მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] –...

102
მმმმმმ-მ [მმმმ. Maar (მმ.)] – მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ, მმმ მმმ მმმ მმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ; მმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ. მმმმმ [მმმმ. Mageia] – მმმმმმმმმ, მმმმმმმ. მმმმმმმ-მ [მმმ. Magister მმმმმმ, მმმმმმმმმმმმ] – 1. მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმმ მმმ მმმმმმმმმ: მმმმმმმმმმ მმმმმმმ; მმ მმმმმმმმ მმმმმ მმმმ. 2. მმმ მმმმმმმმმმმ: მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ; მმ მმმმმმმ მმმმმ მმმმ. მმმმმმმმმ-მ [მმმ. Magistralis მმმმმმმ, მმმმმმმმმმმმ] – 1. მმმმმმმ მმმმ (მმმ., მმმმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმმ). 2. მმმმ მმმმმმმ მმმმ, მმმმმმმმმმ 3. მმმმმმმ მმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმმმ. 4. მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმმმმ-მ - მმმმმმმ, მმმმმმმმ. მმმმმმმმმმ-მ [მმმმ. Magistrant] – მმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ. მმმმმმმმმ-მ [მმმ. Magistratus (მმ.) მმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმ] – 1. მმმმმმმმ მმმმმმმ მმმ მმმმმმმმმ: მმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმმ. 2. მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ: მმმმმმმმმმ. 3. მმმმ მმმმმ: მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ (მმმმმმმმმ, მმმმმმმმმ, მმმმმმმმმ მმ მმმ.); მმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმ. მმმმმმმმმმმმ [< მმმ. Magistratus მმმმმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმ] – 1. მმმმმმმმ მმმმმმმ მმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ: მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ. 2. მმმმ მმმმმ: მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ; მმმმმმ, მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმ. მმმმმმ-მ - მმმმმმმმმ, მმმმმმმმმ, მმმმმმმმ (მმ. მმმმმ).

Transcript of მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] –...

Page 1: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან ცილინდრული ჩაღრმავებანი, რომლებიც შეიქმნა დედამიწის ზურგზე აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად, ისე რომ თან არ ახლდა ლავის ამოფრქვევა; ნოტიო ჰავის პირობებში ხშირად ივსება წყლით და წარმოიქმნება ტბები.

მაგია [ბერძ. Mageia] – ჯადოქრობა, მისნობა.

მაგისტრ-ი [ლათ. Magister უფროსი, მასწავლებელი] – 1. რევოლუციამდელ რუსეთსა და საზღვარგარეთის ზოგ ქვეყანაში: სამეცნიერო ხარისხი; ან ხარისხის მქონე პირი. 2. შუა საუკუნეებში: ბერმონაზვნური ან რაინდული ორდენის მეთაურის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

მაგისტრალ-ი [ლათ. Magistralis მთავარი, წარმმართველი] – 1. მთავარი ხაზი (მაგ., რკინიგზისა, წყლით მიმოსვლისა). 2. დიდი ქალაქის ქუჩა, რომელზედაც 3. მთავარი კაბელი ან სადენი ელექტრულ ქსელში, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირგაბმულობაში. 4. მთავარი მილი წყალსადენის ან კანალიზაციის ქსელში.

მაგისტრალურ-ი - მთავარი, ძირითადი.

მაგისტრანტ-ი [გერმ. Magistrant] – პირი, რომელიც ემზადება დაიცვას დისერტაცია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

მაგისტრატ-ი [ლათ. Magistratus (მრ.) ხელისუფალნი, მმართველობა] – 1. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში: ქალაქის მმართველობა, მუნიციპალიტეტი. 2. ინგლისსა და საფრანგეთში: მოსამართლე. 3. ძველ რომში: სახელმწიფო თანამდებობა (კონსულისა, პრეტორისა, ტრიბუნისა და სხვ.); ამ თანამდებობაზე მყოფი პირი.

მაგისტრატურა [< ლათ. Magistratus წარჩინებული მოხელე, უფროსი] – 1. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანასა და რევოლუციამდელ რუსეთში: სასამართლოს თანამდებობის პირთა ერთობლიობა. 2. ძველ რომში: უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობანი; პირები, რომელთაც ეს თანამდებობანი ეჭირათ.

მაგიურ-ი - ჯადოქრული, ჯადოსნური, გრძნეული (იხ. მაგია).

მაგმა [ბერძ. Magma ცომი] – ვულკანის მოქმედების შედეგად დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი გამდნარი სილიკატური მასა; მისი გაცივებითა და გამაგრებით წარმოიქმნება ამოფრქვეული ქანები.

მაგნატ-ი [ლათ. Magnatus დიდებული] – 1. ევროპის ზოგ ქვეყანაში (უპირატესად ძველ პოლონეთსა და უნგრეთში): მსხვილი მემამულე. 2. გადატანით ითქმის მსხვილ კაპიტალისტზე. მაგ., ფინანსური კაპიტალის მაგნატები.

Page 2: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაგნეზია [ლათ. Magnesia < გეოგრ. სახ.] – თეთრი ფხვნილი, მაგნიუმის ჟანგი ან მარილი; იყენებენ მედიცინაში.

მაგნეზიტ-ი - მინერალი თეთრი ან მოყვითალო ფერისა, მაგნიუმის ნახშირმჟავა მარილი; იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას და სხვ.

მაგნესინ-ი [ბერძ. Magne(tis) მაგნიტი და syn(chronos) ერთდროული] – ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია მექანიზმების სამართავად შორიდან.

მაგნეტიზმ-ი - 1. მაგნიტის, აგრეთვე ელექტრობით დამუხტული გამტარის თვისება მიიზიდოს ან განიზიდოს ზოგიერთი სხეული. 2. მოძღვრება მაგნიტურ მოვლენათა და სხეულების მაგნიტურ თვისებათა მაგნეტიზმი - 1) დედამიწის მაგნიტური თვისებები. 2) გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს სწავლობს.

მაგნეტიტ-ი [ბერძ. Magnetites] – მინერალი, რომელიც რკინას შეიცავს და აქვს მაგნიტური თვისებები; მაგნიტური რკინაქვა.

მაგნეტო [ფრანგ. magnéto] –ავტომობილის, თვითმფრინავის და მისთ. შიგაწვის ძრავას ცილინდრებში: ელექტრომაგნიტური გენერატორი საწვავი ნარევის ასანთებად (ნაპერწკლის წარმოსაქმნელად); 60-იანი წლებიდან პრაქტიკულად აღარ იყენებენ.

მაგნეტონ-ი - მაგნიტური მომენტის გასაზომი ერთეული, რომელიც მიღებულია ბირთვულ ფიზიკაში.

მაგნეტრონ-ი - [ბერძ. Magnetis მაგნიტი (ელექ)ტრონი] – სპეციალური კონსტრუქციის ელექტრონმილაკი, რომელშიც ელექტრონულ ნაკადზე ერთდროულად მოქმედებს მუდმივი ელექტრული და მაგნიტური ველები.

მაგნიტ-ი [ბერძ. Magnetis < გეოგრ. სახ.] – სხეული (რკინა, ფოლადი), რომელსაც აქვს ზოგი სხეულის მიზიდვის ან განზიდვის უნარი (სინონ. ძვ. ანდამატი).

მაგნიტიზმ-ი - იხ. მაგნეტიზმი.

მაგნიტო- - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მაგნიტს, მაგნიტურს. მაგ., მაგნიტოფონი. მაგნიტოდინამიკა.

მაგნიტობიოლოგია - ბიოფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მაგნიტური ველების ზემოქმედებას ცოცხალ სისტემებზე (უჯრედზე, ორგანიზმზე, პოპულაციაზე და სხვ.).

მაგნიტოგრამა [ბერძ. Magnetis მაგნიტი და gramma ჩანაწერი] – დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა გრაფიკული ჩანაწერი, მიღებული მაგნიტოგრაფის საშუალებით.

მაგნიტოგრაფი [ბერძ. Magnetis მაგნიტი და grapho ვწერ] – ხელსაწყო, რომელიც განუწყვეტლივ აღნიშნავს დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებს.

Page 3: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაგნიტოლა - მაგნიტოფონის შეცველი რადიომიმღები.

მაგნიტომეტრ-ი [ბერძ. Magnetis მაგნიტი და metreo ვზომავ] – მაგნიტური ველის ძაბვის გასაზომი ხელსაწყო.

მაგნიტომეტრია - გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მაგნიტურ ველსა და მის ანომალიებს.

მაგნიტოოპტიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მაგნიტური ველის ზემოქმედებას ოპტიკურ მოვლენებზე (სინათლის გამოსხივებასა და შთანთქმაზე, ნივთიერებაში სინათლის გავრცელებაზე).

მაგნიტოსტატიკურ-ი ველი - უძრავი მუდმივი მაგნიტების მაგნიტური ველი.

მაგნიტოსტრიქცია [ბერძ. Magnetis მაგნიტი და ლათ. striqtio შეკუმშვა, დაჭიმვა] – ფერომაგნიტური სხეულების ფორმისა და ზომის ცვლილება დამაგნიტებისას.

მაგნიტოფონ-ი [ბერძ. Magnetis მაგნიტი და plone ბგერა] – აპარატი ბგერის მაგნიტური გზით ჩასაწერად და ჩაწერილი ბგერის მოსასმენად.

მაგნიტუდა [ლათ. Magnitudo სიდიდე] – მიწისძვრის რაოდენობრივი პირობითი მახასიათებელი.

მაგნიტურ-ი - მაგნიტთან დაკავშირებული; მაგნიტის თვისება. მაგნიტური ანომალია - დედამიწის მაგნეტიზმის გავლენის მკვეთრი გადიდება, რაც გამოწვეულია დედმიწის ქერქში მაგნიტური რკინის საბადოს მოქმედებით. მაგნიტური შეშფოთება, მაგნიტური ქარიშხალი - (ფიზ.). დედამიწის მაგნიტური ველის მოულოდნელი ხანმოკლე არაკანონზომიერი ცვლილება, რაც დაკავშირებულია მზეზე შავი ლაქების გაჩენასთან. მაგნიტური ველი - (ფიზ.). მაგნიტის ან ელექტრული დენის გარშემო არსებული სივრცე, რომელშიც მჟღავნდება მაგნიტური ძალების მოქმედება.

მაგნიუმ-ი [ლათ. Magnium] – ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო მსუბუქი ჭედადი ლითონი; წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკშა ალს; იყენებენ ფოტოგრაფიაში, პიროტექნიკაში და სხვ.

მაგნოლია - თბილი ქვეყნების ხე ან ბუჩქი; აქვს მსხვილი სურნელოვანი თეთრი ყვავილები; ჩვენში აშენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს [ფრანგი ბოტანიკოსის მანიოლის (Magnol) გვარის მიხედვით] –.

მაგნოლით-ი [ლათ. Magnesia (იხ. მაგნეზია და ბერძ. lithos ქვა] – იგივეა. რაც ქსილოლითი.

მაგო [ფრანგ. Magot] – უკუდო მაიმუნი; გავრცელებულია აფრიკაში (ალჟირში, მაროკოში); ადვილად შინაურდება და იწვრთნება.

მაგოგ-ი - იხ. გოგი და მაგოგი.

Page 4: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მადამ [ფრანგ. Madame] – საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

მადაპოლამ-ი - თეთრი მკვრივი ბამბის ქსოვილი უპირატესად თეთრეულისათვის [ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის გარეუბნის სახელის მიხედვით] –.

მადერა - ერთგვარი მაგარი ღვინო [პორტუგალიის კუნძულ მადეირის სახელის მიხედვით] –.

მადლენ-ის კულტურა - არქეოლოგიური კულტურა პალეოლითის ბოლოს; წინ უსწრებდა აზილის კულტურას; გავრცელებულია საფრანგეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, ბელგიის, გერმანიის ტერიტორიაზე [ლა-მადლენის (La Madeleine) გამოქვაბულის მიხედვით (საფრანგეთში), სადაც პირველი გათხრები წარმოებდა] –.

მადმუაზელ [ფრანგ. Mademoiselle] – საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

მადონა [იტალ. Madonna] – 1. ღვთისმშობლის სახელწოდება (კათოლიკეებში); ღვთისმშობლის სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულება. 2. ძველად იტალიაში: მიმართვა გათხოვილი ქალისადმი.

მადრიგალ-ი [ფრანგ. Madrigal] – პატარა ლირიკული ლექსი, ჩვეულებრივ მიძღვნილი ქალისადმი; გავრცელებული იყო სალონურ პოეზიაში (მე-18 საუკ.-ში და მე-19 საუკ.-ის დასაწყისში).

მაესტოზო [იტალ. Maestoso] – (მუს.). დიდებული, საზეიმო ხასიათის შესრულების აღნიშვნა.

მაესტრო [იტალ. Maestro] – 1. დიდი ხელოვნის (დირიჟორის, კომპოზიტორის, მხატვრის...) , აგრეთვე მოჭადრაკის საპატიო დასახელება (ხშირად - მიმართვისას).

მავზოლეუმ-ი [ლათ. Mausoleum < ბერძ. - დიდი არქიტექტურული ნაგებობა საფლავზე.

მავრებ-ი [< ბერძ. Mauros მუქი] – ანტიკური ხანის და შუა საუკუნეებში: ჩრდილოეთ აფრიკის (ეგვიპტის გამოკლებით) ძირითადი მოსახლეობის, აგრეთვე მათი დამპყრობი არაბების ევროპული სახელწოდება.

მავრიტანულ-ი სტილი - არქიტექტურული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არკადები, გუმბათები და მდიდარი გეომეტრიული ორნამენტი; გავრცელებული იყო მუსლიმანურ ქვეყნებში, კერძოდ, ესპანეთში (მავრების ბატონობის დროს, მე-7-8 საუკ.) [ჩრდ. აფრიკის მუსლიმანური ქვეყნების (ახლანდელი ალჟირის ნაწილისა ძველი სახელწოდების - მავრიტანიის - მიხედვით] –.

Page 5: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაზარ-ი [არაბ. Mazar] – შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში: მუსლიმანი მმართველების ან წმინდანების მავზოლეუმი, აკლდამა.

მაზდაკიზმ-ი [< საკუთ. სახ.] – რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც გავრცელდა ირანსა და ზოგ მის მეზობელ ქვეყანაში ადრინდელ შუა საუკუნეებში.

მაზდეანობა და მაზდეიზმი - ძველი სპარსელების რელიგია; ცეცხლთაყვანისმცემლობა [უმაღლესი ღვთაების - აჰურა-მაზდას სახელიდან] –.

მაზერ-ი [ინგლ. Maser (შემოკლ.) < Microwave amplification by stimulated amission of radiation - მიკროტალღების გაძლიერება ინდუცირებული გამოსხივების საშუალებით] – ხელსაწყო ზეჩქარული სიხშირის ელექტრომაგნიტურ რხევათა წარმოსაქმნელად; მოლეკულური გენერატორი (შდრ. ლაზერი).

მაზოხიზმ-ი - სქესობრივი უკუღმართობა ერთგვარი [ავსტრიელი მწერლისზახერ-მაზოხის (Sacher-Masoch) გვარის მიხედვით, რომელმაც აღწერა იგი] –.

მაზუთ-ი [თურქ.] – ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შედეგად მიღებული ნარჩენი.

მაზურკა [< პოლონ. Mazurek] – 1. პოლონური ეროვნული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. ამ ცეკვის რიტმის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.

მათემატიკა [ბერძ. Mathematike] – მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივ თანაფარდობათა და სივრცითი ფორმების შესახებ.

მათემატიკურ-ი - მათემატიკასთან დაკავშირებული. მაგ., მ, ამოცანა. მათემატიკური ლოგიკა - იხ. ლოგიკა.

მათუსალა: მათუსალას ხნისა - იტყვიან ძალიან ხნიერ ადამიანზე [ბიბლიური პატრიარქის მათუსალას სახელის მიხედვით, რომელმაც თითქოს ყველაზე დიდხანს (969 წელი) იცოცხლა] –.

მაია1 - ჯგუფი ენობრივი მონათესავე ინდიელი ხალხებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ მექსიკის, ჰონდურასისა და გვატემალის ტერიტორიაზე; ჰქონდათ იეროგლიფური დამწერლობა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში.

მაია2 [სანსკრ.] – ძველი და შუა საუკუნეების ინდური რელიგიის, ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე უფრო უნივერსალური ცნება; პირველად აღნიშნავდა შამანის, მოგვის ან ქურუმის მოხდენისას.

მაია3 [ბერძ. Maia, ლათ. Maja] – ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში: უფროსი პლეადა (იხ. პლეადები), ჰერმესის დედა.

Page 6: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაინა! [< იტალ. Ammaina! დაუშვი იალქნები!] – პორტის მტვირთავებისა და მეზღვაურების მეტყველებაში: დაუშვი! დასწიე! (ამწით დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს). საპირისპ. ვირა!

მაიოლიკა [იტალ. Maiolica] – 1. გამომწვარი თიხა, რომელიც დაფარულია გაუმჭვირი ჭიქურითა და ნახატით; ასეთი თიხის ნაწარმი. 2. ასეთი ნაწარმის დამზადების ხელოვნება.

მაიონეზ-ი [ფრანგ. Mayonnaise] – 1. ზეთით, კვერცხის გულით, ძმრით, მდოგვით და ზოგჯერ სხვა სანელებლებითაც გაკეთებული საწებელი. 2. თევზის, ფრინველის, ბოსტნეულის ცივი საჭმელი, რომელზედაც ასეთი საწებელია გადასხმული.

მაიორ-ი [ლათ. Major უფროსი] – არმიაში: ოფიცრის წოდებულება, კაპიტანზე მაღალი; ამ წოდებულების მქონე ოფიცერი.

მაიორან-ი [იტალ. Maiorana] – სურნელოვანი ბალახოვანი მცენარე; იყენებენ კულინარიაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში; მისგან იღებენ ეთეროვან ზეთებს.

მაიორატ-ი [გერმ. Majorat < major უფროსი] – 1. მემკვიდრეობის ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითაც ქონება მთლიანად გადადის უფროსი ვაჟიშვილის ან გვარში უფროსი მამაკაცის ხელში.2. ამ წესით მიღებული მამული (შდრ. მინორატი).

მაიორდომ-ი - (ისტ.). იგივეა, რაც მაჟორდომი (მნიშვ. 2).

მაისტერზინგერ-ი [გერმ. Meistersinger] – შუა საუკუნეებში გერმანიაში: პოეტ-მომღერალი, ქალაქელ ხელოსანთა წრის წარმომადგენელი.

მაიუსკულებ-ი [ლათ. Majusculus რამდენადმე მეტი] – დიდი ასოები (უპირატესად ძველი ბერძნული და ლათინური დამწერლობისა). საპირისპ. მინუსკულები.

მაკადამ-ი - (მოძვ.). 1. გზის საფარი ერთგვარი. 2. ასეთი საფარის მქონე გზატკეცილი [შოტლანდიელი გამომგონებლის მაკ-ადამის (1756-1836) გვარის მიხედვით] –.

მაკაკ-ი [პორტუგ. Macaco, ფრანგ. Macaque] – პატარა მაიმუნი ერთგვარი; გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში.

მაკაო [პორტუგ. Macao < გეოგრ.სახ.] – 1. აზარტული ბანქოს თამაში ერთგვარი. 2. ბრაზილიური გრძელბოლოიანი თუთიყუში.

მაკარონ-ი [იტალ. Maccherone] – საკვები პროდუქტი - პურის უფუარი ცომისაგან ფაბრიკული წესით დამზადებული გამხმარი მილაკები.

მაკარონიზმ-ი [ფრანგ. Macaronisme < იტალ.] – 1. უცხოური სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც უცვლელად არის შეტანილი მეტყველებაში. 2. ხალხური ენის (ფრანგულის, იტალიურის) სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც შევიდა

Page 7: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ლათინურ სალიტერატურო ენაში (შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში).

მაკარონიკულ-ი [იტალ. Maccheronico] – მაკარონიზმებით (იხ. მაკარონიზმი, მნიშვ. 1) აღსავსე. მაგ., მაკარონიკული სტილი.

მაკეტ-ი [ფრანგ. Maquette] – 1. რაიმე ნაკეთობის ნიმუში შემცირებული ზომისა; მოდელი. 2. წიგნის ან ჟურნალის წინასწარი ნიმუში, საცდელი ეგზემპლარი. 3. გაზეთის მასალების გვერდობლივ განლაგების გეგმა.

მაკვის-ი (უფრო სწორია მაკისი) [ფრანგ. Maquis] – და მაკია [იტალ. Macchia] – მარადმწვანე ბუჩქებისა და დაბალი ხეების (ისეთების, როგორიცაა: ველური ფსტა, მირტი, ღვია, ველური ზეთისხილი და სხვ.) ბარდები. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

მაკი [ფრანგ. Maquis] – მეორე მსოფლიო ომში: საფრანგეთის პარტიზანთა ერთ-ერთი სახელწოდება.

მაკიაველიზმ-ი - პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დასახული მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყოველგვარი საშუალება, მოტყუება, ვერაგობა გამცემლობა, მკვლელობა [იტალიელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის ნიკოლო მაკიაველის (Mაცცჰიაველლი 1469-1527) გვარის მიხედვით] –.

მაკიაჟ-ი [ფრანგ. maquillage] – კოსმეტიკის სახეობა - ფერის წასმა სახეზე.

მაკიზარ-ი [ფრანგ. Maquisare] – საფრანგეთში (მეორე მსოფლიო ომის დროს); მაკი-ს წევრი, პარტიზანი.

მაკინტოშ-ი [ინგლ. Mackintosh < საკუთ. სახ.] – ულტობი (წყალშეუვალი) ქსოვილის პატარა პალტო, საწვიმარი.

მაკლერ-ი [გერმ. Makler] – შუამავალი სავაჭრო, საბირჟო გარიგებაში.

მაკლურა [ლათ. Maclura] – ხე თუთისებრთა ოჯახისა; ხარობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში; აქვს ყვითელი მძიმე და მკვრივი მერქანი, რომელსაც იყენებენ სახარატო წარმოებაში; მერქნისა და ფესვებისაგან იღებენ ყვითელ საღებავს; მისი ნაყოფედი მოგვაგონებს ფორთოხალს, მაგრამ არ იჭმება; ჩვენში აშენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს (ქართ. სინონ. თუთავაშლა).

მაკრამე [ფრანგ. Macramé] – დაწნული ზონარი, ტანსაცმელზე დაკერებლი.

მაკრელ-ი [ჰოლანდ. Makreel] – იგივეა, რაც სკუმბრია.

მაკრო- [< ბერძ. Makros დიდი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს დიდს, მსხვილს. მაგ., მაკროსკოპული.

მაკროგლია [ბერძ. Makros დიდი და glia წებო] – ტვინის უჯრედები, რომლებითაც შევსებულია სივრცე ნერვულ უჯრედებსა (ნევრონებსა) და მათ გარშემო არსებულ კაპილარებს შორის.

Page 8: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაკროკეფალ-ი [ბერძ. Makros დიდი და kephale თავი] – (ანთროპ.). ადამიანი, რომელსაც დიდი ან უკან წაგრძელებული თავი აქვს.

მაკროკეფალია - (ანთროპ.). დიდთავიანობა ან თავის უკან წაგრძელებულობა.

მაკროკლიმატ-ი - დედამიწის ზედაპირის დიდი სივრცეების კლიმატი.

მაკროკონტროლ-ი [ბერძ. Makros დიდი და კონტროლი] – გამომთვლელი მანქანის მუშაობის სისწორის შემოწმება. (მთლიანად).

მაკროკოსმოს-ი [ბერძ. Makros დიდი და kosmos სამყარო] – ვარსკვლავთა სამყარო, კოსმოსი.

მაკროლითებ-ი [ბერძ. Makros დიდი და lithos ქვა] – (არქეოლ.). მსხვილი, უხეშად შემოტეხილი ქვის იარაღები; იყენებდნენ ნეოლითში ცულების, წერაქვების მაგივრად.

მაკროპოდებ-ი [ბერძ. Makros დიდი და pus (podos) ფეხი] – თევზები ერთგვარი; ზოგიერთი სახეობა ჰყავთ აკვარიუმებში.

მაკრორელიეფ-ი - რელიეფის დიდი ფორმები, რაც განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირის აგებულების საერთო ხასიათს (მაგ., მთაგრეხილი, დიდი ველი და სხვ.).

მაკროსეისმურ-ი რყევა [ბერძ. Makros დიდი და (იხ. სეისმური)] – მიწისძვრის დროს: ნიადაგის ისეთი რყევა, რომელსაც უშუალოდ ჩვენი გრძნობის ორგანოებით აღვიქვამთ.

მაკროსკოპულ-ი - რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს; რაც შეუიარაღებელი თვალით წარმოებს. მაგ., მაკროსკოპული დაკვირვება (შდრ. მიკროსკოპული).

მაკროსპორა - (ბოტან.). იგივეა, რაც მეგასპორა.

მაკროსპორანგიუმ-ი [ბერძ. Makros დიდი და (იხ. სპორაგიუმი)] – (ბოტან.). იგივეა, რაც მეგასპორანგიუმი.

მაკროსპოროფილ-ი [ბერძ. Makros დიდი და (იხ. სპოროფილი)] – (ბოტან.). იგივეა, რაც მეგასპოროფილი.

მაკროსტრუქტურა - მყარი სხეულის (მაგ., მინერალის, ლითონის, შენადნობის) აგებულება, რომელიც ჩანს უმიკროსკოპოდ (შეუიარაღებელი თვალით ან ლუპით). შდრ. მიკროსტრუქტურა.

მაკროფაგებ-ი [ბერძ. Makros დიდი და phagos მჭამელი, შთამნთქმელი] – ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთაც უნარი შესწევთ დაიჭირონ, შთანთქან და მოინელონ ბაქტერიები, დაღუპული უჯრედების ნარჩენები და ორგანიზმის სხვა უცხო ან ტოქსიკური ნაწილები (იხ. აგრეთვე, მიკროფაგები).

მაკროცეფალ-ი, მაკროცეფალია - იხ. მაკროკეფალი, მაკროკეფალია.

Page 9: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მაკულატურა [გერმ. Makulatur < ლათ. Maculo ვსვრი] – 1. ბეჭდვის დროს გაფუჭებული ქაღალდი, აგრეთვე უვარგისი ქაღალდი, წიგნები, რომლებიც კვლავ ქაღალდად უნდა გადამუშავდეს. 2. (გადატ.). იტყვიან მდარე ხარისხის, უნიჭო ნაწარმოებზე, ლიტერატურაზე.

მალაგა [< გეოგრ. სახ.] – ესპანური ღვინო ერთგვარი.

მალაკოლოგია [ბერძ. Malakion მოლუსკი, პოლიპი და logos მოძღვრება] – ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც მოლუსკებს სწავლობს.

მალარია [იტალ. Malaria] – ციება, ციებ-ცხელება.

მალაქიტ-ი [ბერძ. Malachites] – ხასხასა მწვანე მინერალი, რომელიც შეიცავს 57% სპილენძს; იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, აგრეთვე სპილენძის მისაღებად; სპილენძის მწვანა.

მალვაზია [ფრანგ. Malvoisie] – მადერის ტიპის ღვინო; აყენებენ ამავე სახელწოდების ყურძნისაგან იტალიაში, საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში.

მალთა [ლათ. Maltha < ბერძ. Maltha, Malthe ცვილისა და ფისის ნარევი] – სქელი, ბლანტი ნავთობი, რომელიც ნახშირწყალბადების გარდა დიდი რაოდენობით შეიცავს ასფალტფისოვან კომპონენტებს.

მალთუსიანელ-ი - მალთუსიანელობის მიმდევარი.

მალთუსიანელობა - რეაქციული თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა სოციალური უბედურების (შიმშილის, სიღატაკის და სხვ.). მიზეზია მოსახლეობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა და არა კაპიტალისტური სისტემა [ინგლისელი ბურჟუაზიული ეკონომისტის მალთუსის Malthus, 1766-1834 წწ. გვარის მიხედვით.

მალიგნიზაცია [< ლათ. Malignus მავნე, დამღუპველი] – (მედიც.). სიმსივნის ავთვისებიანად გადაგვარება.

მალპოსტ-ი [ფრანგ. Malle-poste] – ძველად: საფოსტო კარეტა, რომელსაც მგზავრებიც გადაჰყავდა.

მალსეკო [იტალ. Male დაავადება და secco მშრალი, გამხმარი] – ციტრუსების (უპირატესად ლიმონის) მძიმე სოკოვანი დაავადება; აზიანებს მერქანს, ნაყოფს და თესლს; იწვევს მცენარის გახმობას.

მალტ-ის ორდენი [< გეოგრ. სახ.] – იოანიტების სასულიერო-რაინდული ორდენის ერთ-ერთი სახელწოდება.

მალტოზა [ინგლ. Maltose] – ალაოს შაქარი, სახამებლის გახლეჩის შუალედი პროდუქტი (სპირტის გამოხდისა და ლუდის დუღების დროს).

მამალიოლოგია და მამალოგია [ლათ. Mammalia ძუძუმწოვრები და ბერძ. Logos მოძღვრება] – იგივეა, რაც თერიოლიგია.

Page 10: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მამზელ [ფრანგ. Mamkselle და Mamkzelle] – 1. (შემოკლ.). იგივეა, რაც მადმუაზელ. 2. საფრანგეთში, გერმანიაში და ზოგ სხვა ქვეყანაში: ეკონომი (ქალი), მოსამსახურე (ამ მნიშვნელობით ჩვეულებრივ იხმარება სახელთან ან გვართან ერთად).

მამლუქ-ი და მამელუკი [არაბ. Mamluk] – 1. შუა საუკუნეებში ეგვიპტეში: თურქი და კავკასიელი (ქართველი, ჩერქეზი და სხვ.) ტყვე-მონებისაგან შემდგარი სულთნის პირადი გვარდიის ჯარისკაცი (მამლუქებმა 1750 წ. დაიპყრეს ეგვიპტის ტახტი და შექნეს თავისი დინასტია; განადგურებულ იქნენ 1811 წ.). 2. ცხენოსანი გვარდიელი ნაპოლეონ მონაპარტის პირად დაცვაში (ეგვიპტეში ლაშქრობის დროს).

მამონა [ბერძ. Mamonas სიმდიდრე < არამ.] – 1. ძველი აღმოსავლეთის ზოგ ხალხში: სიმდიდრის ღვთაება. 2. (გადატ.). ანგარება, ვერცხლისმოყვარეობა.

მამონტ-ი [რუს. Maмонт] – სპილოს მსგავსი გადაშენებული ცხოველი, რომელსაც ჰქონდა გრძელი ბეწვი და მომრგვალებული ეშვები; გავრცელებული იყო ყინულოვან ეპოქაში. მამონტის ხე - იგივეა, რაც სეკვოია.

-მან-ი [< ბერძ. Mania ვნება, სიგიჟე] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს რისამე დიდ მოყვარულს. მაგ., მელომანი. ბაბილომანი.

მანანა [ბერძ. Manna < ძვ. ებრ.] – ბიბლიური ლეგენდის მიხედვით: საკვები, რომელიც ზეციდან უცვიოდათ ებრაელებს უდაბნოში სვლის დროს. მანანის ბურღული - წვრილად დაღერღილი ხორბლისაგან დამზადებული ბურღული.

მანგანინ-ი [< ლათ. Manganum მანგანუმი] – სპილენძის, მანგანუმისა და ნიკელის შენადნობი; იყენებენ უპირატესად ელექტროსაზომი ხელსაწყოების წინაღობის ზუსტი ელემენტების დასამზადებლად.

მანგანიტ-ი [< ლათ. Manganum მანგანუმი] – მინერალი, მანგანუმის წყალჟანგი; წარმოადგენს მადანს მანგანუმის მისაღებად.

მანგანუმ-ი [ლათ. Manganum] – ქიმიური ელემენტი, ძნელდნობადი მოვერცხლისფრო ლითონი; იყენებენ მეტალურგიაში (სხვა ლითონებში შესადნობად), სოფლის მეურნეობაში (სასუქად), მედიცინაში და სხვ.

მანგო [მალაიური] – 1. ტროპიკული ხეხილი; აქვს სურნელოვანი ტკბილი ნაყოფი; ხარობს აზიაში. 2. ამ ხეხილის ნაყოფი.

მანგოლდ-ი [გერმ. Mangold] – ბოსტნეული სასალათე კულტურა; წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი.

მანგოსტან-ი და მანგუსტან-ი [მალაიური] – სამხრეთაზიული ტროპიკული ხე; ისხამს მომჟავო-ტკბილ სურნელოვან ნაყოფს.

Page 11: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მანგროვ-ი [ინგლ. Mangrove] – და მანგროვული ტყე - ტროპიკული მარადმწვანე ტყე; იზრდება აფრიკის, ავსტრალიის, ამერიკის ისეთ სანაპიროებზე, რომლებიც დაცულია ზვირთცემისაგან, მაგრამ წყლით იფარება ზღვის მოქცევისას.

მანგუსტ-ი [ფრანგ. Mangouste] – ტროპიკული ქვეყნების პატარა მტაცებელი ცხოველი; მისი ერთ-ერთი სახეობა ანადგურებს გველებს (სინონ. ფარაონოს ვირთაგვა).

