dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური...

208
დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდK დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდ ¹ 19 დ. დდდდდდდ 24 დდდდდდ 2010 დ. დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ: დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ: დდდდდდდდდ დდდდდდდ: თ. თთთთთთთთ, თ. თთთთთთთთთთთთ, თ. თთთთთთთთ, თ. თთთთთთთთთთთთ, თ. თთთთთთ, თ. თთთთთთთთთთთთთ, თ. თთთთთთთთ, თ. თთთთთთთთთთ, თ. თთთთთთთ, თ. თთთთთ; დდდდდდდდ დდდდდდდდ: თ. თთთთთთთთთთთ, თ. თთთთთთთთთ, თ. თთთთთთთთ, თ. თთთთთთ, თ. თთთთთთთთ, თ. თთთთთთთთთ, თ. თთთთთთთთ; დდდდდდდდდდ: თთთთთთ თთთთთთთთთთ _ თთთთთთთთთთ თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთ თთთთთთ _ თთთთთთთთთთთ თთთთთ, თთთთთ თთთთთთ _ თთთთთთთთთთთ თთთთთ, თთთ თთთთთთთთთ _ თთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთ, თთთთ თთთთთთთ _ თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთთ თთთთთთთთ _ თთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთთ თთთთთთთ _ თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთთთთ თთთთთთ _ თთთთთთ თთთთთთთთთთთთთ თთ თთთთთთთთთ თთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთთთ თთთთთთ _ თთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთ, თთთთ თთთთთთ _ „თთთთთთთთთ“ თთთთთთთთთთთთთ

Transcript of dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური...

Page 1: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის

ოქმი ¹ 19

ქ. თბილისი 24 ივნისი 2010 წ.

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: თ. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, ზ. კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

აპარატის მუშაკები: ი. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, მ. ჯაფარიძე, გ. სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, მ. ჯულაყიძე;

მოწვეულები: ირაკლი კენჭოშვილი _ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა თორდია _ პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა _ პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი _ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ნინო ენუქიძე _ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ალავიძე _ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ფრუიძე _ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი სირაძე _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზაზა ჭელიძე _ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ღვალაძე _ “საქპატენტის” გენერალური დირექტორი, კარლო ლაფერაძე _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

დღის წესრიგი:1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე

Page 2: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ”

/მესამე მოსმენა//მომხ. ირაკლი ღვალაძე/

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

/მესამე მოსმენა//მომხ. გია ხუროშვილი/

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

/მესამე მოსმენა//მომხ. გია ხუროშვილი/

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

/მესამე მოსმენა///მომხ. გია ხუროშვილი/

5. საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები:”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”

/მესამე მოსმენა//მომხ. ლაშაA თორდია/

6. საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”/მეორე მოსმენა/

/მომხ. ლაშა თორდია/

2

Page 3: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

7. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

/მეორე მოსმენა//მომხ. ირაკლი კენჭოშვილი/

8. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

/მეორე მოსმენა//მომხ. ირაკლი კენჭოშვილი/

9. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონპროექტები “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საგახასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”/მეორე მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”/მეორე მოსმენა/

/მომხ. ზაზა ჭელიძე/ 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

/პირველი მოსმენა//მომხ. სულხან სისაური/

3

Page 4: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

12. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ”

/მომხ. ზურაბ ალავიძე/ 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

/მომხ. ნიკოლოზ ფრუიძე/14. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

/მომხ. ნათია მიქელაძე/ 15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

/მომხ. ირაკლი სირაძე/16. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის

4

Page 5: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

თაობაზე”, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

/მომხ. ირაკლი სირაძე/

17. საქართველოს პარლამენტის წევრების ჩ. თაქთაქიშვილის, ლ. თორდიას და ზ. კუკავას მიერ მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”

/მომხ. ზვიად კუკავა/ 1.მესამემოსმენით განიხილეს:

ირაკლი ღვალაძის მოხსენება “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე

5

Page 6: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

2.მესამემოსმენით განიხილეს:

გია ხუროშვილის მოხსენება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2)

3.მესამემოსმენით განიხილეს:

გია ხუროშვილის მოხსენება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

4.მესამემოსმენით განიხილეს:

გია ხუროშვილის მოხსენება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

6

Page 7: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მომხსენებელმა კომიტეტს წარუდგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი¹5).

აზრი გამოთქვეს: სამადაშვილმა.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი ¹6)

5.მესამემოსმენით განიხილეს:

ლაშა თორდიას მოხსენება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ

მანვე კომიტეტს წარუდგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 7) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი¹8).

აზრი გამოთქვეს: სამადაშვილმა.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹9).

6. მეორემოსმენით განიხილეს:

ლაშა თორდიას მოხსენება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: სამადაშვილმა.

7

Page 8: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹10).

7.მეორემოსმენით განიხილეს:

ირაკლი კენჭოშვილის მოხსენება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: სამადაშვილმა.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი ¹11)

8.მეორემოსმენით განიხილეს:

ირაკლი კენჭოშვილის მოხსენება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ“ აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი ¹12)

9.მეორემოსმენით განიხილეს:

თეიმურაზ წურწუმიას მოხსენება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

8

Page 9: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე.

მომხსენებელმა კომიტეტს წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 13) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი¹14).

აზრი გამოთქვეს: ენუქიძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 15).

10.მეორემოსმენით განიხილეს:

ზაზა ჭელიძის მოხსენება “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, კანონპროექტების ტაქსტში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს: ხუროშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 16).

11.პირველიმოსმენით განიხილეს:

სულხან სისაურის მოხსენება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 17) შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოFყვრა. პირებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონება აქვთ მიღებული სარგებლობის უფლებით, თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროსათვის ინფორმაციის პერიოდულად

9

Page 10: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

წარმოდგენის, ქონების დაზღვევის და კომუნალური გადასახადების დაფარვის შეუსრულებლობის ნაწილში 2010წლის 1 ივნისამდე დაკისრებული სანქციებისაგან, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქციების შეცვლის შესახებ უნდა მიმართონ სამინისტროს არაუგვიანეს 2010წლის 1 სექტემბრისა. სამინისტროს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

აზრი გამოთქვეს: ხუროშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹18).

12. მოისმინეს: ზურაბ ალავიძის მოხსენება “საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმებაზე (დანართი 19).

აზრი გამოთქვეს: ოვაშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 20).

13. მოისმინეს: ნიკოლოზ ფრუიძის მოხსენება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (დანართი 21) შესახებ.

აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების მომზადების მიზეზია ზოგირთი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სამედიცინო სერვისის ხარისხის არათანაბარი სტანდარტების არსებობა. კერძოდ, დღესდღეობით სასაჯელაღსრულების სისტემაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ ექვემდებარებიან ქვეყენაში არსებულ სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლის ერთიან სისტემას – ლიცენზირებას. შესაბამისად, პაციენტების უფლების თანაბარმნიშვნელოვნად დაცვისათვის საჭიროა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობდეს სამედიცინო მომსახურების

10

Page 11: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

თანაბარი მინიმალური სტანდარტები და აღნიშნული სტანდარტების შესრულება უზრუნველყოფილი ქნეს სახელმწიფო კონტროლის ერთიანი, საერთო მექანიზმით – ლიცენზირება, ნებართვების გაცემა, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილების ვალდებულება და ა.შ.

კანონოპროექტის მომზადება განპირობებულია აგრეთვე, ზოგირთი სახის სამედიცინო საქმინობის ლიცენზიების/ნებართვების გზით კონტროლის მექანიზმის არ არსებობით. კერძოდ, დღესდღეობით სალიცენზიო კონტროლს არ ექვემდებარება საემდიცინო საქმიანობის ისეთი სახეები, როგორებიცაა - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და პათოლოგ-ანატომიური საქმიანობა

წარმოდგენილი კანონპროექტით მარტივდაბა სამედიცინო საქმინობის ლიცენზიის/ნებართვის აღების ბიუროკრატიული პროცედურები – ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების გამსხვილების გზით.

აგრეთვე, მკაცრდება, სამედიცინო საქმინობის ხარისხზე კონტროლის მექანიზმები ერთის მხრივ, ყველა სამედიცნო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებისათვის (მიუხედვადა სამართლებრივი სტატუსისა) თანაბარი, საერთო სალიცენზიო/სანებართვო პირობების შემუშავების გზით და მეორეს მხრივ, სალიცენზიო საქმიანობათა ახალი სახეების შემოტანით.

აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროც ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაც, სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის, დაექვემდებარებიან საერთო სალიცენზიო/სანებართვი რეჟიმს.

ასევე, სამედიცინო საქმინობის ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, კანონს ემატება ლიცენზიების ახალი საახეები - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია, პათოლოგ-ანატომიური საქმიანობის ლიცენზია.

11

Page 12: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი რომლის თანახმად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვალდებულია აიღოს შესაბამისი ლიცენზია/ნებრათვა.

ცვლილების ძირითადი არსის მიხედვით, კანონს ემატება ახალი სახის სალიცენზიო საქმიანობები _ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, პათოლოგ-ანატომიური საქმიანობა.

ასევე, ხდება დღესდღეობით არსებული ლიცენზირებადი სტაციონარული სამედიცინო საქმიანობების გამსხვილება.

აზრი გამოთქვეს: ოქრიაშვილმა, ბადგაძემ, , მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 22).

14. მოისმინეს: ნათია მიქელაძის მოხსენება “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 23) შესახებ.

აღინიშნა, რომ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 102 პუნქტი მოქმედი რედაქციით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებულ არანაკლებ იმ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, რომლის მესაკუთრეც არის სამორინეს მომწყობი პირი. ამ ეტაპზე კი მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი სამორინეს მომწყობი პირი ამავდროულად იყოს სასტუმროს მესაკუთრეც.

კანონპროექტის მიზანია სანებართვო მოსაკრებლის

12

Page 13: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გადახდისაგან გათავლისუფლდეს ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებულ არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, მიუხედავად იმისა, სასტუმრო საკუთრების უფლებით აქვს თუ არა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის 102 პუნქტში, რომელშიც ზუსტდება რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებულ არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, მიუხედავად იმისა, სასტუმრო საკუთრების უფლებით აქვს თუ არა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს.

აზრი გამოთქვეს: კოხოძემ, ხუროშვილმა, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი 24)

15. მოისმინეს: ირაკლი სირაძის მოხსენება “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ (დანართი 25).

აზრი გამოთქვეს: ოქრიაშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 26).

16. მოისმინეს: ირაკლი სირაძის მოხსენება “საქართველოს საგადასახადო კოდექსი” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ (დანართი 27).

აზრი გამოთქვეს: მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი 28).

17. მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება “საქართველოს

13

Page 14: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრების ჩ. თაქთაქიშვილის, ლ. თორდიას და ზ. კუკავას მიერ მიერ სააკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 29) შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შემთხვევაში საქმის განხილვის და სახდელის დადების დღეს მოქმედი გართულებული პროცედურით. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მოქმედი კოდექსის თანახმად, საქმეებს განიხილავს რაიონული (ქალაქის) სასამართლო, რაც, სასამართლოების დატვირთულობის გათვალისწინებით, გაუმართლებლად აჭიანურებს საქმის განხილვას, მაშინ, როცა ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატებს, რომლებიც ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, გააჩნიათ საკმარისი რესურსი და შესაძლებლობა, კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად განიხილონ საქმე და გამოიტანონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შემთხვევაში საქმის განხილვის და სახდელის დადების უფლებამოსილების მინიჭება ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატებისთვის, რომლებიც მოქმედი კოდექსის თანახმად, აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადგენენ ოქმებს, ასევე აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ ფიზიკურ პირთათვის ჯარიმის ოდენობის ორჯერ შემცირება. პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება 961 მუხლი და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შემთხვევაში მცირდება ფიზიკურ პირთათვის გათვალისწინებული ჯარიმა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ჯარიმის განწილვადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

14

Page 15: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ასევე ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 208-ე მუხლი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალიდან ხდება 961 მუხლის ამოღება.

პროექტით კოდექსს ემატება 2282 მუხლი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 961 მუხლი გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ენიჭებათ ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატებს.

აზრი გამოთქვეს: თორდიამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება(დანართი 30)

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე

სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი

დანართი ¹1

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე

კანონპროექტზე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ”

15

Page 16: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹2

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა

“სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და

სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

16

Page 17: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹3

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

17

Page 18: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹4

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების

გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

¹ შენიშვნის ავტორი შენიშვნის შინაარსი შედეგი

1 2 3 4

18

Page 19: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

გამოთქმული შენიშვნა

კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში წინადადება “ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს” შეიცვალოს წინადადებით: “ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან”

გათვალისწინებულია

დანართი ¹5

პროექტი

საქართველოს კანონი„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში

Dცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, ¹21–22, მუხ. 463) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“კანონი საავტომობილო გზების შესახებ განსაზღვრავს

საავტომობილო გზების სახეობებსა და სტატუსს. ეს კანონი აწესებს საავტომობილო გზების მფლობელთა და

მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის

19

Page 20: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ოდენობას და გადახდის წესს, მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.”.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141-მე-144 მუხლები:“მუხლი 141. გზათსარგებლობის საფასურის ცნება და

გადამხდელები1. გზათსარგებლობის საფასური (შემდგომში - საფასური) არის

სავალდებულო გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

2. საფასურის გადამხდელი არის პირი, რომლიც წარმოადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მძღოლს და ამ ავტოსატრანსპორტო საშულებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთების გადაზიდვას საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 142. საფასურის განაკვეთები და გადახდის წესი

1. საფასურის ოდენობას, მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 143. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება1. ამ კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან

თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საზღვაო ნავსადგურებში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

მუხლი 144. საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა1. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო

კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.

2. საფასურის ადმინისტრირებას ახორციელებს მთავრობის მიერ დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.

3. საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადადგილება/ტვირთის გადაზიდვა საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ იწვევს

20

Page 21: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას – დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით.

4. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღემდე უზრუნველყოს საფასურის გადახდის, გადახდის დადასტურების და აგრეთვე მის გადახდასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების და პირობების განსაზღვრა.

მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს

გამოქვეყნებისთანავე.2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის პირველი

აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹6

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

21

Page 22: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კომიტეტის თავმჯდომარე

22

Page 23: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 7 “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების ამსახველი ფურცელი

¹ შენიშვნის ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი შედეგი

1. საქართველოს

პარლამენტის წევრი - კახაბერ

ანჯაფარიძე

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კანონიდან პირველი მუხლის 31 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის ამოღებას, ამოღებულ უნდა იქნას. რედაქციული შეცდომაა და არასწორად ხდება ქვეპუნქტის ამოღება.

გათვალისწინებულია.

2. საქართველოს

პარლამენტის წევრი - კახაბერ

ანჯაფარიძე

კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს უნდა დაემატოს “შ” ქვეპუნქტი, რომლითაც მოხდება აფიდავიტის განმარტება შემდეგი რედაქციით:

“შ. აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე.”.

გათვალისწინებულია.

3. საქართველოს

პარლამენტის წევრი - კახაბერ

ანჯაფარიძე

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კანონიდან მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ამოღებას, ამოღებულ უნდა იქნას. რედაქციული შეცდომაა და არასწორად ხდება პუნქტის ამოღება.

გათვალისწინებულია.

4. საქართველ კანონპროექტის მე-17 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით წარმოდგენილ გათვალისწინებული

Page 24: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ოს პარლამენტის წევრი - კახაბერ

ანჯაფარიძე

კანონის მე-15 მუხლი მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში უნდა ამოღებულ იქნას ფრჩხილებში არსებული ტექსტი: (სატენდერო წინადადების ფასი, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულების ვადა). აღნიშნული ჩანაწერი ზღუდავს შეფასების კრიტერიუმებს.

ა.

5. საქართველოს

პარლამენტის

დარგობრივი

ეკონომიკისა და

ეკონომიკური

პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით მიზანშეწონილია კანონის 121 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია პირველად უნდა განთავსდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადა აითვლება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ამასთანავე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას სატენდერო კომისია აქვეყნებს გაზეთ “24 საათში”. 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”. ამასთან, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 2012 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, 121 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია პირველად უნდა განთავსდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, განცხადებით

გათვალისწინებულია.

24

Page 25: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გათვალისწინებული ვადა აითვლება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იყენებს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებით საშუალებებს.”.

შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს კანონპროექტის მე-2 მუხლში, რომელიც ეხება კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტის 2012 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებას. ამასთან, მე-2 მუხლის პირველ პუნქტში კანონის ცალკეული დებულებების ამოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს 2010 წლის 1 აგვისტო.

კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება 2010 წლის 1 დეკემბრამდე.”.

25

Page 26: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 8

პროექტი

საქართველოს კანონი

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის: ა) “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური

წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”;

ბ) “დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

გ) “დ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური

წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”;

დ) “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების

Page 27: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;”;

ე) “მ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის “ნ” ქვეპუნქტი:

“ნ) სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო მომსახურების და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე.”.

2. მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის

შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;”.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:ა.ა) “ა.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის

იურიდიული პირებისა და სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი ამ პუნქტის “ა.თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”;

ა.ბ) “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე

არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;“;

ა.გ) “დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ა.დ) “დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “დ1” ქვეპუნქტი

შემდეგი რედაქციით:

27

Page 28: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება კონკურსის, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;”;

ა.ე) “ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ი) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის

პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური და სატენდერო მოსაკრებელი (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში);”;

ა.ვ) “კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ

ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

ა.ზ) “ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების

წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება;

ა.თ) “ჟ”, “რ”, და “ს” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჟ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;

რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის ვადა არის არანაკლებ 3 დღისა;

ს) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში – 50 000

28

Page 29: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა;”;

ა.ი) “ს” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ა.კ) “ს” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “ს1” ქვეპუნქტი

შემდეგი რედაქციით:“ს1) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3

პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა;”;

ა.ლ) “ტ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერისა და

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით.”;

ა.მ) “უ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ა.ნ) “ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის

მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა;”;

ა.ო) “ფ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ქ” და “ღ” ქვეპუნქტები:

“ქ) წარმომადგენლობითი ხარჯები – ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯები;

ღ) ალტერნატიული შესყიდვა - შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში, საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებელი არ დაიშვება შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად. ალტერნატიულ შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

29

Page 30: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ა.პ) “ღ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “ყ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველის გადაწყვეტილებით;”;

ა.რ) “ყ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “შ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“შ) აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე.”;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“3. ამ კანონის მიზნებისათვის, ტერმინი “პირი” გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.

