Fantasy Art – Woman in the lake

Post on 09-Mar-2016

243 views 2 download

description

2. აირჩიეთ ხელსაწყო Gradient Tool (G) დააყენეთ ეს ორი ლურჯი ფერი: 1. შექმენით ახალი დოკუმენტი File -> New Document. მე გამოყენებული მაქვს 600×480 ზომის მაგრამ არაა აუცილებელი მთლად ამხელა იყოს . . . 3. ახლა აიღეთ სასურველი სურათი რომელიც გინდათ რო გააკეთოთ, ამოჭერით ობიექტი, ჩემ შემთხვევაში ეს იქნება მევიოლინე გოგოს სურათი (ამოჭრილია გოგონა) და გადაიტანეთ ამ ჩვენ გაფერადებულ ლეიერზე.

Transcript of Fantasy Art – Woman in the lake

გამარჯობა.ახლა მე გასწავლით მსგავსი სურათების გაკეთებას:

1. შექმენით ახალი დოკუმენტი File -> New Document. მე გამოყენებული მაქვს 600×480 ზომის მაგრამ არაა აუცილებელი მთლად ამხელა იყოს . . .

2. აირჩიეთ ხელსაწყო Gradient Tool (G) დააყენეთ ეს ორი ლურჯი ფერი:

და ჩამოქაჩეთ ზემოდან ქვემოთ, ასეთი შედეგი რო მიიღოთ:

3. ახლა აიღეთ სასურველი სურათი რომელიც გინდათ რო გააკეთოთ, ამოჭერით ობიექტი, ჩემ შემთხვევაში ეს იქნება მევიოლინე გოგოს სურათი (ამოჭრილია გოგონა) და გადაიტანეთ ამ ჩვენ გაფერადებულ ლეიერზე.

თუ ზომები არ ჯდება ანუ თუ მაგალითად ობიექტი ზედმეტად დიდია ამ გაფერადებული ლეიერისთვის,შეგიძლიათ დააპატარავოთ (Select -> Image size) ან გაითვალისწინეთ თავიდანვე ზომა და 600×480 ის მაგივრად სურათის ზომის შესაბამისი ლეიერი შექმენით.

4. იყოს გააქტიურებული “ობიექტის” ლეიერი და მიეცით ასეთი სტილი:Layer -> Layer Styles -> Outer Glow

5. შექმენით ახალი ლეიერი Layer -> New Layer , დააყენეთ ფერები შავ თეთრზე (D) და –>Filter -> Render -> Clouds.და ამ ლეიერის opacity დააყენეთ 50% ზე.

6. Edit -> Transform -> Skew, მოკიდეთ მარცხენა ზედა კუთხეს ხელი და გამოწიეთ მარჯვნივ რო მიიღოთ ასეთი შედეგი :

და დააჭირეთ ENTER_ს.

7. დააკოპირეთ ეს ლეიერი დაEdit -> Transform -> Flip Horizontal

8. ახლა გოგონას ლეიერი მოათავსეთ ლეიერების პალატაში პირველ ადგილას :

9. ახლა ვხსნით რაიმე ფოტოს რაც შეიძლება გამოგვადგეს ფონად . ამ შემთხვევაში როგორც სურათზე ჩანს ეს არის ტბა და გამოყენებულია

ეს სურათი.გადავიტანოთ ეს სურათი გოგონას სურათზე და მოვათავსოთ ისე რო გოგონა დარჩეს ნახატის შუაგულში . (ამ სელაპის მაგივრად =) ).

დააყენეთ სურათის Blending Mode , Luminosity ზე

10. აიღეთ ხელსაწყო Eraser Tool , ფუნჯის ზომა დააყენეთ 100px _ზე და ზედმეტი ღრუბელი მოუშალეთ სურათს.

11. ახლა გავაკეთოთ ირგვლივ ელიფსები.შექმენით ახალი ლეიერი. Layer -> New Layer .აიღეთ ხელსაწყო Elliptical Marquee tool და მოხაზეთ ელიფსი,მონიშნულ არესთან მიიტანეთ კურსორი, დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკს და აირჩი

ეთ Stroke, შეავსეთ შემდეგი მონაცემებით:

12. ახლა ამ ელიფსს გავუკეთოთ პატარა ტრანსფორმი.Edit -> Transform -> Perspective და მივცეთ სასურველი ფორმა. აი ჩემი შემთხვევა:

13. აირჩიეთ ხელსაწყო Eraser Tool, Hardness დააყენეთ დაახლოებით 30%_ზედა წაშალეთ ის ნაწილი რომელიც სახეს ხაზავს.

14. ახლა ამ ელიფსს მივცეთ კიდე ერთი სტილი და ცოტა დავასვენოთ.Layer -> Layer styles -> Outer glow შემდეგი მონაცემებით

15. ახლა კიდევ გავიმეოროთ  11, 12, 13, 14 პუნქტები ანუ კიდევ გავაკეთოთ ელიფსი, 1 ან 2 რომ უფრო ლამაზი გამოვიდეს საბოლოოდ სურათი. მე

3 ელიფსი დავუხაზე მეტი ალბათ ზედმეტია :

16. ახლა გავაერთიანოთ ლეიერები ერთ სურათად Layer -> Flatten image.Image >> Adjustments >> Levelsჯერ Channel მენიუში ავირჩიოთ Red და შევავსოთ ამ მონაცემებით:

მერე Channel ში ავირჩიოთ Blue და შევავსოთ ასე

17. დააკოპირეთ ლეიერი. Layer -> Duplicate Layer,Filter >> Distort >> Diffuse Glow

ამ ლეიერის Opacity დააყენეთ 20% ზე

18. გააერთიანეთ ისევ , Layer -> Flatten image

19. შექმენით ახალი ლეიერი Layer -> New Layer. დაითრიეთ ხელსაწყო Brush Tool და დახატეთ ვარსკვლავები თეთრი ფერით.

ვარსკვლავების ფუნჯები თუ არ გაქვთ შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედანhttp://up.jeje.ge/download.php?id=E86B9F063

20. გააქტიურეთ მეორე ლეიერი ანუ ვარსკვლავების არადა მეორე ბექგრაუნდი.Filter -> Render -> Lighting effects

21. გააქტიურეთ ისევ ვარსკვლავების ლეიერი და :Layer -> Layer Style -> Outer Glow

გამოიყენეთ თეთრი ფერი.

22. დააკოპირეთ ვარსკვლავების ლეიერიLayer -> Duplicate Layerერთი ფილტრიც მივცეთ და ეგაა ჩათვალე მაგარი სურათიც მივეცით.Filter -> Blur -> Radial Blurშეიყვანეთ ეს მონაცემები

ვსოოო მგონი გასაგებია ყველაფერი, სურათი მზადაა და ახლა რაც გინდათ ის უყავით. წარმატებებს გისურვებთ .

Create by avtandil machitadze. Contact: avtandili88@gmail.com www.twitter.com/machitadze blog: www.bydadu.wordpress.com