E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო...

6
რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა მონაცემთა გაცვლის სააგენტო ივნისი, 2011 წელი, გამოშვება #5 E-GOVERNMENT.GE საინფორმაციო ფურცელი გამოშვებაში წაიკითხავთ რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა 1 მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეყა ინტერნეტით 1 TWINNING პროექტის დამტკიცება 2 E- GOVERNMENT.GE— ახალი ელექტრონული სერვისები 2 სასკოლო გამოცდების ადმინისტრირების ტექნოლოგიური ნოვაცია 3 ინტერნეტ უსაფრთხოების პოპულარიზაციის პროექტი 3 IT თავისუფალი ზონები საქართველოში 4 დამისამართების პროექტი 4 მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტური ს პროექტი 5 CERT.GOV.GE- ახალი მომსახურება 6 2011 წლის 14 ივნისს, ქ. რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. რუსთავის იუსტიციის სახლის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და რეკორდულად მცირე დროში - 10 თვეში დასრულდა. ის მთლიანად ქართული პროდუქტია. დაპროექტებიდან მოყოლებული, მშენებლობის უმცირესი დეტალებით დამთვარებული, მასზე ქართველი არქიტექტორები და მშენებლები მუშაობდნენ. ქართულ კომპანიებს ეკუთვნით გახსნის ცერემონიის ორგანიზაციაც. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში პირველად შეიქმნა 3D ფორმატის შოუ, რომელმაც რუსთავის იუსტიციის სახლის გახსნის დამსწრეებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი www.justice.gov.ge www.house.gov.ge www.cra.gov.ge www.napr.gov.ge www.nbe.gov.ge www.matsne.gov.ge www.e-government.ge www.tbilisi.gov.ge www.rs.ge www.mof.ge მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინტერნეტის მეშვეობითაც მიიღება მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეებთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს კომფორტულ გზას სახლიდან გაუსვლელად თვალყური ადევნონ საკუთარი საქმის მსვლელობას, ისეთ მომსახურებებზე რეგისტრაციის დროს, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, მიღება, შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, მოქალაქეობის აღდგენა, ემიგრაციის ნებართვა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, დადასტურება, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება, ერთჯერად და მრავალჯერად ვიზებზე განცხადების გაკეთება და სხვა (გაგრძელება გვ.2).

Transcript of E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო...

Page 1: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

რ უ ს თ ა ვ შ ი ი უ ს ტ ი ც ი ი ს ს ა ხ ლ ი გ ა ი ხ ს ნ ა

მონა

ცემ

თა

გაც

ვლი

სააგ

ენტ

ი ვ ნ ი ს ი , 2 0 1 1 წ ე ლ ი , გ ა მ ო შ ვ ე ბ ა # 5

E - G O V E R N M E N T . G E

ს ა ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ო ფ უ რ ც ე ლ ი

გ ა მ ო შ ვ ე ბ ა შ ი

წ ა ი კ ი თ ხ ა ვ თ

რ უ ს თ ა ვ შ ი

ი უ ს ტ ი ც ი ი ს ს ა ხ ლ ი

გ ა ი ხ ს ნ ა

1

მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ი ს

ს ა კ ი თ ხ ე ბ ი ს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ყ ა

ი ნ ტ ე რ ნ ე ტ ი თ

1

T W I N N I N G

პ რ ო ე ქ ტ ი ს

დ ა მ ტ კ ი ც ე ბ ა

2

E -

G O V E R N M E N T . G E —

ა ხ ა ლ ი

ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი

ს ე რ ვ ი ს ე ბ ი

2

ს ა ს კ ო ლ ო

გ ა მ ო ც დ ე ბ ი ს

ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ი რ ე ბ ი ს

ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი უ რ ი

ნ ო ვ ა ც ი ა

3

ი ნ ტ ე რ ნ ე ტ

უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს

პ ო პ უ ლ ა რ ი ზ ა ც ი ი ს

პ რ ო ე ქ ტ ი

3

I T თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი

ზ ო ნ ე ბ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი

4

დ ა მ ი ს ა მ ა რ თ ე ბ ი ს

პ რ ო ე ქ ტ ი

4

მ ო ნ ა ც ე მ თ ა

გ ა ც ვ ლ ი ს

ი ნ ფ რ ა ს ტ რ უ ქ ტ უ რ ი

ს პ რ ო ე ქ ტ ი

5

C E R T . G O V . G E - ს

ა ხ ა ლ ი

მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ა

6

2011 წლის 14 ივნისს, ქ. რუსთავში იუსტიციის სახლი

გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და

იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. მოწვეულ

სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო,

აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების,

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური

კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო

ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

რუსთავის იუსტიციის სახლის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და

რეკორდულად მცირე დროში - 10 თვეში დასრულდა. ის მთლიანად ქართული

პროდუქტია. დაპროექტებიდან მოყოლებული, მშენებლობის უმცირესი დეტალებით

დამთვარებული, მასზე ქართველი არქიტექტორები და მშენებლები მუშაობდნენ.

