შესავალიdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2960/1/sakartvelosIs...რუსეთიდან...

946
შესავალი § 1. საქართველოში სოციალისტური მშენებლობის ლენინური გეგმა და მისი განხორციელების ძირითადი ეტაპები საქართველო დიდხანს განიცდიდა ცარიზმის მხრივ კოლონიურ ჩაგვრას. ცარიზმი, როგორც ცნობილია, ხელოვნურად აფერხებდა განაპირა მხარეების სამრეწველო-ეკონომიურ განვითარებას, რის გამოც საქართველო კიდევ უფრო გლეხურ ქვეყნად რჩებოდა, ვიდრე მეფის რუსეთის ცენტრალური გუბერნიები. იმპერიალისტური ომისა და მენშევიკების სამწლიანი ანტიხალხური პოლიტიკის შედეგად მთლიანად გაპარტახდა ქვეყნის ეკონომიური ცხოვრება. კატასტროფულად დაეცა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, საყოველთაო შიმშილმა და სიღატაკემ დაისადგურა სოფლებსა და ქალაქებში. მენშევიკური მთავრობის მეთაური . ჟორდანიაც ვერ მალავდა ქვეყნად შექმნილ მძიმე მდგომარეობას და უკვე კატასტროფამდე მივედით”-, აცხადებდა საქვეყნოდ. ბურჟუაზიულ-მენშევიკურ მთავრობას დიდი ხნით ბატონობა არ ეწერა. საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მშრომელთა რევოლუციურმა ბრძოლამ ძირი გამოუთხარა მის ბატონობას. საბოლოოდ კი 1921 წლის თებერვალში დაწყებულმა აჯანყებამ, რომელიც საერთო-სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა, წითელი არმიის დახმარებით დაამხო მენშევიკების ანტიხალხური ხელისუფლება. მისმა გაკოტრებულმა მესვეურებმა თავიანთ ბატონ-პატრონებს მიაშურეს დასავლეთ ევროპაში და თავი მათ კალთებს შეაფარეს; ასე გაექცნენ ისინი ხალხის რისხვას. საქართველოში სოციალისტური საზოგადოების შენება, სსრ კავშირის ცენტრალურ რაიონებთან შედარებით, განსხვავებულ პირობებში მიმდინარეობდა. ამ ისტორიულ პირობათა თავისებურებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის აღდგენისა და სოციალისტური რეკონსტრუქციის თავისებურებანი. საქართველოში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ შექმნილმა კონკრეტულ-ისტორიულმა ვითარებამ, ამ მხარის ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების გადმონაშთებმა განაპირობეს აქ სახალხო მეურნეობის აღდგენითი პერიოდის თავისებურებანი, რომლის მეცნიერული განსაზღვრა მოგვცა . . ლენინმა 1921 წელს, როდესაც კავკასიის კომუნისტებისაგან მოითხოვა ქვეყნის ისტორიული ვითარების შესაბამისი თავისებური ტაქტიკის შემუშავება [1] . საქართველო, როგორც ცნობილია, უფრო გლეხური ქვეყანა იყო, ვიდრე რუსეთი. 1923 წლის აღწერის ცნობებით მოსახლეობის 80 პროცენტამდე სასოფლო- სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩაბმული. კაპიტალიზმის სუსტი განვითარების გამო საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან რაიონებში, ჭარბად იყო შერჩენილი პატრიარქალურ-ნატურალური მეურნეობის გადმონაშთები. გარდა ამისა, ჭრელი ეროვნული შემადგენლობისა იყო საქართველოს მოსახლეობა. აქ, გარდა ქართველებისა, ცხოვრობდნენ სომხები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, აფხაზები, ოსები, გერმანელები, ბერძნები, ლეკები და სხვ. იმპერიალისტური და სამოქალაქო ომების პერიოდში საქართველოს თავისებურებანი კიდევ უფრო გაძლიერდა. დაეცა ვაჭრობა-აღებმიცემობა, მოიშალა

Transcript of შესავალიdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2960/1/sakartvelosIs...რუსეთიდან...

  • შესავალი § 1. საქართველოში სოციალისტური მშენებლობის ლენინური გეგმა

    და მისი განხორციელების ძირითადი ეტაპები

    საქართველო დიდხანს განიცდიდა ცარიზმის მხრივ კოლონიურ ჩაგვრას. ცარიზმი, როგორც ცნობილია, ხელოვნურად აფერხებდა განაპირა მხარეების სამრეწველო-ეკონომიურ განვითარებას, რის გამოც საქართველო კიდევ უფრო გლეხურ ქვეყნად რჩებოდა, ვიდრე მეფის რუსეთის ცენტრალური გუბერნიები.

    იმპერიალისტური ომისა და მენშევიკების სამწლიანი ანტიხალხური პოლიტიკის შედეგად მთლიანად გაპარტახდა ქვეყნის ეკონომიური ცხოვრება. კატასტროფულად დაეცა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, საყოველთაო შიმშილმა და სიღატაკემ დაისადგურა სოფლებსა და ქალაქებში. მენშევიკური მთავრობის მეთაური ნ. ჟორდანიაც ვერ მალავდა ქვეყნად შექმნილ მძიმე მდგომარეობას და “უკვე კატასტროფამდე მივედით”-ო, აცხადებდა საქვეყნოდ.

    ბურჟუაზიულ-მენშევიკურ მთავრობას დიდი ხნით ბატონობა არ ეწერა. საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მშრომელთა რევოლუციურმა ბრძოლამ ძირი გამოუთხარა მის ბატონობას. საბოლოოდ კი 1921 წლის თებერვალში დაწყებულმა აჯანყებამ, რომელიც საერთო-სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა, წითელი არმიის დახმარებით დაამხო მენშევიკების ანტიხალხური ხელისუფლება. მისმა გაკოტრებულმა მესვეურებმა თავიანთ ბატონ-პატრონებს მიაშურეს დასავლეთ ევროპაში და თავი მათ კალთებს შეაფარეს; ასე გაექცნენ ისინი ხალხის რისხვას.

    საქართველოში სოციალისტური საზოგადოების შენება, სსრ კავშირის ცენტრალურ რაიონებთან შედარებით, განსხვავებულ პირობებში მიმდინარეობდა. ამ ისტორიულ პირობათა თავისებურებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის აღდგენისა და სოციალისტური რეკონსტრუქციის თავისებურებანი.

    საქართველოში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ შექმნილმა კონკრეტულ-ისტორიულმა ვითარებამ, ამ მხარის ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების გადმონაშთებმა განაპირობეს აქ სახალხო მეურნეობის აღდგენითი პერიოდის თავისებურებანი, რომლის მეცნიერული განსაზღვრა მოგვცა ვ. ი. ლენინმა 1921 წელს, როდესაც კავკასიის კომუნისტებისაგან მოითხოვა ქვეყნის ისტორიული ვითარების შესაბამისი თავისებური ტაქტიკის შემუშავება[1].