მანდარინ-ი1 [ესპ. Mandarin] – 1. მარადმწვანე ციტრუსოვანი ხეხილი; ისხამს ნარინჯისფერ სურნელოვან ტკბილხორციან ნაყოფს. 2. ამ ხეხილის ნაყოფი.

მანდარინ-ი2 [პორტუგ. Mandarin < სანსკრ.] – ევროპელთა სიტყვახმარებაში: ძველი, ფეოდალური ჩინეთის უმაღლესი სახელმწიფო მოხელე.

მანდატ-ი [ლათ. Mandatum დავალება] – 1. ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამანდატო კომისია - ორგანო, რომელიც იქმნება ყრილობაზე, კონგრესზე, კონფერენციაზე, სახალხო დეპუტატების საბჭოს სესიაზე დელეგატების (დეპუტატების) რწმუნებათა შესამოწმებლად. 2. ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ნაწილის ან გერმანიის ყოფილი კოლონიის მართვის უფლება, რომელსაც ანიჭებდა ერთა ლიგა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს. სამანდატო ტერიტორიები - ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი ან გერმანიის პირველი კოლონიები, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიპყრეს ინგლისმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა და მართავდნენ მათ ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე.

მანდატარ-ი [ლათ. Mandatarius] – 1. პირი, რომელმაც მანდატი მიიღო. 2. კაპიტალისტური სახელმწიფო, რომელმაც მიიღო კოლონიის მართვის მანდატი (იხ. მანდატი., მნიშვ. 2).მანდეიზმ-ი - რელიგია, რომელშიც შერეულია ქრისტიანობის, იუდაიზმის, ზოროასტრიზმისა და ძველი ბაბილონური რელიგიის ელემენტები; წარმოიშვა მესოპოტამიაში ჩვენი ერის დასაწყისში [ნათელი ძალის მანდა-დ-ჰაიას სახელის მიხედვით] –.

მანდოლინა [იტალ. Mandolino] – მუსიკალური საკრავი, რომელსაც აქვს ოთხი წყვილი სიმი.

მანდრაგორა [ბერძ. Mandragoras] – შხამიანი ბალახოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა; იყენებენ მედიცინაში.

მანდრილ-ი [ესპ. Mandril] – დიდი ზომის მაიმუნი; აქვს წაგრძელებული თავი, მოკლე კუდი, საჯდომზე - კოჟრები; ცხოვრობს დასავლეთ აფრიკის ტყეებში.

მანებ-ი [ლათ. Manes] – ძველი რომაელების რწმენით: გარდაცვლილ წინაპართა სულები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებებს.

Page 12: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მანევრ-ი [ფრანგ. Manduvre] – 1. (სამხ.). ჯარების ან ფლოტის მოძრაობა, გადაადგილება საომარ ვითარებაში. მანევრები - დიდი ტაქტიკური მეცადინეობა ნამდვილ საომარ პირობებთან

მიახლოებულ მდგომარეობაში. 2. (გადატ.). ეშმაკური, ვერაგული მოქმედება; ფანდი, ხრიკი. მანევრები - (რკ.-გზ.). ვაგონებისა და ლოკომოტივების მოძრაობა სადგურის ხაზებზე მატარებლის შედგენის მიზნით. 4. გემის, თვითმფრინავის კურსის შეცვლა.

მანევრირება - მანევრის ჩატარება, მანევრების წარმოება.

მანეკენ-ი [ფრანგ. Mannequin < ფლამანდ. Manekin ადამიანი] – 1.ადამიანის ფიგურა (ხისა, პაპიემაშესი და მისთ.), რომელსაც იყენებენ მზა ტანსაცმლის საჩვენებლად (მაღაზიაში, ატელიეში) ან ტანსაცმლის გასასინჯავად, მისაზომებლად (შეკერვისას). 2. ხის თოჯინა, რომელსაც აქვს მოძრავი ხელ-ფეხი; იყენებენ მხატვრები ადამიანის სხეულის სხვადასხვა მდგომარეობის ჩასახატავად. 3. პირი, რომელსაც აცვია ტანისამოსი (ჩვეულებრივ, ახალი მოდელების გამოფენაზე) სადემონსტრაციოდ, მყიდველებისათვის საჩვენებლად. 4. გადატანით იტყვიან უნებისყოფო, პასიურ ადამიანზე.

მანეჟ-ი [ფრანგ. Manege] – 1. შემოღობილი მოედანი ან დიდი შენობა, რომელიც მოწყობილია ცხენების სახედნად, საწვრთნელად ან ცხენოსნობის სასწავლებლად. 2. ცირკის წრე, მოედანი. 3. პატარა გადასატანი შემოღობილი მოედანი ბავშვებისათვის, რომლებიც ფეხს იდგამენ. მანეჟის ინსპექტორი - იხ. შპრეხშტალმაისტერი.

მანერულ-ი - სისადავეს, უბრალოებას მოკლებული; არაბუნებრივი.

მანია [ბერძ. Mania ვნება, სიგიჟე] – 1. ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მთელი მისი გრძნობა და გონება რაიმე ერთი იდეისაკენ არის მიმართული. მაგ., განდიდების მანია. 2. (გადატ.). ძლიერი მიდრეკილება რაიმესადმი.

-მანია [< ბერძ. Mania ვნება, სიგიჟე, მისწრაფება] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ავადმყოფურ მისწრაფებას რამესადმი. მაგ., გრაფომანია, კლეპტომანია.

მანიაკ-ი [ფრანგ. Maniaque] – მანიით შეპყრობილი ადამიანი.

მანიერა [ფრანგ. Maniere] – (ტექ.). ხის ფიცარი, რომელშიც ამოხვრეტილია რაიმე ნახატი; იყენებენ რისამე შეღებვისას, ქსოვილებსა და შპალერზე ნაჩითის, სახეების გამოსაყვანად.

მანიერიზმ-ი [იტალ. Manierismo < Maniera მანერა, სტილი] – მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში მე-16 ს.-ში; მისი ძირითადი ესთეტიკური კრიტერიუმია მხატვრული სუბიექტური „შინაგანი იდეა»; მ.-ისათვის დამახასიათებელია სუბიექტივიზმი, დაძაბულობა, ზოგჯერ არაბუნებრივობა და სახეების ღვლარჭნილობა.

Page 13: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მანიერისტებ-ი - მანიერიზმის მიმდევრები.

მანიკიურ-ი [ფრანგ. Manicure < ლათ. Manus ხელი და curo ვუვლი, ვასუფთავებ] – ხელის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალება.

მანიოკა [ესპ. Manioca < ტუპი-ენიდან] – 1. ტროპიკული მარადმწვანე ბუჩქი, რომლის ფესვებს ხმარობენ საჭმელში; აშენებენ სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. 2. ამ მცენარის ფესვების ფქვილი.

მანილ-ის ქერელი და მანილა [< გეოგრ. სახ.] – იგივეა, რაც აბაკა (მნიშვ. 2).

მანიპულ-ი [ლათ. Manipulus] – ძველ რომში: საჯარისო ერთეული, რომელიც ორი ცენტურიისაგან (იხ. ცენტურია, მნიშვ. 1) შედგებოდა.

მანიპულატორ-ი [ფრანგ. Manipulateur] – 1. ტელეგრაფის აპარატის ნაწილი სატელეგრაფო სიგნალების გადასაცემად. 2. ხელსაწყო, რომელიც არეგულირებს რთულ საწარმოო და საკონტროლო პროცესებს (მართვის პულტში, სადისპეტჩერო პუნქტში და სხვ.). 3. ცირკის მსახიობი (მეფოკუსე), რომელიც ოსტატურად აკეთებს მანიპულაციებს სხვადასხვა საგნით.

მანიპულაცია [ლათ. Manipulatio] – 1. რაიმე რთული მოქმედება, რთული ხერხი ხელით მუშაობისას. 2. (გადატ.). ოინი, ყალთაბანდობა.

მანიპულირება - მანიპულაციების წარმოება.

მანიფესტ-ი [ლათ. Manifestus აშკარა] – 1. უმაღლესი ხელისუფლების წერილობითი მიმართვა მოსახლეობისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო. 2. პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა. 3. რომელიმე ლიტერატურული ჯგუფის შემოქმედებითი პრინციპების წერილობითი გადმოცემა.

მანიფესტანტ-ი - მანიფესტაციის მონაწილე.

მანიფესტაცია [ლათ. Manifestatio გამოცხადება] – მსვლელობა ქუჩაში სოლიდარობის ან პროტესტის გამოსახატავად.

მანიქეიზმ-ი და მანიქევლობა [< საკუთ. სახ.] – რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც მე-3 ს.-ში წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში; წარმოადგენდა ქრისტიანობისა და მაზდეანობის ელემენტების ნარევს მანკო [იტალ. <Manco] – (ეკონ., ვაჭრ.). წონაში დაკლება საქონლის გაცემისას, სალაროს საერთო ჯამის (თანხის) დანაკლისი (ჩანაწერებში გაპარული ან მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შეგეგად).

მანოდეტანდერ-ი [ბერძ. Manos იშვიათი, არამკვრივი და ფრანგ. Détendre (იხ. დეტანდერი)] – შეკუმშული აირის წნევის დასაწევი ხელსაწყო ერთი ჭურჭლიდან (ბალონიდან) მეორეში მისი გამოდინების დროს; იყენებენ უპირატესად საშემდუღებლო საქმეში.

Page 14: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მანოვაკუუმმეტრ-ი [ბერძ. Manos იშვიათი, არამკვრივი და ვაკუუმმეტრი] – ჭარბი წნევისა და ვაკუუმის გასაზომი ხელსაწყო.

მანომეტრ-ი [ბერძ. Manos არამკვრივი და metreo ვზომავ] – ხელსაწყო სითხის ან გაზის წნევის გასაზომად დახშულ სივრცეში (მაგ., ქვაბში).

მანორ-ი [ინგლ. Manor] – შუა საუკუნეებში ინგლისში: ფეოდალის მამული.

მანოციტინ-ი - მატყლის ცხიმისა და ქაფურის ზეთის ნარევი; იყენებენ ლითონის დეტალებისა და ნაკეთობათა კოროზიის წინააღმდეგ.

მანჟეტ-ი [ფრანგ. Manchette] – 1. პერანგის მაჯა, მიბმული ან მიკერებული. 2. (ტექ.). დგუშიანი ტუმბოს ნაწილი - ტყავის რგოლი, რომელიც სითხეს (გაზს) არ უშვებს.

მანსარდა [ფრანგ. Mansarde < საკუთ. სახ.] – საცხოვრებელი სადგომი - სახლის სხვენზე,

დაქანებული სახურავის ქვეშ.

მანტია [ბერძ. Mantia] – 1. გრძელი ფართო წამოსასხამი. 2. (ზოოლ.). ზოგი უხერხემლო ცხოველის (მაგ., მოლუსკების) კანის ნაოჭი, რომელიც ფარავს სხეულს. 3. დედამიწის ქერქქვეშა გარსი, რომელიც მოქცეულია ლითოსფეროსა და დედმიწის ბირთვს შორის.

მანტილია [ესპ. Mantilla] – 1. ესპანელი ქალების მაქმანიანი მოსახვევი, რომელიც ფარავს თავს და ტანის ნაწილს. 2. ქალის მოკლე წამოსასხამი (ხმარობდნენ მე-19 საუკ.-ში).

მანტისა [ლათ. Mantissa დამატება] – (მათემ.). ლოგარითმის წილადური ნაწილი.

მანტო [ფრანგ. Manteau] – ქალის ფართო პალტო, ჩვეულებრივ ბეწვის.

მანტუ-ს რეაქცია - (მედიც.). კანის სინჯი ორგანიზმის ტუბერკულოზით დაავადების დასადგენად [ფრანგი მეცნიერის შ. მიხედვით] –; უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე პირკეს რეაქცია.

მანუალ-ი [ლათ. Manualis ხელისა] – ორგანოს (აგრეთვე ფისჰარმონიის, კლავესინის) კლავიატურა.

მანუალურ-ი [< Manualis ხელისა] –; მანუალური ტექნიკა - (მუს.). დირიჟორის ხელების მოძრაობის ტექნიკა. მანუალური თერაპია - ხელით მკურნალობა (მასაჟი და სხვ.) მედიკამენტებისა და სხვადასხვა ხელსაწყოს გამოუყენებლად.

მანუსკრიპტ-ი [ლათ. Manuscriptum] – ხელნაწერი, უპირატესად ძველი.

მანუფაქტურა [ლათ. Manufactura] – 1. კაპიტალისტური წარმოების ფორმა, რომელიც წინ უსწრებდა მსხვილ მანქანურ ინდუსტრიას; დამყარებული იყო

Page 15: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

შრომის დანაწილებასა და ხელოსნურ ტექნიკაზე. 2. საფეიქრო მრეწველობის ნაწარმი; ქსოვილები.

მანცინელა და მანშინელა - ტროპიკული მცენარე; ხარობს მექსიკაში, ანტილის კუნძულებზე და კოლუმბიაში; მისი ფოთლები და ქერქი შეიცავს შხამიან რძეწვენს.

მანციპაცია [ლათ. Mancipatio] – ძველი რომის სამართალში: საკუთრების უფლების გადაცემის წესი მოწმეების თანდასწრებით.

მაოიზმ-ი - ჩინეთის ხელმძღვანელობის ანტიმარქსისტული შეხედულებანი და პოლიტიკა; აშკარად გამოვლინდა და ხორციელდება მე-20 ს.-ის სამოციანი წლებიდან; წარმოადგენს დიდმპყრობელური შოვინიზმისა და წვრილბურჟუაზიული ავანტიურიზმის ნარევს [მაო ძე-დუნის (1893-1976) სახელის მიხედვით] –.

მაოისტებ-ი - მაოიზმის მიმდევრები.

მაჟორ-ი [ფრანგ. Majeur] – (მუს.). მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის დიდი და მცირე ტერციებისაგან შემდგარ აკორდს; დამახასიათებელია მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი (საპირისპ. მინორი). მაჟორშია - გადატანით იტყვიან, როდესაც ვინმე მხიარულ გუნებაზეა.

მაჟორდომ-ი [ფრანგ. Majordome] – 1.უფროსი მსახური (მდიდართა სახლებში). 2. (ისტ.). უმაღლესი თანამდებობის პირი ფრანკთა სახელმწიფოში.

მაჟორიტარულ-ი [< ფრანგ. Majorité უმრავლესობა] –: მაჟორიტარული სისტემა (მ. წარმომადგენლობა) ზოგ კაპიტალისტურ ქვეყანაში: არჩევნების ანტიდემოკრატიული სისტემა, რომელის დროსაც ანგარიში ეწევა მხოლოდ იმ პარტიის კანდიდატისათვის მიცემულ ხმებს, რომელმაც სათანადო ოლქში ხმის უმრავლესობა მიიღო.

მაჟორულ-ი - 1. (მუს.). მაჟორთან დაკავშირებული; მაჟორის დამახასიათებელი ბგერების შეხამებაზე დამყარებული. 2. (საუბ., გადატ.). ხალისიანი, მხიარული (გუნება, განწყობილება).

მარაბუ [ფრანგ. Marabout] – დიდი ფრინველი ყარყატების ოჯახისა; აქვს დიდი ნისკარტი; გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

მარაბუტ-ი [ფრანგ. Marabout < არაბ.] – ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში: 1. მუსლიმანი წმინდანი; რელიგიური ძმობის, დავრიშთა ორდენის ბელადი ან დამაარსებელი. 2. იგივეა, რაც დავრიში.

მარაზმ-ი [ბერძ. Marasmos მოუძლურება, მოშვება] – 1. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად. 2. (გადატ.). უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).

Page 16: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მარათონელ-ი - სპორტსმენი, რომელოც მარათონულ რბენაში (ან ცურვაში) არის გაწაფული.

მარათონულ-ი - (სპორტ.). ძალიან გრძელ დისტანციებთან დაკავშირებული. მაგ., მარათონული გაცურვა, მარათონული რბენა - შეჯიბრება სირბილში 42 კმ-სა და 195 მეტრზე. [ძველი საბერძნეთის სოფელ მარათონის (Marathon) სახელის მიხედვით, საიდანაც სირბილით მივიდა მახარობელი ათენში და მიიტანა სპარსელებზე გამარჯვების ამბავი (ძვ. წელთაღრ. 490 წ.).

მარაკა [ესპ. Maraca] – სამხრეთამერიკული სარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი - ჩხარუნა ერთგვარი; ფართო გამოყენება აქვს ჯაზში.

მარალ-ი [თურქ.] – დიდი ციმბირული ირემი.

მარანებ-ი [ესპ. Marranos] – შუა საუკუნეებში ესპანეთსა და პორტუგალიაში: ებრაელები, რომლებმაც ოფოციალურად მიიღეს ქრისტიანობა (კათოლიკობა); სასტიკად იდევნებოდნენ ინკვიზიციისაგან.

მარანტა [ლათ. Maranta] – მრავალწლოვანი ბალახი; ხარობს ტროპიკულ ამერიკაში; ზოგიერთი სახეობა მოჰყავთ როგორც სახამებლის მომცემი, ზოგის ფესვებს გადაამუშავებენ ფქვილად (დიეტური საკვებია), ხოლო ზოგს აშენებენ (ორანჟერეებში, ოთახებში) როგორც დეკორატიულ მცენარეს (ქართ. სინონ. ქაბისჩალა).

მარასკინ-ი [ფრანგ. Marasquin] – ერთგვარი ლიქიორი ალუბლისა.

მარგანეც-ი [რუს. Марганец < გერმ. Manganerz] – (უმართებ.). იხ. მანგანუმი.

მარგარინ-ი [ფრანგ. Margarine] – საკვები ცხიმეული, რომელიც გარეგნულად კარაქს ჰგავს; აკეთებენ სხვადასხვა ცხოველური ცხიმის, მცენარეული ზეთისა და ზოგი სხვა ნივთიერების ერთმანეთში შერევით.

მარგინალია [< ლათ. Margo (Marginis) კიდე] – წიგნის ან ხელნაწერის კიდეზე, არშიაზე მოთავსებული სათაური ან შენიშვნა.

მარგინალურ-ი - იხ. მარჟინალური.

მარგო [ლათ. Margo კიდე, ნაპირი] – საქმიანი ქაღალდის, კომერციული წერილის კიდე, არშია სხვადასხვა აღნიშვნისათვის.

მარდუქ-ი [შუმერ.] – ქალაქ ბაბილონის მფარველი ღმერთი; ძვ. წელთაღრ. მე-18 ს.-იდან - ბაბილონის პანთეონის უზენაესი ღვთაება.

მარენგ-ო [იტალ. Marengo < გეოგრ. სახ.] – ერთგვარი შავი ფერის ქსოვილი, რომელშიც თეთრი ძაფებია ჩართული.

მარეოგრაფ-ი [ლათ. Mare ზღვა და ბერძ. grapho ვწერ] – იგივეა, რაც ლიმნიგრაფი.

Page 17: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მარზან-ი [< იტალ. Margine კიდე, არშია] – (პოლიგრ.). ლითონის ან სხვა მასალის ძელაკი სწორკუთხედის ფორმისა; იყენებენ ანაწყობის დიდ-დიდი ხარვეზების, თავისუფალი ადგილების (მაგ., არშიების) შესავსებად.

მარიაჟ-ი [ფრანგ. Mariage ქორწილი] – ბანქოს თამაშში: ერთი და იმავე ფერის პაპა და ქალი ერთი მოთამაშის ხელში.

მარიკულტურა [ლათ. Mare ზღვა და (იხ. კულტურა, მნიშვ. 6)] – ზღვის მცენარეების მოშენება.

მარინა [იტალ. Marina < Marinus საზღვაო, ზღვისა] – სურათი, რომელზედაც ზღვის ხედია გამოხატული.

მარინად-ი [ფრანგ. Marinade] – 1. წვენი (მწნილისა, მუჟუჟისა). 2. მწნილი, მწნილეული.

მარინისტ-ი - მხატვარი, რომელიც ზღვის ხედებს ხატავს.

მარინისტიკა - ფერწერის დარგი - ზღვის ხედის, ზღვის პეიზაჟის ხატვა.

მარიონეტ-ი [ფრანგ. Marionnette] – 1. თეატრალური თოჯინა, რომელიც ზონარზე ან ძაფზეა ჩამოკიდებული და ისე ათამაშებენ (ზევიდან). 2. იტყვიან პიროვნებაზე ან მთავრობაზე, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს სხვის ნება-სურვილს.

მარიონეტულ-ი - ისეთი (მთავრობა), რომელიც უსიტყვოდ ასრულებს სხვის, სხვა სახელმწიფოს ნება-სურვილს (იხ. მარიონეტი).

მარიხუანა - ნარკოტიკი ერთგვარი.

მარკა1 [გერმ. Marke] – 1. საფოსტო ნიშანი - პატარა ქაღალდი, რომელზედაც ფასია აღნიშნული და რაიმე გამოსახულებაა: აკრავენ საფოსტო გზავნილებზე იმის ნიშნად, რომ გაგზავნის გამოსაღები გადახდილია; ასეთი ნიშანი სხვადასხვა დოკუმენტზე დასაკარგავად. 2. საქონელზე, ნაწარმზე დასმული ბეჭედი, ნიშანი, რომელზედაც დამზადების ადგილი, ხარისხი და სხვა მონაცემებია აღნიშნული. 3. ნაწარმის, საქონლის ხარისხი ან ტიპი.

მარკა2 [გერმ. Mark, fin. მარკკა] – ფულის ერთეული გერმანიასა და ფინეთში.

მარკა3 [გერმ. Mark] – 1. ადრინდელ შუა საუკუნეებში ფრანკთა სახელმწიფოში და შემდეგ გერმანიაში: სასაზღვრო ოლქი, რომლის სათავეშიც მარკგრაფი იდგა. 2. შუა საუკუნეებში გერმანიაში: გლეხური თემი.

მარკაზიტ-ი [გვიანდ. ლათ. Marcasita < სპარს.] – მინერალი, გოგირდის ან რკინის მისაღებად (სხვანაირად: სხივური ალმადანი).

მარკგრაფ-ი [გერმ. Markgraf] – ადრინდელ შუა საუკუნეებში ფრანკთა სახელმწიფოში და შემდეგ გერმანიაში: თანამდებობის პირი, რომელსაც,

Page 18: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

განსხვავებით გრაფისაგან, ჰქონდა ფართო უფლებები, კერძოდ, სამხედრო ხელისუფლება.

მარკეტინგ-ი [ინგლ. Marketing < Market ბაზარი] – კაპიტალისტური საწარმოს მართვის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე მიმდინარე პროცესების გულდასმით აღრიცხვას სამეურნეო გადაწყვეტილებათა მისაღებად, წარმოების შეგუებას მომხმარებლის საჭიროებებთან; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 ს.-ის დასაწყისში; ყველაზე უფრო დიდი გავრცელება პოვა 50-60-იან წლებში გასაღების პრობლემის გამწვავებასთან და საკონკურენციო ბრძოლის ახალი მეთოდების (რეკლამის განვითარების, საქონლის ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესების...) ფართო გამოყენებასთან.

მარკეტრი [ფრანგ. Marqueterie] – ინკრუსტაციის სახეობა - ფანერის ფიგურული ფირფიტები (ფერითა და ტექსტურით განსხვავებული), რომლებიც დაწებებულია საფუძველზე; იყენებენ ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების, აგრეთვე პანოების დასამზადებლად; მ.-ის ხელოვნებამ უდიდეს აყვავებას მიაღწია მე-17-18 სს.-ში საფრანგეთსა და გერმანიაში.

მარკიზ-ი [ფრანგ. Marquis] – დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში: თავადაზნაურთა ტიტული, გრაფზე მაღალი და ჰერცოგზე დაბალი; ამ ტიტულის მქონე პირი.

მარკიზა [ფრანგ. Marquise] – მარკიზის ცოლი ან ქალიშვილი.

მარკიზეტ-ი [ფრანგ. Marquisette] – ბამბის ან აბრეშუმის წმინდა გამჭვირვალე ქსოვილი.

მარკიორ-ი [ფრანგ. Marqueur < Marquer აღნიშვნა] – 1. მოწყობილობა სათესი ან სარგავი აგრეგატის სატარებლად ისე, რომ გააკეთოს დაგეგმილი სიგანის პირაპირა მწკრივთაშორისები (ქართ. სინონ. მომნიშვნელი). 2. პირი, რომელიც ბილიარდს ემსახურება, თამაშის დროს ანგარიშს აწარმოებს.

მარკირება [გერმ. Markieren, ფრანგ. Marquer აღნიშვნა] – 1. მარკის (იხ. მარკა1, მნიშვ.2) დასმა რაიმე ნაწარმზე. 2. (ბიოლ.). ნიშანდება უჯრედების ჯგუფისა, ცალკეული უჯრედებისა ან უჯრედთაშორისი სტრუქტურებისა მათი შემდგომი ბედ-იღბლის შესასწავლად.

მარკიტანტ-ი [რუს. Маркитант < გერმ.] – ძველად: ვაჭარი, რომელიც მისდევდა ჯარს ლაშქრობაში და ყიდდა სურსათს და სხვა წვრილმანს.

მარკო [იტალ. Marco] – მონეტის ფასის განსაზღვრა მისი წონის და არა ნომინალური ღირებულების მიხედვით.

მარკომანია [გერმ. Marke (იხ. მარკა) და ბერძ. mania (იხ. მანია)] – ფილატელიის მოძვ. სახელწოდება.

მარკშაიდერ-ი [გერმ. Markscheider] – სამთო ინჟინერი ან ტექნიკოსი, გეოდეზიური და გეოლოგიური სამთო სამუშაოების სპეციალისტი.

Page 19: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მარკშაიდერია - სამთო მეცნიერებისა და ტექნიკის ნაწილი - სივრცულ-გეომეტრიული გაზომვები დედამიწის წიაღში და შესაბამის უბნებზე მის ზედაპირზე, მიღებული მონაცემების გადატანა გეგმებზე, რუკებზე და ჭრილებზე სამთო და გეოლოგიურ-დაზვერვითი მუშაობის დროს.

მარმელად-ი [პორტუგ. Marmelade < ბერძ.] – ხილის წვნის პიურესაგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

მარმიტ-ი [ფრანგ. Marmite ქვაბი] – საზოგადოებრივ ბუფეტებში: სპეციალურად მოწყობილი დახლი, რომლის შიგნით წყალი ცხელდება და რომელშიც ქვაბებია ჩადგმული სხვადასხვა მზა საჭმლის ცხლად შესანახად.

მაროდიორ-ი [ფრანგ. Maraudeur] – პირი, რომელიც ფრონტზე მოკლულებსა და დაჭრილებს ძარცვავს; მორალურად გახრწნილი ჯარისკაცი, რომელიც ომის დროს ძარცვავს მოსახლეობას.

მაროკენ-ი [ფრანგ. Marocain < გეოგრ. სახ.] – ერთგვარი მტკიცე ქსოვილი ხელოვნური აბრეშუმისა.

მარონებ-ი [ფრანგ. Marron (მხ.) < ესპ.] – ვესტინდოეთსა და გვიანაში: გაქცეული ტყვე ზანგები; ებრძოდნენ თეთრ კოლონიზატორებს.

მარონიტებ-ი - ქრისტიანული რელიგიური თემების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ლიბანში ცხოვრობენ; ემორჩილებიან ვატიკანს; თემები წარმოიშვნენ სირიაში 5-6 სს.-ში აღმოსავლური ეკლესიის განხეთქილების შედეგად [ლეგენდარული დამაარსებლის მარ მარონის სახელის მიხედვით] –.

მარჟინალურ-ი და მარგინალური [ფრანგ. Marginal < ლათ. Margo კიდე, ნაპირი, საზღვარი] – 1. წიგნის არშიაზე დაწერილი (შდრ. მარგინალია). 2. (ეკონ.). ზღვართან ახლოს არსებული, თითქმის საზარალო.

მარს-ი1 [ლათ. Mars] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ომის ღმერთი. 2. მზის სისტემის ერთ-ერთი დიდი პლანეტა (ქართული სახელწოდება მარიხი).

მარს-ი2 [ჰოლანდ. Mars] – (ზღვ.). გემის ანძის თავზე მოწყობილი ბაქანი, საიდანაც აწარმოებენ დაკვირვებას და რომელზედაც გამართულია პროჟექტორები და სანავიგაციო ხელსაწყოები.

მარსალა [< გეოგრ. სახ.] – ერთგვარი სადესერტო ღვინო.

მარსელ-ი [ჰოლანდ. Marszeil] – (ზღვ.). სწორი ოთკუთხი იალქანი, ქვემოდან მეორე.

მარსელიეზა [ფრანგ. Marseo;;aose < გეოგრ. სახ.] – ფრანგული რევოლუციური სიმღერა (შეიქმნა 1792 წ., საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს), რომელიც შემდეგ იქცა საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნად; სიტყვები და მუსიკა ეკუთვნის სამხედრო ინჟინერს რუჟე დე ლილს (1760-1836).

მარტენ-ის ღუმელი ან მოკლედ: მარტენი - სპეციალური მოწყობილობის ღუმელი ფოლადის გამოსადნობად. მარტენის ფოლადი - მარტენის ღუმელში

Page 20: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

გამოდნობილი ფოლადი [ფრანგი მეტალურგის Martin-ის (1824-1915 წწ.) გვარის მიხედვით.

მარტინი [იტალ. Martini] – კოქტეილი, რომელიც მზადდება ვერმუტისა და ინგლისური არაყის, აგრეთვე მწარე ფორთოხლის წვნისა და ზოგი სხვა კომპონენტისაგან.

მარტიროლოგ-ი [ბერძ. Martyros მარტვილი, მოწამე, წამებული და logos სიტყვა] – საეკლესიო კრებული, რომელშიც გადმოცემულია ქრისტიანობისათვის წამებულთა ცხოვრება (გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში).

მარქსიზმ-ი - მეცნიერება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონების შესახებ, ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების რევოლუციის შესახებ, ყველა ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესახებ, კომუნისტური საზოგადოების აშენების შესახებ [კარლ მარქსის გვარის მიხედვით, რომელიც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად ფუძემდებელია მეცნიერული კომუნიზმისა] –.

მარქსიზმ-ლენინიზმ-ი - მარქსის - ენგელსის - ლენინის მოძღვრება (იგივეა, რაც მარქსიზმი).

მარქსისტ-ი - მარქსიზმის მიმდევარი.

მარქშეიდერ-ი - იხ. მარკშაიდერი.

მარშ-ი [ფრანგ. Marche] – 1. რიტმული სვლა, მწყობრი ნაბიჯით სვლა. 2. (სამხ.). ჯარის მოძრაობა სალაშქრო წყობით ერთი რაიონიდან მეორეში. სამარშო ასეული (ბატალიონი) - ომის დროს: სამხედრო ქვეგანაყოფი, რომელიც იგზავნება ზურგიდან ფრონტზე (მოქმედი არმიის ნაწილების შესავსებად). 3. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს ენერგიული მკაფიო რიტმი და ნაბიჯთან შეწყობილი ტაქტი. 4. კიბოს ნაწილი ორ ბაქანს შორის (ორ- და მეტსართულიან სახლებში).

მარშალ-ი [ფრანგ. Maréchal] – 1. სამხედრო წოდებულება გენერალს ზევით; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ანიჭებს უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის გამოჩენილ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებით ისახელეს თავი; ამ წოდებულების მქონე პირი. 2. სხვადასხვა ქვეყნის არმიებში: უმაღლესი სამხედრო წოდებულება ან ჩინი; ამ წოდებულების მქონე პირი. 3. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე. 4. ძველად რუსეთის დასავლეთ საქართველოში: თავადაზნაურთა წინამძღოლი.

მარშებ-ი [გერმ. Marsch (მხ.)] – ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევების დროს (შდრ. ვატები).

მარშ-მანევრ-ი [ფრანგ. Marche-manduvre] – (მოძვ.). მსხვილი საჯარისო შენაერთების გადაადგილება, გადაჯგუფება ბრძოლის ველზე.

მარშრუტ-ი [გერმ. Marschrute < ფრანგ.] – წინასწარ დასახული გზა (ადამიანებისა, მატარებლისა, თვითმფრინავისა და სხვ.) გასაჩერებელი პუნქტების აღნიშვნით. სამარშრუტო მატარებელი - ისეთი სატვირთო

Page 21: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მატარებელი, რომლის შემადგენლობა დანიშნულების სადგურამდე უცვლელად მიდის.

მარციპან-ი [გერმ. Marzipan < იტალ.] – 1. გახეხილი ნუშისაგან, ნიგვზისაგან ან გარგარის გულისაგან მომზადებული ცომისებური მასა; იყენებენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის (კანფეტის, ნამცხვრის, ტორტის) გასაკეთებლად. 2. ასეთი მასისაგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

მასა [ლათ. Massa] – 1. ამა თუ იმ საგნის შემადგენელი ნივთიერების რაოდენობა, მოცულობა. 2. თვით ნივთიერება, მატერია, რომლისგანაც შედგება საგანი. 3. უფორმო, ცომისებური ნივთიერება; რისამე სქელი ან ნახევრად თხელი ნარევი. 4. (ფიზ.). სიდიდე, რომლითაც იზომება ნივთიერების რაოდენობა რაიმე სხეულში; სხეულის ინერციის ზომა მასზე მოქმედი ძალის მიმართ; ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მ. გამოიხატება კილოგრამებით. 5. მასები - მშრომელი მოსახლეობის ფართო ფენები; ხალხი.

