მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

27

description

(არასრული თარგმანი)

Transcript of მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

Page 1: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა
Page 2: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

www.emc.org.ge

ზედამხედველობა და დასჯა

მიშელ ფუკო

თარგმანი: გიორგი ხარიბეგაშვილი

(EMC - ის სამოქალაქო აქტივიზმისპლატფორმა)

1/1/2014

Page 3: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

1

(არასრული თარგმანი)

1757 წლის 2 მარტს, დემიენს მიუსაჯეს „საჯაროდ მოენანიებინა პარიზის ტაძრის მთავარიკარიბჭის წინაშე;” ის „ფორნით უნდა მოეყვანათ, პერანგის ამარას ერთ ხელში ორი ფუტის წონისანთებული სანთელი უნდა სჭეროდა,“ შემდეგ „იმავე ფორნით გრევის მოედანზე მიიყვანდნენდა ჯალათის კუნძზე, გავარვარებული მაშებით, ხელები, კანჭები, თეძოები და ძუძუსდვრილები დაეფლითათ.თანაც მას ხელში ის დანა უნდა სჭეროდა, რომლითაც მეფის მოკვლასაპირებდა. ეს ხელი უნდა დაეწვათ ანთებული გოგირდით, ხოლო დაფლეთილი ადგილებიმაშებით დაედაღათ.„ბოლოს ის ოთხად გაგლიჯეს – წერდა „ამსტერდამის გაზეთი“ – უკანასკნელმა მოქმედებამდიდი დრო წაიღო, რადგან ცხენები გაწევაზე არ იყვნენ დაგეშილები; ამიტომ ოთხის მაგივრადექვსი ცხენი ჩააბეს, მაგრამ ესეც კი ცოტა აღმოჩნდა და ამ უიღბლოსთვის როგორმე კიდურებირომ მოეგლიჯათ, მყესები გადაუჭრეს და სახსრები ჩაულეწეს…

ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოუსწორებელი ღვთისმგობელი იყო, მცირე ლანძღვაც არდასცდენია ბაგეებიდან. ენით აუწერილი ტკივილის გამო, გოდებდა და ხშირად იმეორებდა: „უფალო იესო, გემუდარები, დამეხმარე უფალო.“ თვითმხილველებისათვის სამაგალითო იყოწმინდა პავლეს ეკლესიის მღვდლის მზრუნველობა, რომელიც ხნიერების მიუხედავად, დასჯილს დაუღალავად ანუგეშებდა.“

აი, რას გვიყვება დარაჯი ბუტონი: „დემიენი სხეულის ფლეთვის გამო ბევრს ღრიალებდა, მაგრამღმერთი არ დაუგმია. თავი წამოსწია და თავის სხეულს დააკვირდა. იმავე ჯალათმა, მაშები რომჰქონდა მიჩენილი, დაკაპიწებული ხელებით მდუღარე ქვაბში ჩამჩა ჩაყო და ბლომად მოასხაყველა ჭრილობაზე. შემდეგ დასჯილის სხეულზე, ორივე ხელზე და ფეხზე, ერთი ბოლოთიწვრილი ბაგირები მიაბეს, მეორე ბოლოთი კი ცხენის აღკაზმულობას.

სასამართლოს მდივანი, ღრმად პატივცემული ლე ბრეტონი რამდენჯერმე მივიდა დასჯილთანდა ჰკითხა, რაიმეს თქმა ხომ არ სურდა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ყოველ მცდელობაზე, ისჯოჯოხეთური ხმით ღრიალებდა: „ღმერთო შემიწყალე! შემიწყალე უფალო!“ ამ ტანჯვათამიუხედავად დროდადრო ის თავს წევდა და გაბედულად იყურებოდა. კიდურებზე ბაგირებიიმდენად მჭიდროდ იყო მიბმული, რომ ენითაუწერელ ტკივილს აყენებდა. ბატონი ლე ბრეტონიკიდევ ერთხელ მივიდა კუნძთან და ჰკითხა, რაიმეს თქმა ხომ არ სურდა. მისგან ისევ უარიმიიღო. რამდენიმე სასულიერო პირი მას მიუახლოვდნენ და ბევრს ელაპარაკებოდნენ. მიტანილჯვარცმას ის ჰკოცნიდა, ტუჩებს წინ წევდა და სულ ამას იმეორებდა: „უფალო, შემიწყალე“.

ცხენები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაგლეჯვას. ორი-სამი მცდელობის შემდეგ, ჯალათმასამსონამა და ჯალათმა, რომელსაც მაშები ეკავა, ჯიბეებიდან დანები ამოიღეს და ვინაიდან მეტიგზა არ იყო, სხეული ბარძაყებში გადაუჭრეს. ოთხმა ცხენმა მთელი ძალით გაითრია და ორივე

Page 4: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

2

ფეხი მოაგლიჯა – ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა. შემდეგ, ხელები გადაუჭრეს, წინა მხრისკუნთები და შერჩენილი იოგები. გადაჭრა თითქმის ძვლის დონემდე გახდა საჭირო. გულამოვარდნილმა ცხენებმა წინ გასწიეს, ჯერ მარჯვენა ხელი მოაგლიჯეს, შემდეგ მარცხენა.

ოთხივე კიდური მოწყვეტილი ჰქონდა, როდესაც სასულიერო პირები მასთანდასალაპარაკებლად მივიდნენ. ჯალათმა თქვა, რომ ის მკვდარია, თუმცა, სიმართლე უნდაითქვას, დავინახე როგორ ინძრეოდა. ქვედა ყბა ჯერ ჩამოუვარდა და მერე ისევ ზემოთ აეწია, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ერთ-ერთმა ჯალათმა ისიც კი თქვა, კოცონში გადასაგდებადტანი რომ აუწევიათ, ის ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა.

ტანი, ხორცის ნაფლეთებთან ერთად ოთხი საათი იწვოდა. ოფიცრები, მათ შორის მე და ჩემიშვილი, მშვილდოსანთა დანაყოფთან ერთადლამის თერთმეტ საათამდე დავრჩით.

ზოგიერთებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს იმ გარემოებას, რომ მეორე დილით ძაღლი მოვიდადა იმ ადგილას დაწვა, სადაც კოცონი იყო. რამდენჯერმე სცადეს მისი გაგდება, მაგრამ ყოველჯერზე უკან ბრუნდებოდა. ძნელი მისახვედრი არ იყო – ძაღლი გრძნობდა, რომ ამ ადგილასუფრო მეტი სითბო იყო, ვიდრე სხვაგან.“

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაქრა დასჯილ-ნაწამები, დაფლეთილი, სახესა თუმხარზე სიმბოლურად დაღდასმული სხეული, რომელიც ცოცხალი ან მკვდარი თეატრალურსანახაობად გამოჰქონდათ. გაქრა სხეული, როგორც სისხლის სამართლის დევნის მთავარისამიზნე.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ცალკეული კაშკაშა გაელვებების მიუხედავად, წყვდიადითმოცული სადამსჯელო ზარზეიმი ჩაქრობას იწყებს. სასჯელი, როგორც სანახაობა, თანდათანქრება; დასჯის ცერემონიალი სცენიდან ჩამოდის. ის ნარჩუნდება მხოლოდ როგორც ახალიპროცედურული ან ადმინისტრაციული აქტი. საჯარო მონანიება საფრანგეთში პირველად 1791 წელს გაუქმდა, და ახლიდან, მცირეხნიანი აღდგენის შემდეგ, 1830 წელს. სამარცხვინო ბოძიუქმდება საფრანგეთში 1789, ხოლო ინგლისში 1837 წელს. ავსტრიაში, შვეიცარიასა და ამერიკისშეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში (მაგალითად, პენსილვანიაში) დაპატიმრებულებსიყენებდნენ საზოგადოებრივი სამუშაოების შესასრულებლად. იქნებოდა ეს ქუჩებისდასუფთავება თუ გზების შეკეთება; პირდაპირ ქუჩებში ან მთავარ გზებზე, ჭრელ ტანსაცმელშიგამოწყობილ, ბორკილდადებული რკინის საყელოებიან კატორღელებს ბრბოსთანშემხვედრისას შეძახილები, გინება, დაცინვა, აგრესიულ ჟესტები და სოლიდარობის ნიშნებიერთმანეთს ენაცვლებოდა. ამგვარი პრაქტიკა თითქმის ყველგან გაუქმდა XVIII საუკუნისბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში.

დასჯა, თანდათანობით, სისხლის სამართლის პროცედურების ფარული ნაწილი ხდება. ამასრამდენიმე შედეგი მოჰყვა: დასჯა, ლამის ყოველდღიური ყოფიდან გამოდის და აბსტრაქტულიცნობიერების ველში იჭრება. დასჯის ეფექტურობა განისაზღვრება მისი აუცდენლობით და არა

Page 5: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

3

შთაბეჭდილების მომხდენი ქმედებებით. განაჩენის გამოტანა აღსრულებისას ავტონომიურსექტორში ინაცვლებს, მისი ადმინისტრაციული მექანიზმი კი სასამართლოს უხსნის ამპასუხისმგებლობებს. მახასიათებელი ნიშანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში, საფრანგეთში, ციხეების მართვა და ადმინისტრირება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეებში შედიოდა, ხოლო კატორღების მართვა – საზღვაო ფლოტისა და კოლონიების სამინისტროს მიერკონტროლდებოდა. როლთა ზემოთხსენებული დიფერენციაციის გარდა, ადგილი ჰქონდათეორიულ უარს: ნუ კი ფიქრობთ, ჩვენს, მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი დასჯისსურვილითაა მოტივირებული; არა, ისინი გამოსასწორებლად, შესაგონებლად დაგანსაკურნებლად არიან მოწოდებულნი. გამოსწორების ტექნიკა დასჯის პრაქტიკიდანგამოდევნის საკუთრივ ბოროტებაში თანამონაწილეობის საფასურს და მოსამართლეებსსაზიზღარი სადამსჯელო ტვირთისაგან ათავისუფლებს. ახალ მოსამართლეებსა და ზოგიერთმაღალჩინოსანს თითქოსდა ერცხვინებათ კიდეც ვინმეს დასჯა, რაც სხვათაშორის, გულისხმიერებას არ გამორიცხავს. სირცხვილის გრძნობა გამუდმებით იზრდება: ამ სულიერიჭრილობის ირგვლივ კი ფუთფუთებენ და მრავლდებიან ფსიქოლოგები და მორალურიორთოპედიის წვრილი ჩინოვნიკები.

წამებაზე თავშეკავების შედეგად, ჯალათის ადგილს სპეციალისტთა მთელი არმია იკავებს:

ზედამხედველები, ექიმები, სატუსაღოს მღვდლები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, აღმზრდელები. დასჯილის გვერდით დგომით ისინი პატივს მიაგებენ სასამართლოს, რაც მასესოდენ სჭირდება. ისინი არაერთხელ არწმუნებენ მას, რომ სხეული და ტკივილი, სადამსჯელოღონისძიებების საბოლოო ნაწილი არ არის. ისინი აფიქრებენ, რომ ჩვენს დროში, ექიმისიცოცხლის ბოლო წუთებამდე სიკვდილმისჯილისთან უნდა იყოს, იზრუნოს მისჯანმრთელობაზე და ტანჯვა შეუმსუბუქოს. ის სამართალდამცავების გვერდით დგას, რომელთავალი სიკვდილით დასჯაა. როცა განაჩენის აღსრულების დრო დგება, პაციენტ-მსხვერპლსტრანსკვილიზატორებს შეუყვენენ. სასამართლოს სირცხვილის უტოპია: წაართვი სიცოცხლეისე, რომ ვერ იგრძნოს, ყველა უფლება აჰყარე, მაგრამ წამება არ დაუშვა; დასაჯე, მაგრამტკივილი არ მიაყენო. ფსიქოფარმაკოლოგიისა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური„გამომრთველების“ გამოყენება, „უსხეულო“ დასჯის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენენ.

გილიოტინა, რომელიც 1783 წელს სრულყვეს, პირველად 1760 წელს ინგლისში გაჩნდა. 1791 წელს კი, საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის ცნობილი მესამე პუნქტი გვაუწყებს: „ყოველი სიკვდილმისჯილი დაისაჯოს თავის მოკვეთით.“ გილიოტინა სიცოცხლეს ისე სპობს, რომ თითქმის, სხეულსაც არ ეხება, ისევე როგორც ციხეში ხდება თავისუფლების აღკვეთა ანროგორც დაკისრებული ჯარიმით ქონებას რაღაც ნაწილი აკლდება. ის ისეა მოფიქრებული, რომკანონის მიყენება ხდებოდეს არა იმდენად, რეალურ სხეულზე, რომელსაც ტკივილის განცდისუნარი აქვს, რამდენადაც იურიდიულ პირზე რომელსაც სისცოცხლის უფლება აქვს.

