალაქის

მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება: საბაზისო (სახელმწიფო პენსია),

სავალდებულო საპენსიო შენატანი და მოქალაქის ნებაყოფლობითი საპენსიო

შენატანებით დაგროვილი სახსრები.

30 იქვე, გვ. 31.

Page 33: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

33

ჯანმრთელობის დაცვა

ჯანდაცვას31 „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში საკმაოდ

დიდი ადგილი უკავია. აღნიშნულია, რომ დღეს, მიუხედავად მთავრობების

არაერთგზის მცდელობისა, მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა

არათანაბარია. ამას თან ერთვის არსებული სამედიცინო სერვისების დაბალი

ხარისხი.

„თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, დღეს არსებული საყოველთაო

ჯანდაცვის პროგრამა არასამართლიანია, რადგან ვერ ხდება თანხის ზუსტი

გადანაწილება ბენეფიციარის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

„ასე მაგალითად, მოქალაქეს, რომლის თვიური შემოსავალი 400-500 ლარია,

სამედიცინო სერვისის სარგებლობისას „საკუთარი ჯიბიდან“ გადასახადი

იმდენივე აქვს, რამდენიც მოქალაქეს, რომლის შემოსავალი 5000 ლარი ან მეტია.

ფაქტია, რომ სამედიცინო სერვისში ერთჯერადად „გადასახადი ტვირთი“ ბევრად

უფრო მძიმეა მოწყვლადი და მცირეშემოსავლიანი პაციენტისათვის“ .

ნათქვამია, რომ არსებული საბიუჯეტო თანხების სწორად და ეფექტურად

გამოყენებისათვის შემუშავდება საბაზისო პაკეტი, რომლის დაფინანსება მოხდება

მოსახლეობის ფინანსური შემოსავლების პროპორციულად. სახელმწიფოს 100%-

იანი დაფინანსება მიეცემა უმწეოებს, პენსიონერებს, I და II ჯგუფის შშმ პირებს,

ბავშვებს 5 წლამდე.

დანარჩენი მოსახლეობის თანაგადახდის წილი კი დაანგარიშებული იქნება

შემოსავლების გათვალისწინებით. რეფორმირდება პირველად ჯანდაცვაში

არსებული სერვისების დაფინანსება და არსებული გამოწვევების შესაბამისი

გახდება. შემუშავდება პირველადი მოხმარების მედიკამენტების სია და

მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფებისთვის გაიცემა არანაკლებ 50%-იანი

ფასდაკლებით.

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსების სამართლიან განაწილებას, ამ კუთხით

პარტია გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს შემოღებული იქნას საყოველთაო

დაზღვევა - საბაზისო პაკეტი, დაფუძნებული მომსახურების თანხის

სამართლიანი გადანაწილების პრინციპზე, რაც გულისხმობს ბენეფიციარის მიერ

თანაგადახდის ოდენობის დიფერენცირებას მისი შემოსავალის მიხედვით.

მედიკამენტების გასაიაფებლად და მათი ხარისხის კონტროლისათვის

„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ, შეიმუშაონ პირველადი მოხმარების

მედიკამენტების სია, რომელსაც სახელმწიფო შეისყიდის. ეს მედიკამენტები,

პარტიის გეგმით, დარიგდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში და პაციენტებს

31 იქვე, გვ. 37.

Page 34: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

34

უფასოდ (ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით) მიეცემა. ამ პრაქტიკის დასანერგად

კი, მათი აზრით, გამოყენებული უნდა იყოს ქვეყანაში დღეს არსებული ვაქცინების

შესყიდვის და გავრცელების პოზიტიური გამოცდილება.

სოფლის მოსახლეობის ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად, პარტია მიიჩნევს, რომ

საჭიროა ყველა ამბულატორიის აღჭურვა აუცილებელი აპარატურით, სოფლის

ექიმის და ექთნის ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა (600-დან 1500 ლარამდე; 300-

დან 600 ლარამდე შესაბამისად).

Page 35: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

35

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

„დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამა32 სხვა პარტიებისგან იმით

განსხვავდება, რომ იგი სისტემაში ნაკლებადაა მოქცეული. ერთსა და იმავე თავში

შეიძლება ორ ან რამდენიმე სხვადასხვა თემაზე იყოს საუბარი და, შესაბამისად,

რომელიმე თემაზე მსჯელობა სხვა თავებშიც გრძელდებოდეს.

პროგრამის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლებების კრიტიკას და მათ მიერ

გატარებული რეფორმებისა თუ გადადგმული ნაბიჯების ნაკლოვანებების

წარმოჩენას ეთმობა. თავად პარტიის გეგმებზე საუბრისას კი დაკონკრეტება

ნაკლებია.

პროგრამის უდიდესი ნაწილი საგარეო პოლიტიკას ეთმობა. პარტია პროგრამას

იმ მოსაზრებით იწყებს, რომ ქართული სახელმწიფოს ორი ძირითადი ამოცანა

საკუთარი მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და

ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკური საფუძვლების შექმნაა.

ეკონომიკა და დასაქმება

ეკონომიკის ზრდა, პარტიის ხედვით, პირველ რიგში, გულისხმობს ექსპორტსა

და შიდა ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას. ამისათვის

აუცილებელია საწარმოო ბიზნეს–სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ამ მიზნით მისაღებია რეფორმატორული საკანონმდებლო ცვლილებები.

მაგალითად, აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს მეწარმეობის,

მათ შორის, აგრარული საქმიანობის, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა; მოგების

გადასახადით დაბეგვრისაგან უნდა გათავისუფლდეს ეკონომიკური საქმიანობით

მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის

სფეროში; საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 12%-მდე, მოგების – 10%-

მდე, ხოლო გადასახადი დივიდენდზე – 2%-მდე და ა.შ. თუმცა პარტია არაფერს

გვეუბნება იმის თაობაზე, თუ როგორ შეავსებს ბიუჯეტს გადასახადების ამგვარად

შემცირების შემდეგ და რის ხარჯზე დაწესდება შეღავათები.

„ჩვენი საპროგრამო დაპირებები არ გულისხმობს ახალი ვალების აღებას.

დღეს სახელმწიფო საგარეო ვალი 4,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს,

ხოლო კორპორაციებისა და ბანკების ვალების ჩათვლით – 13 მილიარდს.

ჩვენი დაპირებების შესრულებას არსებული ბიუჯეტის 75 პროცენტი

ჰყოფნის. გონივრული მართვის და მომჭირნეობის პირობებში ჩვენ შიდა

ვალების გასტუმრებას დავიწყებთ: შეიქმნება კოოპერატიული

32 http://www.democrats.ge/ka/programa/saparlamento-programa.html.

Page 36: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

36

ბინათმშენებლობების სპეციალური პროგრამა, დავფარავთ 1998–2004

წლებში წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებს, საშუალო პენსიის

პერმანენტული ზრდა არათუ უფრო მაღალი იქნება ინფლაციის

მაჩვენებელზე, არამედ მისი ზრდის ტემპი, სულ ცოტა, ორჯერ უფრო

მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო

ხელფასის ზრდის ტემპი.“

გამოკვლეულ პარტიებს შორის, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

ერთადერთია, რომელიც ამომრჩევლებს უმუშევრობის შემწეობის სისტემის

აღდგენას ჰპირდება. კერძოდ, პარტიის განცხადებით, უმუშევრები მიიღებენ

კომპენსაციას ექვსი თვის განმავლობაში. სავალდებულო პირობები, განაკვეთები

და სხვა დეტალები პარტიის პროგრამაში ნახსენები არაა.

რაც შეეხება საკუთრივ დასაქმების პოლიტიკას, პარტიის ხედვა არაა

დეტალური და ის შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური

პროექტების განხორციელების წახალისებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს

„დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების სტრატეგიის ფარგლებში, მსგავსად

რესპუბლიკური პარტიისა, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

გეგმავს საშემოსავლო გადასახადის არსებული პროპორციული განაკვეთის (flat

rate) შეცვლას დაბეგვრის პროგრესული პრინციპით (10%-20%-ის ფარგლებში).

რამდენიმე კონკურენტი პარტიის მსგავსად, ამ პარტიის პროგრამაც

საშემოსავლო გადასახადის და დივიდენდზე გადასახადის შემცირებას ისახავს

მიზნად, ასევე, რეინვესტირებისთვის გამოყენებული მოგების ნაწილის

დაბეგვრისგან სრულად გათავისუფლებასაც. დასაქმების წახალისების ერთ-ერთ

მექანიზმად პარტია, ტურიზმის განვითარებასაც მიიჩნევს და საამისოდ

რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას განიხილავს.

სოციალური სფერო

პარტია „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ სარჩევნო პროგრამა

სოციალური დაცვის კონკრეტული სტრატეგიის ნაცვლად, ამომრჩეველს

სთავაზობს ზოგად ხედვას.

მაგალითად, სოციალური დაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად პარტია ერთ-

ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ქველმოქმედების წახალისებას მიიჩნევს. ამისთვის,

იგი გეგმავს სპეციალური კანონის მიღებას, რომელმაც საგადასახადო შეღავათები

უნდა დაუწესოს ქველმოქმედების მიზნით გაწეულ საქმიანობას. სოციალური

პრობლემების გადასაჭრელად, პარტიის ხედვით, აუცილებელია „სხვადასხვა

Page 37: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

37

ხელისუფლების პირობებში“ საქართველოს ფარგლებს გარეთ „გაზიდული

მილიარდობით თანხის“ დაბრუნება და მისი მიმართვა სიღარიბის ზღვარს მიღმა

მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

პარტია, ასევე, მიუთითებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და

მოხსნის სისტემის სრულყოფის საჭიროებაზე, თუმცა საზოგადოებას არც ამ

შემთხვევაში სთავაზობს კონკრეტულ გეგმას.

სხვა ინიციატივებიც, ასევე, ზოგადია და გულისხმობს ხელფასებისა და

პენსიების ინდექსაციას ინფლაციის შესაბამისად, შვილის აღზრდის პერიოდში

„დედის ხელფასის“ შემოღებას, მრავალშვილიანი ოჯახისა და მარტოხელა

მშობლის სტატუსის კანონით განსაზღვრას33 და შემწეობის დადგენას.

აღსანიშნავია, რომ მარტოხელა მშობლის (როგორც დედის, ასევე მამის) სტატუსი

2014 წლის დეკემბერში კანონით განისაზღვრა და ამ კატეგორიის ადამიანები

გარკვეული შეღავათებით და შემწეობებით თითქმის ორი წელია, სარგებლობენ.

ასევე 2014 წლიდან მოქმედებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების

სახელმწიფო პროგრამა გარკვეული რეგიონებისა და მაღალმთიანი დასახლებული

პუნქტებისთვის. სხვა საკითხია, რამდენად საკმარისია აღნიშნული შემწეობა და

შეღავათები, რის შესახებაც პარტიის პროგრამა სიცხადეს მოკლებულია.

ამავდროულად, პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ აყენებს

დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების საკითხს, როგორც სოციალური დაცვის ერთ-

ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. სოციალური დაცვის გაუმჯობესების ერთ-ერთ

გზად პარტიას ესახება საარსებო მინიმუმის გამოანგარიშების არსებული

სისტემის რეფორმა. ამ შემთხვევაში პარტიის პროგრამა შედარებით უფრო

კონკრეტულია.

