ასოციაცია “ათინათის” კვარტალური...

8
ასოციაცია “ათინათის” კვარტალური ელექტრონული ბიულეტენი 2014 წლის იანვარი–მარტი #1 ძვირფასო მკითხველო! 2014 წლის იანვრიდან ასოციაცია “ათინათი” იწყებს ყოველკვარტალური ელექტრონული ბიულეტენის მომზადებას, რომელიც მიზნად ისახავს “ათინათის” ცნობადობის გაზრდას, მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციის სწრაფ და დროულ გავრცელებას. ბიულეტენი მოგიყვებათ ორგნიზაციის როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე შემოგთავაზებთ ახალ შესაძლებლობებსაც. ბიულეტენი აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ასოციაცია “ათინათის” ვებ–გვერდზე www.atinati.org ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ თქვენს დაინტერესებას. საუკეთესო სურვილებით, ასოციაცია “ათინათის” გუნდი” ელექტრონული ბიულეტენი მომზადდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული “ათინათის” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში

Transcript of ასოციაცია “ათინათის” კვარტალური...

შ ე

ნ ი

ნ ა თ ე

ლ ი

მ ო მ ა ვ ლ ი ს ა თ ვ ი ს

ასოციაცია “ათინათის” კვარტალური

ელექტრონული ბიულეტენი

2014 წლის იანვარი–მარტი # 1

ძვირფასო მკითხველო!

2014 წლის იანვრიდან ასოციაცია “ათინათი” იწყებს ყოველკვარტალური ელექტრონული ბიულეტენის მომზადებას, რომელიც მიზნად ისახავს

“ათინათის” ცნობადობის გაზრდას, მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციის სწრაფ და დროულ გავრცელებას.

ბიულეტენი მოგიყვებათ ორგნიზაციის როგორც მიმდინარე საქმიანობაზე,

ასევე შემოგთავაზებთ ახალ შესაძლებლობებსაც.

ბიულეტენი აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ასოციაცია “ათინათის” ვებ–გვერდზე www.atinati.org

ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ თქვენს დაინტერესებას.

საუკეთესო სურვილებით, ასოციაცია “ათინათის” გუნდი”

ელექტრონული ბიულეტენი მომზადდა ევრაზიის თანამშრომლობის

ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული “ათინათის” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში

გ ვ ე რ დ ი 2

“სამოქალაქო

განათლებისა

და პედაგოგთა

გადამზადების

პროგრამა”

ა ს ო ც ი ა ც ი ა “ ა თ ი ნ ა თ ი ს ” კ ვ ა რ ტ ა ლ უ რ ი ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი

პროექტის მიზანი: პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო

განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს

ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები: 1. სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაარსება პარტნიორ სკოლებში • თანატოლთა ტრენინგები მოსწავლეთათვის • მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამები • სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება • მოსწავლეებისთვის შეხვედრების მოწყობა საინტერესოადამიანებთან • მოსწავლეთა ჯგუფური ვიზიტები ადგილობრივთვითმმართველობაში 2. მცირე გრანტების პროგრამა 3. სოციალური მედია: ტრენინგები, კონკურსები მოსწავლეებისათვის

სასკოლო სამოქალაქო კლუბების კომპონენტი.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში იანვარი–

მარტის თვის პერიოდში ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა 8 სასკოლო სამოქალაქო

კლუბი.კლუბის წევრებმა მეურვე პედაგოგებთან ერთად ჩამოაყალიბეს სამუშაო გეგმა და

შეუერთდნენ სხვა პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებს.

პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა

55 ინიციატივა

სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვდნენ 6 საინტერესო სტუმარს და ქონდათ საშუალება

მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების საშუალება.

ჯგუფური ვიზიტით იმყობებოდნენ 5 საჯარო დაწესებულებაში ,სადაც ჰქონდათ

შაუშუალება რეალურად დაჰკვირვებოდნენ სამუშაო პროცესს.

