სურამის თემის ეკონომიკური...

53
სურამის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა 2012 წელი

Transcript of სურამის თემის ეკონომიკური...

Page 1: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

1

სურამის თემის ეკონომიკური

განვითარების გეგმა

2012 წელი

Page 2: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

2

winamdebare ekonomikuri ganviTarebis gegmis gamocema SesaZlebeli gaxda

amerikis SeerTebuli Statebis saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID)

mier gaweuli daxmarebis Sedegad. Edokumenti SemuSavebulia teritoriuli

organos samuSao jgufis mier da misi Sexedulebebis gaTvaliswinebiT.

ekonomikuri ganviTarebis gegma ar gamoxatavs amerikis SeerTebuli Statebis

saerTaSoriso ganviTarebis saagentosa da amerikis SeerTebuli Statebis

mTavrobis mosazrebebs.

Page 3: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

3

შინაარსი

პროცესის მიმოხილვა ..................................................................................................................................... 5

რეზიუმე ............................................................................................................................................................. 7

1. ზოგადი ინფორმაცია სურამის თემის შესახებ ................................................................................... 10

2. სექტორების ანალიზი ............................................................................................................................... 16

2.1. სოფლის მეურნეობა ........................................................................................................................... 16

არსებული მდგომარეობა ..................................................................................................................... 16

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................... 18

პროექტები ............................................................................................................................................... 24

2.2. არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი ................................................................................................. 27

არსებული მდგომარეობა ..................................................................................................................... 27

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................... 28

პროექტები ............................................................................................................................................... 33

2.3. ინფრასტრუქტურა.............................................................................................................................. 36

არსებული მდგომარეობა ..................................................................................................................... 36

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................... 38

პროექტები ............................................................................................................................................... 42

2.4. სოციალური სექტორი ....................................................................................................................... 45

არსებული მდგომარეობა ..................................................................................................................... 45

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები ................................................... 47

პროექტები ............................................................................................................................................... 52

Page 4: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

4

სამუშაო და ფოკუს ჯგუფის წევრები, რომლებმაც იმუშავეს წინამდებარე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე:

1. დავით გარადინსკი, თემის რწმუნებული, საკონტაქტო ინფორმაცია - 555 14-97-84

(ინფრასტრუქტურა)

2. სერგო ფასოევი (ინფრასტრუქტურა)

3. შავლეგ დოლიძე (ინფრასტრუქტურა)

4. გიორგი ლომიძე (ინფრასტრუქტურა)

5. იუზე გელაშვილი (ინფრასტრუქტურა)

6. ალექსანდრე დიდებულიძე (ინფრასტრუქტურა)

7. მედეა მათიაშვილი (სოციალური)

8. ნონა ფხიკიძე (სოციალური)

9. დარეჯან ბლიაძე (სოციალური)

10. თეონა პაქსაძე (სოციალური)

11. ინგა ხაჩიძე (სოციალური)

12. ინგა ჩემია (სოფლის მეურნეობა)

13. გივი არევაძე (სოფლის მეურნეობა)

14. მამუკა მათიაშვილი (სოფლის მეურნეობა)

15. დავით კიკნაძე (სოფლის მეურნეობა)

16. ზაირა ლაცაბიძე (სოფლის მეურნეობა)

17. დარეჯან კორკოტაძე (სოფლის მეურნეობა)

18. ზურაბ კობალაძე (კერძო/ბიზნესი)

19. გივი გიგაშვილი (კერძო/ბიზნესი)

20. თენგიზ ხაჩიძე (კერძო/ბიზნესი)

21. ნარგიზა ხაჩიძე (კერძო/ბიზნესი)

22. მანანა ტეფნაძე (კერძო/ბიზნესი)

23. ეკატერინე მეხრიშვილი (კერძო/ბიზნესი)

24. თამარ კვინიკაძე (კერძო/ბიზნესი)

25. ანა გიგაშვილი (კერძო/ბიზნესი)

26. ეთერ ხაჩიძე (კერძო/ბიზნესი)

Page 5: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

5

პროცესის მიმოხილვა

სურამის ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში თემი) 2011 წლის ოქტომბერში მუშაობა

დაიწყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა -

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (USAID/NEO). აღნიშნული პროექტის

ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტსა და სურამის თემთან მჭიდრო თანამშრომლობით

შეიქმნა თემის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაში აქტიურ

მონაწილეობას იღებდა თემის რწმუნებული და ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობის

ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჩატარდა სათემო შეხვედრა, შეირჩა სამუშაო და ფოკუს

ჯგუფების წევრები, რომლებიც დაკომპლექტდა თემში მცხოვრები შესაბამისი პროფესიის და

გამოცდილების ადამიანებით და დაინტერესებული პირებით (ფერმერები, აგრონომები,

მასწავლებლები, სამედიცინო მუშაკები, მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების

წარმომადგენლები); დაზუსტდა მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაგეგმარების

პროცესში და ჩართულობის სიხშირე. სამუშაო და ფოკუს ჯგუფების შეხვედრებისას მოხდა

თემის არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, პრობლემების

დაზუსტება და პრიორიტეტული პროექტების რანჟირება სექტორების მიხედვით შემდეგი

მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და

მომსახურება, ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო. გეგმის შედგენის სრული პროცესი

სქემატურად შეიძლება ასე გამოიხატოს:

თემის შეხვედრა

სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფის წევრების განსაზღვრა

Page 6: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

6

ინფრასტრუქტურის სექტორის ფოკუს–

ჯგუფის შეხვედრები

სოციალური

სექტორის ფოკუს–

ჯგუფის შეხვედრები

სოფლის მეურნეობის

სექტორის ფოკუს– ჯგუფის

შეხვედრები

არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის სექტორის

ფოკუს-ჯგუფის შეხვედრები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონსულტაციები

სამუშაო/ფოკუს ჯგუფებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები

თემის შეხვედრა

გეგმის წარდგენა, მოსაზრებების/უკუკავშირის მოპოვება

სამუშაო ჯგუფის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა

ფოკუს–ჯგუფების მუშაობის განხილვა, მუნიციპალიტეტის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა, გეგმის პროექტის

შემუშვება

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები

გეგმაში ცვლილებების შეტანა და საბოლოო სახით ჩამოყალიბება

სამუშაო ჯგუფი

გეგმის მიწოდება/გავრცელება ხელისუფლებასა და დონორ ორგანიზაციებში

Page 7: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

7

რეზიუმე

სურამის თემი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. სურამის თემში

შედის დაბა სურამი და ხუთი სოფელი: ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა, დიდი ბეკამი და პატარა ბეკამი.

სურამის თემის მთლიანი ფართობი 3151 ჰა-ს შეადგენს, აქედან ძირითადი ფართობი დაბა სურამს

უკავია - 2733 ჰა. ხოლო სოფლების ფართობი სულ 418 ჰექტარია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს

თემის 61,4 პროცენტი უკავია (სულ 1935 ჰა). სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მრავალწლიანი

კულტურები - ბალი, ალუბალი, ქლიავი, ყურძენი; ერთწლიანი კულტურები - სიმინდი, ქერი, შვრია,

ლობიო, ხორბალი. ასევე თემში მეცხოველეობის კუთხით განვითარებულია შემდეგი საქონელი და

შინაური ფრინველი: ძროხა, ღორი, ქათამი, ცხვარი, თხა, კამეჩი.

თემის მოსახლეობის რიცხოვნობა თემის რწმუნებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 11118

ადამიანს შეადგენს, აქედან მოსახლეობის 59 პროცენტი ქალია, ხოლო მამაკაცი 41 პროცენტია.

მოსახლეობის ძირითად ნაწილს (68 პროცენტი) ქართველები შეადგენენ. მოსახლეობის უმეტესი

ნაწილი 86,9 პროცენტი დაბა სურამში ცხოვრობს. სურამის თემში სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი

მოსახლეობა) 6050 ადამიანია, ხოლო მათ შორის უმუშევარი 8 პროცენტია. ამასთან საგულისხმოა რომ

4500 ადამიანი (დასაქმებულთა 80,2%) სოფლის მეუნეობაშია ჩართული.

მოსახლეობის დაახლოებით 62 პროცენტი სეზონურად აქირავებს საოჯახო სასტუმროებს. ასევე თემში

ფუქნციონირებს სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზია.

საკრებულოში არის 5 საჯარო სკოლა, სადაც სულ რეგისტრირებულია დაახლოებით 1500 მოსწავლე.

საკრებულოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა და 5 აფთიაქი. სურამის თემში ასევე

არის სხავადასხვა კულტურისა და განათლების დაწესებულებები.

სოფლის მეურნეობის სფეროში სურამის თემის მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად

გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე და დაბალი ეფექტიანობა. თემში არ არის

საკმარისი ტექნიკა და არსებული ხასიათდება დაბალი ეფექტიანობით. შესაბამისად მოსახლეობა ვერ

ახერხებს აგროვადების ზუსტად დაცვას და ამას ემატება ისიც, რომ დაბალია მიწის

პროდუქტიულობა. გარდა ამისა თემში არ არის შესაბამისი სპეციალობის ვეტერენინარი და

აგრონომი. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა

აგრარულ საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, პესტიციდებისა და

სასუქების ოპტიმალური გამოყენება და ა.შ. სურამის თემში მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ ძირითად

Page 8: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

8

პრობლემად ასევე სახელდება მეხილეობაში, მემარცვლეობაში და მეცხოველეობაში ახალი ჯიშების

არარსებობა. აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით განისაზღვრა შემდეგი რეკომენდაციები:

სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ახალი ჯიშების დანერგვა მებოსტნეობაში, მემარცველობასა და მესაქონლეობაში.

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით თემის მოსახლეობა ასახელებს ახალი

ტურისტების მოზიდვის და არსებული ტურისტების შენარჩუნების სირთულეს, როგორც ერთ-ერთ

ძირითად პრობლემას. სურამის თემში ტურისტული ბიზნესის განვითარების კარგი შესაძლებლობაა

და იგი მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ასევე სურამის თემში ტურისტული

ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონა სახელდება ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი

ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. დამატებით, მოსახლეობის აზრით, თემში ტურიზმის

განვითარებას არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობა უშლის ხელს.

შესაბამისად არასასოფლო სამეურნეო ბიზნესის მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად

შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

არსებული საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის გავრცელების

მექანიზმების ამოქმედება;

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;

პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით.

რაც შეეხება თემში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ამ მიმართულებით თემის მოსახლეობის მიერ

ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გამოიკვეთა დაბა სურამში სკვერის კეთილმოწყობა. თემში

დამსვენებლებისათვის და იქ ჩასული სტუმრებისათვის არ არსებობს მოწესრიგებული თავშეყრის

ადგილი, სადაც შეძლებდნენ ბავშვების გართობა-გასეირნებას. ამასთან, თემში ერთ-ერთ

მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს სასმელი წყლით უზრუნველყოფა და კანალიზაციის

სისტემის მოწესრიგება. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით განისაზღვრა

შემდეგი სახის რეკომენდაციები:

დაბა სურამში სკვერების რეაბილიტაცია;

სასმელი წყლით უზუნველყოფა;

კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება.

Page 9: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

9

სოციალურ სექტორში სურამის თემის მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის

სისტემის გაუმართავობა გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ასევე სურამის

თემში მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურის ცუდი

მდგომარეობა, მათ შორის კულტურის სახლი, სკოლები, საბავშვო ბაღი და სხვა. დამატებით, თემის

მოსახლეობა დაბა სურამში სპორტული მოედნების რეაბილიტაციას თვლის პრიორიტეტულ

საკითხად. შესაბამისად სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა შემდეგი

რეკომენდაციები:

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწერიგება;

სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

დაბა სურამში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

Page 10: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

10

1. ზოგადი ინფორმაცია სურამის თემის შესახებ

სურამის თემი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში,

ხაშურის მუნიციპალიტეტში. მანძილი მუნიციპალურ

ცენტრამდე 4 კმ-ია. სურამის თემი ზღვის დონიდან

დაახლოებით 800 მ-ზეა განთავსებული და ,,სამხრეთ

ოსეთის ა/რ”, კონფლიქტის ზონიდან, დაშორებულია 55

კმ-ით. სურამის თემში შედის დაბა სურამი და ხუთი

სოფელი: ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა, დიდი ბეკამი და პატარა ბეკამი.

ისტორია — სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის

ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. სურამი ანტიკური

ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე

გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზები.

სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ.წ IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის

ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე ჰქონდა. ქალაქი სურამი XII

საუკუნიდან მოიხსენიება ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში. სურამში დიდ ფეოდალთა საგვარეულო

სურამელები XII–XIII საუკუნეში ცხოვრობდნენ. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო

მამულიდან – სურამი. ამ საგვარეულოს თავადები XII საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან იყვნენ

ერისთავერისთავები და ქართლის ერისთავები, ხოლო XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან მე-XIV

საუკუნის პირველ ნახევრამდე ქართლის ერისთაობასთან ერთად, საქართველოს მეფის მანდატურთ

უხუცესები იყვნენ.

დაბა სურამს დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. დაბა სურამი ცნობილია, როგორც კურორტი.

