ქალაქი ლასია

118
  • Upload

    -
  • Category

    Documents

  • view

    250
  • download

    15

description

ავტორი: ვაჟა დადიანიძე

Transcript of ქალაქი ლასია

Page 1: ქალაქი ლასია
Page 2: ქალაქი ლასია
Page 3: ქალაქი ლასია

ვაჟა დადიანიძე

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

ზღაპარი 3 მოქმედებად

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/

2015 წ.

Page 4: ქალაქი ლასია

რედაქტორი: ქ. გოგიაშვილი

Page 5: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

5 ვაჟა დადიანიძე

ქალაქი ლასია ისტორიულ წყაროებში არსად იხსენიება. მისი სახელი მხოლოდ გიორგი კაბადუკიელის „წამებამ“ შემოგვინახა. არავინ უწყის, მართლა არსებობდა თუ არა. ზოგიერთს იგი გერმანიაში ეგულება, ზოგს - ჩინეთში. ძნელია იმის დაბეჯითებით მტკიცებაც, თითქოს ზღაპარში მოთხრობილი ამბავი მაინცა და მაინც ქალაქ ლასიაში მოხდა, თუმცა თვით ამბის უტყუარობა თითქმის აშკარაა. ბოლოს და ბოლოს, თუ რაიმე ნამდვილად ხდება, ზღაპარშიც კი, აუცილებლად სადმე უნდა ხდებოდეს, თუნდაც ქალაქ ლასიაში.

ა ვ ტ ო რ ი

მოქმედი პირები:

ქალაქის მერი მერის ქალიშვილი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დ-რ ა. კონის მდივანი ადაიანი მზირი გონჯა სოვდაგარი მოჯამაგირე ავხორცი ქოსა ცრუპენტელა თაღლითი კაცი კარებით მორიდალი ასნაფი მოლხინე დარდიმანდი სული მეგონჯავე მეგონჯავენი თუთიყუშები ბერიკაცი მოქალაქე

Page 6: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

6 ვაჟა დადიანიძე

ჯალათნი მესტუმრენი მეტაშენი მოქეიფენი ნოქრები ამქრები მოქალაქენი

პ ი რ ვ ე ლ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

პირველი სურათი

ქალაქ ლასიას შემოგარენი. სიწყნარეა. უცებ ატყდება გამაყრუებელი ხარხარი. რამდენჯერმე, ჯგუფ-ჯგუფად გადაირბენენ მოქალაქენი. შემოდის ა დ ა მ ი ა ნ ი . მოპირდაპირე მხრიდან მ ო ჯ ა მ ა გ ი რ ე მოათრევს მკვდარს, რომელსაც როზგის ქნევით მოსდევს ს ო ვ დ ა გ ა რ ი . ხარხარი წყდება.

ს ო ვ დ ა გ ა რ ი ლამის მკლავები ჩამომაწყდეს, ეს ვინ ყოფილა: ცოცხალმა ჯიბე გამიცალა, მკვდარმა კი სიქა.

(მოჯამაგირეს) ახლა შენ მისცხე, ძვალი და რბილი სულ ერთმანეთში აურიე ამ ძაღლის ნაშობს!

მ ო ჯ ა მ ა გ ი რ ე

(როზგს ართმევს) ისე დავზილო, რომ ვეღარ იცნოს თავის პატრონმა საიქიოში.

(ურტყამს).

ა დ ა მ ი ა ნ ი (სოვდაგარს)

რას ერჩით მაგ კაცს, ღმერთი არა გწამთ? მკვდარს სატანაც კი შეიწყნარებდა.

Page 7: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

7 ვაჟა დადიანიძე

ს ო ვ დ ა გ ა რ ი (გამოჯავრებით)

ღმერთი, სატანა! რაც ამ ლეშმა ფული დამცინცლა, თვით ჯოჯოხეთსაც გაანათებდა. დამეხსენ, შვილო, შენი გზით წადი.

(მოჯამაგირეს) რას შემოგვყურებ, პირდაღებულო, ერთი-ორჯერაც უთუთქე და მერე ფლატესთან სვავებს მიუგდე დასაძიძგნად!

ა დ ა მ ი ა ნ ი

(ფარული მუქარით) ცოდვაა-მეთქი მკვდრის გაროზგვა!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი შენ რა, ჯეელო, გვერდები ხომ არ აგქავებია?

ა დ ა მ ი ა ნ ი

(მოჯამაგირეს როზგს წაართმევს) ქავილზე მერე ვისაუბროთ, ჯერ ეს მითხარი, რა დააშავა ამ ცოდვის შვილმა?

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(დათმობით) გული ყელში აქვთ მობჯენილი, სიტყვას ვერ ეტყვი, ახალგაზრდებმა დაივიწყეს უფროს-უმცროსი; ცუდი დრო დადგა, ემატება ზარალს ზარალი.

ა დ ა მ ი ა ნ ი დაზარალებულ კაცს არა ჰგავხარ!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი არა ჰგავხარო! იცი, რა მიყო ამ... ნეხვის ჭიამ? მთლად გამაკოტრა, - ასი ოქრო წყალს გაატანა! ათი აქლემი, დატვირთული დიბა-ატლასით, დღე-დღეზე უნდა ჩამოეყვანა. შესაგებებლად გამოვეშურეთ,

Page 8: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

8 ვაჟა დადიანიძე

ეს კი... მომკვდარა, გესმის კაცო, დაუკითხავად! როგორ გაბედა ამ...

(მკვდარს ფეხს ამოუქნევს)

ა დ ა მ ი ა ნ ი (ირონიით)

მართლა დიდი დანაშაული ჩაუდენია, მაგრამ თმენის და სიკეთის ნიჭი, შეწყალებასა და მიტევებას გვავალებს ყველას. ასი ოქროვო, ხომ არ მეშლება? მე გადავიხდი, დამითმეთ გვამი!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(თავისთვის) ასე ტუტუცი ხალხი კიდევ თუ არსებობდა, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი... ჭკუით იყავი, შეიძლება მეტიც დავცინცლოთ...

(ადამიანს) ისე მაამე, დაგითმობდი დიდის ნიაზით, მაგრამ აღთქმა მაქვს დადებული, რომ მისი გვამი შესაწირავად გავუგზავნო ფრინველთა ღმერთებს.

ა დ ა მ ი ა ნ ი რადგან აღთქმა გაქვთ დადებული, მაშინ სხვა არი...

ს ო ვ დ ა გ ა რ ი ასეა, თუმცა ნახევარსაც თუ წაუმატებთ...

ა დ ა მ ი ა ნ ი

(ქისას ამოიღებს და ესვრის) აიღე! მხოლოდ ეს დაიხსომე, დამარხავ, როგორც პატიოსან კაცს ეკადრება.

(როზგს მიუგდებს) ახლა კი წადით, მზის ჩასვლამდე უნდა მოასწროთ!

(სინათლის სხივი მიადგება შარავანდედით, რომელიც პიესის ბოლომდე თან დაჰყვება)

Page 9: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

9 ვაჟა დადიანიძე

ს ო ვ დ ა გ ა რ ი (მოჯამაგირეს)

მიდი, გაიძრე ეგ ქულაჯა და ჩაუფინე, ამ ქვიან გზაზე შეიძლება რამე ეტკინოს.

(ადამიანს) თუ ჩვენს ქალაქში გაჩერდებით, გამომიარეთ, გადავეჩვიე ჭკვიან კაცთან სჯას და მასლაათს!

(ჩუმი ქირქილით მიდის მოჯამაგირესთან ერთად)

შემოდის ა ვ ხ ო რ ც ი, რომელიც მათ ტანის რხევით, გამომწვევად შეათვალიერებს. მოჯამაგირე გამოლენჩებული მისჩერებია.

რა დროს ეგ არი, შობელძაღლო, მაგ საფრთხობელას სხვა დროსაც ნახავ. წამოდი, სანამ გონზე მოსულა, თორემ ამის ბედს

(მკვდარზე ანიშნებს) განატრებ, ლენჩო!

(მუჯლუგუნების კვრით გაჰყავს)

ა ვ ხ ო რ ც ი შეამჩნევს ადამიანს და მათ თავს მიანებებს.

ა ვ ხ ო რ ც ი (ადამიანს გარშემო უტრიალებს)

ვირებს დავდევდი, აქ კი ხარი ბალახობს თურმე! (კეკლუცად)

რას მიყურებ გაკვირვებით, განა ჩემი ბრალია, კვესივით რომ ცეცხლს დააყრი და იფეთქებს ფალია?!

ა დ ა მ ი ა ნ ი

(მოჩვენებითი სერიოზულობით) აიმ მთაზე სვავები უკვე ბუდეს იშლიან, რა ვქნა, არ შემოგხედო? – თვალნი არ დაიშლიან!

Page 10: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

10

ვაჟა დადიანიძე

ა ვ ხ ო რ ც ი (თავისთვის)

მგონი, ებმევა ჩემს ბადეში, საკვირველია... ალბათ დამცინის, მაგრამ ისე მესალბუნება მისი სიტყვები, რომ ქალწულად ვიგრძენი თავი.

(ადამიანს) ცხელმა ნიავმა დამქროლა და შენკენ დამატრიალა, დამდაგა შენმა სურვილმა და ჩალად ამაბრიალა!

ა დ ა მ ი ა ნ ი ქალო, მაისი მოსულა, აყვავებულა იაო; მიჯნურისათვის გაშლილხარ, გულმკერდი გაგიღიაო. ქალო ალშავო, თვალშავო, წამწამგიშერა, თმაშავო, მასწავლე შენი ლოგინი, ია და ვარდი გავშალო!

ა ვ ხ ო რ ც ი ე, რა მაგარი ყოფილხარ, ბიჭო, მაგრამ არც მე ვარ შენზე ნაკლები! ჩემთან როდის ამოსულხარ, როდის დაგიკეტე კარი?! მე თუ ბიჭი მომეწონა, ქმარსაც დაუდგება თვალი! ხომ კარგადა ვთქვი? შენი ჯერია!

ა დ ა მ ი ა ნ ი ქალ-ვაჟთა, მდომიარეთა, ხალხი ბრმა და ყრუ ჰგონია, ის არ იციან საწყალთა, კედელსაც თვალი ჰქონია!

ა ვ ხ ო რ ც ი ბავშვი ყოფილხარ, არ მოველოდი.

Page 11: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

10 ვაჟა დადიანიძე

დამალობანა ვითამაშოთ, ვინ დაგვინახავს?!

ა დ ა მ ი ა ნ ი თუკი მასწავლი, სიამოვნებით!

ა ვ ხ ო რ ც ი მაგას რა უნდა, მისმინე! მე ახლა წავალ, მერე შენ წამომეწიე თანდათან, სანამ ტყეს შევეფარებით, ორივე ვივლით მხარდამხარ, ხანდახან ჩავიმალებით, როცა დავრჩებით თვალდათვალ. ხომ ადვილია? წავიდეთ!

ა დ ა მ ი ა ნ ი წადი და წამოგეწევი! შენსა მოსვლასა მზე მოჰყვა, შენს წასვლას შავი ღრუბელი, დავრჩები, ცალი ხარივით, უღელში გამოუბმელი.

ა ვ ხ ო რ ც ი

(თავისთვის) რა დამცინისო! მგონი, მოება, თუმცა ტუჩები არც ეტყობა, ნაფოტასავით. დღეს მაგის მკლავზე დავიძინებ, ო, რა იქნება!

(ადამიანს, მინაზებული) სულ მალე გაგახსნევინებ ჩემი პერანგის ღილსაო, შემოგხვევ ბროლის უბესა, გაგაფრთხობინებ ძილსაო! ძვირფასო, დიდხანს არ მალოდინო!

(ხტუნვა-ხტუნვით გადის)

ა დ ა მ ი ა ნ ი ღმერთს ენა მხოლოდ საძრახავად არ მოუცია! რას იზამ, ყველა თავისას ცდილობს

Page 12: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

11 ვაჟა დადიანიძე

ამ წუთისოფლის ჟინიან დოღში. ჩვენც ვცადოთ, იქნებ ეკლის ადგილზე სხვა რამ ვახაროთ.

შემოდის ტომარამოკიდებული ქ ო ს ა

ქ ო ს ა ჯეელს ვახლავარ!.. ჩვენებური არ უნდა იყო!

ა დ ა მ ი ა ნ ი შენც გაგიმარჯოს, სწორედ ასეა!

ქ ო ს ა ნიძლავს დაგიდებ, არ გექნება კვნიტი მარილიც!

ა დ ა მ ი ა ნ ი არც წისქვილის და როდინის ქვა, არც ბუს კვერცხები!

ქ ო ს ა დასაცინ კბილებს ვინ შემარჩენდა, კარგა ხანია, გამოვიცვალე. ვერც კი გაიგებ, რა ბედად შეგხვდი, მართლა პერანგში დაბადებულხარ. ჩვენთან მარილი თუ არ ალოკე, - წყურვილს ვერ იგრძნობ და უწყლობისგან გამჭლევდები და გაძვალტყავდები... ვის დაანახვებ ახლა სიკეთეს, მაგრამ რა ვუყო, დამყოლი დავრჩი. წაიღე, შვილო, ნახევარი მიჩუქებია!

(ტომარაზე ანიშნებს) სულ ოცი ოქრო, მომეცი ხელი!

ა დ ა მ ი ა ნ ი როცა კვდებოდა, მამაჩემმა ანდერძში მითხრა, - ქოსებს ავადაც მოერიდე და კარგადაცო, მათგან ნურაფერს ნურც იყიდი, ნურც მიჰყიდიო!

Page 13: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

12 ვაჟა დადიანიძე

ქ ო ს ა (დაცინვით)

ბრძენი ყოფილა მამაშენი, აცხოვნოს ღმერთმა! ცოტაოდენი ჭკუა იქნებ მეც მიწილადო?! სხვა რა ეწერა იმ ანდერძში...

ა დ ა მ ი ა ნ ი ვისაც კბილები დაუჭიანდა და ენას კარგად ვეღარ აჭერსო...

ქ ო ს ა ოჰ, გაგეხუმრე, რა ვთქვი ისეთი?! თუ მართლა კარგად შეითვისე სიბრძნე ყოველი, რაც მამა-პაპათ დაუუნჯიათ, - ერთ გამოცანას მოგახსენებ გამოსაცდელად; თუ გამოიცნობ, ეს მარილი ალალი იყოს, ხოლო თუ ვერა - ჩამოყაჭე ის ოცი ოქრო! რას იტყვი, გინდა?

ა დ ა მ ი ა ნ ი მიდი, დაიწყე!

ქ ო ს ა ერთ კაცსა ერთი ციცირი ჰყავდა, დილით რომ ტყეში წავიდოდა, - კვერცხებს დასდებდა, საღამოთი კი - ბრუნდებოდა კაკან-კაკანით, ისიც და კვერცხიც, - აბა, რას ნიშნავს?!

ა დ ა მ ი ა ნ ი ეგ იმასა ჰგავს: ასი თვალი ფუტკარი გვედგა - ჩამოვუვლიდი ყოველდღე და ჩამოვითვლიდი. ერთხელაც, ვხედავ, ერთი აკლია. რა უნდა მექნა, სად მომეძებნა? ბევრი ვიარე... ზღვის გადაღმა ვიპოვე ბოლოს. საწყალი ხრამში ჩავარდნილიყო, ჩარჩენილიყო ფეხმოტეხილი, მომკვდარიყო და ყვავ-ყორნები წიწკნიდნენ მის მძორს.

Page 14: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

13 ვაჟა დადიანიძე

ქ ო ს ა ვაა, ჯეელო, ძველი ყოფილხარ! ემანდ აქეთ არ მომატყუო... ნუ გეწყინება; რომ არ მეცადა, ხომ შეიძლება ბოლოს მენანა ტყუილუბრალოდ. კაცს ცდა არ უნდა ეზარებოდეს. შენც ვერ გაცდუნე, მერე რა მოხდა, - გასაკრეჭ ცხვრებით სავსე არის ყველა ქალაქი. ესეც იცოდე, ფრთხილად იყავი, ჩემზე მართალ კაცს იშვიათად შეხვდები სადმე... წელი მომწყვიტა ამ ოხერმა, როგორ დამძიმდა, იქნებ მიშველო ჩამოღება.

ა დ ა მ ი ა ნ ი ეგ სხვა საქმეა!

(ეხმარება ტომრის ჩამოღებაში)

ქ ო ს ა აი, გიშველოს მაღალმა ღმერთმა! ძირს ნუ დებ, მიწა ნესტიანია და მეშინია, არ შეიწოვოს. რახან მადლს შვრები, ორიოდე წუთიც გეჭიროს, გავგრილდები და ამოვბრუნდები!

(ქისას ამოაცლის და მიდის)

ქოსა აღარ გამოჩნდება. ხმები: „ნახე, ნახე, ისევ ისე დგას!“ ხარხარი. შემოცვივდებიან მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი, რომლებიც შემოეხვევიან ა დ ა მ ი ა ნ ს. შებრძოლების ჩოჩქოლი და ხმები. თანდათანობით ყველანი გადიან.

მეორე სურათი

დ-რ ა. კ ო ნ ი ს მისაღები ოთახი, რომელიც სკვერს ემიჯნება. სიღრმეში ვეებერთელა მუხის კარებია, წარწერით: „დ-რ ა. კონის“ - დანარჩენი აღარ იკითხება. კედლებზე აბრებია ჩამოკიდებული: „ვინც ჭურში ზის - ღვინოს ვერ დალევს!“ „დოქტორი ზის - ჩვენ ვდგავართ. დოქტორი დგას - ჩვენ ვწევართ!“ „პირველმა დაუკარი ტაში, თორემ სხვა დაგასწრებს!“ „უფრთხილდით ცალხელა ადამიანებს!“ „თუ არ გინდა წაიქცე, ნუ ადგები...“ შემოდის მ დ ი ვ ა ნ ი; აცვია ზედმიწევნით

Page 15: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

14 ვაჟა დადიანიძე

მკაცრად. ეტყობა ფეხმძიმობის ნიშნები. კარებს მიაყურადებს. შემდეგ სწრაფად გამობრუნდება, საწერ მაგიდას მიუჯდება და უშველებელ დავთარს ამოიღებს. კითხულობს ბურტყუნით, გაურკვევლად.

მ დ ი ვ ა ნ ი

(ზეპირად) აკაკაჩია, ბაკაკაჩია, გისვამს, გიჭამია, გზა გაგაჩნია... ძლივს! მეორეს კი ვერაფერი მოვუხერხე!

(კითხულობს) აგერ მოვა ერთი კაცი, თეთრჩოხთეთრპაიჭკარაჭინიანი, გავიქცევი, მივეწევი, მეც გავთეთრჩოხთეთრპაიჭკარაჭინიანდები.

(ცდილობს ზეპირად გამეორებას. არ გამოსდის). ამდენ ვარჯიშით სახედარი მოახერხებდა. ვერ გამიგია, რა მემართება, ენა მებმევა, ზეიმზე რომ შევრცხვე, მოვკვდები!

ხმაურ -ხმაურით ოთახში შემოდის ზურგზე კარებმოკიდებული კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ.

(მრისხანედ)

ვინ შემოგიშვა, სად მოეთრევი? აბა, ახლავე აიბარგე!

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ მე ისა... ისა... სინდისის ფონდის კვალობაზე არზა გაახლეთ! მ დ ი ვ ა ნ ი მერე, ზურგზე რა მოგიკიდია?!

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ კარები!

მ დ ი ვ ა ნ ი რაო?!

Page 16: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

15 ვაჟა დადიანიძე

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ კარები-მეთქი, ჩემი სახლისა!

მ დ ი ვ ა ნ ი ვინ დაგავალა აქ მოტანა?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ რა უნდა მექნა? ცოლი მკერავთან გადავიდა და დამიბარა: არამც და არამც კარს თავი არ დაანებოო, კარებიაო, რაც არიო, ოჯახისათვის, - იქიდან შედის ყველაფერი და გამოდისო!

მ დ ი ვ ა ნ ი

(თავისთვის) თვით მამა ღმერთმა გამომიგზავნა, იქნებ ცოტა გულს გადავაყოლო, თორემ ბრაზისგან ლამის გავგიჟდე!

(კაცს კარებით) ბავშვები ვიღას დაუტოვე?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ვისი ბავშვები?!

მ დ ი ვ ა ნ ი თქვენი!

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ სადა გვყავს! არა სცალია ჩემ ცოლს რაღაც ბავშვებისათვის... მერე, იცოცხლე, სულ ტყუპ-ტყუპებს დავურტყამთ ხელად.

მ დ ი ვ ა ნ ი რამე ახალი მეთოდი გაქვთ?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ საიდუმლოა. ჩემთვისაც ჯერ არ გაუმხელია.

Page 17: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

16 ვაჟა დადიანიძე

აი, დოქტორი რომ გვიბრძანებს - მზად უნდა ვიყოთ. მანამ კი საქმეს მოიხალვათებს.

მ დ ი ვ ა ნ ი მაინც რითია დაკავებული?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ო, მაგის კითხვას ვინ გაუბედავს? დიდი ქალია! ასე ამბობს, ყველაზე ადრე ქალაქის ფონდში სინდისი მე შევიტანეო. თვით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მიულოცია და ასე უთქვამს: დოქტორი არ დაგივიწყებსო.

მ დ ი ვ ა ნ ი რით შემიძლია გემსახუროთ?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ხომ მოგახსენე? სინდისის ფონდის თაობაზე გეახლე-მეთქი. შენი ჭირიმე, ძაანა გთხოვ, უარს ნუ მეტყვი!

მ დ ი ვ ა ნ ი ფონდი მთლიანად შევსებულია, თან არ ვღებულობთ ყველა სახისას.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ სულ ერთი ბეწო სინდისი მაქვს. რა მოხდებოდა; ცოლმაც კი მითხრა, ისე ჭკუანაკლულადა ხარ, ალბათ შიბაქში გაგზარდესო, აკვნის მაგივრად.

მ დ ი ვ ა ნ ი შენს ცოლს მართალი უბრძანებია, ეცადე, იქნებ დააგროვო; მანამ ფონდებიც გაფართოვდება, მობრძანდი და...

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ვიცი, ცოტა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ხომ მთლად შემომაქვს?

Page 18: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

17 ვაჟა დადიანიძე

ზოგიერთებს კი არა ვგავარ, რომ გატყუებენ. (ხელებით უჩვენებს)

აი, ამხელა სინდისი რომ შემოიტანეს, ამხელა ისევ დამალული აქვთ!

მ დ ი ვ ა ნ ი მაინც ვინ არი, ვის გულისხმობ?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ თუნდაც, მექოთნე!

(კითხვის თვალით შეჰყურებს მდივანს, მაგრამ მის სახეზე დაინტერესებას ვერ ამოიკითხავს)

გონჯა... მჭედელი... (შიშით)

ქალაქის მერი!