იგი გეგმავს სასურსათო კალათის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას და

კალათაში სურსათისა და მომსახურების ხარჯების ბალანსის 50%-50%-ზე

განაწილების დადგენას. ამ გზით, პარტიის მოსაზრებით, შრომისუნარიანი

მამაკაცის საარსებო მინიმუმი უნდა გაუტოლოს 250 ლარს, ნაცვლად,

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში

დადგენილი 156 ლარისა. აღსანიშნავია, რომ პარტია აქცენტს არ აკეთებს იმ

ფაქტზე, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი, რომელსაც სტატისტიკის

სახელმწიფო სამსახური ითვლის და აქვეყნებს ყოველთვიურად, არ წარმოადგენს

არც საჯარო და არც კერძო კომპანიების/ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის

სავალდებულოდ შესასრულებელ სტანდარტს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის

რეფორმა, თუნდაც წარმატებული, თავისთავად ვერაფერს შეცვლის ქვეყნის

33 „საკანონმდებლო მაცნე“ - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2629299

Page 38: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

38

სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში. ამისთვის საჭიროა ახალი საკანონმდებლო

და ნორმატიული ბაზის შექმნა ან არსებულის შეცვლა.

სოციალური მინიმუმი, პენსიები და უმუშევრობის შემწეობები

ქვეთავში აღნიშნულია, რომ სამართლიანობის დამკვიდრება სოციალური

მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. კერძოდ, უნდა

შეიცვალოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ და

ხელისუფლებამ თანხის საბოლოო ოდენობის დათვლისას ორიენტირად უნდა

აიღოს სოციალური ნორმატივი და არა ფაქტობრივი მონაცემები. კერძოდ,

სასურსათო კალათის კალორიულობა 2200–დან 2500 კილოკალორიამდე უნდა

გაიზარდოს. სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება არანაკლებ

50/50 უნდა იყოს. ეს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,

გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი საქართველოში დაახლოებით 250 ლარს

შეადგენს.

„ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია უნდა მოხდეს ინფლაციის

გათვალისწინებით!“

ამისათვის კი, „გაერთიანებული დემოკრატების“ აზრით, უნდა გატარდეს

საპენსიო რეფორმა. კერძოდ, პენსია (მათ შორის შშმ პირების,

მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და ყველა სხვა კატეგორიის

მინიმალური პენსია) გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს, განისაზღვრება

შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

საარსებო მინიმუმს ზემოთ, პარტიის გეგმის მიხედვით, დაირიცხება დანამატი –

ნამსახურობის ყოველ წელიწადზე; დედებს შვილის აღზრდის პერიოდი

ჩაეთვლებათ შრომით სტაჟში; დაწესდება „დედის ხელფასი“ (ამ ახალი

ინიციატივის შესახებ განარტებები მოცემული არაა); ომის ვეტერანებისა და ომში

დაღუპულთა ოჯახებისთვის უნდა შეიქმნას ღირსეული სოციალური გარანტია;

უნდა განისაზღვროს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის

სტატუსი და მათთვის შემოღებული იქნას შემწეობა;

გამოკვლეულ პარტიებს შორის „დემოკრატიული მოძრაობა“ ერთადერთი

პარტიაა, რომელიც ამომრჩევლებს უმუშევრობის შემწეობის სისტემის აღდგენას

ჰპირდება. კერძოდ, პარტიის განცხადებით, უმუშევრები მიიღებენ კომპენსაციას

ექვსი თვის განმავლობაში. სავალდებულო პირობები, განაკვეთები და სხვა

დეტალები პარტიის პროგრამაში ნახსენები არაა.

უმუშევართათვის ექვსთვიანი შემწეობა უნდა დაწესდეს, თუმცა არაფერს

გვეუბნებიან იმაზ, აქვთ თუ არა გათვლილი, რა დაუჯდება ეს სახელმწიფოს და

Page 39: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

39

საიდან გამოათავისუფლებენ ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო

არცთუ მცირე სახსრებს.

ჯანდაცვა

პარტიის ლოზუნგია - „ეფექტიანი და სამართლიანი ჯანდაცვა ყველასთვის!“

ადამიანებს უნდა მიეცეთ რეალური შესაძლებლობა, თავიანთ ჯანმრთელობაზე

ავადმყოფობის ჩამოყალიბებამდე და გართულებამდე იზრუნონ. ამისათვის კი,

პროგრამის მიხედვით, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:

სახელმწიფო ჯანდაცვითი გარანტიები უნდა გახდეს „მართლაც საყოველთაო“:

მოქალაქეს, რომელიც დღეს დასაქმებასთან დაკავშირებულ კორპორატიულ

დაზღვევას ფლობს და, შესაძლოა, ხვალ სამუშაოს გარეშე დარჩეს, არ შეიძლება

დაუყოვნებლივ არ მიენიჭოს სამედიცინო მომსახურების იგივე პაკეტი, რაც

საყოველთაო პროგრამითაა გათვალისწინებული, რათა მას სამუშაოს

დაკარგვასთან ერთად ჯანმრთელობის დაკარგვის რისკიც არ გაეზარდოს;

აუცილებლად უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვა. აქცენტი უნდა

გაკეთდეს დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოკვლევასა და მკურნალობაზე;

ამბულატორული პროფილის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების

გაძლიერების პარალელურად უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მოსახლეობის

მედიკამენტური საშუალებებით უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი სქემები,

რათა საბოლოოდ დავაღწიოთ თავი უწამლობით მიშვებული ავადობისა და

თვითმკურნალობის მიზეზით გამოწვეულ მძიმე შედეგს;

სოციალურად მგრძნობიარე ფენები: ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები,

მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები,

სოციალურად დაუცველი პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ქვეყანაში

განხორციელებადი სრული სამედიცინო მომსახურებით (ამბულატორული

სამედიცინო დახმარებიდან დაწყებული – სტაციონარულით დამთავრებული,

სამედიცინო ჩვენებით აუცილებელი მედიკამენტების ჩათვლით).

ეს გამოწვევა, პარტიის აზრით, ცალსახად გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის

მართვის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების ფასწარმოქმნის მოწესრიგებას,

სამკურნალო საქმის წარმოებისა და წამლის ხარისხის სრულყოფას, სამედიცინო

კადრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ქსელის რაოდენობრივი და

ხარისხობრივი განვითარების მოწესრიგებას.

Page 40: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

40

რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც 2016 წლის აგვისტოს

ბოლოსთვის აქვთ შემუშავებული, საკმაოდ ვრცელია და თემატურად რამდენიმე

ქვეთავად იყოფა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი ეკონომიკური ხასიათისაა. დასაწყისში პარტია

ჯერ ეკონომიკური პრობლემების მიზეზების მიმოხილვას გვთავაზობს, რაც 2012

წლის ოქტომბრისათვის ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღწერით გრძელდება და

ამ ყველაფერს ქვეყნის ეკონომიკური მახასიათებლების მიმოხილვა და პარტიის

ხედვა მოსდევს.

ეკონომიკა და დასაქმება

პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის ხედვა ცალსახად აღიარებს ლიბერალიზმის

საყოველთაო პრინციპებს და, ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად იზიარებს „ახალი

სტრუქტურული ეკონომიკის“ კონცეფციის ცალკეულ მიდგომას.

2017 წლის 1 იანვრიდან რეინვესტირებული მოგება თავისუფლდება მოგების

გადასახადისგან, ინიცირებული იქნება ცვლილება, რომლის თანახმადაც

საწარმოს დაქირავებულებისთვის მოეთხოვება სავალდებულო სამედიცინო და

საპენსიო დაზღვევის შენატანების თანადაფინანსება, დაქირავებულთა

განათლებაზე გაწეული ხარჯი კი მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზიდან

გამოირიცხება.

ეკონომიკური წინსვლის საფუძვლად პარტიას მცირე და საშუალო ბიზნესის

ხელშეწყობა ესახება. „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ, ერთი მხრივ,

სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და, მეორე მხრივ, მცირე და საშუალო

საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის

მოცულობის და კაპიტალის ზრდას. ეს სექტორში დასაქმების მაჩვენებლების

ზრდას გამოიწვევს, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი

საფუძველი იქნება.

იმისთვის, რომ ეკონომიკა დინამიკურად ვითარდებოდეს, საჭიროა

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების

სტიმულირების ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა. ამისათვის კი

აუცილებელია საგადასახადო ლიბერალიზაცია და საგადასახადო

ადმინისტრირების გაჯანსაღება, საკუთრების და გარიგების დაცულობა,

პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, აქცენტირებული

Page 41: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

41

პოლიტიკა, რომელიც ბიზნესის დანახარჯს შეამცირებს და ბაზარს

გააფართოვებს.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა,

ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად იაფ სამუშაო

ძალას არ მოიაზრებს. იგი ხაზს უსვამს სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და

შრომის ნაყოფიერების ზრდის მნიშვნელობას, რისი მიღწევაც ეფექტური

პროფესიული განათლების სისტემის შექმნის საშუალებით წარმოუდგენია.

დასაქმების ზრდის კონტექსტში, პარტია დიდ ყურადღებას უთმობს

პროფესიული მომზადების საკითხს, მოითხოვს რა პროფესიული განათლების

მქონეთა რიცხვის ზრდას (18000) უმაღლესი განათლების მქონეთა რიცხვის

შემცირების პარალელურად (120000).

ამ მიმართულებით, რესპუბლიკური პარტიის პროგრამა საკმაოდ დეტალურია.

იგი ეხება შრომის ბაზრის ინსტიტუციური განვითარების საკითხებსაც, მათ

შორისაა: შრომის ბაზრის რეგულარული კვლევა, შრომის ბაზრის საინფორმაციო

სისტემების დანერგვა, პროფესიული სწავლების მასწავლებლების მომზადება და

მათი მოტივირების სისტემის შექმნა, დაფინანსების არსებული მოდელის

რეფორმა, დუალური განათლების ელემენტების გაძლიერება პროფესიულ

სასწავლებელსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით,

პროფესიული კავშირების როლის გააქტიურება შრომის პირობების და

უფლებების დაცვის საკითხებში, პროფესიული განათლების პოპულარიზება და

ა.შ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტია ერთადერთია გამოკვლეულ

პარტიებს შორის, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების

დონის შეფასების და გასატარებელი რეფორმების განსაზღვრის მთავარ

კრიტერიუმებად მთავრობამ მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების და

ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსებით არ უნდა იხელმძღვანელოს.

ამ კუთხით, პარტიას უფრო მრავალმხრივ და სრულყოფილ ინსტრუმენტად

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მიაჩნია. ეს უკანასკნელი დავოსის

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროდუქტია და რეალურად მართლაც ბევრად

უფრო კომპლექსურ ანალიზს სთავაზობს ქვეყნებს, ვიდრე მსოფლიო ბანკის და

სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ინდექსები. იგი მოიცავს

როგორც ფინანსურ და ეკონომიკურ, ასევე, განათლების, ჯანდაცვის, შრომის

ბაზრის და სხვა კომპონენტებს და ქვეყნებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ

განავითარონ ინკლუზიური, გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული და

მდგრადი ეკონომიკა, ნაცვლად სწრაფი და სოციალური პასუხისმგებლობისგან

თავისუფალი ეკონომიკისა.

Page 42: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

42

პარტია ღიად აცხადებს, რომ მზადაა გაატაროს არაპოპულარული რეფორმები

და პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური დახმარების განაკვეთების გარკვეული

პერიოდის განმავლობაში სტაგნაციაზე. სანაცვლოდ, პარტია, გრძელვადიან

პერსპექტივაში, დადებითი სოციალური ეფექტის მიღებას ვარაუდობს.

სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, პარტია გეგმავს მიკრობიზნესის

განვითარებას, რისთვისაც მოქალაქეებს ჰპირდება სპეციალური სახელმწიფო

პროგრამის ამოქმედებას, სახელწოდებით „დამწყებთათვის რეგიონში“

(წლიურად 60 მლნ. ლარი).

ამ გზით, „რესპუბლიკელებს“ განსაზღვრული აქვთ წელიწადში 15 000 სამუშაო

ადგილის შექმნა. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების

ამუშავებით (წლიურად 200 მლნ ლარი) პარტია გეგმავს წელიწადში 20 000 ახალი

სამუშაო ადგილის შექმნას.

ჯამში, 4 წელიწადში პარტიის აღნიშნულმა სტრატეგიამ 140 000 ადამიანი უნდა

დაასაქმოს, რაც უმუშევრობის ამჟამინდელ ოფიციალურ 12%-იან მაჩვენებელს

4,8%-მდე შეამცირებს. საგულისხმოა, რომ პარტია ზემოაღნიშნული პროგრამების

განხორციელებას მხოლოდ რეგიონებში გეგმავს.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას პარტიის პოზიციას შრომითი უფლებების

დაცვასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, გამოკვლეულ საარჩევნო პროგრამებს

შორის, „რესპუბლიკელების“ პროგრამა გამორჩეულია.

პარტია, ქვეყნის წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის

აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს საქართველოს შრომის კანონმდებლობის

ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას და ცივილიზებული შრომის

ბაზრის ფორმირებას. ამ კონტექსტში, იგი გეგმავს:

• უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნას, რათა შესაძლებელი

გახდეს სამუშაოს მაძიებლებისთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება;

• შრომითი დავების მოგვარების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას;

• სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ეფექტური

სისტემის შექმნას.

პარტია აცხადებს, რომ „არავის მისცემს უფლებას, შელახოს დასაქმებულის

უფლებები“ და რომ არ დაუშვებს „დამსაქმებლის კაპრიზის გამო“ დასაქმებულთა

სამსახურიდან დათხოვნას.

პარტია, ასევე, აცხადებს, რომ შექმნის „ხარისხიან სამუშაო ადგილებს“

ახალგაზრდებისთვის.

Page 43: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

43

საპენსიო და სამედიცინო დაზღვევა

„შენ გინდა, რომ ავადმყოფობის გამო გაღატაკების არ გეშინოდეს, ყველა

მოქალაქისთვის გარანტირებული იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი

სამედიცინო მომსახურება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები მძიმე ტვირთად არ

აწვებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტს. საამისოდ საჭიროა, არსებული ჯანდაცვის

სისტემის ხარჯთეფექტურ და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ სფეროდ

ტრანსფორმაცია,” – ასე იწყება რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში

სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის ქვეთავი.

პარტია, ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევის საკითხების ერთგვარ

ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს ამომრჩეველს. კერძოდ, იგი მხარს უჭერს

მთავრობის მიერ დაგეგმილი მოგების გადასახადის რეფორმას და დამატებით

აყენებს დასაქმებულებისთვის სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის შენატანების,

აგრეთვე, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული ხარჯების

მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან გამოქვითვის საკითხს.

ეს, პარტიის აზრით, ხელს შეუწყობს დამსაქმებლების დაინტერესებას

დასაქმებულთა უკეთესი სამედიცინო და საპენსიო უზრუნველყოფით და მათი

პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ინვესტირებით.

რესპუბლიკელებს სხვა პარტიებისგან განსხვავებული კონკრეტული

მოსაზრებები აქვთ დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებითაც,

რომელსაც კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების

კონტექსტში დასაქმების ზრდის პოტენციალადაც განიხილავს.

პენსიები

პარტია აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო პენსიებისა და შემწეობების

გაცემის არსებული წესიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე დაუყოვნებლივ

გადასვლას. აუცილებელია, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რეფორმის

დაწყება და ამ საბიუჯეტო ტვირთისგან თანდათან გათავისუფლება.

ამ მიზნით მოსახლეობა 3 კატეგორიად უნდა დაიყოს:

• საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, ვინც დღეს იღებს უნიფიცირებულ

პენსიას. ამ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის პენსიის დანიშვნისას

გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი წარსული შრომითი საქმიანობა

(სტაჟი) და სხვა მახასიათებლები, რაც დიფერენცირებული პენსიის

Page 44: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

44

დანიშვნას უზრუნველყოფს. კანონით უნდა განისაზღვროს პირობითი

საპენსიო კაპიტალი და იქიდან გამოითვალოს ყოველთვიური პენსია.

„რესპუბლიკელები“ მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის

პენსიებისთვის მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები კი არ იყოს გამოყენებული,

არამედ მოხდეს დელეგირება ამ მიზნით შექმნილი სპეციალური

ფონდისათვის ან კერძო საპენსიო ფონდებისათვის, რომლებსაც

სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები ან/და სხვა სახელმწიფო აქტივები

შეიძლება გადაეცეს – ეს 20-30%-ით შეამცირებს ბიუჯეტის ფულად ხარჯს.

• ადამიანები, რომლებიც ახლო მომავალში შევლენ საპენსიო ასაკში. ამ

ჯგუფისათვის, პარტიის ხედვით, შერეული მოდელი უნდა იქნეს

გამოყენებული, ეს ადამიანები შევლენ სავალდებულო საპენსიო

დაზღვევის სისტემაში, სადაც მოხდება მათი შემოსავლებიდან

დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე თანხების აკუმულირება, ხოლო

რეფორმის დაწყებამდე არსებული პერიოდისათვის გამოყენებული იქნება

პირობითი საპენსიო კაპიტალის ფორმულა, ამ ორი კომპონენტისგან

შედგება პენსიის გაანგარიშების წესი მათ მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას.

• ახალგაზრდები, რომლებიც შორეულ მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს

და რომლებიც რეფორმის დაწყებისთანავე ჩაერთვებიან სავალდებულო

საპენსიო დაზღვევის სისტემაში, თავიანთი შემოსავლებიდან ანარიცხებით

მოახდენენ დაგროვებითი პენსიისათვის კაპიტალის აკუმულირებას

ფონდში. თუმცა არაა განმარტებული, რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს,

რომელთა შემოსავალიც ძალზედ მცირეა, ან საერთოდაც უმუშევრები

არიან, ან კომპენსირდება თუ არა უმუშევრობის, დეკრეტული

შვებულებ(ებ)ისა და დროებითი შრომისუუნარობის (ბიულეტენის)

პერიოდში საპენსიო ანარიცხების სახით შეუტანელი თანხა.

საპენსიო სისტემისათვის, „რესპუბლიკელები“ ორი მოდელის გამოყენებას

გეგმავენ: ერთი, როდესაც მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდი იქმნება და

მეორე, როცა სისტემა წარმოდგენილია მხოლოდ კერძო საპენსიო ფონდებით.

საწყის ეტაპზე, მათი გეგმით, შერეული მოდელის გამოყენება მოხდება, როდესაც

შესაძლებელია პარალელურად არსებობდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო

საპენსიო ფონდები, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ფონდის

წილის შემცირება და საპენსიო დაზღვევაში წამყვანი გახდება კერძო ფონდები.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს რთული რეფორმაა, მაგრამ მისთვის ღირს

დამატებითი შიდა ვალის აღება. მიიჩნევენ, რომ ეს უზრუნველყოფს დღეს

არსებული საპენსიო ფინანსური ტვირთის თანდათან შემცირებას ბიუჯეტში და

რეალური საპენსიო სისტემის შექმნას საბიუჯეტო სოციალური დახმარებების

ნაცვლად, რაც გამოათავისუფლებს სახსრებს ინფრასტრუქტურული

Page 45: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

45

პროექტებისთვის. „რესპუბლიკელების“ აზრით, ეს არაა მხოლოდ სოციალური

სფეროს მატარებელი ფუნქცია - დაგროვებითი საპენსიო სისტემა შიდა

დანაზოგების ხელოვნური სტიმულირების ეფექტური საშუალებაა.

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე და ჯანდაცვის სექტორში სავალდებულო

სამედიცინო დაზღვევის შემოსაღებად, კერძო/კორპორატიული სადაზღვევო

არეალის გასაფართოებლად, „რესპუბლიკელები“ საჭიროდ მიიჩნევენ შიდა

დანაზოგების სტიმულირებას, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების

და მისი ნაწილის, 2-5%-ის ფარგლებში, საპენსიო და სამედიცინო სადაზღვევო

შენატანით ჩანაცვლების გზით, ასევე დამქირავებლისთვის მოგების გადასახადის

დასაბეგრი ბაზიდან დაქირავებულთათვის სადაზღვევო შენატანების

დაფინანსების გამოქვითვას. თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გავლენას

მოახდენს ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტზე.

Page 46: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

46

„ეროვნული ფორუმი“

„ეროვნულმა ფორუმმა“ საკუთარი საარჩევნო პროგრამის34 პრეზენტაცია

არჩევნებამდე დაახლოებით თვე–ნახევრით ადრე გამართა და მოსახლეობას

საკუთარი ხედვა წარუდგინა. პროგრამა, რომელიც საკმაოდ ვრცელია, რამდენიმე

თავად და თითოეული თავი საკმაოდ ბევრ ქვეთავად იყოფა.

პროგრამის თავების დასახელებაა: ეროვნული იდეა, ეროვნული სახელმწიფო და

მისი ფუნქცია; ეკონომიკური სისტემის რეფორმა და ინსტიტუციური

ცვლილებები; განათლება და მეცნიერება; გარემო და ბუნებრივი რესურსები;

სოციალური სფერო; იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და

მიგრაციის საკითხები; სასამართლო.

ეკონომიკა და დასაქმება

პარტია აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების

ოპტიმიზაციასა და არაეფექტური ხარჯების შემცირებას. ნათქვამია, რომ

მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის შენახვაზე გაწეული

ხარჯების მოცულობა. მომდევნო 4 წელიწადში უარი უნდა ითქვას სახელმწიფო

მოხელეებისთვის ახალი ავტომობილების შეძენაზე; უნდა აიკრძალოს

სახელმწიფო მოხელეებისათვის ძვირადღირებული ავეჯის, მობილური

ტელეფონების და ა.შ. შეძენა; მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სახელმწიფო

დაწესებულებათა რემონტის ხარჯი, მოხდეს საკომუნიკაციო ხარჯების

ლიმიტირება; სრულად დაინერგოს „ელექტრონული მთავრობის“ სისტემა, რაც

მნიშვნელოვნად შეამცირებს საკანცელარიო და კომუნალურ დანახარჯს და ა.შ.

სახელმწიფო დაწესებულებები არ უნდა ცდილობდნენ მაღალგანვითარებული

ევროპული ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურებში არსებული კომფორტული

გარემოს იდენტური ოფისების მოწყობას. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს

ეფექტურად ფუნქციობა არსებული სამუშაო გარემოს პირობებში.

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, განსაკუთრებით საერთაშორისო

ტენდერების პროცესში, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, რომ

პერსონალის არანაკლებ 90% თითოეულ საფეხურზე საქართველოს მოქალაქე

უნდა იყოს. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო შესყიდვებში

უპირატესობა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას უნდა მიენიჭოს.

