ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო...

23
ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ ჭეჭელაშვილი I. შესავალი რეალიზაციის სანივთო უფლებებს სამოქალაქო კოდექსი მიაკუთვნებს გირავნობასა და იპოთეკას; მსგავსად სარგებლობის სანივთო უფლებებისა numerus clausus-ის პრინციპის თანახმად, ეს ჩამონათვალი ამომწურავია ანუ სარგებლობის სანივთო უფლებებს წარმოადგენს მხოლოდ აღნიშნული შეზღუდული სანივთო უფლებები. განსხვავებით როგორც ფრანგული, ისე გერმანული კანონმდებლობისაგან, ქართული სამართალი არ გამოირჩევა ვალდებულების უზრუნველყოფის სანივთო საშუალებების მრავალფეროვნებით. ქართულმა კანონმდებელმა არ გაიზიარა როგორც, მაგ., საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ზოგიერთი არქაული ფორმა (ანტიქრეზი), ისე - გერმანიის სამოქალაქო კოდექსისეული მიწის ვალი და სარენტო ვალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ავტორებმა მიიღეს მარტივი გადაწყვეტილება და ქართულ სამართალში შემოიტანეს მხოლოდ 2 სამართლებრივი ინსტიტუტი იგივე პრინციპის გათვალისწინებით, რაც აღიარებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსში: გირავნობა - მოძრავი ნივთებისა და მათ მიმართ არსებული უფლებების მიმართ და იპოთეკა - მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გირავნობასა და იპოთეკას აერთიანებს კრებსითი სახელწოდებით - "საკუთრება როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება" (თავი მე-6, მუხლები 254-310; გირავნობა - 254-285 1 , იპოთეკა - 286-310). 2005 წლის 30 ივნისის №1826 კანონის საფუძველზე სამოქალქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით გირავნობის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზა - 254-285 მუხლები მთლიანად იქნა შეცვლილი ახალი ნორმატიული მასალით. ფაქტობრივად, განახლებულ იქნა კოდექსის მთელი ქვეთავი და სახეზე გვაქვს გირავნობის სამართლებრივი ინსტიტუტის სრულიად ახლებური მოწესრიგება. განახლების შედეგად მიღწეულ იქნა მთელი რიგი პოზიტიური შედეგები: - უპირველეს ყოვლისა, გასწორდა გირავნობის შესახებ ქვეთავში არსებული კოდექსის ტექსტუალური და თარგმნითი ხასიათის ხარვეზები. ასეთ ხარვეზებს ადგილი ჰქონდა, მაგალითად, გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი რედაქციის 257- ე, 259-ე, 262-ე, 270-ე, 274-ე მუხლებში; - გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქცია დაიწერა უფრო ნათელი, გასაგები ენით; მასში ადგილი აღარ აქვს ორაზროვან და ბუნდოვან ნორმებს. გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალ რედაქციაში ნათლად დადგინდა და ერთმანეთისაგან გაიმიჯნა გირავნობის 2 სახე - მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა; ცალსახად და არაორაზროვნად ჩამოყალიბდა მათი მომწესრიგებელი ნორმებიც (255-ე, 257-ე, 258-ე მუხლები); - 2005 წლის 30 ივნისის კანონის უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს კრედიტორის ანუ საგირავნო ურთიერთობის იმ მონაწილის ინტერესების უფრო 1 2

Transcript of ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო...

Page 1: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

1

ზურაბ ჭეჭელაშვილი

I. შესავალი

რეალიზაციის სანივთო უფლებებს სამოქალაქო კოდექსი მიაკუთვნებს გირავნობასა და

იპოთეკას; მსგავსად სარგებლობის სანივთო უფლებებისა numerus clausus-ის პრინციპის

თანახმად, ეს ჩამონათვალი ამომწურავია ანუ სარგებლობის სანივთო უფლებებს

წარმოადგენს მხოლოდ აღნიშნული შეზღუდული სანივთო უფლებები. განსხვავებით

როგორც ფრანგული, ისე გერმანული კანონმდებლობისაგან, ქართული სამართალი არ

გამოირჩევა ვალდებულების უზრუნველყოფის სანივთო საშუალებების

მრავალფეროვნებით. ქართულმა კანონმდებელმა არ გაიზიარა როგორც, მაგ.,

საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების

უზრუნველყოფის ზოგიერთი არქაული ფორმა (ანტიქრეზი), ისე - გერმანიის

სამოქალაქო კოდექსისეული მიწის ვალი და სარენტო ვალი. საქართველოს სამოქალაქო

კოდექსის ავტორებმა მიიღეს მარტივი გადაწყვეტილება და ქართულ სამართალში

შემოიტანეს მხოლოდ 2 სამართლებრივი ინსტიტუტი იგივე პრინციპის

გათვალისწინებით, რაც აღიარებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსში: გირავნობა -

მოძრავი ნივთებისა და მათ მიმართ არსებული უფლებების მიმართ და იპოთეკა - მიწის

ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

გირავნობასა და იპოთეკას აერთიანებს კრებსითი სახელწოდებით - "საკუთრება

როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება" (თავი მე-6, მუხლები 254-310;

გირავნობა - 254-2851, იპოთეკა - 286-310).

2005 წლის 30 ივნისის №1826 კანონის საფუძველზე სამოქალქო კოდექსში

განხორციელებული ცვლილებით გირავნობის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზა -

254-285 მუხლები მთლიანად იქნა შეცვლილი ახალი ნორმატიული მასალით.

ფაქტობრივად, განახლებულ იქნა კოდექსის მთელი ქვეთავი და სახეზე გვაქვს

გირავნობის სამართლებრივი ინსტიტუტის სრულიად ახლებური მოწესრიგება.

განახლების შედეგად მიღწეულ იქნა მთელი რიგი პოზიტიური შედეგები:

- უპირველეს ყოვლისა, გასწორდა გირავნობის შესახებ ქვეთავში არსებული

კოდექსის ტექსტუალური და თარგმნითი ხასიათის ხარვეზები. ასეთ ხარვეზებს

ადგილი ჰქონდა, მაგალითად, გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი რედაქციის 257-

ე, 259-ე, 262-ე, 270-ე, 274-ე მუხლებში;

- გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქცია დაიწერა უფრო ნათელი, გასაგები

ენით; მასში ადგილი აღარ აქვს ორაზროვან და ბუნდოვან ნორმებს. გირავნობის

შესახებ ქვეთავის ახალ რედაქციაში ნათლად დადგინდა და ერთმანეთისაგან

გაიმიჯნა გირავნობის 2 სახე - მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული

გირავნობა; ცალსახად და არაორაზროვნად ჩამოყალიბდა მათი მომწესრიგებელი

ნორმებიც (255-ე, 257-ე, 258-ე მუხლები);

- 2005 წლის 30 ივნისის კანონის უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს

კრედიტორის ანუ საგირავნო ურთიერთობის იმ მონაწილის ინტერესების უფრო

1

2

Page 2: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

2

ზურაბ ჭეჭელაშვილი

ქმედითი დაცვა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს კანონის მხრიდან ასეთ

დაცვას. მაგ., ახალი რედაქციით მოწესრიგდა და მნიშვნელოვნად გამარტივდა

გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი. აღარ არის აუცილებელი, კრედიტორმა

გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონზე; იგი

უფლებამოსილია, თავად მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია მასსა და

დამგირავებელს შორის ამის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში (283-ე

მუხლი). 284 I მუხლში კი მოცემულია მნიშვნელოვანი ნოვაცია: სანოტარო წესით

დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ

გაითვალისწინონ გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა და

მისი რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის

საფუძველზე.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალ რედაქციაშიც არის

მნიშვნელოვანი ნაკლი; სამწუხაროდ, ახალი რედაქციის ნორმები არ ითვალისწინებს

გირავნობის უფლების კეთილსინდისიერ შეძენას მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ

ნორმას ითვალისწინებდა (თუმცა, ხარვეზიანი ფორმულირებით) 257-ე მუხლის ძველი

რედაქცია.