მასაჟ-ი [ფრანგ. Massage] – ადამიანის სხეულის რაიმე ნაწილის ზელა სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით.

მასაჟისტ-ი - მასაჟის მკეთებელი პირი.

მასივ-ი [ფრანგ. Massif] – 1. სუსტად დანაწევრებული მთიანეთი, რომელსაც არა აქვს მკაფიოდ გამოსახული თხემი. 2. გეოგრაფიულად ერთგვაროვანი დიდი სივრცე. მაგ., ტყის მასივი. 3. იგივეა, რაც საცხოვრებელი მასივი. საცხოვრებელი მასივი - სახლები, რომლებიც არქიტექტურულ მთლიანობას ქმნის.

მასიკოტ-ი [ფრანგ. Massicot] – ტყვიის წითელი ამორფული მურდასანგი (ტყვიის ჟანგი); იყენებენ ყვითელი საღებავის, ტყვიის თეთრას, ჭიქურის, საგოზავის და სხვ. დასამზადებლად.

მასირებულ-ი - ერთ ადგილას თავმოყრილი, შეჯგუფებული; ბევრი ვისიმე, რისამე მიერ წარმოებული. მაგ., ავიაციის მ. თავდასხმა. მ. თავდაცვა (ფეხბურთში).

მასიურ-ი - დიდი მასის (იხ. მასა, მნიშვ. 1), დიდი მოცულობის მქონე; დიდი, მძიმე.

მასკარად-ი [ფრანგ. Mascarade] – გასართობი საღამო, მეჯლისი, რომლის მონაწილეებს უკეთიათ ნიღბები და აცვიათ განსაკუთრებული (ეთნოგრაფიული, ზღაპრული და სხვ.) ტანისამოსი.

მასკარონ-ი [იტალ. Mascherone] – (არქიტ.). სკულპტურული სამკაული; წარმოადგენს ადამიანის სახეს ან ცხოველის თავს, რომელიც უკან სიბრტყივ არის ჩაჭრილი (ნიღაბივით).

მასკულინიზაცია [< ლათ. Masculinus მამრობითი] – მდედრობითი სქესის ინდივიდისათვის მეორეული მამრობითი სქესობრივი ნიშნების (მაგ., ულვაშების, ბოხი ხმის...) გაჩენა (შდრ. ფემინიზაცია).

Page 22: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მასმედია [ინგლ. Massmedia] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: კომუნიკაციის მასობრივი საშუალებანი (გაზეთი, რადიომაუწყებლობა, ტელევიზია).

მასობრივ-ი - 1. რაშიც ფართო მასები მონაწილეობენ; ბევრი ადამიანის მონაწილეობით შექმნილი, შესრულებული. მაგ., მასობრივი ორგანიზაციები.

მასობრივი სცენები. 2. რაც მოსახლეობის ფართო ფენებისათვის არის განკუთვნილი; ყველასათვის ხელმისაწვდომი. მაგ., მასობრივი მოხმარების საგნები. 3. რასაც დიდი რაოდენობით აწარმოებენ. მაგ., საქონლის მასობრივი გამოშვება.

მასონ-ი [ფრანგ. (ფრანც-) Mason (თავისუფალი) კალატოზი] – მიმდევარი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობისა (მასონობისა), რომელიც შეიქმნა მე-18 ს.-ში ინგლისში და შემდეგ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში საიდუმლო საზოგადოებათა სახით.

მას-სპექტრომეტრ-ი - ხელსაწყო ნივთიერების დაიონებული ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების) დასაყოფად მათი მასის მიხედვით; მაგნიტური და ელექტრული ველები ზემოქმედებას ახდენს ვაკუუმში მფრინავი იონების კონებზე.

მასტერ [ინგლ. Master] – ბატონო (ასე მიმართავენ ინგლისში ახალგაზრდას; იხმარება უფროსი შვილის სახელის ან გვარის წინ).

მასტიკა [< ბერძ. Mastike ფისი] – 1. სანთლისა და საღებავის ნარევი იატაკის გასაპრიალებლად. 2. სხვადასხვა შემადგენლობის ცომისებური მასა, რომელსაც იყენებენ დასაწებებლად და პატარ-პატარა ნაკეთობათა დასამზადებლად. 3. ზოგი მცენარის სურნელოვანი ფისი.

მასტიტ-ი [< ბერძ. Mastos ძუძუ] – (მედიც.). სარძევე ჯირკვლების ანთება, ძუძუს ანთება, მაწავართი, წყლისა.

მასტიხინ-ი [იტალ. Mastichino] – ფერმწერის ხელსაწყო - დანა, რომელსაც იყენებენ ტილოზე საღებავის დასადებად, პალიტრის გასაფხეკად, ტილოდან ზედმეტი საღებავის მოსაცილებლად და ა.შ.

მასტოდონტ-ი [ბერძ. Mastos ძუძუ და odus (odontos) კბილი] – დიდი განათხარი ცხოველი, სპილოს მსგავსი.

მასტოიდიტ-ი [ბერძ. Mastoeides < mastos დვრილი, ძუძუს თავი, კერტი და eidos სახე] – საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ღრმულების ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის ჩირქოვანი ანთების გართულებას.

მასტურბაცია [გვიანდ. ლათ. Masturbatio < Manus ხელი და stupro წავბილწავ] – იგივეა, რაც ონანიზმი.

მასშტაბ-ი [გერმ. Maßstab] – 1. რუკაზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზებით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან. 2.

Page 23: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

(გადატ.). ზომა, მნიშვნელობა, გაქანება რისამე. ფასების მასშტაბი - სხვადასხვა ფულის ერთეულს შორის დაწესბული შეფარდება.

მასშტაბურ-ი - 1. მასშტაბთან დაკავშირებული. მასშტაბური სახაზავი - დანაყოფებიანი ფოლადის სახაზავი სიგრძის გასაზომად. 2. (გადატ., წიგნ.). დიდი მასშტაბის (მნიშვ. 2), დიდი მნიშვნელობის, გაქანების მქონე მაგ., მ. ტილო (ნახატი).

მასშტაბურობა - (წიგნ.). დიდი მასშტაბი (მნიშვ. 2), დიდი სიღრმე, გაქანება რისამე. მაგ., ჩანაფიქრის მ.

მატადორ-ი [ესპ. Matador] – ხარების ბრძოლის მთავარი მონაწილე, რომელიც დაშნის გადამწყვეტი ჩაცემით კლავს ხარს; ტორეადორი.

მატე [ესპ. Mate < კეჩუას (სამხრეთამერიკელი ინდიელების) ენიდან] – 1. მარადმწვანე ხე ერთგვარი, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული (სხვანაირად: პარაგვაის ჩაი). 2. ამ ხის გამხმარი ფოთლები, რომლებისგანაც სამხრეთ ამერიკაში ჩაის მსგავს სასმელს აყენებენ; თვით ეს სასმელი. 3. გოგრისაგან გაკეთებული პატარა ჭურჭელი ამ სასმელის დასალევად.

მატელოტ-ი [ფრანგ. Matelot] – 1. (ზღვ.). მეზობელი ხომალდი მწყობრში. 2. საბავშვო მატროსული კოსტიუმი.

მატერია [ლათ. Materia] – 1. (ფილოს.). ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს ადამიანის ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. 2. ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ბუნების ფიზიკური სხეულები. მაგ., მატერიის აგებულება. 3. ქსოვილი.

მატერიალიზმ-ი [ფრანგ. Matérialisme] – მეცნიერული ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც, წინააღმდეგ იდეალიზმისა, მიაჩნია, რომ მატერია, ბუნება, ყოფიერება პირველადია, ხოლო იდეა, ცნობიერება, სული - მეორეული, რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერებისაგან, აზროვნებისაგან დამოუკიდებლად და რომ სამყარო და მისი კანონზომიერებანი შეცნობადია. დიალექტიკური მატერიალიზმი - იხ. დიალექტიკური. ისტორიული მატერიალიზმი - იხ. ისტორიული.

მატერიალისტ-ი - ფილოსოფიური მატერიალიზმის მიმდევარი.

მატერიალურ-ი - 1. რაც ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობს; ნივთიერი, ფიზიკური. მაგ., მატერიალური სამყარო. 2. საარსებო საშუალებებთან დაკავშირებული; ქონებრივი. მაგ., მატერიალური მდგომარეობა. მატერიალური ნაწილი - ტექნიკური მოწყობილობანი და საშუალებანი.

მატერიკ-ი [რუს. Материк] – იგივეა, რაც კონტინენტი.

მატინე [ფრანგ. Matinéeე < Matin დილა] – (მოძვ.).

ქალის ერთგვარი საშინაო (დილის) ხალათი.

Page 24: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მატლოტ-ი [ფრანგ. Matelote < Matelot მატროსი] – 1. მატროსების ცეკვა ერთგვარი. 2. საჭმელი ერთგვარი - თევზის ნაჭრები წითელი ღვინისა და სანელებლების სოუსით.

მატრას-ი და მატრაცი [გერმ. Matratze < არაბ.] – 1. ლეიბი, ქვეშაგები. 2. საწოლის მოსახსნელი ნაწილი; წარმოადგენს ზამბარებიან ჩარჩოს, რომელზედაც მკრივი ქსოვილი არის გადაკრული.

მატრიარქალურ-ი - მატრიარქატთან დაკავშირებული.

მატრიარქატ-ი [ლათ. Mater (Matris) დედა და arche ძალაუფლება] – პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების ადრეული პერიოდი, როდესაც გვაროვნული ჯგუფები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე და ქალს ეჭირა გაბატონებული მდგომარეობა.

მატრიკულ-ი [ლათ. Matricula ღია სია] – უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი.

მატრიმონიალურ-ი [ლათ. Matrimonialis] – ქორწინებასთან, ცოლ-ქმრობასთან დაკავშირებული.

მატრიცა [გერმ. Matrize] – 1.(პოლიგრ.). ლითონის ჩაღრმავებული ფორმა შრიფტის ჩამოსასხმელად. 2. (პოლიგრ.). მუყაოს ჩაღრმავებული ფორმა სტერეოტიპის ჩამოსასხმელად. 3. გარკვეული წესით განლაგებულ მათემატიკურ სიდიდეთა ცხრილი.

მატრონა [ლათ. Matrona] –ძველ რომაელებში: საპატიო ქალი, ოჯახის დედა.

მატრონიუმ-ი [ფრანგ. Matronyme < ბერძ.] – გვარი, რომელიც წარმოდგება დედის სახელისაგან (შდრ. პატრონიუმი).

მატროს-ი [ჰოლანდ. Matros] – რიგითი მეზღვაური.

მატუარ-ი [ფრანგ. Matoir] – ლითონზე გრავირებისათვის, ჭრეთისათვის საჭირო ხელსაწყო.

მატჩ-ი [ინგლ. Match] – შეჯიბრება სპორტის რომელიმე სახეობაში ორ ან რამდენიმე სპორტსმენს ანდა გუნდს შორის.

მატჩ-ბოლ-ი [ინგლ. Match მატჩი და ball ბურთი] – ჩოგბურთში: ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს მატჩის მოსაგებად მხოლოდ ერთი ბურთის მოებაღა აკლია.

მატჩიშ-ი [ფრანგ. Matchitche] – (ძვ.). ცეკვა ერთგვარი.

მაუზერ-ი [< საკუთ. სახ.] – ერთგვარი ავტომატური პისტოლეტი.

მაფია [იტალ. Maf(f)ia] – საიდუმლო ორგანიზაცია იტალიაში; შეიქმნა კუნძულ სიცილიაზე მე-18 ს.-ის ბოლოს; მიმართავს ტერორსა და მკვლელობას; მოგვიანებით დამკვიდრდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; მე-20 ს.-ში ასე

Page 25: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთ განგსტერულ ორგანიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მაქაიროდ-ი [ბერძ. Machaira მოკლე ხმალი და odus კბილი] – განათხარი მტაცებელი ცხოველი კატების ოჯახისა, თანამედროვე ვეფხვზე დიდი; ჰქონდა ხმლისებური ზედა ეშვები (სხვანაირად: ხმალკბილა ვეფხვი).

მაქინაცია [ლათ. Machinatio] – არაკეთილსინდისიერი ხერხი რისამე მისაღწევად; ხრიკი.

მაქსველ-ი - (ფიზ.). მაგნიტური ნაკადის საზომი ერთეული [ინგლისელი ფიზიკოსის ჯ. მაქსველის (J. Maxwell) გვარის მიხედვით] –.

მაქსიმა [< ლათ. Maxima gedula (sententia) ძირითადი წესი, უმაღლესი პრინციპი] – (წიგნ.). ლოგიკური ან ეთიკური პრინციპი, ქცევის წესი, ნორმა, რომელიც გამოთქმულია მოკლე ფორმულის სახით.

მაქსიმალიზმ-ი [< ლათ. Maximus უდიდესი] – რაიმე უკიდურესი მოთხოვნის წამოყენება; გადაჭარბებულობა.

მაქსიმალურ-ი [< ლათ. Maximus უდიდესი] – ყველაზე დიდი, უდიდესი (საპირისპ. მინიმალური).

მაქსიმუმ-ი [ლათ. Maximum] – ყველაზე მეტი რაოდენობა რისამე (საპირისპ. მინიმუმი).

მაშინალურ-ი [ფრანგ. Machinal] – უნებლიე. მაგ., მაშინალური მოძრაობა. მაშინალურად - უნებლიეთ.

მაჩეტე [ესპ. Mahet] – დიდი დანა, რომლითაც შაქრის ლერწამს ჭრიან.

მაჩეტერო [ესპ. Machetero] – კუბაზე: მაჩეტეთი შაქრის ლერწმის მომჭრელი მუშა (ძველად: მოჯამაგირე).

მაცა [ძვ. ებრ. Maccah] – უმარილო ხმიადი, რომელსაც ებრაელები რელიგიური ჩვეულების მიხედვით აცხობენ.

მაცერაცია [ლათ. Maceratio წყლით დასველება, დარბილება] – ცხოველური და მცენარეული ქსოვილების დასველება (წყლით, მჟავების, ტუტეების ხსნარებით) ცალკეულ უჯრედებად მათი დაშლის მიზნით; იყენებენ ჩონჩხების, ზოგი ჰისტოლოგიური პრეპარატის დასამზადებლად, ბოჭკოვანი მცენარეების დასამუშავებლად და სხვ.

მახიზმ-ი - იგივეა, რაც ემპირიოკრიტიციზმი [ავსტრიელი ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის ე. მახის Mach, (1838-1916) გვარის მიხედვით] –.

მახინაცია - (უმართებ.). იხ. მაქინაცია.

მაჰაბჰარატა [სანსკრ.] – ძველი ინდური ეპოსი, რომელიც შეიცავს თხრობას ხელისუფლებისათვის ბრძოლის შესახებ ორ სამეფო გვარს შორის, აგრეთვე

Page 26: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ბევრ მითს, ლეგენდას, ცალკეულ პოემებს და სხვ.; იქმნებოდა მეორე - პირველ ათასწლეულებში ძვ. წელთაღრ.

მაჰაგონ-ი [ლათ. Mahagoni] – ზოგი ტროპიკული ხის ძვირფასი მერქანი („წითელი ხე»); იყენებენ მხატვრულ ნაკეთობათა (ავეჯის და სხვ.) დასამზადებლად.

მაჰარაჯა [სანსკრ. Maharadja] – ინდოეთში: მთავრის (თავადის) უმაღლესი ტიტული.

მაჰატმა [სანსკრ. Mahatma] – 1. ინდუსურ მითოლოგიაში: მსოფლიო სული; „ღვთაებრივი ზეადამიანი». 2. თანამედროვე ინდოეთში: დიდად გამოჩენილ, განსაკუთრებით პატივცემულ სათაყვანებელ პირთა ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.; მაგ., მაჰატმა განდი.

მაჰმადიან-ი - მაჰმადიანობის მიმდევარი; მუსლიმანი.

მაჰმადიანობა - რელიგია, რომელიც არაბული გადმოცემის მიხედვით დაარსა წინასწარმეტყველმა მაჰმადმა (მუჰამადმა) მე- 7 ს.-ში არაბეთში; ისლამი, მუსლიმანობა.

მეანდრ-ი - 1. (გეოლ.). მდინარის კალაპოტის კლაკნი. 2. (ხელოვნ.). ორნამენტის გავრცელებული სახეობა; წარმოადგენს ხვეულ ან ტეხილ ხაზს [მცირე აზიის ერთ-ერთი დაკლაკნილი მდინარის - მეანდრის (ახლა: მენდერესი) სახელის მიხედვით] –.

მეანდრულ-ი - ( სპეც.). მოღუნული, მიხვეულ-მოხვეული.

მეგა- [< ბერძ. Megas დიდი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: 1) დიდი ზომისას, უზარმაზარს. მაგ., მეგალითი. 2) მილიონჯერ მეტს ძირითად ერთეულზე (რომელიც ნაჩვენებია სიტყვის მეორე ნაწილით). მაგ., მეგავოლტი. მეგაჰერცი. მეგატონა.

მეგათერიუმ-ი [ბერძ. Megas დიდი და therion ცხოველი, მხეცი] – უზარმაზარი განათხარი ცხოველი (6 მ-მდე, სიგრძისა); ნაპოვნია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მეგაკარიოციტებ-ი [ბერძ. Megas დიდი, karyon ბირთვი და kytos უჯრედი] – „გიგანტური» (40 მიკრონამდე) უჯრედები ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის სისხლწარმომქმნელ ორგანოებში; გამოიმუშავებენ თრომბოციტებს.

მეგაკოლონ-ი [ბერძ. Megas დიდი და kolon მსხვილი ნაწლავი] – ადამიანის მსხვილი ნაწლავის ავადმყოფური გადიდება.

მეგალით-ი [ბერძ. Megas დიდი და lithos ქვა] – უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობა (აკლდამა, სამლოცველო და სხვ.); გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (კერძოდ, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზედაც).

Page 27: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეგალო- [< ბერძ. Megas (Megalu) დიდი] – იგივეა, რაც მეგა- (მნიშვ. 1). მაგ., მეგალოპოლისი.

მეგალოზავრ-ი [ბერძ. Megas (Megalu) დიდი და saura ხვლიკი] – დიდი (10 მ-მდე სიგრძის) განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა.

მეგალომანია [ბერძ. Megas (Megalu) დიდი და mania მისწრაფება; სიგიჟე] – განდიდების მანია.

მეგალოპოლის-ი [ბერძ. Megas (Megalu) დიდი, უზარმაზარი და polis ქალაქი] – აგლომერაციების (იხ. აგლომერაცია, მნიშვ. 3) ჯგუფი - უზარმაზარი თანამედროვე ქალაქი, რომელიც წარმოიქმნა ბევრი ქალაქის ზრდისა და ერთმანეთში შერწყმის შედეგად.

მეგანთროპ-ი [ბერძ. Megas დიდი და anthropos ადამიანი] – (პალეონტ.). ადამიანის მსგავსი დიდი განათხარი პრიმატი (იხ. პრიმატები); ზოგი მეცნიერი მიაკუთვნებს პითეკანთროპებს, ზოგი - ავსტრალოპითეკებს.

მეგაპარსეკ-ი [ბერძ. Megas დიდი და (იხ. პარსეკი)] – (ავსტრ.). ვარსკვლავიერი მანძილების საზომი ერთეული; უდრის 1 მილიონ პარსეკს.

მეგარელიეფ-ი [ბერძ. Megas დიდი და ფრანგ. relief (იხ. რელიეფი)] – (გეოგრ.). დედამიწის ზედაპირის ყველაზე დიდ უსწორმასწორობათა (მთების, დაბოლოებების, ღრმულების) ერთობლიობა.

მეგარონ-ი [ბერძ. Megaron] – პორტალის მქონე სწორკუთხა შენობის ტიპი ეგეოსის კულტურის ეპოქაში (მე-3-2 ათასწლეული ჩვენს ერამდე).

მეგასპორა [ბერძ. Megas დიდი და spora თესლი] – (ბოტან.). მსხვილი სპორა ნაირსპოროვანი უმაღლესი მცენარეებისა.

მეგასპორანგიუმ-ი [ბერძ. Megas დიდი და (იხ. სპორანგიუმი)] – (ბოტან.). ნაირსპოროვანი

გვიმრისნაირებისა და თესლოვანი მცენარეების ორგანო, რომელშიც ვითარება ერთი ან რამდენიმე მეგასპორა (სინონ. მაკროსპორანგიუმი).

მეგასპოროფილ-ი [ბერძ. Megas დიდი და (იხ. სპოროფილი)] – (ბოტან.). ფოთოლი, რომელზედაც ჩნდება ერთი ან ბევრი მეგასპორანგიუმი (სინონ. მაკროსპოროფილი).

მეგაფონ-ი [ბერძ. Megas დიდი და plone ხმა, ბგერა] – ადამიანის ხმის გამაძლიერებელი დიდი რუპორი, ჩვეულებრივ კონუსის ფორმისა.

მეგაციკლ-ი და მეგაქრონი [ბერძ. Megas დიდი, kyklos წრე და chronos დრო] – (გეოლ.). დედამიწის ტექტონიკური ისტორიის უდიდესი ეტაპები, რომლებიც მილიონობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

მეგაჰერც-ი - (ფიზ.). რხევის სიხშირის საზომი ერთეული; უდრის 1 მლიონ ჰერცს.

Page 28: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეგერ-ი [< ბერძ. Megas დიდი] – გადასატანი ხელსაწყო დიდ ელექტრულ (10. 000 მეგომამდე) წინაღობათა გასაზომად; იყენებენ კავშირგაბმულობის ტექნიკაში იზოლაციის წინაღობის გასარკვევად.

მეგერა [ბერძ. Megaira] – ბერძნულ მითოლოგიში: ერთ-ერთი ერინია (იხ. ერინიები), შურისა და ღვარძლის განსახიერება; წარმოდგენილი ჰყავდათ საზიზღარი დედაბრის სახით, რომელსაც თავზე თმის მაგივრად გველები ახვევია.

მეგომ-ი [ბერძ. Megas დიდი და (იხ. ომი)] – (ელექტ.). წინაღობის ერთეული; უდრის მილიონ ომს.

მედალ-ი [ფრანგ. Médaille] – 1. წარჩინების ნიშანი - ლითონის მრგვალი ფირფიტა, რომელზედაც რაიმე რელიეფური გამოსახულება და წარწერაა; აძლევენ განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. ასეთივე ნიშანი, რომელსაც აძლევენ მნიშვნელოვანი წარმატებისათვის სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, აგრეთვე სხვადასხვა კონკურსში, შეჯიბრებაში, დათვალიერებასა და მისთანებში გამარჯვებულებს. 3. ამგვარი ნიშანი, დამზადებული რომელიმე ისტორიული მოვლენის ან გამოჩენილი მოღვაწის ხსოვნის აღსანიშნავად.

მედალიერ-ი [ფრანგ. Médailleur] – მედლებისა და ლითონის ფულის ჩამოსხმისა და ჭედვის სპეციალისტი (რომელიც საჭირო ფორმებს ამზადებს).

მედალიონ-ი [ფრანგ. Médaillon] – 1. ძვირფასი ლითონის სამკაული ოვალური ან მრგვალი, პატარა და ბრტყელი კოლოფის სახისა, რომელშიც რაიმე გამოსახულებაა; ყელზე იკიდებენ. 2. ოვალური ან მრგვალი ჩარჩო რაიმე გამოსახულებისათვის; რელიეფური სურათი, ორნამენტი, ასეთ ჩარჩოში მოთავსებული; იყენებენ შენობების, ავეჯის მოსართავა და სხვ.

მედიალურ-ი [ლათ. Medialis] – (ანატ.). სხეულის შუა ხაზთან ახლოს მდებარე; შუა, შუათანა (შდრ. ლატერალური).

მედიანა [ლათ. Mediana შუა, შუათანა] – (მათემ.). სწორი ხაზი, რომელიც სამკუთხედის წვეროდან მოპირდაპირე წერტილამდეა გავლებული.

მედიანტა [< გვიანდ. ლათ. Medians (Mediantis) შუაში არსებული] – (მუს.). დიატონიკური გამის პირველი და მეექვსე საფეხური (ზედა მ. და ქვედა მ.).

მედიატორ-ი [ლათ. Mediator შუამავალი] – 1. რქის, ძვლის, ცელულოიდისა და მისთ. პატარა თხელი ფირფიტა, რომლითაც მანდოლინას და ზოგ სხვა ინსტრუმენტს უკრავენ; წკირა, პლექტრი. 2. (მოძვ.). მომრიგებელი, შუაკაცი.

მედიაცია [ლათ. Mediatio] – მესამე სახელმწიფოს შუამდგომლობა სხვა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო დავაში.

მედიე [უნგრ. Megye] – იგივეა, რაც კომიტეტი.

Page 29: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მედიევალ-ი [ფრანგ. Médiéval შუასაუკუნეობრივი] – (პოლიგრ.). სახელწოდება საბეჭდი შრიფტის ერთ-ერთი მოხაზულობისა, რომელიც ახლოსაა აღორძინების ხანის ლათინური შრიფტების მოხაზულობასთან; ასეთია მაგ., ე. წ. ელზევირი.

მედიევისტ-ი - მედიევისტიკის სპეციალისტი.

მედიევისტიკა [ფრანგ. Médiévistique < ლათ. Medium შუა და aevum საუკუნე] – ისტორიული მეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ისტორიას.

მედიკამენტ-ი [ლათ. Medicamentum] – წამალი.

მედიკოს-ი [ლათ. Medicus] – 1. მედიცინის სპეციალისტი; ექიმი. 2. (საუბ.). სამედიცინო ინსტიტუტის (ფალულტეტის) სტუდენტი.

მედინალ-ი - დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი წამალი.

მედისონ-ი [ინგლ. Madison] – თანამედროვე ჯგუფური სამეჯლისო ცეკვა ამერიკულ-კანადური წარმოშობისა.

მედიტაცია [ლათ. Meditatio] – (წიგნ.). დაფიქრება, ჭვრეტა.

მედიუმ-ი [< ლათ. Medius შუათანა] – 1. სპირიტების ცრუ რწმენით: პირი, რომელიც გარდაცვლილთა „სულებთან» ამყარებს ურთიერთობას; შუამავალი ადამიანებსა და „სულებს» შორის. 2. (მუს.). ქალის სასიმღერო ხმის შუათანა რეგისტრი.

მედიცინა [ლათ. Medicina] – მეცნიერება ადამიანის დაავადებათა, მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების შესახებ.

მედიცინბოლ-ი [ინგლ. Medicineball] – რბილი მასალით გატენილი ტყავის ბურთი, რომელსაც იყენებენ სამკურნალო ვარჯიშისათვის (ისვრიან და იჭერენ).

მედრესე [არაბ. Madrasa] – მაჰმადიანთა საშუალო ან უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი.

მედუზა - ზღვის ლაბისებური ცხოველი, რომელსაც აქვს საცეცები [ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი ურჩხულის Medusa-ს სახელის მიხედვით; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალის სახით, რომელსაც თავზე თმის მაგივრად გველები ეხვია] –.

მედულარულ-ი [ლათ. Medullaris] – (ანატ.). ტვინისა.

მეზალიანს-ი [ფრანგ. Mésalliance] – თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: სოციალურად უთანასწორო პირთა ქორწინება.

მეზემბრიანთემუმ-ი [ლათ. Mesembryanthemum] – ბალახოვანი მცენარე; გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ნახევრად უდაბნოებში ქვიშიან ან ქვიან ნიადაგებზე; ბევრი სახეობა დეკორატიულია.

Page 30: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეზენტერიუმ-ი [ბერძ. Mesos შუა და enteron შიგნეულობა, ნაწლავები] – (ანატ.). მუცლის აპკის ნაოჭი, რომელზედაც ჩამოკიდებულია, მიმაგრებულია შინაგანი ორგანოები (ქართ. სინონ. ჯორჯალი).

მეზენქიმა [ბერძ. Mesos საშუალო და enchyma ჩასხმული] – (ანატ.). ცხოველის ან ადამიანის ჩანასახის შემაერთებელი ქსოვილი მისი განვითარების ადრეულ საფეხურზე; მ.-ისგან წარმოიქმნება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, სისხლის უჯრედები, ხრტილები, მყესები და სხვ.

მეზო- [< ბერძ. Mesos შუა, საშუალო, შუალედური] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს საშუალო სიდიდეს ან რისამე შუალედურ მდგომარეობას. მაგ., მეზენქიმა. მეზოდერმა. მეზოზოური. მეზოლითი.

მეზოატომ-ი [მეზო(ნი) და ატომი] – (ფიზ.). ატომი, რომლის გარსის ერთ-ერთი ელექტრონი ჩანაცვლებულია უარყოფითად დამუხტული მეზონით.

მეზობლასტ-ი [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და blastos ყლორტი] – (ბიოლ.). იგივეა, რაც მეზოდერმა.

მეზოგლეა [ბერძ. Mesos შუა და gloios წებოვანი] – სტრუქტურის არმქონე ლაბისებური ნივთიერება უდაბლესი მრავალუჯრედოვანი ცხოველების (ღრუბლებისა და ღრუნაწლავიანთა) ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის.

მეზოდერმა [ბერძ. Mesos შუა და derma კანი] – მრავალუჯრედოვანი ცხოველური ორგანიზმების ჩანასახის შუა ფენა მისი განვითარების ადრეულ საფეხურებზე ფურცელი), რომელიც მოთავსებულია ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის; მისგან ვითარდება კუნთები, ხრტილები, ძვლები, გამოყოფის ორგანოები, სასქესო ორგანოები და სხვ.

მეზოზავრ-ი [ბერძ. Mesos შუა და sauros ხვლიკი] – (პალეონტ.). გადაშენებული ქვეწარმავალი დაახლოებით 1 მეტრი სიგრძისა; ცხოვრობდა მტკნარ წყლებში.

მეზოზოურ-ი ერა [ბერძ. Mesos საშუალო და zoe სიცოცხლე] – დედამიწის გეოლოგიური ისტორიის მეოთხე ერა (პალეოზოურსა და კაინოზოურს შორის), რომლისთვისაც დამახასიათებელია უზარმაზარი ქვეწარმავლების (დინოზავრებისა და მისთ.) გაბატონებული მდგომარეობა, ძვლიანი თევზების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა წარმოშობა და სხვ.

მეზოთელიუმ-ი [ბერძ. Mesos შუა, შუალედური და (ეპი)თელიუმი] – (ანატ.). ეპითელიუმი, რომლითაც დაფარულია ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის ღრუების სერიოზული გარსების (პლევრის, მუცლის აპკის, პერიკარდის) კედლები.

მეზოკეფალია [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და kephale თავი] – (ანთროპ.). თავის ქალას ფორმა, საშუალო ბრაქიკეფალიასა და დოლიქოკეფალიას შორის.

Page 31: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეზოკლიმატ-ი [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და klima (klimatos) კლიმატი] – კლიმატი შედარებით პატარა ტერიტორიაზე (მაგ., ზღვის სანაპიროზე, პატარა ქალაქში ან ქალაქის რაიონში და სხვ.); საშუალო მაკროკლიმატსა და მიკროკლიმატს შორის (სხვანაირად: ადგილობრივი კლიმატი).

მეზოლით-ი [ბერძ. Mesos საშუალო და lithos ქვა] – (არქეოლ.). გარდამავალი პერიოდი უძველეს ქვის ხანასა (პალეოლითსა) და ახალ ქვის ხანას (ნეოლითს) შორის.

მეზომოლეკულა [მეზო(ნი) და მოლეკულა] – მოლეკულა, რომელშიც ქიმიური კავშირი ხორციელდება არა ელექტრონით, არამედ მეზონით.

მეზონ-ი [< ბერძ. Mesos საშუალო] – (ფიზ.). ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც აქვს ელექტრონის მასისა და პროტონის ან ნეიტრონის მასის შუალედური მნიშვნელობა.

მეზონინ-ი [იტალ. Mezzanino ნახევარსართული] – არასრული სართული, რომელიც დაშენებულია სახლის ზედა სართულზე.

მეზოპაუზა [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და ლათ. pausis შეწყვეტა] – ატმოსფეროს გარდამავალი ფენა (დაახლოებით 80 კმ სიმაღლეზე) მეზოსფეროსა და თერმოსფეროს შორის.

მეზორელიეფ-ი [ბერძ. Mesos შუალედური და ფრანგ. relief (იხ. რელიეფი)] – დედამიწის ზედაპირის რელიეფის შუალედური ფორმები მაკრორელიეფსა და მიკრორელიეფს შორის (მაგ., პატარა ხეობები, ქვაბულები, ქედის ტოტები და სხვ.).

მეზოსტიქ-ი - იხ. მესოსტიქი.

მეზოსფერო [ბერძ. Mesos შუა და sphaira სფერო] – ატმოსფეროს ფენა 50-იდან 80 კმ-მდე (სტრატოსფეროს თავზე); დამახასიათებელია ის, რომ ტემპერატურა ეცემა 00-დან - 90°-მდე (ქვევიდან ზევით).

მეზოტრონ-ი [ბერძ. Mesos საშუალო და (elek)tron ქარვა] – (ფიზ.). იგივეა, რაც მეზონი.