საფრანგეთში, გილიოტინამ, როგორც შეუმჩნეველმა და სწრაფი სიკვდილის მექანიზმმა, სამართლებრივი სიკვდილით დასჯის ახალი ეპოქა მონიშნა. რევოლუციამ მის გამოყენებას

Page 6: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

4

დიდი თეატრალური რიტუალის მნიშვნელობა შესძინა. იმისათვის რომ დასჯას სანახაობრივიფუნქცია დაეკარგა, რომ ქცეულიყო სასამართლოსა და დამნაშავის საიდუმლოებად, გილიოტინის სენ-ჟენში გადატანა გახდა აუცილებელი. დამნაშავის გადასაყვანი ღია ურემიკარეტამ შეცვალა, რისი საშუალებითაც ის მოულოდნელად გამზადებულ ეშაფოტზეგამოჰყავდათ. საბოლოოდ ის ციხეებში დადგეს და პუბლიკისთვის ხელმიუწვდომელი გახადეს.

თანამდროვე, სისხლის სამართლის აღსრულების მექანიზმებში, საჯაროდ წამების კვალი მაინცნარჩუნდება, რადგანაც ფაქტობრივად, პატიმრობა მოიცავდა სხეულზე მიყენებულ ტანჯვას: სიცივეს, შიმშილს და ა.შ. დასჯის ახალი პრინციპი, ერთხელ და სამუდამოდ XVIII-საუკუნის60-იან წლებში მაბლიმ წამოაყენა: “უნდა დაისაჯოს უფრო სული, ვიდრესხეული.“ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სანახაობრივი დასჯის მონაწილეები, სხეული დასისხლი სცენიდან ჩამოდიან.

ძირფესვიანად შეიცვალა „დანაშაული,“ როგორც სისხლის სამართლის პრაქტიკის ობიექტი: შეიცვალა უფრო მისი თვისება, ბუნება და შინაარსი, ვიდრე ფორმალური განსაზღვრა. „დანაშაულისა და ბრალის“ სახელით ძველებურად ასამართლებენ კოდექსით განსაზღვრულიურიდიულ ობიექტს, თუმცა ამავე დროს ასამართლებენ ვნებებს, ანომალიებს, ფიზიკურ ნაკლს, უნარშეზღუდულობას; ასამართლებენ აგრესიის აქტს, თუმცა ამავე დროს აგრესიულობას, გაუპატიურებას და თან გარყვნილებას, მკვლელობას და ამასთანავე მის წადილს.

სასამართლოზე, დამნაშავეს მოიხსენეიბენ უკვე არა მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაულის ბუნებაახსნან და მასზე იურიდიული პასუხიხმგებლობა გაავრცელონ; მას იძახებენ პათოსით, გაგებისწყურვილით, მეცნიერული ვნებით. 150-200 წლის განმავლობაში, რაც ევროპამ ახალისამართლებრივი სისტემა დანერგა, თანდათანობით, მოსამართლეებმა არა დანაშაულის, არამედდამნაშავეთა „სულების“ დასჯა დაიწყეს. სამმა პირობამ: სამართალდარღვევის, დამნაშავის, კანონის შესწავლა-ცოდნამ შესაძლებელი გახადა სამართლიანი განაჩენის გამოტანის საფუძველიგამხდარიყო. სამართალწარმოების, სამართლიანი განაჩენის გამოტანის სტრუქტურაში, დამნაშავესთან მიმართებაში, შეფასების, დიაგნოსტირების, პროგნოზირებისა და ნორმატიულიმსჯელობის მთელი კომპლექსი დაინერგა.

ფეოდალიზმის ეპოქაში, როცა ფული და წარმოება განვითარებას იწყებს, სხეულის დასჯისმკვეთრი რაოდენობრივი ზრდა შეინიშნება, – აკი სხეული იყო ერთადერთი ის საკუთრება, რაცხალხის უმრავლესობის განკარგულებაში იმყოფებოდა. გამოსასწორებელი სახლი, იძულებითიშრომა და ციხე, საბაზრო ეკონომიკასთან ერთად წარმოიშვა.

თანამედროვე საზოგადოებაში არსებული დასჯის სისტემები სხეულის „პოლიტიკურიეკონომიის“ განსაზღვრებაში უნდა შევიტანოთ. სხეულის ისტორიის აღწერა დიდი ხანია რაცმემატიანეებმა დაიწყეს. ისინი სხეულს ისტორიული დემოგრაფიისა და პათოლოგიის პრიზმაშიხედავდნენ. ეუფლებოდნენ, დაღავდნენ და წვრთნიდნენ სხეულს; აიძულებდნენ შრომას, ცერემონიებში მონაწილეობის მიღებას. სხეულის პოლიტიკური ფლობა ორმხრივად

Page 7: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

5

უკავშირდება მის ეკონომიკურ გამოყენებას. ძალაუფლებისა და ბატონობის მიერ სხეულისურთიერთფლობა ისე ხდება, როგორც საწარმოო ძალების შემთხვევაში. მეორე მხრივ, მისროგორც სამუშაო ძალის ფუნქციას განხორციელება მაშინ შეუძლია, თუ ის დაქვემდებარებისსისტემაში ჩაერთვება. სხეული სასარგებლო მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის მწარმოებელთანერთად, დაქვემდებარებული სხეულიცაა. მისი ფუნქციონირებისაგან განსხვავებით, შესაძლებელი ხდება სხეულის შეცნობა და დამმორჩილებელი ძალების მიერ ფლობა. ცოდნა დაფლობა სხეულის პოლიტიკურ ტექნოლოგიას ქმნის. გარკვეული აზრით, ხსენებულიინსტიტუტები და აპარატები, მოქმედების ველის ძალაუფლების მიკროფიზიკას გაატარებენ, რომელიც სხეულსა და ძალაუფლებას შორისაა გადაჭიმული.

ძალაუფლების მეტაფიზიკის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ძალაუფლება აღიქმება, არა როგორცმიღწევა, არამედ როგორც სტრატეგია. ბატონობის ზეგავლენა არა „გათავისებას“ არამედმექანიზმებს, მანევრებს, ტაქტიკას ტექნიკებს, მოქმედებებს მიეწერება. მასში უნდა დავინახოთშეუცვლელი დაძაბულობის, აქტიური ურთიერთობების ქსელი და არა პრივილეგიები, რომელსაც უნდა დაეუფლო. მისი მოდელი შეიძლება აღვწეროთ, უფრო როგორც განუწყვეტელიბრძოლა, ვიდრე შეთანხმება უფლებებსა და უპირატესობებზე ანდა ტერიტორიებისდაპყრობებზე. ძალაუფლება, უფრო მიმართების კატეგორიაში შედის, ვიდრემიკუთვნებულობის. ის პრივილეგია არ არის; გაბატონებული კლასების მიერ არ ხდება მისიშეძენა და შენახვა, ის ამ კლასის სტრატეგიული პოზიციების თანხვდომილი ზემოქმედებაა, რომელიც აღმოცენდება და ზოგჯერ ფართოვდება, ბატონობის ობიექტთა მდგომარეობებისგამოისობით. გარდა ამისა, ძალაუფლება არ მიემართება როგორც დაკისრებული მოვალეობაანდა აკრძალვა მასზე, ვისაც ის „არ აქვს“. ის მოიცავს ამ უკანასკნელთ, გადაეცემა მათი მეშვებითდა მათი გავლით. ის მათზე იმავე ძალით ზემოქმედებს, რა ძალითაც მისი მოწინააღმდეგეებიწინააღმდეგობას უწევენ. ესე იგი, ძალაუფლებრივი დამოკიდებულებები განჭოლავს პირდაპირხალხს. ისინი არ ლოკალიზდებიან სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის, კლასთა შორისურთიერთობათა საზღვრებზე და არც უბრალოდ წარმოქმნიან, ინდივიდების, სხეულების, ჟესტების, მოქმედებების დონეზე, კანონის თუ მმართველობის საერთო ფორმას. ისინიგამოიხატებიან არასტაბილურობის კერებსა და შეჯახებათა უსასრულო რაოდენობისწერტილებში, რომელთაგან თითოეული თავის თავში ატარებს კონფლიქტების, ბრძოლის დაუკიდურეს შემთხვევაში ძალთა თანაფარდობის დროებით ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, „მიკროძალაუფლებათა“ დამხობა არ ექვემდებარება „სულ ყველაფრის ან არაფრის კანონს“, ისარ მიიღწევა ერთხელ და სამუდამოდ, არც ფუნქციონირების და არც დესტრუქციისინსტიტუტების მეშვებით.

უნდა ვაღიაროთ, რომ ძალაუფლება აწარმოებს ცოდნას, რომ ცოდნა და ძალაუფლებაერთმანეთს გულისხმობენ. „ცოდნა-ძალის“ ურთიერთმიმართება არ უნდა გავაანალიზოთ, ძალაუფლებისგან თავისუფალი თუ არათავისუფალი შემმეცნებელი სუბიექტის საფუძველზე. პირიქით, იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ შემმეცნებელი სუბიექტი, შესამეცნებელი ობიექტებიდა შემეცნების მოდალობები, „ცოდნა-ძალაუფლების“ ფუნდამენტური იმპლიკაციურიმიმართების თავისთავად გამოვლინებას და მათ ისტორიულ ტრანსფორმაციებს წარმოადგენს.

Page 8: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

6

სიტყვას შემმეცნებელი სუბიექტი კი არ აწარმოებს, არამედ ცოდნა-ძალა. იწარმოება იმპროცესებისა და ბრძოლის მიერ, რომელიც განჭოლავს და ქმნის კომუნიკაციას, რომელიცგანსაზღვრავს ფორმებსა და შემეცნების შესაძლო საზღვრებს.

“მეფის სხეულის” შესანიშნავი ანალიზი მოგვცა კანტოროვიჩმა: შუა საუკუნეების იურიდიულითეოლოგიის თანახმად, მეფის ორი სხეული, დაბადება-სიკვდილით განპირობებული ხრწნადიელემენტის გარდა, ზედროულ ელემენტსაც მოიცავს, რომელიც გვირგვინის ფიზიკური, თუმცხელუხლებელი საყრდენია. ამ ორმაგობის ირგვლივ იქმნება იკონოგრაფია, მონარქიისპოლიტიკური თეორია, სამართლებრივი მექანიზმები; ისინი განასხვავებენ და იმავდროულადაკავშირდებენ მეფის პიროვნულობას გვირგვინის მოთხოვნებთან და მთელ რიტუალთან, რომელიც თავის კულმინაციას კორონაციის, დაკრძალვისა და დამორჩილების ცერემონიაშიაღწევს. მეორე პოლუსზე შეგვიძლია დასჯილის სხეული წარმოვიდგინოთ: მასაცსამართლებრივი სტატუსი აქვს და ქმნის საკუთარ ცერემონიალს და იწვევს მთელ თეორიულდისკურსს; თუმცა ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სუვერენის კუთვნილი „ძალაუფლების ნამატი“ დააფუძნოს, არამედ იმიტომ, რომ დასჯილთა სხეულზე დადაღული „ძალაუფლებისუკმარისობა“ გამოხატოს. პოლიტიკური ველის ყველაზე ბნელ ადგილას, დასჯილი, მეფისსიმეტრიულდა ამობრუნებულ სურათ-ხატს წარმოადგენს.

თუ მეფის ნამატ ძალაუფლებას მისი სხეულის გაორმაგებამდე მივყავართ, დასჯილის სხეულზემიყენებისას, ხომ არ მიგვიყვანს ეს ასევე სხვა სახის გაორმაგებასთან, ანუ უსხეულოსულთან? არასწორი იქნებოდა იმისი თქმა, რომ სული, ილუზია ან იდეოლოგიისზემოქმედების შედეგია. პირიქით, ის არსებობს, ნამდვილია და დასჯილებზემაკონტროლებელი ძალაუფლების მოქმედებაში მოყვანით ის იქმნება სხეულის გარშემო, ზედაპირზე და მის შიგნით. ქრისტიანული თეოლოგიის წარმოდგენილი სულისაგანგანსხვავებით, ისტორიული სული, თანშობილი ცოდვით კი არ იშვება, რომელიც ჯერ არსდაისაჯოს, არამედ იშვება დასჯის, ზედამხედველობის, იძულების პროცედურებით. ეს რეალური და უსხეულო სული სუბსტანცია არ არის. ის ელემენტია, რომელშიცძალაუფლების განსაზღვრული ტიპის და ცოდნის განსაზღვრული სფეროს გამოვლინებაჩენადობს. ეს არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ძალაუფლების მიმართება შობს ცოდნისშესაძლებლობას, ხოლო ცოდნა ძალაუფლების ზემოქმედებას ავრცელებს და განამტკიცებს. ადამიანი რაღაცა უფრო სიღრმისეულის დამორჩილების შედეგია, ვიდრე თვითონ არის. სული, რომელიც მასში მკვიდრობს, ანიჭებს არსებობას, რომელიც თავად ბატონობის ელემენტია, როგორც სხეულზე ძალაუფლების განმახორციელებელი რამ. სული პოლიტიკურიანატომიის შედეგი და ინსტრუმენტია. სული – სხეულის საპყრობილეა.