4. ამ კანონის მიზნებისათვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღეზე, ტერმინი “დღე” გულისხმობს კალენდარულ დღეს.”.

4. მე-4 მუხლის:ა) მე-6 პუნქტს დაემატოს “მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:“მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი

მომართვის საფუძველზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, განსაზღვროს შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნება.”;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

“7 შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი;

ბ) ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტებს.

30

Page 31: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

9. სააგენტოს აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.”.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

6. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ბ) პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “გ1”

ქვეპუნქტი: გ1) გამარტივებული შესყიდვისას, გამარტივებული ელექტრონული

ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;”;

გ) მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;დ) მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს დ1

ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:“დ1) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის

ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:

დ1.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ _ გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;

დ1.ბ) კონსოლიდირებული ტენდერისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;”;

ე) მე-2 პუნქტის დ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ვ) დ1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს დ2 ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

დ2) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:

დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ _ გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;

დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;”;

ზ) მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

31

Page 32: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

თ) მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქიით:“ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვების

პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვების პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.”;

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 8 ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების

პირობები1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და

წესები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვა შერჩევა და შეფასება;

ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვა;

გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

დ) მიმწოდებლის შერჩევა (ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში);

ე) მიმწოდებლის შერჩევა გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში.2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის

განმახორციელებელი პირი იქნება ინტერესთა კონფლიქტში პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

32

Page 33: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცედურებში.”.

8. მე-8 მუხლის:ა) პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ბ) პირველ პუნქტს დაემატოს “ვ” ქვეპუნქტი შემდეგი

რედაქციით:“ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით

მიმწოდებლის შერჩევა.”.

9. მე-9 მუხლის:

ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

2. შესყიდვების წლიური გეგმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ იგი ფინანსდება ერთი წყაროდან. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.”.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, იქმნება (ფუძნდება) ან იღებს

დამატებითი დაფინანსების წყაროს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა.ე” და “ა.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრებით,

33

Page 34: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს შექმნის (დაფუძნების)¬ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.”;

გ) მე-6 პუნქტის ე1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზეც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;”;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

“7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.”.

10. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ზ” და “თ” და ქვეპუნქტები:

“ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;

თ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას.

11. 101 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” და “ზ”

ქვეპუნქტები:“ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან

დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით

დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;”;

ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი

საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით.

6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვები შესაძლებელია განხორციელდეს

34

Page 35: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.”.

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას;

12. კანონს დაემატოს 102 მუხლი შემდეგი რედაქციით:“მუხლი 102 კონკურსი1. საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა,

შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის - კონკურსის საშუალებით.

2. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

13. კანონის მე-11 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია,

რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.”;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას;გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნას;დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და

ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.”;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის

წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქულათა თანაბრად განაწილებისას, უმაღლესი, თანაბარი ქულების მქონე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.”;

35

Page 36: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ვ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“71. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.”.

14. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:ა.ა) “ბ” და “გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ბ) შესყიდვის ობიექტის, სავარაუდო ღირებულება (ლოტების

შესაბამისად, მათი არსებობის შემთხვევაში).გ) შესყიდვის ობიექტის სახეობა, ხარისხი, საქონლის მიწოდების,

სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადები, ადგილი და ფორმა, საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა;”;

ა.ბ) “ი” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“41 ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნას სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;”;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“6. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ

განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 დღისა.”;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36

Page 37: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.”.

15. 121 მუხლის:ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია

შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ქართულ ენაზე. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება შესაძლებელია ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდეს ინგლისურ ენაზეც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.

2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია პირველად უნდა განთავსდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადა აითვლება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ამასთანავე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას სატენდერო კომისია აქვეყნებს გაზეთ “24 საათში”.”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და

სატენდერო დოკუმენტაცია პირველად უნდა განთავსდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადა აითვლება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იყენებს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებით საშუალებებს.”.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების

ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

37

Page 38: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელების დროს, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სავალდებულო წესით უნდა წარედგინოს სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია.”.

ვ) მე-5 პუნქტის:ვ.ა) “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა

აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;”; ვ.ბ) “ბ” და “გ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;ვ.გ) “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან

მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადებს, ადგილს და ფორმას;”;

ვ.დ) “თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ვ.ე) “ი” და “კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი

ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;

კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ან წევრების ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;”;

ვ.ვ) “კ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ” და “მ” ქვეპუნქტები:

“ლ) აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”;

ზ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.”;

თ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

38

Page 39: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 20 დღით ადრე.

9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია (გარდა შესყიდვის ობიექტისა). ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.”;

ი) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას. 16. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“2. პირის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ

სატენდერო კომისია გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას მოთხოვნისთანავე.”;

ბ) მე-3 პუნქტის:ბ.ა) “კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“კ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი

ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას, ხოლო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – აგრეთვე პრეტენდენტებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას;”;

ბ.ბ) “მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ან წევრების

ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;”;

ბ.გ) “ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;ბ.დ) “ნ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის

“ო” ქვეპუნქტი:“ო) აფიდავიტს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად

განსაზღვრის თაობაზე, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“5. სატენდერო კომისია შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი

პირის ან პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება შესყიდვებში მონაწილეობის

39

Page 40: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მსურველ პირებსა და პრეტენდენტებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.”.

17. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. კონვერტების გახსნის შემდეგ უნდა განხორციელდეს შერჩევა, რომლის მიზანია წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, სატენდერო წინადადება ან/და თანმხლები დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების გათვალისწინებით.

4. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას:

ა) თუ მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან/და შეიცავს უზუსტობებს;

ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადებება და მისი თანმხლები დოკუმენტები შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტება გავლენას არ მოახდენს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებზე.”;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების ან/და სრულად წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზრღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა დაზუსტება ან დოკუმენტაციის სრულად წარდგენა, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.”;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

40

Page 41: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“9. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის სიითი შემადგენლობის წევრთა უმრავლესობის დასკვნების საფუძველზე მიენიჭება ყველაზე მაღალი ჯამური ქულა. ქულათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, უმაღლესი თანაბარი ქულების მქონე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილებით.”;

ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნას.

18. კანონის 151 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 151 ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”;

ბ) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები, მათი თანმხლები დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველის მიერ მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი.

4. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

გ) მე-5-მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნას;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41

Page 42: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“10. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.”;

ე) მე-11-მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნას;

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ

პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.”.

19. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით

განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება.

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნას;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ

სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას.

20. 161 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.”;

42

Page 43: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნას;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ

ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად მოლაპარაკებებს მართავს შემდეგ პოზიციაზე მყოფ პრეტენდენტთან ან წყვეტს შესყიდვის პროცედურას.

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ

სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.

ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“8. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული

ელექტრონული ტენდერის პროცედურებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან, კონკურსის მეშვეობით და გამარტივებულ შესყიდვაში შერჩეულ მიმწოდებელთან დასადები ხელშეკრულების აუცილებელი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

21. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნას.

22. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 18. ტენდერის მიმდინარეობის დროს მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს გამართოს მოლაპარაკება

ტენდერში მონაწილეობის მსურველთან და პრეტენდენტთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.

23. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 181 ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას

მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა

სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთან და პრეტენდენტთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.

43

Page 44: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

24. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 5 000 ლარის ოდენობით.”.

25. მე-20 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად

სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს.

5. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონის მე-11–მე-19 მუხლებით დადგენილი წესები ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით.”.

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.

26. 201 მუხლი ამოღებულ იქნას.

27. 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 202. კონსოლიდირებული ტენდერი

1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ გეგმაში მიუთითა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ მიმწოდებელთან.

44

Page 45: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.”.

28. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება

წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) ინტერნეტის საშუალებით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.”;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას;

გ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“11 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება

წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შემთხვევებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას;

ბ) ინტერნეტის საშუალებით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისას;

45

Page 46: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების

შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევის მოთხოვნა, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”;

ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“21 იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება, თავისი სპეციფიკის გამო, დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის სატენდერო წინადადებაში ან ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე.”;

ვ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების

გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200.000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1.000.000 ლარს.”;

ზ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას;

თ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების

შესრულების გარანტია ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გათავისუფლდეს

46

Page 47: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.”;

ი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების

აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

კ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 51, 52

და 53 პუნქტები:“51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის

შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

52. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგ. ჩეკი ან ქვითარი) ან ხელშეკრულების (ასეთის არესებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

53. ამ მუხლის 11 პუნქტის “ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტით (მაგ. ჩეკი ან ქვითარი) ან ხელშეკრულება (ასეთის არესებობის შემთხვევაში).”;

ლ) 52 პუნქტი ამოღებულ იქნას;

მ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.

29. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნას;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, შესყიდვის შესახებ

ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

47

Page 48: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;

დ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “21 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის

შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

ე) მე-3 პუნქტის: ე.ა) “ა” - “დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ა) ტენდერის საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას –

ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული

შესყიდვისას, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 100.000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის ღირებულება – 200.000 ლარს – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

გ) ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას –ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;

დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;”;

ე.ბ) “ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” ქვეპუნქტი:

“ვ) Aამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

ვ) მე-3 პუნქტის:ვ.ა) “ა” - “დ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;ვ.ბ) “ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ზ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “31. შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების

მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია.”;

თ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

48

Page 49: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“9. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენის და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”;

ი) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნას;კ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი

რედაქციით:10. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული

ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11

პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენის და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

30. კანონის 23-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.”;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“21. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეიძლება მოეთხოვოს შესყიდვების პროცედურების შეჩერება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდი;ბ) კონსოლიდირებული შესყიდვა, კანონქვემდებარე ნორმატიული

აქტით დადგენილ შემთხვევებში.”.

49

Page 50: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნას;

დ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“22 შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეიძლება მოეთხოვოს შესყიდვების პროცედურების შეჩერება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდი;ბ) კონსოლიდირებული შესყიდვა ან კონკურსი, კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში.”.

ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნას;

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს

დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.”;

ზ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას;

თ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ი) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს.

11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვა საჩივრის განხილვის პროცედურების შესაბამისი ვადით.

12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით.”.

31. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო

მომსახურების შესყიდვაზე 2012 წლის 1 იანვრამდე.”;

50

Page 51: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“7. სააგენტომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს

ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტების დადგენის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.”;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8- მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახეხ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

9. საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.

10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:ა) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილებების

განხორციელება 2010 წლის 1 დეკემბრამდე; ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული

ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება 2010 წლის 1 დეკემბრამდე;

გ) კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცება 2010 წლის 1 დეკემბრამდე;

დ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება 2010 წლის 1 დეკემბრამდე.”.

მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის “ა.გ”, “ა.დ”, “ა.ზ”, “ა.ი”, “ა.კ” და “ა.პ” ქვეპუნქტების, მე-6 პუნქტის “ა”, “ე”, “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებისა, მე-8 პუნქტისა, მე-12 პუნქტისა, მე-13 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა, მე-15 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა, მე-20 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის “ბ”, “ზ” და “ლ” ქვეპუნქტებისა და 29-ე პუნქტის “ა”, “გ”, “ვ”, “ი” და “კ” ქვეპუნქტებისა, 30-ე პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის პუნქტის “ა.გ”, “ა.დ”, “ა.ზ”, “ა.პ” მე-6 პუნქტის “ა”, “ე” “ვ”

51

Page 52: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

და “ზ” ქვეპუნქტები მე-8 პუნქტი, მე-12 პუნქტი, მე-13 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, მე-20 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, 28-ე პუნქტის “ბ” “ზ” და “ლ” ქვეპუნქტები და 29-ე პუნქტის “ა”, “გ”, “ვ”, “ი” და “კ” ქვეპუნქტები, 30-ე პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტები, ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის “ა.ი” და “ ა.კ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს

კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹22, 21.12.2009, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) “ი” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ი1” ქვეპუნქტი:

“ი1) პრეტენდენტი - პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;”;

2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა.ბ) “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვების

პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა

52

Page 53: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

პრეტენდენტებს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვების პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.”;”.

3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “ა.ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

4. პირველი მუხლის 23-ე პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

5. პირველი მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:“მუხლი 191. საფასურის განაკვეთი1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული

ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 5 000 ლარის ოდენობით.

2. საფასურის გადახდის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

6. მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “ა.ა” ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის “გ”, “ე”, “ვ” და “ი” ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი და “ბ” ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის “გ.ა” ქვეპუნქტი, მე-7 და მე-9 პუნქტები, მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, მე-12, მე-16, მე-18 და 21-ე პუნქტები, 24-ე, 28-ე, 29-ე და 30-ე პუნქტები, 32-ე პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები და 33-ე პუნქტის “ბ” და “დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

6. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით წარმოდგენილი კანონის 101 მუხლის მე-7 პუნქტი მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე.”.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

53

Page 54: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 9

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

და“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

54

Page 55: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 10

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში

დამატებების შეტანის თაობაზე”საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშაA თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

55

Page 56: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 11

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ

კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 12

56

Page 57: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ

კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

57

Page 58: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 13 “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და

დამატებებისა შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი

ფურცელი

შენიშვნის ავტორი შენიშვნის მოკლე შინაარსი გათვალისწინების

მდგომარეობადარგობრივი ეკონომიკისა

და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

შეტანილი იქნას ცვლილება კანონპროექტის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:„აგრეთვე, დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები“.შესაბამისად 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრეთვე, დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებელის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და სისტემის კომერციული ოპერატორისაგან მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

გათვალისწინებულია

“ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

Page 59: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის ავტორი შენიშვნის მოკლე შინაარსი გათვალისწინების

მდგომარეობაგია ხუროშვილი

მთავრობის საპარლამენტო

მდივანი

კანონპროექტის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 Pპუნქტები:1. 31-ე მუხლის 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ Uუზრუნველყოს სამშენებლო და ტექნიკური ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.3 ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცვლელი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.4 ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.”.2. 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “10. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

გათვალისწინებულია

59

Page 60: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 14

Pპროექტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N¹33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მე-2 მუხლის:

ა) ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“დ) “ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტებიდან (გადაცემის ლიცენზიატის და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება.”

ბ) ,,ტ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ტ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას; სისტემის კომერციული ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობას; პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების

Page 61: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ადგენს ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტის და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს; განსაზღვრავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს; აგრეთვე, ამ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”

გ) “ჰ5” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთან, ამავე ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, მოიხსენიება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს Aაღნიშნულ ელექტროსადგურს;”

დ) “ჰ9” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროსათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.”

ე) “ჰ11” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ11) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (შემდგომში – სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, ასევე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”

ვ) “ჰ13” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის

61

Page 62: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

აღება - არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროების მიერ ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს.”

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ე) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებს და წესებს.”

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”

5. კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;”

6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

62

Page 63: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

,,3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.”

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები”.

8. კანონის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 22. ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობა

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში საბითუმო ვაჭრობის საგანს წარმოადგენს ელექტროენერგია და გარანტირებული სიმძლავრე.2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ კვალიფიციურ საწარმოებს, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილ შემთხვევებში, ხოლო გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში - მხოლოდ კვალიფიციურ საწარმოებს. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა და რეგისტრაციის გაუქმება ხდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით”.

9. კანონის 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221-ე მუხლი:

“მუხლი 221. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა

63

Page 64: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება, პირდაპირი ხელშეკრულებებით ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების მხარეები ვალდებულნი არიან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებს, პირობებსა და პროცედურებს.3. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. ამ მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველების, ასევე გამყიდველებისათვის.4. სისტემის კომერციული ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირ მომხმარებელი და ექსპორტიორი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.5. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება ხდება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესით. 6. ელექტროენერგიის გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში”. 10. კანონის 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის“ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით;”

ბ) პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

64

Page 65: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გ) პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესით;

დ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;

11. კანონის 231-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 231. გარანტირებული სიმძლავრე

1. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება, ხორციელდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გარანტირებული სიმძლავრით.

2. გარანტირებული სიმძლავრე იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია, სიმძლავრე დაუქვემდებაროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაწყვეტილებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გამოყენებისა და მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების დატვირთვის მოცულობასა და მიზანშეწონილობაზე დამოუკიდებლად იღებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. გარანტირებული სიმძლავრის წყაროები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელონ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება, ამ კანონითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით.

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნა მოწმდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით. წარმოების საშუალებების ტესტირება სავალდებულოა არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც ასევე, შეკეთების ან\და რემონტის ჩატარების შემდეგ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” განსაზღვრულ შემთხვევებში. გარანტირებული

65

Page 66: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სიმძლავრის წყარო ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის.

5. სისტემის კომერციული ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ამ კანონითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემის კომერციულ ოპერატორს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მითითებით.

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი განისაზღვრება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით”.

7. გარანტირებული სიმძლავრის საფასური გარანტირებული სიმძლავრის წყაროს არ აუნაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვერ უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკულ სისტემას გარანტირებული სიმძლავრის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებების შეკეთების ან/და რემონტის პერიოდში;

გ) “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

66

Page 67: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დრომდე, ვიდრე ტესტირების შედეგად არ დადასტურდება გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით.

9. სისტემის კომერციული ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მომხმარებლებისა და ექსპორტიორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებასა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს სისტემის კომერციული ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

10. გარანტირებული სიმძლავრის წყარო წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დიპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეს და ვალდებულია, მზადყოფნაში იქონიოს მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის. პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფაზე, ეკისრება შესაბამის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.

12. კანონის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

“6. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, გასცეს ლიცენზია ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, შემდგომში ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.7. ლიცენზიატის მიერ, რომელზეც ლიცენზია გაიცა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში

67

Page 68: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.”

13. კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის:ა) “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით, მყიდველთა და გამყიდველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;”

ბ) “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული ელექტროენერგიის რაოდენობებზე”.

15. კანონის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. კანონის 42-ე მუხლის:ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. კომისია ვალდებულია ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.”

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

68

Page 69: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

“3. კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრათვე, დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებელის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და სისტემის კომერციული ოპერატორისაგან მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

4. ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, მიმწოდებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარადგინოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და ფორმით.”

17. კანონის 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტირებს, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლოატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად “.

18. კანონის 431-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

“მუხლი 431. გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (წარმოების ლიცენზიატისათვის) კომისია ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და გამოყენებული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ამ კანონისა და ტარიფების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

69

Page 70: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

2. გარანტირებულის სიმძლავრის საფასური დგინდება 43-ე მუხლის შესაბამისად, ამასთან, უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რაც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან. აგრეთვე, კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს),3. გარანტირებულის სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები ამ კანონითა და მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.4. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს განისაზღვრავს კომისია თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე).”

