კიტა აბაშიძე ალექსანდრე...

22
1 kartvelologybooks.tsu.ge კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძე ას წელიწადზედ მეტია მას აქეთ, რაც გარდაიცვალა საქართველოს უკანასკნელი მეფე ერეკლე II, პატარა კახად წოდებული. 1798 წლის 11 იანვარს თელავში განუტევა სული საქართველოს სამხედრო გენიოსმა. მასთან ერთად, თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, საქართველოს პოლიტიკურმა თვითარსებობამაც დალია სული და იმ კაცს ჩაატანა საფლავში, რომელსაც `დიდი ხანია გარდაეწყვიტა ბედი ქართლისა~. მართალია, მის მერმე ბარე შვიდიოდე წელი იმეფა მისმა ძემ გიორგი XIII-მ, მაგრამ იგი უფრო აღვირწახსნილ კარისკაცთა ინტრიგებისა და ცბიერების საბურთაო და სათამაშო იყო და არა გაჭირვებული საქართველოს ბედ- იღბალის გამგე და პატრონი. დიდი ხანია ბედი ქართლისა გარდაეწყვიტა ერეკლეს და სწორედ ამ გარდაწყვეტილების შემდეგ მისი გამობრუნება ძნელი იყო და თვით მეფისაგან ამ გარდაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, მისი მემკვიდრისაგან თავისი სამეფო უფლებების ერთი-ორად კიდევ უფრო შეზღუდვა და მერმე მთელის ერის (უფრო ერის ერთის ნაწილის) გათახსირება, გადაგვარება და ყოველივე საზოგადოებრივის ინსტიქტებისაგან გაძრცვნა გვიმტკიცებს, რომ მარტო მეფე არ იყო აქ დამნაშავე. რამ მიიყვანა საქართველო ამ მდგომარეობამდის, თვითარსებობის დაკარგვამდის? რა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მიზეზმა გამოიწვია ესეთი კატასტროფა ჩვენის ერის ცხოვრებაში, თუ შეიძლება კატასტროფა დავარქვათ მას, რამაც, მართალია, ძირითადი ცვლილება მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ერთისა და ორის დღის, თუგინდ წლის შექმნილი როდი იყო, სრულიად კანონიერი შედეგი იყო ჩვენის ისტორიისა. ეს იყო ევოლუცია ჩვენის ისტორიისა, ეს პოლიტიკურად სულის დალევა იყო, დაბოლოება, ჯერ ხანად მაინც, ამ ევოლუციისა. მთელი ისტორია ჩვენის ხალხისა არის მარტიროლოგიაო, მიღებულია ასე თქმად, ესე იგი ჩვენის ერის ტანჯვა-წვალებისა, მოწამეობის ამბავიაო. მე მგონია, ამგვარი შეხედულება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. რა წარმოსადგენია, რომ ჩვენი ცხოვრება ისტორიის საზოგადო კანონს გაქცეოდეს, ანდა ისეთი თავისებურობა გამოეჩინოს საზოგადო კანონების გზაზე მსვლელობაში, რომ ძნელი გამოსარკვევი იყოს ისტორიის კანონების განვითარება ჩვენს ძველს ცხოვრებაში. დიდებულმა მეცნიერმა ამ საუკუნისამ, ჩარლზ დარვინმა დაადგინა დიადი კანონი ცხოვრებისა ,,ბრძოლა, ჭიდილი და მეტოქეობა ცხოვრებისათვის”. დღევანდელ დღემდის იგი

Transcript of კიტა აბაშიძე ალექსანდრე...

Page 1: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

1 kartvelologybooks.tsu.ge

კიტა აბაშიძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ას წელიწადზედ მეტია მას აქეთ, რაც გარდაიცვალა საქართველოს უკანასკნელი მეფე ერეკლე

II, პატარა კახად წოდებული. 1798 წლის 11 იანვარს თელავში განუტევა სული საქართველოს

სამხედრო გენიოსმა. მასთან ერთად, თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, საქართველოს

პოლიტიკურმა თვითარსებობამაც დალია სული და იმ კაცს ჩაატანა საფლავში, რომელსაც

`დიდი ხანია გარდაეწყვიტა ბედი ქართლისა~. მართალია, მის მერმე ბარე შვიდიოდე წელი

იმეფა მისმა ძემ გიორგი XIII-მ, მაგრამ იგი უფრო აღვირწახსნილ კარისკაცთა ინტრიგებისა

და ცბიერების საბურთაო და სათამაშო იყო და არა გაჭირვებული საქართველოს ბედ-

იღბალის გამგე და პატრონი. დიდი ხანია ბედი ქართლისა გარდაეწყვიტა ერეკლეს და

სწორედ ამ გარდაწყვეტილების შემდეგ მისი გამობრუნება ძნელი იყო და თვით მეფისაგან ამ

გარდაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, მისი მემკვიდრისაგან თავისი სამეფო უფლებების

ერთი-ორად კიდევ უფრო შეზღუდვა და მერმე მთელის ერის (უფრო ერის ერთის ნაწილის)

გათახსირება, გადაგვარება და ყოველივე საზოგადოებრივის ინსტიქტებისაგან გაძრცვნა

გვიმტკიცებს, რომ მარტო მეფე არ იყო აქ დამნაშავე.

რამ მიიყვანა საქართველო ამ მდგომარეობამდის, თვითარსებობის დაკარგვამდის? რა

პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მიზეზმა გამოიწვია ესეთი კატასტროფა ჩვენის ერის

ცხოვრებაში, თუ შეიძლება კატასტროფა დავარქვათ მას, რამაც, მართალია, ძირითადი

ცვლილება მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ერთისა და ორის დღის, თუგინდ წლის

შექმნილი როდი იყო, სრულიად კანონიერი შედეგი იყო ჩვენის ისტორიისა. ეს იყო

ევოლუცია ჩვენის ისტორიისა, ეს პოლიტიკურად სულის დალევა იყო, დაბოლოება, ჯერ

ხანად მაინც, ამ ევოლუციისა.

მთელი ისტორია ჩვენის ხალხისა არის მარტიროლოგიაო, მიღებულია ასე თქმად, ესე იგი

ჩვენის ერის ტანჯვა-წვალებისა, მოწამეობის ამბავიაო. მე მგონია, ამგვარი შეხედულება,

ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. რა წარმოსადგენია, რომ ჩვენი ცხოვრება ისტორიის

საზოგადო კანონს გაქცეოდეს, ანდა ისეთი თავისებურობა გამოეჩინოს საზოგადო კანონების

გზაზე მსვლელობაში, რომ ძნელი გამოსარკვევი იყოს ისტორიის კანონების განვითარება

ჩვენს ძველს ცხოვრებაში.

დიდებულმა მეცნიერმა ამ საუკუნისამ, ჩარლზ დარვინმა დაადგინა დიადი კანონი

ცხოვრებისა ,,ბრძოლა, ჭიდილი და მეტოქეობა ცხოვრებისათვის”. დღევანდელ დღემდის იგი

Page 2: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

2 kartvelologybooks.tsu.ge

ბრძოლა ჰქმნის ერთა ისტორიას და საერთაშორისო ისტორიას. ამ ბრძოლაში გამარჯვებული

რჩებოდნენ ის ერნი, რომელნიც დროისა და გარემოების შესაფერის იარაღით იყვნენ

აღჭურვილნი და ყოველი ერის ისტორია წარმოადგენს ან ისტორიას გამარჯვებისას ანდა

ისტორიას დამარცხებისას ცხოვრებისათვის გამართულს ომში. იყო დრო, როცა ომობდა

ოჯახი ერთისა და იმავე გვარისა მეორე ოჯახთან, მერმე გვარი გვართან, მაზრა მაზრასთან და

თემი თემთან და ბოლოს მთელი ერი მეორე ერთან. ამგვარად, თუმც ბრძოლა სუსტდებოდა

ერთისა და იმავე ერის სხვადასხვა ნაწილთა (ოჯახი, გვარი, თემი) შორის, მაგრამ სხვადასხვა

ერის შორის ატეხილი ბრძოლა სასტიკის ხასიათისა ხდებოდა. თვით ერში კი დარჩა ბრძოლა

წოდებათა, კლასთა შორის, ამა თუ იმ აზრისა და მიმართულების დამცველ დასთა შორის.

მაგრამ ნაციონალურის თვითარსებობისა და გაერთიანების შეგნება ამ შინაურს ბრძოლას

შესწყვეტდა ხოლმე, როგორც კი ასტყდებოდა ომი მეორე ერთან. ამგვარად, ისტორია ჩასდგა

მეორე ხანში, სადაც ერთი ნაწილი კაცობრიობისა, რომელსაც ერი ეწოდება, ებრძოდა მეორე

ერსა. ამ ბრძოლაში მთელი ერი იღებდა მონაწილეობას, ხოლო დასვენების დროს

ასტყდებოდა ბრძოლა ერის სხვადასხვა ნაწილთა შორის და ამგვარად, გარეშე ბრძოლა

შეიცავდა საერთაშორისო ისტორიას, ხოლო შინაური ერთა ისტორიას.

დღეს არსებული ევროპის სახელმწიფოები ევოლუციის ერთ გზას მისდევდნენ. იგინი

ცდილობდნენ, რომ ცალ-ცალკე ჯგუფი ერთისა და იმავე ერისა გაეერთიანებინათ,

შეეწყვიტათ ბრძოლა მათ შორის. განვითარება პოლიტიკურის ფორმისა ამ გზას მისდევდა.

თავისუფალის ბრბოსი და თემის ყრილობა შეიცვალა ჯერ ფეოდალურ სამეფოდ, მერე კი

აბსოლუტურ მონარქიად, რომლის მთავარი აზრი იყო შინაგანი გაერთიანება. XVII და XVIII

საუკუნეებში ევროპის სახელმწიფოებში ეს მიმდინარეობა დამთავრებული იყო. ცალკე

ფეოდალნი, ეკლესიის წარმომადგენელნი და ქალაქის მცხოვრებნი შეზღუდულ იყვნენ

თავიანთ უფლებებში _ყველანი გათანასწორდნენ მეფის წინაშე და მეფე შეიქმნა მთელის

ერის წარმომადგენელი; თუ რომელსამე კლასს ანუ წოდებას რაიმე პრივილეგია ეძლეოდა,

მარტო მეფის სურვილითა და ნებით.

მეფე პოლიტიკურს ხერხსა ხმარობდა: ხან ქალაქის მცხოვრებთ აძლევდა ხელს, ხან მდაბიო

ხალხს, რომ თავაშვებული ფეოდალები აელაგმა და თავისი ძალი და უფლებანი

განემტკიცებინა და განეფართოებინა. რუსეთმაც XVIII საუკუნის დასაწყისში დაამთავრა ეს

ევოლუცია და აბსოლუტური მონარქია, ფაქტიურად დიდი ხნით შემზადებული პეტრე

პირველისაგან, საქვეყნოდ აღიარებულ იქმნა.

ისტორიის ამ მსვლელობას საქართველომ ვერ მისდია. ქართველი ერი ისტორიის პირველ

ხანას შერჩა. მართალია, საქართველო გაერთიანებული იყო თამარისა და გიორგი

ბრწყინვალის დროს, მაგრამ, ეჭვი არ არის, იგი გაერთიანება ისტორიის მსვლელობის შედეგი

კი არ იყო, ამ მეფეთა გენიოსობის ნაყოფი იყო და ამიტომაც მათის სიკვდილისათანვე იგიც

გაჰქრა. არათუ იმერ-ამერეთი არ იყო გაერთიანებული, ცალკე სამეფოები და სამთავროებიც

კი ფეოდალთა სათარეშო ასპარეზად შეიქმნა. თვით მეფის საგვარეულო ოჯახის წევრნი

ერთმანეთს ებრძოდნენ, დიდ-დიდი ფეოდალები მეფეს ებრძოდნენ და, ამგვარად, ყველგან

Page 3: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

3 kartvelologybooks.tsu.ge

არეულობა იყო. XVIII საუკ. ჩვენი მეფეების იდეალი უნდა ყოფილიყო თამარისა და გიორგი

ბრწყინვალისაგან ნაანდერძევი საგანი _ საქართველოში ფეოდალთა ალაგმვა, ცალ-ცალკე

სამეფოების გაერთიანება და არა სამხედრო სახელის მოხვეჭა. ერეკლე II სამხედრო გენიოსი

იყო, მაგრამ პოლიტიკაში კი გამჭრიახობას მოკლებული იყო. ის უფრო იმასა ცდილობდა,

მეზობელ ხალხთა და ხანებისათვის შიშის ზარი დაეცა, ვინემ შინაგანი გაერთიანება შეექმნა.