Page 9: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

7

დასჯა მთელი თავისი ბრწყინვალებით

ამ ეპოქაში წამება რიტუალის შემადგენელი ნაწილია და ორ პირობას აკმაყოფილებს: დასჯილის სხეულის იარების ანუ დასჯის ბრწყინვალების მეშვეობით, მას სამარცხვინოსიარლიყი მიაწებოს. ხალხმა საჯარო სანახაობა, სამარცხვინო ბოძი, ტანჯვა და წამება უნდადაიმახსოვროს. სასამართლოს თვალსაზრისით კი, წამება ნათელი და საჯაროდ ხილვადი უნდაიყოს, რათა ამით ის სამართლიანობის ზეიმად იქნეს აღქმული. თვით გადამეტებული ძალადობასამსჯავროს დიდების ელემენტია: ის ფაქტი, რომ დამნაშავე დარტყმების გამო კვნესის დაოხრავს, არა სამარცხვინო გვერდითი მოვლენა, არამედ თვითონ სამსჯავროს ცერემონიალია, მთელი თავისი ძალმოსილებით.

სხეულის დასჯა წამების გამოყენებით არ ამოიწურება: ის თავისთავად დიფერენცირებულტანჯვის მიყენებას და მწამებელ ძალაუფლებას წარმოადგენს. წამების გადამეტებაშიძალაუფლების ეკონომიაა ჩადებული.XVI საუკუნეში მიღებული სამართალწარმოება სათავეს ხალხის მღელვარების, შეძახილებისა დამისალმების შიშისაგან ღებულობდა. ეს „შიში იმ არეულობის, ძალადობის და ატეხილიშფოთისაგან მოდიოდა, რომელიც მოსარჩელე მხარეების ან სულაც მოსამართლის წინააღმდეგიყო მიმართული.“ საქმის ამგვარი წარმოებით მეფეს იმის თქმა სურდა, რომ „სუვერენისძალაუფლება“, რომელიც დასჯის უფლებას თავისთვის იტოვებდა, არავითარ შემთხვევაში არეკუთვნოდა „მასას“. სუვერენის სამსჯავროს წინაშე, ყველას ხმა უნდა ჩაეწყვიტა.თუმცა, სამართალწარმოების გასაიდუმლოებული ბუნების მიუხედავად, ჭეშმარიტებისდასადგენად დადგენილი წესებისადმი მორჩილება მოითხოვებოდა. საიდუმლო, სისხლისსამართლის ამოქმედებისას, თვისთავად ჭეშმარიტების მკაცრ მოდელს მოითხოვდა. შუასაუკუნეებში დაწყებული ტრადიცია, რომელიც აღორძინების ეპოქის სამართალმცოდნეებისწყალობით მნიშვნელოვნად განვითარდა, მტკიცებულებათა ხასიათსა და სანდოობას ადგენდა.

სასამართლო მოკვლევის წარმოების ფუნქცია – ჭეშმარიტების დამატებაა. ამგვარი მოკვლევა არწარმოადგენდა სიმართლის ნებისმიერ საფასურად გამოგლეჯვას. ის თანამედროვედაკითხვების ზღვარდაუდგენელი წამებისაგან განსხვავდებოდა. რასაკვირველია, ის მკაცრიიყო, მაგრამ ველური არ ყოფილა. ის მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების მოწესრიგებულიპრაქტიკა იყო. წამების მომენტები, ხანგრძლივობა, გამოყენებული იარაღები, თოკების სიგრძე, გირებისა და სოლების რაოდენობა, გამომძიებელი ჩინოვნიკის საქმეში ჩარევის დოზა –ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო სხვადასხვა ადგილობრივი ჩვეულებით დარეგლამენტირებული იყო დეტალურად. წამება – მკაცრი წესებით მართული სასამართლოთამაშია.

მსხვერპლს, როგორც წესი, პაციენტად მოიხსენიებდნენ. მასზე სისასტიკის სხვადასხვა დოზასიყენებდნენ; ის ან მოითმენდა ამ წამებებს და „გაიმარჯვებდა“ ან ვეღარ გაუძლებდა დადანაშაულს აღიარებდა. ჭეშმარიტების „სწრაფი“ ძიების, წამების გარეგნულ სიმკაცრეში ღვთის

Page 10: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

8

სამსჯავროს განსაცდელის გადადებული მექანიზმი იმალება: ჭეშმარიტების დადგენაზემოწოდებული, ფიზიკური გამოწვევა. თუ პაციენტი დამნაშავეა, მაშინ მასზე წამებითმიყენებული დასჯა აღარ იქნება დაუმსახურებელი; თუ უდანაშაულოა, მაშინწამება მისვე გამართლებას ემსახურება.

მტკიცებულება ექვემდებარებოდა არა „ჭეშმარიტი ან მცდარის“ დუალისტურ პრინციპს, არამედთანდათანობით გრადაციას. მტკიცებულობის რაღაცა დონე უკვე აღნიშნავდა დანაშაულისშესაბამის დონეს და ამდენად, რაღაც სასჯელსაც.

საჯარო დასჯა გაგებულ უნდა იქნეს არა მარტო, როგორც სამართლებრივი, არამედ როგორცპოლიტიკური რიტუალი. მისი გამოყენების მეორეხარისხოვან შემთხვევებშიც კი ისმიეკუთვნეობოდა იმ ცერემონიებს, რომელთა საშუალებითაც ძალაუფლება საკუთარ თავსამჟღავნებს.

დასჯისას, მეფე სამაგიეროს მიუზღავს: ერთი მხრივ, მისი სამეფო აღმატებულობისადმიმიყენებული ზარალის, ხოლო მეორე მხრივ, მისი პიროვნული შეურაცხყოფის გამო. დასჯა იმისსაშუალებაა, რომ ერთსა და იმავე დროს, საზღაური მიეგოს მეფის პიროვნულ და სახელმწიფოასპექტებს, რადგან სუვერენის ფიზიკურ-პოლიტიკური ძალაუფლება რაღაცა აზრით კანონშითანამყოფობს.

საჯარო დასჯა იურიდიულ და პოლიტიკური ფუნქციას აღასრულებს. ის არის ცერემონიალი, რომლის მეშვეობითაც სუვერენის დარღვეული ძალაუფლება ერთ წამში აღდგება მთელითავისი ბრწყინვალებით.დასჯის მიზანი არა იმდენად თანასწორობის აღდგენაა, რამდენადაც ის რომ მიაღწიოს, სუვერენსა და ქვეშემრდომთა შორის ასიმეტრიულობის კულმინაციას. დამნაშავის სხეულისმეშვეობით ყველას უნდა შეეგრძნო სუვერენის ზღვარგადასული თანაყოფნა. საჯარო დასჯა არაღადგენდა სამართლიანობას. ის რეაქტუალიზებას უწევდა ძალაუფლებას.

საჯარო დასჯას, როგორც შეიარაღებული კანონის რიტუალს, რომელშიაც სუვერენი მსაჯულისადა მთავარსარდლის გაუმიჯნავ, ორმაგ სახეს გამოავლენს, ორი ასპექტი აქვს: გამარჯვების დაბრძოლის. ომში, რომელიც სუვერენსა და დამნაშავეს შორის მიმდიანრეობს, მეფე იმარჯვებს; ამომმა იმ უზარმაზარი ძალაუფლების დემონსტრირება უნდა მოახდინოს მათზე, რომლებიც მანუძლურად აქცია. ეს ასიმეტრია, ძალთა შეუქცევადი უთანაბრობა, საჯარო დასჯის არსებითიელემენტია. დასჯის ცერემონიალი ტრიუმფს ასიმბოლოებს. ჯალათი, არა მხოლოდ ცხოვრებაშიგაატარებს კანონს, არამედ ძალასაც იყენებს. ის ძალადობის იარაღია, რომელიც ლაგამსამოსდებს დანაშაულს. რაღაცა აზრით, ჯალათი მეფის მახვილი, მისი დამცავი იარაღია. ნებისმიერი წვრილმანი დამნაშავეც კი მეფის პოტენციური მკვლელია. მეფის მკვლელი კიაბსოლუტური დამნაშავე, ის სამეფო ძალაუფლების ჩახშობას, მისი ფიზიკური განადგურებითაღწევს. მეფის მკვლელის იდეალური სასჯელი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ყველაშესაძლო წამების ჯამი, როგორც უსასრულოდ გაგრძელებული შურისძიება.

Page 11: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

9

საჯარო დასჯის ცერემონიალის მთავარ და უშუალო პერსონაჟს ხალხი წარმოადგენდა, მისგანსახორცილებლად მოითხოვებოდა ამ უკანასკნელის დასწრება. მისი მიზანი შინაგანიძალაუფლების სახით ძრწოლის გაჩენაა. ხალხმა უბრალოდ კი არ უნდა იცოდეს დასჯის შესახებ, არამედ საკუთარი თვალითაც უნდა იხილოს. რაღაცნაირად ხომ უნდა აიძულო ისინი შიშითძრწოდნენ. ამასთანავე, ისინი დასჯის მოწმეები, გარანტები და რაღაც დოზითთანამონაწილეებიც უნდა იყვნენ. დასჯილს დიდხანს დაატარებენ, ამცირებენ და ჩადენილსიმხეცეს შეახსენებენ, მასების მხრიდან ის ხვდება შეურაცხყოფას და ზოგჯერ თავდასხმებსაც. მონარქის შურისძიებაში ხალხის შურისგებაც უნდა მოიძებნოს. ეს უკანასკნელი კი სრულიადაცარ შეადგენს მონარქის შურისძიების საფუძველს; მეფე სრულიადაც არ გამოხატავდა ხალხისშურისძიებას. უფრო მეტიც, ხალხი მიწვეული იყო, რომ მეფის მტრებზე შურისძიებისთანაზიარი ყოფილიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მტერი – ხალხის რიგებიდან იყო.

ზუსტად მაშინ, საყურებლად მოზიდული ხალხს შეეძლო მწამებელი ძალაუფლების მიმართუარყოფითი რეაქცია გამოეხატა და ზოგჯერ ბუნტზეც წასულიყო; დაბრკოლებები შეექმნათუსამართლოდ შეფასებული სასჯელის აღსრულებისათვის, ჯალათის ხელიდან გამოეგლიჯათდასჯილი და მისი შეწყალება ძალით მიეღწიათ; ზოგჯერ ჯალათსაც კი თავს ესხმოდნენ, სწყევლიდნენ მსაჯულს და დრტვინავდნენ განაჩენის გამო – ეს ყოველივე იმ რიტულზე უარისთქმაა, რომელსაც წესრიგი შეჰქონდა მათში.

ხალხი ეშაფოტისკენ მხოლოდ იმიტომ როდი მიეშურებოდა, რომ დამნაშავის ტანჯვა ეხილა ანჯალათის რისხვა აღეგზნო; ისინი იმ ადამიანის მოსასმენადაც მიდიოდნენ, რომელსაცდასაკარგი უკვე აღარ აქვს და რომელიც სწყევლის მსაჯულებს, კანონებს, ძალაუფლებას, რელიგიას. გარდაუვალი სიკვდილის წინ დამნაშავე იმას ლაპარაკობდა რისი თქმაც სურდა, რასაც მაყურებლები მიესალმებოდნენ. ასეთი დასჯისას, ხალხის წინაშე, რომელიც მეფისშემაძრწუნებელი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყო მიწვეული, ადგილი ჰქონდაკარნავალურობას: როლების ცვლას, დამნაშავეები გმირებად იქცნენ. ხალხი ისე არსადგრძნობდა თავს დასჯილის ჭირისუფლად, როგორც ამ რიტუალებისას.

საჯაროდ დასჯის ცერემონიიდან, სადაც ძალადობას ნებისმიერ წამს შეეძლო საწინააღმდეგომხარეს შებრუნებულიყო, დიდი ალბათობით გამყარებული გამოდიოდა სოლიდარობა და არასუვერენის ძალაუფლება. XVIII-XIX საუკუნეების რეფორმატორები იძულებულები გახდნენშეეგნოთ, რომ საბოლოო ჯამში, საჯაროდდასჯა ხალხს ვერ აშინებდა.

Page 12: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

10

დისციპლინაXVII-XVIII საუკუნეებში დისციპლინა ბატონობის ზოგად ფორმად იქცა. იბადება ადამიანისსხეულის ფლობის ხელოვნება, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ მისი მოხერხებულობისადა გაწაფულობის გაზრდაზე, არა სულ უფრო მეტ მორჩილებაზე, არამედ ურთიერთობათაფორმირებაზე. ეს უკანასკნელი კი რაც უფრო მეტად შემსმენელი ხდება, მით უფრო იზრდებამისი სარგებლიანობაც და პირუკუ. შედეგად იძულების პოლიტიკა ყალიბდება, ხდებასხეულზე მუშაობა. სხეული ძალაუფლების მექანიზმში ერთვება, რომელიც გულმოდგინედგადაამუშავებს მას, არღვევს მის შინაგან წესრიგს და ხელახლა ჰკრავს.