მ დ ი ვ ა ნ ი

(გამოცოცხლდება) დოქტორს ვერაფერს გამოაპარებ, მაღლა - ცაში თუ დაბლა - მიწაზე. მაგრამ ერთგულ ხალხს დიდად აფასებს... აი, მერზე რომ რაღაც წამოგცდა, ეჭვობ, თუ რამე საბუთი იცი?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ რამდენიც გინდა! ახლაც, აქეთ რომ მოვდიოდი, გზაზე ჯგრო ხალხი ამედევნა და დამცინოდა; ოფოფს ბუდე რად მოუშალე კარებზედაო, იმდენი იყვნენ, ყველა ხომ არ დააფრინეო...

მ დ ი ვ ა ნ ი ოფოფის ბარტყებს მერე მივხედოთ...

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ კარგი, ბატონო... იმას ვამბობდი, ჰოდა, მოვდივარ არხეინად, ყურსაც არ ვუგდებ ოინბაზების ლაზღანდარობას. უცებ ქალაქის მერი გამოტყვრა,

Page 19: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

18 ვაჟა დადიანიძე

საიდან, როგორ, ვერაფერს გეტყვი. მიდგა და ყველას დაუცაცხანა: აბა, მოუსვით, რა დაგიშავათ, მაგას თავისი გაჭირვება არ ეყოფაო?! მაშ, ასე იყო, შ ე ვ ე ც ო დ ე... ოხ, მე იმისი! მერე კი მიხვდა, რომ შეეშალა. რა ექნა? - ვითომ არაფერიო, ერთი პანღური ამომიჭირა!

მ დ ი ვ ა ნ ი ისე ჩათვალე, თითქო სინდისი უკვე ნაღდად გაქვს ჩაბარებული. მოწმობას საზეიმოდ გადმოგცემთ, თვითონ დოქტორის ხელმოწერილს, სამაგიეროდ, ერთი პატარა თხოვნა მაქვს შენთან და, იმედია, არ დამზარდები. ჩვენს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, თუ მოიცალო, ისე, აუარ-ჩამოუარე, იქნებ როგორმე... გასაგებია?!

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ გასაგებია! მ დ ი ვ ა ნ ი მხოლოდ გახსოვდეს, თან წაიყვანე ვინმე, ცოტა შენზე ჭკვიანი...

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ჩემზე ჭკვიანი... ძნელი საქმეა, როგორ მოვძებნი! ცოლი რომ იყოს? – თუ წასასვლელი არ იქნება თავის მკერავთან.

მ დ ი ვ ა ნ ი ცოლ-ქმარი მოწმედ არ გამოდგება... ნურავის ეტყვი, მე თვით შეგირჩევ და ვინმეს პირით შეგატყობინებ!

Page 20: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

19 ვაჟა დადიანიძე

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ (დ-რ ა. კონის კაბინეტზე ანიშნებს)

აი, ასეთი კარები მესმის, რამდენი რამე შეეტევა ამ დალოცვილში!

მისაღების შემოსასვლელში ისმის ხმაური.

მ დ ი ვ ა ნ ი ახლა კი, წადი. თუ ამბავს რასმე გაიგებ ჩვენთვის საინტერესოს, უმალ აქ გაჩნდი!.. საით მიდიხარ, აი, კარები, დაბლა დაუშვი, აქედან მოხვალ სხვა დროსაც ხოლმე, მხოლოდ არავინ არ დაგინახოს.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ მდივნის დახმარებით გადის. შემოდის მ ზ ი რ ი. ჩანს, უჭირს კარების შეკავება, ძლივს მიხურავს.

მ ზ ი რ ი იქ უკვე იყვნენ, მაგრამ თავისით ბევრი საკითხი ვერ გადაწყვიტა!

მ დ ი ვ ა ნ ი სადა სცალია დოქტორს იმდენი, ყველა საკითხი რომ გადაწყვიტოს, გადაუწყვეტლად დარჩეს, ასე, რა დაშავდება?!

მ ზ ი რ ი როგორც ინებებ, ასე იქნება!.. გაიგეთ ალბათ, ზედ დოქტორის კაბინეტის წინ, სოვდაგარს თავის ძუკნა ძაღლი დაუმარხია!

მ დ ი ვ ა ნ ი მერედა, უფრო ადრე სხვა ვინმე ამას რად უნდა მატყობინებდეს, შენ რას მიკეთებ!

Page 21: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

20 ვაჟა დადიანიძე

მ ზ ი რ ი ვერსად მოგძებნეთ, სულ ცოფებს ყრიდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, - როგორ დავეცით, რას გვიბედავენ ვაჭრუკანები თუ სოვდაგრებიო... გთხოვთ მის მოსვლას რომ დაელოდოთ და არ მიიღოთ ჯერ ზომები არავითარი. თან ეს ნუსხები გამომატანა. შიგ დაწვრილებით ჩანიშნულია, თუ რამე ხათა მოხდა ქალაქში გუშინ, მთელი დღის განმავლობაში.

(აწვდის)

მ დ ი ვ ა ნ ი (სიას ათვალიერებს, თან კითხულობს)

მჭედელს მექოთნის ქალიშვილი შეჰყვარებია... თერძის მეუღლემ ბოქაულთან შეისწრო ცოლი და სიცივეში მთლად შიშვლები გაყარა გარეთ... არა, ეს უკვე მეტისმეტია: მომრავლებულან ჩიტები ტბაზე და ისველებენ ნისკარტებს წყალში.

(მზირს)

აკი, მთლიანად გავწყვიტეო, საიდან გაჩნდნენ?

ისმის კაკუნი. ოთახში სწრაფად შემოდის ს ო ვ დ ა გ ა რ ი.

მ ზ ი რ ი ამ სოვდაგარზე მოგახსენებდით!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(მორიდებით, მაგრამ ღირსების გრძნობით) ვერ დაგპატიჟეთ, მაპატიეთ, ძაღლის ქელეხზე: გულით მინდოდა, მაგრამ მირჩიეს... შეურაცხყოფად მიიღებენო.

Page 22: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

21 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი თავხედობა რომ არ გაკლია, ზედვე გეტყობა, და მაინც მიკვირს, როგორ გაბედე. თურმე ქელეხიც გადაგიხდია...

(ირონიით) ალბათ ბიუსტსაც შეუკვეთავდი. ახლა მოხვედი, რომ დოქტორს ვთხოვო, ძეგლის გახსნაზე გაჭრას ზონარი. ხომ არა ვცდები?

ს ო ვ დ ა გ ა რ ი რატომ დამცინით? მწუხარებისგან ლამის გავთავდე, უბრალო ძაღლი ხომ არ გგონიათ, მისი სიბრძნე და ერთგულება განთქმული იყო, კაცს ვერ ნახავდი ჩვენს ქალაქში უფრო გონიერს. როცა სიკვდილის სუნი აიღო, დამიძახა და ანდერძი მითხრა. ვიცოდი, რომ არ დამიჯერებდით. თან წამოვიღე, აი, ინებეთ, ნოტარიუსით დამოწმებული. თურმე როგორა ჰყვარებიხართ, ღმერთმა აცხონოს.

(პირჯვარს იწერს) ეს კარგადა ჩანს მესამე პუნქტში:

(კითხულობს) ჩემი ქონების ნახევარი, ათასი ოქრო, ცოდვილი სულის მოსახსენებლად, მიბოძებია ჩვენი ქალაქის ყველაზე ძვირფას და ღირსეულ მამებისათვის. საყვარელ დოქტორს - ხუთასი ოქრო, სამასი - იმის მშვენიერ მდივანს. ას ორმოცდაათს - ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს და მზირს ორმოცდაათ ოქროს ვუტოვებ. ცალკეა კიდევ გამოყოფილი დასაფლავების, ძეგლის აგების და მათი მოვლის ხარჯებისათვის.

Page 23: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

22 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი (ყალბი ცრემლებით)

ის უბედური, რა დაემართა? ორმოცზე მაინც ნუ გამოგრჩებით! უფრო რომელი ძვალი უყვარდა, თუ ხორცს საერთოდ არ მიირთმევდა?

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

მოსაწვევ ბარათს გამოგიგზავნით, შიგ ყველაფერი ეწერება, რაც საჭიროა. თანხა ბანკშია ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე. ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ, კარგად მენახეთ!

მდივანი და მზირი კარებამდე აცილებენ. სოვდაგარი გადის.

მ ზ ი რ ი ერთი კაცი მყავს, ჩვენებურია, ბატკნისუბანში საბოქაულოდ, ნიჭიერი და გამოცდილია, რაც საჭიროა, უარს არ იტყვის, - იცის ცხოვრების ფასი და ყადრი.

მ დ ი ვ ა ნ ი ნიჭიერები ჩვენ არ გვჭირდება, მიდი და თავი იმტვრიე მერე, ვის სკამზე ფიქრობს ან სად უმიზნებს. კაცად ისეთი უნდა აქციო, ვისთვისაც უმალ ღმერთად ვიქცევით. შენს გასიებულ თავს რომ ვუყურებ, შიგ მეეჭვება, რაიმე იყოს. არცა გვჭირდება, ხელსაც შეგიშლის... რაც შეეხება იმ შენს მოკეთეს -

კარგად ჯერ თავი გაუსინჯე, მერე კი ჯიბე, და მომახსენე, რაში უფრო მეტი უყრია.

(ხველება აუვარდება)

Page 24: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

23 ვაჟა დადიანიძე

მ ზ ი რ ი რატომ წუხდები, მე რას ვაკეთებ, თუ თქვენ მაგივრად ვერც დავახველე?!

(დაიწყებს ხველებას)

მ დ ი ვ ა ნ ი კარგი, გეყოფა, საკმარისია!

მ ზ ი რ ი ერთი ამბავიც უნდა გაუწყოთ, ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ, თავს არ შეგაწყენთ. ვიღაც უცნობი გამოჩენილა, მკვდრებს ყიდულობსო, - სოვდაგარმა თქვა. ჩემი ბიჭები მივუგზავნე, მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხა ერთ ნაბიჯზე მიახლოება. რაღაც უხილავ ძალას ფლობსო, რომელიც თითქოს აქეთ-იქით ფანტავს ყველაფერს. თუმცა სოვდაგარს არ შეუნიშნავს, ისე კი, - ამბობს - შერეკილი ყმაწვილი ჩანსო.

მ დ ი ვ ა ნ ი ეგ უფრო მინისტრს და შენ გეხებათ, თქვენ მოუარეთ, დოქტორს ვერაფრით ვერ შევაწუხებ, მით უმეტეს, ასეთ წუთებში... სინდისის ფონდის თაობაზე თუ ვინმე იცდის, ყველა გაუშვი, დაიბარე მომავალ წლისთვის. მოგეხსენება, მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა, რომელიც მერის ქალიშვილს ელის. ახლა კი ვეღარ დაგვისხლტება ხელიდან... წადი! მხოლოდ უჩემოდ არ შემოუშვა, მამა-შვილს ერთად ვუჩვენებ სეირს.

მზირი გადის.

მ დ ი ვ ა ნ ი მზეთუნახავი! ვნახავ იმის უმანკოებას, როგორ გასრესენ, წაბილწავენ სულ ერთ საათში...

(მიდის დ-რ ა. კონის კაბინეტისაკენ. არხეინად)

Page 25: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

24 ვაჟა დადიანიძე

აგერ მოვა ერთი კაცი, თეთრჩოხთეთრპაიჭკარაჭინიანი, გავიქცევი, მი-ვე...

(შენიშნავს სკამზე მჯდომ ადამიანს, არ ჩანს როდის შემოვიდა იგი ოთახში. შეცბუნებული)

ვინა ბრძანდებით? აქ როგორ გაჩნდით?

ა დ ა მ ი ა ნ ი მგზავრი გახლავარ. მგზავრს კი კარებს არ უკეტავენ.

მ დ ი ვ ა ნ ი კეთილი, მაგრამ რატომ არ გიცნობ?

ა დ ა მ ი ა ნ ი სხვა ქვეყნიდან ვარ. ჩემი პატრონის დიდმა სავაჭრო ქარავანმა დაიგვიანა და მისი კვალის საძებნელად გამოვეშურე... მწყურვალ მგზავრისთვის ცივ წყალს ხომ ვერ გაიმეტებდით?

მ დ ი ვ ა ნ ი

(ყურს მოიყრუებს) სტუმართმოყვარე ხალხი გახლავართ.

(სხაპა-სხუპით) დოქტორის ბრძნული წინამძღოლობით, სხეულისა და სულის მეტი ჰარმონიისთვის, მოვსპეთ სატანა მავნე ვნებების, რასაცა ჰქვია კაცის სინდისი. და მისგან, როგორც სუბსტანციიდან, შევქმენით მხოლოდ ერთი, ზოგადი, დიდი სინდისი, რასაც ეყრდნობა სიბრძნე დოქტორის ფილოსოფიის...

(შეატყობს, რომ ადამიანზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა თანდათან ნირი შეეცვლება)

ალბათ ვერ მიხვდით, ვისზე ვსაუბრობთ, (კარებზე მიუთითებს)

ჩვენ დოქტორ ა. კონს მოფერებით დოქტორს ვეძახით, მადლიერების გრძნობით გამთბარნი.

Page 26: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

25 ვაჟა დადიანიძე

როცა გაიცნობთ იმის ციტატებს... (პატარა თერმოსს ამოიღებს მაგიდის უჯრიდან და მოსვამს)

ა დ ა მ ი ა ნ ი მე ერთი ჭიქა წყალი გთხოვეთ...

მ დ ი ვ ა ნ ი

(უფრო ადამიანურად) როგორ აგიხსნათ... თუ ნებართვა არ გაქვთ დოქტორის... წყალს ვერ იშოვით, არავინ მოგცემთ.

ა დ ა მ ი ა ნ ი იქნება უფრო გარკვევით მითხრათ.

მ დ ი ვ ა ნ ი არა გცოდნიათ ისტორია ჩვენი ქალაქის, ბრწყინვალე, დიდი და საოცარი... რა გაეწყობა, შევეცდები, მოკლედ გიამბოთ, იქნებ თვითონვე მრავალ კითხვას გასცეთ პასუხი. იყო ქალაქი, რომლის მაგვარი დედამიწაზე არსებობდა სხვებიც, მრავალი. ცხოვრობდა ხალხი ჩვეულებრივად, უინტერესოდ, მდორედ, უნდილად - უყვარდა, სძულდა, თესავდა, მკიდა... და, აი, ერთხელ ჩვენი მამები, რატომ და რისთვის, არავინ უწყის, ცდუნებას აჰყვნენ და ჩაიდინეს რაღაცა დიდი დანაშაული. რითაც ღვთის რისხვა დაიმსახურეს, არნახული და არგაგონილი. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ცოდვები, ჩვენი მამების და წინაპრების, კისერზე გვაწევს და მოთმინებით ვიხდით იმ სასჯელს, რაც გვაკისრია და რაც დრო გადის, უფრო მეტი სიამოვნებით.

Page 27: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

26 ვაჟა დადიანიძე

ტბას, ჩვენს ქალაქს რომ წყლით ამარაგებს, ღმერთმა დოქტორი დაუპატრონა და თუ ყოველდღე თითო ქალიშვილს არ მივუყვანდით მას შესაჭმელად, ყველას წყურვილით ამოგვხოცავდა.

ა დ ა მ ი ა ნ ი დოქტორი კაციჭამია არის?

მ დ ი ვ ა ნ ი როგორ კადრულობთ, ის საუკუნის ყველაზე დიდი ჰუმანისტია... რა უნდა გვექნა? თავდაპირველად, ყოველდღიურად მიგვყავდა მასთან შესაწირავად თითო ქალწული, მერე კი მიხვდა, რომ მამაღმერთმა ვერ შეაფასა ეპოქა სწორად და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე, თუმცა ძალიან ძვირი დაუჯდა, რადგან იმ ხალხმა, ვინც დაზარალდა, რაც გულში ჰქონდა, ბოღმა და გესლი მთლიანად სხვაზე გადმოანთხია, - თვითონვე ჰკლავდნენ ყოველდღიურად, სრულიად ალალ-მართალ ქალწულებს. ძნელი დრო იყო, მაგრამ გავძელით. დოქტორი იქცა ყველას მფარველად და აღადგინა წესი და რიგი. ღმერთი ყოველთვის თავისას ითხოვს. რა უნდა დოქტორს? სულ არაფერი - მსხვერპლის მაგივრად, კაცის სინდისი. ჩააბარე და განთავისუფლდი! სამაგიეროდ, როგორც გითხარით, შევქმენით ერთი, ზოგადი, მთელი, განუყოფელი დიდი სინდისი.

ა დ ა მ ი ა ნ ი

(ირონიით) ო, ეს ახალი სიტყვაა ნაღდად

Page 28: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

27 ვაჟა დადიანიძე

თანამედროვე აზროვნებაში.

მ დ ი ვ ა ნ ი სწორედ ამიტომ, აკადემიამ მას მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის წმინდა და საპატიო წოდება, ერთხმად, დაცვის გარეშე. ანუ Honoris causa, მიხვდით?

ა დ ა მ ი ა ნ ი საოცარია! წყალზე რას მეტყვით?

მ დ ი ვ ა ნ ი მანამდეც მივალთ. თავდაპირველად, ვერ წარმოიდგენთ, რომ ზოგი მტრულად შეხვდა დოქტორის ამ სიკეთესაც. ბევრმა ბრძოლაშიც გამოიწვია. ყველა დამარცხდა, რას გახდებოდნენ: რკინა კევივით დაუღეჭია ასი ლიტრა და გადაუყლაპია. ხალხი ვერც მიხვდა, რომ ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდებოდა მხოლოდ. მერე კი, როცა თვითონვე ნახეს, რა შეძლებულად ცხოვრობდა ყველა, ვინც სინდისისგან გათავისუფლდა, მთელი ქალაქი მოაწყდა დოქტორს, შეიქმნა ერთი ალიაქოთი, მიგზავნ-მოგზავნა, ურიგოდ წასვლა... თუმცა ძალიან გადაიღლა, დოქტორი უარს ვეღარ ამბობდა, რადგან ელოდა მერის ქალიშვილს. ის კი ყურებსაც არ იბერტყავდა. ასე, თანდათან, სინდისის ფონდი უკვე საკმაოდ გადაიტვირთა, იმ ტუტრუცანა გოგუშკას გამო. მაგრამ დღეს მისი რიგიც მოვიდა, მფრთხალი ჩიტივით მოფრთხიალდება

Page 29: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

28 ვაჟა დადიანიძე

და გამოჩნდება, რა ურჩევნია, ოქროს გალია თუ ნეხვის გროვა.

ა დ ა მ ი ა ნ ი ერთ ჭიქა წყლამდე კიდევ დიდი მანძლი დარჩა?

მ დ ი ვ ა ნ ი უკვე მივედით. მოქალაქეებს წყლის ნორმები აქვთ დაწესებული, იმის მიხედვით, ვინ, სად და როგორ ემსახურება დოქტორს და ქალაქს. მათთვის, ვინც დღემდე, არ თუ ვერ, შეძლო ფონდში სინდისის დაბინავება. წყლის ნორმა მხოლოდ იმდენს შეადგენს, რომ არ დაიხრჩნონ წყურვილისაგან. ასე რომ, ალბათ, გაგიძნელდებათ წყლის შოვნაცა და უწყლოდ გაძლებაც.

ა დ ა მ ი ა ნ ი თქვენ რას მირჩევდით, როგორ მოვიქცე?

მ დ ი ვ ა ნ ი კიდევაც ბევრი გელაპარაკეთ, ვერ გამიგია, რატომ და რისთვის. ახლა კი, დროა, რომ აიბარგოთ, მუშაობაში ხელი მეშლება, რამდენი საქმე უნდა მომესწრო, ეს ვინ ყოფილა, რა გამიკეთა. აბა, მოუსვი, რას იბღვირები, ამდენი მიტომ გელაპარაკე, ხვალ ზეიმზე მაქვს სიტყვა სათქმელი და ცოტა შენთან წავივარჯიშე. ჰა, რა გითხარი, მოუსვი-მეთქი.

ადამიანისკენ გაიწევს, რომ ოთახიდან გააბრძანოს, მაგრამ რაღც უხილავი ძალა უკან დასწევს და სკამზე დასვამს.

ხელი გამიშვი, საით მეწევი!

Page 30: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

29 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი ვის ეუბნებით, მე ჩემთვის ვზივარ.

მ დ ი ვ ა ნ ი

(აქეთ-იქით იხედება. თავისთვის) არავინ არ ჩანს, რა მომეჩვენა... მზირს წეღან ჩემთვის მართალი უთქვამს. ჯერ ცოტას კიდევ ვესაუბრები, მერე იქნება თვითონ მომცილდეს!

(ადამიანს) ნუ წახვალთ, მინდა, რომ რჩევა მოგცეთ. აკრძალულია სამსახურებში ერთ ჭიქა წყალზე მეტის მოთხოვნა, ტყუილუბრალოდ ხალხი რომ არ გაღიზიანდეს. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს დოქტორის მაღალ ჰუმანურობას. ოჯახში წყალი, რამდენიც გნებავთ, - ცივი და ცხელი, გრილი და თბილი, მაგრამ არავინ არ გიმასპინძლებთ, ერიდებიან სახლში შეშვებას, თავის წრის გარდა, სხვა ჯურის ხალხის. თქვენთვის ჯობია, იმათ მიმართოთ, სინდისი კიდევ რომ შერჩენიათ. ისინი უფრო გიწილადებენ, თუმცა თვითონაც არავის ჰყოფნის.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვისაც სინდისი სურს ჩააბაროს და არ ღებულობთ, მათ რაღას ერჩით, რატომ არ აძლევთ სამყოფ წყალს?

მ დ ი ვ ა ნ ი მივცემთ, თუ ჩააბარეს!

ა დ ა მ ი ა ნ ი რომ არ ღებულობთ?

მ დ ი ვ ა ნ ი

Page 31: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

30 ვაჟა დადიანიძე

რა? მოახერხონ! ჩვენ დაბდურები და დონდლო ხალხი არა გვჭირდება.

ა დ ა მ ი ა ნ ი წეღან თქვით, მერის ქალიშვილის რიგი არისო.

მ დ ი ვ ა ნ ი დოქტორს ლამაზი გოგონები ძალიან უყვარს.

ა დ ა მ ი ა ნ ი როგორ თუ უყვარს?

მ დ ი ვ ა ნ ი ჩვეულებრივად! როგორც ლამაზი რამ სამშვენისი, თავშესაქცევად საჭირო ნივთი. ვერც გაამტყუნებ, სხვა რამისთვის არცა სცალია, ხომ უნდა დრო, რომ მართოს ქალაქი, არვის ჩამორჩეს შორსმჭვრეტელობით, თავისი სიბრძნე აპკუროს ირგვლივ, თანაც იზრუნოს ყველა ჩვენგანზე.

ა დ ა მ ი ა ნ ი თავს რომ არავინ იწუხებს ფიქრით, თუნდაც, მხოლოდ ეს - ცოტაა განა? ლანძღვას, გინებას, წყევლას და კრულვას, რაც ადამიანს მოსპობდა უწინ, ახლა ყურსაც კი არვინ ათხოვებს. ჩვენი კაცი რომ სიპ ქვაზე დასცა, წვენს გამოადენს, როგორსაც უნდა. თუ სხვის მაგივრად დოქტორი ფიქრობს, ჩვენც ზოგიერთის მაგივრად ვცხოვრობთ.