გირავნობა და იპოთეკა წარმოადგენს შეზღუდულ სანივთო უფლებებს, რომლებიც

დგინდება ქონებაზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამ უფლებების შეზღუდული

მოქმედების ძალა ვლინდება იმაში, რომ განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ კი,

ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში,

დატვირთული ქონება ექვემდებარება რეალიზაციას. აღნიშნული საერთო

დამახასიათებელი თვისებების გამო ამ უფლებებს უწოდებენ საუზრუნველყოფო და

რეალიზაციის (ქონებაზე გადახდევინებაზე მიმართულ) უფლებებს.

3

4

Page 3: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

3

ზურაბ ჭეჭელაშვილი

II. გირავნობა

მუხლი 254. ცნება

1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე,

რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც

ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ

კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული

ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი

საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან

არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი

დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი

მოთხოვნები.

4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ

შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.

41. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე,

ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან / და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე,

ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.

5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის

ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს

მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის

საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის

უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის

შესაბამისად.

I. შესავალი ....................................................................................................................................................... 1

II. გირავნობა ..................................................................................................................................................... 3

III. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 5

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი ...................................................................... 5

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია.................................................................................... 5

IV. გირავნობის ცნება ........................................................................................................................................ 5

1. გირავნობის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება ....................................................................... 5

2. გირავნობის სახეები................................................................................................................................ 6

3. გირავნობის ფარგლები .......................................................................................................................... 8

4. გირავნობის მოწმობა .............................................................................................................................. 8

V. გირავნობის საგანი ...................................................................................................................................... 9

1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 9

2. მოძრავი ნივთები .................................................................................................................................... 9

3. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ................................................................................................ 9

4. ფასიანი ქაღალდები ............................................................................................................................... 9

5. სამომავლო ქონება ................................................................................................................................ 10

6. ნივთების ერთობლიობა და მთელი მოძრავი ქონება ..................................................................... 10

7. გირავნობის საგნის დაზღვევა ............................................................................................................ 10

Page 4: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

4

ზურაბ ჭეჭელაშვილი

8. სუროგაცია ............................................................................................................................................. 10

9. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი

შედეგები ......................................................................................................................................................... 11

10. გირავნობის საგნის გასხვისება და დაგირავება .......................................................................... 11

VI. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა ...................................................................................... 12

1. ზოგადი დებულებები .......................................................................................................................... 12

2. სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები ............................................................................................ 12

VII. გირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები ................................................................... 13

VIII. გირავნობის დადგენა ................................................................................................................................ 13

1. მფლობელობითი გირავნობის დადგენა ........................................................................................... 13

2. რეგისტრირებული გირავნობის დადგენა ........................................................................................ 13

3. სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ

საშუალებაზე გირავნობის დადგენა .......................................................................................................... 14

4. გირავნობის უფლებათა რიგითობა ................................................................................................... 14

5. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე .................................................................. 15

IX. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები ............................................... 15

1. ზოგადი დებულებები .......................................................................................................................... 15

2. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები მფლობელობითი გირავნობის

შემთხვევაში .................................................................................................................................................... 15

3. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები რეგისტრირებული გირავნობის

შემთხვევაში .................................................................................................................................................... 16

X. გირავნობის საგნის რეალიზაცია ............................................................................................................ 16

1. ზოგადი დებულებები .......................................................................................................................... 16

2. გირავნობის საგნის გადასვლა მოგირავნის საკუთრებაში ............................................................ 17

3. გირავნობის საგნის რეალიზაცია მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში ........................ 18

4. გირავნობის საგნის რეალიზაცია რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში ..................... 18

5. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკური საშუალების რეალიზაცია გირავნობის მოწმობის საფუძველზე ..................................... 19

6. გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებული წესი .............................................................. 19

7. რამდენჯერმე დაგირავებული გირავნობის საგნის რეალიზაცია ................................................ 19

8. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება ............................................................................ 20

9. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები .................................................................................. 20

XI. გირავნობის უფლების გაუქმება ............................................................................................................. 20

1. ზოგადი დებულებები .......................................................................................................................... 20

2. გირავნობის უფლების გაუქმება მოთხოვნის გაუქმების გამო ..................................................... 21

3. გირავნობის უფლების გაუქმება მოგირავნის მიერ გირავნობაზე უარის თქმით ..................... 21

4. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის განადგურების გამო ................................ 22

5. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის გამო

(კონსოლიდაცია) ........................................................................................................................................... 22

6. გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

დათმობისას ახალი კრედიტორის მხრიდან გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი

პირისთვის გადაცემის ან გირავნობის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის არარსებობისას ...... 22

7. გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში დამგირავებლის მიერ

გირავნობის საგნის გასხვისებით ................................................................................................................ 22

8. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან

შერწყმის შედეგად გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა პირდაპირი შეთანხმების შემთხვევაში23

XII. გირავნობის უფლების დაცვა .................................................................................................................. 23

Page 5: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

5

ზურაბ ჭეჭელაშვილი

III. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი

მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანია გირავნობის ლეგალური

დეფინიციისა და მისი შინაარსის დადგენა. კანონისმიერი განმარტების თანახმად,

გირავნობა წარმოადგენს ისეთ საუზრუნველყოფო უფლებას, ვალდებულების

უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) აქვს

უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით დაიკმაყოფილოს როგორც

ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა დაგირავებული ქონების - მოვალის ან მესამე

პირის მოძრავი ნივთის ან/და გადაცემადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის

(გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში

მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად

შესრულების შემთხვევაში.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია

მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. პირველად იგი შეიცვალა

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის №1826 კანონით. ამ ცვლილებით თავდაპირველად

ორი ნაწილისაგან შემდგარი მუხლი გახდა ხუთნაწილიანი, რომელთაგან პირველი 2

ნაწილი ეთმობა გირავნობის ცნების განსაზღვრებას. შემდგომში 2007 წლის 29 ივნისის

№5127 კანონით შეიცვალა მხოლოდ მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელშიც არსებითად

დამატებულ იქნა გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის

შესაძლებლობა მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობისას. მუხლის

საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდა 2011 წლის 9 მარტის №4323 კანონით, რომლითაც

მუხლის ორჯერ კორექტირებულ ვერსიას დაემატა მხოლოდ 41 ნაწილი.

IV. გირავნობის ცნება

1. გირავნობის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება

ა. გირავნობის უფლება წარმოადგენს შეზღუდულ სანივთო უფლებას, რომლის

ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან

შედარებით დაიკმაყოფილოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა

დაგირავებული ქონების - მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთის ან/და გადაცემადი

არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა

შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების

შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. გირავნობის უფლება

წარმოიშობა კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე. გირავნობის ურთიერთობის

მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, მოგირავნე - ვალდებულებით-სამართლებრივი

ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და, მეორე მხრივ, დამგირავებელი -

ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე, თუ

გირავნობის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის

5

6

7

Page 6: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

6

ზურაბ ჭეჭელაშვილი

მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით ტვირთავს თავის

მოძრავ ქონებას.