დისციპლინა სხეულის ძალას ზრდის (ეკონომიკური სარგებლიანობის მიხედვით) დაამასთანავე კიდეც ამცირებს მას (პოლიტიკური მორჩილების თვალსაზრისით). მოკლედ რომვთქვათ, ის სხეულისაგან გამოჰყოფს ძალებს: ერთი მხრივ, მის უნარიანობას, სარგებლიანობასზრდის, მეორე მხრივ ენერგიას, მის ძლიერებას მიმართულებას უცვლის.

უპირველეს ყოვლისა, დისციპლინა სივრცეში ინდივიდების განაწილებასთანაა კავშირში. ამისათვის ის რამდენიმე მეთოდს იყენებს:

1. ის ზოგჯერ მოითხოვს შემოზღუდვას, სპეციფიკურ ადგილს, სხვა დანარჩენებისაგანგანსხვავებულს და თავის თავში ჩაკეტილს;

2. დისციპლინის მექანიზმები სივრცეს გადაამუშავებენ უფრო მეტად ნატიფი წესით. ისორგანიზებას უკეთებს გაანალიზებად სივრცეს;

3. ფუნქციური განაწილების წესი ზედამხედველობის ინსტიტუტების მეშვეობითკოდირებას უკეთებს სივრცეს, მხედველობაში იღებს რა მის მრავალგვარ გამოყენებას, არქიტექტურას თავისუფლებას უტოვებს.

4. დისციპლინის ელემენტები ურთიერთჩანაცვლებადია, რამდენადაც თითოეული მათგანიადგილის, რიგის და სხვებს შორის დაშორების სივრცის მიხედვითაა განსაზღვრული. შედეგად, მისი ერთეული არის არა ტერიტორია (ბატონობის ერთეული), არა ადგილი(განთავსების ერთეული), არამედ რანგი.

თანდათანობით, ჩამოყალიბდა სწავლების დროის ახლებური ეკონომიაც. სასკოლო სივრცემფუნქციონირება დაიწყო, როგორც სწავლების, ზედამხედველობის, იერარქიზაციისა დადაჯილდოების მექანიზმმა.

ამგვარად, ადგილების, რანგების, „კელიების“ ორგანიზებით, ზედამხედველობა კომპლექსურსივრცეს ქმნის: ერთდროულად, არქიტექტურულს, ფუნქციონალურსა და იერარქიულს; სივრცეს, რომელიც ფიქსირებულ განლაგებასა და გადაადგილებას განაპირობებს.

Page 13: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

11

ზედამხედველობის მეთოდები წრფივ, ისტორიულ დროს აღმოაჩენენ, რომლის მონაკვეთებიერთმანეთს ებმიან და რომელიც მყარი, საბოლოო წერტილისკენ მიისწრაფვის. ერთი სიტყვით, ეს „ევოლუციის“ დროა. მაგრამ ამ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ ტექნიკებთან ერთადაღმოჩნდება სერიულ-ციკლური, კუმულაციური ტიპის დროც: ევოლუციის გახსნილობის, როგორც რაღაცა „პროგრესის“ დრო.

ზედამხედველობის ტექნიკები ინდივიდუალურ სერიებს აღმოაჩენენ: წარმოშობას, „შესაქმეს,“ როგორც ევოლუციის სარკმელს. ინდივიდის წარმოშობა და საზოგადოებრივი პროგრსი – XVIII საუკუნის ეს ორი უდიდესი აღმოჩენა, შეიძლება ძლაუფლების ახალ მეთოდებსაცმივაკუთვნოთ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დროის მართვის საშუალებებს. ამისათვის დროსსარგებლიანობის თვისებას ანიჭებენ: მას ანაწევრებენ ნაჭრებად და სერიებად, ასინთეზირებენდა დააგროვებენ. ძალაუფლების მაკრო- და მიკროფიზიკამ ისტორიის გამოგონება გახადაშესაძლებელი (რაც დიდი ხანია უკვე აღარავის სჭირდებოდა).

აქედან მოყოლებული, დისციპლინა არა უბრალოდ სხეულთა განაწილების ხელოვნება, მათგანგამოსული დროის მოხელთება და დაგროვება, არამედ ეფექტური მანქანა-მექანიზმის აშენებისმიზნით ძალთა შეკრების ხელოვნებაა. მარტომყოფი სხეული – ელემენტი ხდება, რომელიცშეიძლება სადმე განათავსო, მოძრაობაში მოიყვანო და სხვა ელემენტებთან გააერთიანო. მისიმთავარი განმსაზღვრელი ცვლადი არის უკვე არა ქველობა და ძალა, არამედ დაკავებულიადგილი, მონაჭერი, რომელსაც თავისი თავითვე ფარავს, სისწორე და და საიმედო განლაგება. ჯარისკაცი – უპირველეს ყოვლისა მოძრავი სივრცის ფრაგმენტია და მხოლოდ ამის შემდეგვაჟკაცი და ქველი.

მექანიზმის შემადგენელ ნაწილებში შედიან განსხვავებული ქრონოლოგიურითანამიმდევრობები, რომლებსაც დისციპლინა ერთად თავს უყრის რთული დროისშესაქმნელად. თითოეულმა თავისი დრო სხვებს უნდა შეუწყოს იმგვარად, რომთითოეულისაგან მაქსიმალური ძალა გამოწუროს, მათმა კომბინაციამ კი ოპტიმალური შედეგიმოგვცეს.

გულმოდგინედ გაანგარიშებული ძალების შეერთება ბრძანებების მკაფიო სისტემას მოითხოვს. დისციპლინირებული ინდივიდის ყოველი ქმედება ბრძანებებით უნდა იცვალოს დაგანმტკიცდეს. ამ ბრძანებების ეფექტურობა კი მათი ხანმოკლეობითა და სიცხადითგანისაზღვრება.

ერთი სიტყვით, დისციპლინა კონტროლირებადი სხეულებიდან ინდივიდუალობის ოთხ ტიპსქმნის, უფრო სწორედ რაღაცა ინდივიდუალობას, რომელსაც ოთხი მახასიათებელი აქვს: ისუჯრედული (სივრცული განაწილების თამაშში), შეზღუდული (კოდირებული მოქმედება), გენეტიკური (დაჯამებული დრო) და კომბინირებულია (ძალთა შეკრება).

ამის მისაღწევად, ზედამხედველობა ოთხ ძირითად მეთოდს იყენებს: ადგენს ცხრილებს, წინასწარ გაწერს მოძრაობებს, აიძულებს ვარჯიშს და ბოლოს, ძალთა შესაკრებად ტაქტიკასიყენებს.

Page 14: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

12

დისციპლინირებული ძალაუფლების წარმატება, ეჭვგარეშეა, ისეთი მარტივი პროცედურებითაიხსნება როგორიცაა: იერარქიული ზედამხედველობა, მანორმალიზებელი სანქციები და მათიშეერთება სპეციფიკურ პროცედურასთან, გამოცდასთან.

კლასიციზმის ხანაში იქმნება ხლახთა „ობსერვატორიები“, რომლებისთვისაც მეცნიერებისისტორიკოსებმა კეთილი სიტყვა ვერ გაიმეტეს. ლინზების, სინათლის კონის, ტელესკოპისდიდებული ტექნოლოგიებთან ერთად, რომლებიც ახალ ფიზიკასა და კოსმოლოგიას დაედოსაფუძვლად, არსებობდნენ ზედმხედველობის, მზერის მრავალრიცხოვანი დაურთიერთგადამკვეთი ტექნიკები, რომელთა მოვალეობა დანახვა იყო, თანაც ისეთი, რომ მისთვალს არაფერი გამოჰპარვოდა. დამორჩილებისა და ექსპლოატაციის ტექნიკების გამოყენებამ, ხილვადობისა და სინათლის უცნობმა ხელოვნებამ ნელ-ნელა შეამზადა ახალი ცოდნაადამიანზე.

„ობსერვატორიის“ ზემოხსენებული მოდელები სამხედრო ბანაკის თითქმისიდეალურ მოდელს ემყარება. ის თავად მოკვდავსა და ხელოვნურ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება თითქმის უსასრულოდ ავაშენოთ და გადავაკეთოთ. ისძალაუფლების უმაღლესი სფეროა, რომელიც (რამდენადაც შეიარაღებულ ადამიანებზეზემოქმედებს), დიდი ძალის პატრონი უნდა იყოს, ამასთან, დიდად თავშეკავებასაც უნდაავლენდეს და დიდი ეფექტურობით და პრევენციული ფასეულობით უნდა გამოირჩეოდეს.

სრულყოფილ ბანაკში მთელი ძალაუფლება სწორედ რომ ზუსტი ზედამხედველობის გზითხორციელდება. თითოეული შეხედვა არის ნასხლეტი ძალაუფლების გლობალურიმოქმედებიდან. ზუსტად განისაზღვრა გასასვლელების გეომეტრია, კარვების რაოდენობა დაგანლაგება, მათში შესასვლელების ორიენტაცია, სიგანესა და სიგრძეზე განლაგებული რიგებისგანლაგება. ხდება ერთმანეთის მაკონტროლებელ მზერათა ნახაზების გაკეთება.

ერთი სიტყვით, ახლა უკვე, არქიტექტურა მოწოდებულია, ინდივიდის გარდამქნელიინსტრუმენტი იყოს: იმოქმედოს მათზე ვინც მასში იმყოფება, მართოს მათი ქცევები, მათამდემიიყვანოს ძალაუფლების გამოვლინება, აქციოს ისინი შემეცნებისადმი საწვდომად დაშეცვალოს კიდეც. ქვებს შესწევთ იმისი ძალა, რომ ხალხი გამგონე და მცოდნე გახადოს.

პატიმრობის და შეზღუდვის ძველი უბრალო სქემა (სქელი კედლები, მძიმე კარიბჭე, რთულიშესასვლელ-გამოსასვლელი) სარკმელებისა და კარებების, მიყრუებული და ცარიელისივრცეების, გასასვლელების და სამეთვალყურეო ადგილების გათვლით იცვლება. საავადმყოფოების შენობას თანდათან, როგორც სამედინო ზემოქმედების მქონე ინსტრუმენტს, ისე აგებენ, რომ მან ავადმყოფებზე კარგი დაკვირვება უზრუნველყოს; აქედან გამომდინარე კიმკურნალობის საუკეთესო მეთოდის არჩევაც. შენობების ფორმამ, რომელმაც ავადმყოფებისსათანადო დონეზე გათავსება უნდა უზრუნველყოს, გადამდები დაავადებების გავრცელებასდაბრკოლებები უნდა შეუქმნას.

სრულყოფილმა დისციპლინარულმა აპარატმა „ერთი მზერის სროლით“ ყველაფრის დანახვაუნდა შეძლოს. მისი ცენტრალური წერტილი ყოვლისმომცველი სინათლის წყარო უნდა იყოს, ასევე უნდა იყოს იმ ყველაფრის დაახლოების ადგილი, რაც კი შემეცნებადია: სრულყოფილი

Page 15: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

13

თვალი, რომელსაც ვერაფერი დაუსხლტება და ცენტრი, რომელიც ყველა სხვა თვალის მზერასმიიპყრობს.

თუმცა ზედამხედველობა ინდივიდებზე დგას. ის ქსელურ ურთიერთობების მიხედვით –ზემოდან ქვემოთ მოქმედებს, მაგრამ ასევე, რაღაცა დონემდე მოქმედებს ქვემოდან ზემოთაც დაჰორიზონტალურადაც. ეს ქსელი მთელს ანარჩუნებს, აკავებს და განჭოლავს ძალაუფლებისგამოვლინებებით; ზედამხედველები, თავადაც გამუდმებული ზედამხედველობის ქვეშ არიან. დისციპლინის იერარქიზირებულ ზედამხედველობაში, ძალაუფლება ნივთი არ არის, რომელსაც შეიძლება დაეუფლო და არც თვისების მსგავსად გადაეცემა; ის მექანიზმივითმოქმედებს. თუმც პირამიდული ორგანიზაცია არსებითად „მეთაურის“ არსებობას გულისხმობს, მთლიანობაში, ხელისუფლებას სწორედ რომ ეს მექანიზმი აწარმოებს, ინდივიდებს კი უწყვეტდა მუდმივ ველში განათავსებს.

ზედამხედველობის იერარქიის და მანორმალიზებელი სანქციების ერთმანეთან შეხამებასგამოცდა ახდენს. გამოცდა – ეს მაკლასიფიცირებელი, დამსჯელი და კვალიფიკაციისამაღლების საშუალების მიმცემი მანორმალიზებელი მზერა და ზედამხედვლობაა. ისადამიანებს ხილვადებს ხდის, რის წყალობითაც მათი დიფერენცირება და დასჯა შეიძლება.

ამიტომ ყველა დისციპლინარულ მექანიზმში, გამოცდა სრულქმნილი რიტუალია. მასშიძალაუფლების ცერემონია და გამოცდილების ფორმა, ძალის გამოყენება და ჭეშმარიტებისდადგენა ერთდება. გამოცდის დისციპლინარული პროცედურების ცენტრში მორჩილებისდემონსტრირება ხდება; დამორჩილებულები ობიექტებად აღიქმებიან. ძალაუფლებრივიდამოკიდებულებების ურთიერთვალდებულება და მათი ცოდნასთან კავშირი, გამოცდაშიმთელ თავის ბრწყინვალე იერს იძენს.