დასაქმების პოლიტიკის კომპრონენტი პროგრამაში ცალკე თავად გამოყოფილი

არაა და ამ მიმართულებით პარტიის სტრატეგია გადმოცემულია ეკონომიკური

სისტემის რეფორმის ხედვის ფარგლებში. საქართველოს მოსახლეობის 34 http://forumi.ge/ge/?cat=12

Page 47: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

47

დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ძირითად ფაქტორად, „ეროვნული

ფორუმი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განიხილავს. მიუთითებს

რა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის

დაბალ - 20%-იან მაჩვენებელსა და ყოველწლიური კლების ტენდენციაზე,

პარტია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ასეთი სტრუქტურა მკვეთრად ეწინააღმდეგება

ევროპული განვითარების ტენდენციას, იწვევს ეკონომიკის მონოპოლიზაციას,

აღარიბებს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ხელს უშლის საზოგადოებაში საშუალო

ფენის ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მდგომარეობის გაუმჯობესებას პარტია გეგმავს მცირე და საშუალო ბიზნესის

ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებით, რომლის მიზანი იქნება

დაბალპროცენტიან და გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის

გაზრდა. პროგრამაში აღნიშნულია კონკრეტული დაპირებებიც, რომლებმაც,

საერთო ჯამში, 5000 მოქალაქეს უნდა მისცეს დასაქმების შანსი.

პარტია აქცენტს აკეთებს, ასევე, მეწარმეთათვის ინსტიტუციურ და

საკონსულტაციო მხარდაჭერაზე, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების

სამინისტროს ფარგლებში, ყველა რეგიონულ ცენტრში მეწარმეთა მომსახურების

ცენტრების შექმნის გზით. აღნიშნული ცენტრების ბენეფიციარები მიიღებენ

კვალიფიციურ კონსულტაციებს საგადასახადო კანონმდებლობის, ნორმატიული

აქტების, რეგულაციების, იურიდიული თემების, სოფლის მეურნეობის, კვების

პროდუქტების, გადამამუშავებელი მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის,

ტექნიკით მომსახურების და სხვა საკითხების ირგვლივ.

სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა და ევროპული ანტიმონოპოლიური

პოლიტიკა, ასევე არის „ეროვნული ფორუმისთვის“ ქვეყნის ეკონომიკის

სტაბილური განვითარებისა და მდგრადი მაკროეკონომიკური გარემოს

ფორმირებისთვის აუცილებელი პირობა.

„ფორუმი“, სხვა კონკურენტი პარტიების მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს

საგადასახადო პოლიტიკის რეფორმაზე, როგორც ეკონომიკის განვითარებისა და

დასაქმების წახალისების ინსტრუმენტზე. პარტიის მიდგომა ამ საკითხის მიმართ

საკმაოდ სპეციფიკურია, ვინაიდან, მას მიაჩნია, რომ სტიმული ამ

მიმართულებით, ძირითადად რეგიონების მოსახლეობისთვის უნდა შეიქმნას.

პარტიის პროგრამა ითვალისწინებს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის

შემოღებას მხოლოდ რეგიონებისთვის, რადგან ფინანსური რესურსი, პარტიის

განცხადებით, უმთავრესად, თბილისსა და სხვა ურბანულ ცენტრებშია

თავმოყრილი. პარტია ამ საკითხს რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის

მზარდი ტემპის შენელების საჭიროების კუთხითაც უდგება. საგადასახადო

სისტემის რეგიონული პრინციპით დიფერენცირებამ, პარტიის აზრით,

რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის უფრო ხელსაყრელ

Page 48: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

48

რეჟიმში წარმოების შესაძლებლობა უნდა გაუჩინოს და გამოაცოცხლოს

რეგიონების ეკონომიკური აქტიურობა.

სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე, ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტებს

შორისაა. პარტიის აზრით, მთავრობის მიერ დამტკიცებული სოფლის მეურნეობის

განვითარების სტრატეგია არაა საკმარისად ეფექტიური და გეგმავს ახალი

სტრატეგიის შემუშებას. ახალი სტრატეგიის მიზნებს შორის, პარტია

მნიშვნელოვან ყურადღებას გაამახვილებდა ევროპის ბაზარზე ექსპორტის

მიზნით ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული პროდუქტების

წარმოებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების

წახალისებაზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებასა და

გადასამუშავებელ მრეწველობაში თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების

დანერგვაზე, სასოფლო-სამეურნეო სფეროში შესაბამისი კადრების მომზადებისა

და გადამზადების პროცესის გაუმჯობესებაზე.

სამუშაო ძალის დასაქმების ამაღლების კუთხით, პარტია ყურადღებას

ამახვილებს განათლების რეფორმის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი,

პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხებზე. იგი გეგმავს პროფესიული

განათლების ინსტიტუციურ გაძლიერებას გერმანული მოდელის მიხედვით,

კერძოდ, გერმანული „ხელოსანთა პალატების“ გამოცდილების

გათვალისწინებით. პარტიას იმედი აქვს, რომ ამ საკითხში სახელმწიფოსთან

თანამშრომლობაში აქტიურად ჩაერთვება კერძო ბიზნესი. საამისოდ კომპანიებმა

საწარმოო-პრაქტიკული სწავლების ბაზად საკუთარი რესურსი უნდა შესთავაზონ

პროფესიულ კოლეჯებს. პარტიის მოსაზრებით, განსაკუთრებული

პრიორიტეტულობა უნდა მიენიჭოს აგრარული და კვების ინდუსტრიების

პროგრამებს, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის შემქმნელი

დარგების განვითარების კონტექსტში.

იგივე შეიძლება ითქვას დასაქმების, უმუშევრობისა და შემოსავლების

ფორმირების ქვეთავზეც. აქ მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ საქართველოში

უმუშევრობა მაღალ დონეზეა, რომ კერძო ბიზნესის ფორმალურ სექტორში

დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე თითქმის 7-ჯერ

ნაკლებია და ამიტომაც ვერ ახერხებს ეკონომიკა განვითარებას. თუმცა

აბსოლუტურად არაფერია ნათქვამი პარტიის გეგმებზე, ხედვაზე და პრობლემის

გადაჭრის გზებზე.

უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ქვეთავში პარტიას პროგრამული შეთავაზებაც

აქვს და მოსალოდნელ შედეგებსაც ასახავს, თუმცა არა ფინანსურ გაანგარიშებებს.

Page 49: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

49

ჯანდაცვა

„ეროვნული ფორუმი“ პირობას დებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის

ძირითადი მახასიათებლები იქნება: ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების

საყოველთაო და თავისუფალი ხელმისაწვდომობა; სახელმწიფოს

მარეგულირებელი როლი; სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საყოველთაო

ჯანდაცვის ბაზისური/უნივერსალური პაკეტითა და დაავადებათა პრევენციაზე

ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის ქსელით ოპერირება; სახელმწიფო და

კერძო სისტემებისათვის კონკურენტული გარემოს შექმნა და დამატებითი

მომსახურების თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა.

დაწვრილებითაა წარმოდგენილი საყოველთაო ჯანდაცვის კრიტიკული

ანალიზიც და ნათქვამია, რომ სადღეისოდ არსებული რამდენიმე კვლევისა და

მისიის შეფასებათა მიხედვით, პროგრამა ხარჯეფექტურობით არ გამოირჩევა და

მთავრობის მხრიდან არც ერთი შედეგიანი ნაბიჯი არ გადადგმულა სახელმწიფო

სახსრების რაციონალურად ხარჯვის მოწესრიგების მიზნით; რომ პროგრამის

ბიუჯეტის ზრდის ტემპის გათვალისწინებით (მშპ-სთან მიმართებაში

დაახლოებით 1%-ანი ზრდა), ახლო მომავალში დანახარჯმა, შესაძლოა, საგანგაშო

ნიშნულს მიაღწიოს - 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, პროგრამის

ფარგლებში დახარჯული იქნა 200 მილიონამდე ლარი. ასეთი ტემპით ხარჯვის

გაგრძელების შემთხვევაში, 2016 წლის ბოლომდე საჭირო იქნება დაახლოებით 680

მლნ ლარი, ანუ დაგეგმილზე 105 მლნ-ით მეტი.

ასევე ნათქვამია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს ქვეგანაყოფებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს,

ერთეული გამონაკლისების გარდა, არ გააჩნია ამ პროგრამის მართვისთვის

აუცილებელი სტუქტურა, პროფესიული და ფინანსური რესურსი.

რაც შეეხება „ფორუმის“ შემოთავაზებას, იგი საყოველთაო ჯანდაცვის

პროგრამის სრულყოფასა და ამბულატორიული კომპონენტის რეფორმირებას

აუცილებლად მიიჩნევს. აღნიშნულია, რომ რადიკალურად შეიცვლება და

გაუმჯობესდება პროგრამით განსაზღვრული ამბულატორიული და

სტაციონარული დახმარების შინაარსი და მოცულობა, რომელიც მოექცევა

სახელმწიფო სტანდარტის ფორმაში; რეალისტურად და კომპეტენტურად

განისაზღვრება თანაგადახდის მოცულობა და წესი; გაძლიერდება

ამბოლატორიული მომსახურება; საყოველთაო ჯანდაცვის, საზოგადოებრივი და

სხვა სახელმწიფო პროგრამების ამბულატორიული სერვისების

მოსახლეობისათვის მიწოდება მოხდება ტერიტორიული პრინციპის მაქსიმალური

დაცვით; ხელს შეუწყობენ ოჯახის ექიმებისა და სოფლის ექიმების გუნდების

გაძლიერებას მედდებით, პარასამედიცინო პერსონალით და ა.შ.

Page 50: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

50

პარტია იმის პირობასაც დებს, რომ იმ დასახლებებში, სადაც ტერიტორიული

სიშორის, რელიეფის ან სხვა მიზეზთა გამო შეუძლებელია მოსახლეობისა და

ექიმის ან მედდის სრულფასოვანი თანამშრომლობა, მოეწყობა პირველადი

ჯანდაცვის ფუნქციური ერთეულები („პარასამედიცინო პუნქტები“); პირველადი

და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები

უზრუნველყოფილი იქნებიან უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული

განვითარებისა და ატესტაციის თანამედროვე ეფექტური საშუალებებით და ა.შ.

თუმცა პროგრამა არ გვთავაზობს პარტიის ხედვას ამ ყველაფრის მიღწევის გზების

შესახებ.

სამედიცინო მეცნიერების ქვეთავში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მეცნიერება

და მისი განვითარება სახელმწიფოსათვის ვერა და ვერ იქცა პრიორიტეტად.

სახელმწიფო გრანტებით ფინანსდება ფაქტობრივად მხოლოდ ფუნდამენტური

ტიპის სამეცნიერო კვლევები, რომელთაც არ გააჩნიათ სწრაფი ეფექტი

საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ქართველ მეცნიერთა ის

პუბლიკაციები, რომელიც შეესაბამება საყოველთოდ აღიარებულ მოთხოვნებს,

ერთეულია, არის სხვა პრობლემები.

პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ყველა დაინტერესებული მხარის

ჩართულობით შემუშავდება სამედიცინო მეცნიერების განვითარების

გრძელვადიანი (10-წლიანი) სტრატეგია და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმა,

რომ სახელმწიფოს მხრიდან გაიზრდება პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე

სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა და გამარტივდება სამეცნიერო პროდუქციის

შემოტანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად დაიხვეწება

ასეთი პროდუქციის დაბეგვრის მექანიზმი.

სფეროს განსავითარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროგრამაში

საკმაოდ ბევრი დაპირებაა. მათი უმეტესობა გრძელვადიან პერსპექტივაზეა

გათვლილი და ჩანს, რომ საკმაოდ დიდ თანხასაც მოითხოვს. თუმცა პარტია

არაფერს გვთავაზობს იმისთვის, რომ ამომრჩეველი ამ დაპირებების

რეალურობაში დაარწმუნოს. არ იყენებს არანაირ გათვლას იმის წარმოსაჩენად,

რომ ამ ყველაფრისათვის საჭირო ფულის გამონახვა შესაძლებელია.