19. კანონის 493 –ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 494–და 495 მუხლები:

“მუხლი 493. გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფის დადგენის დროებითი (გარდამავალი) წესი

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის 2010 წლის 15 აგვისტომდე დაადგინოს:ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე), 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, საფასური უნდა უზრუნველყოფდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რაც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან. აგრეთვე,

70

Page 71: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს);ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფი, რომელშიც აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.

2. ამ მუხლით დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფის გადასინჯვა განხორციელდება ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 494. ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ ხორციელდება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით” დადგენილი წესითა და პირობებით;”

მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 ივლისამდე

უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგური, რომელსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება - არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში) განსაზღვრა, ამ გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრის ოდენობისა და ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდის მითითებით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

3. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა მე-16 და მე-19 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე.

4. ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

71

Page 72: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

პროექტისაქართველოს კანონი

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹21, 15.06.2006, მუხ. 179) ცვლილებების შეტანის

თაობაზე

მუხლი 1. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹21, 15.06.2006, მუხ. 179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გაუქმდეს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2006 წლის 15 ივნისი, ¹21, ნაწილი I, მუხლი 179) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მე-2, მე-3. მე-4 და მე-5 პუნქტები.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

Pპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გარანტირებული სიმძლავრე, გაზი, წყალი”.

72

Page 73: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

2. 281-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“41. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

Pპროექტი

საქართველოს კანონი

“ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.”ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში (საკანონმდებლო მაცნე 2010 წლის 19 აპრილი ¹20 მუხლი 112) შეტანილი იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ფ” ქვეპუნქტი:“ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევი, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).”

2. 31-ე მუხლის 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს

მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5 ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ Uუზრუნველყოს

73

Page 74: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სამშენებლო და ტექნიკური ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

6 ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცვლელი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.

7 ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.”.

3. 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “10. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 2. Eეს კანონი ამოქმედდეს გამქვეყნებისთანავე.

Mმიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი

პროექტისაქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძალვრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარეგების სახელმწიფო შესყიდვებზე;”

მუხლი 2. Eეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

74

Page 75: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 15

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის

თაობაზე” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

75

Page 76: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე”, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საგახასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 16

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების

76

Page 77: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 17

პროექტი

საქართველოს კანონი

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქარველოს კანონში

დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹35, 19.11.2009, მუხ. 245) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. სახელწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობების შეცვლა, სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება

1.ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიმღები პირები გათავისუფლდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური

77

Page 78: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განვითარების სამინისტროსათვის ინფორმაციის პერიოდულად წარმოდგენის, გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების დაფარვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2010 წლის 1 ივნისამდე დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან.

2. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს უფლება აქვთ, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის შესახებ მიმართონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არა უგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბრისა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება სარგებლობის უფლებით სახელმწიფო ქონების გადაცემისას გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.”

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

78

Page 79: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 18

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

79

Page 80: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 19

შეთანხმებაიორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის

შესახებ

იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას და საქართველოს მთავრობას, (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი), სურთ რა უფრო გააფართოვონ და გაამრავალფეროვნონ სავაჭრო ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობას თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის და საერთო ინტერესის საფუძველზე, გადაწყვიტეს წინამდებარე შეთანხმების დადება და შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. ხელშემკვრელი მხარეები, მათი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად და ჭთOO-ს ნორმების და პრინციპების შესაბამისად, მიიღებენ ყველა სათანადო ზომას იმისათვის, რომ ხანგრძლივ და სტაბილურ საფუძველზე უზრუნველყონ, ხელი შეუწყონ და განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. 2. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ მათ შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების, კომერციული ცენტრების შექმნის ჩათვლით და თანამშრომლობის სხვა ფორმების მეშვეობით.

მუხლი 2

1. ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ საბაჟო გადასახდელების მათ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან საქონლის ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებით, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით,

80

Page 81: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

რომლებითაც სარგებლობენ ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.2. წინა პუნქტის დებულებები არ ვრცელდება იმ სარგებლებზე, შეღავათებზე, პრივილეგიებსა და გამონაკლისებზე, რომლებიც მინიჭებულია ან მომავალში მიენიჭება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისუფალ სავაჭრო რაიონებში ან საბაჟო კავშირებში ან სავაჭრო შეღავათების მინიჭების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შედეგად.

მუხლი 3

1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ იმპორტზე და ექსპორტზე ლიცენზიები და ნებართვები გაცემული უნდა იქნას მათ ქვეყნებში მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად შესაბამისად იმ სახეობის საქონლისათვის, რომლებთან დაკავშირებითაც ამგვარი მოითხოვება.2. ჭთOO-ს ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, ლიცენზიები გაცემული უნდა იქნას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ პირობებში, რომლებიც ენიჭებათ ნებისმიერ სხვა მესამე სახელმწიფოს, ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულების პირობების დაცვით.

მუხლი 4

ამ შეთანხმების ფარგლებში თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო გასცემს “წარმოშობის სერტიფიკატს” მის სახელმწიფო ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციაზე, რომელიც უნდა იქნას ექსპორტირებული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, როდესაც ამგვარი სერტიფიკატი მოითხოვება. წარმოშობის სერტიფიკატები დამოწმებული უნდა იქნას მთავრობის მიერ უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

მუხლი 5

1. საქონლის და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი განხორციელდება ამ შეთანხმების საფუძველზე თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად და ჭთOO-ს ნორმების და პრინციპების შესაბამისად, და იმ კონტრაქტების საფუძველზე, რომლებიც გაფორმდება ამ ორი ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის.2. ხელშემკვრელ მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებებისათვის ან ზიანისათვის, რომლებიც წარმოიშობა ამგვარი სავაჭრო გარიგებების საფუძველზე.

მუხლი 6

81

Page 82: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი ყველა ანგარიშსწორება განხორციელებული უნდა იქნას თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 7

ხელშემკვრელი მხარეები ნებას რთავენ, თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად შესაბამისად, კონკრეტული საგნების დროებით შემოტანაზე და ექსპორტზე, საბაჟო გადასახდელის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის, შესყიდვის გადასახადის ან მსგავსი ძალის მქონე სხვა გადასახადელების დაკისრების გარეშე. ეს საგნებია:

a. კომერციული ნიმუშები და სარეკლამო მასალები.b. ბაზრობებისათვის და სავაჭრო გამოფენებისათვის განკუთვნილი

საგნები, რომლებიც იმპორტირებულია დროებით საფუძველზე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად;

c. სპეციალური კონტეინერები და შესაფუთი მასალა, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში უკან დაბრუნების საფუძველზე თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 8

თითოეული ხელშემკვრელი მხარე მათ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელსეწყობისა და განვითარების მიზნით, შეეცდება ხელი შეუწყოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საგარეო სავაჭრო საქმიანობა, კომერციული ოფისების გახსნა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 9

ეს შეთანხმება გავლენას არ ახდენს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებებზე განახორციელოს ნებისმიერი აკრძალვა ან შეზღუდვა, იმისათვის, რომ დაიცვას ეროვნული უშიშროება ან ინტერესები, მოსახლეობის ჯანმრთელობა, გარემო, ამოწურვადი რესურსები და ეროვნული, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა, ასევე ცხოველური, მცენარეული დაავადებების და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.

82

Page 83: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მუხლი 10

ხელშემკვრელი მხარეები თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად შესაბამისად მიიღებენ აუცილებელ ზომებს, იმისათვის, რომ უზრუნველყონ პატენტების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების და კომერციული საიდუმლოებების დაცვა და სათანადო გამოყენება, როლებიც ხელშემკვრელი მხარეების ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაა.

მუხლი 11

1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნაზე, შემდგომში მოხსენიებული როგორც “ერთობლივი კომისია”, რომლის მიზანია ამ შეთანხმების შესრულებისათვის ხელშეწყობა. კომისია შეიკრიბება წელიწადში ერთხელ ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, იორდანიაში და საქართველოში მონაცვლეობით.2. ერთობლივი კომისია:

a. ამოწმებს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას და განიხილავს ზომებს, რომლებიც შესაძლოა გათვალისწინებული იქნას მისი დებულების შესრულებისათვის;

b. განიხილავს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სავაჭრო, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასთან და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

c. იკვლევს ვაჭრობის, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის და მრავალმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობებს, სამრეწველო და მომსახურების სფეროში თანამშრომლობის ჩათვლით, ურთიერთსარგებლობის საფუძველზე და ადგენს ამგვარი თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს;

d. კონსულტაციის გამართვა ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშემკვრელ მხარეებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისას;

e. ამ შეთანხმების განმარტებისას და შესრულებისას წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ისინი ზეგავლენას ახდენდნენ რომელიმე უფლებაზე ან ვალდებულებაზე, რომლებიც გამომდინარეობს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების დადებამდე რომელიმე

83

Page 84: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მოქმედი ორმხრივი, თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებისაგან.

მუხლი 13

ხელშემკვრელმა მხარეებმა ამ შეთანხმების განმარტებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა მოაგვაროს ორმხრივი კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების მეშვეობით.

მუხლი 14

წინამდებარე შეთანხმების დებულებები, მისი მოქმედების შეწყვეტის შემთხვევის შემდეგაც აგრძელებენ მხარეთა შორის ამ შეთანხმების ძალში ყოფნის დროს გაფორმებული კონტრაქტების რეგულირებას.

მუხლი 15

1. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.2. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა გავლენას არ ახდენს ხელშემკვრელი მხარეების ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის უკვე დადებული კონტრაქტების ძალაზე ამ შეთანხმების დებულების შესაბამისად.

მუხლი 16

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.

შეთანხმება ძალაში რჩება მანამდე, სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე, მინიმუმ 3 თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე

84

Page 85: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დანართი ¹ 20

საქართველოს პარლამენტის საფინანსო_საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

85

Page 86: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე

“საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური

თანამშრომლობის შესახებ”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისთვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 21

პროექტი

საქართველოს კანონი

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში

(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს

86

Page 87: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე-725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტებისა, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV თავის მოქმედება.”;

2. მე-3 მუხლის “ტ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:“ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, “საქართველოს

მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;”;

3. მე-6 მუხლის 42-ე_71-ე პუნქტები და 73-ე_84-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის 72-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით:,,72. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.“;5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 721, 722, 723,

724 და 725 პუნქტები: “721.. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია. 722. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია. 723. პათოლოგ-ანატომიური საქმიანობის ლიცენზია.

724. განსაკურებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია. 725. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.”;

6. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება “სალიცენზიო და სანებართვო

87

Page 88: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.”;

7. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე პუნქტი: ,,54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.”;

8. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.”;

9. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება _ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;”;

10. კანონს 381 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 მუხლი:

“მუხლი 382. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმინობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემისას გამოიყენება ამ კანონის 38-ე მუხლით

88

Page 89: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განსაზღვრული ნორმები, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადის მიუხედავად.

2. თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დამატებით დააპირებს რომელიმე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა ცალკე ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის ასაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის შემთხვევაში, მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ლიცენზიის მფლობელის მიერ იყო შესრულებული უკვე გაცემული ლიცენზიის დროს.

4. სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და დამატებითი სანებართვო პირობები მომსახურების შესაბამისად.

5. ნებართვის მფლობელის მიერ დამატებითი სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების განცხორციელების შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები.

6. ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურების განხორციელებისთვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ არის სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება განახორციელოს კონკრეტულად ის საქმიანობა რომლისთვისაც გათვალისინებული დამატებითი პირობები არ იქნა დაკმაყოფილებული.

7. შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებულ იქნეს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებები ისეთ საქმიანობებზე/ქმედებებზე, რომლებზეც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ იცვლება სალიცენზიო ან სანებართვო პირობები. აღნიშნული განხორციელდეს ავტომატურად, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე

8 ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ – მოწმობების გამოცვლა განხორციელდეს განცხადებისა და შესაბამის

89

Page 90: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ლიცენზიისათვის/ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

9. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა სამინისტრომ ან მის გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულმა პირებმა ამ კანონით განსაზღვრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და პათოლოგ-ანატომიური საქმიანობები შეიძლება განახორციელონ სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გარეშე 2010 წლის 1 დეკემბრამდე.”;

მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-6,

მე-8, მე-9 პუნქტისა და მე-10 პუნქტში განსაზღვრული 382 მუხლის მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 პუნქტი და მე-10 პუნქტში განსაზღვრული 382 მუხლის მე-9 პუნქტი, ამოქმედდეს კანონის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

“ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1“ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის

(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹30, 27.07.2006, მუხ. 235) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის” ჩატარების უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს.”.

მუხლი 2ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

90

Page 91: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი საქართველოს კანონი

“სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე”

მუხლი 1 “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹26, 5.09.2003. მუხ.195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკლებლის გადამხდელები

1. სალიცენზიო/სანებარვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა”.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის “ა-ჭ” და “ჯ-ჰ10” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ხ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია _ 112 ლარი.”

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის “ხ1”,”ხ2”, “ხ3” “ხ4” და “ხ5” ქვეპუნქტები:

“ხ1. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი.

ხ2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი. ხ3. პათოლოგ-ანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი.”

91

Page 92: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ხ4. განსაკურებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი.

ხ5. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია _ 112 ლარი.”;

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი: “261 . სტაციონარული დაწესებულების ნებართვა _ 300 ლარი.”.

მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-4

პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.2. ამ კანონის პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს

გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში

(პარლამენტის უწყებანი, ¹47-48, 31.12.1997, 126 გვ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის “ჩ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჩ1) სამედიცინო საქმიანობა _ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;”;

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ5 ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,, ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური

92

Page 93: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.

3. მე-16 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი

რედაქციით: “ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებისთვის ნებართვის გაცემა;”;

4. 54-ე მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ლიცენზია და/ან ნებართვა) გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”;

5. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 55-ე და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 55.შესაბამის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვის

გაუქმების წესი განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

მუხლი 56.სამედიცინო დაწესებულების მიერ ისეთი სამედიცინო საქმიანობის

განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზიას და/ან ნებართვას არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო ლიცენზიის და/ან ნებართვის გარეშე.”; 7. კანონს დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი

“მუხლი 631

1. სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში და არის მაღალი რისკის შემცველი, რეგულირდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით და ექვემდებარება სამინისტროსათვის სავალდებულო შეტყობინებას.

2. ამბულატორიულ/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობას (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) მიეკუთვნება:

ა) საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით;

ბ) დერმატო-ვენეროლოგია;გ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი

93

Page 94: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დიაგნოსტიკისა);დ) დიალიზი;ე) ინფექციური დაავადებები (მათ შორის აივ ინფექცია/შიდსი)ვ) ფტიზიატრია. 3. მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური

რეგლამენტი გამოიცემა მთავრობის დადგენილებით, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით .

4. მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით ხდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობის/საქმიანობების შემოწმება.

6. მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის შერჩევითი კონტროლი ტარდება წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში არ ვრცელდება “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები.

7. თუ სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი ეწევა ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს შეტყობინების გარეშე აწარმოოს იმავე ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება ერთი და იმავე ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

8. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლებისათვის დადგენილი შეტყობინების ფორმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო საქმინობის (საქმიანობების) დასახელებას, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას.

9. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმინობის მიმწოდებელთა სავალდებულო შეტყობინების ფორმა შესაძლებელია შეივსოს ელექტორნულად. 10. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმინობის მიმწოდებელთა სავალდებულო შეტყობინების ფორმას და წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. აღნიშნული წესი უნდა ითვალისწინებდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მოქმედი მიმწოდებლებისათვის სავალდებულო შეტყობინების უზრუნველყოფის განსხვავებულ ვადას.”;

94

Page 95: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

8. 141-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი და 145-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. კანონის 154-ე მუხლს დაემატოს 61 და 62 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,, 61 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმინობის განმახორციელებელ პირთა სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი.

62 საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მიღება.

მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი პუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტისაქართველოს კანონი

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, ¹12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:,,მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო ან

ფარმაცევტული საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის/ლიცენზიის გარეშე,_

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.2. საექიმო საქმინობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.”.

95

Page 96: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

3. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ამ მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.”;

2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:,,მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან

სანებართვო პირობების შეუსრულებლობასამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო

პირობების შეუსრულებლობა, _გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.”;

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 447, 448, და 449

მუხლები:“მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო

საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური

რეგლამენტის შეუსრულებლობა _გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სავალდებულო შეტობინების გარეშე, _

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

მუხლი 449. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ეს არ წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობას)

1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა(თუ ეს არ წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობას), _

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარის ოდენობით.2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, _

96

Page 97: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარის ოდენობით.3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება ჩადენილი

იურიდიული პირის მიერ,_გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარის ოდენობით.4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, _გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500-დან 2000 ლარის ოდენობით.”;

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445 - 449, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 90-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით).”;

5. 239-ე მუხლის 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“38. ამ კოდექსის 442 და 445 - 449 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პროექტისაქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹18,

97

Page 98: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

28.06.2001, მუხ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და მე-5 მუხლის პირველ პუნქტს “თ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ი” ქვეპუნქტი:

„ი) სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელთა ტექნიკური რეგლამენტების დაცვის მდგომარეობის შემოწმებისას, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლის საბაბით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 22

საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

98

Page 99: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დასკვნა

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის

წესით წარმოდგენილი კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 23

პროექტი

საქართველოს კანონი

“სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო

99

Page 100: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მაცნე ¹26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის 102 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“102 სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებულ არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 24

საქართველოს პარლამენტის საფინანსო_საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

100

Page 101: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 25

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი სირაძის მოსხენება “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და

დამატებების შეტანის შესახებ”

წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლების დახვეწა, გამარტივება და დაზუსტება და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა აქციზის მობილიზების კუთხით.