მეზოფილ-ი [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და phyllon ფოთოლი] – (ბოტან.). მცენარის ფოთლის რბილეული ან ძირითადი ქსოვილი.

მეზოფლიტებ-ი [ბერძ. Mesos შუა, საშუალო და plyton მცენარე] – მცენარეები, რომლებიც ხარობენ მეტ-ნაკლებად საკმარისი რაოდენობის (მაგრამ არა მოჭარბებული) წყლის შემცველ ნიადაგებზე (შდრ. ქსეროფიტები, ჰიგროფიტები, ჰიდროფიტები).

მეზოჰიპუს-ი [ბერძ. Mesos შუა და pippos ცხენი] – (პალეონტ.). ცხენის მსგავსი გადაშენებული ცხოველი (მგლის სიდიდისა).

მეთან-ი [ფრანგ. Méthaine - (ქიმ.). უფერო აირი, ნახშირბადისა და წყალბადის ნაერთი.

Page 32: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეთანოლ-ი - იგივეა, რაც მეთილის სპირტი.

მეთილ-ი [ფრანგ. Méthyle] – (ქიმ.). ერთი ატომი ნახშირბადისა და სამი ატომი წყალბადისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელის შედის სხვადასხვა ორგანული ნაერთის შემადგენლობაში. მეთილის სპირტი - ხის სპირტი, უფერო სითხე, ხის მშრალად გამოხდის ერთ-ერთი პროდუქტი; შხამიანია; დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში (სხვანაირად: მეთანოლი).

მეთილამინ-ი - (ქიმ.). ორგანული ნაერთი, უმარტივესი ამინი; აქვს ამიაკის მძაფრი სუნი; წარმოიქმნება ქაშაყის მარილხსნარში, ხის მშრალი გამოხდის დროს და სხვ; იყენებენ ფარმაცევტული პრეპერატების წამოებაში.

მეთილენ-ი [ფრანგ. Méthylene] – (ქიმ.) ერთი ატომი ნახშირბადისა და ორი ატომი წყალბადისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შედის სხვადასხვა ორგანული ნაერთის შემადგენლობაში.

მეთილენბლაუ [ფრანგ. Méthyle (იხ. მეთილი) და გერმ. blau ლურჯი] – (ქიმ.). ორგანული ნაერთი; გამოყენება აქვს მედიცინაში.

მეთილვიოლეტ-ი [(იხ. მეთილი) და ფრანგ. violet იისფერი] – (ქიმ.). ფუძე საღებარი; იყენებენ ქსოვილების, ტყავის შესაღებად, ქიმიური ფანქრების, პირის გადასაღები ქაღალდის დასამზადებლად და სხვ.

მეთილორანჟ-ი [(იხ. მეთილი) და ფრანგ. orange ფორთოხალი] – (ქიმ.). მეთილის ნარინჯისფერი საღებარი; იყენებენ უპირატესად ლაბორატორიებში (მოცულობითი ანალიზის დროს) როგორც მგრძნობიარე ინდიკატორს ხსანარის მჟვიანობის ან ტუტიანობის გასარკვევად.

მეთოდ-ი [ბერძ. Methodes] – 1. ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა კვლევის, შეცნობის ხერხი. მაგ., ექსპერიმენტული მეთოდი. 2. ხერხი, წესი, წესების სისტემა რაიმე მოღვაწეობაში. მაგ., სწავლების მეთოდი.

მეთოდიკა [ბერძ. Methodike] – 1. რისამე პრაქტიკულად შესრულებისათვის საჭირო მეთოდების, წესების ერთობლიობა. 2. პედაგოგიკის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს ამა თუ იმ საგნის სწავლების მეთოდებს. მაგ., მათემატიკის მეთოდიკა.

მეთოდისტ-ი - რომელიმე საგნის სწავლების მეთოდიკის სპეცილისტი.

მეთოდისტებ-ი [ინგლ. Methodisis < ბერძ.] – ინგლისურ-ამერიკული რელიგიური სექტა, რომელიც მოითხოვს ანგლიკანური ეკლესიის ზუსტ („მეთოდურ») შესრეულებას.

მეთოდოლოგია [ბერძ. Metyodos მეთოდი და logos მოძღვრება] – 1. მოძღვრება მეცნიერული კვლევის მეთოდების შესახებ. 2. ამა თუ იმ მეცნიერებაში გამოყენებულ კვლევის მეთოდთა ერთობლიობა.

მეთოდურ-ი - 1. რაიმე მეთოდთან დაკავშირებული. 2. თანამიმდევრული.

Page 33: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეიოზ-ი [ბერძ. Meiosis შემცირება, დაკლება] – (ბიოლ.). ცხოველური და მცენარეული უჯრედის არაპირდაპირი დაყოფის (მიტოზის) ერთ-ერთი ფორმა, რომლის შედეგადაც ხდება ქრომოსომების რიცხვის შემცირება (რედუქცია) ორჯერ; დამახასიათებელია განვითარებადი სასქესო ჯირკვლებისათვის (სხვანაირად: რედუქციული დაყოფა).

მელანინებ-ი [< ბერძ. Melas (Mélanos) შავი] – (ბიოლ.). მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების შავი და მუქი ყავისფერი ან ყვითელი პიგმენტები; განსაზღვრავს კანის, ფრთის, ქერცლის და სხვ. შეფერილობას.

მელანომა და მელანობლასტომა [ბერძ. Melas (Melanos) შავი და -oma (დაბოლოება, რომელიც სიმსივნეს აღნიშნავს)] – ავთვისებიანი სიმსივნე ერთგვარი (იხ. აგრეთვე, ბლასტომა).

მელანჟ-ი [ფრანგ. Mélange ნარევი] – 1. სხვადასხვა ფერის ძაფის ნართი ან ქსოვილი. 2. კვერცხის გულისა და ცილის გაყინული ნარევი; იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში და სხვ.

მელანჟ-აქტი [ფრანგ. Mélange ნარევი და acte მოქმედება] – საცირკო ნომერი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე სხვადსხვა საცირკო ჟანრის ელემენტები (ტრიუკები).

მელანქოლია [ბერძ. Melancholia] – 1. ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა. 2. ნაღვლიანი განწყობილება. სევდა. კაეშანი.

მელანქოლიკ-ი - მელანქოლიით შეპყრობილი ადამიანი.

მელასა [იტალ. Melassa < ბერძ. Melas შავი] – შაქრის წარმოების ნარჩენი - სქელი შავი სითხე: სხვა ნივთიერებებთან შერეულს იყენებენ საქონლის საკვებად.

მელია [ლათ. Melia] – ფოთოლცვენია ან მარადმწვანე ხე ან ბუჩქი; გვხვდება ევროპის, აზიისა და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეებში; ფოთლებს და ფესვების ქერქს იყენებენ მედიცინაში; მისი შხამიანი ნაყოფისაგან იღებენ ინსექტიციდებს.

მელიზმებ-ი [ბერძ. Melisma (მხ.) სიმღერა, მელოდია] – (მუს.). მცირე მელოდიური სამკაულები.

მელილით-ი [ბერძ. Meli თაფლი და lithos ქვა] – ქარწარმომქმნელი მინერალი სილიკატების ჯგუფისა.

მელინიტ-ი [< ბერძ. Melinos ყვითელი] – ერთგვარი ფეთქებადი ნივთიერება ყვითელი ფერისა.

მელიორატორ-ი - მელიორაციის სპეციალისტი.

მელიორაცია [ლათ. Melioratio გაუმჯობესება] – ღონისძიებათა სისტემა (ჭაობების ამოშრობა, მშრალი მიწების ხელოვნური მორწყვა, ხეთარგვა ***და

Page 34: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

სხვ.), რომელიც მიზნად ისახავს მიწის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებას მისი ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.

მელის-ი [გერმ. Melis (Meliszucker)] – წმინდა შაქრის ფხვნილი ერთგვარი; იღებენ თეთრი ბადაგისაგან - რაფინადის წარმოების თანმდევი პროდუქტისაგან.

მელისა [ბერძ. Melissa ფუტკარი; თაფლი] – მრავალწლოვანი ბალახი; შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთეროვან ზეთს; გვხვდება ჩვენში, ყირიმსა და შუა აზიაში (სხვანაირად: ლიმონის პიტნა).

მელო- [< ბერძ. Melos სიმღერა, მელოდია] – რთული ფუძის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სიმღერასთან, მუსიკასთან დაკავშირებულს. მაგ., მელოდეკლამაცია. მელოდრამა.

მელოდეკლამატორ-ი - პირი, რომელიც მელოდეკლამაციას ასრულებს.

მელოდეკლამაცია [ბერძ. Melos სიმღერა და ლათ. declamatio დეკლამაცია] – მხატვრული კითხვა მუსიკის თანხლებით.

მელოდია [ბერძ. Melodia სიმღერა] – ბგერათა გარკვეული თანამიმდევრობა, რაც ქმნის მუსიკალურ მთლიანობას; ჰანგი, კილო, მოტივი.

მელოდიკა - მოძღვრება მელოდიის შესახებ.

მელოდრამა [ბერძ. Melos სიმღერა და drama დრამა] – 1. (მოძვ.). დრამა, შეერთებული სიმღერასა და მუსიკასთან. 2. დრამატული ჟანრი, რომელიც გამოირჩევა გაზვიადებული ემოციურობით, მორალურ-დამრიგებლური სენტენციებით; ამ ჟანრის ნაწარმოები.

მელოდრამატიზმ-ი - მელოდრამისათვის დამახასიათებელი ზედმეტი ემოციურობა, არაბუნებრიობა რისამე გამოხატვაში.

მელომან-ი - მუსიკის, სიმღერის დიდი მოყვარული.

მელომანია [ბერძ. Melos სიმღერა და mania მისწრაფება; სიგიჟე] – მუსიკის, სიმღერის დიდი სიყვარული.

მელოს-ი [ბერძ. Melos სიმღერა] – ცნება, რომელიც განსაზღვრავს მელოდიურ, სასიმღერო საწყისს მუსიკალურ ნაწარმოებში.

მელპომენე [ბერძ. Melpomene] – ბერძნულ მითოლოგიაში: ტრაგედიის მუზა; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც აქვს სუროს გვირგვინი და ტრაგედიული ნიღაბი.

მელხიორ-ი [გერმ. Melchior] –სპილენძის შენადნობი ნიკელთან; ჰგავს ვერცხლს.

მემბრანა [ლათ. Membrana აპკი] – აპკი ან თხელი ფირფიტა; გამოყენება აქვს მიკროფონში, ტელეფონში და სხვ.

Page 35: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მემორანდუმ-ი [ლათ. Memorandum რაც უნდა გვახსოვდეს] – 1. დიპლომატიური დოკუმენტი, რომლითაც გადმოცემულია მთავრობის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე. 2. რაიმე დაწესებულების მოხსენებითი ბარათი ან ახსნა- განმარტებითი ცნობა.

მემორია [ლათ. Memoria მეხსიერება] – რაიმე საქმის არსის მოკლე გადმოცემა, ჩანაწერი (დასახსომებლად).

მემორიალ-ი [იტალ. Memoriale სამახსოვრო ჩანაწერი] – 1. ჩანაწერები, დღიური. 2. ვისიმე ხსოვნისადმი მიძღვნილი, ვისიმე სახელობისა. მაგ., რუსთაველის მემორიალი (ძეგლ-მუზეუმი თბილისში). კაპაბლანკას მემორიალი (ყოველწლიური საჭადრაკო შეჯიბრება ჰავანაში). 3. (მოძვ.). საბუჰხალტრო წიგნი სავაჭრო ოპერაციების ყოველდღიურად ჩასაწერად.

მემორიალურ-ი [ლათ. Memorialis] – რაც გაკეთებულია რომელიმე პირის ან რაიმე მოვლენის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მაგ., მემორიალური დაფა.

მემუარებ-ი [ფრანგ. Mémoires მოგონებანი] – ლიტერატურული ნაწარმოები, რომლითაც გადმოცემულია ავტორის მოგონებანი პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ.

მენადა [ბერძ. Mainas (Mainados)] – ძველ საბერძნეთში: ღვინისა და დროს ტარების ღმერთის - ბაკქის (დიონისეს) ქურუმი ქალი; ბაკქელი ქალი.

მენაჯერ-ი - იხ. მენეჯერი.

მენდელიზმ-ი (ბიოლ.). მემკვიდრეობითობის ერთ-ერთი ფორმა [ავსტრიელი მონაზვნისა და ბუნებისმეტყველის გ. მენდელის (Mendel, 1822-1884) სახელის მიხედვით] –.

მენელაე [ბერძ. Menelaos] – ძველ ბერძნულ ეპოსში: სპორტის მეფე, მშვენიერი ელენეს (იხ. ელენე) ქმარი; ტროას ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე.

მენესტრელ-ი [ფრანგ. Ménestrel] – მოხეტიალე პოეტ-მუსიკოსი შუა საუკუნეებში საფრანგეთსა და ინგლისში.

მენეჯერ-ი [ინგლ. Manager უფროსი, პატრონი] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: 1. დაქირავებული პროფესიონალი მმართველი (წარმოების დირექტორი, კონცერნის, ტრესტის, სინდიკატისა და მისთ.-ის ცალკეული ქვეგანაყოფის ხელმძღვანელი). 2. სპორტული კლუბის ან ცალკეული სპორტსმენების პატრონი, სპორტულ ასპარეზობათა მომწყობი. 3. იგივეა, რაც ანტრეპრენიორი.

მენეჯერიზმ-ი - 1. მენეჯერების საშუალებით (იხ. მენეჯერი, მნიშვ. 1) კაპიტალისტური წარმოების მართვის ბურჟუაზიული სისტემა. 2. სოციოლოგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ბურჟუაზიული იდეოლოგიის ნაწილს.

Page 36: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მენეჯმენტ-ი [ლათ. Management] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: წარმოების მართვა.

მენზულა [ლათ. Menzula პატარა მაგიდა] – საველე სახაზავი მაგიდა, რომელსაც იყენებენ გეოდეზიაში ადგილის გეგმის ან რუკის შესადგენად გრაფიკული მეთოდით.

მენზურა [ლათ. Mensura საზომი] – ჭიქის მსგავსი დანაყოფიანი ჭურჭელი სითხის რაოდენობის გასაზომად; იყენებენ ლაბორატორიებში, აფთიაქებში.

მენთოლ-ი [ლათ. Mentha პიტნა და ol-(eum) ზეთი] – გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერება; აქვს პიტნის მძაფრი სუნი; იყენებენ მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ.

მენიერ-ის დაავადება - დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავბრუს, გულისრევის, ღებინების და სხვ. შეტევები; ლაბირინთის (შიგა ყურის) მოშლილობის შედეგია [ფრანგი ექიმის Meniere-ის (მე-19 საუკ.) სახელის მიხედვით] –.

მენინგიტ-ი [< ბერძ. meninx (Meningos) ტვინის გარსი] – (მედიც.). ტვინის გარსების ანთება.

მენისკ-ი [ბერძ. Meniskos ნახევარმთვარე] – (ფიზ.). 1. წვრილ, კაპილარულ მილში მოთავსებული სითხის ჩაზნექილი ან ამოზნექილი ზედაპირი. 2. ერთი მხრიდან შეზნექილი და მეორე მხრიდან გამოზნექილი მინა. 3. (ანატ.). მუხლის სახსრის ორი (შიგნითა და გარეთა) სახსარშიგა ხრტილი.

მენისკურ-ი: მენისკური ტელესკოპი - სარკულ-ლინზური ტელესკოპი, რომლის ოპტიკა შედგება მინის მენისკისა (იხ. მენისკი, მნიშვ. 2) და ჩაზნექილი სარკისაგან.

მენიუ [ფრანგ. Menu] – 1. ფურცელი, ბარათი, რომელზედაც საჭმელ-სასმელის სიაა ჩამოწერილი ფასების აღნიშვნით (რესტორანში, სასადილოში, კაფეში). 2. სადილისათვის, საუზმისათვის ან ვახშმისათვის შერჩეული საჭმელ-სასმელი.

მენონიტებ-ი - პროტესტანტული სექტა, რომელიც წარმოიშვა მე-16 ს. -ის 30-40-იან წლებში ნიდერლანდებში რევოლუციური ანაბაპტიზმის გადაგვარების შედეგად [დამაარსებლის მენო სიმონსის (Menno Simons) სახელის მიხედვით] –.

მენსტრუალურ-ი [ლათ. Menstrualis] – მენსტრუაციასთან დაკავშირებული.

მენსტრუაცია [< ლათ. Menstruus ყოველთვიური სისხლდენა საშვილოსნოდან; თვიური, რიგი.

მენტალიზმ-ი [< ლათ. Mens (Mentis) ჭკუა, გონება, აზროვნება] – 1. (ფილოს.). თეორია, რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს გონებრივი და არა მატერიალური სამყარო. 2. (ფსიქ.). თეორია, რომლის მიხედვითაც გონება

Page 37: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

შესწავლილ უნდა იქნეს თვითდაკვირვებით. 3. ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც ენას განიხილავს როგორც აზრის გამოხატვის საშუალებას.

მენტალურ-ი [< ლათ. Mens (Mentis) ჭკუა, გონება, აზროვნება] – (წიგნ.). აზრთან, აზროვნებასთან დაკავშირებული; აზრობრივი.

მენტორულ-ი - დამრიგებლური [ჰომეროსის პოემა «ოდისეის» მთავარი გმირის მიხედვით] –.

მენუეტ-ი [ფრანგ. Menuet] – 1.ძველებური ფრანგული ცეკვა ზომიერი ტემპისა; მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. ამ ცეკვის რიტმის მქონე მუსიკალური ნაწარმოები.

მენშევიზმ-ი - ანტიმარქსისტული წვრილბურჟუაზიული ოპორტუნისტული მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, რეფორმიზმის ნაირსახეობა.

მენშევიკ-ი [რუს. Меншевик] – მენშევიზმის მიმდევარი, ანტიმარქსისტული ოპორტუნისტული პარტიის წევრი.

მენჰირ-ი [ბრეტონ. Menhir < Men ქვა და hir გრძელი] – მეგალითური ნაგებობის (იხ. მეგალითი) უმარტივესი სახეობა, წარმოადგენს მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილ ქვის ერთ ბლოკს (სიმაღლე 4 - 5 მ და მეტი); უპირატესად გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.

მერ-ი [ფრანგ. Maire] – ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: მერიის მეთაური.

მერგელ-ი [გერმ. Mergel] – ნალექი ქანი, რომელიც შედგება თიხისა და კირქვისაგან; იყენებენ ცემენტის დასამზადებლად, აგრეთვე სასუქად და სხვ.

მერია [ფრანგ. Mairie] – ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: თვითმმართველობის ორგანო; მუნიციპალტეტი.

მერიდიან-ი [ლათ. Meridianus საშუადღეო] – (გეოგრ.). წარმოსახვითი შეკრული მრუდი ხაზი, რომელიც გადის დედამიწის სფეროს პოლუსებზე და ეკვატორს გადაკვეთს სწორი კუთხით. ციური მერიდიანი - (ასტრ.). წარმოსახვითი მრუდი ხაზი, რომელიც გადის სამყაროს პოლუსებზე და დაკვირვების ადგილის ზენიტზე.

მერითერიონ-ი [ლათ. Moeris ტბა მერიდა (ეგვიპტეში) და ბერძ. therion მხეცი] – უძველესი განათხარი ხორთუმიანი ძუძუმწოვარი, ხბოს ტოლა.

მერინოს-ი [ესპ. Merino (მრ. Merinos)] – 1. ნაზბეწვიანი ცხვრის ჯიში. 2. ასეთი ჯიშის ცხვრის მატყლი; ამ მატყლის ქსოვილი.

მერისტემა [< ბერძ. Meristos გაყოფადი, დანაწილებადი] – (ბოტან.). მცენარის ქსოვილი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს დაყოფისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის უნარს.

Page 38: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მერკანტილიზმ-ი [ფრანგ. Mercantilisme < იტალ. Mercante ვაჭარი] – 1. მე-16-18 საუკ. ევროპის სავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა თითქოს დამოკიდებულია არა წარმოების განვითარებაზე, არამედ სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე და ამ გზით ფულის დაგროვებაზე. 2. (გადატ.). გამორჩენის სურვილი; წვრილმანი ანგარიშიანობა.

მერკანტილისტ-ი - მერკანტილიზმის მიმდევარი.

მერკანტილურ-ი - 1. მერკანტილიზმთან (მნიშვ. 1) დაკავშირებული. 2. (გადატ.). ვაჭრული, ანგარებიანი.

მერკაპტანებ-ი [გვიანდ. ლათ. Merc(urius) ვერცხლისწყალი და captans შემკვრელი] – ორგანული ნაერთები, სპირტები, რომლებშიც ჟანგბადი ჩანაცვლებულია გოგირდით; აქვს ძალიან ცუდი სუნი; ბუნებაში მოიპოვება უპირატესად ცილების ლპობის პროდუქტებში.

მერკურ-ი [ლათ. Mercurius] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ვაჭრობის ღმერთი, ვაჭრებისა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების შიკრიკი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერმესი). 2. (ასტრ.). მზის სისტემის პლანეტა, მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი.

მერკურან-ი - (სოფ. მეურნ.). თესლის კომპლექსური საწამლი (შხამი); იყენებენ ხორბლის, ჭვავის, სელის და სხვ. მშრალად გაუსნებოვნებისათვის.

მეროვინგებ-ი [< საკუთ. სახ.] – საფრანგეთის პირველი სამეფო დინასტია (მე-5-8 სს.).

მეროლოგია [ბერძ. Meros ნაწილი და logos მოძღვრება] – ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ შეისწავლის მისი ცალკეული ორგანოების ზომებისა და ფორმების ვარიაციებს (იხ., აგრეთვე, სომატოლოგია).

მერსერიზაცია - (სპეც.). 1. ვისკოზის დამზადების ერთ-ერთი სტადია; მდგომარეობს გარკვეული წესით ცელულოზის დამუშავებაში. 2. ბამბის ქსოვილების ან სხვა ცელულოზური ბოჭკოვანი მასალების დამუშავება ტუტის მაგარი ხსნარით (მწვავე ნატრით); მ.-ის შედეგად მასალას ეძლევა აბრეშუმისებური ბზინვა, სილბო, სიმტკიცე სა სხვა ღირსებანი [ინგლისელი გამომგონებლის ჯ. მერსერის (Mercer, 1791-1866 წწ.) გვარის მიხედვით] –.

მერტელ-ი [გერმ. Mertel] – (ტექ.). ქვიშისა და ჩამქრალი კირის ცეცხლგამძლე ნარევი; იყენებენ სამრეწველო ღუმლების (ბრძმედების, მარტენების, მიქსერებისა და სხვ.) წყობის დროს.

მესა [ფრანგ. Messe] – 1. კათოლიკური ღვთისმსახურება, ირვა. 2. მუსიკალური გუნდური ნაწარმოები ამ ღვთისმსახურების ტექსტზე, ჩვეულებრივ ორგანისა და ორკესტრის თანხლებით.

Page 39: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მესალინა - იტყვიან ცუდი ყოფაქცევის ქალზე [რომაელი იმპერატორის კლავდიუსის მესამე ცოლის Mესსალინა-ს სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო ვერაგობითა და გარყვნილებით] –.

მესერ და მესერე [იტალ. Massere] – იტალიაში: ბატონი; ბატონო.

მესია [< ძვ. ებრ. Mesiah მირონცხებული] – იუდეველთა და ქრისტიანთა რელიგიაში: ღვთაებრივი „მხსნელი», რომელიც თითქოს უნდა მოევლინოს ქვეყანას ბოროტების მოსასპობად.

მესიდორ-ი [ფრანგ. Messidor < ლათ. Messis მკა და ბერძ. doron საჩუქარი] – საფრანგეთის რევოლუციური კალენდრის მიხედვით: მეათე თვე (19-20 ივნისიდან 18-19 ივლისამდე): კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და მოქმედებდა 1806 წ.-მდე.

მესიე [ფრანგ. Monsieur] – საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო.

მესმერიზმ-ი - ანტიმეცნიერული სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითქოს პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე; ფართოდ იყო გავრცელებული მე-18 ს.-ის ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაში [ავსტრიელი ექიმის ფ. მესმერის Mesmer, 1734-1815 წწ.) გვარის მიხედვით, რომელმაც შექმნა ეს სისიტემა] –.

მესოსტიქ-ი [ბერძ. Mesos შუა და stichos ლექსი] – 1. ლექსი, რომელშიც თითოეული ტაეპის შუა ასოებისაგან (ზევიდან ქვევით) გამოდის სიტყვა ან ფრაზა (შდრ. აკროსტიქი). 2. ლექსი, რომლის ტაეპებში ჩართული სიტყვები ქმნის დამოუკიდებელ ლექსს (ასეთია, მაგ., ა. აბაშელის „ზამბახის ფოთლები»).

მეტა- [< ბერძ. Meta (რისამე) შორის, შემდეგ, (რისამე) გავლით; გადა-] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს შუალედურ მდგომარეობას, მიდევნებას, მიყოლას, რაიმეზე გადასვლას, მდგომარეობის გამოცვლას, გარდაქმნას. მაგ., მეტაგენეზი. მეტამორფოზა.

მეტაანალიზ-ი [ბერძ. Meta გადა- და analisis (იხ. ანალიზი)] – რისამე ანალიზის გაკეთება ხელახლა; „გადაანალიზება».

მეტაბაზის-ი [ბერძ. Metabasis გადასვლა] – (ლოგ.). სოფისტური (იხ. სოფისტიკა) ხერხი კამათში - განხილული საკითხისაგან გადახვევა და მისი შეცვლა სხვა საკითხით.

მეტაბოლიზმ-ი [< ბერძ. Metabole შეცვლა] – (ფიზიოლ.). ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა.

მეტაბოლიტებ-ი - (ფიზიოლ.). ნივთიერებანი, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს.

Page 40: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტაგალაქტიკა [ბერძ. Meta (რისამე) შემდეგ, გავლით და გალაკტიკოს (იხ. გალაქტიკა)] – (ასტრ.). ყველა გალაქტიკის ერთობლიობა; აქედან თანამედროვე ტელესკოპებისათვის ხელმისაწვდომია დაახლოებით ერთი მილიარდი გალაქტიკა (სხვანაირად: ასტრონომიული სამყარო).

მეტაგენეზ-ი [ბერძ. Meta შემდეგ და genesis წარმოშობა] – (ბიოლ.). კანონზომიერი ცვლა ორი თაობისა, რომელთაგან ერთი მრავლდება სქესობრივად, ხოლო მეორე - უსქესოდ (ახასიათებს ზოგ ცხოველს).

მეტაზოა [ბერძ. Meta შემდეგ და zoa ცხოველები] – (ბიოლ.). მრავალუჯრედიანი ცხოველების საერთო სახელწოდება (შდრ. პროტოზოა).

მეტათეზის-ი [ბერძ. Metathesis გადასმა] – (ლინგვ.). ბგერათა ადგილის შენაცვლება სიტყვის შიგნით; ბგერათგადასმა (მაგ., „კვლა» მიღებულია ძველი ქართული „კლვა»-საგან: ვლ < ლვ).

მეტაკინეზ-ი [ბერძ. Meta (რისამე) შემდეგ, გავლით და kinesis მოძრაობა] – (ბიოლ.). უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი სტადიის (მეტაფაზის) საწყისი პერიოდი.

მეტაკრილატებ-ი - მეტაკრილმჟავას მარილები ან რთული ეთერები.

მეტაკრილმჟავა - მძაფრი სუნის მქონე უფერო სითხე; იყენებენ პოლიმერული პროდუქტების მისაღებად.

მეტალ-ი [ბერძ. Metallon] – ლითონი.

მეტალიდებ-ი [< ბერძ. Metallon ლითონი] – ლითონთა ქიმიური ნაერთები ერთმანეთს შორის.

მეტალიზაცია - (ტექ.). რაიმე ნაკეთობის ზედაპირის დაფარვა ლითონის თხელი ფენით; მოლითონება.

მეტალოგენია [ბერძ. Metallon ლითონი და genos წარმოშობა] – სასარგებლო წიაღისეულთა შესახებ მოძღვრების ნაწილი; შეისწავლის დედამიწის ქერქში მადნის საბადოების განლაგების კანონზომიერებებს.

მეტალოგრაფია [ბერძ. Metallon ლითონი და grapho ვწერ] – მეცნიერება, რომელიც სწავლობს ლითონთა და შენადნობთა შინაგან აგებულებასა და ფიზიკურ თვისებებს.

მეტალოთერმია [ბერძ. Metallon ლითონი და therme სითბო, სიცხე] – ლითონთა აღგენის მეტალურგიული პროცესი მათი ჟანგეულობიდან; აღმდგენლებად იყენებენ სხვა უფრო აქტიურ ლითონებს (ალუმინს, მაგნიუმს, კრემნიუმს და სხვ.), რომლებიც ადვილად უერთდებიან ჟანგბადს; ლითონთერმია.

მეტალოიდ-ი [ბერძ. Metallon ლითონი და eidos სახე] – მოძველებული სახელწოდება ისეთი ქიმიური ელემენტისა, რომელიც არ წარმოადგენს ლითონს; არალითონი (მაგ., გოგირდი, ფოსფორი და მისთ.).

Page 41: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტალოფონ-ი [ბერძ. Metallon ლითონი და phone ბგერა] – მუსიკალური საკრავი, რომელიც შედგება გარკვეული რიგით დაწყობილი ლითონის ფირფიტებისაგან; ხმას გამოაცემინებენ პატარა ხის ჩაქუჩების რტყმით (შდრ. ქსილოფონი).

მეტალურგ-ი - მეტალურგიის სპეციალისტი.

მეტალურგია [< ბერძ. Metallurgeo ლითონებს ვამუშავებ] – 1. მძიმე მრეწველობის დარგი, რომელის საქმეა მადნიდან ლითონის მიღება და მისი პირველადი დამუშავება. 2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ლითონთა სამრეწველო წარმოებისა და მათი პირველადი დამუშავების ხერხებს.

მეტამორფიზმ-ი [< ბერძ. Metamorpho გადავაქცევ] – (გეოლ.). ქანების აგებულებასა და შემადგენლობაში მიმდინარე ცვლილებათა პროცესი.

მეტამორფოზ-ი [ბერძ. Metamorphosis გადაქცევა] – რისამე ერთი ფორმის სხვა ფორმად გადაქცევა; სახეცვალება, გარდაქმნა.

მეტანია [< ბერძ. Metagnoia მონანიება] – (ეკლ.). მუხლის მოდრეკა და წელში ღრმად მოხრა ლოცვა-ვედრების დროს.

მეტაპლაზია [< ბერძ. Metaplasis გარდაქმნა] – (ბიოლ.). ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმის ქსოვილის უნარი გარდაიქმნას სხვა ქსოვილად (მაგ., ხრტილოვანი ქსოვილი შეიძლება გარდაიქმნას ძვლოვან ქსოვილად).

მეტასომატიზმ-ი და მეტასომატოზ-ი [ბერძ. Meta შემდეგ და soma (somatos) სხეული, ტანი] – ერთი მინერალის სხვა მინერალით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ქერქში ხსნარების მიმოქცევის შედეგად.

მეტასტაზ-ი [ბერძ. Metastasis გადანაცვლება] – 1. სისხლის ან ლიმფის ნაკადით ბაქტერიებისა და სიმსივნის უჯრედების გადატანა, რაც იწვევს დაავადების კერებს ახალ ადგილებში. 2. ასეთი გადატანის შედეგად გაჩენილი მეორეული კერა დაავადებისა.

მეტაფაზა [ბერძ. Meta შემდეგ და ფრანგ. phase (იხ. ფაზა)] – (ბიოლ.). უჯრედის არაპირდაპირი გაყოფის (მიტოზის) ერთ-ერთი (სახელდობრ, მეორე) ფაზა.

მეტაფიზიკა - 1. შემეცნების მეთოდი, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით, მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისაგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებისა და მოვლენების შინაგან წინააღმდეგობას. 2. იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ.) [< ბერძ. Meta ta physika - „ფიზიკის შემდეგ» (ასე უწოდეს არისტოტელეს ფილოსოფიურ თხზულებებს, რომლებიც მოთავსებული იყო მისი ფიზიკის ტრაქტატების შემდეგ).

მეტაფიზიკოს-ი - მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის მიმდევარი.

Page 42: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტაფიზიკურ-ი - მეტაფიზიკასთან დაკავშირებული; ანტიდიალექტიკური. მაგ., მ. მეთოდი. მ. თეორია.

მეტაფორა [ბერძ. Metaphora გადატანა] – (ლიტ.). სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება, რაც ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას; ამგვარად ნახმარი სიტყვა ან გამოთქმა.

მეტაფრაზ-ი [ბერძ. Metaphrasis] – ლიტერატურული ტექსტის შინაარსის სხვა სიტყვებით გადმოცემა (ჩვეულებრივ ლექსისა პროზად).

მეტაფრას-ი [ბერძ. Metaphrasis] – შესწორებული და გავრცობილ-შევსებული საეკლესიო ლიტერატურული ნაწარმოები, უპირატესად ჰაგიოგრაფიული ჟანრისა.

მეტაფრასტ-ი - (მოძვ.). 1. ლიტერატურული ტექსტის სიტყვა-სიტყვით გადმომცემი, მთარგმნელი. 2. კომენტატორი.