სოციალური დაცვა

„ეროვნული ფორუმის“ სოციალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი

უკავია საპენსიო რეფორმის კონცეფციას. აღნიშნული კონცეფცია პროგრამაში

ვრცლადაა წარმოდგენილი და საკმაოდ დეტალურია.

პარტიას მიაჩნია, რომ პენსიონერებისა და დაქირავებით დასაქმებულთა

რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო, ქვეყანა არ არის

სრულმასშტაბიანი საპენსიო რეფორმისთვის მზად, ამიტომ პარტია ამომჩეველს

Page 51: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

51

სთავაზობს გარდამავალი პერიოდისთვის შერეული, სამკომპონენტიანი საპენსიო

უზრუნველყოფის სისტემას. ამ სისტემაში შენარჩუნებულია საბაზისო პენსია,

რომელიც უნდა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული

სამსახურის მიერ გამოანგარიშებული, დაქირავებით დასაქმებულთა წინა წლის

საშუალო ხელფასის 25%-ის ოდენობით.

პროგრამით გათვალისწინებულია სოციალური პენსიის და კომპენსაციის

მიმღები სხვა კატეგორიის პირებისთვის (შშმპ, მარჩენალდაკარგული და ა.შ.)

დადგენილი თანხის განსხვავებული განაკვეთებით გადაანგარიშება (ქვეყანაში

საშუალო ხელფასის 20-25%-ის ფარგლებში). მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის

მქონე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ პენსიონერებს პარტია ჰპირდება

საბაზისო სოციალური პენსიის თითოეულ კატეგორიაზე 30%-ის დამატებას.

სოციალური პენსიის დაანგარიშების შემოთავაზებული მექანიზმის შემთხვევაში,

ყოველწლიური პენსიის ოდენობა არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების

ნებაზე და მისი ყოველწლიური ინდექსაცია მოხდება ქვეყანაში ცხოვრებისა და

შემოსავლის დონეში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური.

ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება საპენსიო ხარჯებისა და ბიუჯეტის

შემოსავლების პროპორციული დინამიკა. ამის პარალელურად, პარტია გეგმავს,

სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნისთვის მზადებას.

აღნიშნულ სისტემაში სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სქემაში

მონაწილეობის უფლება ექნება საქართველოში დაქირავებით მომუშავე 35 წლამდე

ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. სავალდებულო შენატანების ოდენობა წლების

მიხედვით შეიცვლება და მას განახორციელებენ დასაქმებული და სახელმწიფო

განსხვავებული განაკვეთებით. პარტიის გეგმის მიხედვით, რეფორმის

დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, საპენსიო განაკვეთმა უნდა შეადგინოს 20%,

საიდანაც დასაქმებული გადაიხდის 15%-ს, ხოლო სახელმწიფო – 5%-ს. რაც

შეეხება დამსაქმებლებს, პარტიის ხედვით, ისინი დასაქმებულების სასარგებლოდ

შენატანს არ გააკეთებენ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „ეროვნული ფორუმის“ საკმაოდ ვრცელი

პროგრამის უდიდესი ნაწილი არა პარტიულ შემოთავაზებებსა და ხედვას ეთმობა,

არამედ ისტორიულ წიაღსვლებს, წინა ხელისუფლებების მიერ გადადგმული

ნაბიჯების კრიტიკას და არსებული მდგომარეობის მიმოხილვა-შეფასებას.

პარტიის გეგმები მეტად ზოგადი და ბუნდოვანია. წერია „გავაკეთებთ“, მაგრამ არ

წერია, როგორ. შესაბამისად, მკითხველს არ ექმნება სრული წარმოდგენა იმის

შესახებ, თუ რა ტიპის გათვლას ემყარება „ეროვნული ფორუმის“ დაპირებები.

Page 52: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

52

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პროგრამა წერილობითი დოკუმენტის

სახით არ გამოცემულა. შესაბამისად, ამ პარტიის სოციალური და დასაქმების

პოლიტიკის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მისი ლიდერების

სატელევიზიო გამოსვლებსა35 და საარჩევნოდ მედიაში განთავსებულ რამდენიმე

ვიდეოკლიპზე დაყრდნობით. სოციალური პოლიტიკის სფეროში პარტიის ერთ-

ერთი ძირითადი დაპირება შეეხება საპენსიო ასაკს.

პარტიის საარჩევნო გეგმის მიხედვით ქალებისთვის საპენსიო ასაკად 55 წელი

უნდა დადგინდეს, ხოლო მამაკაცებისთვის - 60 წელი. ანუ, არსებული საპენსიო

ასაკი 5 წლით უნდა შემცირდეს. პარტიის ლიდერების განცხადებით, პენსიონერს

დაბადების დღეზე უნდა გადაეცეს „მე-13 პენსია“. ასევე, უნდა დადგინდეს

პენსიონერის ხანდაზმულობის ასაკი, რაც გულისხმობს გარკვეული ასაკის

მიღწევისას პენსიონერისთვის დამატებით, წინასწარ დადგენილი თანხის გაცემას.

რაცშეეხება საპენსიო სისტემას, პარტიას მიაჩნია, რომ როგორც დაგროვებითი,

ასევე, დღეს არსებული სისტემა შესაძლებელია იყოს ეფექტური, თუ ბიუჯეტიდან

შესაბამისი თანხა გამოიყოფა. მიუხედავად ჟურნალისტების მრავალი

მცდელობისა, პარტიის ლიდერები თავს არიდებენ კონკრეტული გათვლების და

ბიუჯეტის ხარჯების გაზრდის დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიებების

შესახებ გეგმების წარმოდგენას.

პარტიის ლიდერი კატეგორიულად აცხადებს, რომ ყოველგვარი დაპირება

პენსიების მატებასთან დაკავშირებით ტყუილია, რადგან ამის საშუალება

საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია. ამბობს, რომ პენსიების მატების შემთხვევაში

პედაგოგები, დამლაგებლები, ოფიცრები და სხვა დასაქმებული ადამიანები

უხელფასოდ დარჩებიან. თუმცა მათი პროგრამა პენსიონერთა მიმართ

„აბსოლუტურად რეალურია“.

გათვლა და ამ განცხადების საფუძველი კი არც ამ შემთხვევაში გაუცვნია

მსმენელისთვის. ისევ იგივე შინაარსის განცხადებას დასჯერდა, რომ „საარჩევნო

პროგრამა აბსოლუტურად რეალისტური და პირველ თვეშივე განხორციელებადია

პრემიებისა და კერძო თვითმფრინავების ხარჯზე“.

სატელევიზიო გამოსვლებში, პარტიის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების აუცილებლობაზე, ასევე,

მევენახეებისთვის სუბსიდიების გაზრდისა და მედიკამენტების გაიაფების

გეგმების შესახებ.

35 მაგალითად, https://www.youtube.com/watch?v=K71B_sWDvMw

Page 53: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

53

რამდენად სრულყოფილად ფარავს პარტიების საარჩევნო

პროგრამები სოციალური და დასაქმების პოლიტიკის

სფეროებს

სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში პარტიების საარჩევნო

პროგრამებს შორის შეინიშნება როგორც მსგავსება, ასევე, განსხვავება.

თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ პარტიების ყურადღების მიღმა დატოვებულია

სოციალური დაცვის პოლიტიკის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი,

საერთაშორისოდ აღიარებული კომპონენტი. საარჩევნო პროგრამების შესწავლამ

აჩვენა, რომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით პარტიების

სტრატეგია, ძირითადად, არ ეფუძნება კონცეფციას იმის შესახებ, რომ სოციალურ

უსაფრთხოებაზე გაწეული ფინანსური და ადმინისტრაციული ძალისხმევა

ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას წარმოადგენს. სწორედ, ეფექტური

სოციალური დაცვა აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, მოახერხონ ეკონომიკასა

და შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტირება. ასევე, ბუნდოვანია,

აღიარებენ თუ არა პარტიები იმ ფაქტს, რომ სოციალური დაცვის სისტემები

სოციალური და ეკონომიკური მასტაბილიზებლის როლს ავტომატურად

ასრულებს და კრიზისულ და კრიზისისშემდგომ პერიოდებში ჯამური

მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ პარტიების სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის

ნახსენები არაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სოციალური დაცვის

ელემენტების გავრცელება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანზე, მათ შორის,

ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებსა36 და

თვითდასაქმებულებზე. „სოციალური დაცვის მინიმალური ნორმების შესახებ“

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #102-ე კონვენციის 9 პრიორიტეტიდან

საქართველოში ამჟამად არ მოქმედებს ორი, კერძოდ: „შემწეობა საწარმოო

ტრავმატიზმის და პროფესიული დაავადებების შემთხვევაში“ და „უმუშევრობის

შემწეობა“. ხოლო არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები მოკლებული არიან

დამატებით კიდევ 2 სახის დაცვით სარგებლობას, რომლებიც ამჟამად შედის

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ესენია: „შემწეობა

დროებითი შრომისუუნარობის დროს“ და „შემწეობა ორსულობის, მშობიარობისა

და ბავშვის მოვლისთვის“. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არაფორმალურ

სექტორში დასაქმებულები, მსგავსად თვითდასაქმებულებისა, ვერც

36 დასაქმების არაფორმალურობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს არა მხოლოდ სამეწარმეო

საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი არალეგალურობით,ასევე, არადეკლარირებული შრომითი

ურთიერთობითაც, რაც ამგვარად დასაქმებულს გამორიცხავს სახელმწიფო სოციალური დაცვით

სარგებლობისგან.

Page 54: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

54

ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობენ. პარტიები თავიანთ

პროგრამებში არც ამ საკითხს განიხილავენ.

უკლებლივ ყველა პარტიამ მის საარჩევნო პროგრამაში ყურადღება გაამახვილა

პენსიის საკითხზე, ხოლო პარტიების უმრავლესობამ საკმაოდ ვრცელი ადგილი

დაუთმო დაგროვებითი საპენსიო სქემების განხილვას. მიუხედავად ამისა, არც

ერთ პარტიას არ აღუნიშნავს ყველაზე მთავარი - როგორი იქნება პენსიით

ხელფასის ჩანაცვლების კოეფიციანტი (Replacement rate), ანუ რა ოდენობის

პენსიას მიიღებენ ადამიანები პარტიების მიერ შემოთავაზებული ახალი საპენსიო

სისტემის პირობებში. ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თავად სისტემის

შინაარსზე, არის ის სოლიდარობის პრინციპებზე აგებული „განსაზღვრული

სარგებლის“ სქემა, თუ ინდივიდუალური „განსაზღვრული შენატანების“ სქემა.

მათ შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაგროვებისას,

შენატანის ოდენობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია შენატანების

განხორციელების უწყვეტობაც, რასაც „განსაზღვრული შენატანების“ სქემა არ

უზრუნველყოფს. კერძოდ, ამ სქემაში უმუშევრობის პერიოდებში, დეკრეტულ

შვებულებასა და ბიულეტენზე ყოფნისას, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე

საპენსიო ანარიცხების შეტანა წყდება როგორც დასაქმებულის, ასევე,

სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მხრიდან. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს

პენსიის ოდენობას, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევისას დაენიშნება ადამიანს.

ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ერთ გამოკვლეულ

პარტიას არ გააჩნია ეკონომიკის არაფორმალური სექტორის ფორმალიზების

სტრატეგია, როგორც ღირსეული დასაქმების და სოციალური პოლიტიკის

შემადგენელი ნაწილი37. არც სრულფასოვანი და პროდუქტიული დასაქმების

კონცეფციაა გამოკვეთილი რომელიმე პარტიის პროგრამაში. თუმცა დასაქმების

სწორედ ასეთ კრიტერიუმებს უწესებს ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოსაც,

შსო-ს 122 კონვენცია „დასაქმების პოლიტიკის შესახებ“38. პარტიების მიერ

დასაქმება, ძირითადად, განხილულია, როგორც სიღარიბის დაძლევის საშუალება.

ყურადღება არაა გამახვილებული ღირსეული შრომის/დასაქმების დღის წესრიგზე

(Decent Work Agenda), რისი დამკვიდრების ვალდებულებაც აქვთ შსო-ს ყველა

წევრი სახელმწიფოს მთავრობებს. ღირსეული დასაქმების დღის წესრიგი მოიცავს

4 სტრატეგიულ ნიშას: სრული და პროდუქტიული დასაქმება, შრომითი

უფლებების დაცვა, სოციალური დაცვა და სოციალური დიალოგის დამკვიდრება.

37 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია #204 – „არაფორმალური ეკონომიკიდან

ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ“ -

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_INSTRUMENT_ID:3243110 38

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO:12100:P12100_INSTRUMENT_ID:312267

:NO

Page 55: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

55

აღნიშნულ ოთხ ნიშას შეესაბამება 10 ძირითადი ელემენტი: დასაქმების

შესაძლებლობა, ადეკვატური ანაზღაურება და პროდუქტიული დასაქმება,

ღირსეული სამუშაო დრო; სამუშაო ვალდებულებების, ოჯახური

პასუხისმგებლობის და პირადი ცხოვრების შეთავსება; შრომის გარკვეული

პირობები, რომლებიც უნდა აიკრძალოს; სამუშაო ადგილების სტაბილურობა და

დაცულობა; თანასწორი შესაძლებლობა და ურთიერთდამოკიდებულება

შრომითი ურთიერთობისას; უსაფრთხო სამუშაო გარემო; სოციალური დაცვა;

სოციალურიდიალოგი; დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლობითი

ორგანიზაციების განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

პარტიების სოციალურ და დასაქმების პროგრამებში სრული ჩავარდნაა შრომითი

უფლებების, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოსა და ჯანმრთელობის

დაცვის, სოციალური დიალოგის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა

მიმართულებით. შემდეგ თავში, სწორედ ამ საკითხებზეა გამახვილებული

ყურადღება.

დასაქმების პოლიტიკა სრულყოფილი ვერ იქნება ამ ასპექტების

გათვალისწინების გარეშე. პროგრამების გაცნობისას, შთაბეჭდილება რჩება,

თითქოს ამომრჩევლის მოთხოვნა და ინტერესი მხოლოდ სამუშაო ადგილების

შექმნაა და იგი არაა დაინტერესებული, თუ როგორი პირობებით იქნება

დასაქმებული. პრინციპში, ასეთი მიდგომის გამოძახილია ბოლო 15 წლის

განმავლობაში მშრომელთა უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი

მდგომარეობა: დისკრიმინაცია, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო

პირობები, ღირსების შემლახველი დამოკიდებულება და ექსპლოატაცია სამუშაო

ადგილებზე, დასაქმებულების საცხოვრებელი გარემოს გაუარესება იმავე

კომპანიების მიერ, რომლებიც ასაქმებენ მათ და ა.შ. ასეთი მდგომარეობის

გაგრძელების შემთხვევაში, რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება ვერ

იქნება ვერც მდგრადი და ვერც ინკლუზიური.

გამოკვლეულმა პარტიებმა, ყურადღება არ მიაქციეს ღირსეული დასაქმების

ხელშეწყობის ისეთ ეფექტურ მექანიზმს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები.

მრავალი ევროპული ქვეყანა სახელმწიფო შესყიდვებს იყენებს კომპანიების

წასახალისებლად შრომის საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, შრომის

უსაფრთხო პირობების, დისკრიმინაციისგან თავისუფალი, ქალსა და მამაკაცს

შორის თანაბარი ანაზღაურების პრაქტიკის დასამკვიდრებლად. სწორედ ამ

საკითხს ეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია # 94 სახელმწიფო

Page 56: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

56

კონტრაქტების გაცემისას შრომის პირობების შესახებ39, რომელიც პარტიებს

შეუძლიათ და ვალდებული არიან გამოიყენონ დასაქმების პოლიტიკის

შემუშავებისას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების პოლიტიკის შემუშავება სამმხრივი

სოციალური დიალოგის ფარგლებში ხორციელდებოდეს, როგორც ამას მოითხოვს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროკავშირთან გაფორმებული

ასოცირების შეთანხმება. მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის პროგრამაში

გვხვდება ჩანაწერი(ისიც საკმაოდ ზოგადი ტექსტით) შრომის ბაზრის

განვითარებაში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის

სისტემის როლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ყველა პარტიამ გვერდი აუარა დასაქმების პოლიტიკის

გენდერულ ასპექტს. არც ერთი პროგრამა არ ეხება საქართველოში ქალისა და

მამაკაცის შრომის ანაზღაურებას შორის არსებულ ღრმა უთანასწორობას. ეს მით

უფრო დამაფიქრებელია სტატისტიკის სამსახურის მონაცემების ფონზე, რომელიც

აჩვენებს, რომ საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 462 ლარით (39,4%)

ნაკლებია მამაკაცის საშუალო ხელფასზე. ხოლო, ყველაზე დაბალანაზღაურებადი

სექტორი ეკონომიკურ საქმიანობებს შორის, ტრადიციულად ქალების დასაქმების

სფეროდ მიჩნეული განათლების სექტორია - 488 ლარი40.

39 C094 - Labour Clauses (Public Contracts) Convention, 1949 (No. 94)- http://www.ilo.org/dyn/normlex/fr/f?p=NORMLEXPUB:55:0::NO::P55_TYPE,P55_LANG,P55_DOCUMENT,P55

_NODE:CON,en,C094,/Document 40 საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემები

Page 57: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

57

საქსტატი: http://geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo

პარტიების უმრავლესობას გააჩნია გარკვეული ხედვა მრავალშვილიანი

ოჯახების და მარტოხელა დედების (და არა მშობლების) სოციალური დაცვის

კუთხით. თუმც მათ პროგრამებში არაფერია ნათქვამი ოჯახური

ვალდებულებების მქონე დასაქმებულების მიერ ამ ვალდებულებებისა და

სამსახურებრივი პასუხისმგებლობების შეხამების ხელშეწყობის შესახებ.

რასაკვირველია, ვაჭრობა, ინდუსტრიის განვითარება, საგადასახადო სისტემის

ეფექტური რეფორმა, სექტორული და ინფრასტრუქტურული სტრატეგიები,

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და კარგად გამართული,

ტრანსპარენტული და ადვილად გასაგები რეგულაციები მნიშვნელოვან როლს

ასრულებს დასაქმების გაზრდაში, ამაღლებს მწარმოებლურობას, ხელს უწყობს

სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, ახალისებს ფორმალიზაციას და სამართლიან

კონკურენციას. თუმცა აღნიშნული პოლიტიკის გატარების შედეგად მიღწეული

პროგრესის ინკლუზიურობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად,

აუცილებელია დასაქმების ზემოაღნიშნული კრიტერიუმები იქცეს დასაქმების

პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ამავე პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს შრომის

ბაზრის ინსტიტუტების შექმნა-გაძლიერება, მაგალითად, მინიმალური ხელფასი

და მისი განსაზღვრის პროცედურები, უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, შრომის

კანონმდებლობა და მის შესრულებაზე ზედამხედველობის ორგანოები,

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამები და გარანტიები, შრომის ბაზარში

ინტეგრაციის საშუალებები, დასაქმების სახელმწიფო სამსახურები და ა.შ.

მინიმალური ხელფასი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში შრომის ბაზრის

მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. საინტერესოა, რომ ზოგმა პარტიამ

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მინიმალური ხელფასის და საარსებო

მინიმუმის თემას, ხოლო ზოგმა საერთოდ უგულებელყო ეს საკითხები. ეს თემები

ყურადღების მიღმა დატოვა „ქართული ოცნებამაც“ და ეს იმ ფონზე, როცა

ოფიციალური მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში თვეში 20 ლარია, ხოლო

საჯარო სექტორში - 135 ლარი41. ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა

დაახლოებით 17% (130 ათასი ადამიანი) საშუალო ოჯახის ოფიციალურ საარსებო

მინიმუმზე - 261 ლარზე42 ნაკლებ ხელფასს იღებს, ხოლო დაქირავებით

დასაქმებულთა 5% (40 ათასი ადამიანი) – 100 ლარზე ნაკლებს. აქვე, აღსანიშნავია,

რომ მინიმალური ხელფასების და საარსებო მინიმუმის განაკვეთები პარტიების

უმრავლესობამ საარჩევნო პროგრამებში დაასახელა დასაბუთების გარეშე.

ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი დარჩა, თუ რა გათვლებსა და არგუმენტებზე

41 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ბრძანებულება #43. 42 სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016 წლის აგვისტო -

http://geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo

Page 58: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

58

ამყარებენ ისინი პოზიციებს (საერთაშორისო სტანდარტები, მინიმალური

ხელფასის მიმართება საშუალო ხელფასთან ან მშპ-თან, ევროკავშირის ქვეყნების

გამოცდილება, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი და ა.შ.)

სამწუხაროდ, გაანალიზებულ საარჩევნო პროგრამებს აკლია დასაქმების

პოლიტიკის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები.

Page 59: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

59

შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება პარტიების

საარჩევნო პროგრამებში

სოციალური და დასაქმების პოლიტიკის კუთხით, პარტიების საარჩევნო

პროგრამების განხილვისას საგულისხმოა შრომითი უფლებებისა და სამუშაო

ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხების მიმართ უყურადღებობა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ამის ნათელი დადასტურებაა. ის აჩვენებს, თუ რა

ინტენსიობითაა ნახსენები შრომით უფლებებთან, შრომის უსაფრთხოებასთან,

შრომის ინსპექციასთან, ღირსეულ შრომასთან და სოციალურ დიალოგთან

დაკავშირებული სიტყვები/ფრაზები პარტიების საარჩევნო პროგრამებში.

# პარტია შრომითი

უფლებებ

ი/დასაქმე

ბულთა

უფლებებ

შრომის

უსაფრთ

ხოება/უ

საფრთხ

ო შრომა

შრომი

ინსპექ

ცია

ღირსე

ული

შრომა

შრომი

ღირსე

ული

პირობ

ები

შრომი

კოდექ

სი

შრომი

კანონმ

დებლ

ობა

სოც

ია

ლუ

რი

დია

ლო

გი

1 ქართული

ოცნება

1 0 0 0 1 0 0 0

2 ნაციონალური

მოძრაობა

0 0 0 0 0 0 0 0

3 რესპუბლიკური

პარტია

243 0 0 0 0 0 1 244

4 ეროვნული

ფორუმი

0 0 0 0 0 0 0 0

5 თავისუფალი

დემოკრატები

0 0 0 0 0 0 0 0

43 კონკრეტულად „დასაქმებულის უფლებებია“ ნახსენები. 44 მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეხება კლასიკური გაგებით „სოციალურ დიალოგს“ (მეორე

შემთხვევაში -ქვეყნის მოწყობას ეხება). აქვე ნახსენებია შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტური

მექანიზმის შექმნის საჭიროების შესახებ.