    საქართველო, როგორც ცნობილია, უფრო გლეხური ქვეყანა იყო, ვიდრე რუსეთი. 1923 წლის აღწერის ცნობებით მოსახლეობის 80 პროცენტამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩაბმული. კაპიტალიზმის სუსტი განვითარების გამო საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან რაიონებში, ჭარბად იყო შერჩენილი პატრიარქალურ-ნატურალური მეურნეობის გადმონაშთები. გარდა ამისა, ჭრელი ეროვნული შემადგენლობისა იყო საქართველოს მოსახლეობა. აქ, გარდა ქართველებისა, ცხოვრობდნენ სომხები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, აფხაზები, ოსები, გერმანელები, ბერძნები, ლეკები და სხვ.

    იმპერიალისტური და სამოქალაქო ომების პერიოდში საქართველოს თავისებურებანი კიდევ უფრო გაძლიერდა. დაეცა ვაჭრობა-აღებმიცემობა, მოიშალა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 7 +/0/1.htm#_ftn1#_ftn1

  • მრეწველობის კერები, დაეცა ნავთობის, მანგანუმის მადნის ამოღება და სპილენძის მრეწველობა. ჩაკვდა საქონელგაცვლა ქალაქსა და სოფელს შორის, გაძლიერდა გლეხური მეურნეობის ნატურალიზაციის პროცესი. საქართველო კიდევ უფრო გლეხური გახდა, ვიდრე იყო იგი ოდესმე. კიდევ უფრო გაიზარდა მოსახლეობის ეროვნული სიჭრელე, როდესაც აქ შემოიხიზნა მრავალი ათასი ლტოლვილი.

    ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ მთავრობათა ბატონობამ დაარღვია ამიერკავკასიის ხალხთა მშვიდობიანი თანაცხოვრება, ნაწილობრივ მივიწყებას მიეცა ინტერნაციონალური სოლიდარობის ტრადიციები. მაგრამ სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება საქართველოში დიდ ისტორიულ გარდატეხას ნიშნავდა მხარის პოლიტიკურსა და ეკონომიურ ცხოვრებაში. ამასთან საქართველოში თავიდანვე გამომჟღავნდა სოციალისტური მშენებლობის სიძნელეები და ამ სიძნელეთა დაძლევის ხელშემწყობი ფაქტორები.

    სოციალისტური მშენებლობისათვის საერთოდ დამახასიათებელ სიძნელეთა შორის, აღსანიშნავია ისინი, რომლებიც მხოლოდ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. ასეთი იყო ჯ ე რ ე რ თ ი, ის, რომ საქართველოს მშრომელებს, რუსეთის მშრომელებისაგან განსხვავებით, ერთდროულად მოუხდათ ისეთი დიდი და სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება და სახალხო მეურნეობის აღდგენა. მ ე ო რ ე, საბჭოთა რუსეთისაგან განსხვავებით, სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დროს საქართველოში საბჭოები ფაქტიურად განადგურებული იყვნენ. ამიტომ აქ მთელი ერთი წლის მანძილზე ზემოდან დანიშნული რევოლუციური კომიტეტები (რევკომები) ახორციელებდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას.

    საქართველოში სოციალისტური მშენებლობის პერიოდში მოქმედებდა სხვა ფაქტორებიც, რომლებიც, საბჭოთა რუსეთთან შედარებით, აქ უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა აღნიშნულ სიძნელეთა დაძლევისათვის, სოციალიზმის აშენებისათვის. მათ შორის უნდა აღინიშნოს უმთავრესი:

    პ ი რ ვ ე ლ ი ხელშემწყობი ფაქტორი იყო საბჭოთა რუსეთის მხრივ სამხედრო და პოლიტიკური დახმარება საქართველოს მშრომელებისადმი.

    მ ე ო რ ე ხელშემწყობი ფაქტორი – საბჭოთა რუსეთში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად, საერთაშორისო ვითარებაში მომხდარი ძირეული ხასიათის ცვლილებები. ევროპა და მთელი მსოფლიო 1921 წელს უკვე ის არ იყო, რასაც წარმოადგენდა 1917–1918 წლებში. ანტანტამ “ხელი მოიწვა” რუსეთზე, რაც მას აიძულებდა ერთხანს მაინც ფრთხილად ყოფილიყო.

    მ ე ს ა მ ე ხელშემწყობი ფაქტორი იყო ის, რომ საქართველოს შეეძლო უფრო სწრაფად და ადვილად მოეგვარებინა “თანაარსებობა” და საქონელგაცვლა კაპიტალისტურ დასავლეთთან, ვიდრე საბჭოთა რუსეთს, რომელიც მაშინ ეკონომიურად მოწყვეტილი იყო კაპიტალისტური სამყაროსაგან.

    მ ე ო თ ხ ე ხელშემწყობი ფაქტორი – საბჭოთა რუსეთისაგან ეკონომიური დახმარების სისტემატურად მიღება. როგორც ცნობილია, საქართველო საბჭოთა რუსეთისაგან დიდ მატერიალურ დახმარებას ღებულობდა როგორც სურსათ-სანოვაგის, ისე სამრეწველო საქონლის სახით და ფულით. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის, რომელიც ვ. ი. ლენინის წინადადებით დაიწყო, საქართველომ რსფსრ მთავრობისაგან მიიღო ჯერ 700 ათასი, შემდეგ დამატებით ერთი მილიონი მანეთი ოქროთი და ა.შ. ქუთაისში დაამონტაჟეს მოსკოვიდან გამოგზავნილი მაუდის ფაბრიკა. ამავე დროს საქართველოში

  • რუსეთიდან შემოიტანეს 3,5 მილიონი ფუთი პური, 70 ვაგონი შაქარი და სხვა პროდუქტები. გარდა ამისა, ამიერკავკასიის რკინიგზა, წითელი არმიის ეროვნული ნაწილები და საერთო-საკავშირო მნიშვნელობის საწარმო-დაწესებულებანი გადაიყვანეს ცენტრალურ მომარაგებაზე და სხვა.

    მ ე ხ უ თ ე ხელშემწყობი ფაქტორი იყო ის, რომ ამიერკავკასიის მშრომელებს წინ ჰქონდათ საბჭოთა რუსეთში ახალი ცხოვრების მშენებლობის მდიდარი ისტორიული გამოცდილება.