ა დ ა მ ი ა ნ ი

ვხედავ, უკუღმა იღება თქვენთან ამ წუთისოფლის სიმართლის კარი. ვირის კურტანი დაგიკრიათ ბედაურებზე, ხოლო ვირები ცხენებივით შეგიკაზმიათ.

Page 32: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

31 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი რა ქარაგმებით ლაპარაკობ, შენ ხომ არ გინდა...

შემოდის მ ზ ი რ ი.

(მზირს) ვინ გავაფრთხილე, დაუკითხავად ნუ შემოხვალო...

მ ზ ი რ ი ვეღარ ვაკავებ!

მ დ ი ვ ა ნ ი სამსახურებრივ მოვალეობას თავს თუ ვერ ართმევ, შევეცდები გამოგიძებნო შემცვლელი ვინმე...

ა დ ა მ ი ა ნ ი ამ სიცრუეზე დამყნობილ ქალაქს, სადაც მუმლივით მომრავლებულა ავის მთქმელი და ავის მოქმედი, იქნება, უკვე ვერას უშველის სიკეთისა და სიმართლის სხივი?! როცა გჭირდება, რომ მოგისმინოს, მაშინ მხეცივით აღრიალდება. შარ-ბოროტობენ გაუწვრთნელები და ერთმანეთის სენვით თვრებიან. მიკვირს, რამ მისცა ასეთი ძალა, ბოროტისა და სიცრუის ლიბოს!.. კარგის მცდელობა, თითქმის საქმის ნახევარია - სადაც სიცრუე ასე ყვავილობს, იქნებ სიმართლემ გაიდგას ფესვი.

მიუახლოვდება მ დ ი ვ ა ნ ი, რომელიც ცდილობს შეშფოთება დამალოს.

(მდივანს)

თქვენს ლამაზ სახეს არ უხდება ასე მოღრუბლვა!

Page 33: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

32 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი ხმარობენ სადმე ასეთ სიტყვებს მამაკაცები? მართალი გითხრა, გულჩვილობისგან, კარგა ხანია, განვთავისუფლდით!

ა დ ა მ ი ა ნ ი ვთქვათ, მინდა, ცოტა გაგიარშიყდეთ ან გითხრათ რამე ქათინაური, - როგორი სიტყვებით უნდა მოგმართოთ?

მ დ ი ვ ა ნ ი ჩვენ მტკიცედ ვიბრძვით ადამიანის სილამაზის და სიჯანსაღისთვის! მის მისაღწევად საქმე გვჭირდება და არა რაღაც ქათინაური. აი, თქვენნაირ ლამაზ მამაკაცს ვინმე ქალმა რომ უარი უთხრას, ასეთ შტერებსაც შეხვდებით სადმე, თუ მოინდომებთ, კანონით დასჯით.

ა დ ა მ ი ა ნ ი არც თქვენ მეტყოდით უარს... რამეზე?

მ დ ი ვ ა ნ ი რატომ, ძვირფასო, ხომ ლამაზი ხართ? თქვენგან ბავშვს მართლაც ვიყოლიებდი, სხვანაირად რომ არ გახლდეთ ცოტა...

ა დ ა მ ი ა ნ ი თქვენი მეუღლე?

მ დ ი ვ ა ნ ი ვინ ეკითხება? მე სრულწლოვანი ქალი გახლავართ და სინდისისგან თავისუფალი!

Page 34: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

33 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი (მუცელზე ანიშნებს)

მაგის ავტორი თუ შემოქმედი ლამაზი არის?

მ დ ი ვ ა ნ ი ძალიან! თუმცა ვერ გეტყვით... იგი დოქტორი გახლავთ!

ა დ ა მ ი ა ნ ი გიყვართ?

მ დ ი ვ ა ნ ი რა ბრძანეთ? რა სიყვარული, ეს მის გარეშეც ადვილად ხდება. ერთ-ორ გაკვეთილს ჩაგიტარებდით, გატყობთ, გაკლიათ გამოცდილება. მაგრამ, რა გიყოთ... ცოტა გადავდოთ!

ა დ ა მ ი ა ნ ი გამიჭირდება დიდხანს მოთმენა თქვენს კლასში, მერხზე, იქნებ წინ დამსვათ.

მ დ ი ვ ა ნ ი არდადეგები დაიწყო უკვე, რაღაც ექვსი თვით დაგაგვიანდათ.

ა დ ა მ ი ა ნ ი ყველასთვის არის არდადეგები, თუ გაქვთ ვინმესთვის გამონაკლისი?

მ დ ი ვ ა ნ ი არავითარი! მოთმენის ნიჭი ხალხს თვით დოქტორმა უნდა უჩვენოს.

ა დ ა მ ი ა ნ ი კეთილი. ვთქვათ, მან სხვაზე გაგცვალათ, მაშინ? თქვენზე თუ იმოქმედებდა?

Page 35: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

34 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი ეჭვიანობას არვინ გვიკრძალავს, - ღალატი, შური, სიცრუე, ჭორი, ის, რაც სინდისის ფარგლებს სცილდება, ყველაფერი დასაშვებია. მხოლოდ არწმუნო უნდა სხვები, რომ ესწრაფვი ქვეყნის სვესვიანობას. თორემ ხელადვე ცილს დაგწამებენ, თითქო მტერი ხარ ხალხის და მორჩა, დაიღუპები საშვილიშვილოდ, - კანონი მკაცრად სჯის მოღალატეს.

ა დ ა მ ი ა ნ ი კი, მაგრამ მშობლის ანდა შობილის სიყვარული და სიამტკბილობა, ტრფობა და ძმობა, კაცურ-კაცობა თუ ერთგულება - ვის რას უშავებს?

მ დ ი ვ ა ნ ი ეგ ყველაფერი ისტორიის ნასუფრალია, ჩვენ კი ახალი კერძები მოგვწონს.

შემოსასვლელიდან ისმის ჩოჩქოლის ხმა.

ა დ ა მ ი ა ნ ი წეღან ეზოში მოვკარი თვალი, მერს მშვენიერი ქალიშვილი ჰყოლია მართლაც. სილამაზეში ტოლს არ გიდებთ; არომ არ მენახა, ყველაზე უფრო სრულყოფილ და ლამაზ ქმნილებად მე თქვენ ჩაგთვლიდით დედამიწაზე.

მ დ ი ვ ა ნ ი ლამაზი, მაგრამ ტუტუცია. ერთი გაბედოს, დოქტორს ლოგინში ჩაუგორდეს, ვუჩვენებ სეირს... თუმცა კისერი უმტვრევია, რა მენაღვლება...

(თერმოსიდან წყალს მოსვამს და მიაწვდის) სწრაფად დალიეთ, არ შემოგვისწრონ,

Page 36: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

35 ვაჟა დადიანიძე

თუ შემომივლით ხოლმე, მარაგი თქვენთვის ყოველთვის მომეძებნება.

ა დ ა მ ი ა ნ ი

(მოსვამს) დიდი მადლობა, რა მშვენიერ სულსა მალავდით, თქვენს უცნაურ და საშიშ ნიღაბში.

(ხელზე ხელს მოჰკიდებს) ჩვენს ქალაქში რომ წამომყოლოდით...

მ დ ი ვ ა ნ ი

(თავისდა მოულოდნელად) თუნდ ჯოჯოხეთში!.. ჯოჯოხეთში? ვინ თქვა? ვაიმე!

ა დ ა მ ი ა ნ ი ჯოჯოხეთისა ნუ გეშინიათ, მართალი არი, იქ მოხვედრილნი, რაღაც საშინლად იტანჯებიან, მაგრამ თქვენს ყოფას თუ შევადარებთ, სამოთხესავით მოგეჩვენებათ!

მ დ ი ვ ა ნ ი რა მემართება, მგონი, თერმოსში სინდისი მქონდა სემონახული...

(დაბნეული ზარს დარეკავს) შემოდის მ ზ ი რ ი.

ვინ გიხმოთ?

მ ზ ი რ ი ზარმა! თქვენ არ დარეკეთ? მ დ ი ვ ა ნ ი ჰო, კარგი, მერის ქალიშვილს სთხოვე!

ოთახში მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი შემოიჭრება. თან თუთიყუშები მოჰყვებიან.

Page 37: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

36 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი (მკვახედ, გაბოროტებით)

როგორ გაბედეთ და ამდენ ხანს მომაცდევინეთ!

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი როგორ გაბედეთ და ამდენ ხანს მომაცდევინეთ!

მ დ ი ვ ა ნ ი დაკავებული გახლდით, დაბრძანდით!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი აქ დასაჯდომად არა მცალია, ზეიმისათვის კაბას ვიკერავ.

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი აქ დასაჯდომად არა მცალია, ზეიმისათვის კაბას ვიკერავ.

მ დ ი ვ ა ნ ი როგორც გენებოთ.

(მზირს) საქმეს მიხედე!

სამარქაფო კარების მხრიდან ისმის ხმაური. გამოჩნდება და კარებში გაიხირება კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ. მ დ ი ვ ა ნ ი გადაეღობება.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ჭკვიანი კაცი...

მ დ ი ვ ა ნ ი

(აწყვეტინებს) ახლავე ვნახავ. მე ხომ გითხარით სხვა დროისთვის-მეთქი...

(მზირს) მოდი და სწრაფად მომაცილე ეს ვიღაც ბრიყვი.

მ ზ ი რ ს ძალით გაჰყავს კაცი კარებით, რომელიც გზადაგზა ბურტყუნებს: „რა ვიცი, წეღან ეგრე მიბრძანა, ჭკვიანი კაცი მომიძებნეო“.

Page 38: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

37 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი როდემდე ვიდგე?

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი როდემდე ვიდგე? როდემდე ვიდგე... როდემდე ვიდგე?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი თქვენ რა გეტაკათ?

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი თქვენ რა გეტაკათ?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი წყლის ჩამატება დასჭირდათ ისევ.

(ამოიღებს თერმოსს და წყალს სათითაოდ ჩაასხამს პირში)

მ დ ი ვ ა ნ ი

(მერის ქალიშვილს) ჯერ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ვაუწყებ თქვენზე. ცოტაოდენი მოითმინეთ.

(ადამიანს) თქვენც მაპატიეთ, სულ რამდენიმე წუთით დაგტოვებთ!

(გადის)

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი

(შეამჩნევს ადამიანს) ო, თქვენთან ერთად სიამოვნებით დავრჩები, რამდენ ხანსაც ინებებთ.

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი ო, თქვენთან ერთად სიამოვნებით...

(მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ს ნიშანზე თუთიყუშები ჩუმდებიან)

Page 39: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

38 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მე მეძახიან მერის ქალიშვილს, უმორჩილესად გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორც ისურვებთ, მხოლოდ ხვალიდან, დღეს არ მცალია, ძალიან მძიმე ბორკილები მაქვს ჩამოსაცლელი.

ა დ ა მ ი ა ნ ი ასე მგონია, რომ ბორკილები, დღეს რომლისგანაც თავისუფლდებით, არცა გქონიათ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ძალიან სცდებით. მე ახლა მხოლოდ ჩემთვის ვვარჯიშობ, რომ მივეჩვიო უბორკილობას. თქვენთვის კი, მგონი, სასარგებლოა დროს გატარება ლამაზ ქალწულთან

(თავის თავზე მიანიშნებს). გუშინ რომ ვინმეს ჩამოვეკიდე, არცკი ვიტყოდი, თუ მომეწონეთ, - სიყვარულითაც რომ მყვარებოდით. დღეს კი, ხომ ხედავთ, მე თვით გითხარით. ხვალ შეიძლება, თუ მოისურვებთ, სულ სხვა რამესაც გამოჰკრათ კლანჭი.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვთქვათ, არ ვისურვე.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი თქვენ, რა, იხუმრეთ, თუ ჩამოფრინდით სხვა პლანეტიდან?

ა დ ა მ ი ა ნ ი მფრინავი თეფშით ჩამოვფრინდი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მერე, სად არი?

Page 40: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

39 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი თქვენს ქორწილისთვის შემოვინახე, სიძეს რომ ფეხით გავატეხინო.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ხომ არ აპირებ, გამათხოვო, ჩემო ძვირფასო?! ო, რა მეჯვარე მეყოლებოდით!

ა დ ა მ ი ა ნ ი სანთლის უცხო და კოხტა ტიკინა გაკეთდებოდა შენი ტანიდან, - მადამ ტიუსოს მუზეუმისთვის.

(ხელებით ტანს უხეშად მოუსინჯავს) უფლება არ გაქვს უარის თქმისა, მოიცა, უფრო კარგად გავსინჯო, არის თუ არა რაიმე შიგნით. მგონი, მთლიანად ცარიელია, რა გეშველება... წყალს ჩაგიმატებ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი როგორ მიბედავ!.. თქვენ ხვალინდელი და დღევანდელი დღე აგერიათ!

ა დ ა მ ი ა ნ ი არა მგონია, შენ აგერია გუშინდელი და დღევანდელი დღე!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ეჰ, შეიძლება მართალიც იყოთ, მაგრამ...

ა დ ა მ ი ა ნ ი რა მაგრამ, მე გეხმარები ვარჯიშში, აბა, როგორ გავბედავ, რომ შევუშალო ხელი რამეში ისეთ ლამაზმანს, როგორიც შენ ხარ.

Page 41: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

40 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მე ხელის შეშლა მამაჩემმაც ვერ გამიბედა, თუმცა ძალიან ცდილობდა...

(მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. დაბნეული) არა...

ა დ ა მ ი ა ნ ი

ეს რა გავიგე, ქალაქის მერი თავად არ ზრუნავს სინდისის ფონდზე. საინტერესო რაღაც წამოგცდათ!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი

(აღელვებით) რომ არ ზრუნავდეს, მაშინ მე აქ არ ვიქნებოდი... მე... მე...

ა დ ა მ ი ა ნ ი დამშვიდდით, ნუ შეშინდებით, თქვენდა მეგობრად მიგულოთ, მინდა. განა იმიტომ გადმოვიარე ცხრა მთა და ცხრა ზღვა შეუსვენებლივ, რომ მოვსულიყავ და თქვენს სახეზე გამკრთალი ღიმის შუქი ჩამექრო?!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი თავბრუ დამესხა მაგ სიტყვებისგან, მაგრამ რა გიდევთ გულში, ვინ იცის... როგორ ვირწმუნო, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადმოიარეთ მხოლოდ იმისთვის, რომ მეგობარი გეპოვათ ჩემში?! არც თქვენს ქალაქში ყოფილა დიდად პატივცემული სიკეთის ნერგი.

ა დ ა მ ი ა ნ ი იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, ცისკარი ჩიტებს მოჰყავთ გალობით და ყვავილების ნაზი სურნელი იფრქვევა ყველგან, მთაში თუ ბარში.

Page 42: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

41 ვაჟა დადიანიძე

იციან ჭირის და ლხინის ფასი, ტანჯვა, ოცნება და სიყვარული, მხარის მიცემა და მეგობრობა, სიბრძნე სიკეთის არდაყვედრების.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი არის ჩვენთანაც ხალხი ასეთი, თუმცა იმხელა ჯავშანში სხედან, რომ ვერ შეღწევ შიგნით ვერაფრით. აწუხებთ ჩვენი ყოფის ავ-კარგი - ტოლფასი მონის თავისუფლების, მაგრამ არჩევენ სიცრუის ნიღაბს და ატარებენ დიდის ღირსებით... გვეყო, ძალზე შორს და ღრმად შევტოპეთ, აქ ნივთებიც კი საშიში არი, - ყველაფრის გაწვრთნა მოასწრეს უკვე... ერთი თხოვნა მაქვს, თუ დრო გექნებათ, საღამოს ვახშმად შემოგვიარეთ, მამას უთუოდ ასიამოვნებთ და მეც ძალიან გამიხარდება.

ა დ ა მ ი ა ნ ი როგორ გავიგო ბოლო სიტყვები, - გუშინ, დღეის თუ ხვალის ნათქვამად?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გუშინ ნათქვამად, თუმცა მოწვევას

ადრე მართლა ვერ მოვახერხებდი. ახლა ნახვამდის, ნუ მალოდინებთ!

ა დ ა მ ი ა ნ ი თქვენი დიდი ხნის ოცნება ხომ არ გადაგავიწყდათ? სინდისის ფონდი...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ჭირს წაუღია მისი მომგონი, მე სამკაულად ვაქცევ ჩემს ბორკილს.

Page 43: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

42 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი წასვლას არავინ არ გაპატიებთ, საშინელ რისხვას დაგატეხავენ, ასე სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მე დღევანდლამდე არც მიცხოვრია, რას ვაქნევ მხოლოდ ერთ დღის სიცოცხლეს. მაშ, გელოდებით!

(თუთიყუშებს) ახლა შინისკენ!

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი ახლა შინისკენ, ახლა შინისკენ!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი და თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი გადიან. სკვერში ხმაურითა და ალიაქოთით შემოცვივიან გ ო ნ ჯ ა და მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი. წელზევით გაშიშვლებულნი არიან და ნახშირით გამურული. შარვლები მუხლებამდე აქვთ ამოკაპიწებული. გონჯას ხელში ეკლიანი წკნელი უჭირავს.

გ ო ნ ჯ ა

(ქადაგივით) ღმერთო, მოგვეც წვიმა-ნამი, წყალი და ბალახი, საზრდო და პური, ნუ გაგვიშვებ მშიერსა. თუ ჩვენ არ გებრალებით, ქორფები შეიბრალე! უგუნურებს, პირუტყვებს, უფალო, გვაპატიე შეცოდებანი. შენი გაჩენილი სულები ვართ, ნუ გაგვტანჯავ ხორციელად, გაგვაძღე და დაგვაპურე.

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე

(პატარა სურიდან წყალს ასხამს გონჯას, რომელიც თავს ეკლიანი წკნელით იცავს)

გონჯას წყალი შემოვასხი, ვარდო-მანანასა! ღმერთო, წვიმა მოიყვანე, ვარდო მანანასა!

Page 44: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

43 ვაჟა დადიანიძე

გ ო ნ ჯ ა დასდევს თავის მხლებლებს და ვისაც მიეწევა, ყველას ეკლიან წკნელს ურტყამს. შემდეგ ა დ ა მ ი ა ნ ს ა ც შემოსცხებს.

გ ო ნ ჯ ა

(ადამიანს) ვინც არ მოგვცეს საციქველი, გადაეწვას საძირკველი!.. ეს რა ურჯუკ ხალხს გადავეყარე, კაცი ვერ ვნახე პატიოსანი, ერთ მუჭა წყალს რომ გაიმეტებდეს.

(გაბოროტებით) მაშ, ასე, არა? აბა, ბიჭებო, ცოცხები ჩქარა და გამოგავეთ აქ ყველაფერი, რამდენსაც შეძლებთ!

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი დააძრობენ ოცხებს და ჰგვიან.

ასე განქარდეს თქვენი დოვლათი, გაგიწყდეთ სარჩო-საბადებელი, ასე აღგავოს თქვენი სინსილა მიწის პირისგან მაღალმა ღმერთმა!

ა დ ა მ ი ა ნ ი ვის გაუგზავნეთ ასე გულუხვად ამდენი ლანძღვა და წყევლა-კრულვა?

გ ო ნ ჯ ა მას, ვინც სატანას მიყიდა სული და ჭიქა წყალსაც კი არ იმეტებს, რომ მოგვახმაროს წვიმის მოსვლაში. ვისაც სახლებში ოხრად მოუდის, რამდენიც უნდა, იმდენი წყალი, ვინც არა ფიქრობს და არც აწუხებს სტომაქის გარდა სხვა არაფერი. ეჰ, სხვისი ჭირი - კედელს ჩხირიო.

Page 45: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

44 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი წვიმის მოსვლაო, - ვერ გამიგია, ვინ და როგორ უნდა გიშველოს?

გ ო ნ ჯ ა როგორ და წყალი უნდა მოგვასხან, როცა სიმღერას დავაგუგუნებთ.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვთქვათ, შემოგასხეს, მერე წვიმას როგორ მოიყვანთ?

გ ო ნ ჯ ა როგორც ჩვენს პაპის პაპებს მოჰყავდათ!

ა დ ა მ ი ა ნ ი

მაშინ სხვა იყო, სულ სხვა დროება, იქნებ აღარ ჭრის ეგ ძველი ხერხი?

გ ო ნ ჯ ა როგორ თუ არ ჭრის?

(დაჟინებით) გონჯა მოდგა კარებსაო, ატრიალებს თვალებსაო, ღმერთო, წვიმა მოიყვანე, მოუხდება ყანებსაო! აბა, შეხედე, რა ღრუბლები წამოიშალა.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვერაფერს ვხედავ!

გ ო ნ ჯ ა მუდამ ასეა, - საავდრო ღრუბელს როცა მოვიყვან, მაშინვე ქარი ამოქროლდება, სულ მთლად დაფლეტს და უცებ გააქრობს. ამბობენ, თითქო თვითონ დოქტორი სულს უბერავს და ისე ფანტავსო. ეჰ, ვინმე მართლა რომ მომეხმაროს,

Page 46: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

45 ვაჟა დადიანიძე

ისეთ გატიკნულ ღრუბლებს მოვრეკავ, ქარიშხალმაც კი ვერ გადახვეტოს.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვის დააჯერებ, ხვეწნა-მუდარით წვიმის მოყვანა თუ შეიძლება?

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ვი არა სჯერა? მე მჯერე. აი,

(მეგონჯავენზე მიუთითებს) ამასაც სჯერა, ამასაც!

ა დ ა მ ი ა ნ ი კიდევ?

გ ო ნ ჯ ა კიდევ... არავის. მექოთნესაც კი... მახსოვს, მერს ერთხელ ჩემთან წამოსცდა, - სანამ დოქტორი არ აორთქლდება, წვიმას ვერავინ ეღირსებაო.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვერ დავიჯერებ, ქალაქის მერი, ასეთ მკრეხელურ აზრებს ფარავდეს, ხოლო სხვებთან კი ენამზეობდეს. იქნებ დაკარგეთ შეგრძნება შიშის და შეუმჩნევლად ჩაუდგნენ უკვე მწევრები კვალში სიფრთხილის კურდრელს?

გ ო ნ ჯ ა შიშის შეგრძნება არცა მქონია, ყველამ იცის, რომ მე სულელი ვარ და ამიტომაც - თავისუფალი. თვით ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიც, როცა ხუმრობის ხასიათზეა, წყალსაც კი მასხამს ხოლმე, ხანდახან. ერთხელ დოქტორიც გააპამპულა და შეუკურთხა მამაპაპურად.

Page 47: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

46 ვაჟა დადიანიძე

ჩემი არავის არ ერიდება, მაგრამ ერთმანეთს მაინც უფრთხიან, თუმცა არც ისე, როგორც ოდესღაც. ახლა ლაყბობას აღარ უშლიან, მაგრამ, თუ შეცდი და ღრმად შეტოპე, მაშინვე გიჟად შეგრაცხავენ და თავს იქ გიკრავენ, სადაც წესია. ან, თუ ფორტუნა შენ მხარეზეა, შრომის ბანაკში გაგამწესებენ.