დარიგდა 500 ბუკლეტი სხვადასხვა თემაზე

დარეგისტრირდა სამოქალაქო კლუბის 11 Facebook -გვერდი

ჩატარდა 12 სამუშაო შეხვერა სხვადასხვა საინეტერესო და აქტუალურ თემაზე

როგორიცაა : „გენდერული თანასწორობა“ ტოლერანტობა“ რეპროდუქციული

ჯანმრთელობა, დევნილების პრობლემების საკითხები, პიროვნული თავისუფლება,

კულტურათაშორის ურთიერთობები და სხვა

სამოქქალაქო კლუბების 8 წევრმა წარმატებით გაიარა სხვადასხვა დაწესებულებაში

სტაჟირება

გრანტების კომპონენტი.

2014 წლის იანვარ–მარტის თვეში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის 12 საპროექტო

განაცხადი დაფინანსდა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, მიმდინარეობს პროექტების

განხორციელება.

სოციალური მედიის კომპონენტი.

ჩატარდა 4 სოციალური მედიის თანატოლთა ტრენინგი;

დაარსდა 7 ბლოგი, რომლებიც ბლოგების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას;

გადამზადდა 50–მდე მოსწავლე სოციალურ მედიაში;

ტექნიკის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 20–მდე განაცხადი, ხოლო

კონკურსში მონაწილოებას ღებულობს 12 მათგანი;

დონორი: PH-International (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი ჰარმონია);

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტო (USAID) პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე (1ივლისი 2013წ–30 ივნისი 2014წ)

რადიო “ათინათი” გ ვ ე რ დ ი 3 # 1

რადიო ათინათი 16 წელია მაუწყებლობს სამეგრელოში. მისი ტალღა ვრცელდება ასევე იმერეთის, გურიის,

აჭარის, სვანეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რადიო ათინათი 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს ეთერში.

ათინათი მუსიკალურ-საინფორმაციო ტიპის რადიოსადგურია. მისი მუსიკალური ფორმატია AC -

თანამედროვე მუსიკა მოზრდილთათვის.

რადიო ათინათის ეთერში ყოველდღიურად გადის: საინფრომაციო გამოშვება, ბიზნესისა და ეკონომიკის

სიახლეები, თოქ-შოუ „ჩვენი თვითმმართველობა“, რომელიც პირდაპირ ეთერში ვიდეო ლაივსტრიმის

საშუალებით გადის. FM თერაპია, სპორტის სიახლეები. ასევე რადიო ათინათის ეთერში ყოველდღიურად

ხდება რადიო თავისუფლების გადაცემების ტრანსლირება.

რადიოს ეთერში ყოველდღიურად გადის სხვადასხვა სახის რუბრიკები: „კოლხის კოლხური ლექსი“, „გვარის

ისტორია“, „კუთხის ისტორია“, „კულინარიული რჩევები“, „ახალი სიცოცხლე“, „შოუბიზნესის“,

„ტექნოლოგიური“ და „ავტოსიახლეები“, „კინოგალერეა| და მუსიკალური სურვილების საათი.

ამის პარალელურად რადიო ათინათი ახორციელებს სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ვიქტორინებს.

ამ ეტაპზე რადიო “ათინათი” მუშაობს პროექტზე „გახდი მოქალაქე ჯურნალისტი“, კონკურსის თემა -

„სამეგრელო ჩემი თვალით“. ფოტოსურათების მიღება შესაძლებელი აპრილის ბოლომდე.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს ხელშეწყობით.

რადიო “ათინათის” მოსმენა აგრეთვე შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.radioatinati.ge

გ ვ ე რ დ ი 4

პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას,

რომლებიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა

და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო

ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადახვა

რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის

ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების

წინააღმდეგ ერთლობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით;

მოხალისეობრივი აქტივიზმის თანამშროლობისა და მეგობრული

ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.

ამ მიზნით 10 პარტნიორი რეგიონალური ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს

13 ქალაქში 13 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილობრივ

ახალგაზრდებს აერთიენაბს და მათ სხვადსხვა საქმიანობაში თუ სასწავლო

პროგრამაში რთავს.

ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრი ითვლის ქალაქისა და სოფლის

სკოლის 200-მდე ახალგაზრდას 14 დან 24 წლამდე, რომლებიც ახორციელებენ

სხვდასხვა სათემო/ადგილობრივ ღონისძიებებეს, კულტურულ თუ

ინტელექტუალურ აქტივობებს, თანატოლთა ტრენინგებს, სპორტულ

ღონისძიებებს და სხვ. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება გაცვლითი

პროგრამები განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობის ქალქებში,

საზაფხულო სკოლები, Twining პროგრამები, ინიციატივები, ფასილიტაციის

გაცვლითი ვიზიტები და ა.შ.

იანვარი–მარტის (2014წ.) თვის პერიოდში ასოციაცია „ათინათის“

ახალგაზრდულმა ცენტრმა აღნიშნა საერთაშორიოს დღეები სხვადასხვა

აქტივობით, ჩაატარა 10 თანატოლთა ტრენინგი სხვადახვა თემში განსხვავებულ

თემებზე, მოეწყო გენდერის კვირეული, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი

რაიონულ სასამართლოში, მოეწყო დებატების ჩემპიონატი, საქართველოს

გაეროს ასოციაციის მიერ ჩატარდა „გაეროს მოდელირება“, ცენტრის 4–მა წევრმა

მიიღო მონაწიელობა ტრენერთა ტრენინგში–„მრავაფეროვნების მართვა“;

მოეწყო პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან.

ღონისძიებებში ჩართული იყო 420 პირდაპირი ბენეფიციარი, 740

არაპირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტის შედეგად ახალგაზრდებში გაიზარდა ცნობიერების დონე, გახდენენ

მეტად ინფორმირებულები, კომუნიკაბელურები და აქტიურები. ბავშვებს

უკევ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაატარონ თანატოლთა ტრენინგები

სხვადასხვა თემაზე და ფასილიტაცია გაუწიონ შეხვედრებს.

დონორები: ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური

მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელების ვადები: 2011 წლის სექტემბერი - 2015 წლის

თებერვალი.

სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ასოციაცია “ათინათის” ვებ–

გვერდზე და https://www.facebook.com/ZYCORTUS?fref=ts

ა ს ო ც ი ა ც ი ა “ ა თ ი ნ ა თ ი ს ” კ ვ ა რ ტ ა ლ უ რ ი ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი

“ეროვნული

ინტეგრაციის

გაძლიერება

საქართველოში”

პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას,

რომლებიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა

და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო

ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადახვა

რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის

ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების

წინააღმდეგ ერთლობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით;

მოხალისეობრივი აქტივიზმის თანამშროლობისა და მეგობრული

ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.

ამ მიზნით 10 პარტნიორი რეგიონალური ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს

13 ქალაქში 13 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილობრივ

ახალგაზრდებს აერთიენაბს და მათ სხვადსხვა საქმიანობაში თუ სასწავლო

პროგრამაში რთავს.

ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრი ითვლის ქალაქისა და სოფლის

სკოლის 200-მდე ახალგაზრდას 14 დან 24 წლამდე, რომლებიც ახორციელებენ

სხვდასხვა სათემო/ადგილობრივ ღონისძიებებეს, კულტურულ თუ

ინტელექტუალურ აქტივობებს, თანატოლთა ტრენინგებს, სპორტულ

ღონისძიებებს და სხვ. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება გაცვლითი

პროგრამები განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობის ქალქებში,

საზაფხულო სკოლები, Twining პროგრამები, ინიციატივები, ფასილიტაციის

გაცვლითი ვიზიტები და ა.შ.

იანვარი–მარტის (2014წ.) თვის პერიოდში ასოციაცია „ათინათის“

ახალგაზრდულმა ცენტრმა აღნიშნა საერთაშორიოს დღეები სხვადასხვა

აქტივობით, ჩაატარა 10 თანატოლთა ტრენინგი სხვადახვა თემში განსხვავებულ

თემებზე, მოეწყო გენდერის კვირეული, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი

რაიონულ სასამართლოში, მოეწყო დებატების ჩემპიონატი, საქართველოს

გაეროს ასოციაციის მიერ ჩატარდა „გაეროს მოდელირება“, ცენტრის 4–მა წევრმა

მიიღო მონაწიელობა ტრენერთა ტრენინგში–„მრავაფეროვნების მართვა“;

მოეწყო პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან.