    ასეთია ყველა ის ძირითადი თავისებურება, რომლებიც გააჩნდა საქართველოს სოციალიზმის მშენებლობის მთელ პერიოდში. ეს კი საკმაო საფუძველს იძლეოდა იმისათვის, რომ საქართველოს კომუნისტურ პარტიას თავი დაეღწია საბჭოთა და პარტიულ მშენებლობაში რუსული გამოცდილების შაბლონური გამოყენებისაგან.

    ვ.ი. ლენინმა საუკეთესოდ იცოდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალ-ეკონომიური განვითარების თავისებურებანი, ამიტომ აფრთხილებდა იგი კავკასიელ კომუნისტებს, რომ საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია:

    “ამიერკავკასიის კომუნისტებმა შეიგნონ თავიანთი მდგომარეობა, თავიანთი რესპუბლიკების მდგომარეობის თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ე ბ ა, რუსეთის სფს რესპუბლიკის მდგომარეობისა და პირობებისაგან განსხვავებით, შეიგნონ იმის აუცილებლობა, რომ ბრმად კი არ გადაიღონ ჩვენი ტაქტიკა, არამედ მოფიქრებულად შეუფარდონ იგი კონკრეტული პირობების სხვაობას... ბრმად კი არ უნდა გადაიღოთ ჩვენი ტაქტიკა, არამედ დამოუკიდებლად უნდა გაიზიაროთ მისი თავისებურების მიზეზები, მისი პირობები და შედეგები, ადგილობრივ უნდა გამოიყენოთ 1917-1921 წლების გამოცდილების არა ანბან-სიტყვა, არამედ სული, აზრი, გაკვეთილები”[2].

    ვ.ი. ლენინი მხოლოდ გაფრთხილებით არ კმაყოფილდებოდა. მან კავკასიელ კომუნისტებს მიუთითა იმ ტაქტიკურ გზებზეც, რომლის გამოყენებაც აუცილებელი იყო კავკასიაში. ამის შესახებ ვ. ი. ლენინი წერდა:

    “უფრო ნელი, უფრო ფრთხილი, უფრო სისტემატური გადასვლა სოციალიზმზე – აი რაა შესაძლებელი და აუცილებელი კავკასიის რესპუბლიკებისათვის რუსეთის სფს რესპუბლიკისაგან განსხვავებით”[3].

    საქართველოს მუშათა კლასისა და კომუნისტური პარტიის წინაშე გამარჯვების პირველ დღეებშივე დაისახა გადაუდებელი ამოცანები: ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის საშინაო და საგარეო უშიშროების უზრუნველყოფა, დანგრეული სახალხო მეურნეობის უმოკლეს ვადებში აღდგენა და საქართველოსა და ამიერკავკასიაში ეროვნული მშვიდობიანობის დამყარება. ამ ამოცანათა წარმატებით გადაჭრის გარეშე შეუძლებელი იყო საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება და სოციალიზმის აშენება საქართველოში.

    * * *

    საქართველოს მუშათა კლასისა და კომუნისტური პარტიის წინაშე მდგარ

    ამოცანათა წარმატებით გადაჭრის კონკრეტული გეგმა, რომელიც გამომდინარეობდა საერთოდ სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმიდან, ჩამოყალიბებული იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის კომუნისტებისადმი პარტიისა და რევოლუციის ბელადის – ვ. ი. ლენინის წერილებსა და დირექტივებში და ი. ბ. სტალინის მოხსენებაში “კომუნიზმის მორიგი ამოცანების შესახებ საქართველოსა და ამიერკავკასიაში”. ამ გეგმის განხორციელებისათვის ბრძოლაში საქართველოს

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 7 +/0/1.htm#_ftn2#_ftn2http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 7 +/0/1.htm#_ftn3#_ftn3

  • მუშათა კლასსა და კომუნისტურ პარტიას სათავეში ედგნენ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გამოჩენილი მოღვაწეები: მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, გ. ორჯონიკიძე, შ. ელიავა, მ. ორახელაშვილი, მ. კახიანი, ი. სტურუა, ს. გეგჭკორი, მ. ჩოდრიშვილი და სხვ.

    საქართველოს კომუნისტებს წარმატებით უნდა გადაეწყვიტათ ვ.ი. ლენინის მიერ დასახული შემდეგი ძირითადი ამოცანები:

    ჯ ე რ ე რ თ ი, საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნება და განმტკიცება საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მუშათა კლასს არ შეეძლო დამხობილი კლასების დათრგუნვა, ხელისუფლების შენარჩუნება და შემდგომი წინსვლა საკუთარი დიქტატურის განმტკიცების გარეშე. ძალაუფლების აღება ეს მხოლოდ საქმის დასაწყისი იყო. არა ნაკლებ დიდი და სერიოზული ბრძოლა მოელოდა მუშათა კლასს შემდეგში, ხელისულების შენარჩუნებისათვის, რადგან დამხობილი კლასები, ცნობილ გარემოებათა გამო, კიდევ დიდხანს იქნებოდნენ გამარჯვებულ პროლეტარიატზე უფრო ძლიერი. ამიტომ ძალაუფლების დაპყრობის შემდეგ მთავარი იყო მისი შენარჩუნება და განმტკიცება. ამისათვის კი საჭირო იყო ახალი ტიპის, მტკიცე სახელმიფო ხელისუფლების შექმნა, რაც ესოდენ წარმატებით განახორციელეს საქრთველოს მშრომელებმა ვ.ი. ლენინის მზრუნველობითა და დახმარებით.

    მ ე ო რ ე ძირითადი ამოცანა, რომელსაც ვ. ი. ლენინი ხედავდა საქართველოს კომუნისტების წინაშე, იყო “დათმობათა განსაკუთრებული პოლიტიკის” განხორციელება წვრილი ბურჟუაზიის, ინტელიგენციისა და განსაკუთრებით გლეხობის მიმართ.

    საქართველოს კომუნისტური პარტია წარმატებით ახორციელებდა ბელადის ამ მითითებებსაც სოციალისტური მშენებლობის მთელ პერიოდში.

