საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

37
ტტტტტტ ტტტტტტტტტტტტტტტტ ტ.ტტტტტტტტ №43-ტ ტტტტტტ ტტტტტტ ტტტტტტტტტტ ტტტტ ტტტტტტტ ტტტტტტტტტტტ ტტტტტტტტ 1921 ტტტტ

Transcript of საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

Page 1: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ტიციან ტაბიძისსახელობის ქ.თბილსისი №43-ე საჯარო

სკოლის ისტორიკოსი

ნინო აბულაძე

საქართველოს ოკუპაცია

1921 წელი

Page 2: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, გახდა ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა საქართველოს ძალიან გრძელ ისტორიაში.....შევეცდები თქვენთან ერთად მოკლედ გავიხსენო ამ დრის

მოვლენები

Page 3: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 -1921 წ.წ

მაშ ასე, რა იყო საქართველოს ოკუპაციამდე?

Page 4: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

o1919 წლის 14 მარტს საქართველოს დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი საქართველოს წარსულისა და თანამედროვე რეალობის მოკლე აღწერით.

o1920 წლის 11 იანვარი- ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების გადაწყვეტილება საქართველო დე ფაქტოდ აღიარეს , მოგვიანებით შეუერთდა იაპონია, ბელგია

oპირველად გვაღიარა არგენტინამ 1919 წლის 15 სექტემბერს

o1920 წლის 16 დეკემბერს ჟენევაში იქნა მიღებული და საქართველოს ერთა ლიგის მიღმა ტოვებდა.

1919 წელი -საქართველო აღიარეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო,

მაგრამ არ მიიღეს ერთა ლიგაში

Page 5: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. მაგრამ ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო

1920 წლის 7 მაისი

„სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და

რუსეთს შორის  გადის შავი ზღვიდან მდინარე

ფსოუს გასწვრივ...“

Page 6: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

საქართველოს დე-იურე აღიარების საპავტისაცემოდ გამართული აღლუმი. 1921 წლის იანვარი. სულ ერთ თვეში საბჭოთა რუსეთი ხუთი მიმართულებით დაესხა თავს დემოკრატიულ საქართველოს.

Page 7: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

რა მოხდა?რატომ ვერ

შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობ

ა?

1921 წლის 25 თებერვალს – რუსეთის ბოლშევიკურმა ჯარებმა აიღეს თბილისი და მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია

Page 8: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

15 თებერვალს- სტალინმა აცნობა სერგო ორჯონიკიძეს , რომ დაუყონებლივ დაეკავებინა თბილისი

12 თებერვალს დაიწყო საომარი ოპერაციები

საქართველოსა და რუსეთს შორის

Page 9: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

 „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის.

15 თებერვალი-ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში

Page 10: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

 მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში

16 თებერვალი -შულავერის კომიტეტი

შულავერის კომიტეტი :სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ. 

Page 11: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ივანე ჯავახიშვილის მიმართვა :

“შვილებო!  ჩემო მოვალეობაა მე თქვენ

წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი

განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს

მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ

მოგიწოდებთ!“

Page 12: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

17 თებერვალი საქართველოს არმიას სათავეში ჩაუდგა გენერალი კვინიტაძე

მოდით გავიხსენოთ

ჩვენი სამხედრო

შტაბი :

Page 13: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხელმძღვანელობდა თბილისის დაცვის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას (ე.წ. სოღანლუღის ფრონტს) სადაც განახორციელა რამდენიმე ბრწყინვალე კონტრშეტევა და ტყვედ აიყვანა 1600 წითელარმიელი – ყველა მათგანი რუსი

 "მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ!”

Page 14: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ალექსანდრე ანდრონიკაშვილიმსახურობდა გენერალურ შტაბში

1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყებისმოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში

დახვრიტეს.

1921 წლიის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. დამკომის სამხედრო ცენტრის წევრი.1923 წლის 20 მაისს

ის დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე.

დავალება 1 :მოიძიე სამხედრო პირების შესახებ მასალები

Page 15: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

1921 წლის 18 თებერვალს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ ქართული შეიარაღებული ძალები თბილისის დასაცავად შემდეგნაირად განალაგა: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეული იდგა. ტაბახმელას მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ცენტრში - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილები იყო: შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები პოლკოვნიკ სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან სანაპირო ათასეულის ერთი რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იყო. მარცხენა ფლანგზე - გვარდიის ნაწილები იდგა გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით. კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო საარტილერიო ბატარეები.

Page 16: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

გიორგი კვინიტაძე იუნკერებთან

ფრონტზე, შუაში გენერალი კვინიტაძე

Page 17: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე

....როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა _

იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა

ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე

გადასულიყვნენ. ამ ბრძოლის შემდეგ, მტრის ბატალიონი

განადგურდა.

1919 წლის აგვისტოში თბილისში იუნკერთა ორწლიანი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სკოლის უფროსმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია.

გახსენება....