Page 60: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

60

6 საქართველოს

პატრიოტთა

ალიანსი

0 0 0 0 0 0 0 0

7 ბურჯანაძე-

დემოკრატიული

მოძრაობა

0 0 0 0 0 0 0 0

8 ლეიბორისტულ

ი პარტია

0 0 0 0 0 0 0 0

9 ბლოკი - „პაატა

ბურჭულაძე -

სახელმწიფო

ხალხისთვის“

0 0 0 0 0 0 0 0

ცხრილიდან ჩანს, რომ შეsწავლილი 9 პარტიიდან, 7 პარტიის საარჩევნო

პროგრამაში ზემოაღნიშნული სიტყვები/ფრაზები საერთოდ არაა ნახსენები.

აღსანიშნავია, რომ შემდეგი სიტყვები/ფრაზები: „შრომის უსაფრთხოება“,

„უსაფრთხო შრომა“, „შრომის ინსპექცია“, „ღირსეული შრომა“, „შრომის კოდექსი“

და „შრომის კანონმდებლობა“ - არც ერთ პარტიას არ აქვს გამოყენებული მის

პროგრამაში. ფრაზა - „სოციალური დიალოგი“ გამოყენებული აქვს მხოლოდ

რესპუბლიკურ პარტიას ორჯერ (აქედან ერთხელ, კლასიკურ დამსაქმებელი-

დასაქმებულის კონტექსტში, ხოლო მეორედ - უფრო ფართო გაგებით, სამოქალაქო

საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის კონტექსტში).

ის ფაქტი, რომ არც ამჟამინდელი მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ და

არც მისი წინამორბედი - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ

პლატფორმებში ერთხელაც არ ახსენებენ „შრომის უსაფრთხოებას“ და „შრომის

ინსპექციას“, ნათელს ჰფენს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად

დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ არსებული უმძიმესი სტატისტიკის

Page 61: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

61

ძირითად მიზეზებს. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში პოლიტიკის

არქონამ, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების საზიანოდ ეკონომიკური

ზრდისთვის უაპელაციოდ პრიორიტეტის მინიჭებამ და ამის შედეგად შრომის

რეალური ინსპექციის არარსებობამ, გამოიწვია უკანასკნელი 8 წლის

განმავლობაში 356 მშრომელის დაღუპვა და 642-ის მძიმედ დაშავება. აღნიშნული,

ოფიციალური მონაცემი ბევრად უფრო დიდი იქნებოდა, სახელმწიფო

პროფესიული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას რომ

აწარმოებდეს. შესაბამისად, საქართველოში „ევროპის სოციალური ქარტიის“

მოთხოვნა - მშრომელებისთვის შრომის სამართლიანი, უსაფრთხო და ჰიგიენური

პირობების გარანტიის შესახებ, შეუსრულებელია.

მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რომ პარტიების მიერ დაგეგმილი ძალიან ამბიციური

ეკონომიკური აქტიურობის დონის მიღწევისა და შესაბამისად, დასაქმების

მაჩვენებლის ადეკვატურად ზრდის შემთხვევაში, მკვეთრად გაიზრდება

საწარმოო უბედური შემთხვევების რიცხვი. ეს გარდაუვალი იქნება სამუშაო

ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი

სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. ამან კი შეიძლება სერიოზული დარტყმა

მიაყენოს შრომის ბაზარს, გამოიწვიოს კვალიფიციური სამუშაო ძალის შემცირება,

გაზარდოს პროფესიული დაავადებების რიცხვი, გაზარდოს ბიუჯეტის ხარჯი

ჯანდაცვასა და შრომის უნარის დაკარგვის გამო შემწეობის დანიშვნასთან

დაკავშირებით და ა.შ. ამასთან, ამ სფეროს მიმართ უყურადღებობამ, შესაძლოა,

გამოიწვიოს დასაქმებულთა და მათი ოჯახების საპროტესტო ტალღა და

სოციალური მღელვარება. ეს არაერთხელ დადასტურებულა პრაქტიკით, როგორც

საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.

საარჩევნო პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ არც ერთ პარტიას, არ აქვს

აღიარებული ქვეყნის ეკონომიკაზე შრომის უსაფრთხოებისა და მძიმე შრომითი

პირობების უარყოფითი გავლენის მასშტაბი. საკითხის მნიშვნელობის

დემონსტრირებისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ დასკვნები და რეკომენდაციები

ევროკავშირის ექსპერტების მისიის ანგარიშიდან45, რომლის მიხედვითაც მძიმე

შრომითი პირობებისა და მისგან გამომდინარე პრობლემების გამო, საქართველო

ყოველწლიურად კარგავს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 4-6%-ს. მიგვაჩნია,

რომ ამ გარემოებას პოლიტიკურმა ძალებმა სათანადო ყურადღება უნდა

დაუთმონ.

პროგრამებში არ არის განხილული შრომის ინსპექციის როლი. ეს სახელმწიფო

ორგანო ხომ სწორედ შრომის უსაფრთხოებასა და შრომითი უფლებების

45 ევროკავშირის შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მისია საქართველოში, 2011 წლის 28

ნოემბერი-2 დეკემბერი: Expert mission on the development of Occupational Health and Safety in

Georgia; INT MARKT IND/EXP 45685

Page 62: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

62

კანონმდებლობის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. მისი უფლებამოსილების

ნაკლოვანებები და ინსტიტუციური განუვითარებლობა ერთ-ერთი მთავარი

მიზეზია საწარმოო უბედური შემთხვევების არსებული შემაშფოთებელი

მასშტაბისა. აღსანიშნავია, რომ პარტიების უმრავლესობის შიში ძლიერი შრომის

ინსპექციისა და ზოგადად, შრომის ძლიერი სახელმწიფო ადმინისტრაციის

მიმართ, ბიზნესის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვისა და ინვესტიციების

მოზიდვის შეფერხების არგუმენტებით იკვებება. ამ ფართოდ გავრცელებულ

მცდარ მოსაზრებას, რომელიც საქართველოში ერთგვარ „ცრურწმენადაც“

ჩამოყალიბდა, ცალსახა პასუხს სცემს დამსაქმებელთა საერთაშორისო

ასოციაციის(International Organization of Employers-IOE46) პოზიცია. აღნიშნული,

ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის აზრით, ეფექტური შრომის სახელმწიფო

ადმინისტრაცია, შრომის ინსპექციის ჩათვლით, აუცილებელია სტაბილური

ბიზნესკლიმატის უზრუნველსაყოფად და უსამართლო კონკურენციასთან

საბრძოლველად, ასევე, ეროვნული და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების

მოსაზიდად.

სამწუხაროდ, ანალიზი მიუთითებს, რომ გრძელდება შრომითი უფლებების

მხოლოდ ბიზნესის ინტერესების პერსპექტივიდან დანახვა.

ამ მიდგომამ საქართველოში ჩამოაყალიბა მყარი შეხედულება, რომ შრომის

უსაფრთხოების სისტემის დანერგვისთვის, დასაქმებულის ტრენინგისა და

შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის გაღებული თანხა ბიზნესისთვის,

ცალსახად, ხარჯს წარმოადგენს, და არა ინვესტიციას. ამ მიდგომის მცდარობას

ადასტურებს „სამართლიანი შრომის ასოციაციის“ (Fair Labour Association-FLA)47

წევრი კომპანიების: ადიდასის, პუმას, ნაიკის და ნიუ ბალანსის ხელმძღვანელების

მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი წერილი48. აღნიშნული

წერილით, ეს კომპანიები არწმუნებენ ჩვენი ქვეყნის მთავრობას, რომ

განახორციელოს მინიმალური ხელფასის რეფორმა, დამსაქმებლებთან და

პროფკავშირებთან სამმხრივი დიალოგით დაადგინოს მინიმალური ხელფასის

უფრო მაღალი, ღირსეული სტანდარტი, განახორციელოს რატიფიცირება შსო-ს

26-ე და 131-ე კონვენციებისა სამართლიანი მინიმალური ხელფასის დაწესების

შესახებ, კოლექტიური მოლაპარაკების განვითარების და სოციალური დიალოგის

ხელშეწყობის შესახებ.

46 International Organization of Employers-IOE - http://www.ioe-emp.org/policy-areas/labour-

inspection/

47 http://www.fairlabor.org/report/outdated-legal-minimum-wage-garment-workers-georgia 48Mr. Jason Judd, Vice-President, Fair Labor Association, letter to Mr. Davit Sergeenko, Minister of LHSA of

Georgia, 25 August, 2015.

Page 63: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

63

აღსანიშნავია, რომ არც ერთი პარტიის საარჩევნო პროგრამა არ მიუთითებს

დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას ევროკავშირის ახალი

წევრების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, არც ევროკავშირთან

ასოცირების შეთანხმების მიმართ პროაქტიური მიდგომაა წარმოჩენილი. არაა

გამოყენებული არც გაეროს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის

სტრატეგიულ დოკუმენტები დასაქმებისა და სოციალური დაცვის მინიმალური

სტანდარტების პოლიტიკის შესახებ, მაგალითად, შრომის საერთაშორისო

ორგანიზაციის „გლობალური პაქტი დასაქმების შესახებ“(Global Jobs Pact)49.

აღნიშნული დოკუმენტი მსოფლიოს მთავრობების, დამსაქმებელთა და

პროფკავშირული ორგანიზაციების ერთობლივი შრომის და სამმხრივი

კონსენსუსის ნაყოფია. იგი, სწორედ, დასაქმების, ინვესტიციებისა და

სოციალური უზრუნველყოფის წარმატებული შეწყმის მექანიზმს შეეხება და

კარგ სახელმძღვანელოს წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილებების

მიმღებთათვის.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან შრომით ურთიერთობაში „სოციალური

დიალოგის“ მნიშვნელობის უგულვებელყოფამ მხოლოდ მიმდინარე წელს

რამდენიმე ფართო მასშტაბის შრომითი დავა და გაფიცვა გამოიწვია. საარჩევნო

პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და,

შესაძლოა, გაძლიერდეს კიდეც, რაც საწარმოების ნაყოფიერებას,

კონკურენტუნარიანობას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას

შეუშლის ხელს. სოციალური უთანასწორობა, უმუშევრობის მაღალი დონე,

დაბალი ხელფასები და სიღარიბე - საგარეო რისკებთან ერთად მნიშვნელოვან

საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისათვის.

49 International Labour Organization – “Global Jobs Pact” - http://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---

ed_norm/---relconf/documents/meetingdocument/wcms_115076.pdf

Page 64: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

64

რეკომენდაციები

სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სტრატეგიის შემუშავების პროცესში,

პარტიებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ წარმატებულ საერთაშორისო

გამოცდილებას, ქვეყნისთვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებებსა და

სტანდარტებს.

საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური

პოლიტიკის ყველა სფერო და სეგმენტი, ანუ მიდგომა უნდა იყოს ყოველმხრივი,

რათა ადამიანთა რომელიმე ჯგუფი არ აღმოჩნდეს დისკრიმინირებული.

პარტიების სტრატეგია, ისევე როგორც მთავრობის პოლიტიკა, თავსებადი უნდა

იყოს ქვეყნის განვითარების ძირითად ხაზთან და პოლიტიკურ დოკუმენტებთან,

მათ შორის, უპირველესად, ევროპის სოციალურ ქარტიასთან, შსო-ს

კონვენციებთან, „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების

შესახებ გაეროს პაქტთან“, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების

შეთანხმებასთან. ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ინსტიტუტებთან

ჰარმონიული დაახლოება უნდა იყოს პარტიების სოციალური და დასაქმების

პოლიტიკის ღერძი, მით უმეტეს, რომ ასოცირების შეთანხმება სრულ

შესაბამისობაშია როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან,

ასევე, ევროსაბჭოსა და გაეროს ზემოთ ნახსენებ საერთაშორისო

ხელშეკრულებებთან.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს კარგად ჰქონდეთ შესწავლილი

ევროპის სოციალური მოდელი, რომლის სულისკვეთება გადმოცემულია

ევროკავშირის „აქი ქომუნათერში“ (acquis communautaire), განსაკუთრებით კი მის

მე-19 თავში - „სოციალური პოლიტიკა და დასაქმება“. შესაბამისად, სოციალური

და დასაქმების ისეთი ცენტრალური საკითხები, როგორიცაა: შრომის

კანონმდებლობის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები, თანასწორობა

სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა და

დისკრიმინაციის დაუშვებლობა - უნდა იყოს ყველა ძირითადი პარტიის

საარჩევნო პროგრამის ნაწილი. ამ გზით შეძლებენ პარტიები დაარწმუნონ

ამომრჩევლები დასაქმების სფეროში მათი ნამდვილი განზრახვის და ევროპული

ფასეულობების ერთგულების შესახებ.

დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს

სოციალური დიალოგის განვითარება სამმხრივ ფორმატში მთავრობას,

დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და პროფესიულ კავშირებს შორის. ასევე,

სოციალური პარტნიორების (დამსაქმებელთა და დასაქმებულთა

ორგანიზაციების/პროფკავშირების) თანამშრომლობის ხელშეწყობა, რისი

ვალდებულებაც საქართველოს აღებული აქვს ასოცირების შეთანხმების

Page 65: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

65

ფარგლებში: „სოციალური პარტნიორების მონაწილეობის გაძლიერება და

სოციალური დიალოგის ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა შესაბამისი

დაინტერესებული მხარის შესაძლებლობის გაძლიერების გზით“ (ასოცირების

შეთანხმება, მუხლი 349, „g”).

მხოლოდ საგადასახადო და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით,

ბიზნესისთვის რეგულაციების გამარტივებით, შეუძლებელია მდგრადი და

ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სამუშაო

ადგილების მდგრადობასა და ხანგრძლივ დასაქმებას, ადამიანურ კაპიტალში

ინვესტირებას, შრომის უსაფრთხოებას და მშრომელების მონაწილეობას

საწარმოს/ორგანიზაციის განვითარებაში. დამსაქმებლებისთვის საგადასახადო

შეღავათები უნდა შეეხოს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უკეთესი

შრომითი და სოციალური პირობებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

პარტიების დიდი უმრავლესობის პროგრამა მსგავს გეგმას არ ითვალისწინებს.

პარტიებმა სტრატეგიების ჩამოყალიბებამდე შეხვედრები უნდა გამართონ და

კონსულტაციები გაიარონ შესაბამის სამოქალაქო ჯგუფებთან, პროფესიულ

კავშირებთან, მოისმინონ არამხოლოდ მათი პრობლემების შესახებ, არამედ მათი

მოსაზრება პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო გზების თაობაზეც. შეხვედრები

უნდა გაიმართოს არა „მოსახლეობასთან“ შეხვედრის კონტექსტით, არამედ

გამიზნულად ე.წ. „სტეიქჰოლდერების“ კონტექსტით. მთავრობა და ოპოზიციური

პარტიები წინასაარჩევნოდ, ძირითადად, ცდილობენ შეხვდნენ ბიზნესის

წარმომადგენლებს, და უყურადღებოდ ტოვებენ მშრომელებს. თუმცა

აღსანიშნავია, რომ იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა პარტიები (უმთავრესად,

მმართველი პარტიები) ხვდებიან მშრომელებს, შეხვედრა ზედმეტად ოფიციალურ

და საზეიმო ხასიათს ატარებს. ასეთ შეხვედრებზე, მათივე დამსაქმებლების

თანდასწრებით, მშრომელები შეზღუდული არიან, თავისუფლად გამოთქვან აზრი

და ისაუბრონ ლოკალურ თუ საერთო პრობლემებზე. შესაბამისად, პარტიების

წარმომადგენლები ვერ იღებენ მშრომელებისგან მათთვისვე საჭირო და

სასარგებლო ინფორმაციას და მოსაზრებებს. აუცილებელია ასეთი შეხვედრების

გამართვა უფრო ხშირად და ზეწოლის განწყობისგან თავისუფალ გარემოში.

პარტიების სტრატეგიას აუცილებლად უნდა ახლდეს დეტალური სამოქმედო

გეგმა, რათა ამომრჩეველი მხოლოდ დაპირების ამარა არ დარჩეს და გააზრებული

(ინფორმირებული) არჩევანი გააკეთოს. ამომრჩეველმა უნდა შეძლოს შეამოწმოს

სამოქმედო გეგმის ადეკვატურობა პარტიის დაპირებებთან, დაფინანსების

წყაროების რეალურობა, გეგმების შესაბამისობა დროის ფაქტორთან.

ყურადღება უნდა გამახვილდეს არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების

საკითხებზე, შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგია შრომის საერთაშორისო

ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. ამისკენ მოუწოდებს

Page 66: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

66

ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 349-ე მუხლის „b”

პუნქტი: „დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი

სამუშაო ადგილისა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნისკენ, ჩრდილოვანი

ეკონომიკისა და არაფორმალური დასაქმების შემცირების ჩათვლით“.

მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ

ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოზე

ადამიანის ღირსების დაცვას, უსაფრთხოებას, სამართლიანობას, კვალიფიკაციის

ამაღლებას და ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას. ანუ, ღირსეული

შრომა გააზრებული უნდა იქნას როგორც დასაქმების ძირითადი კონცეფცია50 და

არა როგორც დასაქმება ისეთ შრომით პირობებში, რომლის „ატანა“ ან „გაძლება,“

პრინციპში, შესაძლებელია. პარტიებმა აქაც უნდა გაითვალისწინონ ასოცირების

შეთანხმების შესაბამისი მოთხოვნა, კერძოდ, 348-ე მუხლი: „მხარეები

გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ღირსეული შრომის პირობების

(Decent Work Agenda), დასაქმების პოლიტიკის, სამუშაოზე ჯანმრთელობისა და

უსაფრთხოების, სოციალური დიალოგის, სოციალური დაცვის, სოციალური

ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის,

ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშესაწყობად, და

ამგვარად, წვლილს შეიტანენ მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის, სიღარიბის

შემცირების, გაძლირებული სოციალური ინტეგრაციის, მდგრადი განვითარებისა

და გაუმჯობესებული ცხოვრების დონის უზრუნველყოფაში“. ამ მიმართულებით,

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მრავალი წელია, ქვეყნებს ტექნიკურ

დახმარებას უწევს „ღირსეული შრომის სახელმწიფო პროგრამების“(Decent Work

Country Programme) საშუალებით. აუცილებელია, რომ საქართველოს მმართველმა

პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმაც მხარი დაუჭირონ ასეთი პროგრამის

განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საჭირო საერთაშორისო ექსპერტული

ცოდნის მოზიდვას, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების დასახვას და

განხორციელებას შრომის სფეროში.

პარტიებმა უკეთ უნდა გამოიყენონ სახელმწიფო შესყიდვები შრომის ღირსეული

პირობების წახალისებისა და დამკვიდრებისთვის. უნდა გააჩნდეთ შესაბამისი

ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კონტრაქტების

გაცემისას, კომპანიები ვალდებული იქნებიან სრულად და სამაგალითოდ დაიცვან

„ღირსეული შრომის“ კონცეფციით გაწერილი სტანდარტები. სახელმწიფო

კონტრაქტები უნდა გაიცემოდეს მხოლოდ გამორჩეულ კომპანიებზე და აქცენტი

მხოლოდ კონტრაქტის სიიაფესა და მოკლე დროში განხორციელებაზე არ უნდა

კეთდებოდეს.

50 ILO - Decent Work Agenda - http://www.ilo.org/global/topics/decent-work/lang--en/index.htm

Page 67: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

67

პარტიებმა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევის დაპირებები უკეთ

უნდა გაამყარონ პროფილური და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო

ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით. ამასთან, დაპირების გაცემამდე, მათ

უნდა მიმოიხილონ მეზობელ სახელმწიფოებში, ძირითად სავაჭრო პარტნიორ და

ინვესტორ ქვეყნებში პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის განვითარების

არსებული სანდო პროგნოზებიც. გლობალური გავლენების მოსალოდნელი

ეფექტის შესახებ ინფორმაცია ამომრჩეველს საშუალებას მისცემს უფრო

გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა უფრო ნათლად ჩამოაყალიბონ საკუთარი

ხედვა სოციალური დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მიმართ,

როგორიცაა პენსიით უზრუნველყოფა. მაგალითად, უნდა განუმარტონ

ამომრჩეველს, რომ მათ მიერ შეთავაზებული საპენსიო სისტემა წარმოადგენს

სოლიდარობის პრინციპებზე აგებულ „განსაზღვრული სარგებლის“ სქემას, თუ

სრულად ინდივიდუალურ „განსაზღვრული შენატანების“ სქემას. ამ ორ სისტემას

შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეორე სქემა გულისხმობს

უმუშევრობის პერიოდში, დეკრეტულ შვებულებასა და ბიულეტენზე ყოფნისას,

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების შეწყვეტას

სახელმწიფოა და დამსაქმებლის მხრიდან. ეს კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს

პენსიის ოდენობას, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევისას დაენიშნება ადამიანს.

ამავე კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ პარტიებმა ამა თუ იმ სახის საპენსიო

სისტემის შეთავაზებასთან ერთად, ამომრჩევლებს ნათლად უნდა აუხსნან,

მომავალში მათი პენსია როგორ იქნება რიცხვებში გამოხატული ან როგორი

იქნება მათი ხელფასის პენსიით ჩანაცვლების კოეფიციენტი (Replacement Rate).

პენსიონერს ხომ საბოლოოდ სწორედ პენსიის თანხის გამოანგარიშების საკითხი

აინტერესებს. პარტიებმა უნდა დაიწყონ მათი ოფიციალურად გაცხადებული

იდეოლოგიური პლატფორმის ასახვა საარჩევნო პროგრამებში. მაგალითად,

მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიის პროგრამაში შრომის

უფლებების, შრომის უსაფრთხოების, შრომის სახელმწიფო ინსპექციის,

მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის შემწეობისა და სოციალური დიალოგის

შესახებ სრული ვაკუუმი ცივილიზებულ ევროპულ დემოკრატიულ პროცესთან

თავსებადობის განცდას არ ტოვებს ამომრჩევლებში, განსაკუთრებით, შრომის

უსაფრთხოების სფეროში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რაც სამუშაო

ადგილებზე დასახიჩრების და გარდაცვალების უმძიმეს სტატისტიკას და

პროფესიული დაავადებების მონიტორინგის სისტემის არარსებობას

უკავშირდება. იმავე კონტექსტში, გაუგებარია დეკლარირებულად ლიბერალური

იდეოლოგიის მქონე პარტიის მხრიდან, არასაკმარისი გათვლების და

რეალისტური ეკონომიკური სცენარის განხილვის გარეშე, მინიმალური ხელფასის

Page 68: პარტიების სოცი ალური პროგრამები და დაპირებები4 შესავალი ამ კვლევის

68

და პენსიის ისეთი მაღალი განაკვეთის დაპირება, რაც ქვეყნის ეკონომიკური

ზრდის პროგნოზირებად ტემპთან აშკარად შეუსაბამოა.