ა დ ა მ ა ნ ი „შრომის ბანაკში“ რაღა არის?

გ ო ნ ჯ ა ჩვენი ქალაქის - როგორ აგიხსნათ? – ბევრი მოღვაწე: მღვდელი, მწერალი, ფილოსოფოსი და მოსამართლე, კაცი მხატვარი თუ მეცნიერი, ამჟამად შრომის ბანაკში ცხოვრობს, რომ ხელმეორედ აღზადონ მათში ჩვენთვის საჭირო ადამიანი, რომ უკეთ იგრძნონ თავისუფლების ფასი, როდესაც დაბრუნდებიან.

ა დ ა მ ი ა ნ ი რა დააშავეს მაინც ასეთი?

გ ო ნ ჯ ა ვერ გაიგესო, ღრმად და შეგნებით, დოქტორის ბრძნული ციტატებიო.

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ხომ არ გვეყოფა, ერთი კუთხეც არ დაგვრჩენია, სულ გადავგავეთ აქაურობა.

გ ო ნ ჯ ა

კიდევ მოუსვით, უფრო ძლიერად, გაწყდეს მაგათი სახსენებელი.

Page 48: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

47 ვაჟა დადიანიძე

(მეგონჯავენი მიდიან და გვას აგრძელებენ).

ა დ ა მ ი ა ნ ი (გონჯას)

ასეთი ჟინით და გატაცებით, რომ სხვა რაიმე საქმე აკეთოთ, უფრო საჭირო და სასარგებლო, რამდენს მიაღწევთ...

გ ო ნ ჯ ა ჭკუა რომ მქონდეს, აქამდე სინდისს ჩავაბარებდი, მაგრამ რა ვუყო, თუ მეცოდება ხალხი უმწეო და უქონელი, კისერზე როგორ მოვაჯდე, როცა ბევრ მუქთახორას არჩენენ ისეც.

ა დ ა მ ი ა ნ ი ამბობენ, ფონდი შევსებულაო.

გ ო ნ ჯ ა ჭკვიან ხალხისთვის, ვისმა ქველობამ ფონდ შეიძლება სახე უცვალოს. თორემ იმათთვის, რომელთა სინდისს ნეკა თითზედაც ვერ გადაიხვევ, კარებს არასდროს ადებენ კლიტეს. ანდა ფულს უნდა გაგულებდნენ, თუ ბლომადა გაქვს, დილის პატივით, მობრძანდის კაცსაც მოგიგზავნიან და ლაბირინთის კარი შეიკრა: უფულო კაცი ფონდს ვერ მისუნავ, ხოლო უფონდოდ ფულს ვერ იშოვი. რა ქნას საწყალმა, ჭრელმა პეპელამ?!

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე სად დაუმარხავთ ეგ დაწყევლილი, - ძაღლის საფლავი ამოგვითხრია.

Page 49: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

48 ვაჟა დადიანიძე

თუ დროზე ყველა არ ავიცოცხეთ, რა დაგვბრალდება, ეშმაკმა უწყის.

გ ო ნ ჯ ა ცოდვას ნუ იზამთ, ღმერთს განვარისხებთ, მიდით, როგორმე ისევ ჩაფალით.

(ადამიანს) იმას ვამბობდი... დღეს ჩვენი მერის ქალწულის ჯერი იყო განრიგით. ცდუნებას მანაც ვეღარ გაუძლო. მერე რა ბავშვი, სულში ჩაიძვრენ, ჩემს ხელში არის წამოჩიტული. ვაი, მის პატრონს, როგორ გაწირა ეს უმანკო და ნორჩი კოკობი. მზის ამოსვლიდან დავდივართ ასე, ღმერთს ვევედრებით წვიმის მოყვანას, იქნება ხალხმა ირწმუნოს რამე, გამოიბერტყოს ვირის ყურები და შეებრძოლოს ერთიან ძალით იმ საშინელ და სისხლიან ურჩხულს... ეს მერამდენედ მიმტყუნა ბედმა, ეს მერამდენედ ამოდ დავშვრი. თავით ფეხამდე გაძარცული ვარ, არც ძმა, არც შვილი, არც სიყვარული. ეჰ, ცალუღელა ხარივით დავრჩი და ცნობილი ვარ, როგორც სულელი.

(გაბოროტებით) ის კი, ვისთვისაც ღამეებს ვტეხდი, გულით მიყვარდა და ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად ვანაცვალებდი, ახლა დოქტორის მკლავზე იძინებს და მის ლოგინში იმტვრევა ვნებით.

ა დ ა მ ი ა ნ ი მდივანზე ამბობ?

გ ო ნ ჯ ა დიახ, მდივანზე!

Page 50: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

49 ვაჟა დადიანიძე

ვერ ამოვიგდე დღემდე გულიდან. ჩვენ ერთმანეთ ი გვიყვარდა ერთ დროს, მაგრამ სატანას მიჰყიდა სული. შურისძიების წყურვილით მთვრალმა, თუ რამ მებადა, დავთმე ყოველი და დღენიადაგ სამაგიეროს გადახდის ფიქრში ვათენ-ვაღამებ. თავს შევაკლავდი, მაგრამ რა ყრია, ვერ მოვისვენებ საფლავში მაინც. აი, ვინმე რომ გამოჩნდებოდეს, კაცი რაინდი და ღვთისნიერი.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვინ უნდა იყოს განა ისეთი, დოქტორს მარტო რომ შეებმეოდა?

გ ო ნ ჯ ა ჩვენც ხომ აქა ვართ?

ა დ ა მ ი ა ნ ი ვინ თქვენ?

გ ო ნ ჯ ა არიან!

ა დ ა მ ი ა ნ ი თუ მართალს ამბობ, რაღას უცდიან?

გ ო ნ ჯ ა ცალ-ცალკე თითქოს ყველა ვაჟკაცობს, საქმე საქმეზე როცა მიდგება, შიშისგან სული სძვრებათ, გარბიან ერთი ალთას და მეორე ბალთას. ვერც გაამტყუნებ, მტერს არ ვუსურვებ მაგათ სისხლიან ხელში ჩავარდნას. ისე უეცრად აგაორთქლებენ, კაცის შვილი რომ ვერას გაიგებს.

Page 51: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

50 ვაჟა დადიანიძე

ხანდახან ეჭვიც შეგეპარება - თუ არსებობდა ის კაცი მართლა.

ა დ ა მ ი ა ნ ი აღარ ყოფილა გამოსავალი.

გ ო ნ ჯ ა

ასეა, მაგრამ ხომ გაგიგია, ცდა ბედის მონახევრე არისო.

ა დ ა მ ი ა ნ ი

ცდა თავისთავად არაფერს ნიშნავს. ყველაფერს კარგად აწონ-დაწონა და ჭკვიანური განსჯა სჭირდება. მე ვიცი, დოქტორს ვინ დაამარცხებს და ისიც ვიცი, სადა და როგორ, მაგრამ თუ თქვენვე არ გაანძრიეთ ჭკუა-გონება და ეგ ხელები, სხვა ბრძნად დარჩება მხოლოდ სხვის ომში, თქვენ არაფერი არ გეშველებათ.

გ ო ნ ჯ ა მართლა ამდენი თუ შეგიძლია, მაშ, გადმოგვხედე წყალობის თვალით, ყელანი მხოლოდ შენზე ვილოცებთ.

(გამოერკვევა) ხომ არ დამცინით, კეთილო კაცო?

ა დ ა მ ი ა ნ ი გამტკიცულ, მაგრამ მომადლებულ პურს, საკუთარ გარჯით მოყვანილი მჭადი გერჩიოს. გამოხრულ ძვლებს ხომ ძაღლებს უგდებენ. სხვის ნაწყალობევ თავისუფლებას ფასი არა აქვს ვაჟკაცისათვის. ვაჟკაცი-მეთქი, მათზე არ ვამბობ, ვინც მონად არის დაბადებული. დღეს ეს ვიკმაროთ, მხოლოდ გახსოვდეს: სიკეთის უღელს მარტო ვერ გასწევ,

Page 52: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

51 ვაჟა დადიანიძე

მხრის ამბმელის და შემწის გარეშე... და თუ მამული ღირსია იმის, რომ მოსავალი ჰქონდეს ქებული, მარცვალი მაინც წაღმა ამოვა, თუნდაც უკუღმა გადაგდებული.

გ ო ნ ჯ ა შენი ჭირიმე, უკვე ინთება, რაღაც იმედი გამიკრთა სულში, დოქტორის წელთან დაკავშირებით, ხვალ იმართება დიდი ბაზრობა, ყველა იქ მოვა, ვინც საჭიროა, გამოიარეთ, გაესაუბრეთ, იქნებ იმათაც აეხილოთ დავსილი თვალი. ისეთ ძალას ვგრძნობ, თუნდაც მარტო შევებრძოლები.

ა დ ა მ ი ა ნ ი მაგის დორც მოვა, ნუ გეშინია, ახლა წავედი, ბა, ხვალამდე, სხვა ვირები მყავს ჯერ გასახედნი.

(გადის)

გ ო ნ ჯ ა

(საზეიმო განწყობილებით) გონჯა მოდგა კარებსაო, აყვრიალებს თვალებსაო. რილასა და რცხილასაო, ღმერთი მოგვცემს წვიმასაო. გაგვიკეთებს ყანებსაო, სიმინდსა და მჭადებსაო.

შემოდის მ დ ი ვ ა ნი.

მ დ ი ვ ა ნ ი

(გონჯას გასაგონად) წაბრძანებულა მზეთუნახავი, ნამდვილად იმ კაცს ეკურკურება. რამდენჯერ უნდა გადამიდგეს წინ,

Page 53: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

52 ვაჟა დადიანიძე

ის... ის უმანკო-ავხორცი სული?! მაგრამ დამთავრდა მისი პარპაში. ვინ აპატიებს შეურაცხყოფას, თვით დოქტორს მოსჭრა საქვეყნოდ თავი!

გ ო ნ ჯ ა ოხ, შენი დედა, რა უხარია ამ იუდას კერძს, ურჩხულის კუროს!

მ დ ი ვ ა ნ ი (ვითომ ვერ გაიგო)

Testimonium paupertatis! ერთი სულელი ძლივს მოვიშორე, ახლა მეორეს გადავეკიდე. (გონჯას) რაო, ძვირფასო, წვიმა არ მოდის? რად გაგებუტა, ნეტავი, ღმერთი, რა აწყენინე ვითომ ასეთი?

გ ო ნ ჯ ა

(ირონიით) როგორ შეირგე Jus primae noctis, - პირველი ღამის უფლება, ხასავ? შე გაბერილო ნახერხის გუდავ, წუწკო, ბოროტო, ავხორცო, ფლიდო! მალე სხვაგვარად აგაჭიკჭიკებ! ისეთ საავდრო ღრუბლებს მოვრეკავ, რომ დედამიწა სულმთლად წალეკოს.

მ დ ი ვ ა ნ ი რა გეჩქარება, ჩემო ლამაზო, ერთი იმდენი მაინც მაცალე, სანამ კიდობანს გავაკეთებდე, მხოლოდ მე და შენ რომ ჩავეტიოთ; მერე კი მიდი, რეკე და რეკე, აღარ ვინაღვლებ, რაც უნდა მოხდეს.

გ ო ნ ჯ ა ამხელა ქალაქს უწამლავ ჰაერს,

Page 54: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

53 ვაჟა დადიანიძე

აქ ვეღარ ვიტან შენს სიახლოვეს, კიდობანში რა გამაძლებინებს! აი, საფლავს კი, შენს ზომის საფლავს, სიამოვნებით ამოგითხრიდი. არ შეგეშინდეს - მაგ ბილწ სხეულში იმდენი შხამი მოგეპოვება, რომ მატლებიც არ გაგეკარება.

მ დ ი ვ ა ნ ი ოჰო, სიგიჟეს იგონებ, მგონი, ხვალ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ვთხოვ, რომ შეგამოწომონ ხელახლა.

გ ო ნ ჯ ა ვითომ? რა შემოწმება, რის შემოწმება, რასაც უბრძანებ, იმას ჩაწერენ, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებთ, ნეტავი, იმ თქვენი ბილწი ურჩხულის ჩრდილქვეშ?

მ დ ი ვ ა ნ ი ეჰ, გონჯა, გონჯა, ასე მგონია, რომ არასოდეს არ გყვარებივარ და არაფერი გესმოდა ჩემი. ასე იმიტომ დაგვცინა ბედმა.

გ ო ნ ჯ ა გეყოფა თავის მოკატუნება, ალბათ იყნოსე რამე, ძაღლივით და პატრონების მოსევას ფიქრობ.

მ დ ი ვ ა ნ ი თუნდ ასე იყოს, ნუ დამივიწყებ, სასთუმლად მაინც დაგჭირდეს იქნებ ხასადქცეული ნახერხის გუდა.

შემოცვივდებიან მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი.

Page 55: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

54 ვაჟა დადიანიძე

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე (გონჯას)

ჩქარა, მოგვდევენ, გამოიქეცი!

გ ო ნ ჯ ა და მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი გარბიან. შემოდიან მ ზ ი რ ი და მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი, შემდეგ ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი.

მ ზ ი რ ი საფლავს ძარცვავდნენ, ზედ წავადექით, იმ ძაღლის საფლავს, მირონცხებულის. ვერვინ ვიცანი, საით წავიდნენ?

მ დ ი ვ ა ნ ი ისე გაცვივდნენ შლეგიანივით, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

(მზირს) ეგ არაფერი, ვერსად წაგვივლენ, მათ სადევნელად ჯერ არ გვცალია. (მდივანს) სად არის მერის ქალიშვილი?

მ დ ი ვ ა ნ ი წასულა!

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი რა თქვით?

მ დ ი ვ ა ნ ი წასულა-მეთქი, დაუკითხავად. რა ვუთხრათ დოქტორს, როგორ ვეჩვენოთ?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ვინ იფიქრებდა, რომ გაბედავდა

Page 56: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

55 ვაჟა დადიანიძე

და ჩაიდენდა ამ სისულელეს. (მესტუმრეებს)

ახლავე წადით და მომიყვანეთ იმ ქალბატონის თუთიყუშები. იქ ბევრ რაიმე საინტერესოს შეკრებდნენ უკვე. ჩემთან ვიქნები.

მ ე ს ტ უ მ რ ე ე ბ ი გადიან.

(მდივანს) ჯობია, მერე დავაპატიმროთ, ჯერ საბუთები ჩავიგდოთ ხელში. მ დ ი ვ ა ნ ი აჰ, თქვენ გჭირდებათ corpus delicti, - სამხილი მისი დანაშაულის.

ამასობაში დიდი დრო გავა. მერე დოქტორი რომ გაგვიბრაზდეს?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი არა მგონია. ერთად შევიდეთ - ჩვენს რჩევას, ვიცი, დაჰყვება ბოლოს. მე ჯერ ს ტ უ მ ა რ ი უფრო მადარდებს, ისე იქცევა, წამსვლელს არა ჰგავს.

მ ზ ი რ ი ხელშუბიანებს თუ მომახმარებთ, დღესვე დილეგში გამოვამწყვდევთ...

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ჯერ ხელს ნუ ახლებთ! ვნახოთ, გავიგოთ - ვინ, რა კაცია. არ გადაგვკიდოს რაიმე ხიფათს. ადამიანი ვარო, რომ ამბობს, იქნებ დოქტორის ნათესავია, - ყველაზე უფრო ადამიანის.

Page 57: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

56 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი მართალსა ბრძანებ, ასე აჯობებს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, - წინაპრებს უთქვამთ.

(მზირს) არ მოაცილო მხოლოდ თვალი, არამც და არამც. მასზე, პირადად, შენ აგებ პასუხს. საეჭვოს რამეს თუ შეამჩნევ, მაშინვე მოდი.

მ ზ ი რ ი გადის.

(ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს)

დაპატიმრებას ნუღარ გადავდებთ, თორემ დოქტორს ვერ გადავურჩებით. რა იცი, სადმე არ მიიმალოს, არ ჩაგვიმწაროს ხვალის ზეიმი.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს

მ ი ნ ი ს ტ რ ი ვერსად გაასწრებს ჩემს მესტუმრეებს... მოვიდნენ, ვნახოთ თუთიყუშები, სულ ათი წუთი დაგვეკარგება.

მ დ ი ვ ა ნ ი კარგი, კეთილი, როგორც ინებებთ.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ჩემთან შევიდეთ, იქ დაველოდოთ, თანაც ზეიმის პროგრამაზე წავისაუბროთ.

(გადიან)

შემოდიან მ ზ ი რ ი, მ ე ს ტ უ მ რ ე ე ბ ი, თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი.

Page 58: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

57 ვაჟა დადიანიძე

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი უჰ, რა კაცია, უჰ, რა კაცია, მოდი, ლამაზო, ხელი მოგისვა...

მ ზ ი რ ი

(მესტუმრეებს) ეს რა გიქნიათ, ბედოვლათებო, სულ წაგიშლიათ მეხსიერება. თქვენს ჩასვრილ საქმეს თქვენვე მიხედეთ. არ გინახივართ! აბა, მოუსვით!

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი უჰ, რა კაცია, უჰ, რა კაცია, მოდი, ლამაზო, ხელი მოგისვა.

უჰ, რა კაცია, უჰ, რა კაცია, მოდი, ლამაზო, ხელი მოგისვა.

ყველანი გადიან.

მ ე ო რ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

პირველი სურათი

მ ე რ ი ს ბინის სასტუმრო ოთახი. ხტუნვა-ხტუნვით შემოდის მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ასკინკილა, კინკილა, დღეს შაბათი, ხვალ კვირა. ასკინკილა, კინკილა, დღეს დოქტორი, ხვალ ვინა? ჯერ ასე კარგად არასოდეს მიგრძვნია თავი,

Page 59: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

58 ვაჟა დადიანიძე

მაგრამ, ვიცი, რომ ჩამაშხამებენ. მხოლოდ დილეგი თუ მაკმარეს, ეს არაფერი... ალბათ სიკვდილი არ ამცდება. საწყალი მამა. იმ მშვენიერი, ლამაზ წამისთვის, როცა დოქტორი დაიწყებს წკავწავს, მართლაც რომ ღირდა თავის განწირვა... ის კი... ვინ იყო, საიდან გაჩნდა? ლამაზი, ზრდილი, მკაცრი, ამაყი. ოი, რა სიტყვებს მეუბნებოდა, იმის ჟრუანტელს ახლაც ვგრძნობ ტანში. თვალში სიკეთის შუქი უკრთოდა და ნაპერწკლები სცვიოდა თითქოს.

შემოდის მ ე რ ი.

(მერს)

რას მებუტები, რად არ მილოცავ?

მ ე რ ი რა მოგილოცო - წახდენა, წარყვნა, ლაფში ამოსვრა, სიმდაბლე, ბილწი...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი დაცემა, ლირწი და გამოპარვა.

მ ე რ ი რა გამოპარვა?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ნუ აღელდები! როცა ვიფიქრე, რომ მათნაირი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა მუდამ, ვეღარ შევძელი იქ გაჩერება და, როგორც ხედავ, სახლში დავბრუნდი.

მ ე რ ი ვაი, საბრალოვ, ეს რა გიქნია! თუ მამაშენი არ გეცოდება,

Page 60: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

59 ვაჟა დადიანიძე

შენს საკუთარ თავს რაღას უშვრები. ვინ გაპატიებს ამ თავხედობას, ქალაქის ღალატს დაგწამებენ და ეშაფოტისკენ გაგისტუმრებენ. ახლავე წავალ, ყველას ავუხსნი, რომ გაურვებდა, ავად იყავი და სხვა დროისთვის დავანიშნინებ. სად არის ჩემი ზეობის ჯაჭვი.

(წასასვლელად ემზადება)

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მოიცა, მამა, ჯერ მომისმინე - მე იქ მიმსვლელი არა ვარ ნებით, თუნდ ეშაფოტზე მომკვეთონ თავი, ჩემში ისეთი რაღაცა ხდება...

მ ე რ ი რა დროს ეგ არი, დავაგვიანებ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი კარგად არ იცნობ შენს საკუთრ შვილს - აღარ გადავთქვამ, რაც უნდა მოხდეს.

მ ე რ ი როგორ გიმგვანა დედაშენმა ამ სიჯიუტით, ღმერთმა შეუნდოს, რბილი ჰქონდეს მუდამ საფლავი... მთელი ოჯახი დოქტორს ხომ არ შევეწირებით?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი რა მესმის, ვაი, ჩვენს უბედურ თავს!

მ ე რ ი ბავშვი იყავი და გიმალავდი. შენი ორი ძმა, ორი ვაჟკაცი, ვის ფეხქვეშ მიწაც კი ზანზარებდა, დოქტორის ბილწმა ხელმა იმსხვერპლა. ვერ გადიტანა დედაშენმა მათი დაღუპვა და მალე ისიც მათ კვალს გაჰყვა.

Page 61: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

60 ვაჟა დადიანიძე

შენღა შემომრჩი, მაგრამ შენი რიგიც მოსულა. ვერვის გიშველეთ, რადგან დილეგში ვიყავი მაშინ გამომწყვდეული, ახლა კი, აბა, რა შემიძლია, უკვე საკმაოდ დავჩაჩანაკდი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მერედა იმას ემსახურები, ვინც გაგიწყვიტა მთელი ოჯახი?! ან მაგ მერობას რა თავში ვიხლი, საკვირველია, რატომ დაგნიშნეს?!

მ ე რ ი ჩვენს მზეს ჰფიცავდა მთელი ქალაქი, უყვარდათ შენი გულადი ძმები და ხალხის თვალის ასახვევად შემომთვაზეს მერის ადგილი. რა უნდა მექნა, უპატრონოდ ხომ არ დაგტოვებდი. ორი კურდღელი დაიჭირა დოქტორმა ამით: ქალაქის გულიც მოინადირა და ჩირქიც მოგვცხო...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი რა მეთქმის, მამა, შეგირცხვენია შვილების ხსოვნა. ჩვენი ოჯახის ღირსების ტვირთი ახლა მე უნდა ვზიდო...

მ ე რ ი ჯერ კიდევ ცოცხალი არის მამაშენი, თუმცა მოხუცდა. ქალადა გრაცხდი, ვაჟკაცი კი გამომიზრდიხარ. რაც იყო, იყო, ღმერთი გფარავდეს.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ვიცი, რაღცას ეშმაკობ, მამა, ვფიცავ დედის და ძმების ნათელს სულს, რომ იმათ კვალზე ვივლი მარადის!