ამ მიზნით: 1. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი,

რითაც სავალდებულო იურიდიული ძალა ენიჭება ელექტრონული ფორმით განხორციელებულ ყველა სახის მიმოწერას გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის;

2. საგადასახადო კოდექსის ემატება 471 მუხლი, რომლის საფუძველზეც პირს უფლება ეძლევა ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით;

3. საგადასახადო კოდექსის ასევე ემატება 472 მუხლი, რომლითაც შემოსავლების სამსახურს უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელის წერილობითი მომართვისა და შემოსავლების

101

Page 102: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გასცეს საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა პირის მიერ განხორციელებული ან განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაციის (ოპერაციების) მიხედვით შესადგენი პირველადი დოკუმენტების (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების) ან/და საგადასახადო ანგარიშგების წესის ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;

4. 71-ე მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც საშუალებას იძლევა ზედმეტად გადახდილი გადასახები ჩათვლილი იქნეს საბაჟო გადასახდელებში;

5. 841-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით იცვლება უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პირობები;

6. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა “ი” ქვეპუნქტი, რის შედეგადაც გადამხდელს მიეცა უფლება ითხოვოს არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება. ამ შემთხვევაში, აღნიშნულს არ დაჭირდება მოსამართლის ბრძანებით ნებართვა;

7. 122-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, აღნიშნული ცვლილებით გამარტივდება სასამართლოსთვის და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გადაცემა;

8. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და სანქციის სახედ შემოღებული იქნა გაფრთხილება;

9. 1281 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დაზუსტდა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობები და მოთხოვნები;

10. 1282 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რის შედეგადაც დაიხვეწა საგადასახადო შეთანხმებაში საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების პროცედურები;

11. საგადასახადო კოდექსის 971 მუხლს ემატება მე-51 პუნქტი და 139-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, აღნიშნული ცვლილებებით, დაზუსტდა მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის დროს დახვეწილ იქნა სამართალდარღვევების ზომები და პროცედურები, დაზუსტდა სამართალდარღვევის განმეორებითობის საკითხი, შემოღებული იქნა სანქციის სახით გაფრთხილების მიცემის შესაძლებლობა;

12. საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლს ემატება მე-7 ნაწილი, აღნიშნული ცვლილებებით შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ეძლევა უფლება ჩამოწეროს ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლს ემატება მე-9 ნაწილი, რომლის მიხედვითაც,

102

Page 103: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობის მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხა გაუქმებას არ ექვემდებარება;

13. საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, როთაც უქმდება დღგ-ს რეგისტრაციის სერტიფიკატის არსებობა;

14. სასაგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლს დაემატა 31 ნაწილი, რის შედეგადაც ზუსტდება უკუდაბეგვრის შემთხვევები იმ მიზნით, რომ საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა დღგ-ში არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით შემოიტანს პირი ქვეყანაში საინჟინერინგო პროდუქტს, მაგალითად ნახაზებს – ელექტრონული და ფიზიკური მატარებლის გამოყენებით. ცვლილებით თანაბარ მდგომარეობაში ჩადგება ორივე შემთხვევის განმახორციელებელი პირი. კერძოდ, თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა.შ.) მიწოდება არ არის დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან (საგადასახადო აგენტს იგი საქართველოს ტერიტორიაზე მიეწოდება ელექტრონული ფორმით), მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას;

15. საგადასახადო კოდექსს ემატება 2441 მუხლი, რომლითაც დგინდება დღგ-ს დაბეგვრის სპეციალური წესები.

16. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემოთავაზებულია ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც, არასწორად შედგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მისი გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს შეიძლება წარედგინოს წელიწადში ერთხელ, ნაცვლად დღეს მოქმედი ყოველთვიური წარდგენის ვალდებულებისა. 17. აქციზის გადასახადში შედის ცვლილებები, რის მიხედვითაც კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა დაიბეგრება აქციზის 10 პროცენტიანი განაკვეთის ფარგლებში, რომელსაც დაადგენს საქართველოს მთავრობა. კერძოდ, კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდება განიხილება როგორც აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში დასაბერგი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით,) აქციზის, დღგ-ს ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

18. არაყზე, მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის განაკვეთი ორმაგდება.

19. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ნაცვლად 80 ლარისა დაიბეგრება 120 ლარით ერთ ტონაზე.

20. 273-ე მუხლის 13 ნაწილში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც საწარმოები/ორგანიზაციები ვალდებული აღარ იქნებიან

103

Page 104: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება ააფასონ 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ თუ ისინი თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მათ ექნებათ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

დანართი ¹ 26

საქართველოს პარლამენტის საფინანსო_საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.

კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა მიიჩნია, რომ:

1. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის (139-ე მუხლი) დროს მიეთითოს იმის თაობაზე, რომ განმეორებით დარღვევად უნდა ჩაითვალოს ერთ ობიექტზე მომხდარი ფაქტი.

2. 258-ე მუხლის (აქციზის განაკვეთები) ახალ რედაქციაში 3-9 საქონლის დასახელებებისათვის უმჯობესია დაწესდეს ერთიანი განაკვეთი - 5 ლარი.

104

Page 105: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

3. იმავე მუხლში, მსუბუქ ავტომობილების აქციზით დაბეგვრისას, უფრო მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე უნდა დაწესდეს აქციზის უფრო მაღალი განაკვეთი.

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 27

ფინანსთა მინისტრის მიადგილის ირაკლი სირაძის მოხსენებასაქართველოს საგადასახადო კოდექსის თაობაზე

დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიღებიდან ჩამოყალიბდა გარკვეული ხარვეზები როგორც დაბეგვრის, ასევე ადმინისტრირების კუთხით, ამასთან აუცილებლობას წარმოადგენს დაბეგვრის ახალი რეჟიმების შემოღება მიკრო და და მცირე ბიზნესისათვის. საგადასახადო და საბაჟო სამსახურების გაერთიანებამ კი განაპირობა საგადასახადო და საბაჟო ნორმების ერთ კანონში გაერთიანება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოქმედი საგადასახადო კოდექსი საჭიროებდა მუხლების 95%-ში ცვლილებების შეტანას, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიის მომზადება.

კანონის პროექტის მიზანია მოხდეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და და არსებული რეალობის გათვალისწინებით არსებული სისტემის დახვეწა და ოპტმიზაცია. ამასთან, იქმნება ერთიანი უნიფიცირებული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, საზღვრის გადაკვეთიდან დაწყებული ლიკვიდაციით დასრულებილი, გადასახის გადამხდელი საქმიანობის მარეგულირებელი ყველა საგადასახადო პროცედურა თუ ნორმა.

კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. მიკრო ბიზნესის გადასახადებისაგან გათავისუფლება, ხოლო მცირე ბიზნესისათვის გადასახადის დაწესება ბრუნვის მიხედვით.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით მიკრო და მცირე ბიზნესისათვის წესდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რისთვისაც მიმართვის საფუძველზე ფიზიკურ პირს ენიჭება მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი. სპეციალური საგადასახადო რეჟიმი გულისხმობს მიკრო და მცირე ბიზნესისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის პროცედურების გამარტივებას, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას.

105

Page 106: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

პირველი მუხლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები და გადასახადის გადამხდელთა სამართლებრივი დაცვა. აღნიშნული კოდექსი ადგენს გადასახადებს, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს და პასუხისმგებლობას, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, ასევე არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მე-2 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, კონკრეტულად კი:

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კოდექსს და მათ შესაბამისად მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. საქართველოს Kკონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნების დაცვით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ და ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფოს უზენაეს კანონს და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნორმებს აყალიბებენ, ამ შემთხვევაში უპირატესი იურიდიული ძალა უნდა მიენიჭოს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ხოლო თუ ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტებს შორის წარმოიშობა კოლიზია გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

მე-3 მუხლში მოცემულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადების განისაზღვრის პრინციპები, დადგენილი ვადების ათვლის და დამთავრების გამოანგარიშების პრინციპები. Dდადგენილი ვადები შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით ან დღეებით, ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. A

ამ მუხლში მოცემულია კალენდარული წელისა და წელის დეფინიციები და დაკონკრეტებულია, რომ კალენდარული წელი მოიცავს ოთხ კვარტალს. კერძოდ:

ა) 1 იანვრიდან 31 მარტმადე – I კვარტალი;

106

Page 107: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისამდე – II კვარტალი;გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე – III კვარტალი;დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე – IV კვარტალი

მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხანდაზმულობის ვადა, კონკრეტულად კი:

ამ მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო მოთხოვნისა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც წარმოადგენს 6 წელს. თუ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გასულია ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დარიცხვას არ განახორციელებს. აგრეთვე თუ პირი საგადასახადო ვალდებულებას დაადეკლარირებს, ამ შემთხვევაში მის მიერ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაზე ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა არ იმოქმედებს.

მე-5 მუხლი ადგენს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპებს: 1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული

საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. 2. დაუშვებელია კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის

გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, ან ვადაზე ადრე გადასახადის გადახდევინება.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები.

მე-6 მუხლი განმარტავს გადასახადის როგორც სავალდებულო, უპირობო ფულად შენატანს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადები დაყოფილია შემდეგ სახეებად: საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება:ა) საშემოსავლო გადასახადი;ბ) მოგების გადასახადი;გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);დ) აქციზი;ე) საბაჟო გადასახადი.ადგილობრივ გადასახადს განეკუთვნება ქონების გადასახადი.

მე-7 მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილებას კომპეტენციის

107

Page 108: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ფარგლებში შემოიღონ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები და ამ ორგანოების ვალდებულებას ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნონ შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.

მე-8 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, რომლებიც კოდექსშია გამოყენებული, კონკრეტულად კი:

არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება, არამატერიალური აქტივი, არარეზიდენტი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ბიოლოგიური აქტივი, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დანაკლისი, დივიდენდი, ეკონომიკური სამსახურის ვადა, თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, კომპენსაცია, მატერიალური აქტივი, ოჯახი, პარტნიორი, პირი, პროცენტი, რეზიდენტი, როიალტი, სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო დავალიანება, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა, სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგებები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, უიმედო ვალი, ქონება, ძირითადი საშუალება, ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯი, წმინდა აქტივები.

მე-9 მუხლი განმარტავს თუ რა ითვლება ეკონომიკურ საქმიანობად და აგრეთვე განსაზღვრავს იმ საქმიანობის სახეებს, რომლებიც არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად. ეკონომიკურ საქმიანობად კი ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა.

მე-10 მუხლი აყალიბებს საქმიანობის სახეებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საქველმოქმედო საქმიანობად და საქმიანობის სახეებს რომლებიც არ განეკუთვნება საქველმოქმედო საქმიანობას.

მე-11 მუხლი აყალიბებს საქმიანობის სახეებს, რომლებიც დაბეგვრის მიზნებისათვის შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ საქმიანობად. აგრეთვე იმ საქმიანობის სახეებს, რომელიც უთანაბრდება რელიგიულ საქმიანობას.

მე-12 მუხლი განმარტავს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დაქირავებით მუშაობად. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ

108

Page 109: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის დაქირავებით მუშაობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შრომის კანონთა კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებით და ასევე მისი რეგულირება შესაძლებელი გახდება უცხოური კანონმდებლობით.

დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

მე-13 მუხლში განმარტებულია საქონელი, როგორც მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი. ხოლო დაკონკრეტებულია, რომ დამატებული ღირებული გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული.

მე-14 მუხლი განმარტავს მომსახურებას, როგორც სამიანობას, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურებას განეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო, გეოლოგიურ-საძიებო საქმიანობა, ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება, საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.

მე-15 მუხლით განისაზღვრება ფინანსური ინსტრუმენტების, ფინანსური ოპერაციისა და ფინანსური მომსახურების დეფინიციები. კერძოდ, ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. ფინანსურ ოპერაციას განეკუთვნება: ყველა სახის ანგარიშის გახსნა, განკარგვა, დახურვა, ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა, კრედიტის აღება/გაცემა/გადაცემა, ფულადი სახსრების და ფასიანი ქაღალდების ემისია, დაზღვევა ან/და გადაზღვევა და ა.შ. ფინანსურ მომსახურებას კი განეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება.

მე-16 მუხლით განსაზღვრულია საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. კერძოდ, საქონლის მიწოდებას განეკუთვნება საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ხოლო მომსახურების გაწევას _ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. Aქვე დაკონკრეტებულია, რომ დღგ-ს მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება ფულზე საკუთრების უფლების გადაცემა ან

109

Page 110: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

დაქირავებით მუშაობა.

მე-17 მუხლის შესაბამისად ლიზინგით ძირითადი საშუალების გაცემა ითვლება მომსახურების გაწევად გარკვეული პირობების გათვალისწინებით: ლიზინგით მისაღები შემოსავლებიდან დადისკოტირებული ღირებულება არ უნდა იყოს ნაკლები აღნიშნული აქტივის იმ დროისთვის არსებული საბალანსო ღირებულებისა და მისი მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულებას შორის სხვაობაზე. მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება გულისხმობს, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ ღირებულებას, რომლითაც მოიჯარეს შეუძლია ლიზინგის ვადის დასრულებისას გამოისყიდოს აქტივი, თუმცა ეს ღირებულება არ შეიძლება იყო ამ აქტივის საბალნსო ღირებულების 15%-ზე მეტი. იმისათვის, რომ ქონების იჯარა ლიზინგად იქნეს განხილული უნდა შესრულდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება, შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით;

ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს;

გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას არ აღემატება ამ ვადის დასაწყისში ქონების ამ კოდექსით განსაზღვრული საბალანსო ღირებულების 15 პროცენტს.

მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპებს სხვადასხვა გარემოების არსებობისას. ზოგადად დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება გარიგებაში დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, ხოლო თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთადამოკიდებულ პირებს შორის ან საგადასახადო ორგანო დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, საქონლის/მომსახურების ფასი განისაზღვრება საბაზრო ფასით. საბაზრო ფასი კი ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური ან მსგავსი საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად ურთიერთდამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგებების საფუძველზე.

ამავე მუხლში მოცემულია იდენტური საქონლისა და მსგავსი საქონლის დეფინიციები.

მე-19 მუხლი განსაზღვრავს პირთა ურთიერთდამოკიდებულებას. მუხლში ასევე განსაზღვრულია ვინ მიიჩნევა პირის ნათესავად, მოცემულიაA კონტროლის და არაპირდაპირი მფლობელობის

110

Page 111: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განმარტება. ახალი კოდექსით ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობით მნიშვნელოვნად არიან დაკავშირებული, მაგალითად, მათგან ერთ ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი ან დისტრიბუტორი.

მე-20 მუხლში მოცემულია გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო აგენტის დეფინიციები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ხოლო საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით ასრულებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას და გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან.

21-ე მუხლის მიხედვით საწარმოდ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება, გაერთიანებები, ამხანაგობები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილნი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აქვე დაკონკრეტებულია, რომ საწარმოს არ განეკუთვნება ინდივიდუალური საწარმო.

22-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია, უცხოურ საწარმოდ კი ითვლება საწარმო, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო.

23-ე მუხლი - აყალიბებს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების და გაუქმების პირობებსა და შემთხვევებს. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტს. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საერთაშორისო ფინანსური კომპანია იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

111

Page 112: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

24-ე მუხლი აყალიბებს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების და გაუქმების პირობებსა და შემთხვევებს.

თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით, განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თავისუფალი საწყობის საწარმოსთვის დადგენილია ხარჯების გამოქვითვის განსხვავებული წესი. კერძოდ: ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციული ოდენობით.

თავისუფალი საწყობის საწარმო ასევე შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

25-ე მუხლი აყალიბებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების და გაუქმების პირობებსა და შემთხვევებს.

საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით, განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

26-ე მუხლი სავაჭრო ზონებში მოვაჭრეთა ხელშეწყობისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით პროექტი ითვალისწინებს პირებისათვის, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობის ორგანიზება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებას. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირი ასრულებს სავაჭრო ობიექტებისა ან/და სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას, ანუ საგადასახადო ორგანოში წარადგენს დამქირავებლების საგადასახადო დეკლარაციებს და გადარიცხავს გადასახადის თანხას. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს უფლება ეძლევა ისარგებლოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით.

27-ე მუხლი განსაზღვრავს საწარმოს საქმიანობის ადგილს, კერძოდ სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილის, იურიდიული მისამართის, ძირითადი საქმიანობის და საწარმოს მართვის ადგილის მიხედვით.

112

Page 113: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

28-ე მუხლის მიხედვით საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად საწარმოს დირექტორატი ასრულებს მმართველობის ფუნქციას, ასევე მართვის ადგილად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი.

29-ე მუხლი განსაზღვრავს მუდმივ დაწესებულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებით ეს პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. ამ მუხლში ჩამოთვლილია მუდმივ დაწესებულებასთან გათანაბრებული ობიექტები. ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისებს რომლის დროსაც ობიექტები არ წარმოშობენ მუდმივ დაწესებულებებს.

30-ე მუხლით განისაზღვრება ორგანიზაციები, როგორებიცაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, ასევე საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

31-ე მუხლის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაცია არის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მისი მართვისთვის, ასევე ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად.

32-ე მუხლით განსაზღვრულია საქველმოქმედო ორგანიზაცია და საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის აუცლიებელი პროცედურები, მოთხოვნები და ვალდებულებები. ასევე არეგულირებს აღნიშნული სტატუსის გაუქმების და აღდგენის შემთხვევებს.

33-ე მუხლის მიხედვით რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება

113

Page 114: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

34-ე მუხლი განსაზღვრავს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. საქართველოს რეზიდენტად, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, გარდა დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირებისა ან ასეთი პირის ოჯახის წევრებისა, საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებისა, საქართველოში სამკურნალოდ ან დასასვენებლად მყოფი პირებისა. ასევე განსაზაღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს და რეზიდენტობის მინიჭებას მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის.

35-ე მუხლით განისაზღვრება ფიზიკური პირის საცხოვრებელი და ფაქტობრივად ყოფნის ადგილი, მათ შორის არასრულწლოვნების და სამხედრო მოსასამსახურეების.

36-ე მუხლის მიხედვით მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება ინდივიდუალური საწარმო და ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას, რომელთა საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

37-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის და მისი წარმომადგენლის ურთიერთობას, უფლება-მოვალეობებს და ვალდებულებებს.

38-ე მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელის უფლებას მოითხოვოს ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსაგან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და არ გადასცეს დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები სხვა ორგანოებს გარდა საგადასახადო ორგანოებისა.

39-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების ვალდებულებას დაიცვან გადასახადის გადამხდელის საგადასახადო საიდუმლოება. მუხლში განსაზღვრულია თუ რა არის საგადასახადო საიდუმლოება, მისი დაცვის წესი და ამ წესიდან გამონაკლისები.

მე-40 მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელთა უფლებას ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით ან გათავისუფლდეს გადასახადებისაგან.

114

Page 115: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

41-ე მუხლი ეხება გადასახადის გადამხდელთა კანონიერი ინტერესების დაცვას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობაში, მათ შორის მათ უფლებას წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები წარმომადგენლის მეშვეობით.