ღონისძიებებში ჩართული იყო 420 პირდაპირი ბენეფიციარი, 740

არაპირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტის შედეგად ახალგაზრდებში გაიზარდა ცნობიერების დონე, გახდენენ

მეტად ინფორმირებულები, კომუნიკაბელურები და აქტიურები. ბავშვებს

უკევ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაატარონ თანატოლთა ტრენინგები

სხვადასხვა თემაზე და ფასილიტაცია გაუწიონ შეხვედრებს.

დონორები: ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური

მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელების ვადები: 2011 წლის სექტემბერი - 2015 წლის

თებერვალი.

სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ასოციაცია “ათინათის” ვებ–

გვერდზე და https://www.facebook.com/ZYCORTUS?fref=ts

„სექსუალური და გენდერული ძალადობის

პრევენცია და რედუქცია“

გ ვ ე რ დ ი 5 # 1

პროექტის მიზანი: ძალადობის პრევენციისა და შემცირების ხელშეწყობა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების

გზით. პროექტის ამოცანები: ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება; ძალადობის პრევენცია მოსახლეობის

ინფორმირებულობის ამაღლების გზით.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

1. კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის , სადაც მათ გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური , იურიდიული

და სამედიცინო კონსულტაციები;

2. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძალადობის საკითხებზე დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ;

3. ფსიქოლოგიური კონსულტაციები;

4. სოციალური რეკლამები რადიო „ათინათის“ ეთერში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე;

5. ტრენინგები მამაკაცებისათვის გენდერული ძალადობის თემატიკაზე მეთოდოლოგიის „მამაკაცური საუბრების“

გამოყენებით.

მიღწეული შედეგები 01.01.2014-31.03.2014-ის მონაცემებით:

კრიზისულ ცენტრში მიღებულ იქნა 11 ძალადობის მსხვერპლი. მათ შრის განთავსებულ იქნა 3;

ჩატარდა 10 საინფორმაციო შეხვედრა კომპაქტურ ცენტრებში, რომელსაც ესწრებოდა 125 ადამიანი;

16 ადამიანს გაეწია ფსიქოლოგიური კონსულტაცია, 4 ადამიანს – იურიდიული კონსულტაცია და 3–

სამედიცინო დახმარება; ერთი ბენეფიციარის საქმეზე განხორციელდა შუამდგომლობა;

ბენეფიციარების გადამისამართება მოხდა შემდეგ სტრუქტურებში: უბნის ინსპექცია, სოციალური

მომსახურების სააგენტო და დევნილთა სამმართველო.

პროექტი ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) დაფინანსებით.

***************************************

პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ მეორე ეტაპი ა.წ. 15

თებერვალს დაიწყო. პრველმა ეტაპმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მოიცვა. ამჯერად სამიზნე

მუნიციპალიტეტებია: მარტვილი, აბაშა, სენაკი და ხობი.

პროექტის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტების თემებში აქტიური ადგილობრივი სამოქალაქო რესურსის შექმნა,

რომლებიც შეძლებენ მათი სოციუმისთვის აქტუალური საკითხების ადვოკატირებას.

ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე თვითმმართველობების რეფორმამ აამაღლა ამ პროცესებში საზოგადოების

ჩართულობის აქტუალობა, რადგან მოქალაქეების მონაწილეობამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რეფორმის

დემოკრატიულად და მაღალი ხარისხით განხორციელებაში.

მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში სამიზნე თემებში იმართება

საინფორმაციო შეხვედრები, კვირაში ერთხელ რადიო „ათინათის“ ეთერში გადის ინტერაქტიული რადიოგადაცემა

„ჩვენი თვითმმართველობა“. მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი

სისტემის, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე; სოფლის

მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესებზე; სოფლის კრების ჩატარების პროცედურებზე; პრიორიტეტების

გამოვლენის, შერჩევისა და დამტკიცების წესებზე; ასევე შერჩეული პროექტების განხორციელების მონიტორინგის

მეთოდოლოგიაზე.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგი; აღმოჩენილი

ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შემუშავდება რეკომენდაციები, რაც საჯარო განხილვების შემდეგ გადაეცემა

ადრესატებს; პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამეგრელოში „მოქალაქე ჟურნალისტების“ მოზიდვა და მათთან

გრძელვადიანი თანამშრომლობა .

ამჯერად მოქალაქე ჟურნალისტების ჩართულობის ასამაღლებლად გამოცხადებულია კონკურსი. კონკურსში

გამარჯვებულ 4 მონაწილეს გადაეცემა ფასიანი პრიზები, ხოლო ათი მათგანი „ათინათში“ გაივლის ტრენინგებს.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისი

განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით.

გ ვ ე რ დ ი 6

ა ს ო ც ი ა ც ი ა “ ა თ ი ნ ა თ ი ს ” კ ვ ა რ ტ ა ლ უ რ ი ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი

პროექტს სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ასოციაცია ათინათი,

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და აშშ-ს სერთაშორისო განვითარების

სააგენტო USAID. პროექტის მიზანი და ამოცანაა: კონფლიქტით

დაზარალებული ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა,

ნდობის მოპოვება და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების

ხელშეწყობა.

პროექტის პირველ ეტაპზე (მაისი, 2013-თებერვალი, 2014) ზუგდიდის

მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეირჩა 10 პარტნიორი სკოლა და

თითოეულ მათგანში დაარსდა 4 მიმართულების ახალგაზრდული

კლუბი (საბუნებისმეტყველო, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ეკოლოგიური

და სამოქალაქო განათლების კლუბები) რომელშიც გაწევრიანებულია 500

მოსწავლე. პროექტის პირველ ეტაპზე, პარტნიორმა სკოლებმა

კლუბებისთვის სამუშაო ოთახი გამოყვეს, რომელსაც ჩაუტარდა

კოსმეტიკური რემონტი და აღიჭურვა ტექნიკითა და საჭირო

ინვენტარით. 9 თვის განმავლობაში ოთხივე მიმართულების კლუბში

განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება: ტრენინგები

მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გარემოსდაცვითი აქციები და

საინფორმაციო კამპანიები.

საქველმოქმედო , სათემო და მოხალისობრივი აქტივობები, შეხვედრები

საინტერესო ადამიანებთან და ექსპერტებთან, ახალგაზრდული

სამეცნიერო კონფერენციები.

სასწავლო ვიზიტები საქართველოს მაშტაბით, სტაჟირება სხვადასხვა

ორგანიზაციებში, ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსი, მცირე

საგრანტო კონკურსი.

თემატური რადიო გადაცემები, საგანმანათლებლო ბანაკი.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, გაიზარდა პროექტში ჩართული

ახალგაზრდების ინფორმაციულობისა და ცნობიერების დონე; ინტერსი

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ; ეკოლოგიური და სამოქალაქქო

განათლების კუთხით აქტივობების რაოდენობა გაორმაგდა და მათში

სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი თემიც.

მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერების დონე ჯანსაღი ცხოვრების წესის

პოპულარიზაციის კუთხით. დღეისათვის პროექტის პირდაპირი და

არაპირდაპირი მოსარგებლე 3018 ადამიანია, რომელშიც მოიაზრება

როგორც უშუალოდ კლუბის წევრები და ლიდერი მასწავლებლები, ასევე

სკოლა და ადგილობივი თემი.

პროექტის განხორციელების ვადები: 1 მარტი, 2014–28 თებერვალი, 2015

„ახალ

გაზრდების

ჩართულობა დ

განვითარება

გ ვ ე რ დ ი 7 # 1

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით.