Page 62: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

61 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ჰო, კარგი, კარგი, მე მჯერა შენი. ახლა მითხარი, რა როგორ იყო და დავივიწყოთ ეს საუბარი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი იქნება მხოლოდ წუთის სიცოცხლე, თავისუფალი ადამიანის, სჯობდეს ასი წლის სიცოცხლეს, მონის. დღეს მე ყველაზე ბედნიერი ვარ... ერთი უცნობი დამხვდა მდივანთან, რაღაც უცნაურ, ლამაზ სიტყვებით მუსაიფობდა, როგორც მისანი. ვერ მივხვდი, თუ რა ჰქონდა მიზანი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თანდათანობით მიპყრობდა თვის მსუსხავი მზერით.

მ ე რ ი დამშვიდდი, ცოტა დალაგებულად მოყევი, თორემ ვერაფერს ვიგებ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ერთგულებაო, სიყვარული და ოცნებაო, ყვავილებიო - ფერად-ფერადი, ჩამოკიდებული ჩანჩქერებიო, ჩიტის სტვენაო... რას ნიშნავს, ნეტა?

მ ე რ ი ჯერ ვერ გაიგებ ასე, ერთბაშად. ჩემი ბრალია, გვიანღა მივხვდი, რომ უხეიროდ, უგვანოდ გზრდიდი. ამაზე მერე, ჩემო გოგონა... ვინ უცხო კაცზე ლაპარაკობდი?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი საცაა მოვა, შენ თვითონ ნახავ, ჩვენთან ვახშამზე მოვიპატიჟე. მხოლოდ გახსოვდეს, მეც გამაცანი.

Page 63: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

62 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი უცნობ კაცს სახლში ეპატიჟები დაუკითხავად... ეს კი არ მომწონს. აბა, ასეთი განუსჯელობა კარგ ოჯახის შვილს ეპატიება? რა იცი, შვილო, რა ჯურისაა, რა უდევს გულში...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი აი, ნახავ და მოგეწონება. უფრო იმიტომ მოვიპატიჟე, ასე მეგონა, შენ გისმენ-მეთქი. სულ შენნაირად ლაპარაკობდა. ახლოს გაიცნობ და შეიძლება, მერე მადლობაც გადამიხადო ასეთი მო-საზ-რე-ბუ-ლო-ბი-სათ-ვის.

მ ე რ ი მხოლოდ გაფრთხილებ, არ დამანახო ის შენი შტერი თუთიყუშები. პატარა არ ხარ, რომ ერთობოდე ასეთნაირი სისულელეთი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი უკან გავგზავნე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. ბრიყვები იყვნენ, თან მოიშალნენ. ნაბიჯების ხმა გავიგონე, აბა, მამიკო, არ შემარცხვინო იმ უცხო კაცთან.

მიდის კარების გასაღებად. შემოდის ა დ ა მ ი ა ნ ი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მოდით, მობრძანდით, უკვე გელოდით.

(მერს) ნება მიბოძე - წარმოგიდგინო...

Page 64: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

63 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი (შეაშველებს)

ადამიანი!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ადამიანი!

(ადამიანს) ეს კი მამაა, მერი გახლავს ჩვენი ქალაქის.

მ ე რ ი

(ადამიანს) მასიამოვნებ ძალიან დიდად. არ მოგერიდოთ, დაბრძანდით, შვილო.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი თუ ნებას დამრთავთ, ვახშამს გაგიწყობთ, სანამ საუბრით თავს შეიქცევდეთ.

(გადის)

მ ე რ ი (ადამიანს)

ხომ არ მოგიკრავთ თვალი ვინმესთვის, როცა ეზოში შემოდიოდით?

ა დ ა მ ი ა ნ ი იყო ვიღაცა და მიიმალა.

მ ე რ ი ფხიზლად არიან, აი, ეს მესმის. უჩუმრად, გზაში თუ გამოგასწრეს.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვერ გიგებთ, რაღაც თავგზა ამებნა.

მ ე რ ი ო, არაფერი, ეს ისე... თქვენზე ცოტა რამ მითხრა ჩემმა გოგონამ, თუმცა ბუნდოვნად და აბდაუბდად.

Page 65: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

64 ვაჟა დადიანიძე

ადამიანი! ასე არ ბრძანე? რასა გულისხმობთ, მაშ, ჩვენ ვინა ვართ?

ა დ ა მ ი ა ნ ი იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, თქვენისთანა ხალხს, გთხოვთ, მომიტევოთ, ადამიანებს არ ეძახიან.

არცერთი კაცი საღადმჭვრტელი, არც მგრძნობიარე სული არცერთი!

მ ე რ ი სული, გონება ვისა სჭირდება? დიდი ხანია, კაცობრიობამ და, სამწუხაროდ, ტყუილუბრალოდ, გადაივიწყა საუკუნეთა განმავლობაში გამოწრთობილი, - კულტურა დიდი, ანტიკური, მარადიული. ნახეთ ბერძნული ქანდაკება, ნებისმიერი, არცკი უცდიათ, ჩვენი დროის ქურუმთა მსგავსად, თავისთვის ტანის დამორჩილება. რას აძლევს, აბა, კაცობრიობას ამოზნექილი შუბლი და ღრმად ჩაფიქრებული, ამრეზილი და დამცინავი თხელი ტუჩები, წარბშეჭმუხნილი და მრისხანედ მეტყველი სახე დიახ, ბერძნებმა, იმთვით, მოქნეულ სხეულს, ჯანმრთელ ტანს თავი დაუმორჩილეს. უკეთ განსჭვრიტეს და არც შემცდარან: ტანი სალუქი და ჯიშიანი ენერგიით და ძალ-ღონით სავსე, მაღალი მკერდი, დაჭიმული მუხლის მყესები, აი, ნამდვილი იდეალი ადამიანის!

ა დ ა მ ი ა ნ ი ვხედავ, ანტიკურ ეპოქას გინდათ, რომ დაუბრუნდეთ, ეს აბსურდია!

Page 66: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

65 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ხომ არ უარყოფთ ისტორიის გამოცდილებას? საუკუნენი სჭირდება ხოლმე ჭეშმარიტების მიჯნამდე მისვლას. ჩვენ კი, რაც ახლის ნერგი დავამყნეთ ორმოციოდე წელიწადია.

ა დ ა მ ი ა ნ ი დღეს ყველაფერი სწრაფად იცვლება!

მ ე რ ი არა და არა! აქ ეპოქა რა შუაშია, - ეს მხოლოდ ჩვენი ბრძენი დოქტორის დამსახურება გახლავს, პირადი. მან დაამტკიცა, რომ ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას, სანამ სინდისის ხუნდებს ატარებს, რომ მის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ აღმოცენდება დაუსაკლისი, ჯანმრთელ სხეულში - ჯანმრთელი სული. ა დ ა მ ი ა ნ ი ამ დებულების ჭეშმარიტება საეჭვო გახლავთ...

მ ე რ ი აქსიომაა! ადამიანი თუ ჯანმრთელია, ის კმაყოფილიც არის ყოველთვის, ამიტომ ნდობას იმსახურებს. ამ ქვეყანაზე რაც კი მომხდარა უბედურება, ავადმყოფების მიზეზი გახლავთ. კაცი ყვითელი და ფერწასული, სახენაოჭა, მოუსვენარი, მუდამ რაღაცას ელტვის და ფიქრობს, მისგან ყველაფერს უნდა ელოდო. გახსოვთ ცეზარი? ასე არ ბრძანა?!

შემოდის მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, რომელიც ყურს მოჰკრავს ბოლო სიტყვებს.

Page 67: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

66 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მოკლედ, ერიდეთ გაფითრებულ ადამიანებს! თუ შეიძლება, სტუმარს ჩაი მივართვა, მამა!

მ ე რ ი რა კითხვა უნდა?

ა დ ა მ ი ა ნ ი მართალი უთქვამს! თქვენზე ამბობდა და ბეჯითებით, სინდისი მთლად არ ჩააბარაო!

მ ე რ ი ვინა თქვა, როდის?

ა დ ა მ ი ა ნ ი არ ვიცნობ, მგონი, დოქტორის მდივანს წაუჩურჩულა. ისე, შემთხვევით, მოვკარი ყური.

მ ე რ ი ყოველი მხრიდან უნდათ შემოვლა!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი რა ვქნათ, მამიკო, რა გვეშველება?

ა დ ა მ ი ა ნ ი

(მერს) თქვენც შეგძლებიათ შუბლის შეჭმუხვნა!

მ ე რ ი

(მერის ქალიშვილს) დიდხანს უნდები ვახშმის გაწყობას, მოგვშივდა კიდეც, გთხოვ, დააჩქარო.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ახლავე, მამა!

(გადის)

Page 68: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

67 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი ჩვენ ვსაუბრობდით ძველ კულტურაზე. ახლა კი მინდა უფრო ადრინდელ ისტორიას შევავლოთ თვალი. უხსოვარ დროში, დედამიწაზე, ბევრი ურჩხული ბინადრობდა, უზარმაზარი. მამონტები და დინოზავრები შიშის ზარს სცემდნენ ადამიანებს. მაგრამ რა იქნენ, სად გადაშენდნენ? და განა მარტო ის გიგანტები! სხვაც, ცხოველების, მცენარეების თუ ფრინველების მრავალი ჯიში. ადამიანი მაინც გამრავლდა და, შეიძლება, ძალიან მალე დედამიწამაც ვერ დაიტიოს. რამ მოიყვანა დღევანდელ დღემდე? აზროვნების და იმედის ნიჭმა! თქვენ კი, მას ახლა ორივეს ართმევთ.

მ ე რ ი გასაგებია, საით უმიზნებთ, მაგრამ არ მესმის, როგორ უარყოფთ, რომ ჯანმრთელი და გამძლე სხეულით ადამიანი უფრო მეტს შეძლებს?

ა დ ა მ ი ა ნ ი დინოზავრებიც მოისპნენ-მეთქი! თქვენც ეს მოგელით, ვიდრემდის სახეს არ დაიბრუნებთ ადამიანურს... თუ კიდევ შეგწევთ ამის უნარი.

მ ე რ ი ქვეყნად, წესრიგის დასამკვიდრებლად, აუცილებლად არი საჭირო ხალხი, ბრძანებებს ვინც უნდა სცემდეს და ასრულებდეს, ვინც უყოყმანოდ. ჩვენი ქალაქი მრავალ ომს ასცდა,

Page 69: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

68 ვაჟა დადიანიძე

კარგა ხანია, რაც ბრძოლის ველზე, აღარ დაღვრილა უბრალოდ სისხლი, რასაც პირადად დოქტორს ვუმადლით. ჯერ ფრინველი არ გადმოფრენილა იმისი შიშით უცხო ქვეყნიდან; მშვიდობა სუფევს, მაგრამ ყველაფერს თავის ზადი აქვს: რაც ხანი გადის, ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება და მეტისმეტად გვიმძიმდება სინდისის ტვირთი. დაღუპული ხარ, ასეც და ისეც, მაგრამ სულერთი არა ყოფილა, ვინც შეჭამს ქათამს - ტურა და მელა!

შემოდის მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ვაიმე, რა ვქნათ, ვაიმე, რა ვქნათ ყველას შეგვჭამს მელაა!.. ქათმის ხორციც კი ჩაგიხოხბეთ, გთხოვთ, მაგიდასთან!

მ ე რ ი ცოტაც გვაცალე, ახლავე მოვალთ!

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მეც აქ დავრჩები, ჩუმად მოგისმენთ, თუ თქვენ არ მეტყვით, ხმას არ გავიღებ!

მ ე რ ი მხოლოდ...

ა დ ა მ ი ა ნ ი ქათამი, ტურა და მელა ახსენეთ ბოლოს.

მ ე რ ი იმას ვამბობდი, თქვენ ღრმად ვერ ჩასწვდით დოქტორის სიბრძნეს:

Page 70: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

69 ვაჟა დადიანიძე

ის სინდისისგან ათავისუფლებს, არა მთელ ქალაქს - მხოლოდ და მხოლოდ - ადამიანებს, რომლებსაც იგი არათანაბრად აქვთ ბოძებული, რაც იწვევს მტრობას, შურს, ხენეშობას. ავიროთ, თუნდაც, პურის მარცვლები, აშკარად ჩანს, რომ განსხვავდებიან ფორმიტ თუ ზომით, ფერით თუ წონით. ახლა დავფქვათ და ისე შევხედოთ, - მათ შორის უკვე განსხვავებას ვეღარ შეამჩნევთ. თუმცა ნაფქვავი, სინამდვილეში, ხომ გაცილებიტ უთანაბროა. ხედავთ, რა მოხდა? დაქუცმაცებით მხოლოდ გავზარდეთ უერთგვარობა. რა დაგვრჩა? ერთი გამოსავალი: შეერთება და გამთლიანება! ამ მაგალითზეც აშკარადა ჩანს ზოგად სინდისის გარდუვალობა, რაც თავის სიბრძნით შექმნა დოქტორმა, რაც თითოეულ მოქალაქის საკუთრებაა.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მაშ, რატომ ცდილობს ყველა, ჩუმ-ჩუმად, ცოტა სინდისი რომ შეინახოს?

მ ე რ ი ერთი სიტყვაც და...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი უკვე გავჩუმდი.

ა დ ა მ ი ა ნ ი ვთქვათ, ეგ შეკითხვა მეც დამებადა, რას მიპასუხებთ? მხოლოდ გულწრფელად.

მ ე რ ი უთქვამთ... ურჩხული თუ ვერვინ მოკლა, თავის სიკვდილით ხომ მოკვდებაო!

Page 71: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

70 ვაჟა დადიანიძე

ყველაფერია მოსალოდნელი.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი (ტაშს შემოჰკრავს)

მაშ, გაუმარჯოს ადამიანს, ძირს...

მ ე რ ი არა, ეს უკვე მეტისმეტია, ჩქარა მოძებნე შენი ოთახი.

ა დ ა მ ი ა ნ ი იყოს, რას ერჩით, ასე მგონია, თქვენ უფრო მაგრად შემოსცხებდით ტაშს.

მ ე რ ი ძალიან თავისნება ბავშვია, უკვე არაფერს აღარ მიჯერებს.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი თუ არ გიჯერებ, რად წავედი, აბა, დოქტორთან?

მ ე რ ი ჩემი სურვილით მივდივარო, ხომ მარწმუნებდი?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი რა მექნა, ისე მეშინოდა...

მ ე რ ი ხომ დაგიშალე? არ შეისმინე ჩემი მუდარა.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ეგ მხოლოდ მაშინ, როცა შემატყე, არ გადავთქვამდი არასდიდებით. იქ რომ შემთხვევით არ ყოფილიყო თქვენი სტუმარი - ადამიანი, მეც მდივანივით მოვიდოდი, გაბახებული.

Page 72: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

71 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი მთლად გათავხედდი, რას ჩამახავ, ბალღო?!. სახლში ცოცხალი არ დაგხვდებოდი, ვერ გავუძლებდი თავსლაფის დასხმას.

(ადამიანს) ჩემს გულწრფელობას, ვიცი, კუდებს არ გამოაბამთ, რაღაც მიბიძგებს, სხვანაირად არ შემიძლია.

ა დ ა მ ი ა ნ ი გახსენებთ, მე ვარ ა დ ა მ ი ა ნ ი! მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ოხ, როგორ მიყვარს ადამიანი! შენა, მამიკო?

მ ე რ ი რა დაგემართა, ხომ არ მატყუებ, სინდისი მართლა...

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ნუ გამიწყრები, შემინდე, მამა! მე დღეს ისეთი რაღაც ვიგრძენი, თუ არსებობდა, ვერც ვიფიარებდი.

მ ე რ ი საოცარი რამ ხდება ჩვენს თავზე... ადამიანო, გთხოვ, მომიტევო ის ჩემი ბოდვა ზოგად სინდისზე. რა ვქნა, ისე გვაქვს მორგებული ყალბი ნიღაბი, იმდენი წელი ვატარეთ ყველამ, ასე მგონია, რომ მოვიხსნა, მთლად გავშიშვლდები. დღესაც კი, როცა ჩემი ქალწულის სიკვდილ-სიცოცხლის ჟამი დამდგარა, ვერ შეველიე... რას დავემსგავსეთ, როგორ ვნებივრობთ სიცრუის ფრთებქვეშ.

ა დ ა მ ი ა ნ ი სულაც არ არი გასაოცარი - მოუვლელ ბაღში თუ მომრავლდნენ ეკალ-ბარდები.

Page 73: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

72 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი გადავეჩვიეთ ფიქრს და შრომას, არავის ძალუძს, რომ ყვავილები მოაშენოს, თუნდაც, ეზოში.

ა დ ა მ ი ა ნ ი თავისით მაინც ამოდის ყველგან, უნდა მოვკრიფოთ, გვირგვინად შევკრათ. ჭკუამ მოჭამა, - უთქვამთ, - სოფელი და არა ხმალმა ამოღებულმა. მ ე რ ი თუ არ დათესე - შენ რაც გინდა, ის არ ამოვა.

ა დ ა მ ი ა ნ ი რომ მოინდომო, ჯერ კიდევ დროა, სიკეთის თესლი სიპ ქვასაც კი ჩასჭიდებს ფესვებს.

მ ე რ ი დიდი ხანია, გავლეწე კალო, გადავაყენე უკვე ხარები.

ა დ ა მ ი ა ნ ი ცოდვა და მადლი ასწონეს ერთხელ, გორის ოდენა დაუდეს ცოდვა, მაგრამ სიკეთემ, იმისმა მადლმა, ერთმა მისხალმა დაძლია მაინც და დააწყვიტა მკლავები ეშმაკს, როცა სასწორის თოკსა ქაჩავდა.

მ ე რ ი გვიანი არი, ყველაფერი უკვე დამთვრდა. ჩვენი ოჯახის „ბედის წიგნში“ ეწერა ალბათ, დოქტორის კერძი გავმხდარიყავით.

ა დ ა მ ი ა ნ ი მინდა, სხვა კერძი შევუმზადო ზეიმისათვის, თქვენც დამეხმარეთ, მზარეული მე თვით ვიქნები. ისეთი ცხარე სანელებლებით

Page 74: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

73 ვაჟა დადიანიძე

შევკმაზო - სული მაშინვე გაძვრეს. ჯერ კი მინდა, რომ ირწმუნოთ ჩემი, თუ დამჭირდებით, თვითონვე გიხმობთ. მხოლოდ ნამდვილად უნდა ირწმუნოთ.

მ ე რ ი სხვა გზა არცა მაქვს, მაგრამ არ მჯერა, სიმართლის ზეიმს თუ მოვესწრები. სიცრუე ისე გამჯდარა ტანში, ვერ შევძლებ ალბათ თავის დაღწევას. თუ შემრჩა რამე ბებერ სხეულში, გამოიყენეთ, რისთვისაც გინდათ. ერთსა გთხოვთ მხოლოდ... ამას ხომ ხედავთ,

(მიუთითებს თავის ქალიშვილზე) ჯერ მთლად ნორჩია და უცოდველი და ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილი, არ გაგიკვირდეთ, თუ სცოდავს რასმე: როცა ბავშვს თვალი აეხილება, ვისაც პირველად დაინახავს, ის უყვარდება.

კარებზე ძლიერად აბრახუნებენ. შემოდის მ ზ ი რ ი, შემდეგ მ ე ს ტ უ მ რ ე ე ბ ი.

მ ზ ი რ ი მაპატიეთ, რომ შემოვედი დაუკითხავად, უბედურება გვიახლოვდება, სეტყვის ღრუბელი მორეკა ქარმა და ჯებირები ტბაზე ლამის წალეკოს წყალმა. მინისტრმა ბრძანა, დიდ-პატარა, მთელი ქალაქი, გამოიყვანოთ გოდორყორეს გასამაგრებლად.

ა დ ა მ ი ა ნ ი ნეტა, დოქტორის დაუკითხავად, როგორ გაბედა წვიმამ წამოსვლა?

მ ზ ი რ ი არა, ჯერ წვიმა არ მოსულა, მაგრამ რა ვიცით, ავი ენები ქილიკობენ, ლაზღანდარობენ, - დოქტორი ვერას გახდებაო... მათაც მოვუვლით,

Page 75: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

74 ვაჟა დადიანიძე

წყალი თუ უნდათ, მოვუძებნით ვირის აბანოს.

მ ე რ ი (მზირს)

უკვე მზადა ვარ, აბა, წავედით! (ადამიანს და ქალიშვილს)

მე შეიძლება, დამაგვიანდეს, ივახშმეთ, ნუღარ დამელოდებით.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი მალე დაბრუნდი!

ა დ ა მ ი ა ნ ი

მერის ქალიშვილს) ცოტას გავყვები, არ მოიწყინო, ახლავე მოვალ.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ს გარდა ყველანი გადიან.

რა მენაღვლება, როგორც უნდა, ისე იქროლოს ზენა ქარმა და ქვენა გრიგალმა, თუ ბედისწერა, ბოლოს მაინც, ერთმანეთს შეგვყრის. ჩემი ოცნების ყვავილის ფურცლებს ვინ წაიკითხავს ან ვინ გაფანტავს?!

ჩუმად შემოდიან მ ზ ი რ ი, შემდეგ მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი.

მ ზ ი რ ი ბოდიშს მოვიხდი, ოცნებაში შემოგეჭერით, წყურვილი მახრჩობს, ჩაით ხომ ვერ მიმასპინძლებდით? ვხედავ, კანონებს პატივს არ სცემთ მამა და შვილი.

(დასაჭერად წაეტანება) რასა ფართხალებ, უკვე ვეღარ გამიფრინდები, შენი თავი კი, ჩემო ლამაზო, ხვალ კიბეებზე დაგორდება წითელ ვაშლივით.

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი არ მომეკარო, შე ბინძურო, სატანის შვილო!

Page 76: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

75 ვაჟა დადიანიძე

მ ზ ი რ ი მატლები მალე დაეხვევა შენს ლამაზ სხეულს.

(მესტუმრეებს) რაღს უყურებთ, დროზე შეკარით!

უეცრად მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი მისცვივდებიან, შებოჭავენ და ზურგზე მოიგდებენ.

იქიდან გადით, გზაზე ვინმე არ შეგეჩეხოთ!

ყველანი გადიან. ისმის ქარის წივილი.

მ ე ო რ ე ს უ რ ა თ ი

მოედანი, სადაც იმართება ხოლმე ქალაქის ბაზრობა. ხალხმრავლობაა: ნ ო ქ რ ე ბ ი, მ ო ქ ა ლ ა ქ ე ნ ი, უ ს ა ქ მ უ რ ნ ი, მ ო ქ ე ი ფ ე ნ ი და სხვანი. თვალში გეცემათ თიხის ჭურჭლის სიმრავლე. სცენის სიღრმეში მოჩანს მოზრდილი დაფა, რომელიც აჭრელებულია წარწერებით: „მტერი შენ გვერდით ეძებე, შორიდან მოსულს ძებნა არ სჭირდება!“ „რაც არა გაქვს, ვერ დაკარგავ!“ „თუ არ გინდა წაიქცე, ნუ ადგები!“ „ვისაც კუჭი აწუხებს - თავი არ სჭირდება!“

მ ზ ი რ ი ვინც გავლითაა, გადაიწეროს! აბა, ერთხელაც დავაგუგუნოთ!

ყველა სწრაფად და გაურკვევლად იმეორებს ციტატებს.