    პროლეტარიატის დიქტატურა დამყარდა და განმტკიცდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც კაპიტალიზმიდან სოციალიზმში გარდამავალი პერიოდის მომწიფებულ ეკონომიურ მოთხოვნილებათა შედეგი. იგი გახდა სოციალისტური მშენებლობის მძლავრი იარაღი. ამ მიმართულებით პროლეტარიატის დიქტატურის მიერ განხორციელებული მნიშვენელოვანი ღონისძიება იყო 1921 წელს გატარებული მრეწველობის სოციალისტური ნაციონალიზაცია, ასეთივე დიდმნიშვნელოვანი ღონისძიება იყო აგრეთვე იმავე წლის 6 აპრილს დეკრეტით გამოცხადებული მიწის ნაციონალიზაცია. ამ ღონისძიებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სოციალისტური მშენებლობისათვის საქართველოში. აქ ნაციონალიზაცია არ შეხებია წვრილ სამრეწველო საწარმოებსა და სავაჭრო დაწესებულებებს. საქართველოში ახალ ეკონომიურ პოლიტიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით საჭირო გახდა ერთგვარი მფარველობაც კი კერძო კაპიტალის მიმართ. ამიტომ ახალ ეკონომიურ პოლიტიკაზე გადასვლის დროს, იმის გამო, რომ სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკა აქ არც კი შემოუღიათ, დენაციონალიზაციის საჭიროებაც არ ყოფილა, ან თითქმის არ ყოფილა. კერძო კაპიტალისადმი ფრთხილი მიდგომის ტაქტიკით უნდა აიხსნას მანგანუმის მრეწველობისა და ბანკების ნაციონალიზაციის დაგვიანება საქართველოში.

    ამგვარად, ქვეყნად არსებული კონკრეტულ-ისტორიული ვითარებით იყო ნაკარნახევი მეურნეობის კაპიტალისტური სისტემის სოციალისტური მეურნეობის სისტემად ნელი, მაგრამ სისტამატური გარდაქმნის აუცილებლობა.

    ვ.ი. ლენინი საქართველოს კომუნისტების ყურადღებას მიაქცევდა აგრეთვე გლეხობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რისთვისაც საჭიროდ თვლიდა აგრარული

  • რეფორმის შემდეგ ქვეყნის ელექტროფიკაციისა და მორწყვის დიდ სამუშაოთა დაწყებას.

    მრეწველობის სოციალისტური ნაციონალიზაცია შერადებით უმტკივნეულოდ გატარდა საქართველოში, ხოლო მიწის ნაციონალიზაციის საფუძველზე აგრარული რეფორმის რევოლუციური გზით ჩატარებას, როგორც ცნობილია, წინააღმდეგობას უწევდნენ პარტიის შიგნით ნაციონალ-უკლონისტები, ამის გამო იგი მხოლოდ 1923 წელს დამთავრდა.

    საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ, ჯერ კიდევ აგრარული რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, ასრულებდა რა ბელადის მითითებას, ხელი მოჰკიდა დიდ სამელიორაციო სამუშაოებს. ამის შესახებ 1926 წლის მაისში ამიარკავკასიის სამხარეო პარტიულ თათბირზე გ. ორჯონიკიძე ამბობდა: “საირიგაციო მუშაობის სფეროში, მივყვებოდით რა ამხ. ლენინის პირდაპირ დირექტივებს... ჩვენ არა მარტო აღვადგინეთ ძველი, მოშლილი ქსელი მორწყვის სისტემისა, არამედ აშენებულია და შენდება მთელი რიგი ახალი არხები, დიდდება ვარგისი მიწების ფართობი”[4]. ყოველივე ამის შედეგად აღდგენითი პერიოდის დასასრულისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გლეხობის მდგომარეობა საქართველოში. შემდეგში კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გაიშალა მორწყვისა და დაჭაობებული ადგილების (კოლხეთი) დაშრობის სამუშაოები. უმიწობითა და მალარიით სულშეხუთული გლეხობა თანდათან წელში სწორდებოდა.

    ქვეყნის ელექტროფიკაციის შესახებ ლენინის დირექტივების საფუძველზე, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მდინარე მტკვარზე თბილისთან ახლოს, მდინარე აბაშაზე და სხვაგან. უკანასკნელ პერიოდში აშენდა და შენდება დიდი ელექტროსადგურები ხრამზე, ლაჯანურზე, ენგურზე... ამრიგად, ელექტროფიკაციის ლენინურმა გეგმამ მძლავრად შეისხა ფრთები საქართველოში.

    სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების პირველი დღეებიდანვე ფართოდ გაშლილმა სამეურნეო და კულტურულმა მშენებლობამ კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა საქართველოს მძლავრსა და მრავალრიცხოვოან ინტელიგენციაზე. ამასთან ერთად, ინტელიგენციისადმი ფრთხილი და გულისხმიერი დამოკიდებულების გამო აქ, როგორც ცნობილია, ადგილი არ ჰქონია საბოტაჟს, ისე როგორც ეს საბჭოთა რუსეთში იყო.

    მ ე ს ა მ ე ძირითადი ამოცანა, რომელსაც ვ. ი. ლენინი სახავდა საქართველოს კომუნისტების წინაშე, იყო “ბურჟუაზიის დროს არნახული და ბურჟუაზიულ წყობილებაში შეუძლებელი ეროვნული მშვიდობიანობის” შექმნა. საქართველოს კომუნისტებმა ბელადის ამ დირექტივის განხორციელებას სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების პირველ დღეებშივე მოჰკიდა ხელი. ამიერკავკასიის ეროვნებათა შორის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ მთავრობათა მიერ ჩათესილი ეროვნული შუღლის აღმოფხვრისა და ხალხთა მეგობრობის განმტკიცებისათვის აუცილებელი იყო ამიერკავკასიაში კომპაქტურად მოსახლე ძირითად ეროვნებათა მართებული სახელმწიფოებრივი მოწყობა.

    კომუნისტურ პარტიას ამიერკავკასიის ძირითად ეროვნებათა სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმად მაშინდელ პირობებში მიაჩნდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ფედერაციული კავშირის შეკვრა. ხოლო ცალკეულ რესპუბლიკათა შიგნით კომპაქტურად მოსახლე ეროვნული ერთეულებისათვის - ავტონომიური უფლებების მინიჭება. ფედერაცია და ავტონომია

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 7 +/0/1.htm#_ftn4#_ftn4

  • წარმოადგენდა მაშინ ამიარკავკასიაში დიდმნიშვნელოვან პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ამოცანების გადაწყვეტის ფრიად საიმედო საშუალებას. საქართველოს კომიუნისტური პარტია, ითვალისწინებდა რა ამ გარემოებას, წარმატებით სძლევდა ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგობას და მტკიცედ ჰკიდებდა ხელს ამიერკავკასიის ფედერაციისა და ცალკეულ რესპუბლიკათა შიგნით ავტონომიური ერთეულების შექმნას.

    ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციული გაერთიანებისათვის საქართველოს კომუნისტებმა 1921 წლის მეორე ნახევრიდან გააჩაღეს დიდი მუშაობა, მაგრამ ფედერაციის იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ ნაციონალ-უკლონისტები, რომლებიც, ამიერკავკასიაში საქართველოს ზოგიერთი ეკონომიური და გეოგრაფიული მდგომარების უპირატესობიდან გამოდინარე, მოითხოვდნენ საქართველოსათვის პრივილეგიურ მდგომარეობას, რაც ხალხთა მეგობრობისა და თანამშრომლობის საჭოთა პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

    ამიერკავკასიაში ფედერაციული სახელმწიფოს მშენებლობას ართულებდა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ აქ ფედერაციაში შედიოდნენ დამოუკიდებელი საჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც ხელს იღებდნენ თავიანთი სუვერენული უფლებების გარკვეულ ნაწილზე ფედერალური ორგანოების სასარგებლოდ. ეს იყო ფედერაციული სახელმწიფოს მშენებლობის თავისებურება საქართველოსა და ამიერკავკასიაში საბჭოთა რუსეთში ფედერაციული მშენებლობისაგან განსხვავებით. საბჭოთა რუსეთის ფედერაციაში შედიოდნენ ისეთი ეროვნული ერთეულები, რომელთაც არ ჰქონდათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამიტომ მათთვის ცარისტული უნიტარიზმის შემდეგ საბჭოთა ფედერაცია ნიშნავდა ეროვნული უფლებების გაფართოებას, ამიარკავკასიაში და საბჭოთა რუსეთში არ შეიძლებოდა ფედერაციული სახელმწიფოს ერთნაირი ტემპითა და მეთოდებით მშენებლობა.

    ამიერკავკასიაში ფედერაციული სახელმწიფოს მშენებლობის თავისებურებას აზვიადებდნენ ნაციონალ-უკლონისტები, ხოლო - უგულებელყოფდა მათ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროსა და საქართველოს კომუენისტური პარტიის თბილისის კომიტეტის ზოგიერთი ხელმძღვანელი, როდესაც ამიერკავკასიის მასშტაბით ხელისუფლების ორგანოთა ზეცენტრალიზაციის გზას დაადგა. ორივე ეს უკიდურესობა თავის დროზე გაკიცხა კომიუნისტურმა პარტიამ.

    საქართველოში ხალხთა მეგობრობის განმტკიცებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ეროვნულ უმცირესობათა სახელმწიფოებრივ მოწყობას. მიუხედავად ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგობისა, საქართველოს სსრ შემადგენლობაში შეიქმნა აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ, სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი და აჭარის ასსრ.

    საქართველოს კომუნისტები, გ. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, სძლევდნენ რა ანტისაბჭოთა პარტიებისა და ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგობას, მიდიოდნენ ეკონომიური და ტერიტორიული ხასიათის გარკვეულ დათმობებზე ამიერკავკასიის მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების სასარგებლოდ, რითაც განამტკიცებდნენ ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობას, მოძმე რესპუბლიკების კომუნისტებთან ერთად ქმნიდნენ ამიერკავკასიის ერთიან ფედერაციულ რესპუბლიკას. იგი საბოლოოდ გაფორმდა ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობაზე 1922 წლის დეკემბერში და შევიდა საბჭოთა ხალხების დიდ ოჯახში – საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირში. მან, შეასრულა რა თავისი ისტორიული მისია, იარსება სოციალიზმის გამარჯვებამდე. ამის შემდეგ კი

  • ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკები უშუალოდ შედიან სსრ კავშირის შემადგენლობაში.

    მ ე ო თ ხ ე ძირითადი ამოცანა, რომელსაც ვ.ი. ლენინი სახავდა საქართველოს კომუნისტების წინაშე, იყო “კაპიტალისტური დასავლეთის” გამოყენება “კონცესიებისა და საქონელგაცვლის პოლიტიკაში”. ბელადის ამ დირექტივის განხორციელებას მტკიცედ მოჰკიდეს ხელი საქართველოს კომუნისიტებმა. მათ განკარგულებაში იყო ბათუმის ღია კარები დასავლეთთან ვაჭრობისათვის. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს მთავრობას გამოუყო ოქროს ფონდი დასავლეთთან ვაჭრობის განვითარებისათვის. ამის შემდეგ გაძლიერდა საზღვარგარეთიდან სასურსათო და სამრეწველო საქონლის შემოტანა, რაზედაც მიგვითითებს ის ფაქტი, რომ 1922 წელს ამიერკავკასიის ექსპორტის 87,2 პროცენტი საქართველოს საზვრებიდან გადიოდა, საქართველოს საზღვრებიდანვე შემოდიოდა ამიერკავკასიის მთელი იმპორტის 84,1 პროცენტი. საერთოდ ამ პერიოდში ამიერკავკასიის საგარეო ვაჭრობა პასიური ბალანსით იყო წარმოდგენილი.

    1922 წლის ბოლოდან ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა ზურგი შეაქციეს დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებს და პირი იბრუნეს საბჭოთა რუსეთთან ვაჭრობის გაფართოებისაკენ. ამ დროისათვის საბჭოთა რუსეთს უკვე შეეძლო საკუთარი საქონლით უზრუნველეყო ამიარკავკასიის საგარეო ვაჭრობის მოთხოვნილება. 1923-24 წელს საბჭოთა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაძლიერების შედეგად ამიერკავკასიის სავაჭრო ბალანსი, ომის შემდეგ, პირველად გახდა აქტიური. 1924-25 წლის პირველ კვარტალში ამიარკავკასიის საგარეო ვაჭრობის ბალანსის დადებითი სალდო 3,6 მილიონ მანეთს უდრიდა (ომამდელ საბაჟო ფასებში).

    მ ე ხ უ თ ე ძირითადი ამოცანა, რომელსაც ვ.ი. ლენინი სახავდა კავკასიელი კომუნისტების წინაშე, იყო “მდიდარი მხარის საწარმოო ძალების” განვითარება. ბელადის ამ დირექტივის განხორციელებისათვის – სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარებისათვის – ქვეყნის სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისათვის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისათვის საქართველოს მშრომელებმა კომუნისტური პარტიიის ხელმძღვანელობით მოახდინეს მთელი ძალების მობილიზაცია. სახალხო მეურნეობის აღდგენის გარეშე, მისი სოციალისტური რეკონსტრუქციის გარეშე შეუძლებელი იყო მუშათა კლასისა და გელეხობის კავშირის შემდგომი განმტკიცება, ხოლო ამის გარეშე შეუძლებელი იყო თვით საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნება, და, მაშასადამე, სოციალიზმის აშენება საქართველოში.

    სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, მუშათა კლასისა და გლეხობის კავშირის განმტკიცებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ახალ ეკონომიურ პოლიტიკას. საქართველოს კომუნისტებმა 1921 წლის მეორე ნახევრიდან თანდათანობით გადაიყვანეს ქვეყანა ახალი ეკონომიური პოლიტიკის რელსებზე. მაგრამ ახალ ეკონომიურ პოლიტიკაზე გადასვლის დროს ვერ გაითვალისწინეს საქართველოს ის თავისებურება, რომ მას არ გაუვლია სამხედრო კომუნიზმის ხანა, რომ აქ ადგილი არ ჰქონია სასურსათო გაწერას და ისე შემოიღეს სასურსათო-ნატურალური გადასახადი, რაც (სურსათზე დადებული გადასახადის ნატურ-გადახდევინება) სრულიად არ იყო აუცილებელი ღონისძიება ახალი ეკონომიური პოლიტიკის გატარებისათვის საქართველოში. სასურსათო-ნატურალურმა გადასახადმა საქართველოში კი არ განავითარა ეკონომიური კავშირი ქალაქსა და სოფელს შორის, არამედ, პირიქით, ნაწილობრივ კიდეც შეაფერხა. პარტიულმა და

  • საბჭოთა ორგანოებმა, გაითვალისწინეს რა ეს გარემოება, საჭიროდ ჩათვალეს ნატურალური გადასახადის ნაწილობრივ ფულადი გადასახადით შეცვლა 1922 წლიდან. 1923 წლიდან კი შემოღებულ იქნა ერთიანი სასოფლო-სამეურნეო გადასახადი მთელ საბჭოთა კავშირში.

    საქართველოში ახალი ეკონომიური პოლიტიკის პირველი შედეგები შეაჯამა საქართველოს კომუნისტური პარტიის II ყრილობამ 1923 წელს. ახალ ეკონომიურ პოლიტიკაზე გადასვლის, სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის კომუნისტური პარტიისა და ყველა მშრომელის ბრძოლის პირველსავე წლებს სერიოზული წარმატებები მოჰყვა. კერძოდ, იზრდებოდა და მტკიცდებოდა სოციალისტური მრეწველობა; მისი ხვედრითი წონა ცენზიან მრეწველობაში უდრიდა 72,5 პროცენტს, ხოლო მთელი მრეწველობის 1922-1923 წლის საერთო პროდუქციაში სახელმწიფო მრეწველობის პროდუქცია შეადგენდა 77,4 პროცენტს, კოოპერაციული მრეწველობის პროდუქცია – 5,1 პროცენტს და კერძოკაპიტალისტური მრეწველობის პროდუქცია – 17,5 პროცენტს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რაოდენობრივად მუშათა კლასი. ასევე გაიზარდა მოსამსახურეთა რაოდენობა. 1923 წლის 1 ოქტომბრისათვის მუშა-მოსამსახურეთა საერთო რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. გაიზარდა გლეხობის შემოსავალი და მუშათა რეალური ხელფასი. საქართველოში ცხოვრება უფრო იოლი, უფრო უკეთესი გახდა.

    ზემოაღნიშნულის მიუხედავად, 1923-1924 წლებში ჯერ კიდევ საგრძნობი იყო სახალხო მეურნეობის საერთო ჩამორჩენილობა ომამდელ დონესთან შედარებით. ნგრევის შედეგები არ იყო ლიკვიდირებული. მრეწველობა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფდა სამრეწველო საქონელზე მოსახლეობის მთელ მოთხოვნილებას.

    სოციალისტურ მშენებლობაში ყველაზე დიდ სიძნელეს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას შორის არსებული დისპროპორცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის შეზღუდული საშინაო და საგარეო ბაზრის და მრეწველობის სუსტად განვითარების პირობებში. 1923 წლის შემოდგომისათვის ეს სიძნელე რამდენიმედ გაამწვავა ფასების საბჭოთა პოლიტიკის დარღვევამ, შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპების ჩამორჩენამ სამუშაო ხელფასის ზრდის ტემპებისაგან, საბჭოთა ფულის ნიშნების მერყევმა კურსმა და მოუქნელმა სავაჭრო აპარატმა. ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი “დამსახურება” მიუძღვით ტროცკისტებს.

    სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების მოსპობისა და სოციალისტური საკუთრების დამკვიდრების შემდეგ, კომუნისტური პარტია, ეყრდნობოდა რა საზოგადოების განვითარების ობიექტური ეკონომიური კანონების მოთხოვნას, წარმართავდა ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარებას გეგმაზომიერი (პროპორციული) განვითარების ობიექტური ეკონომიური კანონის შესაბამისად. საბჭოთა სახელმწიფოს სამეურნეო-ორგანიზატორული მოღვაწეობის შედეგებმა მალე იჩინა თავი. ომამდე სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მთელ პროდუქციაში მრეწველობის პროდუქციის ხვედრითი წონა უდრიდა 8,3 პროცენტს, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მრეწველობის პროდუქციის ხვედრითი წონა თანდათანობით იზრდება. 1923-24 წელს იგი შეადგენდა მთელი სახალხო მეურნეობის პროდუქციის 13,9 პროცენტს, 1924-25 წელს –17,0, ხოლო 1925-26 წელს – 21,9 პროცენტს. ასე იკაფავდა გზას საქართველოში სახალხო მეურნეობის გეგმაზომიერი (პროპორციული) განვითარების ობიექტური ეკონომიური კანონი კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ენერგიული მხარდაჭერით.

  • საქართველოს კომუნისტურ პარტიას შინაპარტიულ წინააღმდეგობათა დაძლევასთან ერთად უხდებოდა ანტისაბჭოთა პარტიების კონტრევოლუციური საქმიანობის ლიკვიდაცია.

    ახალი ეკონომიური პოლიტიკის პირობებში გამოცოცხლდა და გააქტიურდა კაპიტალისტური ელემენტები, გამწვავდა კლასობრივი ბრძოლა და შინაპარტიული წინააღმდეგობა. ამის გამო საქართველოს კომუნიტურ პარტიას, საბჭოთა რუსეთისაგან განსხვავებით, ერთდროულად უხდებოდა შინაპარტიული წინააღმდეგობის დაძლევა და ანტისაბჭოთა პარტიების კონტრრევოლუციური საქმიანობის ლიკვიდაცია სოციალიზმის მშენებლობის მთელ პერიოდში.

    ანტისაბჭოთა პარტიებმა გამოიყენეს აღდგენითი პერიოდის სიძნელეები სოფლად, გლეხობასთან პარტიული მუშაობის ნაკლოვანებანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ზოგიერთი შეცდომა ეროვნულ საკითხში და 1924 წლის აგვისტოში მოაწყვეს კონტრრევოლუციური აჯანყება, რომელიც წმინდა წყლის ავანტიურად იქცა, მას ზურგი შეაქცია ღარიბმა გლეხობამ, მუშათა კლასმა და საშუალო გლეხობისა და ინტელიგენციის უდიდესმა უმრავლესობამ. მენშევიკური ავანტიურა სწრაფად იქნა ლიკვიდირებული მშრომელთა ენერგიული დახმარებით.