მეტაცენტრ-ი [ბერძ. Meta (რისამე) გარეთ და ლათ. centrum (იხ. ცენტრი)] – წერტილი, რომლის მდებარეობაზედაც არის დამოკიდებული მცურავი სხეულის მდგრადობა.

მეტეკოსებ-ი [ბერძ. Metoikos (მხ.) გადასახლებული, უცხოქვეყნელი] – (ისტ.). ათენსა და ძველი საბერძნეთის სხვა პოლისებში უცხო ქვეყნებიდან ჩასახლებული პირები, რომლებიც უპირატესად ხელოსნობასა და ვაჭრობას მისდევდნენ; მოკლებული იყვნენ სამოქალო და პოლიტიკურ უფლებებს.

მეტემფსიქოზ-ი [ბერძ. Metempsychosis „სულების გადასახლება»] – რელიგიურ-მისტიკური მოძღვრება გარდაცვლილი ორგანიზმის სულის სხვა ორგანიზმში გადასახლების შესახებ; მ. წარმოადგენს ბრაჰმანიზმის, იუდაიზმისა და ზოგი სხვა რელიგიის შემადგენელ ნაწილს.

მეტეო- რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მეტეოროლოგიურს. მაგ., მეტეოსადგური.

მეტეორ-ი [ბერძ. Meteoros ჰაერში მოლივლივე] – გავარვარებული სხეული კოსმოსური წარმოშობისა, რომელიც სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროში.

მეტეორიზმ-ი [< ბერძ. Meteorismos ამობურცვა] – (მედიც.). მუცლის გაბერვა, რაც ხშირად სიმპტომია საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვადასხვა დაავადებისა.

მეტეორიტ-ი - რკინის ან ქვის სხეული კოსმოსური წარმოშობისა, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე.

მეტეოროგრაფ-ი [ბერძ. Meteora ატმოსფერული მოვლენები და grapho ვწერ] – ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იწერს ატმოსფეროს ზედა ფენების ჰაერის ტემპერატურას, წნევასა და სინესტეს.

მეტეოროლოგ-ი - მეტეოროლოგიის სპეციალისტი.

Page 43: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტეროლოგია [ბერძ. Meteora ატმოსფერული მოვლენები და logos მოძღვრება] – 1. მეცნიერება დედამიწის ატმოსფეროს შესახებ, მისი აგებულების, თვისებებისა და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ. 2. მოძღვრება ამინდისა და მისი წინასწარი გამოცნობის შესახებ.

მეტეოროლოგიურ-ი - მეტეოროლოგიასთან დაკავშირებული. მეტეოროლოგიური სადგური - დაწესებულება, რომელიც აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას ატმოსფეროს მდგომარეობაზე.

მეტიზაცია [ფრანგ. Métisation] – სხვადასხვა ჯიშის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების შეჯვარება ჯიშის გასაუმჯობესებლად.

მეტის-ი [ფრანგ. Métis] – 1. მეტიზაციის შედეგად მიღებული ცხოველი ან მცენარე. 2. ადამიანი, რომელიც წარმოშობილია სხვადასხვა რასის (კერძოდ, ინდიელებისა და ევროპეოიდული რასის) წარმომადგენელთა შეუღლების შედეგად (შდრ. კრეოლი, მნიშვ. 2).

მეტლახ-ის ფილა [< გეოგრ. სახ.] – გამომწვარი თიხის ფილა, რომლის ზედაპირი შეღებილია; იყენებენ იატაკის დასაგებად და კედლების მოსაპირკეთებლად.

მეტოლ-ი [ფრანგ. Métol] – წვრილი კრისტალებისაგან შემდგარი თეთრი ფხვნილი; წყალში ადვილად იხსნება; იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც გამამჟღავნებელ ნივთიერებას.

მეტონიმია [ბერძ. Metonymia გადარქმევა] – (ლიტ.). მოვლენის , ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი მეზობლობის შედეგად.

მეტოპებ-ი [ბერძ. Metopon (მხ.). შუბლი; ფასადი] – (არქიტ.). დორიული ორდერის (იხ. დორიული) დამახასიათებელი სწორკუთხა (თითქმის კვადრატული) ფილები, რომლებიც ენაცვლება ტრიგლიფებს და ქმნის ფრიზს; მ.-ს ზოგჯერ ამკობდნენ მაღალი ბარელიეფებით.

მეტრ-ი1 [ფრანგ. Métre < ბერძ. Metron ზომა] – 1. სიგრძის საზომი ძირითადი ერთეული საზომთა მეტრულ სისტემაში; უდრის პარიზის მერიდიანის მეოთხედის ერთ მემილიონედ ნაწილს (ახალი განსაზღვრით მ. არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299792458 წამში). 2. ამ სიგრძის სახაზავი, რომელზედაც სანტიმეტრიანი და მილიმეტრიანი დანაყოფებია.

მეტრ-ი2 [ბერძ. Metron ზომა] – 1. (ლიტ.). ლექსთწყობის ზომა. 2. (მუს.). ტაქტის ძლიერი და სუსტი ნაწილების სიმეტრიული განაწილება.

მეტრ-ი3 [ფრანგ. Maitre] – საფრანგეთში: 1. მასწავლებელი, მოძღვარი. 2. ადვოკატის, ნოტარიუსის საპატიო ხსენება, დასახელება. მეტრ - მასწავლებლის, ადვოკატისა და ნოტარიუსისადმი მიმართვა.

-მეტრ-ი [< ბერძ. Metron ზომა] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს: 1) საზომ ხელსაწყოს. მაგ., ბარომეტრი. თერმომეტრი. 2) სიგრძის საზომს მეტრული სისტემისას. მაგ., კილომეტრი. სანტიმეტრი.

Page 44: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტრანპაჟ-ი [ფრანგ. Metteur en pages - გვერდებად შემკვრელი] – სტამბის მუშა, რომელიც ანაწყობს კრავს გვერდებად; დამკაბადონებელი.

მეტრაჟ-ი [ფრანგ. Métrage] – 1. რისამე სიგრძე მეტრობი. 2. რაიმე სადგომის ფართობი კვადრატულმეტრობით.

მეტრდოტელ-ი [ფრანგ. Maitre dkhotel] – 1. უფროსი ოფიციანტი, რიგის მიმცემი, განმკარგულებელი რესტორანში. 2. ბურჟუაზიულ-თავადაზნაურულ სახლებში: უფროსი მსახური, რომელიც განაგებს ჭამა-სმის საქმეს.

-მეტრია [< Metron ზომა] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ზომვას, გაზომვას. მაგ., გეომეტრია. ტელემეტრია.

მეტრიკა1 [ბერძ. Metrike] – (ლიტ.). მოძღვრება ლექსის ზომისა და ლექსთწყობის შესახებ.

მეტრიკა2 [პოლონ. Metryka] – დაბადების მოწმობა.

მეტრიკულ-ი ამონაწერი - ამონაწერი „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი წიგნიდან» - საბუთი, რომელიც ადასტურებს ვისიმე დაბადებას (ან ქორწინებას, გარდაცვალებას). შდრ. მეტრიკა2.

მეტრიოპათია [ბერძ. Metriopatheia < Metrios ზომიერი და pathos ვნება, ჟინი] – ძველი ბერძნული ეთიკის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ზომიერების მოთხოვნას ვნებაში; უპირისპირდება აპათიას (იხ. აპათია, მნიშვ. 2).

მეტრიტ-ი [< ბერძ. Metra საშვილოსნო] – (მედიც.). საშვილოსნოს კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ანთება.

მეტრიფიკაცია - ზომა-წონის მეტრულ სისტემაზე გადასვლა.

მეტრო [ფრანგ. Métro] – იგივეა, რაც მეტროპოლიტენი.

მეტროლოგია [ბერძ. Metron ზომა და logos მოძღვრება] – მეცნიერება ზომა-წონის შესახებ; საზომსაწონთამცოდნეობა.

მეტრონომ-ი [ბერძ. Metron ზომა და nomos კანონი] – ქანქარიანი ხელსაწყო, რომელიც დარტყმებით აღნიშნავს დროის მცირე მონაკვეთებს; იყენებენ მუსიკალური ნაწარმოების ზუსტი ტემპით შესასრულებლად, აგრეთვე ლაბორატორიებში ზუსტი გაზომვებისათვის და სხვ.

მეტრონომიულ-ი [ფრანგ. Métronymique < ბერძ.] – ისეთი საკუთარი სახელი, რომელიც დედის სახელიდან წარმოდგება (შდრ. მატრონიმი).

მეტროპოლია [ბერძ. Metropolis] – 1. კაპიტალისტური სახელმწიფო თავისი კოლონიების მიმართ. 2. ძველ საბერძნეთში: ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) თავისი ახალშენების (უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე დაარსებული კოლონიების მიმართ.

მეტროპოლიტენ-ი [ფრანგ. Métropolitain] – ქალაქის ელექტრორკინიგზა, ჩვეულებრივ მიწისქვეშა.

Page 45: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეტროტრამ-ი [Metro და tram(vai)] – საქალაქო ტრანსპორტის სახეობა - საშუალო მეტროპოლიტენსა და ტრამვაის შორის: ტრამვაის ვაგონები ცალკეულ უბნებზე მოძრაობენ მიქის ქვეშ.

მეტრულ-ი: საზომთა მეტრული სისტემა - გაზომვის საერთაშორისო ათობითი სისტემა, რომელშიც სიგრძის ძირითადი ერთეულია მეტრი, წონისა - კილოგრამი, ხოლო მოცულობისა - ლიტრი.

მეფისტოფელ-ი [გერმ. Mephistopheles - ძველი გერმანული ლეგენდის მიხედვით: ბოროტი სული, დემონი (გამოყვანილია გოეთეს „ფაუსტსა» და ბევრ სხვა ნაწარმოებში).

მექანიზატორ-ი - 1. მექანიზაციის სპეციალისტი. 2. სპეციალისტი, რომელიც ემსახურება მანქანებსა და მექანიზმებს (უპირატესად მეურნეობაში).

მექანიზაცია და მექანიზება [< ბერძ. Mechane მანქანა] – წარმოების აღჭურვა მანქანებითა და მექანიზმებით; ხელით შრომის საშუალებათა შეცვლა მანქანებითა და მექანიზმებით.

მექანიზმ-ი [< ბერძ. Mechane მანქანა] – 1. მანქანის (ხელსაწყოს, აპარატისა და მისთ.) მამოძრავებელი შინაგანი მოწყობილობა. 2. მანქანა, მოწყობილობა რაიმე სამუშაოს შესასრულებლად. მაგ., ამწევი მექანიზმი. 3. (გადატ.). რისამე სისიტემა, შინაგანი მოწყობილობა. მაგ., სახელმწიფო მექანიზმი. 4. ერთიანობა პროცესებისა, რომელთაგან იქმნება რაიმე ფიზიკური, ქიმიური, ფიზიოლოგიური და მისთ. მოვლენა. მაგ., მეტყველების მექანიზმი.

მექანიკა [< ბერძ. Mechanike (techne) მეცნიერება მანქანათა შესახებ] – 1. ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სივრცეში სხეულთა გადანაცვლების კანონებს. 2. (გადატ.). რისამე ფარული რთული მოწყობილობა.

მექანიკოს-ი - 1. მექანიკის სპეციალისტი. 2. პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს მანქანის მუშაობას, ექსპლუატაციას უწევს მას.

მექანიკურ-ი - 1. მექანიკასთან ან მექანიზმთან დაკავშირებული. 2. მექანიზმის საშუალებით მოქმედი. 3. მანქანებისა და მექანიზმების დამზადებასთან, მათ რემონტთან დაკავშირებული. მაგ., მექანიკური სახელოსნო. 4. (გადატ.). არაცნობიერი, მაშინალური.

მექანისტ-ი - მექანიციზმის მიმდევარი.

მექანიციზმ-ი - ანტიდიალექტიკური ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც სამყაროს მთელი თვისებრივი მრავალფეროვნება დაჰყავს მატერიის ერთგვაროვანი ნაწილაკების მექანიკურ მოძრაობამდე, ხოლო განვითარების რთული კანონზომიერებანი - მექანიკის უმარტივეს კანონებამდე.

მექანოთერაპია - ავადმყოფთა მკურნალობა ფიზიკური ვარჯიშით (სპეციალური აპარატების გამოყენებით).

მექანოლამარკიზმ-ი - ნეოლამარკიზმის ერთ-ერთი მიმართულება.

Page 46: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მექთებ-ი [არაბ. Maktab] – მუსლიმანთა საშუალო სკოლა.

მეშჩან-ი [რუს. Мещанин] – 1. ადამიანი, რომელსაც წვრილმესაკუთრული ინტერესები, ვიწრო თვალსაზრისი აქვს. 2. რევოლუციამდელ რუსეთში: ქალაქის წვრილ ვაჭართა, ხელოსანთა, წვრილ მოსამსახურეთა და მისთ. წოდება.

მეჩეთ-ი [არაბ. MasJid] – მუსლიმანთა სამლოცველო სახლი.

მეცენატ-ი - მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი [რომაელი პოლიტიკური მოღვაწის - Maecenas (Maesenatis) სახელის მიხედვით, რომელიც მფარველობს განთქმულ პოეტებს - ვერგილიუსს, ჰორაციუსსა და სხვებს] –.

მეცო-სოპრანო [იტალ. Mezzosoprano] – 1. ქალის ხმა სოპრანოსა და კონტრალტოს შორის. 2. ამ ხმის მქონე მომღერალი.

მეცო-ტინტო [იტალ. Mezzo საშუალო და tinto შეფერილი, შეღებილი] – გრავიურა, რომელიც განკუთვნილია ღრმა ბეჭდვისათვის.

მეჯლის-ი [არაბ. Madilis კრება] – 1. დიდი წვეულება; დიდი საცეკვაო საღამო; ბალი. 2. ირანის პარლამენტის ქვედა პალატის სახელწოდება. 3. ასე უწოდებდნენ ზოგჯერ თურქეთის პარლამენტის - დიდი ეროვნული კრების - ქვედა პალატას (1981 წლიდან თურქეთში ერთპალატიანი პარლამენტია).

მეჰარ-ი [არაბ. Mehari] – სწრაფად მოსიარულე დრომადერის (ერთკუზიანი აქლემის) ჯიში; უპირატესად იყენებენ საჯდომად.

მი [იტალ. Mi] – მუსიკალური გამის მესამე ბგერა. ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი.

მიაზებ-ი [< ბერძ. Myia ბუზი] – ადამიანისა და ცხოველის დაავადებანი, რომლებსაც იწვევენ ბუზის მატლები.

მიალგია [ბერძ. My(s) კუნთი და algos ტკივილი] – (მედიც.). კუნთების ტკივილის შეტევა.

მიასთენია [ბერძ. My(s) კუნთი და astheneia სისუსტე] – (მედიც.). ნერვული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადება, როლისთვისაც დამახასიათებელია კუნთების სწრაფი დაღლა.

მიგრანტ-ი [ლათ. Migrans (migrantis)] – 1. ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე. 2. (ბიოლ.). ცხოველი, რომელიც მიგრაციას განიცდის.

მიგრაცია [ლათ. Migratio] – და მიგრირება - 1. ადამიანების, ხალხთა გადასახლება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ. 2. (ბიოლ.). ცხიველთა გადაადგილება ცხოვრების პირობების შეცვლის ან განვითარების ციკლის გავლის შედეგად. 3. რაიმე ელემენტების, უჯრედების გადაადგილება, გადანაწილება. კაპიტალის მიგრაცია - კაპიტალის გადასვლა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან სახალხო მეურნეობის უფრო დიდი მოგების მიზნით.

Page 47: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიგრენ-ი [ფრანგ. Migraine] – თავის ნერვული დაავადება - თავის ძლიერი ტკივილი, ჩვეულებრივ, ცალ მხარეს (ქართ. სინონ. შაკიკი).

მიდელ-ი და მიდლ-ი [ჰოლანდ. Middel, ინგლ. Middle] – (ზღვ.). გემის შუა, ყველაზე განიერი ნაწილი.

მიდიებ-ი - ორსაგდულიანი მოლუსკები; გავრცელებული არიან მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში; წმენდენ წყალს მასში შეწონილი ნაწილაკებისაგან, ამიტომ იწოდებიან „წყლის სანიტრებად».

მიელიტ-ი [< ბერძ. Myelos ტვინი] – (მედიც.). ზურგის ტვინის ანთება.

მიელოციტებ-ი [ბერძ. Myelos ძვლის ტვინი და kytos უჯრედი] – ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებისგანაც წარმოიქმნება სისხლის მარცვლოვანი თეთრი სხეულაკების (გრანულოციტების) ყველა ფორმა.

მიზანთროპ-ი [ბერძ. Misantropos] – პირი, რომელიც ადამიანებს, საზოგადოებას გაურბის; უჟმური; კაცთმოძულე.

მიზანთროპია - ადამიანთა სიძულვილი; კაცთმოძულეობა.

მიზანსცენა [ფრანგ. Mise en scene განლაგება] – მსახიობებისა და დეკორაციების განლაგება სცენაზე წარმოდგენის ამა თუ იმ მომენტში.

მით-ი და მითოსი [ბერძ. Mythos გადმოცემა, თქულება] – 1. ძველი ხალხური თქმულება ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე. 2. (გადატ.). მონაჭორი, ტყუილი რამ.

მითოლოგ-ი - მითოლოგიის (მნიშვ. 2) სპეციალისტი.

მითოლოგია [ბერძ. Mythologia] – 1. მითების (იხ. მითი, მნიშვ. 1) ერთობლიობა. 2. მითების შემსწავლელი მეცნიერება.

მითოლოგიურ-ი - მითოლოგიასთან დაკავშირებული. მაგ., მ. სიუჟეტი. მითოლოგიური სკოლა - მიმდინარეობა ფოლკლორისტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში; მითოლოგიას განიხილავდა როგორც „ბუნებრივ რელიგიას»; წარმოიშვა რომანტიზმის ეპოქაში და გავრცელდა ევროპის ბევრ ქვეყანაში.

მითრა [სპარს. Mitra] – ძველი ირანის, ძველი ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში: მზის, სინათლის, სიწმინდისა და სიმართლის

მითრაიზმ-ი - ძველი ირანის, ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში: მითრას კულტი; აღმოცენდა ზოროასტრიზმის ნიადაგზე; ახ. წელთაღრ. პირველ საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა რომის იმპერიაში; ქრისტიანობამ მისგან ისესხა ზიარების წეს-ჩვეულება, ჯვრის სიმბოლო, შობის დღესასწაული და სხვ.

მითურ-ი - 1. მითთან, მითებთან დაკავშირებელი. 2. (გადატ.). ზღაპრული, ლეგენდარული. 3. (გადატ.). შეთხზული, გამონაგონი, მოჩმახული.

Page 48: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიკადო [იაპ. Mikado] – იაპონიის იმპერატორების ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

მიკალექს-ი [ლათ. Mica ქარსი და lectum კრებული] – ქარსისა და მაცემენტებელ ნივთიერებათაგან დამზადებული პლასტმასა; იყენებენ როგორც ელექტროსაიზოლაციო მასალას.

მიკანიტ-ი [< ლათ. Mica ქარსი] – ქარსისა და მჭიდა ნივთიერებათაგან დამზადებული ფენოვანი საიზოლაციო მასალა; იყენებენ ელექტროტექნიკაში.

მიკაფოლიუმ-ი [ლათ. Mica ქარსი და folium ფოთოლი] – ელექტროსაიზოლაციო მასალა მაღალი ძაბვის ელექტრული დანადგარებისათვის; წარმოადგენს ქაღალდს, რომელზედაც დაწებებულია ნაწეწი ქარსის ფენები.

მიკობაქტერიებ-ი [ბერძ. Mykes სოკო და ბაქტერიები] – აქტინომიცეტების მონათესავე ბაქტერიები; ცალკეული სახეობანი იწვევენ ადამიანის დაავადებებს (მაგ., ტუბერკულოზს, კეთრს).

მიკოზ-ი [< ბერძ. Mykes სოკო] – საერთო სახელწოდება ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა დაავადებისა, რომელთაც პარაზიტი სოკოები იწვევენ.

-მიკოზ-ი [< ბერძ. Mykes სოკო] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სოკოვან დაავადებებს. მაგ., ბლასტომიკოზი.

მიკოლოგია [ბერძ. Mykes სოკო და logos მოძღვრება] – ბოტანიკის ნაწილი, რომელიც სოკოებს სწავლობს.

მიკორიზა [ბერძ. Mykes სოკო და rhiza ფესვი] – (ბოტან.). სოკოს მიცელიუმისა და უმაღლესი მცენარის ფესვის ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება (სიმბიოზი).

მიკოტროფულ-ი მცენარეები (მოკლედ: მიკოტროფები) [ბერძ. Mykes სოკო და tropoe საკვები; კვება] – (ბოტან.). მცენარეები, რომლებიც ქმნიან მიკორიზას და საკვებ ნივთიერებებს იღებენ ნიადაგიდან - ფესვებში ჩასახლებული მიკრო- [< Mikros პატარა, პაწაწა] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს: 1) ძალიან პატარას, წვრილს. მაგ., მოკროორგანიზმი. 2) რაც დაკავშირებულია ძალიან პატარა საგნების, სიდიდეების შესწავლასთან. მაგ., მოკროანალიზი. 3) მემილიონედ ნაწილს ზომის ძირითადი ერთეულისას, რომელიც მოცემულია სიტყვის მეორე ნაწილში. მაგ., მიკროვოლტი.

მიკროავტობუს-ი [ბერძ. Mikros პატარა და ავტობუსი] – პატარა ავტობუსი (10- 12-ადგილიანი).

მიკროამპერ-ი - (ელექტ.). ამპერის მემილიონედი ნაწილი.

მიკროამპერმეტრ-ი - მიკროამპერების გასაზომო ხელსაწყო.

მიკროანალიზ-ი [ბერძ. Mikros პატარა, მცირე და analysis ანალიზი] – მიკროქიმიის ნაწილი - თვისებრივი და რაოდენობრივი ქიმიური ანალიზის ისეთი

Page 49: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მეთოდების ერთობლიობა, რომელთა დროსაც ანალიზი სრულდება მცირე მოცულობით და ნივთიერებათა მცირე რაოდენობით.

მიკრობაროგრაფ-ი [ბერძ. Mikros პატარა, მცირე და (იხ. ბაროგრაფი)] – ბაროგრაფი, რომლითაც ხდება ატმოსფერული წნევის ცვლილებათა ავტომატური რეგისტრაცია დიდი სიზუსტით.

მიკრობებ-ი [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და bios სიცოცხლე] – საერთო სახელწოდება ბაქტერიებისა, აქტინომიცეტებისა, საფუარის და ობის სოკოებისა და სხვ.

მიკრობიოლოგ-ი - მიკრობიოლოგიის სპეციალისტი.

მიკრობიოლოგია - მეცნიერება, რომელიც მიკრობებს სწავლობს.

მიკროგლოსარიუმ-ი და მიკროგლოსარი [ბერძ. Mikros პატარა და ლათ. glossarium (იხ. გლოსარიუმი)] – (ლინგვ.). რაიმე ერთი დარგის (მაგ., ტექნიკის რომელიმე დარგის) ლექსიკონი, რომელსაც შეადგენენ ხოლმე მანქანური თარგმანის საჭიროებისათვის.

მიკროდენსიტომეტრ-ი [ბერძ. Mikros პატარა და (იხ. დენსიტომეტრი)] – იგივეა, რაც მიკროფოტომეტრი.

მიკროდისექცია [ბერძ. Mikros პატარა და ლათ. dissectio გაკვეთა] – იგივეა, რაც მიკრურგია.

მიკროელემენტებ-ი [ბერძ. Mikros პატარა, მცირე და ლათ. elementum (იხ. ელემენტი)] – ქიმიური ელემენტები, რომლებიც მოიპოვება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში (პროცენტის მეათასედი ნაწილების მიკროვოლტ-ი - (ელექტ.). ვოლტის მემილიონედი ნაწილი.

მიკროინსტრუმენტებ-ი [ბერძ. Mikros პაწაწა და ლათ. instrumentum ინსტრუმენტი, იარაღი] – პაწაწა ლაბორატორიული ინსტრუმენტები.

მიკროკეფალ-ი [ბერძ. Mikros პატარა და kephale თავი] – (ანთროპ.). ადამიანი, რომელსაც არანორმალურად პატარა თავი აქვს.

მიკროკეფალია - (ანთროპ.). თავის ქალას არანორმალური სიპატარავე.

მიკროკლიმატ-ი - პატარა სივრცის კლიმატი, რაც განპირობებულია ადგილის თავისებურებით (ტყით, მინდვრით, ჭაობით და სხვ.).

მიკროკლან-ი [ბერძ. Mikros პატარა და klino გადავხრი] – ქანწარმომქმნელი მინერალი მინდვრის შპატების ჯგუფისა; შედის გრანიტების, პეგმატიტების, გნაისების შემადგენლობაში; კერამიკული მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია.

მიკროკოკებ-ი [ბერძ. Mikros პატარა და (იხ. კოკები)] – ბურთისებრი ბაქტერიები; ზოგი სახეობანი ჩირქოვან დაავადებათა გამომწვევნი არიან.

Page 50: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიკროკოსმოს-ი [ბერძ. Mikros პატარა და kosmos სამყარო] – უმცირეს სიდიდეთა (ატომების, ელექტრონებისა და სხვ.) სამყარო.

მიკროკრისტალურ-ი - უწვრილესი კრისტალებისაგან შემდგაი.

მიკროლანდშაფტ-ი [ბერძ. Mikros პატარა და გერმ. Landschaft (იხ. ლანდშაფტი)] – მიწის ნაკვეთი, რომელიც განსხვავებულია ახლომახლო ადგილებისაგან რაიმე ნიშნებით (მაგ., ჭაობი ან ტყე მინდორში და სხვ.).

მიკროლითებ-ი [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და Lithos ქვა] – 1. (გეოლ.). პაწაწა, მიკროსკოპული პრიზმული კრისტალები ეფუზიური ქანების ძირითადი მასისა. 2. (არქეოლ.). გეომეტრიული ფორმის მინიატურული ქვის იარაღები მეზოლითის ეპოქის პირველყოფილი ადამიანისა.

მიკროლიტრაჟიან-ი [ბერძ. Mikros მცირე და ფრანგ. litrage (იხ. ლიტრაჟი)] –: მიკროლიტრაჟიანი ავტომობილი - პატარა მსუბუქი ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ინდივიდუალური სარგებლობისთვის, აგრეთვე სპეციალური სამსახურებისათვის, (სამედიცინო მომსახურება, ფოსტა და სხვ.).

მიკრომანიპულატორ-ი [ბერძ. Mikros პაწაწა და ფრანგ. Manipulateur (იხ. მანიპულატორი)] – ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხერხდება მიკროინსტრუმენტების ფაქიზი და ზუსტი მოძრაობა და სრულდება რთული ოპერაციები მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებულ უჯრედზე.

მიკრომანომეტრ-ი [ბერძ. Mikros პატარა და (იხ. მანომეტრი)] – მგრძნობიარე მანომეტრი წნევის მცირე სხვაობათა გასაზომად.

მიკრომეტრ-ი [ბერძ. Mikros პატარა და metreo ვზომავ] – 1. უმცირეს ხაზოვან სიდიდეთა ზუსტად გასაზომი ხელსაწყო. 2. მიკრონის ახალი სახელწოდება (1967 წლიდან).

მიკრომეტრია - უმცირესი ხაზებისა და ნაწილების გაზომვა.

მიკრომინიატიურიზაცია [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და miniatiurizacia] – რისამე (მაგ., რაკეტებში გამოსაყენებელ ხელსაწყოთა) ზომების მკვეთრი შემცირება.

მიკრონ-ი [ბერძ. Mikron პატარა] – მეტრის მემილიონედი ანუ მილიმეტრის მეათასედი ნაწილი [სახელწოდება „მ». გაუქმებულია ზომა-წონის მე-13 გენერალური კონფერენციის მიერ (1967 წ.); მისი რეკომენდაციით ამ ერთეულს ეწოდება მიკრომეტრი] –.

მიკრონაწილაკებ-ი [ბერძ. Mikros პატარა, მცირე] – ძალიან მცირე მასის მქონე ნაწილაკები, ისეთები, როგორიცაა ელემენტარული ნაწილაკები (იხ. ელემენტარული), აგრეთვე ატომგულები, ატომები, მოლეკულები; მ.-ის მოძრაობას აღწერს კვანტური მექანიკა.

Page 51: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიკროორგანიზმებ-ი - საერთო სახელწოდება მიკროსკოპულ ცოცხალ არსებათა, რომლებიც მიეკუთვნებიან უდაბლეს ორგანიზმებს (ასეთებია: ბაქტერიები, ობის სოკოები, მიკროსკოპული წყალმცენარეები და უმარტივესნი).

მიკროპარკირება - ავტომობილების მოთავსება დიდი თანამედროვე ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომებში.

მიკროპილე [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და pyle ჭიშკარი; ხვრელი, ნახვრეტი] – 1. (ზოოლ.). მწერების, ობობების, ზოგი მოლუსკის, ზოგი თევზის და სხვა ცხოველების კვერცხის გარსში არსებული ერთი ან რამდენიმე ნახვრეტი, რომლებიდანაც კვერცხში შედის სპერმატოზოიდი. 2. (ბოტან.). უმაღლესი თესლოვანი მცენარეების თესლკვირტის წვეროზე არსებული ნახვრეტი, დროს) შედის მტვრის მილი (ქართ. სინონ. მტვერსავალი, თესლსავალი).

მიკროპროცესორ-ი - ინფორმაციის დამუშავების პროგრამულად მართული მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია ერთ კრისტალზე ან რამდენიმე დიდ ინტეგრალურ სქემაზე; იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მიკრომანქანებში, ავტომატური მართვის სისტემებში.

მიკრორაიონ-ი - რაიონის უმცირესი ერთეული, რომელიც რაიმე თავისებურებით ხასიათდება.

მიკრორელიეფ-ი - ადგილის რელიეფი, სადაც სიმაღლეებს შორის სხვაობა რამდენიმე მეტრია.

მიკროსეისმებ-ი [ბერძ. Mikros მცირე და seismos მიწისძვრა] – დედამიწის სულ უმნიშვნელო რყევები, რომლებსაც იწვევენ ციკლონები და ტაიფუნები.

მიკროსკოპ-ი [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და skopeo ვუყურებ] – ოპტიკური ხელსაწყო თვალით უხილავი საგნების დასანახავად.

მიკროსკოპია - 1. პრაქტიკული დისციპლინა, რომელიც სწავლობს მიკროსკოპის მოწყობილობასა და გამოყენებას, აგრეთვე მიკროსკოპული პრეპარატების მომზადებას. 2. რისამე შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით.

მიკროსკოპულ-ი - 1. მიკროსკოპის საშუალებით გაკეთებული. მაგ., მიკროსკოპული ანალიზი. 2. რაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დავინახოთ; ძალიან პატარა, პაწაწა.

მიკროსოციოლოგია [ბერძ. Mikros პატარა, მცირე და სოციოლოგია - ბურჟუაზიული სოციოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება; მისი უფრო გავრცელებული სახელწოდებაა სოციომეტრია.

მიკროსპორანგიუმ-ი [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და (იხ. სპორანგიუმი)] – (ბოტან.). სპორანგიუმი, რომელშიც ვითარდება მიკროსპორები.

მიკროსპორებ-ი [ბერძ. Mikros პატარა, პაწაწა და spora (იხ. სპორა)] – (ბოტან.). წვრილი სპორები (მაგ., წყლის გვიმრებისა), რომლებისგანაც ვითარდება მხოლოდ მამრობითი წანაზარდები.

Page 52: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიკროსპოროფილ-ი [ბერძ. Mikros პატარა და (იხ. სპოროფილი)] – (ბოტან.). მცენარის სახეცვლილი ფოთოლი, რომელზედაც ვითარდებიან მიკროსპორანგიუმები.

მიკროსტრუქტურა - მაგარ ნივთიერებათა აგებულება, რის დანახვაც უმიკროსკოპოდ არ შეიძლება (შდრ. მაკროსტრუქტურა).

მიკროსქემა: ინტეგრალური მიკროსქემა - იხ. ინტეგრალური.

მიკროტელეფონ-ი - ტელეფონის მილი, ყურმილი.

მიკროტიპია [მიკრო(სკოპი) და ბერძ. typos ანაბეჭდი] – მიკროსკოპიდან გადაღებული ფოტოსურათის ანაბეჭდი.

მიკროტომ-ი [ბერძ. Mikros პატარა და tome გაკვეთა] – ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლითაც იღებენ ცხოველთა და მცენარეთა ქსოვილის ანათალს მისი აგებულების შესასწავლად მიკროსკოპის საშუალებით.

მიკროტრონ-ი [ბერძ. Mikros პატარა და (ელექ)ტრონი] – (ფიზ.). ელექტრონების მაჩქარებლის ერთ-ერთი სახეობა.

მიკროფაგებ-ი [ბერძ. Mikros პატარა და phagos მჭამელი, შთამნთქმელი] – სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ერთ-ერთი ფორმა; ორგანიზმის ანთებითი რეაქციის დროს მ. გამოსახლდებიან და იჭერენ, შთანთქავენ და ინელებენ მიკრობებს (სინონ. ნეიტროფილები; იხ. აგრეთვე მაკროფაგები).

