february, 2011.pdf

5
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #14 თებერვალი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საინფორმაციო ტური მოეწყო 2-4 თებერვალს, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. საინფორმაციო ტური CiDA-ს მიერ, საქართველოს უშიშროების საბჭოსა და საქართველოს იუსტიიის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული. „ტურის მიზანი იყო, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგვეცნო ის რეფორმები, რაც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურის მონაწილეებმა ინფორმაცია უშუალოდ უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. შეხვედრების დროს, რეგიონული ორგანიზაციების წარმომდგენლებმა მათთვის საინტერესო არაერთი შეკითხვა დასვეს და პასუხებიც მიიღეს“, განაცხადა „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის კოორდინატორმა ლიანა ჩარკვიანმა. სამდღიანი ტურის განმავლობაში, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს სტუმრობდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს უშიშროების საბჭო, საქართველოს პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნი კომისია, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, საზოგადოებრივი ტელევიზია და გაეროს ასოციაცია. „ძალიან საინტერესო ტური იყო, როგორც ინფორმაციის მიღების მხრივ, ასევე, სხვადასხვა სტრუქტურებთან დაახლოებისა და დაკავშირების მხრივაც. როდესაც ნაკლები ურთიერთობა და შეხება გაქვს – ნდობაც ნაკლებია. ჩვენი ქვეყენა განვითარების გზას ადგას და უკეთესობას რომ ხედავ, ჯერ მარტო ამ

Transcript of february, 2011.pdf

Page 1: february, 2011.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#14 თებერვალი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საინფორმაციო ტური მოეწყო

2-4 თებერვალს, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. საინფორმაციო ტური CiDA-ს მიერ, საქართველოს უშიშროების საბჭოსა და საქართველოს იუსტიიის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.

„ტურის მიზანი იყო, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგვეცნო ის რეფორმები, რაც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურის მონაწილეებმა ინფორმაცია უშუალოდ უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. შეხვედრების დროს, რეგიონული ორგანიზაციების წარმომდგენლებმა მათთვის საინტერესო არაერთი შეკითხვა დასვეს და პასუხებიც მიიღეს“, განაცხადა „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის კოორდინატორმა ლიანა ჩარკვიანმა.

სამდღიანი ტურის განმავლობაში, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს სტუმრობდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს უშიშროების საბჭო, საქართველოს პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნი კომისია, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, საზოგადოებრივი ტელევიზია და გაეროს ასოციაცია.

„ძალიან საინტერესო ტური იყო, როგორც ინფორმაციის მიღების მხრივ, ასევე, სხვადასხვა სტრუქტურებთან დაახლოებისა და დაკავშირების მხრივაც. როდესაც ნაკლები ურთიერთობა და შეხება გაქვს – ნდობაც ნაკლებია. ჩვენი ქვეყენა განვითარების გზას ადგას და უკეთესობას რომ ხედავ, ჯერ მარტო ამ

Page 2: february, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

მხრივ არის კარგი მსგავსი შეხვედრები“, აღნიშნა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ ხელმძღვანელმა მარინა ბჟალავამ.

„ძალიან საინტერესოდ და კარგად იყო შერჩეული სტრუქტურები, რომლებსაც ვსტუმრობთ. ვინაიდან ჩემი სამიზნე ჯგუფი მაინც მოსწავლეები და სტუდებტები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც განათლების სამინისტროში ვიზიტი იყო. ვფიქრობ, ერთმა ორგანიზაციამ მაინც რომ გამოიყენოს ამ შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაცია, ეს უკვე დიდი მიღწევაა. მე პირადად, ბევრის გამოყენებას ვაპირებ“, განაცხადა „საქართველოს აზებაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ.

საინფორმაციო ტურში 21 რეგიონული ორგანიზცია მონაწილეობდა.„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის

სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 3: february, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

„სამოქალაქო ოგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ქვემო ქართლში დარეგისტრირებული და მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის გათვალისწინებული.

პროექტები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს უნდა ეხებოდეს.

„წარმოდგენილ პროექტებში ისეთი აქტივობები უნდა იყოს ჩადებული, რაც მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე“, განაცხადა „სამოქალაქო ოგანიზაციების განვითარების

ცენტრის“ პროექტის კოორდინატორმა ლიანა ჩარკვიანმა.კონკურსის შედეგად, მაქსიმუმ ხუთი გრანტი გაიცემა. გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000

აშშ დოლარს. საგრანტო კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა, განაცხადების მიღება 22 მარტამდე გაგრძელდება.

იურიდიული კონსულტაციები რეგიონული არასამთავრობო

ორგანიზაციებისთვის

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტში რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა დაიწყო.

CiDA-ს მიერ დაქირავებული იურისტი სხვადასხვა რაიონში შეკრებილ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავს.

“ჩვენ ჩავტარეთ მცირე კვლევა და შევისწავლეთ, კონკრეტულად რა სახის იურიდიულ საკითხებზე სჭირდებათ კონსულტაციები რაიონებში მოქმედ ორგანიზაციებს. საკითხების ნუსხა საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, რამაც დაგვარწმუნა, რომ მსგავსი სერვისის შეთავაზება ნამდვილად საჭიროა“, განაცხადა „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“

პროექტის კოორდინატორმა ლიანა ჩარკვიანმა.საკონსულტაციო შეხვედრები რუსთავში, კოდასა და ბოლნისში უკვე ჩატარდა. შეხვედრებზე შემდეგი

საკითხები განიხილეს: ა(ა)იპ-ის სტატუსი და საკანონმდებლო მოთხოვნები, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, საჭირო დოკუმენტაციის ფორმები და წარმოება, მიწის საკუთრების კოპერირება, ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებული საკითხები, წესდებაში ცვლილებების

შეტანა, კოალიციის შექმნა, არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებები და სხვა.მსგავსი შეხვედრა, მარტის თვეში, მარნეულშიც შედგება.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი

ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 4: february, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მულტიეთნიკური საზოგადოების

კვლევა ჩატარდა

„მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ჩატარდა.