ბ. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში გირავნობის დამდგენი ხელშეკრულება

აღიარებულია სანივთოსამართლებრივ გარიგებად.1 გირავნობა ყოველთვის

უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას და, შესაბამისად, იგი ამ

ვალდებულების გარეშე არ შეიძლება არც წარმოიშვას და არც არსებობდეს; ე. ი.

გირავნობის უფლება აქცესორული უფლებაა (153 I). თუ ძირითადი უფლება არ

წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, გირავნობაც არ ითვლება

წარმოშობილად; თუ ძირითადი უფლება შემდგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად იწვევს

გირავნობის უფლების გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან

ერთმანეთს შორის კომუნიკაციის გარეშე. გირავნობის აქცესორულობა კანონის

იმპერატიული პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ.

თუმცა, 254-ე მუხლში მე-3 ნაწილის ნორმა წარმოადგენს ამ პრინციპიდან გარკვეულ

გადახვევას. კერძოდ, აღნიშნული ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლება შეიძლება

დადგინდეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფადაც. როგორც

სამომავლო, ასევე პირობითი მოთხოვნები არ ითვლება წარმოშობილად

განსაზღვრული მომენტის - კონკრეტული ვადის ან მოვლენის დადგომამდე. ვინაიდან

არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, არც გირავნობის უფლება არ უნდა ითვლებოდეს

წარმოშობილად. მაგრამ ამ შემთხვევაში კანონი უშვებს გამონაკლისს და გირავნობის

უფლებას წარმოშობილად მიიჩნევს მოგირავნესა და დამგირავებელს შორის

შეთანხმებისა და ნივთის გადაცემის (რეგისტრირებულ გირავნობის შემთხვევაში -

რეგისტრაციის) მომენტიდან.

2. გირავნობის სახეები

სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს:

- კანონისმიერ და სახელშეკრულებო გირავნობას,

- მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობას (255),

- გირავნობა ლომბარდში (260),

- ე. წ. ფინანსურ გირაოს (258 III1).

ა. უპირველეს ყოვლისა, გირავნობის კლასიფიკაცია ხდება მისი დადგენის საფუძვლის

მიხედვით. ამ მხრივ განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო გირავნობას.

კანონისმიერი გირავნობა წარმოიშობა კანონის ძალით და იგი ყოველთვის

დაკავშირებულია კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველყოფასთან. მაგ., 568-ე მუხლი

ადგენს კანონისმიერი გირავნობის უფლებას დამქირავებლის მიერ ნაქირავებ მიწის

ნაკვეთზე, სახლსა თუ საცხოვრებელ ბინაში შეტანილ მოძრავ ნივთებზე; ამ

შემთხვევაში გამქირავებლის გირავნობის უფლება უქმდება ქირავნობის საგნიდან

1 სუს 2009 წლის 28 დეკემბრის #ას-654-961-09 გადაწყვეტილება; სუს 2009 წლის 21 თებერვალის #ას-1220-1240-2011

გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 10/2012, გვ 107-111.

8

9

10

Page 7: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

7

ზურაბ ჭეჭელაშვილი

მოძრავი ნივთების მოცილებასთან ერთად იმ პირობით, რომ აღნიშნული

ხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად. 634-ე

მუხლის თანახმად კი, მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია

გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ

ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში

იმყოფება. როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, კანონი გირავნობის უფლების

წარმოშობასა და შენარჩუნებას უკავშირებს არა მხოლოდ მოთხოვნის არსებობას,

არამედ კრედიტორის მიერ მოძრავი ნივთის ფლობის ფაქტს.

ბ. თავის მხრივ, სახელშეკრულებო გირავნობა იყოფა მფლობელობით და

რეგისტრირებულ გირავნობად. მფლობელობითი გირავნობის დროს ადგილი აქვს

დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებულ

ხელშეკრულებას გირავნობის დადგენის შესახებ (გირავნობის ხელშეკრულება) და

მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის პირდაპირ

მფლობელობაში გადაცემას (257 I). რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში,

განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან, მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მესამე

პირის მფლობელობაში გადაცემა საჭირო არ არის. როგორც ზემოთ აღინიშნა,

რეგისტრირებული გირავნობის დროს პუბლიკაცია მიიღწევა გირავნობის უფლების

საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის

დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. თავად

გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით (258 I). აღნიშნული

ფორმის დაუცველობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება

ბათილია.

გ. მფლობელობითი გირავნობის სპეციალურ სახეს წარმოადგენს გირავნობა

ლომბარდში. მის მიმართ გამოიყენება მფლობელობითი გირავნობის მომწესრიგებელი

ნორმები 260-ე მუხლში მოცემული სპეციალური წესების გათვალისწინებით. კერძოდ,

კანონი ადგენს ლომბარდში გირავნობის დადგენის შესახებ ხელშეკრულების

სავალდებულო წერილობით ფორმას. ფორმის დაუცველობის გამო ლომბარდში

გირავნობის შეთანხმება (ხელშეკრულება) ბათილად მიიჩნევა. ლომბარდში გირავნობის

მიმართ დადგენილი მეორე სპეციალური წესი არ წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას

და იგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით: თუ მხარეები საწინააღმდეგოზე არ

შეთანხმდებიან, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც,

როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს

ლომბარდის მოთხოვნას.

დ. ფინანსური გირაო სიახლეა ქართულ სამართალში. სამოქალაქო კოდექსი ახდენს

მასზე მხოლოდ მითითებას (258 III1), ხოლო თავად სამართლებრივი ინსტიტუტი

მოწესრიგებულია 2012 წლის 25 მაისს მიღებული №6304 კანონით „საგადახდო

სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“. ამ კანონის თანახმად, ფინანსური

გირაო წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს ან ანგარიშზე რიცხულ ფულად

სახსრებს, რომლებიც გამოყენებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად.

11

12

13

Page 8: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

8

ზურაბ ჭეჭელაშვილი

აღნიშნული ობიექტების სპეციფიკა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ მიმართ

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების

უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება დაუშვებელია. ფინანსური გირაოს

ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრულ პირებს შორის, რომლებსაც

წარმოადგენენ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო,

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური

ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, თუმცა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების

ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება ასევე იყოს ნებისმიერი

იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული ბანკია („საგადახდო სისტემისა და

საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის 2-3 ნაწილები).

3. გირავნობის ფარგლები

როგორც წესი, გირავნობის ფარგლები დგინდება გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა

შეთანხმებით ან უშუალოდ კანონით. თუმცა, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და

მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და

პირგასამტეხლოს), აგრეთვე, - ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და

რეალიზაციის ხარჯებს. გარდა ამისა, გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის

საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული (256).

4. გირავნობის მოწმობა

გირავნობის მოწმობა შემოღებულ იქნა 2009 წლის 17 ივლისის №1541 კანონით,

რომლითაც სამოქალაქო კოდექსს დაემატა 2581 და 2811 მუხლები. კანონისმიერი

განმარტების თანახმად, გირავნობის მოწმობა წარმოადგენს აღსრულების ქვემდებარე

აქტს, რომლითაც დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო

მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის

ფაქტი და რომლის საფუძველზეც მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე

სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით მოითხოვოს დაგირავებული სატრანსპორტო

საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მის

მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნისათვის დაგირავებული სატრანსპორტო

საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“

საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის

წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სსიპ საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის

რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო

საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის

დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით.