მიკროფილმ-ი - ხელნაწერი, ნაბეჭდი ან გრაფიკული ტექსტის ძლიერ დაპატარავებული გამოსახულება კინო- ან ფოტოფირზე.

მიკროფლორა - ერთობლიობა მცენარეული მიკროორგანიზმებისა, რომლებიც მოიპოვება რაიმე ბუნებრივ გარემოში (ნიადაგში, წყალში, ჰაერში, საკვებ პროდუქტებში და სხვ.).

მიკროფონ-ი [ბერძ. Mikros პატარა და plone ბგერა] – მოწყობილობა, რომელიც ბგერითს რხევებს გარდაქმნის ელექტრულ რხევებად ხმის დიდ მანძილზე გადასაცემად ან მის გასაძლიერებლად.

მიკროფორიან-ი - 1. რასაც მიკროსკოპული ფორმები აქვს; ძალიან წვრილად დაჩვრეტილი (ითქმის რეზინზე). 2. ასეთი რეზინისაგან გაკეთებული. მაგ., მიკროფორიანი ლანჩა.

მიკროფოტოგრაფია - 1. მიკროსკოპის საშუალებით გადიდებული ობიექტების ფოტოგადაღება. 2. გადიდებული გამოსახულება, მიღებული ამ წესით.

მიკროფოტომეტრ-ი [ბერძ. Mikros პატარა, მცირე და (იხ. ფოტომეტრი)] – ხელსაწყო ოპტიკური სიმკვრივეების გასაზომად ფოტოგრაფიულ გამოსახულებათა (სპექტროგრამის, რენტგენოგრამის, ასტრონომიული ფოტოგრაფიის და სხვ.) მცირე მონაკვეთებზე; აღჭურვილია მიკროსკოპული ოპტიკით (სხვანაირად: მიკროდენსიტომეტრი).

Page 53: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიკროქიმია [ბერძ. Mikros მცირე და qimia] – მეცნიერება ქიმიური ანალიზისა და სინთეზის ხერხების შესახებ, რომლებსაც მიმართავენ უმცირესი რაოდენობის ნივთიერებებზე ცდების დროს.

მიკროქირურგია [ბერძ. Mikros პატარა და qirurgia] – ქირურგიული ოპერაციის წარმოება მიკროსკოპის ქვეშ ძალიან პატარა ქსოვილებზე, სისხლძარღვებზე, პაწაწა ძვლებზე (პირველად გამოიყენეს ოტოლარინგოლოგიაში, შემდეგ ოფთალმოლოგიაში, ახლა ინერგება გინეკოლოგიაში, ნეიროქირურგიაში).

მიკროცეფალ-ი, მიკროცეფალია - იხ. მიკროკეფალი, მიკროკეფალია.

მიკროჰეს-ი [ბერძ. Mikros პატარა ჰესი (= ჰიდროელექტროსადგური)] – მცირე სიმძლავრის ჰიდრავლიკური ელექტროსადგური.

მიკრურგია [ბერძ. Mikros პატარა და ergon მუშაობა] – ოპერაციების წარმოება მიკროსკოპის ქვეშ სპეციალური ინსტრუმენტით (მიკრომანიპულატორით) ძალიან პატარა ობიექტებზე (მიკროორგანიზმებზე, უჯრედებზე, ქრომოსომებზე და სხვ.); მიკროდისექცია.

მილ-ი [ინგლ. Mile] – სიგრძის საზომი არამეტრული ერთეული, რომელსაც ახლა უპირატესად საზღვაო საქმეში იყენებენ; საერთაშორისო საზღვაო მილი უდრის 1, 85 კმ-ს.

მილდიუ [ინგლ. Mildew] – ვაზის ავადმყოფობა ერთგვარი (ქართ. სინონ. ჭრაქი).

მილედი [ინგლ. Nilady] – ინგლისში: დიდგვაროვანი გათხოვილი ქალის, ლორდის მეუღლის ხსენება ანდა მისდამი მიმართვა.

მილენარიზმ-ი [< ლათ. Mille ათასი და annus წელიწადი] – იგივეა, რაც ქილიაზმი.

მილეტ-ის სკოლა - ძველ საბერძნეთში: პირველი ფილოსოფიური სკოლა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ გულუბრყვილო მატერიალისტები: თალესი, ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე (მე-6 ს. ძვ. წელთაღრ.) [იონიის ქ. მილეტის( Miletos) სახელის მიხედვით] –.

მილი- [ლათ. Milee ათასი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს მეათასედ ნაწილს ძირითადი ერთეულისას, რომელიც მოცემულია სიტყვის მეორე ნაწილში. მაგ., მილიმეტრი. მილიგრამი.

მილიამპერ-ი - ამპერის მეათასედი ნაწილი.

მილიამპერმეტრ-ი [ლათ. Mille ათასი და (იხ. ამპერმეტრი)] – ამპერმეტრი, რომლითაც დენის ძალას ზომავენ მილიამპერებით.

მილიარდ-ი [ფრანგ. Milliard] – რიცხვი 1. 000. 000. 000; ათასი მილიონი.

Page 54: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მილიარდერ-ი [ფრანგ. Milliardaire] – მილიარდად (მილიარდებად) ღირებული ქონების პატრონი.

მილიარისიუმ-ი [გვიანდ. ლათ. Miliarisium < ლათ. Miliarensis მეათასედი] – გვიანდელი რომისა და ადრინდელი ბიზანტიის (მე- 4-7 სს.) ვერცხლის მონეტა.

მილიარიუმ-ი [ლათ. Milliarium] – ძველ რომში: 1. სიგრძის საზომი; უდრიდა 1. 000 ორმაგ ნაბიჯს (ანუ 1, 48 კმ-ს); იგივეა, რაც რომაული მილი. 2. ქვის ბოძები, რომლებიც დადგმული იყო რომიდან პროვინციებში მიმავალ გზებზე ერთმანეთისაგან თითო მილის დაშორებით.

მილიგრამ-ი - გრამის მეათასედი ნაწილი.

მილიერანიზმ-ი - ოპორტუნისტული მიმდინარეობა დასავლ. ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში მე-19 საუკ. ბოლოს და მე-20 საუკ. დასაწყისში [ფრანგი სოციალისტის მილიერანის (Millerane) გვარის მიხედვით, რომელიც 1899 წ. შევიდა საფრანგეთის რეაქციულ ბურჟუაზიულ მთავრობაში] –.

მილივოლტ-ი - ვოლტის მეათასედი ნაწილი.

მილიმეტრ-ი - მეტრის მეათასედი (სანტიმეტრის მეათედი) ნაწილი.

მილიონ-ი [ფრანგ. Million] – რიცხვი 1. 000. 000; ათასჯერ ათასი.

მილიონერ-ი [ფრანგ. Millionaire] – 1. მილიონად (მილიონებად) ღირებული ქონების პატრონი. 2. საბჭოთა კავშირში: იტყვიან კოლმეურნეობაზე, რომლის ქონება მილიონ მანეთად, მილიონებად ღირს. 3. საბჭოთა კავშირში: იტყვიან მფრინავზე, რომელსაც ნაფრენი აქვს ერთი ან რამდენიმე მილიონი კილომეტრი.

მილიტარიზაცია - იმპერიალისტურ სახელმწიფოთა ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დამორჩილება დამპყრობლური ომის მომზადების მიზნებისათვის; სამხედრო ორგანიზაციის მეთოდების გადატანა სამოქალაქო ურთიერთობათა სფეროში.

მილიტარიზმ-ი [< ლათ. Militaris სამხედრო] – 1. შეიარაღებისა და ომისათვის მზადების რეაქციული პოლიტიკა, რასაც ადგანან იმპერიალისტური სახელმწიფოები. 2. აგრესიული სამხედრო წრეების პოლიტიკური ბატონობა.მილიტარისტ-ი - პირი, რომელიც მილიტარიზმის პოლიტიკას ადგას.

მილიცია [ლათ. Militia მხედრობა] – 1. საბჭოთა კავშირში და ზოგ სხვა სოციალისტურ ქვეყანაში: ადმინისტრაციული ორგანო საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დასაცავად; ამ ორგანოს ადგილობრივი სამმართველო. 2. არამუდმივი ჯარი, შექმნილი სახელმწიფო ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებში.

მილორდ-ი [ინგლ. Milord] – ინგლისში: არისტოკრატის, ლორდის ხსენება.

მილორდ - მისდამი მიმართვა.

Page 55: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მილრეის-ი [პორტუგ. Milreis] – ფულის ერთეული ბრაზილიაში (1942 წ. შეიცვალა კრუზეიროთი) და პორტუგალიაში (1911 წ. შეიცვალა ესკუდოთი).

მიმ-ი [ბერძ. Mimos] – 1. ძველ საბერძნეთსა და რომში: სახალხო წარმოდგენა, რომელშიც გაერთიანებული იყო დიალოგი, სიმღერა და ცეკვა. 2. ასეთი წარმოდგენის მონაწილე მსახიობი; აქედან შემდეგ იტალიაში განვითარდა ცომმედი დელლ არტე („ნიღბების კომედია»). იხ. კომედია2. 3. ამჟამად პანტომიმის შემსრულებელ მსახიობს უწოდებენ.

მიმანსა [სანსკრ.] – ინდუიზმის ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფიური სისტემა (ექვსიდან).

მიმას-ი - პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა ვ. ჰერშელმა 1789 წ.

მიმეოგრაფ-ი [ბერძ. Mimeomai ვბაძავ და grapho ვწერ] – აპარატი, რომელსაც იყენებენ ნაწერი ტექსტის ანაბეჭდების მისაღებად (მცირე რაოდენობით).

მიმეტიზმ-ი [< ბერძ. Mimetes მიმბაძველი] – (ბიოლ.). მიმიკრიის სახეობა - ზოგი ცხოველის დამსგავსება იმავე ადგილას მცხოვრებ სხვა ცხოველთან.

მიმიკა [< ბერძ. Mimikos მიმბაძველობითი] – 1. სახის კუნთების მოძრაობა, რომელიც გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და განცდებს, განწყობილებას. 2. გრძნობების, განცდების გამოხატვის ხელოვნება სახის კუნთების სათანადო მოძრაობით.

მიმიკრია [ინგლ. Mimicry < ბერძ.] – (ბიოლ.). ზოგი სახეობის ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი შეგუება - ფორმით ან ფერით დამსგავსება გარემო საგნებთან, სხვა ცხოველებთან და მცენარეებთან.

მიმისტ-ი - მსახიობი, რომელიც ოსტატურად ფლობს მიმიკას.

მიმოდრამა - იგივეა, რაც პანტომიმა.

მიმოზა [< ბერძ. Mimos მიმბაძველი] – 1. სამხრეთის ქვეყნებში გავრცელებული მცენარე; აქვს პატარა ყვავილები. მორცხვი მიმოზა - მიმოზის ერთ-ერთი სახეობა; აქვს მეტად მგრძნობიარე ფოთლები, რომლებიც შეხებისას იკეცება და ქვევით ეშვება. 2. სუბტროპიკული მარადმწვანე აკაციის სახეობა; აქვს ბუმბულის მსგავსი ყვითელი ყვავილები.

მინა [ლათ. Mina < mna] – ფულისა და წონის ერთეული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში და ანტიკურ საბერძნეთში.

მინარეთ-ი [არაბ. Minaret] – მეჩეთის კოშკი, საიდანაც მუეძინი მუსლიმანებს სალოცავად მოუწოდებს.

მინეზინგერ-ი [გერმ. Minnesinger] – შუა საუკუნეებში გერმანიაში: პოეტ-მომღერალი, რომელიც სიყვარულსა და რაინდობას უმღეროდა.

Page 56: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მინერალ-ი [ფრანგ. Minéral] – ბუნებრივი ქიმიური ნაერთი ან ელემენტი, რომელიც შედის დედამიწის ქერქის შემადგენლობაში.

მინერალიზატორებ-ი (გეოლ.). მაგმაში გახსნილი აირები (ფთორი, ქლორი და სხვ.) და წყლის ორთქლი, რომლებიც ხელს უწყობენ ამოფრქვეული ქანების კრისტალიზაციას.

მინერალიზაცია და მინერალიზება - 1. ორგანულ ნივთიერებათა გარდაქმნა მინერალებად, მინერალურ ნაერთებად. 2. რისამე გაჯერება მინერალური მარილებით.

მინერალით-ი [მინერალი და ბერძ. lithos ქვა] – აზბესტური ცემენტი; იყენებენ უწვავი გადასახურების, კიბეების, იატაკების და სხვ. დასამზადებლად.

მინერალოგ-ი - მინერალოგიის სპეციალისტი.

მინერალოგია [ფრანგ. Minéral მინერალი და ბერძ. logos მოძღვრება] – მეცნიერება მინერალების შესახებ.

მინერალურ-ი - 1. რაც მინერალს წარმოადგენს, მინერალებისაგან შემდგარი. მაგ., მინერალური სასუქები. 2. მინერალების შემცველი მაგ., მინერალური წყალი.

მინერვა [ლათ. Minerva] – მითოლოგიაში: სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის მფარველი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ათენა).

მინი- - (შემოკლ.). მინიმალური ან მინიატიურული; ითქმის ძალიან მოკლე კაბაზე, ქვედატანზე, აგრეთვე ძალიან პატარა ავტომობილზე.

მინიატიურა [იტალ. Miniatura] – 1. პატარა ფერადი სურათი ან მოხატული მთავრული ასო ძველ ხელნაწერებში, წიგნებში. 2. ფაქიზად შესრულებული პატარა სურათი, პორტრეტი. 3. პატარა ლიტერატურული ან მუსიკლაური ნაწარმოები. 4. (გადატ.). დაპატარავებული რამ.

მინიატიურიზაცია - (სპეც.). რაიმე ხელსაწყოების, მოწყობილობათა და მისთ. ზომების შემცირება.

მინიატიურისტ-ი - მინიატიურების მხატვარი; მინიატიურების მწერალი.

მინიატიურულ-ი 1. მინიატიურასთან დაკავშირებული. 2. ძალიან პატარა და კოხტა.

მინიმალ-ი [< ლათ. Minimus ყველაზე პატარა, უპატარავესი] – (სპეც.). საგანი ყველაზე პატარა ზომისა (როგორისაც კი შეიძლება დაუშვან ან გაითვალისწინონ.

მინიმალიზმ-ი [< ლათ. Minimus უმცირესი] – მოთხოვნათა დაყვანა მინიმუმამდე.

Page 57: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მინიმალურ-ი [< ლათ. Minimus უმცირესი] – ყველაზე ნაკლები, უმცირესი (საპირისპ. მაქსიმალური).

მინიმუმ-ი [ლათ. Minimum] – 1. ყველაზე ნაკლები რაოდენობა რისამე (საპირისპ. მაქსიმუმი). 2. ცოდნის ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია ამა თუ იმ დარგში. მაგ., ტექნიკური მინიმუმი. საკანდიდატო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი - სახსრების უმცირესი რაოდენობა, რაც საჭიროა არსებობისათვის.

მინიონ-ი [ფრანგ. Mignon პაწაწა] – სასტამბო შრიფტი, პეტიტზე წვრილი, რომლის ზომა (კეგელი) უდრის 7 პუნქტს (2, 6 მმ).

მინისტერიალებ-ი [გვიანდ. ლათ. Ministeriales] – შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: მეფის ან მსხვილი ფეოდალის მსახურები.

მინისტრ-ი [ფრანგ. Ministre] – მთავრობის წევრი, რომელიც მეთაურობს ამა თუ იმ სამინისტროს. მინისტრთა საბჭო - მთავრობა. უპორტფელო მინისტრი - ზოგ კაპიტალისტურ ქვეყანაში: მინისტრი, რომელიც არ განაგებს სახელმწიფო მმართველობის რაიმე ცალკე დარგს, არამედ ასრულებს განსაკუთრებულ დავალებებს. სამინისტრო - 1) ცენტრალური სამთავრობო დაწესებულება, რომელიც განაგებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ დარგს. 2) ამა შემადგენლობა, მთავრობა ბურჟუაზიული პარლამენტარიზმის სისტემაში.

მინორ-ი [ფრანგ. Mineur] – (მუს.). მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის მცირე ტერციაზე აგებულ აკორდს; დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი (საპირისპ. მაჟორი). მინორშია - გადატანით იტყვიან, როდესაც ვინმე მოწყენილია, ნაღვლიანადაა.

მინორატ-ი [გერმ. Minorat < ლათ. Minor უმცროსი] – 1. მემკვიდრეობის ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითაც ქონება მთლიანად გადადის ოჯახში ყველაზე უმცროსის ხელში. 2. ამ წესით მიღებული მამული (შდრ. მაიორატი).

მინორიტებ-ი [< ლათ. (Fratres) Minores უმცროსი (ძმები)] – იგივეა, რაც ფრანცისკელები. მინორულ-ი - 1. (მუს.). მინორთან დაკავშირებული; მინორისათვის დამახასიათებელი ბგერების შეხამებაზე დამყარებული. 2. (საუბ., გადატ.). ნაღვლიანი, კაეშნიანი (გუნება, განწყობილება).

მინოს-ი [ბერძ. Minos] – ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსისა და ევროპეს შვილი, კუნძულ კრეტის მეფე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გახდა სულების ერთ-ერთი მსაჯული მიწისქვეშეთის სამეფოში.

მინოტავრ-ი [ბერძ. Minotauros მინოსის ხარი] – ბერძნულ მითოლოგიაში: ურჩხული, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ხარის თავი; მეფე მინოსს ჰყავდა ლაბირინთში და კვებავდა ჭაბუკებითა და ქალიშვილებით, რომელთაც ათენელები გზავნიდნენ ხარკად კუნძულ კრეტაზე.

მინუს-ი [ლათ. Minus ნაკლებად] – 1. (მათემ.). ნიშანი (-), რომელიც აღნიშნავს გამოკლებას ან უარყოფით სიდიდეს. 2. იგივე ნიშანი, რომელიც

Page 58: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

აღნიშნავს ტემპერატურას ნულს ქვემოთ. 3. (გადატ.). უარყოფითი მხარე, ნაკლი (საპირისპ. პლუსი).

მინუსკულებ-ი [ლათ. Minusculus პაწაწკინტელა] – პატარა ასოები (უპირტესად ძველი ბერძნული და ლათინური დამწერლობისა). საპირისპ. მაიუსკულები.

მინუტ-ი [ლათ. Minutus შემცირებული,პატარა] – 1. კუთხისა და რკალის საზომი ერთეული; უდრის გრადუსის 1/60 ნაწილს; აღინიშნება ґ ნიშნით ციფრის მარჯვნივ. 2. (მოძვ.). წუთი.

მიო- [< ბერძ. Mys (Myos) - კუნთი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს კუნთებთან დაკავშირებულს; მიოკარდი.

მიობლასტებ-ი [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და blastos ღივი, ჩანასახი] – (ანატ.). ცხოველებისა და ადამიანის ახალგაზრდა კუნთოვანი უჯრედები.

მიოგლობინ-ი [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და (იხ. გლობინი)] – კუნთების ჰემოგლობინი; კუნთების რთული ცილა წითელი ფერისა; შემადგენლობითა და თვისებებით ახლოსაა ჰემოგლობინთან; მომუშავე კუნთს უზრუნველყოფს ჟანგბადის ერთგვარი მარაგით; განსაკუთრებით ბევრი მ. მოიპოვება სელაპის, ვეშაპის, დელფინის და მისთ.-ის კუნთებში, რის წყალობითაც მათ შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა.

მიოგრაფ-ი - მიოგრაფიისათვის საჭირო ხელსაწყო.

მიოგრაფია [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და grapho ვწერ] – კუნთების შეკუმშვითი მოქმედების რეგისტრაცია.

მიოზინ-ი [< ბერძ. Mys (Myos) კუნთი] – ცილა, რომელიც შედის კუნთოვანი ქსოვილის შემკუმშავი ელემენტების შემადგენლობაში; შეადგენს კუნთის ცილების 40-60%-ს.

მიოზიტ-ი [< ბერძ. Mys (Myos) კუნთი] – (მედიც.). კუნთების ანთება.

მიოკარდ-ი [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და kardia გული] – (ანატ.). გულის კუნთოვანი კედელი.

მიოკარდიტ-ი - (მედიც.). გულის კუნთის, მიოკარდის ანთება.

მიოკლონია [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და klonos უწესრიგო მოძრაობა, არევ-დარევა] – (მედიც.). კუნთების ცალკეული ჯგუფებისა და კუნთოვანი ბოჭკოების არანებისმიერი და არარიტმული სწრაფი შეკუმშვები; იწვევს ანთებითი, ტოქსიკურ-ალერგიული და სხვა პროცესები.

მიოლოგია [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და logos მოძღვრება] – ანატომიის ნაწილი, რომელის კუნთებს შეისწავლის.

მიომა [< ბერძ. Mys (Myos) კუნთი] – (მედიც.). კეთილთვისებიანი სიმსივნე კუნთოვანი ქსოვილისა; შირად ვითარდება საშვილოსნოში.

Page 59: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიოპათია [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და pathos ტანჯვა, ავადმყოფობა] – (მედიც.). კუნთების მემკვიდრეობითი განვითარებადი დისტროფია.

მიოპია [< ბერძ. Myops (Myopos) ახლომხედველი] – (მედიც). ახლომხედველობა.

მიოტონია [ბერძ. Mys (Myos) კუნთი და tonos დაჭიმულობა, დაძაბულობა] – (მედიც.). მემკვიდრეობითი ნერვულ-კუნთოვანი დაავადება - შეკუმშული კუნთი დიდხანს ვერ დუნდება და შემდეგ მისი მოდუნება ხდება ძალიან ნელა.

მიოცენ-ი [ბერძ. Meion ნაკლებად და kainos ახალი] – (გეოლ.). დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი (20-25 მილიონიდან 6 მილიონ წლამდე ძვ. წელთაღრიცხვით).

მირაბელ-ი [ფრანგ. Mirabelle] – ერთგვარი ჯიშის ღოღნაშო; აქვს წვრილი ყვითელი ნაყოფი.

მირაბილიტ-ი [< ლათ. Mirabilis საოცარი] – იგივეა, რაც გლაუბერის მარილი.

მირაკლ-ი [ფრანგ. Miracle სასწაული] – შუა საუკუნეებში: რელიგიურ-დამრიგებლობითი პიესა, რომელშიც აღწერილი იყო სასწაულები და მისთ.; განსაკუთრებული განვითარება პოვა საფრანგეთში.

მირანდა - პლანეტა ურანის თანამგზავრი; აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა ჯ. პ. კოიპერმა 1948 წ.

მირაჟ-ი [ფრანგ. Mirage] – 1. ატმოსფეროს ოპტიკური მოვლენა, როდესაც ჰორიზონტთან ჩნდება დედამიწაზე არსებული საგნების ცრუ გამოსახულებანი. 2. (გადატ.). მოჩვენებითი რამ.

მირაჯ-ი [არაბ.] – მუსლიმანთა ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული - ცაზე მუჰამადის ლეგენდარული ღამეული ამაღლების აღსანიშნავად.

მირზა [სპარს. Mirza] – 1. ირანში: სამეფო სახლის წევრების ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. 2. ირანში: უმაღლესი მოხელის ან მეცნიერეის საპატიო სახელი. 3. აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში: მდივანი, მწერალი.

მირიად-ი [ბერძ. Myrias (Myriados) ათი ათასი] – (წიგნ.). ურიცხვი, უთვალავი.

მირიკინ-ი და დურუკული - ფართოცხვირიანი მაიმუნი; პატარაა; ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტყიან მთებში; მსოფლიოში ერთადერთი მაიმუნი, რომელსაც დღისით სძინავს, რამე კი - ღვიძავს.

მირინგიტ-ი [< გვიანდ. ლათ. Myringe დაფის აპკი] – (მედიც.). ყურის დაფის აპკის ანთება.

მირმეკოფილია [ბერძ. Myrmex (Myrmekos) ჭიანჭველა და phileo მიყვარს] – ზოგი მცენარის აგებულების ან გამონაყოფის გამოყენება

Page 60: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ჭიანჭველების მიერ (მაგ., ისინი სახლდებიან მცენარეთა ღრუ ღეროებში, იკვებებიან მცენარეთა ტკბილი გამონაყოფით და სხვ.); მ. გავრცელებულია უპირატესად ტროპიკულ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში.

მირმეკოქორია [ბერძ. Myrmex (Myrmekos) ჭიანჭველა და choreo ვვრცელდები] – ჭიანჭველების მიერ მცენარეთა თესლის გავრცელება.

მირტ-ი [ბერძ. Myrtos] – მარადმწვანე ბუჩქი ან ხე; იკეთებს თეთრ სურნელოვან ყვავილებს; ხარობს უპირატესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ არეებში.

მის [ინგლ. Miss] – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში: გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩეულებრივ სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

მისგით-ი [არაბ.] – იგივეა, რაც მეჩეთი.

მისდიმინორ-ი [ინგლ. Misdemeanor] – სამართლის ანგლოსაქსურ სისტემაში: ისეთ წვრილმან სისხლის სამართლის დანაშაულობათა კატეგორია, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიჯნაზეა.

მისია [ლათ. მისსიო გაგზავნა] – 1. საგანგებო დავალება. 2. (წიგნ.). უმაღლესი დანიშნულება, საპასუხისმგებლო როლი. 3. მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში უდგას დესპანი ან საქმეთა რწმუნებული. 4. ერთი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც იგზავნებიან სხვა ქვეყანაში სპეციალური მიზნით. 5. მისიონერთა ორგანიზაცია.

მისიონ-ი [ფრანგ. Mission] – იგივეა, რაც მისია (მნიშვ. 5).

მისიონერ-ი [ფრანგ. Missionnaire] – ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.

მისის [ინგლ. Mistress] – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში: გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ან სახელსა და გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

მისტაგოგ-ი [ბერძ. Mystagogos] – ძველ საბერძნეთში: ქურუმი, რომელიც მისტერიებს (მნიშვ. 1) განაგებდა.

მისტერ [ინგლ. Mister] – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო.

მისტერია [ბერძ. Mysteria საიდუმლოებანი] – 1. ანტიკურ ქვეყნებში (საბერძნეთში, რომში და სხვ.): საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. 2. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: დრამა, რომელსაც მისტიკა [< ბერძ. Mystikos საიდუმლო] – 1. რწმენა, რომლის მიხედვითაც ადამიანს თითქოს

Page 61: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს საიქიოსთან; ზებუნებრივი ძალების რწმენა. 2. (გადატ.). იდუმალი რამ.

მისტიკოს-ი - პირი, რომელსაც მისტიკა სწამს; რომელიმე რელიგიურ-მისტიკური მოძღვრების მიმდევარი.

მისტიკურ-ი - მისტიკასა და მისთიციზმთან დაკავშირებული.

მისტიფიკატორ-ი - პირი, რომელიც მისტიფიკაციებს მისდევს; თაღლითი.

მისტიფიკაცია [ფრანგ. Mystification < ბერძ.] – განზრახ ვისიმე შეცდენა, მოტყუება.

მისტიციზმ-ი - მისტიკაზე დაფუძნებული რელიგიურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა; მიდრეკილება მისტიკისადმი.

მისტრალ-ი [ფრანგ. Mistral] – ჩრდილოეთის ცივი და მშრალი ქარი სამხრეთ საფრანგეთში.

მისტრის [ინგლ. Mistress] – (მოძვ.). იგივეა, რაც მისის.

მიტელ-ი [გერმ. Mittel- (რთულ სიტყვებში) საშუალო, შუა] – სასტამბო შრიფტი, ციცეროზე დიდი, ხოლო ტერციაზე ნაკლები; მისი ზომა (კეგელი) 14 პუნქტია (დაახლ. 5, 25 მმ.).

მიტელშპილ-ი [გერმ. Mittelspiel შუა თამაში] – ჭადრაკის პარტიის შუა ნაწილი.

მიტენ-ი [ფრანგ. Mitaines (მრ.)] – ქალის ნახევარხელთათმანი, უთითებო ხელთათმანი.

მიტინგ-ი [ინგლ. Meeting] – მასობრივი კრება რაიმე საჭირბოროტო (უპირატესად პოლიტიკურ) საკითხებზე.

მიტკალ-ი [არაბ.-სპარს.] – ბამბის თეთრი წმინდა ქსოვილი; სათანადო გამოყვანის შედეგად მისგან მიიღება ჩითი, მადაპოლამი, მუსლინი და სხვ.

მიტოზ-ი [ბერძ. Mitos ძაფი] – (ბიოლ.). უჯრედების არაპირდაპირი (რთული) დაყოფა - მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების გამრავლების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც ხდება ქრომოსომის გარდაქმნა (სხვანაირად: კარიოკინეზი).

მიტოქონდრიებ-ი [ბერძ. Mitos ძაფი და chondros მარცვალი, კვნიტი] – (ბიოლ.). იგივეა, რაც ქონდრიოსომები.

მიტრა1 [ბერძ. Mitra] – უმაღლეს სასულიერო პირთა (აგრეთვე დამსახურებულ მღვდელთა) მაღალი მრგვალი თავსარქმელი, რომელსაც იხურავენ მღვდელმსახურების დროს.

მიტრა2 - (უმართებ.). იხ. მითრა.

Page 62: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მიტრალიეზ-ი [ფრანგ. Mitralleuse] – ძველებური მრავალლულიანი იარაღი.

მიტროპოლიტ-ი [ბერძ. Metropolites] – მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა უმაღლესი წოდებულება; ამ წოდებულობის მქონე პირი.

მიუზეტ-ი [ფრანგ. Musette] – 1. გუდასტვირი ერთგვარი; გავრცელებული იყო საფრანგეთში მე-17-18 სს.-ში. 2. ძველებური მხიარული ფრანგული ცეკვა; სრულდებოდა ამ საკრავის აკომპონიმენტით.

მიუზიკლ-ი [ინგლ. Misical] – მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები უპირატესად კომედიური ხასიათისა, რომელშიც გამოყენებულია თანამედროვე ყოფითი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ოპერეტის, ოპერის გამომსახველობითი საშუალებანი; ასეთი ჟანრის კინოფილმი.

მიუზიკლ-ჰოლ-ი [ინგლ. მუსიც-ჰალლ] – საესტრადო თეატრი.

მიულ-ი [ინგლ. Mule] – და მიულმანქანა - (ტექ.). სართავი მანქანა ერთგვარი.

მიუონებ-ი - (ფიზ.). დადებითად ან უარყოფითად დამუხტული არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მასა დაახლოებით 207-ჯერ სჭარბობს ელექტრონების მასას; მ.-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზომება წამის მემილიონედი ნაწილებით [სიტყვა მიღებულია ამ ნაწილაკების ძველი სახელწოდების -მეზონების (მიუ-მეზონების) შემოკლებით; იხ. მეზონი] –.

მიურიდ-ი [არაბ. Murid] – მუსლიმანეში: პირი, რომელიც ვალდებულია მონამორჩილი იყოს თავისი მოძღვრისა (შეიხის ან იმამისა) და ფანატიკურად სძულდეს ყველა „ურჯულო», ე. ი. არამუსლიმანი.

მიურიდიზმ-ი - ისლამის ყველაზე უფრო მებრძოლი რეაქციული მიმდინარეობა, რომელიც რელიგიის მთავარ დოგმატად აღიარებს ყველა არამუსლიმანის ულმობელი გაჟლეტის იდეას.

მიქსბორდერ-ი [ინგლ. Mix შერევა და border არშია] – მებაღეობაში: დეკორატიული მცენარეების, ყვავილების მრავალ მწკრივად დარგვა, ისე რომ ყვავილობა გრძელდებოდეს ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე განუწყვეტლივ.

მიქსერ-ი [ინგლ. Mixer შერევა] – 1. მეტალურგიული ჭურჭელი (100-იდან 2. 500ტ-მდე ტევადობისა), რომელშიც გროვდება ბრძმედიდან გამოსული თხევადი თუჯი შემდგომი გადამუშავების მიზნით ფოლადსადნობ ელექტრული ხელსაწყო ცომის, კრემის, პიურეს, კოქტეილის მოსამზადებლად, კვერცხის ასათქვეფად და სხვ.

მიქსობაქტერიებ-ი [ბერძ. Muxa ლორწო და ბაქტერიები] – ლორწოვანი ბაქტერიები, ჩვეულებრივ ჩხირები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქმნიან

Page 63: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ლორწოვან მასას; ბინადრობენ ნიადაგში, ნაკელში, მცენარეულ ნარჩენებში და მონაწილეობენ მათ აერობულ დაშლაში.

მიქსომა [ბერძ. Muxa ლორწო და -oma (დაბოლოება, რომელიც სიმსივნეს აღნიშნავს)] – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლორწოს უხვად შემცველი შემაერთებელი ქსოვილისაგან.

მიქსომატოზ-ი - ბოცვრების (შინაური კურდღლების მწვავე ვირუსული დაავადება.

მიქსომიცეტებ-ი [ბერძ. Muxa ლორწო mykes (myketos) - სოკოსმაგვარი უქლოროფილო ლორწოვანი ორგანიზმები; უმეტესობა საპროფიტები არიან, ზოგიერთები - კულტურული მცენარეების დაავადებათა გამომწვევნი.