სურამის ჰავა ხშირად განსაკუთრებით სასარგებლოა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. დაბა სურამში

შემოსავლის ძირითად წყაროს ისტორიულად წარმოადგენს ტურიზმი. თემი მდიდარია ნაძვნარით და

მრავალფეროვანი ტყის მასივით. დანარჩენ სოფლებში კი ტურისტი და დამსვენებელი ნაკლებად

ჩადის. თემის ტერიტორიაზე არის 10 ტრაქტორი და რამოდენიმე მექანიზატორიც. საბჭოთა კავშირის

პერიოდში თემში არსებობდა ღვინის ქარხანა, ხოლო ამჟამად ქარხნის შენობა დანგრეულია. ამავე

პერიოდში იყო ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, ამჟამად მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს

საკონსერვო ქარხანა შ.პ.ს „ელიტა“. საბჭოთა პერიოდში ასევე იყო მინის ტარის ქარხანა, რომელიც

Page 11: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

11

ამჟამად არ ფუნქციონირებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით მინის ტარის ქარხანა კერძო

საკუთრებაშია გადასული. სოფ. ბიჯნისში ფუნქციონირებდა ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლის

აბანო. ამჟამად ორივე აბანო ამორტიზირებული და მიტოვებულია.

ფართობი - სურამის თემის მთლიანი ფართობი 3151 ჰა-ს შეადგენს, აქედან ძირითადი ფართობი დაბა

სურამს უკავია - 2733 ჰა. ხოლო სოფლების ფართობი სულ 418 ჰექტარია. სასოფლო-სამეურნეო

სავარგულებს თემის 61,4 პროცენტი უკავია (სულ 1935 ჰა). საძოვრებს სასოფლო-სამეურნეო

სავარგულების 47,3 პროცენტი უკავია, ხოლო სახნავებს 52,7 პროცენტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ

საძოვრების მხოლოდ 5 პროცენტი არის კერძო საკუთრებაში. კერძო საკუთრებაში მთლიანი

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 55,2 პროცენტია (1069 ჰა). სოფლის მეურნეობის წამყვანი

დარგებია: მრავალწლიანი კულტურები - ბალი, ალუბალი, ქლიავი და ყურძენი; ერთწლიანი

კულტურები - სიმინდი, ქერი, შვრია, ლობიო და ხორბალი. ასევე თემში მეცხოველეობის კუთხით

განვითარებულია შემდეგი საქონელი და შინაური ფრინველი: ძროხა, ღორი, ქათამი, ცხვარი, თხა და

კამეჩი.

მოსახლეობა - თემის მოსახლეობის რიცხოვნობა თემის რწმუნებულის მიერ მოწოდებული

ინფორმაციით 11118 ადამიანს შეადგენს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა

394-ია. იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად ორ სანატორიუმში არიან განთავსებული:

სანატორიუმი სურამი და მზიური. თემის მთლიანი მოსახლეობის 59 პროცენტი ქალია, ხოლო

მამაკაცი 41 პროცენტია. მოსახლეობის ძირითად ნაწილს (68 პროცენტი) ქართველები შეადგენენ, 15

პროცენტს სომხები, 10 პროცენტს ოსები, 4 პროცენტს რუსები, ხოლო დანარჩენ 3 პროცენტს

ებრაელები. თემის მოსახლეობის 24 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 18-დან 30 წლამდე 17 პროცენტი,

30-დან 65-წლამდე 37 პროცენტი, ხოლო 65 წელს ზევით მოსახლეობის 22 პროცენტია (იხ. ცხრილი 1).

სურამის თემში მაცხოვრებელ 11118 ადამიანზე სულ 2416 საცხოვრებელი სახლი მოდის (1 სახლი 5

სულზე). აქედან ყოველწლიურად დაახლოებით 62 პროცენტი სეზონურად გამოიყენება

დამსვენებლებისათვის (იხ. ცხრილი 2). აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის

შემოსავლების წყაროს სწორედ, რომ საცხოვრებელი სახლების გაქირავებიდან შემოსული თანხებია.

ამასთან, სახლების უმეტესობა არ შეესაბამება ე.წ საოჯახო სასტუმროების მინიმალურ

სტანდარტებსაც კი. თუმცა, დამსვენებლების გარკვეული ნაკადი მაინც შენარჩუნებულია, რაც

განპირებებულია სურამის უნიკალური კლიმატური პირობებითა და ჰავით.

Page 12: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

12

ცხრილი №1. მოსახლეობის განაწილება ასაკობრივ, სქესობრივ და ეთნიკურ ჭრილში

დემოგრაფიული მონაცემები რაოდენობა %

6 წლამდე ასაკის ბავშვები 1158 11

6–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები 1500 13

ახალგაზრდები (18-დან 30 წლამდე) 1900 17

30-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობა 4150 37

65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა 2410 22

ქალები 6564 59

მამაკაცები 4554 41

ეთნიკური უმცირესობები სულ: 3559 32

სომეხი 1668 15

ოსი 1112 10

რუსი 445 4

ებრაელი 334 3

იძულებით გადაადგილებული პირები 394 4

სულ მოსახლეობის რაოდენობა თემში 11118

ცხრილი №2. საცხოვრებელი სახლების რაოდენობა

საცხოვრებელი სახლები რაოდენობა

დაკავებული საცხოვრებელი სახლები 2416

შეუსახლებელი საცხოვრებელი სახლები 5

სეზონური, დასასვენებლად ან

არარეგულარულად გამოყენების მიზნით 1500

სულ საცხოვრებელი სახლები 2416

Page 13: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

13

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 86,9 პროცენტი დაბა სურამში ცხოვრობს, ხოლო სოფლებში

შესაბამისად 13,1 პროცენტი. ასევე დაბა სურამში სურამის თემის ოჯახების (სულ 3125 ოჯახი) 87,6

პროცენტი არის დასახლებული (იხ. ცხრილი 3).

დასაქმება - სურამის თემში სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა) 6050 ადამიანია, რაც

მოსახლეობის მხოლოდ 54%-ია. ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ძალის 8% უმუშევარია (ი.ხ

ცხრილი 4), თუმცა საგულისხმოა რომ 4500 ადამიანი (დასაქმებულთა 80,2%) სოფლის მეუნეობაშია

ჩართული. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესება

თვითდასაქმებულია. ამასთან, საგულისხმოა, რომ სეზონურად მიღებული შემოსავლები ვერ

უზრუნველყოფენ ოჯახების სტაბილურ სოციო -ეკონომიკურ მდგომარეობას.

ცხრილი №3. თემში ოჯახების და მოსახლეობის განაწილება დასახლებების მიხედვით

თემში შემავალი დასახლებების დასახელება

ოჯახების რაოდენობა

% ოჯახების

ადამიანების რაოდენობა

% ადამიანების

დაბა სურამი 2739 87,6 9656 86,9

ურთხვა 56 1,8 250 2,2

ბიჯნისი 91 2,9 356 3,2

ზეკოტა 68 2,2 252 2,3

დიდი ბეკამი 76 2,4 209 1,9

პატარა ბეკამი 95 3,0 395 3,6

სულ 3125 100 11118 100

Page 14: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

14

არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი - თემში ამ კუთხით შედარებით განვითარებულია ტურისტული

მომსახურებების სექტორი. მოსახლეობის დაახლოებით 62 პროცენტი სეზონურად აქირავებს საოჯახო

სასტუმროებს. ასევე, თემში ფუქნციონირებს სხვადასხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო

პროდუქციით მოვაჭრე მაღაზია. თემის ტერიტორიის ნაწილზე გადის თბილისი-სენაკის

მაგისტრალი, შესაბამისად გზის პირებზე მრავლადაა კვების ობიექტები, ძირითადად საცხობები,

ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე რესტორანი.

განათლება/ჯანდაცვა - საკრებულოში არის 5 საჯარო სკოლა, რომელთა მდგომარეობა შეიძლება

შეფასდეს როგორც ნორმალური. ხოლო ბიჯნისის სკოლა ორიოდე წლის წინ გაუქმდა. ყველა

სკოლაში ერთად რეგისტრირებულია დაახლოებით 1500 მოსწავლე. დაბა სურამი: I სკოლა - 196, II

ცხრილი №4. დასაქმებულთა განაწილება სექტორების მიხედვით

სექტორი სულ დასაქმებული

მთლიანის % წილი

სოფლის მეურნეობა (წარმოება) 4500 80,2

სოფლის მეურნეობა (გადამუშავება) _ _

მეტყევეობა _ _

სამთო საქმე, კარიერების დამუშავება _ _

საჯარო სამსახური 196 3,5

საგანმანათლებლო სექტორი 106 1,9

ჯანდაცვის და სოციალური სექტორი 28 0,5

ბინაში განთავსება, საკვები და სასმელი _ _

სამშენებლო მრეწველობა 50 0,9

ტრანსპორტირება + კომუნიკაცია 250 4,5

საცალო ვაჭრობა 400 7,1

სულ: 5612 100

Page 15: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

15

სკოლა - 373, III სკოლა - 206 მოსაწავლე; იტრიის სკოლა: 590 მოსაწავლე; ბეკამის სკოლა: 94 მოსწავლე.

ასევე თემის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა და 5 აფთიაქი.

კულტურა — სურამის თემში არის სხავადასხვა

კულტურისა და განათლების დაწესებულებები. დაბაში

მდებარეობს ლესია უკრაინკას მუზეუმი, სურამისციხე

და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის

ეკლესია, სურამის ამაღლების ეკლესია, სურამის

კვირაცხოვლის ტაძარი, იტრიის მონასტერი,

ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის

ღვთაების ეკლესია, სურამის ღვთისმშობლის ეკლესია,

სურამის წმინდა მარინეს ეკლესია, სურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია და ებრაული სალოცავი

(სინაგოგა). ამასთან სურამში 1996 წლიდან არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.

Page 16: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

16

2. სექტორების ანალიზი

2.1. სოფლის მეურნეობა

არსებული მდგომარეობა

სურამის თემში, სადაც მთლიანი დასაქმების 80,2 პროცენტი სოფლის მეურნოებაზე მოდის, ამ სფეროს

განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თემის მიერ. სურამის თემში კერძო

საკუთრებაში1 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 1069 ჰექტარია, აქედან 51ჰა (5

პროცენტი) საძოვრებია, 978 ჰა (91 პროცენტი) სახნავი ურწყავი და 4 ჰა (4 პროცენტი) სახნავი სარწყავი

მიწებია. აღსანიშნავია, რომ თემში მაცხოვრებელი ოჯახების 55 პროცენტს (1730 ოჯახი) არ აქვს

საკუთრებაში სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწები. ამასთან ოჯახების 38,5 პროცენტს

საკუთრებაში აქვს მხოლოდ 1 ჰექტარამდე მიწა, ხოლო 10 ჰა ზემოთ მიწას მხოლოდ 3 ოჯახი ფლობს.

ცხრილ №5-ში წარმოდგენილია სურამის თემში არსებული მიწის ფონდის მიმოხილვა და მისი

ათვისების სტატუსი.

1 აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხევებში მოსახლეობა მიიჩნევს მიწის ფართობს კერძო საკუთრებაში, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ოფიციალურად რეგისტრიებული კერძო პირის სახელზე. თუ ოჯახი ტრადიციულად იყენებს ამა თუ იმ ფართობს, მიიჩნევა, რომ მიწა მათ საკუთრებაშია. ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია ფაქტობრივად დადგინდეს, თუ რა ფართობია იურიდიულად რეალურ კერძო მფლობელობაში.

ცხრილი №5. სურამის თემში არსებული მიწის განაწილება

მიწა კერძო საკუთრებაში (ჰექტარი)

სახელმწიფო საკუთრებაში (ჰექტარი)

სულ ჰექტარი

საძოვარი 51 866 917

სახნავი, ურწყავი 978 - 978

სახნავი, სარწყავი 40 - 40

მიწის განაწილება ოჯახები ოჯახების მთლიანი

რაოდენობის % წილი

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც მიწა არ აქვთ საკუთრებაში:

1730 55,4

1 ჰექტარამდე მიწა: 1203 38,5

1–იდან 5 ჰექტარამდე მიწა 188 6,0

5–იდან 10 ჰექტარამდე მიწა 3 0,1

10 ჰექტარზე მეტი მიწა 1 0,03

Page 17: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

17

სურამის თემში ფერმერი ოჯახების ძირითადად მეხილეობას და მემარცვლეობას მისდევს. ხეხილის

ბაღები გაშენებულია 100 ჰექტარზე და ხოლო ვენახი 144 ჰექტარზე. მარცვლეული კულტურები

მოჰყავთ 750 ჰექტარზე. ხეხილის და ყურძნის დაახლოებით 50 პროცენტი იყიდება ბაზრებზე, ხოლო

მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 60-დან 80 პროცენტამდე მერყეობს.