ამ შემთხვევაში ხალხმა მმართველებს წინ წაუსწრო და ხალხში უფრო შეგნებული პირები

გამოჩნდნენ ჩვენის ბედისა. განსაკუთრებით იმერეთმა, ისტორიულად უკან ჩამორჩენილმა,

ამ დროში მეტად დიდი შეგნებულობა გამოიჩინა საეროვნო ინტერესებისა. იმერეთი,

მართალი ვსთქვათ, ყოველთვის იჩენდა ტენდენციას გაერთიანებისას: სიხარულით მიეგება

თამარის მეფობასაც, გიორგი ბრწყინვალესაც აღტაცებით დაუხვდა ქუთაისში და აღტაცებით

მიეგება მეფის სურვილს იმერ-ამერეთის გაერთიანებისას. ამ უბედურს დროშიაც იმერეთის

ხალხმა წარმოუგზავნა ერეკლეს წარმომადგენლები შეგვიერთე თქვენს სამეფოსაო, მაგრამ

ერეკლემ თავის შვილიშვილს ვერ აწყენია, მთელის ქვეყნის ინტერესი შესწირა უბრალო

წყენინებას თავისი ოჯახის წევრისას. თუგინდ მეფეს ისიც ეფიქრა, რომ ესენი არ იყვნენ

მთელის ხალხის წარმომადგენელნი, მაინც უნდა ჩაეჭიდა ამ საბაბისთვის ხელი და

საქართველოს გაერთიანების განმტკიცებას უნდა ცდილიყო და ამგვარად, შინ

გაძლიერებული, უნდა ჩაბმოდა გარშემორტყმულ ერებთან ბრძოლას. მეფის პოლიტიკური

შეუგნებლობა კიდევ იმაში გამოიხატა, რომ ვერ იგრძნო, რა საშიშნი იყვნენ აყვავებული და

ძლიერი მეზობელი სახელმწიფონი მისი ერისათვის; ვერ შეამჩნია კარგად მეზობელ

სახელმწიფოთა დაუშრეტელი სურვილი თავისი კიდეების გაფართოებისა და ვერ ისარგებლა

მათის ერთმანეთ შორის მეტოქეობით. წინააღმდეგ ამგვარ სურვილისა, მეზობელ

სახელმწიფოთა თვით ხელი გაუმართა, იარაღი დაჰყარა და ეხლა მხოლოდღა იმასა

ჰფიქრობდა, რამენაირად რუსეთის მფარველობა მოეპოებინა. ზემოთაც მოვიხსენიეთ, რომ

საქართველოს პოლიტიკურს სიკვდილს უფრო სხვა მიზეზები აქვს ზნეობრივისა,

პოლიტიკურისა და ეკონომიკურის თვისებისა. რასაკვირველია, ჩვენ მეზობელ

სახელმწიფოთ სურვილი ჰქონდათ, მთელი ქვეყანა დაეპყროთ, და განა თვით ერეკლეს არა

ჰქონდა ეს სურვილი? მაგრამ ამ წადილს წინ შეიარაღებული უნდა დავხვედროდით.

რასაკვირველია, საქართველოს პოლიტიკურად მოსპობა მიტომ შეიქმნა შესაძლებელი, რომ

ქართველის ერის სიცოცხლის მაჯისცემა შესუსტდა. და ამაში ყველაზე მეტი დამნაშავე არიან

მეთაურნი ჩვენის ხალხისა, რომელნიც ვაშა-ვაშათი ეგებებოდნენ საერო უფლებათა

ყოველგვარს შელახვას; ბრალი აქვს ჩვენს მეთაურს საზოგადოებას, რომელიც მარტო იმასა

ჰფიქრობდა, რას გამორჩენოდა ერის უბედურობას და დაღუპვას.

შესაძლებელი არ იყო, რომ ქვეყნის ამგვარ საფრთხეში ყოფნის დროს სხვადასხვა

მიმართულება არ აღძრულიყო, სხვადასხვა ადამიანი არ გაჩენილიყო, რომელიც

საქართველოს ბედ-იღბალს სხვა თვალით შეხედავდა. ერეკლე მეფე ქართლში, სოლომონ II

და სოლომონ მსაჯული იმერეთში სხვადასხვაგვარად სჯიდნენ ბედსა ქართლისას. ეს ორი

დასი ერთისა და იმავე აზრით იყვნენ გამსჭვალულნი, თავისი ქვეყნის კეთილდღეობით

თუმცა სხვადასხვა გზას ირჩევდნენ თავისი მიზნის მისაღწევად. ხოლო ამგვარს

Page 4: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

4 kartvelologybooks.tsu.ge

დრამატიულს ეპოქაში გამოჩნდებიან ხოლმე ,,გონიერნი”, ,,მამაცნი”, რომელნიც ერის

კეთილდღეობაზე დანთებულს ცეცხლზე ხელის მოთბობას ცდილობენ, რომელნიც მარტო

პირადს ინტერესსა მისდევენ, ყველგან პირადს სარგებლობას ეძიებენ და კიდევაც იციან, სად

იპოვონ ეს სარგებლობა, მეძებრების არ იყოს, რომელთაც იციან, სად არის ხოლმე ნადირი.

ამათ აქვთ საკმაო ,,გონიერება” (ესეც თუ გონიერებად იწოდება), სარგებლობენ

საზოგადოებაში თავისი მდგომარეობითა და გავლენით კიდევ და კიდევ იმიტომ, რომ

პირადი ბედნიერება აღაგონ საერთო უბედურებაზე. ამგვარ ,,გონიერ” და ,,მამაცთა” რიცხვს

უმეტესად უმაღლესი არისტოკრატია ეკუთვნოდა. თუმც აქაც ერია ერთი ნაწილი, რომელსაც

სამშობლოს ბედით გული მოწყლული ჰქონდა და სხვადასხვა გვარად გამოჰქონდა გარეთ

თავისი ჭირ-ვარამი. არისტოკრატიის ამ ნაწილის ნერგი იყო ნიჭიერებით უხვად

დაჯილდოვებული პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე.

II

60 წელიწადზე მეტია, რაც გარდაიცვალა პოეტი მაღალგრძნობიერი, დიდის ნიჭით და

ტალანტით აღჭურვილი. საშინელი ტრაგიზმით აღსავსე იყო მისი სიკვდილი: 3-ს ნოემბერს

1846 წ. იგი თ-დ ვარანცოვთან სადარბაზოდ მიდიოდა, გაქანებულის ეტლიდან გადმოვარდა,

სასიკვდილოდ დაიჩეხა და ამავე დღეს გარდაიცვალა.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა, რომელიც მთელს პანეგირიკს უძღვნის ხოლმე სრულიად

უმნიშვნელო ლიტერატორებს და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობ პირებს, ივიწყებს

და ყურადღებას არ აქცევს ისეთს დიდმნიშვნელოვან პიროვნებას ჩვენის ლიტერატურისას,

როგორც იყო თ-დი ალ. ჭავჭავაძე. ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ თუ ერთი ნაწილი ჩვენის

მოაზრე საზოგადოებისა მეტად სასტიკად ეპყრობოდა თ-დ ალ. ჭავჭავაძეს, ვარდ-

ბულბულის პოეტს ეძახოდა, უაზროსა და უშინაარსო ლექსების მომღერლად მიაჩნდა,

სამაგიეროდ, ისეთი ბრწყინვალე ვარსკვლავნი ჩვენის ლიტერატურისა, როგორიც თ-დი ილ.

ჭავჭავაძე და როგორიც ბრწყინვალე თ-დი აკაკი წერეთელი, ამ პოეტსა სთვლიან ,,ტ კ ბ ი ლ პ

ო ე ტ ა დ, ნ ა თ ლ ი ს ს ვ ეტ ა დ, ტ კ ბ ი ლ მ ღ ე რ ა ლ ა დ, ა მ ა ღ ლე ბ უ ლ ა დ ს უ ლ ი თ ზ ე

ც ა მ დ ე”, რომლის ლექსი ,,შ ე ჰ ყ ე ფ ს ს ა ტ რ ფ ო ს გ უ ლ-ს ა კ ლ ა ვ ა დ, ტ რ ფ ო ბ ი ს ი ს რ

ი თ გ ა ნ ა წ ო ნ ი, ხ ა ნ დ ა ჰ ყ უ რ ე ბ ს ღ რ უ ბ ლ ი ა ნ ი დ ა ფ ი ქ რ ე ბ ი თ გ ო გ ჩ ი ს ტ ბ ა ს

ა დ ა ე მ დ უ რ ი ს მ წ ვ ა ვ ი ს მ ო თ ქ მ ი თ დ ა უ დ გ რ ო მ ე ლ დ რ ო თ ბ რ უ ნ ვ ა ს ა”.

თ-დი ალ. ჭავჭავაძე არ იყო საეროვნო მწერალი, საერო დარდისა და ვარამის გამომხატველი.

პოეტის ამ ნაკლულევანების მიზეზი იმალება იმ ატმოსფერაში, რომელშიაც იზრდებოდა, იმ

აზრთა ზედ-გავლენაში, რომელშიაც თავისი სიყრმე-სიყმაწვილე გაატარა და რომელსაც არ

შეიძლებოდა თავისებური დაღი არ დაესვა ამ მწერალზე.

თვით თ-დის ალ. ჭავჭავაძის ნაწერები გვაჩვენებენ, რომ მაღალნიჭიერი პოეტი ისეთს წრეში

უნდა აღზრდილიყო, საცა ან დილეტანტობას მისდევდნენ და არისტოკრატული

Page 5: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

5 kartvelologybooks.tsu.ge

ინდიფერენტიზმი მეფობდა, ანდა, ახალის წესწყობილებისაგან თავის გამოსარჩენი ეშოვათ

რამე, მარტო იმაზედ ფიქრობდნენ.

ჩვენ ვერა ვნახავთ მის ლექსთა კრებაში იმ გარკვეულს ვაებასა და მწუხარებასა, იმ ტანჯვასა

და ოხვრას საზოგადო ინტერესების გამო, რომელიც ამშვენებს შემდეგის მწერლების

ნაწარმოებთ. ჩვენ არ შეგვიძლიან დანამდვილებითა ვსთქვათ, რა მიმართულებისა და

აზრისა იყო ჩვენის ერის ბედის შესახებ, რა გვარს სევდასა და დარდებს ჰგრძნობდა საერო

ბედის გამო. იმას ვერ ვიტყვით, რომ ავტორს ,,გოგჩის ტბისას” არ ეგრძნოს თავის სამშობლოს

უბედურება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შეგნებული ჰქონოდეს ეს უბედურება, რადგან

მაშინ ხომ სხვადასხვა დარბაზებისა და სასახლეების ქება ისე ვერ გაიტაცებდა, რომ

დაევიწყებინებინა თავისი ღრმა სევდები, რომელნიც, უეჭველია, ხშირად უღრღნიდნენ მას

ნაზსა და გრძნობიერ გულსა.

ხოლო ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალ. ჭავჭავაძე დიდათ ნიჭიერი მწერალია და

ნიჭიერის, არაჩვეულებრივის ბუნების მექონია. არაჩვეულებრივობა ბუნებისა კი იმაში

იხატება კაცთა ცხოვრებაში, რომ ერთი და იგივე მოვლენა, რომელიც ჩვეულებრივს უბრალო

კაცზე თითქმის არავითარს გავლენას არ იქონიებს ხოლმე, ღრმაგრძნობიერსა და

ნაზბუნებიანს ადამიანს ძლიერს ნიშანს დაასვამს. ალ. ჭავჭავაძე რომ უბრალო მომაკვდავი

ყოფილიყო, მისი სიცოცხლე ცარიელ ჩინების ძებნაში გაივლიდა და იმ მშვენიერს ლექსებს

ვეღარ დაგვიტოვებდა. ალ. ჭავჭავაძე რომ უფერულობასა და უნიჭობას ვერ ასცილებოდა,

მისი ლექსები ისეთს ღრმა შთაბეჭდილებას ვერ დასტოვებდნენ ჩვენში.