14

15

Page 9: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

9

ზურაბ ჭეჭელაშვილი

V. გირავნობის საგანი

1. ზოგადი დებულებები

გირავნობის უფლება ერთადერთი შეზღუდული სანივთო უფლებაა ქართულ

სამართალში, რომელიც დგინდება მხოლოდ მოძრავ ქონებაზე - მოძრავ ნივთებსა და

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები და

უფლებები). თუ საუზრუნველყოფოდ გამოიყენება უძრავი ნივთები ან მიწის ნაკვეთის

მიმართ არსებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული უფლებები, მაშინ აღნიშნული

ობიექტები იტვირთება იპოთეკის უფლებით.

2. მოძრავი ნივთები

გირავნობის უფლების ძირითადი საგანია მოძრავი ნივთები, რომლებიც წარმოადგენს

გარე სამყაროს სივრცობრივად შემოფარგლულ მობილურ სხეულებრივ საგნებს.

სამოქალაქო კოდექსში მოცემულია მხოლოდ უძრავი ნივთის ლეგალური დეფინიცია

(149). მასში, სამწუხაროდ, არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ ყველა ის ნივთი,

რომელიც არ განეკუთვნება უძრავს, წარმოადგენს მოძრავ ნივთს (თუმცა, ასეთი

მითითება არსებობდა სამოქალაქო კოდექსის პროექტში); მიუხედავად ჩანაწერის

არარსებობისა, აღნიშნული დასკვნის გაკეთება ადვილად შეიძლება კოდექსის ნორმების

ლოგიკური განმარტებით. გირავნობის უფლება ვრცელდება ნივთის არსებით

შემადგენელ ნაწილებზე (150); როგორც წესი, იგი ვრცელდება ასევე ნივთის

საკუთვნებელზე, თუმცა, დასაშვებია საკუთვნებლის დამოუკიდებლად დაგირავება.

3. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

გარდა მოძრავი ნივთებისა, გირავნობის საგანს წარმოადგენს ასევე არამატერიალური

ქონებრივი სიკეთე, რომელსაც მიეკუთვნება გასხვისებადი ქონებრივი ხასიათის

მოთხოვნები და უფლებები (152). მოთხოვნების (უფლებების) დაგირავება ხდება

მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით (259 I და II).

4. ფასიანი ქაღალდები

ფასიანი ქაღალდების დაგირავების მიმართ კანონი ადგენს ორგვარ წესს იმისდა

მიხედვით, წარმოდგენს თუ არა ფასიანი ქაღალდი საჯარო ფასიან ქაღალდს. თუ

ფასიანი ქაღალდი არ წარმოდგენს საჯარო ფასიან ქაღალდს, მისი დაგირავება

ხორციელდება შეძენისათვის დადგენილი წესით (259 III 1). კერძოდ, საწარმდგენლო

ფასიანი ქაღალდის შეძენა ხდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი

წესების მიხედვით ანუ საკუთრების უფლების გადაცემისათვის საჭიროა ფასიანი

ქაღალდის შემძენის მფლობელობაში გადაცემა (913); საორედერო ფასიანი ქაღალდის

შეძენა ხორციელდება ინდოსამენტითა და თავად დოკუმენტის შემძენის

მფლობელობაში გადაცემით (923); რაც შეეხება პირად ფასიან ქაღალდს, მისი შეძენა

ხდება იმ უფლებისათვის დადგენილი წესების მიხედვით, რომელიც გამოსახულია ამ

ფასიან ქაღალდში, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული (928 II). საჯარო ფასიანი

16

17

18

19

Page 10: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

10

ზურაბ ჭეჭელაშვილი

ქაღალდის დაგირავების წესი განისაზღვრება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"

1998 წლის 24 დეკემბრის N 1745 კანონით.

5. სამომავლო ქონება

გირავნობის საგანი შეიძლება იყოს არა მარტო სახეზე არსებული მოძრავი ქონება,

არამედ იმავე ობიექტები, რომლებიც წარმოიშობა მომავალში ან რომლებსაც

დამგირავებელი მომავალში შეიძენს. სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლება

წარმოშობილად ჩაითვლება ქონების წარმოშობისთანავე ან დამგირავებლის მიერ მისი

შეძენის მომენტში (254 V). ამ შემთხვევაში გირავნობის უფლებათა რიგითობა აღარ

უკავშირდება ქონების წარმოშობის მომენტს; იმისათვის, რომ სამომავლო ქონებაზე

დადგენილ გირავნობის უფლებებს ჰქონდეს რიგითობა, კანონი აუცილებელ პირობად

ასახელებს გირავნობის უფლებების რეგისტრაციას. ამდენად, ამ უკანასკნელ

შემთხვევაში გირავნობა უნდა დადგინდეს რეგისტრირებული გირავნობის ფორმით.

6. ნივთების ერთობლიობა და მთელი მოძრავი ქონება

2011 წლის 9 მარტის №4323 254-ე მუხლს დაემატა 41 ნაწილი, რომლითაც

სანქციონირებულ იქნა გირავნობის უფლების გავრცელება ნივთთა ერთობლიობაზე

(მათ ნაწილზე) და მთელ მოძრავ ქონებაზე. ნივთების ერთობლიობა გულისხმობს

ცალკეული დამოუკიდებელი ნივთებისაგან შემდგარი ერთობლიობა, რომლებიც

დაკავშირებულია განსაზღვრული მიზნებისათვის და ერთიანი სახელწოდებით ქმნის

მთლიან საგანს (მაგ., არქივი, ბიბლიოთეკა). მთელი მოძრავ ქონება გულისხმობს პირის

კუთვნილ მთელ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს უძრავი ქონების გარდა

(მაგ., 1294-ე მუხლის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი

თანხმობის გარეშე მეურვეს არა აქვს უფლება, სამეურვეო პირის სახელით დადოს ამ

უკანასკნელის ქონებაზე გირავნობის ხელშეკრულება).

7. გირავნობის საგნის დაზღვევა

გირავნობის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გირავნობის საგნის

დაზღვევის შესახებ, რომელიც, როგორც წესი, ევალება დამგირავებელს. გარდა

გირავნობის ხელშეკრულებისა, დაზღვევის ვალდებულება შეიძლება

გამომდინარეობდეს კანონიდანაც (262). სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის

საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (264

II).

8. სუროგაცია

სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი რედაქციის მსგავსად,

ახალი რედაქციაც ადგენს წესს, რომლის თანახმადაც, თუ გირავნობის საგანს

წარმოადგენს მოთხოვნა და მოთხოვნის მოვალის მიერ ხორციელდება ვალდებულების

შესრულება მოთხოვნაზე გირავნობის უფლების არსებობის პერიოდში, მაშინ

ვალდებულების შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს - ე. წ. სუროგაცია, თუმცა,

20

21

22

23

Page 11: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

11

ზურაბ ჭეჭელაშვილი

კანონი აძლევს მხარეებს შესაძლებლობას, შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე

(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). გარდა

აღნიშნულისა, სუროგაციას ადგილი აქვს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის

საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან

დაკავშირებულია ანაზღაურების მიღება (მაგ., როდესაც გირავნობის საგანი

დაზღვეულია - სადაზღვევო ანაზღაურება). თუმცა, ამ შემთხვევაშიც დასაშვებია

მხარეთა საწინააღმდეგო წესზე შეთანხმება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 264-ე

მუხლის მე-2 ნაწილი).

9. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის

სამართლებრივი შედეგები

გირავნობის საგნის გადამუშავების ან მისი სხვა მოძრავ ნივთთან ისეთი შერწყმის

შედეგად, როდესაც პირვანდელ მდგომარეობაში ნივთების აღდგენა შეუძლებელია ან

აღნიშნული დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, გირავნობის უფლება,

როგორც წესი, არ უქმდება, თუმცა, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო

წესზეც (265 I 1). ამ უკანასკნელ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა

რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ

ნივთთან შერწყმამდე არსებული გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის

შესაბამისად. ვინაიდან გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან

შერწყმა ეხება მოგირავნის უფლებას, აღნიშნული მოქმედებები დასაშვებია მხოლოდ

მოგირავნის წინასწარი თანხმობით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც მხარეებს შეუძლიათ

შეთანხმებით გამორიცხონ მოგირავნის თანხმობა.