კარგია, ბაზრობა გრძელდება, მოქალაქენო!

შეძახილები: „დიდება დოქტორს“, „დ. დ.“, ტაში.

ბ ე რ ი კ ა ც ი აქეთ მობრძანდით, სულ იაფად, საჯიჭე ხარი!

ქ ო ს ა

(თაღლითს და ცრუპენტელას) ამ მღვრიე წყალში თუ ჭიჭყინა მაინც არ მოჰყვა, ბადეს პეპლების საჭერელად გადავაკეთებ.

Page 77: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

76 ვაჟა დადიანიძე

თ ა ღ ლ ი თ ი (ბერიკაცზე ანიშნებს)

ა, ის ნაჭერი როგორ მოგწონთ? მაინც მთხლეზე ვართ!

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა ჯერ მე მიმიშვით, არ შეგვამჩნიოს, რომ ერთადა ვართ, გვერდზე მიდექით!

ბ ე რ ი კ ა ც ი ნახეთ, ფერდები მოუჩხრიკეთ, ქუდი გასინჯეთ!

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა

(ხარს ათვალიერებს) კარგი რამეა, როგორა ჰყიდი?

ბ ე რ ი კ ა ც ი ორმოცი ვერცხლი... მუქთაა, შვილო!

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა ასე იაფად? აფსუსი არი, ეე, ვაჭრობა არა გცოდნია. თუ გინდა, კაი ფასად გაყიდო, სასწრაფოდ კუდი უნდა მოაჭრა, აბა, გაზინთულკუდიან ხარს, ვინ იხლის თავში, ღმერთმა კეთილად მოგახმაროს, რასაც მოიგებ.

ბ ე რ ი კ ა ც ი მადლობელი ვარ

(ხარს კუდს აჭრის)

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა ხალხში გაერევა. გამოჩნდება თ ა ღ ლ ი თ ი.

თ ა ღ ლ ი თ ი გატყობ, არ იცნობ ქალაქს, მოხუცო, ამას ეზოშიც არვინ შეუშვებს, ყურები ჭუჭყით ამოგლესია. უნდა შეაჭრა!

Page 78: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

77 ვაჟა დადიანიძე

ბ ე რ ი კ ა ც ი იცოცხლე, შვილო!

(აჭრის ყურებს)

თ ა ღ ლ ი თ ი იპარება. გამოჩნდება ქ ო ს ა.

ქ ო ს ა კაი სალამი და გამარჯობა! ჭკვიანი კაცი ჩანხარ, მოხუცო, მიკვირს, რქები რად დაგიტოვია, ხომ შეაშინა ქალაქელები.

ბ ე რ ი კ ა ც ი გამოვჩერჩეტდი, ეჰ, სიბერეს რა ვუთხრა, თორემ...

(ხარს რქებს აჭრის) გამოჩნდება ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა.

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა რა სეირია, ნახეთ, ხალხო, უფასო ცირკი! ფრთხილად, რქებზე არ წამოეგოთ, კუდი მოქაჩეთ ანდა ყურებში ჩასჭიდეთ ხელი!

(ხალხი გროვდება, ხარხარებს)

მ ზ ი რ ი რა ჩარბუზანა აგიტეხიათ!

(ბერიკაცს) ამ ხნის კაცი ხარ, არა გრცხვენია, აქ საოხუნჯოდ ჩამოეთერი?

ბ ე რ ი კ ა ც ი ყელი გამომჭრეს, მომატყუეს, რა მეშველება!

მ ზ ი რ ი აბა, გეყოფა, დაიშალეთ!

(ბერიკაცს) შენ კი, ახლავე, აქედან სწაფად აიძურწე და მოგვაშორე ეგ საფრთხობელა.

Page 79: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

78 ვაჟა დადიანიძე

ბ ე რ ი კ ა ც ი ცოტა მაცალე, რა ვქნა, რა პირით გამოვჩნდე სახლში, იქნებ იყიდონ, შენი ჭირიმე!

ქ ო ს ა ერთ გროშსაც არვინ არ გაიმეტებს, მიხვიდე, ყასაბს ჩააბარო, ის გირჩევნია.

თ ა ღ ლ ი თ ი მოიცა, აი, ორი ვერცხლი და მადლობა თქვი!

ბ ე რ ი კ ა ც ი

(ყოყმანით) რა ვიცი...

ა დ ა მ ი ა ნ ი მაგ ხარს მე ვყიდულობ, აჰა, აიღე ორმოცი ვერცხლი, ღმერთმა შეგარგოს. დღეს ხომ დოქტორის სახელწოდების დღე არი, ხალხო, რამ დაგავიწყათ?! წმინდა გიორგის თიკანს სწირავდნენ, ქრისტეს კი ბატკანს, მოგეხსენებათ, ჩვენს დოქტორს ხარი უფრო შეშვენის, - თუ ზეიმია, ზეიმი იყოს.

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(მზირს, ადამიანის გასაგონად) ვეღარ მცნობს, უკვე დავვიწყებივარ. ამ ხარში უკვე სამოცდაათი ვერცხლი მივეცი, მოიტა თოკი!

ა დ ა მ ი ა ნ ი უკვე ვიყიდე ას ორმოც ვერცხლად!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი ამ წმიდა ცხოვლის ფასი ორასი ვერცხლია, რატომ ტყუი, ჭაბუკო?

Page 80: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

79 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი მე ორას ოცდაათი მეგონა!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(მიხვდა, რომ შეტოპა, მაგრამ მზირის თანდასწრებით ვეღარ ბედავს უკან დახევას)

ხუთასი ვერცხლი გადავიხადე!

(შიშით შეჰყურებს ადამიანს)

ა დ ა მ ი ა ნ ი მომილოცნია, ფარ-ხმალსა ვყრი, ვაჟკაციც შენ ხარ!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(ქამრიდან ქისას ამოიღებს და ბერიკაცს ესვრის) ჰეი, ყასაბო, დოქტორისთვის შემიწირია!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი მედიდურად გადახედავს ხალხს და მ ზ ი რ თ ა ნ ერთად გადის. ბერიკაციც გონზე მოვა, ქისას უბეში ჩაიდებს და მოჰკურცხლავს. ხალხი ყიჟინით აცილებს.

ქ ო ს ა

(ცრუპენტელას, თაღლითს) ლუკმა პირიდან გამოგვაცალა. რა ენაღვლება მაგ ბედოვლათს, ფული ბლომად აქვს, გინდა, ანკესზე წამოეგოს, გინდა - ჩანგალზე. პატიოსანი შრომით, ვხედავ, გაგვიჭირდება თავის გატანა, პროფესია შევცვალოთ უნდა. ეპოქას კუდში მივჩანჩალებთ, რის მაქნისი ვართ.

თ ა ღ ლ ი თ ი ეჰ, რა დრო იყო, ცხვრებით სავსე იყო ქალაქი, ახლა კი მათთვის ჩვენა ვართ ცხვრები.

ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა მთელი წელია, კაცი ვეღარ გამოვიჭირე, არა ჰქონია ღმერთს სამართალი.

Page 81: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

80 ვაჟა დადიანიძე

რა შორს წასულა თაღლითობის მეცნიერება, ჩვენს ანა-ბანით არაფერი აღარ გამოდის. მათთან ერთად რომ მერხზე დაგვსვან, ასე მგონია, ნუცას სკოლასაც ვერ დავამთავრებთ.

ა ვ ხ ო რ ც ი

(ადამიანს) კურდღელივით რომ ჩირგვში ჩამსვი და მაყურყუტე, რა დაგიშავე, ჩემო ძვირფასო? არა, ნუ მეტყვი, არა მწყენია, ხვალ საღამოს რომ შემომივლიდე... აი, ინებეთ სავიზიტო ბარათი ჩემი.

(უწვდის)

ა დ ა მ ი ა ნ ი შემოგივლიდი, მაგრამ...

ა ვ ხ ო რ ც ი მაგრამ არავითარი, ქმარი გავგზავნე... ა დ ა მ ი ა ნ ი სამწუხაროა, სიამოვნებით მოვამტვრევდი რქებს, იმ ხარივით!

ა ვ ხ ო რ ც ი მე კი, სულელი, ვაპირებდი ცოტა გამერთე...

(გონჯას დაინახავს და სწრაფად გაეცლება)

ა დ ა მ ი ა ნ ი

(გონჯას) ალბათ გაიგე, რაც შეემთხვა მერის ქალიშვილს.

გ ო ნ ჯ ა მთელმა ქალაქმა იცის, რაც გინდა, ყური არავინ შეიბერტყა, ერთი ნერვიც კი არ აუტოკდათ, მყრალ სიფათებზე. მდივანს შემთხვევით წამოსცდა წეღან,

Page 82: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

81 ვაჟა დადიანიძე

ზეიმზე დოქტორს შესწირავენო. როგორ გგონია, მოვასწრებთ რამეს?

ა დ ა მ ი ა ნ ი მოვასწრებთ, თუკი გამოჩნდა ვინმე, ვინც შეძლებს მისთვის თავის გაწირვას.

გ ო ნ ჯ ა ასე გულდედალ ხალხში ძნელია თავგანწირვაზე ლაპარაკიც კი. მაგრამ შენ ისე გირწმუნა ყველამ, ვისაც რაიმე შერჩა კაცობის, რომ შეიძლება ეს სასწაულიც მოხდეს, რა ვიცი...

ა დ ა მ ი ა ნ ი ყველა შეკრიბე, ვისაც ენდობი და დამელოდეთ, უჩემოდ ნურას მოიმოქმედებთ. პატარა კვანძი მაქვს გასახსნელი და ლაბირინთი შემოსავლელი.

(გადის)

ა ვ ხ ო რ ც ი (გონჯას)

არცკი მიყურებს, ხომ არ მიწუნებ, რა მჭირს ისეთი, შე ზღმურტლიანო?

გ ო ნ ჯ ა გეტყობა, მართლა გაგჭირვებია, ამ ყურადღების ღირსი რომ გავხდი.

ა ვ ხ ო რ ც ი რატომ, ყოველთვის მომწონდი...

გ ო ნ ჯ ა ეჰ, გულმავიწყიც გამხდარხარ.

Page 83: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

82 ვაჟა დადიანიძე

ა ვ ხ ო რ ც ი რაო? შენნაირები რომ ვიმახსოვრო, მარტო ჩამოთვლას, ალბათ, მთელ დღეს მოვუნდებოდი.

გ ო ნ ჯ ა კარგი, მომშორდი!

ა ვ ხ ო რ ც ი უცოდველი, საწყალი კრავი!

(გაეცლება)

მ ე ქ ო თ ნ ე

(გონჯას, მდივანზე) ჰო, ჰო, შეხედე, რა ხასა უზის დოქტორს, მწყერივით გამოკვართულა! მაგასთან ერთად რომ შემაგდონ დილეგში, ჰა, ჰა, სულ ერთი კვირა, მეტი არ მინდა. დუნდულებს ისე ვუთამაშებდი, როგორც მწყემსები - ჭედილას დუმებს.

გ ო ნ ჯ ა

(მოქაჩავს) ახია, ერთი გდრუზო სიფათში, - მეორედ აღარ დააყრანტალებ, რაც მოგადგება მაგ წუწკ ენაზე.

მ ე ქ ო თ ნ ე

(თავს ითავისუფლებს) რა დაგემართა მართლა ხომ არ დააჟუილე?! მაგ კახპის გამო...

გ ო ნ ჯ ა კარგი, გეყოფა... ნუ გეწყინება, მეც არ ვიცი, რეებს მივქარავ.

Page 84: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

83 ვაჟა დადიანიძე

მ ე ქ ო თ ნ ე ეს რა ღვთის წყრომა იყო წუხელის, მაინც რა ქარი ამოვარდა, ცოტა დააკლდა, რომ დაერღვია ჯებირები და წაელეკა.

გ ო ნ ჯ ა რისთვის იკლავდით თავს, სულელებო?

მ ე ქ ო თ ნ ე გვეგონა, რომ წყალს, ერთ პეშვს მაინც, გაიმეტებდნენ.

გ ო ნ ჯ ა ჩუმად დალევას ვერ გაბედავდით, თქვენი ლაჩრობის ამბავი ვიცი.

მ ე ქ ო თ ნ ე სცადა ვიღაცამ, მაგრამ თავ-პირი ჯერ კარგა მაგრა გაუჭირეს, მერე დილეგში ჩააფურთხეს ტომარასავით.

გ ო ნ ჯ ა მალე საკუთარ საფლავებსაც თვითონ ამოთხრით, სიამოვნებით!

მ ე ქ ო თ ნ ე მაშ, რა ვიღონოთ, ხედავ, თავზეით ძალა არ არის!

გ ო ნ ჯ ა არი, შენ მხოლოდ სანდო ბიჭები, როგორც გითხარი, შეკრიბე ყველა.

მ ე ქ ო თ ნ ე წუხელის უკვე გავაფრთხილე, გელოდებიან!

გ ო ნ ჯ ა საცაა მოვა ადამიანიც, ის გვეტყვის, ვინ რა უნდა იღონოს.

Page 85: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

84 ვაჟა დადიანიძე

მ ე ქ ო თ ნ ი ს ა და გ ო ნ ჯ ა ს საუბრის დროს დაფაზე წარწერებს ცვლიან.

მ ზ ი რ ი

(კითხულობს ჩუმად, სწრაფად) ტბის წყლის მარაგის ბოროტად ხარჯვის, უყაირათო მოხმარებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქალაქის შეუდარებელ აწმყოს და მყოფადს, წყლის ნორმა ყველა მოქალაქეზე შემცირდეს ას ერგასი პროცენტით.

(ხმამაღლა, დინჯად) ასევე, ას ერგასი პროცენტით, ჩამოფასებულ იქნას ჭურჭელი და საქონელი, რაც ნუსხაში იხსენიება: გოზაურები, ჭინჭილები - ორლიტრიანი, ერთლიტრიანი დოქები და თიხის სურები, უსახელურო ხელადები, მრგვალი ქოთნები, გოჯზე მაღალი ჯამები და ირმის ყანწები და სხვა მრავალი.

ტაში. შეძახილები: „დ.დ“, „დ.დ“, ტაში.

მ ე ქ ო თ ნ ე ე, ტაშს კი ვუკრავ... ხომ არ დამღუპეს, ას ერგასიო, რას ნიშნავს, კაცო?

მ ო რ ი დ ა ლ ი აბა, რა ვიცი.

მ ე ქ ო თ ნ ე

(ასნაფს) არც შენ არ იცი?

ა ს ნ ა ფ ი რა დროს ეგ არი, ვერ მიხვდით, ხალხო? წყურვილით უნდათ ჩვენი დახოცვა!

Page 86: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

85 ვაჟა დადიანიძე

მ ო რ ი დ ა ლ ი ეხ, მერო, მერო, კაცადა გთვლიან, სულ ქადასა და ნაზუქს გიცხობენ, მაგრამ მაგ ჯაჭვს რომ ჩამოგაწყვეტენ, აწკმუტუნდები ფინიასავით. ჩვენთან დიდგულობ, უფროსებთან კი თხლესავით წახვალ ხოლმე ძირისკენ... ეს რომ დოქტორმა გაიგოს, ხალხო, არ აპატიებს... არზა ვაახლოთ!

ზოგიერთები ახმაურდებიან, მაგრამ გზირსა და მესტუმრეებს თვალს მოჰკრავენ და გაჩუმდებიან.

მ ე ქ ო თ ნ ე

(გონჯას) იქნებ შენ მითხრა, გონჯა, რა არის ეს ას ერგასი პროცენტი, კაცო.

გ ო ნ ჯ ა ეგ იმას ნიშნავს... როგორ აგიხსნა... აი, ეს დოქი ერთი ვერცხლი ღირს, ჰოდა, თუ ვინმეს უნდა, იყიდოს - ნახევარ ვერცხლსაც იქით აჩუქებ.

მ ე ქ ო თ ნ ე სად არის ვერცხლი, როგორ გამოვჭრა?

გ ო ნ ჯ ა მაშინ გაატან ორ დოქს და ერთ ვერცხლს ზედ მიაყოლებ, ხომ ჩახვდი, შტერო? ქოთნებზე დარდობს... ის გირჩევნია, ჩვენი ბიჭები შეამზადო, მხოლოდ სიფრთხილე!

მ ე ქ ო თ ნე მიდის.

(ფეხს წაკრავს წამოწოლილ ზარმაცს)

რას მიგდებულხარ, აშენდა ხალხი!

Page 87: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

86 ვაჟა დადიანიძე

ზ ა რ მ ა ც ი მე ახლა მხოლოდ სამი რამ გამომაფხიზლებს...

გ ო ნ ჯ ა მაინც, რა?

ზ ა რ მ ა ც ი ფული, ღვინო ან ქალი!

გ ო ნ ჯ ა რას ისურვებდი, მაინც, პირველად?

ზ ა რ მ ა ც ი რა კითხვა უნდა, ქალიი!

გ ო ნ ჯ ა თანაც, ლამაზი, არა?

ზ ა რ მ ა ც ი ჩვიდმეტ წლამდე ეგ სულერთია, იმის ზევით კი... მოკლედ, მოხდენილ და ჯანმრთელ ქალს არ დავიწუნებდი.

გ ო ნ ჯ ა თუ შეიძლება, წითელები და ჩუტყვავილა ბავშვობაში რომ ჰქონდეს მოხდილი?

ზ ა რ მა ც ი თუნდაც, ყბაყურა - ვაპატიებდი!

ა დ ა მ ი ა ნ ი

(გონჯას) ლაზღანდარობის დრო აღარ არი, გამომყე, ხალხი მომაძებნინე!

ა დ ა მ ი ა ნ ი და გ ო ნ ჯ ა გაერიდებიან.

Page 88: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

87 ვაჟა დადიანიძე

ზ ა რ მ ა ც ი აფსუს, რა ქალი დამაკარგვინა!

(ისევ მიწვება)

შემოდის კ ა ც ი კ ა რ ებ ი თ.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ სახლი დავკარგე, თანაც, რა სახლი! ჩემმა ცოლმა რომ გაიგოს - მომკლავს. ხომ არ გინახავთ, აქეთ ხომ არ ჩამოუვლია?

თ ა ღ ლ ი თ ი რა ძაღლი იყო განა ასეთი - დოგი, სეტერი თუ პოინტერი?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ძაღლი კი არა, სახლი! ძაღლიო, ძაღლს ბაზრობაზე ვინ მოუშვებდა?

(ხითხითებს)

თ ა ღ ლ ი თ ი ა, სახლი, მწვანე, აივნიანი, ხის ჩუქურთმებით, პატარა ბანით, თვალი მოვკარი, ეს ესაა, იქით მირბოდა, ჯერ მოსახვევსაც ვერ გასცდებოდა, თუ აჩქარდები, წამოეწევი!

კ აც ი კ ა რ ე ბ ი თ შენ გაიხარე.

ა ვ ხ ო რ ც ი წამოგყვები, მოგაძებნინებ!

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ვერა, შვილოსა, ჩემმა ცოლმა რომ დაგინახოს, ხომ ნაკერავზე გამხია, ქალო!

(გარბის)

Page 89: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

88 ვაჟა დადიანიძე

თ ა ღ ლ ი თ ი იჩქარე-მეთქი, თორემ გაგასწრებს.

(ხითხითებს. ავხორცს) ოხ, ქალბატონო, რა ხუმარა ხართ... ხომ არ იყიდით? ჯადოსნური სალამურია!

ა ვ ხ ო რ ც ი

(კეკლუცად) რა შეუძლია, მაინც, ასეთი?

თ ა ღ ლ ი თ ი რასაც ისურვებ... დაუკრავ და სუფრას გაგიშლის, ბროლის სასახლეს აგიშენებს, ცაში გაგაფრენს, მოკლედ, რაც გინდა, სულო და გულო.

ა ვ ხ ო რ ც ი აბა, მე გისმენ, დაუკარი!

თ ა ღ ლ ი თ ი ეჰ, ქალბატონო, ასე იოლად შეველეოდი? დაკვრა არ ვიცი, იმიტომ ვყიდი.

ა ვ ხ ო რ ც ი რა უშავს მერე, მოგეხმარები, ჩემთან წავიდეთ, ერთად ვისწავლოთ!

(გადიან)

სცენის ერთ კუთხეში საუბრობენ ა დ ა მ ი ა ნ ი, გ ო ნ ჯ ა, მ ე ქ ო თ ნ ე, მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი, მ ო რ ი დ ა ლ ი, ა ს ნ ა ფ ი, მ ო ლ ხ ი ნ ე.

ა ს ნ ა ფ ი ისეთ სიცრუის ხვედათი ვჭედავთ, რომ დაბლანდული ძაფივით ყვირის, მაგრამ სად არის ყურისდამგდები? ქალაქი ჩვენი - გმირთა, ლომგულთა - მგლისა და ტურის საჭმელად იქცა.

Page 90: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

89 ვაჟა დადიანიძე

მ ო ლ ხ ი ნ ე ბნელმა სინათლე ისე დასძალა, რომ აღარავინ არ მისდევს კეთილს. უბირი, სხვების შეგონებული, აქეთ გასწავლის და ჩაგჩიჩინებს. ხომ გაგიჟდები, ჭკუანაღრძობი როცა აღზრდას და გაწვრთნას გიპირებს?

ა ს ნ ა ფ ი ხმლით აჩეხილი რომ ეგდო მარტო, ძეხორციელს არ გაახსენდები, თუ თითში კიკნა ხიჭვი შეერჭო.

გ ო ნ ჯ ა კაცად ისინი იხსენიება, ჭამა-სმის ფასი ვინც იცის მხოლოდ. ისე მომრავლდნენ ფარისეველნი, იუდას კერძნი, ფლიდნი, ორპირნი, რომ ვერ გაარჩევ მტერს და მოყვარეს. ახლა იმათიც კი მეეჭვება, ვინც მხარში გვიდგას.

ა დ ა მ ი ა ნ ი თუ კაცს არ ენდე, დაკარგულია, მის კაცობიდან აღარაფერი შეგრჩება ხელში. ვისაც მდინარე გაუტოპია, ციური ცვარი როგორ შეაკრთობს? დღეს გამოჩნდება, ვინ იალმაგი და ვინ დიაცის კაბა ატაროს. თქვენ ახლა მხოლოდ ერთი რამ გიხსნით: რწმენა სიკეთის - აულაგმავი, მტრის სიძულვილი - დაუზოგავი და თავგანწირვის ძალა და ნიჭი.

გ ო ნ ჯ ა გვჯერა და მოგდევთ, ვით თვალდაყრილნი, მაგრამ მეგულვის სხვა გზაც, ნაცადი -

Page 91: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

90 ვაჟა დადიანიძე

მამა-პაპათა ტრადიციები. მათ ვერ დავკარგავ... ხომ არ დამიშლი?

ა დ ა მ ი ა ნ ი ზედმეტი ერბო ფაფას არ ავნებს!

შემოდის მ დ ი ვ ა ნ ი.

ახლა კი წყნარად, არ გაგიკვირდეთ... (მდივანს)

თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი!