იმ დიდს ცვლილებას, რომელიც საქართველოს ისტორიაში მოხდა, არ შეეძლო თავისებური

დაღი არ დაემჩნია ამ გრძნობიერ არსებისათვის. შეუძლებელი იყო, რომ ან ფანჯრიდან, ან

ოთახის ჭუჭრუტანიდან, ან საიდანმე არ შემოსულიყო საზოგადო უკმაყოფილების ხმა,

რომლითაც მოცული იყო მთელი ქართველი ერი. არ შეიძლებოდა, რომ სამგლოვიარო

მოთქმა და გლოვა მის მახვილს სმენას ასცდენოდა. შესაძლებელი არ იყო, ადამიანთა

ცრემლისა და დაღვრემილობისთვის თვალი არ მოეკრა. ყოველივე ამას ღრმა გავლენა უნდა

ჰქონოდა მგოსნის შემოქმედებაზედ და კიდევაცა ჰქონდა ეს გავლენა. მთელს მის ნაწარმოებს

დაღვრემილობისა და სევდის კვალი აჩნევია, მჭმუნვარების კოლორიტით შემოსილია.

მხოლოდ ერთგვარის ატმოსფერისა და გარემოების ბრალი უნდა იყოს, რომ ვერ გაიგო, რის

შედეგი იყო ეს გმინვა ხალხისა, რის მომასწავებელი იყო მისი გლოვა და ტირილი, მისი

ტანჯვა და სევდიანი ოხვრა. პოეტი ღრმად ვერ ჩასწვდა ხალხს გულში და ამ გულისა და

სულის ნადები ვერც გვამცნო ისე, როგორც ესა ჰქნეს მის შემდეგმა პოეტებმა.

ჩვენში გავრცელებულია უცნაური აზრი, ვითომ თ-დი ალექსანდრე ჭავჭავაძე `ვარდ-

ბულბულის~ მომღერალი პოეტი იყოს, ეპიკურის მიმდევარი და ვითომ პირადის არა

უმაღლესის გრძნობების დაკმაყოფილების მეტი არა ახსოვდა-რა. მეტად უსამართლო არის

ეგრეთი აზრი ნიჭიერისა და გრძნობიერის პოეტის შესახებ. ჯერ ერთი, ეგრეც რომ იყოს და

ქეიფისა, ,,აშიკობისა და ლაღობისა” გადაჭარბებული მიმდევარი ყოფილიყო, მაინცა-და-

Page 6: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

6 kartvelologybooks.tsu.ge

მაინც სარჩული უნდა მოვუძებნოთ და ძირითადი მიზეზი ეგრეთს ცალმხრივობას

გრძნობათა გამოთქმაში, ეგრეთს გატაცებას ერთისა და იმავე გრძნობით, უნდა

გავითვალისწინოთ და გამოვარკვიოთ, რატომ მოხდა, რომ ეგრეთი ნიჭიერი კაცი,

ნაზგრძნობიერი პოეტი საზოგადო უბედურების დღეს ქეიფისა და თამაშის მეტს არას

დაეძებდა.

ვსთქვათ, კაცმა თავის გასართობლადა და დარდების დასავიწყებლად ქეიფსა და ლხინს,

არშიყობასა და დარდიმანდობას მიჰყო ხელი; ვსთქვათ, კაცმა სიცოცხლე მოშხამულ-

გამწარებულმა და გულმოწყლულმა ,,ღვინის ჩაღლევით” მოისურვა თავის გართობა. თუ

მართლაც ამ ვაჟბატონის ოხვრა, კაეშანი ადვილად განქარდება პირველისავე ლამაზი

თვალების დანახვით და გინდ პირველისავე ყანწის გადაკვრით, მას უკვე მოუპოებია

ნავთსაყუდარი თავისი ბუნებისათვის, მისი ტანჯვა-ვაება, ოხვრა და კვნესა ქარის მოტანილი

ყოფილა და ქარივე წაიღებს. მისი კვნესა გამოწვეული იყო უთუოდ არა პატივსადების

მიზეზისაგან, რომელიც ადვილი მოსასპობი იყო. მისი ნაღველი, სჩანს, არა ყოფილა სულის

სიღრმიდან ამონაკვნესი, ძირითადი, მთელი მისი ტანჯულის ცხოვრების შედეგი

ფილოსოფია.

ხოლო როცა ადამიანის ოხვრა, ვაება და გლოვა წუთიერი კი არ არის და უმნიშვნელო

მიზეზისაგან გამოწვეული, არამედ არსებითია, როცა ამ ოხვრას სარჩულად უდევს, არა

მარტო პირადი ბედნიერება და უბედურება, არამედ როცა ეგრეთის პესსიმისტურის

განწყობილების მიზეზი და გამომწვეველი არის მსოფლიო, კაცობრიობისა და გინდ თავისი

ერის მდგომარეობით და როცა ეგრეთს კაცს ამა თუ იმ მიზეზით სხვა შვება ვერ მოუპოებია,

თუ არ წუთიერი თავის დავიწყება, სხვადასხვა ვნებათა ღელვის დაკმაყოფილება, _მაშინ

ეგრეთი კაცი, მერწმუნეთ, ვერც აქ იპოვის ვერავითარ ნავთსაყუდელს თავისი

აღშფოთებულისა და უიმედობით აღსავსე სულისათვის. მასა ჰგონია, ამითი თავდავიწყებას

მიეცემა და თავდავიწყების მაგიერ ერთი-ორად იმწვავებს თავისს ტანჯვებსა. თუ ალ.

ჭავჭავაძე მოქეიფეთა გუნდს ეკუთვნის, მაშინ მხოლოდ იმ მოქეიფეთა გუნდს, რომელსაც

ქეიფისათვის მიუმართავს, როგორც უკანასკნელის საშუალებისათვის ტანჯულის გულის

ოხვრის განსაქარვებლად. სასოწარკვეთილ პოეტთა შორისაც ორ-გვარი შეგხვდებათ. ერთს

შეგნებული და გარკვეული აქვს საგანი ვაებისა, ავტორს ,,ქართლის ბედისას”, ,,მერანისას” და

,,სულო ბოროტოსას” კარგადა აქვს შეგნებული “გონებისა და სიცოცხლის აღმაშფოთვარი”

საგანი; კარგადა სცნო ავტორმა ,,აჩრდილისამაც” ,,ქვეყნის დრტვინვა და დუმილი და ამ

დუმილში რა წყევლა არის”; კარგადა აქვს შეგნებული წამლით უკურნებელის თავის გულის

ოხვრის მიზეზი იმ პოეტსაც, `რომლის ჩანგს ეშხით ვეღარ უჟღერია და გულს ტკბილად არ

უძგერია, რადგანც ხედავს, სატრფო მისი მტერია~. ბარათაშვილს, შეიძლება, უფრო

საზოგადოებრივი ტანჯვა-ვაება აწუხებდეს და ილ. ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს უფრო

სპეციალური საეროვნო, მაგრამ მაინც გარკვეული აქვთ ,,ოხვრის მიზეზი”, მწუხარების

საგანი.

Page 7: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

7 kartvelologybooks.tsu.ge

ზოგიერთს მწერალს კი ვერა აქვს გამორკვეული უმთავრესი მიზეზი ,,სულის ოხვრისა”,

მაგრამ დრო, გარემოება და ისტორიული მომენტი თავისებურს დაღს ასვამს ნიჭიერსა და

გრძნობიერს არსებას. ჰგრძნობს, რომ ჰაერში მეხისა და ჭექა-ქუხილის სუნია, ჰგრძნობს, რომ

რაღაც ტანჯვას დაუბუდებია მის გარემო, მის ,,ნ ა ზ კ ა რ ს ს მ ე ნ ი ს ა ს ე ს მ ი ს” კვნესა

ერისა და ვერ გაუგია, რა არის ამ საზოგადო კვნესისა და ოხვრის მიზეზი. სიყვარული

მისთვის მოწამლულია ამ საერო გოდების გამო და ქეიფი და ლხინი მოშხამულია

სამგლოვიარო ზარის სმენით. ასეთის ნაზგრძნობიერის ადამიანისათვის არ არსებობს არც

მხიარულება, არც თავის შექცევა, ყველგანა და ყოველთვის მას ესმის სევდიანი ხმა, ოხვრა და

ამის მიზეზით საალერსოდა და სამიჯნუროდ მომართული მისი ენა საწამლავით აღსავსე

სიტყვებს ისვრის. `სავსე ჭიქებისაკენ~ გაწეული ხელი ჩამოუვარდება და, თუ აიღებს ამ

,,სავსე ჭიქას”, მხოლოდ მიტომ, რომ ჩალიოს და ამ ჩალევას ჩაატანოს ,,კვნესა გულისა”.

მაგრამ, ვიმეორებ, ტყვილად ცდილობს ამას. ნაზი გრძნობა-გონება და სული, ზეგარდმო

მადლით ცხებული, პოეტისა ვერ ურიგდება ვერავითარს თავის გასართობსა და

გასამხიარულებელს რასმე.

ასეთს პიროვნებას ჩვენს ლიტერატურაში ეკუთვნის თ-დი ალ. ჭავჭავაძე. წარმოიდგინეთ,

რომ ეს კაცი, ეპიკურელად მიჩნეული, სწორედ ისეთს პოეტს ეკუთვნის, რომელსაც

ერთხელაც არ მოუმართავს თავისი ქნარი ისე, რომ კვნესით აღსავსე ჰანგები არ

დაემღერებინოს ზედა, ერთხელაც არ ჩამოუკრავს სიმები თავისის ჩონგურისა, რომ ცრემლის

მომგვრელი სამგლოვიარო ხმები არ გამოეცეს მის ჩონგურსა.

არ ვიცი, გარკვევით ესმოდა თუ არა, და შეიგნო თუ არა პოეტმა, რა აკვნესებდა და რა

აგოდებდა ერსა, და ეს კი ნამდვილია, რომ ამ საგნებს გვერდს უვლიდა, არა სურდა,

შეხებოდა მას, იქნება არ მიაჩნდა ,,გონიერად” ამის შესახებ ლაპარაკი. ესეც ნამდვილია, რომ

მის პრაქტიკულს მსჯელობას არ შეეძლო შეეცვალა მისი ნაზ-გრძნობიერება და ამიტომაც

არის, რომ, შეიძლება, ძალაუნებურადაც, მთელი მისი ლექსები ,,კვნესაა სულისა” და არა

მარტო ტრფობისა ნაშთი, არამედ სხვა უფრო მაღალი განწყობილების ,,მონაბერი”, ერის

სულის მიმართულებისაგან დაბადებული. ამიტომაც, თუ ალ. ჭავჭავაძე ,,ვარდ-ბულბულს”

უგალობდა, ეს გალობა მისი გულის სიხარულით აღმავსები როდი ყოფილა, ოხვრისა და

ვაების ერთი-ორად გამამწვავებელი იყო. ეს სამგლოვიარო კილო მისი ლექსებისა შექმნილი

იყო საზოგადოდ მთელი ერის გლოვისა და ოხვრის ზედ-გავლენითა, ამ სევდიანის კილოს

მიზეზი საქართველოს ბედში იმალებოდა. პოეტმა თვით დაჰგმო ხელოვნური მღერა, თავის

გასართობი მღერა უდარდელი აშიკისა:

,,როს ბულბული საამოვნოდ აღიმაღლებს ხმას და მღერობს,

გწამდეს იგი, ესრედ ტკბილად, სიყვარულით არა მჭევრობს.

ეს არს მისი ხელოვნება, გრძნობისაგან უმალ ყბედობს,

Page 8: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

8 kartvelologybooks.tsu.ge

თვარა ჩემის გულის გრძნობა მის ყბედვასაც გარდამეტობს”.

ისიც უსამართლობა იქნებოდა გვეთქვა, თ. ალ. ჭავჭავაძეს იმის დამამტკიცებელი საბუთიც

არ მოეცეს, რომ საერთო უბედურება გაიგო და ამ უბედურებამ მასაც ტანჯვა მიაყენა.

მხოლოდ არ მიმაჩნია მე იგი გრძნობა გარკვეულად და მტკიცედ დაცულად. ამ გრძნობათა

გამოხატვას უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა პოეტი, ეს მისი სევდა არის, სევდა

გამოურკვეველი, მას აწუხებს წარსულის დიდების დაკარგვა. ჩვენ არა გვგონია, თ-დ ალ.

ჭავჭავაძეს სავსებით შეეგნოს, ღრმად ჩაჰკვირვებოდეს იმ უცნაურს ცვლილებას, რომელმაც

მთელი ერის ისტორია შესცვალა, ერის ბედ-იღბალის ჩარხი თვის შესაფერად გადაატრიალა.