10. გირავნობის საგნის გასხვისება და დაგირავება

ა. გირავნობის საგანი შეიძლება გასხვისებულ იქნეს მესაკუთრის მიერ მიუხედავად

იმისა, რომ იგი წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ობიექტს და

ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ არის დამდგარი. სამოქალაქო კოდექსის

გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველ რედაქციაში აღნიშნულ საკითხს აწესრიგებდა

ერთი ნორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო 264-ე მუხლში: "გირავნობის საგანზე

გარიგების დადებისათვის აუცილებელია მოგირავნის წინასწარი თანხმობა". ამდენად,

ამ ნორმის თანახმად, დამგირავებლის (მესაკუთრის) მიერ დაგირავებულ ნივთზე

ნებისმიერი სახის გარიგება, ე. ი. არა მარტო განკარვა (მათ შორის, გასხვისება), არამედ

მასზე ნებისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების დადებაც,

დამოკიდებული იყო მოგირავნის თანხმობაზე. ამ უკანასკნელის არარსებობის

შემთხვევაში გირავნობის საგანზე დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილად

ითვლებოდა. სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქცია

უფრო მეტ ყურადღებასა და, შესაბამისად, ნორმას უთმობს გირავნობის საგნის

გასხვისების დროს წარმოშობილი საკითხების მოწესრიგებას (274). გირავნობის შესახებ

ქვეთავის ძველი რედაქციის 264-ე მუხლის ანალოგიურ ნორმას ახალი რედაქცია აღარ

ითვალისწინებს და გირავნობის საგნის გასხვისებისათვის მოგირავნის თანხმობას იგი

აღარ ითხოვს. დამგირავებელს შეუძლია თავისი სურვილით გაყიდოს, გააჩუქოს,

გაცვალოს ან სხვაგვარად გაასხვისოს გირავნობის საგანი, თუმცა, შემძენზე გადავა

24

25

Page 12: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

12

ზურაბ ჭეჭელაშვილი

გირავნობით დატვირთული ნივთი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა)

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნე ან უფლებამოსილი მესამე პირი

გირავნობის საგანს მფლობელობაში გადაცემს შემძენს; ბ) დამგირავებელი

დაგირავებულ ნივთს ასხვისებს თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის

ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, იცოდა თუ არა შემძენმა ნივთზე

დადგენილი გირავნობის უფლების თაობაზე. თუმცა, ეს წესი არ გამოყენება, თუ

შემძენი და დამგირავებელი მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად (274 IV).

ბ. სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქცია

ითვალისწინებს შესაძლებლობას, გირავნობის შეთანხმების (ხელშეკრულების)

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს

გირავნობის საგანს გირავნობის უფლების გაუქმებამდე (266). ამასთან, აღსანიშნავია,

რომ დამგირავებლის (მესაკუთრის) მიერ შემდგომში გასხვისებისა თუ დაგირავებაზე

უარის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კანონი მოგირავნეს ანიჭებს თავისი

მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლებას.

VI. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა

1. ზოგადი დებულებები

როგორც ზემოთ გირავნობის განმარტებისას აღინიშნა, გირავნობა ყოველთვის

უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას, რომლის გარეშე იგი არ შეიძლება არც

წარმოიშვას და არც არსებობდეს. მოვალის ვალდებულებას შეესაბამება კრედიტორის

მოთხოვნა. არ არის აუცილებელი, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა ფულადი სახით

იყოს წარმოდგენილი (სესხი, კრედიტი, ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა);

დასაშვებია, რომ გირავნობით იქნეს უზრუნველყოფილი არაფულადი მოთხოვნაც იმ

პირობით, რომ შესაძლებელი იყოს ასეთი მოთხოვნის გამოსახვა ფულადი ფორმით. ეს

წინაპირობა აუცილებელია განსაკუთრებით გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს,

ვინაიდან რეალიზაციის შედეგად მოგირავნე იღებს ფულად თანხას, რომელიც

მიემართება სწორედ მოთხოვნის დაფარვისათვის. კანონით დადგენილი გირავნობის

უფლების უმთავრესი მიზანი ვერ მიიღწევა, თუ არ გვექნება უზრუნველყოფილი

მოთხოვნის ფულადი ეკვივალენტი.

2. სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები

გირავნობის უფლება შეიძლება დადგინდეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნების

უზრუნველსაყოფადაც. როგორც სამომავლო, ასევე პირობითი მოთხოვნები არ

ითვლება წარმოშობილად განსაზღვრული მომენტის - კონკრეტული ვადის ან

მოვლენის დადგომამდე. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება წარმოშობილად

ითვლება მოგირავნესა და დამგირავებელს შორის შეთანხმებისა და ნივთის გადაცემის

(რეგისტრირებულ გირავნობის შემთხვევაში - რეგისტრაციის) მომენტიდან. სამომავლო

ან პირობითი მოთხოვნები უნდა იყოს განსაზღვრული ან, სულ ცოტა, -

განსაზღვრებადი.

26

27

28

Page 13: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

13

ზურაბ ჭეჭელაშვილი

VII. გირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები

გირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ მოგირავნე -

ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და

დამგირავებელი - ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე

მოვალე, თუ გირავნობის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი,

რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით

ტვირთავს თავის მოძრავ ქონებას. მხარეები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი

განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ასევე - პირთა გაერთიანება.

VIII. გირავნობის დადგენა

1. მფლობელობითი გირავნობის დადგენა

მფლობელობითი გირავნობის დადგენა ხდება დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის

დადებული შეთანხმებით გირავნობის დადგენის შესახებ (გირავნობის

ხელშეკრულებით) და მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე

პირის მფლობელობაში გადაცემით (257 I). კანონი პირდაპირ საუბრობს გირავნობის

დადგენის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც იდება, როგორც წესი, ზეპირად,

თუმცა, მხარეებს გირავნობის დადგენის შესახებ ხელშეკრულება შეუძლიათ დადონ

წერილობითაც. მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის

მფლობელობაში გადაცემა გირავნობის უფლების წარმოშობის მეორე აუცილებელი

წინაპირობაა, რომელიც მიიღწევა ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით.

დამგირავებელს არ შეუძლია მფლობელობის შენარჩუნება, თუმცა, იგი შეიძლება

დარჩეს ნივთის მპყრობელად მოგირავნის სასარგებლოდ. ნივთის გადაცემის მიღწევა

შესაძლებელია ე. წ. "მოკლე ხელის გადაცემითაც" (brevi manu traditio): 257 II თანახმად,

თუ გირავნობის საგანი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის

მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.

2. რეგისტრირებული გირავნობის დადგენა

მფლობელობითი გირავნობისაგან განსხვავებით, რეგისტრირებული გირავნობის

შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა

საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში პუბლიკაცია მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო

რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. თავად გირავნობის

ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით (258 I). აღნიშნული ფორმის

დაუცველობის შემთხვევაში დადებული ხელშეკრულება ბათილია როგორც

ფორმადაუცველი გარიგება (59).