გ ო ნ ჯ ა ამას ველოდით ამდენი ხანი? – აკაკაჩია-ბაკაკაჩიას... ამ წუნკალ დიაცს...

ა დ ა მ ი ა ნ ი აბა, იყუჩე! დრო აღარ ითმენს..

(მდივანს) თქვით, რაც გაიგეთ!

მ დ ი ვ ა ნ ი ამ ერთი წლის წინ დოქტორს შევთხოვე: ხომ იცი, მარტო გაძლება მიჭირს, ძალიან ძვირი სანახავი ხარ, შენი ძალ-ღონე რაშია-მეთქი რომ მივეფერო, მივეალერსო და უშენობა გავიადვილო. ცოცხში არისო - ასე მიბრძანა... კარგად გავრეცხე, გავასუფთავე, ლამაზად მოვრთე და ჩემს ოთახში ბროლის ლარნაკში ჩავდე ციმციმად. ერთხელაც ნახა, ესიამოვნა. მითხრა, დავრწმუნდი, რომ გყვარებივარ და მაპატიე ეს ხუმრობაო. თუ ანთეოსი დედამიწიდან

Page 92: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

91 ვაჟა დადიანიძე

იღებდა ძალას, მე ხალხიდანო. რაც უფრო მაღლა ამიყვანთ ცაში, მეტ თაყვანსა მცემთ, მეტ ტაშს დამიკრავთ, ღონე მით უფრო მემატებაო... მე დავამთავრე ჩემი სათქმელი, ახლა თქვენ იცით, ჯვარი გეწეროთ.

მ ო რ ი დ ა ლ ი იქნებ იხუმრა, კვლავ მოგატყუა...

მ დ ი ვ ა ნ ი ძალიან ბევრჯერ შევამოწმე... მიკვირდა ხოლმე - დევივით კაცი, რკინის მკვნეტელი რა დონდლო არი-მეთქი ლოგინში. იმიტომ ხო არ ვუწვებოდი - ტაში დამეკრა, თუმცა ან როგორ მოვახერხებდი?

საერთო მხიარულება. ხარხარი. შემართება.

ა დ ა მ ი ა ნ ი აი, რა არის საიდუმლო დოქტორის ძლევის, რაც თქვენ თვითონვე ამიხსენით. თურმე არც ისე წყალწაღებული ხალხი ყოფილხართ. ახლა კი წადით, შეერიეთ ჯარს და ჯამაათს და რაც გაიგეთ, შეაპარეთ ჩუმად და ფრთხილად... რომ დააეჭვოთ, თუნდაც, ესეც არ არის ცოტა.

(გონჯას და მოლხინეს) სუფრასთან მიდით, ვითომ ქეიფობთ და ყურადღება მიიპყრეთ მზირის.

თანდათან იშლებიან და ხალხში ერევიან.

მ დ ი ვ ა ნ ი

(მოქეიფენზე) რას გამორჩები ჯოლღო-მოლხოებს, მხოლოდ ლხინისკენ მიუწევთ გული.

ა დ ა მ ი ა ნ ი

Page 93: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

92 ვაჟა დადიანიძე

ვისაც ხელები ყანწისთვისა აქვს, სხვა ყველაფერი გაუჭირდება, მაგრამ რას იზამ, ჩვენ ჩვენი ვცადოთ... წავიდეთ, ცოტას გამოგაცილებ, თან მერს შევუვლი, გულს გავუკეთებ... ვიჩქაროთ, თორემ წვიმა მოგვისწრებს.

მ დ ი ვა ნ ი დაგვიწყებიათ, სად იმყოფებით, რაც თავი მახსოვს, წვიმა კი არა, ფოთლებს ჯერ ცვარიც არ დასდებია.

ა დ ა მ ი ა ნ ი თქვენც გადაგვარდათ გულიდან, გატყობთ, რომ ჩემნაირი კაცი გესტუმრათ და, ღმერთმა უწყის, ასეთი შეყრა ვისთვის იქნება საბედისწერო.

(ადამიანი და მდივანი გადიან)

შემოდის ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი, რომელიც შეაჩერებს მ ე ქ ო თ ნ ე ს.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

(აიღებს სურათს) ო, ეს უდაოდ დიდებულია, ატყვია ნამდვილ ოსტატის ხელი,

(სურათს წკუპურტს მიარტყამს) ზარივით რეკავს, საოცარია. ერთი თხოვნა ნაქვს, ხუთიოდ ცალი გამომიგზავნეთ კოლექციისთვის.

მ ე ქ ო თ ნ ე რომელს ინებებთ?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ო, ვენდობი თქვენს გემოვნებას... სხვა როგორ ცხოვრობთ, რასა იქმთ?

Page 94: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

93 ვაჟა დადიანიძე

მ ე ქ ო თ ნ ე ვცოცხლობთ, დოქტორის და ღვთის შეწევნით.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ძმურად მითხარი, ნუ დამიმალავ, ბოქაული ხომ არ გაწუხებთ, ქრთამს ხომ არ იღებს?

მ ე ქ ო თ ნე ხდება... ხანდახან... მაგრამ დიდად კმაყოფილი ვართ.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი გასაგებია... მაგას ვუჩვენებ. ხვალვე გავბაწრავ და მოგაშორებთ!

მ ე ქ ო თ ნ ე არა, ნუ იზამთ, ნუ დაგვღუპავთ, ბატონო ჩემო!

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი გაშინებთ კიდეც? დავაქცევ, მოვსპობ!

მ ე ქ ო თ ნ ე პირველად, გახსოვთ, ტურაძე გვყავდა. კარგა გაგვყვლიფა და დაგვანელა. მერე მელაძე გამოგვიგზავნეს, მან უარესად გაგვაძრო ტყავი. ახლა ვეფხვაძეს ვემსახურებით და შეჩვეული ჭირივით ვუძლებთ. ვაითუ, ნაცვლად ლომიძე დასვათ, ხომ დავიღუპეთ! აი, წყალზე რომ...

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

(მალავს შეცბუნებას) მე მხოლოდ თქვენი სიკეთისთვის ვიღწვი და ვზრუნავ, სხვა სათხოვარი თუ გექნება, შემომიარე, არ მოგერიდოს, გამიხარდება.

(გაეცინება)

Page 95: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

94 ვაჟა დადიანიძე

გამოჩნდება მ ზ ი რ ი. (მზირს)

სად დამეკარგე!

მ ზ ი რ ი უცნობს გავყევი. რაღაც საეჭვოდ ჩურჩულებდნენ, ბუნტს ამზადებენ. გზაზე დავეცი ჩემი ბიჭები. მაგრამ ვიღაცა უჩინარმა ყველა დაკუწა, ლაზარეთიდან მოვდივარ ახლა - მომტვრეული აქვს ყველას კისერი. სხვა მესტუმრენი გამოვიყოლე, როგორც შევატყე, დაგვჭირდებიან.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ყველა კუთხიდან გამოიწვიეთ მეტაშენი და მესტუმრეები. დილეგებიდან გამოუშვი ისეთი ხალხი... გასაგებია? თან აუხსენით, რომ ეს დოქტორის წყალობა არი და დაფასება უნდა... ხომ გესმის? მათგან შეარჩევ რამდენიმე კაცს და ადამიანს მიუჩენ მხოლოდ. ჩვენს შუბოსნებსაც თვალი ეჭიროთ... თუთიყუშები გამოგიგზავნე და ციტატები გამოვატანე. მერის ბრძანებას ზედ მიაკარით. ეცადეთ, ხალხი აიყოლიოთ და დაუბრუნოთ საზეიმო განწყობილება. ახლა წავედი, პროგრამა მაქვს გადასასინჯი, აბა, შენ იცი!

მ ზ ი რ ი ყველაფერი რიგზე იქნება!

(მიდიან)

მ ო ლ ხ ი ნ ე მე მინახავს ტოლუმბაში,

Page 96: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

95 ვაჟა დადიანიძე

ოთხ კაცს რომ გაჰქონდა კარში... ტოლუმბაშო ბუაძეო, გვიან მოხვალ ჭკუაზეო. ღვინოს გასმევ კულაშელსა, გადაგიწყვეტს ულვაშებსა.

დ ა რ დ ი მ ა ნ დ ი ღვინოს გასმევ ჯიხაშელსა, გამოგიყვან სულ მთლად შტერსა.

მ ო ლ ხ ი ნ ე ღვინოს გასმევ მაღლაკელსა, გათამაშებს მალაყებსა.

დ ა რ დ ი მ ა ნ დ ი ღვინოს გასმევ ბაშელსაო, გაგიბერავს ფაშვებსაო... მაშ, აბა, ერთი პატარა...

მ ო ლ ხ ი ნ ე ვინც რომ პირველად იმღერებს, ქალი ლამაზი იმასა, ვინც რომ მეორედ იმღერებს, კოჭლი ბებერი იმასა.

(მღერიან)

გ ო ნ ჯ ა მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო...

დ ა რ დ ი მ ა ნ დ ი გისმენთ, დაიწყე!

გ ო ნ ჯ ა დოქტორო, შენა სწყალობდე, აქ ბრძანებულ ყველასა და ვინც შენზე ლოცულობს, არ აკლებდე შველასა! გიცოცხლოთ სახლში მყოფი -

Page 97: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

96 ვაჟა დადიანიძე

შინაურ-გარეული, მეღვინე და მზარეული, ლიბო და კერა, მათი შემყურე ყველა: გაგიმარჯოს თქვენა, ეს ჩარექა - შენა, ალავერდი - თქვენა! დაგელოცოთ სახლი - საძირკველი და ჭერი, ფილაქანი და სხვენი, ფიცრული და კირული, სპილენძი და ჩინური, გეჯა და თაფლი, ცომი და ვარცლი, გუთანი და კევრი, ქოცო და ქვევრი, საბძელი და მარანი, სანთელი და ფარანი, ყანწი და ჯიხვი, ქათამი და იხვი, წისქვილი და კალო, მარგილი და პალო. ცხვარი და ღორი, ვირი და ჯორი, ფური და ხბო, ქოთანი და დო, ბოსტანი და ნესვი, ჩიბუხი და კვესი. შეგეწიოთ უსტაბაში, ტოტლოვაანთ ღადო, ციციკოვანთ ნიკო, ბამბაკიანთ ვეტო, მაჰუღიანთ სტეპკო, ჩათუმაანთ დარჩო, კავკოვიანთ მახო. ყოყიაანთ თედორე, ყუტლიაანთ ზაქარია, შეგეწიოთ ყველა ბერი,

Page 98: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

97 ვაჟა დადიანიძე

ანტალელი, თუში, ქისტი, დიდო, კაპეჭელი თათარი, ცხინვალელი ურია, ავლაბრელი სომეხი... ზოგი მასხრად ამიგდებს, განა დალოცვა ძნელია, ორი ტომარა სავსე მაქვს, გუდა პირმოუხსნელია.

მხიარულება, მილოცვები. მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი დაფაზე ციტატებს ცვლიან. შემოდიან თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი.

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი

(მზირს) ჩვენ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა...

მ ზ ი რ ი გასაგებია, აქეთ დადექით... მხოლოდ გარკვევით და დიდი გზნებით.

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი

(ხმამაღლა კითხულობენ) „ორგულ კაცსაც ერთი გული აქვს - დაუმიზნე! ტაში!

(ხალხი გამოცოცხლდება. ტაში) „ლხინს თუ გაუმაგრდი - ჭირი ვერაფერს დაგაკლებს!“ ტაში!!

(ტაში. კანტიკუნტად გაისმის სტვენის ხმა) „ჩვენ გავრბივართ _ მტერი მოგვდევს, მტერი გარბის, ჩვენ მივდევთ! ტაში!!!

(ტაშის ხმა, სტვენა) „ვინც ჭამს, ვინც ჭამს, ვინც ჭამს...

(მზირი ძლიერად წაუთაქებს) ის სვამს, ის სვამს, ტაში, ტაში, ტაში!“

Page 99: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

98 ვაჟა დადიანიძე

მ ზ ი რ ი (თუთიყუშებს კიდევ ერთხელ წაუთაქებს. თავისთვის)

დედას ვუტირებ თქვენს გამკეთებელს! (მესტუმრეებს, ჩუმად)

დილეგში ჩასვით მათი ოსტატი. ეს ლენჩები კი არ დამანახოთ!

(ხალხს) ბაზრობა მორჩა, ახლა ზეიმზე გეპატიჟებით სუყველას, ტაში!!!

(ლაზღანდარობა, სტვენა)

მ ო ლ ხ ი ნ ე ტაშ, ტაშ, ტაშ, ტაშ. აბა, ჰე, შენ დაუკა! (იწყებს ცეკვას. სხვებიც აჰყვებიან)

მ ზ ი რ ი

(თავისთვის) ცოტა მაცადეთ, ჩაგამწარებთ მაგ ტაშ-ფანდურას.

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე

(მზირზე გაიწევს) მოუსვით, სანამ ლამაზები ხართ!

მ ზ ი რ ი და მ ე ს ტ უ მ რ ე ნ ი მუქარით გადიან. მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე სუფრას აიღებს, გონჯას წყალს შეასხამს. გ ო ნ ჯ ა ეკლიანი წკნელით თავს იცავს.

გ ო ნ ჯ ა

(ლაღად) გონჯას წყალი შემოვასხი, ვარდო-მანანასა! ღმერთო, წვიმა მოიყვანე, ვარდო-მანანასა!

გ ო ნ ჯ ა ხალხს დასდევს და ვისაც მოეწევა წკნელს ურტყამს. ისინი კი, თავის მხრივ, წყალს ასხამენ.

Page 100: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

99 ვაჟა დადიანიძე

გონჯა მოდგა კარებსაო, აყვრიალებს თვალებსაო, ღმერთო, წვიმა მოიყვანე, მოუხდება ყანებსაო!

ოდნავ ჩამობნელდება. ისმის ყრუ გუგუნის ხმა, - ეტყობა საავდრო ღრუბლები აიშალა. ყველა ცას მისჩერებია. გაიელვებს, დაიქუხებს.

(უფრო ლაღად, მეტის გატაცებით. სხვებიც, გონჯასთან ერთად)

გონჯას წყალი შემოვასხი, ვარდო-მანანასა! ღმერთო, წვიმა მოიყვანე, ვარდო-მანანასა!

წამოწინწკლავს.

(ყვირილით)

მე ხომ გითხარით, წვიმას მაინც მოვიყვან-მეთქი! გონჯას წყალი შემოვასხი, ვარდო-მანანასა!

ჭექა-ქუხილი ძლიერდება. წამოვა კოკისპირული წვიმა. ხალხი სიხარულით დახტის, ცეკვავს, ერთმანეთს ეხვევა. მექოთნე ჭურჭელს არიგებს, რომლებსაც წვიმის წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. ბნელდება.

მ ე ს ა მ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

ისევ დ-რ ა. კონის მისაღები ოთახი, მხოლოდ სხვა რაკურსით, რომელსაც საზეიმოდ აწყობენ.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

(მესტუმრეებს) ხალიჩის გაშლა არ დაგავიწყდეთ,

Page 101: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

100 ვაჟა დადიანიძე

ცოტა სკამებიც წაუმატეთ, კაბინეტშია. (მეტაშეებს)

რა მისალმება დაგვრჩა კიდევ? მომასმენინეთ!

მ ე ტ ა შ ე ნ ი დიდება დოქტორს! მადლი დოქტორს! შენ გაუმარჯვე დღესა დღევანდელსა! მოსულან შენს კარზე, გულს ხელდახვეულნი, შემოგძახიან შველასა. უშველე ამათით გასრულსა კაცსა, საქონსა, მოლაშქრე-მონადირესა. უშველეთ და შუაკაცად ჩამოუხვიდნოდით! გზა უკუღმა აუქციოდით ამათ მტერსა! ჭირის ნამათრახევზე ლხინის წამალ დააყრიდითა! შენ გეხვეწების შენი გადამრჩენი ხალხი, ოქროს ტახტში მჯდომელო! ოქროს ბურთის მსროლელო, ხორციელთ გამწესებელო! შენ არა მოგეხსენების ხმელთა ზეით, არც არა გამეგების მზე - მთვარით გამწესებულო! უფსკრულების ვარსკვლავების გამშლელო!

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი კარგია, მხოლოდ უფრო მეტი გრძნობა და სითბო! გამიგეთ? აბა, მეორეს ვუსმენ!

მ ე ტ ა შ ე ნ ი დღარ დოქტორაში მოზოჯვა, სქანი ტიბინი ქომუჩი სი, სოთ იშევლათი, ხუმელა გამილადორი, ჯერღ გამგარ, გურ გამგარ, სქანი ტიბინი ქომუჩი! თარგმანიც გნებავთ?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

Page 102: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

101 ვაჟა დადიანიძე

არ დაგჭირდებათ, დოქტორმა თავის ხალხის ენა მშვნივრად იცის! მეტყველებაში მოიკოჭლებთ. მისალმების წინ ეს სავარჯიშო გაიმეორეთ: დაფაციფუცებულნი ფრინველნი უფრო დაფაციფუცდებიან. ნახავთ, ძალიან დაგეხმარებათ.

შემოდის მ ზ ი რ ი.

მ ზ ი რ ი წვიმა, ბატონო მინისტრო, წვიმა!

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი

(მეტაშეებს) წაივარჯიშეთ ცოტაოდენი; როგორც გითხარით - თბილად და გრძნობით.

მ ე ტა შ ე ნ ი მიდიან.

(მზირს) თქვენ სად იყავით, ხელი რატომ არ შეუშალეთ?

მ ზ ი რ ი ვინ იფიქრებდა, ის შერეკილი თუ წვიმას მართლა მოიყვანდა.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი როგორ გაბედე, როგორ ირწმუნე ეს მონაჩმახი? ყეყეჩი, გონჯა კი არა, შენ ხარ! წვიმა დოქტორმა უწყალობა ხალხს, დაიმახსოვრე? ახლა კი წადი და ყველას ასე მოახსენე.

(მ ზ ი რ ი წასვლას დააპირებს) მოიცა-მეთქი! გონჯა დილეგში გამოამწყვდიეთ, აურზაურის გარეშე, გესმის?

Page 103: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

102 ვაჟა დადიანიძე

მ ზ ი რ ი გადის. (მესტუმრეებს)

სხვა ციტატები გააკარით, მაგიდაზეა! კარისკაცები გააფრთხილეთ, ჩემი სახელით, თავაზიანად მოექცნენ ყველას, არ ააყინჩონ მოქალაქენი!

შემოდის მ დ ი ვ ა ნ ი

(მდივანი) ო, უთქვენოდ ძალიან გვიჭირს! კიდევ კარგი, რომ მალე გამოჩნდით. თუ დრო გექნებათ, იქნებ გასინჯოთ ჩვენი ორკესტრის რეპერტუარი. კაპელმეისტერის გემოვნების იმედი არ მაქვს.

მ დ ი ვ ა ნ ი ვნახავ, დოქტორი კმაყოფილი დარჩება თქვენით. წყლის ხელადები არ დაგავიწყდეთ, ვარდ-ყვავილებით მოჰფინეთ ირგვლივ და საგარეო ტყავ-კაბებით შეიმოსენით. ყველაფერს უნდა საზეიმო იერი ჰქონდეს.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ბაზრობაზე ხომ არ ბრძანდებოდით?

მ დ ი ვ ა ნ ი გახლდით, ცოტა ხნით შევიარე, რად მეკითხებით?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი უსიამოვნო ამბავი მითხრეს... ვუბრძანე, გონჯა დილეგში ჩასვან.

მ დ ი ვ ა ნ ი

(აწყვეტინებს) მერედა, გინდათ ხალხს დაუმტკიცოთ, რომ წვიმა გონჯას მოყვანილია?

Page 104: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

103 ვაჟა დადიანიძე

თუ თქვენცა გჯერათ ამ სისულელის?

შემოდიან. მ ო რ ი დ ა ლ ი, ა ს ნ ა ფ ი, მ ო ქ ა ლ ა ქ ე

(შემოსულებს) ცოტა გვაცალეთ, ჯერ დარბაზი არ მოუწყვიათ.

შემოსულნი გვერდზე მიდგებიან და ხმადაბლა დაიწყებენ საუბარს.

(ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს) უბრძანეთ, ხელს ნუ ახლებენ გონჯას. ხვალ ვნახოთ, დინჯად ავწონ-დავწონოთ.

მ ო რ ი დ ა ლ ი ეხლაც პირში მაქვს წვიმის წყლის გემო. ძლივს მოვიკალი, კაცო, წყურვილი.

შემოდის ს ო ვ დ ა გ ა რ ი, რომელიც მდივანსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს შეუერთდება.

ა ს ნ ა ფ ი

(სოვდაგარზე ანიშნებს) რა ენაღვლება, შეხედე ერთი, ყველა თითზე რომ ბეჭედი აზის, თანაც ორ-ორი. მალე ფეხსაცმელს ოქროს ქუსლებს და ლანჩებს მიაკრავს.

მ ო რ ი დ ა ლ ი ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და როგორც უნდა, ბაირამობენ. მაგის ადგილზე შენ რას იზამდი?

ა ს ნ ა ფ ი მაგის ადგილზე... არც ვიქნებოდი!

მ ო რ ი დ ა ლ ი ჰოდა, იყავი ასე და ჭამე პურის ხარჩო და ღვინის ბოღლიწო.

Page 105: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

104 ვაჟა დადიანიძე

მ ო ქ ა ლ ა ქ ე (მორიდალს)

შენ ხომ, რას ამბობ, დიდი ჭკუის კოლოფი მყავხარ, სუფრას არ გაშლი თართისა და დოშის გარეშე.

შემოდის გ ო ნ ჯ ა, რომელიც მოქალაქეებს შეუერთდება.

მ ო რ ი დ ა ლ ი

(გონჯას) რას იტყვი, გონჯა, გული რაღაც ცუდს მეუბნება. როგორ გგონია, გამოვა რამე?

გ ო ნ ჯ ა თუ მოინდომებთ, მხოლოდ მართლა თუ მოინდომებთ, ხვალ-ზეგ მზეს პირსაც დავაბანინებთ.

მ ო ქ ა ლ ა ქ ე ყველას ჰგონია, რომ საზეიმოდ წვიმა დოქტორმა გვიწყალობაო.

მ ო რ ი დ ა ლ ი იქნებ არ იცის ჩვენი ასე დაბეჩავება და ატყუებენ?

გ ო ნ ჯ ა ჩემზე, შენზეც მშვენივრად იცის, იმის გარეშე ფრინველიც არ გადმოფრენილა.

ა ს ნ ა ფ ი და არც აქედან გადაფრენილა, ყველა გაწყვიტეს, ვისაც მართლა შეეძლო ფრენა. მ ო ქ ა ლ ა ქ ე რა გულმოდგინედ ემზადებიან, ერთი შეხედეთ, თვით მინისტრიც კი არა თაკილობს ლურსმნების ჭედვას.