როცა ბარათაშვილი ამბობს: ,,რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია

დატყვევებული”-ო, რომ ,,სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება

ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს”, მთელს ფილოსოფიურს შეხედულებას გამოსთქვამს აქ

პოეტი ერის თავისუფლების შესახებ. როცა თ-დი ილ. ჭავჭავაძე “აჩრდილში” აღგვიწერს

საქართველოს დღევანდელს მდგომარეობას, ამით გვიჩვენებს, რა ღრმა სოციალური და

ისტორიული კატასტროფა მოხდა ჩვენის ერის ცხოვრებაში. თ-დი ილ. ჭავჭავაძე

წარსულზედ დარდის მოკვლასაც კი გვირჩევს, იმიტომ რომ ,,ჩვენ უნდა ვშობოთ ჩვენი

მყობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”. როცა აკაკი წერეთელი გვეუბნება: “ჩემი

სატრფო მოხიბლულა, ის არი, ეშხით დამთვრალს ვერ უცვნია ისარი”-ო, გვესმის, რასაც

მოსთქვამს. ხოლო ალ. ჭავჭავაძის წარსულზედ ტირილი არც კი ვიცით, რა ხასიათისაა,

გოდება საყვარელის საგნის საუკუნოდ დაკარგვის გამო, თუ ჩვეულებრივი სავალდებულო

ტირილი და მოთქმა ჭირისუფლისა.

III

ერთი ლექსი აქვს თ-დ ალ. ჭავჭავაძეს საზოგადოებრივის ხასიათისა ,,გოგჩის ტბა~” მეტად

მშვენიერი, მაღალის ღირსებებითა და გრძნობებით აღსავსეა ეს ლექსი, მაგრამ მაინც

შეუძლებელია ამით გამოარკვიოთ, რა აზრს ადგა ალ. ჭავჭავაძე თავის ქვეყნის ბედის

შესახებ. პოეტს დაღვრემილებითა და კაეშნით აღავსებს ,,ნაქცევნი ამ ტბის კიდეთ ძაძით

მმოსველნი, სად ყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვხედავთ ოდენ

ბუთა და ნატამალთა, უდაბურება, მჩუმარება, არარაობა თვალთა და გულსა კაცისასა

სევდით ავსებენ”. ამის მნახველს პოეტს თავში ასეთი სამწუხარო აზრები მოუვა:

,,აჰა პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი,

აჰა ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,

აჰა ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი,

Page 9: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

9 kartvelologybooks.tsu.ge

მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედავ ბრმობილო!”

უწინ კი აქაც თურმე სდუღდა და გადმოსდუღდა ცხოვრება, ვრცელსა ვაკეზე დღეს ბნელად

ქვა-ყრილზე ჰქონიათ ,,ტაიჭთა სრბოლა, ჩოგნით ტაცება, შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცა

და ისართ სროლა”. ერთხელ ,,ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი, ურთიერთთანა

კავშირობით აღმაღლებულან, მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი, ოდესმე

მათში განშვებულან და განცხრომილან”. პოეტს მარტო სიკეთე და სიამე როდი ეჩვენება

წარსულის ცხოვრებისა; კარგად იცის, რომ ,,შურსა, მტრობას აქაც უღრღნიათ გულები

ხარბად, ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა, აქაცა მჯდარა ძალი მაღალს

ტახტსა ამაყად, წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა”.

აქ იხატება პოეტის მწარე შეხედულება ცხოვრებაზე და ეს ნაღვლიანის ფიქრებით აღსავსე

ლექსშია გამოთქმული. ხოლო ეს საზოგადო აზრია პოეტისა საზოგადოდ ცხოვრების შესახებ.

პოეტს, ბუნებისა და სიცოცხლის მოყვარულს, დარდებსა ჰგვრის დღეს უდაბნოდ ქცეული

ადგილი ისე, როგორც გაკაფული ტყე, ფოთლებ ჩამოცვივნილი ხე, შემოდგომის სუსხით

გაყვითლებული მწვანე მინდორი და დამშრალი რუ, გინდ ტბა სხვა არაფერი. პოეტი,

წარსულის სანახაობით გულმოწყლული, აწმყოზედაც გადაიტანს ამ დაღვრემილებას და

,,აწმყოზე დაბმულობას” სიბრმავეს ეძახის და სიცოცხლის მოსპობას ცხოვრების განქრობის

მომავლის ნამდვილ ხატს უწოდებს. ეს სურათი პოეტს ისეთისავე თვისების დარდსა ჰგვრის,

ისეთის, თუ შეიძლება ვსთქვათ, ობიექტურის ხასიათისას, როგორისასაც აღტაცებულს

გრძნობებს იწვევს მასში, მაგალითად, პავლე პირველის პეტერბურგის სასახლე, რომელიც

,,მონარხმან, დიდებისა მოყვარემან”, განსაკვირვებელის საქმის შესრულების მომწადინემ

,,ქვეყნით გამო აღმოზარდა, ველათ მდელო, ვითა მზემან”, რომელიც იმპერატორმა,

,,განაბრწყინვა მორჭმულებით (დი¬დებით), აღამაღლა ცადმდებარე, განიზრახა ქვეყნის

საყდრად, და ის მას გლახ ესამარა”.

ერთი ლექსი აქვს კვლავ საზოგადო ხასიათისა, უკეთა ვსთქვათ, საზოგადო ხასიათის

შემთხვევით გამოწვეული. ეს ლექსი შეეხება ჩვენის ახალის ისტორიის ცნობილს ხანას

ოცდამეათე წლების შეთქმულობას, რომელშიაც იმ დროის ყველა ჩვენმა საუკეთესო კაცმა

მხურვალე მონაწილეობა მიიღო. კარგად ვიცით, რომ თ-დი ალექსანდრე ჭავჭავაძე სხვებზედ

უფრო გულ-გრილად ეკიდებოდა ამ საქმეს. აქტებიდან ვიცით, რომ ალ. ჭავჭავაძე ურჩევდა

ყმაწვილ-კაცებს, ნუ შვრებით მაგ სისულელესაო. ისიც ვიცით, რომ ამ საქმის გამო ისიც კი

გაგზავნეს სამშობლოდან, მაგრამ ეს ხომ იმიტომ, რომ, როგორც აქტებშია მოხსენებული, ამ

საქმის მოსამართლეთა შეხედულობით, ,,მისი დაუსჯელად დატოვება ხალხს

აფიქრებინებდა, რომ ტყვილ-უბრალოდ ჰყავდათ დაპატიმრებულიო”. და რათა ამგვარის

სამდურავის საფუძველი არ მიეცათ საზოგადოებისათვის, საჭიროდა სცნეს მისი ასტრახანში

გადასახლება. ყოველს შემთხვევაში, უეჭველ ფაქტად ის უნდა იქმნეს აღიარებული, რომ ალ.

ჭავჭავაძე ისე მხურვალედ არ მოჰკიდებია ამ საქმეს, როგორც საუკეთესო ნაწილი

მაშინდელის ახალგაზდობისა: თ-დი ორბელიანები, ყიფიანი, ერისთავები და სხვ.

Page 10: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

10 kartvelologybooks.tsu.ge

ჰოდა ალ. ჭავჭავაძეც შეპყრობილი იყო და ამ დროს დაწერილი ლექსიც განსხვავდება მისი

სხვა ლექსებისაგან. მაგრამ, ,,მაცთურთ მახით დატყვევებულს” პოეტს თავის დღეში არ

უგრძვნია და, თუ უგრძვნია, არ გამოუხატავს ლექსით ის, რამაც გრ. ორბელიანს ათქმევინა:

,,გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა, სადღა იხილოს ცა მშობლიური? რომლის გული

ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა, მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და

ჭმუნვა მითცა შემცირდებისა”. ალ. ჭავჭავაძეს არც ვახ. ორბელიანის დარდისა და

სევდისებური რამ წარმოსცდენია: ,,თუ ნერგს მოაკლდა ნამი ცისა, ცვარი არ ერგო, ვინ

ჰკითხავს: რისთვის აღარ ხარობ და ხმები, ნერგო? სამშობლო ქვეყნით გარდახვეწილს, გულსა

დამშვრალსა სწყურხარ, როგორც სწყურს ცის ნათელი, სხივი ბნელს თვალსა”; თუ, ვიმეორებ,

თ. ორბელიანები ამ კილოზე ლაპარაკობენ ერთისა და იმავე საგნის გამო, ალ. ჭავჭავაძეს

აწუხებს მხოლოდ ის, რომ ,,დრომან დაუდგრომელმან აშორა მოყვასთ, თვარა არც გზობით,

არცა პყრობით არც ჰსლბების გული” და ამას ემუდარება მოყვასთ: `გვედრით პყრობილი,

გულ-პობილი ჭმუნვისა ლახვრით, გახსოვდესთ მწირი მომჩივარი საწუთროს რებით!”

IV

ეხლა გამოვარკვიოთ ის, თუ რა სკოლას ეკუთვნოდა თ-დი ალ. ჭავჭავაძე და მასთან ერთად

თ. გრ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და თ. ვ. ორბელიანი, რადგან კლასიფიკაცია, როგორც

ბუნების მეცნიერებაში, ისე ლიტერატურაში, მიუცილებელია, რათა უფრო კარგად

გაითვალისწინო თვისებები ერთისა და მეორის ჯგუფისა, უფრო კარგად შეიგნო მისი

ღირსებანი და ნაკლულევანებანი. მერე კიდევ ლიტერატურაში, როგორც ბუნების

მეცნიერებაში, არსებობს კანონები და შეუძლებელია კაცმა წარმოიდგინოს, რომელიმე პოეტი

ციდან ჩამოვარდეს ისე, რომ მისი მოქმედება რაიმე კანონს არ ექვემდებარებოდეს. როგორც

ბუნებაში, ისე ლიტერატურაში არსებობს გვარი, ჟანრი ლიტერატურის ნაწარმოებისა და

მწერლობის რომელსამე გვარში თავს იჩენს ხოლმე ესა თუ ის მწერალი. იმან არ უნდა

გაგვაკვირვოს, რომ ზოგიერთი მწერალი ხელს მოჰკიდებს ხოლმე თითქმის ყველა გვარს

მწერლობისას. ეს იშვიათი არ არის არც ჩვენში და ევროპაში ხომ თითქმის ჩვეულებად არის

გარდაქცეული. საფრანგეთში მოპასანმა და ბურჟემ ლექსებით დაიწყეს წერა, მეორემ

საკრიტიკო წერილებიც დასწერა; ლემეტრმა კომედიებით და ფრანსმა კრიტიკითაც გაითქვეს

სახელი. ძველთაგან ვიქტორ ჰიუგო, მიუსსე და ლამარტინი მოთხრობებსაც სწერდნენ,

დრამატიულს თხზულებებს, საკრიტიკო და საისტორიო წერილებს და სალირიკო

ლექსებსაც. შექსპირი დრამებსაცა სწერდა და ლექსებსაც; ბაირონი დრამებსაცა სწერდა და

სალირიკო ლექსებით ხომ უკვდავების სახელი მოიპოვა. საქართველოში გიორ. ერისთავი

მამა არის ქართულის დრამატულის მწერლობისა, მაგრამ სალირიკო ლექსებსაც ეწყობოდა;

ილ. ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მოთხრობებსაცა სწერენ, დრამებსაცა და ლექსებსაც.

მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ შექსპირი დრამატული მწერალია, ბაირონი მეფე

მეცხრამეტე საუკუნის სალირიკო პოეზიისა, მიუსსე და ლამარტინი ლირიკოსი პოეტები,

ჰიუგო სალირიკო რომანის შემქმნელი, მოპასანი და ბურჟე რომანისტები, ლემეტრი

Page 11: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

11 kartvelologybooks.tsu.ge

კრიტიკოსი და ან. ფრანსი რომანისტი; გ. ერისთავი დრამატულ თხზულებათა ავტორი, ილ.

