დათარსული კაცი

8

Click here to load reader

Transcript of დათარსული კაცი

Page 1: დათარსული კაცი

დათარასული კაცი

Page 2: დათარსული კაცი

არსებობს კონკრეტული წიგნები, რომლებიც გვაყვარებს კითხვას.

წიგნი, რომელიც ახლა წავიკითხე, საყმაწვილო ლიტერატურას არ მიეკუთვნება. ის დეტექტიური ჟანრისაა.

ვთვლი, რომ მოზარდს გარდა საყმაწვილო ლიტერატურისა, სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის წიგნებიც აყვარებს კითხვას. ასე იყო ჩემს შემთხვევაში.

”დათარსული კაცი” ჯეიმს ჰედლი ჩეიზის გახმაურებული ნაწარმოებია, რომლის მთელი პლიუსი ისაა, რომ მასში აღწერილი სიუჟეტი ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.

მართლა მიჭირს გადმოვცე ის ემოცია, რომელიც ამ წიგნის კითხვისას მივიღე. მქონდა შეგრძნება, რომ თითოეულ წინადადებას კინო კადრებად ვხედავდი.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ინტრიგა, რომლის გარეშე დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები არაფერია, წიგნის ყოველ გვერდზე შენარჩუნებულია. სულ გგონია, რომ შენი ლოგიკა გიკარნახებს როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ”ნურას უკაცრავად!”

ახლა გთავაზობთ წიგნის ძაალიან მოკლე, ჩემეულ ანოტაციას:

Page 3: დათარსული კაცი

ჟურნალისტი, რომელიც ეს-ესაა ციხიდან გამოვიდა და ეძებს გზებს ახალი ცხოვრების დასაწყებად.

ის ვალდებულია იყოს ფორმაში, ჰქონდეს სამსახური, რადგან თვლის, რომ მისი მეუღლე, რომელმაც ისედაც ბევრს გაუძლო, იმსახურებს კარგ ცხოვრებას. ამის მიღწევა კი არც ისე ადვილია, იმ ფონზე, როდესაც ხარ ჟურნალისტი, თანაც ნაციხარი ...

ამ დროს ჩნდება პერსპექტივა, რომ ერთ მომხიბვლელ წინადადებაზე დათანხმებით, რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება. დიდია ცდუნება, თუმცა დიდია საფრთხეც ..

”ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს”, ხოდა ისიც რისკავს ...

ასე იწყება წიგნის მთავარი სიუჟეტი, რომელსაც მოსდევს უამრავი თავსატეხი.

წიგნის მთავარი გმირი ჰარი ბარბერი 2 მშვენიერი მილიონერი მანდილოსნის გარემოცვასა და მათ ინტირგებში ეხვევა.

თავსატეხები, სიყვარული, მკვლელობა... ის ცდილობს გაქცევას, ყველაფრის გამოსწორებას...

და თუ თქვენ ამ წიგნს წაიკითხავთ გაიგებთ რა მოხდება გამოვა თუ არა წიგნის მთავარი პერსონაჟი იმ აბლაბუდიდან რომელიც თვითონ შეკერა და რა ელოდება მას წინ?

შეიძინეთ ეს წიგნი ბიბლუსის სალაროებში 3 ლარად ან იდენტურ ფასად ინტერნეტ საიტზე

www. ligamus.iliauni.edu.ge

Page 4: დათარსული კაცი

ჟურნალ ”რეიტინგის” ბიბლიოთეკის სერიიდან ”მსოფლიო დეტექტივების სეიფი”-ს 1 ტომი. ”დათარსული კაცი” ჯეიმს ჰედლი ჩეიზის გახმაურებული ნაწარმოებია, სანამ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალი გახდებოდა, ჩეიზმა უამრავი სამუშაო გამოიცვალა. მუშაობდა წიგნების გამავრცელებელ აგენტად, წიგნების გამყიდველად და ამასობაში გადაწყვიტა თვითონაც დაეწერა რაიმე. თავდაპირველად წერა იუმორისტული მოთხრობებით დაიწყო, თუმცაღა აღიარება დეტექტივებით მოიპოვა.

ჩეიზის დეტექტივებში მოქმედება ძირითადად ა.შ.შ.–ში ვითარდება, თუმცა მწერალი ამ ყვეყანაშ მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი, ისიც მცირე ხნით. რეალური სურათის შესაქმნელად ის ინფორმაციას ენციკლოპედიებიდან, რუკებიდან და სლენგების ლექსიკონიდან იღებდა. ამიტომ მისი ეს წიგნი საინტერესო უნდა იყოს ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. ასევე მას „დეტექტივების ოსტატსაც“ უწოდებენ.

Page 5: დათარსული კაცი

მე ამ წიგნში მომეწონა რომ მთავარი გმირი ჰარი ბარბერი ყოველთვის მზად იყო რისკზე წასულიყო სოლიდური თანხის გულისთვის ასევე მომეწონა რომ ავტორი თითქოსდა მკარნახობდა რა მოხდებოდა მაგრამ ისე დატრიალდებოდა მოვლენები რომ სულ სხვაგვარად ვითარდებოდა ყველაფერი. ამასთანავე მომეწონა რომ მთავარი გმირი არ იყო ეგოისტი მან ციხეში გატარებული წლები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ცოლზე იფიქრა და მასზე მუდმივად ღელავდა.და ბოლოს მე მომეწონა რომ ჰარი ბარბერი იყო წინდახედული მას ყოველთვის ყველაფერი ერთი ნაბიჯით წინ ჰქონდა გათვლილი.

Page 6: დათარსული კაცი

მე ამწიგნში არ მომეწონა რომ ჰარი ბარბერი მეტისმეტად თავდაჯერებული იყო და არ ფიქრობდა მოსალოდნელ საფრთხეზე რომელსაც ციხე ერქვა მან ხომ სრულიად უცნობ ქალბატონთან დაიჭირ საქმე, რომელიც ადამიანის გატაცებას ეხებოდა. ასევე არ მომეწონა რომ ფედერალურმა ბიურომ ციხეში გამოკეტა 4 წელი უდანაშაულო მისტერ ბარბერი ამის მიზეზს კი წაკითხვის შემდეგ გაიგებთ და ბოლოს მე არ მომეწონა რომ ადამიანები თავის სიცოცხლეზე წინ ფულს აყენებდნენ, მათ შეეძლოთ ფულისთვის თავი საფრთხეში ჩაეგდოთ რაც ძალიან არ მომეწონა.

Page 7: დათარსული კაცი

ეს წიგნი იმ შემთხვევაში უნდა წავიკითხოთ თუ გვიყვარს დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები თუ გინდათ რომ გქონდეთ შეგრძნება თითქოს ყოველი ამოკითხული წინადადება კინოფილიმის კადრად მოგეჩვენოთ თუ გინდათ წიგნის ყოველ გვერდზე ინტრიგა შეგხვდეთ. თუ ამ წიგნს წაიკითხავთ შესაძლოა კრიმინალური საქმიანობა ისწავლოთ კიდეც შეძლებთ გამოიცნოთ როდის ამბოენ ადამიანები ტყუილს და როდის არა ამავდროულად გამდიდრდება თქვენი ლქსიკონი ისეთი სიტყვებით როგორიცაა მაგალითად:სილუეტი, ფხა, მორიფათი და სხვა.

Page 8: დათარსული კაცი