ქართულ კომპანიებს ეკუთვნით გახსნის ცერემონიის ორგანიზაციაც. სპეციალურად ამ

დღისათვის საქართველოში პირველად შეიქმნა 3D ფორმატის შოუ, რომელმაც რუსთავის

იუსტიციის სახლის გახსნის დამსწრეებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა. ღონისძიების

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი

გაიმართა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის

მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს,

ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები არა მექანიკურად, არამედ -

იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული

გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი

www.justice.gov.ge www.house.gov.ge www.cra.gov.ge www.napr.gov.ge www.nbe.gov.ge

www.matsne.gov.ge www.e-government.ge www.tbilisi.gov.ge www.rs.ge www.mof.ge

მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ა ს თ ა ნ დ ა კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ი ნ ტ ე რ ნ ე ტ ი ს მ ე შ ვ ე ო ბ ი თ ა ც მ ი ი ღ ე ბ ა

მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეებთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლი

მოქალაქეებს სთავაზობს კომფორტულ გზას – სახლიდან გაუსვლელად თვალყური

ადევნონ საკუთარი საქმის მსვლელობას, ისეთ მომსახურებებზე რეგისტრაციის დროს,

როგორიცაა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, მიღება, შეწყვეტა, საქართველოს

მოქალაქეობიდან გასვლა, მოქალაქეობის აღდგენა, ემიგრაციის ნებართვა, დროებითი და

მუდმივი ბინადრობის ნებართვა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, დადასტურება,

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება,

ერთჯერად და მრავალჯერად ვიზებზე განცხადების გაკეთება და სხვა (გაგრძელება გვ.2).

Page 2: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

T W I N N I N G - ი ს პ რ ო გ რ ა მ ი ს ფ ა რ გ ლ ე ბ შ ი ს ა ა გ ე ნ ტ ო ს მ ი ე რ მ ო მ ზ ა დ ე ბ უ ლ ი

გვერდი 2 E - G O V E R N M E N T . G E

სერვისის მისაღებად მომხმარებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, რომელშიც მიეთითებული იქნება

განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდური სიტყვა. მოქალაქეს საკუთარი განცხადების შესახებ ნებისმიერი

ინფორმაციის (მათ შორის სააგენტოს დადგენილების, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს

პრეზიდენტის გადაწყვეტილების) მოძიება შეეძლება იუსტიციის სახლის ინტერნეტგვერდზე www.house.gov.ge

განცხადების ნომრისა და კოდური სიტყვის გამოყენებით.

ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ექნება იურიდიული ძალა. ახალი სერვისის თანახმად, არ

გახდება საჭირო საფოსტო მომსახურება, რაც თავის მხრივ ამცირებს საპროცედურო ვადებს.

თუ განცხადებაში მითითებული იქნება დაინტერესებული მხარის მობილური ტელეფონის ნომერი ან

ელექტრონული ფოსტის მისამართი, იუსტიციის სახლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება

დაინტერესებულ მხარეს დამატებით ეცნობება SMS–ის/ელ–ფოსტის საშუალებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს

მიერ ევროკავშირის „დაძმობილების“ (TWINNING) პროგრამის ფარგლებში

მომზადებული პროექტი 2011 წლის ივნისში ბრიუსელის ოფისმა

დაამტკიცა. პროექტის მომზადება, რომლის მიზანია საქართელოში

ელექტრონული მმართელობის განვითარების ხელშეწყობა და ამ

მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა,

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2010 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

პროექტი საქართველოში ელექტრონული მმართელობის განვითარების

მხრივ სამ ძირითად ეტაპად იყოფა: 1) ელექტრონულ მმართველობასთან

დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული პრაქტიკის

საუკეთესო მოდელების ქართულ რეალობაში იმპლემენტაცია; 2) შესაბამისი რეგულაციებისა და სტანდარტების