ჭავჭავაძე რეალურის სალირიკო პოემების მწერალი, რეალურის მოთხრობების შექმნაში კი

ბადალი არა ჰყავს და აკ. წერეთელი კი _ რეალურ-სალირიკო ლექსების სწორუპოვარი

შემოქმედი.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ყოველი გვარი ლიტერატურის ნაწარმოებისა იზრდება და

იფურჩქნება მხოლოდ იმ გარემოებაში, რომელიც მისთვის ხელსაყრელია. დრამატული

მწერლობა აყვავებულა ხოლმე იმ ხანაში, როცა საზოგადოებაში განმტკიცებული იყო

მონარქიული წეს-წყობილება, როცა მონარქიული პრინციპები თხოულობდა, მწერალს

თავისი პირადობა მიეჩქმალა და თავის გრძნობა-სევდების შესახებ კრინტი არ დაეძრა, და

რადგან მონარქიის გაძლიერება ხშირად იყო ნაციონალურის გაერთიანების ეპოქა,

ნაციონალურის ტერიტორიის საზღვართა შემოფარგვლა და საერო სახელისა და პატივის

სხვა ერთა შორის განდიდება, ამიტომ დრამატული მწერლებიც ცდილობდნენ,

თავგანწირულის გმირების ტიპი დაეხატათ, სამშობლოისა და მეფისადმი მოვალეობა

დაეყენებიათ ყოველთ უზენაესად, პატიოსნება და რაინდული თვისებები გაეხადათ

იდეალად ახალის საზოგადოებისათვის. ამ დროს დაიბადა შექსპირის დრამა, რომელიც ამ

მიმართულების გამომ¬სახველიც იყო და თუ სხვაც უფრო ბევრი და უფრო ღრმა გამოსახა, ეს

იმიტომ, რომ შექსპირი გახლავსთ გენიოსთა გენიოსი და ამათთვის არ არსებობს ისეთი

შემზღუდავი პირობები, როგორც სხვა ნაკლების გენიოსობითა და ნიჭით აღჭურვილის

ადამიანებისათვის. ჰამლეტი სჯის მეფის მოღალატეს, რიჩარდ III და მაკბეტი ისჯებიან

სამეფო გვარეულობის მოღალატეობისათვის, მეფის შეურაცხმყოფელნი ისჯებიან ,,მეფე

ლირშიაც”… რასაკვირველია, ვიმეორებ, მარტო ეს არ საზღვრავს შექსპირის დრამების

შინაარსს, მაგრამ შექსპირი ხომ შექსპირი იყო.

სამაგიეროდ, საფრანგეთში ლუი XIV-ის მეფობის დროს, როცა აბსოლუტურმა მონარქიამ

ფეხი მოიკიდა, მონარქიულ პრინციპების გამომხატველნი შეიქმნენ რასინი და კორნელი და

თუ მოლიერი სარკასტულის ღიმილით საფლავს უთხრიდა ამ პრინციპებს თავის

ტარტიუფში, ,,ეს ფემმეს”, ,,ლეს პრეციეუსეს რიდიცულეს”-ში, ეს კიდევ იმიტომ, რომ

მოლიერიც გენიოსი იყო და დროსა და გარემოების ზედგავლენის ბრჭყალებს გაექცა, მაგრამ

დრო და გარემოების ძალამ, როგორც მასზედ, ისე შექსპირზედ იმით იჩინა თავი, რომ

დრამატიულს გვარს მიჰყვეს ხელი და ეს გვარი კი ისეთი გვარია, საცა ,,მე” მწერლისა უფრო

დამალულია და გამოუმჟღავნებელი… ეს გვარი ლიტერატურულის ფორმისა დროს შეეშნო,

მაგრამ ამ უდიდესმა მწერლებმაც კი დრო შეიშვნეს, ფორმა შეითვისეს და შინაარსი კი უფრო

მდიდარი დაჰბადეს.

სალირიკო ლექსი, საზოგადოდ, გრძნობათა გამომხატველია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არის

გრძნობა, რომელიც მეტისმეტად პირადოვნულია (სიყვარული და ამისაგან გამოწვეული

სევდა, გინდ სიხარული, გრძნობა ბუნების ზედგავლენისა, შიში, გინდ სანუგეშო მოლოდინი

სიკვდილისა) და აგრეთვე გრძნობა, რომელსაც არა აქვს მეტად პირადოვნული ხასიათი. ეს

მეორე დარგი გრძნობისა უფრო თანაგრძნობაა: პოეტი თავის სევდებსა და დარდებს კი არ

Page 12: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

12 kartvelologybooks.tsu.ge

გვიხატავს, თავის სიამოვნებასა და მხიარულებას კი არ გვაჩვენებს, სხვისას და უფრო ხალხის

ვარამს, ხალხის ბედნიერებას დაგვანახვებს ხოლმე და იწვევს ჩვენში ერის, ხალხის,

საზოგადოების მიმართ თანაგრძნობასა და სიბრალულს. სალირიკო პოეზიაში გამოითქმის ეს

გვარი გრძნობათა, მაგრამ, ეჭვი არ არის, სალირიკო პოეზია უფრო კერძო, პირადი

განწყობილების გამომხატველია, თუ არ დავივიწყებთ, რომ ამგვარი პოეზიის მეთაურნი

იყვნენ ბაირონი და შელლი, ლამარტინი, მიუსსე და ბარათაშვილი.

როგორი-ღა გარემოება იყო საჭირო მისთვის, რომ შექმნილიყო რომანტიკული პოეზია?

ვიდრე ამას განვმარტავდეთ, განვსაზღვროთ, რა არის თვით რომანტიკული პოეზია.

რომანტიკული პოეზიის განსაზღვრაში ჩვენ ერთის საფრანგეთის გამოჩენილის კრიტიკოსის

აზრით ვიხელმძღვანელებთ, რადგან ჩვენა გვგონია, მას საუკეთესოდა აქვს გარკვეული

თვისება რომანტიკულ სალირიკო პოეზიისა. ისეთი მწერალი არა ყოფილაო, _ ამბობს იგი

კრიტიკოსი, რომანტიზმის მნიშვნელობის თავისებური განსაზღვრა არ ეცადნოს, მაგრამ

ყველა განსაზღვრა ცალმხრივი იყო. ზოგიერთის აზრით, რომანტიზმი არის კლასსიციზმის

წინააღმდეგი რეაქცია; იგი არის უარის¬ყოფა ყოველისავე იმ სალიტერატურო კანონისა,

რომელიც კლასსიკების მიერ იყო სავალდებულოდ ცნობილი; მისი თვისება სხვადასხვა

სალიტერატურო გვართა, ფორმათა ერთმანეთში არევ-დარევაა. ზოგიერთის აზრით,

რომანტიული ლიტერატურის განსაკუთრებული აზრი და საწადელი უცხოელთა და ძველ

საშუალო საუკუნოების სამშობლო ლიტერატურის მიბაძვაა; მისი ერთი უპირველესი

პრინციპთაგანი ბუნებისა და ტიპების აღწერაში ,,ადგილობრივის ელფერის” დაცვაა

(ჩოულეურ ლოცალე), მაგრამ ყველა ეს მხოლოდ აღნუსხვაა იმ საშუალებათა, რომელთაც

ხმარობდნენ წარმომადგენელნი რომანტიკული ლიტერატურისა თავისის უმთავრესის

სურვილის მისაღწევად. ეს სურვილი იყო პიროვნების განთავისუფლება ლიტერატურაში.

ისე, როგორც სწადდათ განეთავისუფლებინათ თავი საპოლიტიკო დესპოტიისაგან.

ამიტომაც, რაც უწინდელ კლასსიკურ ლიტერატურისა და მის წარმომადგენელთაგან

პრინციპად მიჩნეულია, იმას, თუ გინდ კარგიც იყოს, მაინც უარჰყოფენ, რომ უფრო ნათლად

დაამტკიცონ თავიანთი დამოუკიდებლობა. ასე რომ, ,,რ ო მ ა ნ ტ ი ზ მ ი ა რ ი ს ს ა ზ ო გ ა დ

ო მ ო ვ ლე ნ ა, რ ო მ ლ ი ს გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე¬ ბ უ ლ ი თ ვ ის ე ბ ა ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ ი ზ მ ი

ს ა კ ე ნ მ ი ი ს წ რა ფ ე ბ ა”.

ნამდვილი რომანტიკული ლირიკოსი იმასა ცდილობს, თვალწინ თავისი პირადი გრძნობები

დაგვიყენოს, მუდმივ თავის თავზედა ჰფიქრობს; გატაცებულია თავისი პიროვნებით, ხან

თაყვანსა სცემს მას, ხან აკვირვებს მისი თვისებანი, ხან ებრალება თავისი თავი.

ორიგინალობა დანაშაულად კი არა, ღირსებად მიაჩნია. ამგვარი პოეზია, შესაძლებელი იყო

დაბადებულიყო, როგორც ზემოთაც მოვიხსენიეთ, მაშინ, როცა დამყარდა საზოგადო

ცხოვრებაში ინდივიდუალიზმი, როცა რევოლუციის ქარმა დაჰბერა, ძველი შემბოჭველი

გარემოებანი დაამსხვრია და პირადი თავისუფლება საქვეყნოდ განაცხადა.

ამგვარ პოეზიას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა პოლიტიკური წყობილება პირადს,

ინდივიდუალურს თავისუფლებას ხელს უწყობს, თავის პრინციპად ინდივიდუალური

Page 13: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

13 kartvelologybooks.tsu.ge

თავისუფლება გაუხდია, ანდა როცა ამ პოლიტიკურს წყობილებას არ ეჩოთირება პირადის

გრძნობების გამოთქმის გაგონება, ხელს არ უშლის ამგვარ გამოთქმას ინდივიდუალურ

გრძნობათა, როცა პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილება დესპოტურად გარკვეულს

გზას არ ადგია, გზას, რომლის თავსა და ბოლოს აწერია ერთი კაცის და გინდა უმეტესობის

სურვილი და ლტოლვილება: ,,სამეფო მე ვარო” და სხვათა გრძნობა და გონება ამ მისი ,,მე”-ს

ყურმოჭრილ მონად მიაჩნია, მისი წადილების მორჩილ-აღმასრულებლად. სალირიკო

პოეზიას აქვს ადგილი კიდევ იმ დროს, როცა პოლიტიკურსა და ეკონომიკურს წყობილებაში

ანარქია სუფევს. ვერ შექმნილა ვერც სასტიკად განსაზღვრული მთავრობა, რომლის

პრინციპებიც სისტემატიურად გატარებულ იქმნებიან ცხოვრების ყოველსავე მოვლენაში და

ან ინდივიდუალიზმის განმახორციელებელს პოლიტიკურს წყობილების პრინციპებს ვერ

მოუკიდებია ფეხი, ესე იგი ცვალებადი ეპოქაა, ჯერ გაურკვეველია, საითკენ გადაიხრის

ცხოვრების მიმართულება. ამგვარი დრო იყო საფრანგეთის ცხოვრებაში ამ წარსულ საუკუნის

პირველ ნახევარში. ძველი მონარქიული წყობილება დაიმსხვრა, თავისუფლების, ძმობის და

ერთობის სიტყვები ჰაერში გაისმა და თავისუფლების სუნი იგრძნეს ნაზ-ყნოსვიანმა

ადამიანებმა. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთის სალირიკო პოეზიის ეგრეთ წოდებული

ოქროს ხანა იყო 52-დის, ესე იგი იმ დღემდის, როცა საფრანგეთის ძველმა ტრადიციებმა

კიდევ ერთხელ და უკანასკნელად წამოყვეს თავი და ყოველივე თავისი საზიზღარი

ნაკლულევანებით აღიჭურვენ. უკანასკნელად 71-ს სული დალია საფრანგეთის ძველმა

წესწყობილებამ და ახალმა ამ დროს უკვე გზა გაიკვლია და, სრულის ძლიერებით

აღჭურვილი, შეუდგა ცხოვრებას. მთავრობა მესამე რესპუბლიკისა დაარსდა და

რესპუბლიკის მთავრობამ, რასაკვირველია, ერთი კაცის ,,მე” კი არ წამოაყენა და დროშაზედ

ერთის ადამიანის სურვილების თაყვანისცემა კი არ დაიწერა უმეტესობის სამსახური,

უმეტესობის და საზოგადოდ მთელის ხალხის ბედნიერებისათვის თავის განწირვის აზრების

გავრცელება დაიწყო. ამიტომაც სალირიკო ლექსები რეალურს ნიადაგზედ გადავიდა, პირად

გრძნობათა გამოსახვას თავი მიანება, საზოგადო ჭირისა და მწუხარების გამოხატვა დაისახა

იდეალად; აგრეთვე პრინციპად აღიარა პოეტის ,,მე”-ს განძევება პოეზიიდან, მისი პირადის

მოთქმა-სიცილის უკუგდება (ლეკონტ დე ლილი, კოპპე და სხვ…)

საქართველოშიაც ამ დროს სრული ანარქია სუფევდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან

ქართველი ერის ცხოვრებამ სულ სხვა მიმართულება მიიღო. ერს თავისი პოლიტიკური

წესწყობილება აღარა ჰქონდა, თავისი მთავრობა მოესპო…

ჩვენს მწერლობას შეეძლო გარკვეულს გზას დასდგომოდა მხოლოდ მაშინ, როცა ან

მთავრობის პოლიტიკა გამომჟღავნდებოდა, ანდა თვით საზოგადოების აზრი გამოირკვეოდა,

განმტკიცდებოდა და ისეთ ძალას მოიპოვებდა, რომ მწერლობაზე გავლენა ჰქონოდა.