მიქსტ-ი [ლათ. Mixtus შერეული] – (რკ.-გზ.). 1. სხვადასხვა დანიშნულების ვაგონებისაგან შედგენილი მატარებელი (მატარებელ-მიქსტი). 2. სხვადსხვა კლასის (რბილი და მაგარი) კუპეებისაგან შემდგარი ვაგონი (ვაგონ-მიქსტი). 3. (სპორტ.). ჩოგბურთში. შერეული (ქალისა და ვაჟის) წყვილი.

მიქსტურა [ლათ. Mixtura ნარევი] – დასალევი წამალი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერების ნარევს.

მიქშირება - ხმის ოპერატორის მიერ ბგერის დონის რეგულირება ხმის ჩაწერის ან რადიოთი მუსიკალური გადაცემის დროს; საჭიროა ცალკეული საკრავის (შემსრულებლის) ან საკრავთა ჯგუფის ბგერადობის გამოსაყოფად.

მიჩმან-ი [ინგლ. Midshipman] – 1. საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტში: ზემდეგთა შემადგენლობის უმაღლესი წოდებულება. 2. მეფის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში: ოფიცრის პირველი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი.

მიცელა [გვიანდ. ლათ. Micella (კნინ.). < ლათ. Mica ნამცეცა, ერთი ბეწვა] – ელექტრულად დამუხტული კოლოიდური ნაწილაკი.

მიცელიუმ-ი [< ბერძ. Mykes სოკო] – (ბოტან.). ვეგეტატიური სხეული, რომელიც შედგება უწვრილესი განშტოებული ძაფებისაგან.

-მიცეტ-ი [< ბერძ. Mykes (Myketos) სოკო] – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სოკოებთან, საფუარებთან დაკავშირებულს. მაგ., ბლასტომიცეტები. მაქსომიცეტები.

მნემონიკა [ბერძ. Mnemonikoნ დახსომების ხელოვნება] – ერთობლიობა წესებისა და ხერხებისა, რომლებიც გამოგონილია საჭირო ცნობების დახსომების გასაადვილებლად (ხელოვნური ასოციაციების შექმნის გზით).

მნემოსინე [ბერძ. Mnemosyne] – ბერძნულ მითოლოგიაში: მეხსიერების ქალღმერთი, რომელსაც ზევსისაგან შეეძინა ცხრა მუზა.

მნემოსქემა [ბერძ. Mnemonikon დახსომების ხელოვნება და schema (იხ. სქემა)] – მართული ობიექტის (მანქანის, პროცესის, სისტემის) პირობითი

Page 64: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

გამოსახვა სიმბოლოებისა და ინდიკატორების საშუალებით, რომლებიც განლაგებულია პანელებზე და თვალსაჩინოდ უჩვენებს ობიექტის მდგომარეობას ან საწარმოო პროცესს; იყენებენ უპირატესად სადისპეტჩერო პუნქტებში.

მნემოტექნიკა [ბერძ. Mneme მეხსიერება და technikos დახელოვნებული] – 1. იგივეა რაც მნემონიკა. 2. საესტრადო-საცირკო ჟანრი - საგნების სახელწოდებათა გამოცნობა გარკვეული შიფრის მეშვეობით.

მო [ხელოვნური სიტყვა, ომის (იხ.) შებრუნებული სახეობა] – ელექტრული წინაღობის ერთეულის - ომის - უკუსიდიდე.

მობილ-ი [ფრანგ. Mobile მოძრავი] – ხელოვნების ნაწარმოები - მოძრავი ნაგებობა, ჩვეულებრივ მსუბუქი ლითონისა და პლასტიკებისა; ფორმას იცვლის ჰაერის მოძრაობის შედეგად ან მექანიკურ მოწყობილობათა დახმარებით; წარმოქმნის სხვადასხვაგვარ სინათლის, ბგერითსა და ფერად ეფექტებს.

მობილიზაცია [ფრანგ. Mobilisation < ლათ. Mobilis მოძრავი] – და მობილიზება - 1. თადარიგის სამხედრო ვალდებულთა გაწვევა ნამდვილ სამხედრო სამსახურში ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 2. მშვიდობიანობის დროს არსებული ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაყვანა საომარი დროის ორგანიზაციასა და შემადგენლობაზე. 3. სახალხო მეურნეობის ყველა დარგის გადაყვანა საომარ მდგომარეობაზე. 4. (გადატ.). ძალების ან სახსრების თავმოყრა რაიმე ამოცანის, მასობრივი ღონისძიების წარმატებით შესასრულებლად.

მობილურ-ი [ლათ. Mobilis] – მოძრაობის უნარის მქონე; მოძრავი.

მოგოლებ-ი: დიდი მოგოლები - ინდოეთის მმართველთა დინასტია მე-16-19 სს.-ში.

მოდა [ფრანგ. Mode] – 1. გარკვეულ საზოგადოებრივ წრეებში მოკლე ხნით გაბატონებული გემოვნება ჩაცმა-დახურვისა და ყოფა-ცხოვრების სხვა გარეგნული ფორმებისა. 2. ასეთი გემოვნებისათვის შესაფერი ჩაცმულობის ნიმუში. მაგ., მოდების ჟურნალი. მოდაშია - საყოველთაო აღიარებით სარგებლობს გარკვეული დროის განმავლობაში.

მოდალურ-ი - (ლინგვ.). რაც მოდალურობას (მნიშვ. 1) გამოხატავს. მაგ., მოდალური ზმნები.

მოდალურობა [< ლათ. Modus კილო (ზმნისა)] – 1. (ლინგვ.). გრამატიკული კატეგორია, რომელიც აღნიშნავს მეტყველების შინაარსის დამოკიდებულებას სინამდვილისადმი; გამოიხატება ზმნის სხვადასხვა კილოს ფორმებით, ინტონაციით, ჩართული სიტყვებით და მისთ. 2. (ლოგ.). კატეგორია, რომელიც გამოხატავს მსჯელობის უეჭველობის ხარისხს.

მოდელ-ი [ფრანგ. Modéle] – 1. რაიმე ნაკეთობის სანიმუშო ეგზემპლარი; ნიმუში რისამე დასამზადებლად. 2. რაიმე საგნის შემცირებული ნიმუში ან სქემა. მაგ., ჩარხის მოდელი. 3. რაიმე კონსტრუქციის ტიპი, მარკა, ნიმუში. მაგ., ავტომობილის ახალი მოდელი. 4. საგანი, რომელიც წარმოადგენს მასალას,

Page 65: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ნატურას მხატვრისათვის. 5. ნიმუში, რომლიდანაც იღებენ ფორმას საგნის ჩამოსასხმელად.

მოდელიერ-ი (მოდელიორი - შეცდომაა) [ფრანგ. Modeleur] – რაიმე ნაკეთობის სანიმუშო ეგზემპლარის (მოდელის) დამზადების სპეციალისტი.

მოდელიზმ-ი: სპორტული მოდელიზმი - საფრენი აპარატების, ავტომობილების, გემების, ლოკომოტივებისა და ტრანსპორტის სხვა საშუალებათა მოქმედი სასტენდო მოდელების კონსტრუირება და აგება (სპორტული შეჯიბრებებისა და დემონსტრირებისათვის).

მოდელირება - 1. რისამე მოდელის დამუშავება; რისამე მოდელის გაკეთება. 2. მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.

მოდელისტ-ი - 1. მოდელიზმის მიმდევარი. 2. იგივეა, რაც მოდელირება.

მოდერატო [იტალ. Moderato] – (მუს.). ზომიერი ტემპით, აუჩქარებლად (დაკვრა).

მოდერატორ-ი [ლათ. Moderator რაც ზომიერს ხდის] – 1. ხმის ძალის სარეგულირებელი მოწყობილობა კლავიშიან მუსიკალირ საკრავებში. 2. მანქანის სვლის შესანელებელი მოწყობილობა.

მოდერნ-ი [ფრანგ. Moderne უახლესი, თანამედროვე] – 1. მე-19 ს.-ის ბოლოს და მე-20 ს.-ის დასაწყისის არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში: დეკადენტური მხატვრული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღვლარჭნილობა, მანერულობა, ეკლექტიზმი. 2. (საუბ.). თანამედროვე მოთხოვნილებისა და გემოვნების შესაფერი რამ.

მოდერნიზატორ-ი - პირი, რომელიც რისამე მოდერნიზაციას ახდენს.

მოდერნიზაცია [ფრანგ. Modernisation] – და მოდერნიზება - 1. რისამე შეცვლა თანამედროვე მოთხოვნილებისა და გემოვნების შესაბამისად; კერძოდ, განახლება ტექნიკური მოწყობილობისა, ტექნოლოგიური პროცესისა. 2. წარსულისათვის მინიჭება მისთვის უჩვეულო, თანამედროვე თვისებისა.

მოდერნიზმ-ი [< ფრანგ. Moderne უახლესი, თანამედროვე] – რეალიზმისადმი მტრულ მიმართულებათა საერთო სახელწოდება ბურჟუაზიულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

მოდერნისტ-ი - მოდერნიზმის მიმდევარი.

მოდერნისტულ-ი - მოდერნიზმისა და მოდერნისტის დამახასიათებელი.

მოდერნულ-ი - მოდერნთან დაკავშირებული, მოდერნის დამახასიათებელი.

მოდილიონ-ი [ფრანგ. Modillon, იტალ. Modiglione] – (არქიტ.). კონსოლის სახეობა, ვეულებრივ ლათინური ასო შ-ის მოყვანილობისა; იჭერს კარნიზის გარეთ გამოწეულ ნაწილს.

Page 66: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მოდიუს-ი [ლათ. Modius] – თხევად და ფხვიერ ნივთიერებათა საწყაო; გავრცელებული იყო ძველად; რომში უდრიდა დაახლოებით 9 ლიტრს, არაბეთში - დაახლ. 40 ლიტრს.

მოდიფიკატორ-ი - (ტექ.). მოწყობილობა, რომელიც ცვლის მანქანის მუშაობას.

მოდიფიკაცია [ფრანგ. Modification] – 1. საგნის ან მოვლენის ისეთი სახეცვლილება, რომელიც არ ეხება მის არსს ( ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე მოდიფიცირება). 2. ასეთი სახეცვლილების შედეგად მიღებული საგანი ან მოვლენა (მაგ., ნახშირბადის მოდიფიკაციებია - ნახშირი, ალმასი).

მოდულ-ი [ლათ. Modulus ზომა] – 1. ზუსტ მეცნიერებაში: ზოგიერთი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი. 2. (მათემ.). რიცხვი, რომელზედაც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად. 3. (არქიტ.). გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისათვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილების თანაზომიერების დასაცავად.

მოდულატორ-ი - მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რხევათა მოდულაციის პროცესს; იყენებენ რადიოგადაცემებში, კინოაპარატებში და სხვ.

მოდულაცია [ლათ. Modulatio მწყობრობა, სიმწყობრე] – და მოდულირება - 1. (მუს.). ერთი ტონალობიდან მეორეზე გადასვლა; ბგერის სიმაღლის შეცვლა. 2. (ფიზ.). მაღალი სიხშირის რხევათა შეცვლა უფრო დაბალი სიხშირის რხევებით. 3. ხმოვან კინოში: ბგერის მიერ გამოწვეულ ელექტრორხევათა გარდაქმნა სინათლის კონად, რომლის საშუალებითაც ხდება ბგერის ჩაწერა კინოფირზე.

მოდურ-ი - 1. მოდასთან დაკავშირებული. 2. რაც გარკვეული დრიოს განმავლობაში არის საყოველთაოდ აღიარებული და წარმატებით სარგებლობს.

მოდუს-ი [ლათ. Modus ზომა; ხერხი; სახე] – 1. (ლოგ.) აზროვნების ნაირსახეობა. 2. (ფილოს.). საგნის გარდამავალი, არამუდმივი მდგომარეობა ან თვისება. 3. რისამე წესი, ხერხი.

მოდუს ვივენდი [ლათ. Modus vivendi] – 1. ცხოვრების წესი; არსებობის საშუალება. 2. პირობები, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის დროებით მაინც იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას.

მოზაიკა [ფრანგ. Mosaique] – 1. სურათი ან სახე, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და მისთანანა პატარ-პატარა ნაჭრებისაგან. 2. თვით მასალა ასეთი სურათის, სახის შესადგენად. 2. ასეთი სურათის, სახის შედგენის ხელოვნება.

მოზაისტ-ი - მოზაიკის ოსტატი.

Page 67: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მოირებ-ი [ბერძ. Moira (მხ.).] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ბედისწერის სამი ქალღმერთი, ზევსისა და თემიდას შვილები; წარმოდგენილი ჰყავდათ მოხუც დედაკაცებად მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან პარკები). 2. მხ. მოირა - (გადატ., წიგნ.). ბედისწერა, ბედ-იღბალი.

მოკასინ-ი [ინგლ. Moccasin < ამერ.] – ნადირის ტყავის რბილი ფეხსაცმელი, ხშირად მძივებითა და მაჩვზღარბის ეკლებით შემკული; იცვამენ ჩრდილოეთამერიკელი ინდიელები.

მოკიკ-ი - გაუმჯობესებელი მოპედი.

მოკო [< გეოგრ. სახ.] – წვრილმარცვლოვანი ყავა კარგი ხარისხისა.

მოლ-ი1 [იტალ. Molo] – ზღვაში ნავსადგურის შესასვლელთან აგებული გრძელი კედელი, რომელიც ერთი ბოლოთი ნაპირს ებჯინება; იცავს ნავსადგურს ზღვის ღელვისაგან.

მოლი2 [იტალ. Molle რბილი] – (მუს.). იგივეა, რაც მინორული (მნიშვ. 1).

მოლა [არაბ. Maula ბატონი] – მუსლიმანთა რელიგიური კულტის მსახური.

მოლბერტ-ი [რუს. Молберт; გერმ. Malbrett] – საყრდენი (ჩვეულებრივ სამფეხა), რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს.

მოლეკულა [ფრანგ. Molécula] – ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც აქვს ამ ნივთიერების ძირითადი ქიმიური თვისებები; შედგება ერთმანეთთან ქიმიურად დაკავშირებული ატომებისაგან.

მოლეკულურ-ი - მოლეკულასთან დაკავშირებული.

მოლეკულური ბიოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სასიცოცხლო მოქმედების მოვლენებს; ამისათვის იგი იკვლევს მოლეკულებთან მიახლოებულ ბიოლოგიურ ობიექტებსა და სისტემებს. მ. გენეტიკა - გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ნაწილი; შეისწავლის მემკვიდრეობითობისა და ცოცხალ არსებათა ცვალებადობის მატერიალურ საფუძვლებს.; ამ მიზნით იგი იკვლევს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის, რეალიზაციისა და ცვლილების მოლეკულათა დონეზე მიმდინარე პროცესებს, აგრეთვე მისი შენახვის ხერხს. მ. მასა ან მ. წონა - მოლეკულის მასის მნიშვნელობა, რომელიც გამოსახულია მასის ატომური ერთეულებით; უდრის მოლეკულის შემადგენლობაში შემავალი ყველა ატომის მასების ჯამს. მ. სპექტრები - ოპტიკური სპექტრები - ისეთი ორთქლისა და აირის გამოსხივებისა, რომელთა მოლეკულები შედგება რამდენიმე ან ბევრი ატომისაგან. მ. ფიზიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულთა მოლეკულური აგებულების, მოლეკულების ურთიერთმოქმედებისა და თბური მოძრაობის მიხედვით.

მოლესკინ-ი [ინგლ. Moleskin < Mole თხუნელა და skin კანი, ტყავი] – ბამბის მკვრივი ქსოვილი, ჩვეულებრივ მუქი ფერისა; იყენებენ სამუშაო,

Page 68: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

სპორტული და სპეციალური ფორმის ტანსაცმლისათვის, ფეხსაცმლის საპირედ, წიგნის ყდაზე გადასაკრავად და სხვ; ე. წ. „ეშმაკის ტყავი».

მოლიბდენ-ი [< ბერძ. Molybdos ტყვია] – ქიმიური ელემენტი, მაგარი, ვერცხლისფრად მბზინავი ლითონი; ფართოდ იყენებენ ტექნიკაში.

მოლიბდენიტ-ი - რბილი ნაცრისფერი მინერალი, რომლისაგანაც იღებენ მოლიბდენს.

მოლოკნებ-ი [რუს. молоканы] – წარმომადგენლობა ერთ-ერთი რელიგიური სექტისა, რომელიც შეიქმნა რუსეთში მე-18 ს.-ში; უარყოფენ მართლმადიდებელი ეკლესიის წესებსა და დოგმატებს.

მოლოხ-ი1 - იტყვიან ისეთი რისამე შესახებ, რასაც ბევრი ადამიანის მსხვერპლი სჭირდება [ფინიკ. მოკელ მეფე, მზის ცეცხლისა და ომის ფინიკიური ღმერთის სახელის მიხედვით, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ] –.

მოლოხ-ი2 [ლათ. Moloche] – ერთგვარი ავსტრალიური ხვლიკი.

მოლუსკებ-ი [< ლათ. Molluscus რბილი] – უხერხემლო რბილსხეულიანი ცხოველები, რომელთა დიდი ნაწილი ნიჟარებშია მოთავსებული.

მომენტ-ი [ლათ. Momentum] – 1. დროის ძალიან მცირე მონაკვეთი; ერთი წამი, თვალის დახამხამება. 2. დრო, როდესაც იწყება რაიმე მოქმედება. 3. ეტაპი ცხოვრებაში, რისამე განვითარებაში.

მომენტალურ-ი [იხ. მომენტი] – ძალიან სწრაფი (მოქმედება); ერთბაში, წამიერი.

მომოს-ი [ბერძ. Momos] – ბერძნულ მითოლოგიაში: ბოროტსიტყვაობისა და დაცინვის ღმერთი; იგი სიბრაზისაგან მუცელზე გასკდა, რადგანაც აფროდიტეს ნაკლი ვერ უპოვა და დასაცინი მასალა ვერ იშოვა.

მონადრა, მრ. მონადები [ბერძ. Monas (Monados) ერთეული; განუყოფელი] – ლაიბნიცის იდეალისტურ ფილოსოფიაში: განუყოფელი სულიერი პირველელემენტები, სულიერი ატომები, რომლებისგანაც თითქოს შედგება სამყარო.

მონადოლოგია [(იხ. Monada) და ბერძ. logos მოძღვრება] – გერმანელი იდეალისტი ფილოსოფოსის ლაიბნიცის (1664-1716 წწ.) მოძღვრება მონადებზე.

მონანდრია [ბერძ. Monos ერთი და andr (andros) ქმარი] – ერთქმრიანობა (იხ. პოლიანდრია).

მონარქ-ი [ბერძ. Monarchos] – სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი (მეფე, იმპერატორი, სულთანი და სხვ.).

Page 69: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მონარქია [ბერძ. Monarchia თვითმპყრობელობა] – მმართველობის ფორმა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში უდგას ერთი პირი - მონარქი; სახელმწიფო, რომელსაც მმართველობის ასეთი ფორმა აქვს. აბსოლუტური მონარქია - იხ. აბსოლუტური.

მონარქიზმ-ი - 1. რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც მონარქია მიაჩნია სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთ ფორმად. 2. იგივეა, რაც მონარქია.

მონარქისტ-ი - მონარქიზმის მიმდევარი.

მონარქომაქებ-ი [ბერძ. Monarchos მონარქი და mache ბრძოლა] – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე-16-17 სს.-ის მიჯნაზე: მწერალ-პუბლიცისტები, რომლებიც ილაშქრებდნენ აბსოლუტიზმის წინააღმდეგ.

მონაციტ-ი [გერმ. Monazit < ბერძ.] – მინერალი, იშვიათმიწოვანი (უპირატესად ცერიუმის ჯგუფის) ელემენტების ფოსფატი; წარმოადგენს ცერიუმისა და თორიუმის მისაღებ ნედლეულს.

მონგოლფიერ-ი - (ისტ.). ცხელი კვამლით გავსებული ჰაერბურთი (აეროსტატი), რომლითაც პირველად გაფრინდნენ 1783 წ. საფრანგეთში [გამომგონებლების - ძმები ჟ. ე. მონგოლფიეების (Montgolfier) გვარის მიხედვით] –.

მონეტა [ლათ. Moneta] – ლითონის ფულის ნიშანი.

მონიზმ-ი [< ბერძ. Monos ერთი] – ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ერთ საწყისს - ან მატერიას, ან სულს (საპირისპ. დუალიზმი).

მონისტ-ი - მონიზმის მიმდევარი.

მონიტორ-ი [ინგლ. Monitor] – 1. სამხედრო ჯავშნიანი გემი, რომლის დანიშნულება იყო სანაპირო ბატარეების ჩახშობა და ნაპირთან მოქმედი გემების მოსპობა; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მ.-ების მშენებლობა ყველა ქვეყანაში შეწყდა. 2. მოწყობილობა სატელევიზიო გამოსახულების საკონტროლოდ (სხვანაირად: სატელევიზიო მონიტორი, ტელემონიტორი). 3. მუდმივი ***მეთვალყურეობის აპარატი; კერძოდ, საავადმყოფოებისათვის განკუთვნილი მ. ავტომატურად აღნიშნავს ავადმყოფის მდგომარეობის ყველა პარამეტრს (ტემპერატურას, გულის მუშაობას, სისხლის წნევას და სხვ.). 4. საავადმყოფოში: პალატა, სადაც ასეთი აპარატია დადგმული. 5. იგივეა, რაც ჰიდრომონიტორი.

მონო- [< ბერძ. Monos ერთი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ერთს. მაგ., მონოთეიზმი. მონოგამია.

მონოგამია [ბერძ. Monos ერთი და gamos ქორწინება] – 1. ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს - მხოლოდ ერთი ქმარი; ერთქორწინება. 2. ცხოველებში: მამლის

Page 70: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

შეწყვილება მხოლოდ ერთ დედალთან ერთი ან რამდენიმე სეზონის განმავლობაში.

მონოგენიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და genos გვარი; წარმოშობა] – ანთროპოლოგიის ნაწილი - მოძღვრება კაცობრიობის წარმოშობის ერთიანობისა და ადამიანთა რასების ურთიერთშორის სისიხლით ნათესაობის შესახებ (იხ., აგრეთვე, პოლიგენიზმი).

მონოგლაციალიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და glacies ყინული] – ჰიპოთეზა ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთჯერადი გამყინვრების შესახებ ანთროპოგენურ პერიოდში (საპირისპ. პოლიგლაციალიზმი).

მონოგრამა [ბერძ. Monos ერთი და gramma ასო] – ორი ან რამდენიმე ასოსაგან შეთხზული ნიშანი (ნახატი).

მონოგრაფია [ბერძ. Monos ერთი და grapho ვწერ] – ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე თემა ან საკითხი.

მონოდია [ბერძ. monodia] – (მუს.). ერთხმიანი სიმღერა; მელოდიის შესრულება ერთი მომღერლის მიერ (ან რამდენიმეს მიერ უნისონით).

მონოდრამა [ბერძ. Monos ერთი და drama (იხ. დრამა)] – 1. დრამის სახეობა, რომელიც განკუთვნილია ერთი მსახიობის მიერ შესრულებისათვის. 2. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც გამოყვანილია ორი ან რამდენიმე მოქმედი პირი, რომელთა როლებს ერთი მსახიობი ასრულებს.

მონოთეიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და theos ღმერთი] – რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებს; ერთღმერთობა (საპირისპ. პოლითეიზმი).

მონოთეისტ-ი - მონოთეიზმის მიმდევარი.

მონოთემატიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და thema თემა] – მუსიკალური ნაწარმოების აგების პრინციპი - სონატურ-სიმფონიური ციკლის გაერთიანება ერთი თემით (შდრ. პოლითემატიზმი).

მონოკარპულ-ი მცენარეები [ბერძ. Monos ერთი და karpos მცენარე] – (ბოტან.). მცენარეები, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ ყვავიან და იძლევიან ნაყოფს (იხ., აგრეთვე, პოლიკარპული მცენარეები).

მონოკლ-ი [ფრანგ. Monocle] – 1. ოპტიკური (ჩაზნექილი ან ამოზნექილი) მრგვალი მინა, რომელსაც იკეთებდნენ ცალი თვალის ფოსოში სათვალის მაგივრად. 2. უმარტივესი ფოტოობიექტივი, რომელიც შედგება ორმხრივამოზნექილი ერთი მინისაგან.

მონოკულარ-ი [ბერძ. Monos ერთი და ლათ. ocularis (იხ. ოკულარი)] – ოპტიკური ხელსაწყო, რომელშიც ერთი თვალით იხედებიან; ჭოგრიტი.

მონოკულტურა [ბერძ. Monos ერთი და kultura] – (სოფ. მეურნ.). წლების მანძილზე ერთი და იმავე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა ერთსა და იმავე ადგილზე; იწვევეს ნიადაგის გამოფიტვას.

Page 71: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მონოლით-ი [ბერძ. Monos ერთი და lithos ქვა] – 1. მთლიანი ქვის ლოდი. 2. მთლიანი ქვისაგან გამოთლილი საგანი (მაგ., ქანდაკება). 3. ნიადაგის ნიმუში, გამოჭრილი ვერტიკალურად ისე, რომ მისი სტრუქტურული აგებულება არ იყოს დაშლილი.

მონოლითურ-ი - 1. რაც მონოლითს, მთლიან ქვას წარმოადგენს. მაგ., მონოლითური სვეტი. 2. (გადატ.). შემჭიდროებული, ერთსულოვანი. მაგ., მონოლითური კოლექტივი.

მონოლოგ-ი [ბერძ. Monologos] – ვრცელი სიტყვა, რომლითაც დრამატული ნაწარმოების (აგრეთვე სხვა ლიტერატურული ნაწარმოების) პერსონაჟი მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს.

მონომ-ი [ბერძ. Mo(nos) ერთი და nomos ნაწილი, წევრი] – (მათემ.). ერთწევრი (შდრ. ბინომი, პოლინომი).

მონომანია [ბერძ. Monos ერთი და mania მისწრაფება; სიგიჟე] – ერთი რაიმე აზრის ან საგნის აკვიატება (ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი სახე).

მონომერებ-ი [ბერძ. Monos ერთი და meros ნაწილი] – დაბალმოლეკულური ნივთიერებანი, რომელთა მოლეკულებსაც უნარი შესწევთ ურთიერთშორის ან სხვა ნივთიერებათა მოლეკულებთან რეაქციაში ჩაბმისა (რის შედეგადაც წარმოიქმნება პოლიმერები).

მონომეტალიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და metallum ლითონი] – ფულის სისტემა, რომლის დროსაც ფულის ბრუნვას საფუძვლად უდევს ერთი ლითონი (ჩვეულებრივ ოქრო ან ვერცხლი).

მონოპლან-ი [ფრანგ. Monoplan] – თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ერთი მზიდი ზედაპირი (ფრთა). შდრ. ბიპლანი.

მონოპოლია [ბერძ. Monopolia] – 1. რისამე წარმოების ან გაყიდვის განსაკუთრებული უფლება, რაც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს. 2. (გადატ.). უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში. 3. მსხვილი კაპიტალისტური გაერთიანება, რომელიც წარმოიშვება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციის საფუძველზე მეურნეობის რომელიმე დარგში გაბატონებისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

მონოპოლიზაცია და მონოპოლიზება - მონოპოლიის (მნიშვ.1) დამყარება რამეზე.

მონოპოლისტ-ი - 1. ვინც რაიმე დარგში მონოპოლიით (იხ. მონოპოლია, მნიშვ. 1) სარგებლობს. 2. მსხვილი კაპიტალისტი, მონოპოლიის (იხ. მონოპოლია, მნიშვ. 3) წარმომადგენელი.

მონოპოლისტურ-ი - მონოპოლიის პრინციპებზე დამყარებული. მონოპოლისტური კაპიტალიზმი - იგივეა, რაც იმპერიალიზმი.

Page 72: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მონოპოსტო [ბერძ. Monos ერთი და იტალ. posto ადგილი] – სახელწოდება ერთადგილიანი სარბოლი ავტომობილის ძარასი, რომელშიც მძღოლი ნახევრად (ზურგზე) მწოლიარე მდგომარეობაშია; ხშირად ტერმინი მ. იხმარება სარბოლი ავტომობილის სინონომად.

მონორელს-ი [ბერძ. Monos ერთი და relsi] – ერთრელსიანი ლიანდაგი, ძირითადი ელემენტი მონორელსიანი გზისა.

მონორელსიანი გზა - ტრანსპორტის ერთგვარი მოწყობილობა - საყრდენზე გამართული ცალრელსიანი საჰაერო გზა, რომელზედაც მისრიალებს ზედ გამართული ან გორგოლაჭებით ჩამოკიდებული ვაგონეტები.

მონორიმ-ი [ფრანგ. Monorime] – ერთრითმიანი ლექსი (ქართული სინინიმებია: შეწყობილი, მდენარი).

მონოსაქარიდებ-ი [ბერძ. Monos ერთი, sakchar შაქარი და eidos სახე] – (ქიმ.). მარტივი შაქრები (ნახშირწყლები).

მონოსილაბიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და syllabe მარცვალი] – (ლინგვ. ). ამა თუ იმ ენაში ერთმარცვლიანი სიტყვების სიჭარბე; დამახასიათებელია, მაგ., ბევრი ჩინურ-ტიბეტური ენისათვის.

მონოსტიქ-ი [ბერძ. Monostichos] – (ლიტ.). დამთავრებული აზრის შემცველი ერთსტრიქონიანი ლექსი; ჩვეულევბრივ ასეთია ხოლმე ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, რაიმე წარწერა.

მონოტიპ-ი [ბერძ. Monos ერთი და typos ანაბეჭდი] – სასტამბო ასოთასაწყობი მანქანა, რომელიც იძლევა ანაწყობს ცალკეული ლიტერების (ასოების) ჩამოსხმით (შდრ. ლინოტიპი).

მონოტიპისტ-ი - მონოტიპზე მომუშავე ასაოთამწყობი.

მონოტონურ-ი [ბერძ. Monos ერთი და tonos ტონი, ბგერა] – ერთფეროვანი, მოსაწყენი.

მონოტრემებ-ი [ბერძ. Monos ერთი და trema ხვრელი, ნახვრეტ - (ზოოლ.). ძუძუმწოვარი ცხოველები ერთგასავლიანთა რიგისა (შარდისა და განავლის გამოსაყოფად მათ, ისევე როგორც ფრინველებს, ერთი საერთო ხვრელი აქვთ); ასეთებია იქედნე და იხვნისკარტა.

მონოგრაფია [ბერძ. Monos ერთი და phagomai ვჭამ] – ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი, რომლებიც ერთადერთი სახეობის საკვებს ჭამენ (შდრ. პოლიფაგია).

მონოფთონგ-ი [ბერძ. Monos ერთი და phthongos ბგერა] – (ლინგვ.) მარტივი ხმოვანი (შდრ. დიფთონგი).

მონოფთონგიზაცია - (ლინგვ.). დიფთონგის გადაქცევა მონოფთონგად.

Page 73: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მონოფიზიტებ-ი [ბერძ. Monos ერთი და physis ბუნება] – (ისტ.). ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას - ღვთიურს (საპირისპ. დიოფიზიტები).

მონოფილია [ბერძ. Monos ერთი და phylon ტომი, გვარი, სახეობა] – (ბიოლ.). ორგანიზმის მოცემული ჯგუფის წარმოშობა ერთი საერთო წინაპრისაგან; ორგანული სამყაროს ევოლუციის ძირითადი პრინციპი (შდრ. პოლიფილია).

მონოქორდ-ი [ბერძ. Monos ერთი და chorde სიმი] – ხელსაწყო, რომელიც შედგება ხის გრძელ რეზონატორზე გაჭიმული ერთი სიმისაგან; იყენებენ სიმთა რხევის კანონების შესასწავლად.

მონოქრომატულ-ი - (ფიზ.). ერთი ფერის მქონე, მაგ., მონოქრომატული სხივები.

მონოქრომია [ბერძ. Monos ერთი და chroma ფერი] – ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც შესრულებულია რაიმე ფერის ერთი ტონით ან მისი ტონალური გრადაციებით; მ.-ის მაგალითია გრიზაილი.

მონოცენტრიზმ-ი [ბერძ. Monos ერთი და ლათ. centrum ცენტრი] – მოძღვრება თანამედროვე ადამიანისა და რასების წარმოშობის შესახებ ძველი ადამიანის ერთი ფორმისაგან დედამიწის ერთ რომელიმე ნაწილში (იხ. აგრეთვე პოლიცენტრიზმი).

მონოციკლ-ი [ბერძ. Monos ერთი და kyklos თვალი, ბორბალი] – ერთთვლიანი ველოსიპედი, რომლითაც საცირკო ნომრებს ასრულებენ.

მონპანსიე [ფრანგ. Montpensier < საკუთ. სახ.] – ხილეულის კანფეტი ერთგვარი.

მონსენიორ-ი [ფრანგ. Monseigneur] – ფეოდალურ და მონარქიულ საფრანგეთში: პრინცების, ეპისკოპოსებისა და სხვა მაღალი რანგის პირთა ტიტული (ამჟამად იხმარება უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების წარმომადგენელთა მიმართ).

მონსტრ-ი [ფრანგ. Monstre] – (წიგნ.). ურჩხული.

მონტანიარებ-ი [ფრანგ. Montagnares < Montagne მთა] – საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს: ეროვნული კონვენტის დეპუტატების რევოლუციურ-დემოკრატიული დაჯგუფება.