29

30

31

Page 14: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

14

ზურაბ ჭეჭელაშვილი

3. სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის დადგენა

სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ

საშუალებაზე გირავნობის დადგენის მიმართ გამოიყენება რეგისტრირებული

გირავნობის გირავნობის მომწესრიგებელი ნორმები 258-ე მუხლში მოცემული

სპეციალური წესების გათვალისწინებით. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებასა და

სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული

გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით

დადება და ამ გარიგებით გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალებას

მიეკუთვნება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის

ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია და ელექტროძრავიანი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური

გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია („საგზაო მოძრაობის შესახებ“

საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო

მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სასოფლო-

სამეურნეო მანქანაზე ჩასაბმელ და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ

დამხმარე ტექნიკურ საშუალებას (მოწყობილობას), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-

სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად („საგზაო

მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 70-ე პუნქტი). რეგისტრაციის

წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სსიპ საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის

რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო

საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის

დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით.

4. გირავნობის უფლებათა რიგითობა

დასაშვებია ერთი და იგივე ქონების რამდენჯერმე დაგირავება. ამ შემთხვევაში

აქტუალური ხდება გირავნობის უფლებებს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხის

გადაწყვეტა. 267 I ნორმა ადგენს ზოგად წესს, რომლის თანახმადაც გირავნობის

უფლებათა კონკურენციისას უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე დადგენილ გირავნობის

უფლებას, ანუ გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი

სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად. თუმცა, ამ ზოგადი წესიდან იგივე

მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც: ა) უპირველეს ყოვლისა, გამონაკლისს

წარმოადგენს სამომავლო ქონებაზე გირავნობის დადგენის წესი, რომლის თანახმადაც

გირავნობის უფლება წარმოშობილად ითვლება არა გირავნობის ხელშეკრულების

დადების, არამედ ქონების წარმოშობის ან შეძენის მომენტი; ბ) მეორე გამონაკლისი

სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქციის მნიშვნელოვან

ნოვაციას წარმოადგენს: 267 III ნორმა უპირატესობას ანიჭებს კანონისმიერი გირავნობის

უფლებას სახელშეკრულებო გირავნობის უფლებასთან შედარებით, როდესაც პირველი

წარმოიშობა ისეთი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან, რომლებსაც

განეკუთვნება: ქირავნობა (568-ე მუხლი), იჯარა (586-ე მუხლი), სასოფლო-სამეურნეო

32

33

Page 15: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

15

ზურაბ ჭეჭელაშვილი

იჯარა (596-ე მუხლი), ნარდობა (694-ე მუხლი), გადაზიდვა-გადაყვანა (685-ე მუხლი) და

მიბარება სასაქონლო საწყობში (796-ე მუხლი).

5. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე

გირავნობის უფლება აქცესორული უფლებაა და იგი მიჰყვება მოთხოვნას კრედიტორის

- მოგირავნის მიერ მისი სხვა პირისათვის დათმობის შემთხვევაში. გირავნობის

უფლების დამოუკიდებლად მოთხოვნის გარეშე გადაცემა დაუშვებელია (269 IV 1).

გირავნობის უფლების ახალ კრედიტორზე გადასვლის მიღწევისათვის მხოლოდ

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადება საკმარისი არ არის; საჭიროა

პუბლიკაციის ელემენტის მიღწევაც: მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში -

გირავნობის საგნის ახალი კრედიტორის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა,

ხოლო რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში - საჯარო რეესტრში

(სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ

საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაცია. თუ მოთხოვნის დათმობისას

გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება უქმდება.

გირავნობის უფლება უქმდება ასევე, თუ მფლობელობითი გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან

გონივრულ ვადაში ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან

მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების

რეგისტრაციას.

IX. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები

1. ზოგადი დებულებები

გირავნობის უფლების ძალით მოგირავნესა და დამგირავებელს შორის წარმოიშობა და

არსებობს კანონისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ეს

ურთიერთობა არსებობს ავტომატურად, კანონის ძალით და მისი წარმოშობისათვის არ

არის საჭირო მხარეთა შორის პირდაპირი შეთანხმება გარდა იმ შემთხვევებისა,

როდესაც თავად სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები სხვაგვარად არ ადგენს.

მოგირავნესა და დამგირავებელს შორის უფლებები და ვალდებულებები

განსხვავებულად განისაზღვრება იმისდა მიხედვით, მხარეებმა დადეს

მფლობელობითი თუ რეგისტრირებული გირავნობა.

2. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნის (ან მის მიერ განსაზღვრული

მესამე პირის) უპირველესი ვალდებულებაა ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვალა-

პატრონობის უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში

34

35

36

Page 16: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

16

ზურაბ ჭეჭელაშვილი

დამგირავებელს შეუძლია მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირის

მფლობელობაში გადაცემა (261 I). მოგირავნეს არ შეუძლია მოითხოვოს გირავნობის

საგნიდან სარგებლის მიღება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულის თაობაზე

მხარეები პირდაპირ შეთანხმდნენ. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია,

გირავნობის საგნიდან მიიღოს ნაყოფი, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის

თვისებებიდან გამომდინარეობს. სარგებელი ჩაითვლება გირავნობის უფლებით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში (261 II). მოგირავნე ვალდებულია

დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული

სარგებლის შესახებ. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან

გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების

ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების

წესების შესაბამისად.

3. მოგირავნისა და დამგირავებლის უფლებები და ვალდებულებები

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში დაგირავებული ნივთის სათანადოდ

შენახვისა და მოვალა-პატრონობის ვალდებულება ეკისრება დამგირავებელს, ვინაიდან

გირავნობის საგანი რჩება ამ უკანასკნელის მფლობელობაში. მსგავსად მოგირავნის მიერ

ანალოგიური ვალდებულების დარღვევისა, მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს

გირავნობის საგნის მის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა. განსხვავებით

მოგირავნის მიერ სარგებლის მიღების წესისა, დამგირავებელი უფლებამოსილია,

მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან, რაზეც მხარეთა შორის პირდაპირი

შეთანხმება აუცილებელი არ არის (261 II 1). კანონმდებლის ასეთი გადაწყვეტა

შეესაბამება რეგისტრირებული გირავნობის მიზანს, მიეცეს მოვალეს გირავნობის

საგნით სარგებლობის გაგრძელების საშუალება. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს

აქცია ან წილი კომერციულ იურიდიულ პირში, მაშინ დამგირავებელი იურიდიული

პირის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების

დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე

საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით. ამ ნორმის მიზანია,

დაიცვას მოგირავნის ქონებრივი ინტერესები დამგირავებლის მიერ დაგირავებული

აქციის ან წილს მიმართ ისეთი არაკეთილსინდისიერი ქმედებებისას, რომლებსაც

შეიძლება მოჰყვეს გირავნობის საგნის ღირებულების შემცირება ან მისი საერთოდ

დაკარგვა (261 V).

X. გირავნობის საგნის რეალიზაცია

1. ზოგადი დებულებები

ა. 2005 წლის 30 ივნისის №1826 კანონით ყველაზე მეტი და, ამასთან, არსებითი

ხასიათის ცვლილება განიცადა გირავნობის საგნის რეალიზაციის წესმა. შეიძლება

ითქვას, რომ ამ კანონის უმთავრესი მიზანიცა და ღირსებაც მდგომარეობს სწორედ

გირავნობის საგნის რეალიზაციის წესების მაქსიმალურად გამარტივებასა და

37

38

Page 17: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

17

ზურაბ ჭეჭელაშვილი

გირავნობის ურთიერთობის ყველა მონაწილის უფლებების ეფექტური დაცვის

მიღწევაში. კანონმდებლის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოგირავნის

ინტერესების ქმედით დაცვას, რაც გამოიხატება, მაგ., გირავნობის საგნის მოგირავნის

საკუთრებაში გადასვლაში (2601), მოგირავნისათვის გირავნობის საგნის პირდაპირი

გზით რეალიზაციის უფლების მინიჭებაში (283), ნოტარიუსის მიერ გაცემული

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე რეალიზაციის განხორციელებაში (284 I), ასევე -

გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებული წესის სანქციონირებაში (284 II);

სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალ რედაქციაში ახლებურად

მოწესრიდგა რამდენჯერმე დაგირავებული ნივთის რეალიზაციის წესიც (279).