42-ე მუხლი: გადამხდელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება. კერძოდ, საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

43-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებებს, მათ შორის რეგისტრაციის, დოკუმენტების შენახვის, საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებებს.

აგრეთვე, პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) გამოაკრას მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე.

44-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერის განხორციელების წესს.

45-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ვალდებულების დამდგენი მოთხოვნის გაგზავნის წესს.

46-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფლებას

გასცეს წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დავების განხილვის განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება საჯარო გადაწყვეტილების გამოცემა.

47-ე მუხლი განსაზღვრავს წინასწარი გადაწყვეტილებას, რაც გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა თუ როგორ დაიბეგრება მის მიერ დაგეგმილი ან უკვე განხორციელებული ოპერაციები.

115

Page 116: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

48-ე მუხლი ეხება შემოსავლების სამსახურს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და მის ფუნქციას განახორციელოს საგადასახადო კონტროლი.

49-ე მუხლში განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოების

უფლებები, მათ შორის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელთა კონტროლთან, შემოწმებებთან, საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან.

50-ე მუხლში განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, რეგისტრაციასთან, ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნებასთან და საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენასთან.

51-ე მუხლი ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებას მოახდინოს ნებისმიერ თანამშრომელზე კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირება.

52-ე მუხლში განსაზღვრულია საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება. ეს მუხლი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების წარმოქმნასთან, გადამხდელთან და გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებს.

53-ე მუხლით რეგულირდება საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ მუხლის შესაბამისად საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირველ რიგში შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე. ამავდროულად დაწესებულია ამ ვალდებულების შესრულების ვადები.

54-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას. ამ მუხლის მიხედვით, საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანების გადაიხდის ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

55-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულების

116

Page 117: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შესრულებას საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას. კერძოდ, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე. არეგულირებს რეორგანიზაციის ფორმების მიხედვით უფლებამონაცვლესთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე განსაზღვრავს, რომ რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის. ამასთან, არეგულირებს რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილი თანხების მიმართვისა და უკან დაბრუნების შესახებ დებულებებს.

56-ე მუხლის მიხედვით რეგულირდება გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის ვალდებულება ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან. მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხა ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად და ჩამოიწერება.

57-ე მუხლით რეგულირდება უგზო–უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ საკითხები. სასამართლოს მიერ უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან სამი თვის განმავლობაში, უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი მეურვე. სასამართლოს მიერ უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ

117

Page 118: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარად. პირის უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.

58-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო პერიოდი. კერძოდ, საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი მისი რეგისტრაციის დღიდან ამ წლის ბოლომდე. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე. აგრეთვე განსაზღვრულია საგადასახადო პერიოდი საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციისას, ასევე უცხოური საწარმოს სტატუსის მიღებისას.

59-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო შეღავათსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ცალსახად აღნიშნავს, რომ საერთო–სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით. არ შეიძლება ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათის დაწესება.

მე-60 მუხლით რეგულირდება გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხები. კონკრეტულად, თუ რას გულისხმობს გადასახადის დარიცხვა და რა შეიძლება იყოს გადასახადის დარიცხვის საფუძველი. ამ მუხლის მიხედვით გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

61-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის გადახდის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, თუ კონკრეტული გადასახადის მიხედვით არ არის მითითებული გადასახადის გადახდის ვადა, მაშინ მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

118

Page 119: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

62-ე მუხლის შესაბამისად ხდება ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება. აქვე მოცემულია ზედმეტად გადახდილი თანხის დეფინიცია. თუ გადამხდელი მოითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალი გადასახდელების ანგარიშში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. რეგულირდება დღგ-ის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტით, ცალკეულ შემთხვევაში ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

63-ე მუხლში განსაზღვრულია საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. განსაზღვრულია შემთხვევები, თუ როდის ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა და რა უნდა აღინიშნოს მასში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.

64-ე მუხლში განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. განსაზღვრულია შემთხვევები, თუ როდის ხდება გადამხდელის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენა და რა უნდა აღინიშნოს მასში. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

65-ე მუხლი არეგულირებს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა რომელთა რეგისტრაციას, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის დადგენილი წესით. აგრეთვე განსაზღვრავს უცხოური საწარმოს ფილიალისა და საქართველოს

119

Page 120: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მოქალაქის საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანის წესებს. ამ მუხლშია გადამხდელისათვის საიდენთიფიკაციო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებული დებულებები.

66-ე მუხლით განისაზღვრა საგადასახადო დეკლარაცია. ამ მუხლის მიხედვით საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. თუ პირი არ წარადგენს დეკლარაციას ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომში წარდგენილი დეკლარაცია ჩაითვლება დაგვიანებულად წარდგენილად.

67-ე განსაზღვრავს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევას. კერძოდ, წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. დეკლარაციის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

68-ე მუხლის შესაბამისად რეგულირდება საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, პირი, რომელიც წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომებს, რომლებიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე.

69-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისაგან მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. აგრეთვე, დაავალდებულოს პირი, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.

120

Page 121: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

70-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო დაწესებულებების ვალდებულებებს. საბანკო დაწესებულება ვალდებულია მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. აგრეთვე, აქვე განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც საბანკო დაწესებულებას შეუძლია არ შეასრულოს ეს ვალდებულება.

71-ე მუხლით შემოდის პირველადი საგადახდო დოკუმენტის დეფინიცია და განსაზღვრულია მისი შენახვის ვადა (6 წელი). პროექტის შესაბამისად პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და ნომერი, მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალს და ღირებულებას.

72-ე მუხლი განსაზღვრავს ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტს და საგადასახადო ვალდებულებს. განსაზღვრავს, გადასახადით დაბეგვრის შემთხვევებს როცა: შემოსავლის კანონიერება სადავოა (იბეგრება), შემოსავალი მიღებულია საგადასახადო სამართალდარღვევით (იბეგრება), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავალი სრულად ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას (არ იბეგრება). ადგენს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებებს. პროექტის შესაბამისად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ან სატარიფო ღირებულების და იპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.

73-ე მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელის უფლებას საგადასახადო ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით.

121

Page 122: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

74-ე მუხლი განსაზღვრავს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადას. კერძოდ, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ. ბრძანებაში მიეთითება განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა თავდაპირველად დაწესებული იყო 90 დღეზე ნაკლები ხნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადის 90 დღეზე მეტი ხნით გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

75-ე მუხლი არეგულირებს განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების საკითხებს. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები, რისთვისაც გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს.

76-ე მუხლი არეგულირებს განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას გადასახადის გადახდის გადავადების საკითხებს. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის გადახდა, რისთვისაც გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს გადასახადის გადახდის გადავადების წესს, ფორმას, და პროცედურებს.

77-ე მუხლი არეგულირებს განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადების საკითხებს. რისთვისაც გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადების შესახებ.

78-ე მუხლი არეგულირებს განსაკუთრებული პირობების შედეგად განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერის საკითხს. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს (გადასახადის

122

Page 123: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გადამხდელს) უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს: საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება – შემცირებული ღირებულების ოდენობით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას.

მე-79 მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი და ის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

80-ე მუხლით განსაზღვრულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. რეზიდენტი პიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივ შემოსავლებსა და გამოქვითვებ შორის სხვაობა, არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის – წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული წყაროდან მიღებული შემოსავლებსა და გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა. ხოლო ის შემოსავლები, რომლებიც არარეზიდენტისათვის დაკავშირებული არ არის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.

81-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლისთვის შეადგენს 20% -ს და იგი 15%-მდე მცირდება 2014 წლის 1 იანვრიდან.

82-ე მუხლით გასაზღვრულია ფიზიკურ პირთა შემოსავლის სახეები, რომლებიც თავისუფლება გადასახადით დაბეგვრისაგან. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაწესებულია დასაბეგრი შემოსავლის 3000 ლარიანი ზღვარი, რომლის ფარგლებში მიღებული შემოსავლები საერთოდ არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

83-ე მუხლის შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიკრო და მცირე ბიზნესისათვის წესდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური საგადასახადო რეჟიმები.

123

Page 124: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

84-ე მუხლი: გადამხდელის მოთხოვნის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს და მიეცეს შესაბამისი სერტიფიკატი ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა განსაზღვროს საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს მიკრო ბიზნესის სტატუსი უპირობოთ, დადგენილი ზღვარის გარეშე, ასევე აკრძალოს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება და შემოსავლის სახეები რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ამ შემოსავლებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით ჩვეულებრივი რეჟიმით.

85-ე მუხლი განსაზღვრავს მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების პირობებს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება ხდება ნებაყოფლობით, გადამხდელის საგადასახადო ორგანოსადმი მიმართვის საფუძველზე, რისთვისაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სტატუსი უქმდება, თუ ფიზიკური პირი დაარღვევს მიკრო ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს ან თუ იგი თავად მოითხოვს სტატუსის გაუქმებას.

86-ე მუხლის შესაბამისად მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

87-ე მუხლი განსაზღვრავს მიკრო ბიზნესის ვალდებულებებს. ამ მუხლის შესაბამისად მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გათავისუფლებულია საკონტროლო სალარო-აპარატის ქონის ვალდებულებისაგან, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ იგი გამოწერს პირველად საგადასახადო დოკუმენტს იგი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

88-ე მუხლი განსაზღვრავს მცირე ბიზნესის ზოგად დებულებებს. ამ მუხლის შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ჯამური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს აკრძალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე განსაზღვროს შემოსავლის სახეები რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.

89-ე მუხლით განსაზღვრულია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების

124

Page 125: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მარეგულირებელი ნორმები. მცრე ბიზნესის სტატუსის მინიჭება ხდება ნებაყოფლობით საწყისებზე, გადამხდელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს მცირე ბიზნესის პირობებს. საგადასახადო ორგანოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველს წარმოადგენს მეწარმე ფიზიკური პირის მიერ იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც მთავრობის დადგენილებით არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესს, დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობა, საკონტროლო სალარო აპარატების წესების დარღვევის გამო კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ სანქციის დაკისრება.

90-ე მუხლის შესაბამისად მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მაგრამ თუ მცირე ბიზნესის სერთიფიკატის მქონე მეწარმე ფიზიკური პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები დაიბეგრება 3%-ით. 3%-ით იბეგრება ასევე მცირე ბიზნესი სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.

91-ე მუხლი განსაზღვრავს მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს, რომლის შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, თუმცა თუ იგი გამოწერს პირველად დოკუმენტს, ვალდებულია შეინახოს ეს დოკუმენტი. ამასთან, იგი ვალდებულია ჰქონდეს ხარჯების დამადასტურებელი ის დოკუმენტები, რომლის ქონის გამო მან გამოიყენა გადასახადის 3%-იანი განაკვეთი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირმა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან უნდა აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.

92-ე მუხლი აწესებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირის დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდგომ გადამხდელის ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში იგი ტარდება რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელად და ეხსნება მცირე ბიზნესის სტატუსი. იგი ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი საბაზრო ღირებულებით და შეუძლია სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დღგ-ს ჩათვლა თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

93-ე მუხლის შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის

მქონე ფიზიკური პირები საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1

125

Page 126: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

აპრილამდე წარადგენენ გამარტივებული საგადასახადო დეკლარაციას.

94-ე მუხლი: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები მიმდინარე გადასახადებს იხდიან ყოველი კვარტლის 15 რიცხვისათვის. ამასთან მათ არ ევალებათ ხელფასის გაცემის წყაროსთან დაკავება.

95-ე მუხლი განსაზღვრავს მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლის მარეგულირებელ დებულებებს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მხოლოდ შემდეგი მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები: საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, დათვალიერება, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა, გარდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევისა, ქრონომეტრაჟი, ინვენტარიზაცია, გარდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევისა.

96-ე მუხლით განსაზღვრულია პირები, რომლებიც წარმოადგენენ მოგების გადასახადის გადამხდელს: რეზიდენტი საწარმო, არარეზიდენტი საწარმო, რომელიც შემოსავლებს იღებს საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან შემოსავლებს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

97-ე მუხლი ითვალისწინებს რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრას. დასაბეგრი მოგება წარმოადგეს სხვაობას ერთობლივ შემოსავალსა წლის განმავლობაში დაშვებული გამოქვითვების თანხებს შორის. მუხლი ასევე ითვალისწინებს, საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებელი არარეზიდენტი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის წესს.

98-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 %, ხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტიანი განაკვეთით.

მე-99 მუხლში გაწერილია მოგების გადასახადისგან განთავისუფლებული პირები და ოპერაციები, რომლის შედეგად მიღებული მოგებები თავისუფლდება გადასახადისაგან.

100-ე მუხლით განსაზღვრულია ერთობლი შემოსავალი. კერძოდ,

126

Page 127: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

რეზიდენტი პირისთვის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისგან. არარეზიდენტი პირისთვის – საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისგან. ერთობლივ შემოსავალში შეიტანება ნებისმიერი ფორმით და საქმინობით მიღებული შემოსავლები. ამავე მუხლში განსაზღვრულია შემთხვევები, რა დროსაც მიღებული სარგებელი არ შეიტანება ერთობლი შემოსავალში.

101-ე მუხლი ეხება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების განსაზღვრას. კერძოდ, ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. რაც შეეხება წარმომადგენლობითი ხარჯებს და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას, გარკვეული ნორმის ფარგლებში, საგადასახადო მიზნებისთვის არ განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებად.

102-ე მუხლით განსაზღვრულია შემოსავლები, რომლებიც მიღებულია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციებიდან.

103-ე მუხლის მიხედვით შემოსავლად განიხილება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამავე მუხლით გასაზღვრულია გამონაკლისები ოპერაციები, რომლებიც საგადასახადო მიზნებისთვის არ განიხილება შემოსავლად.

104-ე მუხლით ყალიბდება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. შემოსავლის წყაროს განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შემოსავლის თანხის მიღების ადგილი და ასევე, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს არ განეკუთვნება საერთაოშორისო ფინანსურ კომპანიებს შორის ფინანსური ოპერაციებიდან და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი.

105-ე მუხლი აყალიბებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ცნებას. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე, პირს უფლება აქვს გამოქვითოს მისთვის მისთვის საქონლის ან მომსახურების მიწოდებიდან უსასყიდლოდ მიღებული სარგებელი იმ წელს, როდესაც ეს საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში. ასევე, ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს

127

Page 128: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის.

106-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გარკვეული ტიპის ხარჯები არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. კერძოდ: ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ეკონომიკურ საქმიანობასთან, გართობაზე გაწეული ხარჯები, ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.

107-ე მუხლი ადგენს პროცენტის გამოქვითვის შეზღუდვას. სესხზე გადახდილი პროცენტები გამოიქვითება სესხის წლიური 24 პროცენტის ფარგლებში შესაბამისი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, დაწესდა პროცენტის გამოქვითვის შეზღუდვა არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს საწარმოში წილის ფლობის შემთხვევაში და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ იურიდიულ პირებისთვის.

108-ე მუხლი არეგულირებს უიმედო ვალების გამოქვითვის პრიცნიპს. იგი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია საბუღალტრო ანგარიშგებაში.

109-ე მუხლი არეგულირებს სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვის წესს კონკრეტულად კი სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი პირის უფლებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი“ და ერთობლივ შემოსავალში აიყვანოს საანგარიშოს წინა წლის „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი“.

110-ე მუხლის მიხედვით გამოქვითვას ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სამცენიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.

111-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე ამორტიზაციის ნორმები და გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხები. ამასთან, ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს, ბიოლოგიურ აქტივებს. ხოლო 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად

128

Page 129: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან. ამავე მუხლით განისაზღვრება ძირითადი საშუალებების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის დადგენის წესი.

112-ე მუხლი უფლებას აძლევს გადასახადის გადამხდელს სრულად გამოქვითოს აქტივების ღირებულება იმ წელს, როდესაც ძირითადი საშუელება ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული ძირითადი საშუალების მიმართ 5 წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების მიმართ.

113-ე მუხლის თანახმად არამატერიალურ აქტივებზე ხარჯები ამორტიზაციის სახით გამოიქვითება მათი სასარგებლო ვადის გამოყენების განმავლობაში საანგარიშო პერიოდის პროპორციულად, ხოლო როდესაც შეუძლებელია აქტივების სასარგებლო ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15%-ს.

114-ე მუხლი არეგულირებს ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესს. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და შესაბამისად თითოეული ძირითადი საშუალება წარმოადგენს ცალკე ჯგუფს. ლიზინგის შემთხვევაში ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის წესი განსხვავებულია ამ კოდექსით დადგენილი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გამოთვლის წესისგან. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ამორტიზაციას ექვემდებარება საგადასახადო წლის განმავლობაში ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე გადახდების დისკონტირებული ღირებულების შესაბამისად.

115-ე მუხლი არეგულირებს ძირითადი საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების გამოქვითვას. რემონტის ხარჯები გამოიქვითება ყოველწლიურად საგადასახადო წლის ბოლო ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%-მდე ოდენობით. 5%-ის ზემოთ არსებული თანხით იზრდება შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსი. იჯარის დროს, იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები ექვემდებარება მოიჯარესთან კაპიტალიზებას და საანგარიშოO პერიოდის ბოლოს ქმნის ცალკე ჯგუფს.

116-ე მუხლის მიხედვით დაწესებულია წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის შეზღუდვა. აღნიშნული გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1%-ის ოდენობით.

129

Page 130: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

117-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვების გათვალისწინებით დარჩენილი თანხის 8%-ის ოდენობით.

118-ე მუხლით – გამოქვითვას ექვემდებარება დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევთა ან დაზღვეულთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვევო შენატანები.

119-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით გამოიქვითება ხარჯები რომლებიც დაკავშირებულია გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელ მომსახურებასთან. ამორტიზაციის ნორმა დადგენილია 20%-ის ოდენობით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით.

120-ე მუხლი აწესებს გადასახადებისა და ჯარიმების გამოქვითვის შეზღუდვას. ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ბიუჯეტში გადახდილი მოგების და საშემოსავლო გადასახადის თანხები, ასევე, საქართველოს ან უცხოურო კანონმდებლობით დადგენილი სანქციის თანხები.