დისციპლინარულ რეჟიმში, ინდივიდუალიზაცია დაღმავალი წესით ხდება: რაც უფროავტონომიური და ფუნქციური ხდება ძალაუფლება, უფრო მეტ ინდივიდუალიზაციასგანიცდიან ისინი, ვისზედაც ის მიემართება. შუა საუკუნეების შემდეგ, ეს ზედამხედველობისდა არა ცერემონიის გზით ხდება; დაკვირვების და არა მოსახსენიებელი მატიანეს მეშვეობით; ნორმებზე დამყარებული შედარებითი გაზომვის და არა წინაპართაგან მომდინარეგენეალოგიების გზით; „გადაცდომების“ და არა გმირობების მეშვეობით. დისციპლინურსისტემებში ზრდასრულზე უკეთ, ბავშვი ინდივიდუალიზირდება, ავადმყოფი ჯანმრთელსასწრებს, შეშლილი და დამნაშავე – ნორმალურსა და კანონმორჩილს.

ინდივიდი, საზოგადოებაზე „იდეოლოგიური“ წარმოდგენის გამოგონილი ატომია. მაგრამ ისნამდვილიც არის, რადგანც შეიქმნა ძალაუფლების სპეციფიკური ტექნოლოგიის მიერ, რომელსაც მე „დისციპლინა“ ვუწოდე. საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ძალაუფლებისგამოვლენის უარყოფით ტერმინებში აღწერა: „ის ზღუდეა, გამთიშველია, რაღაცას ნიღბავს, გვიმალავს, წნეხისა და ცენზურის ქვეშ ატარებს“. სიანამდვილეში, ძალაუფლება აწარმოებს. ისრეალობის მწარმოებელია. ის ჭეშმარიტების რიტუალებსა და ობიექტების ზონებს აწარმოებს. როგორც ინდივიდი, ასევე ის ცოდნა, რომელიც ამ ინდივიდის შესახებ შეიძლება მივიღოთ, მისსავე პროდუქციას მიეკუთვნება.

Page 16: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

14

პანოპტიკონიჩვენთვის ცნობილია ბენტამის „პანოპტიკონის“ არქიტექტურული სახე: შენობას, რომლისცენტრშიც კოშკია აღმართული, ბეჭდის რკალის ფორმა აქვს. კოშკზე დატანებული ფართოსარკმლები რკალის შიგნითა მხარეს გადაჰყურებს. რკალისებრი შენობა კამერებადაადაყოფილი, კამერებს კი ორ-ორი სარკმელი აქვთ; ერთი შიგნით, მეორე კი გარეთ გამოდის, რაციმის საშუალებას იძლევა, რომ მთელი კამერა სრულიად ხილვადი იყოს. კამერებში რომსათითაოდ ჩავსვათ შეშლილი, ავადმყოფი, განსასჯელი ანდა მოწაფე, ხოლო ცენტრალურკოშკში დავაყენოთ ერთი ზედამხედველი, სავსებით საკმარისი იქნებოდა. კოშკისთვალისმომჭრელი ნათების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია კამერებში ტყვეთა მკაფიოდგამოხატული ფიგურები დავინახოთ. რამდენი საკანიცაა, იმდენივე ერთიმსახიობის თეატრიცაა, რადგან ყველა მსახიობი მარტოდმარტო, სრულიადინდივიდუალიზირებული და მუდმივად ხილვადია. პანოპტიკური მოწყობა ორგანიზებასუკეთებს სივრცულ ერთეულებს და შესაძლებელს ხდის მათ გამუდმებით ყურებას დადაუყოვნებლივ ამოცნობას. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი პრინციპი ბნელი დილეგისსაწინააღმდეგოა. კარცერის სამი ფუნქციიდან (გამომწყვდევა, მზის სინათლისგან მოწყვეტა დათვალისაგან დამალვა) მხოლოდ პირველი ნარჩუნდება, დანარჩენი ორი კი უქმდება. კაშკაშასინათლე და ზედამხედველის მზერა, წყვდიადზე უკეთ ატყვევებს, რომელიც საბოლოო ჯამშიიცავდა დატყვევებულს. ხილვადობა, სინამდვილეში ხაფანგია.თითოეული ინდივიდი საიმედოდ ჩარზულ კამერაში ზის. გარედან მას ზედამხედველიუყურებს. საკანში გამომწყვდეულს, ციხის შიდა კედლები იმის საშუალებას უსპობს, რომ მისგვერდით კამერაში მყოფ მეზობელთან კონტაქტი დაამყაროს. მას ხედავენ, ის კი ვერავისხედავს. ის ინფორმაციული ობიექტია, მაგრამ არასოდეს კომუნიკაციის სუბიექტი. ცენტრალური კოშკის მოპირდაპირედ კამერის მდებარეობა, უზრუნველყოფს, რომ მასგამუდმებით უთვალთვალებდნენ. რკალის შიგნით არსებული გადატიხრული სივრცე, ერთმანეთისაგან გამოყოფილი კამერები, გვერდითი მხრიდან არახილვადობასგულისხმობენ; და სწორედაც რომ ამგვარი არახილვადობა გვევლინება წესრიგის გარანტორად.

პანოპტიკონის მთავარი მიზანიც აქედან გამომდინარეობს: გადაიყვანო დაპატიმრებულიმუდმივ და შეცნობადი ხილვადობის ისეთ არეში, რომელიც ძალაუფლების ავტომატურადფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ეს იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომზედამხედველობა თავის შედეგებში მუდმივი იყოს; და თუ ის მაინც წყვეტილადხორციელდება, პანოპტიკონის არქიტექტურული აპარატი იმგვარი მანქანა-მექანიზმი უნდაიყოს, რომელიც ქმნის და ეხმარება ძალაუფლებრივ ურთიერთობებს მისი აღმასრულებელიადამიანისაგან დამუკიდებლად.

ბენტამის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპის თანახმად, ძალაუფლება ჩენადი დაშემოწმებისათვის მიუწვდომელი უნდა იყოს. დატყვევებულს ცენტრალური კოშკის ჩრდილიმუდამ თვალწინ უნდა ედგას და არასოდეს უნდა იცოდეს უთვალთვალებენ თუ არა მასზუსტად აი ახლა, მაგრამ ამავდროულად ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაძლოანებისმიერ დროს უთვალთვალებდნენ.

Page 17: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

15

ძალაუფლების პრინციპი არა იმდენად ადამიანში, რამდენადაც სხეულების, ზედაპირების, სინათლის, მზერათა განსაზღვრულობასა და წინასწარ მოფიქრებულობაში მდგომარეობს. ცერემონიები, რიტუალები და ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც სუვერენი ძალაუფლებისსიჭარბეს ავლენდა, უსარგებლო ხდება. ასიმეტრიის, დისბალანსისა და განსხვავებისხელშემწყობი მექანიზმები კი კვლავაც მოქმედებენ. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს ვისგანმოდის ძალაუფლება. ლამის ალალბედზე შერჩეულ ნებისმიერ პირს შეუძლია მანქანა-მექანიზმის ამუშავება: უფროსის არყოფნისას, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მნახველებსა დამსახურებსაც კი. პანოპტიკონი – სასწაულმოქმედი მანქანაა, რომელიც იმის მიუხედავად თუროგორ გამოიყენებენ, ძალაუფლების ერთნაირ ზემოქმედებას აწარმოებს.

პანოპტიკონი პრივილეგირებული ადგილია ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად დაანალიზის გასაკეთებლად, რაც სრული სანდოობით აჩვენებს თუ რა გარდაქმნები შეიძლებამოყვეს მას. პანოპტიკონი ძალაუფლების თავისებურ ლაბორატორიას წარმოადგენს. თავისიმექანიზმების წყალობით მას შეუძლია ეფექტური როლი ითამაშოს და გავლენა იქონიოსადამიანთა ქცევაზე.

პანოპტიკონი ფუნქციონირების განმაზოგადებელ მოდელად უნდა გავიგოთ, როგორც მეთოდიიმისა, რომ ძალაუფლებასთან მიმართება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ტერმინებშიგანსაზღვროთ. თუმცა, პანოპტიკონი არ უნდა აღვიქვათ როგორც საოცნებო რამედ: ისძალაუფლების მექანიზმის დიაგრამაა, რომელიც იდეალურ ფორმამდე მიდის; მისიზემოქმედება წმინდა არქიტექტურულ და ოპტიკურ სისტემად უნდა წარმოვიდგინოთ. ყოველგვარი მატერიალური ინსტრუმენტების სათვალავში მიუღებლად, გეომეტრიულისა დაარქიტექტურულის გარდა, ძალაუფლება ინდივიდებზე უშუალოდ ზემოქმედებს, ისცნობიერებას, ცნობიერებაზე მძლავრობისათვის, ძალაუფლებით მოსავს. პანოპტიკური სქემაძალაუფლების ნებისმიერ აპარატს აძლიერებს; ის მის ეკონომიას (აღჭურვილობა, პერსონალი, დროის განაწილება) და ეფექტურობას განაპირობებს.

მეფის სხეული, მისი უცნაური მითიური და მატერიუალური თანაყოფნით, პირდაპირწინააღმდეგობაში მოდის ძალაუფლების პანოპტიკონის მიერ წარმოდგენილ ახალ ფიზიკასთან. პანოპტიზმი „პოლიტიკური ანატომიის“ ზოგადი პრინციპია, რომლის ობიექტი და მიზანი არაუზენაეს ძალაუფლებასთან, არამედ დისციპლინასთან მიმართებაა.

დისციპლინის ყველგან გავრცელება კლასიკურ ეპოქაში მოხდა. დისციპლინის ინსტიტუტებისგამრავლება, რომელთა ქსელი სულ უფრო და უფრო მეტ ფართობს ფარავს, ამას ადასტურებს: ის რაც კუნძული, რაღაც პრივილიგირებული ადგილი, მხოლოდ განსაკუთრებული მოდელიიყო, ზოგად ფორმულად იქცა.

ჩვენი საზოგადოება – ზედამხედველობის საზოგადოებაა და არამც და არამც სანახაობისა. ზედამხედველობის ზედაპირული საფარველ ქვეშ ის სხეულთა სიღრმეში ჩაეფლობა. კომუნიკაციის არხები ცოდნის დაგროვებისა და ცენტრალიზაციის საყრდენებად გვევლინებიან. ნიშნებით თამაში ძალაუფლების ღუზების სადგომებს განსაზღვრავს. არ უნდა ვთქვათ, რომსაზოგადოებრივი წესრიგი ინდივიდის მთლიანობას წნეხის ქვეშ აქცევს, შერყვნის და მოკვეთს– ინდივიდი უმალ მასში იწარმოება სხეულთა და ძალთა განსაკუთრებული ტექნიკების

Page 18: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

16

წყალობით. ჩვენ ბევრად უფრო ნაკლებად ვართ ბერძნები, ვიდრე გვგონია. ჩვენ არცამფითეატრის სკამებზე ვსხედვართ და არც მის სცენაზე ვიმყოფებით; ჩვენ ძალაუფლებისგამოვლინებების მიერ შეპყრობილები, პანოპტიკონის მანქანაში ვართ და მას გორგოლაჭებისმაგივრობას ვუწევთ.

დისციპლინის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ცდილობს ძალაუფლების იმგვარი ტაქტიკისშემოღებას, რომელიც შემდეგ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მისი აღსრულება მაქსიმალურადიაფი უნდა ჯდებოდეს (ეკონომიკურად – მცირე გასავალის გამო და პოლიტიკურად –თავშეკავების ძალით, სუსტი გარეგნული გამოხატულბით და ნაკლებადხილვადობით). სოციალური ძალაუფლების ამგვარი მოქმედება მაქსიმალურად ძლიერი უნდაიყოს და ვრცელდებოდეს რაც შეიძლება მეტად, მარცხისა და ხარვეზების გარეშე. და ბოლოს, ძალაუფლების ეკონომიკური ზრდა წარმოების აპარატებთან უნდა იყოს დაკავშირებული(საგანმანათლებლო, საბრძოლო, სამრეწველო, სამედიცინო), რომელთა წიაღშიც ისაღსრულდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია ერთდროულად იზრდებოდეს სოციალურისისტემის ელემენტთა, როგორც მორჩილება, ასევე სარგებლიანობა.