ბ. თუ გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას მოვალე არ ასრულებს ან

არაჯეროვნად ასრულებს, მოგირავნეს უფლება აქვს - გარდა გირავნობის საგნის

საკუთრებაში მიღებისა - მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია (278); სწორედ

რეალიზაციის გზით ხდება მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუმცა, თუ

გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება

მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას, მაშინ 276-ე მუხლში 2007 წლის 29 ივნისის

№5127 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, მოთხოვნა მაინც სრულად

ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ მხარეები გირავნობის ხელშეკრულებაში

საწინააღმდეგოზე არ შეთანხმებულან. ვფიქრობთ, კანონმდებლის ასეთი პოზიცია არ

უნდა ჩაითვალოს მართებულად, ვინაიდან მოგირავნეს არ უნდა მოვუსპოთ კუთვნილი

მოთხოვნის დაუფარავ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობა სხვა საშუალებით,

თუნდაც, მას გირავნობის ხელშეკრულების დადებისას საწინააღმდეგო წესზე

პირდაპირი შეთანხმება გამორჩა.

გ. კანონი რეალიზაციის საწყის ეტაპზევე უქმნის რეალიზაციის უფლების მქონე

მოგირავნეს ხელსაყრელ პირობას თავისი უფლების რეალიზაციისათვის; კერძოდ, მას

შეუძლია მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის გადაცემა, რაც ექვემდებარება

დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას (281 I). გარდა ამისა, თუ მოთხოვნის რეალიზაცია

დამოკიდებულია იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია

დამგირავებელს მოსთხოვოს ამ მოქმედების შესრულება. თუ დამგირავებელი 2 კვირის

ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს

მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირის მიმართ.

2. გირავნობის საგნის გადასვლა მოგირავნის საკუთრებაში

მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლა სანქციონირებულ იქნა 2007

წლის 29 ივნისის №5127 კანონით, რომლითაც სამოქალაქო კოდექსს დაემატა 2601

მუხლი. ამ მუხლის დადგენით კანონმდებელმა კარდინალურად შეცვალა თავისი

პოზიცია თავდაპირველთან შედარებით, რომლის თანახმადაც მოძრავი ნივთის

მოგირავნის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება

ბათილად მიიჩნეოდა (სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციის 270-ე მუხლი). მოძრავი

ნივთის მოგირავნის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლა დაშვებულია მხოლოდ

39

40

41

Page 18: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

18

ზურაბ ჭეჭელაშვილი

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და, გარდა ამისა, ასეთ პირობაზე მხარეები

პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ გირავნობის ხელშეკრულებაში (2601).

3. გირავნობის საგნის რეალიზაცია მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნემ გირავნობის საგნის

რეალიზაციამდე 2 კვირით ადრე წერილობითი შეტყობინებით უნდა გააფრთხილოს

რეალიზაციის შესახებ დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები, თუ გირავნობის საგანი

დაგირავებულია რამდენჯერმე. აღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ,

გირავნობის საგნის რეალიზაცია მოგირავნის მიერ შეიძლება განხორციელდეს

დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების

გარეშეც შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო

ფასის დაცემის რეალური საფრთხე; ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია (282 III).

უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით

რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალ

რედაქციაში რეალიზაციის ფორმებს შორის უპირველესად არის დასახელებული, რაც

კიდევ ერთი დასტურია ამ საკანონმდებლო ნოვაციისათვის კანონმდებლის მხრიდან

დიდი მნიშვნელობის მინიჭებისა. მოგირავნე გირავნობის საგანს ყიდის თავისი

შეხედულებით, თუმცა, კანონი ადგენს ზოგად პირობებს, რომლებიც უნდა იქნეს

დაცული გასხვისების დროს. კერძოდ, მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი

გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით. ამ ვალდებულებების

შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეებისათვის მიყენებული ზიანისათვის (283 I). თუ გირავნობის საგანს აქვს

საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს

სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.

4. გირავნობის საგნის რეალიზაცია რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქციის

მეორე მნიშვნელოვანი ნოვაცია მდგომარეობს რეგისტრირებული გირავნობის

შემთხვევაში გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემასა და

რეალიზაციაში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

ამით კანონი ადგენს მეტად მარტივ და ქმედით ბერკეტს მოგირავნის ინტერესების

დროული დაკმაყოფილებისათვის განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მოვალე

უარს აცხადებს გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემაზე. სააღსრულებო

ფურცელი ნოტარიუსის მიერ გაიცემა მოგირავნის მოთხოვნით სასამართლო

გადაწყვეტილების გარეშე და ექვემდებარება აღსრულებას "სააღსრულებო წარმოებათა

შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

42

43

44

Page 19: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

19

ზურაბ ჭეჭელაშვილი

5. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის

დამხმარე ტექნიკური საშუალების რეალიზაცია გირავნობის მოწმობის

საფუძველზე

დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის

დამხმარე ტექნიკური საშუალების რეალიზაციის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ

იგი ხორციელდება სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით

გირავნობის მოწმობის საფუძველზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“

საქართველოს კანონით დადგენილი წესით (2811 II). უპირველეს ყოვლისა, მოგირავნეს

შეუძლია მოითხოვოს დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-

სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის

მფლობელობაში გადაცემა; მხოლოდ ამის შემდეგ არის ის ვალდებული,

განახორციელოს მისი რეალიზაცია ან თავის საკუთრებად რეგისტრაცია.

6. გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებული წესი

გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი რედაქციის მსგავსად, ახალი რედაქციაც

ითვალისწინებს გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა შესაძლებლობას, შეთანხმდნენ

გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც არ არის

გათვალისწინებული გირავნობის შესახებ ქვეთავში. თუმცა, ახალი რედაქცია

აღნიშნული შესაძლებლობის წინაპირობად ასახელებს რეალიზაციის განხორციელებას

გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების

ინტერესების გათვალისწინებით (284 II).

7. რამდენჯერმე დაგირავებული გირავნობის საგნის რეალიზაცია

ვინაიდან მოძრავი ქონება შეიძლება დაიტვირთოს ორი ან მეტი გირავნობის უფლებით,

კანონი აღნიშნულ შემთხვევაში ადგენს გირავნობის საგნის რეალიზაციის სპეციალურ

წესს. როდესაც გირავნობის საგანი დატვირთულია რამდენჯერმე, მისი რეალიზაციის

მოთხოვნის უფლება აქვს იმ მოგირავნეს, რომლის მოთხოვნის შესრულების ვადაც

დადგა მიუხედავად იმისა, რომ მისი გირავნობის უფლება შეიძლება არც იყოს პირველი

რიგის. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო

რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 2

კვირის განმავლობაში აცნობოს ამ უკანასკნელს იმის თაობაზე, რომ იგი სარგებლობს

რეალიზაციის უფლებით; ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს

რეალიზაციას და ეს ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს. გარდა აღნიშნულისა,

წინა მოგირავნე ატყობინებს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა,

რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ მხოლოდ

იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხებიდან თავისი მოთხოვნა

უპირატესად დაკმაყოფილდება.