ცხრილი №6. მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოება სურამის თემში

ძირითადი კულტურები ჰექტარი

მოსავალი ერთ ჰექტარზე (კგ)

რამდენი თვის განმავლობაში მოჰყავს

სულ მოსავალი (კგ)

რა პროცენტია განსაზღვრული გასაყიდად

მრავალწლიანი კულტურები

ხილი(ბალი,ალუბ

ალი,ქლიავი) 880 12 000 8 10 560 000 95%

ვენახი (ყურძენი) 445 6 000 8 2 670 000 90%

ერთწლიანი კულტურები

სიმინდი 200 5 000 6-7 1 000 000 60%

ლობიო 200 1 000 5 200 000 70%

ქერი 100 1800 6 180 000 80%

შვრია 100 1 500 6 150 000 80%

ხორბალი 150 2 000 6 300 000 80%

როგორც №6 ცხრილიდან ჩანს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე

არცთუ ისეთი მაღალია, რაც გამოწვეულია ხეხილის უკიდურესად მოძველებული ჯიშებით და

ამორტიზებული ბაღებით და ხორბლისა და სიმინდის თანამედროვე ჯიშების გამოუყენებლობით.

აღსანიშნავია, ასევე რომ მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და

სასუქებზე, შესაბამისად ხშირია სხვადასხვა სახის მცენარეული დაავადებები. მაგალითად 2011 წელს

ვაზის კულტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა ჭრაქისა და ნაცრისაგან, რაც გამოიწვია უხარისხო

პრეპარატების გამოყენებამ.

სურამის თემში მეცხოველეობა სუსტად არის განვითარებული. ოჯახების დაახლოებით 28 პროცენტს

ჰყავს საშუალოდ ერთი ძროხა. ამასთან, მეწველი საქონელი ხასიათდება დაბალი

Page 18: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

18

პროდუქტიულობით, დღეში დაახლოებით 5-6 ლიტრი რძე. წარმოებული რძე ბაზარზე იყიდება

ძირითადად გადამუშავებული (მაწვნის, ყველის და ხაჭოს) სახით. ასეთი დაბალი რაოდენობის

მიზეზი, პირველ რიგში, არის ჯიში, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი წველადობით, მეორე მიზეზი

კი პირუტყვისათვის მაღალი ხარისხის საკვების უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების

სიმწირე და კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურების არარსებობაა.

თემში ასევე სუსტად არის განვითარებული მეღორეობა, მეცხვარეობა და მეფრინველეობა და ამ

სექტორებში წამორებული პროდუქცია ძირითადად პირადი მოხმარებისთვის გამოიყენება. ბოლო

წლებში საგრძნობლად შემცირდა მეღორეობის და მეფრინველეობის წილი მეურნეობაში. ეს

გამოწვეულია რეგიონში გავრცელებული ცხოველისა და ფრინველის ეპიდემიებით. კერძოდ ღორის

აფრიკული ჭირი და ქათმის ჭირი. ასევე, სურამის თემში არ არსებობს მეცხოველეობის ფერმა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფელ ბიჯნისში არსებობდა მესაქონლეობისა და მეფრინველეობის

ფერმა, სადაც დასაქმებული იყო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ცხრილი №7. სურამის თემში მესაქონლეობისა და მეფრინველეობის სექტორში წარმოება

ცხოველები რაო-ბა ყოველთვიური წარმოება (ლ, კგ. და ა.შ.)

რამდენი თვის განმავლობაში აწარმოებს

სულ პროდუქცია (ლ, კგ., და ა.შ.)

რა პროცენტია განსაზღვრული გასაყიდად

მეწველი საქონელი

750 127 500 9 1 147 500 35

მეხორცული ჯიშის საქონელი

128 1280 10 12 800 50

ღორები 82 902 9 8 000 10

ქათამი 4227 _ _ _ 10

ცხვარი 165 275 12 3 300 30

თხა 45 75 12 900 10

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

ზემოაღნიშნულ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სურამის თემში სოფლის მეურნეობის

სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის

გზები მოცემულია №9 ცხრილში. აღსანიშნავია, რომ პრობლემების იდენტიფიკაცია და რანჟირება

ეფუძნება უშუალოდ თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.

Page 19: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

19

ცხრილი №9. სურამის თემში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1 სარწყავი მიწების სიმცირე

სარწყავი სისტემის სრული ამორტიზაცია/არ არსებობა

სავარგულების დაბალი პროდუქტიულობა

არსებული სარწყავის სისტემის გამართვა და ახალი სისტემების დამონტაჟება.

ადგილობრივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები.

2 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმწირე და დაბალი ეფექტიანობა

მოძველებული მექნიზაციის ბაზა

აგროვადების დარღვევა; მეურნეობის განვითარების შეფერხება; დაბალი პროდუქტიულობა

ტექნიკის ბაზის განახლება

ცენტრალური და ადგილობირივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

3 ვეტერინარის და აგრონომის მომსახურების დაბალი ხელმისაწვდომობა

თეში და რეგიონში შესაბამისი კვალიფიციური კადრების არარსებობა/სიმცირე

სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა, აგრო რისკების ზრდა და აგროვადების დარღვევა

ვეტერინარიისა და აგრონომის სამსახურების გაძლიერება და ფერმერებისათვის მათი მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

ადგილობრივი ხელისუფლება; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

4 მეხილეობაში, მემარცვლეობაში და მეცხოველეობაში ახალი ჯიშების არარსებობა

გამოცდილების, განათლების და ინფორმაციის არქონა

სექტორების დაბალი პროდუქტიულობა

ახალი ჯიშების დანერგვა

არასამთავრობო ორგანიზაციები.

5 ხარისხიან შხამქიმიკატებზე დაბალი ხელმისაწვდომობა

არსებული ოფიციალური დილერების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა

სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობა და დაავადებების გავრცელების რისკის გაზრდა

ფერმერების დაკავშირება ოფიციალურ დილერებთან

ადგილობრივი ხელისუფლება;არასამთავრობო ორგანიზაციები;კერძო სექტორი

6

წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ინფორმაციის სიმცირე

თემში აგროკონსალტინგის ხელმიუწვდომელობა

არსებული პოტენციალის არასრული გამოყენება და დაბალი პროდუქტიულობა

საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება

არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო კომპანიები

Page 20: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

20

სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა სურამის თემში სოფლის მეურნეობის

სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT-ანალიზი

სოფლის მეურნეობა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

ხაშურის სასურსათო ბაზართან სიახლოვე; თბილისი-სენაკის მაგისტრალთან სიახლოვე; კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობები; საკურორტო სეზონზე სოფლის მეურნეობის

პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა; ნაყოფიერი ნიადაგები.

კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიმწირე;

საძოვრების სიმცირე; სარწყავი მიწების სიმწირე; მეხილეობაში, მემარცვლეობაში და

მეცხოველობაში დაბალი პროდუქტიულობა; სასოფლო სამეურნეო სფეროში

საკონსულტაციო მომსახურებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

ახალი ჯიშებსა და ტექნოლოგიებზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

მოძველებული მექანიზაციის საშუალებები; ხარისხიან შხამ-ქიმიკატებზე და სასუქებზე

დაბალი ხელმისაწვდომობა; ვეტერინარისა და აგრონომის კვალიფიციური

მომსახურების ხელმიუწვდომლობა.

O - შესაძლებლობები T - საფთხეები ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიშების

დანერგვა; საკონსულტაციო მომსახურების გამოყენება; ხარისხიანი სასუქებითა და შხამქიმიკატებით

უზრუნველყოფა; მექანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა; დაავადებების რისკის შემცირება; თბილისი-სენაკის მაგისტრალის გასწვრივ

ახალი მცირე ზომის სასურსათო ბაზრების მოწყობა;

სურამის ბალის ან ალუბლის ბრენდირება.

სტიქია: სეტყვა, გვალვა, და ა.შ. ახალი ჯიშების ადაპტაციის რისკი; მწარმოებლურობის შემცირება; მიწის ფართობების

საკუთრების/ოფიციალური რეგისტრაციის საკითხის გაურკევლოვა გრძლევადიან პერიოდში.

სოფლის მეურნეობის სექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

Page 21: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

21

1. სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

თემში პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის არ არსებობა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი

ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. სურამის თემში სასოფლო

სამეურნეო სავარგულების ფართობი შეადგენს სულ 1069 ჰექტარს, რომლის დაახლოებით 60-70%

დაუმუშავებელია სასოფლო სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო. შესაბამისად, ვერ ხერხდება

აგრო ვადების დროული დაცვა, რაც მკეთრად აუარესებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების

წარმოებას. მოსახლეობის უმეტესობა ტექნიკის არქონის გამო ვეღარ ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო

ნაკვეთებს და ძირითადად მისდევენ მესაქონლეობას, მაგრამ მესაქონელობის განვითარება ვერ

მოხდება იქ სადაც არ ხდება მარცვლეულისა და სხვა საკვები კულტურების წარმოება. დღეის

მდგომარეობით თემს ემსახურება 10 ტრაქტორი და რამოდენიმე მექანიზატორი, თუმცა აღნიშნული

არასაკმარისია დაბალი სიმძლავრეების გამო და ამავე დროს ხდება მათი არაეფექტური მართვა.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა თემში სათანადო რაოდენობისა და სახეობის ტექნიკით

აღჭურვილი მექანიზაციის ცენტრის შექმნა. თუ გავითვალისწინებთ თემში შემავალი სოფლების

სახნავი მიწის ფართობებს, მექნიზაციის ცენტრის სათანადო აღჭურვისათვის საჭირო იქნება

დამატებით შემდეგი სახის ტექნიკა:

ტრაქტორი, 80-90 ცხ.ძალა 4WD -3ცალი;

გუთანი - 3 ცალი;

დისკებიანი ფარცხი - ცალი;

ფრეზი - 2 ცალი;

ხორბლის სათესი სასუქის შემტანით - 2 ცალი;

ზუსტი თესვის პნევმატური სათესი - 2 ცალი;

სასუქის შემტანი - 2 ცალი.

სათიბი - 2 ცალი.

ასეთი ცენტრის არსებობა სათანადო მენეჯმენტთან კომპლექსში სავსებით დააკმაყოფილებს თემში

მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნას მექანიზებულ მომსახურებაზე და მკვეთრად შეამცირებს

დაუმუშავებელი მიწის ფართობებს.

2. თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა

თემში არ არსებობს კვალიფიციური აგრონომის, ენტომოლოგის და ზოოტექნიკოსის მომსახურება,

რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია თემში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

Page 22: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

22

ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ

საკითხებზე, მათ შორის: აგროვადები, ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, პესტიციდებისა და სასუქების

ოპტიმალური გამოყენება და ა.შ.

ზემოაღნიშნული, პრობლემის გადაწყვეტისათვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ერთ-ერთი

გზაა საკონსულტაციო ცენტრის დაარსების ხელშეწყობაა, რომელიც ფერმერებს შეთავაზებს

სხვადასხვა მომსახურებას. ასევე, საჭიროა თემში ჩატარდეს ინტენსიური ტიპის ტრენინგ-კურსები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ამ მიმართულებით,

გასათვალისწინებელია ისეთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციაც

საკურორტო სეზონზე იქნება შესაძლებელი, კერძოდ კი: კურკოვანი ხილი (ბალი, ალუბალი, ქლიავი),

საადრეო ბოსტნეული და მწვანილი (კიტრი, პომიდორი, მწვანე ლობიო, სალათები, ნიორი, პრასი,

ბოლოკი, მწვანე ხახვი, წიწაკა, ყველა სახის მწვანილი), კენკროვანი ხილი (მარწყვი, ჟოლო),

მარცვლეული პროდუქტები (ხორბალი, ქერი, შვრია), რძე და რძის პროდუქტები (ყველი, მაწონი,

ხაჭო, არაჟანი, ნადუღი, კარაქი), საქონლის ხორცი და ფრინველის ხორცი. შესაბამისად, ტრენინგ-

კურსები უნდა ჩატარდეს სწორედ ამ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ თემში ძირითადად მისდევენ მარცვლეული კულტურების წარმეობას,

ნიადაგი და გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა მეტად განვითარდეს მეხილეობა და

მებოსტნეობა, კენკროვანი ხილის წარმოება. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება რომ თემში

მოეწყოს ერთი ან რამოდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთი (რეკომენდირებული ფართობი 1000-5000მ2),

სადაც მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება და ფერმერები პრაქტიკულად

შეისწავლიან ყველა თანამედროევე ტექნოლოგიას.

3. ახალი ჯიშების დანერგვა მებოსტნეობაში, მემარცველობასა და მესაქონლეობაში

თემში მოძველებული ჯიშები მეხილეობასა, მემარცვლეობაში და მესაქონლეობაში მკვეთრად

ამცირებს პროდუქტიულობას. მნიშვნელოვანია მოეწყოს თემის დაინტერესებული, აქტიური

ფერმერებისათვის სასწავლო ვიზიტები მეზობელ თემებში უკვე მოქმედ, თანამედროვე ინტენსიური

ტექნოლოგიებით გაშენებულ სადემოსტრაციო მეურნეობებში. ფერმერებს საშუალება მიეცემათ

საკუთარი თვალით იხილონ თუ რას წარმოადგენს ინტენისური ტექნოლოგიები, როგორ

გამოიყურებიან ახალი ჯიშები, სუსტი ზრდის საძირეები, წვეთოვანი მორწყვის სისტემებები, როგორ

ხდება კენკროვანი ხილის წარმოება და სხვა.