დისციპლინა მოწოდებულია ჩაანაცვლოს ძალაუფლება, რომელიც მისი აღმასრულებელისბრწყინვალებისაგან გვევლინება; ძალაუფლება, მალულად ობიექტებად აქცევს ყველას, ვისაც კიის მიეყენება. დისციპლინამ ინდივიდების შესახებ ცოდნის ფორმირება უნდა მოახდინოს, ნაცვლად სუვერენის ძალაუფლების ნიშნების სააშკარაოზე გამოტანისა. ერთი სიტყვით, დისციპლინა წვრილმან ტექნიკურ გამოგონებათა ურთიერთდამთხვევაა, რომლებიცსაშუალებას იძლევიან სიმრავლეთა (საამქრო, არმია თუ სკოლა), სარგებლიანობა გაზარდონ, რაც მიიღწევა ძალაუფლების წარუმატებლობების მინიმუმამდე დაყვანით;

არსებითად, ორი პროცესი, ხალხის მოგროვება და კაპიტალის დაგროვება ერთმანეთისაგანგანუყოფელია. ხალხთა მოგროვების პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნებოდა წარმოებისაპარატის ზრდის გარეშე, რომელსაც მათი მოცვა და გამოყენება ძალუძს. და პირიქით, ტექნიკები, რომლებიც სასარგებლოს ხდიან დაგროვილ ხალხთა სიმრავლეს, კაპიტალისდაგროვებას .

კაპიტალისტური ეკონომიკის ზრდამ დისციპლინური ძალაუფლების სპეციფიკურიმოდალობები შვა: მისი ზოგადი ფორმულები, ძალთა და სხეულთა დაქვემდებარებისმეთოდები; მოკლედ რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ ანატომიას“ ყველაზე განსხვავებულპოლიტიკურ რეჟიმებში, აპარატებსა და სისტემებში შეუძლია მუშაობა.

XVIII საუკუნისთვის ცოდნის ფორმირება და ძალაუფლების ზრდა წრიული პროცესშიერთმანეთის გამუდმებით განმტკიცებას იწყებენ. დისციპლინა აქ „ტექნოლოგიურ“ ზღურბლსაბიჯებს. თავდაპირველად საავადმყოფოს, შემდგომში სკოლას, მოგვიანებით კი სახელოსნოსდისციპლინები არა თუ უბრალოდ გადააკეთებენ, არამედ იმდაგვარ აპარატებად აქცევენ, რომობიექტივაციის ყოველგვარ მექანიზმს მათი დაქვემდებარების ინსტრუმეტებად გამოყენებაშეუძლია, ხოლო ძალაუფლების ზრდის ყოველ ჯერზე შესაძლოა ახალი ცოდნა იშვას. სწორედამ ტექნოლოგიურ სისტემათა თანმხლებმა კავშირმა გახადა შესაძლებელი, რომ კლინიკურიმედიცინა, ფსიქიატრია, ბავშვთა ფსიქოლოგია, პედაგოგიური ფსიქოლოგია და შრომის

Page 19: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

17

რაციონალიზაცია დისციპლინარულ ელემენტებად ჩამოყალიბებულიყო. აღმოჩნდა რომ ორმაგპროცესს აქვს ადგილი: ეპისტემოლოგიურ გახსნილობას, გამოცხადებას, – ძალაუფლებისაღსრულების სრულქმნის მეშვეობით და ახალ ცოდნათა დაგროვებით, ძალაუფლების შედეგთაგამრავლებას.

ფაქტობრივად, ემპირიული ცოდნის ფორმირების საწყისი, მისი საფუძველმდებარე ელემენტიდაკითხვა იყო. ის ექსპერიმენტული ცოდნის იურიდიულ-პოლიტიკური მატრიცაა, რომელიცროგორც ცნობილია, ძალზედ სწრაფად განვითარდა შუა საუკუნეების მიწურულს. თუსიმართლე გნებავთ, საბერძნეთში მათემატიკა გაზომვის ტექნიკებისგან იშვა, ხოლოსაბუნებისმეტყველო მეცნიერებები, შუა საუკუნეების ბოლოს დაკითხვის ტექნიკებისგან. დიადი ემპირიული ცოდნა, რომელმაც სამყაროს ნივთები გარემოიცვა და უსასრულო, აღმწერი, „ფაქტების“ დამდგენელი დისკურსის წესრიგში ჩართო, ინკვიზიციის მოდელის მიხედვითმოქმედებდა. ინკვიზიციის, იმ დიდი გამოგონებისა, რომელმაც ჩვენი მეხსიერების წყვდითმოსილი კუნჭულები შეძრა. მაგრამ ვიდრე ეს იურიდიულ-პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სასულიერო და საერო დაკითხვა იქნებოდა, საბუნებისმეტყველო დაჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის ის დისციპლინური ანალიზი გახდა, ამ მეცნიერებათატექნიკური მატრიცა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს „ჰუმანურობას“ აამებს, დისციპლინისა და დაკითხვის შარიან, პედანტურ, ბოროტებით სავსე კირკიტს წარმოადგენს.

შუა საუკუნეების დაკითხვის პროცედურა თანდათანობით ძველ მბრალდებელზეგარდმოსულ სასამართლო პროცესს მიება. დისციპლინური მეთოდი კი, მეორე მხრივ, ქვემოდანაც, ცბიერად შეიჭრა სისხლის სამართალში, რომელიც პრინციპში ინკვიზიტორულადრჩება. დღევანდელი სადამსჯელო სისტემის მახასიათებლები: დამნაშავის პიროვნებითდაინტერესება, სწრაფვა იმისაკენ, რომ დასჯა გამოსწორებად, თერაპიად, ნორმალიზაციადგადაიქცეს; სასამართლო გადაწყვეტილების სხვადასხვა ინსტანციას შორის დანაწილება, რომლებმაც უნდა დაადგინონ ზომები, შეაფასონ, დიაგნოზი დაუსვან, უმკურნალონ დაგარდაქმნან ინდივიდები, დიციპლინური გამოცდების სამსჯავრო ინკვიზიციის სიღრმეშიშეღწევაზე მოწმობს.

ამიერიდან, სასამართლოსთვის „საჭირო ობიექტად“ განიხილება არა დამნაშავის სხეული, რომელიც მეფის სხეულს აღუდგა წინ, არამედ დისციპლინური ინდვიდი. მონარქიულირეჟიმის საფრანგეთის სისხლის სამართლის მსაზღვრელი მეფის მკველის სხეულისუსასრულოდ დანაწევრებაა. ამჟამინდელი სისხლის სამართლის იდეალური წერტილი კიუსასრულო დისციპლინა, დაუსრულებელი დაკითხვებია. დაკითხვა, რომელსაც ბოლო არუჩანს – დეტალიზებული და სრულ უფროდაუფრო მეტად დამანაწევრებელიზედამხედველობა; განაჩენის გამოტანა და ამავდროულად საქმის წამოწყება, რომელიცარასოდეს დაიხურება.

საჯაროდ დასჯა იმ სასამართლო პროცედურის ლოგიკური დასასრულია, რომელსაცწინ ინკვიზიცია მიუძღვის. ინდივიდებზე „ზედამხედველობა“ კი გამომცდელიპროცედურებითა და დისციპლინური მეთოდებით ნასაზრდოები სასამართლოს ბუნებრივიგაგრძელებაა. განა გასაოცარია, მრავალკამერიანი ციხე, თავისი რეგულარული ჩანაწერებისსისტემებითა და იძულებითი სამუშაოებით, თავისი ზედამხედველობის ინსტანციებით, შეფასებებით და სპეციალისტებით, რომლებიც მოსამართლის ფუნქციებს იღებენ და

Page 20: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

18

ამრავლებენ, დასჯის თანამედროვე ინსტრუმენტად რომ იქცა? ნუთუ რამე გასაკვირია იმაში, რომ ციხეები აგრერიგად გვანან ქარხნებს, სკოლებსა ყაზარმებსა და საავადმყოფოებს?

Page 21: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

19

ციხესხეულებზე გაწეული გულმოდგინე შრომის მეშვეობით, აპარატის ზოგადი ფორმამოწოდებულია, რომ ინდივიდები დამჯერად და გამოსაყენებლად აქციოს; ციხის ინსტიტუტიამ აპარატმა მოხაზა ჯერ კიდევ მანამ, სანამ კანონი მას დასჯის ძირითად საშუალებადგანსაზღვრავდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დასჯის ფორმა ნამდვილად არსებობდასაპყრობილის სახით და ეს სიახლე იყო. თუმცა ეს, დისციპლინური მექანიზმების ისტორიაშიუმნიშვნლოვანესი ეტაპია, რომელმაც ახალი კლასის ძალაუფლება განავითარა – მომენტი, როდესაც ეს მექანზმები სასამართლო ინსტიტუტებს დაეუფლნენ.ციხის „სიცხადე“, უპირვლეს ყოვლისა იმას ემყარება, რომ ის „თავისუფლების აღკვეთის“ უბრალო ფორმაა. თავისუფლების აღკვეთა ყველას ერთნაირად ესმის; ჯარიმისაგანგანსხვავებით, ის გამათანაბრებელი სასჯელია. ციხე გამოხატავს იმ აზრს, რომსამართალდარღვევა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მთლიანადსაზოგადოებასაც. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, სისხლის სამართლის დანაშაულისეკონომიკურ და მორალურ სიცხადეზე, რაც საშუალებას გვაძლევს სასჯელი გამოვითვალოთდღეებში, თვეებსა და წლებში; ამასთან, გვადგენინებს თვისებრივ მიმართებას დანაშაულისჩადენის ბუნებასა და სასჯელის ხანგრძლივობას შორის.

ციხე არ ყოფილა ოდითგანვე თავისუფლების აღმკვეთი, რასაც მოგვიანებით გამოსწორებისტექნიკური ფუნქცია შეემატა. თავდაპირველად, ის იყო „კანონიერი პატიმრობის“ ფორმა, რომელიც დამატებით გამოსასწორებლის ტვირთს ზიდავდა, ანდა ინდივიდების შემცვლელიწამოწყება, რომელიც სასამართლო სისტემაში თავისუფლების აღკვეთის წყალობით შეიძლებაამოქმედდეს. ერთი სიტყვით, XIX საუკუნის დასაწყისიდან პატიმრობა, ერთსა და იმავე დროს, თავისუფლების აღკვეთასაც და ინდივიდების ტექნიკურ გარდაქმნასაც ნიშნავს.

მოდი რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ. 1808 და 1810 წლების კოდექსებში დაპატიმრებაარასოდეს ერევათ თავისუფლების აღკვეთაში. ის მიზანმიმართულ და დიფერენცირებულმექანიზმს წარმოადგენს. დიფერენცირებულია, რამდენადაც პატიმრობას განსხვავებულიფორმა უნდა გააჩნდეს, რაც იმაზეა დამოკიდებული, დატუსაღებული განსასჯელია თუუბრალოდ ეჭვმიტანილი, წვრილმანი სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი თუდამნაშავეა. ციხის განსხვავებული ფორმები: საგამომძიებლო იზოლატორი, გამოსასწორებელიციხე, ცენტრალური საპყრობილე, – მეტნაკლებად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ამგანსხვავებებთან და განსაზღვროს სასჯელი, რომელიც გრადაციას უნდა განიცდიდეს ძალისადა მიზნების მიხედვით.

ციხე ყოვლთვის აქტიური ველის ნაწილი იყი, სადაც ჭარბად მრავლდებოდა გადაკეთებისპროექტები, ექსპერიმენტები, თეორიული დისკურსები, პირადი დამოწმება და გამოძიება. ციხეპასუხისმგებელი იყო ინდივიდის ცხოვრების ყველა სფროზე, შრომის სწავლაზე, ფიზიკურწვრთნაზე, ყოველდღიურ ქცევაზე, მორალურ სახესა და მიდრეკილებებზე. ციხე ბევრად უფროყოველმხრივ დისციპლინარულია, ვიდრე სკოლა, ფაბრიკა და არმია, რომელთაცგანსაზღვრული სპეციალიზაცია აქვთ. გარდა ამისა, ციხეს არც გარეთა მხარეები არა აქვს და

Page 22: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

20

არც ლაკუნები; არ შეიძლება მისი შეჩერება, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა მისიამოცანა ბოლომდე შესრულებულია; ინდივიდებზე მისი ზემოქმედება უწყვეტად უნდაწარმოებდეს: ეს დაუსრულებელი დისციპლინაა. ბოლოს და ბოლოს, ციხე უზრუნველყოფს, პრატიკულად, სრული ძალაუფლებით იმოქმედოს დაპატიმრებულებზე. ციხეს ზეწოლისა დადასჯის საკუთარი შიდა მექანიზმები აქვს – დესპოტური ძალაუფლება. ის ყველა პროცედურისუმაღლეს ინტენსივობაზე დაიყვანება, რომლის სხვა დისციპლინარულმექანიზმებში მოქმედების მეთოდი – მაიძულებელი ტოტალური აღზრდაა.