121-ე მუხლი ეხება ქონების რეალიზაციის მიღების შემთხვევაში ზარალის გადატანის შესაძლებლობას. მეწარმე ფიზიკურ პირს ქონების რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია შეუძლია მოახდინოს ასეთი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ზარალის გადატანა ხდება 5 წლის ვადით. ხოლო მეწარმე ფიზიკური პირს უფლება აქვს აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალი დააკომპენსიროს იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით იმავე წელს, მომდევნო წელს ზარალის გადატანა ფიზიკური პირისთვის არ ხდება. 5 წლამდე ვადით ხდება ზარალის გადატანა იურიდიული პირისთვისაც. აღნიშნული მუხლი აყალიბებს შემთხვევებს, როდესაც ზარალი გადატანას არ ექვემდებარება. კერძოდ, თუ ზარალი წარმოშობილია: ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში და რეზიდენტი საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.

122-ე მუხლით გათვალისწინებულია ზარალის გადატანის 5 წლიანი ვადის 10 წლამდე გადატანა. აღნიშნული უფლების

130

Page 131: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სარგებლობისათვის პირმა უნდა მიმართო საგადასახადო ორგანოს. 10 წლიანი ზარალის გადატანის უფლების გამოყენების დროს ხანდაზმულობის ვადა ნაცვლად 6 წლისა, წარმოადგენს 11 წელს.

123-ე მუხლი განსაზღვრავს უცხოეთში გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის წესს.

124-ე მუხლი ადგენს, რომ არარეზიდენტებისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭების წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

125-ე მუხლით განსაზღვრება გარიგებების შეფასებების ძირითადი ცნებები, როგორებიცაა დამოუკიდებელი გარიგება, საბაზრო პრინციპი და მარჟა.

126-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგებების შეფასების გამოყენების ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც გარიგებების შეფასება განხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის განხორციელებული ოპერაციების შედარებით დამოუკიდებელ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებთან.

127-ე მუხლში მოცემულია გარიგებების შეფასების 5 მეთოდი, რომელთა გამოყენების წესსაც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

128-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგებების მონაწილე მხარეთა ვალდებულებას წარუდგინონ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე საპასუხო კორექტირების წესს, რომელიც გამორიცხავს მათი ორმაგი დაბეგვრის შესაძლებლობას.

129-ე მუხლი ეხება დივიდენდების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან, ხოლო ფიზიკური პირის მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდი არ ჩაირთვება მის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. გადახდის წყაროსთან არ იბეგრება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან, თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული დივიდენდები, რეზიდენტი საწარმოს მიერ

131

Page 132: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები.

130-ე მუხლი არეგულირებს არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ გადახდილი პროცენტების დაბეგვრას. ბანკებისთვის სესხებზე გადახდილი პროცენტები არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე, ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომელიც უკვე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ამ პირის მიერ ერთობლი შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. ასევე, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება ფინანსური ინსტიტუტიდან, თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები. რეზიდენტ იურიდიულ პირს კი, თუ იგი იღებს საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილ პროცენტებს, უფლება აქვს ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი. გადახდის წყაროსთან არ იბეგრება ასევე რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები.

131-ე მუხლის მიხედვით წყაროსთან იბეგრება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ გადახდილი როიალტი 15%-იანი განაკვეთით. ფიზიკური პირის მიერ მიღებული როიალტი, რომელიც უკვე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ამ პირის მიერ ერთობლი შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. წყაროსთან არ იბეგრება რეზიდენტის საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი როიალტი. რეზიდენტ იურიდიულ პირს ან არარეზიდენტი პირის მუდმივ დაწესებულებას, თუ აღნიშნული პირები იღებს საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილ როიალტს, უფლება აქვთ ჩაითვალონ გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი.

132-ე მუხლი განსაზღვრავს იჯარის დაბეგვრის წესს, რომელიც ანალოგიურია როიალტის წყაროსთან დაბეგვრის წესისა.

133-ე მუხლის მიხედვით დაწესებული განაკვეთებითა და წესით იბეგრება არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. აღნიშნული მუხლი უფლებას აძლევს არარეზიდენტს, რომლის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

134-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლად ითვლება კალენდარული წელი. კალენდარული წელი თავის მხრივ ამ კოდექსში განმარტებულია როგორც დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან

132

Page 133: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახალრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

135-ე მუხლი აყალიბებს გადასახადის გადამხდელების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ზოგად პრინციპებს, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვისათვის გამოსაყენებელ მეთოდებს, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების აკრძალვას, სასაქონლო ზედნადების გამოწერის და მისი შენახვის ვალდებულებას, შემოსავლებისა და გამოქვითვების კორექტირების ვალდებულებას კოდექით დადგენილი ნორმებით და გადასახადის გადამხდელების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების ელექტრონულად აღრიცხვის უფლებამოსილებას.

136-ე მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენების პრინციპებს. კერძოდ, საკასო მეთოდის გამოყენებისას გადამხდელები შემოსავლებს აღრიცხავენ მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან, ხოლო ხარჯების დაქვითვას მოახდენენ განაღდების შემდეგ.

137-ე მუხლში დაკონკრეტუბულია თუ რა ჩაითვლება შემოსავლების მიღების მომენტად ნაღდი და უნაღდო წესით ანარიშწორებისას. კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას - ნაღდი ფულის მიღების მომენტი, უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშზე. ხოლო ფინანსური ვალდებულების გაუქმებისას ურთიერთჩათვლის დროს ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტ.

138-ე მუხლი ადგენს და აკონკრეტებს თუ რომელი ფაქტი ჩაითვლება ხარჯების გაწევის მომენტად ნაღდი და უნაღდო წესით ანარიშწორებისას. ასევე არეგულირებს სავალო ვალდებულების ან/და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელების ხარჯებად აღრიცხვას.

139-ე მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის დარიცხვის მეთოდის გამოყენების პრინციპებს. კერძოდ, შემოსავლები აღირიცხება მათი მიღების უფლების მოპოვების მომენტიდან, ხოლო ხარჯები მათი აღიარების მომენტის მიხედვით.

140-ე მუხლი ადგენს თუ რა ჩაითვლება შემოსავლების მიღების უფლების მოპოვების მომენტად. ასევე არეგულირებს სავალო

133

Page 134: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ვალდებულების ან/და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ან მისაღები შემოსავლების აღრიცხვას.

ზემოთაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველძე მიღებული შემოსავლები უნდა გადანაწილდეს საანგარიშო პერიოდებს შორის შემოსავლის დარიცხვების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება მოიცავს ორ ან მეტ საანგარიშო პერიოდს.

141-ე მუხლი ადგენს სამ პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ხარჯების გაწევის მომენტის იდენტიფიცირება. კერძოდ: ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა, ფინანსური ვალდებულების ოდენობის საკმარისი სიზუსტით შეფასდების შესაძლებლობა და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გარიგების მონაწილე თითოეული მხარის მიერ. ასევე არეგულირებს სავალო ვალდებულების ან/და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელების ხარჯებად აღიარების წესებს.

142-ე მუხლი არეგულირებს ამხანაგობის მიერ დასაბეგრი მოგების ან ზარალის განსაზღვრის, ამხანაგობის ზარალის მათ მფლობელებზე წილის შესაბამისად განაწილების და ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანის (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების) ან/და მომსახურების მიღების წესს. Aასევე ითვალისწინებს ამხანაგობის მფლობელების მიერ მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგების ერთობლივ შემოსავალში შეტანის და ამხანაგობის მიერ გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულებას.

143-ე მუხლში მოცემულია გრძელვადიანი კონტრაქტების დეფინიცია და გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით შემოსავლებისა და გამოქვითვების ოდენობის დადგენის პრინციპები.

144-ე მუხლით განისაზღვრება თუ რა შეიტანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების შემადგენლობაში, სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთის გავლენა დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) ოდენობის განსაზღვრაზე,Nმარაგების აღრიცხვის და ღირებულების განსაზღვრის მეთოდები. ამ მუხლში მნიშვნელოვანია ის, რომ გადასახადის გადამხდელმა დეფექტური ან მოძველებული საქონელი შეიძლება ჩამოწეროს შემოსავლების სამსახურის დადასტურების საშუალებით. რიგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პირდაპირ დაუდასტურებს ან ადგილზე გასვლით მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკურ გადამოწმებას.

134

Page 135: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

145-ე მუხლის შესაბამისად ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული და გამოქვითული რეზერვების შემცირების თანხა შეიტანება ერთობლივ შემოსავალში.

146-ე მუხლი არეგულირებს აქტივების სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდებისას მიღებული მოგების ან ზარალის გაანგარიშების წესებს და ამ მუხლის გამოყენების არეალს.

147-ე მუხლი აყალიბებს აქტივის ღირებულების განსაზღვრის წესს მათი შესყიდვისას, წარმოებისას ან უსასყიდლოდ მიღებისას და განსაზღვრავს იმ ხარჯების სახეებს რომლებიც შეიტანება აქტივების ღირებულებაში.

148-ე მუხლი განსაზღვრავს აქტივების გადაცემის და აქტივების არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევის შემთხვევებს, რომლის დროსაც არანაირი მოგება ან ზარალი არ აღიარდება და ასევე Dადგენს ამ მუხლის მოქმედების არეალს.

149-ე მუხლი არეგულირებს იურიდიული პირის ლიკვიდაციისას პარტნიორი იურიდიული პირისათვის წილის პროპორციულად აქტივების გადაცემის დაბეგვრის წესს. წინა კოდექსთან შედარებით დამატებულია შემთხვევა, როდესაც პარტნიორი იურიდიული პირი არარეზიდენტია, ამ მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით არარეზიდენტმა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია საგადასახადოს, რის საფუძველზეც საგადასახადო დაასკვნის, რომ არ ხდება გადასახადისაგან თავის არიდება და აღნიშნულის თაობაზე გასცემს შესაბამის თანხმობას.

150-ე მუხლი არეგულირებს პირის მიერ იურიდიული პირისათვის მასში წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის დაბეგვრის რეჟიმს, ამ აქტივების და წილის ღირებულების განსაზღვრის წესს და აყალიბებს აღნიშნული მუხლის გავრცელების არეალს.

151-ე მუხლი ითვალისწინებს რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულების განსაზღვრის წესს და რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის ქონების ან წილის გადაცემის რეგულირებას. აგრეთვეGგანმარტავს შემთხვევებს რომლებიც განიხილება რეორგანიზაციად და განსაზღვრავს იმ პირთა წრეს რომლებიც შეიძლება განხილულ იქნენ რეორგანიზაციის მხარედ.

152-ე მუხლი ითვალისწინებს ცალკეული პირების მიერ

135

Page 136: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციების, კვარტალის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, ამ ვალდებულების წარმოშობის შემთხვევებსა და დეკლარაციების წარდგენის ვადებს. Aამავე მუხლში მოცემულია, რომ დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის მიერ.

153-ე მუხლი ავალდებულებს საწარმოებს, ორგანიზაციებს ან მეწარმე ფიზიკურ პირებს დააკავონ გადასახადი გადახდის წყაროსთან, განსაზღვრავს წყაროსთან დაკავების ვალდებულების წარმოშობის შემთხვევებს და პასუხისმგებლობას გადასახადების დაკავებისა და მათი ბიუჯეტში გადარიცხვისათვის.

154-ე მუხლის შესაბამისად საწარმოები ან მეწარმე ფიზიკური პირები, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები განსაზღვრულ ვადებში ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის 25%-ს ოდენობით. Eეს მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ზემოთ აღნიშნული პირები უფლებამოსილები არიან შეიმცირონ ან საერთოდ არ გადაიხადონ მიმდინარე გადასახადელები.

155-eმუხლით განსაზღვრულია დღგ-ის გადამხდელები.დღგ-ის გადამხდელია: - პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია

დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად; - პირი, რომელიც ახორციელებს დღგ-ის დასაბეგრ იმპორტს ან

დროებით შემოტანას საქართველოში; - არამეწარმე ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელის

რეგისტრაციის გარეშე, თუ მისი დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 200000 ლარს;

- არარეზიდენტი პირი, გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა, რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე.

156-eმუხლი განსაზღვრავს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობებს.

სავალდებულოა დღგ-ის რეგისტრაციაში გატარება:- თუ პირის დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს ერთი წლის

136

Page 137: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განმავლობაში 200000 ლარს;- თუ პირი აწარმოებს აქციზურ საქონელს ან ახორციელებს

აქციზური საქონლის იმპორტს;- თუ პირის მოსალოდნელი ერთჯერადი დასაბეგრი ოპერაცია ან

ერთი კონტრაქტის პირობებში დასაბეგრი ოპერაცია აჭარბებს 200000 ლარს;

- რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის ერთ-ერთი მხარე მაინც იყო დღგ-ის გადამხდელი რეორგანიზაციის დაწყებისას;

- საწარმო ან ამხანაგობა თუ მის კაპიტალში დღგ-ის გადამხდელმა შეიტანა საქონელი ან მომსახურება.

თუ საგადასახადო ორგანომ გამოავლინა დღგ-ის გადამხელად დაურეგისტრირებელი პირი, რომელსაც სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაევლო, ავტომატურად არეგისტრირებს და ეს პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება სავალდებულო რეგისტრაციის დადგომის მომენტიდან.

დღგ-ის რეგისტაციაში გატარება სავალდებულო არ არის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებზე, არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე და საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებაზე.

157-eმუხლის მიხედვით ნებისმიერ პირს შეუძლია ნებაყოფილობით გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადმხდელად. აღნიშნული საშუალებას მისცემთ ახალ კომპანიებს დროულად ჩაითვალონ დღგ და გაზარდონ საბრუნავი რესურსი, ასევე მიკრო საწარმებს აძლევს საშუალებას იყოს დიდი საწარმოს კონტრაქტორი ისე რომ არ დაირღვეს დღგ-ს გადახდის ციკლი.

158-eმუხლის მიხედვით დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია უქმდება ლიკვიდაციისას, გარდაცვალებისას, ერთჯერადი დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობისას და პირის მოთხოვნის ან საგადასახადო ორგანოს შეტყობინების და მასზე თანხმობის შემთხვევაში თუ მისი დასაბეგრი ოპერაციების თანხა არ აღემატება 200000 ლარს და მისი უკანასკენლი დღგ-ის რეგისტრაციიდან გასულია 1 წელი.

159-eმუხლით განსაზღვრულია რა წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს, კერძოდ დასაბეგრი ოპერაცია, საქონლის იმპორტი, საქონლის ექსპორტი და საქონლის დროებითი შემოტანა.

160-eმუხლი განსაზღვრავს დასაბეგრ ოპერაციას, მისი განხორციელების დროს და თანხას.

დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოში საქონლის მიწოდება და მომსახრების გაწევა; დღგ-ით შეძენილი საქონლის (მომსახურების)

137

Page 138: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე (მომსახურებაზე) გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა; დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებისას საქონლის ნაშთი, რაზეც ჩათვლა აქვს მიღებული; საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების ძირითად ნაგებობად გამოყენება; საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება; იჯარით აღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა იჯარის ვადის დასრულებისას;

161-eმუხლი განსაზღვრავს საქონლის იმპორტს, იმპორტის თანხას და დროს. ეს მუხლი საქონლის იმპორტისას აძლევს შეღავათს იმ გადამხდელებს, რომლებსაც ბიუჯეტში გადახდილი აქვთ 200000 ლარის დღგ.

162-eმუხლი განსაზღვრავს საქონლის ექსპორტს, ექსპორტის თანხას და დროს.

163-eმუხლი განსაზღვრავს საქონლის დროებით შემოტანას, დროებითი შემოტანის თანხას და დროს.

164-eმუხლით განისაზღვრება საქონლის მიწოდების ადგილი, კერძოდ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ადგილი, უწყვეტი მიწოდების ადგილი, ექსპორტის ადგილი.

165-eმუხლი განსაზღვრავს იმ მომსახურების გაწევის ადგილს,

რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ფაქტობრივად განხორციელების ადგილთან, ტვირთის გადატანის და მგზავრთა გადაყვანის ადგილთან, მყიდველის და გამყვიდველის სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნის ადგილთან. ასევე განსაზღვრავს ელექტრონულად მომსახურების გაწევას.

166-eმუხლით განისაზღვრება დღგ-ის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე, ასევე მათი გამოყენების წესს, კერძოდ უფლებას აძლევს დღგ-ის გადამხდელს გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლება.

167-eმუხლით განისაზღვრება იმ საქონლის და მომსახურების ჩამონათვალი, რომლების მიწოდება/გაწევა და იმპორტი გათავისუფლებულია როგორც ჩათვლის უფლებით ისე ჩათვლის უფლების გარეშე.

138

Page 139: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

168-eმუხლით განისაზღვრება დღგ-ის განაკვეთები, კერძოდ იმპორტის, მიწოდების და უკუდაბეგვრის განაკვეთია თანხის 18%, ხოლო დროებითი შემოტანის განაკვეთია თანხის 0.54% ყოველ თვეზე.

169-eმუხლი განსაზღვრავს დასაბეგრი ბრუნვიდან, საქონლის იმპორტისას, საქონლის დროებითი შემოტანისას და უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში შესატან Dდღგ-ს.

170-eმუხლი განსაზღვრავს დღგ-ის გადამხდელის დეკლრაციის წარდგენის ვადას, ასევე დასაბეგრ ოპერაციაზე, საქონლის დროებითი შემოტანისას, საქონლის იმპორტისას, უკუდაბეგვრისას და არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდის ვადებს.

171-eმუხლი განსაზღვრავს საანგარიშო პერიოდს, კერძოდ საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ხოლო არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის შემთხვევაში ერთი თვე.

172-eმუხლში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შეძლია მიიღოს დღგ-ის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა, კერძოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო დეკლარაცია, უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

173-eმუხლით განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლა, კერძოდ რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს დღგ-ის გადამხდელს ჩათვლა და რა შემთხვევაში არა. ასევე განსაზღვრულია პროპორციულად ჩათვლის სისტემა, მათ შორის ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე.

174-eმუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და მის სახეებს. ასევე ამ მუხლით უფლებაAეძლევა საქართველოს ფინანსთა მინისტრს შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

175-eმუხლი განსაზღვრავს უკუდაბეგვრის წესს, კერძოდ არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო აგენტისათვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის წესს.

176-eმუხლით განისაზღვრება შერეული ოპერაციები, კერძოდ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის და საქონლის იმპორტის დამხმარე ხასიათის ოპერაციები.

139

Page 140: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

177-eმუხლი განსაზღვრავს დამკვეთის და მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს.

178-eმუხლის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, როცა გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე, შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა და საქონელი და მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. ასევე ეს მუხლი განსაზღვრავს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და კორექტირების წესს.