Page 18: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

თბილისის ბრძოლა 18-25 თებერვალს მიდიოდაარ შემოიფარგლებოდა კოჯორი-ტაბახმელათი.არსებობდა ბევრი საბრძოლო პოზიცია კოჯორი-ტაბახმელას გარდა, სადაც იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ქართველი ჯარისკაცები

24 თებერვლისთვის ფრონტი წარმოადგენდა თითქმის წრეს თრიალეთის ქედიდან ავჭალამდე

25 თებერვალს თბილისის დაცემის შემდეგ, 13 მარტამდე ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა შიდა ქართლში, აფხაზეთში და იმერეთში. მათ შორის, 5-6 მარტის სურამის ბრძოლა, რომელშიც ქართული ჯარი ცდილობდა ბოლშევიკების შეჩერებას ლიხის ქედზე.

გვახსოვდეს :

Page 19: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
Page 20: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ

„შენი დამცველნი, შენი ძენი, შენი იუნკრები...”

Page 21: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

18 თებერვალს 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯას ქედს შემოუარა და მაზნიაშვილის პოზიციებისაკენ დაიძრა. შეტევა დაიწყო 1.30 საათზე. ჯავშანმატარებელი ვალოდია გოგუაძის მეთაურობით სოღანლუღის ხიდთან მივიდა და ბრძოლაში ჩაება

18 თებერვალი -იალღუჯის მიდამოებში მოვიპოვეთ წარმატება

Page 22: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

2-დან 3 საათამდე პერიოდში მტერმა მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. ბრძოლაში გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო, ვალიკო ჯუღელის მიერ მიყვანილი ჯავშანმანქანების მხარდაჭერით. მათ სუღანლუღის სადგურიდან უკუაგდეს მტერი. გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ სადარაჯო ათასეული, გორის ბატალიონი და სარეზერვო ბატალიონი შეტევაზე გადავიდნენ.

19 თებერვალი

Page 23: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
Page 24: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

 გაზეთი “ერთობა” წერდა, “20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ _ კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის”.

20-21 თებერვალი

Page 25: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

1921 წლის 21 თებერვალი. ორ საათში მიიღებენ კონსტიტუციას. თბილისი იბომბება. ჩვენი პოზიციები ფონიჭალას....

Page 26: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

22 თებერვალიგრიგოლ ლორთქიფანიძე წერს:

`მეხადირის ბრძოლებიც რუსთა არმიასთან მეტათ სახელოვანი ეპიზოდი იქნება ქართული მხედრობის მატიანეში.~ მოწინააღმდეგემ გაგრა აიღო. 22 თებერვალსვე დაიწყო შემოტევა დარიალის მხრიდან, თუმცა ქართველმა მეომრებმა ხიდი ააფეთქეს და მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს. ამ მიმართულებით მოქმედ ქართულ ჯარს პოლკოვნიკი სიმონ წერეთელი ხელმძღვანელობდა.

Page 27: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ისევ 23 თებერვალი ...ჩვენი მებრძოლები კოჯორში

Page 28: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

მტრის ყუმბარამ მოკლა კოჯორთან 19 თებერვალს. 23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ მეომრებთან ერთად. 

მარო მაყაშვილი

Page 29: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

” მარო მაყაშვილის დღიურების აქამდე ცნობილი ნაწილი პირველად არჩილ სულაკაურმა გამოაქვეყნა ჟურნალში „მნათობი“ 1996 წელს, პატარა წიგნაკად კი _ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა 2004 წელს .2012 წელს ლიტერატურის მუზეუმს თათული ღვინიაშვილმა გადმოსცა მწერალ ანა ღვინიაშვილის არქივი. ამ არქივში აღმოჩნდა მარო მაყაშვილის ჩანაწერების ახალი, დღემდე დაკარგულად მიჩნეული, რვეული.”

დავალება : წავიკითხოთ მარო

მაყაშვილის დღიური

Page 30: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

შალვა ერისთავი

ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე 'მაქსიმისაკენ'. მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა 'მაქსიმის' ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება

Page 31: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

1921 წელი25 თებერვალი

ბოლშევიკები შემოდიან თბილისში

Page 32: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

1921 წლის 26 თებერვალი. კოჯორი. დახოცილი ქართველი იუნკერები და კადეტები...

დგანან ბოლშევიკები

Page 33: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

წითელი არმია თბილისში, 1921

წლის 25 თებერვალი,

საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება – Declaration of Soviet Rule, 25 February. 1921

Page 34: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

ოკუპირებული საქართველო

Page 35: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

„1921 წლის 25-თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხი მატიანეში. ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი – ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე და სხვაგან სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა“ (ლ. სანიკიძე). დარჩა მხოლოდ რუსეთის უღელი და უმწარესი ქართული სიმღერა:

სიზმრად ვნახე საქართველო, –სისხლის ზღვაში ბანაობდა, –დაფლეთილი მისი დროშაკოჯრის მთაზე ქანაობდა…

Page 36: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

თბილისის დაცვაში დაღუპული ქართველი

ჯარისკაცები

26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ შავი კუბოები მოჰქონდათ, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა.

Page 37: საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი

გამოყენებული მასლა

საქართველოს ოკუპაციის 90 წლისთავი26 მაისისადმი მიძღვნილი სურათები დიდი მადლობა ბატონ თენგიზ ვერულავასივერიელი 25 თებერვალიდიდი მადლობა ბატონ მიშა ბახტაძეს