კოლხეთის სამეფო

13
კკკკკკკკ კკკკკკ

Transcript of კოლხეთის სამეფო

Page 1: კოლხეთის სამეფო

კოლხეთის სამეფო

Page 2: კოლხეთის სამეფო

კიმერიელების და სკვითების გამანადგურებელმა შემოსევებმა შეაფერხა ქართული ტომების შემდგომი განვითარება. თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო. ხელახალი აღმავლობა დაკავშირებულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილი ქართული ტომის   კოლხეთის სახელთან. კოლხეთის შესახებ საინტერესო თხზულებები მოიპოვება ძველბერძენი ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზულებებში.   ჰეროდოტე კოლხებს მიდიელების და სპარსელების გვერდით მოიხსენიებს, რაც ქართული ტომის სიძლიერეზე მიუთითებს.

ჰეროდოტე

Page 3: კოლხეთის სამეფო

, კოლხეთი როგორც ჩანს ეწოდებოდა ტერიტორიას პიტიუნტიდან( ) ( ) ბიჭვინთა აფსარომდე ქალაქი მდინარე ჭოროხის შესართავთან და

( ). აღმოსავლეთით სარაპანისამდე შორაპანი კოლხეთში სხვა ტომებიც, . სახლობდნენ მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა კოლხებს ეკავათ

Page 4: კოლხეთის სამეფო

ძველი წელთაღრიცხვის VI-IV საუკუნეებში კოლხეთი კარგად განვითარებული ქვეყანაა. ძალიან მაღალ დონეს მიაღწია რკინის მეტალურგიამ. რკინის გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდად განვითარებული იყო მარცვლეულის მოყვანა. მრავლადაა აღმოჩენილი ქვევრები, რაც მიუთითებს მევენახეობა-მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითრების უაღრესად მაღალ საფეხურზე იყო ოქრომჭედლობა.

Page 5: კოლხეთის სამეფო

კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა საბერძნეთთან. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაციის პერიოდი. ბერძნული ახალშენების (კოლონიების) დაარსებას, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. კოლხეთი ისეთივე დამოუკიდებლი იყო როგორც მეტროპოლიები. მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობა, ჭრიდნენ ფულს. შავ ზღვაზე ბერძნების კოლონიზაცია VII-VI საუკუნეებში იწყება. პირველობა მცირე აზიის ქალაქებს შორის მილეთს ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოს კოლონიებიდან აღსანიშნავია პიტიუნტი (ბიჭვინთა) დიოსკურია (სოხუმი) გიენოსი (ოჩამჩირე), ფაზისი (ფოთი),ქ

-ობულეთ ფიჭვინია  (ქობულეთ).

Page 6: კოლხეთის სამეფო

მოდიოდა. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამუდარიას, კასპიის ზღვის  და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფაზისით (რიონი) შავ ზღვამდე, აქედან კი ბერძნულ სამყაროსკენ მიემართებოდა. ამ პერიოდში ფაზში გაჩნდა ვერცხლის მომპოვებელი საბადოები. ბერძნული ახალშენები აღმოცენდა იმ ტერიტორიებზე სადაც ადრე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისგან დასახლებული პუნქტები. კოლხური მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობა რომ შერეული იყო, ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. ამიტომ დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც ჩრდილოეთში. აღმოსავლეთის კოლონიებმა ბერძნებს ვერ მოუპოვა კოლხებზე გავლენა.

Page 7: კოლხეთის სამეფო

კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ: მარცვლეული, ხე ტყე, ლითონი, გაჰყავდათ მონები. ბერძნებს კოლონიებში შემოჰქონდათ: კერამიკული ნაწარმი, სამკაული, ზეთი, ღვინო. ღვინო ბერძნებს ალბათ თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და აქ მის სავაჭროდ შემოტანა ნაკლებადაა სავარაუდო.

Page 8: კოლხეთის სამეფო

ბერძნული კულტურა დიდ გავლენას ახდენდა კოლხურ კულტურაზე და სოციალ ეკონომიურ ცხოვრებაზე. მათი საშუალებით კოლხეთი უშუალოდ უკავშირდებოდა ბერძნულ სამყაროს, რომელიც ამ პერიოდში მოწინავე იყო მთელ მსოფლიოში. კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთანაც,   ყირიმში აღმოჩენილია კოლხური თეთრი. აგრეთვე ურთიერთობები ჰქონდა სამხრეთ შავიზღვისპირეთთან და ისეთ შორეულ ქვეყნებთან, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე.

Page 9: კოლხეთის სამეფო

კოლხეთში არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაარსებული ქალაქები. ამას ცხადყოფს არქეოლოგიური გათხრები საირხეში, ვანში და დაბლაგომში, სადაც ნაპოვნია ძველი ქალაქის ნაშთები.

Page 10: კოლხეთის სამეფო

საინტერსოა IV საუკუნის ისტორიკოსის ცნობა, რომ მდინარე ფაზისის ზევით აყოლებაზე 180 სტადიონის მანძილზე, დიდი ბარბაროსული ქალაქია საიდანაც იყო მედეა. ეს ქალაქი დღეისთვის მიკვლეული არ არის მაგრამ მისი მოხსენიება ბარბაროსულ ქალაქად იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ეს ქალაქი მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა.

კოლხი მედეა

Page 11: კოლხეთის სამეფო

კოლხეთის მაღალგანვითარებაზე მიუთითებს ადგილობრივი ფულის არსებობა. ძველი წელთარიცხვის VI-III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა ფული რომელიც, კოლხური თეთრის სახელითაა ცნობილი. კოლხური თეთრი აღმოჩენილია (ტრაპიზონში, ყირიმში, შუა აზიაში - ფერგანის ველზე), რაც იმას მიუთითებს რომ ის ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო ვაჭრობაში.

Page 12: კოლხეთის სამეფო

კოლხელებს ურთიერთობები ჰქონდა სპარსელებთან. აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო მრავალი სახელმწიფო, მათ შორის ქართული ტომებისგან დასახლებული ტერიტორიებიც. კოლხეთი აქემენიანთა იმპერიაში არ შედიოდა მაგრამ კოლხეთი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთში აგზავნიდა 100 ბიჭს და 100 გოგოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში არსებულ ქართულ ტომებზე. დაცულია საინტერესო ცნობები ქსენოფორტისთან. ქსენოფორტის ნათქვამს დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ის ყველაფრის თვითმხილველია რასაც ამბობს. ის წერს რომ კოლხეთში მეფობდა აიეტის შთამომავლობა.

მეფე აიეტი

Page 13: კოლხეთის სამეფო

გამოყენებული ლიტერატურა: www.Wikipedia.org

X ბ კლასის მოსწავლეანა ლიპარტია