    ანტისაბჭოთა პარტიების გახრწნა, რომელმაც ჯერ კიდევ 1923 წელს მიიღო ფართო ხასიათი, თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ მან კვლავ არაერთგზის გაიბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

    საქართველოში სოციალიზმის მშენებლობის მთელი პერიოდი ხასიათდებოდა მწვავე იდეოლოგიური ბრძოლით. იდეოლოგიურ ფრონტზე შემოტევას ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური ძალები ლოიალობისა და უპარტიობის ნიღბით აწარმოებდნენ. საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველ წლებში ლოიალობის ნიღბით გამოდიოდა ყოფილი მენშევიკების ნაწილი, ლეგალურად არსებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტია, ესერები, ანარქისტები, რომლებიც თავიანთი გაზეთების საშუელბით ილაშქრებდნენ პროლეტარიატის დიქტატურის, პროლეტარიატის დიქტატურის სისტემაში პარტიის ხელმძღვანელი როლის, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანებისა და საბჭოთა რუსეთთან სახელმწიფოებრივი კავშრის წინააღმდეგ.

    საქართველოს კომიუნისტური პარტია, ემყარებოდა რა მარქსიზმ-ლენინიზმის ძლევამოსილ მოძღვრებას, წარმატებით ამარცხებდა კლასობრივი მტრის შემოტევას იდეოლოგიურ ფრონტზედაც.

    * * *

    ამის შემდეგ, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, თუ ზოგადად მაინც

    დავახასიათებთ სოციალისტური მშენებლობის ლენინური გეგმის განხორციელებისათვის ქართველი ხალხის დიდსა და მრავალმხრივი შრომის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების ძირითად ეტაპზე.

    საქართველოს სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის მუშათა კლასისა და გლეხობის თავგანწირულმა მუშაობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. საქართველოს კომუნისტებმა, ახორციელებდნენ რა ვ. ი. ლენინის დირექტივებს, ფართოდ გაშალეს მელიორაციული სამუშაოები. აღდგენითი პერიოდის დასასრულისათვის 100 ათასამდე დესეტინა მიწა ირწყვებოდა საქართველოში.

    საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი ყურადღება მიაქცია სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საქმეს. 1923 წლის გლეხურ მეურნეობათა 44,6 პროცენტს არ გააჩნდა

  • ცოცხალი გამწევი ძალა, ხოლო 54,1 პროცენტს - სახნავი იარაღი. 1924-1925 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობას 900 ათასი მანეთის (ოქროთი) სასოფლო-სამერნეო მანქანა-იარაღები მიაწოდა. ცოცხალი გამწევი ძალის ენერგორესურსების პოტენციალურმა მარაგმა კი 1925 წელს ომამდელ დონეს 3,9 პროცენტით გადააჭარბა. ამასთან ერთად, გაძლიერდა აგრონომიული დახმარება სოფლის მეურნეობისადმი. ყოველივე ამის შედეგად გაიზარდა არა მარტო ნათესი ფართობი, არამედ სამიწათმოქმედო შრომისნაყოფიერება და საერთო მოსავლიანობა.

    აღდგენითი პერიოდის დასასრულისათვის სერიოზული წარმატებები მოიპოვა საქართველოს მრეწველობამ. 1923-24 წელთან შედარებით ცენზიან საწარმოო-დაწესებულებათა რიცხვი გაიზარდა 183,3 პროცენტით, ხოლო საერთო პროდუქცია – 290 პროცენტით.

    მრეწველობაში საგრძნობი გახდა შრომისნაყოფიერებისა და ხელფასის ზრდა. მრეწველობის ცალკეულ დარგებში შრომის ხელფასი 1924-25 წელთან შედარებით 1925-26 წლისათვის გაიზარდა არა ნაკლებ 12 პროცენტისა და არა უმეტეს 90 პროცენტისა. სამუშაო ხელფასი დაუახლოვდა ომამდელ დონეს. ზოგიერთ დარგში (ბამბის მრეწველობა და სხვა) გაასწრო კიდეც. შრომისნაყოფიერებისა და მასთან ერთად ხელფასის ზრდას ხელს უწყობდა საწარმოო საშუალებათა ზრდა, წარმოების მექანიზაციის გაუმჯობესება. ამრიგად, 1925-26 წელს ჩვენი მრეწველობის ძირითადი დარგები გაუტოლდნენ მრეწველობის ომამდელ დონეს და მთელ რიგ შემთხვევაში გადააჭარბეს კიდეც. მაგრამ ჩვენ საქმე გვქონდა მრეწველობის არა უბრალო აღდგენასთან, არამედ მის ისეთ აღდგენასთან, რომელიც მოხდა სოციალისტურ საფუძველზე. აღდგენითი პერიოდის დასასრულისათვის საქართველოს მრეწველობის ძირითადი და წამყვანი ძალა გახდა სოციალისტური სექტორი. სახელმწიფო-სოციალისტურ სექტორს ეკუთვნოდა სამრეწველო საწარმოთა 73,8 პროცენტი, კოოპერაციულს – 9,5 და კერძოკაპიტალისტურს – 16,7 პროცენტი. მრეწველობის საერთო პროდუქციის 78,8 პროცენტს იძლეოდა სახელმწიფო-სოციალისტური სექტორი, 8,0 – კოოპერაციული სექტორი და 13,2 პროცენტს – კერძოკაპიტალისტური სექტორი.

    ვაჭრობა აღდგენით პერიოდში წარმოადგენდა ძირითად რგოლს იმ ამოცანების ჯაჭვში, რომლებიც პარტიის წინაშე იყო დასახული. ამიტომ საქართველოს კომიუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება მიაქციეს მისი განვითარებისა და გაფართოების საქმეს. საბჭოთა ვაჭრობა სწრაფი ტემპით ვითარდება 1923-24 წლიდან, რასაც ხელი შეუწყო ფასების საბჭოთა პოლიტიკის მტკიცედ გატარებამ, ფულის რეფორმამ და გლეხური მეურნეობის საქონლიანობის ზრდამ.

    სახელმწიფო და კოოპერაციული ვაჭრობა გაცილებით უფრო ჩქარი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე კერძოკაპიტალისტური. 1925-26 წელს კი სახელმწიფო და კოოპერაციულ ვაჭრობაზე მოდიოდა 75,2 პროცენტი, კერძოკაპიტალისტურ ვაჭრობაზე კი 24,8 პროცენტი. ვაჭრობის სფეროდან თანდათანობით იდევნებოდა კერძო კაპიტალი.

    სახალხო მეურნეობის საერთო აღმავლობამ გამოიწვია მუშათა კლასისა და გლეხობის მატერიალური კეთილდღეობის შემდგომი გაუმჯობესება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მუშათა ხელფასი. გაუმჯობესდა გლეხობის მატერიალური კეთილდღეობაც.