ამიტომაც შესაძლოდ შეიქმნა ჩვენის პოეტებისათვის პირადის გრძნობების გამოთქმისათვის

დაეთმოთ დიდი ადგილი, კიდევ მეტი, უმთავრესი ყურადღება მისთვის მიექციათ. თუმცა,

რასაკვირველია, ამ პირადს გრძნობის გამოხატვაში უსათუოდ თავს იჩენდა საზოგადოდ

ერის სულის განწყობილება, რაიცა ჩვენ ვეცადეთ გვეჩვენებინა, როცა თ. ალ. ჭავჭავაძის

Page 14: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

14 kartvelologybooks.tsu.ge

ლექსების შესახებ ვილაპარაკეთ. სწორეთ ამ ხანში აღყვავდა ჩვენი რომანტიზმი… საზოგადო

აზრის გამოურკვევლობა ჯერ იმაში გამოიხატა, რომ რომანტიკული სალირიკო ლექსები

დაიბადა, საცა საზოგადოების მოთხოვნილებანი თითქმის უყურადღებოდ დარჩნენ და

პირად გრძნობათა გამოთქმას შეალიეს თავისი ძალ-ღონე მაშინდელმა ლირიკოსებმა; მაგრამ,

რადგან ეს მწერლები ნიჭიერები იყვნენ, მაინც ჰგრძნობდნენ ერის აზრის მომავალ

მიმართულებას, მისი სულის კვნესა და ოხვრა ესმოდათ, რადგან სმენა ნაზი ჰქონდათ და ამან

ან მათ პირადის გრძნობების გამოხატვას სხვა ელფერი მისცა და ან კილოკავად, გაკვრით,

თვით ამ აზრებისათვისაც მიაქცევინა ყურადღება. ყველაზედ უფრო ძლიერი

განურკვევლობა საზოგადო აზრთა მიმართულებისა ეტყობა ალ. ჭავჭავაძეს, შემდეგ გრ.

ორბელიანს და, წარმოიდგინეთ, ამ გზას ვერც ბარათაშვილის გენიოსობა ასცდა. ჩვენ

შემდეგში, როცა ბარათაშვილზე ლაპარაკი გვექნება, ვიტყვით, რომ ეს უდიდესი ჩვენი

ლირიკოსი, ევროპის ლირიკოსების მხარის დამამშვენებელი, იყო უკანასკნელი

წარმომადგენელი რომანტიკულის ლირიზმისა და უკანასკნელი გამომხატველი

საზოგადოების განურკვევლობისა. მხოლოდ ბარათაშვილის გენიოსობას შეეძლო დაეხატა

ისეთი სინამდვილით, ისეთი სიღრმითა და სავსებით იმდროინდელი ფსიქოლოგია

საზოგადოებისა თავის უკვდავ პოემაში. იმასაც დაგანახვებთ, რომ უკანასკნელი მწერალი ამ

ჯგუფისა, თ. ვახ. ორბელიანი, ავტორი ,,იმედისა”, იყო ერთადერთი მათგანი, რომელიც

სწორე გზას ადგა, ერთხელვე არჩეული და სრულიად გარკვეულის აზრის მოძღვარი იყო.

რომანტიკულმა ლირიზმმა მის ლექსებში ფერი იცვალა და საზოგადო მწუხარებას თითქმის

პირად ტანჯვად აქცევდა და, ამგვარად, ერთიორად უფრო დამწვარი და დადაგული თავის

ქვეყნის ბედით, გვაგრძნობინებდა ჩვენი სალირიკო პოეზიის მომავალ მიმართულებას.

ესეც უნდა ვსთქვათ, რომ თუ საზოგადო კვნესას მოსთქვამდნენ ეს პოეტები, ამ საერთო

ოხვრას პირად გოდებად სცვლიდნენ და, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, გააპირადებდნენ

ხოლმე, ინდივიდუალურის სამოსლით შემოსავდნენ. ეს ემჩნევა აშკარად თ. გრ. ორბელიანის

ლექსებსაც. თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსებს საერო ტანჯვამ გმინვისა და კვნესის ფერი დასდო. თ-

დ გრ. ორბელიანის ლექსებში თუ საზოგადო ოხვრის ნაშთი სჩანს, ეს ოხვრა ვერ არის საკმაო

სისასტიკით დაცული; ბოლოს თ. ბარათაშვილმა მოგვცა ნამდვილი რეალური სურათი

საზოგადოების აზრისა და გრძნობის რყევისა. თ. ვახ. ორბელიანის ლექსებს კი მარტო

განსაკუთრებული კილო საზოგადო კვნესისა ჰქონდა, საზოგადო კვნესისა, რომელიც

თითქმის კერძო პირად სევდებად და ტანჯვა-ვაებად გარდაქმნილა. ამის კანონიერი შედეგი

უნდა ყოფილიყო ის რეალურ-სალირიკო პოეზია, რომელიც ჩვენში ილ. ჭავჭავაძემა და აკაკი

წერეთელმა შეჰქმნეს.

რომანტიკულის ლირიზმის აღყვავებას ჩვენში ნიადაგს აძლევდა ის ანარქია, რომელიც

სუფევდა ჩვენს საზოგადო აზრის მიმართულებაში; საზოგადოებას არ შეუქმნია ძლიერი

აზრი, რომლის სიმტკიცესა და სიდიადეს უნდა გაეტაცებია ჩვენი პოეტები, ღრმა ბეჭედი

დაესვა მათ ცხოვრებაზედ… საზოგადოების გარეშე ძალებსაც ვერ გაერკვია გზა, რომ

ზოგიერთებს მაინც თავისებურად მოემართა ქნარი. ამას დაუმატეთ ისიც, რომ მთელს

Page 15: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

15 kartvelologybooks.tsu.ge

ევროპაში რომანტიზმი აყვავდა, ევროპამ რუსეთზედ იქონია გავლენა და რუსეთის

რომანტიკოს-ლირიკოსებმა ჩვენები გაიტაცა. თუ ალ. ჭავჭავაძეს ისე ნათლად არ აჩნია ეს

გავლენა, სამაგიეროდ, თ. გრ. ორბელიანს ამისი თვალსაჩინო საბუთები მოუცია.

V

დიდი უმეტესი ნაწილი მისი ლექსებისა სამიჯნურო ლექსებია, ,,ვარდ-ბულბულის”

გალობაა, როგორც ამბობენ ხოლმე, მაგრამ თანაც გასაოცარი ისაა, რომ ასე ერთ-შინაარსიანი

ლექსები თავს როდი გაბეზრებენ, სიამოვნებით კითხულობთ. მისი კითხვით ნამდვილს

ესთეტიურს კმაყოფილებაში ხართ იმიტომ, რომ საოცარის სხვადასხვაობით არის

გამოთქმული ერთი საგანი, ათასგვარი სამოსელი შეუკერავს პოეტს ერთისა და იმავე

საგნისათვის, ერთი-მეორეზე უმჯობესი, ერთიმეორეზე უძვირფასესი. ასე გეგონებათ, თ. ალ.

ჭავჭავაძემ აზრად დაისახა, ქართულს ლიტერატურას სამუდამოდ გამოაცალოს ხელიდან ეს

საგანი _ სიყვარულის მღერისა, რადგან იშვიათად შეხვდებით პოეტსა, ამაზე მეტი რამე

გამოეთქვას სიყვარულის შესახებ.

სიყვარულს პოეტისათვის ,,მღერად ოხვრა, ლხინად გლოვა”,,შეუქმნია, დადაგულს მგოსანს

მკურნალად სიყვარულისათვის მიუმართავს, მას კი წამლის წილ დანა გულს მიუპყრია;

პოეტის გული საცეცხლურია, რომლითაც სიყვარულის ალი სურვილს აკმევს და ,,გლახ-

პყრობილი ამას ვაებს, ვალალებს, ვერ განერა ესრედ ვითარ მალ ება”. აბა დააკვირდით ამ

ლექსის ერთს ადგილს და მიბრძანეთ, თუ შესაძლებელია უფრო მხატვრულად გამოსახვა

სიყვარულისაგან დატანჯულის გულისა, რომელსაც პოეტი საცეცხლურს ადარებს,

საცეცხლურს, რომლის საკმეველი სიყვარულის სურვილია და მკმეველი კი სიყვარულის

ალი.

,,გული ჩემი მუჯამარი (საცეცხლური) ახალი

სურვილს აკმევს სიყვარულის, ახ, ალი!”

მისი ბულბული, ვარდის სუნით თრობილი, მოსთქვამს: ,,ამაყო და ზვაო (გულდიდო),

შეუბრალეო გულქვაო, ხელი რად უფრო მახელე, ჰოი, ჭირზედ ჭირის დამრთაო? სისხლითა

ჩემით ღებულო, მარქვ, ეკლოსანობ ასე რად, თუ არ გულისა სასერად?” მისი ვარდი კი

გულგრილი და გულქვა ამაზედ ბულბულს ასეთს ნუგეშს აძლევს: `შეიმცერ ცრემლთა

მრავლობა და ვალალებით გალობა! ნიავმან გბეროს, გაგიქროს, თუმც არ სახმილი-

მთვრალობა!” სიყვარულს თავისი მშვენების ,,მშვილდნი მისად საწყვლელად”, ,,მისად

სიკვდად, განსანსვრელად უხმარია”, პოეტი უწყალო სიყვარულით ,,ძნელად კოდვილი

საუკუნოდ მკვნესელად მღერალია”. და ,,ცრემლნი მისნი ალს გულისას ვერად აკლებს ძალსა

წვისას, ესე ცეცხლი ვერვინ აქროს, თუ არ მანვე აღმგზნებელმა” სადაც გინდ იყვეს მგოსანი,

Page 16: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

16 kartvelologybooks.tsu.ge

სატრფოსთან არს მისი გული, ვისაც უნდ სჭვრეტდეს, იგი უდგას თვალწინ. `რაზომ ელტვის,

უფრო ეტრფის სახილველად `სასურველ მიჯნურს”, ,,ცნობა მელევის, მნათობო”, მოსთქვამს

პოეტი, და სად არს პოვნა? ,,აწე რქვი პყრობილს, მნათობო, ვერ ერჩის ხვედრი”. ყოველის

კეთილისაგან განწირული პოეტი ზის და სტირის ბედსა. ,,ცრემლით თვალვნილი, სურს

მდუმარება, უნდა შესწყვიტოს გულამოსკვნილი ტირილი, მაგრამ გლახ გულმან ვეღარ

დამალა”. სატრფოს იგი სანთელს როდი შეადარებს და არც თავს ფარვანას; ფარვანას

შეუძლიან, სანთელი ვერ ნახოს და თავის დღეში ფრთები არ დაიწვას, აგრეთვე, აქ ფარვანას

წვა წუთიერია, მიჯნური კი მთელს სიცოცხლეს იტანჯება. არა, მისთვის სატრფო,

სიყვარული უფრო დიდი რამ არის, უფრო ძლიერი, უფრო მიუცილებელი. ,,ყოველთვის

სულიერისა და უსულოსათვის შენ არა ხარ სანთელი, ეუბნება პოეტი სატრფოს, კრულ ვარ,

თუ მას გადარო, არც მე ფარვანა, რომე დამწვა, რა გეკარო, შენ ხარ მზე, მქონე სხივთა ჩემთა

მაცხოველეთ, მე ხე, რომელი ვჰხმე, თუ მათით არ მომზარო”. მაგრამ ტყუილია მგოსნის

გოდება, კვნესა და მოთქმა, და თვითონაც კარგადა ჰგრძნობს ამას: ,,არ გესმის ოხვრა, ოხვრის

მიზეზო, ჩივის პოეტი, სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია! თუ აწც ვერ გპოვო შენ ჩემს

მკურნალად, ვსცნო, რომ მე ბედი სრულად მწყრომია: რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფი

შემწყვიტოს, რადგან შესაწყდომია, და ბოლოს დუმილი ურჩევია პოეტს: ,,ენა მდუმარებს,

გული მწყვლია, სევდა მხშომია, ტრფობავ, მარქვ, კვალად ჩემად სავნად რაღა გრჩომია? თუმც

დუმილს რაცხს უმჯობესად, `მაგრამ მერწმუნეო, ეუბნება სატრფო საგანს, გეტრფი საზომის

უაღრესად”.