ციხე შესაძლებელს ხდის სასჯელის გამოთვლას, გრადაციას, რაც დამოკიდებულიაგარემობებზე და დასჯას მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო სამაგიეროს ფორმას ანიჭებს. თუმცასასჯელის ხანგრძლივობას არავითარი გამომასწორებელი ფასი არ ექნება, თუ ის ერთხელ დასამუდამოდ განაჩენით იქნება დადგენილი. სასჯელის ხანგრძლივობა არ უნდა იყოსკანონდარღვევის „საცვლელი ღირებულების“ საზომი; ის, დამოკიდებული უნდა იყოს პატიმრის„სასარგებლო“ ცვლილებაზე, სანამ პატიმრობის ვადა არ ამოწურულა. იზომება არა ზოგადადდრო, არამედ საბოლოო მიზანთან შესაბამისობაში მყოფი დრო, უფრო ოპერაცია, ვიდრესაზღაური. სასჯელის ოპტიმალური ხანგრძლივობა უნდა გამოითვალოს არა მხოლოდდანაშაულის სახესა და მის გარემოებებზე, არამედ პატიმრის ქცევაზე დაყრდნობითაც. სხვასიტყვებით რომ ვთქვათ, დასჯა ინდივიდუალური უნდა იყოს და განისაზღვროს არა მარტოკანონდამრღვევის ინდივიდუალობით, არამედ დასჯილის, როგორც კონტროლირებული, გარდაქმნის ობიექტის ინდივიდუალური მახასასიათებლებითაც.

ციხე, როგორც სასჯელის აღსრულების, ასევე განსასჯელებზე დაკვირვების წარმოებისადგილიცაა. დაკვირვება ორმაგი მნიშვნელობით: თითოეული პატიმრის ქცევის, მიდრეკილებების შეცნობისა და ზედამხედველობის ქვეშ მოქცევის მიზნით. ციხეებიპატიმრებზე კლინიკური შემეცნების ფორმირების ადგილად უნდა განვიხილოთ. პანოპტიკონისთემამ – ერთდროულად ზედამხედველობამ და დაკვირვებამ, უსაფრთხოებამ და ცოდნამ, ინდივიდუალიზაციამ და შეჯამებამ, იზოლაციამ და გამჭვირვალეობამ ციხეში პრაქტიკულიგანხორციელების მიხედვით პრივილეგირებული ადგილი დაიკავა. თუმცა პანოპტიკურმაპროცედურებმა, როგორც ძალაუფლების აღსრულების კონკრეტულმა ფორმებმა ფართოგავრცელება ჰპოვეს, სულ მცირე მის გაბნეულ ფორმებში მაინც. სრული სახით ბენტამისუტოპიამ ხორცი გამოსასწორებელ დაწესებულებებში შეისხა. 1830-1840 წლებში პანოპტიკონიციხის პროექტების უმრავლესობისთვის არქიტექტურულ პროგრამად იქცა. მან ქვაში გამოსახადისციპლინის გონიერება, არქიტექტურა გამჭვირვალე გახადა ძალაუფლებისაღსრულებისათვის, შეაცვლევინა ძალები ანდა ძალადობრივი იძულებები ტოტალური დადაუმარცხებელი ზედამხედველობის რბილი ეფექტურობით შეცვალა, რაც კოდექსებისჰუმანიზაციის და ახალი პენიტენციალური სისტემის შესაბამისად სივრცეს აწესრიგებს.

პანოპტიკონის ამოცანაა შექმნას ციხის მანქანა გამჭოლად მაყურებელი კამერით, სადაცპატიმარი „ბერძენი ფილოსოფოსის შუშის სახლში“ აღმოჩნდება და ცენტრალური პუნქტით, საიდანაც მოუცილებელი მზერა პატიმრების და ასევე, პერსონალის გაკონტროლებას შეძლებს.

ციხეებში უნდა ვხედავდეთ სინქრონულ სისტემას, რომელიც ისტორიულად, ზედნადებადდააშენდება თავისუფლების აღკვეთას, სისტემას, რომელიც ოთხ ელემენტს მოიცავს: უზენაესიხელისუფლების ელემენტს (ციხის დისციპლინარული დამატება), დამხმარე შემეცნების

Page 23: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

21

ელემენტს (გარკვეული ობიექტურობის, ტექნიკის, პენიტენციალური „რაციონალობის“ წარმოება); უკუქმედების ელემენტი (დამნაშავეობის ფაქტობრივი მატება ან გადახალისება, რისაღკვეთაზეცაა მიმართული ციხე); და ბოლოს, უტოპიური გაორმაგების ელემენტი (იმ„რეფორმების“ განმეორება, რომლებიც მათი „იდეალისტურობის“ მიუხედავად იზომორფულებიარიან ციხის დისციპლინურ ფუნქციონირებასთან ერთად). ზუსტად ეს ოთხი რთულიმთლიანობა ქმნის „კარცერულ სისტემას“, რომელიც ციხის უბრალო ინსტიტუტისაგან მისიკედლებით, პერსონალით, წესებით და ძალადობით განსხვავდება. კარცერული სისტემა ერთფორმაში აერთიანებს დისკურსებსა და არქიტექტურას, მაიძულებელ წესებსა და სასწავლოშემოთავაზებებს, რეალურ სოციალურ შედეგებსა და დაუძლეველ უტოპიებს, დელიკვენტებისგამოსწორების პროგრამებსა და დელიკვენტურობის განმამტკიცებელ მექანიზმებს.

ეჭვგარეშეა, რომ დელიკვენტურობა უკანონობის ერთ-ერთი ფორმაა. დელიკვენტურობასუკანონობაში აქვს ფესვები გადგმული და ამავდროულად, თავადაცარაკანონიერია. კარცერულმა სისტემამ ის დაიპყრო, დაანაწევრა, იზოლაციაში მოაქცია, თავადვე ასაზრდოვა, ორგანიზება გაუწია, განსაზღვრულ გარემოში გამოკეტა და სხვაუკანონობასთან მიმართებაში მას ინსტრუმენტული როლი მიანიჭა. ერთი სიტყვით, იურიდიულ ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან კანონიერება და კანონსაწინააღმდეგოქმედება, სტრატეგიულ ოპოზიციაში კი – უკანონობა და დელიკვენტურობა.

იმისი მტკიცება, რომ ციხემ ვერ შეძლო დანაშაულის რაოდენობის შემცირება, ნება მიბოძეთ, შემდეგი ჰიპოთეზით ჩავანაცვლო: ციხემ სრულ წარმატებას მიაღწია დელიკვენტურობისწარმოებაში, რომელიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ნაკლები საფრთხის შემცველი დაზოგჯერ კი უკანონობის სასარგებლო ფორმაცაა; კანონისა და უკანონობის გარშემო ატეხილბრძოლაში ციხის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ „დელიკვენტურობას“ ის ადგენს და ისაწესებს. კარცერული სისტემა კანონდამრღვევს „დელიკვენტად“ აქცევს. პროცესი, რომელიცდელიკვენტურობას ობიექტად აქცევს, ერთ მთლიანობას შეადგენს პოლიტიკურ ოპერაციასთან, რომელიც უკანონობას გამოთიშავს და გამოყოფს მას დელიკვენტურობისაგან. ციხე, ამ ორიმექანიზმის გამართიანებელი სახსარია; ის მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთი განუწყვეტლივგააძლიერონ, კანონის დარღვევის უკან მდგომ დელიკვენტურობის ობიექტივიზირებამოახდინოს. ციხის წარმატება იმდენად დიდია, რომ საუკუნე-ნახევრიანი „მარცხების“ შემდეგაც კი არსებობას განაგრძობს.

დელიკვენტურობის წარმოება და სადამსჯელო აპარატის მიერ მისი დაპყრობა სწორად უნდაგვესმოდეს: არა როგორც ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული რეზულტატები, არამედ როგორცტექნიკები, რომლებიც იმაზე დამოკიდებულების მიხედვით იცვლებიან, რამდენადაც თავისმიზანს შეესაბამებიან. დელიკვენტურობასა და სხვა უკანონობას შორის მომხდარიგანხეთქილება ყველაზე მკაფიოდ ციხის სისტემის მეშვეობით ვლინდება. თუმცა ეს ყველაფერიმუდამ წინააღმდეგობას აწყდებოდა, ბრძოლას სტეხდა და საპასუხო ქმედებებს იწვევდა. დაბალი ფენის მოსახლეობასა და მათგან გამოსულ, მათთან კავშირში მყოფ, დელიკვენტებს შორის გამომყოფი ზღუდის აღმართვა, რთული ამოცანა იყო, მით უფრო კიქალაქის პირობებში.

სისხლის სამართლის, იუსტიციის სფეროში, ციხემ სადამსჯელო პროცედურებიპენიტენციალურ ტექნიკებად გარდაქმნა. კარცერულმა არქიპელაგმა ეს ტექნიკები ციხის

Page 24: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

22

ინსტიტუტიდან საზოგადოების სხეულზე გადაიტანა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი შედეგიგამოიღო:

1. ეს უზარმაზარი მექანიზმი ადგენს ნელ, უწყვეტსა და შეუმჩნეველ გრადაციას, რომელიცგანსაზღვრავს ბუნებრივ გადასვლას უწესრიგობიდან სამართალდარღვევისკენ და უკან –კანონდარღვევიდან წესებისკენ, საშუალოსკენ, მოთხოვნილებისკენ, ნორმებისკენგადახვევისაკენ. ინსტიტუციონალიზირებული, სპეციალიზებული და კომპეტენტურიძალაუფლებრივი ორგანოების უწყვეტი გრადაცია კონსტანტაციისა და შეფასებების მეშვეობითიერარქიას აწესებს; დიფერენცირებას, სანქცირებას უკეთებენ, სჯიან და თანდათანობითგადაცდომების წინააღმდეგ მიმართული სანქციებიდან დანაშაულის დასჯაზეგადადიან. „კარცერი“ თავისი მრავალრიცხოვანი, დიფუზური ანდა კომპაქტური ფორმებით, კონტროლის ინსტიტუტებით ანდა შეზღუდვებით სასჯელის თვისებრივ და რაოდენობრივგადაცემას განაპირობებს; რიგში აწყობენ ანდა მცირე და დიდი სასჯელებით, შემწყალებელი დასასტიკი მოპყრობის ფორმით რთულ სურათს ქმნიან. მცირე დისციპლინა ამგვარად იქადნის: „კატორღაში ამოგძვრება სული,“ – ხოლო ყველაზე მკაცრი საპყრობილე განსასჯელს სამუდამოპატიმრობით ემუქრება: „მე შევამჩნევ შენს ყველა გადაცდომას.“ სადამსჯელო ფუნქციებისსაყოველთაობა, რასაც XVIII საუკუნე, „იდეოლოგიების“ მიერ შემუშავებულ ნიშნებისა დაწარმოდგენების ტექნოლოგიებს ეძებდა, ახლა გავრცელებას, მატერიალურ, რთულ, გაბნეულთუმცა კარცერული მოწყობის განსხვავებულ, დაცემენტებულ არმატურებს ეყრდნობა. შედეგად, განმსაზღვრელი ზოგადი აღმნიშვნელები აერთიანებენ წვრილმან უმართებულობებსადა უფრო მძიმე დანაშაულებს: ეს უკვე აღარც საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფაა დააღარც ბრალეულობა, ეს გადაცდომა და ანომალიაა. სწორედ ეს არ აძლევს მოსვენებას სკოლას, სასამართლოს, საგიჟეთსა და ციხეს. მნიშვნელობათა სიბრტყეზე, ის ხდისზოგადსაყოველთაოს. სუვერენის მტრის შეცვლით, ხალხის მტერი ინდივიდუალურდევიანტად იქცევა, რომელიც თავის თავში უწესრიგობის, დამნაშავეობის და შეშლილობისნაირფეროვან საფრთხეს ატარებს. სადამსჯელო და არანორმალურობის რიგებს კარცერულიქსელი მრავალმხრივი კავშირებით კრავს.

2. კარცერი მსხვილი „დელიკვენტების“ შემოკრების საშუალებას იძლევა. კლასიციზმის ეპოქაში, ეზოებში ან საზოგადოებრივ ღრიჭოებში არსებობდა მეამბოხე, მომთმენი და საშიშიუკანონობის მხარე, ანდა სულ მცირე, ის მაინც, რაც ხელიდან უსხლტებოდა ძალაუფლებას; განუსაზღვრელი სივრცე, დამნაშავეობის თავშესაფარი და მისივე ფორმირების ადგილი. იქ, შემთხვევისა და განგების ნებით ერთმანეთს აწყდებოდნენ უბედურება, უმუშევრობა, უდანაშაულობა, ცბიერება, ბრძოლა ძალაუფლების მქონეებთან, მოვალეობების შესრულებაზეუარი, კანონის ფეხქვეშ გათელვა და ორგანიზებული დანაშაული. დისციპლინარულიგანსხვავებებისა და განტოტებების მეშვეობით, მეცხრამეტე საუკუნემ ის ნათელი გზებიგაკვალა, რომლებიც არსებული სისტემის ფარგლებში, ერთი და იმავე მექანიზმების გზითამყნობენ მორჩილებას და აწარმოებენ დელიკვენტურობას. თავისებური დისციპლინარული, უწყვეტი და მაიძულებელი „ფორმაცია“ შედგა, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვსპედაგოგიურ გეგმასა და პროფესიონალურ ქსელთან. მან წინასწარ მოხაზა სასიცოცხლო გზები: კეთილისმყოფელი ორგანიზაციები და საზოგადოებები, ოსტატთან ცხოვრებით ხელობისსწავლა, კოლონიები, დისციპლინარული ბატალიონები, ციხეები, საავადმყოფოები დათავშესაფრები. კარცერულ ქსელს არ გააჩნია გარეთა მხარე. ის ყველფერს აგროვებს, იმასაც კირაც სჯის. მას იმის დაკარგვაც არ უნდა, რაც არაფრად არგია. პანოპტიკურ საზოგადოებაში, მის

Page 25: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

23

ყოვლისგადამჯაჭველ არმატურაში, რომელიც საპყრობილეს წარმოადგენს, დელიკვენტი ართავსდება კანონს მიღმა. ის თავიდანვე კანონშია, კანონის გულისგულში ან სულ მცირე იმმექანიზმების ცენტრში მაინც, რომლებიც დისციპლინიდან კანონზე, გადაცდომებიდანსამართალდარღვევაზე შეუმჩნეველ გადასვლას განაპირობებენ. თუმცა მართალია, რომ ციხედელიკვანტურობას სჯის, ეს უკანასკნელი ძირითადად მაინც საპყრობილეში, მის მიერვეაშექმნილი. ციხე, თავის მხრივ, პატიმრობას უკვდავყოფს. ციხე ბუნებრივი შედეგია, ის მხოლოდიერარქიის უმაღლესი საფეხურია, დელიკვენტი – ციხის ინსტიტუტის შედეგი.