Page 106: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

105 ვაჟა დადიანიძე

გ ო ნ ჯ ა ამ თვალთმაქცობის ნაყოფია, რომ თავზე საყრელად აქვთ ყველაფერი. ხალხში კი დგანან და წუწუნებენ, - შრომისგან როგორ გაუწყდათ ქანცი, რა გაჭირვებით არჩენენ ოჯახს... გგონიათ, მაგათ სჯერათ დოქტორის ან რომელიმე მისი ციტატა ხეირიანად აქვთ გარკვეული? არც ერთი! თავს კი ისე იჭერენ, თითქოს ლოგინშიც ციტატების მიხედვით წვანან. სამაგიეროდ, ბუზს ვერავინ აუფრენს ცხვირწინ. რას მიედრებით, მაგათი არის ყველა კანონი და სამართალი. ვითომ რატომ არ თაღლითობენ? – მე რომ ცარიელ მჭადს ძლივს ვშოულობ, ეგენი რძეში ჭყუმპალაობენ.

ა ს ნ ა ფ ი შიმშილს და წყურვილს ვიღა ჩივის, კაცად არ გთვლიან!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი

(ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს) აქედან ხაშზე წავალთ პირდაპირ, მხოლოდ ჩლიქები ჩავაწყობინე; ლავაშის ცხობაც დაიწყეს უკვე...

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი დღეს შეიძლება ზოგიერთისგან მხოლოდ ძვლები და ჩლიქები დარჩეს, თუ იძულებულს გახდიან დოქტორს, რომ გაიხსენოს ახალგაზრდობა.

(ყალბად) მეცოდებიან, მაგრამ რა ვუყოთ, მთლად გათვხედდნენ, აიშვეს თავი.

Page 107: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

106 ვაჟა დადიანიძე

მ დ ი ვ ა ნ ი (ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს)

ის მშვენიერი ძუკნა რას შვრება, შიშისგან ხომ არ ამოსძვრა სული? ზვარაკის როლში თავს როგორა გრძნობს?

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი მხნედ და ამაყად ეჭირა თავი, სანამ ჯალათებს ჩავუგზავნიდი, მაგრამ რომ ნახა სამსხვერპლო კუნძი და ელვარება ალესილ წალდის, ზაფრანისფერი გაუხდა სახე.

მ დ ი ვ ა ნ ი ჯიუტს, დოქტორის წინ გადამხტარ კრავს, ყველას ასეთი ხვედრი მოელის...

(შეამჩნევს ადამიანს) ამ კაცს უფრთხილდით, რაღაც საეჭვოდ დიდხანს ინება სტუმრად დარჩენა.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი თხუთმეტი-ოცი შუბოსანი დაგვისახიჩრა, მაგასთან შებმა გაგვიჭირდება, თვითონ დოქტორი თუ არ მიხედავს.

მ დ ი ვ ა ნ ი ასეთ წვრილმანზე არ დაისვრის დოქტორი ხელებს. თქვენი საქმეა და მოუარეთ!

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ახლოს მოსვლასაც ვერა ბედავენ... დოქტორს ვუამბე, ბევრი იცინა. თუ რაინდია, მაშინ მოკვდეს რაინდივით.

ა დ ა მ ი ა ნ ი

(გონჯას, მორიდალს, ასნაფს, მოქალაქეს) თქვენ, ამ ლაყბობით, გულს იფხანთ მხოლოდ...

Page 108: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

107 ვაჟა დადიანიძე

წყალში კაცი იხრჩობოდა, რა უთხრა ღმერთმა? - შენც გაანძრიე ხელები და მეც გიშველიო.

ა ს ნ ა ფ ი ხომ ვცდილობთ? რაც ჩვენ ტაშს ვუდგაფუნებთ...

შემოდიან მ ე ქ ო თ ნ ე, მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი და უერთდებიან.

ა დ ა მ ი ა ნ ი სანამ მაგ ხელებს სხვა რამისთვის არ მოიმარჯვებთ, ასე იქნებით მთელი სიცოცხლე.

მ ო რ ი დ ა ლ ი ტყუილუბრალოდ რომ დაიღუპოთ და ჩვენც დაგვღუპოთ? სხვებსაც ვერ ვარგოთ?

გ ო ნ ჯ ა სული კოჭებში თუ გეპარება, იმათთან მიდი ნასუფრალისთვის.

(შეამჩნევს მზირი როგორ უახლოვდება) წუხელ წვეთიც კი არ გვძინებია, მე და მექოთნე თავებს ვიმტვრევდით, რომ აღგვენიშნა დღესასწაული. აი, სურათი რომ გვქონოდა...

(მზირი ბოროტად ჩაიცინებს და ჩაივლის)

ა დ ა მ ი ა ნ ი მაგასაც ნახავთ, დღეს გიჩვენებთ - ნამდვილ ზომებში.

(მექოთნეს) ხომ აუხსენი ამქრებს თავის მოვალეობა?

მ ე ქ ო თ ნ ე ვერ დავაჯერე, მაგრამ მითხრეს, როგორც ოსტატი ინებებს, ისე გავირჯებითო.

Page 109: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

108 ვაჟა დადიანიძე

სცენაზე თანდათან შემოდიან: მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე ნ ი, მ ო ქ ე ი ფ ე ნ ი, მ ო ქ ა ლ ა ქ ე ნ ი, ა მ ქ რ ე ბ ი და სხვა, რომელთა ერთი ნაწილი ა დ ა მ ი ა ნ თ ა ნ იყრის თავს, ხოლო მეორე - მ დ ი ვ ა ნ თ ა ნ. მ ე ს ტ უ მ რ ე ე ბ ს შემოაქვთ სამსხვერპლო კუნძი.

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე

(ადამიანს) ციხე-დარბაზის კარები გახსნეს, მგონია, მოჰყავთ მერის ქალწული.

ა დ ა მ ი ა ნ ი

(მის გარშემო შემოკრებილებს) თუმცა ძალიან მოკლე ხმლებით მოგვიწევს ბრძოლა, ნუ შეშინდებით, გაბედულად წინ წადგით ფეხი!

ჯ ა ლ ა თ ე ბ ს შემოჰყავთ მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი და სამსხვერპლოსკენ გაემართებიან. მათთან ერთად შემოდის მ ე რ ი.

მ ე რ ი

(ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს) დანაშაული არ მიუძღვის, ჩემი ბრალია, მე წავაქეზე და მე დამსაჯეთ.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი დასჯაო, ბრძანეთ, როგორ კადრულობთ, ვისი ღმერთები არ ითხოვენ მსხვერპლს? ეს პატივია თქვენი შვილისთვის, ყველა ცოდვისგან განიწმინდება... რაც შეეხება თქვენს დანაშაულს, რომელიც თურმე ჩაგიდენიათ, რადგან ასე გსურთ, პასუხსაც აგებთ. ვინ იფიქრებდა, როცა დოქტორმა თვით წაგაყენათ ჩვენი ქალაქის უმაღლეს ორდენ „რკინის დრაკონზე“. ვერ შეიფერეთ, სამწუხაროა. ხვალ მესტუმრეებს გამოგიგზავნით, თან გამოჰყევით, ნუ გედარდებათ!

(ადამიანს მიაპყრობს მზერას)

Page 110: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

109 ვაჟა დადიანიძე

თქვენი შემცვლელი უკვე გამოჩნდა. ახლა დაბრძანდით და იზეიმეთ.

მ ე ტ ა შ ე ე ბ ი ძალით დასვამენ მ ე რ ს. ისმის უკმაყოფილო წამოძახილები.

ს ო ვ დ ა გ ა რ ი (მერის მისამართით)

ოხ, მე მაგისი... გაიძვერაა, საფლავის მიწაც დაენანა, გსმენიათ, სადმე! ხომ ჩამოგწყვიტეს კისრიდან ჯაჭვი, ხვალ ჩემი ძაღლის დასაბმელად გამოვიყენებ.

გ ო ნ ჯ ა ვეღარ მოასწრებ, ბილწო, სულძაღლო! რომ ჩაგაძაღლებთ, საფლავს ძაღლის გვერდით გაგითხრით, იქნებ გაიგო, მისი თავი სადა მარხია.

ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ძვირფასო თანამოქალაქენო! გვიახლოვდება დოქტორის წელი, თითქო სამოთხის კარი იღება და გულსა და სულს ესალბუნება. დიდი თარიღის აღსანიშნავად, გვეწვივნენ ქვეყნის ყველა კუთხიდან. მჯერა, პატივით მიიღებთ სტუმრებს, როგორც სჩვევიათ ჩვენს მამა-პაპათ. თავშესაქცევად და სალაღობოდ, მინდა გაუწყოთ, რომ ზეიმს ვიწყებთ, ძველი ადათის - თემის პირის განსხეულებით. ყველაზე დიდ ღმერთს - დოქტორს - შევწირავთ ჩვენი ქალაქის მშვენიერ ასულს - მერის ქალიშვილს! პირადი თხოვნით, რასაც თვითონვე დაადასტურებს.

ტაში. მოწონების შეძახილები. სტვენა. მ ე რ ი მესტუმრეებს გაუსხლტება.

Page 111: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

110 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი არ ვიცი, რა ვთქვა, ყურს როგორ უგდებთ ან როგორ ითმენთ ამ თვალთმაქცობას! თუმცა ბევრი რამ ჩემი ბრალია, გულდედალი და მხდალი აღმოვჩნდი. ყველაფრის ღირსი ვიყავი და ვარ, მაგრამ ჩემს ქალწულს რას ემართლებით? ჯერ მთლად ბავშვია, ნაზი, სათუთი. ნუ გაიმეტებთ იმ ურჩხულის დასაძიძგნავად, უშველეთ რამე, შეებრძოლეთ, გამოიხსენით!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი სხვებს რომ აქეზებ, აბა, ერთი შენ თვითონ სცადე!

(ხარხარებს, ზოგიერთები აჰყვებიან)

მ ე რ ი რატომაც არა, ვცდი, თუმცა მარტო, უთქვენოდ, მე რას გავაწყობ?! ვიცი, რომ სული კბილით გიჭირავთ, კრთებით, მაგრამ როდემდე ვიცხოვროთ ასე, მუდმივ შიშსა და დამცირებაში. გალესეთ ხმლები, ჩაჟანგებული, უკან მოუხმეთ დაკარგულ სინდისს.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ე, რეებს ამბობს, ჩემმა ცოლმა თქვა, სინდისი ერთად ჩავაბარეთო.

მ ე რ ი მართალსა ბრძანებ, მაგრამ მაშინ საჭირო იყო, რომ ხალხი გვეხსნა დაღუპვისაგან. რამდენმა გმირმა შეაკლა თავი ამ ნამდვილ ურჩხულს, ტყუილუბრალოდ. ჩემი ვაჟებიც, გემახსოვრებათ, დაეცნენ მასთან ორთაბრძოლაში. ბევრმა კაი ყმამ გაიზიარა იმათი ხვედრი და დავყარეთ ბოლოს ფარ-ხმალი. ახლა ხომ იცით, როგორ ვებრძოლოთ.

Page 112: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

111 ვაჟა დადიანიძე

არ გესმით, თქვენთვის დაღუპულთა სისხლის ყივილი? მამა-პაპათა იარაღი თქვენ გელოდებათ, გამოიყენეთ, თუ მაგ ძარღვებში ჯერ კიდევ მათი ვაჟკაცური სისხლი მქუხარებს.

მ ო რ ი დ ა ლ ი მამა-პაპანი რახან გვიხსენე, სიტყვას მეც იმათ დავესესხები: „თხას უთხრეს, მგელი მომკვდარა - თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა, იმას რომ დარჩა ლეკვები, ისინიც მგლებად მაიქცა.“

მ ე რ ი ყველაფერი ვთქვი. ახლა თქვენ იცით, თქვენმა სინდისმა და სიჩაუქემ.

(მიდის ადამიანისაკენ)

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი მაშინ მოეწვა კუდი, როდესაც მისი ქალწულის რიგი მოვიდა. თუ თქვენზე ფიქრობს, ადრე სად იყო, ახლა რომ ასე აგვიჭიკჭიკდა? გონს მოდით, ხალხო, მალე დოქტორი გამოჩნდება და დაიღუპებით.

(მზირს) დაწყების დროა, საქმეს მიხედეთ.

მ ზ ი რ ი გადის.

მ დ ი ვ ა ნ ი ორიოდ სიტყვა მეც მაქვს სათქმელი, მინდა, გიჩვენოთ ერთი ნიმუში ბრძენი დოქტორის ღვთაებრივი სიძლიერისა.

Page 113: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

112 ვაჟა დადიანიძე

მოულოდნელად კაბის ღილებს შეიხსნის, უბიდან ბალიშს ამოიღებს და ძირს დაახეთქებს.

აი, მემკვიდრე, ვისი შიშითაც დღემდე ბალანი გეშლებათ ტანზე. თქვენი ტაშის და ოვაციების გარეშე, მხოლოდ ეს მოახერხა. არც თვითონ არის ამ ბალიშზე უფრო საშიში. მთელ სიცოცხლეში, ერთხელ სცადეთ, არ ატყაპუნოთ ხელები, მართლა დაუბანელი!

(მიდის ადამიანისაკენ)

კიბე შეირყევა. ისმის ნაბიჯების ძლიერი ხმა.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ვინ აუბნია ამ დედაკაცს ჭკუა-გონება?

(დაბნეული) ახლა მოისმენთ ახალ ციტატებს.

(ანიშნებს თუთიყუშებს)

თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ი

(ზეპირად, სხაპასხუპით) „ნუ დადგები იქ, სადაც დრაკონი არ ჩანს!“

ტაში. ხმაური.

„დაუბანელი ხელებითაც შეიძლება ტაშის დაკვრა!“

ტაში. ხმაური. ისმის ნაბიჯების ძლიერი ხმა. ა დ ა მ ი ა ნ ი თავის გარშემო შემოკრებილებს რაღცას ჩასჩურჩულებს.

„ხელები ტანს აბია და არა თავს!“

ტაში. სტვენა. ისმის ნაბიჯების ხმა.

„უწყლოდ არავინ დამხრჩვალა, წყალში - რამდენიც გინდა!“

Page 114: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

113 ვაჟა დადიანიძე

ტაში. ხმაური. სტვენა. ნაბიჯების ხმა შეწყდება. შემოდის მ ზ ი რ ი, რომელიც ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ს ეჩურჩულება.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ნუ გერიდებათ, დიდხანს არავის არ გაგაწვალებთ; ხელად გაგგზავნით ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, - სადაც ინებებთ!

შიშის სიჩუმე. წინ გ ო ნ ჯ ა წამოიწევს.

გ ო ნ ჯ ა საქვეყნოდ ვამბობ, რომ დოქტორი გაიძვერაა და ცილსა სწამებს მერის ქალიშვილს. ჩემს სიტყვებს ჩემი ხმლით დავამტკიცებ!

ს ო ვ დ ა გ ა რ ი დოქტორთან შებმა ამას ჰგონია ლექსების თქმა და გაშაირება.

(ხარხარებს. ზოგიერთები აჰყვებიან)

ა დ ა მ ი ა ნ ი მოიცა, გონჯა, სიმამაცე არ გესწავლება, მაგრამ ბრძოლისთვის ახალბედა ხარ!

(ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს) ეს მე ვამტკიცებ, რომ ცილს სწამებენ, რომ უმანკოა, ვით მისი ცრემლი, რომელიც მკლავზე დამეცა და სხივივით ბრწყინავს. თუ თავის სიტყვებს არ დაიბრუნებს, ვფიცავ მაღალ ღმერთს, შუბით განვგმირავ.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ო, სტუმარი ხართ ჩვენი ქალაქის, თავს ვერ მოვიჭრით მთელს ქვეყანაზე. თანაც ადგილი თავისუფლდება, რომელიც დოქტორს თქვენთვის უნდოდა.

Page 115: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

114 ვაჟა დადიანიძე

ა დ ა მ ი ა ნ ი კვლავ ვიმეორებ, რომ დოქტორი გაიძვერაა, რომ ცილსა სწამებს მერის ქალიშვილს. ვინ რაინდია და ვინ ლაჩარი, ეს ორთბრძოლამ გადაწყვიტოს, პატიოსანმა.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი რახან არ იშლით, რა გაეწყობა, თქვენთვის სიკეთე მსურდა, ღმერთმანი. მაშინ გვითხარით, ვინ ხართ, რა გქვიათ, რადგან ნამდვილი სახელი თუ არ გაამხილეთ, წესის მიხედვით, შებრძოლების უფლება არ გაქვთ. ა დ ა მ ი ა ნ ი სიამოვნებით, ჩემი სახელი - ა დ ა მ ი ა ნ ი, ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც - დ რ ა კ ო ნ ი - დოქტორ ა. კონის.

გაოცებისა და დაბნევის ხმები.

თ ა ღ ლ ი თ ი ხალხო, მე უნდა მერქვას თაღლითი, დოქტორს კი ბრძენი, გმირი და ქველი?

(კაბინეტის კარზე მიუთითებს) ერთი შეხედეთ, დ-რ ა. კონი, რა გამოვიდა? მართლა დ რ ა კ ო ნ ი !

აღშფოთების შეძახილები. შ უ ბ ო ს ნ ე ბ ი ძალით გაათრევენ თ ა ღ ლ ი თ ს.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი მაშ, ასე, ძმებო, დღესასწაულს გაალამაზებს ორი ბრწყინვალე რაინდის შებმა. გთხოვთ, შუაგულში ნუ შეჯგუფდებით, წრე ცოტა განზე გაწიეთ ყველამ. დამეთანხმებით, რომ დღევანდელ დღეს არ ეკადრება ზურნის ჭყვიტინი, ამიტომ ბრძოლა ჩატარდება ტაშის თანხლებით. იმედი არი, თავს არ დაზოგავთ, - მთელ ციხე-დარბაზს აახმიანებთ.

Page 116: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

115 ვაჟა დადიანიძე

(მზირს) დოქტორს აუწყე, მის გამოჩენას სულმოუთქმელად მოელის ხალხი.

მ ზ ი რ ი გადის.

დაუბანელი ხელებითაც შეიძლება ტაშის დაკვრა! ტაში!!!

მქუხარე ტაში. ისმის ნაბიჯების ძლიერი ხმა.

გ ო ნ ჯ ა რას შვრებით, ხალხო, რამ გაგაშტერათ!

ზოგიერთები შეწყვეტენ ტაშის დაკვრას. ნაბიჯების ხმა ოდნავ სუსტდება.

მ ო რ ი დ ა ლ ი მართალი უთქვამს, ნაბიჯები შესუსტდა, ხალხო, აბა, გაჩერდით და მოუსმინეთ!

კიდევ რამდენიმე წყვეტს ტაშის დაკვრას. ნაბიჯების ხმა თანდათან ნელდება. სამაგიეროდ, მეტაშენი მოუმატებენ ტაშის დაკვრას და ნაბიჯების ხმაც გაძლიერდება. გ ო ნ ჯ ა და სხვები გაიწევენ მათკენ, მაგრამ შუბოსნები გადაეღობებიან.

ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ი ს დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ტაში! არ ვარგა! ტაში!!! კარგია!

ტაში და ნაბიჯების ხმა ძლიერდება. ამ დროს, რაღაც უჩინარი ძალა მ ე ტ ა შ ე ე ბ ს და სხვებს ძლიერი დარტყმით სათითაოდ მკლავებს გადაუმტვრევს. ტაშის ხმა მთლიანად მიწყდება. წუთიერი გარინდება. უცებ კარები და კიბეები იწყებენ რღვევას. გაისმის რაღაცის გასკდომის ხმა. კიბეებზე ჩამოგორდება პატარა, სათამაშო ნიანგი. გაოცებისა და აღტაცების შეძახილები.

ა დ ა მ ი ა ნ ი ესეც დოქტორი! ფრთხილად, ფეხი არავინ დაადგათ!

მიდის მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ თ ა ნ . ხელს მოხვევს და მ ე რ თ ა ნ მიიყვანს.

(თავისთვის)

Page 117: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

116 ვაჟა დადიანიძე

მეც ვერ გავიგე, რა მოხდა, ნეტავ, ვინ დააწყვიტა ამ ხალხს მკლავები?

გამოჩნდება ს უ ლ ი.

ს უ ლ ი

(ადამიანს) ეს მე ვიყავი, რაო, ვერა მცნობ? სული გახლავარ იმ საწყალ კაცის, გვამი შერყვნას რომ გადაურჩინე. სიკეთე სიკეთის წილ, ეს არი ჩვენი არსობის თავი და ბოლო... ვალი დავფარე, ახლა მშვიდობით. კიდევ ბევრია ბოროტის თესლი, ამოსაძირკვი და შესამუსრი.

(უჩინარდება)

გ ო ნ ჯ ა (სათამაშო დრაკონზე)

მეც გამატარეთ, ხელს ჩამოვართმევ!

საერთო მხიარულება, რომლის დროსაც ადამიანი გაუჩინარდება.

მადლობის თქმაც კი გადაგვავიწყდა, ადამიანო! სად არი, ხალხო?

მ ე ქ ო თ ნ ე აქ იყო, კაცო, ეე, რა იქნა?

მ დ ი ვ ა ნ ი ნეტა, დოქტორმა ხომ არ ჩაყლაპა?

(სინჯავს სათამაშო ნიანგს)

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი სად გაქრა ჩემი ადამიანი, რა მოხდა, მამა, რატომ დაგვტოვა?

ყველანი ა დ ა მ ი ა ნ ს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ.

Page 118: ქალაქი ლასია

ქ ა ლ ა ქ ი ლ ა ს ი ა

117 ვაჟა დადიანიძე

მ ე რ ი ცხადი არი თუ სიზმარი, ჯერაც ვერ გამიგია, დამაცა, შვილო.

გ ო ნ ჯ ა რისი სიზმარი, აქ იყო ახლა. მოვძებნით... ეცვა... ნეტა, რა ეცვა?

მ ე რ ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი არ მახსოვს, თუმცა გულზე დამეჭდო... მართლა არ ვიცი აღარაფერი!

მ დ ი ვ ა ნ ი ალბათ ბურანში თუ მოგვეჩვენა!

ა ვ ხ ო რ ც ი არ გამიკვირდა, რა მოელანდა, უარი რატომ შემკადრა-მეთქი?

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ მივა კაბინეტის ჩამოვარდნილ კართან და ცდილობს, მის მაგივრად თავისი ჩამოკიდოს.

კ ა ც ი კ ა რ ე ბ ი თ ძლივს არ ვიპოვე ჩემი სახლი, სად არ ვეძებე!

მ ე გ ო ნ ჯ ა ვ ე და სხვები არ ანებებენ ჩამოკიდვას. გაწევ-გამოწევა, კინკლაობა, რომელშიც თანდათანობით ყველა ებმევა. კინკლაობა გადაიზრდება ჩხუბში. ჩხუბობენ უმიზნოდ, უდარდელად, დიდხანს. დაიღლებიან და მიესვენებიან. დაღლის სიჩუმე. ყველა მხრიდან მოისმის გამაყრუებელი ისტერიული ხარხარი. სცენაზე ჩამოეშვება აბრა წარწერით:

ჭ ი რ ი ი ქ ა, ლ ხ ი ნ ი ა ქ ა!