მთელი სიმწარე და სიმწვავე ამ გრძნობისა სავსებით შეუგნია თ-დ ალ. ჭავჭავაძეს და

იშვიათად თუ ვისმე უგრძვნია ასეთი სიღრმით მთელი მტანჯველობა ამ გრძნობისა. ხოლო

ისიც კი არ ავიწყდება პოეტს, რომ ამ გრძნობას სასიამოვნო ძალაცა აქვს, რომელსაც ყველა

ჰმონებს, ,,ყველა გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად” აძლევს ამ გრძნობას, ,,ძალსა მისსა ყოველი

ჰგრძნობს, არსებს რაცა, სჯულსა მისსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა”. ეს გრძნობა

,,ხელმწიფეა, თვითმპყრობელი, ტახტი მზა აქვს, ჰგიებს საცა, გულები ჰყავს ქვეშევრდომად,

ამას ის გრძნობს და თვით სხვაცა”. მაგრამ განუსაზღვრელს ძალს ამ გრძნობისას არავინ არ

ეწინააღმდეგება, ყველანი სიამოვნებით ემონებიან და ემორჩილებიან, ან კი ,,მისის

უღლისაგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის? თუ ის არს ვნების მიზეზი, ლხენაც მისგან

არ გვეძლევის ” კარგად ესმის ეს პოეტს, კარგად ესმის, რა ვაებასაც ჰბადებს ეს გრძნობა და

თანაც რა შვებასა და ლხენას აძლევს კაცს. ამგვარი ყოველმხრივი შეგნება სიყვარულის

ძალისა პოეტმა შეუდარებელს ლექსში გამოხატა, რომელიც არ შეგვიძლიან, მთლად არ

მოვიყვანოთ:

,,უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად,

რისთვისა მყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?

რად მაჩვენე შვენება გულის დასატყვევნელად,

Page 17: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

17 kartvelologybooks.tsu.ge

სახე სხვათა სახეთა შობილი დამჩაგვრელად?

ვიცი, _ მისი იხმარენ მშვილდნი ჩვენად საწყლველად,

და ჰინდელნი ლესულნი საკვდად, განსაისრველად.

უწყალო სიყვარულო და სხვ.

გრძნეულთა მათ მახვილთა ესე რა ჰსჭირებიან,

ყოვლნი მათგან კოდვილნი მათვე ემსჭვალებიან?

გული მიწყლეს, გრძნობანიც სრულიად მათკენ ჰრბიან,

ესზომად ჰწყურთ სიახლე, რაზომათაც ვნებიან.

თვით გონებაც მათ მისდევს, ვაი, რჩომილსა ხელად!

უწყალო სიყვარულო და სხვ.

მათ მოსისხლეთა ჩემთა ოდეს განვიცდი თვალით,

მიზიდულ ვარ მათდამი უხილავითა ძალით.

ხან აღმიტაცებს თრთოლა, ხან შმაგი ცნობა მთვრალით,

უძრავად ვდუმარეობ და ვიწვი წვლილის ალით,

ოხვრაღა მაქვს სიცოცხლის ნიშნად, შესამცნეველად.

უწყალო სიყვარულო და სხვ.

ოდეს ვჰშორავ მას მიზეზს ჩემისა ვალალების,

სოფელი მჩანს სამარედ, სადგურად ოდენ მკვდრების;

ვჰრბი და მსდევენ დასები სევდის და მწუხარების.

მასვე საგანს ვეძიებ, გარნა ვერსადა მხვდების,

სულთქმა ჰქუხს, ჰსწვიმენ ცრემლნი, დღე შემექნების ბნელად.

Page 18: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

18 kartvelologybooks.tsu.ge

უწყალო სიყვარულო და სხვ.

ბედნიერნო ჭაბუკნო, თუ გწადსთ მრთლად დაცვა გულთა,

ეკრძალენით ვარდთ, ზამბახთ, საროზედ აღზარდულთა!

თვარა თვალთავე თქვენთა, მათ მიერ მიზიდულთა,

ძალუძსთ მონად ქმნა თქვენი, ვითა ტყვედ მისყიდულთა;

ვერღა გკურნოსთ ჩივილმან, გინა ჰსხდეთ ჩემებრ მთქმელად:

უწყალო სიყვარულო” და სხვ.

პოეტსა და ფილოსოფოსს, საზოგადოდ, ცხოვრების უმთავრეს საგნებზედ მღერა და

მსჯელობა უყვართ. უმთავრესი საგანი ფილოსოფოსისათვის არის ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს დ ა ს ა ს რ

უ ლ ი ს ა დ ა დ ა ს ა ბ ა მ ი ს ს ა გ ა ნ ი, კ ა ც თ ა დ ა ქ ვ ე ყ ნ ი ს შ ე მ ქ მ ნ ე ლ ი ს ძ ა ლ ი ს შ ო

რ ი ს დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა, დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა კ ა ც თ ა დ ა ბ უ ნ ე ბ ი ს შ ო რ ი ს,

მ ა თ ი ე რ თ ი ე რ თ მ ა ნ ე თ ზ ე დ ზ ე დ გ ა ვ ლ ე ნ ა დ ა ა გ რ ე თ ვ ე ს ა გ ა ნ ი ა დ ა მ ი ა ნ

თ ა შ ო რ ი ს უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს ა დ ა კ ა ვ შ ი რ ი ს ა, მ ა თ შ ო რ ი ს გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ი ს

ა. პოეზიაც ყოველთვის ამ საგნებს შეჰხებია, ეს საგნები გაუხდია სამღერლადა და

საკვნესელად. პოეზიაშიაც, თუმცა უფრო იშვიათად, გამოთქმულა შეხედულება ქვეყნის

დასაბამისა და ცხოვრების შემქმნელის ძალის შესახებ. მთელი კილო პოეტის ლექსისა

წარმოსდგება ცხოვ¬რებისა და ცხოვრების დასასრულის შესახებ ამგვარისა თუ იმგვარის

შეხედულებისაგან. ხოლო ეს კი არის, მაშინ როდესაც ფილოსოფია უფრო ობიექტურად ეხება

საგნებს, უფრო განყენებულს, განუსაზღვრელსა და ზოგადს პრინციპებს ეხება და ყოველსავე

საგანში იძიებს არსებითს, ზოგადს მხარეს, ზღუდე-ფართოსა და აბსტრაქტულს თეზისებს

განაცხადებს, _ პოეზია საგნის ერთ მხარეს ეხება, საგანს უფრო ვიწრო საზღვარით

შემოფარგლავს, უფრო სუბიექტურად ეხება და ამიტომაცაა, რომ ხშირად პოეტის პირადს

განწყობილებაზე არის დამოკიდებული მისი სხვადასხვა შეხედულება ერთისა და იმავე

საგნის შესახებ.

თუ პოეზია ცხოვრებას ეხება, საგალობელ საგნად აიღებს ხოლმე ცხოვრებაში უფრო

ინტენსიურს ძალას, ცხოვრების განმაცისკროვნებელს, ცხოვრების განმაძლიერებელს, მის

შემქმნელსა და განმაცისკროვნებელს სიყვარულს და ამ სიყვარულის სხვადასხვა გვარს:

სიყვარულს უძლიერესს, სიყვარულს, რომელშიაც მოთავსებულია ფიზიოლოგიური ძალა,

და იდეალურს, რომელსაც ცხოვრებაში აქვს დასაბამი და დასასრულიც, რომელიც ამ

ცხოვრების წყაროა და მისივე დამამთავრებელი სიყვარული ორ სქესთა შორის. უფრო

იშვიათად პოეტი დამღერს სიყვარულს მშობლიურს, მეორე გვარს გრძნობას, რომელშიაც

Page 19: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

19 kartvelologybooks.tsu.ge

ფიზიოლოგიურს მხარესაც აქვს ადგილი, როგორც სისხლის დამოკიდებულებას შობილთა

და მშობელთა შორის. პოეზია შეჰხებია აგრეთვე სიყვარულს მეგობრულს, სრულიად

განყენებულსა და იდეალურს, რომელშიაც არავითარ ფიზიოლოგიას არა აქვს ადგილი და

მხოლოდ გრძნობათა და აზრთა კავშირია, კავშირი სულიერი. სიყვარული სქესთა შორის

არის, ვამბობ, დასაბამი ინტენსიური ცხოვრებისა, ორ სქესის წარმომადგენელთა

ერთმანეთისადმი ლტოლვა არის მიუცილებელი პირობა წარმოშობისა, გვარის განგრძობისა

და, როგორც ეგრეთი, ცხოვრების მიმდინარეობის განუწყვეტელობისა. ცხოვრებისა და

პოეზიის ამ უმთავრეს საგნის შესახებ შეხედულება ჰბადებს ამგვარსა თუ იმგვარს აზრს

პოეტში სხვა საგნების შესახებ. იმ პოეტს, რომელსაც სიყვარული ჯოჯოხეთად მიუჩნევია,

მშობლიური სიყვარული _ ოცნებად და მეგობრული კავშირი ეგოისტურს ანგარიშებზე

აგებულს გრძნობად, თავის მოსატყუებლადა და თავის გასართობად გამოგონილად, _ არ

შეუძლიან იქონიოს სამხიარულო და სასოებით აღსავსე აზრი მთელის ცხოვრების შესახებ.

მას, ვისაც არა სწამს კეთილი მხარე სიყვარულისა, ვისაც არა სწამს ადამიანთ გრძნობათა

სიმტკიცე და სიმშვენიერე, არ ძალუძს იქონიოს ბუნებასა და კაცს შორის განწყობილების

შესახებ ბრწყინვალე აზრი. სულიერი და გრძნობით აღსავსე არსება, მისი აზრით,

უგრძნობელია და უგულო, მით უმეტეს, ბუნება უტყვი-უგრძნობელი იქნება, გაქვავებული

და გაყინვებული.

თუ ფიზიოლოგიურად და სულიერად დაკავშირებულ არსებათა კავშირი მტკნარი ოცნების

ნაყოფია, სიზმარია და არა ცხადი, მით უმეტეს, რაღა იქნება კავშირი და განწყობილება სხვა

ადამიანთა შორის, რომელთაც არა აქვთ ერთმანეთთან არც სულიერი და არც ხორციელი

დამოკიდებულება.

რასაკვირველია, მრავალფეროვანი და მრავალაზროვანი ხელოვნება და მისი დარგი პოეზია

ვერ მოიმწყვდევა რომელსამე კალაპოტში; მისთვის, როგორც თვით ცხოვრებისათვის, ვიწრო

იქნება ყოველივე წინდაწინ შემოფარგლული წრე, და ესევე ითქმის ზემო მოყვანილს

აზრზედაც; ხოლო ეს აზრი შეიცავს და განზომავს უმეტეს ნაწილს პოეტურ ნაწარმოებთა, და

დღევანდელი ჩვენის ბაასის საგნად აღებული პოეტიც ამართლებს ამ ჩვენს შეხედულებას,

რასაკვირველია, თუ კი დაუწერია ლექსი ყველა ამ საგნების შესახებ, რომელნიც ზემოთ

მოვიხსენიეთ.

თუ სიყვარული ალ. ჭავჭავაძისათვის ისეთი რამ არის, ურომლისოდაც კაცი ემსგავსება გვამს,

რომელსაც ,,სული თვალ-და-თვალ ექცევა”, ურომლისოდაც სხვა ,,ნიჭთა კეთილთა” ქონება

არ არის ხელსაყრელი, რადგან ,,მგრძნობელობა სჯობს ყოვლთ თვისებათ, ცით

მოვლენილთა, მშვენებასაც და გონებასაც ის ასულდგმარებს!” თანაც ,,აშიყთ მტანჯთა”

,,სევდათ გუნდის მომსევი” და ,,კისრად მონების ჯაჭვის დამდებია”. ამგვარი საწამლავით

შეზავებული შარბათი არის პოეტისათვის სიყვარული და აღარც სხვა რამეა სამხიარულო

ცხოვრებაში ადამიანისათვის, რომელიც ,,ახით ნაშობია და ვაებით კვდება”.