3. თუმცა, კარცერული სისტემის ყველაზე სერიოზული რეზულტატი და მისი გავრცელებაკანონიერი პატიმრობის საზღვრებიდან შორსაა. ის ახერხებს იმ ყველაფრის გათვლას, რაც კისასჯელის აღსრულებისას გადამეტებად მიიჩნევა. აკი, ის ორ რეგისტრში მუშაობს, რომელშიაცგანიტოტება თავად: მართლმსაჯულების კანონიერ და დისციპლინის კანონისმიღმა მყოფრეგისტრში. სინამდვილეში, კარცერული სისტემის უწყვეტი კავშირი კანონთან და განაჩენთან, დისციპლინარული მექანიზმების განსაზღვრულ, სამართლებრივ მხარდაჭერას განაპირობებს. დისციპლინური ინსტიტუტების დადგენა აწარმოებს კანონს, დასჯა განაჩენსა და სასჯელსბაძავს, ზედამხედველობა პოლიციურ მოდელს იმეორებს, ხოლო ამ ყველა დაწესებულებაზეაღიმართება ციხე, რომელიც მის წმინდა ფორმაში ყოფნისას მათ თავისებურ სახელმწიფოდახმარებას აღმოუჩენს. კარცერის უწყვეტობა და ციხის როგორც ყალიბის გავრცელებალეგალიზებულს, ან სულ მცირე კანონიერს მაინც ხდის დისციპლინურ ძალაუფლებას, რომელიც ერიდება მის გადამეტებას ან ბოროტად გამოყენებას.

დისციპლინური აპარატების და მათსავე მიერ ნაგულისხმები „ჩანართების“ ნატიფ, თანდათანობით გრადაციაში ციხე სხვა სახის ძალაუფლების პარპაშს სრულებითაც არწარმოადგენს, ის მხოლოდ დამატებითი ელემენტია იმ მექანიზმის ინტენსივობისა, რომელიცდაწყებული დასჯის პირველი პრეცენდენტიდან მოყოლებული მუშაობას განაგრძობს. განსხვავება ახალ „გამოსასწორებელ“ დაწესებულებებსა და ციხეს შორის ძნელად თუიგრძნობა. ამიერიდან აღარაფერი გვახსენებს ძველად არსებულ სუვერენის ძალაუფლებისზღვარგადასულობას, რომელიც თავის ძალას დასჯილთა სხეულებზე ავლენდა. კარცერულიკონტინიუმის წყალობით განაჩენის გამომტანი ინსტანციები განჭოლავენ ყველა სხვა –მაკონტროლებელ, გარდამქმნელ, გამოსასწორებელ და გამაუმჯობესებელინსტანციებს. დამსჯელი ძალაუფლება თავისი ფუნქციის მიხედვით, არსებითად არგანსხვავდება მკურნალობის ან აღზრდის ძალაუფლებისაგან. ის მათგან ღებულობს ქვემოდანმხარდაჭერის ნაკლებად მნიშვნელოვან ამოცანებს, რაც მას ნაკლებად მნიშვნელოვანს სულაც არხდის, რადგან ამით ძალაუფლების მეთოდისა და რაციონალურობის სანდოობას ამოწმებს. კარცერული, დასჯის კანონიერ ძალაუფლების ნატურალიზაციას იმგვარადვე ახდენს, როგორცეს ტექნიკური ძალაუფლების „ლეგალიზებისას“ ხდება.

4. ძალაუფლების ახალი ეკონომიის წყალობით, კარცერულმა სისტემამ შესაძლებელი გახადაკანონის“ ახალი ფორმების: კანონიერებისა და ბუნების ნარევის, ნორმების წარმოშობა. ამასმთელი რიგი შედეგები მოყვა: სასამართლო ძალაუფლების ან სულ მცირე მისიფუნქციონირების შიდა განშრევება; მოსამართლეთა სულ უფრო და უფრო გართულებულისამუშაო; გაზომვის, შეფასების, დიაგნოსტირების, შერაცხადად ან შეურაცხადად ცნობისმოსამართლეთა დაუოკებელი სურვილი; პრეტენზიები განკურნებასა და ხელახლა აღზრდაზე. მოსამართლეთა უზარმაზარი „ლტოლვა მედიცინისაკენ“ იმ მთავარ ფაქტს გამოხატავს, რომ მათ

Page 26: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

24

მიერ განხორციელებულმა ძალაუფლებამ „დაკარგა ბუნებრივი შემადგენლობა,“ რომგანსაზღვრულ დონეზე ის კანონებით იმართება და რომ სხვა, უფრო ფუნდამეტურ დონეზე ისროგორც ნორმატიული ძალაუფლება ისე მოქმედებს; ისინი ძალაუფლების ეკონომიას ასხამენხორცს და არა სინდისის ქენჯნასა და ჰუმანიზმს. კარცერულ მექანიზმებზე მდგომიდისციპლინური წყობების მხარდამჭერი ყველგანმყოფობით, მანორმალიზებელი ძალაუფლებაჩვენი საზოგადოების ძირითადი ფუნქცია ხდება. ნორმირების მსაჯულები ყველა მხრიდანგვყვანან გარშემორტყმულები. ჩვენ ვცხოვრობთ მასწავლებელ-მსაჯულის, ექიმ-მსაჯულის, აღმზრდელ-მსაჯულისა და „სციალურ მუშაკ“-მსაჯულის საზოგადოებაში; სწორედ მათეფუძნება ნორმატიულობის ყველგანმყოფი ბატონობა; ყოველი ინდივიდი, სადაც არ უნდაიმყოფებოდეს, მას უქვემდებარებს თავის სხეულს, ჟესტებს, ქცევებს, უნარებსა და წარმატებებს. კარცერული ქსელი მის კომპაქტურ და გაბნეულ ფორმებში ჩაშენებულ, განაწილების, დაკვირვებისა და ზედამხედველობის სისტემებთან ერთად წარმოდგენს თანამედროვესაზოგადოების საყრდენს ძალაუფლების ნორმალიზებისათვის.

5. საზოგადოების კარცერული ქსოვილი, როგორც სხეულის რეალურ გათავისებას, ასევე მასზეგამუდმებულ თვალთვალსაც განაპირობებს. თავისი შინაგანი არსით, ის წარმოადგენს დასჯისაპარატს, რომელიც ყველაზე სრულყოფილად პასუხობს ძალაუფლების ახალ ეკონომიას; ისარის ცოდნის ფორმირების ინსტრუმენტი, რომელსაც ეს ეკონომია ესაჭიროება. მისიპანოპტიკური ფუნქციონირება ეხმარება მას ამ ორმაგი როლის შესრულებაში. განმტკიცების, განლაგების, ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მეთოდების წყალობით ის დიდი ხნით ერთ-ერთყველაზე მარტივ, პრიმიტიულ, უფრო მეტად კი მატერიალურ, მაგრამ ყველაზე აუცილებელპირობად რჩება გამოცდის განვითარებისა და გავრცელებისათვის, რომელიც ადამიანის ქცევისობიექტივიზაციას ახდენს. თუ ინკვიზიტორული მართლმსაჯულების ეპოქის შემდგომ„გამომცდელის“ ეპოქაში შევაბიჯეთ, თუ გამოცდის მეთოდმა შეძლო, რომ გავრცელებულიყომთელ საზოგადოებაზე და გარკვეულწილად ჰუმანიტარულ მეცნიერებებისთვისაც მიეცადასაბამი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი პატიმრობისგანსხვავებული მექანიზმების სიმრავლე და მათი ურთიერთგადაფარვა იყო. მე იმას არ ვამბობ, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ციხიდან წარმოიშვა. მაგრამ თუ მათ მოახერხესწარმოქმნილიყვნენ და თავისი ცოდნის სტრუქტურაშივე (episteme) ჩვენთვის ნაცნობიცვლილებები მოეხდინათ, ეს იმიტომ, რომ ძალაუფლების ახალი და სპეციფიკურიმოდალობების თანამონაწილენი იყვნენ: ეს სხეულის განსაზღვული პოლიტიკაა, რომელიცგანსაზღვრული მეთოდით, საშუალებას იძლევა ხალხთა მასები დამჯერად და გამოსადეგადაქციოს. ამგვარი პოლიტიკა განსაზღვრული ცოდნის ძალაუფლებასთან კავშირში ჩართვასმოითხოვდა. მას ობიოქტივაციისა და მორჩილების ნაწილობრივი ურთიერთვალდებულებებისტექნიკა სჭირდებოდა; მან ინივიდუალიზაციის ახალი პროცედურებიც მოიყოლა თან. კარცერული ქსელი ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ისტორიულად შესაძლებელს ხდის. შემეცნებული ადამიანი (რადაც არ უნდა მოვიხსენიებდეთ: სულად, ინივიდუალობად, ცნობიერებად თუ ქცევად) ამ ანალიტიკური დაუფლების, დაკვირვების ბატონობის შედეგ-ობიექტს წარმოადგენს.

6. უეჭველია, ეს ციხის გასაოცარ მდგრადობას ხსნის; გამოგონებას, რომელსაც გაჩენის დღიდანლანძღავენ. ის რომ სახელმწიფო აპარატის ხელთ არსებული აღკვეთის ან ზეწოლისინსტრუმენტი ყოფილიყო, უფრო მისაღები შემცვლელის გამოძებნა გაიოლებული იქნებოდა. მაგრამ ძალაუფლების მექანიზმებსა და სტრატეგიებში ფესვის გადგმით, მან შეძლო გარდაქმნის

Page 27: მიშელ ფუკო - ზედამხედველობა და დასჯა

25

ყოველ მცდელობაზე ინერციის უზარმაზარი ძალით ეპასუხა; არაფერი მეტყველებს იმაზე, რომციხის არსებობა აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის; პირიქით, შეიძლება ციხისფუნქციონირების განმსაზღვრელი ორი პროცესი გამოვყოთ, რომლებსაც მისი ფუნქციონირებისგარდაქმნა და გამოყენების შეზღუდვა შეუძლიათ. პირველი მათგანი ამცირებსდელიკვენტურობის სარგებლიანობას; სახელმწიფო და საერთაშორისო მასშტაბის უკანონობისწარმოშობა არაეფექტურობას აშკარას ხდის. მეორე – დისციპლინური ქსელების ზრდა, სრულიუფლებით აღჭურვა და სასამართლო ფუქციების მათზე მზარდი გადაცემაა. რამდენადაცმედიცინა, ფსიქოლოგია, „სოციალური სამუშაო“, სახელმწიფო შემწეობა სულ უფრო და უფრომონაწილეობენ მაკონტროლებელ და დამსჯელ ძალაუფლებაში, სისხლის სამართლის მანქანასშეუძლია სამედიცინო, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური თვისებები შეიძინოს. ნორმალიზაციის ყველა ამ მექანიზმებს შორის, რომელებიც გამოყენებისას სულ უფრო დაუფრო მკაცრდებიან, ციხის სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული როლი აზრს კარგავენ.

საჯარო დასჯების, სახრჩობელების, სამარცხვინო ბოძების ქვეყნისაგან დღეს შორსვიმყოფებით. თუმცა, ჩვენ ასევე შორსა ვართ რეფორმატორთა ოცნებებისგანაც: სადამსჯელოქალაქისაგან, სადაც ათასობით თეატრში სამსჯავროს ნაირფერადი წარმოდგენებიგათამაშდებოდა, ხოლო დეკორაციებით მორთულ ეშაფოტებზე, ყველა დეტალში გამოხატულიდასჯა, კანონთა კრებულის სახალხო ზეიმს გამართავდა.