179-eმუხლი არეგულირებს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებას იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომელებმაც გადაიხადეს საქონელზე გრანტის ფარგლებში და რომლებსაც ზედმეტობაში აქვთ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტებით დარიცხულ დღგ-ის თანხაზე.

180-eმუხლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების საშუალებას და არეგულირებს დაბრუნების წესს.

181-ე მუხლით განსაზღვრულია აქციზის გადამხდელი პირები, კერძოდ: აქციზურ საქონლის მწარმოებელი პირი, აქციზური საქონლის იმპორტიორი და ექსპორტიორი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გამწევი პირი.

182-ე მუხლი განსაზღვრავს აქციზით დაბეგვრის ობიექტებს

183-ე მუხლით განსაზღვრულია აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და მისი განხორციელების მომენტები. კერძოდ კი აქციზის დასაბეგრ ოპერაციებად განისაზღვრა მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემა, საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენება, ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდება და კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა.

184-ე მუხლით განსაზღვრულია აქციზით დასაბეგრი თანხის ოდენობა. აქციზური საქონლის ნაირსახეობიდან გამომდინარე აქციზით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება შესაბამისი აქციზური საქონლის მოცულობით ან წონით ან რაოდენობით, ხოლო კავშირგაბმულობის

140

Page 141: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების შემთხვევაში – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხით.

185-ე მუხლით დადგენილია აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო განისაზღვრება XXX კარის (საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება) შესაბამიად.

186-ე მუხლით დადგენილია აქციზური საქონლის ექსპორტი და ექსპორტის დრო განისაზღვრება XXX კარის (საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება) შესაბამიად.

187-ე მუხლი ადგენს აქციზის განაკვეთებს. ამ მუხლში მოცემული ცხრილით განსაზღვრული 21 სახის საქონლის აქციზის განაკვეთები,აგრეთვე _ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტისა და კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების განაკვეთები

188-ე მუხლი ადგენს აქციზის ჩათვლის რეგულაციებს. კერძოდ, აქციზის ჩათვლის სტანდარტული სისტემა, რომლითაც ნებადართულია მხოლოდ აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი აქციზის ჩათვლა და აქციზის ჩათვლა კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე, რომელიც ხორციელდება მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე.

189-ე მუხლით განსაზღვრულია აქციზის გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც აქციზი (გარდა აქციზური მარკებისა და აქციზური საქონლის ექსპორტ-იმპორტისა) გადახდას ექვემდებარება საანგარიშო პერიოდის (კვარტალი) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აქციზური მაქრკების შეძენისას აქციზი გადახადს ექვემდებარება შეძენის მომენტში, ხოლო აქციზური საქონლის ექსპორტ-იმპორტისას შესაბამისი სასაქონლო ოპერაციებისტვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

190-ე მუხლით დადგენილია აქციზის დეკლარაციის წარდგენის წესები და ვადები, რომლის შესაბამისადაც აქციზის გადამხდელი, გარდა აქციზური საქონლის ექსპორტისა და იმპორტის განმახორციელებელი გადამხდელისა, ვალდებულია ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარადგინოს აქციზის დეკლარაცია განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

191-ე მუხლით დადგენილია აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლისა და ამ ვალდებულებისაგან განთავისუფლებული შემთხვევების ნუსხა, აგრეთვე აქციზური მარკების

141

Page 142: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შეძენასთან, გამოყენებასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები;

192-ე მუხლი ადგენს აქციზური საქონლის რეალიზაციისასანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდებადღგ-ის ანგარიშ-ფატურისათვის დადგენილი მოთხოვნები და წესები.

193-ე მუხლით დადგენილია აქციზით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული ოპერაციებისა და საქონლის ჩამონათვალი ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

194-ე მუხლით განსაზღვრულია იმპორტის გადასახადის გადამხდელები, რომლსი მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს პირი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა;

195-ე მუხლით განსაზღვრულია იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, რასაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვრის გადმოკვეთისას წარმოადგენს საქონლის სატარიფო ღირებულება;

196-ე მუხლით განსაზღვრულია იმპორტის გადასახადის განაკვეთები. კერძოდ იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება 174 სახეობის საქონელი, ხოლო 5%-იანი განაკვეთით იბეგრება 43 სახეობის საქონელი. გარდა ამისა, ფიქსირებული განაკვეთებია დაწესებული ალკოჰოლურ საქონელზე(15 სახეობა). მუხლი ასევე ადგენს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანილი საქონელის განაკვეთს, რომელიც ტოლია სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტისა, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;

197-ე მუხლით განსაზღვრულია იმპორტის გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც დარიცხული იმპორტის გადასახადის გადახდა ხორციელდება სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე.

198-ე მუხლით განსაზღვრულია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ჩამონათავლი;

142

Page 143: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

199-ე მუხლი განსაზღვრავს ქონების გადასახადის მიზნებისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ტერმინებს. ასევე, Qქონება განისაზღვრა როგორც დასაბეგრი ქონება და მიწა.

მე-200 მუხლში განისაზღვრა ქონების გადასახდის გადამხდელები შესაბამისი დაბეგვრის ობიექტებზე რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის, არარეზიდენტი საწარმოსთვის. Aასევე ფიზიკური პირების, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ქონების გადასახდის გადამხდელი პირები და დაბეგვრის ობიექტი.

201-ე მუხლი ითვალისწინებს დასაბეგრი ქონების გადასახადის განაკვეთებს როგორც საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. აგრეთვე, განსაზღვრავს საწარმოს/ორგანიზაციის შემთხვევაში ლიზინგით გაცემულ დასაბეგ ქონებაზე გადასახდის განაკვეთს. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს რა შემოსავალი ითვლება და რა შემოსავალი არ გაითვალისწინება ფიზიკური პირი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალში.

202-ე მუხლი ითვალისწინებს მიწაზე ქონების გადამხდელ პირებს შესაბამის დაბეგვრის ობიექტზე.

203-ე მუხლში განისაზღვრება მიწაზე ქონების გადასახდის განაკვეთი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის. ამასთანავე, პროექტის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახდის საბაზისო განაკვეთს დაადგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო კოდექსით დგინდება თუ რა ოდენობის ფარგლებში აქვთ უფლება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს განსაზღვროს მიწაზე გადასახადის განაკვეთი.

- პროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება დაადგინოს:

- ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების მიერ კოეფიციენტის დიფერენცირებული განაკვეთის განსაზღვრის წესი;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ (ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის) საგადასახადო ორგანოში წარსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალი და ამ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესი.

143

Page 144: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

204-ე მუხლი ითვალისწინებს ქონების გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესს, კერძოდ დეკლარაციის წარდგენის წესს და ვადებს, გადასახდის გადახდის ვადებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე საწარმო/ორგანიზაციისთვის. Kამასთანავე, პროექტის მიხედვით ქონების გადასახდის ანგარიშგების და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

205-ე მუხლი ითვალისწინების ქონების გადასახდისგან გათავისუფლების შემთხვევებს.

ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა დაადგენს საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრულ მოცულობებს და ფიზიკური პირები, მათი მიერ მიღებული შემოსავლების გაუთვალისწინებლად ზღვრული ოდენობის ფარგლებში განთავისუფლდებიან მიწაზე ქონების გადასახადისგან; ქონების გადასახდით დაიბეგრებიან: ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისათვის გამოყენებული ქონება, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და სახელმწიფო ალმით მცურავი გემები; სტანდარტების ეროვნული სააგენტოს საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები; ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები; სამონადირეო მეურნეობების მიწები. აღნიშნული მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს, რა შემთვევაში არ გავრცელდება პირზე კანონით დადგენილი შეღავათი; კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ პირი იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირს გადასცემს მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილის, ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), არ გავრცელდება კანონით დადგენილი შეღავათები. განისაზღვრა პირის ვალდებულება, თუ პირი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ აღარ სარგებლობს შეღავათით. კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო წლის ბოლომდე და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.

206-ე მუხლი აყალიბებს დანარჩენი კრებისგან განსხვავებულ ტერმინოლოგიას.

207-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის მცნებას, რომემლიც ემთხვევა საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას.

სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისა და

144

Page 145: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

პროცედურების განხორციელების მიზნით, 208-ე მუხლი ადგენს საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსს.

209-ე მუხლი ადგენს საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის ცნებას, რომელიც შედგება სეს ესნ-ისგან, იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პრეფერენციებისაგან და აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება საქართველოში.

210-ე მუხლი განსაზღვრავს საქონლის კლასიფიკაციის პრინციპებს. კერძოდ, საქონლის იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია ხორციელდებასესესნ-ის საფუძველზე.

211-ე მუხლი სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით ადგენს საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრის აუცილებლობას;

212-ე მუხლი ადგენს საქონლის სატარიფო ღირებულების ზოგად პრინციპებს, მისი განსაზღვრის მეთოდებს. აგრეთვე ადგენს მხოლოდ საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენის მიზნებისთვის ურთიერთდამოკიდებული პირეების განსხვავებულ განმარტებას.

213-ე მუხლით დადგენილია სახელმწიფო კონტროლის არსი, რომლის მიხედვითაც სახემწიფო კონტროლი ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით. ამ მუხლით ასევე დადგენილია საბაჟო კონტროლის ფორმები: დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება, ზეპირი გამოკითხვა, ახსნა-განმარტების მიღება, დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება, სინჯისა და ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ფიზიკური პირის დათვალიერება, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

214-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანისა და გაფორმების ზოგადი რეგულაციები.

215-ე მუხლი საზღვრავს საქონლისათვის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე ან შერჩეული სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემდეგ დროებით დასაწყობების შესაძლებლობას.

145

Page 146: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

216-ე მუხლი ადგენს ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდგომ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს წარდგენილი სასაქონლო დეკლარაცია.

217-ე მუხლი ადგენს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისა და მისგან განთავისუფლების მომენტებს. აგრეთვე რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.

218-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლისაგან განთავისუფლების შემთხვევები. კერძოდ, კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრი;

219-ე საქონლის გაშვება დამოკიდებულია დეკლარაციის შემოწმების შედეგებზე. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ვადის გაგრძელებას.

220-ე მუხლი ადგენს საგადასახადო ორგანოების მიერ საქონლის განკარგვის უფლებამოსილებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევაში. საქონლის განკარგვის ღონისძიებებს წარმოადგენს, ასევე, საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში და საქონლის განადგურება.

221-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის ზოგადი პრინციპები. კერძოდ აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დრო, რომელიც არის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე და დადგენილია ასევე იმპორტის გადასახადის განაკვეთები.

222-ე მუხლი ადგენს სპეციალურ დებულებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი საქონლის 3 წლის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში, იმპორტში მოქცეულ იქნეს იმპორტის გადასახდელებისაგან განთავისუფლებით.

223-ე მუხლის დადგენილია გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია პირისათვის ოქროს სიაში შეყვანით.

146

Page 147: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

224-ე მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით (მიზნობრივი დანიშნულება) საქონლის შემოტანა.

225-ე მუხლით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი საშუალებას იძლევა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, რეალიზებულ იქნეს საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების გარეშე.

226-ე მუხლი განსაზღვრავს სასაქონლო ოპერაციის ნუსხას, რომელიც გამოიყენება საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებისას.

227-ე მუხლით განსაზღვრული სასაქონლო რეჟიმი – საქონლის იმპორტი საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენებით გაშვებულ იქნეს შიდა სავაჭრო სივრცეში.

228-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტი საშუალებას იძლევა საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენებით.

229-ე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაცია – ტრანზიტი ითვალისწინებს უცხოური საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გავლით გადაადგილების შესაძლებლობას სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.

230-ე მუხლი ითვალისწინებს საწყობის ცნებას, მის სახეებს (ღია და და დახურული) და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად პროცედურებს.

231-ე მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი ზონა წარმოადგენს ეკონომიკური ტერიტორიის ნაწილს, სადაც სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. ხოლო ამავე მუხლით განსაზღვრული თავისუფალი საწყობი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უცხოური საქონლის შენახვა/რეალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური ტეროტორიიდან საქონლის რეექსპორტი.

232-ე მუხლით განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია – საქონლის რეექსპორტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის ტერიტორიის გარეთ გატანის შესაძლებლობას. აგრეთვე – იმპორტში მოქცეული დეფექტური უცხოური საქონლის უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

147

Page 148: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

233-ე მუხლი განსაზღვრავს შიდა და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების ზოგად დებულებს, მათი გამოყენების პირობებსა და ვადებს.

234-ე მუხლით გათვალისწინებული შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი გადასამუშავებლად შემოტანილ იქნეს ეკონომიკურ ტერიტორიაზე, გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გატანის ან იმპორტში მოქცევის პირობით.

235-ე მუხლით გათვალისწინებული გარეთ გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია შესაძლებლობას იძლევა საქართველოს საქონელი გადასამუშავებლად ან შესაკეთებლად გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ უკან დაბრუნების პირობით. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავებაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია.

236-ე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი დროებით შემოტანილ იქნეს იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლებით საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ უცვლელ მდგომარეობაში გატანის პირობით.

237-253 მუხლების მიხედვით დადგენილია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანო განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი კერძოდ: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე გასავლის ოპერაციების შეჩერება, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა და გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება.

254-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო კონტროლის ზოგად დებულებებს, კონკრეტულად კი:

საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი გამოიყენება ყველა პირის მიმართ და მას ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა, იგი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე (გარდა იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმებისა) და მისი სახეებია: მიმდინარე

148

Page 149: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ხოლო, მათი განხორციელების მიზნით, შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი.

სისხლის სამართლის საქმეზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით/დავალებით ბიუჯეტთან ანგარიშწორების შემოწმების ან დოკუმენტალური/ბუღალტრული რევიზიის აქტი ითვლება საგადასახადო შემოწმების აქტად.

255-ე მუხლი აყალიბებს ზოგად დებულებებს პირის მიმდინარე კონტროლთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი:

მიმდინარე კონტროლის პროცედურები ტარდება, წინასწარი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე და იგი ხორციელდება ამ პირის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. ამასთან გადამხდელი უფლებამოსილია დაესწროს ამ პროცედურებს, ხოლო პროცედურების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებალია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდეს საქმიანობაზე დაკვირვება ინფორმირების გარეშე.

მიმდინარე პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების მონაწილე პირები, ხოლო ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

256-ე მუხლით განსაზღვრულია ქრონომეტრაჟის რაობა, კონკრეტულად კი:

დაკვირვების ფორმა, რომლის საშუალებითაც ხდება გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენა და რომელიც ტარდება დღე-ღამის (სამუშაო პერიოდის) განმავლობაში (არანაკლებ 7 დღის) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაყენებულ იქნეს მრიცხველები და სხვა საზომი ხელსაწყოები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს იწარმოოს მათი მაჩვენებლების რეგისტრაცია, ამასთან დაკვირვების მიზნითშესაძლებელია საგადასახადო საგუშაგოს შემოღება.

257-ე მუხლი ითვალისწინებს საკონტროლო შესყიდვის პირობებს, კონკრეტულად კი:

პროცედურას, რომლის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული

149

Page 150: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

ამ მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება, რომლის დროსაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი შესაძლებელია გამოვიდეს როგორც ფსევდომომხმარებელი.

საგადასახადო ორგანოს აქვს კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები და პროცედურის განხორციელებისას გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

თუ შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

258-ე მუხლი ადგენს საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლს, კონკრეტულად კი:

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, განახორციელოს საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.

საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენებით, რომლის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და დალუქვის (აგრეთვე, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების) და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ანგარიშსცორებისას მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებისათვის.

საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

150

Page 151: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა

შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში;

გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური

პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება;

ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;

ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში;

ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდიდან/მაგიდიდან – საქმიანობის ამ ნაწილში;

თ) პირი რომელიც დაკავებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით.

259-ე მუხლი განსაზღვრავს დათვალიერების პროცედურებს, კონკრეტულად კი:

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირის ტერიტორიებისა და შენობა–ნაგებობების ვიზუალური დათვალიერება, რომლის დროსაც აკრძალულია დოკუმენტაციისა და სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების შემოწმება, ასევე მისგან სიტყვიერი და წერილობითი ახსნა–განმარტებების მოთხოვნა და იგი პროცედურა არ მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრისა და სხვა მსგავსი სათავსის შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას

ამასთან, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

260-ე მუხლით განსაზღვრულია ინვენტარიზაცია, კონკრეტულად კი:

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ქმნის საინვენტარიზაციო კომისიას და განსაზღვრავს მისი შემადგენლობას, ხოლო გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში კომისიაში შეყვანილ უნდა იყვნენ მისი წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილ იყვნენ

151

Page 152: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მოწვეული სპეციალისტები. ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 3–ჯერ;

გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს გონივრულ ვადაში წარუდგინოს კომისიას სასაქონლო–მატერიალური ფასეულობის ნაშთი და შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

261-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო შემოწმების სახე შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

262-ე მუხლი განსაზღვრავს კამერალური საგადასახადო შემოწმების წესს, კონკრეტულად კი:

შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა და ტარდება პირისა საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა–განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, მაშინ კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

263-ე მუხლით რეგულირდება გასვლითი საგადასახადო შემოწმება, კონკრეტულად კი:

გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 დღისა ეგზავნება წერილობითი შეტყობინება და უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, რომელის დროსაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ითვლება ძალადაკარგულად.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც და გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოწმებისას შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც ჩვეულებრივ არსებობს გადასახადის გადამხდელთან.

თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების ჩატარებას რამდენიმე ეტაპად, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი.

264-ე მუხლი არეგულირებს გადაუდებელ გასვლითი

152

Page 153: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საგადასახადო შემოწმებას, კონკრეტულად კი:გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება,

ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით თუ:

ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები;

ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას;

გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ;

დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალობა;

ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;

ზ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებული დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსაგან გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ.

თუ სასამართლო დადგენილ ვადაში არ მიცემს ნებართვას საგადასახადო ორგანოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.

265-ე მუხლში აღწერილია, როგორ ხდება საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარება:

საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შემოწმების პროცედურა, რომლის დროსაც შესაძლებელია საქონლის დათვალიერება და სინჯის ან/და ნიმუშის აღება.

საქონლის გაშვების შემდგომ სასაქონლო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა

153

Page 154: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მინისტრის ბრძანებით.

266-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო შემოწმების აქტს, კონკრეტულად კი:

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც სავალდებულოა მიეთითოს: ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა და საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები .

საგადასახადო შემოწმების შედეგების აქტის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება საქრთველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

267-ე მუხლით რეგულირდება საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა, კონკრეტულად კი:

შემოწმების აქტის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების განმახორციელებელი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.

ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელშიც შედიან ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სპეციალისტები.

ამასთან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევაზე სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია მიმართვიდან არუგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად საგადასახადო ორგანოსათვის.

268-ე-290-ე მუხლებით მოცემულია საგადასახადო სამართალდარღვევის პრინციპები და დარღვევისათვის გათვალისწიბენული სანქციები, კონკრეტულად კი:

ა) 268-ე მუხლით საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები;

ბ) 269-ე მუხლით საგადასახადო სანქცია;

154

Page 155: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

გ) 270-ე მუხლით საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

დ) 271-ე მუხლით საურავი;ე) 272-ე მუხლით - ჯარიმა გადასახადის გადამხდელად

აღრიცხვის წესის დარღვევისათვის;ვ) 273-ე მუხლით - ჯარიმა საგადასახადო

დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევისათვის;ზ) 274-ე მუხლით - ჯარიმა საგადასახადო

დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებისათვის;თ) 275-ე მუხლით – ჯარიმა სათამაშო ბიზნესის საქმიანობის

წესების დარღვევისათვისი) 276-ე მუხლით – ჯარიმა საგადასახადო ორგანოს

უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვისკ) 277-ე მუხლით – ჯარიმა ყადაღადადებული ქონების

განკარგვისა და საგადასახადო ორგანოს ლუქის ახსნისათვისლ) 278-ე მუხლით – ჯარიმა საგადასახადო ორგანოსათვის

ინფორმაციის წარუდგენლობისათვისმ) 279-ე მუხლით – ჯარიმა გადასახადის უკანონო ჩათვლისათვისნ) 280-ე მუხლით – ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის

გამოყენების წესების დარღვევისათვისო) 281-ე მუხლით – ჯარიმა დღგ–ისათვის გათვალისწინებული

მოთხოვნების დარღვევისათვისპ) 282-ე მუხლით – ჯარიმა ბანკის მიერ ვალდებულების

შეუსრულებლობისათვისჟ) 283-ე მუხლით – ჯარიმა საერთაშორისო ფინანსური კომპანიის

მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციების განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტებისათვის

რ) 284-ე მუხლით – ჯარიმა ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის

ს) 285-ე მუხლით – ჯარიმა საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობისათვის

ტ) 286-ე მუხლით - ჯარიმა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირებისათვის

უ) 287-ე მუხლით – ჯარიმა მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევისათვის

ფ) 288-ე მუხლით - საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ჯარიმები

ქ) 289-ე მუხლით - ჯარიმა სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის

ღ) 290-ე მუხლი - სხვა ჯარიმები

155

Page 156: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

291-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო შეთანხმება - გადასახადის გადამხდელისათვის სანქციების შემცირების ან არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გაფორმებული შეთანხმება.

292-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი, კონკრეტულად კი:

გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულების/სანქციის ოდენობასა და გადახდის ვადას.

გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, ხოლო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10 პროცენტისა.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

293–ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო შეთანხმების ფორმას, მასში აუცილებლად დასაფიქსირებელ მონაცემებს.

294-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

295-ე მუხლი ადგენს საგადასახადო დავის ზოგადი დებულებებს, რომ საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

156

Page 157: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

296-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები, კონკრეტულად კი:

შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო.

საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ორეტაპიანია და იწყება საჩივრის წარდგენით შემოსავლების სამსახურში.

დავის განმხილველ ორგანოებს გააჩნიათ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს.

მუხლი 297-ე მუხლი ითვალისწინებს საგადასახადო დავის პრინციპებს, კონკრეტულად კი:

დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით და სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

ამასთან, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მომჩივანი დაკისრებული სანქციისაგან, თუ მომჩივნის ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიყენებია ზიანი, ამასთან, თუ საბჭო დარწმუნდება, რომ

ა) მომჩივნის ქმედება გამოწვეული იყო შეცდომით/არ ცოდნით;ბ) საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლითაც მომჩივანი

ხელმძღვანელობდა, სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა.

298-ე მუხლით რეგულირდება საგადასახადო დავის დაწყება, კონკრეტულად კი:

საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად და საგამოძიებო ორგანოების მიერ მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება (წერილობით ან ელექტრონულად) დავების განხილვის საბჭოში. ამასთან, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია

157

Page 158: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

დავის დაწყება დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს. ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისთვის.

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამასთან, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

299-ე მუხლი არეგულირებს საჩივრის წარმოებაში მიღების წესს, კონკრეტულად კი დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში იღებს, თუ იგი აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს.

თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსწორებისთვის მიცემული ვადა.

300-ე მუხლით რეგულირდება საჩივრის განხილვაზე უარის თქმის წესს, ანუ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ ადგილი აქვს კოდექსით დადგენილი აუცილებელი პირობების შესრულებას.

301-ე მუხლით განსაზღვრულია საჩივრის განხილვის წესი, კონკრეტულად კი:

განმხილველი ორგანო საჩივარს იხილავს 20 დღის ვადაში და საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს მოსთხოვოს გადამხდელს საჩივრის დაზუსტება ან დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა საჩივრის შესახებ და საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით, ხოლო მომჩივანს უფლება აქვს თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს მომჩივნის დაუსწრებად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ

158

Page 159: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მომჩივანს, ხოლო მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საჩივარი განიხილება მის დაუსწრებლად.

302-ე მუხლის მიხედვით დგინდება საჩივრის განხილვის შეჩერების წესი, კონკრეტულად კი:

დავის განმხილველი ორგანო საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით უფლებამოსილია შეაჩეროს (არა უმეტეს 45 დღისა) საჩივრის განხილვა დამატებითი ინფორმაციისა ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად და დაავალოს მხარეს წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ.

303-ე მუხლით რეგულირდება დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების მიღება, კონკრეტულად კი:

დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს საჩივარი; ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; არ დააკმაყოფილოს საჩივარი; განუხილველად დატოვოს საჩივარი; შეაჩეროს განხილვა;

ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი ეგზავნება მხარეებს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის პროპორციულად უქმდება ამავე ორგანოს გამოცემული ის აქტები, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემას.

თუ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა ამ ორგანოს თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომა, აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირების მიზნით დავის განმხილველი ორგანო შესაბამის ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვაგვარი განმარტების საფუძველს იძლევა, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება ნორმატიულ აქტში შესატანი ცვლილების რეკომენდაცია, რომელიც ეგზავნება შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის.

304-ე მუხლით რეგულირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, კონკრეტულად კი:

შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში ან

159

Page 160: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

სასამართლოში, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში მისი ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში.

საჩივრის წარდგენა საგადასახადო ორგანოს ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში ჩაითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად. ამასთან, მომჩივნის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს.

დადგენილ ვადაში მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის გაუგრძელებლობა ითვლება გასაჩივრებული საგადასახადო დავალიანების აღიარებად.

305-ე მუხლით რეგულრდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება, კონკრეტულად კი:

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში და იგი სავალდებულოა შესასრულებლად.

დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს განონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა გადავადდეს გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოს მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

306-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წესს, კონკრეტულად კი:

მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით, რომელიც განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომელიც დადგენილია საჩივრის განსახილველად.

განმარტება წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებს და ორგანოებას. ამასთან გადაწყვეტილების განმარტება დაუშვებელია მისი აღსრულების შემდეგ.

307-ე მუხლით რეგულირდება დავის განახლება, კონკრეტულად კი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის დამთავრების შემდეგ მისი განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად

160

Page 161: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში და დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებით მომჩივანი მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

308-ე მუხლით დადგენილია გარდამავალი დებულებანი, კონკრეტულად კი:

1. ამ საშემოსავლო გადასახადის განსხვავებული განაკვეთებიის მოქმედების ვადები;

2. საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდების დაბეგვრის განსხვავებული განაკვეთების მოქმედების ვადები.

3. საქართველოში მიღებულ შემოსავალზე არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტების დაბეგვრის განსხვავებული განაკვეთების მოქმედების ვადები.

4. საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი როიალტის დაბეგვრის განსხვავებული განაკვეთების მოქმედების ვადები.

5. საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი იჯარის დაბეგვრის განსხვავებული განაკვეთების მოქმედების ვადები.

6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდების, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებისა, დღგ-ის გადახდისაგან განთავისუფლება ჩათვლის უფლებით.

7. ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე ეტაპობრივად გადასვლის პერიოდი.

8. 2011 წლის 1 იანვრამდე გაცემულ ზოგიერთისაქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნაშთების უკან დაბრუნების და გადაანგარიშების, აგრეთვე გადაანგარიშებით წარმოშობილი სხვაობის გადახდის წესი და პირობები.

9. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართვის წესი და პირობები.

10. ფიზიკურ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების წესი.

11. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის სასისტემო რეზერვის

161

Page 162: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

ექსპორტიორისათვის მიწოდებისას დღგ-გან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების წესი და პირობები.

დანართი ¹ 28

საქართველოს პარლამენტის საფინანსო_საბიუჯეტო კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტზე

“საქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს

162

Page 163: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

წარმოგიდგენთ კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს ძირითად კანონპროექტთან მიმართებაში:

1. კანონპროექტის მიხედვით გარკვეულწილად უარესდება საურავის დარიცხვის წესი. თუ აქამდე საურავი ირიცხებოდა ჯამურ ნაშთებზე ყველა გადასახადის მიხედვით, ახლა ეს წესი შეიცვლება და საურავი ყველა გადასახადებზე ცალ-ცალკე დაირიცხება, ანუ ზედმეტობა აღარ იქნება გათვალისწინებული. მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელმა ერთ გადასახადზე 1 000 ლარით მეტი გადაიხადა, მეორე გადასახადზე – 1 200 ლარით ნაკლები, ადრე თუ დანაკლისი ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან ბალანსდებოდა და ამ შემთხვევაში საურავი მხოლოდ 200 ლარზე დაირიცხებოდა, ახალი კოდექსის მიხედვით საურავი მთლიანად, პირობითად 1 200 ლარიდან დაიანგარიშება.

2. კანონპროექტის მიხედვით დღგ-ს გადამხდელთა მინიმალური ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზრდება. თუმცა ახალ კოდექსში ამ გადასახადით ავანსებიც დაიბეგრება, რასაც არსებული კოდექსი არ ითვალისწინებს. არსებობს ვარაუდი დღგ-ს ერთი უცნაური თვისების შესახებ, რაც უფრო მეტს ათავისუფლებ ამ გადასახადისგან, უფრო მეტი შედის ბიუჯეტში, რადგან პროდუქტების უმრავლესობა შუალედური მოხმარებისაა. დღგ-სგან

163

Page 164: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

განთავისუფლების შემთხვევაში პირი კარგავს წინა ეტაპზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლის უფლებას, ამიტომ მისი თვითღირებულება იზრდება. იგი ასევე ვერ “აძლევს” ჩათვლას თავის შემდგომ ეტაპს. ამიტომაა, რომ 1997 წლიდან ზღვარი, რომლის ზემოთაც პირი ვალდებულია იყოს დღგ-ს გადამხდელი, მუდმივად იზრდება, რადგან ერთჯერადი სარგებელი უკეთ ჩანს. მთავრობა დღგ-ს გადამხდელთა ქვედა ზღვრის გაზრდით დაკლებული თანხების კომპენსაციას აქციზური წნეხის გაზრდით გეგმავს, რაც გამართლებულია.

3. აქამდე საშემოსავლო გადასახადით განთავისუფლებული იყო ნებისმიერ ნამეტი. მაგალითად უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა, თუ ეს უძრავი ქონება ბოლო ორწლიან პერიოდში არ გქონდა ნაყიდი. ამჯერად წესი იცვლება და მხოლოდ 30 ათასამდე ნამეტია განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან. მაგალითად, თუ ადრე პირმა ქონება შეიძინა 100 ათას ლარად და შემდეგ გაყიდა 200 ათას ლარად, ზედმეტ 100 ათასს უნდა გამოვაკლოთ 30 ათასი და საშემოსავლოს თანაც 20%-ს იხდის 70 ათასიდან.

4. მოქმედი კოდექსის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო და 2013 წელს 15%-მდე უნდა ჩამოსულიყო, ამჯერად ვადებმა გადაიწია და 15%-იანი გადასახადის დაწესება 2014 წლიდან დადგინდა. მთავრობამ უნდა ახსნას ამ ცვლილების მიზეზი.

5. ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის გადასახადები დივიდენდებზე, პროცენტებზე და ფასთა სხვაობაზე (ცაპიტალ გაინ). მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვით პირველი ორი გადასახადი რამდენიმე წელში უნდა განულებულიყო, ხოლო მესამე - 12%-დან 18%-მდე უნდა გაზრდილიყო. წარმოდგენილ პროექტში განულების დრო გადაიწია, ხოლო მესამე გადასახადი 20%-მდე იზრდება. ვინაიდან ეს გადასახადები უმნიშვნელო ფისკალურ ეფექტს იძლევა(3-5 მლნ ლარი), იქნებ გვეფიქრა არსებული გრაფიკის აღდგენაზე წარმოდგენილ პროექტში.

6. კანონპროექტის მიხედვით შემოდის მიკრობიზნესის ცნება. ადამიანები, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათასს არ აღემატება(მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარემოვაჭრეები), გადასახადებს არ გადაიხდიან. გადასახადისგან ის ადამიანები განთავისუფლდებიან, ვისაც თვეში 250 ლარი აქვთ შემოსავალი, ისინი კი გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ, ამჟამად მოხდება მხოლოდ მათი მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება. ამის მიზანი

164

Page 165: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მიკრობიზნესის ლეგალიზაციაა, რაც კარგად უნდა იქნეს ახსნილი მოსახლებისათვის, რადგან ერთგვარი შიშის შეგრძნება არსებობს.

7. მცირე მეწარმეებისთვის გათვალიწინებულია განსხვავებული დაბეგვრა, გარე მოვაჭრეებისათვის – ფიქსირებული გადასახადის შემოღება. ამ დროისათვის არსებობს რამდენიმე ვერსია და მათი შერჩევისას სასურველია გათვალისწინებული იქნეს ბიზნესმენთა მოსაზრება. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მცირე მეწარმეების ყველაზე დიდი პრობლემა არა გადასახადის განაკვეთი და მისი მოცულობა, არამედ ამ გადასახადის ადმინისტრაციული მოწყობა და ის ხარჯია, რაც კონკრეტულად გადასახადის გადახდასთან არის დაკავშირებული, ესაა რთული ბუღალტერიის წარმოება, დამატებითი ფურცლები, შეცდომის ალბათობა, ბიზნესში პრობლემების შექმნის რისკი და მათგან მომდინარე პრობლემები. ასევე აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესისათვის ხარჯების გამოქვითვის სისტემა არ მუშაობს.

8. კანონპროექტის მიხედვით კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად დღგ-ს გადასახადით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, მუსიკალური და სპორტული სკოლებიც დაიბეგრება. კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სოლიდური შემოსავალი აქვთ და ისინი დღგ-ით უნდა დაიბეგრონ. ასეთია კანონპროექტის ავტორთა აზრი, თუმცა იგი სწავლის საფასურს გაზრდის და სრულყოფილი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას შეამცირებს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით კიდევ უფრო რთულადაა საქმე, იმედია მათ მიმართ გარკვეული შეღავათები დადგინდება.

9. კანონპროექტის მიხედვით აქციზი ორმაგდება სპირტიან სასმელებზე (ღვინის გარდა), ხოლო მობილურ კავშირგაბმულობაში აქციზი ახლა ინერგება, კერძოდ ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზის 10%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაიბეგრება, რომელსაც მთავრობა დაადგენს. უმჯობესი იქნებოდა Mმთავრობის ნაცვლად ეს პროცედურები კოდექსში გაწერილიყო.

10. ახალი კოდექსით შემოდის საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს დარღვევებს და ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. მას მთავრობა დანიშნავს, ხოლო საქმიანობის რეგლამენტს კვლავ მთავრობა განუსაზღვრავს. უმჯობესი იქნებოდა საგადასახადო ობმუდსმენი პარლამენტს დაქვემდებარებოდა. ასეთ შემთხვევაში იგი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნებოდა.

165

Page 166: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

11. კარგია, რომ გადასახადის გადახდის კვარტალური რეჟიმი შემოდის, მაგრამ იგი მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

12. მართალია ახალ კოდექსში ორგვარი წაკითხვა და ტექსტური სირთულეები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მაინც გვხვდება ზოგიერთი დეფინიციის ბუნდოვანება.

მაგალითად: ოჯახის საერთო მეურნეობის ცნება ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას. თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს ქონების გადასახადით იბეგრება. ოჯახის წევრად ითვლება ცოლი, შვილი, გერი და ყველა ის ადამიანი, ვინც საერთო მეურნეობას ეწევა.

ასევე, კოდექსის მიხედვით, დღგ კომპანიებს მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაუბრუნდება, მაგრამ იქვე ვკითხულობთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მაშინვე დაუბრუნდებათ გადასახადის გადამხდელებს.

თუმცა, კოდექსის ეს ნაწილები დამუშავების პროცესში შეიძლება დაკონკრეტდეს.

რაც შეეხება გამომდინარე კანონპროექტებს, კომიტეტს მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

დანართი ¹ 29

პროექტისაქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

166

Page 167: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

მუხლი 1საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები,N¹12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:“მუხლი 961. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის)

დატაცება1. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, გადაცემის ან

განაწილების ქსელიდან, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით , იურიდიული პირისა და დაწესებულების – 5000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარით , იურიდიული

პირისა და დაწესებულების – 15000 ლარით.”.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებირაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.”.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2282 მუხლი:“მუხლი 2282. ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის

სექტორის ლიცენზიატი1. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატებს.

167

Page 168: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

2. ამ მუხლის პირველი ნაწილში მითითებულ პირებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ჯარიმის განწილვადების თაობაზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს სახდელის დადებიდან ერთ კალენდარულ წელს.”.

4. 290-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის განწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას _ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. ამ მუხლით განსაზღვრული ვადების დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე.”.

მუხლი 2ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დანართი ¹ 30

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

ასლი : საქართველოს პარლამენტისსაორგანიზაციო დეპარტამენტს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”

168

Page 169: dargobrivi ekonomikisa da ekonomikuri politikisK · Web viewეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის ოქმი

საქართველოს პარლამენტის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილის, ლაშა თორდიას და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო

ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილის, ლაშა თორდიას და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

გიორგი მელაძეკომიტეტის თავმჯდომარე

169