    მუშათა კლასისა და გლეხობის მატერიალური კეთიდღეობის გაუმჯობესების საფუძველზე უმაგალითოდ გაიზარდა მშრომელთა პოლიტიკური აქტივობა. იგი,

  • უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა კომუნისტური პარტიის, კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირისა და პროფესიული კავშირების რიგების ზრდით. ჩვენი ქვეყნის მუშათა კლასისა და გლეხობის საუკეთესო ნაწილმა მიაშურა კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის რიგებს. მშრომელთა პოლიტიკურმა აქტივობამ თავი იჩინა აგრეთვე საბჭოების მუშაობის შემდგომი გამოცოცხლებით, მის მუშაობაში უპარტიოთა უფრო და უფრო მეტად ჩაბმით, გლეხთა ურთიერთდამხმარე კომიტეტების მოღვაწეობით, უპარტიოთა კონფერენციების მასობრივად ჩატარებით, ქალთა სადელეგატო კრებების მუშაობით და სხვა.

    სახალხო მეურნეობის აღდგენისა და პროლეტარიატის დიქტატურის განმტკიცების ამოცანები გადაუდებლად მოითხოვდნენ მშრომელთა კულტურული დონის ამაღლებას, ახალი საზოგადოების მშენებელთა კულტურული კადრების შექმნას. ამიტომ კულტურული ფრონტის ერთ-ერთი დაკვრითი ხასიათის ამოცანად პარტიამ გამოაცხადა წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია. 1921-1925 წლებში წერა-კითხვა შეისწავლა მრავალ ათეულ ათასმა მშრომელმა. ერთიორად გაიზარდა დაწყებითი და საშუალო სკოლების რაოდენობა, გაუმჯობესდა უმაღლესი სკოლების მუშაობა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა სოციალური შემადგენლობა. განვითარების ფართო სარბიელი შეექმნათ ქართულ ლიტერატურას, ხელოვნებასა და მეცნიერებას. მ. გორკისა და ვ. მაიაკოვსკის, აგრეთვე ქართული კლასიკური ლიტერატურის რევოლუციურ-დემოკრატიული ტრადიციების გავლენით განვითარდა ქართული პროლეტარული მწერლობა. კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით გზას იკაფავდა სოციალისტური რეალიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში. საფუძველი ჩაეყარა ფორმით ეროვნულ და შინაარსით სოციალისტურ კულტურას.

    * * *

    სახალხო მეურნეობის აღდგენის შემდეგ საბჭოთა ხალხის წინაშე დადგა

    დიდმნიშვნელოვანი საკითხი - სოციალიზმის ბედის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. კომუნისტურმა პარტიამ, მისმა ლენინურმა ცენტრალურმა კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ედგა ი. ბ. სტალინი, ტროცკიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებით დაიცვა და განავითარა ლენინური თეორია ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების შესაძლებლობის შესახებ. კომუნისტურმა პარტიამ, შეაიარაღა რა მილიონიანი მასები სოციალიზმის გამარჯვების ურყევი რწმენით, წარმატებით ჩააბა ისინი სოციალისტურ მშენებლობაში.

    სოციალიზმის გამარჯვება შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის გარეშე. სოციალისტურ ინდუსტრიას კი ვერაფრით ვერ შექმნიდა თუნდაც მრავალმილიონიანი მასების მხოლოდ შემოქმედებითი პათოსი, საჭირო იყო მატერიალური რესურსები, საჭირო იყო კადრები. კომუნისტური პარტია შეუდგა ამ პირობების მომზადებას.

    ჩვენს ქვეყანაში მძიმე ინდუსტრიის მშენებლობისათვის საჭირო სახსრები პარტიას ქვეყნის შიგნითვე უნდა მოეძებნა. გარედან მისი მიღების შესაძლებლობა გამორიცხული იყო. პარტიამ მოუწოდა ყველა მშრომელს დაეცვა სასტიკი მომჭირნეობის რეჟიმი წარმოებასა და დაწესებულებებში, სახალხო მეურნეობის ყველა დარგში.

    მომჭირნეობის რეჟიმის მტკიცედ გატარებამ, ამიერკავკასიის მთელი სახელმწიფოებრივი რესურსების რაციონალურად განაწილებამ და საკავშირო

  • მთავრობისაგან მიღებულმა ასიგნებებმა შესაძლებელი გახადეს საქართველოს მრეწველობაში დიდძალი თანხების დაბანდება. 1925-26 წელს საქართველოს მრეწველობაში დაბანდებული იყო 4 357 ათასი მანეთი. 1927-28 სამეურნეო წელს კი – 26 509 ათასი მანეთი. როგორც ვხედავთ, კაპიტალდაბანდებათა მოცულობა 6-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.

    საბჭოთა ქვეყნის სამეურნეო წარმატებებმა გააბოროტა კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხალხის მტრები. კვლავ გაილაშქრეს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ტროცკისა და ზინოვიევის მომხრეებმა. ტროცკისტული ოპოზიციის შემოტევამ და ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობის გართულებამ გაათამამა დამარცხებული ანტისაბჭოთა პარტიების ნარჩენები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მაგრამ მათ ვერ პოვეს მხარდაჭერა, პირიქით, ცნობამ ანტისაბჭოთა პარტიების გააქტიურების შესახებ ხალხის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ქართველი ინტელიგენციის საქალაქო კრებამ, რომელიც ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით იყო მოწვეული, ერთხმად დაგმო ანტისაბჭოთა პარტიების გამოლაშქრება.

    საქართველოში სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის წარმატებების შედეგად მრეწველობის პროდუქციის ხვედრითი წონა სახალხო მეურნეობის მთელ პროდუქციაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად, 1925-26 წელს უდრიდა 26,2 პროცენტს, 1927-28 წელს მან შეადგინა 31,7 პროცენტი, ხოლო მსხვილი მრეწველობის საერთო პროდუქციამ 1913 წლის დონეს 69 პროცენტით გადააჭარბა.

    საქართველოს მრეწველობის საერთო პროდუქციაში გაიზარდა სახელმწიფო-სოციალისტური და კოოპერატიული მრეწველობის პროდუქციის ხვედრითი წონა. ასე მაგალითად, თუ 1925-26 წელს იგი აღწევდა 86,8 პროცენტს, 1927-28 წლისათვის კი გაიზარდა 95,6 პროცენტამდე, ხოლო კერძოკაპიტალისტური მრეწველობის პროდუქციის ხვედრითი წონა შემცირდა 13,2 პროცენტიდან 4,4 პროცენტამდე.

    ამრიგად, ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციამ მკვეთრად გამოსახული სოციალისტური ხასიათი მი