დანერგვა 3) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ფუქნციონირების უზრუნველყოფა მძლავრი

ინსტიტუციონალური მექანიზმის - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT)

მეშვეობით.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის „დაძმობილების“

პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ, რეკორდულად მცირე დროში დამტკიცდა. ეს მეტყველებს, რომ ჩვენი

სააგენტოს მიმართ ევროპელი კოლეგების ინტერესი დიდია და მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული

პროექტი წარმატებით დასრულდება, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დამტკიცებული

პროექტი უკვე გადაგზავნილია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და

ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება უკვე 2011 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი

პარტნიორებისა და დონორების მისწრაფებას დაეხმარნონ საქართველოს ინფორმაციული საკომუნიკაციო სფეროს

განვითარებაში.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/funding_opportunities/grants/

index_en.htm ; https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?

დაინტერესებულ მხარეებს საშუალება

აქვთ ისარგებლონ ჯანმრთელობის

დაცვის ერთიანი საინფორმაციო

სისტემით. ასევე, საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო

რეესტრთან თანამშრომლობით

სამინისტრომ დანერგა დაბადება/

გარდაცვალების ონლაინ რეჟიმში

რეგისტრირების მოდული.

„ჩვენი სამინისტრო დიდ მნიშვნელობას

ანიჭებს ელექტრონული მომსახურების

დანერგვას. დღეს უკვე შეგვიძლია

სამედივინო სფეროს წარმომადგენლებს,

ასევე პაციენტებს შევთავაზოთ ისეთი

მონაცემთა გაცვლის

სააგენტოს მიერ

შექმნილ

ელექტრონული

სამთავრობო

რესურსების

ვებპორტალს (www.e-government.ge)

საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს ახალი

ელექტრონული სერვისები დაემატა.

როგოროც პაციენტებს, ისე

სამედიცინო სფეროს

წარმომადგენლებს და სხვა

ონლაინ სერვისები, როგორიცაა,

მაგალითად, სამდიცინო

შემთხვევების რეალურ დროში

აღრიცხვა, გულის ქირურგიის

ოპერაციის მომლოდინე

პაციენტებმა კომპიუტერის

მეშვეობით შეამოწმონ მათი რიგი

და სხვა. მოხარული ვარ, რომ

ახალი ელექტრონული სერვისები

განთავსდა სამთავრობო

ელექტრონული რესურსების

ვებპორტალზეც.“ - მიხეილ

ჯანიაშვილი.

ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო რ ე ს უ რ ს ე ბ ი ს პ ო რ ტ ა ლ ს ჯ ა ნ დ ა ც ვ ი ს

ს ა მ ი ნ ი ს ტ რ ო ს ა ხ ა ლ ი ს ე რ ვ ი ს ე ბ ი დ ა ე მ ა ტ ა

Page 3: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

გვერდი 3 E - G O V E R N M E N T . G E

ი ნ ტ ე რ ნ ე ტ უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს პ ო პ უ ლ ა რ ი ზ ა ც ი ი ს პ რ ო ე ქ ტ ი

ს ა ს კ ო ლ ო გ ა მ ო ც დ ე ბ ი ს ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ი რ ე ბ ი ს ტ ე ქ ნ ო ლ ო გ ი უ რ ი ნ ო ვ ა ც ი ა

მეთორმეტეკლასელებმა წელს პირველად საატესტატო გამოცდები

კომპიუტერების საშუალებით ჩააბარეს. საატესტატო გამოცდები 23

მაისს 8 საგანში ქართული ენითა და ლიტერატურით დაიწო. სკოლის

გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო

სკოლაში ჩატარდა.

საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით

ჩატარდა. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს

ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება

მსფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო

პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებურად,

ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ჩატარდა. ყველა

მოსწავლე თანაბარ პირობებში იყო, თითოეულ საგანს ერთი დღე ქონდა დათმობილი და მას ყველა

მეთორმეტეკლასელი ამავე დღეს, თავის სკოლაში, რამდენიმე სესიის განმავლობაში აბარებდა.

საატესტატო გამოცდებისათვის მზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების

მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) და გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში

ახორციელებდა. გამოცდებამდე დასრულდა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახის მონტაჟი,

რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი

მოწყობილობები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ მონაცემთა ერთიანი ბაზის

შექმნასა და მისი ცენტრალიზებული მართვის საშუალებას იძლევა.

სკოლებში IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა საინფორმაციო

ტექნოლოგიების სპეციალისტების შერჩევა. სულ შეირჩა 300-მდე სპეციალისტი, რომლებიც გადანაწილდა 1520

საგამოცდო სკოლაში. ყველა შერჩეულმა კანდიდატმა საგამოცდო სკოლებში ლოკალური ქსელისა და საჭირო

აპარატურის მონტაჟი უზრუნველყო.

ყველა სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით გამოცდებისათვის შეძენილ იქნა 1500 მდე ნეტბუკი.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების მიმდინაორებას ონლაინ რეჟიმში ვიდეო გამოსახულების

საშუალებით საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

აკვირდებოდნენ. მინისტრის განცხადებით, ჩატარებული გამოცდების შედეგები და მათი ანალიზი საშუალებას

გვაძლევს განვაცხადოთ - უპრეცენდენტო საატესტატო გამოცდები შედგა!

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია

”გრენა”-ს კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფმა (CERT-GE) ინტერნეტ

საზოგადოება ISOC-თან თანამშრომლობით 22 ივნისს საქართველოში ინტერნეტ

უსაფრთხოების პოპულარიზაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ინტერნეტ და კომპიუტერული

საფრთხეების შესახებ და ცოდნის ამაღლება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და

მონაცემთა დაცვის საკითხებში, რათა მომხმარებელს მიეცეს საშუალება უსაფრთხოდ და

ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ ტექნოლოგიები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ გვერდი (www.isap.ge), რომელიც ქართველ ინტერნეტ

მომხმარებლებს მიაწვდის სასარგებლო ინფორმაციას სხვადასხვა კიბერ საფრთხის შესახებ

და რეკომენდაციებს ინტერნეტ ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.

„იმ რეალობოდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს საქართველოს ინტერნეტ სივრცეში, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ

დაგვეწყო ეს პროექტი, რადგან თითოეული უმოქმედო დღე უფრო მეტ პრობლემას გვმატებს და ამაზე თვალის

დახუჭვა აღარ შეიძლება. ამ მიმართულებით რისკები მეტად მაღალია და მოითხოვს ინტერნეტ მომხმარებლთა

განსაკუთრებულ ყურადღებას. ბევრმა არ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათ კომპიუტერებს და პირად

მონაცემებს ემუქრება. ინტერნეტის მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ უსაფრთხოების სათანადო დაცვის სისტემები

თავიანთ კომპიუტერებზე ან არ ითვალისწინებენ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, რის გამოც ისინი კიბერ

დამნაშავეთა ადვილ სამიზნედ ხდებიან. შედეგად, ჩვენ ვხედავთ ათასობით დაინფიცირებულ კომპიუტერს,

რომლებიც ბოროტად გამოიყენება უკანონო მიზნებისთვის და, ასევე, მრავლობით კიბერ ინციდენტს საქართველოს

ინტენრეტ სივრცეში“ - დავით ტაბატაძე, საქართველოში ინტერნეტ უსაფრთხოების პოპულარიზაციის პროექტის

კოორდინატორი.

Page 4: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

გვერდი 4 E - G O V E R N M E N T . G E

I T თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ზ ო ნ ე ბ ი ს ა ქ ა რ თ ე ლ ო შ ი

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული

კანონპროექტის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების

(IT), სისტემებისა და სპეციალური პროგრამული

უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვის

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა

გადასახადებისგან თავისუფალი ზონა.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მსოფლიოში უმსხვილესი IT

კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვას, რათა მათ

საქართველოში რეგიონალური წარმომადგენლობები

გახსნან, რითაც წახალისდება ქვეყანაში IT ტექნოლოგიების

შემდგომი განვითარება.

თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს IT თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოდელი და რა პროგრესია

დღეისთვის ამ მხრივ მიღწეული, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე,

შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ივნისის თვეში შეხვდა იმ კომპანიების

წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ ვირტუალური ზონის პირებად და მიიღეს

შესაბამისი სერთიფიკატი.

“ინფორმაციული ტექნოლოგიების თავისუფალი ზონის შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა

აქვს. ამით ჩვენ საშუალებას ვაძლევთ საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომუშავე კომპანიებს,

ისარგებლონ გადასახადებისაგან თავისუფალი სივრცით. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის

მინიჭებაც მარტივი პროცედურით - ელექტრონულად არის შესაძლებელი, რაც კიდევ ერთი სტიმულია

კომპანიებისთვის შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე და განახორციელონ ინვესტიციები. შეხვედრისას

ჩვენ დავინტერესდით თუ როგორია უკვე დარეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლების

მოსაზრება, გავიზიარეთ მათი სურვილები და შენიშვნები. მინდა აღვნიშნო, რომ მათი კმაყოფილების

დონე საკმაოდ მაღალია, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო

გააქტიურდება. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს კიდევ

უფრო განვითარებას.” - ჯაბა ებანოიძე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მოპოვება ხდება განაცხადის წარმოდგენიდან 48 საათს

განმავლობაში. ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება

ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

დაინტერესებულ მხარეებს ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში. ამისათვის

საჭიროა ეწვიოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდის შესაბამის გამყოფილებას

მისამართზე: http://newzone.mof.ge/Login.aspx

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია იუსტიციის

სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ყოველთვიური საინფორმაციო ფურცლის მეშვეობითაც: http://www.e-government.ge/uploads/library/DEA_MOF%20Newsletter_GEO.pdf

პ რ ო ე ქ ტ ი - „დ ა მ ი ს ა მ ა რ თ ე ბ ი ს კ ო ნ ც ე ფ ც ი ი ს ს რ უ ლ ყ ო ფ ა ს ა ვ ე ლ ე

ს ა მ უ შ ა ო ე ბ ი ს მ ე შ ვ ე ო ბ ი თ “

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ სამოქალაქო რეესტრის

სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პილოტურ პროექტს „დამისამართების კონცეფციის

სრულყოფა საველე სამუშაოების მეშვეობით“(გაგრძელება გვ. 5).

Page 5: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

გვერდი 5 E - G O V E R N M E N T . G E

პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ნდობის

გაზრდა საარჩევნო პროცესის მიმართ“ (ITEP) ფარგლებში, რომელსაც

ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

პროექტის მიზანია დამისამართების სისტემის განვითარებისა და

შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის გაუმჯობესების გზით, ხელი

შეუწყოს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას.

პროექტის ვადაა 6 თვე და მოიცავს პერიოდს 2011 წლის 1 მარტიდან

31 აგვისტოს ჩათვლით პროექტის ფარგლებში ხორციელდება

თბილისის ორი უბნის – ძველი თბილისისა და დიდუბე–ჩუღურეთის

– დამისამართება, რაც მოიცავს ამ უბნებში სამოქალაქო რეესტრის

სააგენტოს მიერ რეგისტრირებული პირების მისამართების დაზუსტებას და მათ მიბმას დაზუსტებულ

მისამართებზე (მინიმუმ 150 000 პირის). დამისამართების პროცესი ხორციელდება 20 მობილური

ჯგუფის მიერ, რომლებიც აღჭურვილი არიან საველე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო

ინვენტარითა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით.

დამისამართების პროცესში ხორციელდება დამისამართების კონცეფციის გატესტვა. დამისამართების

კონცეფცია შემუშავებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 2009–2010 წლებში, თუმცა

კონცეფციაში ასახული დამისამართების წესების კონკრეტულ სამართლებრივ აქტებში ასახვა და მათი

დაკანონება მიზანშეუწონელი იქნებოდა ამ წესების პრაქტიკული გამოყენების გარეშე. დამისამართების

წესების პრაქტიკული გამოყენება ხელს უწყობს დამისამართების კონცეფციის ხარვეზების,

დამისამართების სფეროში არსებული კონკრეტული პრობლემებისა და არასტანდარტული შემთხვევების

გამოვლენას, რაც თავის მხრივ მიმართულია დამისამართების წესების სრულყოფისაკენ.

დამისამართების კონცეფციის სრულყოფილი (საბოლოო) სახით ჩამოყალიბება პროექტის ერთ–ერთი

ამოცანა და შედეგია.

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები დამისამართების სამუშაოების ეფექტური

მენეჯმენტის მოდელის შესაქმნელად, რომელიც გამოსადეგი იქნება მომავალში მთელი ქვეყნის

მასშტაბით დამისამართების პროცესის წარმოებისათვის.

მ ო ნ ა ც ე მ თ ა გ ა ც ვ ლ ი ს ი ნ ფ რ ა ს ტ რ უ ქ ტ უ რ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის

სააგენტო ახორციელებს პროექტს - Georgian Governmental Gate-

way (3G), რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან

დაკავშირებული სამთავრობო სტრუქტურების ჩარჩოს

(Connected Governmental Framework). პროექტის მიზანია

სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემუშავებული

ელექტრონული სერვისების მოსახლეობისთვის მიწოდების

სქემის იმგვარად დამუშავება, რომ მინიმალური დანახარჯებით

მაქსიმალურად იყოს გარანტირებული პროცესის სისწრაფე,

უსაფრთხოება, და ხარისხი. ამჟამად პროექტს მონაცემთა

გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ ისეთი მულტინაციონალური კომპანიები,

როგორებიცაა HP და Microsoft. მსგავსი სახით სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული სერვისების

მოსახლეობისთვის შეთავაზება მოქმედებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში კი პროექტს

ანალოგი არ აქვს.

„პროექტზე მუშაობის დროს გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, შეიძლება ითქვას,

საინფორმაციო ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები. ჩვენმა სააგენტომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა

მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დღეისათვის მიმდინარეობის ტემპები საკმაოდ მაღალია.

ივლისში უკვე იგეგმება პროექტში ფინანსთა სამინისტროს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების

ელექტრონული სერვისების ინტეგრირება, წლის ბოლოს კი დაგეგმილია მოქალაქეთა პორტალის

ამოქმედება, სადაც ერთ სივრცეში, ინგეგრირებული სახით თავს მოიყრის სახელმწიფოში არსებული

ყველა ელექტრონული სერვისი.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

Page 6: E - G O V E R N M E N T . G E საინფორმაციო ფურცელიdea.gov.ge/uploads/Newsletters/DEA Newsletter_JUNE... · 2012-08-27 · e - g o v e r n m e

გვერდი 6 E - G O V E R N M E N T . G E

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოში 2011 წლის იანვრიდან

მოქმედებს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწერაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge). აღნიშნული

ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის სპეციალისტებით, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი

მომზადება, რაც ითვალისწინებს კიბერ ინციდენტების აღნმოჩენას, რეგისტრირებას, ანალიზსა და

შესაბამის რეაგირებას.

აღნიშნული ჯგუფი მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს - ეს არის საჯარო და კერძო სექტორის

სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შეღწევადობის ტესტირება (Penetration testing).

„ტესტირების მიზანია შევამოწმოთ ამა თუ იმ სტრუქტურის საინფორმაციო ტექნოლოგიური

ინფრასტრუქტურა იმ კუთხით თუ რამდენად დაცულია იგი გარე შეღწევისგან, ანუ რამდენად ადვილია

ამა თუ იმ სისტემაზე გარეშე პირმა - იქნება ეს კიბერ დამნაშავე თუ სხვა, მოახდინოს რეაგირება,

შეაფერხოს ან სრულიად გააჩეროს მისი ფუნქციონირება. ეს კი ნებისმიეირ სტრუქტურის პარალიზებას

იწვევს, რადგან თითოეული მათგანის მუშაობა დაფუძნებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ჩვენი

მომსახურება ითვალისწინებს სუსტი მხარეების, პრობლემების აღმოჩენას და შესაბამისი

რეკომენდაციების გაცემას.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული

უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართელოს უფროსი.

აღნიშნული მომსახურება მსოფლიოში უკვე არსებობს და ერთ-ერთ ძვირ სევისად არის აღიარებული. ამ

ეტაპზე, მონაცემთა გაცვლის სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებს უფასოდ სთავაზობს მომსახურებას.

ამჟამად ტესტირება 2 ორგანიზაციაში მიმდინარეობს.

მ ო ნ ა ც ე მ თ ა გ ა ც ვ ლ ი ს

ს ა ა გ ე ნ ტ ო

წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის 2

თბილისი 0102, საქართველო

ტელ.: (+995 32) 291 51 40

ელ. ფოსტა: [email protected]

თუ ხართ ახალი მომხმარებელი ან კვლავ გსურთ

საინფორმაციო ფურცლის გამოწერა, გთხოვთ

გამოაგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე:

[email protected] და სათაურში მიუთითოთ “Subscribe” ან

დაარეგისტრიროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის

მისამართი ვებ გვერდზე: www.e-government.ge

თუ არ გსურთ, მონაცემთა გაცვცლის სააგენტოს

საინფორმაციო ბიულეტენის მიღება, გთხოვთ

გამოგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე:

[email protected] და სათაურში მიუთითოთ “Unsubscribe”.

იხილეთ ჩვენი საიტი

WWW.E-GOVERNMENT.GE

C E R T . G O V . G E - ს ა ხ ა ლ ი მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ა