პროექტის მიზანი: ქალთა ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის

რეგიონებში

პროექტის ამოცანები: სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში 25-26 თემის მობილიზება;ლიდერ ქალთა ჯგუფების

გამოვლენა და მათი შესაძლებლობის გაზრდა; კავშირის ჩამოყალიბება ქალთა ჯგუფებს და ადგილობრივ

მთავრობას შორის, სამოქალაქო სექტორს და ბიზნესს შორის და მათ შორის ურთიერთობების გაძლიერება

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები: სამიზნე თემების პირველადი სიების შემუშავება; პირველადი

სიებით თემებში საველე გასვლების განხორციელება; სამიზნე თემების მდგომერობის მოკვლევა; სამიზნე თემების

პროფილების მომზადება; სამიზნე თემებში ქალთა ჯგუფებისათვის ტრენინგების ჩატარება; ქალთა ჯგუფების მიერ

თემის მწვავე პრობლემების მოკვლევა და ადგილობრივ თვითმართველობასთან წარდგენა; ქალთა ჯგუფების

შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან; ქალთა ჯგუფების შეხვედრები მოქმედ საზოგადოებრივ

ორგანიზაციებთან; მიღწეული შედეგები:

• შერჩეულია პროექტის სამიზნე თემები და გამოვლენილია ლიდერი ქალები, ქალთა ჯგუფები, აქტიური სათემო

ორგანიზაციები;

• ჩატარდა სამიზნე თემების სიღრმისეულის მოკვლევა:

• გამოვლენილია და პრიორიტიზირებულია თემის მწვავე პრობლემები და მოხდა მათი ადვოკატირება

ადგილობრივ თვითმართველობასთან მიმართვების და მიკრო-გრანტების კომპონენტის მეშვეობით;

• მიკროპროექტის განხორციელება პროგრამის მინი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში

• 150 ლიდერ ქალს გავლილი აქვს ტრენინგები თემის მობილიზაციის, მონაწილეობის და ადვოკატირების,

პროექტების მომზადება, ბიზნესის დაგეგმვის საკითხებზე.

• სათემო ჯგუფები უკეთ იცნობენ და ურთიერთობენ ადგილობრივ ბიზნესებთან და მიკროსაფინანსო

ინსტიტუტებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: 17.06.2013 – 17.12.2014

პროექტი დაფინანსებულია: გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP)

„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით ახორციელებს პროექტს

„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“.

პროექტის მიზანია მიგრაციული ნაკადების სხვადასხვა ასპექტის უკეთესად მართვაში საქართველოსთვის

დახმარების გაწევა.

პროექტის ამოცანებია:

ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა;

ქართველებისათვის კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა თურქეთსა და საბერძნეთში;

საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზირება.

საქართველოს ხუთი რეგიონის – შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა – 50 სოფელსა და 5

მუნიციპალიტეტში – პროექტის კონსულტანტები მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ თურქეთსა თუ

საბერძნეთში მყოფი მათი ოჯახის წევრების სამართლებრივ–პროცედურული პრობლემების მოგვარებაში, აგრეთვე

თურქეთსა თუ საბერძნეთში ლეგალური შრომითი მიგრაციის საკითხებზე.

სამეგრელოში აღნიშნული კონსულტაციების მისაღებად მიმართეთ მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი,

რუსთაველის 94, ტელ. 599 51 51 29 თინათინ დიდიშვილი.

ან პროექტის კონსულტანტებს შემდეგ სოფლებში: ნაგვაზაო, ჯიხაშკარი, დარჩელი, ჩხორია, ხაბუმე, ჭალე, ჯგალი,

თეკლათი, პირველი მაისი, საჯიჯაო, ანაკლია. კონსულტანტების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ

ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათისგან“ ან ნახოს პროექტის საიტზე www.migrant.ge.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

„ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“

ზუგდიდი, 2100, რუსთაველის ქ. 94

ტელეფონები: +995 0415 25 00 56

FAX: +995 0415 25 00 54

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ვებ გვერდი: www.atinati.org facebook page : Association Atinati

პარტნიორები/დონორები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი