Европейское Договорное Право- Основные Положения

14
ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე 1 ეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეე 1: ეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე 1: ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეე ეეეეე 1:101: ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე (1) ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეეეეეეეე. (2) ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეე ეეეეეეეეეეეე, ეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეე ეეე ეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე. (3) ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეე, ეეეეეეე: ე. ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეე ეეე ეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეე ეეეეეეეეეეეეეე “ეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე”, “ეეე ეეეეეეეეეე” ეე ეეეე ეეეეეეე; ეე ე. ეეეეეეეეე ეე ეეეეეეე ეეე ეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეე. (4) ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეეეეეე. ეეეეე 1:102: ეეეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეე (1) ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეეეე ეე ეეეეეეეეეეე ეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეეეეეეე ეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეეეეეე,

Transcript of Европейское Договорное Право- Основные Положения

Page 1: Европейское Договорное Право- Основные Положения

ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი დებულებები

პუბლიკაცია 1

ზურაბ ჭეჭელაშვილი

ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი დებულებები

თავი 1: ზოგადი დებულებები

განყოფილება 1: ძირითადი დებულებების გამოყენების სფერო

მუხლი 1:101: ძირითადი დებულებების გამოყენება

(1) წინამდებარე ძირითადი დებულებები გამიზნულია ევროპის გაერთიანებაში სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების სახით გამოსაყენებებლად.

(2) წინამდებარე ძირითადი დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში მათი შეტანის შესახებ ან როდესაც მათ შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს ძირითადი დებულებები.

(3) წინამდებარე ძირითადი დებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც:

ა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს “სამართლის ძირითადი დებულებები”, “ლეხ მერცატორია” ან სხვა მსგავსი; ან

ბ. მხარეებმა არ აირჩიეს მათ შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებლად სამართლის რომელიმე სისტემა ან ნორმები.

(4) წინამდებარე ძირითადი დებულებები შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთი სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტას, რომელსაც გამოსაყენებელი სამართლის სისტემა ან სამართლის ნორმები არ არეგულირებს.

მუხლი 1:102: ხელშეკრულების დადების თავისუფლება

(1) მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ მისი შინაარსი კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის, აგრეთვე, წინამდებარე ძირითადი დებულებებით დადგენილი იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა დაცვით.

(2) მხარეებს შეუძლიათ ძირითადი დებულებების ნებისმიერი ნორმის გამოყენების სრული ან ნაწილობრივი გამორიცხვა ან მათი სამართლებრივი ძალის შეცვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად არის გათვალისწინებული წინამდებარე ძირითადი დებულებებით.

Page 2: Европейское Договорное Право- Основные Положения

მუხლი 1:103: სავალდებულო სამართალი

(1) როდესაც გამოსაყენებელი სამართალი ამას უშვებს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ გამოიყენებოდეს წინამდებარე ძირითადი დებულებები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არ გამოიყენება ეროვნული სამართლის იმპერატიული ნორმები.

(2) მიუხედავად ამისა, უპირატესი ძალა უნდა მიენიჭოს ეროვნული, ზეეროვნული და საერთაშორისო სამართლის იმ იმპერატიულ ნორმებს, რომლებიც, საერთაშორისო კერძო სამართლის შესაბამისი ნორმების თანახმად, გამოიყენება ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის მიუხედავად.

მუხლი 1:104: გამოყენება თანხმობის საკითხებისადმი

(1) წინამდებარე ძირითადი დებულებების მიღებისა თუ მათი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად გადაქცევის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობისა და ნამდვილობის საკითხი განისაზღვრება წინამდებარე ძირითადი დებულებებით.

(2) მიუხედავად ამისა, მხარეს შეუძლია დაეყრდნოს იმ ქვეყნის სამართალს, რომელშიც მას გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი, იმის დასადგენად, რომ მას არ მიუცია თანხმობა, თუ გარემოებებიდან ჩანს, რომ არ იქნებოდა გონივრული, მხარის მოქმედების სამართლებრივი შედგები განსაზღვრულიყო წინამდებარე ძირითადი დებულებების თანახმად.

მუხლი 1:105: ჩვეულებები და პრაქტიკა

(1) მხარეები შებოჭილნი არიან მათ შორის შეთანხმებული ნებისმიერი ჩვეულებითა და ჩამოყალიბებული პრაქტიკით.

(2) მხარეები შებოჭილნი არიან იმ ჩვეულებით, რომელიც მიიჩნეოდა პირების როგორც მხარეების მიერ გამოსაყენებლად ანალოგიურ პირობებში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩვეულები გამოყენება არაგონივრული იქნებოდა.

მუხლი 1:106: განმარტება და შევსება

(1) წინამდებარე ძირითადი დებულებები განიმარტება და განივრცება მათი მიზნების შესაბამისად. კერძოდ, ყურადღება უნდა გამახვილდეს კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის, სახელშეკრულებო ურთიერთობების განსაზღვრულობისა და ნორმათა გამოყენების ერთგვაროვნების სტიმულირების აუცილებლობაზე.

(2) ძირითადი დებულებების გამოყენების სფეროში მოქცეული, მაგრამ მათ მიერ პირდაპირ გადაუწყვეტელი სამართლებრივი საკითხები შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს ძირითადი დებულებების საფუძვლად არსებული იდეების მიხედვით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება სამართლის ის სისტემა,

Page 3: Европейское Договорное Право- Основные Положения

რომელიც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების ძალით უნდა იქნას გამოყენებული.

მუხლი 1:107: ძირითადი დებულებების გამოყენება ანალოგიით

სათანადო ცვლილებებით წინამდებარე ძირითადი დებულებები გამოიყენება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების, ცალმხრივი შეპირებებისა და სხვა იმ განცხადებებისა და მოქმედებების მიმართ, რომლებიც მეტყველებს პირის ნებაზე.

განყოფილება 2: ზოგადი ვალდებულებები

მუხლი 1:201: კეთილსინდისიერება და პატიოსანი საქმოსნობა

(1) ყოველი მხარე უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის პრინციპების მიხედვით.

(2) მხარეებს არ შეუძლიათ გამორიცხონ ან შეზღუდონ ეს ვალდებულებები.

მუხლი 1:202: თანამშრომლობის ვალდებულება

ყოველი მხარე ვალდებულია ითანამშრომლოს მეორე მხარესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების სრულად მისაღწევად.

განყოფილება 3: ტერმინოლოგია და სხვა პირობები

მუხლი 1:301: ტერმინების მნიშვნელობა

წინამდებარე ძირითად დებულებებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინადადების კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს,:

(1) “მოქმედება” მოიცავს უმოქმედობასაც;

(2) “სასამართლო” მოიცავს არბიტრაჟს;

(3) “განზრახი” მოქმედება მოიცავს გაუფრთხილებლად ჩადენილ მოქმედებას;

(4) “შეუსრულებლობა” გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებისმიერ შეუსრულებლობას მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა იგი საპატიოდ და მოიცავს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას, არასათანადო შესრულებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების სრულად მისაღწევად მეორე მხარესთან თანამშრომლობის ვალდებულების დარღვევას.

Page 4: Европейское Договорное Право- Основные Положения

(5) საკითხი მიიჩნევა “მნიშვნელოვნად”, თუ იგი გონივრულ ადამიანს როგორც ერთ-ერთ მხარეს ანალოგიურ პირობებში უნდა სცოდნოდა და რომელიც გავლენას მოახდენდა მეორე მხარის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, დადოს თუ არა ხელშეკრულება შეთავაზებული პირობებით ან საერთოდ დადოს თუ არა ხელშეკრულება;

(6) “წერილობითი” განცხადებები მოიცავს შეტყობინებებს, რომლებიც განხორციელებულია ტელეგრაფით, ტელექსით, ფაქსითა და ელექტრონული ფოსტით, აგრეთვე, შეტყობინების სხვა საშუალებებით, რომლითაც შესაძლებელია ორივე მხარისათვის ისეთი წერილობითი განცხადებების გადაცემა, რომელთა წაკითხვაც იქნება შესაძლებელი.

მუხლი 1:302: გონივრულობა

წინამდებარე ძირითადი დებულებების თანახმად, გონივრულობა უნდა შეფასდეს იმისდა მიხედვით, თუ რას მიიჩნევენ ასეთად პირები, რომლებიც მოქმედებენ კეთილსინდისიერად როგორც მხარეები ანალოგიურ პირობებში. კერძოდ, გონივრულობის შემოწმების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხელშეკრულების ბუნება და მიზანი, საქმის გარემოებები, სავაჭრო თუ პროფესიული ჩვეულებები და პრაქტიკა.

მუხლი 1:303: შეტყობინება

(1) ნებისმიერი შეტყობინება წერილობით თუ სხვაგვარად უნდა განხორციელდეს ნებისმიერი ისეთი საშუალებით, რომელიც მიიჩნევა ჯეროვნად შესაბამის გარემოებებში.

(2) (4) და (5) პარაგრაფების გათვალისწინებით, ნებისმიერი შეტყობინება სამართლებრივი ძალის მქონე ხდება იმ დროს, როდესაც იგი მიაღწევს ადრესატამდე.

(3) შეტყობინება აღწევს ადრესატს, როდესაც იგი მას ჩაბარდა პირადად ან გაგზავნილ იქნა მის იურიდიულ ან საფოსტო მისამართზე ან, თუ ადრესატს არ გააჩნია იურიდიული ან საფოსტო მისამართი, _ მის მუდმივ ადგილსამყოფელზე.

(4) თუ ერთი მხარე მეორეს ატყობინებს ვალდებულების შეუსრულებლობის ან ასეთი შეუსრულებლობა გონივრულად ივარაუდება პირველი მხარის მიერ და შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილ ან ჩაბარებულ იქნა, შეტყობინების გადაცემისას დაგვიანება ან ხარვეზები ან მისი ადრესატამდე მიუღწევლობა არ ბღალავს მის სამართლებრივ ძალას. შეტყობინებას ძალა აქვს იმ მომენტიდან, როდესაც იგი უნდა მისულიყო ჩვეულებრივ პირობებში.

(5) შეტყობინებას ძალა არა აქვს, თუ მასზე უარი ადრესატს მიუვა შეტყობინების მისვლამდე ან ერთდროულად შეტყობინების მისვლასთან ერთად.

(6) წინამდებარე მუხლში “შეტყობინება” მოიცავს შეპირების, განცხადების, აქცეპტის, მოთხოვნის, თხოვნის ან სხვა განცხადების შეტყობინებას.

მუხლი 1:304: დროის გამოთვლა

Page 5: Европейское Договорное Право- Основные Положения

(1) მხარის მიერ წერილობით დოკუმენტში, რომელიც გამიზნულია ადრესატისათვის პასუხის გასაცემად ან სხვა მოქმედების განსახორციელებლად, დადგენილი დროის მონაკვეთი იწყება ამ დოკუმენტში დადგენილი თარიღიდან. თუ თარიღი არ არის მითითებული, დროის მონაკვეთი იწყება ადრესატამდე დოკუმენტის მიღწევის მომენტიდან.

(2) ოფიციალური დასვენებისა და არასამუშაო დღეები, რომლებიც დადგება დროის მონაკვეთის განმავლობაში, ჩაითვლება დროის მონაკვეთის გამოთვლისას. თუმცა, თუ ადრესატის მისამართზე დროის მონაკვეთის ბოლო დღე ემთხევა ოფიციალურ დასვენების ან არასამუშაო დღეს ანდა იმ ადგილას, სადაც მოცემული მოქმედება უნდა შესრულდეს, _ დროის მონაკვეთი გაიზრდება ამ ადგილას მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე.

(3) დღეებში, კვირებში, თვეებსა თუ წლებში გამოსახული დროის მონაკვეთი იწყება მომდევნო დღის 00.00 სთ-ზე და მთავრდება დროის მონაკვეთის ბოლო დღის 24.00 სთ-ზე; თუმცა ნებისმიერი პასუხი, რომელიც უნდა მიუვიდეს იმ მხარეს, ვინც ადგენს დროის მონაკვეთს, უნდა მოვიდეს ან სხვა შესასრულებელი მოქმედება უნდა დასრულდეს შესაბამის ადგილას სამუშაოს დასრულების ჩვეულებრივ დრომდე დროის მონაკვეთის ბოლო დღეს.

მუხლი 1:305: ფაქტის შესახებ ცნობის შერაცხვა და ნება

თუ ნებისმიერმა პირმა, რომელმაც მხარის თანხმობით დადო ხელშეკრულება ან ვისაც მიენიჭა ვალდებულების შესრულების უფლებამოსილება მხარის მიერ ანდა ვინაც შეასრულა ვალდებულება მხარის თანხმობით, _:

ა) იცოდა ფაქტის შესახებ ან ვარაუდობდა მის არსებობას ანდა უნდა სცოდნოდა ან ევარაუდა იგი; ან

ბ) მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ან კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის პრინციპის საწინააღმდეგოდ,

ეს ცნობა, ვარაუდი ან მოქმედება შეერაცხება თვით მხარეს.

თავი 2: ხელშეკრულების დადება

განყოფილება 1: ზოგადი დებულებები

მუხლი 2:101: ხელშეკრულების დადების პირობები

(1) ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ:

ა) მხარეებს განზრახული აქვთ, გახდნენ სამართლებრივად შებოჭილნი და

ბ) მათ მიაღწიეს საკმარის შეთანხმებას ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის გარეშე.

Page 6: Европейское Договорное Право- Основные Положения

(2) ხელშეკრულების დასადებად ან მისი დადების მტკიცებისათვის აუცილებელი არ არის წერილობითი ფორმა და, ამასთან, იგი არ ექვემდებარება არც ფორმის მიმართ წაყენებულ სხვა ნებისმიერ მოთხოვნას. ხელშეკრულების დადება შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერი საშუალებით მოწმის ჩვენების ჩათვლით.

მუხლი 2:102: ნება

მხარის ნება, ხელშეკრულებით გახდეს სამართლებრივად შებოჭილი, უნდა დადგინდეს მხარის განცხადებებით ან მოქმედებით, რომელთა გონივრულ ფარგლებში გაგებასაც შეძლებდა მეორე მხარე.

მუხლი 2:103: საკმარისი შეთანხმება

(1) საკმარის შეთანხმებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირობები:

ა) საკმარისად იქნა განსაზღვრული მხარეთა მიერ ისე, რომ ხელშეკრულების სასამართლო წესით დაცვა არი შესაძლებელი ან

ბ) შეიძლება განსაზღვრულ იქნას წინამდებარე ძირითადი დებულებების საფუძველზე.

(2) თუმცა, თუ ერთ-ერთი მხარე უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე მანამდე, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან რაიმე განსაზღვრულ საკითხზე, _ მაშინ ხელშეკრულებას ადგილი არა აქვს, თუ ამ საკითხზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.

მუხლი 2:104: პირობები, რომლებიც არ ყოფილა უშუალოდ შეთანხმებული მხარეთა შორის

(1) ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არ ყოფილა უშუალოდ შეთანხმებული მხარეთა შორის, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მხარის მიმართ, ვინაც არაფერი იცოდა მათ შესახებ მხოლოდ იმ პირობით, რომ მხარემ, რომელიც იყენებს ამ პირობებს, _ მიიღო გონივრული ზომები, წარედგინა ისინი გასაცნობად მეორე მხარისათვის ხელშეკრულების დადებამდე ან მისი დადების მომენტში.

(2) პირობები არ ითვლება მეორე მხარისათვის ჯეროვნად წარდგენილად სახელშეკრულებო დოკუმენტში მათზე უბრალო მითითებით, თუნდაც ეს მხარე ხელს აწერდეს დოკუმენტს.

მუხლი 2:105: დათქმა შთანთქმის შესახებ

(1) თუ წერილობითი ხელშეკრულება შეიცავს უშუალოდ შეთანხმებულ დათქმას, რომელშიც მითითებულია, რომ წერილობითი დოკუმენტი მოიცავს ხელშეკრულების ყველა პირობას (დათქმა შთანთქმის შესახებ), _ ნებისმიერი წინასახელშეკრულებო განცხადებები, შეპირებები თუ შეთანხმებები, რომელსაც წერილობითი დოკუმენტი არ მოიცავს, არ შეადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

Page 7: Европейское Договорное Право- Основные Положения

(2) თუ შთანთქმის შესახებ დათქმა არ ყოფილა უშუალოდ შეთანხმებული მხარეთა შორის, იგი მხოლოდ შექმნის ვარაუდს, რომ მხარეებს განზრახული ჰქონდათ, მათი წინასახელშეკრულებო განცხადებები, შეპირებები თუ შეთანხმებები არ გამხდარიყო ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. წინამდებარე ნორმა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს.

(3) მხარეთა წინასახელშეკრულებო განცხადებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების განმარტებისათვის. წინამდებარე ნორმა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს გარდა მხარეთა შორის უშუალოდ შეთანხმებული პირობით.

(4) მხარეს თავისი განცხადებებისა თუ მოქმედებების გამო შეიძლება ჩამოერთვას უფლება, მიუთითოს შთანთქმის შესახებ დათქმას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მეორე მხარე გონივრულად ენდობოდა ამ განცხადებებსა თუ მოქმედებებს.

მუხლი 2:106: ცვლილებები მხოლოდ წერილობითი ფორმით

(1) წერილობით ხელშეკრულებაში პირობა, რომელიც მოითხოვს ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილების შეტანას ან ხელშეკრულების შეწყვეტას წერილობითი შეთანხმებით, _ ქმნის ვარაუდს, რომ შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა ნებით არ მიიჩნევა სამართლებრივად მბოჭავად გარდა წერილობითი ფორმით მისი შედგენის შემთხვევისა.

(2) მხარეს თავისი განცხადებებისა თუ მოქმედებების გამო შეიძლება ჩამოერთვას უფლება, მიუთითოს ასეთ პირობას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მეორე მხარე გონივრულად ენდობოდა ამ განცხადებებსა თუ მოქმედებებს.

მუხლი 2:107: აქცეპტის გარეშე მბოჭავი შეპირება

შეპირება, რომელიც მხარეთა ნებით მიიჩნევა სამართლებრივად მბოჭავად აქცეპტის გარეშე, _ მბოჭავია.

განყოფილება 2: ოფერტი და აქცეპტი

მუხლი 2:201: ოფერტი

(1) წინადადება უთანაბრდება ოფერტს, თუ:

ა) იგი მიმართულია ხელშეკრულების დასადებად იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მიიღებს მას და

ბ) იგი შეიცას საკმარისად განსაზღვრულ პირობებს ხელშეკრულების დადებისათვის.

(2) ოფერტი შეიძლება წარდგენილ იქნას ან მეტი პირის მიმართ ან საჯაროდ.

Page 8: Европейское Договорное Право- Основные Положения

(3) მეწარმე პირის მიერ საქონლის მიწოდებისა თუ მომსახურების განხორციელების შესახებ წინადადება საჯარო განცხადებით ან კატალოგში ან საქონლის ჩვენებით, განიხილება როგორც ოფერტი მოცემულ ფასში გაყიდვისა თუ მომსახურების გაწევისათვის მანამდე, სანამ საქონლის მარაგი ან განსახორციელებელი მომსახურებისათვის მეწარმის შესაძლებლობა არ ამოიწურება.

მუხლი 2:202: ოფერტის გამოთხოვა

(1) ოფერტი შეიძლება გამოთხოვილ იქნას, თუ ოფერტზე უარის თქმის შესახებ განცხადება აქცეპტანტს მიუვა მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი გააგზავნის თავის თანხმობას ან, აქცეპტანტის შესაბამისი მოქმედებით აქცეპტის შემთხვევაში, 2:205 მუხლის (2) ან (3) პარაგრაფების შესაბამისად ხელშეკრულების დადებამდე.

(2) საჯაროდ განხორციელებული ოფერტი შეიძლება გამოთხოვილ იქნას იმავე საშუალებებით, რომლებიც გამოყენებულ იქნა ოფერტის განსახორციელებლად.

(3) თუმცა, ოფერტის გამოთხოვა სამართლებრივი ძალის არმქონედ ჩაითვლება, თუ:

ა) ოფერტში მითითებულია, რომ მისი გამოთხოვა დაუშვებელია; ან

ბ) იგი აქცეპტისათვის განსაზღვრულ ვადას ადგენს; ან

გ) აქცეპტანტი გონივრულად ენდობოდა იმ ფაქტს, რომ ოფერტზე უარის თქმა დაუშვებელია და აქცეპტანტი მოქმედებდა ოფერტის ნდობით.

მუხლი 2:203: ოფერტზე უარი

როდესაც ოფერტზე უარი მიუვა ოფერენტს, ოფერტი უქმდება.

მუხლი 2:204: აქცეპტი

(1) აქცეპტანტის ნებისმიერი ფორმით განცხადება თუ მოქმედება, ჩაითვლება აქცეპტად, თუ იგი მიუთითებს ოფერტზე თანხმობას.

(2) პასუხის გაუცემლობა ან უმოქმედობა თავისთავად არ ნიშნავს აქცეპტს.

მუხლი 2:205: ხელშეკრულების დადების დრო

(1) თუ აქცეპტი გაგზავნილ იქნა აქცეპტანტის მიერ, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტში, როდესაც აქცეპტი მიუვა ოფერენტს.

(2) მოქმედებით აქცეპტის შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტში, როდესაც მოქმედების შესახებ ინფორმაცია მიუვა ოფერენტს.

(3) თუ ოფერტის, ასევე მხარეთა მიერ ერთმანეთს შორის დადგენილი პრაქტიკის ან ჩვეულების მეშვეობით აქცეპტანტს შეუძლია მიიღოს ოფერტი მოქმედების შესრულებით

Page 9: Европейское Договорное Право- Основные Положения

ოფერენტისათვის შეტყობინების გარეშე, _ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტში, როდესაც მოქმედების შესრულება იწყება.

მუხლი 2:206: აქცეპტისათვის ვადის დაწესება

(1) იმისათვის, რომ აქცეპტს გააჩნდეს სამართლებრივი ძალა, იგი უნდა მიუვიდეს ოფერენტს ოფერტში მითითებული ვადაში.

(2) თუ ვადა არ არის განსაზღვრული ოფერენტის მიერ, აქცეპტი უნდა მიუვიდეს ოფერენტს გონივრულ ვადაში.

(3) მოქმედების შესრულებით აქცეპტის შემთხვევაში 2:205 მუხლი (3) პარაგრაფის შესაბამისად, ასეთი მოქმედება უნდა განხორციელდეს ოფერენტის მიერ აქცეპტისათვის დადგენილ ვადაში ან, თუ ასეთი ვადა არ არის დადგენილი, _ გონივრულ ვადაში.

მუხლი 2:207: დაგვიანებული აქცეპტი

(1) დაგვიანებული აქცეპტი მაინც მიიჩნევა სამართლებრივი ძალის მქონედ, თუ ოფერენტი დაუყოვნებლივ შეატყობინებს აქცეპტანტს, რომ იგი დაგვიანებულ აქცეპტს სამართლებრივი ძალის მქონედ განიხილავს.

(2) თუ წერილში ან სხვა წერილობით დოკუმენტში, რომელიც შეიცავს დაგვიანებულ აქცეპტს, ჩანს, რომ იგი გაიგზავნა ისეთ გარემოებებში, რომ მისი ჩვეულებრივი გადაცემის შემთხვევაში იგი დროულად მიაღწევდა ოფერენტს, _ დაგვიანებული აქცეპტი მიიჩნევა სამართლებრივი ძალის მქონედ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოფერენტი დაუყოვნებლივ განუცხადებს აქცეპტანტს, რომ იგი მის ოფერტს გაუქმებულად მიიჩნევს.

მუხლი 2:208: შეცვლილი აქცეპტი

(1) აქცეპტანტის პასუხი, რომელშიც მოცემულია ან ნაგულისხმევია დამატებითი პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის ოფერტის პირობებს, _ წარმოადგენს უარს ოფერტზე და, ამასთან, ახალ ოფერტს.

(2) პასუხს, რომელშიც მოცემულია ოფერტზე ცხადი თანხმობა, ენიჭება აქცეპტის ძალა მიუხედავად მასში მოცემული ან ნაგულისხმევი დამატებითი პირობებისა იმ პირობით, რომ ისინი მნიშვნელოვნად არ ცვლის ოფერტის პირობებს. დამატებითი თუ განსხვავებული პირობები ხდება ხელშეკრულების ნაწილი.

(3) თუმცა, ასეთი პასუხი განიხილება როგორც უარი ოფერტზე, თუ:

ა) ოფერტი პირდაპირ ზღუდავს მიღებას ოფერტის პირობებით; ან

ბ) ოფერენტი დაუყოვნებლივ უარს აცხადებს დამატებით თუ განსხვავებულ პირობებზე; ან

გ) აქცეპტანტი თავის თანხმობას დამოკიდებულს ხდის დამატებით თუ განსხვავებულ პირობებზე ოფერენტის თანხმობაზე და თანხმობა არ მიუვა აქცეპტანტს გუნივრულ ვადაში.

Page 10: Европейское Договорное Право- Основные Положения

მუხლი 2:209: სადავო ზოგადი პირობები

(1) თუ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას გარდა იმ პირობებისა, რომლებზედაც ოფერტი და აქცეპტი მიუთითებს როგორც ხელშეკრულების სადავო ზოგად პირობებზე, _ ხელშეკრულება მიუხედავად ამისა მაინც ჩაითვლება დადებულად. ზოგადი პირობები ქმნის ხელშეკრულების ნაწილს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ისინი არსებითად საერთოა.

(2) თუმცა, ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად, თუ:

ა) ერთმა მხარემ წინასწარ პირდაპირ და არა ზოგადი პირობების მეშვეობით მიუთითა, რომ მას არ სურს, (1) პარაგრაფის თანახმად ხელშეკრულებით იყოს ვალდებული; ან

ბ) იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს მეორე მხარეს, რომ მას არ სურს, ასეთი ხელშეკრულებით იყოს ვალდებული.

(3) ხელშეკრულების ზოგად პირობებად მიიჩნევა პირობები, რომლებიც წინასწარ იქნა ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი ბუნების მქონე განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულებებისათვის და რომლებიც არ ყოფილა უშუალოდ შეთანხმებული მხარეთა შორის.

მუხლი 2:210: მეწარმის წერილობითი დასტური

თუ მეწარმეებმა დადეს ხელშეკრულება, მაგრამ არ ჩამოაყალიბეს იგი საბოლოო დოკუმენტად და ერთ-ერთი დაუყოვნებლივ უგზავნის მეორეს წერილობით დოკუმენტს, რომელიც გამიზნულია ხელშეკრულების დადების დასტურად, მაგრამ რომელიც შეიცავს დამატებით ან განსხვავებულ პირობებს, _ ასეთი პირობები გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) პირობები მნიშვნელოვნად ცვლის ხელშეკრულების პირობებს, ან

ბ) ადრესატი დაუყოვნებლივ უარს განაცხადებს მათზე.

მუხლი 2:211: ხელშეკრულებები, რომლებიც არ იდება ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით

წინამდებარე განყოფილების ნორმები სათანადო მისადაგებით გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულების დადების პროცესი ლოგიკურად ვერ დაიყოფა ოფერტად და აქცეპტად.

განყოფილება 3: პასუხისმგებლობა მოლაპარაკებისათვის

მუხლი 2:301: მოლაპარაკება კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ

Page 11: Европейское Договорное Право- Основные Положения

(1) მხარე თავისუფალია აწარმოოს მოლაპარაკება და არ არის პასუხისმგებელი შეთანხმების მიუღწევლობისათვის.

(2) თუმცა, მხარე, ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებას ან შეწყვიტა მოლაპარაკება კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის პრინციპების საწინააღმდეგოდ, _ ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიყენებული ზარალის.

(3) კერძოდ, კეთილსინდისიერებისა და პატიოსანი საქმოსნობის პრინციპების საწინააღმდეგოდ ჩაითვლება მხარის მიერ მოლაპარაკების დაწყება ან გაგრძელება მეორე მხარესთან შეთანხმების მიღწევის ნამდვილი განზრახვის გარეშე.

მუხლი 2:302: კონფიდენციალურობის დარღვევა

თუ მოლაპარაკების დროს ერთი მხარის მიერ გაიცა კონფიდენციალური ინფორმაცია, მეორე მხარე ვალდებულია, არ გაახმაუროს ეს ინფორმაცია ან არ გამოიყენოს იგი თავისი მიზნებისათვის მიუხედავად იმისა, დაიდო თუ არა შემდგომში ხელშეკრულება. ამ ვალდებულების დარღვევისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალება შეიძლება შეიცავდეს განცდილი ზარალის ანაზღაურებასა და მეორე მხარის მიერ მიღებული სარგებლის დაზარალებული მხარისათვის გადაცემას.

თავი 3: წარმომადგენლის უფლებამოსილება

განყოფილება 1: ზოგადი დებულებები

მუხლი 3:101: თავის გამოყენების სფერო

(1) წინამდებარე თავი ეხება წარმომადგენლის ან სხვა შუამავლის უფლებამოსილებას, მესამე პირთან დადებულ ხელშეკრულებაში თავისი მოქმედებით სამართლებრივი შედეგები იქონიოს მარწმუნებლისათვის.

(2) წინამდებარე თავი არ ეხება წარმომადგენლისათვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას ან იმ წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომელიც დანიშნულია საჯარო ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ.

(3) წინამდებარე თავი არ ეხება წარმომადგენელსა ან შუამავალსა და მარწმუნებელს შორის არსებულ შიდა ურთიერთობას.

მუხლი 3:102: წარმომადგენლობის სახეები

(1) როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს მარწმუნებლის სახელით, მაშინ მოქმედებს პირდაპირი წარმომადგენლობის შესახებ ნორმები (განყოფილება 2). წარმომადგენლის მოქმედების დროს თუ ამის შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა, ხდება თუ არა მარწმუნებლის პიროვნების გამჟღავნება.

Page 12: Европейское Договорное Право- Основные Положения

(2) როდესაც შუამავალი მოქმედებს მარწმუნებლის მითითებების შესაბამისად და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მაგრამ არა მისი სახელით ან როდესაც მესამე მხარემ არ იცის და არც შეუძლია იცოდეს, რომ შუამავალი მოქმედებს როგორც წარმომადგენელი, _ მაშინ მოქმედებს არაპირდაპირი წარმომადგენლობის შესახებ ნორმები (განყოფილება 3).

განყოფილება 2: პირდაპირი წარმომადგენლობა

მუხლი 3:201: პირდაპირ გამოხატული, გარემოებებიდან გამომდინარე გონივრულად სავარაუდო უფლებამოსილება

(1) მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭება, იმოქმედოს მისი სახელით, შეიძლება იყოს პირდაპირ გამოხატული ან გარემოებებიდან გამ