Page 23: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

23

ურწყავ პირობეში სასურველია დაიწყოს ნიორის წარმოება, რადგან ნიორის სავეგეტაციო პერიოდი

გრძელდება იმ დრომდე, როცა შესაძლებელია პროდუქციის წარმოება ბუნებრივ პირობებში. ურწყავ

პირობებში ნიორის წარმოებით შესაძლებელია გაცილებით მეტი შემოსავლის მიღება ვიდრე

მარცვლეულის წარმოებით. ასევე, აღსანიშნავია რომ, გაცილებით რენტაბელური იქნება სარწყავ

ფართობებზე ისეთი ბოსტნეული კულტურების წარმოება, როგორიცაა ხახვი, მწვანე ლობიო,

თეთრთავიანი კომბოსტო (საშუალო ვეგეტაციის, კარგი შენახვისუნარიანობით), ყვავილოვანი

კომბოსტო, პომიდორი (საადრეო ვეგეტაციის ჯიშები). აგრეთვე კურკოვანი ხილისა და კენკროვნების

წარმოება.

თემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მესაქონლეობა. მესაქონლეობის განვითარებისათვის

ერთ-ერთი ხელშემწყობი და წარმატებული ნაბიჯი იქნება არსებული ჯიშების განახლება ხელოვნური

განაყოფიერების (დათესვლის) გზით. ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქონლის ჯიშობრივ

გაუმჯობესებას, ჯიშობრივ დაწმენდას, წველადობის მომატებას და სხვა.

4. მეფუტკრეობის დარგის განვითარება

თემში დიდი პოტენციალია მეფუტკერობის განვითარების მიმართულებით. აქედან გამომდინარე

მეფუტკრეობის განვითარებით შესაძლებელია თითეულმა ოჯახმა, განსაკუთრებით ტურისტულ

სეზონზე თაფლის რეალიზაციით მიიღოს მაღალი შემოსავალი.

5. მეფრინველეობის განვითარება

თემში დიდი პოტენციალია მეფრინველეობის განვითარების მიმართულებით. აქედან გამომდინარე

შინაური ფრინველის სულადობის გაზრდით, ტურისტულ სეზონზე შესაძლებელია თითეულმა

ოჯახმა გაზარდოს შინამეურნეობის შემოსავლები.

6. სარწყავი წყლის სისტემის ამოქმედება

თემში სარწყავი წყლის პრობლემა ერთ-ერთი შემაფერხებელია ფაქტორია სოფლის მეურნეობის

განვითარებისათვის. მისი მოგვარება მართლაც მეტად აქტუალურია და ცალსახად განაპირობებს

თემში სოფლის მეურნეობის დარგის რეალურად განვითარებას. ამჟამინდელი მდგომარეობით

შესაძლებელია მხოლოდ 40 ჰექტრის მორწყვა, რაც მთლიანი სახნავ-სათესი ფართობის დაახლოებით

4%-ია. თემში ადრე არსებული სარწყავი სისტემა მთლიანად არის ამორტიზებული და აღდგენას არ

Page 24: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

24

ექვემდებარება, შესაბამისად მისი რეაბილიტაცია ან ახლით ჩანაცვლება საკმაოდ დიდ ფინანსურ

დანახარჯებს მოითხოვს.

პროექტები

პრიორიტეტი 1: სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტის აღწერა:

თემში პრობლემას წარმოადგენს მექანიზაციის არ არსებობა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. სურამის თემში სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფართობი შეადგენს სულ 1069 ჰექტარს, რომლის დაახლოებით 60-70% დაუმუშავებელია სასოფლო სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო. შესაბამისად, ვერ ხერხდება აგრო ვადების დროული დაცვა და დაბალია მიწების პროდუქტიულობა. პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკის (აღწერილია პრიორიტეტებში) შეძენა.

პროექტის მიზანია თემში სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გზარდა.

მოსალოდნელი შედეგები: მოხდება სახნავი მიწების 90-100

პროცენტით დამუშავება; მოსავლიანობა გაიზრდება დაახლოებით

20-30 პროცენტით; ფერმერები შეძლებენ აგროვადებში

სამუშაოების ჩატარებას.

სამიზნე ჯგუფი არსებული ფერმერები, რომლებიც

ამუშავებენ სახნავ მიწებს.

ბენეფიციარების რაოდენობა: 1645 ფერმერი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: არაეფექტური გამოყენება; მცირე ფერემერებს შორის შეთანხების

სირთულე; დაბალი გადახდისუნარიანობა.

პროექტის ბიუჯეტი: 250 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები: სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია; თემი; ფინანსური ინსტიტუტები; კერძო სექტორი.

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

Page 25: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

25

პრიორიტეტი 2: თემში აგრო-კონსალტინგის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა პროექტის აღწერა: თემში არ არსებობს კვალიფიციური აგრონომის, ენტომოლოგის და ზოოტექნიკოსის მომსახურება, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია თემში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ფერმერები არ ფლობენ და მეტწილად ვერ ახერხებენ ინფომაციის მიღებას სხვადასხვა აგრარულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ინტენსიური ტრენინგ-კურსები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს ინფორმაცია დარგში არსებულ სიახლეებზე და მიღწევებზე, სასურველია ტრენინგები ჩატარდეს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. პროექტის მიზანია თემში სოფლის მეუნეობის განვითარების ხელშეწყობა აგროკონსალტინგის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. მოსალოდნელი შედეგები: ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთ

დაგეგმონ საკუთარი წარმოება; შეაფასონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების რისკები და გაზარდონ პროდუქტიულობა.

სამიზნე ჯგუფი: 200-მდე მცირე და საშუალო ფერმერი

(გლეხები, რომლდებსაც აქვთ 1ჰა-ზე მეტი მიწა);

ბენეფიციარების რაოდენობა: სურამის თემში, სოფლის მეურნეობის

სფეროში დასაქმებული 4500 მოსახლე პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა; შესაბამისი პროფილის არასამთავრობო

ორგანიზაციები.

რისკის ფაქტორები: სასწავლო კურსები და მომსახურების

სახეების არასათანადო ადაპტაცია უშუალოდ თემის საჭიროებებთან;

არასათანადო (ნეგატიური) დამოკიდებულება სიახლეებიის მიმართ;

მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა.

პროექტის ბიუჯეტი: 15000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო სექტორი.

განხორციელების პერიოდი:12 თვე

Page 26: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

26

პრიორიტეტი 3: ახალი ჯიშების დანერგვა მებოსტნეობაში, მემარცველობასა და მესაქონლობაში პროექტის აღწერა: თემში მოძველებული ჯიშები მებოსტნეობაში, მემარცვლეობაში და მესაქონლეობაში მკვეთრად ამცირებს პროდუქტიულობას. შესაბამისად აუცილებელია თემის მოსახლეობამ მოახდინოს ახალი ჯიშების შეძენა, ასევე მათი მოვლისთვის ჩატარდეს სპეციალური ტრენინგ კურსები. დამატებით, აქტიური ფერმერებისათვის სასურველია მოეწყოს სასწავლო ვიზიტები მეზობელ თემებში უკვე მოქმედ, თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიებით გაშენებულ სადემოსტრაციო მეურნეობებში. პროექტის მიზანია ახალი ჯიშების დანერგვა, მათი ადაპტაცია და შესაბამისად ამ დარგების პროდუქტიულობის ზრდა. მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტიულობა გაიზრდება დაახლოებით

30-35 პროცენტით; შემცირდება პროდუქტიულობის კლების

ტენდენცია.

სამიზნე ჯგუფი/ ბენეფიციარების რაოდენობა: სურამის თემის ფერმერები - 1645

ფერმერი.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ახალი ჯიშების ადაპტაციის რისკი; ფერმერების მხრიდან ახალი ჯიშების

მოვლის სირთულე.

პროექტის ბიუჯეტი: 30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დონორი ორგანიზაცია თემი.

განხორციელების პერიოდი:24 თვე

Page 27: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

27

2.2. არასასოფლო სამეურნეო ბიზნესი

არსებული მდგომარეობა

სურამის თემში ბიზნესსექტორი მეტნაკლებად არის განვითარებული. თემში არის 39 სხვადასხვა

ტიპის, სახის და პროფილის მაღაზია: სასურსათო, საყოფაცხოვრებო საქონლის, სამრეწველო და

სათამაშოების, თითოეულში დასაქმებულია საშუალოდ 2-3 ადამიანი. ასევე არის 10 საკვები ობიექტი.

სურამში არის 11 მომსახურების სფეროს ბიზნესი, მათ შორის 1 საპარიკმახერო, სადაც დასაქმებულია

3 ადამიანი. თემში არის 5 მოქმედი აფთიაქი. თემში ასევე არის 3 საცხობი, სადაც დასაქმებულია

დაახლოებით 3 ადამიანი და საქმიანობას ძირითადად თვითონ მფლობელები უძღვებიან.

ცხრილი №10. სურამის თემში მოქმედი ბიზნესები

დასახელება რაოდენობა

კვების ობიექტი 10

სამედიცინო ობიექტი 8

მაღაზია (საცალო ვაჭრობა) 39

მომსახურება 11

სამშენებლო 3

სასტუმრო 2

საკონსერვო ქარხანა 1

სოფელ ბიჯნისში და ჩუმათელეთში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყლები, რომლის ბაზაზეც

ადრე ფუნქციონირებდა აბანოები. ამჟამად ორივე შენობა დანგრეულია და საჭიროებს

რეაბილიტაციას. აბანოების რეაბილიტირების შემთხვევაში შესაძლებელია ათამდე ადამიანის

დასაქმდება. აბანოს მომსახურებით ისარგებლებენ, როგორც თემის მოსახლეობა, ასევე

დამსვენებლები, რომლებიც ყოველ სეზონზე სტუმრობს დაბა სურამს და მის მიმდებარე

ტერიტორიებს. სოფელ ბიჯნისში არის ასევე წყალსაცავი, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, მტკნარი

წყალი, საიდანაც მარაგდება გომის სპირტის ქარხანა. პერიოდულად ხდება სათავის დაბინძურება.

სათავის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელია მცირე ზომის წვენების ან ლიმონათის საწარმოს

გაკეთება ამ წყლის ბაზაზე.

ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის წინაშეც თემი დგას, არის კაპიტალის ნაკლებობა საქმის

დასაწყებად. მართალია რეგიონში არსებობს ფინანსური ინსტიტუტები (მიკრო-საფინანსო

Page 28: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

28

ორგანიზაციები, ბანკები), თუმცა პირობები, როგორიცაა პროცენტი და უზრუნველყოფა,

არახელსაყრელია.

დაბა სურამში სეზონურად ხდება დამსვენებლების მიღება (სახლების დაახლოებით 62 პროცენტი

გამოიყენება დამსვენებლებისათვის). შესაბამისად დაბა სურამისთვის ასევე მიმდებარე

სოფლებისთვის ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თემში ტურიზმის

განვითარების ერთ-ერთ მნიშველოვან დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ტურისტული

ინფრასტრუქტურის განვითარება. მაგალითად დაბა სურამში არ არსებობს შესაბამისი

კეთილმოწყობილი სკვერები. ტურიზმის სფეროში ბიზნესის (საოჯახო სასტუმროები, საკვები

ობიექტები, ტურისტული მომსახურებები და სხვა.) განვითარებას თემში დიდი პოტენციალი გააჩნია,

რადგან თემის ბუნებრივ-კლიმატური პირობები ყოველწლიურად მაისი-სექტემბრის პერიოდში

მრავალ დამსვენებელს იზიდავს. დამატებით თემში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა

ტურიზმის მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის

მმართველებისთვის სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარება. შესაბამისად სფეროში დასაქმებული

პირები შეძლებენ ახალი ცოდნით და გამოცდილებით სერვისების შეთავაზებას და დამსვენებლების

მომსახურებას.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

სურამის თემში ბიზნეს სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №11-ე ცხრილში. წინამდებარე ცხრილი ემყარება თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

Page 29: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

29

ცხრილი №11. სურამის თემში არასასოფლო სამეურნეო ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი 1. მოშლილი

ინფრასტრუქტურა ფინანსების სიმცირე; ინვესტორების სიმცირე

შემოსავლის სიმცირე; ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და გამართვა

კერძო ინვესტორები; სხვადასხვა დონორები; ცენტრალური მთავრობა.

2. დაბალგანვითარებული ტურისტული მომსახურების სფერო

ფინანსების სიმცირე; ინვესტორების სიმცირე; სპეციალისტების სიმცირე; ინფრასტრუქტურის არარსებობა.

შემოსავლის სიმცირე, ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე. უმუშევრობა

სასტუმროების და სხვა მომსახურების ცენტრების გახსნა; პროფესიული გადამზადება.

ინვესტორები; სხვადასხვა დონორები; ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა.

3. ახალი ტურისტების მოზიდვის და არსებული ტურისტების შენარჩუნების სირთულე

კონკურენცია განახლებულ კურორტებთან; მოძველებული ტურისტული ინფრასტრუქტურა; საოჯახო სასტუმროების მომსახურების სფეროში ინვესტიციების ნაკლებობა.

თემში ყოველწლიურად მცირდება ტურისტების ნაკადი; მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

კერძო ინვესტორები; სხვადასხვა დონორები; აგილობრივი და ცენტრალური მთავრობა.

4. ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების არქონა

საკონსულტაციო-ტრეინინგ მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა

არ ხდება ბიზნეს ინიციატივების განხორციელება და არსებულის განვითარება

ბიზნესუნარების გაზრდა ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის

დონორი ორგანიზაცია

5. სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიების სიმცირე

ფინანსების სიმცირე, ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე

ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე შემოსავლების სიმცირე. ხარჯების ზრდა

საყოფაცხოვრებო და სასურსათო მაღაზიების მოწყობა

ინვესტორები; სხვადასხვა დონორები.

6. სასმელი წყლის სისტემის და კანალიზაციის გაუმართაობა

ფინანსების სიმცირე ანტისანიტარია, ტურისტებისა და დამსვენებლების სიმცირე

სასმელი წყლის სისტემის და კანალიზაციის გამართვა

ცენტრალური მთავრობა; მუნიციპალიტეტის გამგეობა.

Page 30: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

30

არასასოფლო სამეუნეო ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობის პრობლემებისა და

განვითარების პოტენციალის შესწავლის შედეგად მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ

გამოვლენილ იქნა სურამის თემში ბიზნეს სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები

და საფრთხეები.

გამოვლინდა, რომ ტურიზმი არასასოფლო სამეუნეო ბიზნეს სექტორის განვითარების ყველაზე

პერსპეტიული მიმართულებაა. სურამს თავისი უნიკალური ბუნებრივ კლიმატური პირობებით

შეუძლია ადგილი დაიკავოს საქართველოს ტურისტული მხარეების სიაში. საჭიროა, რომ

უზრუნველყოფილ იყოს სათანადო საბაზო ინფრასტრუქტურა და მრავალსახოვანი მომსახურებები.

SWOT-ანალიზი

ბიზნეს სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

ხაშურის ბაზრებთან და თბილისი-სენაკის მაგისტრალთან სიახლოვე;

ტურისტული პოტენციალი/საკურორტო ზონა;

ბალნეოლოგიური წყლები; მცირე სავაჭრო და საკვები ობიექტების

არსებობა; ტურიზმის მომსახურების სფეროში

არსებული გამოცდილება.

ინვესტიციების სიმწირე; თანამედროვე ბიზნეს განათლების

დაბალი დონე; მოძველებული ტურისტული

ინფრასტრუქტურა; სკვერების, სპორტული მოედნების და

სხვა გასართობი და დასასვენებელი ობიექტების არარსებობა;

მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების დაბალი კვალიფიკაცია.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

პროფესიული გადამზადება ბიზნესის წარმოებასა და ადმინისტრირებაში;

მომსახურების მცირე ზომის საწარმოების განვითარება;

ახალი მაღაზიების, სასტუმროების და სხვა მომსახურების ობიექტების გახსნა.

დამსვენებლების ნაკადის შემცირება; მომსახურების და ვაჭრობის სფეროში

არსებული ბიზნესების არაკონკურენტუნარიანობა;

ტურიზმის სფეროში მაღალი კონკურენცია.

ბიზნესსექტორის გაანალიზებისა და არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

Page 31: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

31

1. არსებული საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის გავრცელების

მექნიზმების ამოქმედება

დაბა სურამში ოჯახების დაახლოებით 62% სეზონურად საცხოვრებელ სახლებს იყენებს, როგორც

საოჯახო სასტუმროს (დაახლოებით 1500 სახლი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ თემის მაცხოვრებლების

თითქმის 50% არ ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. შესაბამისად, ტურიზმი

შესაძლოა გახდეს თემის ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მიმართულება.

ამგვარი საოჯახო სასტუმროების უმეტესობა არ არის მოწყობილი სათანადოდ. ამასთან, ისინი ვერ

ახერხებენ ახალი დამსვენებლების მოზიდვას. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს

სპეციალური საინფორმაციო სისტემა არსებული საოჯახო სასტუმროების შესახებ ინფორმაციის

გასავრცელებლად. ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი ინსტრუმენტები:

1)საინფორმაციო პორტალის მომზადება სურამის საოჯახო სასტუმროების და ადგილობრივი

ტურისტული ატრაქციების შესახებ. შემდგომში აუცილებელია საინფორმაციო პორტალის განთავსება

სხვა ინტერნეტ რესურსებში (მაგ. ტურიზმის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე); 2)თითოეული

საოჯახო სასტუმროს დაკავშირება არსებულ ტურისტულ საინფორმაციო სისტემებთან (მაგ.

სხვადასხვა ვებ გვერდები) და ინფორმაციის განთავსებაში დახმარება.

საოჯახო სასტუმროების განვითარებისათვის, ასევე ეფექტიანი იქნება მფლობელების დატრეინინგება

და მათი საინფორმაციო მასალით აღჭურვა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: მარკეტინგი ტურიზმში;

საოჯახო სასტუმროს მოწყობა და მართვა, ტურისტული პაკეტების შემუშავება (მაგ. ექსკურსიების

ორგანიზება) და ა.შ.

2. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

რაც უნდა კარგად განვითარდეს საოჯახო სასტუმრობი და გაიზარდოს მათი მომსახურების ხარისხი,

ტურისტების ნაკადის რაოდენობისა და მათი დარჩენის ხანგრძლივობის გაზრდისათვის

აუცილებელია თემში განვითარებული იყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპისათვის

სურამში მხოლოდ ერთი სკვერია რეაბილიტირებული და ისიც არასრულყოფილად.

ამ მხრივ აუცილებელია ადგილობრივი თვითმართველობის ჩართვა პროცესში და ასევე კონკრეტული

პროექტის შემუშავება პარკებისა და სკვერების განახლების/რეაბილიტაციის მიზნით. ასევე

მნიშვნელოვანია კანალიზაციის და სასმელი წყლის მიწოდების სისტემების რეაბილიტაცია, რაც

უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე.

Page 32: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

32

აღსანიშნავია მომსახურების სხვადასხვა სფეროში ბიზნეს ერთეულების ოპერირების ხელშეწყობის

აუცილებლობა, როგორიცაა: ინტერნეტ-კაფე, სილამაზის სალონი, ვიდეო თამაშების დარბაზი, მცირე

ზომის კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, სხვადასხვა ატრაქციონები და ა.შ. თუმცა, აქვე

გასათვალისიწნებელია, რომ აღნიშნული ტიპის ობიეტები ძირითადად ე.წ სეზონზე იქნება

დატვირთული. ხელშეწყობა ამ მიმართულებით შესაძლოა იყოს (1) ბიზნეს-გრანტებისთვის

მიმართულებების განსაზღვრა; (2) პერსპექტიულ ბიზნეს ერთეულებზე ზოგადი ბიზნეს-გეგმების

მომზადება და მათი გავრცელება დაინტერესებულ თემის წევრებსა და/ან პოტენციურ ინვესტორებს

შორის.

3. პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით

ტურიზმი არის სურამის თემის ბიზნესის განვითარების საუკეთესო დარგი, რომელსაც გააჩნია

საკმაოდ დიდი პოტენციალი. თუმცა, აუცილებელია ამ თემის, როგორც ტურისტული ზონის

კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ამაღლება. პირველ რიგში აუცილებელია ჩატარდეს

ტურიზმის მომსახურების სფეროში მოქმედი ადგილობრივი კერძო მეწარმეების და მათი

პერსონალის გადამზადება სპეციალური მიმართულებებით: საოჯახო სასტუმროს მართვა, კვების

მომსახურება და სხვა. შედეგად ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე პირი შეძლებს

გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას პოტენციური კლიენტებისათვის და ასევე მოხდება

ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა. შედეგად,

გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები.

4. გოგირდის წყლის რესურსის გამოყენება (აბანოების რეაბილიტაცია)

გოგირდის წყლები იმთავითვე საინტერსო რესურსია, რომელიც ასევე წვლილს შეიტანს ტურზმის

განვითარებაში. თუმცა, თემის წარმოამდგენლების თქმით უშუალოდ აბანოები უკვე კერძო

საკუთრებაშია, თუმცა ისინი ვერ ასახელებენ მფლობელს და აბანოების შესაძლო რეაბილიტაციის

სტატუსს. ასევე წყლების გამოყენებისათვის აუცილებელია შესაბამისი ბუნებრივი რესურსებით

სარგებლობის ლიცენზია.

შესაბამისად, ამ ეტაპზე რეალისტური პროექტის მომზადება გოგირდის წყლების გამოყენების

თაობაზე შეუძლებელია. ნემისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ტიპის პროექტი მოითხოვს დამატებით

ბიზნეს და მეცნიერულ კვლევებს და შემდგომში სათანადო ინვესტორის მოძიებას.

Page 33: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

33

პროექტები

პრიორიტეტი 1: არსებული საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის გავრცელების მექნიზმების ამოქმედება პროექტის აღწერა: დაბა სურამში ოჯახების დაახლოებით 62% სეზონურად საცხოვრებელ სახლებს იყენებს როგორც საოჯახო სასტუმროს (დაახლოებით 1500 სახლი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ თემის მაცხოვრებლების თითქმის 50% არ ფლობს სასოფლო-სამუერნეო დანიშნულების მიწას. შესაბამისად, ტურიზმი თემის ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მიმართულებაა. პროექტი შედგება 2 ძირითადი კომპოტენტისაგან: 1. არსებული საოჯახო სასტუმროების აღწერა და მონაცემთა ბაზის მომზადება, აღნიშნული მონაცემების ვებ-პორტალზე (არსებულ გვერდებზე, მაგალითად www.davisvenot.ge) ატვირთვა; 2. არსებული საოჯახო სასტუმროების მფლობელების უნარების და ცოდნის გაზრდა (ტრენინგების გზით) პროექტის მიზანია თემში არსებული ტურისტული პოტენციალის და საოჯახო სასტუმროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და არსებული საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერა მათი დატრეინინგების გზით. მოსალოდნელი შედეგები: სურამის თემში არსებული საოჯახო სასტუმროების

შესახებ ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ დამსვენებლებში, რაც გაზრდის ტურისტების ნაკადს;

საოჯახო სასტუმროები შეძლებენ გაუმჯობესებული და უფრო მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას;

ტურისტულ ბიზნესში ჩართული მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება 20-30 პროცენტით.

სამიზნე ჯგუფი არსებული საოჯახო სასტუმროები,

საშუალოდ 700 ბენეფიციარების რაოდენობა: დაბა სურამის მოსახლეობა,

დაახლოებით 50%; მომსახურების ობიეტები - 50.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: კერძო კომპანიები. კერძო პირები; დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; თემის მოსახლეობა; ტურიზმის სააგენტო.

რისკის ფაქტორები: სიახლეების დანერგვისთვის საჭირო

ასაკმარისი ინვესტიციები; ახალი ცოდნის ათვისების

სირთულეები; მაღალი კონკურენცია ტურიზმის

მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი: 25 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ინვესტორები; დონორი ორგანიზაცია; ფინანსური ინსტიტუტები არასამთავრობო ორგანიზაციები; საოჯახო სასტუმროების

მესაკუთრეები. განხორციელების პერიოდი: 5 თვე

Page 34: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

34

პრიორიტეტი 2: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

პროექტის აღწერა: საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის და ასევე ტურიზმის მომსახურების ხარისხის გაზრდისთვის, ტურისტების ნაკადის რაოდენობისა და მათი დარჩენის ხანგრძლივობის გაზრდისათვის აუცილებელია თემში განვითარებული იყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: სკვერი, საბავშვო მოედანი, გარე განათება; გასართობი ობიეტები: კინოთეატრი, ინტერნეტ-კაფე, სილამაზის სალონი და ა.შ პროექტის მიზანია თემში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოსალოდნელი შედეგები: თემში გაიზრდება დამსვენებლების

რაოდენობა და ასევე მოხდება არსებული დამსვნებელების შენარჩუნება;

ტურიზმის სფეროში გაიზრდება მოსახლეობის დასაქმების დონე.

სამიზნე ჯგუფი თემში არსებული ტურისტული ობიექტების

და საოჯახო სასტუმროების 700-მდე მესაკუთრე.

დაინტერესებული ინვესტრორები. ბენეფიციარების რაოდენობა: სურამის თემის მოსახლეობა - 11 118

ადამიანი

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: მოქმედი მეწარმეები; კერძო ინვესტორები; დონორი ორგანიზაცია; თემის მოსახლეობა; მუნიციპალიტეტის გამგეობა; ტურიზმის საააგენტო.

რისკის ფაქტორები: განახლებული ინფრასტრუქტურის მოვლა-

პატრონობა; მაღალი კონკურენცია ტურიზმის დარგში; გასართობი ობიეტების ეკონომიკური

აქტივობის სეზონურობა.

პროექტის ბიუჯეტი: 50 000 ლარი (საშუალო ღირებულება ერთი ობიექტისათვის მაგ. მცირე კინოთეატრი) 10 000 - (საშუალო ღირებულება მომსახურების მცირე ზომის ობიექტისათვის. მაგ. ინტერნეტ-კაფე, სალონი და.აშ)

შესაძლო დაფინანსების წყაროები ინვესტორები; მეწარმეები; დონორი ორგანიზაციები; ადგილობრივი და ცენტრალური

ხელისფლება, სახლემწიფო ფონდები; ფინანსური ინსტიტუტები.

