დროის ფასი

Post on 21-Jul-2015

130 views 14 download

Transcript of დროის ფასი

დროის ფასი

ჭ. ამირეჯიბი

ციყვი ალიონზე ადგა. ათასი საქმე ჰქონდა. ხელ-პირი დაიბანა

და მუშაობას შეუდგა.

ამ დროს ჭრიჭინაც ესტუმრა.

ციყვმა საქმეს თავი დაანება, სტუმარი შინ მიიპატიჟა და

საუზმე მიართვა.

ჭრიჭინამ პირი არაფერს დააკარა, სამაგიეროდ ჭრიჭინს მოჰყვა.

ციყვს ათასი საქმე ჰქონდა, მაგრამ იჯდა და თავაზიანად უსმენდა.

შუადღე გადავიდა, მოსაღამოვდა კიდეც, ჭრიჭინა კი ჭრიჭინებდა და

ჭრიჭინებდა.ციყვი საქმეს მოსცდა, მთელი დღე უქმად დაკარგა.

ამ დროს კარზე პატარა თაგვმა მოაკაკუნა.

სიმწრის ცრემლი სდიოდა.

ჩემო ციყუნია, კბილის ტკივილმა შემიკლა,საჭმლის საშოვნელად ვეღარ წავსულვარ. თუ შეგიძლია,ერთი თხილი მასესხე და რომ მოვკეთდები, დაგიბრუნებ.

გაიქცა ციყვი, თაგვს თხილი გამოუტანა და გვირილაც მისცა,

ამის ნახარში პირში გამოივლე, კბილის ტკივილს შველისო.

ჰაიტ, შე მათხოვარო, შენა! ციყვს ოფლი დაუღვრია, ეგ თხილი რამსიშორიდან მოუტანია და ახლა შენ უნდა შეჭამო?

თაგვმა მიუგო:

მე მათხოვარი არა ვარ,ჭრიჭინავ,შენ კი ნამდვილი ყაჩაღი ხარ!მე ერთი თხილი ვესესხე და დავუბრუნებ კიდეც,შენ კი ციყუნიას მთელი დღე წაართვი.აბა,წართმეული დროის დაბრუნება სინჯე! გინდა ნაშრომი წაგირთმევია,გინდა საქმისაგან მოგიცდენია,შე ყბედო,შე ყაჩაღო,შენა!

ჭრიჭინა ყბედობას რას მოიშლიდა? დღესაც კარდაკარ დადის,

ჭრიჭინებს და ჭრიჭინებს.

სიტყვათა სალარო:

• ალიონზე - დილაადრიან

• უქმად დაკარგა - ტყუილად დაკარგა

• მოვკეთდები - გამოვჯანმრთელდები

• სინჯე - სცადე

• ყბედი - იტყვიან ადამიანზე, ვინც ბევრს ლაპარაკობს.

სტუმართმოყვარე ზრდილობიანი

თავაზიანი მშრომელი სამართლიანი მშრომელი

უსაქმურიყბედი

უზრდელი დაუფიქრებელი

ბრაზიანი თამამი

საშინაო დავალება:

• გაახმოვანეთ ზღაპარი ;

• კითხვებზე პასუხი ჩაწერეთ რვეულში.

• რატომ ჰქვია ამ ზღაპარს ,,დროის ფასი“ ?

• რისი თქმა სურს ჩვენთვის მწერალს?

გისურვებთ წარმატებებს