კვლევის მიზანი ორივე რეგიონში მრავალეთნიკური საზოგადოების შესწვლა იყო.

კვლევა ისეთი საკითხების ანალიზს ითვალისწინებდა, როგორებიცაა: ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა, ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, ურთიერთობა ამ ორ რეგიონს შორის და კონტაქტები დედაქალაქთან, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნდობის ხარისხი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, გენდერული საკითხები, მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების საკიხები, კულტურათა დიალოგი და სხვა.

„კვლევის ჩატარება და ბაზისური ინფორმაციის ამოღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის – კვლევის შედეგები გვაძლევს მიმართულებებს, თუ რა აქტივობები შიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის“, აცხადებს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დირექტორი ზვიად დევდარიანი.

კვლევა გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC) ჩაატარა. კვლევის საბოოლო ანგარიში CiDA-სა და ARC-ს მიერ ერთობლივად მომზადდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით CiDA-მ რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია იგეგმება როგორც თბილისში, ასევე ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში.

პროექტი ,,მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ ხორციელდება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).

პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

შერჩეულ მექანიზატორთა ჯგუფებს CiDA ბიზნეს

გეგმებს უწერს

პროექტ SIIMS-ის მექანიზაციის კომპონენტში, III ეტაპზე, მექანიზატორთა ორი ჯგუფი შეირჩა. შერჩეულ საქაშეთისა და შავშვების ჯგუფებს CiDA ბიზნეს გეგმებს უწერს.

„ამ მომენტში გაკეთებულია ორი წლის ფინანსური უწყისები, ანუ, შემოსავლის, მოგება–ზარალისა და ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისები. ასევე, ფასებისა და მომსახურეობის სისტემა. განსაზღვრულია ისიც, თუ რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ ყოველთვიურად, რომ ჯგუფი – ორგანიზაცია მოგებაზე გავიდეს“, განაცხადა პროექტ SIIMS -ის ბიზნესის განვითარების ოფიცერმა ქვემო ქართლში დავით თარიმანიშვილმა.

მექანიზატორთა ჯგუფები უშუალოდ მათთვის შედგენილი ბიზნეს გეგმების მიხედვით იხელმძღვანელებენ.

საქაშეთისა და შავშვების მექანიზატორთა ჯგუფებს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის კომპლექტი მარტის თვეში გადაეცემათ.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).

Page 5: february, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

გამოცემა მომზადებულია “სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს”მიერ

Georgia

სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან

16 თებერვალს, თბილისში, აშშ საელჩოში მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 25 მდე სამოქალაქო ლიდერმა, მათ შორის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, მონაწილეობა მიიღო აშშ–ს „სტრატეგიულ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან“. პირველ შეხვედრას ვიდეო კონფერენციის სახე ქონდა, რომელშიც მსოფლიოს 50–მდე ქვეყანა იყო ჩართული. კონფერენცია აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გახსნა, სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ვაშინგტონის ხედვასა და პრიორიტეტებზე მსოფლიოში ადამიანსი უფლებების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლები სგაძლიერების მიმართლებებით. საკონფერენციო დარბაზში ეგვიპტისა და ავღანეთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრება იმისა გამო, რომ

აშშ პოლიტიკა ხშირად მიმართულია ცალკეულ ქვეყნებში სამთავრობო რეჟიმების მხარდაჭერაზე და მნიშვნელოვანია, მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ქონდათ ინტერნეტ ფორუმის შესაძლებლობით დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ მოსაზრებები.

CiDA STAGE II სამიზნე სოფლებს პრიორიტეტების

გამოკვეთაში ეხმარება

პროექტ STAGE II-ში ადვოკატირების კომპონენტი გააქტიურდა. პროექტის ფარლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოფლის კრებების ორგანიზება დაიწყო.

სოფლის კრების ჩატარების მთავარი მიზანია, მოხდეს თემში არსებული ძირითადი პრობლემის გამოკვეთა და ამ პრობლემის ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიტანა.

შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში უკვე ჩატარდა. „შევხვდით სოფლის მოსახლეობას და ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც მათ წინაშე დგას. თითო

შეხვედრას 30-40 კაცამდე ესწრებოდა. ამ ადამიანებმა თავად განაცხადეს, თუ რისი გაკეთება უნდათ სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით. სამივე შემთხვევაში ეს არის სოფლის შიდა გზები“, აღნიშნა პროექტ STAGE II-ის ორგანიზაციების განვითარების ოფიცერმა რევაზ ბარბაქაძემ.

კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე წერილი მომზადდება. ოფიციალურ წერილში დასახელდება თითოეული თემის მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომელიც სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით უნდა დაფინანსდეს.

მარტის თვეში, სოფლის კრებები სამცხე-ჯავახეთის სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც ჩატარება.პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ

ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.