45

46

47

Page 20: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

20

ზურაბ ჭეჭელაშვილი

8. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება

გირავნობის უფლებათა რიგითობის მსგავსად, რეალიზაციიდან ამონაგები თანხის

განაწილების შემთხვევაშიც აქტუალური ხდება მოგირავნეთა შორის უპირატესობის

მინიჭების საკითხის გადაწყვეტა. 280 I მუხლი ადგენს ზოგად წესს, რომლის

თანახმადაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში

იფარება რეალიზაციის ხარჯები და რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის

მოთხოვნა. თუ გირავნობის საგანი დატვირთულია რამდენჯერმე, ყოველი შემდგომი

მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად

დაკმაყოფილების შემდეგ. ამასთან, რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე

ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის

დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე

შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების

შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არიან შემდგომი მოგირავნეები, -

ამონაგებიდან დარჩენილი თანხა გადაეცემა დამგირავებელს (280 III).

9. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები

გირავნობის საგნის მართლზომიერი რეალიზაციის შედეგია მასზე საკუთრების

უფლების გადასვლა შემძენზე; გირავნობის უფლება უქმდება. არამართლზომიერი

რეალიზაციის შემთხვევაშიც შემძენი იძენს საკუთრების უფლებას იმ პირობით, რომ

იგი არამართლზომიერი რეალიზაციის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია (285 II).

შემძენი გირავნობის საგანს იძენს, როგორც წესი, დაუტვირთავად, თუმცა, ამ წესიდან

არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ

მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს

რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას (279 IV).

XI. გირავნობის უფლების გაუქმება

1. ზოგადი დებულებები

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს გირავნობის უფლების გაუქმების შემდეგ

საფუძვლებს:

- გირავნობის უფლების გაუქმება მოთხოვნის გაუქმების გამო;

- გირავნობის უფლების გაუქმება მოგირავნის მიერ გირავნობაზე უარის თქმით;

- გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის განადგურების გამო;

- გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში

გადასვლის გამო (კონსოლიდაცია);

- გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის დათმობისას ახალი კრედიტორის მხრიდან გირავნობის საგნის მისთვის

ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის ან გირავნობის უფლების

რეგისტრაციის მოთხოვნის არარსებობისას;

48

49

50

Page 21: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

21

ზურაბ ჭეჭელაშვილი

- გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში

დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისებით;

- გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა

მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა

პირდაპირი შეთანხმების შემთხვევაში.

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში, გირავნობის უფლების გაუქმებისას

მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში კი, გირავნობის უფლების გაუქმებისას

დამგირავებელს შეუძლია, მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის გაუქმების

დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და

სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის

შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს). თუ დამგირავებელი არ ითხოვს გირავნობის გაუქმების დაუყოვნებელ

რეგისტრაციას, მოგირავნე კანონის ძალით მაინც არის ვალდებული, მიმართოს საჯარო

რეესტრს (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოს) გირავნობის უფლების გაუქმების

რეგისტრაციის განცხადებით გაუქმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (275 II). გირავნობის უფლების გაუქმების

რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს თავად დამგირავებელსაც. ამ შემთხვევაში

სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული

წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების გაუქმებას

(275 III).

2. გირავნობის უფლების გაუქმება მოთხოვნის გაუქმების გამო

ვინაიდან გირავნობა აქცესორული უფლებაა, მისი არსებობა სრულად დამოკიდებულია

უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობაზე. შესაბამისად, თუ

აღარ არსებობს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გირავნობაც ავტომატურად უქმდება

(270).

3. გირავნობის უფლების გაუქმება მოგირავნის მიერ გირავნობაზე უარის თქმით

როგორც სანივთო უფლება, გირავნობა უქმდება უფლებამოსილი პირის მიერ მასზე

უარით (184). უფლების მიტოვებისათვის განსხვავებული პროცედურაა დადგენილი

იმისდა მიხედვით, ადგილი აქვს მფლობელობით თუ რეგისტრირებულ გირავნობაზე

უარის განცხადებას: მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში, გირავნობის უფლება

უქმდება, თუ მოგირავნე დამგირავებელს უბრუნებს გირავნობის საგანს ან იგი უარს

ამბობს გირავნობის უფლებაზე; რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში,

გირავნობის უფლება უქმდება, თუ მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე საჯარო

რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა

51

52

53

Page 22: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

22

ზურაბ ჭეჭელაშვილი

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით (272). განცხადება

სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და მისი

სამართლებრივი ძალისათვის საკმარისია მხოლოდ მოგირავნის ნების გამოვლენა.

4. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის განადგურების გამო

როგორც სანივთო უფლება, გირავნობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფიზიკურად

სახეზე არსებულ საგანზე. შესაბამისად, გირავნობა უქმდება გირავნობის საგნის სრული

განადგურებით (271).

5. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში

გადასვლის გამო (კონსოლიდაცია)

ვინაიდან ქართული სამართლის თანახმად, ერთი და იგივე ქონებაზე პირს არ შეიძლება

ჰქონდეს როგორც საკუთრების უფლება, ისე შეზღუდული სანივთო უფლება,

გირავნობის უფლება უქმდება, როდესაც გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას

იძენს მოგირავნე (კონსოლიდაცია, 273).

6. გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას ახალი კრედიტორის მხრიდან

გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის

ან გირავნობის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის არარსებობისას

ვინაიდან მფლობელობითი გირავნობის არსებობა მიბმულია მოგირავნის მიერ

გირავნობის საგნის ფლობის ფაქტს, ხოლო რეგისტრირებული გირავნობის არსებობა კი

- შესაბამის რეგისტრაციას, გირავნობის უფლება უქმდება, თუ მფლობელობითი

გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის

მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის

მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების

რეგისტრაციას (269 II).

7. გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში

დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისებით

როგორც ზემოთ აღინიშნა, დამგირავებელს შეუძლია თავისი სურვილით გაასხვისოს

გირავნობის საგანი. შესაბამისად, მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში

დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისებით გირავნობის უფლების უქმდება,

თუ მოგირავნე ან უფლებამოსილი მესამე პირი გირავნობის საგანს მფლობელობაში

გადასცემს შემძენს ან დამგირავებელი დაგირავებულ ნივთს ასხვისებს თავისი

ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც

შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ (274).

54

55

56

57

Page 23: ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 I ...ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015 1 ზურაბ

ბოლო დამუშავება: 22 დეკემბერი, 2015

23

ზურაბ ჭეჭელაშვილი

8. გირავნობის უფლების გაუქმება გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა

მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა

პირდაპირი შეთანხმების შემთხვევაში

მხოლოდ გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა პირდაპირი შეთანხმების შემთხვევაში,

გირავნობის უფლება უქმდება, თუ ადგილი ჰქონდა გირავნობის საგნის გადამუშავებას

ან მისი სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმას ისე, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი

აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან (265 I 1).

XII. გირავნობის უფლების დაცვა

გირავნობის უფლება როგორც სანივთო უფლება დაცულია კანონით ნებისმიერი

დამრღვევი პირისაგან საკუთრების უფლების დაცვითი სარჩელებით (172 I, II).

მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნეს გირავნობის საგანზე თავისი

მფლობელობის დასაცავად შეუძლია ისარგებლოს ასევე მფლობელობითი დაცვის

სარჩელებითაც 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად.

58

59