განხორციელების პერიოდი: 4 თვე (საშუალო ვადა ერთი ობიექტისათვის)

Page 35: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

35

პრიორიტეტი 3: პროფესიული გადამზადება ტურიზმის მიმართულებით

პროექტის აღწერა: თემში ტურიზმის ბიზნესში განათლების დაბალი დონეა და მოსახლეობას არ გააჩნია ტურიზმის ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევები. პროექტის მიზანია ტურიზმის მომსახურების სფეროში ჩატარდეს მოქმედი ადგილობრივი კერძო მეწარმეების და მათი პერსონალის (ასევე დაინტერესებული პირების) გადამზადება სპეციალური მიმართულებებით: საოჯახო სასტუმროს მართვა, კვების მომსახურება, ტურისტული პროდუქტების შემუშავება და სხვა. მოსალოდნელი შედეგები: თემში მოხდება ახალი ტურიზმის

ინიციატივების განხორციელება და არსებული ტურისტული ბიზნესის განვითარება;

გაიზრდება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: ადგილობრივი მცირე მეწარმეები

ტურიზმის ბიზნესში (მაგ. საკვები ობიქტების მეპატრონეები) - საშუალოდ 30 პირი.

დაინტერებული თემის მაცხოვრებელები - საშუალოდ 70.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ტურისტული ობიეტების არსებული დ

პოტენციური მფლობელები/მენეჯერები; დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის გამგეობა; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: ტრენინგ-კურსების არასათანადო

ადაპტაცია კონკრეტულ საჭირობებთან;

კურსდამთავრებულების დამოკიდებულების ცვლილება (მაგალითად. აღარ განაგრძო მუშაობა დარგში ან შიდა მიგრაცია).

პროექტის ბიუჯეტი: 30 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები დონორი ორგანიზაცია; კერძო ინვესტორი; ფინანსური ინსტიტუტები

განხორციელების პერიოდი: 6 თვე

Page 36: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

36

2.3. ინფრასტრუქტურა

არსებული მდგომარეობა

სურამის თემში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში ინფრასტრუქტურა უმეტეს შემთხვევაში ცუდ

მდგომარეობაშია. ქვემოთ მოცემულია სურამის თემში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის

ობიექტების მდგომარეობის მიმოხილვა.

წყლის მიწოდების სისტემები. სურამის თემში სასმელი წყლის სისტემა მოიცავს 300 კმ-ს და 1000

ოჯახს ემსახურება. სურამის თემში არის სასმელი წყლის წყალსადენის ორი სათავე ნაგებობა: 1)

ორხევი, რომელზეც 2010 წელს მოეწყო სათავის რეაბილიტაცია და 2) ბიჯნისი, რომელზეც 2010 წელს

მოხდა წყალშემკრები აუზის კედლის შეკეთება. სათევე ნაგებობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას,

შესაცვლელია წყალსადენი მილების 40 პროცენტი.

რაც შეეხევა სარწყავს სისტემას ირწყვება მხოლოდ სოფ.ბეკამის ნაკვეთების ნაწილი, 2010 წელს ამ

სოფლის საირიგაციო სისტემას რეაბილიტაცია გაუკეთდა. სულ საირიგაციო სისტემა შეადგენს 20 კმ-ს

და ის ემსახურება 200 ოჯახს. სისტემის 50 პროცენტი საჭიროებს რეაბილიტაციას. ასევე კანალიზაცია,

რომელიც ემსახურება 1200 ოჯახს (სულ 18 კმ) საჭიროებს რეაბილიტაციას. კანალიზაცია მოსაწყობია

დასახლებით 70 პროცენტზე. მისი მოწყობა დაიცავს მდინარე სურამულას და მთლიანად სურამს

დაბინძურებისაგან.

ელექტროსისტემა. ელექტრომომარაგება და ელექტროსისტემა ზოგადად კარგ მდგომარეობაშია,

სარეაბილიტაციოა დაახლოებით 25 პროცენტი. ამჟამად ელექტროენერგია მიეწოდება ოჯახების 99

პროცენტს (3100 ოჯახს). გარე განათება მოსაწყობია თემის ქუჩების 80 პროცენტზე. ამჟამად განათება

(სულ 8 კმ) ემსახურება 1000 ოჯახს.

გაზმომარაგება. სურამის თემში 30 კმ სიგრძის გაზმომარაგების სისტემა, რომელიც ემსახურება 2000

ოჯახს ზოგადად კარგ მდგომარეობაშია. რეაბილიტაციას საჭიროებს მთლიანი სისტემის მხოლოდ 20

პროცენტი. თუმცა სოფელ ბიჯნისში არაა შესული ბუნებრივი აირი. სოფლამდე გაზის მისაყვანად

დარჩენილია დაახლოებით 2 კილომეტრი სისტემის მოწყობა. გაზის შეყვანა სოფელში ხელს შეუწყობს

ტყის მასივის შენარჩუნებას.

საგზაო ინფრასტრუქტურა. სურამის თემის 12 კმ-იანი გზა კარგ მდგომარეობაშია. ხოლო შიდა გზების

(სულ 38 კილომეტრი) დაახლოებით 30 პროცენტი საჭიროებს რეაბილიტაციას. ასევე თითქმის

Page 37: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

37

მთლიანად არის შესაკეთებელი სასოფლო სამეურნეო მიწებთან მისასვლელი გზები (სულ 25 კმ). დაბა

სურამის მთავარი ქუჩები: რუსთაველის, აღმაშენებლის, თამარ მეფის, გრ. სურამელის, ლესია

უკრაინკას და მშვიდობის მოასფალტებულია და კარგ მდგომარეობაშია. მოსააფალტებელია

დანარჩენი ქუჩები. საჭიროა 9 აპრილის ქუჩის მოასფალტება, რომელიც ძირითადად ემსახურება სოფ.

ბეკამს და გვერდისუბანს. ასევე დაბა სურამში მოსაასფალტებელია რუსიას და პუშკინის ქუჩები; ასევე

მათიაშვილის ქუჩა, სადაც მდებარეობს სურამის ციხე. დამატებით მოხრეშვას საჭიროებს სოფლებში

მისასვლელი გზები.

სხვა ინფრასტრუქტურა. სურამის ციხეზე საჭიროა გასამაგრებელი სამუშაოების დასრულება.

მიწისძვრამ დააზიანა სურამის ციხეზე არსებული წმ. გიორგის ტაძარი. საჭიროა მისი აღდგენა.

საჭიროა სურამის ციხის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა და ავტოსადგომის მოწყობა. დაბა

სურამში საჭიროა მოეწყოს დასასვენებელი პარკი კარუსელებით, გასართობი და დასასვენებელი

კუთხეებით. ასევე დაბა სურამის სტადიონი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. ასევე საჭიროა

მდინარე სურამულას მუდმივი გასუფთავება და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.

რეაბილიტაციას საჭიროებს დაბა სურამის კულტურის ცენტი, საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა,

მუსიკალური სკოლა და ყოფილი ბაზრის შენობა.

ცხრილი №12. სტატისტიკური ინფორმაცია სურამის თემის ინფრასტრუქტურის შესახებ

ინფრასტრუქტურა სიგრძე (საჭიროებისამებრ)

რამდენ ოჯახს ემსახურება

მოქმედია თუ არა *მდგომარეობა

დაზიანებული ინფრასტრუქტურის % წილი

სასმელი წყალი 300 კმ 1 000 კი ცუდი ამორტიზირებული

საირიგაციო წყალი

20 000 მ 200 კი ცუდი 50%

თემის მთავარი გზა

12 კმ -- კი კარგი -

შიდა გზები 38 კმ 3 000 კი ცუდი 32%

მიწასთან და საძოვრებთან მისასვლელი გზები

25 კმ 3 000 კი ძალიან ცუდი 95 %

ელექტროსისტემა 46 კმ 3 100 კი კარგი 25%

გაზი 30 კმ 2 000 კი კარგი 20%

Page 38: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

38

გარე განათება 8 კმ 1 000 კი ცუდი ---

კანალიზაცია 18 კმ 1 200 კი ცუდი 30%

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

სურამის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი

გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №13 ცხრილში. წინამდებარე

ცხრილი ემყარება თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

ცხრილი №13. სურამის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1.

სარეაბილიტაციო სასმელი წყლის სისტემა

წყლის მილები არის ძალან დაზიანებული

სასმელი წყლის არასტაბილური მიწოდება და დაბინძურება

სასმელი წყლის მილების შეცვლა (40 პროცენტი), სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფება; დონორი ორგანიზაცია.

2.

დაბა სურამში სკვერის კეთილმოწყობა

დიდი ხანია არ შეკეთებულა

ნეგატიური გავლენა ტურიზმზე

სკვერის რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაციები.

3.

კანალიზაციის სისტემის გაუმართავობა

დიდი ხანია არ შეკეთებულა

ანტისანიტარია, დაავადებები, გარემოს დაბინძურება, ნეგატიური გავლენა ტურიზმზე

სისტემის რეაბილიტაცია 70 პროცენტზე

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

4.

შიდა გზების მოუწესრიგებლობა

დიდი ხანია არ შეკეთებულა

პრობლემას უქმნის მოსახლეობის გადაადგილებას

ასფალტის დაგება და მოხრეშვა

ადგილობრივი ხელისუფლება

5.

მდინარე სურამულას დეფორმირებული კალაპოტი და ნაპირები

ნაგავსაყრელის და ბუნკერების არქონა; ნაგვის მდინარეში გადაყრა, წყალდიდობა

გარემოს დაბინძურება, ანტისანიტარია, ქუჩების და ეზოების დატბორვა

კალაპოტის დაღრმავება და ნაპირის გამაგრება

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაციები.

6.

გარე განათების არარსებობა

არ არის საკმარისი ლამპიონები დამონტაჟებული

ბნელი ქუჩები ლამპიონების დამონტაჟება 80 პროცენტზე

ადგილობრივი ხელისუფლება

Page 39: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

39

7.

სპორტდარბაზის არარსებობა და სტადიონის ცუდი მდგომარეობა

ფინანსების სიმცირე

ახალგაზრდობის სპორტული განვითარების შეფერხება, ნეგატიური გავლენა ტურიზმზე

სპორტდარბაზის გახსნა და სტადიონის რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაციები.

8.

სკოლების რეაბილიტაცია

დიდი ხანია არ შეკეთებულა

ანტისანიტარია, დაავადებები, განათლების დონის გაუარესება, მოსწავლეთა რაოდენობის კლება

სკოლების რემონტი, კანალიზაციის მოწყობა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაციები.

9.

სურამის ციხის გამაგრება, და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

მიწისძვრა, ფინანსების სიმცირე

ტურიზმზე ნეგატიური გავლენა

ციხის გამაგრება და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

10.

სარეაბილიტაციო სარწყავი წყლის სისტემა

მოძველებული და ამორტიზებულია

სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების არასაკმარისი მორწყვა

სისტემის რეაბილიტაცია (50 პროცენტი)

ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად

მოხდა სექტორის ,,SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა სურამის თემში

ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და

საფრთხეები.

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურა

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

გამართული ელექტრომომარაგების სისტემა; გამართული გაზმომარაგების სისტემა; თემის მთავარი გზის კარგი მდგომარეობა; მეტნაკლებად მოწესრიგებული შიდა გზები.

მოძველებული და ამორტიზებული სასმელი წყალმომარაგების სისტემა;

ნაპირსამაგრების არარსებობა მდ. სურამულაზე; სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან

მისასვლელი გზების გაუმართაობა; გაუმართავი კანალიზაციის სისტემა; არასაკმარისი გარე განათება.

Page 40: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

40

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება; სასმელი და სარწყავი სისტემის გამართვა; სანაგვე ურნებისა და გარეგანათების მოწყობა; მდ. სურამულას ნაპირგამაგრება; სოციალური ინფრასტრუქტურის

რეაბილიტაცია.

არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვა;

ბუნებრივი მოვლენები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს არსებული ინფრასტრუქტურა.

სურამის თემში ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

1. დაბა სურამში სკვერების რეაბილიტაცია

დაბა სურამში, როგორც ტურისტულ-დასასვენებელი ადგილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია

მოწესრიგდეს იქ არსებული სკვერები. დღეს არსებული ორი სკვერიდან მხოლოდ ერთი სკვერის

რეაბილიტაცია მოხდა და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. დამსვენებლებისათვის და იქ ჩასული

სტუმრებისათვის არ არსებობს მოწესრიგებული თავშეყრის ადგილი, სადაც შეძლებდნენ ბავშვების

გართობა-გასეირნებას.

შესაბამისად საჭიროეა არსებულ ორ სკვერში შემდეგი სამუშაოების ჩატარება: დასუფთავება, ახალი

სკამების დამონტაჟება, მიწის ზედაპირის მოკირწყვლა, გარე განათებების დამონტაჟება, შემოღობვა

და არსებული ფლორის გაუმჯობესება.

2. სასმელი წყლით უზუნველყოფა

მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა თემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას

წარმოადგენს. წყლის არასაკამარისი რაოდენობითა და არასათანადო ხარისხით მიწოდება ზრდის

მოსახლეობაში ეპიდემიის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ

მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჰიგიენური საკითხების მოგვარება, რომელიც წყლის

სისტემის გამართვის გარეშე შეუძლებელია.

პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელია სასმელი წყლის სათავე ნაგებობების სრული

რეაბილიტაცია და წყალსადენი მილების 40%-ის შეცვლა. სასურველია ადგილობრივმა

თვითმმართველობის ორგანოებმა მოამზადონ გამართული პროექტები, მოახდინონ მათი ლობირება

ცენტრალურ დონეზე და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოიზიდონ დამატებითი

Page 41: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

41

სახსრები კაპიტალური პროექტებისათვის. თემის წევრებმა აღნიშნეს, რომ სასმელი სისტემის

პროექტი დამტკიცებულია და დაგეგმილია შესაბამისი სამუშაოები (დასადგენია ვადები და

პროექტის რეალისტურობა).

3. კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება

დაბა სურამში მოშლილია კანალიზაციის სისტემა (18 კმ მთლიანი სიგრძე), რაც იწვევს

ანტისანიტარიას, დაავადებების გავრცელების საშიშროებას და გარემოს დაბინძურებას. შესაბამისად

გაუმართავი კანალიზაციის სისტემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას

წარმოადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სურამის როგორც საკურორტო ზონის შემდგომი

განვითარება საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების გარეშე წარმოუდგენელია. ზემოაღნიშნული

პრობლემის მოგვარება, შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი და ცენტრალური

ხელისუფლების ორგანოების აქტიური ჩარევით. შესაბამისად უნდა მოხდეს არსებული

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის საკითხის ლობირება და დაფინანსების მოძიება

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განკუთვნილი ფონდებიდან.

4. შიდა გზების რეაბილიტაცია

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს თემის

ეკონომიკურ განვითარებას. შიდა გზების მდგომარეობაზეა დამოკიდებული თემში, როგორც

სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის განვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი გზები

ამორტიზებულია (მთლიანი სიგრძე - 38 კმ), მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან

მაღალ ცვეთას და ხშირად გამოდიან მწყობრიდან. აღნიშნული ფაქტორი ზრდის ფინანსურ

დანახარჯებს და გადაადგილებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობას, ასევე ქმნის

მგზავრობისათვის არაკომფორტულ გარემოს.

პრობლემის მოგვარება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს და შესაბამისად პრიორიტეტის

დაფინანსება სასურველია მოხდეს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ასევე

სხვა ხელმისაწვდომი ფონდებიდან.

5. მდინარე სურამულას ნაპირის გამაგრება

სეზონურად თემში წარმოიქმნება წყალდიდობის საფრთხე, რაც გამოწვეულია მდინარე სურამულას

ადიდებით და ნაპირსამაგრების არ არსებობით. საფრთხე ექმნება მდინარის ნაპირას არსებულ,

Page 42: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

42

როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე საკარმიდამო ნაკვეთებს. წყალდიდობისა და მდინარის

ადიდების გამო თემის მოსახლეობას არაერთხელ მიადგა დიდი მატერიალური ზიანი. 2011 წლის

წყალდიდობის, მდინარე სურამულას ადიდების შედეგად დაზარალდა რამდენიმე

ინფრასტრუქტურული ობიექტი და ათობით საცხოვრებელი სახლი.

შესაბამისად მდინარე სურამულა საჭიროებს ნაპირგამაგრებას, რომელიც შესაძლებელია

განხორციელდეს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ასევე სხვა მიზნობრივი

პროექტებით.

6. გარე განათების სისტემის მოწესრიგება დაბა სურამში

დაბა სურამში, საკურორტო-ტურისტული ზონის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს

წარმოადგენს გარე განათების სისტემის მოუწესრიგებლობა. მოსახლეობისა და დამსვენებელთათვის

იქმნება არაკომფორტული გარემო და იზრდება კრიმინოგენული საფრთხის რისკი. მთლიანობაში,

მოსაწესრიგებელია გარე განთება 8 კილომენტრიან მონაკვეთზე. აღნიშნული პრობლემის მოგვრება

ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა

მოხდეს მისი პრიორეტიზაცია და შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა.

პროექტები

პრიორიტეტი 1: ცენტრალური სკვერის და ე.წ. „რკინის წყალის“ ფარდულის ტერიტორიების ნაწილის რეაბილიტაცია პროექტის აღწერა: დაბა სურამში, როგორც ტურისტულ-დასასვენებელი ადგილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს იქ არსებული სკვერები. დამსვენებლებისათვის და იქ ჩასული სტუმრებისათვის არ არსებობს მოწესრიგებული თავშეყრის ადგილი, სადაც შეძლებდნენ ბავშვების გართობა-გასეირნებას. პროექტის მიზანია სკვერებში შემდეგი სამუშაოების ჩატარება: დასუფთავება, ახალი სკამების დამონტაჟება, მიწის ზედაპირის მოკირწყვლა, გარე განათებების დამონტაჟება, და ა.შ მოსალოდნელი შედეგები: თემის ტურისტული მიმზიდველობის ამაღლება; თემის მოსახლეობისთვის და

დამსვენებლებისთვის გაუმჯობესებული პირობები;

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: დაბა სურამის მოსახლეობა (9656 ადამიანი); დამსვენებლები, დაახლოებით 2000-3000

პირი სეზონზე.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: კერძო მეწარმეები; ტურიზმის სააგენტო; დონორი ორგანიზაცია;

რისკის ფაქტორები: რეაბილიტირებული სკვერის დაზიანება

დამსვენებლების და მოსახლეობის მიერ; სკვერის მოვლა-პატრონობის, შენარუნების

Page 43: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

43

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა; სოფლის მოსახლეობა.

სირთულეები.

პროექტის ბიუჯეტი: 26 560 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

პრიორიტეტი 2: სასმელი წყლით უზუნველყოფა

პროექტის აღწერა: მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა თემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. წყლის არასაკამარისი რაოდენობითა და არასათანადო ხარისხით მიწოდება ზრდის მოსახლეობაში ეპიდემიის საფრთხეს. პროექტის მიზანია სასმელი წყლის სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და წყალსადენი მილების 40%-ის შეცვლა. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობა მიიღებს სათანადო ხარისხის

სასმელ წყალს სრულად; გაიზრდება დაბა სურამის ტურისტული

მიმზიდეველობა და შესაბამისად ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ გაზრდილ შემოსავლებს.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: თემის მოსახლეობა (111 118 ადამიანი)

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: რეაბილიტირებული სისტემის დაზიანება

გზების შეკეთებითი სამუშაოებით; რეაბილიტირებული სისტემის მოვლა-

პატრონობა. პროექტის ბიუჯეტი: 500 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 12 თვე

Page 44: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

44

პრიორიტეტი 3: კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება

პროექტის აღწერა: დაბა სურამში მოშლილია კანალიზაციის სისტემა (18 კმ მთლიანი სიგრძე), რაც იწვევს ანტისანიტარიას, დაავადებების გავრცელების საშიშროებას და გარემოს დაბინძურებას. პროექტის მიზანია საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია; მოსალოდნელი შედეგები: მდინარე სურამულას და დაბა სურამის

დაბინძურების შემცირება; დადებითი გავლენა თემის ტურისტულ

მიმზიდველობაზე; დაავადებების და ეპიდემიების გავრცელების რისკის

შემცირება;

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: დაბა სურამის მოსახლეობა (9656

ადამიანი)

პოტენციური დაინტერესებული მხარეები:

დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები:

რეაბილიტირებული სისტემის დაზიანება გზების შეკეთებითი სამუშაოებით

პროექტის ბიუჯეტი:

2 700 000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები

დონორი ორგანიზაცია ადგილობრივი და ცენტრალური

ხელისუფლება; სახელმწიფო და საერთაშორისო

ინფრასტრუქტურული ფონდები.

განხორციელების პერიოდი: 12 თვე

Page 45: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

45

2.4. სოციალური სექტორი

არსებული მდგომარეობა

სოციალური ინფრასტრუქტურა სურამის თემში მეტნაკლებად არის განვითარებული. ხელის

შემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც სოციალური

ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების საშუალებას ვერ იძლევა. ქვემოთ მოცემულია სურამის

თემში სოციალური ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიმოხილვა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები. სურამის თემში ფუნქციონირებს 6 საჯარო სკოლა.

ამჟამად სკოლებში 1621 მოსწავლე სწავლობს, 10 წლის წინ კი სულ 2200 მოსწავლე სწავლობდა.

სკოლების შენობების და ინვენტარის კუთხით შემდეგი მდგომარეობაა:

დაბა სურამის I სკოლა არასდროს ყოფილა რეაბილიტირებული ან გარემონტებული, სკოლა

მოითხოვს ფანჯრების შეცვლას მთლიანად, ასევე შესაცვლელია შესასვლელის და საკლასო ოთახების

იატაკები. არაა წყალი და კანალიზაცია. გასარემონტებელი და მოსაწესრიგებელია სკოლის ბუფეტი.

მოსაწესრიგებელია გათბობა, არა აქვს სპორტ დარბაზი. სკოლამდე მისასვლელ გზას ჭირდება

მოასფალტება.

დაბა სურამის II სკოლას 2010 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია CARE INTERNATIONAL - ის მიერ. I

და II კორპუსებს ესაჭიროება სრული რეაბილიტაცია. მოსაწესრიგებელია ბუფეტი და სველი

წერტილები. სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი.

დაბა სურამის III სკოლას 2009 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის

გამგეობის მიერ. შენობა გადაიხურა თუნუქის სახურავით. პირველ სართულზე შესაცვლელია იატაკი

და შენობაში მოსაწყობია სველი წერტილები. შენობას აქვს ავარიული კედელი, რომელიც საფრთხეს

უქმნის მოსწავლეების სიცოცხლეს. საჭიროა კარ-ფანჯრების შეცვლა, პრობლემატურია

ელექტროგაყვანილობა.

ბეკამის სკოლას არა აქვს სპორტული დარბაზი, ესაჭიროება კოსმეტიკური რემონტი. სკოლაში კარ-

ფანჯრები შესაცვლელია. სკოლას არ აქვს საჭირო ინვენტარი.

იტრიის საჯარო სკოლის შენობა კაპიტალური და კეთილმოწყობილია. სკოლა საჭიროებს

კოსმეტიკურ რემონტს. სკოლას ესაჭიროება სასმელი წყალი, სველი წერტილები და კანალიზაცია.

მოსაწესრიგებელია გათბობა.

Page 46: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

46

თემს აქვს ერთი მუსიკალური სკოლა, რომელიც მოითხოვს შეკეთებას, ინვენტარის შეცვლას, შენობას

არა აქვს სველი წერტილი და I სართული სარეაბილიტაციოა. ასევე შესაკეთებელია სახურავი,

მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა. შესაცვლელია ავარიული კიბე.

სოფელ ბიჯნისში ფუნქციონირებდა დაწყებითი 4 წლიანი სკოლა, რომელიც ემსახურებოდა სოფელ

ცივწყაროსაც. ეს სკოლა გაუქმდა 2010 წელს და გაერთიანდა იტრიის სკოლასთან, რომელიც

სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრითაა დაშორებული. იტრიის სკოლის ტრანსპორტი ზამთარში

სოფლამდე ვერ აღწევს და 53 მოსწავლე, მათ შორის 22 დაწყებით კლასის მოსწავლეა, რომელთაც

ფეხით უხდება სკოლამდე მისვლა. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო მიგრაციას, განსაკუთრებით ცივწყაროში,

საიდანაც რამოდენიმე ოჯახი გადასახლდა სკოლის სიშორის გამო.

ცხრილი №14. სურამის თემში არსებული სკოლები

ტიპი/ სახელწოდება

მოსწავლეების რაოდენობა 10 წლის წინ

მოსწავლეების რაოდენობა დღეს

რამდენი ბავშვი/ახალგაზრდა არ დადის სკოლაში

*შენობის მდგომარეობა

*ინვენტარის მდგომარეობა

იტრიის საჯარო სკოლა

680 590 1 (ინვალიდი) კარგი კარგი

სურამის I საჯ. სკოლა

300 196 კარგი საშუალო

სურამის II საჯ. სკოლა

410 369 კარგი საშუალო

სურამის III საჯ. სკოლა

330 205 ძალიან ცუდი კარგი

სამუსიკო სკოლა 300 141 თითქმის 1/4 ცუდი კარგი

ბეკამის სკოლა 180 120 კარგი სპორტული დარბაზი სარემონტოა

სარემონტოა დაბა სურამის და სოფელ ზეკოტას ბიბლიოთეკები, რომლებიც ემსახურება 230 მოსახლეს

6 სოფლიდან. თემში არის ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც ემსახურება მთელი თემის მოსახლეობას.

2008 წელს შენობას გამოეცვალა სახურავი. ბაღს არა აქვს გასართობი პარკი, სველი წერტილები,

კანალიზაცია და გათბობა.

ჯანდაცვის დაწესებულებები. დაბა სურამში არის ერთი პოლიკლინიკა, რომელიც ემსახურება მთელი

თემის მოსახლეობას. დღეისათვის პოლიკლინიკა 17-24 პაციენტს ემსახურება დღეში, ხოლო 4-5

პაციენტს ბინაზე გამოძახებით. პოლიკლინიკას არა აქვს ბუნებრივი აირი, სარემონტოა II სართული,

Page 47: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

47

შესაკეთებელია სახურავი და ლაბორატორია. ასევე ჭირდება თანამედროვე ინვენტარი და აპარატურა.