მონტაჟ-ი [ფრანგ. Montage] – 1. მანქანის, ნაგებობის ან მთელი საწარმოს აწყობა და დადგმა გარკვეული გეგმის, ნახაზის მიხედვით. 2. გადაღებული კინოფილმის ცალკეული ნაჭრების შერჩევა ისეთი თანამიმდევრობით, რომ გამოვიდეს მთლიანი ნაწარმოები. 3. ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების ცალკეული ნაწილების შერჩევა და მათგან ერთი მთლიანი ნაწარმოების შექმნა; ამ გზით შექმნილი ნაწარმოები.

Page 74: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მონტეკრისტო - ერთგვარი სისტემის მცირეკალიბრიანი თოფი ან პისტოლეტი [ფრანგი მწერლის ა. დიუმას რომანის „გრაფი მონტე-კრისტოს“ გმირის სახელის მიხედვით] –.

მონტიორ-ი [ფრანგ. Monteur] – 1. მანქანების ამწყობი და დამდგმელი; მემონტაჟე. 2. ელექტრომოწყობილობის, ელექტროგაყვანილობის სპეციალისტი; ელექტრომონტიორი.

მონტირება [გერმ. Montieren] – მონტაჟის კეთება, წარმოება.

მონუმენტ-ი [ლათ. Monumentum] – არქიტექტურული ან სკულპტურული ნაგებობა გამოჩენილი პიროვნების ან რაიმე ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად; დიდი ძეგლი.

მონუმენტალისტ-ი - სკულპტორი, რომელიც ქმნის მონუმენტებს; მხატვარი - მონუმენტური ფერწერის ოსტატი.

მონუმენტურ-ი - 1. რაც სიდიდით შთაბეჭდილებას ახდენს; გრანდიოზული. მაგ., მონუმენტური შენობა. 2. (გადატ.). ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი. მაგ., მონუმენტური გამოკვლევა. მონუმენტური ფერწერა - არქიტექტურასთან დაკავშირებული ფერწერა, უმთავრესად კედლის ფერწერა (მაგ., ფრესკები).

მონცამე - მონღოლეთის დეპეშათა სააგენტო; დაარსებულია 1957 წ.

მონცონიტ-ი - კრისტალური მაგმური ქანი; იყენებენ როგორც სამშენებლო მასალას [მონცონის (Mონზონი) მთის (იტალიასა და ტიროლში) სახელის მიხედვით] –.

მოპედ-ი [მო(ტოციკლი) და (ველოსი)პედი] – გაუმჯობესებული მოტოველოსიპედი; უკანასკნელისაგან განსხვავებით მ.-ს ძრავა ორგანულად აქვს ჩამონტაჟებული.

მოპს-ი [გერმ. Mops] – ოთახის პატარა მოკლებეწვიანი ძაღლი, რომელსაც ბულდოგივით თავი აქვს.

მორა [ლათ. Mora დროის შუალედი, პაუზა] – ანტიკურ ლექსთწყობაში: მოკლე მარცვლის წარმოთქმის ნორმალური ხანგრძლივობა.

მორალ-ი [ლათ. Moralis ზნეობრივი] – 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; ზნეობა. 2. ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესაგან გამომდინარეობს. მაგ., იგავის მორალი.

მორალისტ-ი მორალის (მნიშვ.). 1) მქადაგებელი; მკაცრი მორალის, ზნეობის მიმდევარი.

მორალიტე [ფრანგ. Moralité] – შუა საუკუნეებში: ზნეობრივ-დამრიგებლობითი პიესა, რომელშიც გამოყენებული არიან ალეგორიული მოქმედი პირნი.

Page 75: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მორალურ-ი - 1. მორალთან (იხ. მორალი, მნიშვ. 1) დაკავშირებული. 2. მაღალზნეობრივი; ეთიკური.

მორალური გაცვეთა მანქანისა - (ეკონ.). ჯერ კიდევ სრულიად გამოსადეგი მანქანის გადაქცევა მოძველებულად ახალი, ტექნიკურად სრულყოფილი ან უფრო იაფი მანქანის შექმნის შედეგად.

მორატორიუმ-ი [< ლათ. Moratorius დამაყოვნებელი] – 1. საშინაო და საგარეო ვალდებულებათა შესრულების გადადება მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის (მაგ., ომის, სტიქიური უბედურების) გამო. 2. გარკვეული სახის იარაღის (მაგ., რაკეტების, კოსმოსურ საშუალებათა) გამოცდისა და განლაგების შეჩერება.

მორგ-ი [ფრანგ. Morgue] – გვამებისათვის განკუთვნილი ადგილი, შენობა (საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში); საცხედრე.

მორგანატიკულ-ი [ლათ. Morganaticus] –: მორგანატიკული ქორწინება - სამეფო სახლის წევრის ქორწინება არა სამეფო გვარის ქალთან (რაც ტახტის მემკვიდრეობის უფლებას არ აძლევს არც ცოლს, არც შვილებს).

მორგანიზმ-ი - (ბიოლ.). მემკვიდრეობითობის ქრომოსომული თეორიის თანამედროვე საფუძველი [ამერიკელი ბიოლოგის Morgan-ის (1866-1945 წწ.) სახელის მიხედვით] –.

მორდენტ-ი [იტალ. Mordente] – (მუს.). მელოდიური სამკაული, მელიზმის სახეობა (იხ. მელიზმები).

მორენა [ფრანგ. Moraine] – (გეოლ.). ქანების ნამტვრევების გროვა, რომელიც იქნება მყინავრების გადაადგილების შედეგად.

მორესკა [იტალ. Moresca, ესპ. Morisca „მავრიტანული»; იხ. აგრეთვე, მორისკები] – იტალიის თეატრში მე-16-17 სს.-ში: მუსიკალურ-საცეკვაო სცენა (ბალეტის სახეობა); წარმოიქმნა ძველებური ცეკვისაგან, რომელიც პოპულარული იყო შუა საუკუნეებში ესპანეთში, ხოლო მე-15 ს.-იდან გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

მორზე-ს აპარატი - ტელეგრაფის აპარატი, რომლითაც სიგნალებს გადასცემენ და იღებენ მორზეს ანბანის საშუალებით. მორზეს ანბანი - პირობითი ნიშნების (წერტილებისა და ტირეების) სისტემა ასოების გადასაცემად ტელეგრაფის აპარატის საშუალებით [ამერიკელი გამომგონებლის ს. მორზეს (Morze, 1791-1872 წწ.) სახელის მიხედვით] –.

მორიონ-ი [გერმ. Morion] – კვარცის ნაირსახეობა, მუქად (თითქმის შავად) შეფერილი კრისტალები.

მორისკებ-ი [ესპ. Moricos < Moro მავრი] – მუსლიმანური მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ესპანეთში დარჩა მავრების გაძევების შემდეგ; ინკვიზიცია მათ; საბოლოოდ განდევნილ იქნენ ესპანეთიდან 1609-1610 წწ.-ში.

Page 76: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მორმონებ-ი - მორმონიზმის მიმდევრები, რელიგიური სექტის წევრები.

მორმონიზმ-ი - რელიგიურ- სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1830 წ.; წარმოადგენს მრავალღმერთობისა და ქრისტიანობის ნარევს [მითიური წინასწარმეტყველის მორმონის სახელის მიხედვით] –.

მორს-ი [რუს. Морс < გერმ. ] – ხილის წვნისაგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელი; წოწოქურა.

მორტირა [ჰოლანდ. Mortier] – მოკლელულიანი ქვემეხი ე. წ. „კიდული» (დაქანებული ტრაექტორიით) სროლისათვის.

მორულა [< ლათ. Morula (კნინ.) < Morum თუთა (ნაყოფი)] – (ბიოლ.). მრავალუჯრედიანი ცხოველების ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი სტადია; ამ დროს ჩანასახი წარმოადგენს უჯრედების (ბლასტომერების) გროვას, რომელიც გარეგნულად ჰგავს ჟოლოს, მაყვალს ან თუთას; მ.-ს მოსდევს ბლასტულის სტადია.

მორფევს-ი [ბერძ. Morpheus] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ძილისა და სიზმრის მომავლინებელი ღვთაება, ძილის ღმერთის - ჰიპნოსის შვილი.

მორფემა [< ბერძ. Morphe ფორმა] – (ლინგვ.). სიტყვის ნაწილი (სუფიქსი, პრეფიქსი ძირი), რომელსაც აქვს ლექსიკური ან გრამატიკული მნიშვნელობა.

მორფი და მორფიუმი - იგივეა, რაც მორფინი.

-მორფიზმ-ი [ბერძ. Morphe ფორმა, სახე, სახეობა] – რთული ფუძის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ფორმასთან, სახეობასთან დაკავშირებულს. მაგ., ანთროპომორფიზმი.

მორფინ-ი - ნარკოტიკული (ტკივილის გამაყუჩებელი და ძილის მომგვრელი) საშუალება [ბერძნული მითოლოგიის ძილის ღმერთის Mორპჰეუს-ის სახელის მიხედვით] –.

მორფინიზმ-ი - ავადმყოფური მიდრეკილება მორფინის, როგორც ნარკოტიკისადმი.

მორფინისტ-ი - ადამიანი, რომელიც მორფინიზმითაა შეპყრობილი, მორფინს არის მიჩვეული.

მორფო- [< ბერძ. Morphe ფორმა] – რთული ფუძის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ფორმასთან დაკავშირებულს. მაგ., მორფოლოგია.

მორფოლოგ-ი - მორფოლოგიის (მნიშვ. 1) სპეციალისტი.

მორფოლოგია [ბერძ. Morphe ფორმა და logos მოძღვრება] – 1. მეცნიერება ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულების შესახებ; ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულება. 2. გრამატიკის ნაწილი,

Page 77: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

რომელიც სწავლობს სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმების სისტემა.

მორფომეტრია [ბერძ. Morphe ფორმა და metreo ვზომავ] – გეომორფოლოგიის ნაწილი - დედამიწის ზედაპირის რელიეფის რაოდენობრივი დახასითება.

მორფონოლოგია [ბერძ. Morphe ფორმა და (იხ. ფონოლოგია] – ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის ფონოლოგიურ საშუალებათა გამოყენებას მორფოლოგიის მიზნებისათვის (სხვანაირად: ფონომორფოლოგია).

მორფოსკულპტურა [ბერძ. Morphe ფორმა და ლათ. sculptura ჭრა, გამოქანდაკება] – (გეოლ., გეოგრ.). რელიეფის წვრილ-წვრილი ფორმები (ხევები, მდინარის ხეობები, ბორცვები და სხვ.). რომელთა წარმოქმნაში მთავარი როლი ეგზოგენურ პროცესებს ეკუთვნის (შდრ. მორფოსტრუქტურა).

მორფოსტრუქტურა [ბერძ. Morphe ფორმა და ლათ. structura სტრუქტურა, აგებულება] – (გეოლ., გეოგრ.). დედამიწის დანაყოფები, რომელთა ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ენდოგენურ პროცესებს ეკუთვნის (შდრ.). მორფოსკულპტურა).

მორფოტექტურა [ბერძ. Morphe ფორმა და tectura დაფარვა] – (გეოლ., გეოგრ.). იგივეა, რაც გეოტექტურა.

მოსარაბებ-ი [< არაბ. Mustal rib „გაარაბებული»] – პირენეს ნახევარკუნძულზე მე-8 ს.-ში არაბების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანები, რომლებმაც მიიღეს არაბული ენა და კულტურა.

მოსიე - იხ. მესიე.

მოსკიტ-ი [ესპ. Mosquite] – პატარა წყვილფრთიანი სისხლისმწოველი მწერი; ადამიანის ზოგი დაავადების (მაგ., ლეიშმანიოზის) გადამტანია.

მოსტრა [იტალ. Mostra ჩვენება] – იტალიაში: კინოფესტივალის სახელწოდება.

მოტელ-ი [ინგლ. Motel (შემოკლ.) < Motorists hotel ავტომობილისტების სასტუმრო] – საავტომობილო გზის პირას მდებარე სასტუმრო მოგზაურთათვის; ავტოტრანსპორტი.

მოტეტ-ი [ფრანგ. Motet (კნინ.) < Mot სიტყვა] – (მუს.). მე-12-14 სს.-ში: მრავალხმიანი სიმღერა, რომელშიც შეხამებული იყო სხვადასხვა დამოუკიდებელი მელოდია (ზოგჯერ სხვადასხვა ტექსტის მქონეც კი).

მოტივ-ი [ფრანგ. Motif] – 1. რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი. 2. მოსაზრება, საბუთი რისამე სასარგებლოდ. 3. მუსიკალური ნაწარმოების ძირითადი ელემენტი, მელოდია; ჰანგი, კილო.

Page 78: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მოტივირება და მოტივაცია - მოტივების, მოსაზრებების მოყვანა რისამე დასამტკიცებლად; დასაბუთება.

მოტო [იტალ. Motto მოსწრებული სიტყვა] – 1. მახვილსიტყვაობა, მოსწრებული გამონათქვამი. 2. მოკლე ეპიგრაფი წიგნის ან ცალკე თავის დასაწყისში.

მოტო- [< ლათ. Motor ამამოძრავებელი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: 1) მოტორიანს, მოტორულს. მაგ., მოტოვაგონი, მოტოდრეზინა. 2) მოტორიზებულს. მაგ., მოტოკოლონა. მოტობრიგადა. 3) მოტოციკლეტიტას. მაგ., მოტოშეჯიბრება. მოტოგადარბენა.

მოტობოლ-ი [მოტო(ციკლი) და ინგლ. ball ბურთი] – ფეხბურთის მსგავსი თამაში; შეჯიბრების მონაწილენი ბურთს დასდევენ მოტოციკლებით და ურტყამენ, აწვდიან ფეხით.

მოტოდრეზინა [ლათ. Motor (იხ. მოტო-) და გერმ. Draisine (იხ. დრეზინა)] – მცირეძალიანი ორ-, სამ- ან ოთხადგილიანი დრეზინა.

მოტოდრომ-ი [მოტო(ციკლი) და ბერძ. dromos სარბიელი] – სპეციალურად მოწყობილი ადგილი მოტოციკლების შესაჯიბრებლად ან გამოსაცდელად.

მოტოველოსიპედ-ი - ველოსიპედი, რომელსაც კიდული მოტორი (ძრავა) აქვს დამატებული.

მოტოველოსპორტ-ი - სამოტოციკლო და საველოსიპედო სპორტი.

მოტოთერაპია [ლათ. Motus მოძრაობა და ბერძ. therapeia (იხ. თერაპია)] – სამკურნალო ფიზკულტურის ან მექანოთერაპიის გამოყენება სხვადასხვა დაავადების დროს.

მოტოოტელ-ი - სასტუმრო ავტომობილით მოგზაურთათვის; მოტელი.

მოტორ-ი [ლათ. Motor] – მანქანა, რომელიც ყოველგვარ სხვა ენერგიას მექანიკურ ენერგიად აქცევს; ძრავა.

მოტორალი - იხ. რალი.

მოტორესურს-ი [ლათ. Motor (იხ. მოტო-) და ფრანგ. ressource (იხ. რესურსი)] – შიგაწვისძრავიანი მანქანის (ავტომობილის, ტრაქტორის და სხვ.) ან თვით შიგაწვის ძრავას ნამუშევარი ზღვრულ მდგომარეობამდე, როდესაც მათი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან მიზანშეწონილი არ არის (იხ. რესურსი, მნიშვ. 2).

მოტორვაგონებ-ი - მოტორიანი ან მისაბმელი ვაგონები, რომელთაგანაც შედგება ელექტრო-, დიზელ- და ტურბომატარებლები.

მოტორიზაცია და მოტორიზება - 1. მოტორების (ავტომობილების, ტრაქტორების და მისთ.) ფართოდ დანერგვა სახალხო მეურნეობაში. 2. (სამხ.). ჯარების აღჭურვა მექანიკური ტრანსპორტით.

Page 79: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მოტორისტ-ი - მუშა, რომელიც მოტორებს ემსახურება.

მოტოროდეო - იხ. როდეო (მნიშვ. 2).

მოტოროლერ-ი [გერმ. Motorroller] – მოტოციკლის სახესხვაობა; აქვს უფრო პატარა თვლები და მძღოლისათვის უფრო კომფორტულია.

მოტორულ-ი - 1. რასაც მოტორი აქვს; მოტორით მოძრავი; მოტორიანი, ძრავიანი. 2. (ფსიქ., ფიზიოლ.). მოძრაობითი.

მოტოციკლ-ი [ფრანგ. Motocycle] – ორთვლიანი (ველოსიპედის მსგავსი) მანქანა, რომელიც მოძრაობს მასზე დადგმული შიგაწვის ძრავით; ხშირად აქვს გვერდზე მისაბმელი (მესამე თვლის დახმარებით) ეტლი.

მოტოციკლეტ-ი [ფრანგ. Motocylette] – იგივეა, რაც მოტოციკლი.

მოტოციკლისტ-ი - მოტოციკლით მავალი; სამოტოციკლო სპორტის მიმდევარი.

მოფეტ-ი [ფრანგ. Mofette] – წყლის ორთქლისა და სხვა აირების შემცველი ნახშირორჟანგის ჭავლი, რომელიც გამოიყოფა ვულკანის კრატერის ფსკერსა და ფერდობებზე, აგრეთვე ლავის გაგრილებულ ნაკადებზე გაჩენილი პატარა არხებიდან და ბზარებიდან.

მოციონ-ი [გერმ. Motion < ლათ. Motio (Motionis) მოძრაობა] – სიარული, სეირნობა ჯანმრთელობის განსამტკიცებლად ან დასვენების მიზნით.

მოჰერ-ი [ინგლ. Mohair < არაბ.] – 1. ანგორული თხის მატყლი, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ მბზინვარე; მისგან ამზადებენ ხალიჩებს, ფარდაგებს, ტრიკოტაჟს და სხვ. 2. ამ მატყლის რბილი ნართი და ქსოვილი.

მოჰიკანებ-ი - ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი, ამჟამად ამოწყვეტილი ტომი. უკანასკნელი მოჰიკანი - იტყვიან რაიმე გამქრალი ჯგუფის უკანასკნელ წარმომადგენელზე [ეს გამოთქმა ხმარებაში შემოვიდა ამერიკელი მწერლის ფენიმორ კუპერის (1789-1851 წწ.) რომანის „უკანასკნელი მოჰიკანის» წყალობით] –.

მუ [ჩინ.] – მიწის ფართობის საზომი ერთეული ჩინეთში; უდრის დაახლოებით 0,6 ჰექტარს.

მუარ-ი და მუარე [ფრანგ. Moire და Moiré] – აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; აქვს ტალღისებური მბზინავი ზედაპირი.

მუდეხარ-ი [ესპ. Mudejar] – ესპანეთში მე-11-16 სს.-ში: არქიტექტურული სტილი, რომელშიც გოტიკის (ხოლო შედეგ რენესანსის) კომპოზიციური ხერხები შეხამებული იყო მავრიტანული ხელოვნების ძირითად თვისებებთან.

მუდეხარებ-ი [ესპ. Mudejar (მხ.) < არაბ.] – პირენეს ნახევარკუნძულის იმ ტერიტორიაზე დარჩენილი მუსლიმანური მოსახლეობა, რომელიც მიიტაცეს

Page 80: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

ესპანურმა სახელმწიფოებმა რეკონკისტის დროს და 1492 წ. დაიწყეს იძულებით მათი გაქრისტიანება; ამ დროიდან ისინი ცნობილი არიან როგორც მორისკები.

მუეძინ-ი [არაბ. Mul addin] – მეჩეთის მსახური (მოლა), რომელიც მინარეთიდან მოუხმობს მუსლიმანებს სალოცავად.

მუზა [ბერძ. Musa] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: თითოეული ცხრა ქალღმერთთაგანი, რომლებიც ითვლებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველებად. 2. პოეტის შთაგონების წყარო. 3. პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თავისებურებებით.

მუზაგეტ-ი - იხ. მუსაგეტი.

მუზეუმ-ი [< ბერძ. Museion მუზების ტაძარი] – დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს დასათვალიერებლად ხელოვნების ნაწარმოებებს, ისტორიულ, სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს და სხვ.

მუზიცირება [გერმ. Musizieren] – (სპეც.). მუსიკაში მეცადინეობა, მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

მუთაზილიტებ-ი [არაბ.] – შემქმნელები რაციონალისტური მიმართულების მქონე ადრინდელი მუსლიმანური თეოლოგიისა, რომელიც ჩაისახა არაბთა მულაჟ-ი [ფრანგ. მოულაგე] – საგნის ნატურალური ზომის მოდელი (თაბაშირისა, სანთლისა და მისთ.).

მულაჟისტ-ი - მულაჟების დამზადების სპეციალისტი.

მულატ-ი [ესპ. Mulato < არაბ.] – ზანგისა და თეთრკანიანის შეუღლების შედეგად შობილი ადამიანი.

მულდა [გერმ. Mulde ვარცლი, გობი] – (ტექ.). 1. ფოლადის სხმული კოლოფი კაზმის (ნედლეულის) ჩასატვირთად ფოლადსადნობ ღუმელში. 2. საბრძმედე წარმოებაში: ყალიბი თუჯის ზოდების ჩამოსასხმელად.

მულინე1 [ფრანგ. Moulinet] – დაძახული ფერადი ძაფი ერთგვარი; იყენებენ საქარგავად.

მულინე2 [ფრანგ. Moulinet] – (სპორტ.). ერთ-ერთი ილეთი ფარიკაობაში.

მულინეტ-ი [ფრანგ. Moulinet] – წყლის ან ქარის სისწრაფის გასაზომი ხელსაწყო (ტრიალა).

მულიტ-ი - მინერალი სილიკატების კლასისა; ცეცხლგამძლე მასალა და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფაიფურისა და ზოგი სხვა ხელოვნური ტექნიკური პროდუქტისა [კუნძულ მალის (Mულლ, შოტლანდიაში) სახელის მიხედვით] –.

Page 81: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მულტი- [< ლათ. Multum ბევრი, მრავალი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მრავალჯერობას. მაგ., მულტიმილიონერი. მულტიპლიკაცია.

მულტივიბრატორ-ი [ლათ. Multum ბევრი და (იხ. ვიბრატორი)] – გენერატორი, რომელიც აღძრავს სინუსოიდისაგან ფორმით განსხვავებულ რხევებს; იყენებენ ელექტრონულ ტექნიკაში, ტელევიზიაში.

მულტიმილიონერ-ი [ფრანგ. Multimillionnaire] – მრავალ მილიონად ღირებული ქონების პატრონი; მილიარდერი.

მულტიპლიკატორ-ი [ლათ. Multiplicator გამამრავლებელი] – 1. მულტიპლიკაციის სპეციალისტი. 2. მრავალობიექტივიანი ფოტოკამერა, რომელიც ერთდროულად ერთი და იმავე საგნის მრავალ გამოსახულებას იძლევა; საერთოდ, რისამე პირების გასამრავლებელი ხელსაწყო.

მულტიპლიკაცია [ლათ. Multiplicatio გამრავლება] – 1. კინოფირზე გადაღება ცალკეული ნახატებისა, რომლებითაც ასახულია მოძრაობის თანამიმდევრული ფაზები; ეკრანზე ქმნის ობიექტების მოძრაობის ილუზიას. 2. თვით ასეთი ნახატები.

მულტიციკლონ-ი [ლათ. Multum ბევრი და ბერძ. kuklon (იხ. ციკლონი)] – (ტექ.). აპარატი აირის გასაწმენდად მასში შეტივტივებული მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან და სხვ.); შედგება მცირე დიამეტრის პარალელურად ჩართული რამდენიმე ციკლონისაგან (იხ. ციკლონი, მნიშვ. 2).

მულტფილმ-ი - მულტიპლიკაციური ფილმი.

მულჩ-ი [ინგლ. Multh] – (სოფ. მეურნ.) მულჩირებისათვის საჭირო მასალა.

მულჩირება [ინგლ. The mulch] – (სოფ. მეურნ.). ნიადაგის ზედაპირის დაფარვა სხვადასხვა მასალით (ჩალით, ფოთლებით, ქაღალდით, ტოლით და მისთ.), რათა დაიცვან ნიადაგი სარეველებისაგან და შეუნარჩუნონ მას სტრუქტურა და ტენი; დამულჩვა.

მუმია1 [არაბ. Mimija] – გახრწნისაგან დაბალზამებით (ან ბუნებრივად) დაცული ადამიანის გვამი (ან ცხოველის ლეში); გვამების მუმიებად ქცევა განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში.

მუმია2 [არაბ. Mimija] – მინერალური საღებავი სხვადასხვა ფერისა.

მუმიე - ფისისმაგვარი ბუნებრივი პროდუქტი ბიოლოგიური წარმოშობისა; ჟონავს კლდეებისა და მთების ნაპრალებიდან; წარმოადგენს უფორმო მაგარ ან დრეკად ნაჭრებს; ორი ათას წელზე მეტია იყენებენ ხალხურ მედიცინაში კუჭ-ნაწლავების, სასუნთქი გზების, შარდკენჭოვანი, კანის დაავადებათა, ბრონქიალური ასთმის, ტუბერკულოზის და სხვათა სამკუნალოდ (სხვანაირად: მთის ბალზამი).

Page 82: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მუმიფიკაცია [ფრანგ. Momification] – და მუმიფიცირება - მუმიად (იხ. მუმია1) ქცევა.

მუნდირ-ი [რუს. Мундир < ფრანგ.] – სამხედრო ან სამოქალაქო ფორმის ტანსაცმელი.

მუნდშტუკ-ი [გერმ. Mundstuck] – 1. პატარა სპეციალური მილი, რომელშიც ურჭობენ მოსაწევად სიგარეტს, პაპიროსს. 2. პაპიროსის ჰილზის მაგარი უთამბაქო ნაწილი, რომელსაც პირში იდებენ. 3. სასულე მუსიკალური საკრავის ნაწილი, რომელსაც ტუჩებით ეხებიან ან პირში იდებენ; სატუჩე.

მუნიციპალიზაცია [ფრანგ. Municipalisation] – და მუნიციპალიზება - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კერძო პირებისათვის ჩამორთმევა საკუთრებისა (მიწისა, ნაგებობათა) და გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში.

მუნიციპალიტეტ-ი [გერმ. Munizipalität] – ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობის ორგანო ზოგ ბურჟუაზიულ ქვეყანაში.

მუნიციპალურ-ი - მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული.

მუნიციპიებ-ი [ლათ. Municipium (მხ.)] – ძველი რომის სახელმწიფოში: თვითმმართველობის მქონე ქალაქები.

მურ-ი [ბერძ. Myrra, არაბ. Murr] – სურნელოვანი ფისი ზოგი მცენარისა, რომლებიც ხარობენ სამხრეთ არაბეთსა და ეთიოპიაში; გამოყენება აქვს მედიცინაში; ძველად იყენებდნენ საკმეველად რელიგიური რიტუალების დროს; ზმირინი.

მურალ-ი [ესპ. Mural] – ლათინური ამერიკის ქვეყნებში (მექსიკაში, არგენტინაში და სხვ): კედლის მხატვრობა, ფრესკა; მონუმენტური ფერწერა.

მუს-ი [ფრანგ. Mousse] – ტკბილი საჭმელი, დამზადებული ხილის სიროფისაგან, რომელსაც დამატებული აქვს მანანის ბურღული ან ჟელატინი.

მუსაგეტ-ი [ბერძ. Musagetes] – ბერძნულ მითოლოგიაში: „მუზების წინამძღოლი» (აპოლონის ეპითეტი).

მუსავატ-ი [აზერბ.-არაბ.] – კონტრრევოლუციური ბურჟუაზიულ-მემამულური, ნაციონალისტური პარტია აზერბაიჯანში (1912-1920 წწ.).

მუსავატელ-ი და მუსავატისტი - მუსავატის წევრი.

მუსიე და მუსიო - იხ. მესიე.

მუსიკა [ბერძ. Musike] – 1. ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ბგერითი მხატვრული სახეებით. 2. ამგვარი ხელოვნების ნაწარმოები; ასეთ ნაწარმოებთა ერთობლიობა.

მუსიკოს-ი - 1. მუსიკის სპეციალისტი. 2. რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დამკვრელი.

Page 83: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მუსკარდინ-ი [ფრანგ. Muscardine] – მწერების (კერძოდ, აბრეშუმის ჭიის) სოკოვანი დაავადება.

მუსკატ-ი [ფრანგ. Muscat] – 1. ვაზის ჯიში ერთგვარი; ისხამს სურნელოვან ყურძენს; ამ ყუძნის ღვინო. 2. ტროპიკული ხე; ისხამს სურნელოვან ნაყოფს; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიაში.

მუსკულატურა [< ლათ. Musculus კუნთი] – ორგანიზმის კუნთების ერთობლიობა.

მუსკუს-ი [ლათ. Muscus < სანსკრ.] – სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება ცხოველური ან მცენარეული წარმოშობისა; დიდი გამოყენება აქვს პარფიუმერიაში (ქართულში მუსლიმან-ი და მუსულმან-ი [არაბ. Muslim] – იგივეა,რაც მაჰმადიანი.

მუსლიმანობა და მუსულმანობა - იგივეა, რაც მაჰმადიანობა.

მუსლინ-ი [ფრანგ. Mousseline] – აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი.

მუსონ-ი [ფრანგ. Mousson < არაბ.] – ქარი, რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას, ზაფხულობით უბერავს ზღვიდან, ხოლო ზამთრობით - ხმელეთიდან.

მუსტანგ-ი [ესპ. Mustango, ინგლ. Mustang] – გაველურებული შინაური ცხენი (გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში).

მუსულმან-ი - იხ. მუსლიმანი.

მუსტიერ-ის კულტურა - (არქეოლ.). ძველი პალეოლითის ყველაზე გვიანდელი კულტურა (ეპოქა); მოსდევს აშელეს კულტურას; ამ ეპოქას ეკუთვნის ნეანდერტალელი ადამიანი [ლე-მუსტიეს Le Moustier) გამოქვაბულის მიხედვით (საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით)] –.

მუტაგენებ-ი [ლათ. Muto ვრცელი და genos წარმოშობა] – (ბიოლ.). ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები, რომლებიც იწვევს მემკვიდრულ ცვლილებებს (მუტაციებს).

მუტაგენეზ-ი [ლათ. Muto ვრცელი და ბერძ. genesis წარმოშობა. წარმოქმნა] – (ბიოლ.). მემკვიდრულ ცვლილებათა (მუტაციების) წარმოქმნის პროცესი.

მუტანტ-ი - გენეტიკაში: ორგანიზმი, რომელსაც მუტაცია (მნიშვ. 2) ახასიათებს.

მუტაცია [ლათ. Mutatio ცვლილება] – 1. ყოველგვარი ნახტომისებური განვითარება რისამე. 2. (ბიოლ.). რაიმე ახალი ნიშან-თვისების უეცარი გამოვლენა ცხოველებსა და მცენარეებში. 3. ყმაწვილის ხმის შეცვლა (დაბოხება) ასაკში შესვლის გამო.

Page 84: მƒ›.doc · Web viewმაარებ-ი [გერმ. Maar (მხ.)] – ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან

მუფელ-ი [გერმ. Muffel] – (ტექ.). ცეცხლგამძლე მასალის ან სიცხეგამძლე ფოლადის კამერა, რომელშიც გასახურებლად ან გამოსაწვავად ათავსებენ სხვადასხვა ნაკეთობას (წვის პროდუქტების ზემოქმედებისაგან დასაცავად).

მუფთა [რუს. Муфта < გერმ. Muffe] – ორივე მხრიდან ხელის შესაყოფი სათბური, ჩვეულებრივი ბეწვისა; ხმარობენ ქალები სიცივეში.

მუფთ-ი [არაბ. მუფტი] – მუსლიმანთა იურისტ-ღვთისმეტყველი, ყურანის განმმარტებელი; უმაღლესი სასულიერო პირი.

მუფლონ-ი [ფრანგ. Mouflon] – გარეული ცხვარი, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ზოგ კუნძულზე.

მუშკ-ი [სპარს. Musk] – მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში.

მუშკეტ-ი [< ფრანგ. Mousquet] – < ესპ.] – ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი თოფი.

მუშკეტერ-ი [ფრანგ. Mousquetaire] – მუშკეტით შეიარაღებული ჯარისკაცი.

მუშკეტონ-ი [ფრანგ. Mousqueton] – ძველებური მოკლე თოფი, კარაბინის წინაპარი.

მუშტრა [< პოლონ. Musztra] – სამხედრო სწავლება, დამყარებული მექანიკურ დისციპლინაზე და სამხედრო საქმის წესების შეუგნებლად დაზეპირებაზე.

მუჯაჰიდებ-ი [არაბ.-სპარს. Mosahid (მხ.) „სარწმუნოებისათვის მებრძოლი, წამებული»] – 1. ირანში: არალეგალური რევოლუციურ-დემოკრატიული საზოგადოების წევრები; აქტიური როლი ითამაშეს 1905-1911 წწ.-ის ირანის რევოლუციაში; დაკავშირებული იყვნენ ამიერკავკასიის ბოლშევიკებთან. 2. ალჟირში: 1954-1962 წწ.-ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომოს მონაწილეები, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი.

მუჰაფაზა [არაბ. Muhafaza] – დიდი ადმინისტრაციული ერთეული (ოლქი) ლიბანში.