Page 20: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

20 kartvelologybooks.tsu.ge

,,გლახ ბედისაგან სასტიკად დასჯილის” პოეტისათვის ბუნებას გარეგანი მნიშვნელობა აქვს,

როგორც დეკორაციას, როგორც სცენას. ბუნება მაშინ უცინის, თუ სატრფო უცინის, ბუნებაც

მოღუშულია, თუ მისი გული სატრფოს გამო სევდით აღვსილია. თუ სიყვარულის მლოდე

გზის გუშაგად მდგომარეა ,,ხან ფოთოლნი შერხეულნი შრიალითა სცემენ ზრზენას~; ღამის

წყვდიადი გიშრის თმას მოაჩვენებს, ცის გაელვება ბროლის ფიცრით შუქთა ფენას, ნიავთა

ნელი ქროლვაც კი სუნთქვას ტკბილსა; როცა სატრფოს უყვარდა, `ნიავნიცა დილეულად

მქროლველნი, მისით მომართ ჰბერდენ ნეტარებასა, ცისაც მანათობელი სხვა სიამით სცემდა

შარავანდედსა, დროდ მაისი ედგა უცვალებელი, მარად ვარდთა და ზამბახთა მყნოსველსა~.

როს სატრფოს უყვარდა სურვით შეყვარებულსა, მასაც სიცოცხლე უღირდა ძვირად, გაშორდა

და ლხინი, შვება, სიამე, ყველა წარხდა, ნანვაღა დაშთა. როცა მიზეზს მის ვალალებისას

შობავს, სოფელი უჩანს სამარედ, სადგურად ოდენ მკვდრებისა.

ამგვარად, იგი ბ უ ნ ე ბ ა შ ი არც სანუგეშოს რასმე ხედავს, როგორც ბარათაშვილი, არც

მტრობითა და შურით აღსავსეობას ამჩნევს, იგი მას გულგრილ და გულცივ უტყვ ქმნილებად

მიაჩნია. ბუნება ასეთს თუ ისეთს შთაბეჭდილებას იწვევს პოეტში იმის მიხედვით, თუ თვით

რა განწყობილებაშია ან რა გუნებაზედ არის; თუ სატრფოსაგან დაჯილდოვებულია, ,,მაისი

უდგას უცვალებელი”, თუ არა და სუსხიანი და ქარბუქიანი ზამთრის დღე, ისიც

უცვალებელი.

არაფერს სანუგეშოსა და საიმედოს არ წარმოადგენს პოეტისათვის ა რ ც დ ა ს ა ს რ უ ლ ი ჩ ვ ე

ნ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ა ,,სისხლის მწყურვალე შეუბრალი ს ი კ ვ დ ი ლ ი”, რომელსაც `რაგინდ

ვინც რავდენ ევედროს, იგი მითც დაუხვალია, ყურდახშობილი დაფრინავს, ხელად უძს

ბასრი ხმალია, მტირალთა ცრემლმა ვერ ალმოს, მან ჰყოს, რაც მისი ვალია~, ასე ახასიათებს

პოეტი სიკვდილს ყმაწვილი ქალის საფლავის ქვაზე წარწერილს ლექსში. და მართლაც,

უკეთესი აზრიც რომ ჰქონოდა სიკვდილზედ, თვით ეს ქვა და ამ ქვის ქვეშე მდებარე არ

აძლევდა საბუთს, უკეთესირამ წარეწერა. დამარცხებული სიყმაწვილე და სინაზე,

სიცოცხლით აღსავსეობა, ერთი მხრით, და მეორე მხრით კი გამარჯვებული ულმობელობა

სიკვდილისა; ერთი მხრით, მოსპობილი მშვენიერება და მეორე მხრით, მოდღესასწაულე

დაღრეჯილობა სხვას რას ათქმევინებს პოეტს, თუ არ იმას, რომ ,,მშვენიერ იყო, მარა რა? ამა

სოფლისა ყოველი გინა ვით იყოს კეთილი, მაშინცა დაუყოვნელი”. პოეტისათვის

სიკვდილშიაც კი აღარა არის-რა სანუგეშო, იქაც ვერა ჰპოებს სულის დამამშვიდებელსა და

დამაამებელს რასმე; მან იცის მხოლოდ, რომ ახით ნაშობნი ვკვდებით ვაებითა, სიცოცხლეც

მოწამლული გვაქვს და სიკვდილიც მოშხამული.

ასე რომ, ალ. ჭავჭავაძის პესიმიზმი რადიკალურია, მისი პოეზიის არსებითი მხარეა, ეს

პოეზია მოწამლული სულის ნაშობია. სიყვარული მომხიბლველია, მისის აზრით,

გრძნეულის მახვილით არის აღჭურვილი, ,,რომელთაგან კოდვილნი მათვე ემსჭვალებიან”.

მაგრამ მისთვის ეს მომხიბვლელობა სიყვარულისა მტანჯი იყო და სევდით აღმავსებელი,

რადგან თავის დღეში ვერ დაკმაყოფილებულა. სიკვდილი გულგრილი და სასტიკი

Page 21: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

21 kartvelologybooks.tsu.ge

აღმასრულებელია ბუნებისაგან მისდამი მიჩენილის ვალისა და მომსპობელია სიცოცხლისა,

გინდ სიამოვნებით იყოს ეს სიცოცხლე აღვსილი და გინდ სიმწარით, ეს მისთვის სულერთია.

ბუნებას არავითარი ნუგეშისა და იმედის მოცემა არ შეუძლიან, რადგან თვით უაზროა,

უშინაარსო და უგულო; მაშინ ახარებს ადამიანს, როცა უიმისოდაც მხიარულია და მაშინ

ატირებს, როცა უიმისოდაც ცრემლის მფრქვეველია.

სოფელი და მისი მდგმურნი მისთვის ბოროტებისა და სიცრუის ჭურნი არიან,

კეთილმოყვარების დათრგუნვის მსურველნი. პოეტის პესიმიზმი იქამდის მიდის, რომ კაცთ

უბედობა, თუმც ,,სატირე”, გასაკვირველად არ მიაჩნია, რადგან ,,ამა სოფლისა დიდი და

მცირე არს ცვალებისა მზირეო”. გლახ ბედისაგან დასჯილი, მოშორებული მოყვასს,

რომელსაც უწოდებს ძალს ცხოვრებისას, იმედოვნებას უწოდებს ფარად და ეს ფარად

მიჩნეული იმედიც კი ელტვის პოეტს.

ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ ამ უსასოებისა და უიმედობის, ამ სევდით აღსავსეობისა, კაეშნისა და

გოდების მიზეზები უფრო ღრმაა, ვიდრე პირადი გრძნობები. ძნელი წარმოსადგენია, რომ თ-

დი ალ. ჭავჭავაძე, უხვად დაჯილდოვებული იმ ღირსებებით, რაც საჭიროა ,,ხელოვნებით

მიჯნურთათვის”, მაინცადამაინც ასე დასჯილი ყოფილიყოს ამ საგანში. მხოლოდ თვით ეს

გრძნობა მოწამლული იყო მისთვის, და თუ გარკვევით ვერ გამოხატა მიზეზი მისი

დაღვრემილებისა, თუ მას სხვა ჩვენ პოეტებსავით არ ,,დასწვია გული”, როგორც აკაკი

ამბობს, ამაში დანაშაულია ის წრე, რომელშიაც აღიზარდა და ის აზრები, რომელთა გავლენის

ქვეშ იფურჩქნებოდა ახალგაზრდა პოეტის ნიჭი.

ჩვენს ლიტერატურაში ეპიკურიელის სახელი უწოდეს ამ პოეტს და, შეიძლება, ამის საბუთად

ერთადერთი და საუკეთესო მის ლექსთაგანი მიიჩნიეს ,,ლოთებო, ნეტავი ჩვენა”. მაგრამ

მეტად ბრმა უნდა იყოს კაცი და ცალმხრივი, რომ ამ ლექსში “იარალის” ძახილის მეტი არა

დაინახოს-რა. უიმედობითა და უსასოებით მოცულს პოეტს ერთ დროს უნდოდა

თავისდამვიწყებელს ქეიფს გაჰყოლოდა, რადგან ყოვლის მკურნალ წამლად მიიჩნია, ომში

გამამხნევებლად, ღვინითა და ლხინით დროს გატარებით მაინც ფიქრობდა, ქეიფზედ

მოსულიყო. კარგად ხედავდა პოეტი, რომ ბ რ ძ ნ უ ლ ა დ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს გ ა ნ მ ს ჯ ე ლ ი ს უ

ლ ს ი კ ვ დ ი ლ ზ ე უ ნ დ ა ჰ ფ ი ქ რ ო ბ დ ე ს, და ამისათვის ლოთობას მიჰმართა, ლოთი ხომ

სულ გამარჯვებასა ფიქრობს. პოეტი-ბულბული, რომელიც ნიადაგ ვარდის მომთქმელი იყო,

რომელსაც ვარდი თავის სისხლით უღებია, რომელიც ნიადაგ უიმედო სიყვარულით არის

სიცოცხლე-გამწარებული, თითქო თავის თავს ამ ლექსში რჩევას აძლევსო:

,,ჰოი, საყვარლისა ვერ მნახო, როდემდის იგლოვო ახო, აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე, თუ რომ

შენც არ შემოსძახო!”. კარგად ვინც ჩაჰკვირვებია ამ ლექსს, შეამჩნევდა, რა მოწამლულის

გულის ოხვრა ისმის შიგა, გულის, რომელიც ცდილობს, ეს თავის დატანჯულება სხვას

არავის დაანახვოს. მეორე ჩვენი პოეტისა არ იყოს, რომელიც ამბობს, ,,თუ ხალხში ვარ, ძალათ

ღრუბელს ვადარებ, რომ არა სთქვან ჩემზედ, ,,რა ოხერია!”, მაგრამ ამ თავის შეკავებაშიაც, ამ

სტოიკურს მოთმინებაშიაც გამოსჭვივის მისი სულის განწყობილება.

Page 22: კიტა აბაშიძე ალექსანდრე ჭავჭავაძეkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Abashidze_Kita.pdf · ჭავჭავაძე

22 kartvelologybooks.tsu.ge

ამგვარად, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე ძლიერის ნიჭის პოეტია. ეს არის უკანასკნელი

პოეტი, ქართველი პოეტი, რომელიც სპარსეთის ლიტერატურის ზედგავლენის ქვეშე იყო. ეს

ემჩნევა მის ლექსთა თხზვას, ლექსის სახელებს, სიტყვებს, თვით აზრს და სხვადასხვა

პოეტურს ხერხს ლექსებში. სპარსული და აზიური გავლენის ბრალია, რომ მისი შეხედულება

სიყვარულზე მეტად ხორციელია, ,,მგრძნობელობს ყოველ ნიჭზედ უფრო მაღლა აყენებს”. ამ

გავლენის ბრალია ის სინამდვილითი გამოხატვა გრძნობათა, რომელიც ამას სჩვევია. იგი

რომანტიკოსი და ლირიკოსია, როგორც პირადი გრძნობების გამომხატველი. საზოგადო

კვნესა-ვაების გარდმოცემა კი ვერ შესძლო, თუმცა საზოგადო, საერო გოდების ბრალია, რომ

მთელს მის ლექსებს, პირად გრძნობათა გამომსახველს, სამგლოვიარო კილო აქვს.

პირადი გრძნობის სიყვარულის და მის ხორციელის მხარის გამოხატვა დიდი ნიჭითა და

ხელოვნებით აღასრულა თ-დ ალ. ჭავჭავაძემ. ამ გრძნობის, ამ მხარის გამოხატვაში სხვა ჩვენს

ლიტერატორთ ახალი სათქმელი ბევრი აღარა დარჩათ-რა.

საზოგადო გრძნობათა, ვაებათა და კვნესათა გამოსახვა კი თ-დ ალ. ჭავჭავაძემ სხვა ჩვენს

პოეტებს (თ. ორბელიანს, ბარათაშვილს) დაულოცა და მათ შემდეგ ჩვენი პოეზია ამ გზას

მტკიცედ და შეურყევლად ადგია.