ასევე თემში მოქმედებს 5 აფთიაქი.

სპორტული მოედნები. თემის ტერიტორიაზე არის 4 სპორტული მოედანი, ერთი სოფელ ურთხვაში

და 3 დაბა სურამის ტერიტორიაზე. დაბა სურამში 2 სპორტული მოედანი (ლესია უკრაინკას ქუჩაზე

და კიკვიძის ქუჩაზე) სარეაბილიტაციოა.

კულტურული ცენტრები.

დაბა სურამში არის ერთი კულტურის ცენტრი, რომელიც ემსახურება მთელი თემის მოსახლეობას.

შენობა დაახლოებით 50 წლისაა, კულტურის ცენტრის დარბაზში 300

სკამია, სკამები მოძველებული და სარეაბილიტაციოა. როგორც

დარბაზში, ასევე სცენაზე შესაცვლელია იატაკი, შესაცვლელია

ფარდები და განათება, დასამონტაჟებელია აპარატურა და გათბობა.

პრობლემატურია წყალმომარაგების სისტემა, არაა ბუნებრივი აირი,

შენობა გადაიხურა თუნუქის სახურავით 2004 წელს.

კულტურული და სასულიერო ძეგლები. სურამში არის 11 მოქმედი

ეკლესია-მონასტერი. მათ შორის წმ მარინეს ეკლესია, რომელიც საჭიროებს გალავანს და სამრეკლოს.

ასევე სამრეკლოს საჭიროებს სამების ტაძარი.

პრობლემების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

სურამის თემში სოციალურ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები

და შესაძლო გადაჭრის გზები მოცემულია №15 ცხრილში. ცხრილში. წინამდებარე ცხრილი ემყარება

თემის მოსახლეობის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

Page 48: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

48

ცხრილი №15. სურამის თემში სოციალურ სექტორში არსებული პრობლემები

# პრობლემა მიზეზი შედეგი გადაჭრის გზა პარტნიორი

1.

კულტურის სახლის დარბაზის ცუდი მდგომარეობა

ფინანსების სიმცირე

მოზარდთა ინტელექტუალური და კულტურული განვითარების შეფერხება.

დარბაზის რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

2.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის გაუმართავობა

ფინანსების სიმცირე

სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, დანაგვიანების შემცირება

ნაგვის გატანის სისტემის მოწესრიგება

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

3.

კულტ. სახლის დარბაზის აპარატურის და ინვენტარის უქონლობა

ფინანსების სიმცირე

მოზარდთა ინტელექტუალური და კულტურული განვითარების შეფერხება.

აპარატურის და ინვენტარის შეძენა

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

4.

სპორტული მოედნების რემონტი

ფინანსების სიმცირე

ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების შეზღუდვა

2 სპორტული მოედნის რემონტი დაბა სურამში

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

5.

სარემონტო საბავშვო ბაღი

მოძველებული შენობები

სკოლამდელი ბავშვების განვითარების შეფერხება

საბავშვო ბაღის რემონტი

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

6.

სკოლებში წყალმომარაგების და სველი წერტილების უქონლობა

მოძველებული შენობები

ანტისანიტარია, დაავადებები, დამსვენებლებისა და ტურისტების სიმცირე.

წყალმომარაგების სისტემის გამართვა

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

7.

სარემონტო მუს. სკოლის შენობა

მოძველებული შენობები

მუსიკალური განვითარების შეფერხება

მუსიკალური სკოლის რემონტი

მუნიციპალიტეტი; სხვადასხვა დონორები.

Page 49: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

49

სოციალურ სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის შედეგად მოხდა

სექტორის ”SWOT” ანალიზი. კერძოდ გამოვლენილ იქნა სურამის თემში სოციალური სექტორის

ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

SWOT ანალიზი

სოციალური სექტორი

S - ძლიერი მხარეები W - სუსტი მხარეები

დაბა სურამში II საჯარო სკოლის

რეაბილიტირებული შენობა;

მოქმედი პოლიკლინიკის შენობა დაბა

სურამში;

თემში მოქმედი ერთი საბავშვო ბაღი;

ეკლესიების მაღალი კონცენტრაცია თემში;

სპორტული მოედნების მოსაწყობად

ტერიტორიის არსებობა;

ბიბლიოთეკების არსებობა.

სარეაბილიტაციო სკოლები, და

მოძველებული სასკოლო ინვენტარი;

მოუწყობელი სპორტული მოედნები;

სარეაბილიტაციო საბავშვო ბაღი და

მოძველებული ინვენტარი; სასოფლო კლუბების უფუნქციობა;

სარეაბილიტაციო ეკლესიები;

სკოლებში სპორტულიდ დარბაზების

არარსებობა;

კულტურისა და დასვენების პარკების,

გასართობი და შემეცნებითი

დაწესებულებების არარსებობა.

O - შესაძლებლობები T - საფრთხეები

სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა სათანადო

ინვენტარით;

სპორტული მოედნის მოწყობა;

სასოფლო კლუბების რეაბილიტაცია;

ეკლესიების რეაბილიტაცია;

სკოლებში სპორტული დარბაზების

მოწყობა;

პოლიკლინიკის შენობის რეაბილიტაცია.

არსებული დაზიანებული

ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვა

სურამის თემში სოციალურ სექტორში არსებული, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე

შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენის შედეგად, თემის მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები (რიგითობა დაცულია):

Page 50: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

50

1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწერიგება

მიუხედევად იმისა, რომ ნაგვის გატანა არ იყო დასახელებული, როგორც სოციალური პრიორიტეტი,

ინფრასრუქტურის ნაწილში თემი ნარჩენების გატანის საკითხს ასახელებს, როგორც ერთ-ერთ მწვავე

პრობლემას. ნაგვის გატანის მიუწესრიგებელი სისტემა იწვევს ბევრ სხვა პრობლემას, კერძოდ:

ბინძურდება და იშლება მდინარე სურამულას კალაპოტი; ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და

სისუფთავის დაცვას;

იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი;

იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი;

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მთავარი ინიციატორი, ბუნებრივია, უნდა იყოს ადგილობრივი

თვითმმართველობა. შესაბამისად, საჭიროა საკითხის დღის წესრიგში დაყენება და თანმიმდევრული

მოგვარება.

2. სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

თემის მიერ გამოვლენილი 7 სოციალური პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურული ხასიათის, სადაც

პირველ ადგილზეა კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაა, ხოლო სხვა მიმართულებებს, მათ შორის,

ბაღისა და სკოლების განახლებას მეტ-ნაკლებად მსგვავსი შეფასება აქვთ.

თემში მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებებისათვის აუცილებელია შემდეგი

სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებებების რეაბილიტაცია და შესაბამისი მომსახურების

უზრუნველყოფა:

კულტურის სახლი (სახელოვნებო წრეები ბავშვებისათვის);

სკოლები; საბავშვო ბაღი; სკვერები;

სპორტული სტადიონი.

აღნიშნული საკითხებიდან პირველი რიგის პრიორიტეტად ექსპერტები გამოყოფენ საბაშვო ბაღს,

რამდენადაც მთელ თემს მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ემსახურება, რომლიც თავის მხრივ

საჭიროებს რეაბილიტაციას და ინვენტარის განახლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თემში 6 წლამდე

ასაკის 1158 ბავშვი ცხოვრობს და ერთი ბაღი ვერ უზურნველყოფს თემის საჭიროებების

Page 51: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

51

დაკმაყოფილებას. შესაბამისად, არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას და დამატებითი ბაღის

შექმნას განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა

მოხდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

3. დაბა სურამში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია

დაბა სურამში ახალგაზრდებისათვის პრობლემას წარმოადგენს 2 სპორტული მოედნის ცუდი

მდგომარეობა. ამასთან ერთად არ არსებობს არც სხვა გასართობი საშუალება და შესაბამისად

ახალგაზრდები თავისუფალ დროს ვერ ახერხებენ გართობას. თემში სპორტული მოედნის მოწყობა

ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და სწორ ფიზიკურ

აღზრდას. თემში გაჩნდება გართობისა და თავისუფალი დროის გატარების საშუალება. სოფლის

ტერიტორიაზე არსებობს შესაბამისი მიწის ფართი, სადაც შესაძლებელია კომპლექსური (ფეხბურთის,

ფრენბურთის, კალათბურთის) სპორტული მოედნის მოწყობა.

რეკომენდაციები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესებისათვის

პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობისათვის

სურამის თემში პროფესიული გადამზადება ღარიბი მოსახლეობის სოც-ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ

ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ პროფესიებს, რომელიც საშუალებას მისცემს ღარიბ

მოსახლეობას შედარებით ადვილად იშოვოს სამსახური და/ან დაიწყოს საკუთარი საქმიანობა.

გამომდინარე ზემოთხსენებული სექტორების პრიორიტეტებიდან, რეკომენდირებულია პროფესიული

გადამზადება შემდეგი მიმართულებებით: კულინარი, კონდიტერი, სასტუმროს ადმინისტრატორი,

მექანიზატორი, მეწაღე, (შენიშვნა: აღნიშნული სია დაკონკრეტდება და გაიზდრება თემში მუშაობის

პროცესში).

ღარიბი მოსახლებისათვის საოჯახო ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა

სურამის თემის მოსახლეობის თითქმის 30% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მათი მდგომარეობის

გაუმჯობესების ოპტიმალური შესაძლებლობაა საოჯახო ბიზნესის დაწყების/მცირე მეურნეობის

განვითარების ხელშეწყობა. იმ შემთხვევაში თუ ისინი შეძლებენ სტაბილურად ჩაერთონ ეკონომიკურ

Page 52: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

52

აქტივობაში, შესაბამისად გაიზრდება შინამეურნეობის შემოსავლებიც. გასათვალისწინებელია, რომ

მათ არ გააჩნიათ სათანადო ბიზნეს უნარები და იმავდროულად ვერ შეძლებენ მასშტაბური

ინიციატივების გახორციელებას.

საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეყობისათვის ეფექტიანი იქნება დაინტერესებულ ოჯახებს

ჩაუტარდეთ საბაზისო ბიზნეს უნარების კურსი, ასევე გაეწიოთ კონსულტაცია/რეკომენდაცია ბიზნეს

მიმართულების თაობაზე.

ღარიბი ოჯახებისათვის ბიზნესის დაწყების/ განვითარების რეკომენდირებული მიმართულებებია:

საცხობი, მცირე მეფრინველეობის ფერმა, სათამაშოების მაღაზია, ინტერნეტ კაფე, ხელნაკეთი

ნივთების წარმოება/გაყიდვა და სხვ.

პროექტები

პრიორიტეტი 1: საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწერიგება

პროექტის აღწერა: ნაგვის გატანის მოუწესრუგებელი სისტემა იწვევს ბევრ სხვა პრობლემას, კერძოდ: ბინძურდება და იშლება მდინარე სურამულას კალაპოტი; ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და სისუფთავის დაცვას; იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი; იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი; ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. შესაბამისად საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ბუნკერების შესყიდვა და მოწყობა. რაც შეეხება ნაგვის გატანის მომსახურებას, აღნიშნული სისტემის რეგულირება უშუალოდ მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. პროექტის მიზანია მოხდეს ნაგვის გატანის სისტემის მოწესრიგება. მოსალოდნელი შედეგები: შემცირედება თემში სხავდასხვა

ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: დაბა სურამის მოსახლეობა (9656

ადამიანი) პოტენციური დაინტერესებული მხარეები: დონორი ორგანიზაცია; მუნიციპალიტეტი; თემის ხელისუფლება; სოფლის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: სისტემის მუდმივად გამართული

მუშაობის არასათანადოდ უზრუნველყოფა

პროექტის ბიუჯეტი: 10000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები მუნიციპალიტეტი; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 3 თვე

Page 53: სურამის თემის ეკონომიკური ...georgianeo.ge/failebi/Surami_EDP__Khashuri_87427.pdfჯანდაცვის და სოციალური

53

პრიორიტეტი 2: დაბა სურამში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია

პროექტის აღწერა:

დაბა სურამში ახალგაზრდებისათვის პრობლემას წარმოადგენს 2 სპორტული მოედნის ცუდი მდგომარეობა. ამასთან არ არსებობს არც სხვა გასართობი საშუალება და შესაბამისად ახალგაზრდები თავისუფალ დროს ვერ ახერხებენ გართობას. პროექტის მიზანია დაბა სურამში 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან

სპორტულ ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას;

ასევე ახალგაზრდებს სპორტული ღონისძიებებით გართობის შესაძლებლობა ექნებათ.

სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარების რაოდენობა: დაბა სურამის ახალგაზრდები -2500; ტურისტები - დაახლოებით 1500

წელიწადში.

პოტენციური დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია; თემის ხელისუფლება; თემის მოსახლეობა.

რისკის ფაქტორები: შემდგომში სპორტული მოედნების

ოპერირებისა და ამორტიზაციის ხარჯების დაფარვის, ასევე მოვლა-პატრონობის საკითხის გაურკევევლობა

პროექტის ბიუჯეტი:

50000 ლარი

შესაძლო დაფინანსების წყაროები ადგილობრივი ხელისუფლება; დონორი ორგანიზაცია.

განხორციელების პერიოდი: 4 თვე